You are on page 1of 4

სახელი-ჟენიკ

გვარი-მკრტჩიან

თემა- მორფოლოგია

კონსპექტი

სიტყვას, მის ნიშნურ ბუნებას, ენაში მის ფუნქციონირებას სწავლობს მორფოლოგია.


ენის ყველაზე დაბალი დონის ერთეულებია ფონემა და ბგერა.მნიშვნელობის მქონე
უმცირეს ერთეულს მორფი ეწოდება. სიტყვები მორფემებისგან შედგება, მაგალითად
ქართული სიტყვები მო-ვალ, გა-ვალ, სახლ-ი შედგება მორფებისგან: მო, ვალ გა,
სახლ, ი. მორფემა, ისევე როგორც ფონემა, აბსტრაქტული ერთეულია ენისა და
რეალიზდება გარკვეული ვარიანტებით, რომლებსაც მორფები ეწოდება. ვინაიდან
მორფემა ყოველთვის რამდენიმე ვარიანტით რეალიზდება შემოაქვთ ცნება-
ალომორფი, რაც მორფთა ვარიანტებს ასახავს. ალომორფი ორგვარია: ფაკულტატური
და პოზიციური. ფაკულტატური ალომორფებია, ის ალომორფები, რომლებიც ერთსა
და იმავე პოზიციაშია წარმოდგენილი, მაგალითად, ქართულში ებ და ნ
მრავლობითობის გამომხატველი აფიქსები. თავისუფალია მორფემები რომლებიც
გვხვდება დამოუკიდებლად სხვა მორფემებთან კავშირის გარეშე. ხოლო ბმულია
მორფემები, რომლებიც გვხდებიან კავშირში სხვა მორფემებთან.არსებობს მორფემათა
გამოყოფის სამი წესი1- მორფემები შეიძლება შეგვხვდეს თავისუფალი ვარირების
პოზიციაში. თუ ორი მორფი ერთმანეთს ჩაენაცვლება ერთსა და იმავე პოზიციაში,
მაგრამ შინაარსის სტრუქტურაში მათ ერთი და იგივე წერტილი შეესატყვისება, მაშინ
ეს ორი მორფი უნდა განვიხილოთ, როგორც ერთი მორფემის ალომორფები.2-
კონტრასტული დისტრიბუცია- თუ ორი მორფი ერთმანეთს ჩაენაცვლება ერთსა და
იმავე პოზიციაში, თუმცა შინაარსის სტრუქტურაში სხვადასხვა წერტილი
შეესაბამებათ, მაშინ ისინი უნდა განვიხილოთ, როგორ ორი სხვადასხვა მორფემა.3-
დამატებითი დისტრიბუცია- თუ ორი მორფი არასდროს ჩაენაცვლება ერთმანეთს,
თუმცა სემანტიკურად ერთმანეთის მსგავსია, მაშინ ეს მორფები ერთი და იმავე
მორფემის პოზიციური ალომორფებია.გრამატიკული თვალსაზრისით არსებობს
შინაარსის და გამოხატულენის პლანები. შინაარსის პლანში განსხვავდება
ლექსიკური და გრამატიკული ხასიათის აღსანიშნები . ლექსიკური ხასიათისაა ისეთი
აღსანიშნი,რომელიც რომელიმე 1 საგანს , საგანთა კლასს ან მოვლენას მიემართება და
მისი შინაარსის რაიმე წესით წინასწარმეტყველება -გამოთვლა შეუძლებელია. ამ
სახის აღსანიშნები სიის სახით არის ხოლმე კონკრეტული ენის ლექსიკონებში.
გრამატიკული ხასიათისაა ისეთი აღსანიშნი რომელიც მხოლოდ ბმული ფორმით
გამოიხატება და ემსახურება ლექსიკური ხასიათის ბმულ ფორმებს თავისუფალ
სიტყვაფორმებად ჩამოყალიბებაში. გრამატიკულო შინაარსები თავის მმხრივ იყოფა
დერივაციულ და ფლექსიურ შინაარსებად. დერივაციულია ფორმა , თუ მისი
დამატებითი სიტყვაფორმის ლექსიკური შინაარსი ნაწილობრივ იცვლება , თუმცა
რჩება ამაოსავალი ლექსიკური შინაარსის ფარგლებში.მაგ კაცობა, კაცური , საკაცე.
ფლექსიურია ფორმა , თუ მისი დამატებითი სიტყვაფორმის ლექსიკური შინაარსი
საერთოდ არ იცვლებბა,თუმცა იცვლება მისი გრამატიკული შიანარსი.თუ
დერივაციული შინაარის ფორმები სახელთა მხოლოდ გარკვეულ ჯგუფს დაერთვის ,
ფლექსიური ფორმები სახელთა მთელ კლასს ემსახურება. მათ გარეშე ბმული სახის
ლექსიკური ფორმები არასოდეს გვხვდება .დერივაციული ფორმები ერთგვარად
გარდამავალია ლექსიკურ და ფლექციურ ფორმებს შორის : ფლექსიური ყველა
სახელს დაერთვის , დერივაციული მხოლოდ ზოგიერთს. ფლექსიურის ფუნქციური
შინაარსი წესებით სრულად წინასწარგამოთვლადია , დერივაციულის კი
ნაწილობრივ , ვერცერთი წესი ვერ გვეუბნება , რომელ სახელს შეიძლება
დავურთოთ.შინაარსის პლანის ყოველ სახეობას გარკვეული სახჯს გამოხატულების
პლანის აღმნიშვნელები შეესაბამება და ისინი ტერმინოლოგიურადაც გამიჯნულია :
ლექსიკური შინაარსები კოდირებულია აღმნიშვნელით , რომელსაც ძირს უწოდებენ,
ხოლო გრამატიკულები აღმნიშვნელით , რომელსაც აფიქსი ეწოდება. დერივაციული
შინაარსის აღმნიშვნელის გამკსარჩევად სპეციალური ტერმინია შემოღებული ფუძე,
რომელიც ორგვარად შეიძლება განიმარტოს: ფუძე=ძირი+დერივაცია, ან ფუძე=
სიტყვაფორმა -ფლექსია. გრამატიკული შინაარსის აღსანიშნებს გამოხატულების
პლანში შეესაბამება აფიქსი საზოგადოდ , აფიქსთა 4 ზოგადი სახე
არსებობს:1.კონფიქსი , რომელიც 3 სახისაა:ა. აფიქსს , რომელიც ძირს თავში
დაერთვის ეწოდება პრეფიქსი ბ. აფიქსს , რომელიც ძირს ბოლოში დაერთვის
სუფიქსი გ. აფიქსს, რომელიც რთულ ფორმაში ფუძეებს აერთიანებს ეწოდება
ინტერფიქსი. 2. ინფიქსი ძირს ხლეჩს და შიგნით ჩაერთვის მაგ: ხვნა, კვლა, 3.
ცირკუმფიქსი ძირს სარტყელის მსგავსად წრესავით შემოერტყმება ,მაგ: მეთევზე,
სამელნე, სიკეთე 4. ტრანსფიქსი ძირს ხლეჩს და იმავდროულად თავადაცც
გახლეჩილია, მაგ: ტრანსფიქსის მაგალითია სემიტურში ერთი გრამატიკული
შინაარსის გამომხატველი რამდენიმე ხმოვნის ჩართვა სამთანხმოვნიან ძირში. ქითაბ,
ქათაბა, ქუთიბა .

მორფოლოგიის დავალებები
1) ქვემოთ მოცემულ მორფემებად დაშლილ სიტყვაფორმებში რამდენი მორფემაა
და რა სახისაა ეს მორფემები შინაარსისა და გამოხატულების პლანების
მიხედვით?
მო-გზა-ურ-ობა-ზე, - 4 მორფემაა,
ძირი: გზა
ფუძე: მოგზაურობა
დერივაციული მორფემები: -ობა
ფლექსიური მორფემები: -ზე

თავ-ის-უფლ-ებ-ის-ა-თვის-ა-ც, - 6 მორფემაა
ძირი: უფლ
ფუძე:უფლება
დერივაციული მორფემები : -თვის
ფლექსიური მორფემები: -ც, -ა, ის,

თავ-ქუდ-მო-გლეჯ-ილ-ებ-ი, -6 მორფემაა
ძირი: გლეჯ
ფუძე: მოგლიჯება
დერივაციული მორფემები: მო-
ფლექსიუტი მორფემები: -ებ, -ი, -ილ

სა-ენა-თ-მე-ცნ-იერ-ო, - 5 მორფემაა
ძირი: ენა
ფუძე: ენაათმეცნიერ
დერივაციული მორფემები: -მე-ო, სა-ო
ფლექსიური მორფემები: -იერ

მრავალ-ჟამ-იერ-ს-ა-ც
ძირი: ჟამ
ფუძე: მრავალჟამიერ
დერივაციული მორფემები: -იერ
ფლექსიური მორფემები: -ს, -ა, -ც

2. დავშალოთ მორფემებად სიტყვაფორმები: საბედნიეროდაც,


ინდოევროპულობისკენ,
მეღვინეობასღა, საფრანგეთშივე, აღმოსავლეთმცოდნეობაზე - და გავარკვიოთ
ყოველი სიტყვაფორმის შემადგენელი მორფემებიდან, რომელია ძირეული და
რომელი დერივაციული თუ ფლექსიური.
სა-ბედ-ნიერ-ოდ-ა-ც,
ძირეული- ბედნიერ
დერივაციული- ნიერ, სა-ო,
ფლექსიური- -ა, -ოდ, -ც

ინდო-ევროპ-ულ-ობ-ის-კენ,
ძირეული - ინდოევროპული
დერივაციული - კენ
ფლექსიური -ის, -ულ,-ობ
მე-ღვინე-ობა-ს-ღ-ა,
ძირეული-ღვინ
დერივაციული- -ობა
ფლექსიური - მე-, ს-, -ა,

სა-ფრანგ-ეთ-ში-ვე,
ძირეული- ფრანგ
დერივაციული- სა-, -ვე
ფლექსიური- ში

აღმო-სავლეთ-მცოდნე-ობ-ა-ზე
ძირეული- მცოდნეობა
დერივაციული- აღმო-
ფლექსიური-ზე

You might also like