You are on page 1of 11

ბილეთი 1

1.ენის საარტიკულაციო ფუნქცია,აზრობრივი ფორმები და ცხოველის ენა (10 ქ.)

ბგერითი ენისა და სხვა ენების განსხვავების დასანახად უნდა განვიხილოთ ენის


საარტიკულაციო ფუნქცია.

წარმოდგენა იკონურობის პრინციპს ემყარება, ანუ მსგავსებას საგანსა და წარმოდგენას შორის.


ადამიანი ამყარებს მიმართებას საგანთა სამყაროსთან, იგი აღიქვამს საგანს და რიგი
ფსიქოლოგიური მოვლენების განვითარების შემდეგ მის ტვინში წარმოიქმნება წარმოდგენა
ამ საგნის შესახებ, ანუ ხატი, რომელიც შეიძლება რეალისტური იყოს ან არარეალისტური, ანუ
იგი არ შეესაბამებოდეს რაიმე კონკრეტულ ნამდვილ საგანს (დრაკონი, ფერია, ქალთევზა და
ა.შ). წარმოდგენა არ არის მატერიალური ფენომენი, იგი არ განიხილება ადამიანის ხუთი
ძირითადი გრძნობის მიხედვით, ამგვარ მოვლენებს ეწოდებათ მენტალური მოვლენები,
მენტალურ მოვლენებს არ აქვთ ფიზიკური სახე ამიტომ მათი აღქმა გრძნობების მიხედვით
შეუძლებელია.

ადამიანს აქვს ვიზუალური აზროვნების უნარი, რომელიც ენასთან კავშირში არაა, მაგრამ მას
ასევე აქვს კონცეპტუალური აზროვნების უნარი, რომელიც უშუალოდ ენას იყენებს.
კონცეპტუალური აზროვნება ანუ ცნებითი აზროვნება დამოკიდებულია ადამიანის ბუნებრივ
ენაზე. ქართველს არ შეუძლია იაზროვნოს იმ ენაზე, რომელიც არ იცის, რათქმა უნდა
შესაძლებელია მან იაზროვნოს რომელიმე შესწავლილ ენაზე, მაგრამ ძირითადად ადამიანი
აზროვნებს ბუნებრივ ენაზე. ენა და კონცეპტუალური აზროვნება ერთმანეთზეა
დამოკიდებული, ისინი ვერ იარსებებენ ერთმანეთის გარეშე, რადგან ენასა და ცნებით
აზროვნებას შორის მჭიდრო კავშირია, სიტყვა გამოხატავს ცნებას და არა წარმოდგენას. ცნება
და წარმოდგენა ორივე მენტალური მოვლენაა, მაგრამ ცნება წარმოდგენისგან განსხვავებით
აბსტრაქტულია და არა კონკრეტული, შესაბამისად ცნება არ არის იკონური. ცნება გამოხატავს
საგანთა კლასს და არა რაიმე კონკრეტულ საგანს, შესაბამისად იგი შეუძლებელია იკონური
იყოს.

წარმოდგენის მატერიალიზაცია ენაში ხდება ბგერების საშუალებით, მაგრამ ბგერითი


გამოხატვისას შეუძლებელია წარმოდგენის უშუალო მატერიალიზაცია, ამიტომ ენაში
იკონურობის პრინციპი უარყოფილია და მოქმედებს პირობითობის პრინციპი. პირობითობის
პრინციპი არის ენის ფუნდამენტური მახასიათებელი, სიტყვა მხოლოდ პირობითად
აღნიშნავს მოვლენას ან საგანს, ანუ კონკრეტულ ბგერათა მიმდევრობას არ აქვს საერთო მის
მატერიალურ მნიშვნელობასთან, ამის ნათელი მაგალითია სხვადასხვა ენებში ერთი და იმავე
ცნების ან საგნის აღმნიშვნელებს შორის ბგერითი შედგენილობების განსხვავება. ე.ი: ბგერას
არ აქვს უნარი წარმოდგენების მატერიალიზაციის, მაგრამ იგი თავისუფლად ახერხებს
ცნებების მატერიალიზაციას, ეს იმიტომ ხდება რომ ცნება არ არის იკონური ერთეული, იგი
აზრია საგნის ან მოვლენის შესახებ და შესაბამისად ბგერას შეუძლია მისი მატერიალიზაცია.
წარმოდგენა მოითხოვს იკონურ მატერიალიზაციას და ეს საშუალება ბგერას არ გააჩნია,
ამიტომ უნდა ითქვას,რომ ბგერასთან მიმართებაში წარმოდგენა გარდაიქმნება ცნებად.
წარმოდგენის ცნებებად გარდაქმნას აზროვნების დანაწევრება ეწოდება.
ც ხ ო ვ ე ლ ი ს ე ნ ა - მათი "ენა" მკვეთრად განსხვავდება ადამიანის ბუნებრივი ენისგან.
ცხოველის ენა არის გენეტიკური, ანუ გადაეცემა შთამომავლობას, შეუძლებელია მისი
ათვისება, ხოლო ადამიანებს აქვთ თანდაყოლილი უნარი აითვისონ, შეისწავლონ
საკომუნიკაციოდ კონკრეტული ენა. ცხოველის ენას არ გააჩნია ადამიანის ენისთვის
მახასიათებელი თვისებები, როგორებიცაა დუალობა, პროდუქტიულობა და
საარტიკულაციო ფუნქცია. მაშასადამე, მათ არ აქვთ ენა და კონცეპტუალური აზროვნება. მათ
არ შეუძლიათ ვიზუალური აზროვნების კონცეპტუალურად,ხოლო დაუნაწევრებელი
ბგერების ფონემებად,ანუ დანაწევრებულ ბგერებად,გარდაქმნა. მათი აზროვნება შეიძლება
იყოს მხოლოდ ვიზუალური,თუმცა მათი ვიზუალური აზროვნებაც შეზღუდულია
ადამიანთან შედარებით. გარდა ამისა,ვიზუალური აზროვნება განსხვავებულია სხვადასხვა
ცხოველსა თუ ფრინველში - ზოგ სახეობაში იგი შედარებით უფრო განვითარებულია და
პირიქით.

2.გამიჯნეთ სინქრონიული და დიაქრონიული ენათმეცნიერება (5 ქ.)

ენის აღწერა და შესწავლა შესაძლებელია ორი განსხვავებული თვალსაზრისით -


სინქრონიულად ან დიაქრონიულად.

ენის სინქრონიული შესწავლა გულისხმობს ენის შესწავლას დროის გარკვეულ მონაკვეთში.


სინქრონული კვლევა არ გულისხმობს მხოლოდ მკვლევრის თანადროული ენობრივი
სისტემის ანალიზს. შეიძლება მოცემული ენის რომელიმე ისტორიული პერიოდის
მახასიათებლების შესწავლაც (სინქრონულად შესაძლებელია მკვდარი ენების შესწავლაც).
სინქრონიული შესწავლა არ ითვალისწინებს დროს, იგი მხოლოდ ერთ კონკრეტულ
პერიოდს მოიცავს და მნიშვნელობას არ ანიჭებს ცვლილებებს რომელიც მოხდა ენაში.

დიაქრონია, ანუ ენის კვლევა გარკვეული დროის პერიოდში მისი ცვალებადობის მიხედვით,
შეისწავლის ცვლილებებს, რისი წყალობითაც ენა გადავიდა ერთი სინქრონიული
მდგომარეობიდან მეორეში. ენა იცვლება დროში, ენის ცვალებადობა უნდა გავიგოთ როგორც
ენის ერთი სინქრონიული მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა. თუ სინქრონიას
წარმოვიდგენთ ჰორიზონტალური ღერძის სახით, მაშინ ერთი ჰორიზონტალური ღერძიდან
მეორე ჰორიზონტალურ ღერძზე გადასვლა იქნება ერთი სინქრონიული მდგომარეობიდან
მეორე სინქრონიულ მდგომარეობაში გადასვლა.

დიაქრონიული კვლევა შესაძლებელია ორგვარად - პროსპექტულად და რეტროსპექტულად.


პროსპექტულია კვლევა თუ ვიკვლევთ წარსულიდან თანამედროვეობისკენ,
რეტროსპექტული კი პირიქით, თანამედროვე პერიოდიდან წარსულისკენ. რეტროსპექტული
კვლევა უფრო ეფექტური და მძლავრია ვიდრე პროსპექტული.
ბილეთი 2

1.თანხმოვანთა არტიკულაციური კლასიფიკაცია (10 ქ.)


თანხმოვნები არის ისეთი ბგერები, რომელთა წარმოთქმისას ფილტვებიდან ამოსული
ჰაერნაკადი დაბრკოლებას აწყდება. ქართული ენის თანხმოვნები ქმნიან სამეულთა,
წყვილეულთა და ცალეულთა სისტემებს.
ს ა მ ე უ ლ თ ა სისტემებს ქმნიან ხშულ-მსკდომები (ოკლუზივები) და ხშულ-ნაპრალოვნები
(აფრიკატები). როდესაც ჰაერნაკადი ზესადგამი მილის ერთ ნაწილში სრულ დაბრკოლებას
აწყდება, და შემდეგ განხშვა (სკდომა) მოსდევს, წარმოიქმნება ხშულ-მსკდომი ბგერები.
აფრიკატები არიან რთული რაგვარობის ბგერები. ასეთი ბგერების წარმოებისას
თავდაპირველად ხდება ხშვა ზესადგამი მილის რომელიღაც წერტილში, შემდეგ ხშვა
გადადის ნაპრალში. მჟღერობა-სიყრუის მიხედვით სამეულებში წარმოდგენილია ერთი
მჟღერი (ბ,დ,ჯ,ძ,გ) და ორი ყრუ ბგერა: ყრუ-ფშვინვიერი (ასპირატი) (ფ,თ,ც,ჩ,ქ) და ყრუ-
მკვეთრი (აბრუპტივი, გლოტალიზებული, ყელხშული) (პ,ტ,წ,ჭ,კ).
წ ყ ვ ი ლ ე უ ლ ე ბ ს ქმნიან ნაპრალოვანი (სპირანტი) ბგერები. ნაპრალოვანი ბგერების
წარმოებისას ზესადგამი მილის ერთ წერტილში საარტიკულაციო ორგანოები ერთმანეთს
უახლოვდება და მათ შორის წარმოქმნილ ნაპრალში გადის ამოსუნთქული ჰაერნაკადი.
წყვილეულები წარმოდგენილია მჟღერი (ვ, ზ, ჟ, ღ) და ყრუ თანხმოვნით (ს, შ, ხ, ჰ): ვ-/f/, ზ-ს,
ჟ-შ, ღ-ხ, -ჰ.
ც ა ლ ე უ ლ თ ა სისტემებს ქმნიან სონორები (ლ, რ, მ, ნ), რომლებიც იყოფა ნაზალურ მ,ნ
(ცხვირისმიერ) და არანაზალურ ლ,რ (არაცხვირისმიერ) ბგერებად. არანაზალური ბგერები
იყოფა ლატერალურ ლ (გვერდითი) და ვიბრანტ რ (მთრთოლი) ბგერებად.
რ - ალვეოლარული, ნუნისმიერი, ვიბრანტი ანუ მთრთოლავი;
ლ - ალვეოდენტალული, ნუნაკბილისმიერი, ლატერალი ანუ გვერდითი;
მ - ბილაბიალური, წყვილბაგისმიერი, ნაზალი;
ნ - ალვეოლარული, ნუნისმიერი, ნაზალი;
წარმოების ადგილის მიხედვით გვაქვს შემდეგი სახის ბგერები:
ბილაბიალური, წყვილბაგისმიერი (ბ, ფ, პ, მ);
ლაბიო-დენტალური, ბაგე-კბილისმიერი (ვ, /f/);
დენტალური, კბილისმიერი (დ, თ, ტ);
პრეალვეოლარული, წინანუნისმიერი (ძ, ც, წ, ზ, ს);
პოსტალვეოლარული, უკანანუნისმიერი (ჯ, ჩ, ჭ, ჟ, შ);
ველარული, რბილისასისმიერი (გ, ქ, კ, ღ, ხ)
ფარინგალური, ხახისმიერი (/ჴ/, ყ)
ლარინგალური, ხორხისმიერი (ჰ)

2.გამიჯნეთ ენა და მეტყველება (5ქ.)

ენა და მეტყველება ერთად სამეტყველო ქმედებას ქმნის, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი


გამიჯვნა, ანუ დიქტომია. პირველად ენა და მეტყველება ერთმანეთისგან განასხვავა
ფერდინანდ დე სოსიურმა.

ენა ქმნის სამეტყველო ქმედების სოციალურ ასპექტს. ენა კოლექტივში დამკვიდრებული


წესების ერთობლიობას წარმოადგენს. იგი სოციალური ფენომენია.

ინდივიდი ვერ ქმნის ენას და ვერც თავის ნებაზე ცვლის მას, მეტყველება კი პირიქით,
ინდივიდის მიერ იქმნება, ინდივიდუალურია. ყველაფერი, რასაც ადამიანები წარმოთქვამენ,
რაც ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მოლაპარაკის ნებაზე, წარმოადგენს
მეტყველებას. მოცემულ ენაზე მოსაუბრე პირებს აქვთ მეტყველების უნარი, რომლის
გამოვლენას, ფუნქციონირებას უზრუნველყოფს ენა. მეტყველება არის ენის რეალიზაცია.

ენა სასრული სისტემაა, როგორც დიდი არ უნდა იყოს სიტყვათა რაოდენობა ენაში, მათი
ჩამოთვლა მაინც შესაძლებალია. მეტყველება კი, პირიქით, უსასრულოა, იმავე ენაში
შეიძლება შეიქმენას ტექსტების უასრულო რაოდენობა.

ენასა და მეტყველებას შორის ის განსხვავებაცაა, რომ უშუალო დავირვებაში გვეძლევა


მეტყველება და არა ენა. ყოველი ტექსტის მიღმა დგას ენა, რომლის რეალიზაციასაც
მეტყველება ახდენს.
ბილეთი 3

1.ენის რაობა და ფუნქციები (10ქ.)

ენის უმთავრეს ფუნქციად ექსპრესიული ანუ გამომხატველობითი ფუნქცია ითვლება. ეს


ნიშნავს,რომ ადამიანი ბგერითი ენის დახმარებით გამოხატავს აზრებს. თუმცა ადამიანის
გამომხატველობითი ფუნქცია არ შემოიფარგლება მხოლოდ ბგერითი ენით, იგი სხვადასხვა
საშუალებებს იყენებს, როგორიცაა ჟესტების ენა ანუ კინეტიკური ენა. ენის ერთ-ერთი სახეა
ასევე გრაფიკული ენა, იგივე დამწერლობა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია თანამედროვე
ადამიანი.

ბგერითი და გრაფიკული ენები ერთმანეთს ენაცვლებიან გარკვეული გარემოებების


მიხედვით, რადგან ორივეს აქვს თავისი უპირატესობები. მაგალითად,რომ არა გრაფიკული
ენა,დღეს არაფერი გვეცოდინებოდა ანტიკური ხანის ქვეყნების შესახებ, რადგან ბგერითი ენა
შეზღუდულია დროში, ზეპირი სახით ისტორია ფაქტებს ზუსტად ვერ შემოგვინახავდა,
მაგრამ კომუნიკაციისთვის უფრო პრაქტიკულია ბგერითი ენა.

ბგერითი ენის კიდევ ერთი ფუნქციაა საკომუნიკაციო ფუნქცია, ამ ფუნქციის მიხედვით ენა
სოციალური მოვლენაა, ადამიანები ენის საშუალებით არამარტო გამოხატავენ აზრებს,
არამედ უზიარებენ ერთმანეთს და ამყარებენ კონტაქტს. ენა საზოგადოების შექმნის
აუცილებელი პირობაა, რადგან საზოგადოების ინდივიდები ერთმანეთთან კავშირს ენის
დახმარებით ამყარებენ, საზოგადოება კი ქმნის ენობრივ კოლექტივს, ანუ ჯგუფს,რომლის
წევრებსაც ესმით ერთმანეთის ენა. საკომუნიკაციო ფუნქცია არ ახასიათებს მხოლოდ ბგერით
ენას, გრაფიკული ენაც და კინტეკური ენაც ასევე კომუნიკაციის საშუალებაა,რადგან მათ
ჰყავთ ადრესატი გარკვეული ჯგუფის თუ კონკრეტული პიროვნებს სახით.

საარტიკულაციო ფუქნციის დახმარებით ადამიანი წარმოდგენას გარდაქმნის ცნებებად.

2.გამიჯნეთ ფონი,ფონემა და ალოფონი (5ქ.)

მეტყველების ნაკადის ბგერებად დანაწევრების, სეგმენტაციის შედეგად გამოყოფილ


ფონეტიკურ ელემენტს შეიძლება ფონი (ბერძ. „ბგერა“) ვუწოდოთ. ყველა იმ ფონს (ბგერას)
რომლელთა სახითაც ვლინდება მოცემული ფონემა, ეწოდება ამ ფონემის ალოფონები (ბერძ.
„სხვა“ ).

სამეტყველო ბგერა და ფონემა ურთიერთგანსხვავებული ერთეულებია, რადგან მეტყველების


პროცესში წარმოქმნილი ბგერათა რაოდენობა უსასრულოდ დიდია, ხოლო ფონემათა
რაოდენობა - სასრული (ქართულის შემთხვევაში 33 ფონემა).
სამეტყველო ბგერასა და ფონემას შორის განსხვავება ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: ფონემა
ერთგვარად აბსტრაქტული ერთეულია, ხოლო სამეტყველო ბგერა მის კონკრეტულ
რეალიზაციას წარმოადგენს. სამეტყველო ბგერათა დახასიათება შესაძლებელია
განხორციელდეს გარკვეული ნიშნების მიხედვით. დახასიათება გულისხმობს ისეთი იშნების
შერჩევას, რომელთა ერთობლიობა ცალსახად განსაზღვრავს მას და განასხვავებს ყველა სხვა
სამეტყველო ბგერისაგან. მაგ., ბგერა, რომლის გრაფიკული სიმბოლო არის „ბ“ შეიძლება
დახასიათდეს როგორც ბილაბიალური ანუ წყვილბაგისმიერი, მჟღერი, ხშულ-მსკდომი. ამ
ნიშანთა ერთობლიობა ცალსახად ახასიათებს მოცემულბგერას და განარჩევს მას სხვა
სამეტყველო ბგერებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ენაში არსებობს უსასრულოდ დიდი
რაოენობა ობიექტურად ერთმანეთისგან განსხვავებული სამეტყველოო ბგერებისა, მაინც
შესაძლებელია ყოველი სამეტყველო ბგერის იდენტიფიკაცია ანუ ცნობა, ამოცნობა და ეს
ხორციელდება კონკრეტული ბგერისათვის დამახასიათებელი არსებითი ნიშნების
საშუალებით, რომელთა ერთობლიობა ცალსახად განსაზღვრავს მას. იმ არსებით ნიშნებს,
რომლებიც მონაწილეობენ სამეტყველო ბგერათა დახასიათებაში და რომელთა მეშვეობითაც
ბგერები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ეწოდებათ დისტინქციური ანუ განმასხვავებელი
ნიშნები. ყველა სამეტყველო ბგერა, რომელიც ხასიათდება დისტინქციურ ნიშანთა ერთი და
იმავე ერთობლიობით, განეკუთნება ერთ სიმრავლეს, ერთ კლასს. ბგერათა ასეთ კლასს
ეწოდება ფონემა, ხოლო თვითონ ამ ბგერებს, რომლებიც ერთ კლაში არიან გაერთიანებულნი
განმასხვავებელ ნიშანთა ერთი და იმავე ერთობლიობის საფუძველზე - ამ ფონემის
გამოვლინებები, რეალიზაციები, ვარიანტები ანუ ალოფონები.

ფონემა, როგორც კლასი ისეთი სამეტყველო ბგერებისა, რომლებიც გამოირჩევიან


განმასხვავებელ ნიშანთა ერთი და იმავე ერთობლიობით, შესაძლებელია განისაზღვროს,
როგორც სწორედ ამ დისტინქციურ ნიშანთა ერთობლიობა. ის საერთო, რაც ერთ კლასად,
ერთ ფონემად აერთიანებს ცალკეულ სამეტყველო ბგერებს, არის ერთობლიობა ამ
ბგერებისათვის დამახასიათებელი ერთი და იმავე განმასხვავებელი ნიშნებისა და, ამდენად,
ფონემა შეიძლება განისაზღვროს სწორედ ასე - როგორც ერთობლიობა განმასხვავებელი
ნიშნებისა.
ბილეთი 4

1.სემიოტიკა და ნიშნის რაობა (10ქ.)

მნიშვნელობის მქონე ყოველი ელემენტი ენობრივ სისტემაში არის ნიშანი. ნიშანს აქვს ორი
მხარე - აღმნიშვნელი (ფონემა) და აღსანიშნი (ცნება).

აღმნიშვნელი არის ნიშნის მატერიალური მხარე,ბგერითი სუბსტანცია,ფორმა,ხოლო ის,რასაც


იგი აღნიშნავს - საგნის,თვისებისა თუ მოვლენის ამსახველი ცნება - არის აღსანიშნი. კავშირი
ნიშნის ამ ორ მხარეს შორის მყარდება გარკვეული მიმართებების საფუძველზე და ეს
მიმართებები ქმნის ნიშნის მნიშვნელობას.

სემიოტიკა - მეცნიერება ნიშნების შესახებ. შეისწავლის ნიშანთა სისტემებს,იკვლევს მათ


საერთო მახასიათებლებს.,მათი ფუნქციონირების ზოგად კანონზომიერებას. მისი შესწავლის
ობიექტია ყველანაირი ტიპის ნიშანი (დაწყებული სიგნალიზაციის უმარტივესი
სისტემებიდან ბუნებრივი ენებისა და მეცნიერულად ფორმალიზებული ენების ჩათვლით).

თანამედროვე სემიოტიკური თეორია გამოყოფს ნიშანთა სამ ტიპს:


ხატი - ისეთი ნიშანია,სადაც აღმნიშვნელი აღსანიშნის მსგავსია,ანუ გამოსახულება
მიმსგავსებულია. ყოველგვარი ჩანახატი - ნიშნიდან დაწყებული სახვითი ხელოვნების
ნიმუშით დამთავრებული - სემიოტიკური თვალსაზრისით წარმოადგენს ხატს.

ინდექსი - აღმნიშვნელი და აღსანიშნი მიზეზშედეგობრივად უკავშირდება ერთმანეთს.


მაგ.,ინდექსი კვამლი ნიშანია ცეცხლისა.

სიმბოლო - აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორის კავშირი პირობითია.

სემიოტიკა ნიშნებს იკვლევს ფორმის, შინაარსისა და გამოყენების მხრივ.


შესაბამისად,სემიოტიკაში გამოიყოფა ნიშანთა შესწავლის სამი ასპექტი:

სინტაქტიკა - შეისწავლის ნიშანთა განაწილებას მიმდევრობაში. ეს ასპექტი არ


ითვალისწინებს არც ნიშნის მომხმარებელს და არც ნიშანში აღსანიშნსა და აღმნიშვნელს
შორის არსებულ მიმართებას.

სემანტიკა - ითვალისწინებს მიმართებას აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის,მაგრამ


უგულებელყოფს ნიშნის მომხმარებელს.

პრაგმატიკა - შეისწავლის ნიშნის მომხმარებლის დამოკიდებულებას ნიშანთან. ეს ასპექტი


მოიცავს როგორ სინტაქტიკურ,ისე სემანტიკურ ასპექტებს. პრაგმატიკა განიხილავს
პიროვნულ ფაქტორებს და შეძლებისდაგვარად სრულად ახასიათებს ნიშანთა სისტემაში
რეალურად არსებულ მიმართებებს.

ვინაიდან ენა პირობით ბგერით ნიშანთა სისტემაა,ენათმეცნიერება სემიოტიკის


დარგია,რომელიც შეისწავლის ერთ-ერთ ყველაზე რთულ სისტემას -ადამიანის ბგერით ენას.
2.გამიჯნეთ ფონეტიკა და ფონოლოგია (5ქ.)

ენათმეცნიერებაში დანაწევრებული ბგერების შემსწავლელ მეცნიერებას ფონეტიკა ეწოდება.


ფონეტიკა არის კერძო და ზოგადი.

კერძო ფონეტიკა შეისწავლის კონკრეტული ენისთვის დამახასიათებელი ბგერის


ფიზიოლოგიურ და ფიზიკურ მახასიათებლებს.

ზოგადი ფონეტიკა მაქსიმალურად აღწერს ყველა იმ ბგერას, რომელსაც ადამიანი


წარმოთქვამს. ასევე შეიძლება აღიწეროს ბგერები, რომელთა არსებობა არ დადასტურებულა
ნაცნობ ენებში.

ფონეტიკა დანაწევრებულ ბგერებს სამი თვალსაზრისით სწავლობს:

1. არტიკულაციურად - იმ სამეტყველო ორგანოების მიხედვით, რომელთა მოქმედების


შედეგადაც წარმოიქმნება მოცემული ბგერა.

2. აკუსტიკურად - როგორი ეფექტი მიიღება ამა თუ იმ არტიკულაციური ორგანოს მუშაობის


შედეგად. ბგერის ფიზიკური მახასიათებლების მიხედვით.

3. პერცეფციულად - სმენითი შთაბეჭდილების მიხედვით. ბგერითი ტალღა აღიზიანებს


მსმენლის სასმენ აპკს, ეს აღიქმება ნერვის მიერ და გადაეცემა ინფორმაცია თავის ტვინის
შესაბამის უბანს, რის შედეგადაც აღიქმება ბგერა.

ფონოლოგია არის სტრუქტურული ენათმეცნიერების საფუძველზე წარმოქმნილი


სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც შეისწავლის ენაში არსებულ ბგერათა მნიშვნელობის
განმასხვავებელ ფუნქციას. ანუ, ფონოლოგია შეისწავლის ენის უმცირეს, მნიშვნელობის
განმასხვავებელი ფუნქციის მქონე ერთეულებს (ფონემებს).

თუ ფონეტიკა მეტყველებაში ფონემათა რეალიზაციითაა დაკავებული, ფონოლოგია


ცდილობს აღმოაჩინოს, აღწეროს და განსაზღვროს ენის ფონემები, მათ შორის დისტინქტიურ
(განმასხვავებელ) ფონეტიკურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით.
ბილეთი 5

1.ენა,როგორც პირობით ბგერით ნიშანთა სისტემა (10ქ.)

ენა, როგორც ენათმეცნიერების ობიექტი, განისაზღვრება როგორც პირობით ბგერით ნიშანთა


სისტემა. ენის ამ განსაზღვრებაში შემავალი უკანასკნელი ოთხი სიტყვა ასახავს ენის
უმნიშვნელოვანეს ნიშან-თვისებებს. განვიხილოთ ისინი ცალცალკე:

1. ენა არის სისტემა. ეს იმას იშნავს, რომ ენა არის რაღაც ელემენტების არა უბრალო
სიმრავლე, არამედ წაარმოადგენს ისეთ ელემენტთა ერთობლიობას, რომელთა შორის
განსაზღვრული მიმართებები არსებობს, მიმართებები, რომლებიც ქმნიან, ერთის
მხრივ, ენობრივი სისტემის ცალკეული ელემენტების ღირებულებას, ხოლო, მეორეს
მხრივ, მთლიანი სისტემის შინაგან სტრუქტურას. მიმართებები, რომლებიც ენობრივი
სისტემის ელემენტებს შორის არსებობს, ვლინდება მათ ისეთ ურთიერთკავშირში
როდესაც ერთი ელემენტის რაღაც ცვლილება იწვევს მასთან დაკავშირებული სხვა
ელემენტების მკაცრად განსაზღვრულ ცვლილებებს. მაგალითა, ავიღოთ ასეთი
მიმდევრობა: „კაცი აშენებს სახლს“ , რომელშიც მთავარ ელემენტად მივიჩნიოთ
„აშენებს“. ადვილი დასანახია, რომ ეს მიმდევრობა წარმოადგენს სტრუქტურას მის
ელემენტებს შორის განსაზღვრული მიმართებებით, სადაც მისი მთავარი ელემენტის
ცვლილებას თან ახლავს მასთან დაკავშირებული ელემენტების აუცილებელი
ცვლილებები. „კაცმა ააშენა სახლი“.
2. ენა არის ნიშანთა სისტემა. ეს იმას ნიშნავს, რომ ენობრივი სისტემა ისევე, როგორც
ყოველი სისტემა შედგება ელემენტებისაგან და ამ ელემენტებად გვევლინებიან
ენობრივი ნიშნები. ენობრივი ნიშანი შეიძლება განისაზღვრროს როგორც
განუყოფელი ერთიანობა, ურღვევი მთლიანობა აღსანიშნისა და აღმნიშვნელისა,
რომელთაც ენობრივი ნიშნის შემადგენლები ეწოდებათ. აღსანიშნი არის
გარეენობრივი ობიექტური სამყაროს კუთვნილება- საგანი, მოვლენა, პროცესი,
თვისება, მიმართება და სხვა, ხოლო აღმნიშვნელი არის აღსანიშნის ენობრივი
გამოხატულება. მაგ., „მზე“ განსაზღვრებს თანახმად, ენობრივ ნიშანს წარმოადგენს,
რადგან იგი შეიცავს ორივე შემადგენელს -აღსანიშნს (ეს არის კოსმიური სხეული,
რომელიც ანათებს, ათბობს, სასიცოცხლო ენერგიას ანიჭებს ყოველ სულდგმულს) და
აღმნიშვნელს, რომელიც წარმოდგენილია მ-ზ-ე ბგერათმიმდევრობის სახით. ეს
მიმდევრობა ხსენებული აღსანიშნის ენობრივი გამოხატულებაა. აღმნიშვნელის
მიმართებას აღსანიშნთან ეწოდება ენობრივი ნიშნის მნიშვნელობა.
3. ენა არის ბგერით ნიშანთა სისტემა.ეს იმას ნიშნავს, რომ ენობრივმა ნიშანმა თავისი
ფუნქცია რომ შეასრულოს, ნიშნობა რომ გასწიოს, მას უნდა ჰქონდეს მატერიალურ-
სუბსტანციური არსებობა. იგი წარმოდგენილი უნდა იყოს ამა თუ იმ სუბსტანციით,
რომელიც ზემოქმდებს ადამიანის შეგრძნებებზე, მის გრძნობის ორგანოებზე და
მხოლოდ ამ გზით შეიძლება აღიქვას ადამიანმა ენობრივი ნიშანი. ენობრივი ნიშანი
შედგება ბგერითი სუბსტანციისაგან, იგი წარმოდგენილია ბგერითი სუბსტანციით.
ბგერა არის ენობრივი ნიშნის მატერიალური არსებობის ფორმა. მაგრამ, ბგერითი
სუბსტანცია არ არის ერთადერთი სუბსტანცია, რომლისგანაც შედგება ენობრივი
ნიშანი. ბგერების გარდა ენობრივი ნიშანი მრავალი სხვა სუბსტანციით შეიძლება
იყოს წარმოდგენილი, მაგ., გრაფიკული, ფერითი, მოტორული, ელექტრო
იმპულსური და ა.შ. მიუხედავად ამისა ჩვენ ვამბობთ, რომ ენა არის ბგერით ნიშანთა
სისტემა იმიტომ, რომ ენობრივი ნიშნის ბგერითი სუბსტანცია არის ამოსავალი,
პირველადი, ხოლო ყველა დანარჩენი მეორეულია და ბგერით სუბსტანციაზეა
დამოკიდებული.
4. ენა არის პირობით ბგრით ნიშანთა სისტემა.ეს იმას ნიშნავს, რომ კავშირი ენობრივი
ნიშნის შემადგენლებს, აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორს ნებისმიერი, თავისუფალი,
არამოტივირებულია ანუ პირობითია. ამგვარი კავშირი ნიშნავს, რომ აღმნიშვნელი არ
განისაზღვრება აღსანიშნის ფიზიკური ბუნებით, არც გეომეტრიული ფორმით, არც
ფილოსოფიური რაობითა თუ არსით და არც რომელიმე სხვა თვისებით. ამ
თვალსაზრისით, ენობრივი ნიშნის შემადგენლებს შორის კავშირი თავისუფალია -
აღსანიშნში არაფერია ისეთი, აღმნიშვნელის კონკრეტულ სახეს, მის ბგერით
შედგენილობას რომ განსაზღვრავდეს. მაგალითად, თუ განვიხილავთ ერთ ასეთ
აღსანიშნს, რომელიც ქიმიის სიმბოლურ ენაზე გამოისახება როგორც H2O,
აღმოვაჩენთ, რომ მას სრულიად განსხვავებული ბგერითი შედგენილობის
აღმნიშვნელები შეესაბამება სხვადასხვა ენაში. მაგ,. ქართულში ამ აღსანიშნის
შესაბამისი აღმნიშვნელი წარმოდგენილია წ-ყ-ა-ლ-ი ბგერათმიმდევრობის სახით.
ამისგან სრულიად განსხვავებული ამავე აღსანიშნის შესაბამისი აღმნიშვნელი
ინგლისურში-water, ფრანგულში-eau, ლათიურში-aqua, თურქულში-su. გერმანულში-
wasser, ესპანურში-agua, იაპონურში-მიძუ, სვანურში-ლიც, სომხურში -ჯურ,
რუსულში-вода, ჩაჩნურში-ხი, ხუნძურში -ლ`ინ. როგორც ვხედავთ, ერთსა და იმავე
აღსანიშნს სხვადასხვა ენაში შეესაბამება ბგერითი შედგნილობის თვაალსაზრისით
ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული აღმნიშვნელები. ასეთი ვითარება სწორედ
იმის დამადასტურებელია, რომ აღსანიშნის ბუნება, მისი ფიზიკური თვისებები თუ
ქიმიური შედგენილობა არაფრით არ აისახება აღმნიშვნელებში. აღმნიშვნელი არ
წარმოადგენს აღსანიშნის ხატს, რომელიც ზუსტად, უცვლელად იმეორებს მის
ნიშანთვისებებს. სწორედ იმის გამო, რომ აღსანიშნი თავისი ბუნებით, მისი არცერთი
ნიშანთვისებით არ აისახება აღმნიშვნელში, ამბობენ, რომ ენობრივი ნიშანი არის
პირობითი.
მაგრამ არის ერთი გარემოება, რომელიც ეჭვსქვეშ უნდა აყენებდეს ამ დებულებას
ენობრივი ნიშნის პირობითობის შესახებ. საქმე ისაა, რომ ყველა ენაში არსებობს
გარკვეული სიმრავლე ონომატოპოეტური ანუ ხმაბაძვითი სიტყვებისა. ეს ისეთი
ენობრივი ნიშნებია, რომლებშიც ერთ-ერთი შემადგენელი - აღსანიშნი როგორღაც
განსაზღვრავს მეორეს - აღმნიშვნელს: აღსანიშნის რაღაც თვისება როგორღაც აისახება
აღმნიშვნელში. აღმნიშვნელი თავისი ბგერითი შედგენილობით უახლოვდება
აღსანიშნის ამა თუ იმ მხარეს, ნიშანთვისებას. მაგ., კაკუნი, ბრახუნი, ყიყლიყო, baa-
baa. ასეთი სიტყვების არსებობის მიუხედავად განხილული დებულება ენობრივი
ნიშნის პირობითობის შესახებ მაინც ძალაში რჩება, რამდენადაც, ჯერ ერთი, ამგვარი
სიტყვების რაოდენობა ენაში არ არის დიდი; მეორე, რაც უფრო არსებითია, ასეთი
სიტყვებიც კი ერთანეთისგან განსხვავებული ბგერითი შედგენილობისანი არიან
სხვადასხვა ენაში. მაგ., გუგული, cu-coo (ინგლ.), кукушка (რუს.), kuckuck (გერმ.).
2.გამიჯნეთ ბგერითი და არაბგერითი საინფორმაციო საშუალებები (5ქ.)

ბგერითი ენის საშუალებით ადამიანი გამოხატავს თავის აზრებს,ეუფლება ამა თუ იმ


ინფორმაციასა და ცოდნას. ყრუ-მუნჯი ამ უნარს მოკლებულია,მაგრამ იგი სხვა
საშუალებას,ჟესტიკულაციას,ანუ არაბგერით,კინეტიკურ ენას,იყენებს. ნორმალური
ადამიანიც ზოგჯერ მიმართავს ჟესტიკულაციას.

თანამედროვე ადამიანი წარმოუდგენელია დამწერლობის გარეშე. დამწერლობა კი სხვა


არაფერია,თუ არა იგივე არაბგერითი,გრაფიკული ენა. ბგერებით გამოხატულ სიტყვებს
ისტორია არ აქვთ,ამიტომ აუცილებელი ხდება ბგერების გამოხატვა ასოებით,რათა ამ გზით
შესაძლებელი გახდეს ერთი თაობის მიერ დაგროვილი ცოდნის გადაცემა სხვა
თაობებისთვის.

„გასრულდა ესე ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა...“

You might also like