You are on page 1of 1

სახელი-ჟენიკ

გვარი-მკრტჩიან

თემა -ენის რაობა და ფუნქციები

კონსპექტი

ენათმეცნიერება სიტყვიდან ჩანს, რომ ეს საგანი არის მეცნიერება ენის შესახებ და


მეცნიერის კვლევის ძირითადი ობიექტი არის ენა.ენათმეცნიერების ცენტრალური
საკითხვებია რა არის ენა? და რა ფუნქციებს ასრულებს იგი?.ენა განსაკუთრებული
უმნიშვნელოვანესი ფენომენია, რომელიც ადამიანთა საზოგადოების აუცილებელ
საფუძველს წარმოადგენს.ადამიანთა საზოგადოების არსებობა წარმოუდგენელია
ენის გარეშე, რადგან ენა არის საკომუნიკაციო საშუალება.საზოგადოების
ნორმალური წევრებისთვის აზრების გაცვლა-გამოცვლა ენის მეშვეობით ხდება, რაც
ბუნებრივია. მაგრამ ზოგიერთი პროფესიის წარმომადგენლებს ენის შესახებ
სპეციალური ცოდნა სჭირდებათ. მაგალითად პეტაგოგი მოსწავლეს გადასცემს
მშობლიური ან რომელიმე უცხო ენა ან ექიმი-ლოგობედი, ვინც ასწორებს
მეტყველებთან დაკავშირებულ ხარვეზებს,მწერალი ან პოეტი ქმნის ახალ ენობრივ
ფორმებს, ფილოლოგი სწავლობს სამყაროს თავისებურებს და ა.შ. გარდა ამისა
არსებობს სპეციალისტთა ერთი ჯგუფი, რომლებისთვის ენობრივი კვლევის
ძირითადი მიზანია ენის ბუნების გარკვევა. ამ ჯგუფს ლინგვისტები ეწოდება.
ლინგვისტიკასაც აქვს თავისი ენა. მაშასადამე ენათმეცნიერებისთვის ფუნქციურდა
ორი ენა.ამ ენებიდან პირველს ვუწოდოთ ობიექტი ენა, მეორეს კი მეტაენა. გარდა
ამისა ადამიანს აქვს სხვა საკომუნიკაციო საშუალებები, მაგ. ჟესტ-მიმიკა,
წერილობითი ენა, მაგრამ ეს ყველაფერი დაფუძნებულია ადამიანის ბგერით ენაზე.
ადამიანს,ცხოველებისგან განსხვავებით აქვს უნარი აითვისოს რომელიმე
ენა.ცხოველს აქვს ვიზუალური აზროვნების უნარი, ადამიანს კი
კონცებეტალური.ცხოველს შეუძლია გადასცეს მხოლოდ გარკვეული
ნიშანი.ბუნებრივ ენას აქვს სპეციფილური მახასიათებლები, ესენია დუალობა და
პროდუქტიულობა. დუალობის გზით ადამიანს შეუძლია წარმოქმნას რთული
ერთეულება.პროდუქტიულების გზით ადამიანს შესაძლებლობა აქვს გადასცეს
ახალი ინფორმაცია, რაც ადრე არავის არ შეუქმნია. ენას აქვს რამდენიმე ძირითადი
ფუნქცია, საურთიერთო, გამომხატველობითი და დანაწვრებით.საკომუნიკაციო
ფუნქციის დროს აუცილებელია, რომ იყოს ინფორმაციის გადამცემი, ადრესანტი და
ინფორმაციის მიმღები, ადრესატი და რა თქმა უნდა თავად ინფორმაცია.
თანამედრომე სამყარო წარმოუდგნილია ენის და ურთიერთობის გარეშე.

You might also like