You are on page 1of 1

ფერდინანდ დე სოსიური და ენობრივი ნიშნის პირობითობის თეზისი

დავა ენობრივი ნიშნის შესახებ გრძელდებოდა საუკუნეების განმავლობაში,


რადგანაც ძველ ბერძნულ ფილოსოფიაში გადაუჭრელი დარჩა ერთი მეტად
პრინციპული მნიშვნელობის საკითხი. საქმე ისაა, რომ თუ კონვენციონალური
თეორია სწორია, ე.ი თუ საგნების სახელდება ხდება პირობითად, მაშინ რატომ არაა
შესაძლებელი ნიშანთა შეცვლა ჩვენი ნება-სურვილის მიხედვით? ამ შეკითხვაზე
პასუხს ვერ იძლეოდა ვერც ანტიკური და ვერც შუა საუკუნეების ფილოსოფია და
ლინგვისტიკა.
ჩვენთვის საინტერესო საკითხზე პასუხს იძლევა მხოლოდ ფერდინანდ
სოსიური. იგი მიუთითებს 4 გარემოებაზე, რომლებიც ხელს უშლიან ენობრივ
ნიშანთა ცვლას ჩვენი ნება-სურვილის მიხედვით.
1. ნიშნის პირობითობა - რადგანაც კავშირი აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის
პირობითია, ამიტომ არ დგას რაციონალურობის საკითხი. ენისათვის არსებითია
თვითონ აღნიშვნის ფაქტი და არა ის, თუ როგორ აღინიშნება ესა თუ ის ცნება.
2. ნიშანთა სიმრავლე - ყოველ ენაში ნიშანთა რაოდენობა რამდენიმე ათეული
ათასია. ამიტომ თუ ნიშნებს საკუთარი ნება-სურვილით შევცვლიდით მივიღებდით
ქაოსს.
3. ენობრივი სისტემის სირთულე - ენა მეტად რთული სისტემაა, მაგრამ იმათ, ვინც
ამ სისტემით ყოველდღიურად სარგებლობს, წარმოდგენა არ აქვთ ამ სისტემის
შესახებ. მეორე მხრივ, სისტემის გონივრულად შეცვლა ან სუსტემის ცოდნას
გულისხმობს. ამიტომ თითქოს ენა შესაძლებელია გონივრულად შევცვალოთ
გრამატიკოსების და სხვა სპეციალისტების დახმარებით, მაგრამ გამოცდილება
გვიჩვენებს, რომ ამგვარ ცდებს რაიმე წარმატება არ მოჰყოლია.
4. ენობრივი კოლექტივის წინააღმდეგობა ყოველგვარი სიახლის მიმართ ენაში -
ანის მიმართება ინდივიდთან, როგორც ვნახეთ, იმპერატიულია, რადგანაც ენა
სოციალური მოვლენაა. ენა წარმოადგენს ყველას კუთვნილებას მოცემულ ენობრივ
კოლექტივში, ამიტომ ყოველგვარი ინდივიდუალური გადახვევა ენობრივი
ნორმებიდან კოლექტივში წინააღმდეგობას იწვევს. ენა არსებითად განსხვავდება
სხვა სოციალური მოვლენებისგან, ამიტომ ენაში შეუძლებელია რაიმე რევოლუციის
მოხდენა.

You might also like