You are on page 1of 8

1. ენის რაობა და ფუნქციები. ენის საარტიკულაციო ფუნქცია და ცხოველთა ენა.

ენის უმთავრეს ფუნქციად ექსპრესიული ანუ გამომხატველობითი ფუნქცია ითვლება, ეს ნიშნავს


რომ ადამიანი ბგერითი ენის დახმარებით გამოხატავს აზრებს, ადამიანის გამომხატველობითი
ფუნქცია არ შემოიფარგლება მხოლოდ ბგერითი ენით, იგი სხვადასხვა საშუალებებს იყენებს,
როგორიცაა ჟესტების ენა ანუ კინეტიკური ენა. ენის ერთ-ერთი სახეა ასევე გრაფიკული ენა,
იგივე დამწერლობა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია თანამედროვე ადამიანი, ბგერითი და
გრაფიკული ენები ერთმანეთს ენაცვლებიან გარკვეული გარემოებების მიხედვით, რადგან
ორივეს აქვს თავისი უპირატესობები, მაგალითად რომ არა გრაფიკული ენა დღეს არაფერი
გვეცოდინებოდა ანტიკური ხანის ქვეყნების შესახებ, რადგან ბგერითი ენა შეზღუდულია
დროში, ზეპირი სახით ისტორია ფაქტებს ზუსტად ვერ შემოგვინახავდა, მაგრამ
კომუნიკაციისთვის უფრო პრაქტიკულია ბგერითი ენა.

ბგერითი ენის კიდევ ერთი ფუნქციაა საკომუნიკაციო ფუნქცია, ამ ფუნქციის მიხედვით ენა
სოციალური მოვლენაა, ადამიანები ენის საშუალებით არამარტო გამოხატავენ აზრებს, არამედ
უზიარებენ ერთმანეთს და ამყარებენ კონტაქტს, ენა საზოგადოების შექმნის აუცილებელი
ნიშანია, რადგან საზოგადოების ინდივიდები ერთმანეთტა კავშირს ენის დახმარებიტ ამყარებენ,
საზოგადოება კი ქმნის ენობრივ კოლექტივს, ანუ ჯგუფს რომლის წევრებსაც ესმით ერთმანეთის
ენა. საკომუნიკაციო ფუნქცია არ ახასიათებს მხოლოდ ბგერით ენას, გრაფიკული ენაც და
კინტეკური ენაც ასევე კომუნიკაციის საშუალება რადგან მათ ყავთ ადრესატი გარკვეული
ჯგუფის თუ კონკრეტული პიროვნებს სახით.

ზემოთ განხილული ორი ფუნქციის მიხედვით შეიძლება ითქვას რომ ბგერითი ენა არაფრით
განსხვავდება სხვა ენებისგან, გარდა გამომხატველობითი ფორმისა, მაგრამ მათ შორის
განსხვავება დიდია და ამ განსხვავების დასანახად უნდა განვიხილოთ ენის კიდევ ერთი
ფუნქცია, საარტიკულაციო ფუნქცია.

ადამიანი ამყარებს მიმართებას საგანთა სამყაროსთან, იგი აღიქვამს საგანს და რიგი


ფსიქოლოგიური მოვლენების განვითარების შემდეგ მის ტვინში წარმოიქმნება წარმოდგენა ამ
საგნის შესახებ, ანუ ხატი, რომელიც შეიძლება რეალისტური იყოს ან არარეალისტური, ანუ იგი
არ შეესაბამებოდეს რაიმე კონკრეტულ ნამდვილ საგანს (დრაკონი, ფერია, ქალთევზა და ა.შ).
წარმოდგენა არ არის მატერიალური ფენომენი, იგი არ განიხილება ადამიანის ხუთი ძირითადი
გრძნობის მიხედვით, ამგვარ მოვლენებს ეწოდებათ მენტალური მოვლენები, მენტალურ
მოვლენებს არ აქვთ ფიზიკური სახე ამიტომ მათი აღქმა გრძნობების მიხედვით შეუძლებელია

წარმოდგენა იკონურობის პრინციპს ემყარება, ანუ მსგავსებას საგანსა და წარმოდგენას შორის.


ადამიანს აქვს ვიზუალური აზროვნების უნარი, რომელიც ენასთან კავშირში არაა, მაგრამ მას
ასევე აქვს კონცეპტუალური აზროვნების უნარი, რომელიც უშუალოდ ენას იყენებს.
კონცეპტუალური აზროვნება ანუ ცნებითი აზროვნება დამოკიდებულია ადამიანის ბუნებრივ
ენაზე, ქართველს არ შეუძლია იაზროვნოს იმ ენაზე, რომელიც არ იცის, რათქმა უნდა
შესაძლებელია მან იაზროვნოს რომელიმე შესწავლილ ენაზე, მაგრამ ძირითადად ადამიანი
აზროვნებს ბუნებრივ ენაზე. "ენა აზროვნების უშუალო სინამდვილეა" (კარლ მარქსი), ეს ნიშნავს
რომ ენა და კონცეპტუალური აზროვნება ერთმანეთზეა დამოკიდებული, ისინი ვერ იარსებებენ
ერთმანეთის გარეშე, რადგან ენასა და ცნებით აზროვნებას შორის მჭიდრო კავშირია, სიტყვა
გამოხატავს ცნებას და არა წარმოდგენას. ცნება და წარმოდგენა ორივე მენტალური მოვლენაა,
მაგრამ ცნება წარმოდგენისგან განსხვავებით აბსტრაქტულია და არა კონკრეტული, შესაბამისად
ცნება არ არის იკონური. ცნება გამოხატავს საგანთა კლასს და არა რაიმე კონკრეტულ საგანს,
შესაბამისად იგი შეუძლებელია იკონური იყოს.

წარმოდგენის მატერიალიზაცია ენაში ხდება ბგერების საშუალებით, მაგრამ ბგერითი


გამოხატვისას შეუძლებელია წარმოდგენის უშუალო მატერიალიზაცია, ამიტომ ენაში მოქმედებს
იკონურობის პრინციპი უარყოფილია და მოქმედებს პირობითობის პრინციპი, პირობითობის
პრინციპი არის ენის ფუნდამენტური მახასიათებელი, სიტყვა მხოლოდ პირობითად აღნიშნავს
მოვლენას ან საგანს, ანუ კონკრეტულ ბგერათა მიმდევრობას არ აქვს საერთო მის მატერიალურ
მნიშვნელობასთან, ამის ნათელი მაგალითია სხვადასხვა ენებში ერთი და იმავე ცნების ან საგნის
აღმნიშვნელებს შორის ბგერითი შედგენილობების განსხვავება. ე.ი: ბგერას არ აქვს უნარი
წარმოდგენების მატერიალიზაციის, მაგრამ იგი თავისუფლად ახერხებს ცნებების
მატერიალიზაციას, ეს იმიტომ ხდება რომ ცნება არ არის იკონური ერთეული, იგი აზრია საგნის
ან მოვლენის შესახებ და შესაბამისად ბგერას შეუძლია მისი მატერიალიზაცია. წარმოდგენა
მოითხოვს იკონურ მატერიალიზაციას და ეს საშუალება ბგერას არ გააჩნია, ამიტომ უნდა ითქვას
რომ ბგერასთან მიმართებაში წარმოდგენა გარდაიქმნება ცნებად. წარმოდგენის ცნებებად
გარდაქმნას აზროვნების დანაწევრება ეწოდება.

გარდა ადამიანებისა, კომუნიკაციის უნარი აქვთ ასევე ცხოველებსაც. მათი "ენა" მკვეთრად
განსხვავდება ადამიანის ბუნებრივი ენისგან, პირველ რიგში ცხოველის ენა არის გენეტიკური,
ანუ გადაეცემა შთამომავლობას, შეუძლებელია მისი ათვისება, ხოლო ადამიანებს აქვთ
თანდაყოლილი უნარი აითვისონ, შეისწავლონ საკომუნიკაციოდ კონკრეტული ენა. ცხოველის
ენას არ გააჩნია ადამიანის ენისთვის მახასიათებელი თვისებები, როგორებიცაა დუალობა,
პროდუქტიულობა და საარტიკულაციო ფუნქცია.

სემიოტიკა - ს ე მ ი ო ლ ო გ ი ა, დისციპლინა, რომელიც იკვლევს ნიშანთა სისტემების


ფუნქციონირების ზოგად კანონზომიერებას. მისი შესწავლის ობიექტია ყველანაირი
ტიპის ნიშანი (დაწყებული სიგნალიზაციის უმარტივესი სისტემებიდან ბუნებრივი
ენებისა და მეცნიერულად ფორმალიზებული ენების ჩათვლით).

სემიოტიკა ნიშნებს იკვლევს ფორმის, შინაარსისა და გამოყენების მხრივ. შესაბამისად


ამისა, სემიოტიკაში გამოიყოფა ნიშანთა შესწავლის სამი ასპექტი:

1. სინტაქტიკა;

2. სემანტიკა;

3. პრაგმატიკა;

სემიოტიკა წარმოიშვა და განვითარდა XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის


პირველ ნახევარში. მის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო მათემატიკური ლოგიკის,
ემპირიული ფსიქოლოგიის, კიბერნეტიკის, მათემატიკური ლინგვისტიკის
განვითარებამ.

სემიოტიკის ძირითადი პრინციპები პირველად ჩ. პირსმა ჩამოაყალიბა, ხოლო შემდგომ


განავითარეს და დაამუშავეს ლვოვ-ვარშავის სკოლის წარმომადგენლებმა და ჩ. მორისმა.
სწორედ ჩ. მორისმა დაყო სემიოტიკა 3 ნაწილად: სინტაქტიკად, სემანტიკად და
პრაგმატიკად.

სემიოტიკის ჩამოაყალიბება ერთიან დამოუკიდებელ სამეცნიერო მიმართულებად,


უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია ხელოვნური ფორმალური ენების
პრობლემატიკასთან (ლოგიკა, მათემატიკური აღრიცხვა, მათემატიკური ლინგვისტიკის
წარმომქმნელი გრამატ. დარგები, საინფორმაციო საძიებო ენები, დაპროგრამების ენები,
აგრეთვე ის ენები, რომელთაც რეგულარული სინტაქსი აქვთ).

დ) განასხვავეთ: სინქრონიული და დიაქრონიული ენათმეცნიერება.

ენის აღწერა და შესწავლა შესაძლებელია ორი განსხვავებული თვალსაზრისით -


სინქრონიულად ან დიაქრონიულად.
ენის სინქრონიული შესწავლა გულისხმობს ენის შესწავლას დროის გარკვეულ
მონაკვეთში. სინქრონული კვლევა არ გულისხმობს მხოლოდ მკვლევრის თანადროული
ენობრივი სისტემის ანალიზს. შეიძლება მოცემული ენის რომელიმე ისტორიული
პერიოდის მახასიათებლების შესწავლაც (სინქრონულად შესაძლებელია მკვდარი ენების
შესწავლაც). სინქრონიული შესწავლა არ ითვალისწინებს დროს, იგი მხოლოდ ერთ
კონკრეტულ პერიოდს მოიცავს და მნიშვნელობას არ ანიჭებს ცვლილებებს რომელიც
მოხდა ენაში.
დიაქრონია, ანუ ენის კვლევა გარკვეული დროის პერიოდში მისი ცვალებადობის
მიხედვით, შეისწავლის ცვლილებებს, რისი წყალობითაც ენა გადავიდა ერთი
სინქრონიული მდგომარეობიდან მეორეში. ენა იცვლება დროში, ენის ცვალებადობა
უნდა გავიგოთ როგორც ენის ერთი სინქრონიული მდგომარეობიდან მეორეში
გადასვლა. თუ სინქრონიას წარმოვიდგენთ ჰორიზონტალური ღერძის სახით, მაშინ
ერთი ჰორიზონტალური ღერძიდან მეორე ჰორიზონტალურ ღერძზე გადასვლა იქნება
ერთი სინქრონიული მდგომარეობიდან მეორე სინქრონიულ მდგომარეობაში გადასვლა.
დიაქრონიული კვლევა შესაძლებელია ორგვარად - პროსპექტულად და
რეტროსპექტულად. პროსპექტულია კვლევა თუ ვიკვლევთ წარსულიდან
თანამედროვეობისკენ, რეტროსპექტული კი პირიქით, თანამედროვე პერიოდიდან
წარსულისკენ. რეტროსპექტული კვლევა უფრო ეფექტური და მძლავრია ვიდრე
პროსპექტული.
2. ფონეტიკა და მისი დარგები. ფონოლოგია
ენათმეცნიერებაში დანაწევრებული ბგერების შემსწავლელ მეცნიერებას ფონეტიკა
ეწოდება. ფონეტიკა კერძო და ზოგადი. კერძო ფონეტიკა შეისწავლის
არის
კონკრეტული ენისთვის დამახასიათებელი ბგერის ფიზიოლოგიურ და ფიზიკურ
მახასიათებლებს. ზოგადი ფონეტიკა მაქსიმალურად აღწერს ყველა იმ ბგერას,
რომელსაც ადამიანი წარმოთქვამს. ასევე შეიძლება აღიწეროს ბგერები, რომელთა
არსებობა არ დადასტურებულა ნაცნობ ენებში.

ფონეტიკა დანაწევრებულ ბგერებს სამი თვალსაზრისით სწავლობს:

1. არტიკულაციურად - იმ სამეტყველო ორგანოების მიხედვით, რომელთა მოქმედების


შედეგადაც წარმოიქმნება მოცემული ბგერა.

2. აკუსტიკურად - როგორი ეფექტი მიიღება ამა თუ იმ არტიკულაციური ორგანოს


მუშაობის შედეგად. ბგერის ფიზიკური მახასიათებლების მიხედვით.

3. პერცეფციულად - სმენითი შთაბეჭდილების მიხედვით. ბგერითი ტალღა აღიზიანებს


მსმენლის სასმენ აპკს, ეს აღიქმება ნერვის მიერ და გადაეცემა ინფორმაცია თავის ტვინის
შესაბამის უბანს, რის შედეგადაც აღიქმება ბგერა.

ფონოლოგია არის სტრუქტურული ენათმეცნიერების საფუძველზე წარმოქმნილი


სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც შეისწავლის ენაში არსებულ ბგერათა
მნიშვნელობის განმასხვავებელ ფუნქციას. ანუ, ფონოლოგია შეისწავლის ენის უმცირეს,
მნიშვნელობის განმასხვავებელი ფუნქციის მქონე ერთეულებს (ფონემებს).

თუ ფონეტიკა მეტყველებაში ფონემათა რეალიზაციითაა დაკავებული, ფონოლოგია


ცდილობს აღმოაჩინოს, აღწეროს და განსაზღვროს ენის ფონემები, მათ შორის
დისტინქტიურ (განმასხვავებელ) ფონეტიკურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით.

1. ენა როგორც პირობით ბგერით ნიშანთა სისტემა

ენა, როგორც ენათმეცნიერების ობიექტი, განისაზღვრება როგორც პირობით ბგერით


ნიშანთა სისტემა. ენის ამ განსაზღვრებაში შემავალი უკანასკნელი ოთხი სიტყვა ასახავს
ენის უმნიშვნელოვანეს ნიშან-თვისებებს. განვიხილოთ ისინი ცალცალკე:

1. ენა არის სისტემა. ეს იმას იშნავს, რომ ენა არის რაღაც ელემენტების არა უბრალო
სიმრავლე, არამედ წაარმოადგენს ისეთ ელემენტთა ერთობლიობას, რომელთა
შორის განსაზღვრული მიმართებები არსებობს, მიმართებები, რომლებიც ქმნიან,
ერთის მხრივ, ენობრივი სისტემის ცალკეული ელემენტების ღირებულებას,
ხოლო, მეორეს მხრივ, მთლიანი სისტემის შინაგან სტრუქტურას. მიმართებები,
რომლებიც ენობრივი სისტემის ელემენტებს შორის არსებობს, ვლინდება მათ
ისეთ ურთიერთკავშირში როდესაც ერთი ელემენტის რაღაც ცვლილება იწვევს
მასთან დაკავშირებული სხვა ელემენტების მკაცრად განსაზღვრულ ცვლილებებს.
მაგალითა, ავიღოთ ასეთი მიმდევრობა: „კაცი აშენებს სახლს“ , რომელშიც მთავარ
ელემენტად მივიჩნიოთ „აშენებს“. ადვილი დასანახია, რომ ეს მიმდევრობა
წარმოადგენს სტრუქტურას მის ელემენტებს შორის განსაზღვრული
მიმართებებით, სადაც მისი მთავარი ელემენტის ცვლილებას თან ახლავს მასთან
დაკავშირებული ელემენტების აუცილებელი ცვლილებები. „კაცმა ააშენა სახლი“.
2. ენა არის ნიშანთა სისტემა. ეს იმას ნიშნავს, რომ ენობრივი სისტემა ისევე, როგორც
ყოველი სისტემა შედგება ელემენტებისაგან და ამ ელემენტებად გვევლინებიან
ენობრივი ნიშნები. ენობრივი ნიშანი შეიძლება განისაზღვრროს როგორც
განუყოფელი ერთიანობა, ურღვევი მთლიანობა აღსანიშნისა და აღმნიშვნელისა,
რომელთაც ენობრივი ნიშნის შემადგენლები ეწოდებათ. აღსანიშნი არის
გარეენობრივი ობიექტური სამყაროს კუთვნილება- საგანი, მოვლენა, პროცესი,
თვისება, მიმართება და სხვა, ხოლო აღმნიშვნელი არის აღსანიშნის ენობრივი
გამოხატულება. მაგ., „მზე“ განსაზღვრებს თანახმად, ენობრივ ნიშანს
წარმოადგენს, რადგან იგი შეიცავს ორივე შემადგენელს -აღსანიშნს (ეს არის
კოსმიური სხეული, რომელიც ანათებს, ათბობს, სასიცოცხლო ენერგიას ანიჭებს
ყოველ სულდგმულს) და აღმნიშვნელს, რომელიც წარმოდგენილია მ-ზ-ე
ბგერათმიმდევრობის სახით. ეს მიმდევრობა ხსენებული აღსანიშნის ენობრივი
გამოხატულებაა. აღმნიშვნელის მიმართებას აღსანიშნთან ეწოდება ენობრივი
ნიშნის მნიშვნელობა.
3. ენა არის ბგერით ნიშანთა სისტემა. ეს იმას ნიშნავს, რომ ენობრივმა ნიშანმა
თავისი ფუნქცია რომ შეასრულოს, ნიშნობა რომ გასწიოს, მას უნდა ჰქონდეს
მატერიალურ-სუბსტანციური არსებობა. იგი წარმოდგენილი უნდა იყოს ამა თუ
იმ სუბსტანციით, რომელიც ზემოქმდებს ადამიანის შეგრძნებებზე, მის გრძნობის
ორგანოებზე და მხოლოდ ამ გზით შეიძლება აღიქვას ადამიანმა ენობრივი
ნიშანი. ენობრივი ნიშანი შედგება ბგერითი სუბსტანციისაგან, იგი
წარმოდგენილია ბგერითი სუბსტანციით. ბგერა არის ენობრივი ნიშნის
მატერიალური არსებობის ფორმა. მაგრამ, ბგერითი სუბსტანცია არ არის
ერთადერთი სუბსტანცია, რომლისგანაც შედგება ენობრივი ნიშანი. ბგერების
გარდა ენობრივი ნიშანი მრავალი სხვა სუბსტანციით შეიძლება იყოს
წარმოდგენილი, მაგ., გრაფიკული, ფერითი, მოტორული, ელექტრო იმპულსური
და ა.შ. მიუხედავად ამისა ჩვენ ვამბობთ, რომ ენა არის ბგერით ნიშანთა სისტემა
იმიტომ, რომ ენობრივი ნიშნის ბგერითი სუბსტანცია არის ამოსავალი,
პირველადი, ხოლო ყველა დანარჩენი მეორეულია და ბგერით სუბსტანციაზეა
დამოკიდებული.
4. ენა არის პირობით ბგრით ნიშანთა სისტემა. ეს იმას ნიშნავს, რომ კავშირი
ენობრივი ნიშნის შემადგენლებს, აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორს ნებისმიერი,
თავისუფალი, არამოტივირებულია ანუ პირობითია. ამგვარი კავშირი ნიშნავს,
რომ აღმნიშვნელი არ განისაზღვრება აღსანიშნის ფიზიკური ბუნებით, არც
გეომეტრიული ფორმით, არც ფილოსოფიური რაობითა თუ არსით და არც
რომელიმე სხვა თვისებით. ამ თვალსაზრისით, ენობრივი ნიშნის შემადგენლებს
შორის კავშირი თავისუფალია - აღსანიშნში არაფერია ისეთი, აღმნიშვნელის
კონკრეტულ სახეს, მის ბგერით შედგენილობას რომ განსაზღვრავდეს.
მაგალითად, თუ განვიხილავთ ერთ ასეთ აღსანიშნს, რომელიც ქიმიის სიმბოლურ
ენაზე გამოისახება როგორც H2O, აღმოვაჩენთ, რომ მას სრულიად განსხვავებული
ბგერითი შედგენილობის აღმნიშვნელები შეესაბამება სხვადასხვა ენაში. მაგ,.
ქართულში ამ აღსანიშნის შესაბამისი აღმნიშვნელი წარმოდგენილია წ-ყ-ა-ლ-ი
ბგერათმიმდევრობის სახით. ამისგან სრულიად განსხვავებული ამავე აღსანიშნის
შესაბამისი აღმნიშვნელი ინგლისურში-water, ფრანგულში-eau, ლათიურში-aqua,
თურქულში-su. გერმანულში-wasser, ესპანურში-agua, იაპონურში-მიძუ,
სვანურში-ლიც, სომხურში -ჯურ, რუსულში-вода, ჩაჩნურში-ხი, ხუნძურში
-ლ`ინ. როგორც ვხედავთ, ერთსა და იმავე აღსანიშნს სხვადასხვა ენაში
შეესაბამება ბგერითი შედგნილობის თვაალსაზრისით ერთმანეთისგან სრულიად
განსხვავებული აღმნიშვნელები. ასეთი ვითარება სწორედ იმის
დამადასტურებელია, რომ აღსანიშნის ბუნება, მისი ფიზიკური თვისებები თუ
ქიმიური შედგენილობა არაფრით არ აისახება აღმნიშვნელებში. აღმნიშვნელი არ
წარმოადგენს აღსანიშნის ხატს, რომელიც ზუსტად, უცვლელად იმეორებს მის
ნიშანთვისებებს. სწორედ იმის გამო, რომ აღსანიშნი თავისი ბუნებით, მისი
არცერთი ნიშანთვისებით არ აისახება აღმნიშვნელში, ამბობენ, რომ ენობრივი
ნიშანი არის პირობითი.
მაგრამ არის ერთი გარემოება, რომელიც ეჭვსქვეშ უნდა აყენებდეს ამ დებულებას
ენობრივი ნიშნის პირობითობის შესახებ. საქმე ისაა, რომ ყველა ენაში არსებობს
გარკვეული სიმრავლე ონომატოპოეტური ანუ ხმაბაძვითი სიტყვებისა. ეს ისეთი
ენობრივი ნიშნებია, რომლებშიც ერთ-ერთი შემადგენელი - აღსანიშნი როგორღაც
განსაზღვრავს მეორეს - აღმნიშვნელს: აღსანიშნის რაღაც თვისება როგორღაც
აისახება აღმნიშვნელში. აღმნიშვნელი თავისი ბგერითი შედგენილობით
უახლოვდება აღსანიშნის ამა თუ იმ მხარეს, ნიშანთვისებას. მაგ., კაკუნი,
ბრახუნი, ყიყლიყო, baa-baa. ასეთი სიტყვების არსებობის მიუხედავად
განხილული დებულება ენობრივი ნიშნის პირობითობის შესახებ მაინც ძალაში
რჩება, რამდენადაც, ჯერ ერთი, ამგვარი სიტყვების რაოდენობა ენაში არ არის
დიდი; მეორე, რაც უფრო არსებითია, ასეთი სიტყვებიც კი ერთანეთისგან
განსხვავებული ბგერითი შედგენილობისანი არიან სხვადასხვა ენაში. მაგ.,
გუგული, cu-coo (ინგლ.), кукушка (რუს.), kuckuck (გერმ.).

სინტაგმატური და პარადიგმატული მიმართებები. ენის ერთეულები ქმნიან სისტემას ანუ


ერთიანობას, რომელშიც ყოველი ერთეული გარკვეულ კავშირშია ყველა სხვა ერთეულთან.
სისტემაში რომელიმე ერთეულის შეცვლა იწვევს ამ სისტემის ყველა სხვა ერთეულის გარკვეულ
სახეცვლილებას.

ერთეულის მიმართება სისტემის სხვა ერთეულთან შეიძლება იყოს სინტაგმატური ან


პარადიგმატიკული. სინტაგმატურ მიმართებას ერთეული ამყარებს მიმდევრობაში წინამავალ ან
მომდევნო ერთეულებთან. პარადიგმატული მიმართება გვაქვს, როდესაც მოცემული ერთეული
რაღაც თვალსარისით უპირისპირდება სხვა ერთეულებს სისტემაში (და არა მიმდევრობაში).
მაგალითად, თუ სისტემაში გვაქვს რაღაც [aktu], [agtu], [antu] გამოსახულებები [k] ელემენტი
სინტაგმატურ მიართებაშია [a], [t] და [u] ელემენტებთან და პარადიგმატიკულ მიმართებაშია [g],
[n] ელემენტებთან, რომლებიც იმავე გარემოცვაში (პოზიციაში) გვხვდება.

პარადიგმატიკულ მიმართებათა არსებობა განაპირობებს იმას, რომ ენობრივ ერთეულთა


სიმრავლე არის არა უბრალო ერთიანობა, არამედ - სისტემა. მაშასადამე, პარადიგმატიკული
მიმართებები სისტემის არსებით საფუძველს წარმოადგენ
~

1. თანხმოვანთა სისტემები: სამეულები, წყვილეულები და ცალეულები

თანხმოვნები არის ისეთი ბგერები, რომელთა წარმოთქმისას ფილტვებიდან ამოსული


ჰაერნაკადი დაბრკოლებას აწყდება. ქართული ენის თანხმოვნები ქმნიან სამეულთა,
წყვილეულთა და ცალეულთა სისტემებს.

სამეულთა სისტემებს ქმნიან ხშულ-მსკდომები (ოკლუზივები) და ხშულ-ნაპრალოვნები


(აფრიკატები). როდესაც ჰაერნაკადი ზესადგამი მილის ერთ ნაწილში სრულ
დაბრკოლებას აწყდება, და შემდეგ განხშვა (სკდომა) მოსდევს, წარმოიქმნება ხშულ-
მსკდომი ბგერები. აფრიკატები არიან რთული რაგვარობის ბგერები. ასეთი ბგერების
წარმოებისას თავდაპირველად ხდება ხშვა ზესადგამი მილის რომელიღაც წერტილში,
შემდეგ ხშვა გადადის ნაპრალში. მჟღერობა-სიყრუის მიხედვით სამეულებში
წარმოდგენილია ერთი მჟღერი (ბ,დ,ჯ,ძ,გ) და ორი ყრუ ბგერა: ყრუ-ფშვინვიერი
(ასპირატი) (ფ,თ,ც,ჩ,ქ) და ყრუ-მკვეთრი (აბრუპტივი, გლოტალიზებული, ყელხშული)
(პ,ტ,წ,ჭ,კ).

წყვილეულებს ქმნიან ნაპრალოვანი (სპირანტი) ბგერები. ნაპრალოვანი ბგერების


წარმოებისას ზესადგამი მილის ერთ წერტილში საარტიკულაციო ორგანოები
ერთმანეთს უახლოვდება და მათ შორის წარმოქმნილ ნაპრალში გადის ამოსუნთქული
ჰაერნაკადი. წყვილეულები წარმოდგენილია მჟღერი (ვ, ზ, ჟ, ღ) და ყრუ თანხმოვნით (ს,
შ, ხ, ჰ): ვ-/f/, ზ-ს, ჟ-შ, ღ-ხ, -ჰ.

ცალეულთა სისტემებს ქმნიან სონორები (ლ, რ, მ, ნ), რომლებიც იყოფა ნაზალურ მ,ნ
(ცხვირისმიერ) და არანაზალურ ლ,რ (არაცხვირისმიერ) ბგერებად. არანაზალური
ბგერები იყოფა ლატერალურ ლ (გვერდითი) და ვიბრანტ რ (მთრთოლი) ბგერებად.
რ - ალვეოლარული, ნუნისმიერი, ვიბრანტი ანუ მთრთოლავი;
ლ - ალვეოდენტალული, ნუნაკბილისმიერი, ლატერალი ანუ გვერდითი;
მ - ბილაბიალური, წყვილბაგისმიერი, ნაზალი;
ნ - ალვეოლარული, ნუნისმიერი, ნაზალი;

წარმოების ადგილის მიხედვით გვაქვს შემდეგი სახის ბგერები:


ბილაბიალური, წყვილბაგისმიერი (ბ, ფ, პ, მ);
ლაბიო-დენტალური, ბაგე-კბილისმიერი (ვ, /f/);
დენტალური, კბილისმიერი (დ, თ, ტ);
პრეალვეოლარული, წინანუნისმიერი (ძ, ც, წ, ზ, ს);
პოსტალვეოლარული, უკანანუნისმიერი (ჯ, ჩ, ჭ, ჟ, შ);
ველარული, რბილისასისმიერი (გ, ქ, კ, ღ, ხ)
ფარინგალური, ხახისმიერი (/ჴ/, ყ)
ლარინგალური, ხორხისმიერი (ჰ)

You might also like