You are on page 1of 2

საგანი - ენათმეცნიერების შესავალი (გამოცდა), 2020, პედაგოგი - ივანე ლეჟავა

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჯგუფები: 9, 10, 11, 12

კითხვები:
1. დაასახელეთ დინამიკური მახვილის სახეობები. [1. ეშ, გვ. 103-106];
დინამიკური მახვილი შეიძლება იყოს მოძრავი, ანუ თავისუფალი და ფიქსირებული ანუ უძრავი
2. რას აღნიშნავს სილაბოგრამა? [1.თეკ, გვ.495];
სილაბოგრამა არის ნიშანი , რომელიც აღნიშნავს მარცვალს.
3. კავკასიის ენათა რომელ ქვეჯუფს ეკუთვნის ხუნძური (ავარიული) ენა? [1. ეშ, გვ. 265];
ხუნძური, ანუ ავარიული ენა განეკუთვნება ხუნძუნ-ანდიურ-დიდოურ კავკასიურ ენათა ქვეჯგუფს.
4. ენათა რომელ ოჯახს ეკუთვნის სლავურ ენათა ჯგუფი? [1. ეშ, გვ. 252];
სლავური ენა ეკუთვნის ინდოევროპულ ენათა ოჯახს
5. ენათა რომელ ოჯახს ეკუთვნის ბალყარული ენა? [1. ეშ, გვ. 262];
ბალყარული ენა განეკუთვნება თურქულ ენათა ოჯახს
6. რას აღნიშნავს გრაფემა ანბანურ სისტემაში? [1.თეკ, გვ. 495];
წერითი სისტემის მინიმალურ ერთეულს ,რომელსაც ფუნქციური მნიშვნელობა აქვს, გრაფემა ეწოდება.
7. კავკასიის ენათა რომელ ქვეჯუფს ეკუთვნის აფხაზური ენა? [1. ეშ, გვ. 264];
აფხაზური ენა ეკუთვნის აფსუურ ქვეჯგუფს, რომელიც თავის მხრივ ეკუთვნის აფსუურ-ადიღეურ ჯგუფს
8. განმარტეთ ტერმინები: ფონემა-ალოფონი. [1.თეკ, გვ.123-124; 2. ეშ, გვ. 77-78];
ფონემა-ენის ისეთი უმცირესი აბსტრაქტული, ფონოლოგიური ერთეული, რომელიც სხვადასხვა
მნიშვნელობის მქონე ჟრერადობებს განასხვავებს და სამეტყველო ბგერის სახით აღიქმება.
ალოფონი- ფონემის კონკრეტულისამეტყველო რეალიზაციები, ფონეტიკური ვარიანტები.
9. რას აღნიშნავს გრაფემა ლოგოგრაფიულ სისტემაში? [1.თეკ, გვ. 495];
გრაფემა ლოგოგრაფიულ სისტემაში აღნიშნავს კონკრეტული ენის ცალკეულ სიტყვებს.
10. განმარტეთ ტერმინი - ჰაპლოლოგია. [1. ეშ, გვ. 112];
დისიმილაციის ნიადაგზე სიტყვაში ორი ერთნაირი ან მსგავსი მარცვლიდან შეიძლება დაიკარგოს ერთ-
ერთი. ამ მოვლენას ეწოდება ჰაპლოლოგია. მისი მაგალითებია ფეხშიშველა-> ფეხშველა. ლათინურის
მაგალითზე stipipendium-> stipendium და ა.შ
11. განმარტეთ არტიკულაციურად და აკუსტიკურად ტერმინი: პალატალიზაცია.[1. ეშ, გვ. 108-109];
არაპალატაური ბგერების წარმოთქმისას შუა ენის არტიკულირება მაგარი სასის მიმართ. ხოლო
აკუსტიკურად პალატალურ ანუ პალატალიზებულ ბგერებს ,,რბილ ენებს’’ უწოდებენ.
12. დაასახელეთ ერთ-ერთი გადაშენებული ენა სემიტურ ენათაგან. [1. ეშ, გვ. 260];
სემიტურ ენათაგან გადაშენებულია ფინიკიური ენა, აქადური, უგარიტული,
ძველებრაული,არამეული,,ამორიტული.
13. რა განსხვავებაა სონორსა და სონანტს შორის? [1. ეშ, გვ. 99-100; თეკ, გვ. 151];
სონანტი , განსხვავებით სონორისგან, მარცვალს ქმნის
14. ენათა რომელ ოჯახს ეკუთვნის სომხური ენა? [1. ეშ, გვ. 259]; [
სომხური ენა მიეკუთვნება სომხურ ენათა ჯგუფს და ეკუთვნის ინდოევროპულ ენათა ოჯახს.
15. დაასახელეთ ბგერათა დისიმილაციის ორი მაგალითი. [1. ეშ, გვ. 111-112];
დისიმილაციის დროს ორი მსგავსი ან ერთნაირი ბგერა ერთმანეთს განერიდება. ქართულ ენაში ამის
მაგალითია სიტყვა ლელწამისგან მიღებული სიტყვა ლერწამი, სადაც ლ ს დისიმილაცია მოხდა, ან ახლა->
ეხლა, სადაც ა ხმოვნის დისიმილაციაა მოცემული.
16. განმარტეთ არტიკულაციურად და აკუსტიკურად ტერმინი: ველარიზაცია. [ზფს, გვ.118-120];
ვულარიზაცია არტიკულაციურად არის არავულარული ბგერების წარმოთქმისას უკანა ენის მიახლოება
რბილ სასასთან. ხოლო აკუსტიკურად ეს ბგერები ,,რბილ ბგერებად ‘’ აღიქმება .
17. ინდოევროპულ ენათა ოჯახის რომელ ჯგუფს ეკუთვნის ოსური ენა? [1. ეშ, გვ. 251];
ოსური ენა ეკუთვნის ირანულ ენათა ჯგუფს.
18. კავკასიის ენათა რომელ ქვეჯუფს ეკუთვნის ინგუშური ენა? [1. ეშ, გვ. 264];
ინგუშური ენა ეკუთვნის ჩეჩნურ( ვეინახურ) ენათა ქვცეჯგუფს, რომელიც თავის მხრივ ნახეურ-
დაღესტნური ენების განშტოებაა.
19. რა განსხვავებაა ცნებასა და წარმოდგენას შორის? [1. ეშ, გვ. 8-14];
წარმოდგენა და ცნება ორივე მენტალური მოვლენაა და გნოსეოლოგიურად არსებობენ, თუმცა
წარმოდგენა იკონურია,საგანს ან მოვლენას ჰგავს და კონკრეტულია, ხოლო ცნება ყოველთვის
აბსსტრაქტულია.
20. დაშალეთ მორფებად სიტყვა: მა-სწავლ-ებ-ელ-ი
21. ფონეტიკურად დაახასიათეთ თითოეული ბგერა სიტყვაში: ჯჯჯჯ  
22. რამდენვალენტიანი ზმნაა ჰჰჰჰჰჰჰჰჰ და რამდენი პირია გამოხატული ამ ზმნურ ფორმაში.

You might also like