You are on page 1of 21

1.

ენის რაობა და ფუნქციები

ენა არ არის რაიმე ერთეულების მოუწესრიგებელი სიმრავლე,


არამედ ისეთი ელემენტების ერთობლიობაა, რომელთა შორის
გარკვეული მიმართებები და კავშრები არსებობს.

ენას აქვს კომუნიკაციური, ექსპრესიული, კონოტატიური,


მეტალინგვისტური, ფატიკური, რეფერენციული და პოეტური
ფუნქციები.

კომუნიკაციური ფუნქცია არის იგივე, ინფორმაციის მიღება,


შენახვა და გადაცემა. აუცილებელია კომუნიკაციური ფუნქციის
შესასრულებლად საერთო ენა (კოდი),საუბრის ელემენტებია:
ადრესატი,ადრესანტი, კოდი, შეტყობინება, კონტექსტი და
ფიზიკური არხი ანუ გარემო.

ექსპრესიული ფუნქცია იგივეა, რაც გამოხატვითი და იგი


უკავშირდება ადრესანტს. იგი გამოხატავს ინდივიდუალურად იმ
ინფორმაციას,რაც უნდა რომ ადრესატამდე მივიდეს.

კონოტატიური ფუნქცია უკავშირდება ადრესატს, ანუ როგორ


აღიქვამს იგი ადრესანტის მიერ გადმოცემულ ინფორმაციას.

მეტალინგვისტური ფუნქცია კოდს უკავშირდება და მას აქვს


განმარტებითი ფუნქცია, ანუ ენის-კოდის გამოყენებით ადრესანტმა
უნდა ახსნას თავისი სათქმელი და სწორად მიიტანოს მსმენლამდე.

ფიზიკური არხი კავშირშია ფატიკურ ფუნქციასთან, რომელიც


გულისხმობს კომუნიკაციის დაწყებას,გაგრძელებას და შეწყვეტას.
აგრეთვე ფატიკური ფუნქცია ეხება იმას,თუ რამდენად
გამართულია არხი კომუნიკაციისათვის,მაგ:დარეკვისას თუ ისმის
ხმა და ასე შემდეგ.

ბგერითი ენის სპეციფიკაა საარტიკულაციო ფუნქცია ადამიანი


ამყარებს ურთიერთობას საგანთა სამყაროსთან. საგანი შეიცავს
გარვეულ ინფორმაციას,რომელიც მოქმედებს შეგრძნებათა
ორგანოებზე. ანაბეჭდი წარმოდგენის ანუ საგნის ხატის სახით.
ადამიანს შეუძლია იაზროვნოს წარმოდგენებით, ამგვარ
აზროვნებას ეწოდება ვიზუალური აზროვნება.ადამიანს აქვს
სხვაგვარი აზროვნებაც, რომელსაც კონცეპტუალურ ანუ ცნებებით
აზროვნებას ვუწოდებთ.

2. ენა როგორც სისტემა: ფორმალური სისტემების სინთეზისა და


ანალიზის წესები. სრული და არასრული სისიტემები

- ენა არის ნიშანთა სისტემა: ენობრივ გამონათქვამებს ყოველთვის


გარკვეული შინაარსი აქვთ. მნიშვნელობის მქონე ყოველი
ელემენტი ენობრივ სისტემაში არის ნიშანი. ნიშანს აქვს ორი მხარე
აღმნიშვნელი და აღსანიშნი, აღმნიშვნელი არის ნიშნის
მატერიალური მხარე, ბგერითი სუბსტანცია, ფორმა, ხოლი ის
რასაც იგი აღნიშნავს საგნის თვისებებისა თუ მოვლენების
ამსახველი ცნება არის აღსანიშნი.

ენა არის ბგერით ნიშანთა სისტემა: ენობრივი ნიშანი ბგერითი


სუბსტანციისაგან შედგება, სხვა საკომუნიკაციო საშუალებები
ხშირად არაბგერითია, ამ შემთხვევაში ვუწოდებთ ენას ისეთ
ნიშანთა სისტემებს, რომლებიც ბგერითი სუბსტანციისგან შედგება.

ენა არის პირობით ნიშანთა სისტემა: ენობრივი სისტემის ეს ერთ-


ერთი ყველაზე მნიშვნეოვანი მახასიათებელი გულისხმობს, რომ
კავშირი აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის პირობითია,
აღმნიშვნელის ბგერითი სახე, ფორმა არგანისაზღვრება იმ საგნი
თუ მოვლენების ბუნებით რომლებზედაც იგი მიუთითებს. ენა
არის პირობით ნიშანთა სისტემა და ნიშნები პირობითია, ანუ
აღმნიშვნელის ბგერითი სახე არ განისაზღვრება აღსანიშნის
ბგერებით.

ფორმალური ეწოდება სისტემას,რომელშიც მხოლოდ


სინტაქტიკური წესებია მოცემულლი და განსაზღვრულია
ელემენტთა ფიზიკური ბუნება,ასეთ სისტემას სპეციფიზირებული
ეწოდება და თუ სპეციფიზირებული არაა მაშინ იგი
აბსტრაქტულია.თუ სისტემაში შეტანილია შინაარსობრივი ანუ
სემანტიკური მხარე სისტემა ინტერპრეტირებულია, რაც შეეხება
იზომორფულ სისტემას, იგი მიღებულია ერთი აბსტრაქტული
სისტემის სხვადასხვა სპეციფიკიდან.
ელემენტთა კომბინაციას სისტემაში,რომელიც შედგენილია
წესების მიხედვით ეწოდება ელემენტთა გამოსახულება, ხოლო
გამოსახულებაში ელემენტთა რაოდენობას ეწოდება ელემენტთა
სიგრძე,თუ ერთი სისტემის გამოსახულება ემთხვევა მეორე
სისტემის ყველა გამოსახულებას ისინი იდენტურები არიან.
ელემენტთა რაოდენობა კი შეიძლება იყოს სასრული ან უსასრულო.
ასევე არსებობს ჰომოგენური და ჰეტეროგენური სისტემები.სრული
სისტემა შეგვიძლია, რომ გავხადოთ არასრული თუ ჩვენ
შევზღუდავთ რაიმე ელემენტის გამეორებას.
არსებობს ორი წესი რითას შესაძლოა, რომ სისტემა არასრული
გახდეს: 1.ელემენტთა განმეორების წესი და 2. ელემენტთა
თანმიმდევრობის წესი,ამ დროს არსებობს უშუალო და
დისტანციური წესები.
რაც შეეხება სინთეზისა და ანალიზის წესებს,სწორედ ამის
საშუალებით ხდება სემიოტიკური სისტემის შესწავლა. სინთეზის
დროს მოცემულია კომბინირების წესები,რითაც ვაგებთ სისტემის
გამოსახულებას,ანალიზის დროს კი უკვე შეგვიძლია
გამოსახულების დანახვადა შეგვიძლია დავადგინოთ თუ რა
წესების მიხედვითაა აგებული.
დანაწევრების დახმარებით შეგვიძლია შევისწავლოთ ბგერითი ენა,
როგორც ნიშანთა სისტემა. ანალიზის დროს შეიძლება სისტემა
სხვადასხვაგვარად დავახასიათოთ(ჰეტერონომია), ამ დროს
ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, თუ რომელი უფრო მეტად
გამოსადეგია ჩვენთვის შესწავლის პროცესში.
3. სემიოტიკა. სემიოტიკური ნიშნის სახეები. ენობრივი ნიშნის ბუნება.
აღსანიშნ-აღმნიშვნელს შორის „ჰორიზონტალური" და
„ვერტიკალური" მიმართებები
-მეცნიერებას, რომელიც შეისწავლის საზოგადოდ ნიშანთა სისტემებს,
იკვლევ სხვადასხვა სახის ნიშანთა სისტემების საერთო მახასიათებლებს
სემიოტიკა ეწოდება,ანუ მეცნიერება ნიშნების შესახებ. სემიოტიკა
ნიშნებს იკვლევს ფორმის, შინაარსისა და გამოყენების მხრივ.
შესაბამისად, სემიოტიკაში გამოიყოფა ნიშანთა შესწავლის სამი ასპექტი:
1.სემანტიკა
2. სინტაქტკა
3.პრაგმატიკა.
სინტაქტიკა: შეისწავლის ნიშანთა შორის არსებულ წრფივ მიმართებებს,
ნიშანთა განაწილებას მიმდევრობაში, ეს ასპექტი არ ითვალისწინებს არც
ნიშნის მომხმარებელს და არც ნიშანში აღმნიშვნელსა და აღსანიშნს
შორის არსებულ მიმართებას.
სემანტიკა ითვალისწინებს მიმართებას აღსანიშნსა და აღმნიშვნელს
შორის, მაგრამ უგულებელყოფს ნიშნის მომხმარებელს.
პრაგმატიკა: შეისწავლის ნიშნის მომხმარებლის დამოკიდებულებას
ნიშანთან, ისყველაზე ფართოა და მოიცავს სემანტიკასა და სინტაქტიკას.
ის განიხილავს პიროვნულ ფაქტორებს და შეძლებისდაგვარად სრულად
ახასიათებს ნიშანთა სიტემაში რეალურად არსებულ მიმართებებს.
მნიშვნელობის მქონე ყოველი ელემენტი ენობრივ სისტემაში არის
ნიშანი. ნიშანს აქვს ორი მხარე აღმნიშვნელი (ფონემა) და აღსანიშნი
(ცნება).
აღმნიშვნელი არის ნიშნის მატერიალური მხარე, ბგერითი სუბსტანცია,
ფორმა,ხოლო ის, რასაც იგი აღნიშნავს, საგნის, თვისებისა თუ მოვლენის
ამსახველი ცნება, არის აღსანიშნი. კავშირი ნიშნის ამ ორ მხარეს შორის
მყარდება გარკვეული მიმართებების საფუძველზე და ეს მიმართებები
ქმნის ნიშნის მნიშვნელობას.
ნიშანთა ტიპები აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორის მიმართების
მიხედვით არის სამ გვარი ესენია:
ხატი, სადაც აღმნიშვნელი აღსანიშნის მსგავსია, ინდექსი: აღმნიშვნელი
და აღსანიშნი მიზეზშედეგობრივად უკავშირდებაერთმანეთს. მაგ.
ინდექსი კვამლი ნიშანია ცეცხლისა და სიმბოლო,სადაც აღმნიშვნელსა
და აღსანიშნს შორის კავშირი პირობითია.
ენობრივი ერთეული ორმაგი ბუნებისაა, ენობრივი ნიშანი ერთმანეთთან
აკავშირებს ცნებასა და აკუსტიკურ ხატს.აკუსტიკური ხატი ბგერის
ფსიქიკური ანაბეჭდია, აკუსტიკური ხატი შეგრძნებადია და თუ ჩვენ მას
მატერიალურად მოვიხსენიებთ, მხოლოდ ამის გამო და მისი
ასოციაცური წყვილის მეორე წევრთან შესაპირისპირებლად , რომელიც
უფრო აბსტრაქტულია.
 ფერდინანდ დე სოსიურის თანახმად, ღირებულება არის ნიშნის თვისება
იყოს ის, რაც მას სხვა ნიშნისაგან განასხვავებს. სხვადასხვა ენობრივ
სისტემებში ერთნაირი მოვლენებისა და ობიექტების აღმნიშვნელ
ნიშნებსაც კი ყოველთვის განსხვავებული ღირებულება აქვთ. ენობრივი
ნიშნის სახელდების შესახებ განსხვავებული აზრები ჯერ კიდევ
ანტიკური დროიდან არსებობს. ბერძენ ფილოსოფოსთა ნაწილი
ფიქრობდა, რომ საგნების სახელდება ხდება პირობითად, ამ თეორიას
ეწოდება თესეი. ფილოსოფოსთა სხვა ნაწილი მიიჩნევდა, რომ
აღმნიშვნელის მიმართება აღსანიშნთან მოტივირებულია, ამ თეორიას
ეწოდება ფუსეი , ანუ სახელდება ხდება არა შეთანხმებით, არამედ საგნის
ბუნებიდან გამომდინარე.
რაც შეეხება აღსანიშნ-აღმნიშვნელს შორის „ჰორიზონტალური" და
„ვერტიკალური" მიმართებებს, აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორის
პირობითი არამოტივირებული კავშირია ეს არის ვერტიკალური
მიმაართება. ვერტიკალური მიმართების მაგალითად შეიძლება
მოვიყვანოთ ქართული სიტყვა ,,მაგიდა’’, რომლის ბგერითი
შედგენილობაც აღსანიშნში საგნის ბუნებით კი არ განისაზღვრება,
არამედ აღსანიშნთან პირობით, იგივე არამოტივირებულ კავშირს
ავლენს. სხვადასხვა ენაში ერთი და იგივე დენოტატი აღინიშნება
სხვადასხვა ბგერითი სუბსტანციით,გარდა ამისა ნიშნის განსაზღვრისას
გასათვალისწინებელია კავშირი არა მარტო
აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის ერთი ნიშნის ფარგლებში არამედ
მოცემული ნიშნის მიმართებაც სისტემის სხვა ნიშნებთან როგორც
აღსანიშნთა ისე აღმნიშვნელთა დონეზე, მათ შეიძლება
ჰორიზონტალური მიმართებები ვუწოდოთ, რომლებიც ვერტიკალური
მიმართებებისგან განსხვავებით ორპლანიანია. ჰორიზონტალური
მიმართების მაგალითად შემიძლია განვიხილო დიდი-მოდიდო-
უდიდესი ან მაღალი უფრო მაღალი და ყველაზე
მაღალი,ჰორიზონტალური მიმართებებს თვალსაზრისით არსებობს
ნიშანთან დაკავშირებული პირობითობა და მოტივირებულობა.
4.ენა ინფორმაციის შენახვისა და გადაცემის სხვა საშუალებებთან
მიმართებით. ენა და სოციუმი
-ბუნებრივი ენა განსაკუთრებული, უმნიშვნელოვანესი ფენიმენია,
აზრის გამოხატვისა და საკომუნიკაციო საშუალების გარეშე
წარმოუდგენელია ადამიანთა საზოგადოების არსებობა. ყოველი
ნორმალურიადამიანი მთლიანად დამოკიდებულია ენაზე, მის
ფუნქციონირებაზე ენა საზოგადოებაშია განფენილი, ამიტომ არც ენა
არსებობს საზოგადოების გარეშე და პირიქით, არც საზოგადოება
არსებობს ენის გარეშე. ენისა და საზოგადოების ურთიერთობის
საკითხი მრავალ ასპექტიანია, ესაა საკითხების მთელი წყება,
რომელსაც იკვლევს სოციოლინგვისტიკა. ენა,როგორც ვთქვით,
საზოგადოებაშია განფენილი,საზოგადოება იგივე ენობრივი
კოლექტივი კი გარკვეულ ტერიტორიაზე,რაც განაპირობებს ენებში
ტერიტორიული დიალექტების წარმოქმნას. ერთსა და იმავე
საზოგადოებაში სხვადასხვა სოციალური ფენაა წარმოდგენილი, რაც
სოციალურდიალექტებს წარმოქნის. თვითონ ენის წარმოშობაც
გარკვეულწილად სოციოლოგიური საკითხია, რადგან ენის საჭიროება
საზოგადოებაში ჩნდება.ადამიანის ენას ახასიათებს ინფორმაციის
შენახვის და გადაცემის უნარი. ენა ადამიანის აქტივობის უმაღლესი
გამოხატულებაა. ენის ძირითად ფუნქციად შეიძლება კომუნიკაციის
უნარი ჩავთვალოთ.როგორც ვიცით ადამიანის ენა ბგერითი ენაა და
სწორედ ბგერითი სუბსტანციის დახმარებით ხდება კომუნიკაცია.
ენის უმთავრეს ფუნქციად ექსპრესიული ანუ გამომხატველობითი
ფუნქცია ითვლება. ეს ნიშნავს,რომ ადამიანი ბგერითი ენის
დახმარებით გამოხატავს აზრებს. თუმცა ადამიანის
გამომხატველობითი ფუნქცია არ შემოიფარგლება მხოლოდ ბგერითი
ენით, იგი სხვადასხვა საშუალებებს იყენებს,მაგ: ჟესტების ენა ანუ
კინეტიკური ენა. ენის ერთ-ერთი სახეა ასევე გრაფიკული ენა, იგივე
დამწერლობა.
ადამიანის ბუნებრივ ენასა აქვს ისეთი სპეციფიკური მახასიათებლები,
რომლებიც მკვეთრად განასხვავებს მათ ცხოველთა ენისგან. ეს არის
ბგერითი ენის დუალობა და პროდუქტიულობა.დუალობის
მეშვეობით ადამიანს შეუძლია უმცირესი ერთეულები შეაერთოს
გარკვეული თანმიმდევრობით და მიიღოს უფრო რთული ერთეული,
მათი შეერთებით კი კიდევ უფრო რთული. დულობა აძლევს
საშუალებას ადამიანს ენის სასრული ელემენტების გამოყენებით
შექმნას უსასრულო გამონათქვამები ამ ელემენტების
სხვადასხვაგვარად დალაგების გზით. სწორედ დულობიდან
გამომდინარეობს ენის კიდევ ერთი არსებითი მახასიათებელი
პროდუქტიულობა.იგი გულისხმობს ელემენტთა ისეთ დალაგებას და
ისეთი შინაარსის შექმნას,როგორიც ჯერ არავის შეუქმნია, ანუ
შეუძლია შექმნას ახალი ინფორმაცია, რომელსაც დამოუკიდებლად
აღიქვამს მსმენელი. ენის დუალობისა დაპროდუქტიულობის
დამსახურებაა ის, რომ ადამიანს შეუძლია გაიხსენოს წარსული
აღწეროს ის და იმსჯელოს მომავალზე. ადამიანს ცხოველებისგან
განსხვავებით შეუძლია შექმნას კულტურა, ისტორია, ცივილიზაცია.

5. ენა, მეტყველება და სამეტყველო ქმედება / ენა და მეტყველება,


ენის ლინგვისტიკა და მეტყველების ლინგვისტიკა
-ენათმეცნიერების ობიექტს ანუ ენას ორი მხარე აქვს. ყველაფერი რასაც
ადამიანები წარმოთქვამენ, რაც ინდივიდიალურია და დამოკიდებულია
მოლაპარაკის ნებაზე წარმოადგენს მეტყველებას . მეტყველების უნარის
გამოვლენას უზრუნველყოფს ენა. მეტყველება არის ენის რეალიზაცია.
ენა არის ენობრივი სისტემა მთელი კოლექტივის სისტემაში
არსებობს შესაძლებლობების სახით. ენა კოლექტივში დამკვიდრებული
სავალდებულო კავშირების და წესების ერთობლიობაა ასე, რომ ენა
სოციალური ფენომენია.მეტყველებისგან განსხვავებით ენა არის
სასრული ფენომენი და მისი არსებობა აუცილებელია, იმისათვის, რომ
კომუნიკაცია გასაგები იყოს. ამავე დროს მეტყველება ენის
ჩამოყალიბების უმთვრესი პირობაა. ცნებას ვერ დავაკავშირებთ
აკუსტიკურ ხატთან, თუ ეს კავშირი წინასწარ არ გამოვლინდა
სამეტყველო აქტში. ასე, რომ ენა და მეტყველება ერთმანეთს
განაპირობებენ.
ენა და მეტყველება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ენის არსებობა
აუცილებელია, რათა მეტყველება გასაგები იყოს და კომუნიკაცია
შედგეს. ცნების დაკავშირება სიტყვიერ ხატთან შესაძლებელია.
მაგალითად ადამიანების მშობლიურ ენას მოსმენით ვსწავლობთ და ეს
მოსმენილი ილექემა ჩვენს მეხსიერებაში და ბოლოს მეტყველება
განაპირობებს ენის ცვალებადობას. ხოლო ეს ლინგვისტური
ცვლილებები სხვათა მეტყველების გავლენით ვითარდება. აქედან
გამომდინარე ენა მეტყველების იარაღიცაა და პროდუქტიც. მეტყველება
ენის რეალიზაციას წარმოადგენს. ენა კი მთელი კოლექტივის
მეხსიერებაში არსებობს, როგორც შესაძლებლობა და ის არსებობს,
როგორც ერთობლიობა იმ ანაბეჭდებისა, რომელიც თითოეულ ადამიანს
აქვს თავში. მეტყველება არის ჯამი ყველაფრისა, რასაც ხალხი ამბობს.
იგი მოიცავს:ინდივიდუალურ კომბინაციებს,ამ კომბინაციათა
რეალიზაციისთვის აუცილებელ და მოსაუბრის სურვილით
განპირობებულ ბგერადობის აქტებს.
6. ფონემათა არტიკულაციური კლასიფიკაციის ზოგადი პრინციპები
-ენათმეცნიერების იმ დარგს, რომელიც შეისწავლის
ადამიანის სამეტყველო ბგერებს ეწოდება ფონეტიკა. მის ამოცანას
წარმოადგენს ის, რომ ზუსტად აღწეროს ადამიანის სამეტყველო
ორგანოების მიერ წარმოქმნილი ბგერები. ფონეტიკამ
უნდა აღწეროს ყველა ბგერა,რომელთა წარმოქმნაც ადამიანს შეუძლია
საარტიკულაციო ორგანოების დახმარებით.მეტყველების ნაკადის
სეგმენტაცია შეუძლებელია ადამიანის სამეტყველო ბგერათა ზოგადი
დახასიათების გარეშე და იმ მექანიზმების ცოდნის გარეშე, რომელთა
მეშვეობითაც წარმოიქმნება ეს ბგერები.
ძირითადად სამეტყველო ბგერათა შესწავლა სამი თვალსაზრისით
შეიძლება:
1. ფიზიოლოგიურად, ანუ იმ საწარმოთქმო ორგანოების მიხედვით,
რომელთა მეშვეობითაც ბგერები წარმოიქმნება.
2. აკუსტიკურად, ანუ ბგერის ფიზიკური თავისებურებების მიხედვით.
3. პერცეფციულად, ანუ სმენითი შთაბეჭდილების მიხედვით.
ხოლო, რაც შეეხება სამეტყველო ორგანოებს ის დაიყოფა ორ ძირითად
ჯგუფად: არტიკულატორებად და არტიკულაციის წერტილებად.
არტიკულატორი მოძრავია და იგი ეხება სხვადასხვა საარტიკულაციო
წერტილს, ენას. ერთი და იმავე ორგანოთი წარმოთქმულ ბგერებს
ჰომოორგანულიბგერები ეწოდებათ. სხვადასხვა ორგანოებით
წარმოთქმულს კი ჰეტეროორგანული ბგერები.
სამეტყველო ბგერები, მათი არტიკულაციური ფონეტიკის მიხედვით.
ბგერათ წარმომქმნელი ჰაერნაკადი ამოედინება ფილტვებიდან
დიაფრაგმის მეშვეობით და გაივლის სასუნთქ მილს,საარტიკულაციო
ორგანოების ხშვის შედეგად ზესადგამი მილის ერთ-ერთ წერტილში
ჰაერნაკადისრულ დაბრკოლებას აწყდება, რასაც ჩვეულებრივ სკდომა
მოსდევს.ასეთ ბგერებს კი ხშულ-მსკდომები ეწოდება და ეს ბგერებია: ბ,
ფ, პ, დ თ, ტ, გ, ქ,კ.
ზესადგამის ერთ-ერთ წერტილში საარტიკულაციო ორგანოების ძლიერი
მიახლოვება ერთმანეთთან. მათ შორის ამის შემდეგ იქმნება ნაპრალი და
ამ ნაპრალიდან გამოედინება ჰაერნაკადი. ასეთ ბგერებს ნაპრალოვანი
ბგერები, სპირანტები, აფრიკანტები ეწოდება. ესენია:ზ, ს, ჟ, შ, ღ, ხ.
რაც შეეხება პირის ღრუს ის დახშულია ენით. აქ წარმოქმნილ ბგერებს კი
ლატერალები ეწოდება, ასეთია ლ.
ჰაერნაკადი იწვევს ერთ-ერთი ორგანოს თრთოლვას, ვიბრაციას. ასეთ
წარმოქმნილ ბგერებს ვიბრანტები ეწოდებათ, ასეთი კი არის რ.
რბილი სასა კი დაშვებულია ჰაერნაკადი გაივლის ნახევრად პირის
ღრუში და ნახევრად ცხვირის ღრუში. ასეთ წარმოქმნილ ბგერებს კი
ნაზალბი ეწოდებათ,რომლებიც არიან მ და ნ.

ჰაერნაკადი დაუბრკოლებლად ამოედინება ფილტვებიდან და გაივლის


პირის ღრუს. ასეთ წარმოქმნიოლ ბგერებს კი ხმოვნები ანუ ვოკალები
ეწოდებათ.ასეთებია: ა, ე, ი, ო, უ.
თანხმოვნები არის ისეთი ბგერები, რომელთა წარმოთქმისას
ფილტვებიდან ამოსული ჰაერნაკადი დაბრკოლებას აწყდება. ქართული
ენის თანხმოვნები ქმნიან სამეულთა, წყვილეულთა და ცალეულთა
სისტემებს.
სამეულთა სისტემებს ქმნიან ხშულ-მსკდომები (ოკლუზივები) და ხშულ-
ნაპრალოვნები (აფრიკატები). როდესაც ჰაერნაკადი ზესადგამი მილის
ერთ ნაწილში სრულ დაბრკოლებას აწყდება, და შემდეგ განხშვა (სკდომა)
მოსდევს,წარმოიქმნება ხშულ-მსკდომი ბგერები. აფრიკატები არიან
რთული რაგვარობის ბგერები. ასეთი ბგერების წარმოებისას
თავდაპირველად ხდება ხშვა ზესადგამი მილის რომელიღაც წერტილში,
შემდეგ ხშვა გადადის ნაპრალში. მჟღერობა-სიყრუის მიხედვით
სამეულებში წარმოდგენილია ერთი მჟღერი (ბ, დ, ჯ, ძ, გ) და
ორი ყრუ ბგერა: ყრუ-ფშვინვიერი (ასპირატი) (ფ, თ, ც, ჩ, ქ) და ყრუ-
მკვეთრი(აბრუპტივი, გლოტალიზებული, ყელხშული) (პ, ტ, წ, ჭ, კ).
წყვილეულებს ქმნიან ნაპრალოვანი (სპირანტი) ბგერები. ნაპრალოვანი
ბგერების წარმოებისას ზესადგამი მილის ერთ წერტილში
საარტიკულაციო ორგანოები ერთმანეთს უახლოვდება და მათ შორის
წარმოქმნილ ნაპრალში გადის ამოსუნთქული ჰაერნაკადი.
წყვილეულებში წარმოდგენილია მჟღერი (ვ, ზ, ჟ, ღ) და ყრუ თანხმოვნით
(ს, შ, ხ, ჰ): ვ-/f/, ზ-ს, ჟ-შ, ღ-ხ, -ჰ. ცალეულთა სისტემებს ქმნიან სონორები
(ლ, რ, მ, ნ), რომლებიც იყოფა ნაზალურ მ, ნ (ცხვირისმიერ) და
არანაზალურ ლ, რ (არაცხვირისმიერ) ბგერებად.არანაზალური ბგერები
იყოფა ლატერალურ ლ (გვერდითი) და ვიბრანტ რ(მთრთოლი)
ბგერებად.
o რ - ალვეოლარული, ნუნისმიერი, ვიბრანტი ანუ მთრთოლავი;
o ლ - ალვეოდენტალული, ნუნაკბილისმიერი, ლატერალი ანუ
გვერდითი;
o მ - ბილაბიალური, წყვილბაგისმიერი, ნაზალი;
o ნ - ალვეოლარული, ნუნისმიერი, ნაზალი;
წარმოების ადგილის მიხედვით გვაქვს შემდეგი სახის ბგერები:
 ბილაბიალური, წყვილბაგისმიერი (ბ, ფ, პ, მ);
 ლაბიო-დენტალური, ბაგე-კბილისმიერი (ვ, /f/);

 დენტალური, კბილისმიერი (დ, თ, ტ);


 პრეალვეოლარული, წინანუნისმიერი (ძ, ც, წ, ზ, ს);
 პოსტალვეოლარული, უკანანუნისმიერი (ჯ, ჩ, ჭ, ჟ, შ);
 ველარული, რბილისასისმიერი (გ, ქ, კ, ღ, ხ);
 ფარინგალური, ხახისმიერი (/ჴ/, ყ);
 ლარინგალური, ხორხისმიერი (ჰ).
ქართული ენის თანხმოვნების დახასიათება კი შეიძლება ამგვარად.

 ბილაბიალური (ბ, ფ, პ, მ)
 ლაბიო-დენტალური, ბაგე-პირისმიერი ( ვ, f)
 დენტალური, კბილისმიერი (დ, თ, ტ)
 პრეალვეოლარული, წინანუნისმიერი ( ძ, ც, წ, ზ, ს)
 პოსტალვეოლალური, უკანანუნისმიერი (ჯ, ჩ, ჭ, ჟ, შ)
 ველარული, რბილსასისმიერი (გ, ქ, კ, ღ, ხ)
 ფარინგალური, ხახისმიერი (/ჴ/, ყ) ?
 ლარინგალური, ხახისმიერი (ჰ)

o რ_ ალვეოლალური, ნუნისმიერი, ვიბრანტი ანუ მთრთოლვარი;


o ლ_ ალვეოლარული, ნუნაკბილისმიერი, ლატერალი ანუ გვერდითი;
o მ_ბილაბიალური, წყვილბაგისმიერი, ნაზალი;
o ნ_ალვეოლარული, ნუნისმიერი, ნაზალი.
ხოლო რაც შეხება ქართული ენის ხმოვანთა დახასიათებას ისინი სამი
თვალსაზრისით ხასიათდებიან:
 აწეულობა-დაბალი, საშუალო და მაღალი;
 რიგი_წინა, შუა და უკანა;
 ლაბიალიზაცია_ლაბიალიზირებული და არალაბიალიზირებული.
რომ განვიხილოთ ხმოვანთა აწეულობა გულისხმობს თუ რამდენად არის
ენა აწეული მაგარი სასის მიმართ ამა თუ იმ ხმოვნის წარმოთქმისას.
რიგი კი გულისხმობს ენის, რომელი ნაწილი მონაწილეობს ხმოვნის
წარმოშობაში. ლაბიალიზაცია ნიშნავს თუ რამდენად მონაწილეობს
ბგერები ხმოვნის წარმოებაში. აქედან გამომდინარე ქართული ენის
ხმოვანთა დახასიათება ხდება ამგვარად.
 ა_ შუა რიგის, დაბალი აწეულობის, არალაბიალიზირებული;
 ე_ წინა რიგის, საშუალო აწეულობის, არალაბიალიზირებული;
 ი_ წინა რიგის, მაღალი აწეულობის, არალაბიალიზირებული;
 ო_ უკანა რიგის, საშუალო აწეულობის, ლაბიალიზირებული;
 უ_ უკანა რიგის, მაღალი აწეულობის, ლაბიალიზირებული.
7. ფონოლოგიური ოპოზიციისა და ფონოლოგიური ერთეულის
საკითხი.
-ნებისმიერი ორი ერთმანეთთან დაკავშირებული ობიექტი განსხვავდება
ერთმანეთისაგან იმდენად, რამდენადაც დაპირისპირების ანუ
ოპოზიციის მიმართება. ისეთ წყვილებში, როგორებიცაა: ბარი- ფარი,
ბერი- ფერი, შინაარსობრივი განსხვავება ბ-ს ფთი ცვლილებით არის
გამოხატული. ისეთ ორ სიტყვას, რომლებიც ერთმანეთისაგან მხოლოდ
ერთი ბგერით განსხვავდებიან მინიმალური წყვილი ეწოდება.
ბგერითი დაპირისპირება ერთ ენაში შეიძლება განასხვავებდეს
გამონათქვამთა მნიშვნელობას, თუმცა სხვა ენაში არა. ფიზიკურად
დაახლოვებით ერთნაირი ბგერების ღირებულება სხვადასხვა ენაში
განსხვავებულია.
ბგერით დაპირისპირებას,რომლის საშუალებითაც ხდება ენობრივ
ნიშანთა განსხვავება, ფონოლოგიურად ღირებული ანუ
ფონოლოგიურად რეველანტური დაპირისპირება ეწოდება, ასეთი
დაპირისპირება მნიშვნელობას ვერ ანსხვავებს.
ბგერა შეიძლება იყოს ურთიერთშენაცვლებადი ან
ურთიერთგამომრიცხავი.
ურთიერთშენაცვლებადი ბგერები მოცემულ ენაში ხასითდება
კონტრასტული დისტრიბუციით (მაგ:ბ,ფ), ხოლო ურთიერთგამომრიცხავ
ბგერებს დამატებითი დისტრიბუციის დამოკიდებულება ახასიათებს,ანუ
ისინი ერთსა და იმავე ფონეტიკურ გარემოცვაში არ დასტურდება .
რაც შეეხება ფონოლოგიურ ერთეულს ესს არის ფონოლოგიურად
რელევანტური დაპირისპირების წევრი,ფონოლოგიური ერთეულები
შესაძლოა მოცულობით განსხვავდებოდეს, მაგ: ღობე და ნალი, არც ერთი
საერთო სეგმენტი არაა,ეს სიტყვები მთლიანად განსხვავებულია.ამ
ოპოზიციაში მონაწილე ფონოლოგიური ერთეულები შეიძლება
დავშალოთ მცირე ერთეულებად და საბოლოოდ გამოცალკევდება
ფონი,რომელსაც უფრო მცირე ერთეულად ვერ დავშლით.
8. ფონემა და ალოფონები. არქიფონემა
-სამეტყველო ბგერის მეორე სახელწოდებაა ფონემა , ფონემა არის
აბსტრაქცია. ყოველგვარი ბგერის მიღმა მეტყველებაში ყოველთვის დგას
ესა თუ ის ფონემა,თუმცა იგი მაინც არ ემთხვევა ბგერას. ფონემასა და
ვარიანტს შორის ყოველთვის არის განსხვავება.ამიტომ ფონემა არა თუ არ
ემთხვევა ბგერას, არამედ არ შეიძლება ემთხვეოდეს მას.
ფონემების ვარიანტებს ფონები ანუ ბგერები ეწოდება, მაგრამ რადგანაც
ფონემას სხვადასხვა ვარიანტი აქვს ამიტომ შემოიტანეს ალოფონის
ცნება.
ალოფონები ორგვარია, მათი ერთი რიგის არსებობა განპირობებულია
სამეტყველო აპარატის არასტაბილური ხასიათით, მართალია
სამეტყველო აპარატი სტაბილურია, მაგრამ არც ისე სტაბილურია, რომ
სიზუსტით გაიმეოროს ერთი და იგივე ბგერა.ერთი ინდივიდიც კი
სხვადასხვა მდგომარეობაში სხვადასხვაგვარად წარმოთქვამს ბგერებს.
ალოფონთა ურთიერთჩანაცვლება არ ქმნის ახალ ფორმას და ახალ
შინაარსს.
რაც შეეხება არქიფონემას იგი არის ორი ან მეტი ფონემისათვის საერთო
ნიშან-თვისებათა ერთობლიობა, ბერძნულად აქრიფონება ნიშნავს
მთავარს, საწყისს.
9. ფონემათა გამოყოფის წესები (ფონემათა და ვარიანტთა გამიჯვნა)
-მეტყველების ნაკადის ბგერებად დანაწევრების, სეგმენტაციის შედეგად
გამოყოფილ ფონეტიკურ ელემენტს შეიძლება ფონი ვუწოდოთ.
ფონოლოგიურ ერთეულს, რომელიც მოცემულ ენაში აღარ დაიშლება
ერთმანეთის მომდევნო უფრო მცირე ფონოლოგიურ ერთეულებად
ფონემა ეწოდება. ფონოლოგიის საგანს სწორედ ფონემათა სხვადასხვა
თვალსაზრისით შესწავლა წარმოადგენს. ყველა იმ ფონს რომლელთა
სახითაც ვლინდება მოცემული ფონემა, ამ ფონემის ალოფონები
ეწოდება. თითოეული სიტყვა შეგვიძლია ფონემათა
მიმდევრობის სახით წარმოვადგინოთ. ენობრივ სისტემაში ყოველი
სიტყვა სტუქტურული მთლიანობაა მსმენელი კი მას სწორედ
მთლიანობად აღიქვამს.სიტყვა სტრუქტურაა ხოლო სტრუქტურის
ამოცნობა გულისხმობს სხვა სტრუქტურებისგან, რაღაც ნიშნებით მის
განსხვავებას.
გამოხატულების პლანში სიტყვები ერთმანეთისგან სწორედ ფონემით
ფონოლოგიურ ოპოზიციაში ბგერების მონაწილეობა განპირობებულია
მათიფონოლოგიურად ღირებული ანუ დიფერენციული ნიშნებით.
ფონემისა და ბგერის ცნებები ერთმანეთს არ ფარავენ ასე რომ
არც ერთი კონკრეტული ბგერა არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც
ფონემა. ისარის გარკვეული ფონემის გამოვლინება იგივე რეალიზაცია,
რეპრეზენტაციას გამოხატულება მეტყველებაში. მეტყველების ნაკადში
გამოვლენილი ბგერებიუფრო მაღალი დონის ენობრივი ერთეულია
ფონემათა მატერიალური განხორციელებაა. მეტყველების უწყვეტი
ნაკადი შეიძლება წარმოვიდგინოთ,როგორც სამეტყველო ბგერათა
მიმდევრობა დროში.
მეტყველების ნაკადის ბგერებად დანაწევრების, სეგმენტაციის შედეგად
გამოყოფილ ფონტიკურ ერთეულს ეწოდება ფონი. ყველა იმ ფონს,
რომელთა სახითაც ვლინდება მოცემული ფონემა ეწოდება, ამ ფონემის
ალოფონები ანუვარიანტები.
ფონოლოგიის იმ ნაწილს, რომელიც შეისწავლის ბგერებს (ალოფონების)
ფონემებად გაერთიანებას ფონემატიკა ეწოდება.სამეტყველო ბგერა და
ფონემა ურთიერთგანსხვავებული ერთეულებია, რადგან მეტყველების
პროცესში წარმოქმნილი ბგერათა რაოდენობა უსასრულოდ დიდია,
ხოლო ფონემათა რაოდენობა - სასრული (ქართულის შემთხვევაში 33
ფონემა).
სამეტყველო ბგერასა და ფონემას შორის განსხვავება ასე შეიძლება
ჩამოყალიბდეს: ფონემა ერთგვარად აბსტრაქტული ერთეულია, ხოლო
სამეტყველო ბგერა მის კონკრეტულ რეალიზაციას წარმოადგენს.
სამეტყველო ბგერათა დახასიათება შესაძლებელია განხორციელდეს
გარკვეული ნიშნების მიხედვით. დახასიათება გულისხმობს ისეთი
ნიშნების შერჩევას, რომელთა ერთობლიობა ცალსახად განსაზღვრავს მას
და განასხვავებს ყველა სხვა სამეტყველო ბგერისაგან. მიუხედავად იმისა,
რომენაში არსებობს უსასრულოდ დიდი რაოენობა ობიექტურად
ერთმანეთისგან განსხვავებული სამეტყველო ბგერებისა, მაინც
შესაძლებელია ყოველი სამეტყველო ბგერის იდენტიფიკაცია ანუ ცნობა
და ეს ხორციელდება კონკრეტული ბგერისათვის დამახასიათებელი
არსებითი ნიშნების საშუალებით, რომელთა ერთობლიობა ცალსახად
განსაზღვრავს მას. იმ არსებით ნიშნებს,რომლებიც მონაწილეობენ
სამეტყველო ბგერათა დახასიათებაში და რომელთა მეშვეობითაც
ბგერები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ეწოდებათ დისტინქციური ანუ
განმასხვავებელი ნიშნები. ყველა სამეტყველო ბგერა,რომელიც
ხასიათდება დისტინქციურ ნიშანთა ერთი და იმავე ერთობლიობით,
განეკუთნება ერთ სიმრავლეს, ერთ კლასს. ბგერათა ასეთ კლასს ეწოდება
ფონემა, ხოლო თვითონ ამ ბგერებს, რომლებიც ერთ კლაში არიან
გაერთიანებულნი განმასხვავებელ ნიშანთა ერთი და იმავე
ერთობლიობის საფუძველზე ამ ფონემის გამოვლინებები,
რეალიზაციები, ვარიანტები ანუ ალოფონები. ფონემა, როგორც კლასი
ისეთი სამეტყველო ბგერებისა, რომლებიც გამოირჩევიან განმასხვავებელ
ნიშანთა ერთი და იმავე ერთობლიობით, შესაძლებელია განისაზღვროს,
როგორც სწორედ ამ დისტინქციურ ნიშანთა ერთობლიობა. ის საერთო,
რაც ერთ კლასად, ერთ ფონემად აერთიანებს ცალკეულ სამეტყველო
ბგერებს, არის ერთობლიობა ამ ბგერებისათვის
დამახასიათებელი ერთი და იმავე განმასხვავებელი ნიშნებისა და,
ამდენად, ფონემა შეიძლება განისაზღვროს სწორედ ასე, როგორც
ერთობლიობაგანმასხვავებელი ნიშნებისა.
10. ფონოლოგიურ ოპოზიციათა კლასიფიკაციის პრინციპები
-
11. ფონოლოგიურ ოპოზიციათა კლასიფიკაცია ოპოზიციათა მთელი
სისტემის მიმართ: ერთგანზომილებიანი, მრავალგანზომილებიანი,
პროპორციული და იზოლირებული ფონოლოგიური ოპოზიციები
-თუ ორი ფონემის საერთო ნიშნები არ შედის ამავე სისტემის არც ერთ
სხვა ფონემის ნიშანთა სიმრავლეში, მაშინ ორი ფონემა
ერთგანზომილებიან ოპოზიციას ქმნის. სხვა შემთხვევაში გვქვს
მრავალგანზომილებიანი ოპოზიცია. ნეიტრალიზაციის შემთხვევაში
ვლინდება არქიფონემა ესეიგი გვაქვს ერთგანზომილებიანი ოპოზიცია,
რომლის წევრთა საერთო ნიშნები არ მეორდება ამავე სისტემის სხვა
ოპოზიციების წევრებში. ნეიტრალიზაციას განიცდის
ერთგანზომილებიანი ოპოზიცია. მაგ: საერთო ნიშნები ველარულობა და
ნაპრალოვნება, ქართული ფონოლოგიური სისტემის არც ერთ
სხვა ფონემასთან არ მეორდება. მრავალგანზომილებიანია მაგალითად:
ზ-ღ რადგან მის წევრთა საერთო ნიშები, მჟღერობა, ნაპრალოვნება,
ახასიათებს ჟ ფონემასაც. მრავალგანზომილებიანი ოპოზიცია იყოფა ორ
ჯგუფად, ისეთ მრავალგანზომილებიან ოპოზიციას რომლის
წევრები შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც ერთნაგზომილებიან
ოპოზიციათა მიმდევრობის უკიდურესი წევრები ჰომოგენური
ოპოზიცია ეწოდება,წინააღმდეგ შემთხვევაშ მრავალგანზომილებიანი
ოპოზიცია ჰეტეროგენურია.პროპორციული და იზოლირებული
ფონოლოგიური ოპოზიციებიპროპორციული ოპოზიციის წევრებს შორის
არსებული მიმართება მეორდება სხვა ოპოზიციებშიც, მაგალითად დ-თ.
პროპორციული მიმართება შეიძლება იყოს ერთგანზომილებიანი და
მრავალგაზომილებიანი მიმართება. ერთგანზომილებიანი
პროპორციული ფონოლოგიური ოპოზიცია ზ-ს: ღ-ხ:ჟ-შ.
მრავალგანზომილებიანი პროპორციული ფონოლოგიური ოპოზიცია ბ-დ
:ბ-გ :დ-გ.
იზოლირებული ფონოლოგიური ოპოზიცია -იზოლირებული
ოპოზიციის წევრებს შორის მმართება არ მეორდება ენის ფონემათა
არცერთ სხვა დაპირისპირებაში.ასეთი მიმართება არ მეორდება მთელ
სისტემაში.
12. ფონოლოგიურ ოპოზიციათა კლასიფიკაცია ოპოზიციის წევრებს
შორის მიმართების თვალსაზრისით: პრივატული, გრადულაური და
ეკვიპოლენტური ფონოლოგიური ოპოზიციები
-ენის ფონოლოგიურ სისტემაში ფონემებს შორის სხვადასხვა სახის
დაპირისპირებები არსებობს. ორ ფონემას შორის ისეთ ოპოზიციას,
რომელსაც გარკვეული ნიშნის ქონა-არქონა ქმნის პრივატული
ფონოლოგიური ოპოზიციას.მაგ. /ღ/ და /ხ/ პრივატული ოპოზიციის
წევრები არიან, ერთმანეთს უპირისპირდებიან მჟღერობის ნიშნის ქონა
არქონით; ასევე მაგალითად /ზ/ და /ს/ პრივატული ოპოზიციის წევრები
არიან, ერთმანეთს უპირისპირდებიან მჟღერობის ნიშნის ქონა არქონით.
პრივატული ოპოზიციის იმ წევრს, რომელიც ხასიათდება, როგორც
დიფერენციალური ნიშნის მქონე, ეწოდება ოპოზიციის მარკირებული
წევრი, ხოლო იმ წევრს, რომელიც ხასიათდება, როგორც
დიფერენციალური ნიშნის არმქონე, ეწოდება ოპოზიციის
არამარკირებული წევრი მაგ. ოპოზიციის მარკირებული წევრებია /ღ/
და /ზ/, ხოლო არამარკირებული წევრებია /ხ/ და /ს/. ამ ოპოზიციის
წევრები ერთმანეთისგან განირჩევიან ამა თუ იმ თვისებების ქონება-
უქონლობით, ზ-ს ბ-ფ , ძ-ც. ასევე უნდა ითქვა, რომ სპირანტთა
წყვილეულები ანალოგიურ პრივატულ ოპოზიციებს ქმნიან. დროთა
განმავლობაში მარკირებულობამ სხვა შინაარსი შეიძინა და მარკირება
ხდება იმისა, რაც იშვიათია, რაც გამორჩეულია. ასე, რომ თანხმოვანთა
სამეულების სისტემაშის სამეულის რომელი წევრები უპირისპირდებიან
ერთმანეთს, როგორც პრივატული ოპოზიციის წევრები,მაგალითად. /თ/
არის დენტალური,ხშული, არამჟღერი და ფშვინვიერი. ხოლო /ტ/ არის
დენტალური, ხშული, არამჟღერი და გლოტალიზებული. ანუ
მარკირებულობის თვალსაზრისით /თ/ და /ტ/ ერთმანეთს
უპირისპირდებიან ნიშნით: არაგლოტალიზებული გლოტალიზებული.
აქედან კი არამარკირებული წევრია /თ/, მარკირებულია /ტ/.
რაც შეეხება გრადუალური ფონოლოგიური ოპოზიციები შეიძლება
დახასიათდეს ასე, არქიფონემის წარმომადგენლის ხასიათი არ არის
განპირობებული ნეიტრალიზებადი ოპოზიციის წევრთა ფონეტიკური
გარემოცვით; იმ შემთხვევაში თუ დაპირისპირება პრივატიულია, მაშინ
არქიფონემის წარმომადგენლად უფრო ხშირად დაპირისპირების
არამარკირებული წევრი გვევლინება. სწორედ ასეთი შემთხვევა გვაქვს
მაშინ, როდესაც ნეიტრალიზირებადი ოპოზიცია გრადუალურია ანუ
ფონემებს შორის დაპირისპირების საფუძველს ქმნის ერთი ნიშნის, რაღაც
ხარისხები ესეეგი გრადაციები. მაგალითად ხმოვანთა გრადუალურ
ოპოზიციას ენის აწეულობის სხვადასხვა ხარისხი.
გრადუალური იმ წევრს, რომელიც დიფერენციულია ნიშნის
მაქსიმალური ხარისხით ხასიათდება და ოპოზიციის უკიდურესი წევრი
ეწოდება. სწორედ ნეიტრალიზაციის პროცესში ვლინდება ეს წევრი.
ეკვიპოლენტური ფონოლოგიური ოპოზიციები განმასხვავებელი ნიშნის
თვალსაზრისით დაპირისპირების ორივე წევრი შესაძლოა თანაბრ
უფლებიანი იყოს. ამ ტიპის ოპოზიციას თანაბარ მნიშვნელოვანი ანუ
ეკვიპოლენტური ოპოზიცია ეწოდება რაც გულისხმობს იმას,რომ
ოპოზიციის წევრები ერთმანეთის მიმართ თავისუფალ
დამოკიდებულებაში არიან. ფ-ს, რ-ს, ასეთი ოპოზიციები ენებში
ყველაზე ხშირია.
13. ფონოლოგიურ ოპოზიციათა კლასიფიკაცია დისტინქტური ძალის
მიხედვით: ნეიტრალიზებადი და არანეიტრალიზებადი
ფონოლოგიური ოპოზიციები
-ზოგიერთი ოპოზიცია გარკვეულ პირობებში არ ხორციელდება,
მაგალითად პრივატული ოპოზიციები არამჟღერი ხშულისა და
სპირანტის, აგრეთვე პაუზის წინ. ასეთ შემთხვევაში ვიტყვით, რომ
მოცემული ფონოლოგიური დაპირისპირება გარკვეულ პოზიციებში
ნეიტრალიზაციას განიცდის. ასეთი დაპირსპირება ნეიტრალიზებადი
დაპირისპირება ეწოდება. ეს ნიშნავს: რომელიღაც ორ ფონემას შორის
არსებობს პრივატული ოპზიცია, ე.ი. ეს ფონემები
ერთმანეთს უპირისპირდებიან რაღაც ნიშნის ქონა-არქონით, რაღაც
კონკრეტულ პოზიციაში ამ ორი დაპირისპირებული ფონემიდან
ყოველთვის წარმოდგენილია მხოლოდ ერთ-ერთი მათგანის
რეალიზაცია. ასეთ შემთხვევაში ვამბობთ, რომ მოცემული პრივატული
ოპოზიცია ამ კონკრეტულ პოზიციაში განიცდის ნეიტრალიზაციას.
ნეიტრალიზაციის ერთ-ერთი კარგი მაგალითია, როცა
ორთოგრაფიულად სწორი კარგად ფორმის ნაცვლად წერენ ან
ამბობენ ფორმას კარგათ. ამგვარად, ორთოგრაფიულად სწორი კარგად
ფორმის ბოლოში მეტყველების დროს რეალურად ისმის [თ], რაც
აისახება ზოგჯერ დამწერილობაში. ამ ყველაფრიდან გამომდინარე
ქართულში გვაქვს ჰარმონიული
კომპლექსების სისტემა. A და b სისტემა
A სისტემა Bსისტემა

1.ბგ-ფქ-პკ 1.ბღ-ფხ-პყ
2.დგ-თქ-ტკ 2.დღ-თხ-ტყ
3.ძგ-ცქ-წკ 3.ძღ-ცხ-წყ
4.ჯგ-ჩქ-ჭკ 4.ჯღ-ჩხ-ჭყ
ნეიტრალიზაციის პოზიციაში არქიფონება ვლინდება დაპირისპირების
ერთ ერთი წევრის სახით.
14. კორელაციის ცნება ფონოლოგიაში. კორელაციური კონები
ტერმინი კორელაცია გულისხმობს იმ წყვილტა ერთობლიობას,
რომლებიც საერთო კორელაციური ნიშნით ხასიათდებიან. თუ ფონემა
მონაწილეობს რამდენიმე კორლაციაში მაშინ ეს კორელაციები
მრავალწევრა კორელაციურ კონად ერთიანდება. ასეთი კონის
სტრუქტურა დამოკიდებულია არა მხოლოდ მასში შემავალ
კორელაციულ რიცხვზე, არამედმათ ურთიერთმიმართებებზეც. ყველაზე
ხშირია ორი კორელაციისგან შემდგარი კონები. თუ მოცემული
კორელაციის ორივე წევრი მონაწილეობის მეორე კორელაციაში, მაშინ
ოთხწვერა კორელაციური კონა მიიღება,ხოლო თუ ორ კორელაციაში
მხოლოდ ორი საერთო წევრია ანუ თუ მოცემული კორელაციის მხოლოდ
ერთი წევრი მონაწილეობს მეორე კორელაციაში მივიღებთ სამწვერა
კორელაციურ კონას.
ოპოზიციის ლოგიკურ ტიპებს შორის ყველაზე უფრო თვალსაჩინო
პრივატული ოპოზივიაა, რადგან გარკვეული ნიშნის ქონა თუ არ ქონა
საკმაოდ ცხადად ვლინდება. ასე, რომ სათანადო ნიშნის გამოყოფა უფრო
ადვილია ვიდრე გრადუალურია და ეკვიპოლეტური ოპოზიციების
შემთხვევაში. ფონემები, რომელთა შორის ნეიტრალიზაციას განიცდის
ნეიტრალიზაციის პოზიციაში საერთო არქიფონემის წარმომადგენლებად
შეიძლება მოგვევლინონ. ფონემებს, რომლებიც მონაწილეობენ
ერთგანზომილებიანი პროპორციულ და პრივატულ და ამასთნავე
ნეიტრალიზირებად ოპოზიციაში, უფრო ადვილად გამოეყოფათ
დიფერენციული ნიშანი, რაც აადვილებს ფონოლოგიურ ანალიზს. ამ
ფონემებს შორის კავრი მჭიდროა ოპოზიციის წევრებს შორის. თავად
ტერმინი კორეაცია გულისხმოს იმ წყვილთა ერთობლიობას, რომლებიც
ერთი და იმავე კორეაციული ნიშნით ხასიათდება. მაგალითად, რომ
ავიღოთ გლოტალიზაცია. ქართულში ის კორეაციული ნიშანია, რადგან
იგი განასხვავებს კორეაციული
წყვილების წევრებს: /p/∼/p’/, /t/∼/t’/, /c/∼/c’/, /č/∼/č’/, /k/∼/k’/.
ფონემა მონაწილებს რამდენიმე კორეაციაში ასე, რომ ეს კორეაციები
მრავალწევრა კორეაციულ კონად ერთიანდება. ასეთი კონის სტრუქტურა
დამოკიდებულია კორეაციათა ურთიერთმიმართებებზე. ყველაზე
ხშირია ორი კორეაციისაგან შემდგარი კონები. თუ მოცემული კორეაციის
ორივე წევრები მონაწილეობენ მეორე კორეაციაში მაშინ ოთხწვერა
კორეაციურ კონას, ვღებულობთ, ხოლო თუ ორ კორეაციაში მხოლოდ
ერთი საერთო წვერია, ესეეგი თუ მეორე კორეაციაში მხოლოდ ერთი
საერთო წევრია, მიიღება სამწევრა კორეაციული კონა. მაგალითად ძვერ
ინდურში ხშულები მონაწილეობდნენ ფშვინვის კორეაციაში და,
პარარელურად, მჟღერობის კორეაციაში, რაც ოთხწვერა კორეაციულ
კონას ქმნიდა. ხოლო ქართულში მჟღერობისა და გლოტალიზაციის
კორეაციები სამ წევრა კონას გვაძლევს.
/p/ /t/ /k/
/b/ ─ /p’/ /d/ ─ /t’/ /g/ ─ /k’/
აქ ფშვინვიერება ჭარბი ნიშანია თუ მჟღერობას მჟღერობას მივიჩნევთ
ჭარბ ნიშნად, გვექნება ფშვინვიერებისა და გლოტალიზაციის
კორეაციული კონა.
/b/ /d/ /g/
/p/ ─ /p’ / /t/ ─ /t’/ /k/ ─ /k’.

You might also like