You are on page 1of 10

ქართული ენა და

ლიტერატურა
V კლასი
რესურსის ავტორი: ქართული ენისა და ლიტერატურის
მასწავლებელი მაია ბოლოთაშვილი
05.04. 2018
ენის მხატვრულ -გამომსახველობითი
საშუალება: გაპიროვნება
გაპიროვნება არის:
მხატვრული გამოსახვის ხერხი, რომლისთვისაც
დამახასიათებელია ცხოველების, სხვადასხვა საგნებისა და
მოვლენებისათვის ადამიანური თვისებების მიწერა;
• უსულო და სულიერი საგნების გაადამიანება ;
ეს ნიშნავს,რომ:
• გაპიროვნების ხერხის გამოყენების დროს უსულო და
სულიერი საგნები წარმოდგენილები არიან როგორც
ადამიანები. ისინი აზროვნებენ, გრძნობენ, მსჯელობენ,
მოქმედებენ.
გაპიროვნების მნიშვნელობა ტექსტის
გააზრებისათვის
• გაპიროვნების გამოყენება მწერალს აძლევს საშუალებას
გააცოცხლოს, ,,გაასულიეროს“ ბუნება;
• პერსონაჟებმა (მხოლოდ არა ადამიანებმა) თავად გვიამბონ
თავიანთ განცდებზე, ტკივილსა და სიხარულზე;
• გაპიროვნება მხატვრულ ტექსტს მატებს ემოციურობას და
გვაძლევს საშუალებას, უკეთ გავიაზროთ იგი;
• მხატვრული გამოსახვის ეს ხერხი ადამიანს, მკითხველს
უფრო მეტად დააფიქრებს საკუთარ საქციელზე;
გამოუმუშავებს თანაგრძნობისა და ბუნების გაფრთხილების
უნარს.
ვაჟა- ფშაველა, როგორც ბუნების
,,მესაიდუმლე“ შემოქმედი
• გაპიროვნების გასააზრებლად კარგი მაგალითია ლექსი
,,ნუგეში მგოსნისა,“ რომელშიც ვაჟა-ფშაველა წერს:
,,უსულო საგნებს სული ჩავბერე,
ავასაუბრე ლოდები კლდისა
და როგორც მეფე, გავათამამე,
მწირი ბალახი, ის ქუჩი მთისა.
მადლი მფენია მარჯვენაზედა,
იმ შემოქმედის, მაღალის ღვთისა!
---------------------------------------------------------------------------
ქუჩი-მთის ბალახი
მწირი- საწყალი
გაპიროვნების მაგალითები
მოთხრობაში ,,შვლის ნუკრის ნაამბობი“
• მოთხრობაში ავტორმა აამეტყველა პერსონაჟი.
შვლის ნუკრი თავად გვიყვება თავის ამბავს:
,,პაწაწა ვარ, ობოლი, ბედმა დამიბრიყვა: ცუდ დროს
დავობლდი“.
• შვლის ნუკრს ეშინია არწივის:
,,მხრებშეკუმშული, ნისკარტდაღებული უზარმაზარი
ლეგა ფრინველი მოდიოდა ჩემკენ. მე შეშინებული, ტყეში
გადავხტი. მიავლ-მოავლო საზარელი ყვითელი თვალები,
ეწყინა ჩემი გაქცევა.“
ვაჟა-ფშაველა ბუნებას წარმოგვიდგენს
როგორც ცოცხალს
• ბალახები და ხის ფოთლები გამოხატავენ სიხარულს:
,,ბალახებმა და ხის ფოთლებმა სიხარულის ცრემლს დაუწყეს
ფრქვევა“.

• ფრინველებს უხარიათ:
ჩიტებმა მორთეს ერთხმად სიმღერა.

• ხის ძირებზე, ხევის პირად, ჟოლოს ფესვები იყო ამოსული,


წითლად თავი დაეხარათ და გადმოჰყურებდნენ წყლის დენას
• მთის წვეროებიდან ამოცვივდნენ ღრუბლები, შეიყარნენ ერთად.
შვლის ნუკრი აღწერს მონადირის მიერ
დედის მოკვლას და თავის განცდებს
• დედამ გამაფრთხილა და მითხრა: საშიშია ამ დროს სიარული,
ჩვენი მტერი ნაწვიმარზე დაგვეძებსო.
• თოფის ხმამ დაიარა მთები და კლდეები. ხის ფოთლებმა და
მცენარეებმა კანკალი დაიწყეს.
• მე დავიწყე ტირილი. გული შემიწუხდა. ვტირი და ეს არის ჩემი
ნუგეში.
• დავდივარ და შევტირი ხეებს, მთასა და კლდეებს, დავტირი
წყალსა და ბალახს, მაგრამ ჩემთვის დედა არ ჩნდება.
სამუშაო ტექსტი
• როგორ არ უნდა მეშინოდეს? ჯერ სულ ერთი კვირაა, რაც მე წუთისოფელს ვხედავ და
რამდენი შიში და ვაება გამოვიარე! გუშინწინ წვიმიანი დღე იყო. დედაჩემი წიფლის გვერდზე
იდგა და გემრიელად იცოხნებოდა... მეც გვერდით ვედექი, მიხაროდა დედასთან დგომა,
მტერი და სიკვდილი არც კი მაგონდებოდა დედის იმედით. ჩვენ წინ ერთ ხმელ ხეს გარშემო
კოდალა ევლებოდა და ისე მაგრად უკაკუნებდა, რომ მიკვირდა-დედაჩემი ამოდენაა და არ
შეუძლია ეგრე ტყის გახმაურება, როგორც ამ პატარა ჩიტს-მეთქი! კოდალას ცელქობას მე
სიხარულით შევყურებდი; უცებ ,,ხი!“ ,,ხი!“ მომესმა. მოვიხედე გვერდზე: თავზე ერთი ჩხიკვი
გვევლებოდა. ,,თავი მომაფარეო, -მითხრა დედაჩემმა, -თორემ ჩხიკვი თვალებს
დაგთხრისო!“მე თავი მოვაფარე. დედაჩემი იგერიებდა თავით იმ საძაგელს. ჩხიკვი ჩემკენ
იწევდა; ბევრი იცოდვილა, მერე დაგვანება თავი, თავმოკატუნებული წიფლის ტოტზე
შესკუპდა და მოყვა კნავილს. იმისი ხმა სწორედ ჩემს ხმას ჰგავდა. დედას გაეცინა და
მითხრა:-დიდი ეშმაკი რამეა, შვილო, ეგ ჩხიკვი, გაუფრთხილდი!..შენისთანა პატარა ნუკრებს
ძლიერ ემტერება... მიახტება და თვალებს გამოსჩიჩქნის!-მე ტანში ჟრუანტელმა დამიარა...
უცებ გარშემო შემორტყმული მთის წვეროებიდან ამოცვივდნენ ღრუბლები, შეიყარნენ
ერთად. ცამ დაიგრიალა, იჭექა, ელვა გაიკლაკნა. ყველა სულდგმულმა ხმა გაკმინდა.
საძაგელი ჩხიკვი, რომელიც ასე მაშინებდა წინათ, ეხლა სრულებით არ მეჩვენა ისე საზარელი;
მიეხუჭა თვალები და ნისკარტიდან ცინგლი ჩამოსდიოდა, მხრები საცოდავად ჩამოეშვა.
მოფრინდა წიპრანა და ,,წრიპ, წრიპ!“ შესძახა. ჩხიკვს შეეშინდა, გაახილა თვალები, გაუსკდა
გული, მიასკდა ხან აქეთ, ხან იქით. მე გამეცინა, ახლა კი გავიგე რა შვილი ბრძანებულა.
დავალების პირობა
• მოცემულ ტექსტში მოძებნეთ გაპიროვნების ნიმუშები და
ამოწერეთ;
• განსაზღვრეთ, თქვენგან შერჩეულ მაგალითებში, რომელ
სულიერ ან უსულო პერსონაჟს მიეწერება ადამიანური
თვისებები და დაასახელეთ, კონკრეტულად, რა?
• თქვენი მოსაზრება დაასაბუთეთ.
გისურვებთ წარმატებას!

You might also like