You are on page 1of 5

თემა მე-4

 ქართული გრამატიკული აზრის ისტორია.


ჩვენთვის უცნობია ინფორმაცია იმაზე არსებობდა თუ არა თეორიული
სახის ნაშრომი ქართული ენის შესახებ ანტიკურობასა და შუა
საუკუნეებში, თუმცა წყაროების საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ,
რომ იმ ხანის ქართველი მოღვაწეები აკვირდებოდნენ საკუთარი ენის
გრამატიკას.
 პრაქტიკული გრამატიკა.
ანბანი.
ქართული ანბანის სისტემაზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ მისი
შემქმნელი კარგად ერკვეოდა ფონემატურ სტრუქტურაში. მაგალითად ის
განასხვავებდა ერთმანეთისგან მოკლე და გრძელ ხმოვნებს, ასევე ქ-ს და კ-
ს, თ-ს და ტ-ს. საყურადღებოა, რომ ანბანში ცენტრალური ადგილი უკავია
ძ-ს, რომლის წინ და შემდგომ სიმეტრიულადაა განლაგებული ფშვინიერი
და ყრუ ბგერები.

 თეორიული გრამატიკა.
ჩვენთვის ცნობილი თეორიული ნაშრომები იტალიელ მისიონერებს
უკავშირდება.
იტალიელი მისიონერები: სტეფანო პაოლინი, ფრანჩესკო-მარია მაჯო,
ბერნანდო ნაპოლეონი...
ქართველი გრამატიკოსები: სულხან-საბა ორბელიანი, ზურაბ
შანშოვანი, ნიკო მარი, ივანე ჯავახიშვილი, აკაკი შანიძე...
ევროპელი ენათმეცნიერები: მარი ბროსე, რენე ლაგონი...
ქართველი ენათმეცნიერები: ივანე ჯავახიშვილი, აკაკი შანიძე.
აკაკი შანიძეს, ისევე როგორც იოსებ ყიფშიძესა და გიორგი ახვლედიანს
დიდი როლი მიუძღვით საენათმეცნიერო სკოლის დაარსებაში.
აკაკი შანიძე გრამატიკაში ძირითადად მორფოლოგიურ-სინტაქსური
საკითხების მკვლევარია. მან შექმნა „ქართული გრამატიკის საფუძვლები“,
რომელზეც გაიზარდა ქართველ ენათმეცნიერთა თაობები. ასევე
ჩამოაყალიბა თეორია სერიებისა და მწკრივების კლასიფიცირების. იგი
გაჰყვა ევროპული გრამატიკების კვალს და კლასიფიკაცია მოახდინა
ზმნის გვარის მიხედვით, გამოიყო სამი გვარი: აქტივი, პასივი და
მედიუმი (მოქმედებითი, ვნებითი და საშუალო).
აკაკი შანიძეს დიდი წვლილი მიუძღვის ძველი ქართული ენის
ტექსტების: ოშკის ბიბლიის, სინური მრავალთავი 864 წლისაა-ს
გამოქვეყნებაში. ასევე აღსანიშნავია, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის
დადგენის საქმე.

არნოლდ ჩიქობავა
არნოლდ ჩიქობავას სახელს უკავშირდება თბილისის სახელობის
უნივერსიტეტში ქართული და კავკასიური ენათმეცნიერების ძლიერი
სამეცნიერო სკოლის შექმნა.
არნოლდ ჩიქობავა არის ზოგადი ენათმეცნიერების თეორიტიკოსი, იგი
წარმატებით ფლობდა ისტორიულ-შდარებითსა და აღწერითი
ენათმეცნიერების მეთოდებს, იკვლევდა იბერიულ კავკასიურ ენებს.

ვარლამ თოფურია
ვარლამ თოფურია აკაკი შანიძესა და არნოლდ ჩიქობავასთან ერთად
ქართული ენათმეცნიერების კლასიკოსია, მის სახელთანაა
დაკავშირებული ქართული ენის საუნივერსიტეტო კურსის შექმნა. იგი
იყო მკვლევარი ქართველურ ენათა ფონეტიკის, მორფოლოგიის,
სინტაქსისა და ლექსიკის კარდინალური საკითხების.

ივანე იმნაიშვილი
ივანე იმნაიშვილი არია ავტორი ქართული ენის ისტორიული
ქრესტომათიების ტომეულების, რომლებიც დიაქრონიაში
წარმოგვიდგენენ ქართული სალიტერატურო ენის განვითარებას.

ფარნაოზ ერთელიშვილი
ფარნაოზ ერთელიშვილის „ჰიპოტაქსის საკითხები“ ქართული ენის
ისტორიის რთულ საკითხს ეხება. მისი ნაშრომები „ქართული სახელის
ფუძის ფონოლოგიის სტრუქტურის საკითხები“ და „ზმნური ფუძეების
ფონოლოგიური სტრუქტურისა და ისტორიის საკითხები“
ფუძემდებლური ნაშრომებია ამ სფეროში.

ბესარიონ ჯორბენაძე
ბესარიონ ჯორბენაძოს ნაშრომები „ ქართული ზმნის ფორმობრივი
სტრუქტურისა და ანალიზის პრინციპები“, „ზმნური ხმოვანპრეფიქსების
ფუნქციები“ და სხვა.
დავალება: ცნობები ეფრემ მცირესა და იოანე პეტრიწის შესახებ.

პირველყოვლისა ეფრემ მცირე იყო ქართველი საეკლესიო მოღვაწე,


მწერალი, მთარგმნელი, ფილოლოგი, ფილოსოფოსი. მან განათლება
მიიღო კონსტანტინოპოლში. ეფრემ მცირეს დიდი წვლილი მიუძღვის
ქართულ და ბერძნულ სასულიერო ფილოსოფიურ ლიტერატურაში. მისი
თხზულებები ეხება საეკლესიო ცხოვრების სფეროებს, მანვე თარგმნა
ბერძნულიდან დიონისე არეოპაგის ხუთი თხზულება.
ეფრემ მცირეს ეკუთვნის წიგნი ქართველთა გაქრისტიანების შესახებ.
მას არასოდეს მიუტოვებია შავი მთა.
იოანე პეტრიწი, მსგავსად ეფრემ მცირისა, სწავლობდა
კონსტანტინოპოლში, იგი იყო მე-11 მე-12 საუკუნეების ქართველი
ფილოსოფოსი. შავი მთიდან ჩამოსვლის შემდეგ გელათის აკადემიას
ჩაიდგა სათავეში. მისი ფილოსოფიური მემკვიდრეობა ნაჩვენებია
თარგმანებითა და ორიგინალური თხზულებით. მან თარგმნა
არისტოტელეს, ნემესიოს ემესელის, პროკლეს და სხვა დიდებული
შემოქმედების თხზულებები.
იოანე პეტრიწმა დიდი გავლენა იქონია ძველ ქართულ ფილოსოფიურ
აზროვნებაზე, საერო პოეზიასა და საისტორიო მწერლობაზე.

თემა მე-5
ენის შესწავლის მეთოდები. ქართული ენის ისტორია. ქართული
სალიტერატურო ენის ისტორია.

 ენათმეცნიერება აღწერს და სწავლობს ენის ბუნებას და იმას, თუ როგორ


ფუნქციონირებს ენის მატარებლებს შორის.
 ენა შეისწავლება სინქრონულად და დიაქრონულად. სინქრონულად, ანუ
ენის განვითარება რომელიმე გარკვეული ეტაპის მანძილზე, ხოლო
დიაქრონიულად, ანუ სხვა პერიოდში.
ბრუნვის ნიშანთა ანალიზის საშუალებით შეიძლება დავასკვნათ, რომ
დღეს არსებული ბრუნვათა სისტემა არ ჩამოყალიბებულა ერთბაშაად და
ერთი პრინციპით.
ქართული ენის განვითარების ეტაპები და ენის პერიოდიზაციის
კრიტერიუმები.

ქართული სალიტერატურო ენის პერიოდიზაციის საკითხზე


მსჯელობისას ყურადღება უნდა მიექცეს ძეგლის ჟანრს, ტექსტის
ისტორიას და სსოციო-ლინგვისრ ფაქტორებს. ქართული სალიტერატურო
ენის ძეგლებში განპირობებული განსხვავებები ერთმანეთისგან უნდა
გამოიყოს:
1)ცოცხალი საყოველთაო ენა
2)სასულიერო მწერლობის ენა
3)სპეციალური სამეცნიერო ენა
4)საერო მწერლობის ენა.

საფიქრალი თემები: რამდენად უცხოა თქვენთვის ძველი ქართული ენა? რა


არის გაუგებარი ძველი ქართული ლიტერატურის კითხვისას? რა არის
თქვენთვის ძველი ქართული ენა - "მკვდარი" ენა, ერთგვარი სამუზეუმო
ექსპონატი თუ აქვს გარკვეული ფუნქციები? რაში ხედავთ ამ ფუნქციებს?
თქვენი დაკვირვებით, რამდენად განსხვავდება ქართული (ისევე, როგორც
მეგრული, სვანური) ენები სხვადასხვა თაობის, სხვადასხვა სოციალური წრის,
სხვადასხვა პროფესიის ადამიანთა მეტყველებაში, სხვადასხვა თაობის
მწერალთან, სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებში?

ჩემთვის ველი ქართული ენა არ არის ძალიან უცხო, გამომდინარე


იქიდან, რომ სასკოლო პროგრამაში მოცემული იყო ჰაგიოგრაფიული
ნაწარმოებები, რომელთა სწავლის შემდეგ წარმოდგენა შემექმნა ძველ
ქართულ ენაზე, ასევე საეკლესიო წიგნები, ლოცვები, სახარება, მაძლევს
გარკვეულ ცოდნასა და სიახლოვეს ძველ ქართულ ენასთან. რა თქმა უნდა
არის სიტყვები, ტერმინები, რომლებიც ჩემთვის გაუგებარია, თუმცა
წინადადებიდან აზრის გამოტანა არ წარმოადგენს დიდ დაბრკოლებას. მე
პირადად ძველ ქართულ ენას ვერ ვუწოდებ “მკვდარ“ ენას, გასაგებია, რომ
ვითარდება ერი, დამწერლობა... თუმცა არ დაკარგულა ქართული ენა,
რადგან არსებობს რაღაცები, სადაც იყენებნ ძველ ქართულს: ეკლესია-
მონასტრები, კონკრეტულად ხატები, ლოცვანები და სხვა.
ჩემი აზრით ქართული ენები სხვადასხვა თაობის, სოციალური წრის
ენებიდან ძალიან არ განსხვავდება. არის ცვლილებები, თუმცა არც ისეთი,
რომ მთავარი საწყისი, მსგავსება დაიკარგოს.

თემა მე-6
ენათმეცნიერების ძირითადი დარგები. ქართული ენის ტიპოლოგია.

ფონეტიკა შეისწავლის სამეტყველო ბგერებსა და მათ წარმოქმნის


მექანიზმს.
ფონოლოგია სწავლობს ენათა ბგერით სტრუქტურებსა და იმას, თ
რომელი ბგერითი ერთობებია უნივერსლური, ასევე იმას, თუ რა
თანმიმდევრობით იხმარენა ესა თუ ის ბგერა ამა თუ იმ ენაში.
მორფოლოგია შეისწავლის სიტყვის სტრუქტურას და იმას, თუ როგორ
იქმნება სიტყვა უმცირესი მორფოლოგიური შმადგენელისგან-
მორფემენისგან.
აგლუტინაციური-ცალკეულ მორფოლოგიურ კატეგორიას თავისი
ნიშანი აქვს, ერთი ნიშანი ერთ ფონოლოგიურ კატეგორიას მიემართება.
სწორედ აგლუტინაციური ენაა ქართული.
ასევე ქართულს აქვს ფლექსიის ნიშნებიც. ფლექსია არის გრამატიკული
ამ ლექსიკური განსხვავება ფუძის ცვლის საშუალებით.
სინტაქსი შეისწავლის გრამატიკული კატეგორიის ფუნქციას
წინადადებაში.
სემანტიკა სწავლობს ენობრივი, ლინგვისტური ნიშნის მნიშვნელობებს.
კვლევის მეთოდების, მიმართულების და ინტერესის სპეციფიურობის
მიხედვით იგი სხვადასხვა დარგად იყოფა.

You might also like