You are on page 1of 4

1.

მეტაფიზიკა, როგორც ამოცანა და როგორც მეცნიერება


2. ქცოდნია სახეები, ფუნქციები და ევოლუცია
3. ცნება, მსჯელობა და დასკვნა

მეტაფიზიკა, როგორც ტერმინი, პირველად ანდრონიკე როდოსელმა


გამოიყენა. “ფიზიკის” შემდეგ დადებული არისტიტელელეს უსათაურო
წიგნს მან წააწერა: “ის, რაც ფიზიკის შემდეგაა”. მას შემდეგ სიტყვამ ეს
მნიშვნელობა შეიძინა შეიძინა. რაც შეეხება მეტაფიზიკას, როგორც
ამოცანას, წარმოადგენს ფილოსოფიის ფუძემდებელ დარგს, საძირკველს.
ადამიანის გონებრივი თვალსაწიერისთვის შეუცნობელში არსისა და
აზრის პოვნასგულისხმობს. ადამიანს ყოველთვის ჰქონდა მიდრეკილება
მიდრეკილება, მოთხოვნილება, რომ შეუცნიბრლი, თავსმოხვეული
საკითხები მისთვის გასაგები გამხდარიყო, ამიტომ ეძებდა ამ კითხვებზე
პასუხს, მაგრამ პოულობდა, რადგან გონებრივ უნარს სცდება და ცალსახა
აზრი არ არსებობს. ვფიქრობ, ამ კითხვებზე იმდენი განსხვავებული
პასუხი არსებობს, რამდენი ადამიანიცაა სამყაროში. გაცნობიერებულად
თუ გაუცნობიერებლად, არგუმენტირებულად თუ თეორიის დონეზე
ყველას საკუთარი, პირადი შეხედულება გააჩნია ისეთ კითხვებზე,
როგორიცაა ღმერთის არსებობა, სულის მოკვდავობა ან თუნდაც
სამყაროს საწყისი. ამ კითხვებზე სრულყოფილი პასუხი არ არსებობს.
სწორედ ამიტომ არიან ისინი შეუცნობელნი. ადამიანს არ ძალუძს
დაამტკიცოს, რომ ღმერთი არსებობს ან არ არსებიბს. რადგან თავად
ფილოსოფიის არსი ეწინააღმდეგება ამას. იგი განიხილავს ყველაფერს,
რაც იყო და, ამავედროს, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო. მეტაფიზიკა კი ის
აუცილებელი, უპირატესი მეცნიერებაა, რომელიც ცდილობს პასუხების
პოვნას. იკვლევს, იაზრებს, ცდილობს არსის შეცნობას. შეგვიძლია
ვთქვათ, რომ ყოფიერების ძიება და შემეცნების ბუნება ერთიმეცნიერებაა.
მეტაფიზიკოსი ეძებს ყველაფერს, რაც ფიზიკის შემდეგაა, ხოლო
დიალექტიკოსი ფიზიკას და მის მიღმა არსებულს აერთიანებს,
ერთმანეთისაგან საპირისპირო საპირისპირო მნიშვნელობის ცნებებს.
როგორიცაა სიცოცხლე და სიკვდილი, ბედნიერება და უბედურება,
სინათლე და სიბნელე, უძრავი და მოძრავი, პლიუსი და მინუსი და ა.შ.
ისინი ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. სიცოცხლის გარეშე
არ იქნებოდა სიკვდილი, სიბნელის გარეშე სინათლე და თუ არ არსებიბს
ბედნიერება, მაშინ უბედურებაც არ იარსებებს. სწორედ დიალექტიკას
განეკუთვნება ზემოთხსენებული მოსაზრება ყველაფრის არსებიბის
დაშვებასთან დაკავშირებით. რომ განიხილებოდეს არსებულიც და
არარსებულიც. სწორედ ამის გამო მეტაფიზიკა, როგორც მეცნიერება ამ
ყველაფერს უარყოფს და ამბობს, რომ მეტაფიზიკური ცნებები-ღმერთი,
სული, სამყარო-სინამდვილეში იდეალები არიან და არა ცნებები, რომ
მოკლებულნი არიან შემეცნებით ფუნქციას. უფრო მარტივად რომ
ვთქვათ, არაფრისმომცემი მისწრაფებაა რომელსაც შედეგი არასდროს
ექნება, რადგან მიუწვდომელია. მეცნიერება კი ფაქტებზეა აგებული. ამ
ფაქტების არსებობა, ჩემი აზრით, ადამიანის “გადარჩენჯს ინსტიქტია”.
თავს მოხვეული აზრების ფონზე, რომელთა პასუხებსაც იგი ვერ
პოულობს და ვერც იპოვის, ხედავს ერთადერთ გამოსავალს-დაეყრდნოს
საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში არსებულ დებულებებს ბრმად,
რაც, რა თქმა უნდა სიძნელეებს ქმნის. უამრავი მცდელობის
მიუხედავად, მეტაფიზიკის მეცნიერებად გადაქცევა მაინც
წარუმატებელი გამოდგა. ადამიანი ვერანაირად ვერ დარჩება
გულგრილი ისეთი რამის მიმართ, რაც ადამიანის ბუნების განუყოფელი
ნაწილია.
ცოდნა უამტავი გამოჩენილი ფილოსოფოსის კვლევის საგანი
იყო.რა აფის ცოდნა? რას ნიშნავს ვიცოდე/შემიძლია ვიცოდე? ძენონი იყო
პირველი, ვინც გააცნობიერა რეალობის თეორიულად აღწერის
სიძნელეები. სოკრატე, ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე, ამბიბდა:”მე
ვიცი რომ არაფერი არ ვიცი” და მაინც დიგი ბრძენად აღიარეს. სოლრატე
განიხილავდა მარადიული ცოდნის ფენომენს. ანუ იმას, რაც არ
ექვემდებარება დროისა და სივრცის განლენას, ყოველთვის და
ყველასთვის ერთნაირია. შესაბამისად, თუ ადამიანმა არ იცის
მარადიული სიკეთე, მარადიული მშვენიერება, მაშინ მან არ იცის
ჭეშმარიტად და თუ მან მარადიული არ იცის, არც კონკრეტული საგნის
ცოდნაზე უნდა ჰქონდეს პრეტენზია. ამრიგად, მან გამიჯნა ზოგადი,
მარადიული და ერთეული საგნის ცოდნა ერთმანეთისგან. მარადიუკი
ცოდნა ადამიანს არ მიეცემა დაბადებიდან, ამიტომ ცოდნა
დასაბუთებულია. პლატონი ამართლებდა მის შეხედულებებს, მაგრამ
ასევე აღნიშნა, ადამიანს, რომ არ სცოდნოდა ჭეშმარიტების, სიკეთის
მშვენიერების არსი, მაშინ იგი ვერ გაარჩევდა სიკეთეს ბორიტებისგან,
ლამაზს მახინჯისგან. პლატონს მიაჩნდა, რომ ადამიანები
დაბადებიდანვე იძენდნენ მარადიულ ცოდნას, რადგან წინააღმდეგ
შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა ამ ყველაფრის ახსნა. შუა
საუკუნეებში ადამიანის ცოდნა განისაზღვრებოდა მხოლოდ ღმერთის,
მეტაფიზიკური რეალობის ვოდნით, რაც კანტმა შეცვალა შემდგომში. მან
შემოიტანა ახლებული შეხედულებები. უარყო მარადიული ცოდნის
შესაძლებლობა და გამოყო თეორიული და მეცნიერული ცოდნის
სახეები. თეორიული ცოდნა ნიშნავს ადამიანის თეორიულ ინტერესებს
რეალობის მიმართ, მაგრამ მოკლებულია არგუმენტირებულ მსჯელობას,
არ არის გამოცდილების შედეგი. მეცნიერული ცოდნა უკვე
ექსპერიმენტულ სიზუსტეს გულისხმობს. ხშირად მას ბუნებაზე
ძალადობად მიიჩნევენ. რადგან ზედმეტად ერევა ბუნების სიღრმეებში.
მეცნიერული ცოდნა მიზნად ისახავს ბუნებაზე გაბაგონებასა და
მართვას. განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა პოპერს. იგი თვლიდა, რომ
ცოდნა მუდმივად იცვლება, ვითარდება. თეორიები ირღვევა და
ნაცვლდება უკეთესი თეორიებით. ასეთ შემთხვევაში ცოდნა კი არ
იზრდება, არამედ ღრმავდება. ცოდნის ზრდა კი ახალი თეორიების
შემოღებას გულისხმობს. ეს თეორია შედეგიან იდეას უნდა მოიცავდეს,
უნდა გაუძლოს მკაცრ შემოწმებას და ეფექტურიც ამავდროულად.
ამდენი სახეცვლის შედეგად ცოდნა დღეს არის საზოგადოების
საფუძველი, პროცესი, რომელიც ვერასდროს ვერ მიაღწევს საბოლოო
ჭეშმარიტებას, იგი მუდმივად იზრდება. პოპერი თვლის, რომ
შეუძლებელია ადმიანმა მიაღწიოს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას, მაგრამ
ადამიანური შემეცნება სწორედ ჭეშმარიტებისაკენ მუდმივი
მიახლოვებაა.
ცნება, მსჯელობა და დასკვნა შემეცნების საფეხურებია. ცნება არის
საგანდა აუცილებელ, არსებით თვისებათა ერთობლიობა. საგნის
უამრავი თვისებიდან გამოირჩევა ერთი მთავარი მახასიათებელი და
შემდეგ ხდება ამ თბისებების ურთიერთშეთანხმება, გაერთიანება.
შესაბამისად, გონებაში გვიყალიგდება ზოგადი ცნებები, მაგალითად
მაგიდის ან სკამის ცნება. როდესაც ჩვენ ვახსენებთ მაგიდას,
წარმოვიდგენთ ყველა არსებილ მაგიდას. თუმცა ცნება მარტივი დონეა,
რადგან ცნებებით აღწერილი სამყარო არასრულია. მსჯელობა ცნებებს
შორის აუცილებელი კავშირის პოვნაა. იგი ამტკიცებს ან უარყოფს რაიმეს
სინამდვილესთან მიმართებით. ანუ მსჯელობა არის საგნებსა და
მოვლენებს შორის კავშირი. გარკვეული წესით აგებული მსჯელობათა
კავშირი არის დასკვნა. დასკვნით სრულდება შემეცნების პროცესი.

You might also like