You are on page 1of 16

წიგნი I

თავი პირველი

1. შემეცნებისკენ სწრაფვა

ყველა ადამიანი მიისწრაფვის შემეცნებისკენ, ამას კი ადასტურებს შეგრძებები.


ადამინები შეგრძნებებიდან ყველაზე მეტ მნიშნველობას მხედველობას ანიჭებენ,
იმიტომ, რომ ყველაზე მეტ ცოდნას იძლევა.

2. გამოცდილებასა და მეხსიერებას შორის მიმართება

ცხოველები მოგონებებით ცხოვრობენ, გამოცდილებით თითქმის არა.


გამოცდილებას კი ადამიანები იყენებენ, როგორც დახელოვნებას, ისე განსჯას.
გამოცდილება მოდის მეხსიერებიდან - ერთსა და იმავე მოვლენაზე მრავალ
მოგონებას ერთი ცდის ძალა აქვს.

3. გამოცდილებასა და დახელოვნებას შორის მიმართება (მაგალითებითურთ); რისი


ცოდნაა გამოცდილება? რისი - დახელოვნება?

გამოცდილებამ დახელოვნება შეჰქმნა. ცოდნას და დახელოვნებას კი


ადამიანები ცდის მეოხებით აღწევენ. დახელოვნება წარმოიშვება, როდესაც ცდიდან
მიღებულ მსგავს შედეგებს განვაზოგადებთ და რაიმე ერთი [ზოგადი] შეხედულება
გამოგვიმუშავდება. მაგალითად, გამოცდილებაა არაის ის, რომ კალიასს, სოკრატესა
და სხვებს კიდევ რაიმე წამალმა უშველა, ხოლო დახელოვნება იქნება ის, რომ წამალი
შველოდეს ყველა ამდაგვარ ავადმყოფობას.

4. გამოცდილება და დახელოვნება - რომელი რა შემთხვევაშია უპირატესი?

პრაქტიკული თვალსაზრისით გამოცდილება დახელოვნებისაგან არაფრით


განსხვავდება, პირიქით, გამოცდილნი მეტ წარმატებას აღწევენ, ვიდრე გამოუცდელი
თეორეტიკოსები. ამის მიზეზი არის ის, რომ გამოცდილება ერთეული ფაქტების
ცოდნაა, დახელოვნება კი - ზოგადისა. ყოველი მოქმედება და წარმოშობა კი ერთ ცალ
რაიმეს ეხება. მაგალითად, ექიმი კურნავს ადამიანს - ერთ რმელიმე კონკრეტულს და
არა ზოგადად ადამიანს - კალიასს, სოკრატეს ან სხვა ვინმეს. ამდენად, თუ ვინმეს აქვს
რაიმე ცოდნა გამოცდილების გარეშე და იცის ზოგადი, მაგრამ არ იცის რაიმე
კონკრეტული, ანუ ამ ზოგადის შემადგენელი ინდივიდები, ასეთი ადამინაი
მკურნალობისას ხშირად შეცდება, რადგან განსაკურნავია ინდივიდი [და არა
ზოგადი].

5. ‘რა’? ‘რატომ?’ - მიზეზების ცოდნა; რა არის სიბრძნე? გამოცდილებისა და


დახელოვნების შედარებითი დახასიათება ‘თავსაფრიანი დედაკაცისა’ და ‘ოთარაანთ
ქვრივის მიხედვით
არისტოტელეს აზრით, ცოდნა და გაგებსი უნარი უფრო დახელოვნებულს
აქვს, ვიდრე გამოცდილს, ჩვენ კი დახელოვნებულებს, როგორც უფრო ბრძენებს,
გამოცდილებზე მაღლა ვაყენეთ, რადგან ცოდნა უფრო მეტად სიბრძნეს ახლავს. ეს კი
იმიტომ, რომ დახელოვნებულებმა მიზეზები იციან, გამოცდილებმა კი - არა. ანუ,
გამოცდილებმა იციან ,,რა?“, ხოლო დახელოვნებულებულებმა - ,,რატომ?“. ამიტომ ,
მიზეზების ცოდნის გამო, მშენებლობის ხელმძღვანელებს უფრო პატივსაცემებად და
ბრძნებად მივიჩნევთ, მათ იციან რა კეთდება. ხელოსნები კი თთქოს უსულო
საგნებივით მოქმედებენ, მაგრამ ისე, რომ არ იციან რას აკეთებენ. არისტოტელე მათ
ადარებს ცეცხლს და მის მიერ რაიმეს დაწვას. უსულო საგნები თავიანთი ბუნების
შესატყვისად მოქმედებენ, ხელოსნები - ჩვეულებით. ამდენად, სიბრძნეს პრაქტიკა კი
არ იძლევა, არამედ განსჯა და მიზეზების ცოდა.

6. რა განასხვავებს მცოდნეს არმცოდნესგან?

მცოდნის არამცოდნისაგან განმასხვავებელი ნიშანია სწავლების უნარი.


დახელოვნებაც ამიტომაა გამოცდილებასთან შედარებით მეტი ცოდნა, რომ მათ
შეუძლიათ ცოდნის გადაცემა.

7. განსჯა და შეგრძნება; მათი ურთიერთმიმართება (შედარება დახელოვნებასა და


გამოცდილებასთან);

არც ერთი შეგრძნება სიბრძნედ არ მიიჩნევა. მართალია, ისინი უმთავრესი


საშუალებებია ინდივიდუალური მოვლენების შემეცნებისა, მაგრამ მიზეზებზე
არაფერს გვეუბნებიან. მაგალითად, შეგრძნებით ვიგებთ, რომ ცეცხლი ცხელია, მაგრამ
რატომაა ცხელი - ამას ვერა.

8. გაკვირვება - ფილოსოფიის დასაბამი. (შდრ. შემეცნებისკენ სწრაფვას)

პირველი ხელოვნების (სულერთია, რომლის, მთავარია, რომ საერთო


შეგრძნებების ფარგლებს სცილდებოდა) აღმომჩენმა გაკვირვება გამოიწვია. ეს არა
მარტო იმიტომ, რომ მისი აღმოჩენა სასარგებლო იყო, არამედ სიბრძნისა და
სხვებისაგან განსხვავებულობის გამოც. აღმოჩენილი ხელოვნებებიდან ზოგი
მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ემსახურება, ზოგი - დროსტარებას.
დროსტარებისათვის განკუთვნილი ხელოვნებები უფრო დიდ სიბრძნედ მიგვაჩნია,
იმიტომ რომ ის ცოდნა, რომელთაც ეს ხელოვნებები შეიცავენ, სარგებლობას არ
ემსახურება.

9. მოცალეობის (თავისუფალი დრო) მნიშვნელობა ფილოსოფიისთვის


ხელოვნებები შეიქმნა იქაც, სადაც ადამიანებს თავისუფალი დრო ჰქონდათ.
ასეთ ქვეყნებში შეიქმნა ისეთი მეცნერებებიც, რომლებიც არც სიამოვნებასა და არც
აუდიცელბელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ემსახურებოდა. ამით იხნსება
ის, რომ მათემატიკური მეცნიერებები ყველაზე ადრე ეგვიპტესი ჩამოყალიბდა -
ქვეყანაშ, სადაც ქურუმეს ყველაზე მეტი თავისუფალი დრო ჰქონდათ.

10. საქმიანობები - ა) აუცილებელ მოთხოვნილებათა; ბ) დროისსატარებელნი; გ) არა-


მათდაგვარნი; თვითკმარნი;

გამოცდილი ნებისმიერი შეგრძნების მქონეზე უფრო ბრძენია,


დახელოვნებული - გამოცდილზე, მშენებლობის ხელმძღვანელი - ხელოსანზე,
თეორეტიკოსი - პრაქტიკოსზე.

თავი მეორე

1. ვინ მიიჩნევა ბრძენად? რატომ?

უპირელესად ბრძენია ის, ვინც იცის ყველაფერი, რამდენადაც ეს მისთვის


მისაწვდომია, ისე, რომ არ იცის მასში შემავალი ერთეულები. მერე მოდიის ისეთი
ბრძნეი, ვინც იცის ძნელად მისაწვდომი რამ (რისი შეცნობაც ადამიანებისათვის
ადვილი არაა - მაგალითად, შეგრძნება ყველას შეუძლია, ამიტომ ეს ადვილია და
სიბრძნე არაა). ყველაზე ბრძენი კი ისაა, რომელსაც ყოველივეს მიზეზების შესახებ
უზუსტესი ცოდნა გააჩნია და ყველაზე უკეთ შეუძლია მათი სწავლება.

2. რომელი მეცნიერებაა უპირატესი? რატომ?

მეცნიერებატა შორის კი ის მეცნიერება უპირატესი, რომელსაც უპირატესოას


აძლევენ მისივე გულისთვის და შემეცნების მიზნით უფრო მეტად წარმოადგენს
სიბრძნეს, ვიდრე ის, რომელსაც უპირატესოას აძლევენ მისგგან გამომდინარე
სარგებლის გამო. ასევე ხელმძღვანელი მეცნიერება უფრო მეტადაა სიბრძნე, ვიდრე
დაქვემდებარებული , რადგან ბრძენს კი არ უნდა უბრძანებდნენ, არამედ ის უნდა
მრბრძანებლობდეს და არ უნდა მორჩილებდეს სხვას.

3. ზოგადის შეცნობა; შეგრძნებებთან მისი (ზოგადის) მიმართება

ყველაფრის ცოდნა სხვებზე უფრო მეტად აუცილებლად ზოგადის მცოდნეს


გააჩნია, რადგან მან ასე თუ ისე ყველა სუბსტრატი იცის. ადამიანებისატვის ყველაზე
რთლი უზოგადესის შეცნობაა, რადგან ყველაზე მეტადაა დაშრებული
შეგრძნებებიდან. უზუსტესია ცოდნა უპირველეს გვართა შესახებ, რადგან ცოდნა,
რომელიც ნაკლები ნიშნების შემცველ გვარს ეხება, უფრო ზუსტია იმასთან
შედარებით, რომელსაც დამატებითი ნიშნებიც აინტერესებს, როგორც არითმეტიკა
გეომეტრიასღან შედარებით.

4. მეცნიერება პირველი მიზეზების შესახებ; პრაქტიკულია თუ არა ის?

მეტი ცოდნის მოცემა შეუძლაი მეცნიერბეას, რომელიც მიზეზებს სწავლობს,


რადგან, საერთოდ, ასწავლიან ისინი, რომლებიც ცალკეულ საგანთა მიზეზებზე
მსჯელობენ. ცოდნა და შეცნომა იმ მეცნერებათა თვითმიზანია, რომლებსაც ყველაზე
მეტად შენობადი ობიექტი აქვთ, რადგან, ვისთვისაც თვით ცოდნის შეძენაა მიზანი,
პირველ რიგში ირჩევს ყვეკლაზე უკეთეს ცოდნას. ასეთი კი არის ცოდნა ყველაზე
მეტად შეცნობადი ობიექტის შესახებ. ყველაზე მეტად შეცნობადი კი პირელი გვარები
და მიზეზებია, რადგან მათ მეშვეობით და მათგან შეიცნობა ყველა დანარჩენი და არა
პირიქით. მეცნიერებათა შორის უმაღლესი, და დაქვემდებარებულ მეცნიერებატა
ყველაზე უკეთ წარმმართველია ის, რომელმაც იცის, თუ რა მიზნით ხდება ყოველივე.
ეს კი თვითოეული საგნის სიკეთეა და საერთოდ, საუკეთესოა მთელს ბუნებაში.
ყოველივე ზემოთქმულის მიხედვით, საძიებელი მეცნიერებსი სახელი ხვდა
იმავე მეცნიერებას, რომელიც პირველ საწყისებსა და მიზეზებს სწავლოსბ, ხოლო
სიკეთეცა და მიზანიც ერთ-ერთი მიზეზთაგანია. ეს მეცნიერება არაა პრაქიკული
ხასიათის.

5. მოცალეობა და გაკვირვება - მათი როლი ‘ფოლოსოფოსობისთვის’ (შდრ. პირველი


თავი); გაკვირვების მიზეზი და მიზანი;

ადამიანები გაკვირვების შედეგად იწყებენ ფილოსოსფოსობას. თავიდან მათ


აკვირვებდათ უშუალო დაბრკოლებები. მერე უფრო მნიშნველოვან პრობლემებს
აწყდებოდნენ. მაგალითად, პრობლემას მთვარეზე, მზეზე, ვარსკვლავებზე მიმდინარე
პროცესებისა და ყოველივეს წარმოშობის მიზეზების შესახებ. ხოლო ვინც
სიძნეელეებს გრძნობდა, იმან ისიც იცოდა, რაც არ იცოდა. ამიტომაც მითების
მოყვარული ასე თუ ისე ფილოსოფოსიც იყო, ვინაიდან მითები საკვირველი
მოვლენებიდან წარმოიშვება.

6. ‘თავისუფალი ცოდნა’ - მისი მიმართება აუცილებელ მოთხოვნილებათა და


დროისსატარებელ საქმიანობებთან (შდრ. თეორიულ, პრაქტიკულ და
შემოქმედებითი მეცნიერებებს);

ფილოსოფოსობა დაიწყეს უცოდინარობისაგან თავის აცილების გამო და, ესე


იგი, ცოდნას ესწაფვოდნენ შემეცნების და არა რაიმე სარგებლობის მიზნით.
არისტოტელეს აზრით, როცა ადამიიანს ყველაფერი ჰქონდა, რაც სჭირდებოდა და
მეტიც, მერე იწყებოდა ასეთი ცოდნის ძიება. როგორც თავისუფალს ვუწოდებს იმ
ადმაინს, რომელიც არსებობს თავის თავისთვის და არა სხვისთვის, ასევე ცოდნათა
შორის ერთადერთ თავისუფალ ცოდნად მივიჩნევთ მხოლოდ იმას, რომელიც
არსებობს თავისთვის.

7. ‘ღვთაებრივი მეცნიერება’ (შდრ. თეოლოგია - მეექვსე წიგნში), მისი ბუნება და მიზანი;

ღვთაებაზე უფრო მეტი პატივსაცემად არაფერი უნდა მივიჩნიოთ, ყველაზე


ღვთაებრივი ყველაზე უფრო პატივსაცემია. ასეთი კი ორი მოსაზრების გამო ერთი
რამაა: რაც ყველაზე მეტად ღვთაებას ეკუთვნის, ასეთი კი არის ღვთაებრივი
მეცნიერება და მეორე, რომელსაც ღვთაებრივი ობიექტი აქვს. ორივე ეს თვალსაზრისი
ამ ცოდნას უდგება. რადგან, ჩვენი აზრით, ღმერთია ყოველვიეეს მიზეზი და რაღაც
საწყისი, ამიტომ ეს მეცნიერება ან მხოლოდ ღმეთს, ან ყველაზე უფრო მეტად ღმერთს
შეიძლება ჰქონდეს. ყველა სხვა მეცნიერებანი კი შეიძლება მასზე უფრო აიცილებელი
იუვნენ, მაგრამ მასზე უკეთსი კი არც ერთი არ შეიძლება იყოს.

თავი მესამე

1. ოთხი მიზეზის თეორია (დეტალურად);

საგანი მაშინ გვეცოდინება, როცა შესწვლილი გვექნება მისი მიზეზები. მიზეზები


ოთხგვარია:
• პირველი მიზეზი - ფორმალური მიზეზი - ფორმა, ის რადაც რაიმე ხდება.
• მეორე მიზეზი - მატერიალური მიზეზი - მატერია, ის, რაც რაიმედ ხდება.
• მესამე მიზეზი - მოძრავი მიზეზი - ის, რისი მეშვეობითაც რაიმე რაიმედ ხდება
• მეოთხე მიზეზი - ბოლოვადი მიზეზი - მიზანი, ის რისთვისაც რაიმე არის
მატერიალური მიზეზი პასიურია, დანარჩენი კი - აქტიური.

2. არისტოტელე წინამორბედებზე (დეტალურად)

არისტოტელეს წინამორბედებიც საწყისებსა და მიზეზებს იკვლევდნენ.


პირველ ფილოსოფოსთა უმრავლესობას ყოველივეს ერტადერთ საწყისად მატერიის
სხვადასხვა სახეობა მიაჩნდა, რისგანც შედგება, თავიდანვე წარმოიშობა და რაზედაც
დაიყვანება ყოველივე არსებული. ეს რაღაც მიაჩნდათ პირველ ელემენტად და
საწყისად, რასაც არსება უცვლელი, ხოლო თვისებები კი ცვალებადი აქვს. ამიტომაც
ფიქრობდნენ ისინი, რომ არც არაფერი წარმოიშობა ან იღუპება, მუდამ ერთსა და
იმავე ბუნებას ნარჩუნებს. მაგალითად, სოკრატეს შესახებ არ ვამბობთ, რომ ის
წარმოიშობა, როცა ის ლამაზდება ან მცოდნე ხდება. ის არც კვდება, როცა ამ
თვისებებს კარგავსს, რადგან სოკრატე, როგორც სუბსტრატი, იგივე რჩება.
თალესი საწყისად წყალს მიიჩნევდა და ამტკიცედა, დედამიწა წყალზე
ცურავსო. შეიზლება ამ შეხედულებამდე იმიტომ მივიდა, რომ ხედავდა ყოველ
თესლს ნოტიო ბუნება ჰქოდა, ხოლო სინოტივის საწისი კი წყალია.
წყალს საწყისად მიიჩნევდნენ პირველი თეოლოგებიც არისტოტელეზე
გაცილებით უფრო ადრეც. მათ ოკეანე და ტეთიდა აქციეს წარმოშობის მამად, ხოლო
წყალი (სტიქსი) - ღმერთების ფიცად.
ანაქისიმენე და დიოგენე ჰაერს თვლიდენ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან
საწყისად.
ჰიფასოს მეტაპონტელი და ჰერაკლიტე ეთესელი საწყისად მიიჩნევდნენ
ცეცხლს.
ემპედოკლე - ოთხ ელემენტს. ეს ელემენტები მუდმივად არსებობენ, არ
წარმოიქმნებიან [სიყვარულის/მეგობრიბისა და სიძულვილის/მტრობის ძალებით].
ანაქსაგორა კლაძომენელი ამბობდა, საწყისები უსაზღვროდ ბევრნი არიანო.
ერთმაირი ელემენტებისაან შემდგარი ნივრერებანი, როგორიაა წყალი, ან ცეცხლი,
წარმოიშობიან და ისპობიან შეერთება-დაშლითო. ისე მარადიულები არიანო. აქედან
გამომდინარენი, წინამორბედები მატერიის რაღაც სახეობას ასახელებდნენ
ერთადერთ მიზეზად.
მაგრამ ამ საწყისებს არ შეუძლიათ თავიანთი თავი შეცვალონ - მაგ., არც ხე და
არც სპილენძი არაა თავისი თავის ცვალებადობის მიზეზი. საჭიროა სახვა საწყისის
მოძებნა, რაც მოძრაობის საწყისია. პრობლემას აწყდებოდნენ წინამორბედები,
ომლებიც ერთ საწყისს აღიარებდნენ. კვლევა-ძიებების მერე ისინი აცხადებდენ,რომ
ერთი მთელი თავისი ბუნებით უძრავიაო და არა მარტო წარმოშობისა და მოსპობის
თვალსაზრისით, არამედ ყოველგვარი ცვალებადობის თვალსაზრისით. ეს პრობლემა
დაინახა პარმენიდემ და ამიტომაც დაუშვა მან ორი საწყისი მიზეზი. სხვები კი,
რომლებიც რამდენიმე საწყისს აღიარებდა, ცეცხლი დაუშვეს მოძრავი ბუნების
მქონედ, დანარჩენი ელემენტები კი - უძრავი ბუნების მქონედ.
აღმოჩნდა, რომ არსებული ბუნების ასახსნელად ეს საწყისები არ
გამოდგებოდა. არისტოტელე ყყველაზე გონიერად მიიჩნევს ანაქსაგორას, რომელმაც
გონება გამოაცხადა როგორც მთელი სამყაროს წესრიგის მიზეზად.

წიგნი VI

თავი პირველი

1. რას და როგორ იკვლევენ (არა-პირველი) მეცნიერებები? რა არ არის მათი კვლევის


ობიექტი?

ყველა ისინი იფარგლებიან რაღაც არსებულითა და გვარით და მას იკვლევენ,


მაგრამ იკვლევენ არა მარტივად არსებულს, როგორც არსებულს და მის არსებას,
არამედ იმას, რაც მისგან გამომდინარეობს. ამას ისინი ცხადყოფენ ნაწილობრივ
შეგრძნებებით, ნაწილობრივ კი ჰიპოთეზის საშუალებით. ასევე ნაწილობრივ
ურყვეად, ნაწილბრივ კი მერყევად ამტკიცებენ ისინი იმას, რაც გვარს თავისთავად
ახასიათებს.
2. რა(მდენი) სახე აქვს განსჯას/რა(მდენი) სახის მეცნიერება არსებობს და რით
განსხვავდებიან განსჯის ეს სახენი ერთმანეთისგან?

ყოველგვარი განსჯა არის ან პრაქტიკული, ან შემოქმედებითი, ან თეორიული.


თეორიულ მეცნიერებებს მიზანი აქვთ თავიანთ თავში, ხოლო დანარჩენი
მეცნიერებების შემთხვევაში მიზანი გარეგანია.

3. რამდენი თეორიული მეცნიერება არსებობს, რა და როგორი არის თითოეული


თეორიული მეცნიერების კვლევის ობიექტი?

არის სამი თეორიული მეცნიერება. 1. ბუნებისმეტყველება იკვლევს


დამოუკიდებელ, მაგრამ არა უძრავ საგნებს. 2. ზოგიერთი მათემატიკური
მეცნიერების ობიექტი უძრავია, მაგრამ არა დამოუკიდებელი და მატერიეასთან
დაკავშირებული. 3. პირველი მეცნიერება(თეოლოგია) კი ეხება დამოუკიდებელ და
უძრავ საგნებს.

4. რატომაა ფიზიკა/ბუნებისმეტყველება თეორიული მეცნიერება?

ბუნებისმეტყველება არის მეცნიერება არსებულის იმ გვარის შესახებ,


რომელსაც როგორც მოძრაობის, ისე უძრაობის საწყისი თავის თავში აქვს, ამიტომ
ცხადია, რომ ის არ უდნა იყოს არც პრაქტიკული, არც შემოქმედებითი მეცნიერება,
რადგან შექმნილი საგნების საწყისი შემოქმედშია ან გონების, ან ცოდნის, ან უნარის
სახით, ხოლო გაკეთებულ საგნებში გამკეთებელია საწყისი მისი წინასწარი
გადაწყვეტილების სახით. ასე რომ, თუ ბუნებისმეტყველება არცერთა ამ ორიდან,
მაშინ გამოდის, რომ თეორიულია.

თავი მეორე

1. არსებულის გამოთქმის ასპექტები (არსებულის ‘მნიშვნელობები) - ა) ჭეშმარიტი;


შემთხვევითი;... ბ) კატეგორიებით (რა? როგორი? რამდენი?....); გ) შესაძლებლობა-
სინამდვილე;

არსებული ბევრნაირად გამოითქმის. იგი შეიძლება დავახასიათოთ:

ა) ჭეშმარიტობა- შემთხვევითობის ჭრილში - იგი შეიძლება იყოს: I.


შემთხვევითი, II. ჭეშმარიტი, III. არარსებული, როგორც სიცრუე;

ბ) კატეგორიების ჭრილში - სულ არის 10 კატეგორია. მნიშნვნელოვანი


კატეგორიებია: არსი/არსება, თვისება, რაოდენობა, დრო და ა. შ. ;

გ) შესაძლებლობისა და სინამდვილის (ἐντελέχεια) თვალსაზრისით.


2. არის თუ არა მეცნიერება შემთხვევითის შესახებ? რატომ?

მეცნიერება შემთხვევითის შესახებ არ არსებობს იმიტომ, რომ ყოველი ცოდნა


არის ცოდნა ან მარადიულისა, ან მეტწილად არსებულისა. სხვანაირად
შესაძლებელი ვერ იქნება სწავლა ან სწავლება.

3. შემთხვევითობა და სოფისტები; რატომაა სოფისტიკის ობიექტი არარსებული? რა


აზრით უახლოვდება შემთხვევითობა არარსებულს?

პლატონი სოფისტიკის ობიექტად არარსებულს თვლიდა, რადგან ყველა


სოფისტის მსჯელობა უმეტესად შემთხვევითს ეხებოდა. მაგალითად, კითხვას
იმის შესახებ, ერთი და იგივეა თუ არა ,,განათლებული“ და ,,წერა-კითხვის
მცოდნე“, ,,განათლებული კორისკოსი“ და ,,კორისკოსი“ და საერთოდ, ყველაფერი
ის, რაც არსებობს, მაგრამ არა მუდამ და რაც შეიძლება ვთქვათ, რომ წარმოიშო.
მაგალითად, ვინც განათლდა, გახდა მუსიკის მცოდნე? და მუსიკის მცოდნე კი
გახდა განათლებული? და ყველა სხვა ამგვარი მსჯელობები. როგორც ჩანს,
შემთხვევითი რაღაც არარსებულს უახლოვდება.

4. არსებობის ‘მოდუსები’ (‘აუცილებლობით’; ხშირად/უმეტესწილად; შემთხვევით)


მაგალითებითურთ;

საგნები შეიძლება არსებობდნენ ყოველთვის, ანუ ,,აუცილებლად“, ხშირად,


ანუ ,,უმეტეს შემთხვევაში“ და ,,შემთხვევით“. აუცილებლად არსებული საგნები
მუდამ ისეთნი არიან, როგორიც არიან, გამონაკლისის გარეშე; უმეტეს
შემთხვევაში არსებული საგნები აუციელბლად არ არსებობდებენ, ანუ მუდმივნი
არიან, მაგრამ ძირითადად, ხშირ შემთხვევაში არსებობენ. ხოლო ისეთი საგნები,
რომლებიც არც აუცილებლად არსებობენ და არც უმეტეს შემთხვევაში, არიან
შემთხვევითნი. მაგალითად, ზაფხულში ცუდ ამინდებსა და სიცივეს ვუწოდებთ
შემთხვევითს და არა სითბოსა და სიცხეს, რადგან ეს უკანასკნელი ან მუდამაა, ან
ხშირად, ის [სიცივე და ცუდი ამინდი] კი არა. აგრეთვე შემთხვევითია ადამიანის
სითეთრე, რადგან მას არც მუდამ ცხვდებით და არც ხშირად. მაგრამ ის რომ
ცხოველია, ეს კი არაა შემთხვევითი. [ანუ ფერი სულაც არ არის ადამიანის არსის
განმსაზღვრელი, ადამიანი ადამიანი არ არის ამის გამო, მაგრამ ცხოველობა კია].
თუ მშენებელი კურნავს, ეს შემთხვევითია, რადგან ეს არის არა მშენებელის,
არამედ ექიმის საქმე; ამ შემთხვევაში კალატოზი შემთხვევითაა ექიმი. ასევე
მზარეულმა შეიძლება შემთხვევით ვინმე განკურნოს. ამას იგი შემთხვევით
აკეთებს და არა ყოველთვის.

5. რატომაა აუცილებელი შემთხვევითობის არსებობა?


რადგან ყველაფერი არაა არც აუცილებელი, არც მუდმივად არსებული და არც
მუდმივად წარმოშობის პროცესში მყოფი, არამედ უმეტესად არსებული, ამიტომ
აუცილებელია შემთხვევითის არსებობაც. მაგალიდად, არც მუდამ და არც უმეტეს
შემთხვევაში ,,თეთრი ადამიანი“ არაა განათლებული, არამედ ხანდახან, ამიტომაც
ეს კავშირი შემთხვევითია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი აუცილებელი
იქნებოდა.

6. რა არის შემთხვევითობის მიზეზი? რატომ?

შემთხვევითის მიზეზი არის მატერია, რომელსაც შეუძლია იყოს არა მარტო


უმეტეს შემთხვევაში, არამედ სხვაგვარადაც, სახელდობრ, შემთხვევით.

წიგნი VII

თავი პირველი

1. არსებულის კატეგორიები (რა? როგორი? რამდენი?...) და მათი ურთიერთმიმართება;


რომელია პირველადი, რა ასპექტ(ებ)ით და რატომ?

კატეგორიების ჭრილში, არსებული ნიშნავს საგნის არსებას (რას), თვისებას


(როგორს), რაოდენობას (რამდენს) და ა. შ. ყოველ კითხვას თავის შესაბამისად
ვპასუხობთ. მაგალითად, კითხვაზე - ,,რა არის საგანი?“ არ ვპასუხობთ, საგანი
არის 3 წყრთის ან თეთრია ან თბილი, არამედ ვამბობთ რაა (მაგ., ღმერთი და
ადამიანი) და პირიქით.

ამათგან [კატეგორიებიდან] პირველია არსება როგორც (1) ცნების, ისე (2)


შემეცნებისა და (3) დროის თვალსაზრისით. (3) დროის თვალსაზრისით იმიტომ,
რომ ჯერ უნდა არსებობდეს უსია, არსება, რომ თავად საგანმა იარსებოს. (1)
ცნების თვალსაზრისით იმიტომ [როგორც მე მესმის], თვითონ საგნის
განსაზღვრებაშივეა ჩადებული მისი არსი. ანუ, რომ ვპასუხობთ კითხვაზე ,,რა?“,
ამით საგნის არსებაზე მივუთითებთ. [მაგრამ ეს როგორ ხსნის, თუ რატომაა
პირველი, ვერ გავიგე. ალბათ, არასწორად მესმის. არისტოტელეს ასე უწერია: ,,ის
პირველია ცნების მიხედვითაც, რადგან ყოველი ცნება აუცილებლად შეიცავს
არსების ცნებასაც“]. რაც შეეხება (2) შემეცნების თვალსაზრისით პირველობას, აქ
ცოტა სადავოა. არის გაგების ორი ვარიანტი. საგანი რომ კარგად ვიცოდეთ,
ამისთვის უნდა ვიცოდეთ მისი არსება უპირელესად და არა თვისება და
რაოდენობა. ანუ, მაგალითად, დავუშვათ, ვკითხულობთ, თუ რა გვაჩუქეს და
პასუხად გვეუბნებიან, რომ ,,წითელი“. ეს ხომ ვერაფერს ვერ გვეტყვის იმაზე, თუ
რა გვაჩუქეს? ანუ საგანზე. მაგრამ რომ გვითხრან, რომ ,,წიგნი’’, უკეთ გავიგებთ ამ
რაღაცას. არისტოტელესთან ეს ასე წერია: ,,ყოველი მოვლენა მაშინ ვიცით კარგად,
როდესაც ვიცით მისი არსება, მაგალითად, ადამიანის ან ცეცხლის არსება, ვიდრე
მაშინ, როცა ვიცით მისი თვისება, რაოდენობა ან მდგომარეობა...“ ამაზე
ვთანხმდებით ორივე გაგებაში (ანუ რაზეც ვდავობთ, იმაში). მაგრამ ბუნდოვანებას
იწვევს ამის გაგრძელება: ,, ...და თვითოეული მათგანი მაშინ ვიცით კარგად,
როდესაც ვიცით თუ რაა თვით რაოდენობა, ან თვისობრიობა.“ ესე იგი, პირველი
ვარიანტით, აქ იგულისხმება, რომ მართალია, საგნის შესაცნობად მთავარია
ვიცოდეთ მისი არსი, მაგრამ თუ გვეცოდინება მისი თვისება, რაოდენობა და
მდგომარეობა, ეს საგანიც უკეთ გვეცოდინებაო. [ეს კი მართალია და ძალიან
ადვილად გასაგები რაღაცაა ინტუციიურადაც, მაგრამ ვდავობთ იმაზე, ეს წერია
თუ არა მართლა თუ სხვა რამე]. [რაც აქ წერია, კი მართალია, მაგრამ ვდავობთ
იმაზე, ეს წერია თუ არა მართლა თუ სხვა რამე]. მეორე შეხედულება არის ასეთი:
მართალია ის, რომ საგანს ვერ შევიცნობთ, თუ უპირველესად მისი არსი არ ვიცით
და ისიც მართალია, რომ დანარჩენი კატეგორიებიც გვეხმარება საგნის უკეთ
გაგებაში, მაგრამ საგნის თვისება და რაოდენობა რომ გავიგოთ, თვით ამ
კატეგორიების არსიც უნდა გვესმოდეს ჯერ (ისე ვინმემ თუ საგნის თვისება და
რაოდენობა გითხრა და შენ არ იცი ზოგადად რაა თვისება და რაა რაოდენობა, ისე
ხომ შენთვის არანაირი აზრი არ ექნება ამის თქმას). ანუ, მივდივართ იმ
დასკვნამდე, რომ დანარჩენი კატეგორიების გასაგებადაც გვჭირდება არსის გაგება,
ამდენად, იგი სხვა კატეგორებთან შედარებით აღმატებული და პირველი გამოდის
(ეს აბზაციც კი ზუსტად იმის ჩვენებით იწყებოდა, რომ არსება სხვა
კატეგორიებთან შედარებით პირველია). მირაშვილი ამბობს, რომ მართალია,
გრამატიკულად ეს მეორე ვარიანტი წერია ,,მეტაფიზიკაში“, მაგრამ პირველი
უნდა იგულისხმებოდეს. თქვენ გადაწყვიტეთ 

2. სიარული, ჯანმრთელობა, დგომა და მათებრი ზოგადობების არსებობის სახეები


(როგორ არსებობენ ისინი?)

ეს ზოგადი რაღაცები არსებობენ კონკრეტული საგნების წყალობით, ისე არა.


განვიხილოთ სიარული, ჯანმრთელობა და დგომა მაგალთად. არსებობენ საგნები,
რომლებიც დადიან, ჯანმრთელები არიან ან დგანან, მაგრამ თავად ეს
ზოგადოებბი, როგორც ასეთნი, არ არსებობენ.

წიგნი IX

თავი I

1. არსება (უსია) და სხვა კატეგორიები; მათი ურთიერთმიმართება; და 2. სხვა


კატეგორიებუ, როგორც არსებულის ‘გამომთქმელები’ (როგორი? რამდენი? ანუ,
თვისება, ოდენობა და ა.შ.)

არსებობს რაღაც საგნის პირველადი, ანუ უსია და ყველა სხვა კატეგორია -


თვისება, რაოდენობა და ა.შ. ამაზე დაიყვანება. სხვა კატეგორიები არიან ამ
არსებულის გამომთქმელები.
3. შესაძლებლობა, განხორციელება და სინამდვილე (დიუნამისი, ენტელეხია და
ენერგეია), როგორც არსებულის მოდუსები; მათი მიმართება მოძრაობასთან;

გარდა იმისა, რომ საგანზე შეიძლება ვილაპარაკოთ კატეგორიების ჭრილში,


არსებული შეიძლება განვიხილოთ შესაძლებლობის (დიუნამისი), განხორციელების
(ენტელეხია) და სინამდვილის (ენერგეიას) კუთხითაც. არსებულის ამ მოდუსებთან
უნდა განვიხილთ მოძრაობაც (ოღონდ მოძრაობა ფართო გაგებით. აქ მარტო
ადგილმდებარეობის შეცვლა არ იგულისხმება, არამედ მდგომარეობს ცვლილება
ნებისმიერად). [რამდენადაც მე გავიგე, მოძრაობა იმ კავშირშია შესაძლებლობასთან
და სინამდვილესთან, რომ თუკი რაღაც საგანი არის შესაძლებლობაში, იმისთვის, რომ
მოვიდეს სინამდვილეში, იგი უნდა განხორციელდეს და იგი ვერ განხორციელდება,
თუკი მოძრაობა არ განიცადა]

4. ‘უნარის’, შესაძლებლობის მნიშვნელობები;

უნარსა და შესაძლებლობას მრავალი მნიშვნელობა აქვს. შესაძლებლობის ის


მნიშვნელობები, სადაც მხოლოდ სახელწოდებაა საერთო, უნდა გადავდოთ გვერდზე
(მაგალითად, გეომეტრიაში შესაძლებელსა და შეუძლებელს ვუწოდებთ გარკვეული
სახით არსებობას ან არარსებობას), ხოლო, რომლებსაც ერთსა და იმავე სახელთან
აქვთ მიმართება, რაღაც საწყისებს წარმოადგენენ და შეიძლება მათზე მსჯელობა იმ
პირველ ერთთან მიმართების გამო, რომელიც ან სხვაშია მოძრაობის საწყისი, ან
თვითონაა სხვა. [ეს ადგილი უკეთეს განმარტებას საჭიროებს  ]

5. ქმედითი, აქტიური შესაძლებლობის მქონენი და პასიური შესაძლებლობის მქონენი;


მათი ურთიერთმსგავსება და განსხვავება;

აქტიური უნარია, როცა იგი უშუალოდაა განხორციელებული რეალობაში,


ხოლო პასიურია , თუ ეს უნარი შესაძლებლობაში რჩება მხოლოდ.

6. შესაძლებლობის/უნარის არქონის ტიპები; მათი კლასიფიკაცია

უნარის არქონა შესაძლებელია ორგვარად: 1. არ გქონდეს ბუნებრივად და არც


მოგეთხოვებოდეს [მაგალითად, რაიმე უსულო საგანს არ მოეთხოვება გადადგილება
თავისით] და 2. უნდა გქონდეს ბუნებრივად, მაგრამ რატომღაც არ გაქვს ან სრულად,
ან ნაწილობრივ [მაგალითად, ადამიანს აქვს ფეხები და წესით უნდა შეეძლოს
გადაადგილება, მაგრამ რატომღაც ფეხი/ფეხები დაკარგა და აღარ შეუძლია ისე
სიარული, როგორც ეს ბუნებრივად უნდა შეეძლოს]

თავი მეორე
1. განსჯასთან დაკავშირებული და დაუკავშირებელი უნარები; ამ უნარების
თავისებურებანი;

უნარი შეიძლება იყოს დაკავშირებული განსჯასთან, შეიძლება - არა. თუ


დაკავშირებულია განსჯასთან, მაშინ შეუძლიათ საპირისპირო შედეგების გამოწვევა.
მაგალითად, განსჯასთან დაკავშირებული უნარია მედიცინა და მას შეუძლია როგორც
განკურნება, ისე დაავადება. ხოლო უნარს, რომელიც არაა დაკავშირებული
განსჯასთან, ასეთი რამ არ შეუძლია, ის მხოლოდ ერთ შედეგს იწვევს. მაგალითად,
სითბო მხოლოდ ათბობს.

თავი მესამე

1. მეგარელების შეხედულება ‘უნარზე’/შესაძლებლობაზე (რაც შეიძლება ზუსტად) და ამ


შეხედულების არისტოტელესეული კრიტიკა (რაც შეიძლება დეტალურად)

მეგარელები ფიქრობდნენ, რომ უნარი მხოლოდ მოქმედების დროს არსებობს


და არ არსბობს უმოქმედების დროს. მაგალითად, ვინც აშენებს, იმას აშენების
უანარიც აქვს და აქვს მაშინ, როდესაც აშენებს.

არისტოტელე ამ შეხედულებას არ იზიარებს. სახლის მშენებელი არ იქნება


სახლის მშენებელი, თუ სახლს არ ააშენებს, რადგან სახლის მშენებლად ყოფნა
გულისხმობს სახლის შენების უნარის მქონედ ყოფნას. მაშინ, როდესაც მშენებელი
მოქმედებას შეწყვეტდა, მას აღარც ეს ხელობა ექნებოდა და შემდეგ, მშენებლობის
დაწყებისთნაავე, კვლავ როგორღაც მიიღებდა. ასევე უსულო საგნებიც : არ იქნებოდა
არც ცივი, არც თბილი, არც ტკბილი, საერთოდ, რამე შეგრზნებადი შემგრძნებლის
არარსებობის შემთხვევაში. გარდა ამისა, არავის არ ექნებოდა შეგრძნების უნარი, თუ
არ შეიგრძნობდა და არ იმოქმედებდა. ბრმაა ის, რომელსაც მხედველობა არა აქვს
მაშინ, როდესაც ბუნებრივად უნდა ჰქონდეს და უნდა ჰქონდეს მაშინ, როდესაც
არსებობს. ზემომოტანილი მსჯელობით კი ერთი და იმავე დღის განმავლობასი ერთი
და იგივე ადამიანი მრავალკერ იქნებოდა ბრმაც და ყრუც. ამას გარდა, თუ უუნარო
იმას ჰქვია, ვინც უნარი დაკარგა, მაშინ იმას, რაც არ წარმოიშობა, საერთოდ, არ ექნება
წარმოშობბის უნარი, ხოლო ვინც წარმოშობის უნარის არმქონეს მიაწერს არსებობას -
ან მომავალში არსებობას, ცდება, რადგან ,,უნარის არმქონე“ არმას არ ნიშნავდა.
ამრიგად, ზემოთმოტანილი მსჯელობით ისინი სპობენ როგორც მოძრაობას, ისე
წარმოშობას, რადგან ის, რაც დგას, განუწყვეტლივ იდგება და რაც ზის,
განუწყვეტლივ იჯდება. და ვინც ზის, არ ადგება, რადგან ამის უნარი არა აქვს. თუ
ამის თქმა არ შეიძლება, ცხადია, რომ უნარი და მისი განხორციელება სხვადასხვაა.
ზემომოტანილი მოძღვრება კი აიგივებს შესაძლებლობასად ად სინამდვილეს, რის
გამოც ცდილობს იმის მოსპობას, რაც უმნიშვნელო არაა.

2. არისტოტელესეული კრიტიკის შედეგად მიღებული დასკვნები (მაგ. ‘არსებობის


უნარის მქონეს არარსებობა და არარსებობის უნარის მქონეს არსებობა’.....);
თავიIV
1. არსებობის, შესაძლებლობაში არსებულისა და აუცილებლობით არსებულს შორის
დამოკიდებულება.

თავი V

1. უნარების ტიპები (თანდაყოლილი, ვარჯიშით....), მათი თავისებურება და მათი


განხორციელების ‘გზები’;

მეხუთე თავი თითქმის მთლიანად.

კითხვები

არისტოტელეს აზრით, რა მნიშვნელობა აქვთ (ა) გაოცებას/გაკვირვებასა და (ბ)


მოცალეობას/თავისუფალი დროის ქონას ფილოსოფიისთვის? (ა)

გაოცებისა და გაკვირვებისაგან მოდის ფილოსოფიიის გაჩენის ერთ-ერთი მიზეზი. არსებობს


რაღაც შეუცნობელი, რაც აქამდე არ იყო ცნობილი, მისი გაგება იწვევს გაოცებას, ეს ფაქტი კი
იწვევს ზოგად სწრავას შეუცნობელის შეცნობისკენ, რაც სრულდება ფილოსოფიის
წარმოშობით. (ბ) მოცალეობისა და თავისუფალი დროის ქონა იწვევს იმას, რომ ადამიანი
ფიქრდება არა მისთვის გამოსადეგ რამეზე, არამედ დროის გასაყვან - თავშესაქცევზე. ეს
არაგამოსადეგი რამ კი თავისთავად აღემატება და უფრო მაღლად დგას, ვიდრე გამოსადეგი,
რადგან, მისგან არანაირი მატერიალური სარგებლის მიღება არაა შესაძლებელი, არამედ
ადამიანი მისგან იღებს მხოლოდდა მხოლოდ მიზეზსა და საბაბს პიროვნული ზრდისათვის .

არისტოტელეს მოჰყავს მეგარელების შეხედულება, თუ რა შემთხვევაში არსებობს მათი


აზრით უნარი/შესაძლებლობა, შემდეგ კი აკრიტიკებს მათ. ჩამოაყალიბეთ მეგარელების
შეხედულებაც და მისი (ამ შეხედულების) არისტოტელესეული კრიტიკაც.

მეგარელების აზრით უნარი, როგორც შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ იმ მომენტში,


როდესაც მისი დემონსტრაცია ხდება. არისტოტელე უპირისპირდება ამ მოსაზრებას და
მოჰყავს როგორც მინიმუმ ოთხი უტყუარი არგუმენტი. პირველი ასე შეიძლება
ჩამოვაყალიბოთ: მეგარელების აზრით, თუ ადამიანი ზის, მაშინ მას აქვს მხოლოდ ჯდომის
უნარი, არაფერი სხვა და ის ვერ ადგება (მაგალითად, ან ვერ გაივლის) და უნდა იჯდეს
სამუდამოდ, რაც სიმცდარეა მეორე: დავუშვათ, მშენებელს აქვს შენების უნარი მხოლოდ
მაშინ, როდესაც ის აშენებს, ( ანუ ვერ ექნება თეორიული ცოდნა შენების შესახებ და როგორ
ააშენოს იცის მხოლოდ მაშინ, როცა აშენებს) ვთქვათ, მშენებელმა ააშენა სახლი და ახლა არ
აშენებს (რადგან, მაგალითად, ისვენებს) რაღაც დროის გასვლის შემდეგ იგი სახლს ვეღარ
ააშენებს, რადგან, მას უნარი(ანუ ცოდნა) შენებისა აღარ ექნება, რაც სიმცდარეა. მესამე:
სიტკბოება, სიმყარე და სუბსტანციის სხვა ასეთი (შეგრძნებადი) თვისებები არსებობენ
მხოლოდ მაშინ, როდესაც მათ ვინმე შეიგრძნობს, (ანუ მათი არსებობისათვის აუცილებელია
შემგრძნებელი) რაც გულისხმობს იმას, რომ, მაგალითად, რაღაც საჭმელში - თაფლში არ არის
სიტკბოების ნივთიერება ზოგადად და ჩნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ მას ვსინჯავთ,
რაც სიმცდარეა. მეოთხე: თუ დავუშვებთ იმას, რომ რაღაც სუბსტანცია არის წარმოშობილი
მხოლოდა მხოლოდ წარმოშობის პროცესში, (ანუ მას წარმოშობის უნარი მხოლოდა მხოლოდ
წარმოშობის, როგორც დემონსტრირებული, ცხადყოფილი შესაძლებლობის დროს აქვს) მაშინ
თუ სუბსტანციის წარმოშობის პროცესის მომსწრენი არ ვართ, მაშინ ის წარმოშობილი არ
არის, რაც სიმცდარეა

რის გამო თვლის არისტოტელს (და პლატონიც), რომ სოფისტიკის ობიექტი


არარსებულია? რა აზრით უახლოვდება შემთხვევითი არარსებულს? არისტოტელე
ეთანხმება პლატონს და ამბობს რომ სოფისტიკის ობიექტი არარსებულია, რადგან მათი
განსჯის საგანია ვთქვათ ერთი და იგივეა თუ არა "განათლებული" და "წერა-კითხვის
მცოდნე ადამიანი," "თეთრი შეფერილობის მქონე ადამიანი" და "სოკრატე," სოფისტების
აზრით, ზემოთ ჩამოთვლილი წყვილები ორი სხვადასხვა და ერთმანეთისგან
განყენებული ცნებებია.ასეთი შემთხვევა კი რეალურად არ არსებობს, ანუ ისინი
მსჯელობენ რაღაც არარსებულზე. არისტოტელე კი თვლის, რომ ორი ცნება შეიძლება
ერთმანეთს დაემთხვას, მაგალითად, "თეთრი ადამიანი" შეიძლება იყოს
"განათლებულიც" ეს დამთხვევა კი შემთხვევითობაა და სწორედ ამის გამო, შემთხვევით
არსებული უახლოვდება არარსებულს.

არისტოტელე ‘მეტაფიზიკაში’ საუბრობს უძრავ მამოძრავებელზე, აზროვნებაზე,


რომელიც თავის თავს მოიაზრებს. ჩამოაყალიბეთ, რა ადგილი უჭირავს მას (უძრავ
მამოძრავებელს/აზროვნების აზროვნებას) არისტოტელეს ფილოსოფიაში.
არისსტოტელეს თქმით, უნდა არსებობდეს რაღაც მუდამ შეუჩერებლად მოძრავი,
მაგალითად, წრიული მოძრაობა. ეს ცხადია, არა მარტო თეორიულად არამედ
ფაქტებითაც. პირველი არის ის, რომ ცა მარადიულია. ამას გარდა არსებობს, რაღაც
მარადიული მამოძრავებელი, რომელიც სხვასახ ამოძრავებს და თვითონაც მოძრაობს და
რომელსაც შუა ადგილი უკავია. ამიტომაც, უნდა არსებობდეს რაღაც, რაც თვითონ არ
მოძრაობს, მაგრამ სხვას ამოძრავებს და რაც მარადიული სუბსტანცია და ქმედებაა. ასე კი
ამოძრავებს მისწრაფებისა და აზროვნების საგანი, რომელიც თვითონ არ მოძრაობს.

ზროვნება კი თავისთავად არის აზროვნება ყველაზე უკეთესსა და რაც უფრო მეტად


კეთილშობილია აზროვნება, მით უფრო მეტად საპატიო ობიექტი აქვს მას. თავის
ობიექტთან ზიარების გამო აზროვნება თავის თავს აზროვნებს. რადგან აზრის ობიექტი
აზრთან შეხებისა და საერთოდ გააზრების შედეგად იქმნება აზრი და აზრის ობიექტი
ერთი და იგივეა, რადგან აზროვნება თავის თავში შეიცავს, როგორც ობიექტს, ასევე მის
არსებასაც და ის იმიტომ მოქმედებს, რომ შეიცავს მას. ამრიგად აზროვნებაში ყველაზე
ღვთაებრივი ეს უნდა იყოს, ხოლო აზროვნება უნდა იყოს საუკეთესო მოქმედება.

მამოძრავებელზე რა ხდება... არისტოტელე (თუ გადაიკითხავ, მეთორმეტე წიგნის მეექვსე-


მეშვიდე თავებშია) საუბრობს მოძრაობაზე/ცვლილებაზე. სვამს კითხვას, "რომელი
მოძრაობაა პირველი?" პირველში აქ იგულისხმება საწყისი, რასაც ძველბერძნები ეძებენ
ხოლმე ძირითადად. ყველა ცვლილებას (ანუ მოძრაობას), რომელზეც არისტოტელე
საუბრობს, აქვს თავიანთი მიზეზები (ანუ მამოძრავებლები). მერე ზოგ მიზეზსაც თავისი
მიზეზი აქვს და ასე მიდიხარ ნელ-ნელა სიღრმეებში. დასაწყისში კი უნდა არსებობდეს
რაღაც ისეთი, რაც სხვას ცვლის, მაგრამ თვითონ არ იცვლება. თუ იცვლება, მაშინ რაღაც
სჭირდება, რაც შეცვლის. ანუ მარტო მიზეზია და არ აქვს სხვა მიზეზი, მარტო
მამოძრავებელია და არ ჰყავს თავისი მამოძრავებელი. ამიტომაა უძრავი.

არისტოტელეს თეორიის მიხედვით, რა მიმართებაში არიან ერთმანეთთან


შესაძლებლობა და სინამდვილე პირველადობის თვალსაზრისით? მსჯელობა
დაასაბუთეთ და დაასახელეთ ერთი შესატყვისი მაგალითი მაინც.

შესაძლებლობა და სინამდვილე სხვადასხვა რამაა, მიუხედავად იმისა, რომ მეგარელები მათ


აიგივებენ. შესაძლებლობა ისაა, რისი უნარიც გაქვს. სინამდვილე კი ის, რა მდგომარეობაშიც
ხარ. შესაძლებლობას და სინამდვილეს მოძრაობა აკავშირებს. თუკი რაღაც საგანი არის
შესაძლებლობაში იმისათვის, რომ მოხდეს სინამდვილეში, იფი უნდა განხორციელდეს და
თუ არ განიცდის მოძრაობას, მაშინ ვერ განხარციელდება.

თვალსაზრის იმის, შესახებ, რომ შესაძლებლობა რეალობას წინ უსწრებს ეს ზოგჯერ სწორია,
ზოგჯერ - არა, ანუ საჭიროა ისეთი საწყისი, რომლის არსება მოქმედებაა და არა
შესაძლებლობა. გარდა ამისა მათი არსება არამატერიალური უნდა იყოს, რადგან მარადიული
უნდა იყვნენ, თუ რეალურად არსებოსბ რაიმე მარადიული.

დროის თვალსაზრისით, შესაძლებლობა წინ უსწრებს სინამდვილეს. იმისათვის, რომ რაღაც


სინამდვილედ იქცეს, ჯერ შესაძლებლობაში უნდა იყოს. მაგალითად, კნუტი - კატა
შესაძლებლობისას, რომ გაიზარდა გახდა კატა. თუმცა არა შემთხვევით, არამედ ის, როგორც
მიზანი, არსებობდა მანამ, სანამ კატა „განამდვილდებოდა“. აზრობრივი თვალსაზრისით
სინამდვილე წინ უსწრებს შესაძლებლობას. ის არის უძრავი მამოძრავებელი.

როგორ ასაბუთებს არისტოტელე იმას, რომ აუცილებელია უძრავი მამოძრავებლის


არსებობა? რატომ უნდა იყოს ის ‘უძრავიც’ და ‘მამოძრავებელიც’?

არსებობს 3 სუბსტანცია: 2 ბუნებრივი და 1 უძრავი. აუცილებელია რაღაც უძრავი


მარადიული სუბსტანციის არსებობა.

თუ ერთი და იგივე განუწყვეტლივ მოძრაობაშია, საჭიროა არსებობდეს, რაღაც უცვლელი,


რაც სხვადასხვაგვარად მოქმედებს, ანუ უნდა არსებობდეს ეს რაღაც მუდამ შეუჩერებკად
მოძრავი, როგორიცაა წრიული მოძრაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა, რომ ყველაფერი
წარმოშიბილია ყოველივეს ნარევისა დ აარარსებულისაგან, რადგან მხოლოდ მოძრაობაა
მარადიული, სხვა ყველაფერი კი არ არსებობს განუსაზღვრელი დროის განმავლობაში,
არამედ ან ტრიალებენ ან სხვანაირად მოძრაობენ, ანუ ერთიდაიგივე განუწყვეტლივ
მოძრაობაშია. არისტოტელეს თქმით, უნდა არსებობდეს შეუჩერებლად მოძრავი, როგორიცაა
წრიული მოძრაობა. პირველი ცა მარადიულია. ამას გარდა, არსებობს რაღაც მამოძრავებელი,
რომელიც ამოძრავებს სხვას და თვითონაც მოძრაობს და რომელსაც შუა ადგილი უკავია.
ამიტომაც, უნდა არსებობდეს რაღაც, რაც ისე ამოძრავებს, რომ თვითონ არ მოძრაობს და რაც
მარადიული სუბსანცია და მოქმედებაა. ასე კი ამოძრავებს მისწრაფებისა და აზროვნების
საგანი, რომელიც თვითონ არ მოძრაობს.

არისტოტელე ამბობს, რომ თუ რეალობა წინ უსწრებს შესაძლებლობას და თუ ერთი და იგვე


განუწყვეტლივ წრიულ მოძრაობაშია, საჭიროა არსებობდეს რაღაც უცვლელი, რაც
ყოველთვის ერთნაირად ამოძრავებდა მათ და ასევე საკუთარ თავსაც. ასე, რომ უნდა
არსებობდეს რაღაც მუდამ შეუჩერებლად მოძრავი, როგორიცაა წრიული მოძრაობა და
რომელიც ამოძრავებს სხვას და თვითონ მოძრაოვს და რომელსახ შუა ადგილი უკავია.
ამიტომახ უნდა არსებობდეს რაღაც, რაც ისე ამოძრავებს, რომ თვითონ არ მოძრაობს და რაც
მარადიული სუბსტანცია და მოქმედებაა. ასე კი ამოძრავებს მისწრაფებისა და აზოვნების
საგანი, რომელიც იგივეობრივია.

You might also like