You are on page 1of 19

კვლევის მეთოდები

ლექცია N1
შესავალი

განსახილველი საკითხები
•ეპისტემოლოგია
•ემპირიზმის პრინციპები
•მეცნიერული კვლევის ეტაპები
•კვლევის პროცესის ძირითადი ცნებები
•კვლევის შედეგების სწორი გამოყენება

რატომ არის მნიშვნელოვანი კვლევის ჩატარება ?

საღი აზრი ხშირად მცდარია

•მეთხუთმეტე საუკუნემდე არსებული საღი აზრის მიხედვით, დედამიწა


ბრტყელი იყო და თუ ადამიანი ჰორიზონტისკენ იცურებდა, დედამიწიდან
გადავარდებოდა.

•მეოცე საუკუნის ბოლომდე საღი აზრი იყო, რომ ქალი ისე ვერასოდეს
იმუშავებდა, როგორც მამაკაცი. 

შესაბამისად, საღი აზრი, ხშირად ცდება და გადამოწმების ერთადერთი


საშუალება არის კვლევა.
კვლევა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში
კვლევები გვხვდება ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორც სახლში, ასევე
სამსახურში.

-როგორც სტუდენტი, თქვენ შეხვდებით კვლევას ამ და სხვა კურსებში.

-როგორც პროფესიონალი, თქვენ გადააწყდებით რეკლამებს და სტატიებს,


რომლებიც შეიცავს მითითებებს კონკრეტული პროდუქტის მხარდამჭერ
კვლევებზე და ცხადია, ემსახურება კონკრეტული პროდუქტის გაყიდვას.

ინტერნეტში ასევე კითხულობთ პოლიტიკური და სოციოლოგიური


გამოკითხვების შედეგებს.

•ფსიქოლოგია არის მეცნიერება, ეს ნიშნავს, რომ მას გააჩნია მეცნიერებისათვის


დამახასიათებელი ნიშნები, ისევე როგორც ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიას და სხვ.
მეცნიერების ამოცანა არის სხვადასხვა მოვლენის ახსნა და პროგრნოზირება.
შესაბამისად ფსიქოლოგიის კვლევის მიზანი იქნება ადამიანის ფსიქიკის ახსნა და
პროგნოზირება.

ეპისტემოლოგია
მეცნიერულ კვლევას სწავლობს ფილოსოფიური დისციპლინა -
ეპისტემოლოგია, რომელიც აღწერს და აფასებს სხვადასხვა
შეხედულებას იმის შესახებ, თუ რა არის ცოდნა და როგორაა
შესაძლებელი მისი მიღება. 
სხვადასხვა შეხედულებასაც, თავის მხრივ, ეპისტემოლოგიას
უწოდებენ, ანუ, ამ თვალსაზრისით, ეპისტემოლოგია ნიშნავს
კონკრეტულ შეხედულებას იმის შესახებ, თუ რა წარმოადგენს

 
ეპისტემოლოგია (ძვ. ბერძნ. ἐπιστήμη — „ცოდნა“ და  λόγος — „სიტყვა,
სწავლა“), — ფილოსოფიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის შემეცნების
პროცესის კანონზომიერებებს, არკვევს, რა არის ჭეშმარიტება და როგორ
შეიმეცნება იგი, როგორია სუბიექტისა და ობიექტის მიმართება
შემეცნების პროცესში და, საერთოდ, შესაძლებელია თუ არა შემეცნება.

ემპირიზმი
ერთ-ერთი ასეთი ეპისტემოლოგიაა ემპირიზმი, რომელიც XVII საუკუნეში
განვითარდა და დღესაც ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას. 
 
•ემპირიზმის პირველი პრინციპი:
ინფორმაცია ბუნებრივი მოვლენების შესახებ შეგრძნებების საშუალებით მიიღება
(ან დამხმარე აპარატურის გამოყენებით, როგორიცაა მიკროსკოპი, რომელიც
შეიძლება მხედველობის გაგრძელებად ჩაითვალოს).
 
•ემპირიზმის მეორე პრინციპი (ჭეშმარიტების კრიტერიუმი)
მას შემდეგ, რაც მეცნიერმა მოიპოვა ინფორმაცია, მან უნდა გაარკვიოს, რამდენად
შეესაბამება ის რეალობას, ამისთვის საჭიროა ჭეშმარიტების კრიტერიუმი,
ემპირიზმისათვის ეს დაკვირვებაა. თუ ინფორმაცია კომპეტენტურმა ადამიანმა
დაკვირვების გზით მოიპოვა, ის შეიძლება ჭეშმარიტად ჩაითვალოს. ეს კი
გულისხმობს, რომ სხვაგვარად მოპოვებული ინფორმაცია არ არის ჭეშმარიტი, მაგ:
რწმენა, შეხედულება, განწყობა, ცრურწმენა, ჭორები და ა.შ.
 
ემპირიზმის მესამე პრინციპი:
 
მესამე პრინციპი გულისხმობს, რომ მეცნიერული ცოდნა ობიექტურად
შემოწმებადი უნდა იყოს, ანუ ის შეიძლება დაინახოს (დააკვირდეს) არა მარტო
ერთმა ადამიანმა

ემპირიზმის მესამე პრინციპი:


მესამე პრინციპი გულისხმობს, რომ მეცნიერული ცოდნა ობიექტურად
შემოწმებადი უნდა იყოს, ანუ ის შეიძლება დაინახოს (დააკვირდეს) არა
მარტო ერთმა ადამიანმა

XIX საუკუნიდან ფსიქოლოგიაში ემპირიზმის ეპისტემოლოგიური კონცეფცია


გამოხატა პოზიტივიზმმა, რომელიც 50-იან წლებში ჩამოაყალიბა ოგიუსტ კონტმა.
პოზიტივიზმის ძირითადი დებულებებია:
 
•მეცნიერება ერთიანია. არ არსებობს არსებითი სხვაობა საბუნებისმეტყველო
და საზოგადოებრივ მეცნიერებებს შორის, ამიტომ სხვადასხვა სფეროში
ჩატარებული კვლევა ძირითადად ერთნაირად უნდა წარიმართოს.
•რეალობა ისაა, რასაც შევიგრძნობთ. იდეები შეიძლება ფაქტებად, ცოდნად
მხოლოდ მას შემდეგ ჩაითვალოს, რაც მათ გამოცდილებით შევამოწმებთ.
•ბუნება მიზეზის და შედეგის მკაცრი კანონებით მოქმედებს, ანუ ყოველ
შედეგს აუცილებლად აქვს ერთი ან რამდენიმე მიზეზი.
•მეცნიერული კვლევა გულისხმობს კაუზალობის აღმოჩენას, რითაც ბუნებრივი
მოვლენების ახსნა ხდება.

*მეცნიერული კვლევა გულისხმობს კაუზალობის აღმოჩენას, რითაც


ბუნებრივი მოვლენების ახსნა ხდება.
•მეცნიერებამ ერთმანეთისგან უნდა განასხვავოს ფაქტები და შეხედულებები.
ფაქტები მეცნიერების საქმეა, რადგან მათი ობიექტურად შესწავლა
შესაძლებელია, ხოლო შეხედულებები (აზრი იმის შესახებ, რა უნდა
ხდებოდეს რომელიმე სიტუაციაში) სუბიექტურია და მათ ობიექტურად ვერ
შევისწავლით, ამიტომ, ეს მეცნიერების საქმე არ არის.
 
რა არის კაუზალობა ?

კაუზალობა არის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.


 
მიზეზ-შედეგობრივი (კაუზალური) კავშირები - კარგად კონტროლირებადი
ექსპერიმენტის შედეგი, რომლის შესახებაც მკვლევარს შეუძლია დარწმუნებით
განაცხადოს, რომ დამოუკიდებელმა ცვლადმა გამოიწვია დამოკიდებული
ცვლადის ცვლილება. 

ტერმინოლოგია
•მონაცემები
კვლევის პროცესში შეკრებილი ინფორმაცია
•რაოდენობრივი მონაცემები
ინფორმაცია ციფრებითაა წარმოდგენილი. მაგ: IQ-ს ქულა, რეაქციის დრო,
კითხვარზე დაგროვილი ქულები და სხვ. რაოდენობრივი მონაცემები აღწერითი
და დასკვნითი სტატისტიკის საშუალებით ანალიზდება.
•თვისებრივი მონაცემები
ინფორმაცია ვერბალურადაა წარმოდეგნილი. მაგ: ორ ადამიანს შორის საუბრის
ჩანაწერი მათი ხმის ტონისა და ჟესტების დაფიქსირებით.
•ცვლადი
ნებისმიერი რამ, რასაც შეიძლება ერთზე მეტი მნიშვნელობა ქონდეს, ვთქვათ
ინტელექტი, ხმაური. რაოდენობრივი მონაცემები ცვლადების "ქცევის" გაზომვით
მიიღება, ხოლო თვისებრივი მონაცემები იგივე "ქცევის" აღწერას ახდენს.
ტერმინოლოგია
•ჰიპოთეზა
თეორიის საფუძველზე გაკეთებული წინასწარმეტყველება მოსალოდნელი
შედეგების შესახებ
•მეცნიერული ჰიპოთეზა
ვარაუდი იმის შესახებ, როგორ შეიცვლება ერთი ან მეტი ცვლადის მნიშვნელობა.
•პოპულაცია
გენერალური ერთობლიობა, რომელზეცაა გამიზნული კვლევა და საიდანაც ხდება
შერჩევის გაკეთება
•შერჩევა
გენერალური ერთობლიობის ნაწილი, რომელზეც ტარდება კვლევა და შემდეგ,
შედეგები განზოგადდება პოპულაციაზე

ცვლადების ტიპები
•დამოკიდებული ცვლადი: ცვლადი, რომლის ახსნასაც ცდილობს მკვლევარი.

•დამოუკიდებელი ცვლადი: ცვლადი, რომელიც იწვევს ცვლილებას


დამოკიდებულ ცვლადში.

•საკონტროლო ცვლადი: მკვლევარები იყენებენ ამ ტიპის ცვლადებს, რათა


შეამოწმონ ალბათობა, რომ მიმართება დამოკიდებულსა და დამოუკიდებელ
ცვლადს შორის არის ყალბი_ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს მიმართება
შეიძლება განპირობებული იყოს სხვა ცვლადის არსებობით.
•უწყვეტი ცვლადი: ცვლადი, რომელსაც არა აქვს მინიმალური ერთეული.
ასეთი ცვლადია მანძილი.
•დისკრეტული ცვლადი: ცვლადი, რომელსაც აქვს მინიმალური ერთეული,
მაგალითად ბავშვების რაოდენობა ოჯახში.

*თანამედროვე ფსიქოლოგია პოზიტივისტურ საფუძველს ეყრდნობა, რაც


ნიშნავს, რომ ადამიანის ფსიქიკის შესწავლა ისევე უნდა მოხდეს, როგორც
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ხდება ბუნებრივი მოვლენების შესწავლა.
•კვლევის პროცესი ობიექტურად განსაზღვრული ფენომენების (მოვლენების)
ყურადღებით შესწავლას გულისხმობს, როდესაც ცვლადების რაოდენობრივი
გაზომვა ხდება.

განსხვავება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და


ფსიქოლოგიას შორის
•თუ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ცვლადებს შორის აღმოჩენილი
კაუზალური კავშირი დეტერმინისტულია, რაც ნიშნავს, რომ მიზეზი
განაპირობებს შედეგს, ან სხვა სიტყვებით, რაღაც პირობა ყოველთვის
მოგვცემს იგივე შედეგს, ფსიქოლოგიაში ცვლადებს შორის კაუზალური
კავშირი ალბათურია, რადგან აქ ადამიანებთან გვაქვს საქმე. 

•ალბათური კავშირი ნიშნავს, რომ ცვლადებს შორის მიმართება მათი


გამოვლენის ალბათობით იზომება და არა მათ შორის დეტერმინისტული
კავშირით. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ დასკვნითი სტატისტიკა
მნიშვენლოვან როლს თამაშობს ფსიქოლოგიის კვლევათა უმეტესობაში

დეტერმინიზმი (ლათ. determinare – განსაზღვრა), ან წინასწარგანჩინება —
შეხედულება სამყაროს კანონზომიერების შესახებ, რომლის მიხედვითაც
სამყაროში ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივი კავშირით არის განპირობებული,
დეტერმინირებული. ამიტომ სამყაროში არ არსებობს არავითარი
უმიზეზო მოვლენა ანუ შემთხვევითობა. 

მეცნიერული კვლევის ეტაპები


1. კვლევის საკითხის/პრობლემის განსაზღვრა 
2. კვლევის დაგეგმვა
3. მონაცემთა შეგროვება
4. მონაცემთა ახსნა, გაანალიზება
5. კვლევის წარმოდგენა
6. კვლევის გამოყენება, პრაქტიკული პრობლემების გადაჭრა

კვლევა

•იდეები, ჰიპოთეზები და თეორიები


 პირველი, ვიდრე კვლევას დაიწყებთ, უნდა იყოს კვლევის შეკითხვა. მაგალითად:
„რა განაპირობებს ადამიანის კონფორმულობას?“

როდესაც შეკითხვა დაისმება, შემდეგი ნაბიჯი არის ჰიპოთეზის ფორმირება -


დასაბუთებული პროგნოზი კითხვაზე პასუხის შესახებ. ეს პროგნოზი
ჩვეულებრივ ეფუძნება თეორიას, წინა კვლევას ან ლოგიკას. 
 რა არის თეორია?
თეორია არის ვარაუდების სისტემური ნაკრები ქცევის მიზეზსა და ბუნებასთან
დაკავშირებით. 
 თუ შედეგები მხარს უჭერს ჰიპოთეზას, მნიშვნელოვანი ხდება თეორიის
შემოწმება. ფსიქოლოგიაში ხშირად არსებობს კონკურენტი თეორიები, რომლებიც
წინასწარმეტყველებენ ერთსა და იმავე შედეგს, მაგრამ განსხვავებული მიზეზების
გამო.

 1.კვლევის საკითხის/პრობლემის განსაზღვრა


•კვლევის პრობლემის შერჩევა ნაწილობრივ იმ თეორიებითაა
განპირობებული, რომელთა ფარგლებშიც ხდება მონაცემთა ახსნა. თეორიები
კი ორმაგ ფუნქციას ატარებენ. ისინი არა მარტო ხსნიან მიღებულ შედეგებს,
არამედ ავლენენ შემდგომ პრობლემებს, რომლებიც, თავის მხრივ, შესწავლას
და ახსნას საჭიროებენ.
•მკვლევარი ირჩევს შესასწავლ სფეროს, მაგალითად, კონფორმულობა, აღქმა
და ა.შ., მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რადგან კვლევა კონკრეტულ საკითხს,
პრობლემას უნდა იკვლევდეს და ამიტომ, მკვლევარი ავიწროვებს კვლევის
სფეროს, აზუსტებს მას და დაყავს კვლევის შეკითხვამდე (საკითხამდე).
მაგალითად, რაც უფრო მაღალი პოზიცია უჭირავს ადამიანს საზოგადოებაში,
მით უფრო მეტად კონფორმულია იგი. ამის შემდეგ, იწყება სათანადო
ლიტერატურის შესწავლის ეტაპი და ბოლოს, ყალიბდება ჰიპოთეზა.

ლიტერატურის მიმოხილვა
კვლევის იდეის შემდეგ, შემდეგი ნაბიჯი არის მსგავსი კვლევის ლიტერატურის
ძიება. ეს ძიება მნიშვნელოვანია, რადგან თუ კითხვა, რომელზეც გაინტერესებთ
პასუხი, უკვე გამოკვლეულია 20 კვლევაში, ალბათ არ არის საჭირო ახალი
კვლევის ჩატარება. 
მაშინაც კი, თუ თქვენი კონკრეტული შეკითხვა აქამდე არ იყო გამოკვლეული,
დიდია ალბათობა იმისა, რომ მსგავსი კვლევა ჩატარდა. ეს კვლევა სასარგებლოა,
მიუხედავად იმისა, რომ ის პირდაპირ არ პასუხობს თქვენს კითხვას, რადგან მას
შეუძლია მოგაწოდოთ რამდენიმე კარგი იდეა, თუ როგორ უნდა ჩაატაროთ
თქვენი კვლევა.

 
•ინფორმაციის სულ უფრო პოპულარული წყაროა ინტერნეტი. როგორც
თქვენმა უმეტესობამ უკვე აღმოაჩინა, ინტერნეტი შეიცავს უამრავ
ინფორმაციას თითქმის ყველა თემაზე.

•რამდენადაც სასარგებლოა ინტერნეტი, სიფრთხილეა საჭირო. არ არსებობს


ინტერნეტში განთავსებული ინფორმაციის მიმოხილვა, რათა უზრუნველყოს
მისი სიზუსტე. 

•მეორად წყაროებზე დაყრდნობის პრობლემა, როგორიცაა ინტერნეტი, არის


ის, რომ ვერ იქნები დარწმუნებული იმაში, თუ რამდენად სწორად ასახავს ის
პირველადი წყაროს ინფორმაციას.

2. კვლევის დაგეგმვა

•კვლევის დაგეგმვა
მკვლევარი გეგმავს, თუ როგორ ჩაატარებს იგი კვლევას. ამ ეტაპზე იგი
შეარჩევს მეთოდს, დასახავს კვლევის პროცედურას, გაარკვევს ისეთ
მნიშვენლოვან საკითხებს, როგორებიცაა, რამდენ ადამიანზე უნდა ჩატარდეს
კვლევა, სად, როდის და სხვ. ამის შემდეგ, მკველავრი მზადაა განახორციელოს
შემდეგი ფაზა - მონაცემთა შეგროვება, რასაც მოსდევს მათი დამუშავება და
ანალიზი.
 
მკვლევარი ასევე ირჩევს სად ჩაატაროს კვლევა, ლაბორატორიაში, თუ ველზე.

3. მონაცემთა ახსნა, გაანალიზება

მიღებული შედეგები უნდა აიხსნას. ამ ეტაპზე მკვლევარი პასუხს სცემს კვლევის


დასაწყისში წამოჭრილ კითხვას. 

•ჩვეულებრივ, ახსნა რომელიმე თეორიას უნდა ეთანხმებოდეს, ანუ რომელიმე


თეორიის ჩარჩოებში უნდა ჩაჯდეს. თეორია უნდა იყოს შემოწმებადი, ანუ ის
იმდენად ნათლად და ზუსტად უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ ადვილი
სათქმელი იყოს, შეესაბამება თუ არა მიღებული მონაცემები თეორიას. 

•გარდა ამისა, ის ეკონომიური უნდა იყოს, ანუ ფაქტების ასახსნელად


შერჩეული უნდა იყოს ყველაზე მარტივი შესაძლო თეორია. 

•აგრეთვე, თეორია უნდა იძლეოდეს პროგნოზირების საშუალებას, ანუ თუ


თეორია კარგად ხსნის ფაქტებს, ის ამასთან ერთად პროგნოზირებასაც უნდა
აკეთებდეს - რა მოხდება, თუ სათანადო პირობები შესრულდება.

4. კვლევის წარმოდგენა
მკვლევარი მზად არის კოლეგებს წარუდგინოს თავისი შედეგები,
დასკვნები და რეკომენდაციები. ამ მიზნით, იგი წერს ანგარიშს,
რომელიც, სათანდო ჟურნალში ქვეყნდება. აგრეთვე, ავტორი ნაშრომს
წარმოადგენს სხვადასხვაგვარ შეხვედრასა და კონფერენციაზე.

5. კვლევის გამოყენება, პრაქტიკული პრობლემების


გადაჭრა

•ძალიან ხშირად ხდება შედეგების პრაქტიკაში გამოყენება, ანუ პრაქტიკული


ამოცანების გადაჭრა კვლევის საშუალებით. ავტორის მიერ შემუშავებული
დასკვნები, პროგნოზი და რეკომენდაციები ხშირად უაღრესად სასარგებლოა
ნებისმიერი სფეროს გადაწყვეტილების მიმღებ პირთათვის.
 
•ფსიქოლოგია სოციოლოგიას, ისტორიას, ეკონომიკას, პოლიტოლოგიასა და
ანთროპოლოგიასთან ერთად სოციალურ მეცნიერებებს განეკუთვნება.
სოციალური კვლევა ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. სოციალური კვლევის
შედეგებს, რეკომენდაციებსა და პრინციპებს რეგულარულად იყენებენ
სახელმწიფო მოხელეები, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის მუშაკები,
ბიზნესმენები. სოციალური კვლევა შეიძლება გამოვიყენოთ იმაში, რომ
აღვზარდოთ ბავშვები, შევამციროთ დანაშულის დონე, გავაუმჯობესოთ
მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა, გავყიდოთ ესა თუ ის
პროდუქტი და სხვ.

ფსიქოლოგიის კვლევის მეთოდები
ლექცია N2
კვლევის ეთიკური ნორმები და პრინციპები

განსახილველი საკითხები
•კვლევის ეთიკური ნორმები და პრინციპები
•არაეთიკური კვლევების მაგალითები
•რატომ არის საჭირო ეთიკური პრინციპების დაცვა
•სარგებლისა და დანაკარგის დაბალანსება
•ინფორმირებული თანხმობა
•საიდუმლოება, ანონიმურობა და კონფიდენციალობა
•ეთიკის პროფესიული კოდექსი

რა არის ეთიკა ?
ეთიკა - დეფინიცია

*ეთიკა (ბერძ. ἠθικόν,  ძვ. ბერძნ. ἦθος-დან — ეთოსი, „ზნე“)


— ფილოსოფიური მეცნიერება ზნეობის, მორალის შესახებ. 
•ტერმინი „ეთიკა“ პირველად იხმარა არისტოტელემ, რომელმაც ზნეობის
საკითხებს მიუძღვნა სპეციალური შრომა - „ნიკომაქეს ეთიკა“. უფრო ადრე
ეთიკის საკითხები გაარჩია პლატონმა. მანვე შემოგვინახა არსებითი
ცნობები  სოკრატეს ეთიკურ შეხედულებებზე. სწორედ სოკრატეს მიიჩნევენ
პირველ ფილოსოფოსად, რომელიც მთავარ ყურადღებას აქცევდა ზნეობის
პრობლემების დასმასა და გადაწყვეტას.

თელ-ავივის სასკოლო სისტემის შემთხვევა

•განიხილავდნენ რა ისრაელის ხმელთაშუა ზღვის კლიმატისა და მზის


მოყვარული ცხოვრების სტილის პოტენციურ გავლენას დაავადების
გავრცელებაზე, სასკოლო სისტემამ გადაწყვიტა შეემოწმებინა, იქნებოდა თუ
არა დაა ვადების შემსწავლელი პროგრამა ეფექტური ქცევის შესაცვლელად.
ამ პროგრამის შესაფასებელი შემოწმება 1991 წელს ჩატარდა.
 
•პროგრამა მოიცავდა ინფორმაციას, როგორი უნდა ყოფილიყო ჩაცმულობა და
მზეზე გატარებული დრო იმის შესახებ, ინფორმაცია ეხებოდა ასევე მზისგან
დამცავ საშუალებებსა და ა.შ. მკვლევრებმა აირჩიეს სხვადასხვა სკოლის რვა
მაღალი კლასის მოსწავლეები, მას შემდეგ, რაც შეამოწმეს მათი
ინფორმირებულობა და ფიზიკური მდგომარეობა, ბავშვებს ოთხ სკოლაში
ასწავლიდნენ პროგრამას და ოთხში არა. ერთი წლის შემდეგ, 1992 წელს,
განმეორებით შეამოწმეს ყველა ბავშვი ცოდნა და ქცევა, რათა დაედგინათ
პროგრამის განსხვავებული ეფექტები. შედეგები შემდეგ გამოიყენეს
პროგრამის შესადგენად, რომელიც მთელ სასკოლო სისტემაში 

*ეთიკურია თუ არა, რომ კვლევის ზოგიერთ მონაწილეს, თუნდაც მცირე


დროით ვუზღუდავთ მნიშვნელოვან ინფორმაციას? 

•როგორ შეუძლია სოციალურ მეცნიერს გადალახოს ეს საკითხები ისე, რომ


რისკის ქვეშ არ დააყენოს საკუთარი კვლევის მიზნები?

*სოციალური მეცნიერები არიან როგორც დამკვირვებლები, ასევე მონაწილეები


კვლევის პროცესში. სოციალური მეცნიერების კვლევა იზოლირებულად არ
ტარდება. მკვლევრები მუდმივ ინტერაქციაში იმყოფებიან კომპლექსურ
სოციოპოლიტიკურ გარემოსათან, რომელიც გავლენას ახდენს მათ მიერ
კვლევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაზე, როგორც
ფორმალურად, ასევე არაფორმალურად. 
•ერთ-ერთი კრიტიკული გზა ამ გავლენასთან გასამკლავებლად არის კვლევაში
ეთიკური მითითებების გათვალისწინება.

რა საჭიროა ეთიკა კვლევისას ?


*კვლევის ჩატარება, რომელიც შებღალავს მონაწილეთა უფლებებსა და
კეთილდღეობას, მკვლევარს რასაკვირველია, არც განზრახული აქვს უდევს და
არც მის ინტერესებში შედის. კვლევის ერთადერთი მიზანია თავისი წვლილი
შეიტანოს სისტემური, დამტკიცებული ცოდნის განვითარებაში. 

•კვლევის პროცესი, როგორც ეს ადრეც ვთქვით, იძლევა აქტივობების ზოგად


სქემას, რომელიც საშუალებას აძლევს მეცნიერს, მოგვცეს ცოდნა. თუმცა,
კვლევის პროცესის თითოეული საფეხური წმინდა სამეცნიერო საკითხების
გარდა, შეიძლება ეთიკურ მსჯელობაც მოიცავდეს.

*ეთიკური საკითხები წამოიჭრება თვით იმ პრობლემებიდან, რომელთაც


შეისწავლიან მეცნიერები, ასევე ვალიდური, სანდო მონაცემების მო-
საპოვებლად გამოყენებული მეთოდებიდან; 
•ეს შეიძლება გამოიწვიოს თვითონ პრობლემამ (გენური ინჟინერია,
ინტელექტის დეტერმინანტები)

•გარემომ, სადაც მიმდინარეობს კვლევა (საავადმყოფოები, ციხეები, საჯარო


სკოლები, სახელმწიფო სააგენტოები)

•პროცედურებმა, რომელთაც კვლევის დიზაინი მოითხოვს (ექსპერიმენტული


ჯგუფის დაუცველობა ისეთ პირობებში, რომელსაც შეიძლება ნეგატიური
შედეგები ჰქონდეს მონაწილეებზე), 

•მონაცემთა შეგროვების მეთოდებმა (მონაწილეებზე ფარული დაკვირვება), 

•კვლევის მონაწილეთა ტიპმა (ღარიბი, ბავშვი, შიდსის ვირუსით


დაავადებული, პოლიტიკოსი) 

•შეგროვებული მონაცემების ტიპმა (პირადი ინფორმაცია)

მილგრემის ექსპერიმენტი (ავტორიტეტისადმი


მორჩილების კვლევა)
•ორი ადამიანი მივიდა ფსიქოლოგიურ ლაბორატორიაში, რათა ერთად
ემუშავათ სწავლების პროცესის კვლევაზე. ერთი უნდა ყოფილიყო
„მასწავლებელი“, ხოლო მეორე _ „სტუდენტი“. 

•ექსპერიმენტის ნამდვილი მონაწილე იყო მხოლოდ მასწავლებელი,


რომელსაც უთხრეს, რომ ექსპერიმენტის მიზანი იყო დასჯის ეფექტების
შესწავლა დასწავლაზე.
• წინასწარ გააფრთხილეს, როგორ უნდა მოქცეულიყო სტუდენტი, რომელიც
დასვეს სკამზე, მაჯაზე დაუმაგრეს ელექტროდები და შეუკრეს ხელები,
რათა არ ემოძრავა.

• ექსპერიმენტატორი სტუდენტს ეუბნება, რომ მან უნდა ისწავლოს სიტყვათა


წყვილების ჩამონათვალი. თუ იგი დაუშვებს შეცდომას, მიიღებს
ელექტროშოკს.

• ეს ხდება მასწავლებლის დასანახად, რომელიც შემდეგ გაჰყავთ მთავარ


ექსპერიმენტულ ოთახში და ასწავლიან, როგორ გამოიყენოს შთამბეჭდავი
ელექტროშოკური გენერატორი, რომელზეც განლაგებულია 30 ჩამრთველი 

*სტუდენტს სწორი პასუხი უნდა მიეთითებინა ოთხიდან ერთ-ერთ ღილაკზე


დაჭერით. თუ პასუხი სწორი იქნებოდა, მასწავლებელი გადავიდოდა შემდეგ
კითხვაზე, ხოლო თუ შეცდომით იქნებოდა, მას ელექტროშოკი უნდა
მიეყენებინა სტუდენტისათვის. 

•მასწავლებელს ასევე მითითებული ჰქონდა, რომ ყოველ მორიგ შეცდომაზე


ერთი დონით მაღალი დარტყმა მიეყენებინა. თუმცა მან არ იცოდა, რომ
რეალურად სტუდენტს შოკს არ აყენებდა.

როგორ ფიქრობთ როგორ იქცეოდა მასწავლებელი ?

*მასწავლებელი მიჰყვებოდა ექსპერიმენტატორის ინსტრუქციას, ხოლო


სტუდენტი აკეთებდა იმის იმიტაციას, თითქოს ელექტროშოკს მართლა
ღებულობდა.

• 75 ვოლტამდე დისკომფორტს არ ამჟღავნებდა. 75 ვოლტზე კი ცოტა


წაიბუზღუნა. იგი განაგრძობდა ბუზღუნს 90 და 105 ვოლტზე, მაგრამ 120
ვოლტზე წამოიყვირა, რომ შოკი ძალიან მტკივნეული იყო. 135 ვოლტზე იგი
ხმამაღლა კვნესოდა, 150-ზე იყვირა, რომ გამოეშვათ და აღარ სურდა
გაეგრძელებინათ. ასეთივე რეაქციას იძლეოდა, მაგრამ უფრო მეტი
ინტენსივობით, მომდევნო დარტყმებზე, 180 ვოლტზე იყვირა, რომ მეტი აღარ
შეეძლო. 270 ვოლტზე ტკივილისაგან გონდაკარგულმა იკივლა, 300 ვოლტზე
აღარ იძლეოდა პასუხებს. 
 
•330 ვოლტის შემდეგ სტუდენტისგან აღარაფერი ისმოდა.

*ამ ექსპერიმენტის აღმოჩენები უგულებელყოფდა საერთო მორალს: კვლევის


მრავალი მონაწილე ემორჩილებოდა ავტორიტეტს და განაგრძობდა
დარტყმების მიყენებას, როცა იცოდა, რომ ეს მტკივნეული და სახიფათო იყო. 
•ერთ ექსპერიმენტში 40-დან 26 ცდისპირი მაქსიმალურ 450 ვოლტამდე
განაგრძობდა დარტყმების მიყენებას, 5-მა 300 ვოლტზე შეწყვიტა, 8-მ _ 315-დან
360-მდე შუალედში.

*ექსპერიმენტის მეორე მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო დიდი სტრესის ის


ხარისხი, რასაც ექსპერიმენტული გამოცდილება იწვევდა უფრო
მასწავლებელში ვიდრე სტუდენტში, რომელიც რეალურად არ იღებდა შოკს. 

•მილგრემის შრომის მიხედვით, „ცდისპირები (მასწავლებლები) ოფლში


ცურავდნენ, იჭამდნენ ტუჩებს, კვნესოდნენ და ფრჩხილებს იკვნეტდნენ. ეს
იყო არა გამონაკლისი შემთხვევები, არამედ საერთო ტენდენცია“.
•ფაქტია, რომ კვლევის მონაწილეთა სტრესი, ჩვეულებრივ მათი, ვინც
მორჩილი იყო, უკიდურესად დიდი იყო. ასეთ სტრესს აცნობიერებდნენ,
როგორც მასწავლებლები, ასევე მკვლევრები. იცოდნენ რა, რომ კვლევის
პროცედურებს ხანგრძლივი ნეგატიური ეფექტი შეიძლებოდა ჰქონოდა
მონაწილეებზე.

მილგრემის ექსპერიმენტის კრიტიკა


•პირველ რიგში, მასწავლებლებს ჰქონდათ მცდარი შთაბეჭდილება, რომ
ტკივილს აყენებდნენ სხვა ინდივიდს. ანუ ცდისპირები მოატყუეს კვლევის
მიზანთან დაკავშირებით. 

•მეორე, ცდისპირები განიცდიდნენ ძლიერ სტრესს. ისინი სერიოზულად


ნერვიულობდნენ და ზოგიერთს შეტევაც კი დაემართა. 

•მესამე, კრიტიკა ეხებოდა იმასაც, რომ მას შემდეგ, რაც შედეგების


გაიგებდნენ და გააცნობიერებდნენ რა შედეგით დასრულდებოდა ეს
ყველაფერი, მათ რომ ნამდვილი შოკი გამოეყენებინათ. ცდისპირები
შეიძლება შეეპყრო დანაშაულის მტანჯველ გრძნობას. 

•მეოთხე, ექსპერიმენტი გააკრიტიკეს იმის გამოც, რომ „მას შეიძლება გავლენა


მოეხდინა ცდისპირების უნარზე, მინდობოდნენ უფროს ავტორიტეტებს
მომავალში.“

• დაბოლოს, კრიტიკა შეეხო იმასაც, რომ ცდისპირებს არავითარი სარგებელი


არ მიუღიათ კვლევაში მონაწილეობისაგან.

პოლიციის ქცევის კვლევა

•1960 წელს, აშშ-ში პოლიციას სწორად სდებდნენ ბრალს უხეშობის გამო.


იქამდე ასეთი ბრალდებები და პოლიციის რეალური ქცევა საზოგადოებაში
მისამართით სისტემატურად არ გამოკვლეულა. 

•ალბერტ რაისმა გადაწყვიტა დაკვირვებოდა, როგორ ეპყრობოდა პოლიცია


მოქალაქეებს. მან იცოდა, რომ თუ პოლიციის ოფიცრებს ეცოდინებოდათ
კვლევის ნამდვილი მიზნები, ისინი მაქსიმალურად შეამცირებდნენ
უხეშობას.

• ამდენად, რაისმა უთხრა ოფიცრებს, რომ კვლევა ეხებოდა მოქალაქეთა


დამოკიდებულებას პოლიციის მიმართ. კვლევის პროცესში რაისმა აღნუსხა
პოლიციის მიმართ უხეშობისა და ცუდად მოპყრობის უამრავი შემთხვევა

რაისის კვლევის კრიტიკა

•პირველი, რაისმა ტყუილს მიმართა, რათა დაკვირვება ეწარმოებინა, რის


ნებართვასაც სხვა შემთხვევაში ვერ მიიღებდა (პოლიციის ოფიცრებმა არ
იცოდნენ კვლევის ნამდვილი მიზანი, არც ის იცოდნენ, რომ დაკვირვებისა
და ანალიზის ობიექტი სწორედ ისინი იყვნენ). 

•მეორე, პოლიციის ოფიცრებს თანხმობა არ განუცხადებიათ კვლევაში


მონაწილეობაზე. მათ არ მიუციათ ინფორმირებული თანხმობა, რამდენადაც
არც იცოდნენ, რომ ისინი იყვნენ დაკვირვების ობიექტები. 

•და მესამე, ამ ტიპის კვლევებმა შესაძლებელია გამოიწვიოს პოტენციური


ცდისპირების მხრიდან სერიოზული უნდობლობა იმდენად, რომ მომავალში
მკვლევრებს ძალიან გაუჭირდებათ მოიპოვონ ინფორმაცია ან დაითანხმონ
გზისპირები თანამშრომლობაზე.

სარგებლისა და დანაკარგის დაბალანსება

•კვლევა, რომელიც ტყუილს მიმართავს, როგორც ექსპერიმენტის ნაწილს,


საკმაოდ გავრცელებული შემთხვევაა, ვინაიდან მას თავისი
მეთოდოლოგიური და პრაქტიკული უპირატესობა გააჩნია. 

•მკვლევრები მონაცემებს ისე აგროვებენ, რომ დაკვირვების ობიექტებმა ამის


შესახებ არ იციან და ამას გარდა ზოგიერთი მკვლევარი ყოველთვის
პატიოსნად არ იქცევა მონაცემების კონფიდენციალობასთან დაკავშირებით.

ეთიკური დილემა

•ხშირ შემთხვევაში, სოციალური მეცნიერები აწყდებიან კონფლიქტს ორ


უფლებას შორის: მეცნიერის უფლებასა, ჩაატაროს კვლევა და მოიპოვოს
ცოდნა და კვლევის მონაწილეთა თვითდეტერმინაციის, საიდუმლოების,
ღირსების უფლებას შორის. 

•გადაწყვეტილება, რომ არ ჩაატარო დაგეგმილი კვლევა, ვინაიდან იგი ხელს


უშლის მონაწილეთა კეთილდღეობას, ზღუდავს მეცნიერის უფლებებს. 
•ხოლო გადაწყვეტილება კვლევის ჩატარების თაობაზე, მაშინ, როცა კითხვის
ქვეშ დგება ეთიკური საკითხები (მაგალითად, მოტყუება) ხელყოფს
ცდისპირთა უფლებებს. 

•ეს კონფლიქტი მიუთითებს ეთიკურ დილემაზე სოციალურ მეცნიერებათა


კვლევებში.
•კვლევის პროექტის დაგეგმვისას მკვლევრები იღებენ ვალდებულებას
ყურადღებით აწონდაწონონ პროექტის მიერ მოტანილი სარგებელი და მისი
დანაკარგი ცდისპირთათვის. 

•ასეთი დანაკარგები შეიძლება მოიცავდეს ღირსების შებღალვას, შფოთვას,


დაბნეულობას, ნდობის დაკარგვას სოციალური ურთიერთობებისადმი,
ავტონომიისა და თვითდეტერმინაციის დაკარგვას, თვით-რწმენის
შემცირებას.

• მეცნიერისათვის კვლევის სარგებელი არის პოტენციური წინსვლა თეორიულ


ან გამოყენებით ცოდნაში. მონაწილისათვის სარგებელი არის ფულადი
კომპენსაცია, კმაყოფილება მეცნიერებაში შეტანილი წვლილის გამო, საკვლევი
ფენომენების უკეთ გაგება.
 
•დანაკარგისა და სარგებლის დაპირისპირების კონტექსტში, ყველაზე ხშირად
დგება ორი მთავარი პრობლემის საკითხი. ესაა ინფორმირებული თანხმობა და
საიდუმლოება.

ინფორმირებული თანხმობა

•სოციალური მეცნიერები შეთანხმებულნი არიან, რომ კვლევა, რომელიც


ეხება ადამიანებს, ინფორმირებული თანხმობით უნდა ჩატარდეს
ცდისპირთა მხრიდან. 

•ინფორმირებული თანხმობა არსებითი საკითხია, როდესაც ცდისპირებს


გარკვეული რისკის ქვეშ აყენებენ ან სთხოვენ გადააბიჯონ თავანთ
უფლებებს.

• შეერთებული შტატების ჯანმრთელობისა და ადამიანთა მომსახურების


სერვისის დეპარტამენტი მოითხოვს, რომ მკვლევარმა მიიღოს
ხელმოწერილი თანხმობა კვლევის მონაწილეთაგან, რომელნიც რისკის ქვეშ
დგებიან.

•ცდისპირებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი


მონაწილეობა ნებაყოფლობითია და წინასწარვე უნდა მიიღონ სარგებლის,
უფლებების, რისკის, საფრთხეების შესახებ ინფორმაცია.

ინფორმირებული თანხმობის საფუძვლები


•ადამიანის თავისუფლება
•ინფორმირებული ადამიანები უკეთ უზრუნველყოფენ საკუთარ
კეთილდღეობას
•პასუხისმგებლობა ნაწილდება ცდისპირებზე და ამცირებს კვლევის ავტორის
პასუხისმგებლობას
კითხვები

•„რას ნიშნავს ინფორმირებული ცდისპირი?“

•„როგორ უნდა მივხვდეთ გაიგო თუ არა ინდივიდმა მიწოდებული


ინფორმაცია?“ 

•„რა მოცულობით უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია?“

•„რა ვქნათ თუ უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ცდისპირმა არ იცოდეს


ექსპერიმენტულ ჯგუფში შედიან თუ საკონტროლოში?“

*ედუარდ დინერი და რიკ კრენდელი ინფორმირებულ თანხმობას განმარტავენ,


როგორც:

•„პროცედურას, რომელშიც ინდივიდები აკეთებენ არჩევანს მიიღონ თუ არა


მონაწილეობა კვლევაში მას შემდეგ, რაც მიიღებენ ინფორმაციას“. 

•ეს ოთხ ელემენტს გულისხმობს: კომპეტენციას, ნებაყოფლობითობას, სრულ


ინფორმაციას, მიხვედრას.

*კომპეტენცია. ინფორმირებული თანხმობის მთავარი დაშვება, კომპეტენციის


დაშვება, არის ის, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს
პასუხისმგებლობის მქონე, მომწიფებული ინდივიდი მიწოდებული
რელევანტურ ინფორმაციის საფუძველზე, იქნება სწორი გადაწყვეტილება.
მაგრამ რამდენადაც მრავალი ინდივიდი არ არის მოწიფული ან
პასუხისმგებლობის მქონე, ჩნდება მათი გამოვლენის პრობლემა.

•ვოლუნტარიზმი (მოხალისეობა). ინფორმირებული თანხმობის პრინციპის,


ერთგული მკვლევარი უზრუნველყოფს მონაწილეთა არჩევნის
თავისუფლებას, და იძლევა გარანტიას, რომ ნებაყოფილობით ხდება რისკის
პირობებში მონაწილეობა. მაგრამ ისეთი პირობების დამყარება, სადაც
ინდივიდები მიიღებენ გადაწყვეტილებას თავისუფალი ნების საფუძველზე,
საკმაოდ კომპლექსური ამოცანაა. როდესაც კვლევით სიტუაციაში, ჩართულია
ისეთი დაწესებულებებს, როგორიცაა ციხეები, ფსიქიატრიული
საავადმყოფოები, საავადმყოფოები, საჯარო სკოლები, ავტორიტეტის
პოზიციაზე მყოფი ინდივიდი, არსებით გავლენას ახდენს ცდისპირებზე.

•სრული ინფორმაცია. იმისათვის, რომ აღიარებულ იქნას, თანხმობა უნდა


იყოს ინფორმირებული და ნებაყოფლობითი..
•პრაქტიკაში შეუძლებელია, რომ მივიღოთ სრულად ინფორმირებული
თანხმობა, რადგან ეს მკვლევრისაგან მოითხოვს აურაცხელი ტექნიკური და
სტატისტიკური დეტალის მოთხრობას და საკონტროლო ჯგუფის საჭიროების
ახსნას. 

•გარდა ამისა, მრავალ სიტუაციაში სრულ ინფორმაციას თავად მკვლევრებიც


არ ფლობენ იმ შედეგების შესახებ, რაც კვლევით პროცედურებთან არის
დაკავშირებული. თუ, პოლ რეინოლდსის სიტყვებით რომ ვთქვათ, „იქნება
სრული ინფორმაცია, არ იარსებებს მიზეზი კვლევის ჩასატარებლად "კვლევას
იმდენად აქვს ღირებულება, რამდენადაც არ- სებობს ორაზროვნება
ფენომენთან დაკავშირებით"

ინფორმაციის ექვსი ძირითადი ელემენტი, რათა მიიღოს თანხმობა, რომელიც


გონივრულად იქნება ინფორმირებული:
 
1. პროცედურების ზუსტი განმარტება და მათი მიზნები.
2. თანმხლები დისკომფორტის აღწერა და მოსალოდნელი რისკი.
3. მოსალოდნელი სარგებლის აღწერა.
4. მითითება შესაბამის ალტერნატიულ პროცედურებზე, რომელიც
შესაძლოა უკეთესი იყოს ცდისპირისათვის.
5. პროცედურებთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვაზე პასუხის
შეთავაზება.
6. იმისა აღნიშვნა, რომ პიროვნებას შეუძლია დაარღვიოს თანხმობა და
ნებისმიერ დროს შეწყვიტოს პროექტში მონაწილეობა.

•მიხვედრა. ინფორმირებული თანხმობის მეოთხე ელემენტი, მიხვედრა, ეხება


"ნდობას, როდესაც ცდისპირი იძლევა ინფორმირებულ თანხმობას მაშინ, როცა
კვლევის პროცედურა დაკავშირებულია რისკთან" პროექტის აღწერა მაშინაც
კი, როცა იგი სპეციფიკური ენით არ არის წარმოდგენილი, შეიძლება რთულად
გასაგები იყოს.

•არსებობს მრავალი გზა, რათა მივაღწიოთ ცდისპირთა მხრიდან სრულ


წვდომას. ეს გულისხმობს განათლებული ცდისპირების გამოყენებას,
რომელნიც სავარაუდოდ უკეთ გაიგებენ მიწოდებულ ინფორმაციას,
კონსულტანტის ხელმისაწვდომობას ცდისპირთათვის, რომელიც
განუმარტავს მათ კვლევას და დროის შუალედის მონაწილეობის მიღების
თხოვნასა და მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების
მიღებას შორის. ერთი პროცედურა, რომელიც ფართოდ გამოიყენება, არის
ცდისპირთა პირდაპირი გამოკითხვა ან მათთვის კითხვარის შევსებინება,
სადაც გამოჩნდება, რამდენად გაიგეს მათ მიწოდებული ინფორმაცია.
საიდუმლოება
•საიდუმლოების უფლება: „ინდივიდის თავისუფლება აირჩიოს დრო და
პირობები, სადაც, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განსაზღვრულია ხარისხი,
რომლითაც მისი ატიტუდები, რწმენები, ქცევები, მოსაზრებები
გაზიარებულია სხვებთან ან დაცულია მათგან“.

საიდუმლოების განზომილებები

•ინფორმაციის სენსიტიურობა. ინფორმაციის სენსიტიურობა ეხება იმას, თუ


რამდენად პირადი და პოტენციურად სახიფათოა ინფორმაცია, რომლის
მიღებაც სურს მკვლევარს.

•გარემო, სადაც ხდება დაკვირვება. კვლევის პროექტის გარემო შეიძლება


იცვლებოდეს ძალიან პირადულიდან სრულიად საზოგადოებრივამდე.
მაგალითად, მიჩნეულია, რომ სახლი ერთ-ერთი ყველაზე პირადული
გარემოა ჩვენს კულტურაში და ადამიანთა სახლებში შესვლა მათი
თანხმობის გარეშე კანონით აკრძალულია.

•ინფორმაციის გავრცელება. საიდუმლოების მესამე ასპექტი ეხება


შესაძლებლობას _ პირადი ინფორმაცია დააკავშირო კონკრეტულ
ცდისპირებთან. მაგალითად, ინფორმაცია შემოსავლის შესახებ პირადია, თუ
მხოლოდ მკვლევარს მიუწვდება მასზე ხელი. მაგრამ როდესაც ასეთი
ინფორმაცია (სახელები, ანგარიშები) ქვეყნდება მედიაში, სერიოზულად
იბღალება საიდუმლოება.

ანონიმურობა და კონფიდენციალობა

•ანონიმურობა - მკვლევრები ანონიმურობას უზრუნველყოფენ მოცემული


ინფორმაციისათვის საიდენტიფიკაციო ნიშნების ჩამოშორებით. ცდისპირი
მიჩნეულია ანონიმურად, როდესაც მკვლევარს ან სხვა ადამიანებს არ
ძალუძთ კონკრეტული ინფორმაციის დაკავშირება კონკრეტულ
ცდისპირთან. 

•კონფიდენციალობა - სოციალური კვლევების მონაწილეებს ხშირად


ეუბნებიან, რომ ინფორმაცია, რომელსაც ისინი გასცემენ,
კონფიდენციალური იქნება. ანუ, მიუხედავად იმისა, რომ მკვლევარს
შეუძლია კონკრეტული მონაწილის ინფორმაციის იდენტიფიცირება,
საჯაროს არ გახდის მას. 

მიუხედავად იმისა, რომ მკვლევრებს აქვთ მკაცრი მორალური და პროფესიული


ვალდებულება, შეასრულონ დაპირება კონფიდენციალობის შესახებ, არსებობს
ისეთი პირობები, როდესაც რთული და ზოგჯერ შეუძლებელიც კი ხდე- ბა ასე
მოქცევა. ამ სიტუაციებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ის ვითარებაა
როცა ინფორმაციას ითხოვ
ეთიკის პროფესიული კოდექსი - გვ-141-147
•პოლ რეინოლდსმა ერთად მოუყარა თავი 24 სხვადასხვა კოდექსში
მიმოფანტულ ეთიკურ დებულებებს, რომლებიც სოციალურ მეცნიერებათა
კვლევებს ეხებოდა. კოდექსების უმეტესობა სოციალურ მეცნიერთა
ეროვნული ასოციაციების მიერ იყო შემუშავებული. 

•წიგნში (141-147 გვერდები) წარმოდგენილია რეინოლდსის მიერ შედგენილი


კოდექსი (დებულებების შემდგომ დაწერილი ციფრი მიუთითებს, 24-დან
რამდენ კოდექსში იყო წარმოდგენილი ეს კონკრეტული დებულება).
დისკუსია
რატომ დგება ხშირად ეთიკის საკითხი კვლევის წარმოებისას? 
 
 
როგორ ფიქრობთ, არსებობს მათი თავიდან ასაცილებელი გზა სოციალურ
მეცნიერებათა კვლევებში?

You might also like