You are on page 1of 12

მეტაფიზიკა

მე-6 წიგნი

1-ლი თავი

ცოდნა დაკავშირებულია მიზეზების ცოდნასთან. უნდა ვიცოდეთ: რატომ? ყველაფერს აქვს


საწყისები ელემენტები და მიზეზი. ყოველი ცოდნა დაკავშირებულია აზროვნებასთან.
გამიჯნულია შეგრძნებები და აზროვნება. აზროვნება რომელიც დაკავშრებულია საწყისებთან და
მიზეზებთან უფრო ზუსტია და მხოლოდ საწყისებთან რაცაა დაკავშირებული უფრო არაზუსტია.

მედიცინა და მათემატიკა მარტივად არსებულს არ იკვლევს, გადის მეორეულ მიზეზებზე და არა


არსებულ მიზეზებზე. მეცნიერებები კვლევას , ცოდნას აყალიბებენ ჰიპოთეზისა და შეგრძნებების
წყალობით. ეს კვლევები ნაწილობრივ სწორია, მყარია რასაც იკვლევენ ნაწილობრივ არა.

ერთიდაიგივე მეცნიერებამ უნდა დაადგინოს თუ არსებობს რაღაც და როგორია, რა არის მისი


არსებობა. (მაგიდა როგორც ასეთი და აი ეს კონკრეტული მაგიდა) და ისინი ამას ვერ ასაბუთებენ.

მეცნიერებები არის 3 სახის:

1) პრაქტიკული - დამოკიდებულია მის შემოქმედზე, რაღაც მიზეზით იქმნება.


2) თეორიული - არაა დამოკიდებული შემოქმედზე, მეცნიერზე.
3) შემოქმედებითი - დამოკიდებულია მის შემოქმედზე.

ბუნებისმეტყველება, ფიზიკა არაა პრაქტიკული და შემოქმედებითი, ობიექტების ყოფნა არ


ყოფნა მოძრაობა უძრაობა რომელსაც ფიზიკოსი იკვლევს არაა დამოკიდებული მასზე
(მეცნიერზე), ანუ თეორიულია. ისეთ რაღაცებს სწავლობს, რაც მეცნიერისაგან დამოუკიდებელია.
ბუნებისმეტყველება იკვლევს დამოუკიდებელ, მაგრამ არა უძრავ საგნებს. ზოგიერთი
მატემატიკური მეცნიერების ობიექტი უძრავია, მაგრამ დამოკიდებული და მატერიასთან
დაკავშირებული.

ფიზიკა სწავლობს ზოგადობებს, რომლებიც იმისგან დამოუკიდებლად არ არსებობენ, რასაც ის


ახასიათებს. თუ ჯანმრთელი ადამიანი არ იქნება ჯანმრთელობა ისე თავისთავად არ იარსებებს.
მოძრაობა არსებობს ფიზიკოსისგან დამოუკიდებლად, მაგრამ იმ მოძრავი ობიექტის, საგნის
გარეშე ვერ იარსებებს.

კურნოსა ცხვირი არის (ფორმამიღებული) მატერია, არსება. ცხვირის კურნოსა ფორმა არის ცნება.
თუ ყველაფერი არის მატერია, მაშინ ყველაფერი იქნებოდა ცვალებადი.
მაგრამ რატომ მიგვაჩნია რომ სული ფიზიკის შესწავლის ობიექტია?
სული მოძრავთანაა დაკავშირებული. სულიც არ არსებობს მატერიის გარეშე და მასთანაა
ყოველთვის დაკავშირებული. სულის არსებას კი არ იკვლევს, იკვლევს ეს სული როგორ იქცევა.

ცხადი არ არის, რომ არსებობს რაღაც უძრავი და დამოუკიდებელი მეცნიერისგანაც და


მატერიისგანაც. მაგრამ ცხადია, რომ მათემატიკაში ზოგიერთ ობიექტზე უშვებენ მის უძრაობასაც
და დამოუკიდებლობასაც (წერტილის მაგალითი).

პირველი მეცნიერება იკვლევს აი იმას რაც წინ უსწრებს მოძრავ ობიექტებს, ანუ უძრაობა.
პირველი მეცნიერება ეხება დამოუკიდებელ და უძრავ საგნებს.

არსებობს 3 თეორიული მეცნიერება: მათემატიკა, ბუნებისმეტყველება და თეოლოგია.

მიზეზები ყოველთვის მარადიულია. პირველი მიზეზები უფრო ღვთაებრივებია. და ამ მიზეზებს


სწავლობს თეოლოგია.

უნდა გადავწყვიტოთ პირველი ფილოსოფია ზოგადი მეცნიერებაა თუ არა. ანუ ზოგადია როგორც
მათემატიკა, თუ რომელიმე ასპექტით სწავლობს მას ანუ მსგავსია გეომეტრიისა ასტრონომიის
(მათემატიკის ქვედარგის). ზოგადი უნდა სწავლობდეს ყველა მოვლენას.

თუ არსებობს რაღაც უძრავი, პირველადი მეცნიერების კვლევის ობიექტი, მისი საქმე იქნება
არსებულის, როგორც ასეთის გარკვევა.

რაცაა უძრავი ეგაა რაღაც აზრით მიზეზი მოძრაობის.

უძრავი ზოგადი გამოვიდა, რადგან მისგან მომდინარეობს ბევრი რაღაც, თავისთავადია. ანუ ეგ
უფრო მეტს მოიცავს.

მე-2 თავი

არსებულს მრავალი მნიშვნელობა აქვს (შესაძლებლობის და სინამდვილის ასპექტით).


ყველასთვის სხვადასხვანაირად აღქმადია.

1) შემთხვევითი (წიგნი მედო მაგიდაზე)


2) ჭეშმარიტი (არსის თქმა)
3) არარსებული (მაგიდა არაა)

არსებულზე პირველ რიგში უნდა ვილაპარაკოთ , როგორც შემთხვევითზე. (არაფერი არ იკვლევს


მას რადგან შემთხვევით შეიქმნა, არ ახასიათებს კანონზომიერება) . მშენებელს არ
გაუთვალისწინებია ეს სახლი ვიღაცისთვის კარგი იქნებოდა თუ ცუდი.
შემთხვევითობის ვარიანტია ის იტყვი იმას რო ეს სამკუთხედია, თუ ის რისი შინაგან კუთხეთა
ჯამიც ორ სწორ კუთხედს უდრის, რადგანაც ეგეც იგივე სამკუთხედია.

არის კორისკოსი. მან მიიღო განათლება, ამით ის უნდა შეცვლილიყო, მაგრამ არ შეიცვალა,
რადგან ის ისევ კორისკოსად დარჩა. ის რაც შეიცვალა არის მისი შემთხვევითი თვისება, რომელიც
უახლოვდება არარსებულს. (სოფისტები კიდევ ამბობდნენ, რომ ეს შემთხვევითი თვისება ცვლის
საგანს: დამჯდარი სხვა ხარ, ამდგარი სხვა ხარ). შემთხვევითობის შესახებ მეცნიერება არ
არსებობს, რადგანაც მას კანონზომიერება არ ახასიათებს.

ზოგი რაღაცა არც არსებობენ და არც მუდმივნი არიან, არამედ უმეტეს შემთხვევაში არსებობენ
და ესენი არიან შემთხვევითის არსებობის საწყისი. შემთხვევითია რაც არც მუდმივად არსებობს
და არც უმეტეს შემთხვევაში.

არსებობს რაღაც საგანი, მოვლენა, რაც აუცილებლადაა, რაც ხშირადაა რაც შემთხვევითაა.

შემთხვევითობები ქმნის ხშირად მოხდენას. ჩვენ კი ვიცით, რომ ზოგი რაღაც ხდება ხშირად,
მაგრამ არა აუცილებლად. აუცილებელია შემთხვევითობა რომ არსებობდეს, რადგან თუ
შემთხვევითობა არ არსებობს, მაშინ ყველაფერი აუცილებელია და აუცილებლად თეთრი
ადამიანი გამოვიდოდაა განათლებული.

მართლა მაგიტომაა აუცილებელი შემთხვევითობა, რომ რაღაც ხდება არააუცილებობით?


„აუცილებელია“ და „ხშირად ხდებას“ გარდა არსებობს რამე? ანუ არსებობს შემთხვევითობა?
აუცილებლობაზე და ხშირად მოხდენაზე ააგებ კანონზომიერებას და მეცნიერებას და
შემთხვევითობის მოხდენაზე ვერ ააგებ.

შემთხვევითობის მიზეზი არის მატერია. მოძრაობის და ცვალებადობის მიზეზი არის


შემთხვევითობა. აუცილებლობით ყველაფერი ყოველთვის ერთნაირად ხდება (ანუ ცვალებადობა
და მოძრაობა არ ახასიათებს მაგას) და მისგან გადახვევა იქნება მხოლოდ შემთხვევითობის
მიზეზით. ანუ ცვალებადობა შეუძლია მატერიას და მხოლოდ და მხოლოდ მატერიას, ისე ვერ
შეიცვლებოდა.

ყველა ცოდნა არის ცოდნა იმისა რაც სულ ხდება ან ხშირად ხდება, ამიტომ შემთხვევითობის
შესახებ არ არსებობს ცოდნა და არ არის მეცნიერება.

მე-7 წიგნი

1-ლი თავი
არსებული გამოითქმის მრავალნაირად. ეს არსებული შეგიძლია აღწერო კითხვებით რა,
როგორია, რამდენია....

თუ გსურს გაარკვიო საგნის არსი უნდა უპასუხო კითხვა რას. რა-ზე რაც პასუხობს ეგაა
პირველადი. როგორი და რამდენი უბრალოდ არსებულს აღწერს.

„მაგიდა“ მეორე უსიაა და „ეს მაგიდა“ პირველადი უსია.

გავარკვიოთ რა ტიპის არსებობა აქვს სიარულს, ჯდომას, ჯანმრთელობას? ამათგან არცერთი არ


არსებობს თავისთავად და დამოუკიდებლად იმისგან ვინც არის ჯანმრთელი ან მდგომარე.
ჯდომა და დგომა რასაც მიეკუთვნება ეგ უფრო არსებულია, ვიდრე თვითონ ჯდომა და დგომა.
სუბსტრატი არის ვინც დგას და ანუ ეგ უფრო მეტად არსებობს. სუბსტრატი არაა დამოკიდებული
მის პრედიკატზე, რადგან შეიძლება არ იყოს მჯდომარე მაგრამ იყოს ის ვინც არის. მაგრამ არ
შეიძლება პირიქით, ანუ არ შეიძლება იყოს მჯდომარე, რომელსაც არ ახასიათებდეს მაგალითად
ადამიანობა და ისე არსებობდეს. უსია არის საგნის არსება, რაზეც ამბობ რო არის კეთილი
ბოროტი... უსია არის პირველადი ყველა სხვა დანარჩენების მიმართ.

არსებობა, ანუ უსია (მაგალითად რა არის ეს მაგიდა არის ამ მაგიდის უსია) პირველია როგორც
ცნების, ისე შემეცნების და დროის თვალსაზრისით. ყოველი ცნება შეიცავს არსების ცნებასაც.
არსების ცნება არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მერეა მისი დამახასიათებელი რაღაცეები ანუ
როგორია და რამდენია.

ზოგი ამბობს, რომ უსია ერთია, და მათთვის ის განსაზღვრულია, ზოგი ამბობს, რომ უსია ერთზე
მეტია და მათთვის ის განუსაზღვრელია.

მე-9 წიგნი

1-ლი თავი

ყველა სხვა კატეგორია უსიის (არსების) კატეგორიაზე დაიყვანება. მასზე შემიძლია ვილაპარაკო
ასევე რაოდენობის, თვისების მიხედვით ანუ კატეგორიების მიხედვით, ასევე შემიძლია
ვილაპარაკო შესაძლებლობისა(პერსპექტივა), განხორციელებისა და სინამდვილის(აქტუალობის)
მიხედვით. შესაძლებლობა რომ განამდვილდეს საჭიროა მოძრაობა. (ეს მოძრაობა არის
განხორციელება). შესაძლებლობა და სინამდვილე არიან მოძრაობის კიდეები. რაც ისწრაფის
სინამდვილისკენ ის არის შესაძლებლობაში.

შესაძლებლობები განსხვავდებიან ერთმანეთისგან და აუცილებლობებიც განსხვავდებიან სხვა


აუცილებლობისგან. მაგალითად მათემატიკური დაშვების შედეგად მიღებული შესაძლებლობა
და განხორციელების შესაძლებლობა.
განცდა ანუ უნარი (რაიმედ გახდომის) არის შესაძლებლობა, მცენარე თავად ინამდვილებს
შესაძლებლობას. ხოლო ფიცარს სჭირდება გარეგანი ძალა როგორც პრაქტიკულ მეცნიერებებში,
ფიცარს აქვს შესაძლებლობა სკამად იქცეს თუმცა გარეგანი ჩარევა სჭირდება. პირველ
შემთხვევაში არის მოქმედი, მეორე შემთხვევა არის განმცდელი(დამთმენი) შესაძლებლობის
განაღდების.

უნარის არქონა სხვადასხვა მნიშვნელობით ითქმის. შეიძლება არ ქონდეს თავისთავად რაიმე


თვისება უნარი, რომელიც არც უნდა ახასიათებდეს, თუმცა შეიძლება უნარის არქონაში
იგულისხმებოდეს ის, რომ მოეთხოვებოდეს თუმცა არ ახასიათებდეს, რაიმე მიზეზის გამო.

მე-2 თავი

ზოგადი რაღაც რაც განსჯასთანაა არაა დაკავშირებული, მარტო ერთ რამეს აკეთებს, მაგალითად
მაცივარი მხოლოდ აცივებს, და არ აცხელებს, ცეცხლი მარტო ათბობს და არ აცივებს. მაგრამ არის
უნარები რომლებიც განსჯასთანაა დაკავშირებული მძღოლმა ხო იცის როგორ უნდა წავიდეს და
როგორ გააჩეროს, ექიმმა იცის, როგორ უნდა განკურნოს და დააავადოს. მეცნიერება
საწინააღმდეგო მოვლენებსაც სწავლობს, რაც ამოძრავებს და აჩერებს, ჯანმრთელობის შესახებაც
და დაავადების. თუ განსჯასთანაა დაკავშირებული იცის რაღაც და მისი საწინააღმდეგოც, ხოლო
თუ არააქვს განსჯის უნარი იცის მხოლოდ ერთი.

შენ თუ კარგად აკეთებ ესეიგი აკეთებ კიდეც, მაგრამ თუ აკეთებ არაა აუცილებელი რომ კარგად
აკეთებდე.

მე-3 თავი

ზოგიეთი მოაზროვნეეები, მაგალითად მეგარიელები ფიქრობენ, რომ უნარი მხოლოდ


მოქმედების დროს არსებობს და არ არსებობს უმოქმედობის დროს. მაგალითად რომ ამბობ რო
შემიძლია სირბილი, თუ არ ახორციელებ ამ მომენტში ანუ ამ წამს არ დარბიხარ, ესეიგი არ გაქვს
უნარი.

არის უნარები რომლებსაც დრო სჭირდება რომ გაიწაფო. მაგრამ მაგალითად სახლის მშენებელი
ყოველთვის ხომ ვერ იქნება სახლის შენების პროცესში. და როცა ის აშენებს ყველა ჯერზე ხომ
ხდება მცოდნე, მაგრამ ეს უცნაურია რადგან გამოდის რო ის ყოველ ჯერზე თავიდან სწავლობს,
ხოლო სწავლას დრო სჭირდება, რის გამოც ცოტა შეუძლებელი ჩანს.
თუ თვალი მაქვს დახუჭული მაგ დროს მეგრიელების თქმით ვარ ბრმა, მაგრამ ხომ არ შეიძლება,
დღის მანძილზე ზოგჯერ ბრმა ვიყო და ზოგჯერ არა. არავის არ ექნებოდა შეგრძნების უნარი, თუ
არ იმოძრავებდა და არ შეიგრძნობდა.

მაგრამ მეგარელი როცა არ ვდგავარ მეუბნება რომ არ მაქვს დგომის უნარი, (მაგრამ მე შემიძლია
ზოგჯერ დგომა), ხოლო თუ მეუბნება რომ არ მაქვს დგომის უნარი, ეს იმას ნიშნავს, რომ მე ვერც
ავდგები. შესაძლებლობა მაშინ არსებობს, როცა პოტენცია არის განამდვილებული, ამბობენ
მეგარელები. ესეიგი სამყარო დაპაუზებული, გაჩერებული იქნება, რადგანაც არასდროს იქნება
წამი, როცა მე შეძლების უნარი მექნება.

ის ვინც არ დგას ვერ ადგება, ისევე როგორც ის ვისაც არ აქვს ადგომის უნარი. თუ ამის თქმა არ
შეიძლება, მაშინ უნარი და მისი განხორციელება სხვადასხვაა. მეგარელები კი აიგივებენ
შესაძლებლობასა და სინამდვილეს და მაშინ შესაძლებლობა საერთოდ აღარ იარსებებს და მარტო
სინამდვილე იარსებებს.

მაშინ გამოდის რომ რაიმე არსებობის უნარის მქონე არ არსებობდეს და არარსებობის უნარის
მქონე არსებობდეს. ანუ შეიძლება, რომ სიარულის უნარის მქონე არ დადიოდეს, და არსიარულის
უნარის მქონე დადიოდეს.

„ენერგია“ რეალობას, სინამდვილეს ნიშნავს, და სიტყვა მოძრაობიდან წარმოიშვა ( ენერგია


ნიშნავს, რომ რაღაც განამდვილდა, ანუ მოხდა რაღაც პროცესი და ეს პროცესი არის მოძრაობა ).

დუნამისი- შესაძლებლობა, უნარი

ენტელეხია- „განხორციელება“ პროცესი, განსრულება

ენერგეია- სინამდვილე, განსრულებული.

უნარი ანუ დუნამისი უპირველესად მოძრაობის უნარს უნდა ნიშნავდეს (რაღაცა უნარი აქვს, ანუ
აქვს უნარი რომ რაღაცად იქცეს, ეს გადაქცევა არის მოძრაობა). პროცესის დროს არ გაქვს უნარი,
ანუ რო დგახარ არ გაქვს ადგომის უნარი რადგან უნარი არის შესაძლებლობა რაღაცის
განხორციელების. ანუ ვინც არ არსებობს, არც მოძრაობის უნარი აქვს. ის შესაძლებლობაშიც არ
არსებობს და თუ შესაძლებლობაში არ არსებობს ესეიგი უნარიც არ აქვს.

არარსებული, რომელსაც არც შესაძლებლობა აქვს, მას არ გააჩნია მოძრაობის უნარიც, ვეღარ
გაჩნდება. არარსებული შეიძლება იყოს აზროვნების და მისწრაფების ობიექტი, მაგრამ არ
შეიძლება მოძრაობდეს, რადგან მაშინ არარეალური რეალურთან გაიგივდებოდა. ზოგი არც
მსჯელობაში არსებობს და მაინც არ არსებობს. ზოგი არ არის განხორციელებული (არც
მსჯელობაში არსებობს და არც მოძრაობს), და ამიტომ რეალურადაც არ არსებობს.
მე-4 თავი

თუ ნებისმიერ რამეზე (ყველა რამეზე) ვთქვით, რომ შესაძლებელია მაგრამ არ იარსებებს, მაშინ
არაფერი იქნება შეუძლებელი.

სიცრუე და შეუძლებელი ერთი და იგივე არაა. ის ფაქტი რომ დგახარ, სიცრუეა, მაგრამ
შეუძლებელი არაა.

თუ (ა) მაშინ (ბ).

თუ შესაძლებელია (ა), მაშინ შესაძლებელია (ბ).

არა აუცილებლად (შესაძლებელია (ა) ), მაშინ არა აუცილებლად არა, ანუ შესაძლებელია
( შესაძლებელია (ბ) )

ანუ მაგალითად თუ ერთი რაღაც იწვევს მეორე შედეგს, შეიძლება ის შედეგი ისედაც დადგეს იმ
გამომწვევი მიზეზის გარეშეც. მაგრამ თუ პირველი არ სრულდება შეიძლება არ სრულდებოდეს
მეორეც. (სწორია 1 – 1, და ასევე სწორია 0 -1 და ასევე სწორია კიდევ 0- 0)

თუ შესაძლებლობა არაა აუცილებელი , მაშინ ეს შესაძლებლობა შეიძლება არც არსებობდეს.

1. შესაძლებელია (ა)
2. თუ შესაძლებელია (ა), მაშინ აუცილებლად (ბ)
3. არა შესაძლებელია (ა), მაშინ არა შესაძლებელია (ბ)
4. აუცილებელია (ბ), მაშინ აუცილებელია (ა)
(ეს ოთხია, რაც დავუშვით, ანუ წინებიდან არ გამოიყვანება)
5. მაგრამ არა შესაძლებელია აუცილებლად (ა), მაშინ არა შესაძლებელია (ბ)
( ეს მეხუთეც დავუშვით, მაგრამ (ა) და (ბ) რო პირიქით იყოს, გამოვიდოდა 2. პირობიდან)
6. შესაძლებელია (ა), მაშინ შესაძლებელია (ბ)
გამოდის 2. -დან და 7 -დან
7. თუ (ა), მაშინ აუცილებლად (ბ)
გამოდის 2.-დან
8. თუ არა შესაძლებელია ( (ა), მაშინ აუცილებელია (ბ)), მაშინ არა შესაძლებელია(ბ)

მაშასადამე, არა (ა) და არა (ბ).

თუ შესაძლებელია (ა), მაშინ აუცილებელია შესაძლებელია (ბ)

აუცილებელია (ა), მაშინ აუცილებელია (ბ)

შესაძლებელია (ა), მაშინ აუილებელია შესაძლებელია (ბ)


თუ (ა), მაშინ აუცილებელია (ბ)

მე-12 წიგნი

1-ლი თავი

არსება არის პირველადი დანარჩენებთან შედარებით, დანარჩენი არის: როგორია რამდენია და ა.შ.
და ეს არსება დამოუკიდებლადაც არსებობს და ყველაფრის საწყისია, დროშიც პირველია და
სამყაროს განვითარება ნაწილებად რომ დავყოთ, რიგითობითაც პირველია. პირველი
გაჩნდებოდა ეს.

ზოგადი წინ უსწრებს კონკრეტულს ამბობს პლატონი, ძველები ამბობდნენ რომ კონკრეტული
ნივთიერება, რაღაც არის საწყისი.

უსია, სუბსტანცია ანუ არსება არის სამგვარი:

1. შეგრძნებადი და მარადიული (ადამიანობა )


2. შეგრძნებადი და მოკვდავი (ცხოველები და მცენარეები)
3. უძრავია და ზოგი ამ უძრავზე ამბობს რომ დამოუკიდებელიცაა.

უძრავს ზოგი თვლის რომ ერთი ბუნებისაა, ზოგი ამბობს რო ორი ბუნების გარკვეულობა აქვს
(იდეისა და რაოდენობის). ზოგი ჰყოფს ორად: იდეებად და მათემატიკურ საგნებად.ზოგი
მხოლოდ მათემატიკურად ასახელებს.

შეგრძნებადი არის ფიზიკის ობიექტი, რადგან მოძრაობასთანაა დაკავშირებული , მეორეეები


სხვა მეცნიერებისა თუ მათ არანაირი საწყისი არ აქვთ.

მე-2 თავი

შეგრძნებადი არის მატერიალური. შეგრძნებად უსიას ახასიათებს ცვალებადობა. წყალი ხან


ცივდება, ხან ცხელდება, ანუ რაღაც ორს შორის ხდება მოვლენა, შეიძლება უკიდურესებს
შორის იყოს ეს მოძრაობა (ძალიან ცივიდან ძალიან ცხელთან მიდიოდეს, შეიძლება მისი შუა
ნაწილიდან, თბილი წყლიდან იყოს). რომ დასრულდება ეს მოქმედება, უეჭველი ერთი მხარე
იქნება, ანუ თუ გაცივდა, ცხელი აღარ იქნება. ამ უკიდურესი წერტილების გარდა არსებობს
მესამე, ეს არის მატერია. ამ მატერიას ორივე კიდესთან მისვლა უნდა შეეძლოს.

ცვალებადობა ოთხგვარია:

1) არსების, რაობის ( ახასიათებს დაბადება და სიკვდილი),


2) თვისების, (ცვალებადობა)
3) რაოდენობისა (მომატება და დაკლება)
4) ადგილის მიხედვით. (მოძრაობა)

ნაკლები რაც ხდება მეტი იყო, რაც მკვდარია, ცოცხალი იყო.

ყველაფერი იცვლება შესაძლებლობიდან სინამდვილემდე.

არარსებულიდან არა მარტო შემთხვევითის წარმოიშობა ხდება არამედ ყველაფერი


არსებულიდან წარმოიშობა, მაგრამ შესაძლებლობაში არსებულიდან წარმოიშობა (და არა
რეალურად არსებულიდან.). ხე რო მედო წინ ეგ რეალობა იყო და მაგიდა იყო ხის
შესაძლებლობაში. მაგრამ ძველები ფიქრობდნენ რომ რაღაც რომ წარმოშობილი არსებული
უნდა ყოფილიო, მაგრამ ის არ იცოდნენ, რომ რაც არსებობდა ეგ შესაძლებლობაში იყო, ანუ არ
იცოდნენ რო აპეირონი შეიცავდა იმას რაც შესაძლებლობაში იყო.

ყველაფერი რაც იცვლება შეიცავს მატერიას, მაგრამ სხვადასხვას. ასევე ისეთ მოვლენებსაც,
რომლებიც არ წარმოიშობიან, მაგრამ მოძრაობენ ადგილმონაცვლეობით, აქვთ მატერია არა
წარმოშობადი, მაგრამ ისეთი რომელიც ადგილს იცვლის, საიდანღაც საითკენ.

მაგრამ რომელი არსებულიდან ხდება წარმოშობა? თუ მხოლოდ ერთი მატერიაა, მათ არ


უთქვამთ ეს როგორ მრავალფეროვნდება.

კითხვების პასუხები:

რაობებზე და მის დამახასიათებლებზე : როგორი რამდენი...

2. შეგრძნებადია მუდმივი

შეგრძნებადი მოკვდავი

არაშეგრძნებადი უძრავი.

3. ორ წერტილს შორის მოძრაობა რო ახასიათებს და შუაში არის მატერია და


შესაძლებლობიდან სინამდვილიკენ მიდის.

4. ცვალებადობა ხდება შესაძლებლობიდან სინამდვილისკენ , ეგ არ ნიშნავს იმას, რომ


ჯერ შესაძლებლობა იყო და შემდეგ სინამდვილე, რადგან შეიძლება წრეზე იყოს.
5. ცვალებადობის საფუძველი არის მატერია.

1(საიდანაც ისწრაფვის)(არა აუცილებლად შესაძლებლობა, რადგანაც შეიძლება წრეზე


მოძრაობდეს)--------------მატერია (რაც) ------------(რისკენაც ისწრაფვის) (არა აუცილებლად
სინამდვილე ) 2

მე-3 თავი

არ წარმოიშობა არც მატერია და არც ფორმა. კიდეები არ წარმოშობილან. ცვალებადობა


ყოველთვის მიმდინარეობს ორ კიდეს შორის.

რისგანაც იწყება ცვალებადობა, პირველი არის მამოძრავებელი. რაც იცვლება მატერიაა, რადაც
იცვლება ფორმაა. ცვლაებადობა დაუსრულებელია. ციკლიდან გამოიყოფა 3 ასპექტი,

1) რის მიერაც იწყება ცვალებადობა

2) რაც იცვლება ანუ მატერია

3) საითკენაც წაიყვანა ისაა ფორმა.

ეს სამი არის უსიის „ცხოვრება“ .

ხდება რაღაც მოძრაობა და ეს მოძრაობა უსასრულოდ არ უნდა გაგრძელდეს ანუ კიდეები უნდა
არსებობდეს, მათ შემოაქვთ გარკვეულობა.

წარმოშობისას მსგავსი წარმოშობს თავის მსგავს, ზოგი წარმოიშვება ბუნებრივად ზოგი


შემთხვევით, ზოგი ძალით. ბუნების საწყისი თავის თავშია, ხელოვანის თავად ხელოვანში. რაიმე
რომ იქცეს იმად რაც არის, თავის თავში უნდა მოიცავდეს ისეთ თვისებებს რაც მის არსში არ არის.
ანუ ადამიანი რომ იყოს ის რაც ადამიანი ამისთვის უნდა გამორიცხავდეს თავის თავსი
არაადამიანისთვის დამახასიათებელ ნიშნებს.

არსება არის სამი: პირველი არის მატერია რომლისგანაც იქმნება, მესამე არის ფორმისა და
მატერიის ერთიანობა. მეორე არის „კოდი“ რომლითაც ეს მატერია კონკრეტულ საგნად იქცევა.
(არა მამოძრავებელი ძალა)

თუ არ არსებობს ის რაც მოძრავს აამოძრავებდა მოძრავიც არ იარსებებდა. ის რაც აამოძრავებდა


არსებობდა მოძრავამდე, თუმცა შეიძლება თან იყოს მოძრავთან ერთად. ფორმაც შეიძლება ასე
იყოს.
გაფორმებული საგანი მას შემდეგ რაც ფომრმას დაკარგავს, ფორმა რჩება თუ არა ?!

სული ინარჩუნებს, ეს ხდება მხოლოდ ადამიანის შემთხვევაში, ოღონდ ამ დროს გადარჩება


სულის განსჯითი ნაწილი. რადგან მხოლოდ ადამიანს აქვს სულის 3 ასპექტი, გადაადგილება,
ზრდა, განსჯა, ამიტომ სიკვდილის შემდეგ რჩება მხოლოდ განსჯადი ასპექტი. ადამიანს
ადამიანობა კი არა თავად ადამიანი ბადებს. ანუ პლატონის იდეები არ არის საჭირო.

მე-5 თავი

არსება არის დამოუკიდებელი და სხვა კატეგორიები მასზეა დამოკიდებული.

არსებულზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ შესაძლებლობა სინამდვილის გაგებით (ამავდროულად


ლაპრაკობდა ფორმისა და მატერიის ერთიანობაზე ) და გაფორმებული მატერია შეგვიძლია
აღვწეროთ შესაძლებლობა სინამდვილისად დაა კატეგორიიების (არსება თვისება რაოდენობა)
მიხედვით.

შესაძლებლობა სინამდვილის ასპექტით რო შევხედოთ ფორმა, მატერიას და მათ ერთობლიობას,


რომელია პოტენციური და რომელი აქტუალური? მატერია არის შესაძლებლობა (პოტენციური) .
ფორმა არის შესხმული (განხორციელებული, აქტუალური ) და ფორმა შესხმული მატერიაც არის
აქტუალური. შესაძლებლობაში მყოფი მატერია შეიძლება იქცეს ორნაირად: ბურთი იყოს
დაბერილი ბურთი და არ იყოს დაბერილი. ანუ რაღაცის ქონად და არ ქონად, თეთრად და
არათეთრად.

შესაძლებლობაში არსებული და სინამდვილეში არსებული ანუ განხორციელბული,


განსხვავდებიან ერთმანეთისგან მატერიით (რის გაკეთებასც აპირებდი ჯერ არ გაგიკეთებია და
გაუკეთებელის მატერია არის სხვა გასაკეთებელის მატერიისგან). ასევე შეიძლება
განსხვავდებოდნენ ფორმით (ფორმით არ განსხვავდება დასახატი ამრთკუთხედი და ნამდვილი
მართკუთხედი) ან არ განსხვავდებოდნენ.

ადამიანის მიზეზი (ის რისგანაც ადამიანია შექმნილი (სხეულისგან, სხეული დაიყვანება


ცეცხლზე და მიწაზე მაგრამ არა ნებისმიერი ცეცხლი და მიწაა, არამედ კონკრეტული ცეცხლი და
მიწა) ) ამის გარდა სხვა მიზეზებიც აქვს ადამიანს, მაგალითად მამა. ისინი იყო არაგარეგანი
მიზეზი და მამა არის გარეგანი მიზეზი. გარეგან მიზეზში არის ციკლი დაბადება გარდაცვალების
ანუ არსებობის.

შესაძლებელია დიდისგან წარმოიშვას პატარა, მერე ეს გაიზარდოს, ისევ წარმოშვას პატარა. ეს


წრეში ტრიალი არის მუდმივი, მამოძრავებელი. ამოძრავებს როგორც მიზანი. მატერია შეიძლება
იყოს ერთგვაროვანი, ქოთნები შეიძლება გაკეთებული იყოს თიხისგან, მაგრამ მე ჩემი
კონკრეტული თიხა მაქვს. იმისგამო რომ რაღაც თვისება ჩემს მატერიას ჭირს და იგივე თვისება
შენს მატერიას ჭირს, ეს თვისებები მაინც განსხვავდება ერთმანეთისგან.

1. უსიების პირველადობის მიზეზი? თუ არ არსებობს ვიღაცა ვინც არის ჯანმრთელი არ


არსებობს ჯანმრთელობა
2. შესაძლებლობა და სინამდვილე მიზეზები. შესაძლებლობა რომ არ ყოფილიყო რაღაც არ
იქნებოდა. სინამდვილე წინ უსწრებს შესაძლებლობას, რადგან ეს შესაძლებლობა უნდა
იქცეს სინამდვილედ. მიზეზი არის შესაძლებლობა და სინამდვილეე და სინამდვილე არის
მიზანიც.
3. რა არის ენერგეია? რა არსებობს როგორც სინამდვილე?
მატერია არსებობს შესაძლებლობაში, ფორმა და გაფორმებული მატერია არსებობს
სინამდვილეში.

You might also like