You are on page 1of 5

სალექციო კურსი „შესავალი თანამდეროვე აზროვნებაში 2“

ფრიდრიხ ნიცშე

ავტორი: ანრი თვალაბეიშვილი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტი

ლექტორი: თამარ ცხადაძე, გიორგი გლურჯიძე

ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტი

2021 წელი
თემა: „ასე იტყოდა ზარათუსტრა“

ჩვენი კურსის ერთ-ერთი გამორჩეული ავტორია ფრიდრიხ ნიცშე. მისი ნააზრევი ფრიად
საინტერესო და ერთი შეხედვით რთულად აღსაქმელია. მისი წერის სტილი საკმაოდ
დამაბნეველი და რთულია. ის თავის ნაშრომში „ასე იტყოდა ზარატუსტრა“ მსჯელობს
ისეთ თემებზე როგორიცაა: ადამიანის ღირებულებები და ზოგადად ადამიანთა ქცევა.

ნიცშეს პროლოგში ზარათუსტრა შემოყავს, როგორც განდეგილი პიროვნება, ხალხისგან


მოშორებული და თავისუფლად მოაზროვნე. ზარათუსტრას უკვე დიდი ხანია არ
უგრძვნია სოციუმის გავლენა, მისთვის უკვე დიდი ხანია არავის უთქვამ რა იყო სწორი
და რა არა. სწორედ ამ სიმშვიდესა და სიწყნარეში ჰპოვა მან ჭეშმარიტება. და ცდილობს,
რომ ეს ჭეშმარიტება ჩვენც გაგვიზიაროს. ამიტომ ის გვეუბნება, რომ დავფიქრდეთ ჩვენს
ღირებულებებზე. მოგვიწოდებს რომ გადავაფასოთ ისინი, მაგრამ რაც ყველაზე
მთავარაია ის არ გვიჩვენებს სწორ პაუხებს. ნიცშეს აზრით ადამიანი არ უნდა აკეთებდეს
რაიმეს მხოლოდ იმიტომ, რომ მას ესმის „შენ უნდა“. ეს უკანასკნელი შეგვიძლია
ჩავთვალოთ იმის მიზეზად თუ რატომ არ გვაჩვენებს ნიცშე პირდაპირ გამოსავალს, მას
არ უნდა რომ იყოს პიროვნება ვინც ამბობს „შენ უნდა“.

ნიცშე ამბობს რომ ადამიანი არ უნდა მოერიდოს რაიმე დაბრკოლებას ცხოვრების გზაზე,
თუ ის ხელს უშლის ადამიანის მთავარ მიზანს (ეს მიზანი კი თითოეული
ინდივიდისთვის განსხვავებული შეიძლება იყოს). ნიცშეს ფილოსოფიის გაზრებით
შეგვიძლია მარტივი მაგალითი მოვიყვანო: ერთ ადამიანს შეუძლია მოკლას მეორე
ადამიანი თუ, ის მეორე ხელს უშლის პირველს რაიმე მიზნის მისაღწევად. მაგრამ ნიცშე
აქაც ტოვებს ერთ შეზღუდვას და ლამაზად რომ ვთქვათ ის გულისხმობს შემდეგს:
„მიზანი უნდა ამართლებდეს საშუალებას“1. ზარათუსტრაშიც ვხვდებით იგივე
მაგალითს როცა დილით ზარათუსტრა შთაგონდება და მიატოვებს ცხედარს ხის
ფუღუროში, რადგან იგი მიილტვის უფრო დიდისკენ უფრო ღვთაებურისკენ.

1
ნიკოლო მაკიაველი „the prince”
2
ხოლო იმ ადამიანებს ვინც ვერ ახერხევს ღირებულებათა გადაფასებას და ვერ ახერხებენ
მათი ცხოვრების მიზნის დასახვას, ნიცშე „ბოლო ადამიანებს“ უწოდებს. მისთვის ისინი
არიან ადამიანები რომლებიც მხოლოდ სიამოვნებისთვის ცხოვრობენ, მათ ვერ
მოახერხეს სხვადასხვა ღირებულებების გადაფასება, ისინი დაიტყვევა გრძობებმა და
მათ არ ძალუდთ სურათის უფრო ფართო მაშტაბით დანახვა. ნიცშე ამობობს რომ ყველა
ადამიანის, რომელსაც უნდა ადამიანის გადალახვა, უნდა ისახავდეს რაიმე მიზანს,
უნდა ცხოვრობდეს რაიმეს მისაღწევად, უნდა აკეთებდეს მეტს ვიდრე ამბობს, მაგრამ
ნიცშე ხაზგასმით გვეუბნება, რომ სჯობს ერთი მიზანი გქონდეს, ვიდრე მრავალი,
რადგან ამ ერთის მისაღწევად უფრო გავისარჯებით.

ბოლოს კი ამ ყველაფრის შესაჯამებლად ის გვიყვება იგავს აქლემზე,ლომსა და ბავშვზე.


ამ იგავში ის ყველაფერს უყრის თავს რაც ეხება ღირებულებათა გადაფასებასა და
თუნდაც ბოლო ადამიანს.

იგავის მიხედვით ყველაფერი იწყება მორჩილი აქლებისგან (შეგვიძლია შევადაროთ


ბოლო ადამიანს რომელიც მორჩილებს ღირებულებებს) რომელიც მიჩვეულია ტვირთის
უხმოდ ტარებას და ემორჩილება სხვას ვინც ეტყვის „შენ უნდა“, მაგრამ ერთ დღეს მასში
იღვიძებს ლომი და ამბობს „მე მინდა“ უკვე აქ ხდება ღირებულებათა გადაფასება და
მორჩილებიდან გადავდივართ სიქველესა და დამოუკიდებლობაში. რათქმაუნდა კარგია
როცა თავს ვაღწევთ სხვის მმართველობას, მაგრამ ამ დროს ლომი შეიძლება აღივსოს
ზიზღითა და მისაკუთრების სურვილით, მას შეიძლება გაუჩნდეს ლტოლვა მისი
ყოფილი მბრძანებლის ადგილის დასაკავებლათ თუ სხვა. ამ დროს საჭიროა მოხდეს
აზროვნების მეორე და გადამწყვეტი დრანსფრომაცია ლომიდან ბავშვში. როგროც ნიცშე
ამბობს ბავშვს აქვს ის რაც ლომს არასდროს ექნება, ესაა მიტევების უნდარი ბავშვისთვის
უცხოა გაბრაზება, თავის მხრივ ის არ ექცევა აქლემივით სხვისი გავლენის ქვეშ, და
რამდენიც არ უნდა ვუთხრათ „შენ უნდა“ ის მაინც იტყვის „მე მინდა“. ბავშვი ნიცშეს
როგორც მეტაფორა ისე აქვს გამოყენებული, რათა დაგვანახოს მიმტევებლობის
მაგალითი, მაგრამ მე მწამს რომ ბავშვი არის ის არსება, რომელიც ყოვლად

3
მოცილებულია დღევანდელ ადამიანობას, მისთვის უცნობია: ზიზღი, ანგარება,
შებრალება, რელიაგია, პოლიტიკა და აშ....

ბავშვი არის ის საწყისი რომელშიც ჩვენ უნდა დავბრუნდეთ, ბავშვი არ აკეთებს რაიმეს
რადგან მას ეს მიაჩნია სწორად, ის აკეთებს იმიტომ რომ მას უნდა. ის ეხმარება ხალხს
იმიტომ რომ მას უნდა და არა იმიტომ რომ სხვნის თვალში ამაღლდეს („მიყვარს, ვისი
სულიც ხელგაშლილია, ვინც მადლიერებას არ ეძებს და არაფერს აბრუნებს“2).
გაუცნობიერებლად მაგრამ ბავშვებს აქვთ გადაფასებული ღირებულებეი , უბრალოდ
შემდგომ ჩვენ ვკლავთ მათში მას, რასაც ჩვენ უნდა ვჰპოვებდეთ, და თავს ვახვევთ ჩევს
აზრებსა და შეხედულებებს.

საბოლოოდ კი როგორც ამას ნიცშე გვასწავლის უნდა მოვახერხოთ ღირებულებების


გადაფასება, რათა დავძლიოთ ადამიანი და „ბოლო ადამიანებიდან“ გავხდეთ
„ზეკაცები“.

2
ფრიდრიხ ნიცშე „ასე იტყოდა ზარათუსტრა“
4
ბიბლიოგრაფია

1. ფრიდრიხ ნიცშე . 2018. „ასე იტყოდა ზარათუსტრა.“ შესავალი თანამედროვე


აზროვნებაში 2. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი.

You might also like