You are on page 1of 23

სოციალური ფსიქოლოგია2

თემა XI..სიყვარულის ფსიქოლოგია-

გვ. 132.-152

1. სიყვარულის არსი

სიყვარული ემოციურად დადებითი დამოკიდებულების მაღალი დონეა,


რომლის საფუძველზე მისი ობიექტი გამოიყოფა სხვებისაგან და თავსდება
(ობიექტი) ცხოვრებისეული მოთხოვნილებებისა და ინტერესების ცენტრში (სამ-
შობლოს, დედის, ბავშვების, მუსიკის სიყვარული). სუბიექტის ინტენსიური,
დაძაბული და შედარებით მყარი გრძნობა, ფიზიოლოგიურად სექსუალური
მოთხოვნილებებით განპირობებული, როდესაც მიდრეკილება საკუთარი
მნიშვნელოვანი თვისებებით მაქსიმალურად წარმოდგენილი იყო სხვის
ცხოვრებაში იმდაგვარად, რათა მასში გაიღვიძოს იმავე ინტენსიურობის და
დაძაბულობის საპასუხო გრძნობა არის სიყვარული.

2.ფრომი სიყვარულის შესახებ.–სიყვარული ეს არის ზოგადად, ხასიათის


ორიენტაცია, რომელიც განსაზღვრავს საერთოდ სამყაროსადმი და არა მხოლოდ
სიყვარულის ობიექტის მიმართ დამოკიდებულებას.

3. მკვლევართა უმრავლესობა სწავლობდა იმას რისი შესწავლა ყველაზე


უფრო ადვილია–უცნობი ადამიანების რეაქცია ერთმანეთზე მოკლევადიანი
ნაცნობობის პერიოდში. ფაქტორები, რომლებიც განაპირობებენ ჩვენს
პირვანდელ კეთილგანწყობილებას სხვის მიმართ: მისაწვდომობა, მიზიდულობა,
მსგავსება.
4. ჩვენს მიმართ კეთილი დამოკიდებულება. აგრეთვე ხელს უწყობს
ხანგრძლივ მჭიდრო ურთიერთობებს. შთაბეჭდილებები, რომლებიც
უყალიბდებათ წყვილებს პირველი შეხვედრის დროს არის ძირითადი და
ზუსტად მათზე არის დამოკიდებული მათი მომავალი, უფრო ხანგრძლივი
ურთიერთობები (Berg, 1984; Berg & MiQoinn, 1986). ამის მიუხედავად

5. ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობები–არ არის მხოლოდ


პირველადი გრძნობის ინტენსიფიკაცია. ამიტომ სოციალური ფსიქოლოგია
სწავლობს არა მხოლოდ მსუბუქ მიდრეკილებას, რომელიც პირველი შეხვედრის
დროს განიცდება, არამედ ხანგრძლივ, მჭიდრო ურთიერთობებს.

6. სიყვარული–ვნება

უპირველეს ყოვლისა საჭიროა რომანტიკული სიყვარულის განსაზღვრა.


სოციალურ მეცნიერებათა წარმომადგენლებმა გამოავლინეს მრავალი განსხვავე-
ბული მიზეზი.

1. ფსიქოლოგი რობერტ სტერნბერგი (Robert Sternberg, 1981) განიხილავს


სიყვარულს, როგორც სამკუთხედს, რომლის მხარეები (სხვადასხვა
სიგრძის) აღნიშნავენ– ვნებას, ინტიმურობას და ერთგულებას. ამ
სამკუთხედისDზედა კუთხე აღნიშნავს - სიახლოვეს (სიმპათია);
მარცხენა მხარე აღნიშნავს - რომანტიკულ სიყვარულს (სიახლოვე,
ვნება), მარცხენა ქვემო კუთხე აღნიშნავს - ვნებას (ვნებიანი
შეყვარებულობა); მარჯვენა მხარე აღნიშნავს - სიყვარულს-მეგობრობას
(სიახლოვე+ვალდებულება); მარჯვენა კუთხე აღნიშნავს –
არაბუნებრივ (ხელოვნურ) ვალდებულებებს (უშინაარსო, ფუჭი
სიყვარული); სამკუთხედის ქვემო ნაწილში განლაგებულია – უაზრო
სიყვარული (ვნება + ვალდებულება); სამკუთხედის ცენტრში
განლაგებულია – სრულყოფილი სიყვარული ( სიახლოვე + ვნება +
ვალდებულება).
2. სოციოლოგი ჯონ ალან ლი (John Allan Lee 1988) და ფსიქოლოგი კლაიდ
ჰენდრიკი და სიუზან ჰენდრიკი (Clede Hendrick & Susan Hendrik, 1993)
ანტიკურ ფილოსოფიაზე დაყრდნობით იდენტიფიკაცირება გაუკეთეს
სამ ძირითად სასიყვარულო სტილს (eros - ვნება, Ludus (თამაში),
storge (მეგობრობა), რომელთა კომბინაციების მიხედვით
წარმოიშვებიან მეორადული სასიყვარულო სტილები.

3. 10..ზიკ რუბინი (Zick Rubin, 1970, 1973) გამოყოფს რამდენიმე სხვა


ფაქტორს, მან შეადგინა შემდეგი ანკეტა:

1. მიჯაჭვულობა (მე, მარტო რომ ვიყო, ჩემი პირველი ფიქრი


იქნებოდა ... პოვნა,
2. მზრუნველობა ( თუ... ცუდად არის, ჩემი პირველი მოვალეობაა მისი
გამხიარულება).
3. ინტიმურობა (მე ვგრძნობ, რომ მე შემიძლია ვენდო ...
აბსოლუტურად ყველაფერში).
11.ზოგიერთი ელემენტი ყველა შეყვარებული წყვილისათვის არის
დამახასიათებელი: ურთიერთგაგება, ურთიერთმხარდაჭერა, ერთმანეთთან
ურთიერთობით გამოწვეული სიამოვნება.

12.ზოგიერთი ელემენტი განსხვავებული თვისებებია. თუ ჩვენ განვიცდით


ვნებიან სიყვარულს, მაშინ მას ფიზიკურად გამოვხატავთ. ჩვენ ვთვლით ჩვენს
ურთიერთობებს განსაკუთრებულად, ჩვენ უბრალოდ მოხიბლული ვართ ჩვენი
პარტნიორით, ეს შეიძლება ჩვენს თვალებში დავინახოთ.
13.ზიკ რუბინმა ეს შემდეგნაირად დაასაბუთა. მან საკუთარი
„სიყვარულის სკალა“ შესთავაზა ასობით ახალგაზრდა წყვილს მიჩიგანის
უნივერსიტეტში. ამავე დროს ის აკვირდებოდა ახალგაზრდა წყვილებს. მან
გამოყო „ოდნავ შეყვარებულები“, „ძლიერ შეყვარებულებისაგან“. „ძლიერ
შეყვარებული“ წყვილები თითქმის არ აქცევდნენ სხვებს ყურადღებას და
ძირითადად არ აშორებდნენ ერთმანეთს თვალებს. სიყვარული ვნება–ემოციური,
ამაღლებული, ინტენსიური,

14.ლაინ ჰატფელდი (Hatfield, 1981)სიყვარულს განსაზღვრავს, როგორც


„შეყვარებულთან დაახლოების გადაულახავ მდგომარეობას“. თუ გრძნობა
ორივე მხარეს ახასიათებს, მაშინ ჩვენ შევსებულნი ვართ სიყვარულით და
განვიცდით სიხარულს, თუ არა და ის გვაცარიელებს ჩვენ და იწვევს დარდს.

15.სიყვარული–ვნების თეორია

ჰატფილდი სიყვარული–ვნების ახსნის დროს აღნიშნავს, რომ ყოველ


კონკრეტულ შემთხვევაში აგზნებას შეუძლია მიიღოს განსხვავებული,
ემოციური გაფორმები, იმის მიხედვით, თუ რას ვთვლით ჩვენ ამ აგზნების
წყაროდ. ემოციები არსებობენ ჩვენი სხეულებრივი და გონებრივი საქმიანობის
პირისპირ. ამიტომ მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ აგზნება თავისთავად,
არამედ აგრეთვე ის, თუ როგორ ინტერპრეტაციას ვაძლევთ მას ჩვენ და როგორი
იარლიყით უზრუნველვყოფთ.

16.სიყვარულის სხეულებრივი გამოვლინებები:

ძლიერი გულისცემა, ხელების კანკალი–შეიძლება გვქონდეს შიშის,


შფოთიანობის, სიხარულის დროს. ამრიგად აგზნება შეიძლება განიცადოთ
როგორც სიხარული, თუ თქვენ ეიფორულ მდგომარეობაში იმყოფებით, როგორც
რისხვა, თუ თქვენ მტრულ გარემოცვაში ხართ და როგორც ვნებიანი სიყვარული,
თუ ეს რომანტიკულ გარემოში ხდება. ამ თვალსაზრისით ვნებიანი სიყვარული–
ეს არის ფიზიოლოგიურად განცდილი ბიოლოგიური აგზნება, რაც იმ
ადამიანით არის გამოწვეული, რომელსაც ჩვენ მიმზიდველად ვთვლით.
17რამდენიმე ექსპერიმენტში კითხვითა და ეროტიკული მასალების
დათვალიერებით სექსუალურად აგზნებული უნივერსიტეტის მამრობითი სქესის
სტუდენტები გაძლიერებულ ინტერესს ავლენდნენ თავისი პარტნიორი
ქალებისადმი (მაგალითად, აძლევდნენ უფრო მაღალ ბალს მეგობარ პარტნიორ
ქალს, რუბინის „სიყვარულის სკალის“) მიხედვით (Cardicci & others 1978; Dermer
& Ruszczynski, 1978; Slephan & others, 1971).

18.ემოციების ორფაქტორიანი თეორიის (აგზნება იარლიყი–ემოცია)


წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ აგზნებული მამაკაცი, იმის მიუხედავად,
რით არის სინამდვილეში გამოწვეული მისი აგზნება, დაუფიქრებლად, მის
წყაროდ იმ ქალს ასახელებს, რომლის მიმართ ის ლტოლვას განიცდის.

ამ თეორიის მიხედვით, ნებისმიერი წყაროს მიერ გამოწვეული აგზნება


აძლიერებს ვნებიან გრძნობებს, იმ პირობით, რომ ადამიანს არაფერი უშლის
ხელს საკუთარი აგზნების ნაწილი რომანტიკული სტიმულების ზემოქმედებას
მიაწეროს.

19.დონალდ დატონ და არტურ არონის ექსპერიმენტი

.დონალდ დატონ და არტურ არონმამ (Donald Dutton & Arthur Aron, 1974,
1989) დაპატიჟეს ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტები
სასწავლო ექსპერიმენტში, იმის შემდეგ, როდესაც ცდისპირებს გააცნეს
მიმზიდველი პარტნიორი ქალები. ზოგიერთი მონაწილე შეაშინეს, მათ
უთხრეს, რომ ისინი იძულებულნი იქნებიან მიიღონ „საკმაოდ“ მტკივნეული
ელექტროდენით დარტყმა. ექსპერიმენტის დაწყებამდე მკვლევარმა დაურიგა
მოკლე კითხვარი, რათა მიეღო ინფორმაცია მათი ამჟამინდელი გუნება–
განწყობილებისა (გრძნობის), და რეაქციის სიმახვილეს შესახებ, “რადგან
ზუსტად ეს ფაქტორები განსაზღვრავენ ხშირად ექსპერიმენტის წარმატებას“.
კითხვაზე, რამდენად სურთ მათ მიიწვიონ პარტნიორი ქალები პაემანზე და
აკოცონ მათ, აგზნებული (შეშინებული) ცდისპირები იძლეოდნენ ისეთ
პასუხებს, რომლებშიც ვლინდება უფრო მეტი ლტოლვა პარტნიორი ქალების
მიმართ.
20. დაკიდული, არამყარი ვიწრო გრძელი ხიდი და სიყვარული

ანალოგიური შედეგი იყო მიღებული (Dutton & Aron, 1974) იმ


შემთხვევაში, როდესაც დაკიდული, არამყარი ვიწრო გრძელი (137 მეტრი) 70
მეტრ სიმაღლეზე გაჭიმული ხიდი ახლახან გაიარეს ახალგაზრდა მამაკაცებმა
და მიმზიდველი ახალგაზრდა ქალი სთხოვდა ანკეტის შევსებას. მათგან
ნახევარმა დაურეკა მას „ექსპერიმენტის შედეგების გასაგებად“. ისევ
ფიზიოლოგიურმა აგზნებამ გააძლიერა რომანტიკული რეაქცია. სხვა
“აგმზნებლები”, მაგალითად, სწრაფად და დიდ სიმაღლეზე მოძრავი
გასართობი კაბინები, ისევე როგორც ფიზიკური ვარჯიშები იგივე ეფექტს
იძლევიან (Cohen & others, 1989; White & Kight, 1984). ამრიგად ადრენალინი ავსებს
გულს სიყვარულით.

21.სიყვარულის ვარიაციები: თანამედროვე დასავლურ კულტურებში


სიყვარული, როგორც წესი არის ქორწინების პირობა, მაგრამ არის ისეთი
კულტურებიც, სადაც სიყვარული უფრო ხშირად ვითარდება, როგორც
ქორწინების შედეგი.

22.თვითკონტროლი

სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანები განსხვავებულად აწყობენ თავის


ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებს. ზოგიერთები უპირატესობას ანიჭებენ
მრავალფეროვან და მოკლევადიან კავშირებს, სხვები კი უპირატესობას აძლევენ
ხანგრძლივადიან მტკიცე ურთიერთობებს.

23.გამოკვლევებმა (Snyder & Simpson, 1985, 1988) აჩვენა, რომ ამ ორ


ორიენტაციასთან(1. მრავალფეროვანი და მოკლევადიანი კავშირები,
ხანგრძლივადიან მტკიცე ურთიერთობები) პიროვნული სხვაობები არის
დაკავშირებული. ზოგიერთი ადამიანი, განსაკუთრებით ის ვისთვისაც მაღალი
თვითკონტროლი არის დამახასიათებელი,–მოხერხებულად აყალიბებს საკუთარ
ქცევას, რათა ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში სასურველი ეფექტი მოახდინოს.
სხვები კი, განსაკუთრებით დაბალი თვითკონტროლის ადამიანი უფრო მეტად
ხელმძღვანელობს შინაგანი იმპულსებით და მიდრეკილია ამტკიცოს, რომ
ზუსტად ამით არის განსაზღვრული მისი ქმედება სიტუაციისაგან
დამოუკიდებლად.

24. პიროვნების რომელი ტიპი უფრო მეტად განიცდის შეყვარებულად


შესაძლო კანდიდატის ფიზიკური მიმზიდველობის ზემოქმედებას? ვინ უფრო
მეტად არის ორიენტირებული ურთიერთობების გადასაწყვეტად ახალი
პარტნიორის გამოჩენის შემთხვევაში და ამიტომ განსაკუთრებით ხშირად
იცვლის შეყვარებულებს? ვინ არის უფრო მეტად ორიენტირებული უწესრიგო
სექსუალური კავშირებისადმი?

25.სნაიდერი და სიმპსონი მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყოველ ზემოთ


მოყვანილ შემთხვევაში ასეთი ადამიანი იქნება თვითკონტროლის მაღალი
გრძნობის მქონე პიროვნება. დაბალი თვითკონტროლის ადამიანები უფრო
ნაკლებ ყურადღებას აქცევენ გარე გარემოებებს, უფრო ერთგულებია და
ყურადღებას აქცევენ ადამიანის შინაგან თვისებებს. როდესაც ისინი
ათვალიერებენ პოტენციალური ნაცნობების ვიდეოდოსიეს, ისინი უფრო მეტად
ყურადღებას აქცევენ პიროვნულ თვისებებს, ვიდრე გარეგნობას. როდესაც მათ
სთავაზობენ არჩევანს მათ შორის ვინც იზიარებს მათ განწყობებს, და ვინც
დაკავებულია მათთვის მსგავსი საქმიანობით დაბალი თვითკონტროლს
ადამიანები გრძნობენ კეთილგანწყობას იმათ მიმართ ვისაც მსგავსი განწყობები
აქვთ (Janoson & others, 1987).

26. გენდერი

იმ მამაკაცებისა და ქალების შესწავლამ, რომლებიც ჯერ შეყვარებულნი


იყვნენ, ხოლო შემდგომში გული აიცრუეს შეყვარებულ ადამიანზე,– მოგვცა
გასაკვირი შედეგები. მამაკაცები უფრო მეტად არიან სიყვარულისადმი
დაქვემდებარებული (Dion & Dion, 1983; Peplau & Gorden, 1985). ამის გარდა
მამაკაცები, ქალებისაგან განსხვავებით, უფრო ნელა გამოდიან შეყვარებულობის
მდგომარეობიდან და უფრო იშვიათად წყვეტენ ურთიერთობებს, როდესაც საქმე
ქორწინებაზე მიდგება. მაგრამ შეყვარებული ქალები ემოციურად უფრო მეტად
არიან ჩართულნი სასიყვარულო ურთიერთობებში, ვიდრე მათ პარტნიორები და
ზუსტად ისინი ამტკიცებენ, რომ გრძნობენ ეიფორიას, სასიამოვნო
თავბრუდახვევას და უდარდელობას, რომ თითქოს ისინი „ღრუბლებში
მიფრინავენ“. მამაკაცებისაგან განსხვავებით, ისინი უფრო მეტად არიან
მიდრეკილნი ყურადღება გაამახვილონ ინტიმურ, ნდობით გამსჭვალულ
ურთიერთობებზე და საკუთარი პარტნიორის მზრუნველობაზე (Майерс, 2000).

27.სიყვარული – მეგობრობა

ვნებიანი სიყვარული, როგორი მგზნებარეც არ უნდა იყოს, აუცილებლად


ქრება. რაც უფრო ხანგრძლივია ურთიერთობები მით უფრო მეტია ემოციური
აღმავლობა და ვარდნა (Bersheid & others, 1989). ვნებიანი სიყვარული შეიძლება
შენარჩუნებული იქნეს რამდენიმე თვის, წლის განმავლობაში, მაგრამ ის არ
შეიძლება მუდმივი იყოს (Майерс, 2000:565). ქორწინებიდან ორი წლის შემდეგ
მეუღლეები ორჯერ უფრო ნაკლებ საუბრობენ შეყვარებულობაზე (Huston &
Chorost, 1994).

28.ცოლქმრობის ოთხი წლის შემდეგ კი მსოფლიოს ყველა კულტურაში


განქორწინების პროცენტი ძალიან მაღალია (Eisher, 1994). თუ მჭიდრო კავშირი
გრძელდება, ის უფრო მყარი ხდება და ინარჩუნებს მსუბუქ რომანტიკულ ფონს.
ასეთ კავშირს ჰატფილდი სიყვარულ–მეგობრობას უწოდებს. ამრიგად
სიყვარული–მეგობრობა ეს არის სინაზე, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ იმ ადამიანის
მიმართ, ვისი ცხოვრება მჭიდროდ არის გადახლართული ჩვენს ცხოვრებასთან.

29.ვნება განწირულია ჩასაქრობად. მაგრამ ისინი ვინც ორიენტირებულნი


არიან რომანტიკულ, ვნებიან სიყვარულზე ასეთი სიყვარულის სწრაფად
ჩაქრობის შემთხვევაში შორდებიან შეყვარებულებს, საყვარლებს, მეუღლეებს და
ვერ ამჩნევენ, რომ რომანტიკული სიყვარულის ძიებაში ისინი კარგავენ ისეთ
ადამიანებს, რომლებთანაც ურთიერთობების გარეშე მათი ცხოვრება
სიცარიელეს ემსგავსება (Carlson & Hatfield, 1992). ვარაუდობენ (Jibfru Simpson, Bruce
Campbell & Ellen Bersheid, 1986), რომ ბოლო ოცი წლის განმავლობაში
განქორწინებათა სწრაფი ზრდა, ნაწილობრივ მაინც გამოწვეულია ადამიანის
ცხოვრებაში ძლიერი, პოზიტიური ემოციური განცდების მნიშვნელობის
ზრდასთან( მაგალითად, რომანტიკული სიყვარული) რომლებიც დროთა
განმავლობაში ნელდება. ჩრდილო ამერიკელებისაგან განსხვავებით აზიელები
ფოკუსირებას აკეთებენ არა იმდენად პიროვნულ განცდებზე, რამდენად
სოციალური მიჯაჭვულობის პრაქტიკულ ასპექტებზე (Dion & Rion, 1988; Sprecher
& others, 1994) და ამიტომ ნაკლებ ექვემდებარებიან გულგატეხილობას.

30. სავსებით შესაძლებელია, რომ ერთმანეთით მოჯადოებულობის


შესუსტება არის ბუნებრივი ადაპტური პროცესი. ვნებიანი სიყვარულის შედეგი
არიან ბავშვები, რომელთა გადარჩენას უზრუნველყოფს მშობლების მიერ
ერთმანეთით შთანთქმულობის შემცირება (Kenrich & Trost, 1987). აღნიშნავენ, რომ
იმათში, ვინც ოც წელზე მეტ ხანს არიან ქორწინებაში და როდესაც საოჯახო
ბუდე ცარიელდება, არაიშვიათად იღვიძებს რომანტიკული გრძნობები (Hatfield &
Sprecher, 1986). „არც ერთმა მამაკაცმა და არც ერთმა ქალმა არ იცის, თუ რა არის
სიყვარული, სანამ ისინი ერთად არ გაატარებენ საუკუნის მეოთხედს“–ამბობდა
მარკ ტვენი (Майерс, 2000:568).

31.მჭიდრო ურთიერთობების უზრუნველყოფა, მიჯაჭვულობა

ადამიანების სოციალური არსებებია და კოოპერაცია განაპირობებს


ადამიანთა სახეობის გადარჩენას. ჩვენი სოციალური დამოკიდებულება
ბავშვობაში აძლიერებს ჩვენი ადამიანური კავშირების გაძლიერებას. მაგრამ
ადამიანის უპირველესი სოციალური გამოვლენა – სიყვარულია. უკვე
ჩვილობის პერიოდში ბავშვები უპირატესობას ანიჭებენ ნაცნობ სახეებსა და
ხმებს. რვა თვის ასაკში ბავშვი ტირის ახლობლებთან განშორების დროს.
ბავშვებისა და ზრდასრული ადამიანების ურთიერთკავშირი, სოციალური
მიჯაჭვულობა არის გადარჩენის ძლიერი იმპულსი (Майерс, 2000:569).

32. საოჯახო მიჯაჭვულობის გარეშე და უპატრონოდ მიგდებული ბავშვები


ხდებიან ჩაკეტილები, მფრთხალები და ჩუმები. უპატრონო უსახლკარო
ბავშვების შემოწმების შედეგად ჯონ ბოულბი (John Bowlbe, 1980) წერდა, რომ
სხვა ადამიანებისადმი მჭიდრო მიჯაჭვულობა არის ის ღერძი, რომლის
ირგვლივ ტრიალებს ადამიანური ინდივიდის ცხოვრება“.

33. მკვლევარებმა შეადარეს მიჯაჭვულობისა და სიყვარულის


თავისებურება მშობლებსა და ბავშვების, მეგობრების, მეუღლეებისა და
საყვარლებს შორის (Davis, 1986; Manwell, 1985; Slenrnberh & Grajek, 1984) და
მივიდნენ დასკვნამდე, რომ ზოგიერთი თავისებურებები დამახასიათებელია
სიყვარულის ყველა მიჯაჭვულობისათვის: ურთიერთგაგება, თავდადება,
საყვარელ ადამიანთან ყოფნით გამოწვეული სიამოვნება. ემოციური სიყვარული.
ამის გარდა არსებობენ დამატებითი თვისებები: გადაულახავი ფიზიკური
ლტოლვა, პარტნიორთან, როგორც ერთადერთთან და განუმეორებელთან
კავშირის განცდა, საკუთარი შეყვარებულით უპირობო აღფრთოვანება.

34. ვნებითი სიყვარული არა მხოლოდ შეყვარებულებს ახასიათებს.


ფილიპ შავერი თანამშრომლებთან ერთად (Philip Shaver & others, 1988) მივიდა იმ
დასკვნამდე, რომ ერთი წლის ჩვილები განიცდიან ვნებით მიჯაჭვულობას
საკუთარი მშობლების მიმართ. ისევე როგორც ახალგაზრდა შეყვარებულები,
ისინი სიხარულით ღებულობენ სინაზის ფიზიკურ გამოვლინებებს, განიცდიან
დისტრესს, როდესაც მათ მშობლებს აცილებენ, ძლიერ უხარიათ ხელახლა
ნახვის დროს და განიცდიან დიდ სიამოვნებას ყურადღებისა და მხარდაჭერის
ნიშნების გამო. შავერმა და სინდი პეიზანმა (Shaver & Cindy Hazan, 1993, 1994)
გადაწყვიტეს გაერკვიათ, რა ტიპის მიჯაჭვულობას განიცდიან ბავშვები
ზრდასრული ასაკის ადამიანების მიმართ.

35. მიჯაჭვულობის ტიპები

1. ზოგიერთი ბავშვი, როდესაც უჩვეულო სიტუაციაში ხვდება


(მაგალითად, ლაბარატორიული სათამაშო ოთახი), ავლენენ უდარდელ
მიჯაჭვულობას. ისინი თამაშობენ დედის თანდასწრებით, სიხარულით
იკვლევენ უცნობ გარემოს. თუ დედა გადის, ასეთი ბავშვი დათრგუნულ
მდგომარეობას ავლენს, დედა რომ ბრუნდება, ის მირბის მასთან ებღაუჭება,
შემდეგ დაწყნარებული უბრუნდება თამაშს და აგრძელებს გარემოს შესწავლას.
2. სხვა ბავშვები ავლენენ შფოთვას და წინააღმდეგობრივ გრძნობებს, რაც
შფოთვიან მიჯაჭვულობასთან არის დაკავშირებული. უჩვეულო გარემოში ისინი
ავლენენ შიშს, ებღაუჭებიან დედას. თუ დედა გადის, ისინი იწყებენ ტირილს.
როდესაც დედა ბრუნდება შეუძლიათ არ მიაქციონ ამას ყურადღება და მტრობაც
კი გამოავლინონ.

3. ბავშვები ავლენენ მოშორებულობის (განკერძოებულობის მაგვარ)


მიჯაჭვულობას. შინაგანი აგზნებულობის მიუხედავად, ისინი ნაკლებ დისტრესს
ავლენენ, როდესაც მათ დედას აცილებენ და ნაკლებ სიხარულს გამოხატავენ,
როდესაც დედას ისევ ახვედრებენ (Ainsworth, 1973, 1989).

ზოგიერთი მკვლევარი ამ ტიპის მიჯაჭვულობას მშობლების თანაგრძ-


ნობის გამოვლენის ხარისხს უკავშირებს. გულისხმიერი და თანაგრძნობის
გამომვლენი დედები ბავშვებს შთააგონებენ სამყაროს საიმედობას და სიმყარეს,
რაც უდარდელ მიჯაჭვულობაში გამოიხატება აღნიშნავენ მერი ეინზუერთი
(Mary Aingworth, 1979) და ერიკ ერიქსონი (Erik Erikson, 1963).

სხვა მკვლევარები თვლიან, რომ მიჯაჭვულობის ტიპი ასახავს


მემკვიდრეობით მიღებულ ტემპერამენტს. ამის მიუხედავად, ბავშვური
მიჯაჭვულობის ტიპი, როგორც ჩანს, ნამდვილად საფუძველს უყრის შემდგომში
ზრდასრული პიროვნების ურთიერთობებს გარემოსთან.

36.შავერმა ჰეიზანმა და სხვებმა (Feeney & Noller, 1990; Simpson & pthers,
1992) განიხილეს ბავშვური მიჯაჭვულობის ტიპების ზრდასრულების
ვერსიები. ა.უდარდელ ადამიანებს უადვილდებათ სხვებთან კონტაქტში
შესვლა და ისინი არ განიცდიან განსაკუთრებულ ტანჯვას, როდესაც
ძლიერ დამოკიდებულებაში ვარდებიან ან როდესაც მათ ტოვებენ.
როგორც საყვარლები ისინი სიამოვნებას ღებულობენ სექსიდან მყარი
ხანგრძლივი ურთიერთობების კონტექსტში. ბ. შფოთიან–
წინააღმდეგობრივი პიროვნებები გარემოს მიმართ უფრო ნაკლებ ნდობას
ავლენენ და ამიტომ, როგორც წესი, დიდი მესაკუთრეები და ეჭვიანები
არიან. მათ შეუძლიათ არაერთხელ გაწყვიტონ ურთიერთობები ერთ და
იმავე პარტნიორთან.

გ. ჩაკეტილ–განკერძოებული პიროვნებებს ეშინიათ განსაკუთრებული


სიახლოვის ურთიერთობებისა, ამიტომ ნაკლებ დაინტერესებულნი არიან მათ
შექმნაში და ადვილად მიდიან მათ გაწყვეტაზე. ისინი აგრეთვე უფრო
მომართულნი არიან უსიყვარულო „ერთ ღამით სექსზე“.

37. მეუღლური მიჯაჭვულობა და ბედნიერება

მთელ მსოფლიოში ახლო ურთიერთობებში მყოფი მამაკაცებისა და


ქალების 90% ბოლოს მეუღლეები ხდებიან. ათი ათასობით ევროპელისა და
ამერიკელების გამოკითხვა ადასტურებს, რომ ქვრივებთან, მარტოხელა
ადამიანებთან და განსაკუთრებით განქორწინებულებთან და მიტოვებულებთან
შედარებით ქორწინებაში მყოფი ადამიანები ცხოვრებით დაკმაყოფილებულად
გრძნობენ თავს (Ingllehart, 1990; Gove & others, 1990). 1970–იან და 1980–იან
წლებში ქორწინებაში არასდროს არ ყოფილა ადამიანთა მხოლოდ 24% და 39%
ქორწინებაში მყოფ ადამიანებთან შედარებით აღნიშნეს, რომ ბედნიერად
გრძნობენ თავს.

38. ზოგჯერ მიიჩნევენ, რომ ქორწინება მამაკაცურ ბედნიერებასთან უფრო


ასოცირდება ვიდრე ქალურთან. მაგრამ სინამდვილეში განსხვავება ბედნიერად/
უბედურად მგრძნობი უცოლო/ცოლიან მამაკაცთა და უქმრო/ქმრიან ქალთა
შორის მხოლოდ მცირედით არის მეტი. წარუმატებელი ქორწინება ქალებში
უფრო ხშირად იწვევს დეპრესიას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ
დაუქორწინებელი ქალი უფრო ბედნიერია ვიდრე გათხოვილი. აშშ–ში
გამოკითხულთა ორი მესამედი თვლის, რომ მათ „ძალიან ბედნიერი“ ქორწინება
აქვთ. ოთხიდან სამი აღნიშნავს, რომ მეუღლე საუკეთესო მეგობარია.

39. ბედნიერი ადამიანები უფრო მიმზიდველი უნდა იყოს მეუღლის


როლის კანდიდატად. ბედნიერი ადამიანი უფრო გულთბილია, მიმნდობი,
გახსნილი და თანამგრძნობია. ქორწინებაში მყოფი ადამიანები უფრო მეტად
ორიენტირებულნი არიან სიამოვნების მიღებაზე ხანგრძლივ მჭიდრო
ურთიერთობებზე და ნაკლებ ორიენტირებულნი არიან იტანჯონ
მარტოობაში.ქორწინების ბედნიერებასთან კავშირი იმითაც არის
განპირობებული, რომ ის ბუფერის როლს ასრულებს ავადმყოფურ, კრიზისულ
სიტუაციებში. ქორწინების მდგომარეობით მინიჭებული მეუღლისა და მშობლის
როლი უზრუნველყოფს საკუთარი თავისთავის თვითპატივისცემის დამატებით
წყაროს (Crosdy, 1987).

40. დამაჯილდოებელი ურთიერთობები

მიმზიდველობის დამაჯილდოებელი თეორიის თანახმად ჩვენ მოგვწონს


ის ადამიანები, ვისი ქცევა ჩვენთვის სასარგებლოა, ან ისინი ვისთანაც ჩვენ
ვაკავშირებთ ჩვენთვის სასარგებლო მოვლენებს. თუ ურთიერთობები
გულუხვად გვაჯილდოებს ჩვენ და ფარავს ყველა ჩვენს დანახარჯებს ასეთი
ურთიერთობები ჩვენთვის მოსაწონი იქნება და ჩვენ მათი გაგრძელების
სურვილი გვექნება. ეს განსაკუთრებით სამართლიანია, თუ ამ ურთიერთობებს
ჩვენთვის უფრო მეტი სარგებელი მოაქვს ვიდრე ალტერნატიულებს (Burgess &
Huston, 1979; Kelley, 1979; Rusbult, 1980).

41,ჩვენ არა მხოლოდ ის ადამიანები მოგვწონს, ვისთანაც გვერდით


ყოფნა, რატომღაც სასარგებლოა ჩვენთვის; არამედ დამაჯილდოებელი მეორე
ვერსიის თანახმად, ჩვენ მოგვწონს აგრეთვე ისინი, ვინც კარგ გუნება–
განწყობილებასთან (თვითგრძნობასთან) ასოცირდება. სოციალური ქცევა იწვევს
დადებით ემოციებს იმათ მიმართ, ვისაც რაიმე სასიამოვნოსთან,
დამაჯილდოებულთან აქვს კავშირი (Donn Burne & Gerald Clore, 1970) (Albert Lott &
Bernice Lott, 1974). როდესაც დაძაბული ერთკვირიანი სამუშაოს შემდეგ ჩვენ
ვდუნდებით ბუხრის წინ, სიამოვნებას ვღებულობთ კარგი საჭმლით, სასმელითა
და მუსიკით, ჩვენ, ბუნებრივია თბილ გრძნობებს განვიცდით ჩვენს ირგვლივ
მყოფი ადამიანების მიმართ. ბუნებრივია, ჩვენ ნაკლებად დადებითი
დამოკიდებულება გვექნება იმის მიმართ, ვისთანაც ჩვენ ურთიერთობა გვაქვს
ძლიერი თავის ტკივილის დროს.
42. პაველ ლევიცკიმ (Pawel Lewicki, 1985) გამოიკვლია ეს სიმპათიის
პრინციპი ასოციაციის საფუძველზე. ვარშავის უნივერსიტეტის სტუდენტებს
სთხოვეს ეთქვათ A და BBB ქალებისაგან ვინ უფრო მეგობრულად
გამოიყურებოდა. ცდისპირთა აზრი 50% 50–ზე გაიყო. სხვა ჯგუფის
სტუდენტები, რომლებიც მოხიბლულნი იყვნენ ამ ფოტოზე გამოსახული ქალის
მსგავსი მეგობრული და თბილი ექსპერიმენტატორით აირჩიეს ზუსტად ეს
ფოტო 6:1–ზე შეფარდებით. შემდეგ ექსპერიმენტში იგივე წამყვანმა
ექსპერიმენტატორმა გამოავლინა არამეგობრული დამოკიდებულება ცდისპირთა
ნახევარის მიმართ. როდესაც მოგვიანებით მათ უნდა გადაეცათ თავისი ანკეტები
ერთ–ერთი ქალისათვის თითქმის ყველა ერიდებოდა იმას ვინც
ექსპერიმენტატორს წააგავდა.

43. სხვა ექსპერიმენტები ადასტურებენ ამ სიმპათიის/ანტიპათიის


მოვლენას ასოციაციის საფუძველზე. ერთ–ერთი ასეთი ექსპერიმენტი მყუდრო
ოთახში ტარდებოდა და ცდისპირები იძლეოდნენ უფრო მაღალ შეფასებას
ვიდრე დახუთულ მოუწესრიგებელ ოთახში (Griffit, 1970). სხვა ექსპერიმენტის
შემთხვევაში ცდისპირები აფასებდნენ ადამიანებს ფოტოების მიხედვით. ერთ
შემთხვევაში ასეთი ექსპერიმენტი კომფორტულ, ბრწყინვალედ დალაგებულ,
თბილ და კარგად განათებულ დარბაზში ტარდებოდა, მეორე შემთხვევაში კი
ჭუჭყიან, ბნელ ოთახში (Maslow & Mintz, 1956). სასიამოვნო გარემოთი გამოწვეუ-
ლი თბილი გრძნობები გადატანილი იყო იმ ადამიანებზეც ვისაც აფასებდნენ.

44. გაკეთდა დასკვნა (Elaine Hatfield & William Walster, 1978), რომ
რომანტიკული სადილები, თეატრში წასვლა, ოჯახში გატარებული საღამო,
შვებულებაში ერთად ყოფნა ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა
ურთიერთობები რაღაც კარგთან მოდიოდეს ასოციაციაში.

45.თანაბარი მონაწილეობა (შესატყვისობა)

თანაბარი მონაწილეობა ნიშნავს მდგომარეობას, როდესაც ურთიერ-


თობებისაგან ყოველი მონაწილის „შემოსავალი“ პროპორციულია „შენატანთან“
(მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ სამართლიანობა ყოველთვის თანაბარ
„შემოსავალს“ არ ნიშნავს (Майерс, 2000:575), ამიტომ საზოგადოება
გვასწავლის ვიმოქმედოთ ურთიერთსარგებლიანობის პრინციპის შესაბამისად
(Майерс, 2000:575), ამ პრინციპს ედაინ ჰატფილდი, უილიამ უოლსტერი და
ელენ ბერშერდი (Elaine Hattfield, William Walster & Elley Bersherd, 1978) იყენებენ
მიმზიდველობის განხილვისას, რასაც თანაბარი მონაწილეობის პრინციპი
უწოდეს. ამ შემთხვევაში ადამიანისა და მისი პარტნიორის მიერ
ურთიერთობებიდან მიღებული პროპორციული უნდა იყოს ყოველი
თქვენთაგანის შენატანთან.

46. უცნობები და შემთხვევით ნაცნობები უზრუნველყოფენ თანაბარი


ურთიერთობების ბალანს–„მათხოვე შენი კონსპექტი, ხოლო შემდეგ მე ჩემს
მოგცემ“. ხანგრძლივ ურთიერთობებში მყოფნი კი უფრო თავისუფლად
გრძნობენ თავს და ბალანსი ერთმანეთის მიმართ დახმარების ფართო სპექტრით
ხორციელდება, როდესაც აღარ ითვლიან, თუ ვინ ვისი მოვალეა. უფრო მეტიც
(Margaret Chark & Jadson Mills, 1979, 1993; Clark, 1984, 1980) ამტკიცებენ ახლობელი
ადამიანები ერიდებიან სარგებლის დათვლას. ნამდვილი მეგობრები მზად არიან
დაეხმარონ ერთმანეთს იმ შემთხვევებში კი, როდესაც რაიმე კომპენსაციაზე
საუბარიც კი არ არის (Miller & others, 1989). ბედნიერ ქორწინებაში მყოფნი არ
ითვლიან იმას თუ რას ღებულობენ და რას გასცემენ (Buunr & Van Yperen, 1991).

47. მერილენდის უნივერსიტეტში ჩატარებული ექსპერიმენტების


საფუძველზე კლარკი და მილზი მივიდნენ დასკვნამდე, რომ ურთიერთობებში
ანგარიშის არ არსებობა ნამდვილი მეგობრობის მაჩვენებელია. კლარკი და
მილზი მივიდნენ დასკვნამდე, რომ საქორწინო კონტრაქტები, სადაც ყოველი
მხარე მიუთითებს, თუ რას მოელის პარტნიორისაგან უფრო მეტად ძირს
უთხრის ვიდრე აძლიერებს სიყვარულს.

48. ამის მიუხედავად თანაბარი მონაწილეობის პრინციპი გვაძლევს ახსნას,


თუ როგორ შეაქვთ ადამიანებს თანაბარი წვლილი რომანტიკულ სიყვარულში.
ხშირად წყვილები არიან „თანაბარნი“ მიმზიდველობით, საზოგადოებრივი
მდგომარეობით და სხვა პარამეტრებით და თუ ერთი უფრო ნაკლებია
მიმზიდველობის მიხედვით, შესაძლებელია, რომ ისინი არ იქნებიან თანაბარნი
სოციალური სტატუსის მიხედვით. მაგრამ მთლიანობაში ყოველი მხარის
შენატანი დაახლოებით თანაბარია. თანაბარ ურთიერთობებში მყოფნი დიდ
კმაყოფილებას განიცდიან (Fletcher & others, 1987; Hatfield & others, 1985; Van
Yperen & Buunr, 1990). მონაწილეების მიერ უთანაბროდ აღქმული
ურთიერთობები დისკომფორტს ქმნიან: ასეთ ურთიერთობებში მოგებულ
პარტნიორს შეიძლება დანაშაულის გრძნობა განუვითარდეს, ხოლო დანაკარგის
განცდის მქონე ადამიანი შეიძლება ძლიერ გაღიზიანებას განიცდიდეს (იმ
შემთხვევაში, როდესაც ადამიანს ანგარებისადმი აქვს მიდრეკილება და მას
„მოგება“ რჩება, უფრო ნაკლებ აცნობიერებს უთანაბრობის არსებობას
ურთიერთობებში).

49. „არათანაბარი ქორწინების“ შემთხვევაში (Robert Schefer & Katricia Keifh,


1980), რაც ბავშვების აღზრდაში, მეურნეობის წარმართვაში, საფინანსო
შემონატანის და სხვა ნაკლებობაში გამოიხატება არათანაბარი მონაწილეობა
მნიშვნელოვან ზიანს აყენებს: ის ვინც უთანაბრობას შეიგრძნობს აგრეთვე
განიცდის დისტრესსა და დეპრესიას. ბავშვების აღზრდის პერიოდში, როდესაც
ბავშვის აღზრდის სირთულეების დაძლევა ძირითადად ქალს უხდება,
მამაკაცების მიმართ მათ ექმნებათ დაუმსახურებლად დაჯილდოვებულების
დამოკიდებულება.

50. თვითგახსნილობა

თვითგახსნილობა – ეს არის იდუმალი, დაფარული განცდებისა და


აზრების სხვა ადამიანის წინაშე გამოაშკარავება. ურთიერთ თვითგახსნილობა–
მიმნდობი საუბრის დროს ურთიერთგულახდილობის ტენდენციის
წარმომშობია.

51.ღრმა მეგობრული ურთიერთობები გამოირჩევიან მიმნდობი


ინტიმურობით. ჩვენ განვიცდით ამ სასიამოვნო გამოცდილებას ბედნიერი
ქორწინების ან ახლო მეგობრობის დროს, ანუ ისეთი ურთიერთობების
შემთხვევებში, როდესაც სიფრთხილით ყოფნა განიდევნება ნდობით და
როდესაც ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია გავიხსნათ იმის შიშის გარეშე, რომ
ვინმეს სიყვარულს დავკარგავთ (Holmes & Rempel, 1989).ასეთი კავშირი
დამახასიათებელია ურთიერთობებისათვის, რომლებსაც სიდნი ჯურარდმა
ურთიერთგახსნილობა უწოდა (Derllega & others, 1993).

52.როდესაც ჩვენ არა გვაქვს ასეთი ნდობითი სიახლოვის საფუძველი,


ჩვენ განვიცდით მარტოობის ტკივილს (Berl & Replan, 1982; Solano & others, 1982).
ყველაზე მეტად ჩვენ ვიხსნებით დისტრესის მდგომარეობაში, როდესაც
განვიცდით რისხვას ან შფოთიანობას (Stiles & others, 1992). ასეთი ქცევის ყველაზე
მნიშვნელოვანი შედეგი არის ურთიერთ თვითგახსნილობის ეფექტი:
თვითგახსნილობა წარმოშობს თვითგახსნილობას (Berg 1987, Miller, 1990; Ries &
Shaver, 1988). ზოგიერთ ადამიანს სხვებში გულღიობის გამოწვევის
განსაკუთრებული უნარი გააჩნია. ისინი კარგი მსმენელებია, მათი სახის
გამომეტყველება გვეუბნება, რომ ისინი სიამოვნებას განიცდიან მოსმენილისაგან
(Purvies & others, 1994). ისინი გამოთქვამენ წამახალისებელ ფრაზებს. ზუსტად
ასეთ ადამიანებს უწოდა კარლ როჯერსმა (Carl Rogers, 1980) „მაპროვოცირებელი
მსმენელები“, რომლებიც გულწრფელად ლაპარაკობენ საკუთარ გრძნობებზე და
მზად არიან მოისმინონ სხვა ადამიანების გულღია საუბრები და რომლებიც
არიან ემპათიური, სენზითიური და რეფლექსური მსმენელები.

53. ჯურარდი (Jourard, 1964) აღნიშნავს, რომ ნიღბების მოხსნა, საკუთარი


თავის შესახებ გულღიობა ხელს უწყობს სიყვარულის წარმოშობას. ნამდვილი
მეგობრობა –ეს იმ ადამიანებთან პრობლემების დაძლევის ხელისშეწყობის
ურთიერთობებია, ვინც ჩვენი მეგობრები არ არიან (Майерс, 2000:578). სწორია,
რომ ჩვენ ყველაზე უფრო მეტად გვიყვარს ისინი, ვისთანაც ჩვენ გავიხსენით, და
როგორც წესი, ჩვენ მოგვწონს ისინი, ვინც ჩვენ მოგვენდო (Colins & Miller, 1994).
მაგრამ ჩვენ ყოველთვის არ გვიყვარს ისინი, ვინც ზედმეტად გულღიაა. ასეთი
ადამიანი შეიძლება მოგვეჩვენოს უმწიფარ, მოკრძალებას დაკარგულად და ისეთ
პიროვნებად, რომელიც ნდობას არ იმსახურებს (Dion & Dion, 1978; Miell & others).
მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ გახსნილ და არა იმათ
ვინც გაჩუმებულია.

54.ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც ჩვეულებრივ


ჩაკეტილი ადამიანი ამბობს, რომ ჩვენ გვაქვს, რაღაც ისეთი რაც სტიმულს
აძლევს მას კონფიდენციალური ინფორმაციის გასაზიარებლად (Archer & Cook,
1986; D. Taylor & others, 1981).

55.გელაპის გამოკვლევების თანახმად საოჯახო წყვილების 75%,


რომლებიც ერთად ლოცულობენ, თვლიან, რომ საკუთარ ქორწინებას ძალიან
წარმატებულად მიიჩნევენ (Cree Ley, 1991).კვლევებმა აგრეთვე დაადასტურეს,
რომ ქალები უფრო ხშირად უზიარებენ სხვებს თავისი შიშების, სნეულებების
შესახებ ინფორმაციას ვიდრე მამაკაცები (Cunningeham, 1981).

56.ურთიერთობათა დასრულება

1971 წელს მამაკაცმა მიწერა სასიყვარულო წერილი თავის საცოლეს,


სადაც ის სიყვარულს ეფიცებოდა მას, ეს წერილი მან ჩადო ბოთლში და ჩააგდო
წყნარ ოკეანეში. 10 წლის შემდეგ ეს წერილი იპოვეს, მოძებნეს მისი ადრესატი,
დაურეკეს მას და ქალმა აღნიშნა, რომ ისინი განქორწინებულებია. ამერიკელთა
თითქმის ნახევარზე მეტი და კანადელების 40%–ს ქორწინება განქორწინებით
მთავრდება. „ვცხოვრობთ უფრო მეტ ხანს და გვიყვარს უფრო მოკლე დროით“
აღნიშნავს ოზ გინესი (Oz Guiness, 1993).

სოციოლოგებმა ნორველ გლენმა გაანალიზა ათასობით ამერიკელთა


გამოკითხვის მასალები 1972 წლიდან 1988 წლამდე და მივიდა დასკვნამდე,
რომ ამ პერიოდში განქორწინებას გადაურჩა დაქორწინებულთა მხოლოდ
მესამედი. გლენი მივიდა დასკვნამდე, რომ „ბედნიერი ქორწინების რაოდენობა,
ალბათ არ აჭარბებს 25% (Майерс, 2000:580).

57.ვინ განქორწინდება
ყოველწლიურად მთელ მოსახლეობაზე გაანგარიშებით განქორწინდება
ბოლოვიაში, ფილიპინებზე და ესპანეთში 0,01%, შეერთებულ შტატებში კი
ყველაზე მეტი 4,71%–მდე. ინდივიდუალისტურ საზოგადოებებში (სადაც
სიყვარული–უპირველეს ყოვლისა გრძნობაა და ადამიანები ეკითხებიან საკუთარ
თავს–რას მეუბნება მე ჩემი გული?) განქორწინება უფრო ხშირია, ვიდრე
კომუნალურ კულტურებში (სადაც სიყვარული–უპირველეს ყოვლისა
სოციალური ვალდებულებაა და ადამიანები ამბობენ–რას იტყვიან სხვები)
(Майерс, 2000:581).

58. განქორწინება აგრეთვე დამოკიდებულია იმაზე თუ ვინ ერთიანდება


ქორწინებაში (Fergusson & others 1984; Myers, 1995 b; Tzeng, 1992).

ქორწინების სიმტკიცე დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:

1. ქორწინება 20 წლის ასაკის შემდეგ;


2. ორივე გაიზარდა სტაბილურ ოჯახში ორი მშობლით;
3. ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდათ ქორწინებამდე;
4. კარგად არიან უზრუნველყოფილნი და დაახლოებით აქვთ ერთნაირი
განათლება;
5. აქვთ კარგი სამუშაო და სტაბილური შემოსავალი;
6. ცხოვრებენ პატარა ქალაქში ან სოფლად;
7. არ ყავდათ საყვარელი და ქორწინებამდე არ დაფეხმძიმებულან;
8. მორწმუნეებია;
9. დაახლოებით ერთი ასაკის სარწმუნოებისა და განათლებისაა.
არც ერთი ეს პირობა არ არის საკმარისი სტაბილური ქორწინებისათვის.
მაგრამ თუ არც ერთი ეს პირობა არ არის დაცული, შეიძლება დარწმუნებით
ვთქვათ, რომ განქორწინება გარდაუვალია (Майерс, 2000:581).

59.ინგლისელები, შესაძლებელია არ ცდებოდნენ, როდესაც ძველად


ამბობდნენ, რომ ვნებითი სიყვარული არ არის ქორწინებისათვის საკმარისი
საფუძველი. როი ბაუმეისტერი მის ნაშრომში (1991) წერს, რომ ვნებითი
სიყვარული მრავალი თვალსაზრისით ცნობიერების დარღვეული
მდგომარეობაა... აშშ–ს მრავალ შტატში მიღებულია კანონები, რომელთა
საფუძველზე ადამიანი არ უნდა ქორწინდებოდეს ინტოქსიკაციის
მდგომარეობაში... მაგრამ ვნებითი სიყვარული–ინტოქსიკაციის თავისებური
სახეობაა. მეუღლედ უნდა ავირჩიოთ ისეთი ადამიანი, რომლის მიმართ
განიცდით მეგობრობის ღრმა გრძნობას, ვისთანაც გვაქვს საერთო
წარმომავლობა, ინტერესები, ჩვევები და ღირებულებები (Stone, 1977).

60.ურთიერთდაშორების პროცესი

ურთიერთობების გათიშვა იწვევს აგზნებას და მუდმივ ფიქრს დაკარგული


პარტნიორის შესახებ. შემდეგ ადგილი აქვს ღრმა დარდს, ბოლოს იწყება
ემოციური განცალკევება და ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნება (Hazan & Shaver,
1994). ახლახან ერთმანეთს დაშორებული წყვილებიც კი, რომლებმაც დიდი ხანია
არ გრძნობდნენ ერთმანეთის მიმართ მიზიდულობას, ხშირად გაკვირვებით
აღმოაჩენენ ხოლმე, რომ განიცდიან ძველ პარტნიორთან ახლოს ყოფნის
სურვილს. შეყვარებული წყვილები მით უფრო მეტად განიცდიან დაშორებას,
რაც უფრო ძლიერია და ხანგრძლივია მათი კავშირი და რაც უფრო ნაკლებია
შესაძლებელი ალტერნატივები (Simpson, 1987). როი ბაუმეისტერი და სარა
უოტმანმა (Roy Baumeister & Sara Wotman, 1992) აღმოაჩინეს, რომ მრავალი თვის ან
წლების განმავლობაში ადამიანები ტკივილით იხსენებენ, რომ უარყვეს ვინმესი
სიყვარული და უფრო ნაკლებ ფიქრობენ იმაზე, რომ თვითონ იყვნენ
უარყოფილნი. მათი დისტრესი იმის გამო წარმოიშვება, რომ ვიღაცას მიაყენეს
ტკივილი, დარდით დამწუხრებული შეყვარებულის პრეტენზიები გამოწვეულია
დათრგუნებულობისა და დაურწმუნებლობის გრძნობის გამო, თუ როგორ უნდა
მოიქცეს ყოფილი პარტნიორის მიმართ. მეუღლეთა წყვილების დაშორებას
მოყვება დამატებითი დანაკარგები: შოკირებული მშობლები და მეგობრები,
მშობლების უფლებების შეზღუდვები, ფიცის დარღვევის გამო ბრალეულობის
განცდა. ამის მიუხედავად მილიონობით წყვილი მზად არის გაიღოს ეს
მსხვერპლი, ოღონდ ბოლო მოუღოს ამ ავადმყოფურ კავშირს. ასეთს მიაწერენ
დეპრესიის სიმპტომების ათჯერად ზრდას, როდესაც ქორწინებისათვის უფრო
მეტად დამახასიათებელია ურთიერთობათა მოშლა, ვიდრე დაკმაყოფილე-
ბულობა (O’Leary & others, 1994).

როდესაც ურთიერთობები იშლება, განქორწინება არ არის ერთადერთი


გამოსავალი.

კერილ რაზბალტმა და მისმა კოლეგებმა (Carel Rusbult & others, 1986, 1987)
შეისწავლეს ურთიერთობათა გაწყვეტის დაძლევის სამი საშუალება. ზოგიერთი
ადამიანი ავლენს ლოიალობას–სიტუაციის გაუმჯობესების პასიურ, მაგრამ
ოპტიმისტურ მოლოდინს. ლოიალური პარტნიორი დაჟინებით ცდილობს
დაიბრუნოს მშვენიერი წარსული. სხვები (განსაკუთრებით მამაკაცები)
გულცივად აკვირდებიან იმას, თუ როგორ უარესდება ურთიერთობები. მესამე
შემთხვევაში ღიად გამოთქვამენ თავის შეშფოთებას და დგამენ ნაბიჯებს
ურთიერთობათა გასაუმჯობესებლად, პრობლემების განხილვის, შესაფერისი
რჩევის მიღების და ცვლილებების განხორციელების გზით (Майерс, 2000:582).

გამოკვლევები ადასტურებენ, რომ ბედნიერებას მოკლებული მეუღლეები


ავლენენ შეუთანხმებულობას, ავტორიტეტულობას, მიდრეკილები არიან კრიტი-
კისადმი და ერთმანეთის დათრგუნვისაკენ. ბედნიერი წყვილები გაცილებით
ხშირად თანხმდებიან, მხარს უჭერენ ერთმანეთს და იცინიან (Noller & Fitzpatrick,
1990). ათასამდე წყვილების შემოწმების შემდეგ, ჯონ გოტმანმა (John Cottman,
1994) აღნიშნა, რომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ნორმალური ქორწინების დროს არ
არის კონფლიქტები, უბრალოდ მათთვის დამახასიათებელია წინააღმდეგობების
შეთანხმება და კრიტიციზმის სიყვარულით დაძლევა. წარმატებული ქორწინების
დროს პოზიტიური ურთიერთქმედებები (ღიმილი, მიკარება, კომპლიმენტები,
სიცილი) აჭარბებს ნეგატიურ ურთიერთქმედებებს (სარკაზმი, ურთიერთ
პრეტენზიები და სხვა) (Майерс, 2000:582).

ბედნიერი წყვილები სწავლობენ, ზოგჯერ ფსიქოლოგიური ტრენინგების


დახმარებით, პატიოსნად იდავონ, შეურაცხყოფის გარეშე გამოავლინონ
საკუთარი გრძნობები და მოახდინონ კონფლიქტის დეპერსონალიზაცია ისეთი
რეპლიკებით, როგორიცაა მე ვიცი, რომ ეს შენი ბრალიარ არის“ ( Markman &
others, 1988; Notarius & Markman, 1993; Yovetich & Rusbuld, 1994). გაუმჯობესდება თუ
არა არახელსაყრელი ურთიერთობები, თუ პარტნიორები დათანხმდებიან ისე
იმოქმედონ, როგორც ამას ბედნიერი წყვილები აკეთებენ? იშვიათად აკრიტიკონ,
უფრო ხშირად დაეთანხმონ და მხარი დაუჭირონ ერთმანეთს. თავი შეიკავონ
ერთმანეთის მიმართ უკმაყოფილების გამოვლენას, ყოველდღე ილოცონ და
ითამაშონ ერთად. ფსიქოლოგები (Joan Kekkerman, James Levis & James Land)
დაინტერესდნენ, ნამდვილად აყალიბებს თუ არა გარკვეული მოქმედება გარ-
კვეულ ფსიქიკურ მდგომარეობებს. მათ იცოდნენ, რომ ვნებიანად მოსიყვარულე
პარტნიორები ხანგრძლივად უყურებენ ერთმანეთს (Rubin, 1973). ექსპერიმენ-
ტატორებმა თხოვეს უცხო ადამიანებს ორი წუთის განმავლობაში ერთმანეთს
უყურონ ხელებზე ან თვალებში. როდესაც ექსპერიმენტის მონაწილეები ცალ–
ცალკე გამოკითხეს, ისინი ვინც ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ თქვეს, რომ
მათ კეთილი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდათ პარტნიორის მიმართ.
სიმულირებულმა სიყვარულმა იმოქმედა. რობერტ სტერნბერგი (Robert Sternberg,
1988) აღნიშნავს, რომ სიტყვებით და ქცევით სიყვარულის გამოხატვა შეიძლება
ხანგრძლივ სიყვარულში გადაიზარდოს.

ლიტერატურა:

Майерс Д.,Социальная психология, Питер, СПб., 2000.

Хьюстон М., Щтребе В.,Введение в социальную психологию.Европейский

подход. Юнити-Дана, М., 2004. 622.

You might also like