You are on page 1of 22

სოციალური ფსიქოლოგია 2.

X.მეგობრობა

გვ-111-131

1. ატრაქცია და მეგობრული ურთიერთობების განვითარება

2 სივრცისეული სიახლოვე

3. ატრაქცია შეიძლება განპირობებული იყოს სხვა მიზეზებით.


ფესტინგერის გამოკვლევაში ყველა რესპონდენტი იყო ომის ვეტერანი და
სტუდენტი, მეორე შემთხვევაში, მეზობლობამ შეიძლება შეასუსტოს ატრაქცია,
რადგან ხანგრძლივ ვადიანი კონტაქტი ავლენს ადამიანების არასასიამოვნო
თვისებებს. სამხრეთ კალიფორნიაში ჩატარებულ გამოკვლევაში
რესპონდენტების აზრით (Ebbesen, Kjos & Konecni, 1976) მეზობლად ცხოვრობენ
არა მხოლოდ ყველაზე სიმპათიური ადამიანები, არამედ აგრეთვე ყველაზე არა
სიმპათიური ადამიანებიც.

4.განწყობათა მსგავსება

5. ატრაქციის კანონი
6. ბაირნმა აჩვენა, რომ იმ ადამიანთან საუბარი, ვისაც მსგავსი განწყობები
აქვს იწვევს დადებით გრძნობებს, ხოლო იმასთან კი ვინც არ იზიარებს
ჩვენს განწყობებს იწვევს უარყოფით გრძნობებს. მან აგრეთვე აღმოაჩინა,
რომ ჩვენი ემოციური რეაქციები შეიძლება იყვნენ სხვა ადამიანებთან
დაკავშირებულნი პირობითი რეფლექსის საფუძველზე. ცდისპირისათვის
უცხო ადამიანი მისი პორტრეტის ჩვენებისას უფრო სიმპათიურად მაშინ
გამოიყურება, როდესაც მისი ჩვენებისას ცდისპირისათვის ახლობელ
განწყობებზე არის საუბარი. ბაირნმა მის ექსპერიმენტში აჩვენა, რომ
პირობით რეფლექტორული ეფექტი მაშინაც წარმოიშვება, როდესაც
ცდისპირისთვის ახლობელი სმენითი მტკიცებულება არანაირად არ
შეიძლება მივაწეროთ სურათზე გამოსახულ ადამიანს ( მაგალითად,
როდესაც ნაჩვენები იყო განსხვავებული სქესის წარმომადგენელი).

ზემოთ განხილული ტენდენციების ხასიათი დაზუსტებას მოითხოვს.


პირველი – განწყობითი მსგავსება მიზიდულობაზე მაშინ ახდენს ზეგავლენას,
როდესაც საუბარია ინდივიდისათვის მნიშვნელოვან განწყობებზე (Byrne, London,
& Griffit, 1988). საწინააღმდეგო განწყობების მქონე ადამიანების უარყოფა
გამოხატულია უფრო მეტად, ვიდრე სიმპათია იმ პირების მიმართ ვინც
იზიარებს ჩვენს შეხედულებებს (Rosenbaum, 1986). მეგობრობისათვის
მნიშვნელოვანია, როგორც განწყობათა მსგავსება, ასევე, უფრო მეტად
დასვენების შესახებ წარმოდგენათა მსგავსება (Werner & Parmelee, 1979). იმ
შემთხვევაში, როდესაც პიროვნებათაშორისი ურთიერთობებში მნიშვნელოვანია
ურთიერთობათა სტილი, მაშინ მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს არა იმდენად
მსგავსება, არამედ ურთიერთშემავსებლობა. დომინირებაზე ორიენტირებული
ინდივიდები მეტ კმაყოფილებას ღებულობენ იმ პირებთან ურთიერთობაში ვინც
მორჩილებას თამაშობს; პირიქით, მორჩილებაზე ორიენტირებულ ადამიანებს
უფრო მოსწონთ ექსპერიმენტატორის თანაშემწესთან ურთიერთობა, რომელიც
ლიდერის როლს თამაშობს (Dryer & Horowitz, 1997).

7. მჭიდრო ურთიერთობები

მჭიდრო ურთიერთობები, რომლებიც უზრუნველყოფენ მეგობრულ


მხარდაჭერას და გრძნობებს, რომ ჩვენ ვუყვარვართ, მხარს გვიჭერენ და
გვახალისებენ მეგობრები და ახლობლები, რაც იწვევს ჯანმრთელობისა და
ბედნიერების შეგრძნებებს. ჩვენი ურთიერთობები გაჯერებულია სტრესებით.
„ჯოჯოხეთი– ეს არის სხვები“–წერდა ჟან პაულ სარტრი. როდესაც
ინგლისელებს სთხოვდნენ, ეპასუხათ კითხვაზე–გუშინ რამ გამოიწვია ყველაზე
უფრო დიდი, ემოციური დაძაბულობაა–სიტყვა „ოჯახი“ იყო ყველაზე ხშირად
გამოყენებული. სტრესი კი აუარესებს ჯანმრთელობის პრობლემებს, იწვევს
გულის შეტევებს, ჰიპერტონიას, არღვევს იმუნურ სისტემას.

იმავე ცდისპირებს, როდესაც ეკითხებოდნენ, რამ გამოიწვია გუშინ


თქვენში განსაკუთრებული სიამოვნება პასუხი ისევ იყო „ოჯახი“. მჭიდრო
ურთიერთობები იწვევენ, არა იმდენად სნეულებებს, რამდენად ჯანმრთელობას
და ბედნიერებას. ამრიგად მჭიდრო ურთიერთობებს მოაქვს ძლიერი თავის
ტკივილები და უდიდესი სიხარული.

8. ჯანმრთელობასთან კავშირი

ექვსი ფართომასშტაბიანი გამოკვლევის საფუძველზე (მონაწილეობდა


რამდენიმე ათასი ადამიანი, რამდენიმე წლის განმავლობაში) მივიდნენ
დასკვნამდე, რომ მჭიდრო ურთიერთობები აუმჯობესებენ ჯანმრთელობას
(Cohen, 1988; Hause & others, 1988). ვისაც ჰქონდა მჭიდრო კავშირები
მეგობრებთან, მშობლებთან ან იყვნენ შემჭიდროვებული რელიგიური თუ
საზოგადოებრივი ჯგუფების წევრები ნაკლებ იყვნენ დაქვემდებარებული
ნაადრევ სიკვდილს. ასეთი კავშირების დაკარგვა ზრდის სნეულების რისკს.
ფინელმა მკვლევარებმა გამოკითხეს 9600 დაქვრივებული და აღმოაჩინეს, რომ
მეუღლის სიკვდილის შემდეგ მომდევნო კვირაში იზრდება უეცარი სიკვდილის
რისკი მეორისათვის (Raprio & others, 1987). ეროვნული აკადემიის გამოკვლევებმა
აგრეთვე აჩვენა, რომ დაქვრივებული ადამიანები უფრო მეტად ექვემდებარებიან
სნეულებებს და მათ შორის უფრო მაღალია სიკვდილიანობის დონე (Dohrenved &
others, 1982). შესაძლებელია სოციალური მხარდაჭერის მქონე ადამიანები
უკეთესად აფასებენ მოვლენებს და დაძლევენ სტრესულ სიტუაციებს, უკეთესად
ინარჩუნებენ საკუთარი თავის პატივისცემას. მეგობრული რჩევა, დახმარება და
ნუგეშისცემა შეიძლება საუკეთესო წამლად იქცეს (Kutrona, 1986, Rook, 1987).

9. ფსიქოლოგები (James Rennebaker & Robin o’Heeron, 1984) უკავშირდებოდნენ


იმათ–ვისმა მეუღლეებმა (ქმრებმა ან ცოლებმა) თვითმკვლელობით
დაასრულეს სიცოცხლე ან ავიაკატასტროფის მსხვერპლნი გახდნენ. იმათ,
ვინც მარტოდ იყო მის მწუხარებაში, ჰქონდა უფრო მეტი პრობლემა
ჯანმრთელობის მხრივ, ვიდრე იმათ ვისაც ჰქონდა საშუალება
ელაპარაკათ. როდესაც გამოკვლეული იყო (Penneboker, 1990) 700
ქალიშვილზე მეტი კოლეჯის მოსწავლე, დადგინდა, რომ ყოველი
მეთორმეტე ახსენებდა ბავშვობაში გადატანილ ტრავმულ სექსუალურ
გამოცდილებას ბავშვობაში. იმ ქალებთან შედარებით ვისაც განცდილი
ჰქონდა არასექსუალური ტრავმა, როგორიც არის მშობლების
გარდაცვალება ან განქორწინება, ვისაც გადატანილი ჰქონდა სექსუალური
შეურაცხყოფა უფრო ხშირად ჰქონდათ თავის ტკივილები, კუჭის
ტკივილები და სხვა სნეულებები, განსაკუთრებით თუ მათ არ ყავდათ
ვინმე, ვისაც მათ შეეძლოთ გაენდოთ თავისი
საიდუმლოება(Майерс,2000:534).

10. იმისათვის, რათა გამოეყო მჭიდრო ურთიერთობებში განდობის,


აღსარების მხარეები პენე ზეიკერი თხოვდა ადამიანებს, ვინც დარჩა
მეუღლის გარეშე, გაეზიარებინათ მისთვის, რაც მათ აწუხებდა. ის
თხოვდა მათ მოეყოლათ ყოფითი წვრილმანი ამბების შესახებ, ისინი ამ
დროს დაძაბულები იყვნენ. ისინი რჩებოდნენ დაძაბულები, სანამ მათ არ
ჰქონდათ საშუალება ყველაფრის თქმისა. ამის შემდეგ ისინი
დუნდებოდნენ, რელექსაციას განიცდიდნენ.საყურადღებოა, რომ
დღიურის დაწერა იწვევს ანალოგიურ ეფექტს. როდესაც სხვა შემთხვევაში
მოხალისეები იწყებდნენ ჩანაწერების გაკეთებას დღიურში, ექვსი თვის
შემდეგ მათი გუნება–განწყობილება უმჯობესდებოდა. ერთ–ერთი ასეთი
პიროვნება ამბობდა „თუმცა მე არავის არ ველაპარაკებოდი რას ვწერდი,
მაგრამ მე თანდათან შევძელი დამეძლია ჩემი მწუხარება, და მე არ
ვცდილობდი მის ბლოკირებას. ჩვეულებრივი დღიური–ეს უკვე არის
საშუალება ვიღაცას ენდო(Майерс,2000:534).

11. ბედნიერების შეგრძნებასთან კავშირი

ა. ინდივიდუალური კულტურის მთავარი ღირებულებები–ინდივიდის


დამოუკიდებლობაა, მისი კერძო ცხოვრების და საკუთრების ხელშეუხებლობა,
საკუთარი მიღწევებით სიამაყე. ბ. უფრო მჭიდრო სოციალური კავშირები
კოლექტივისტურ კულტურებში უზრუნველყოფენ მარტოობის, გაუცხოებისა და
სტრესთან დაკავშირებული სნეულებებისაგან თავდაცვას. მჭიდრო მეგობრობა
იმათთან, ვისაც ჩვენ შეგვიძლია მივანდოთ ყველაზე ინტიმური აზრები იძლევა
ორმაგ ეფექტს.

გ.ამერიკის, ეროვნული ცენტრის გამოკვლევაში (Burt, 1986) „ვინ იყო ის


ადამიანები, ვისთანაც თქვენ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მსჯელობდით
თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე? იმათთან შედარებით ვისაც არ შეეძლო
ვინმესი დასახელება, ხოლო ვინც ხუთ და მეტ ახლობელ მეგობარს ასახელებდა
60% უფრო მეტი „ძალიან ბედნიერად“ გრძნობდა თავს“.

– დ. ყველაზე ბედნიერი არის უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც


დაკმაყოფილებელია თავისი სასიყვარულო ურთირთობებით (Emmons & others,
1983);
- ე. ის ვისაც აქვს მჭიდრო მეგობრული კავშირები, უკეთესად დაძლევენ
სტრესებს, მძიმე დანაკარგებს, ძალადობას, სამსახურიდან განთავისუფლებას,
სნეულებებს და ა.შ. (Abbeej &Andrews, 1985, Perl man & Rook, 1987);

–ვ. იმ ჯარისკაცებთან შედარებით ვინც დიდ ნაწილებში მსახურობენ


არამყარი, ცვალებადი შემადგენლობით, ის ჯარისკაცები ვინც პატარა
ერთეულებში მსახურობენ 12 კაცის შემადგენლობით უფრო დიდ სოციალურ
მხარდაჭერას განიცდიან, ფსიქიკურად და ფიზიკურად უფრო ჯანმრთელები და
უფრო დაკმაყოფილებულნი არიან (Manning & Fullerton, 1988);

-ზ. ადამიანები უფრო უკეთ გრძნობენ თავს, გრძნობენ კეთილდღეობას


თუ მეგობრები და ოჯახი მხარს უჭერს მათ მიდრეკილებებს, ავლენს მუდმივ
ინტერეს მათი ცხოვრების მიმართ, ახალისებს და დახმარებას სთავაზობს (Israel &
Antonucci, 1987; Ruehlman & Wolchik, 1988);

– თ. ჰობარტის და უილიამ სმიტის 800 კურსდამთავრებულთაგან (Wesleg


Perkins) ის ვინც უპირატესობას ანიჭებდა “Yuppie”-(აბრევიატურა)
ღირებულებებს (“young”, “urban”, “professional”) ახალგაზრდა ქალაქელი,
რომელიც კარიერისათვის იღწვის და ფუფუნებით ცხოვრებას ანიჭებს
უპირატესობას მჭიდრო მეგობრობასთან და ქორწინებასთან შედარებით, ორჯერ
უფრო ხშირად, ვიდრე მისი თანაკურსელები მნიშვნელოვანწილად ანდა
„ძალიან“ უბედურ ადამიანად გრძნობდა თავს“ (Perkins, 1991).

. ი. კითხვაზე „რა გჭირდებათ თქვენ ბედნიერებისათვის“ ან „რა ავსებს


აზრით თქვენს ცხოვრებას“ ადამიანთა უმრავლესობა მიუთითებდა ოჯახის
წევრებთან, მეგობრებთან ან შეყვარებულთან მჭიდრო ურთიერთობებს, რასაც
კმაყოფილება მოაქვს (Bersheid & Peplay, 1983).

კ. „ყველაზე საუკეთესო კერძი არის მწვანილი და მასთან ერთად


სიყვარული, ვიდრე კარგად ნასუქები ხარი და მასთან ერთად სიძულვილი“
(სოლომონის იგავის წიგნი)..

12.მეგობრობა
რა განაწყობს ერთ ადამიანს განიცადოს სიმპათია სხვა ადამიანის მიმართ
ან უყვარდეს ის. არცერთი სხვა საკითხი არ იწვევს ადამიანებში ასეთ ინტერესს.
ძლიერდება თუ არა სიყვარული განშორებისას? თუ თვალს რომ მოსცილდები,
გულიდან განიდევნები? კარგია საყვარელი ადამიანი თუ საყვარელი, რომ არის
ადამიანი იმიტომ არის კარგი? რატომ გვეჩვენება ზოგიერთი ადამიანი უფრო
მიმზიდველად ვიდრე სხვები. რა ფაქტორები განაპირობებენ სიმპათიას?

13.სიახლოვე

ერთ–ერთი ყველაზე საფუძვლიანი მაჩვენებელი მეგობრობენ თუ არა


ადამიანები–ეს არის მათი სიახლოვე. სიახლოვე, აგრეთვე წარმოშობს მტრობას.
მაგრამ გაცილებით უფრო ხშირად სიახლოვე წარმოშობს სიმპათიას.
სოციოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ უმრავლესობა ახლო მცხოვრებლებზე, ერთა და
იმავე ფირმაში მომუშავეზე, ან ერთ და იმავე სკოლაში ყოფილ მოსწავლეზე
ქორწინდება (Bossard, 1932; Burr, 1973; Clarke 1952; Katz & Gill, 1958).

14. ურთიერთქმედება

სიახლოვე: გეოგრაფიული მეზობლობა, სიახლოვე (უფრო ზუსტად–


ფუნქციონალური დისტანცია) იწვევს სიმპათიის გრძნობის წარმოშობას (Майерс,
2000:538). ჩვენ ხშირად მეგობრებს მათ შორის ვნახულობთ, ვისაც ხშირად
ვხვდებით სადარბაზოში, პარკში, სამუშაოზე. კოლეგები, რომლებიც
შემთხვევით აღმოჩნდნენ მეზობლები და იძულებულნი არიან
ურთიერთქმედებისთვის, უფრო ხშირად ხდებიან მეგობრები და არა მტრები
(Neuromb, 1961), ასეთი ურთიერთქმედება საშუალებას აძლევს ადამიანებს სხვაში
აღმოაჩინოს საკუთარი თვისებები, იგრძნობა ურთიერთ სიმპათია და
ერთმანეთი, აღიქვან სოციალური კავშირის წევრებად (Arkin & Burger, 1980),
რომანტიკული სიყვარული ხშირად ემსგავსება იმპრინტინგს (ეფექტი, რომელიც
დადასტურებულია იხვებზე ჩატარებულ ექსპერიმენტში) ფიქრობენ ლაივენი და
ტელეგენი (David Lyllen & Auke Tellegen, 1993).
მუდმივად ჩვენს მხედველობის ველში ყოფნის შემთხვევაში სიმპათია
შეიძლება ნებისმიერი ადამიანის მიმართ ჩამოუყალიბდეს. სიახლოვე, როგორც
ჩანს იმიტომ იწვევს სიმპათიას, რომ ახლო მყოფნი ადვილად მიღწევადნი არიან.
ახლოს მყოფნი შეიძლება მტრებიც იყვნენ. მაგრამ მაინც, რატომ არის, რომ
მეზობლობა უფრო ხშირად წარმოშობს სიყვარულს ვიდრე სიძულვილს?

15.ურთიერთქმედების ანტიციპაცია

ერთი პასუხი უკვე გვაქვს: სიახლოვე საშუალებას გვაძლევს აღმოვაჩინოთ


ერთმანეთში მსგავსების ნიშნები და ვიყოთ ერთმანეთის მიმართ
ყურადღებიანები.

16.სიმპათიის გრძნობას იწვევს ურთიერთქმედების უბადლო ანტიციპაცია.


როდესაც (John Darley & Ellen Berscheild, 1967), მინესოტის უნივერსიტეტის
სტუდენტ ქალიშვილებს ესაუბრეს ორ სხვა სტუდენტ ქალიშვილზე და უთხრეს,
რომ ერთ–ერთი მათგანი აპირებს მათთან მოსვლას კონფიდენციალური
საუბრისათვის, შეკითხვაზე, ამ ორი სტუდენტიდან, რომელი მოწონთ უფრო
მეტად, სტუდენტებმა უპირატესობა მიანიჭეს იმას, ვისთანაც ისინი აპირებდნენ
შეხვედრას. ასევე პირველი პაემნის (შეხვედრის) სიტუაცია იწვევს სიმპათიას
(Berscheild & others, 1976). პოზიტიური მოლოდინი– ანუ იმისი ანტიციპაცია, რომ
ის (მამაკაცი თუ ქალი) აუცილებლად იქნება სასიამოვნო ადამიანი და რომ
იქნება ურთიერთშეთავსებადობა – ამაღლებს იმის შანსებს, რომ ჩამოყალიბდა
კეთილგანწყობილების ურთიერთობები (Knight & Vallacher, 1981; Klein & Kunda,
1992; Miller & Marks, 1992).

ეს ფენომენი არის ადაპტური. მრავალ ადამიანთან, მოგვწონს ის ჩვენ თუ


არა ჩვენ იძულებულნი ვართ გვქონდეს ურთიერთქმედება– მეზობლებთან,
მშობლებთან, თანაკლასელებთან, თანამშრომლებთან. სიმპათია კი უთუოდ,
ხელს უწყობს საუკეთესო ურთიერთობების დამყარებას, რაც თავის მხრივ, ჩვენს
ცხოვრებას უფრო ბედნიერსა და წარმატებულს ხდის.

17.მხედველობის ველში უბრალოდ ყოფნა


ეს არის უფრო დიდი კეთილგანწყობის განცდა და უფრო მაღალი
პოზიტიური შეფასების მიცემა ადრე უცნობი გამღიზიანებლის მიმართ მის
არაერთჯერად მხედველობის ველში გამოჩენის შემდეგ.

როდესაც ადრე უცნობი გამღიზიანებლების – „ჩინური“ იეროგლიფები,


მელოდიების ფრაგმენტები, უცნობი ადამიანების ფოტოები–უბრალოდ
მუდმივად იმყოფება მხედველობის ველში, უკვე მხოლოდ ეს აიძულებს
ადამიანებს ზუსტად მათ მიანიჭონ უპირატესობა. მიჩიგანის უნივერსიტეტის
სტუდენტები (Robert Zajionc, 1968, 1970), რაც უფრო ხშირად ხედავდნენ უაზრო
სიტყვებს ან „ჩინურ იეროგლიფებს, მით უფრო მეტად განწყობილნი იყვნენ
ეთქვათ, რომ ეს რაღაც კარგია. ადამიანები, მათი ასაკის, ენის, ეროვნების
მიუხედავად უპირატესობას ანიჭებენ იმ ასოებს, რომლებიც წარმოდგენილია
მათ სახელში, ან ყველაზე ხშირია მათ მშობლიურ ენაში (Hoorens & others, 1990,
1993; Nuttin, 1987). ფრანგი სტუდენტები ნაკლებ მოსაწონ ასოთ მიიჩნევენ
მთავრულ ასო W-ს, ყველაზე ნაკლებ გამოყენებული ასო ფრანგულში.

ასევე არა ერთხელ მოსმენილი მუსიკა, საჭმელი, იწვევს უპირატესობას


არაერთხელ განმეორების შემდეგ (Kahnemen & Shell, 1992), სანამ განმეორება
აკვიატებული არ შეიქმნება. 1889 წელს აშენებული ეიფელის კოშკი
გაქილიკებული იქნა, როგორც გროტესკი, დღეს ის პარიზის აღიარებული
სიმბოლოა. ასეთი ცვლილებები გვაკვირვებს პირვანდელი წინააღმდეგობით, რაც
ყველაფერი ახლის მიმართ ხდება.

აცხადებენ (Willian Kunst-Wilson & Richerd Moreland), რომ უბრალო


მხვედველობის ველში ყოფნა იწვევდა სიმპათიის გრძნობას, იმ შემთხვევაშიც კი
თუ საგნის მიმართ ყურადღებას სპეციალურად არ მიაპყრობენ (Kunst-Wilson &
Zajonc, 1980, Moreland & Zajons, 1977; Wilson, 1979). ძლიერი ეფექტი ზუსტად იმ
შემთხვევაში არის, როდესაც ადამიანები გამღიზიანებელს აღიქვამენ ისე, რომ არ
აქვთ გაცნობიერებული მათი არსებობა (Bornstein & D’ Agostino, 1992).

18. ექსპერიმენტის დროს სტუდენტები გაკეთებული საყურისის


მეშვეობით უსმენდნენ პროზაულ ნაწარმოებს და ადარებდნენ მას წერილობით
ვერსიას შეცდომების გამოსავლენად. ამავე დროს მეორე საყურისში ისმოდა
ადრე მათთვის უცნობი მუსიკალური მელოდიები. მოგვიანებით, როდესაც
ისინი ისმენდნენ ამ მელოდიებს სხვა მსგავს მელოდიებთან ერთად, ისინი ვერ
ცნობდნენ მათ, მაგრამ ეს მელოდიები მოწონდათ სხვა მელოდიებზე უფრო
მეტად. მეორე ექსპერიმენტში აჩვენებდნენ ცალკეულ გეომეტრიულ ფიგურებს,
წამის ერთ მეასედში, როდესაც ცდისპირები ფერის მხოლოდ გამონათებას
ამჩნევდნენ. ამის მოგონებით ისინი ვერ ცნობდნენ ამ ფიგურებს, მაგრამ მათ
ანიჭებდნენ უპირატესობას.

ჩვენ ზოგჯერ გვექნება ანტიპათია ან სიმპათია რამის ან ვინმეს მიმართ,


რაც იმით აიხსნება (Zajonc,1980), რომ ემოციები, როგორც უფრო პრიმიტიულები
წინ უსწრებენ აზრს.

19.ექსპერიმენტში (Ihejdore mila, Marshall Dermer & Jeffrey Knight, 1977)


სურათს უღებდნენ სტუდენტ ქალებს და შემდეგ მათ აჩვენებენ ნამდვილ
სურათებს და მის სარკისებულ ასახვას. სტუდენტები უპირატესობას ანიჭებდნენ
სარკისებულ ასახვას – ანუ ის ხატი, რომელსაც ისინი შეეჩვივნენ საკუთარი
თავის სარკეში ნახვისას.

როდესაც ადამიანებს არა აქვთ განსაზღვრული, რომელიმე საქონლის (ან


კანდიდატის) მიმართ, მაშინ პროდუქტის უბრალო მუდმივი განმეორება ზრდის
ამ პროდუქტის გაყიდვის რაოდენობას. საყურადღებოა, რომ ვაშინგტონის
შტატის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევაში მოიგო ჩარლზ
ჯონსონმა, რომელიც ისევე უცნობი იყო, როგორც მეორე კანდიდატი, მაგრამ მას
მისცეს უპირატესობა, რადგან რეგიონში ბევრი იყო ჯონსონი და ადამიანებმა
ზუსტად ამიტომ მას მისცეს უპირატესობა.

20 ფიზიკური მიმზიდველობა

ციცერონი ამბობდა – უმაღლესი მამაცობა და ბრძენი ადამიანის მთავარი


ვალდებულება არის ის, რომ მან არ უნდა მოიხიბლოს გარეგნობით. ჩვენ უნდა
ვეძებოთ გონება და არ უნდა ვუყუროთ გარეგნობას (ეზოპე „იგავ–არაკები“).
მაგრამ ფაქტია, რომ გარეგნობა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

21.მიმზიდველობა და საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან

წარმატება

საშუალოდ ახალგაზრდა ქალიშვილის ფიზიკური მიმზიდველობა კარგი


მაჩვენებელია იმისა, რომ ის უფრო ხშირად დადის პაემანზე. მამაკაცის
მიმზიდველობა ნაკლებ სანდო საშუალებაა, მისი წარმატების აღსანიშნავად
საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან (Bersheid & others, 1971; Krebs &
Adinolfi, 1975; Reis & others, 1980, 1982; Walster & others, 1966). ფილოსოფოსი
ბერტრან რასელი (Dertrand Rassel, 1930) თვლის, რომ „მთლიანობაში ქალებს
მამაკაცები უყვართ ხასიათის გამო, ხოლო მამაკაცებს ქალები გარეგნობის გამო
უყვართ“.

ექსპერიმენტში „შემთხვევით“ აცნობდნენ მამაკაცებს და ქალებს და


შემდეგ კი ეკითხებოდნენ, ხომ არ უნდათ ნაცნობობის გაგრძელება. ამ
ექსპერიმენტებში მამაკაცები უფრო მეტად ვიდრე ქალები აფასებდნენ
საწინააღმდეგო სქესის მიმზიდველობას (Feingold, 1990, 1991; Spreeher & others,
1994). ალბათ ამიტომ, ქალები უფრო მეტად ვიდრე მამაკაცები წუხან საკუთარ
გარეგნობაზე და კოსმეტიკური კლინიკების პაციენტების 90% შეადგენენ (Dion &
others, 1990), მაგრამ არც ქალები არიან გულგრილნი მამაკაცის გარეგნობის
მიმართ.

ექსპერიმენტში (Elaine Hatfield, 1966) კომპიუტერულ საცეკვავო მუსიკის


საღამოზე „ღია კარების კვირა“ მიწვეული იყო 752 სტუდენტი–
პირველკურსელი (მინესოტის უნივერსიტეტი). შემთხვევითობის საფუძველზე
ჩამოაყალიბეს წყვილები და ისინი ორსაათნახევრის განმავლობაში ერთად
ცეკვავდნენ და საუბრობდნენ. შემდეგ კი გააკეთეს შესვენება, რათა ყოველ
მონაწილეს უნდა შეეფასებინა თავისი პარტნიორი. მკვლევარებმა შეამოწმეს
შესაძლებლობების გრძელი ნუსხა. მაგრამ, სინამდვილეში, მხოლოდ ერთ რამეს
ჰქონდა ნამდვილად მნიშვნელობა–ეს იყო ფიზიკური მიმზიდველობა, რომლის
მიხედვით როგორც მამაკაცებს ისე ქალებს სურდათ გაეგრძელებინათ ნაცნობობა.

22.„თანასწორის“ ფენომენი

გამოკვლევების საფუძველზე (Bernard Mustain & others, 1986) ადამიანები


წყვილებს იმათთან აყალიბებენ, ვინც ასევე მიმზიდველია. ადამიანები
მეგობრებს და მეუღლეებს იმის მიხედვით არჩევენ, თუ ვინ არის მისი
თანასწორი და არა მხოლოდ ინტელექტუალური დონის, არამედ
მიმზიდველობის დონის შესაბამისად. ადამიანები გასაცნობად ჩვეულებრივ
მიდიან იმათთან ვისი მიმზიდველობა დაახლოებით შეესატყვისება მათ
მიმზიდველობას (Bersheid & others, 1971; Histon, 1973; Stroebe & others, 1971).

ფიზიკურ დონეზე ინდივიდუალურ შეფარდებასთან მიახლოებას აგრეთვე


შეუძლია განსაზღვროს კარგი ურთიერთობა (Gregory White, 1980). დადგინდა,
რომ წყვილების ერთმანეთთან უფრო მეტი ფიზიკური მიმზიდველობის
შემთხვევაში უფრო მეტი ალბათობა იყო მათ მიერ ერთმანეთის შეყვარებისა.
გაირკვა აგრეთვე, რომ მეუღლეებს უფრო მეტი შესატყვისობა აქვთ ვიდრე იმ
წყვილებს, ვინც ერთმანეთს ხვდება. შესაძლებელია, რომ ბედნიერი წყვილების
შემთხვევაში ნაკლებ მიმზიდველ ადამიანს ჰქონდა საკომპენსაციო თვისებები.
ყოველ პარტნიორს მიაქვს სოციალურ ბაზარზე საკუთარი აქტივები და
შესატყვისი აქტივები აყალიბებენ თანაბარ ღირებულებებს. საქორწინო
განცხადებები ავლენენ აქტივებით ამნაირ გაცვლას (Koestner & Wheeler, 1988;
Rajeeri & others, 1991).

მამაკაცები ჩვეულებრივ სთავაზობენ სტატუს და ეძებენ მიმზიდველობას;


ქალები კი ხშირად საწინააღმდეგოს აკეთებენ: „მიმზიდველი, გამორჩეული
ქალი, 38 წლის, კარგი აღნაგობის–ეძებს გულითად მამაკაცს მყარი ხელფასით“.
ასეთი შეფარდების ძებნა ხსნის იმას, თუ რატომ არის, რომ ახალგაზრდა ლამაზი
ქალები ხშირად ცოლად მიყვებიან არც თუ ახალგაზრდა მამაკაცებს, ვისაც
მაღალი ადგილი უჭირავთ საზოგადოებაში (Elder, 1969).
23.ფიზიკური მიმზიდველობის სტერეოტიპი – ნიშნავს იმას, რომ
ფიზიკურად მიმზიდველ ადამიანებს ამავე დროს აქვთ სოციალურად
სასურველი ნიშან–თვისებები: რაც ლამაზია, ის კარგია. გრიმების დახმარებით
ქალის სახე იმდენად იყო შეცვლილი, რომ ის ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას
სტოვებდა (Vick, Houston & Ray Bull, 1994) და საგარეუბნო მატარებელში ორივე
სქესის წარმომადგენლები ერიდებოდნენ მის გვერდით დაჯდომას. დადგენილია
აგრეთვე, რომ პატარა ბავშვებიც კი ესწრაფვიან ურთიერთობებს მიმზიდველ
თანატოლებთან (Dion, 1973; Dion & Bersheild, 1979; Langlois & Stephan, 1981). უფრო
მეტიც ჩვილი ბავშვებიც კი უპირატესობას ანიჭებენ მიმზიდველი ადამიანების
სახეს (Langlois & others, 1987). ზრდასრული ადამიანები ავლენენ იმავე
მიდრეკილებას, როდესაც მსჯელობენ ბავშვებზე (Elaine Hatfield, Clifford & Walster,
1973). ექსპერიმენტში მეხუთე საფეხურის მასწავლებლებს (მისურის შტატი)
აძლევდნენ იდენტურ ინფორმაციას ბიჭზე და გოგონაზე, მაგრამ მიმზიდველი
და არამიმზიდველი ბავშვის ფოტოებით. მასწავლებლები მიმზიდველ ბავშვს
აღიქვამდნენ, როგორც უფრო ჭკვიანს და სწავლებაში წარმატებულს.
სამწუხაროდ უმრავლესობა ეთანხმება ე.წ. „ბარტ სიმპსონის ეფექტს“, რომლის
მიხედვით შეუხედავი ბავშვები ნაკლებ ჭკვიანები და სოციალური
მომზადებულნი არიან, ვიდრე მათი მშვენიერი თანატოლები (Майерс, 2000).

24.ჩვენ ვთვლით, რომ ლამაზი ადამიანები კარგი ხასიათის არიან,


ბედნიერები, მიმზიდველები, კომუნიკაბელური, ჭკვიანები, წარმატებულები
არიან, თუმცა არ არიან სხვებზე პატიოსნები და მზრუნველები ადამიანების
მიმართ (Eagly & others, 1995; Feingold, 1992; Jacrson others, 1995). ყველაფერი ეს
გაერთიანებული აყალიბებს ფიზიკური მიმზიდველობის სტერეოტიპს: რაც
ლამაზია – ის კარგია.

25. ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებს სთხოვეს საკუთარი აზრი


გამოეთქვათ ფოტოგრაფიების მიხედვით კოსმეტიკური ოპერაციის გაკეთებული
8 ქალის მიმართ. ცდისპირებმა აღნიშნეს, რომ ოპერაციის შემდეგ ქალები არა
მხოლოდ ფიზიკურად უფრო მიმზიდველები გახდნენ, არამედ აგრეთვე უფრო
კეთილები, მგრძნობელები, სექსუალურები, მომხიბვლელები. აღნიშნავენ, რომ
თუმცა ასეთ ოპერაციებს შეუძლიათ გააუმჯობესონ წარმოდგენა საკუთარი
თავის მიმართ, ზოგჯერ კი ოპერაცია არც თუ სასიამოვნო განცდებს იწვევს.
საკუთარი გარეგნობის შეცვლის შედეგად ადამიანებს უჭირთ იმის აღიარება და
იმ როლის შემცირება, რომელსაც ცხოვრებაში თამაშობს მიმზიდველობა–და ამ
ფაქტს შეუძლია გააღიზიანოს ადამიანი მაშინაც კი, როდესაც ცვლილება
სასიკეთოა (Майерс, 2000:546).

26. თუმცა ინტერვიურებს, ვინც ატარებს გასაუბრებას შეუძლიათ უარყონ


ის გარემოება, რომ სამუშაოზე მიღებისას გასაუბრების შემთხვევაში ზუსტად
პრეტინდენტის მიმზიდველობა, გარეგნობადა და მოწესრიგებულობა
მნიშვნელოვანწილად განაპირობებს პირველ შთაბეჭდილებას (Cash & Janda, 1984;
Macr & Rainey, 1990; Marvelle & Green, 1980). ეს ფაქტი გვეხმარება იმის ახსნაში,
თუ რატომ არის, რომ მიმზიდველ ადამიანებს აქვთ პრესტიჟული სამუშაო, მეტი
შემოსავალი და უფრო ხშირად თვლიან საკუთარ თავს ბედნიერად (Umberson &
Hughes, 1987). მომუშავე კანადელების მიმზიდველობის მასალების შესწავლის
საფუძველზე, რომელთა გარეგნობა სამუშაოზე მიღების დროს ფასდება ერთიდან
(შეუხედავი) ხუთამდე (ძალიან მიმზიდველი) (Patricia Roszele, 1990) აღმოჩნდა,
რომ მიმზიდველობის ყოველ დამატებით ერთეულზე ადამიანები საშუალოდ
დამატებით 1988 დოლარს ღებულობდნენ წლიურად.

27. მიმზიდველი ბავშვები და ახალგაზრდა ადამიანები არც მეტად და არც


ნაკლებად არიან უნარიანები სწავლაში (ეს დებულება ეწინააღმდეგება
სტერეოტიპს, რომ „სილამაზე გონებრივ უნარებს მუდმივ მაჩვენებლად
გარდაქმნის) (Sparacino & Hansell, 1979). მაგრამ გარკვეული აზრით მიმზიდველი
ადამიანები გამოირჩევიან მეტი თავისუფლებით და მოქნილობით
ურთიერთობებში (Feingold, 1992 b). მიმზიდველი ადამიანები უფრო უყვართ და
მიესალმებიან. ამის შედეგად ბევრი მათგანი უფრო დარწმუნებულად გრძნობს
თავს საზოგადოებაში.
28. ფიზიკური სილამაზის უპირატესობების მიუხედავად მკვლევარები
(Elaine Hat Field & Susan Sprecher, 1986), აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებით
მიმზიდველი ადამიანები უფრო ხშირად იტანჯებიან სექსუალური მეძიებლობის
გამო და ხშირად საკუთარი სქესის ანტიპათიის გამო, ისინი შეიძლება არ იყვნენ
დარწმუნებულნი, რომ გარშემომყოფნი მათ აფასებენ მათი შინაგანი თვისებების
შედეგად და არა მხოლოდ გარეგნობის მიხედვით, რომელიც დროთა
განმავლობაში გაფერმკრთალდება.

29. ვინ არის მიმზიდველი

მიმზიდველობა – ეს არის ის, რასაც ადამიანები მოცემულ დროში და


ადგილზე თვლიან მიმზიდველად. თუმცა ადამიანები (საბედნიეროდ)
განსხვავდებიან იმის განსაზღვრაში თუ ვინ არის მიმზიდველი და ვინ არა (Mors
& Grusen, 1976).

საზოგადოდ და მთლიანობაში მიმზიდველი ფიგურა და სახე არც თუ ისე


განსხვავდება „საშუალოსაგან“ (Berk & Othars, 1976; Graziano & others; Symon, 1981).
კომპიუტერში (Judith Langlois & Lori Roggman; 1990, 1994) ჩადებული იყო 32
სტუდენტის სახის გამოსახულება და მათი ერთმანეთზე გაფარვის შედეგად
გამოიყვანეს საშუალო არითმეტიკული. სტუდენტებმა გაშუალებული სახე
უფრო მიმზიდველად შეაფასეს ვიდრე ინდივიდუალურ სახეთა 96%. ასე რომ
ზოგიერთი მიმართებით უმწიკვლო საშუალო გარეგნობა არაჩვეულებრივად
მიმზიდველია.

30. ის რაც ადამიანს მიმზიდველად აყალიბებს, რამდენადმე


დაკავშირებულია ადამიანის სქესზე. იმის შესაბამისად, რომ მამაკაცებს
ისტორიულად უფრო მეტი ძალაუფლება ჰქონდათ, ისინი მიმზიდველ ქალებად
თვლიდნენ იმათ, ვის გარეგნობაში რაღაც „ბავშვური“ (მაგალითად, დიდი
თვალები) იყო, რაც წარმოქმნის აზრს დომინირებისადმი მიდრეკილების არ
არსებობის შესახებ (Cunningham, 1986; Keating, 1985). მამაკაცები უფრო
მიმზიდველად ჩანან მაშინ, როდესაც მათი სახე და ქცევა ასახავს სიმწიფეს და
მბრძანებლობას (Sadalla & others, 1987). საყურადღებოა, რომ ჰომოსექსუალისტებს
შორის მოქმედებს საწინააღმდეგო ტენდენცია: მრავალი მამაკაცი–
ჰომოსექსუალისტი უპირატესობას ანიჭებს ქალის სახის მქონე მამაკაცებს, ხოლო
მრავალი ქალ- ლესბოსელს არ უყვარს ბავშვის სახის მქონე ქალები. ამ
გამონაკლისის გარდა (Cunningham, 1995) მთელ მსოფლიოში ერთნაირი აზრია
იდეალური მამაკაცისა და ქალის მიმართ.

31. ევოლუციონისტები ამტკიცებენ, რომ მამაკაცების მიერ ქალებისადმი


დამოკიდებულება გაიგივებულია მათ ახალგაზრდობასთან და
ჯანმრთელობასთან, რაც კარგ რეპროდუქციულ შესაძლებლობებს განაპირობებს.
ქალების დამოკიდებულება მამაკაცებისადმი კი განპირობებულია მათ მიერ
ოჯახისათვის მომპოვებლისა და დამცველის ფუნქციებით (Daia Russ, 1989).

ის რაც თქვენთვის მიმზიდველია აგრეთვე დამოკიდებულია ეტალონზე.


მონტანის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებმაც ახლახან ნახეს
სატელევიზიო გადაცემა, სადაც მონაწილეობდნენ ლამაზი ქალები, შემდეგ
ექსპერიმენტში მონაწილე სტუდენტებს აჩვენებდნენ ზომიერად მიმზიდველი
ქალიშვილების ფოტოებს (თითქოსდა მათი მეგობრისათვის გასაცნობად) და ეს
სტუდენტები ამ ქალიშვილებს ნაკლებ მიმზიდველებად თვლიდნენ (შვიდ
ბალიანი შეფასების სისტემის მიხედვით), ვიდრე ისინი ვისაც ეს სატელევიზიო
გადაცემა არ ჰქონდათ ნანახი.

32. ლაბორატორიული ექსპერიმენტები ადასტურებენ „კონტრასტის


ეფექტს“. საჟურნალო ლამაზმანების დათვალიერების შემდეგ მამაკაცებს
ჩვეულებრივი ქალები, მათ შორის მათი ცოლები ნაკლებ მიმზიდველად
ეჩვენებათ (Kanrick & others, 1989). პორნოგრაფიული ფილმების ნახვა,
სიმულირებულ–ვნებიანი სცენებით, აგრეთვე ამცირებს საკუთარი პარტნიორით
დაკმაყოფილებულობას (Zillman, 1989) და დამსახურებული 8 ქულის ნაცვლად
10–იდან ის 6 ქულასაც ვერ ღებულობს. ანალოგიურია საკუთარი თავის აღქმა.
საკუთარი სქესის ზემომხიბვლელი ადამიანის ნახვის შემდეგ, ადამიანები
ნაკლებ მიმზიდველად გრძნობენ თავს, ვიდრე შეუხედავი ადამიანის ნახვის
შემდეგ (Brown & otres, 1992; Thornton.Moore, 1993).
33.მაგრამ, ჩვენ არა მხოლოდ მიმზიდველ ადამიანებს აღვიქვამთ,
როგორც სიმპათიურებს, არამედ აგრეთვე სიმპათიურებს აღვიქვამთ, როგორც
მიმზიდველებს და მათი ფიზიკური არასრულყოფილება შეუმჩნეველი ხდება.
ექსპერიმენტში (Alan Grosa & Christina Crofton, 1977) სტუდენტებს აჩვენებდნენ
უცნობი ადამიანის ფოტოს მასზე დადებითი თუ ნეგატიური პიროვნული
მახასიათებლების წაკითხვის შემდეგ. თუ ადამიანი აღწერილი იყო, როგორც
გულითადი, ყურადღებიანი ის უფრო მიმზიდველად გამოიყურებოდა.

როდესაც ადამიანში ვნახულობთ ისეთ თვისებებს, რომლებიც ჩვენს


თვისებებს გავს, ასეთი ადამიანი უფრო მიმზიდველად გამოიყურება ჩვენთვის
(Beaman & Klantz, 1983; Klentz & others, 1987), რაც უფრო მეტად უყვარს ქალს
მამაკაცი, მით უფრო მეტად ფიზიკურად მიმზიდველად ეჩვენება ის (Price &
others, 1974), რაც უფრო მეტად ორ ადამიანს უყვარს ერთმანეთი, მით უფრო
ნაკლებ მიმზიდველად უჩვენება მათ საპირისპირო სქესის ყველა სხვა ადამიანი
(Johnson & Rusbult, 1989; Simpson & others).

34, წ ი ნ ა ა ღ მ დ ე გ ო ბ ა: მსგავსება – ურთიერთშემავსებლობა

მსგავსება წარმოშობს სიმპათიას. რაც უფრო მეტი მსგავსი თვისებები აქვთ


ქმარსა და ცოლს, მით უფრო ბედნიერნი არიან ისინი და მით უფრო ნაკლებია
განქორწინების ალბათობა (Burne, 1971; Caspi & Harbener, 1990).

– შესწავლილი იქნა (Theodore Newcomb, 1961) 17 უცნობი სტუდენტისაგან


შედგენილი ორი ჯგუფი. საერთო საცხოვრებელში 13 კვირის განმავლობაში
ერთად ცხოვრების შემდეგ იმ სტუდენტებს ვისაც თანხმობის მაღალი ხარისხი
ჰქონდათ ახლო მეგობრობა ჩამოუყალიბდათ. მაგალითად, ერთი ასეთი ჯგუფი
შედგებოდა პოლიტიკური ლიბერალიზმისა მომხრეებისა და ინტელექტუალე-
ბისაგან.

– ექსპერიმენტში (William Griffil & Rassell Veitch, 1974) 13 უცნობი ადამიანი


(მოხალისეები) მოთავსებული იყო ერთ სადგომში. ფსიქოლოგებმა წინასწარ
იცოდნენ მათი შეხედულებები სხვადასხვა საკითხებზე ასე რომ შესაძლებელი
გახდა ურთიერთსიმპათიებისა და ანტიპათიების ზუსტი პროგნოზირება.

35. მსგავსების არარსებობა წარმოშობს უარყოფით დამოკიდებულებას

კვლევამ აჩვენა, რომ აიოვას შტატის დემოკრატებს არც თუ იმდენად


უყვართ სხვა დემოკრატები, რამდენად ეზიზღებათ რესპუბლიკელები
(Rosenbaum, 1986; Hoyle, 1993). თეთრკანიანების უმრავლესობა ავლენენ უფრო
მეტ სიმპათიას და მზადყოფნას იმუშაონ თანამოაზრე–ზანგებთან ვიდრე
თეთრებთან, რომლებიც სხვანაირად ფიქრობენ, ვიდრე ისინი (Insro & others, 1983;
Roreach, 1968). „კულტურული რასიზმი“ ნარჩუნდება (James Jones, 1988), რადგან
კულტურული განსხვავებები ცხოვრების ფაქტია. შავი კულტურა ცხოვრობს
აწმყოთი, ის ექსპრესიულია, სპირიტუალურია და უმაღლეს დონეზე
ემოციურია. თეთრი კულტურა უფრო მეტად ორიენტირებულია მომავალზე,
ინდივიდუალიზმზე, მატერიალობაზე, ახალ მიღწევებზე. ჯოუნსი ფიქრობს,
რომ უნდა გავარკვიოთ, თუ რა შეაქვს სხვადასხვა კულტურას
მულტიკულტურულ საზოგადოებაში.

36. მიიზიდება თუ არა წინააღმდეგობა

გამოირკვა, რომ მეუღლეთა უმრავლესობას გარკვეული მსგავსება


გააჩნიათ (Buss, 1985; Kandel, 1978). მაგრამ განა ჩვენ არ გვიზიდავს ისეთი
ადამიანები, ვისი მოთხოვნილებები და პირადი თვისებები ავსებენ ჩვენს
საკუთარს. სოციოლოგი ღობერტ უინჩი (Robert Winch, 1958) ამტკიცებს, რომ
ძალაუფლების მოყვარული და გამბედავი სუბიექტის მოთხოვნილებებს
ბუნებრივად ავსებს გაუბედავი და მორჩილებისადმი განწყობილი ადამიანის
მოთხოვნილებები. შეიძლება გავიხსენოთ წყვილი, სადაც ქალი ამბობს „მე და
ჩემი ქმარი ბრწყინვალედ ვეგუებით ერთმანეთს – მე გაბედული ვარ, ხოლო
მეუღლეს არ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ სამაგიეროდ ის
სიამოვნებით მხარს უჭერს ჩემს წამოწყებებს“ (Майерс, 2000:554).
გარკვეული ურთიერთშემავსებლობა შეიძლება ჩამოყალიბდეს
ურთიერთობათა განვითარების შედეგად. მაგრამ, მაინც ადამიანები
დაქორწინების დროს უფრო მეტ ყურადღებას იმას აქცევენ, თუ რამდენად
შეესატყვისება მომავალი პარტნიორის მოთხოვნილებები და პირადი თვისებები
საკუთარს (Bershbein & Ihelen, 1981 a, 1981 b; Nias, 1979).

37. ჩვენ მოგვწონს ისინი, ვისაც ჩვენ მოვწონვართ

„საშუალო ადამიანს უფრო მეტად შეიძლება დააინტერესოს ქალი, ვინც


მის მიმართ იჩენს ინტერესს, ვიდრე ლამაზი ფეხების მქონე ქალი“ (მარლენ
დიტრიხი–1901–1992) (Мейерс, 2000:555). ერთი ადამიანის სხვა ადამიანის
მიმართ კეთილგანწყობილება ითვალისწინებს საპასუხო კეთილგანწყობილებას
(Konny & Nasby, 1980). კეთილგანწყობილება ჩვეულებრივ ორმხრივია. ხომ არ არის
ერთი ადამიანის მეორის მიმართ კეთილგანწყობილება საპასუხო სიმპათიის
მიზეზი. აქ უფრო მეტად დადებით პასუხს უნდა ველოდოთ (Aron & others, 1989).
ექსპერიმენტებში, როდესაც ადამიანებს ეუბნებიან, რომ ვიღაც
აღფრთოვანებულია მათი, ისინი, როგორც წესი იგივე გრძნობებს განიცდიან
(Bersheid & Walster, 1978).

დაადგინეს (Bersheid & others, 1969), რომ სტუდენტები უკეთ


დამოკიდებულებას ავლენდნენ იმ ამხანაგების მიმართ, ვინც მათი რვა
დადებითი თვისება აღნიშნა, იმათთან შედარებით ვინც შვიდი დადებითი და
ერთი უარყოფითი თვისება აღმოაჩინა.

ვაფასებთ ჩვენ საკუთარ თავს, თუ ჩვენ სხვები გვაფასებენ, ნეგატიურ


ინფორმაციას აქვს ძალიან დიდი წონა, იმიტომ რომ მისი ნაკლებ
ჩვეულებრივობის გამო, ის უფრო მეტად იზიდავს ყურადღებას (Yzerbit & Leyens,
1991). ამომრჩევლებზე უფრო მეტ ზეგავლენას ახდენს პრეზიდენტობის
კანდიდატის სუსტი მხარეები, ვიდრე მისი ძლიერი მხარეები (Klein, 1991)–
მოვლენა, რომელსაც ყურადღებას აქცევენ მადისკრედიტაციული კამპანიების
ორგანიზატორები.
ამიტომ არის რომ უკვე ფილოსოფოსი გეკატონი ამბობდა „თუ გინდა რომ
უყვარდე–შეიყვარე“, რალფ–ვალდი ემერსონი–ერთადერთი საშუალება
მეგობრის შეძენისა–არის სხვისი მეგობრად გახდომა.

38. ა ტ რ ი ბ უ ც ი ა

მლიქვნელობით ბევრი რამის მიღწევა შეიძლება, მაგრამ არა ყველაფრის,


თუ თქვენ გეუბნებიან–რომ” თქვენ მშვენიერი თმები გაქვთ“ და თქვენ დიდი
ხანია არ დაგიბანიათ თავი–თქვენ დაკარგავთ პატივისცემას მლიქვნელის
მიმართ, ვინც თქვენ ასეთი საეჭვო კომპლიმენტი გითხრათ (Shrauger, 1975).

39. ინგრაციაცია –ეწოდება ისეთი სტრატეგიების გამოყენებას, კერძოდ


მლიქვნელობის, რომლის მეშვეობით ადამიანები ცდილობენ სხვების
კეთილგანწყობილების მიღწევას. ამიტომ ჩვენ ხშირად კრიტიკას უფრო
გულწრფელად ვთლით, ვიდრე შექებას (Coleman & others, 1987).

ჩვენი რეაქციები დამოკიდებულია ატრიბუციებზე. ხომ არ ცდილობს


ადამიანი ინგრაციაციის მეშვეობით გვაყიდინოს რაღაც საქონელი,
გაგვაკეთებინოს რაღაც ჩვენთვის მიუღებელი. ასეთ შემთხვევაში მლიქვნელობა
არასასიამოვნო ხდება (E.E. Jones, 1964; Lowe & Golastein, 1970), მაგრამ თუ ფარული
ანგარების აღმოჩენა არ ხერხდება, ჩვენ სიამოვნებით აღვიქვამთ, როგორც
მლიქვნელობას ისე მლიქვნელსაც.

40.თვითპატივისცემა და მიმზიდველობა

ჩატარებული იყო ექსპერიმენტი (Elaine Hatfield), რომელშიც სტენფორდის


უნივერსიტეტის რამდენიმე ქალიშვილს (სტუდენტს) გადასცეს პიროვნული
შეფასების მაჩვენებლები, რომელთა შორის იყო ძალიან სასიამოვნო და ძალიან
არასასიამოვნო შედეგები. ბუნებრივია, რომ სტუდენტების ნაწილი გახარებული
იყო და ნაწილი დაღონებული. ამის შემდეგ სტუდენტ ქალიშვილებს სთხოვეს
შეეფასებინათ რამდენიმე პიროვნება (მათ შორის სიმპათიური სტუდენტი,
რომელმაც ექსპერიმენტის დაწყებამდე მოასწრო ყველა ქალიშვილთან
დალაპარაკება და პაემნის დანიშვნა–არავის უთქვამს უარი პაემანზე). გაირკვა,
რომ ეს ახალგაზრდა სტუდენტი ვაჟი უფრო მეტად მოეწონათ მათ, ვინც
დროებით იყო დაღონებული. ამიტომ, ეს გვეხმარება იმის გაგებაში, თუ რატომ
არის, რომ ადამიანი ასე ვნებიანად შეიყვარებენ ვინმეს დაღონების, მათი
უარყოფის, თუ თავმოყვარეობის შელახვის შემდეგ.

41.სხვების პატივისცემის დაუფლება ექსპერიმენტში (Eliliot Aronson & Rarwyn


Linder, 1965) 80 სტუდენტ ქალიშვილს საშუალება მისცეს შემთხვევით
მოესმინათ, თუ როგორ აძლევს მათ შეფასებას მათი თანაკურსელი ქალიშვილი.
სტუდენტების ნაწილმა საკუთარ თავზე მხოლოდ დადებითი მოისმინეს,
ნაწილმა უარყოფითი, ხოლო ნაწილმა არამყარი შეფასება, რომელიც იცვლებოდა
ნეგატიურიდან პოზიტიურის მიმართულებით. ამ ექსპერიმენტში შემფასებელი
სტუდენტის მიმართ მეტი სიმპათიით განწყობილი იყვნენ ის სტუდენტები ვინც
შეძლო მიეღო მისი პატივისცემა, განსაკუთრებით, როდესაც ეს თანდათანობით
ხდებოდა და უარყოფდა პირვანდელ კრიტიციზმს (Aronson & Mettee, 1974; Chore
& orhers, 1925). 42. არონსონი თვლიდა, რომ მუდმივი შექება დევალვაციას
განიცდის, თუ მუდმივი ხდება. როდესაც ქმარი მეხუათასჯერ ამბობს–შენ დღეს
მშვენივრად გამოიყურები“, ეს სიტყვები ნაკლებ ზემოქმედებას ახდენენ, ვიდრე
მას, რომ ეთქვა, „შენ ეს კაბა ძალიან გიხდება“. ადამიანი, რომელიც თქვენ
ძალიან გიყვართ, ძნელია გაახაროთ, მაგრამ ძალიან შესაძლებელია აწყენინოთ
არაგულწრფელი შექებით. ეს ნიშნავს, რომ ღია, პატიოსანი ურთიერთობები,
როდესაც ადამიანები განიცდიან ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთაღქმის
სიხარულს გულწრფელნი და პატიოსნები არიან ამავე დროს, იძლევა უდიდეს
დამაჯილდოებელ ეფექტს, ვიდრე უარყოფითი ემოციების დათრგუნვით.
საყურადღებოა დეილი კარნეგის რჩევის გამოყენებით მიღწეული ეფექტი „ნუ
იძუნწებ შექებაზე”.

You might also like