You are on page 1of 176

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტი

განვითარების ფსიქოლოგიის სალექციო კურსი

II ნაწილი

შემდგენელი: რუსუდან კეჭაყმაძე

ბათუმი

2019

შინაარსი

1. უმცროსკლასელთა კოგნიტური განვითარება


2. ფსიქოსოციალური განვითარება უმცროს სასკოლო ასაკში:
3. მოზარდობა. ფიზიკური და ფიზიოლოგიური განვითარება
4. მოზარდის სასწავლო საქმიანობა და კოგნიტური განვითარება.
5. პიროვნების განვითარება მოზარდობაში
6. ადრეული ჭაბუკობა. პიროვნების განვითარება ადრეულ ჭაბუკობაში:
7. ფსიქოსოციალური განვითარება მოზარდობასა და ადრეულ ჭაბუკობაში:
8. ადრეული ზრდასრულობა. ფიზიკური და კოგნიტური განვითარება
1
9. ფსიქოსოციალური განვითარება ადრეულ ზრდასრულობაში
10. საშუალო ზრდასრულობა. ფიზიკური და კოგნიტური განვითარება: 1 სთ
11. ფსიქოსოციალური განვითარება საშუალო ზრდასრულობაში
12. გვიანი ზრდასრულობა. ფიზიკური განვითარება
13. დაბერების მიზეზები. ცვლილებები კოგნიტურ ფუნქციონირებაში
14. ფსიქოსოციალური განვითარება გვიან ზრდასრულობაში
15. სიკვდილი და გარდაცვალება

განვითარების ფსიქოლოგია. II ნაწილი

თემა I. უმცროსკლასელთა კოგნიტური განვითარება.

ბავშვის კოგნიტური და ინტელექტუალურ განვითარება ძირითადად ხდება


სკოლაში. სკოლაში შესვლა წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს ყველა ბავშვის
ცხოვრებაში და როგორც ჩანს, შემთხვევითი არაა ის ფაქტი, რომ კულტურათა
უმრავლესობაში ბავშვების სისტემატური სწავლება იწყება 5 – 7 წლის ასაკში. ამ ასაკში
ბევრი კოგნიტური, მეტყველებითი და პერცეპტულ - მოტორული ჩვევა ხდება უფრო
სრულყოფილი და ურთიერთდაკავშირებული, რაც მნიშვნელოვნად აადვილებს
სწავლების ზოგიერთ სახეს და ამაღლებს მის ეფექტურობას. განვიხილოთ, თუ როგორ
ვითარდება უმცროსკლასელის შემეცნებითი ფუნქციები.

აღქმა. სწავლის პროცესში ბავშვის წინაშე დგება ბევრი ამოცანა, რომელთა


გადაჭრა დიდადაა დამოკიდებული აღქმის განვითარებაზე. ნებისმიერი ინფორმაციის
დასწავლა იწყება აღქმით. უმცროსკლასელთა აღქმა მჭიდრო კავშირშია შეგრძნების
განვითარებასთან, სადაც პირველ რიგში იგულისხმება მხედველობისა და სმენის
შეგრძნებები. სინამდვილის შესახებ ინფორმაციის 80 %-ს ბავშვი ღებულობს
მხედველობით. მხედველობისა და სმენის შეგრძნებების განვითარება გრძელდება
მთელი სასკოლო პერიოდის განმავლობაში.

2
მიუხედავად იმისა, რომ უმცროსკლასელის აღქმას ახასიათებს შედარებითი
სიცხოველე, იგი მაინც ბევრ რამეს ვერ ამჩნევს იმაში, რასაც ხედავს და რაც ესმის.
პირველკლასელებთან სჭარბობს პირველი სასიგნალო სისტემის მოქმედება, რის გამოც
სწავლისას წამყვანი როლი ეკუთვნის თვალსაჩინოებასა და გრძნობად აღქმას. ამ ასაკის
ბავშვებს არა აქვთ ფაქიზი მგრძნობელობა ელფერებისა და ნახევარტონების მიმართ.

პირველკლასელთა აღქმის ერთ - ერთი თავისებურებაა სიტყვის გრაფიკული


გამოსახულების არასაკმაოდ დიფერენცირებული აღქმა. ფორმით მსგავს ასოთა შორის
განსხვავების წვდომა მოითხოვს ფაქიზი ანალიზის უნარს, რაც ბავშვებს ჯერ ძალიან
უჭირთ. წერითი მეტყველების შეცდომების ფსიქოლოგიური ანალიზისას გ.
მჭედლიშვილი გამოყოფს ტიპიური შეცდომების ისეთ სახეს, როგორიცაა „ შეცვლა,“
როდესაც ბავშვები ერთმანეთში ურევენ იმ ასოებს, რომლებიც გრაფიკულად გვანან
ერთმანეთს, კერძოდ, ძ - ხ, წ - შ, ვ - კ, ტ - ც, თ - ფ. ეს ხდება იმიტომ, რომ
პირველკლასელებს არა აქვთ დიფერენცირებული ცალკეული ასოს ფორმამოყვანილობა.
ბავშვებს ასეთი შეცდომები რომ არ მოუვიდეთ, საჭიროა მათი სისტემატური ვარჯიში
მსგავსი საგნების შედარებაში, მსგავსი და განმასხვავებელი ნიშნების დადგენაში.

დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ბავშვმა შეძლოს საგანთა იდენტურობის


დადგენა ამა თუ იმ სენსორული ეტალონისადმი. ასეთი ეტალონებია: ფერი, ფორმა,
სივრცითი და დროის ერთეულები. თუ ბავშვს შეუძლია აღსაქმელი თვისების შესაბამება
ეტალონთან, მას უკვე შეუძლია დაადგინოს იდენტურობა, მსგავსება, განსხვავება.

სკოლამდელი ასაკის ბავშვის აღქმა უნებლიეა, ასევეა დასაწყისში


უმცროსკლასელის აღქმაც. პირველკლასელებს არ შეუძლიათ საკუთარი აღქმის მართვა,
საგნისა თუ მოვლენის დამოუკიდებელი ანალიზი. ამიტომაა, რომ სურათის
დათვალიერებისას ან ტექსტის კითხვისას ისინი ხტებიან შემდეგზე, გამოტოვებენ
სიტყვებსა და დეტალებს. ამიტომაა, რომ აღქმისას ბავშვები ხშირად ყურადღებას
აქცევენ არა ძირითადსა და მთავარს, არამედ უმნიშვნელოსა და არაარსებითს.
უმცროსკლასელთა აღქმა მჭიდროდაა დაკავშირებული პრაქტიკულ მოქმედებასთან.
აღიქვა რომელიმე საგანი, ნიშნავს იმას, რომ რაიმე მოიმოქმედო ამ საგნით, აიღო ან
შეეხო მას, აღიქმება ძირითადად ის, რაც შეესაბამება მათ მოთხოვნებს, შემოდის მათი
ინტერესების სფეროში.

დაწყებითი კლასების მოსწავლეებს სიძნელეები აქვთ დროისა და სივრცის


აღქმაში. შ. ჩხარტიშვილის აზრით, სკოლამდელი ბავშვი სივრცით მიმართებებს
აღიქვამს საკუთარ თავთან მიმართებაში. აღქმული სივრცის ცენტრში ყოველთვის
თვითონ იმყოფება და აქედან განსაზღვრავს საგნის დაშორების მანძილსაც და სივრცით
მიმართებებსაც. იგი ვერ ახერხებს აღქმის კოორდინატების გადატანას საკუთარი
თავიდან სხვა წერტილში და სივრცის აღქმას ამ წერტილთან მიმართებაში.

პირველკლასელისთვის დიდ სიძნელეს წარმოადგენს დროის აღქმა. მათთვის


არაა ადვილი იმის აღქმა, რასაც არა აქვს თვალსაჩინო ფორმა, თანაც მუდმივად
მიმდინარეა. მათ შედარებით უადვილდებათ აწმყო დროის აღქმა, მაგრამ წარსული
დროის, განსაკუთრებით მისი ხანგრძლივი პერიოდების აღქმა ძალიან უძნელდებათ.
3
მეორეკლასელებს უკვე შეუძლიათ გაიგონ და აითვისონ, რომ დროის შეჩერება არ
შეიძლება, რომ მისი შეცვლა არაა დამოკიდებული ადამიანის სურვილზე.

უმცროსკლასელთა სასკოლო წარმატება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მათი


ყურადღების განვითარების დონეზე. ყურადღების მიზანია, მოსწავლისათვის საჭირო
სასწავლო შინაარსი მოათავსოს მისი ცნობიერების ცენტრში, მიღებული შედეგი
შეინარჩუნოს საჭირო დონემდე და შემდეგ, ახალი მოთხოვნილებების კვალობაზე,
სწრაფად მოამზადოს პირობები ცნობიერების ცენტრში სხვა საჭირო შინაარსის
მოსათავსებლად. ყურადღება თავისებური სპეციფიკური ფსიქიკური პროცესია, იგი
უზრუნველყოფს ცნობიერების წარმატებით მუშაობას. ყურადღება სხვა შემეცნებითი
ფსიქიკური პროცესების მუშაობისთვის აუცილებელ ფსიქიკურ პირობებს ქმნის.
ყურადღების მიპყრობა შეიძლება როგორც გარე სამყაროს ობიექტებზე, ასევე საკუთარი
შინაგანი სამყაროს მოვლენებზეც.

უმცროსკლასელის ყურადღების მთავარი ასაკობრივი თავისებურებაა ნებისმიერი


ყურადღების სისუსტე. უნებლიე ყურადღება ამ ასაკში უკეთესადაა განვითარებული.
ყურადღება თავისთავად ექცევა ახალს, მოულოდნელ, ნათელ, მოძრავ, შთამბეჭდავ და
ა.შ. შთაბეჭდილებებს. ასაკობრივი თავისებურებებიდან ამ მიმართულებით
განმსაზღვრელს წარმოადგენს აგზნებისა და შეკავების პროცესების მიმდინარეობა. ეს
პროცესი უმცროსკლასელებთან სწრაფად მიმდინარეობს. ამიტომ ახალი
გამღიზიანებლები ტვინის ქერქში იწვევს აგზნების ახალ კერას და აკავებს მეორეს.
აქედან ადვილი გასაგები ხდება, ,,თუ რატომ გადახტება” ბავშვის ყურადღება სწრაფად
ერთი საგნიდან მეორეზე.

ი. სტრახოვმა ჩამოაყალიბა უმცროსკლასელთა ყურადღებიანობის ოთხი


მდგომარეობა: ა) ნამდვილი ყურადღება, ბ) მოჩვენებითი უყურადღებობა, გ)
მოჩვენებითი ყურადღება და დ) ნამდვილი უყურადღებობა. გაკვეთილზე ბავშვის
ყურადღებიანობა გამოიხატება იმაში, რომ უმცროსკლასელები მზად არიან გაკვეთილის
დაწყებისთანავე ჩაებან მის მსვლელობაში და შეძლებისდაგვარად, წინააღმდეგობა
გაუწიონ ყურადღების გადამხრელ ფაქტორებს. ამ ასაკის ბავშვის ნამდვილი
ყურადღების ნიშნებია საქმიანი პოზა და გაკვეთილისადმი მზაობის მიმიკური
გამოხატულება. გაკვეთილზე შეიძლება არსებობდეს აგრეთვე მოჩვენებითი
უყურადღებობა. ამ მდგომარეობას ადგილი აქვს ისეთ მოსწავლეებთან, რომელთაც
ყურადღების გარეგნული ნიშნები სუსტად აქვთ გამოხატული. სანგვინიკური
ტემპერამენტის ბავშვთან მოჩვენებითი უყურადღებობა ვლინდება ძალზე
გამოკვეთილად მაშინ, როცა ბავშვი ერთდროულად აკეთებს რამდენიმე საქმეს: იგი
მოძრავია, ხშირად იცვლის პოზას, ლაპარაკობს ამხანაგებთან, თავის აზრს გამოთქვამს
ხმამაღლა, სახის მიმიკა ხშირად ეცვლება, მაგრამ მასწავლებლის კითხვებზე იგი არ
იბნევა, მისი პასუხები მეტყველებს, რომ იგი კლასთან ერთადაა, კლასის ცხოვრების
ფერხულშია. ასეთი ბავშვების ყურადღების აღზრდა დაკავშირებულია თავშეკავების
აღზრდასთან.

4
ზოგიერთი უმცროსკლასელი ამჟღავნებს მოჩვენებით ყურადღებიანობას. ამ დროს
ყურადღების გარეგნული ფორმები არ შეესაბამება ბავშვის მდგომარეობას გაკვეთილზე.
გარეგნულად ბავშვის თითქოს ყურადღებითაა, მაგრამ მასწავლებლის კითხვებზე ვერ
პასუხობს. ამის მიზეზი სხვადასხვაა: ზოგიერთ მოსწავლეს ახასიათებს აზრის
სიზარმაცე, სწავლისადმი არასერიოზული დამოკიდებულება და ა.შ. ასეთმა ბავშვმა
გაკვეთილი შეიძლება იცოდეს, მაგრამ გაფანტულია. და ბოლოს არიან ისეთი ბავშვები,
რომლებიც ამჟღავნებენ ნამდვილ უყურადღებობას. მათ არა აქვთ მზაობა
გაკვეთილისადმი, მათი პოზა და მიმიკა აშკარად ამჟღავნებს უყურადღებობას, რომლის
შედეგია სუსტი აკადემიური წარმატება და დიდი რაოდენობის შეცდომები.

უმცროსკლასელთა ყურადღება არაა გამძლე უცვლელი ობიექტების მიმართ.


ამიტომაა, რომ მათ არ შეუძლიათ დიდი ხნის განმავლობაში ერთი და იგივე სამუშაოს
შესრულება. ისინი ჩქარა იღლებიან, რაც თავის მხრივ, აქვეითებს მათ ყურადღებას.
ამიტომ, მასწავლებელმა უნდა ისარგებლოს მცირე პაუზებით და დაასვენოს
მოსწავლეები. უმცროსკლასელთა (განსაკუთრებით პირველ და მეორე კლასელთა)
ყურადღების სუსტი გამძლეობის მიზეზია შეკავებითი პროცესების სისუსტე.

უმცროსკლასელთა ყურადღების მოცულობა შეზღუდულია. მათი ყურადღება


უმეტესად ერთ ობიექტზეა მიმართული. მათ უჭირთ ყურადღების განაწილებაც.
მაგალითად, მათ ძალიან უჭირთ კარნახით წერა იმიტომ, რომ მათთვის ერთდროულად
ყურადღების მიქცევა წერასა და მასწავლებლის კარნახზე, ერთობ ძნელია. ვ. სტრახოვს
შემოაქვს კოლექტიური ყურადღების ცნება. მისი აზრით, კოლექტიური ყურადღება არაა
გაკვეთილზე მოსწავლეთა ინდივიდუალური ყურადღების მექანიკური ჯამი.
კოლექტიური ყურადღება - ესაა მასწავლებლის მიერ ორგანიზებული და აღზრდილი
ყურადღება, რომელიც მიმართულია ერთი მიზნისკენ, ასახსნელ მასალაზე ყურადღების
მიპყრობისკენ. ესაა კლასის ყურადღება საერთოდ, რაც ყურადღების განვითარების
მაღალ ფორმას წარმოადგენს. პირველკლასელებს ასეთი ფორმის განვითარებული
ყურადღება არა აქვთ, მეორე კლასში ყალიბდება მისი ჩანასახოვანი ფორმები, მაგრამ ეს
თავისთავად, მასწავლებლის მუშაობის გარეშე არ მოხდება. კოლექტიური ყურადღების
აქტიური ჩასახვისა და დაწყების ეტაპია მესამე კლასი.

უმცროს სასკოლო ასაკში მოსწავლეთა სუსტი აკადემიური წარმატების ერთ-ერთი


მიზეზია ის, რომ მათ არ შეუძლიათ დროულად და მთლიანად გადართონ თავიანთი
ყურადღება არა მარტო მოქმედების ერთი ფორმიდან მეორეზე, არამედ ერთსა და იმავე
მოქმედებას შორისაც. ყურადღების გადართვა განსაკუთრებით გაძნელებულია შემდეგ
შემთხვევებში:

ა) ახალ და ძველ ცოდნას შორის კავშირის დამყარების დროს. ყურადღების


გადართვის პროცესის გასაადვილებლად სასარგებლოა ყურადღების გამახვილება ადრე
შესწავლილ იმ დებულებებზე, წესებსა და კანონებზე, რომელიც ახალი მასალის
შეთავსებას ედება საფუძვლად;

ბ) მასწავლებლის სიტყვიერი ახსნიდან თვალსაჩინო მასალაზე გადასვლის დროს.


ამ შემთხვევაში ყურადღების გადართვა ხელს უწყობს მასწავლებლის მიერ გადაცემული
5
თეორიული ცოდნის კონკრეტიზაციას. ამიტომ, მიზანშეწონილია თვალსაჩინო მასალა
ვაჩვენოთ ბავშვებს მასწავლებლის სიტყვიერად გადაცემული მასალის ლოგიკის
მიხედვით და ამასთანავე, უნდა ვუკარნახოთ მათ, რა და როგორ უნდა დაინახონ;

გ) სააზროვნო პროცესში ყურადღების გადატანის დროს: ეს პროცესი მოითხოვს


ანალიზისა და სინთეზის განვითარების მაღალ დონეს. აღნიშნული პროცესი მაშინაა
წარმატებული, როცა მასწავლებელი გაკვეთილზე სისტემატურად ასწავლის ბავშვებს
საგნებისა და მოვლენების შედარებას, განზოგადებას, კლასიფიკაციას.

უმცროსკლასელთა ყურადღების განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს


მათ წინაშე ნათელი და საინტერესო ამოცანების დასმას. დიდ როლს თამაშობს აგრეთვე
აქტიური, მიზანშეწონილი აღქმის წარმოება. ამასთანავე, უნდა გვახსოვდეს, რომ ის, რაც
ადვილად ეჩვენებათ უფროსებს, ბავშვისათვის შეიძლება აღმოჩნდეს მეტად რთული.
ერთ-ერთ გაკვეთილზე მასწავლებელმა პირველკლასელებს უჩვენა ციყვის სურათი, რის
შემდეგაც ბავშვებს უნდა დაეხატათ მისი კონტური. როცა მასწავლებელმა სურათი აიღო,
ბავშვებმა დასვეს მრავალი კითხვა იმის შესახებ, თუ როგორი და რა ფერის თვალები,
ყურები, ულვაშები და წარბები ჰქონდა ციყვს. აღმოჩნდა, რომ ამ ნახატში ბავშვებმა
ბევრი რამ ვერ დაინახეს, მიუხედავად, იმისა, რომ ყველამ კარგად დაათვალიერა იგი.

სკოლაში შესვლით ბავშვის მეხსიერება არსებითად იცვლება. მისი მეხსიერება აქამდე


ძირითადად უნებლიე ხასიათს ატარებდა. ბავშვი იმახსოვრებდა იმას, რაც საინტერესო
და საჭირო იყო მოცემულ მომენტში. სკოლამდელ ასაკში დამახსოვრების მოცულობაზე,
სიმყარესა და სისწრაფეზე დიდ გავლენას ახდენდა დამახსოვრებული შინაარსისადმი
ემოციური დამოკიდებულება. პირველ და მეორე კლასელებთან ეს კანონზომიერება
ძირითადად დაცულია. ამიტომაა, რომ ისინი დიდი ხალისით სწავლობენ და
იმახსოვრებენ ლექსებს, ზღაპრებს, სიმღერებს, უმცროსკლასელის სასწავლო წარმატება
დიდადაა დამოკიდებული მეხსიერების მუშაობაზე.

უმცროსკლასელთა მეხსიერება განვითარების თვალსაზრისით სკოლამდელის


მეხსიერებაზე უფრო მაღალია. იგი ადვილად იმახსოვრებს ყოველივე ახალს, ნათელს,
კონკრეტულსა და საინტერესოს. ცნობილია, რომ დამახსოვრების ეფექტი
დამოკიდებულია ძველი ცოდნის სიტემაზე - რაც მეტია ძველი ცოდნა, მით ადვილად
შეიძინება ახალი. სკოლამდელებთან შედარებით უმცროსკლასელთა მეხსიერება უფრო
ცნობიერია და დამახსოვრების პროცესიც უფრო ორგანიზებულია. პირველკლასელებს
უკვე უჩნდებათ ნებისმიერი მეხსიერების ჩანასახოვანი ფორმები, მაგრამ ეს უნარი
მათთან ჯერ არაა სრულყოფილი. მაგალითად, პირველკლასელს ხშირად არ ახსოვს, რა
აქვს მიცემული საშინაო დავალებად (ეს მოითხოვს ნებისმიერ მეხსირებას), ხოლო
ადვილად და ძალისხმევის გარეშე იმახსოვრებს მისთვის საინტერესო მასალას (უნებლიე
მეხსიერება). უნებლიე მეხსიერების პროდუქტიულობა ვლინდება იმაში, რომ ასაკის
წინსვლასთან ერთად ფართოვდება ზღაპრებისა და საინტერესო ტექსტების მოცულობა.
ბავშვი ახლა უფრო დაწვრილებით ჰყვება და შედარებით ღრმად გადმოსცემს შინაარსს.
უნებლიე მეხსიერება უფრო გააზრებული ხდება.

6
ექვსწლიანთა მეხსიერების თავისებურება, როგორც აღვნიშნეთ, ისაა, რომ
სჭარბობს უნებლიე დამახსოვრების ფორმები. ამ დროს მნემური მიზნის ცნობიერად
დასმა არ ხდება. ბავშვი ადვილად იმახსოვრებს იმას, რამაც მიიპყრო მისი ყურადღება
თავისი სიახლით, არაჩვეულებრივობით და დინამიზმით. იგი უკეთ იმახსოვრებს იმ
მასალას, რომელზედაც აქტიურად მოქმედებს (თამაშობს, აწყობს). სასწავლო წლის
ბოლოს იწყება ნებისმიერი მეხსიერების ფორმების თანდათანობითი განვითარება.
მეხსიერების ნებისმიერი და უნებლიე ფორმების თანაარსებობა ამ ასაკის ბავშვში
მეხსიერების განვითარების ერთერთი ახალწარმონაქმნია. მაგრამ მნემური მიზნის დასმა
(რაც თავისთავად დიდი მიღწევაა) არაა საკმარისი. საჭიროა დამახსოვრების პროცესი
მოტივირებული იყოს.

პირველკლასელებს კარგად აქვთ განვითარებული ემოციური მეხსიერება, მაგრამ


ამ ასაკის ბავშვები იმახსოვრებენ არა საზოგადოდ გრძნობებს და ემოციებს, არამედ
გრძნობას რომელიმე კონკრეტული ადამიანის ან საგნის მიმართ. ემოციური მეხსიერება
განუყოფელია თვალსაჩინო - ხატოვანისაგან.

სწავლების გავლენით უმცროსკლასელთა მეხსიერება ვითარდება ორი


მიმართულებით: ა) იზრდება აზრობრივი სიტყვიერ-ლოგიკური დამახსოვრების როლი
და ხვედრითი წონა, ბ) ბავშვი ეუფლება საკუთარი მეხსიერების მართვას და რეგულაციას
(შეუძლია დამახსოვრება, აღდგენა და მოგონება). როგორც აღვნიშნეთ,
უმცროსკლასელებს უკეთესად აქვთ განვითარებული თვალსაჩინო-ხატოვანი, ვიდრე
სიტყვიერ - ლოგიკური მეხსიერება. მექანიკური განმეორების გზით ისინი
სიტყვასიტყვით იმახსოვრებენ მასალას. ამასთანავე, არ აცნობიერებენ აზრობრივ
კავშირებს და არ გადმოსცემენ საკუთარი სიტყვებით. ვ. კრუტეცკი ამ მდგომარეობას
ხსნის ოთხი გარემოებით.

1) უმცროსკლასელებს უკეთ აქვთ განვითარებული მექანიკური მეხსიერება და


ამის გამო ისინი მასალას იმახსოვრებენ სიტყვასიტყვით.

2) დასამახსოვრებელი ამოცანების დასმისას უმცროსკლასელი ჯერ კიდევ ვერ


აცნობიერებს, თუ კონკრეტულად რას მოითხოვენ მისგან, მას არ შეუძლია მნემური
ამოცანის დიფერენციაცია, ხოლო მასწავლებელი მისგან სრულად და სწორად აღდგენას
მოითხოვს. სრულად და სწორად კი ბავშვისათვის ნიშნავს სიტყვასიტყვით.

3) უმცროსკლასელები (განსაკუთრებით I-II კლასელები) ჯერ კიდევ ცუდად არიან


დაუფლებულნი მეტყველებას, რის გამოც მათ უფრო უადვილდებათ წიგნის ენით
გადმოცემა, ვიდრე საკუთარი სიტყვებით;

4) უმცროსკლასელებს უჭირთ აზრიანი დამახსოვრების ორგანიზაცია: არ


შეუძლიათ ტექსტის დაყოფა აზრიან ჯგუფებად, ლოგიკური სქემებით სარგებლობა,
ტექსტის დამახსოვრების ლოგიკური გეგმის შედგენა. ყოველივე ეს თანდათანობით
ხორციელდება სწავლების შემდეგ ეტაპზე.

გამოკვლევებმა უჩვენა, რომ დამახსოვრების პროდუქტიულობა უმცროს


მოსწავლეებთან დამოკიდებულია დამახსოვრების შესაბამისი განწყობის შექმნაზე. თუ
7
ბავშვი ერთ მასალას იმახსოვრებს იმ განწყობით, რომ მასალა მას გამოადგება მომავალში,
ხოლო სხვა მასალას - იმ განწყობით, რომ ეს მას უფრო ადრე დასჭირდება - მეორე
შემთხვევაში მას მასალა ამახსოვრდება უფრო ჩქარა და ახსოვს უფრო მეტ ხანს და
ზუსტად. მასწავლებლის ამოცანაა, მოსწავლეებს შეუქმნას დამახსოვრების შესაბამისი
განწყობა. მასწავლებელმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს
დასამახსოვრებელი მასალის აზრობრივ მხარეს, რაც შემდგომში საფუძვლად ედება
ლოგიკური მეხსიერების ჩამოყალიბებასა და განვითარებას. წინააღმდეგ შემთხვევაში,
ბავშვის მეხსიერება იქნება მექანიკური და ნაკლებპროდუქტიული. ა. სმირნოვის
მიხედვით, სიტყვასიტყვით დამახსოვრება მეხსიერების ასაკობრივი თავისებურება კი არ
არის, არამედ განპირობებულია ცხოვრებისეული გამოცდილების ხასიათით. იმის გამო,
რომ მოსწავლეები ვერ გამოყოფენ მთავარსა და ძირითადს, ხოლო მასწავლებელი მათგან
მოითხოვს სრულად და სწორად აღდგენასა და გადმოცემას, პატარა მოსწავლე ცდილობს
მასალა სიტყვა-სიტყვით დაიმახსოვროს.

მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდება გააზრებული დამახსოვრებისა და


თვითკონტროლის ხერხები, ნებისმიერი მეხსიერება უფრო პროდუქტიული და
ეფექტური ხდება, ვიდრე - უნებლიე. თუმცა, ნებისმიერი მეხსიერების გვერდით
თანაარსებობს უნებლიე ფორმებიც, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდაა
დაკავშირებული. სასურველია, რომ მეხსიერების ორივე ფორმა ბავშვმა შესატყვის
პირობებში გამოიყენოს. სასწავლო მასალის სრულფასოვანი შეთვისებისათვის მხოლოდ
ნებისმიერი მეხსიერება არაა საკმარისი, ამ დროს უნებლიე მეხსიერებაც მნიშვნელოვან
როლს თამაშობს.

აზროვნება ადამიანური შემეცნების უმაღლესი საფეხურია, რომელიც სინამდვილეს


ასახავს განზოგადებულად და გაშუალებულად. ბავშვის აზროვნება მჭიდროდაა
დაკავშირებული მისი ცოდნის დონესთან. უმცროსკლასელი გონებრივი მოქმედების
იმავე ფორმებს იყენებს, რასაც მოზრდილი. ესაა თვალსაჩინო - მოქმედებითი,
თვალსაჩინო - ხატოვანი და სიტყვიერ-ლოგიკური ანუ ცნებითი აზროვნება. ბავშვის
ინტელექტუალური განვითარება უმთავრესად სკოლაში მიმდინარეობს. უმცროსი
სასკოლო ასაკი ბავშვის აზროვნების ინტენსიური განვითარების ასაკია.
უმცროსკლასელი ჩვეულებრივ, კონკრეტული კატეგორიებით აზროვნებს. იგი მისთვის
კარგად ნაცნობი საგნებისა და მოვლენების თვალსაჩინო ნიშნებს ეყრდნობა.

უმცროსი სასკოლო ასაკი ემთხვევა ჟ. პიაჟეს აზროვნების განვითარების


კონკრეტული ოპერაციების სტადიას. 5-7 წლის ასაკს ჟ. პიაჟე განიხილავს, როგორც
ერთგვარ გარდამავალ პერიოდს ოპერაციამდელ და კონკრეტული ოპერაციების
სტადიებს შორის. ოპერაციამდელი სტადიის ბოლოს, ჟ. პიაჟეს მიხედვით, ბავშვის
აზროვნების ისეთი მხარეები, როგორიცაა რიგიდულობა, სტატიკურობა, შეუქცევადობა,
ეგოცენტრიზმი, თვალში საცემი ნიშნებით ოპერირება და ა. შ. იწყებენ ,,დნობას”. ბავშვის
აზროვნება ხდება უფრო შექცევადი, მოქნილი და რთული, მცირდება ეგოცენტრიზმი,
ვითარდება ლოგიკური დასკვნებისა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ძიების უნარი.

8
ჟ. პიაჟეს მიხედვით, ექვსი-შვიდი წლის ბავშვს ახასიათებს ,,ცენტრაცია”, როცა
საგნებისა და მათი ნიშან-თვისებების აღქმისას ბავშვი ყურადღებას აქცევს მხოლოდ ერთ
ნიშანს. ასევე, მისი აზროვნებისთვის დამახასიათებელია ეგოცენტრიზმი, როცა
უმცროსკლასელს ვერ წარმოუდგენია, რომ გარესამყაროს მისეული ხედვა არ ემთხვევა
სხვა ადამიანების აღქმას. ამ ასაკის ბავშვს ძნელად წარმოუდგენია, რომ შეიძლება
არსებობდეს ერთსა და იმავე მოვლენის შესახებ განსხვავებული თვალსაზრისი, რომ
საგნების აღქმა შესაძლებელია განსხვავებულად.

ოპერაციამდელი სტადიიდან კონკრეტული ოპერაციების საფეხურზე გადასვლა


ხდება თანდათანობით, წლების განმავლობაში ბავშვების მიერ საგნებისა და მოვლენების
მანიპულირებისა და შემეცნებითი გამოცდილების კვალობაზე. აზროვნების უფრო
რთულ და ფაქიზ ფორმებს ბავშვი ითვისებს ფიზიკური სინამდვილის აქტიური
შემეცნების პროცესში. სწავლა-აღზრდის პროცესი ბავშვთა კოგნიტური
განვითარებისათვის მეტად ხელსაყრელ პირობებს ქმნის და მნიშვნელოვნად აჩქარებს ამ
განვითარებას.

კონკრეტულ ოპერაციაში მოიაზრება კონკრეტულ, რეალურ საგნებთან


დაკავშირებული გონებრივი პროცესი, რომლის მიმართვა შესაძლებელია საწინაღმდეგო
მიმართულებითაც. კონკრეტული ოპერაციების საშუალებით, ბავშვებს შეუძლიათ,
ყურადღება ერთდროულად გაამახვილონ საგნის რამდენიმე ნიშანზე. ამ სტადიაზე
მყოფ ბავშვს შეუძლია, გონებაში წარმოისახოს ის მოქმედება, რომლის შესრულება ადრე
შეეძლო მხოლოდ ფიზიკური მოქმედებით. ასევე, მათ შეუძლიათ, ეს მოქმედებები
წარმოიდგინონ საწინააღმდეგო მიმართულებითაც. ამ სტადიაზე მყოფი ბავშვები უკვე
ამჟღავნებენ, რომ ესმით კონსერვაცია: ისინი ხვდებიან, რომ ფორმის შეცვლის
მიუხედავად, წყლის რაოდენობა დარჩება იგივე, თუ მას არაფერს არ დავუმატებთ ან არ
გამოვაკლებთ. მათ უკვე შეუძლიათ, გონებით წარმოისახონ წყლის ერთი ჭიქიდან
მეორეში და მერე ისევ უკან პირველ ჭიქაში გადასხმის პროცესი.

კონკრეტული ოპერაციების სტადიაზე მყოფ ბავშვს შეუძლია საგანთა


კლასიფიკაცია, ანუ მათი კატეგორიებად და ქვეკატეგორიებად დაყოფა, მათი ძირითადი
თვისებების გათვალისწინებით. ასევე, მათ აქვთ კატეგორიებსა და ქვეკატეგორიებს
შორის ურთიერთობების განხილვის უნარი. გარდა ამისა, ამ სტადიაზე მყოფი ბავშვები
ავლენენ კატეგორიათა ჩართვის ( ინკლუზიის) უნარს: მათ უკვე შეუძლიათ საგნების
ერთდროულად რამდენიმე კატეგორიაში კლასიფიკაცია. მაგალითად, ისინი შეძლებენ
მძივის მარცვლების ერთდროულად ორ კატეგორიაში განხილვას, მასალის ( ხე) და
ფერის ( ყვითელი და წითელი) მიხედვით.

ერთ - ერთი მნიშვნელოვანი, რასაც ბავშვები სწავლობენ კონკრეტული


ოპერაციების საფუძველზე, არის სერიაცია/დახარისხება, ანუ საგნების დალაგება
რაოდენობრივი მახასიათებლის ( სიგრძე, წონა, მოცულობა) მიხედვით. მაგალითად, თუ
ბავშვს აქვს სერიაციის უნარი, იგი შესძლებს ჩხირების დალაგებას ყველაზე მოკლე
ჩხირიდან ყველაზე გრძლამდე. სერიაციის ოპერაციის დაუფლების შემდეგ, ბავშვს
შეუძლია შეიძინოს ახალი უნარი - ტრანზიტულობა. ტრანზიტულობა - ესაა ორ საგანს

9
შორის ურთიერთობის შესახებ დასკვნის გაკეთების უნარი, მათი მესამე საგანთან
ურთიერთობის შესახებ ცოდნის საფუძველზე.

უმცროსკლასელთა აზროვნება კონკრეტულ-ხატოვანია. კონკრეტულობა


ვლინდება იმაში, რომ ბავშვი ამა თუ იმ სააზროვნო ამოცანას სწორად წყვეტს მაშინ, როცა
სიტყვებს უკან კონკრეტული საგნები და მოვლენები იმალება. აზროვნების
კონკრეტულობა იმაშიც ვლინდება, რომ მოსწავლეებს არ შეუძლიათ ზოგადი
დებულებების მაგალითებით ილუსტრირება და ამ დებულებების კონკრეტული
ფაქტების მიმართ გამოყენება. მათ უფრო კონკრეტული ფაქტების ანალიზი და
შესაბამისი დასკვნების გამოტანა უადვილდებათ. ესაა ინდუქციური დასკვნა, ხოლო
დედუქციური - ვითარდება უფრო მოგვიანებით.

ხატოვანი აზროვნება არის აზროვნების ძირითადი სახე უმცროს სასკოლო ასაკში.


რა თქმა უნდა, უმცროსკლასელს ლოგიკური აზროვნებაც შეუძლია, მაგრამ ყოველთვის
უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ასაკი სწავლებისათვის მაშინაა სენზიტიური, როცა აზროვნება
ეფუძნება თვალსაჩინო ხატებს.

მრავალრიცხოვანმა ექსპერიმენტებმა დაადასტურა, რომ უმცროს სასკოლო ასაკში


ბავშვს ცნების დაუფლების ფართო შესაძლებლობები გააჩნია, რის შედეგადაც
განზოგადებისა და აბსტრაქციის უნარი განვითარებისა და პროდუქტიულობის მაღალ
დონეს აღწევს. პირველ და მეორე კლასებში ცნების შემუშავების დროს ეყრდნობიან
საგნებისა და მოვლენების თვალში საცემ, გარეგან ნიშნებს. მაგალითად, ასკილი
ლამაზია, იზრდება ტყეში, კარგი სუნი აქვს, ძროხა იძლევა რძეს, ზმუის. დელფინსა და
ვეშაპს ისინი აკუთვნებენ თევზებს, იმიტომ რომ ისინი ცხოვრობენ წყალში და ცურავენ.
მესამეკლასელთა ცნებები უფრო ზუსტია, რადგანაც ამ ასაკის ბავშვებს მეტი
ცხოვრებისეული გამოცდილება და წარმოდგენათა ფართო წრე აქვთ. მაგალითად, ისეთი
ცნებების განსაზღვრებისას, როგორიცაა ,,შინაური” და ,,გარეული ცხოველები”, ბავშვები
გამოყოფენ ნიშანთა ფართო წრეს, არსებით ნიშნებად თვლიან ცხოველთა ცხოვრების
ნირს, ამყარებენ კავშირებს ცხოვრების ბუნებრივ პირობებსა და ცხოველთა სხეულის
აგებულებას შორის. მეოთხეკლასელები კი ეყრდნობიან შედარებით უფრო
განზოგადებულ ნიშნებს, რომლებშიც შინაგანი არსებითი კავშირებია ასახული.

უმცროსკლასელთა მსჯელობები დასაწყისში წაბაძვითი ხასიათისაა. ისინი


სამყაროს ჯერ კიდევ უფროსების თვალით უყურებენ. ბავშვები ძირითადად
მასწავლებელს ბაძავენ. მათი მსჯელობა ხშირად არაა კონკრეტული და მტკიცებითი.
თანდათანობით ყალიბდება დასკვნის უნარიც. პირველ და მეორე კლასებში ბავშვის
დასკვნები საკუთარ გამოცდილებაზე დამყარებულ წანამძღვრებზე აიგება, ხოლო მესამე
კლასიდან - შედარებით უფრო აბსტრაქტულ მასალაზე.

უმცროსკლასელებს უძნელდებათ საგნებსა და მოვლენებს შორის მიზეზ -


შედეგობრივი კავშირების დამყარება. ამ მიმართულებით მასწავლებლის ამოცანაა,
მიაჩვიოს მოსწავლეები საგანთა და მოვლენათა სისტემატურ ანალიზს და სინთეზს,
გაუცნობიეროს მათ მოვლენათა შორის შინაგანი კავშირები და განასხვავოს ისინი
გარეგნულისგან. უმცროსკლასელთა აზროვნებაში მსჯელობისას უნდა
10
გავითვალისწინოთ მათი შეკითხვების ხასიათიც. სკოლამდელთა მრავალრიცხოვანი
შეკითხვები ცნობისმოყვარეობითაა გამოწვეული, ხოლო უმცროსკლასელთა შეკითხვები
ცოდნისმოყვარებით. ამ შეკითხვებში, ხშირად გამოხატულია მიზეზ-შედეგობრივი
დამოკიდებულება ,,რატომ”-ის ფორმაში (,,რატომ არ იძირება ბატი წყალში?”, ,,რატომ არ
ცურავს ქათამი?”). გაცილებით მრავალეროვანია აგრეთვე უმცროსკლასელთა
შეკითხვების მოტივებიც.

უმცროს სასკოლო ასაკში თეორიული აზროვნების განვითარება დამოკიდებულია


სწავლების შინაარსზე. თუ სწავლება მიმდინარეობს უმცროსკლასელთა თეორიული
აზროვნების რეფლექსური ხერხების ათვისების საფუძველზე, როგორც საგნობრივ-
ქმედით, ასევე თვალსაჩინო-ხატოვან ფორმებში, ბავშვების უმრავლესობა თეორიულ
აზროვნებაზე გადადის გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე საკონტროლო კლასებში.

უმცროსკლასელთა აზროვნების განვითარება იწვევს სხვა შემეცნებითი


პროცესების (განსაკუთრებით აღქმისა და მეხსიერების) ინტენსიურ გარდაქმნას და
განვითარებას. აზროვნების პროცესის სრულყოფაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება
სწავლების შინაარსა და მეთოდს. შეიძლება ითქვას, რომ უმცროსკლასელის გონებრივი
განვითარება შეფარდებითია, იგი დამოკიდებულია სწავლების თანამედროვე სისტემის
განვითარების დონეზე. დაწყებითი სწავლების სისტემის გარდაქმნისადმი მიძღვნილმა
მრავალრიცხოვანმა ექსპერიმენტებმა დაამტკიცა, რომ ტრადიციულ ფსიქოლოგიასა და
დიდაქტიკაში გაბატონებული შეხედულება დაწყებითი სასკოლო ასაკის ბავშვის
აზროვნების ,,კონკრეტულობის” შესახებ მთლად გასაზიარებელი არაა. სწავლების
განსაზღვრულ მეცნიერულ საფუძველზე დამყარებული შინაარსის გავლენით
უმცროსკლასელებს გარკვეულ ფარგლებში ცნენებისა და თეორიული მეცნიერული
ხასიათის ცოდნის შეთვისებაც შეუძლიათ.

მეტყველების განვითარება.

უმცროსკლასელთა აზროვნების განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული


მეტყველების განვითარებასთან. ექვსი წელი მეტყველების ინტენსიური განვითარების
ასაკია. სკოლაში შესვლისას ბავშვი პრაქტიკულად ფლობს მშობლიური ენის თითქმის
ყველა მხარეს: ლექსიკას, ბგერათა შემადგენლობას და გრამატიკულ წყობასაც. ექვსი
წლის ასაკში ბავშვის აქტიურ ლექსიკონში უკვე 3000-4000 სიტყვაა. ამ ასაკში ბავშვები
ვითარდებიან მეტყველების გრამატიკული მხარის დაუფლების თვალსაზრისითაც.
ისინი ეუფლებიან გრამატიკული ფორმების მორფოლოგიურ სისტემას, ითვისებენ
ბრუნვათა ტიპებს, ბგერათა მონაცვლეობის ფორმებს, სიტყვათა ცვალებადობისა და
სიტყვათწარმოთქმის ხერხებს. ამ ასაკში ბავშვებმა კარგად იციან, რომელია კარგი და
ცუდი სიტყვა, რომლის წარმოთქმაც არ შეიძლება, სირცხვილია.

ექვსი წლის ასაკში ვითარდება მეტყველების სინტაქსური მხარეც.


სკოლამდელებთან შედარებით, ახლა იზრდება რთული წინადადებების რაოდენობა. თუ
სკოლაში შესვლამდე ბავშვი გრამატიკულ კანონებს პრაქტიკულად ითვისებდა, ახლა იგი
იწყებს გრამატიკის სისტემატურ შესწავლას, რაც მეტყველებისადმი, გრამატიკული
წყობისადმი გაცნობიერებულ დამოკიდებულებას გულისხმობს. პირველკლასელებს ეს
11
პირველ ხანებში ძალიან უჭირთ, რადგან ისინი სიტყვის არსებით მხარეებზე
ყურადღებას ვერ წარმართავენ.

უმცროსკლასელები უფროსებთან და თანატოლებთან ურთიერთობაში ხმარობენ


მეტყველების სიტუაციურ, კონტექსტურ და ახსნით ფორმებს. სიტუაციური მეტყველება
შეკუმშულობით, ბოლომდე ართქმით ხასიათდება. იგი მჭიდროდაა დაკავშირებული
კონკრეტულ სიტუაციასთან და ტიპიურია როგორც უფროსი სკოლამდელისთვის, ასევე
პირველკლასელისთვისაც, მაგრამ პირველკლასელი ახლა იყენებს კონტექტურ
მეტყველებას, ე.ი. მეტყველების ისეთ ფორმას, როცა ლაპარაკია მოვლენებისა და
სიტუაციის შესახებ, მაგრამ ესენი მოცემულ მომენტში არ არიან. ეს მეტყველების
შედარებით მაღალი ფორმაა, რადგანაც კონკრეტული სიტუაციისაგან მოწყვეტა
წინსვლაა ამ ასაკში. ბავშვი ყვება იმ სიტუაციის შესახებ, რომლესაც მსმენელი არ იცნობს.
იმისათვის, რომ მსმენელს გააგებინოს, ბავშვის მეტყველება უნდა იყოს გაბმული,
გაშლილი და დიფერენცირებული. ამასთანავე, პირველკლასელებთან კონტექსტური
მეტყველება სიტუაციურს ვერ გამოდევნის. პირველკლასელი ორივე ფორმას ხმარობს.

მეტყველების ძირითადი ფუნქციაა კომუნიკაცია, სხვა ადამიანებთან ცნობიერი


ურთიერთობის დამყარება. ექვსი-შვიდი წლის ასაკის ბავშვს შეუძლია ასეთი
ურთიერთობის დამყარება კონტექსტური მეტყველების დონეზე, რაც იმას ნიშნავს, რომ
მას შეუძლია ასე თუ ისე სრულად აღწეროს ის, რაზედაცაა საუბარი და იგი სავსებით
გასაგებია სიტუაციის უშუალო აღქმის გარეშეც. მეტყველების სიტუაციური ფორმები
თანდათანობით გადადიან კონტექსტურ ფორმებზე.

პირველი კლასის საფეხურზე ჩასახვას იწყებს ე.წ. ამხსნელი მეტყველება (განსჯა,


დადგენა, ახსნა, მომავალი მოქმედების გეგმის შემუშავება). აქ უკვე ზუსტი ლექსიკაა
საჭირო, რომელიც საგანთა და მოვლენათა თვისებებს, ნიშნებს, მომხდარი ფაქტის
ადგილსა და დროს ახსნის, აღწერს. მეტყველების ეს ფორმა განსხვავდება უბრალო
მონათხრობისაგან იმით, რომ ვერ დაუშვებს შინაარსის გადმოცემის უნებლიე ხერხებს.
ახლა განსაზღვრული თანმიმდევრობაა საჭირო.

სასკოლო ცხოვრება ხელს უწყობს წერითი მეტყველების განვითარებას. როგორც


აღვნიშნეთ, წერითი მეტყველება მონოლოგიური მეტყველების სახესხვაობაა და
პირველკლასელებთან მისი განვითარება ფიზიკური კონდიციების სისუსტის გამო
შეზღუდულია. იმის გამო, რომ წერითი მეტყველების პროცესში თანამოსაუბრესთან
უკუკავშირი არაა, იგი სტრუქტურულად უფრო რთულია, ვიდრე - ზეპირი მეტყველება.
იგი მოკლებულია ჟესტებს, მიმიკას და ინტონაციას, რის გამოც უმცროსკლასელთა
წერითი მეტყველება უფრო ღარიბია, ვიდრე ზეპირი. წერით მეტყველებაში ნაკლებადაა
კავშირები და ნაცვალსახელები, სჭარბობს არსებითი და ზედსართავი სახელები.
მესამეკლასელთა წერით მეტყველებაში სჭარბობს მარტივი გავრცობილი წინადადებები
(71%), რთული წინადადებები შეადგენს 29%-ს, ხოლო ზეპირ მეტყველებაში - 35%,
ამასთანავე, ზეპირ მეტყველებაში რთული ქვეწყობილი წინადადებები ჭარბობენ რთულ
თანწყობილს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ სინტაქსური კონსტრუქციებით ზეპირი
მეტყველება წერითს სჭარბობს. ზეპირ და წერით მეტყველებაში წინადადებათა და

12
სიტყვათა რაოდენობა მეტყველების განვითარების ერთ -ერთი ცენტრალური
მაჩვენებელია. მესამეკლასელები წერენ მოკლე წინადადებით (6-7 სიტყვა), ზეპირ
მეტყველებაში კი წინადადებები კი უფრო გრძელია, ვიდრე - წერითში.

უმცროსკლასელებს უჭირთ წაკითხული ტექსტის გაგება, რაც თავისთავად,


რთული ფსიქოლოგიური პროცესია. შინაარსის გაგებას ბგერითი ანალიზი, სინთეზი,
ჩქარი კითხვის ჩვევა და რთული სააზროვნო ოპერაციების სათანადო დონეზე
განვითარება სჭირდება. ამას ძალიან უწყობს ხელს ხმამაღალი გამომეტყველებითი
კითხვა, ამასთანავე მოსწავლეები უნდა შევაჩვიოთ იმას, რომ ტექსტი შეავსონ ცოცხალი
ინტონაციით, რომელიც წაკითხული შინაარსისადმი განცდებსა და ემოციებს
გამოიწვევს.

როგორც აღვნიშნეთ, უმცროსი სასკოლო ასაკის მანძილზე ვითარდება


მეტყველების ფონეტიკური, გრამატიკული და ლექსიკური მხარეები. პირველკლასელი
პრაქტიკულად ყველა ფონემას ფლობს. წერა-კითხვის სწავლება კარგად განვითარებულ
ფონემატურ სმენას მოითხოვს, რისთვისაც ფონემათა ფაქიზი ბგერითი ანალიზი და
სინთეზია საჭირო.

დაწყებითი სკოლის საფეხურზე, როგორც ვნახეთ, ვითარდება მეტყველების


გრამატიკული მხარეც. სკოლაში შესვლამდე ბავშვი პრაქტიკულად ფლობს გრამატიკულ
კატეგორიებს, მაგრამ სპეციალურ სწავლებამდე მისთვის სიტყვა საგანგებო შესწავლის
საგანს არ წარმოადგენს.

მეტყველების ფონეტიკური და გრამატიკული მხარის სიძნელეები ხელს უშლის


ლექსიკური მხარის ათვისებას, რაც სიტყვის მნიშვნელობის ათვისებასთანაა
დაკავშირებული, მეტყველება სიტყვების მექანიკურ დამახსოვრებას კი არ მოითხოვს,
არამედ ახალ სიტუაციებში მათ გააზრებულ გამოყენებას გულისხმობს. ამიტომ
მეტყველების ლექსიკური მხარის განვითარება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს წერა-
კითხვის წარმატების დაუფლებასა და მეტყველების მთავარი, კომუნიკაციური
ფუნქციის განვითარებას.

უმცროს სასკოლო ასაკში გამოიყოფა ბავშვების კატეგორია, რომლებსაც


ახასიათებთ სწავლის უნარის დაქვეითება. სწავლის უნარის დაქვეითებას
განსაზღვრავენ, როგორც დარღვევათა ჯგუფს, რაც გამოიხატება ისეთი უნარების
ათვისებისა და გამოყენების დეფიციტში, როგორიცაა: მეტყველება, მოსმენა, კითხვა,
წერა, მათემატიკა. ეს დარღვევები ძირითადად წარმოადგენს ნერვული სისტემის
დისფუნქციის შედეგს.

სწავლის უნარის დაქვეითების ერთ - ერთი სახეა დისლექსია, რაც ძირითადად


ვლინდება კითხვისა და მართლწერის სიძნელეებში. დისლექსიის მქონე ბავშვებს
სიძნელეები უჩნდებათ კითხვის, წერისა და ანგარიშის დროს. ნეიროფიზიოლოგიური
მეთოდებით ჩატარებულმა კვლევებმა უჩვენა, რომ დისლექსიის მქონე ადამიანებს
გამოხატული დეფიციტი აქვთ მარცხენა ჰემისფეროს არეებში, რომელიც მონაწილეობს
უშუალოდ კითხვაში. იგი მოიცავს შუბლის ქვედა ხვეულს, თხემის ქვედა და შუა წილს

13
და საფეთქლის ქერქს. დისლექსიის ხარისხი შესაბამისი მკურნალობით, მომზადებით
და დამხმარე ტექნოლოგიების გამოყენებით შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს.

დისგრაფია - ესაა ნევროლოგიური დარღვევა, რომელიც წერის ან ბეჭდვის დროს


ვლინდება. დისგრაფიის დროს პიროვნებას შეიძლება ჰქონდეს სიტყვის დასაწერად
შესასრულებელი დავალების სწორი თანმიმდევრობა, მაგრამ განხორციელების დროს
აირჩიოს არასწორი რიგითობა.

დისკალკულია ნევროლოგიური დარღვევაა, რომლის დროსაც გვხვდება


ნუმერაციის საფუძვლების სწავლების პრობლემა. ასეთ ადამიანებს შეიძლება ესმოდეთ
ძალიან რთული მათემატიკური კონცეფციები და პრინციპები, მაგრამ უჭირდეთ
მარტივი ფორმულების, მიმატება - გამოკლების აღქმაც კი.

თემა II. ფსიქოსოციალური განვითარება უმცროს სასკოლო ასაკში.

უმცროს სასკოლო ასაკში ვითარდება და რთულდება ბავშვის „ მე - კონცეფცია.“


ბავშვები საკუთარ თავში უკვე ხედავენ მეტ განმასხვავებელ თვისებებს, რომლითაც
ისინი განსხვავდებიან დანარჩენებისგან. საკუთარ თვისებებზე მსჯელობისას ბავშვები
უკვე იყენებენ სოციალურ შედარებას ანუ თავიანთ თვისებებს აფასებენ სხვებთან
მიმართებაში. მათი „ მე - კონცეფცია“ ხდება უფრო მდიდარი, მაგრამ მას სრულად
ჩამოყალიბებამდე ჯერ კიდევ ბევრი აკლია.

უნდა აღინიშნოს, რომ პირველკლასელები საკუთარ შესაძლებლობებს აფასებენ


უფრო მეტად, ვიდრე მოზარდები. ამავე ასაკში ყალიბდება „ მე - ს“ ხატი, ანუ საკუთარი
თავის, როგორც სხვებისგან განსხვავებული ადამიანის აღქმის უნარი. ასევე,
მნიშვნელოვანია თვითპატივისცემის გრძნობის გაჩენა. თვითპატივისცემაში
იგულისხმება ის, რომ ადამიანს საკუთარი თავი მიაჩნია გარკვეული უნარების მქონედ,
ანუ იგი თვლის, რომ მას აქვს მისთვის საინტერესო სფეროში წარმატების მიღწევის
უნარი.

უმცროს სასკოლო ასაკში თვითპატივისცემის გრძნობა ხშირად დაკავშირებულია


საკუთარი აკადემიური უნარების რწმენასთან, რაც თავის მხრივ, დაკავშირებულია
სწავლაში წარმატებასთან. დაწყებით კლასებში ჩატარებული კვლევებით დადგენილია,
რომ წარჩინებულ მოსწავლეებს ჩვეულებრივ, აქვთ უფრო მაღალი თვითშეფასება,
ვიდრე სწავლაში ჩამორჩენილებს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათ შორის არაა ყოველთვის
პირდაპირი კავშირი : შეიძლება მოსწავლე არ გამოირჩეოდეს მაღალი აკადემიური
მოსწრებით, მაგრამ მას ჰქონდეს ნორმალური ან საკმაოდ მაღალი თვითშეფასებაც.
მნიშვნელობა აქვს თანატოლების ჯგუფისა და მშობლების დამოკიდებულებას. თუ
მშობლები და თანატოლთა ის ჯგუფი, რომელშიც შედის ბავშვი, მას აფასებენ
დადებითად, მისთვის სხვების აზრს არა აქვს მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა. გარდა
ამისა, თუ ბავშვი ეკუთვნის ისეთ კულტურას, სადაც განათლებას არ ექცევა დიდი
14
ყურადღება, მისი თვითპატივისცემის გრძნობა და თვითშეფასება შეიძლება საერთოდ
არ იყოს დამოკიდებული სწავლაში წარმატებაზე.

თვითპატივისცემის განვითარება წარმოადგენს ციკლურ პროცესს. ჩვეულებრივ,


ბავშვები რაიმე საქმეში წარმატებას აღწევენ, როცა ისინი დარწმუნებული არიან
თავიანთ ძალებში და უნარებში, წარმატება კი იწვევს თვითპატივისცემის შემდგომ
ზრდას. ვინაიდან თვითპატივისცემასა და მიღწევებს შორის არსებობს მჭიდრო კავშირი,
ბევრი მასწავლებელი ცდილობს, ხშირად შეაქოს მოსწავლეები, რათა ხელი შეუწყონ
მათში თვითპატივისცემის განვითარებას. ზომიერი შექება მართლაც შეიძლება
სასარგებლო იყოს. თუმცა, მკვლევარები ამბობენ, რომ მეტისმეტმა შექებამ, რომელიც
არ შეესაბამება რეალურ მიღწევებს ან ზნეობრივ ქცევას, შეიძლება ხელი შეუშალოს
ბავშვში საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ რეალისტური წარმოდგენის
ჩამოყალიბებას. ამან კი მასწავლებელთან და თანატოლებთან ურთიერთობაში ბავშვს
შეიძლება პრობლემები შეუქმნას.

გარკვეული ცვლილებები ხდება მშობლებისა და ბავშვების ურთიერთობაშიც.


ბავშვები სულ უფრო ხშირად ახდენენ თავიანთი უარყოფითი გრძნობების შეკავებას, არ
ავლენენ მშობლების მიმართ უკმაყოფილებას და უკეთესად ახერხებენ საკუთარი
ქცევის რეგულაციას. თავის მხრივ, მშობლებიც უკვე ძირითად ყურადღებას აქცევენ
იმას, თუ როგორ აქვს ბავშვს ათვისებული სწავლის ჩვევები და რამდენად კარგად
ახერხებს იგი საკუთარი მოქმედების რეგულირებას. უმცროს სასკოლო ასაკში
მშობლების მხრიდან კონტროლი მეტად მნიშვნელოვანია. მკვლევარები აღნიშნავენ,
რომ ბიჭები, რომლებიც იმყოფებიან მშობლების მხრიდან მუდმივი კონტროლის ქვეშ,
უკეთესად სწავლობენ, ვიდრე ისინი, რომლებიც მოკლებული არიან ასეთ ყურადღებას.

რაც შეეხება ბავშვთან ურთიერთობას, აღმოჩნდა, რომ სიტყვიერი ახსნა,


სიტუაციის განმარტება უკეთეს შედეგებს იძლევა, ვიდრე სასჯელი. ამ ასაკში ბავშვებს
უკვე გაშინაგნებული აქვთ ბევრი სოციალური ნორმა, მომხდარია ნორმების
ინტერნალიზაცია (გაშინაგნება). კვლევებით გამოვლინდა, რომ ნორმების გაშინაგნებაზე
გავლენას ახდენს მშობლის ურთიერთობის სტილი. კერძოდ, ავტორიტეტული
მშობლების ბავშვებში სოციალური ნორმების ინტერნალიზაცია ჩამოყალიბებულია და
ბავშვები მათ ასრულებენ უფროსების შეხსენების გარეშე და მაშინაც, როცა უფროსი მის
გვერდით არაა.

რაც შეეხებათ ავტორიტარული მშობლების შვილებს, მათთან ამ ნორმების


ინტერნალიზაცია შეფერხებულია, ანუ მშობლების თანდასწრებისას ისინი ასრულებენ
მშობლების მოთხოვნებს, მაგრამ ამას არ აკეთებენ მაშინ, როცა მშობლები მათთან არ
არიან. ბავშვებში თვითრეგულირებადი ქცევის განვითარებაში მშობლები ხშირად
აღწევენ წარმატებას, თუ ისინი ახდენენ ბავშვების თანდათანობით ჩართვას ოჯახური
გადაწყვეტილებების მიღებაში და მათ უზიარებენ პასუხისმგებლობას.

დღეს ხშირია შემთხვევა, როცა ორივე მშობელი მუშაობს და სკოლის შემდეგ


ბავშვი მთელი დღის განმავლობაში მარტოა. ბევრ მშობელს არა აქვს იმის საშუალება,
რომ ბავშვს აუყვანოს ძიძა. ზოგი ბავშვი უმკლავდება ამ სიტუაციას, განსაკუთრებით ის,
15
ვინც უფრო დამოუკიდებელია, გაბედულია, აქტიურია, მაგრამ არის ბავშვთა
კატეგორია, რომლებიც არიან უფრო პასიურები, მშიშრები, აკლიათ დამოუკიდებლობა
და ამ ტიპის ბავშვებზე ეს სიტუაცია საკმაოდ მძიმედ მოქმედებს.

ხშირია შემთხვევა, როცა ბავშვი იზრდება არასრულ ოჯახში და ასეთი ოჯახების


რაოდენობა სულ უფრო იზრდება. არასრული ოჯახები, უმრავლეს შემთხვევაში,
განიცდიან ეკონომიურ გაჭირვებას, საკვები ერთფეროვანია და დაბალკალორიული,
არადამაკმაყოფილებელია სამედიცინო მომსახურებაც. მარტოხელა დედები
ჩვეულებრივ, მუშაობენ რამდენიმე სამსახურში, მატერიალური გაჭირვების გამო
განიცდიან ფსიქიკურ დაძაბულობას, ხშირად არიან დეპრესიაში და სათანადო
ყურადღებას ვეღარ უთმობენ ბავშვების აღზრდას. ამასთანავე, დეპრესიის ან
უმუშევრობის პერიოდში ისინი გაცილებით უფრო ხშირად სჯიან შვილებს, რაც თავის
მხრივ, უარყოფითად აისახება ბავშვის ფსიქიკაზე. ბავშვზე უარყოფითად მოქმედებს ის
სტრესებიც, რომლებითაც სავსეა ჩვენი ყოველდღიური რეალობა. ესაა ძალადობა,
მკვლელობები, რომელთა მოწმეც საკმაოდ ხშირად ხდებიან ბავშვები.

არის შემთხვევები, როცა ცოლ - ქმარს შორის არსებობს დაძაბული,


კონფლიქტური ურთიერთობა, რაც ხშირად მთავრდება განქორწინებით. ოჯახური
კონფლიქტები ბავშვის ფსიქიკაზე მოქმედებს ძალიან მძიმედ. მას უჩნდება შიშის
გრძნობა, მატულობს შფოთიანობის დონე, ბავშვი შეიძლება გახდეს საკუთარ თავში
ჩაკეტილი, დათრგუნული ან პირიქით - გამომწვევი და აგრესიული. ოჯახში დაძაბული
სიტუაცია აისახება ბავშვის აკადემიურ წარმატებაზეც, ვინაიდან გაკვეთილზე ბავშვი
არის გაფანტული, უყურადღებო, ვერ ახერხებს საჭირო სიტუაციაში კონცენტრაციას,
გულს ვერ უდებს მეცადინეობას. ყოველივე ამის გამო მანამდე წარჩინებული მოსწავლე
შეიძლება გახდეს სწავლაში ჩამორჩენილი.

განქორწინების შემდეგ, როგორც წესი, ერთ - ერთი მშობელი მიდის ოჯახიდან.


ბავშვს ეშინია იმის, რომ მეორე მშობელიც მიატოვებს და მარტო დარჩება. საკმაოდ
ხშირია შემთხვევა, როცა მშობლები ცდილობენ ბავშვი გადაიბირონ თავის მხარეს.
ბავშვისთვის ესეც ძალიან მძიმედ ასატანია, რადგან მას ორივე მშობელი უყვარს და არ
უნდა არცერთის წყენინება.

თუ მშობლების განქორწინების შემდეგ ბავშვის ჩვეული ცხოვრება დიდად არ


იცვლება - ბავშვი რჩება იგივე სახლში, იგივე სკოლაში, იგივე მეგობრებთან - ის უფრო
ადვილად ეგუება ამ სიტუაციას, ვიდრე იმ შემთხვევაში, როცა მისი ცხოვრება
ძირეულად იცვლება. გარდა ამისა, მეტად მნიშვნელოვანია მშობლების
დამოკიდებულება ბავშვთან. თუ ორივე ან ერთი მშობელი მაინც აგრძელებს ბავშვთან
თბილ, ემოციურ ურთიერთობას, ბავშვი უფრო ადვილად უმკლავდება მშობლების
განქორწინებით გამოწვეულ სტრესს. განქორწინებიდან გარკვეული დროის გასვლის
შემდეგ, მშობლებმა შეიძლება შექმნან ახალი ოჯახი. ზოგი ბავშვი სიხარულით ხვდება
ახალი წევრის შემომატებას, მაგრამ ზოგი ბავშვი ეწინააღმდეგება და ძნელად ეგუება
ასეთ ცვლილებას. როცა მეუღლეებს ჰყავთ შვილები პირველი ქორწინებიდან, ამ დროს
დგება თვითონ ბავშვებს შორის ერთმანეთთან ურთიერთობის დარეგულირების

16
საკითხიც. სტატისტიკა აჩვენებს, რომ დაახლოებით 2 წელიწადში ოჯახების
უმრავლესობა ახერხებს ახალ სიტუაციასთან ადაპტაციას.

ბავშვებისადმი სასტიკი მოპყრობა. სასტიკ მოპყრობაში იგულისხმება


ბავშვისათვის განზრახ ფიზიკური ან ფსიქიკური ტრავმის მიყენება. ფიზიკურ ტრავმაში
იგულისხმება ცემა, სხეულის დაზიანება ან დასახიჩრება და არცთუ იშვიათად
სიკვდილიც. ხშირად ძნელია საზღვრის გავლება დასჯასა და სასტიკ მოპყრობას შორის,
ვინაიდან ფიზიკურ დასჯას თითქმის ყველა მშობელი იყენებს. ისტორიასაც რომ
გადავხედოთ, დავინახავთ, რომ ყველა საზოგადოებაში მიღებული იყო ბავშვის
ფიზიკური დასჯა. ბავშვი ითვლებოდა მშობლების საკუთრებად და მას ექცეოდნენ ისე,
როგორც საჭიროდ ჩათვლიდნენ. სამწუხაროდ, დღესაც ბევრი მშობლის ქმედება
შეიძლება განვიხილოთ, როგორც ბავშვისადმი სასტიკი მოპყრობა. მაგ., ოფიციალური
სტატისტიკით, ამერიკაში ასეთი მოპყრობის შედეგად, ყოველწლიურად იღუპება
მილიონამდე ბავშვი.

საკუთარ შვილებზე ძალადობაში დედები და მამები თითქმის თანაბრად


მონაწილეობენ. რაც შეეხებათ გარეშე პირებს, მათ შორის მამაკაცთა რაოდენობა 4 - ჯერ
აჭარბებს ქალებისას. სასტიკ მოპყრობაში შედის აგრეთვე სექსუალური ძალადობაც,
რომელიც ძირითადად ხორციელდება გოგონებზე. აღსანიშნავია ისიც, რომ
მამინაცვალები 5 - ჯერ უფრო ხშირად ძალადობენ გოგონებზე, ვიდრე ბიოლოგიური
მამები. ძალადობის შემთხვევების ნახევარზე მეტი მოდის 3 წლამდე ასაკის ბავშვებზე.

ძალადობის მიზეზები. მეცნიერები სხვადასხვა მიზეზებით ხსნიან ბავშვისადმი


სასტიკ მოპყრობას. ფსიქიატრები და ზოგიერთი ფსიქოლოგი ფიქრობს, რომ ასეთი
მშობლები არიან ფსიქიურად დაავადებულები და საჭიროა მათი მკურნალობა. მრავალი
კვლევის მიუხედავად, ვერ გამოავლინეს ის თვისებები, რომლითაც მოძალადე
მშობლები განსხვავდებიან დანარჩენებისგან.

სოციალური დასწავლის თეორიის მომხრეთა აზრით, ბავშვებს სასტიკად


ექცევიან ის მშობლები, რომლებიც ბავშვობაში თვითონ განიცდიდნენ მშობლებისაგან
ძალადობას. მათ ჩამოუყალიბდათ ძალადობის ეს მოდელი და მის გამეორებას ახდენენ
საკუთარ შვილებთან ურთიერთობაში. მართალია, არაა აუცილებელი, რომ
ძალადობაგამოვლილი ადამიანი საკუთარი შვილების მიმართაც ახორციელებდეს
ძალადობას, მაგრამ უფრო ხშირად იგი ვერ გამოდის ამ გავლენიდან.

სოციოლოგიური ახსნის თანახმად, სასტიკი მოპყრობის ერთ - ერთი მიზეზია


სიღარიბე, ვინაიდან იგი იწვევს დაძაბულობას, გაღიზიანებას, აგრესიულობას,
რომლებიც მშობლებს გადააქვთ შვილებზე. შემდეგ მიზეზად ისინი ასახელებენ
სამუშაოს დაკარგვას, რაც თავის მხრივ, დაკავშირებულია მატერიალური
მდგომარეობის გაუარესებასთან, თვითშეფასებისა და თვითპატივისცემის დონის
დადაბლებასთან.

გარდა ფიზიკური ძალადობისა, არსებობს ფსიქოლოგიური ძალადობაც და ზოგი


მკვლევარის აზრით, ფსიქიკურმა ძალადობამ მეტი ზიანი შეიძლება მიაყენოს ბავშვს,

17
ვიდრე ფიზიკურმა. ფსიქოლოგიური ძალადობისას ყოველთვის ხდება ძალაუფლების
ან ძალის ბოროტად გამოყენება ბავშვის მიმართ. ფსიქოლოგიური ძალადობა ვლინდება
სხვადასხვა ფორმით. ერთ - ერთი ფორმაა დამცირება, რომელშიც იგულისხმება ბავშვის
დამცირება სხვების თანდასწრებით, დამამცირებელი მეტსახელების გამოყენება, მისი
ინტელექტუალური შესაძლებლობებისა და ღირსების აგდებით მოხსენიება. ასეთი
დამოკიდებულება იწვევს ბავშვის თვითშეფასების დონის დადაბლებას. შემდეგი
ფორმაა დაშინება, როცა ბავშვს აიძულებენ, გახდეს მისი საყვარელი ადამიანის
დამცირების ან შეურაცხყოფის მოწმე, ან გამუდმებით ემუქრებიან ფიზიკური
სასჯელით. ასეთ შემთხვევაში ბავშვი გამუდმებით იმყოფება შიშის ქვეშ და მუდმივად
დაძაბულია. ფსიქოლოგიური ძალადობის შემდეგი ფორმაა უარყოფა. აქტიური
უარყოფის დროს მშობელი უარს ეუბნება ბავშვს თხოვნის შესრულებაზე ან
მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე, ამასთანავე, ღიად გამოხატავს ბავშვის მიმართ
უარყოფით დამოკიდებულებას. იზოლაცია - მშობელი ბავშვს უკრძალავს მეგობრებთან
თამაშს ან ოჯახურ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას. იზოლაციის ისეთი
ფორმები, როგორიცაა ბავშვის ჩაკეტვა სარდაფში ან საკუჭნაოში, შეიძლება განხილული
იქნეს როგორც დაშინება. ექსპლუატაცია - ბავშვის სისუსტის ან უცოდველობის
გამოყენება. ექსპლუატაციის ყველაზე აშკარა მაგალითს წარმოადგენს სექსუალური
ძალადობა.

ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა გამოუსწორებელ ზიანს აყენებს


ბავშვის ფსიქიკას, იწვევს მასში მრავალ დარღვევას, რომელიც თავს იჩენს
მოზრდილობისას. ძალადობის ერთი შედეგი ისაა, რომ ბავშვში ყალიბდება ადამიანების
მიმართ უნდობლობა. გარდა ამისა, ძალადობაგამოვლილი ბავშვები ერიდებიან
ურთიერთობებს, მიმართავენ საზოგადოებისაგან იზოლაციას, რადგან მიაჩნიათ, რომ
ყოველგვარი ურთიერთობა მხოლოდ ტკივილისა და ზიანის მომტანია. მოზრდილობაში
ასეთი ბავშვები ხშირად დგებიან ფსიქიკური პრობლემების წინაშე, როგორიცაა
დეპრესია, ალკოჰოლიზმი, ნარკოტიკები. ისინი არიან უფრო აგრესიულები, ვიდრე
ნორმალურ ოჯახში გაზრდილი ადამიანები, დაბალია მათი თვითშეფასების დონე,
თვითპატივისცემის გრძნობა, რაც კიდევ უფრო ართულებს ნორმალური
ურთიერთობების აგებას და მოწესრიგებული ცხოვრების შექმნას.

სოციალური შემეცნების განვითარება. უმცროსი სასკოლო ასაკი - ესაა პერიოდი,


როცა ბავშვებმა უნდა ისწავლონ ურთიერთობისას წამოჭრილი სირთულეების გადაჭრა,
დაიცვან სოციალური ნორმები და წესები, ტრადიციები და ჩვეულებები, სქესთან
დაკავშირებული პირობითობები, პატივი სცენ ხელისუფლებას და ზნეობრივ კანონებს.

როგორც ვიცით, სკოლამდელთა მიერ სინამდვილის აღქმა შეზღუდულია მათი


ეგოცენტრიზმით. ამაში იგულისხმება ის, რომ ამ ასაკის ბავშვს არ შეუძლია სხვის
პოზიციაზე დადგომა, სხვისი თვალსაზრისის გაგება. უმცროსკლასელებს
თანდათანობით უვითარდებათ ნაკლებად ეგოცენტრული პოზიცია, იწყებენ სხვისი
აზრებისა და გრძნობების გათვალისწინებას.

18
სოციალური შემეცნების პირველი კომპონენტია სოციალური დასკვნა, ანუ იმის
მიხვედრა და ვარაუდი, თუ რას გრძნობს, ფიქრობს ან რის გაკეთებას აპირებს მეორე
ადამიანი. 6 წლის ბავშვი ასკვის, რომ სხვა ადამიანის აზრები შეიძლება
განსხვავდებოდეს მისი საკუთარი აზრებისაგან. დაახლოებით 8 წლის ასაკში ბავშვი
ნათლად აცნობიერებს იმას, რომ მეორე ადამიანს შეუძლია მისი აზრების მსვლელობის
წარმოდგენა. 10 წლის ბავშვს შეუძლია სხვა ადამიანის აზრების შინაარსისა და
მსვლელობის წარმოდგენა, ამასთანავე, იგი ხვდება იმას, რომ ამ სხვასაც შეუძლია
იგივეს გაკეთება. ბავშვის მსჯელობა შეიძლება გამოვხატოთ დაახლოებით ამ ფორმით: „
დათო გაბრაზებულია ჩემზე და იცის, რომ მე ვიცი ამის შესახებ ( რომ ის
გაბრაზებულია)“.

სოციალური შემეცნების მეორე კომპონენტია ბავშვის მიერ სოციალური


დამოკიდებულებების გაგება. ბავშვი თანდათანობით იძენს ცოდნას იმის შესახებ, თუ
რას ნიშნავს მოვალეობა, ერთგულება და პატიოსნება, ეცნობა ისეთ ცნებებს, როგორიცაა
კანონიერება და სამართლიანობა.

სოციალური შემეცნების მესამე ასპექტს წარმოადგენს საზოგადოებაში არსებული


სოციალური მიწერილობების გაგება , მაგ., წეს - ჩვეულებები, ტრადიციები. ამათგან
ბევრს დასაწყისში ბავშვები სწავლობენ მექანიკურად ან ასრულებენ უბრალოდ,
მიბაძვის გზით.

ასაკის მატებასთან ერთად, ბავშვები სწავლობენ კარგისა და ცუდის გარჩევას,


ასხვავებენ გულთბილობას უგულობისაგან, დიდსულოვნებას - ეგოიზმისაგან და ა. შ.
კოგნიტურ განვითარებასთან ერთად მიმდინარეობს ბავშვის მორალური განვითარებაც,
მორალური მსჯელობების ჩამოყალიბება. მორალური მსჯელობა გულისხმობს
სოციალური ნორმებისა და წესების არა უბრალო მექანიკურ დასწავლას, არამედ იგი
ნიშნავს გადაწყვეტილების მიღებას იმის შესახებ, რაა სამართლიანი და რა - არა.

განვიხილოთ პიაჟეს მოსაზრება ბავშვის მორალური განვითარების შესახებ.


პიაჟემ მორალი განსაზღვრა, როგორც „ინდივიდის მიერ საზოგადოებრივი
ნორმებისადმი პატივისცემა და სამართლიანობის გრძნობა,“ სადაც სამართლიანობა
გაგებულია, როგორც ადამიანთა შორის თანასწორობაზე ზრუნვა. მორალურ
განვითარებაში პიაჟე გამოყოფს ორ სტადიას: 1. ზნეობრივი რეალიზმისა და 2.
ზნეობრივი რელატივიზმის სტადიებს.

ზნეობრივი რეალიზმის სტადიაზე ბავშვი ფიქრობს, რომ აუცილებელია


საზოგადოებაში დადგენილი ყველა წესის დაცვა, რადგან მათი აზრით, ესაა რეალური,
ურღვევი პირობები და არა აბსტრაქტული პრინციპები. ამ სტადიაზე მყოფი ბავშვი
კონკრეტული საქციელის ზნეობრიობაზე მსჯელობს შედეგების მიხედვით, ის ჯერ
კიდევ ვერ ითვალისწინებს განზრახვას. მაგ., გოგონას, რომელსაც სუფრის ალაგებისას
შემთხვევით გაუტყდა 6 თეფში, ბავშვი ჩათვლის უფრო დამნაშავედ, ვიდრე იმას,
რომელმაც გაბრაზებისას შეგნებულად გატეხა 2 თეფში. ამ სტადიაზე ბავშვები არიან 4 –
6 წლის ასაკში.

19
7 წლისა და მეტი ასაკის ბავშვი გადადის ზნეობრივი რელატივიზმის სტადიაზე.
ამ დროისთვის მას უკვე ესმის, რომ წესებს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ქმნიან
თვითონ ადამიანები და აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება მათი შეცვლა.
საქციელის ზნეობრიობაზე ისინი უკვე მსჯელობენ არა შედეგის, არამედ განზრახვის
მიხედვით.

მორალური განვითარების შემდეგი თეორია ეკუთვნის ლ. კოლბერგს. მან


შეადგინა მორალური ხასიათის პატარა მოთხრობების სერია, რომლებსაც უკითხავდა
სხვადასხვა ასაკის ცდის პირებს - ბავშვებს, მოზარდებს, ზრდასრულებს. მოთხრობის
მთვარი გმირი დგება მორალური დილემის წინაშე და ეს დილემა უნდა გადაწყვიტოს
ცდის პირმა. ცდის პირთა პასუხებში კოლბერგს აინტერესებდა ის, თუ როგორ
დაასაბუთებდა ც. პ. თავის გადაწყვეტილებას. მოვიყვანთ ერთ - ერთი დილემის
მაგალითს:

„ევროპაში ერთი ქალი კვდებოდა ავთვისებიანი სიმსივნით. არსებობდა


ერთადერთი წამალი, რომელსაც შეეძლო მისი გადარჩენა. ეს იყო რადიუმზე
დამზადებული პრეპარატი, რომელიც შექმნა იქაურმა აფთიაქარმა. წამლის დამზადება
დაჯდა ძალიან ძვირი, მაგრამ აფთიაქარმა მას დაადო თვითღირებულებაზე 10 - ჯერ
მაღალი ფასი. იგი რადიუმში იხდიდა 200$ - ს, ხოლო წამლის მცირე დოზაში ითხოვდა
2000$ -ს. ამ ქალის ქმარმა, ჰაინცმა, წამლის ფულის შესაგროვებლად მოიარა მთელი
ნაცნობები, მაგრამ 1000$ - ზე მეტი ვერ იშოვნა. მან აფთიაქარს აუხსნა თავისი მძიმე
მდგომარეობა და სთხოვა, დაეკლო წამალზე ფასი ან მიეცა მისთვის დრო და დანარჩენ
თანხას მოგვიანებით მისცემდა.

აფთიაქარი არ დათანხმდა და უპასუხა: „ არა, ეს წამალი მე დავამზადე და ამით


მინდა ფული გავაკეთო.“ ჰაინცი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა. ღამით მან გატეხა
აფთიაქი და თავისი ცოლისთვის მოიპარა წამალი.“ მოთხრობის წაკითხვის შემდეგ
კოლბერგი ც. პ. - ს უსვამდა შემდეგ კითხვებს: „ უნდა მოეპარა თუ არა ჰაინცს წამალი?
რატომ?“ „ სწორი იყო თუ არა აფთიაქარი, როცა წამალს დაადო ისეთი ფასი, რომელიც
ბევრად აღემატებოდა წამლის რეალურ ღირებულებას? რატომ?“ „რა უფრო ცუდია -
ადამიანი მოკვდეს, თუ მოიპარო მისი სიცოცხლის გადასარჩენად? რატომ?“

ცდის პირთა პასუხებიდან გამომდინარე, მორალურ განვითარებაში კოლბერგმა


გამოყო 3 დონე, რომელიც მოიცავს 6 სტადიას:

I დონე - წინაკონვენციონალური (დამყარებულია სასჯელსა და დაჯილდოებაზე).

1. სტადია: ორიენტაცია სასჯელის აცილებაზე და გამგონობაზე - წესებს უნდა


დაემორჩილო, რათა თავიდან აიცილო სასჯელი.

2. სტადია: გულუბრყვილო ინსტრუმენტალური ჰედონიზმი - წესებს უნდა


დაემორჩილო ჯილდოს მიღებისთვის ან პირადი სარგებლობისთვის.

20
II დონე - კონვენციონალური (დამყარებულია სოციალურ კონფორმულობაზე).

3. სტადია: ორიენტაცია კარგი ურთიერთობების შენარჩუნებაზე - წესებს უნდა


დაემორჩილო, რომ სხვა ადამიანებმა არ გაგკიცხონ, რომ გქონდეს კარგი
ურთიერთობები.

4. სტადია: მორალი, რომელიც მხარს უჭერს კანონს და ხელისუფლებას - წესებს


უნდა დაემორჩილო, რათა თავიდან აიცილო გაკიცხვა ხელისუფლების მხრიდან.

III დონე - პოსტკონვენციონალური ( ეფუძნება მორალურ პრინციპებს).

5. სტადია: საზოგადოებრივი და დემოკრატიულად მიღებული კანონებისა და


წესების მორალი - საჭიროა მოცემული ქვეყნის კანონების დაცვა მთელი საზოგადოების
საკეთილდღეოდ.

6. სტადია: დამყარებულია თავისუფალი სინდისის კანონებზე - უნდა დაიცვა


უნივერსალური ეთიკური პრინციპები.

კოლბერგის თეორია ბევრმა მკვლევარმა გააკრიტიკა. პაუერი და რაიმერი


აღნიშნავენ, რომ კოლბერგის სკალა ზომავს მორალურ განწყობებს და არა ქცევას, მაშინ
როცა ადამიანის მორალურ მსჯელობებსა და მის რეალურ ქცევებს შორის დიდი
სხვაობაა.

კ. გილიგანი აღნიშნავს, რომ კოლბერგის თეორია ჩამოყალიბებულია მხოლოდ


მამაკაცი ცდის პირების პასუხების მიხედვით და არაა გათვალისწინებული ის
გარემოება, რომ ქალის მორალური განვითარება შეიძლება ხდებოდეს სხვაგვარად. იგი
ქალის ზნეობრივ განვითარებას აღწერს სამი სტადიის პოზიციიდან: ეგოიზმი, წმინდა
ეგოიზმიდან გადასვლა გარემომცველ ადამიანებზე ზრუნვაზე და „ზნეობრივი
არაძალადობა“ -ფინალური სტადია გულისხმობს, გარემომცველთათვის რაც შეიძლება
მეტი კეთილი საქმის გაკეთებას ( მინიმალური ზიანის მიყენება). ყოველ სტადიაზე
მორიგი გადაწყვეტილების მიღებისას, პირველ რიგში, ქალი ხელმძღვანელობს თავისი
საქციელის ემოციური და სოციალური მნიშვნელობით. ამრიგად, ქალის ზნეობრივი
განვითარების პროცესი, გილიგანის მიხედვით, გულისხმობს მოძრაობას ეგოისტური
პოზიციიდან საკუთარ თავზე და გარემომცველ ადამიანებზე პასუხისმგებლობის
გაცნობიერებამდე. გილიგანი თვლის, რომ არსებობს მორალური მსჯელობის ორი ტიპი:
ერთი დამყარებულია აბსტრაქტული სამართლიანობის პრინციპებზე, ხოლო მეორე -
ადამიანურ ურთიერთობებზე და ახლობლებზე ზრუნვაზე. მორალისადმი
სამართლიანობის პოზიციიდან მიდგომა დამახასიათებელია მამაკაცებისთვის, ხოლო
სხვებზე ზრუნვა - ტიპიურია ქალური აზროვნებისთვის.

ამ განსხვავებების კიდევ ერთ დადასტურებას წარმოადგენს ის, რომ როგორც


წესი, გოგონები სწრაფად აღწევენ ზნეობრივი განვითარების მესამე სტადიას
(გარემომცველებთან კარგი დამოკიდებულებების სტადიას) და უფრო დიდხანს

21
ჩერდებიან ამ სტადიაზე, მაშინ როცა ბიჭები მიდიან წინ, მეოთხე სტადიამდე -
ზნეობრივი კანონისა და წესრიგის სტადიამდე.

ამ ფენომენის შესაძლო ახსნას წარმოადგენს ის, რომ ქალები უფრო


მგრძნობიარენი არიან სოციალური გარემოს ცვლილებებისადმი და უფრო
მიდრეკილები არიან თანაგრძნობისა და თანაგანცდისაკენ; ამასთანავე, ისინი
ცდილობენ გადაწყვეტილება მიიღონ იმის საფუძველზე, თუ რას ხედავენ და როგორ
აღიქვამენ მას და არა ზნეობრივი ქცევის აბსტრაქტული პრინციპების საფუძველზე.
მამაკაცები კი - პირიქით, უფრო ეყრდნობიან კანონის, წესრიგის და სოციალური
სამართლიანობის ცნებებს, ვიდრე სუბიექტურ ემოციურ განცდებს.

ნ. აიზენბერგის აზრით, კოლბერგის მიერ გამოყოფილი სტადიები ძალიან


მკაცრადაა განსაზღვრული. მისი აზრით, შეუძლებელია ბავშვის მორალური
განვითარების ზუსტი წინასწარმეტყველება და ის ამ სტადიების ჩარჩოებში ასე
ზუსტად არ თავსდება. ბავშვის მორალური განვითარება დამოკიდებულია ისეთ მრავალ
ფაქტორზე, როგორიცაა კულტურა, აღზრდის სისტემა, სხვა ადამიანების გავლენა და ა.შ.

უმცროსკლასელთა მეგობრობა. ამ ასაკში თანატოლებთან დამოკიდებულება


წარმოადგენს ფსიქოსოციალური განვითარების ერთ - ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს.
სელმანმა შეისწავლა ბავშვებში მეგობრობის განვითარება და გამოყო 4 სტადია.

პირველ სტადიაზე (6 წლამდე) მეგობრობა ეგოცენტრული ხასიათისაა და


ძირითადად დამყარებულია ტერიტორიულ სიახლოვესა და სარგებელზე.

მეორე სტადიაზე ( 7 – 9 წ.) ურთიერთობებში ჩნდება მეტი ორმხრივობა და


მნიშვნელოვან როლს თამაშობს მეორე ადამიანის გრძნობების ცოდნა.

მესამე სტადიაზე ( 9 – 12წ.) მეგობრობის საფუძველი ხდება ორმხრივი


მოვალეობები და ერთმანეთის მოქმედების შეფასება.

მეოთხე სტადიაზე ( 12 წლიდან) ბავშვები მეგობრობას უყურებენ, როგორც


ხანგრძლივ სტაბილურ ურთიერთობას, რომელიც დამყარებულია ურთიერთნდობასა
და პასუხისმგებლობაზე.

ამ ასაკში მეგობრობა ასრულებს რამდენიმე მნიშვნელოვან ფუნქციას. მეგობრობის


წყალობით, ბავშვები ითავისებენ სოციალურ ცნებებსა და ჩვევებს, უვითარდებათ
საკუთარი ღირსებისა და თვითპატივისცემის გრძნობა. მეგობრები ხშირად ავსებენ
ერთმანეთს, მაგ., ერთი შეიძლება იყოს უფრო გახსნილი, მეორე - უფრო ჩაკეტილი.
მეგობრები ერთმანეთს ანდობენ თავიანთ საიდუმლოებებს, რაც განსაკუთრებით
დამახასიათებელია გოგონებისთვის.

ასაკის მატებასთან ერთად, უმცროსკლასელთათვის სულ უფრო მნიშვნელოვანი


ხდება თანატოლთა ჯგუფი. ასეთი ჯგუფები ყალიბდება იმ ბავშვებისაგან, რომლებსაც
აქვთ საერთო მიზნები და ინტერესები და ემორჩილებიან ქცევის ერთიან ნორმებს.
ამიტომ ამ ასაკში მნიშვნელოვანია ჯგუფური კონფორმულობა.

22
ჯგუფში ბავშვის პოზიცია დამოკიდებულია მის ზოგად შემგუებლობაზე, იმაზე,
თუ რამდენადაა იგი ადაპტირებული გარემოსთან. თანატოლთა შორის
განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ კომუნიკაბელური, ხალისიანი,
გულისხმიერი და საერთო საქმიანობაში ჩართული ბავშვები. ჯგუფში ბავშვის
პოპულარობას ასევე ხელს უწყობს მაღალი ინტელექტი, სკოლაში მაღალი მოსწრება და
სპორტში ან სხვა სფეროში წარმატებები. რაც შეეხება ჯგუფში არაპოპულარობას, ამის
მიზეზი შეიძლება იყოს ისეთი თავისებურებები, რომლებიც მას განასხვავებს
თანატოლებისაგან. ჯგუფის წევრების მხრიდან ასეთი დამოკიდებულება შეიძლება
უარყოფითად აისახოს ბავშვის თვითშეფასებასა და თვითპატივისცემის გრძნობაზე.

თემა III. მოზარდობა. ფიზიკური და ფიზიოლოგიური განვითარება.

მოზარდობის ასაკი – ესაა 10-11 წლიდან 15-16 წლამდე პერიოდი და მოიცავს IV-VIII
კლასებს. ამ ასაკს გარდამავალ ასაკსაც უწოდებენ. ეს პერიოდი ბავშვობიდან
მოზრდილობაში გადასვლის პერიოდია, როცა მოზარდი ჯერ კიდევ ნახევრად ბავშვი და
ნახევრად მოზრდილია. ბავშვობა უკვე გასულია, ხოლო მოწიფულობა ჯერ არ
დამდგარა. სიცოცხლის არცერთ პერიოდს არ გააჩნია იმდენი სახელწოდება, რამდენიც
გარდამავალ ასაკს. გარდამავლის გარდა მას უწოდებენ აგრეთვე გარდატეხის,
კრიზისულ, ძნელ და კრიტიკულ ასაკსაც. ამ პერიოდში ხდება გადასვლა ერთი ეპოქიდან
მეორეში (ბავშვობიდან მოწიფულობაში).

ფ. რაისის მხატვრული გამოთქმა რომ ვიხმაროთ, ესაა ის ხიდი, ბავშვობასა და


მოწიფულობას შორის, რომელზედაც უნდა გაიროს თითოეულმა. მოწიფულობა კი არის
ცხოვრებისეული პერიოდი, როცა ადამიანი სრულყოფილადაა განვითარებული
ფიზიკურად, სოციალურად, ინტელექტუალურად, ემოციურად და სულიერად.
სპეციალურ ლიტერატურაში გარდამავალი ასაკის მოზარდებს თინეიჯერებსაც
უწოდებენ. მიღებულია, რომ თინეიჯერობის ასაკი მკაცრადაა შემოფარგლული და იგი
მოიცავს 13-19 წელს. მკვლევართა ერთი ნაწილი ამ ტერმინის წინააღმდეგია, რადგან იგი
არაა მეცნიერული და მასში მოიაზრება უარყოფითი მიმართულების, ცინიკური,
ხმაურიანი, ვულგარული, დაუჯერებელი, ზარმაცი, უნებისყოფო, ოპოზიციური და
სამართალდამრღვევი მოზარდები. თვლიან, რომ ასეთი მიდგომა არის ფიქსირებული
სტერეოტიპების ბრალი, რომელიც ხშირ შემთხვევაში არაზუსტია. თინეიჯერთა
მნიშვნელოვანი ნაწილი გამოირჩევა მშვიდი ხასიათით, სწავლით, დისციპლინითა და
მაღალი ინტელექტით. მოზარდის ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებები მისი
ცხოვრებისა და ქცევის სერიოზული ცვლილებების საფუძველია. გარდამავალ ასაკში
მოზარდის განვითარების ყველა მხარე განიცდის მკვეთრ ცვლილებებს. იგი ეხება ისეთ
მნიშვნელოვან მხარეებს, როგორიცაა ანატომიურ-ფიზიოლოგიური, სულიერ-
ფსიქოლოგიური და ზნეობრივი მხარეები. მოზარდის ანატომიურ-ფიზიოლოგიური
სფეროს ცვლილებები და ახალ წარმონაქმნები საფუძვლად ედება სხვა სფეროების
შემდგომ განვითარებას.

23
გარდამავალ ასაკში მოზარდის ორგანიზმში კარდინალური ცვლილებები ხდება.
იწყება ფიზიკური განვითარების ახალი ეტაპი და დგება სქესობრივი მომწიფების ანუ
პუბერტატის პერიოდი. ყველაფრის საწყისი მოზარდის ორგანიზმში მიმდინარე
ენდოკრინული ცვლილებებია. ენდოკრინული სისტემის ორგანოებია შინაგანი
სეკრეციის ჯირკვლები, რომლებიც გამოყოფენ სპეციფიკურ ნივთიერებებს და არსებით
და სპეციფიკურ გავლენას ახდენენ ნივთიერებათა ცვლაზე, ქსოვილებისა და
ორგანოების ფუნქციასა და სტრუქტურაზე. შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებიდან
გამოყოფილი სპეციფიკური ნივთიერებანი _ ჰორმონები, პირდაპირ სისხლში ჩაიღვრება.
შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებია _ ჰიპოფიზი, ეპიფიზი, პანკრეასი, ფარისებრი,
თირკმელზედა და სასქესო ჯირკვლები. ეს ჯირკვლები ფუნქციურად ერთმანეთთან
მჭიდროდაა დაკავშირებული და ერთი რომელიმე ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა სხვა
ჯირკვლების ფუნქციაზეც ახდენს გავლენას. შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მიერ
გამომუშავებული ჰორმონები ბიოლოგიურად მეტად აქტიური ნივთიერებებია.
ორგანიზმის განვითარება და ასაკობრივი პერიოდების ცვლა შინაგანი სეკრეციის
ჯირკვლების მოქმედებასთანაა დაკავშირებული. ჰორმონები მოქმედებენ ნივთიერებათა
ცვლაზე და არეგულირებენ უჯრედების აქტივობას. ისინი გავლენას ახდენენ
სუნთქვაზე, სისხლის მიმოქცევაზე, საჭმლის მონელებაზე, გამოყოფაზე. ჰორმონებთანაა
დაკავშირებული გამრავლების ფუნქციაც.

ჰიპოფიზის მიერ გამომუშავებული ზრდის ჰორმონი, ანუ სომატოტროპინი ხელს


უწყობს ძვლების ზრდას სიგრძეში, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, რის
გამოც ხდება სხეულის მასის მატება და ინტენსიური ზრდა. ამ ჰორმონის არასაკმარისი
რაოდენობის გამო წარმოიშობა ჯუჯები (130 სმ-ზე ნაკლები სიმაღლის ადამიანები) და
ხდება სქესობრივი მომწიფების შეფერხება. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ჯუჯების
ფსიქოლოგიური განვითარება არაა დარღვეული. ამ ჰორმონის სიჭარბე კი იწვევს
გოლიათობას და გიგანტიზმს. სამედიცინო ლიტერატურაში აღნიშნულია გიგანტები 2
მეტრი და 83 სანტიმეტრი, 3 მეტრი 20 სანტიმეტრიც კი. გოლიათებისათვის
დამახასიათებელია გრძელი კიდურები და სქესობრივი ფუნქციების უკმარისობა და
დაქვეითებული ფიზიკური ამტანობა. ჰიპოფიზის სტრუქტურა და ფუნქცია იცვლება
ასაკის წინსვლასთან ერთად.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი - თიროქსინი, წარმოადგენს ორგანიზმში


ნივთიერებათა ცვლის ძლიერ სტიმულატორს. იგი აჩქარებს ცილების, ცხიმებისა და
ნახშირწყლების ცვლას. ეს ჰორმონი მასტიმულირებელ გავლენას ახდენს ცენტრალურ
ნერვულ სისტემაზეც. ბავშვის სიცოცხლის პირველ წლებში, ამ ჰორმონის ნაკლებობა
იწვევს აშკარად გამოხატულ ფსიქიკური განვითარების შეფერხებას. ამასთანავე,
ირღვევა სხეულის პროპორციები და ფერხდება სქესობრივი მომწიფება.

თირკმელზედა ჯირკვალი წარმოადგენს წყვილ ორგანოს. თითოეული მათგანი


შედგება ორი ფენისაგან, რომელთაც აქვთ განსხვავებული წარმოშობა, აგებულება და
ფუნქციები: გარეგანს ქერქული და შინაგანს - ტვინის. ამ უკანასკნელის ჰორმონია
ადრენალინი. იგი წარმოადგენს ძლიერ და სწრაფმოქმედ ჰორმონს, რომელიც აჩქარებს
სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს და ახშირებს გულის კუნთის შეკუმშვას, აუმჯობესებს
24
სუნთქვას, აფართოებს ბრონქებს, აჩქარებს შაქრის გადასვლას სისხლში და ა. შ.
ემოციური სტრესის, მოულოდნელი ფიზიკური დატვირთვის ან ორგანიზმის გაცივების
დროს, ადრენალინის მომატებული სეკრეცია წარმოადგენს ექსტრემალურ სიტუაციაში
ორგანიზმის გარდაქმნისა და ფუნქციონირების მნიშვნელოვან მექანიზმს. როცა
ადამიანი აღმოჩნდება ისეთ სიტუაციაში, რომელიც მოითხოვს ძალების სწრფად
დაძაბვას, ხდება ადრენალინის სწრაფად გამოყოფა.

პანკრეასის ჰორმონია ინსულინი. იგი ძირითადად მოქმედებს ნახშირწყლების


ცვლაზე. ინსულინი მოქმედებს ადრენალინის საწინააღმდეგო მიმართულებით: თუ
ადრენალინი ხელს უწყობს ნახშირწყლების სწრაფ დაშლას, ინსულინი - პირიქით, ხელს
უწყობს მათ შენახვასა და შევსებას. 10 – 15 წლის ასაკში სისხლში მატულობს ინსულინის
დონე. ამ ჰორმონის უკმარისობა ხელს უწყობს 6 – 12 წლის ბავშვებში შაქრიანი
დიაბეტის გამოვლინებას ( განსაკუთრებით, მწვავე ინფექციური დაავადების გადატანის
შემდეგ).

პუბერტატში ზრდის რეგულირებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს


ჰიპოფიზს. იგი მოთავსებული ტვინის ქვედა მხარეს და მასთან დაკავშირებულია
ნერვული გზებით. როდესაც ჰიპოთალამუსის უჯრედები „მომწიფდება“ ( რაც ხდება
ინდივიდუალურად, განსხვავებულ დროს), ის სიგნალებს აგზავნის ჰიპოფიზში,
რომელიც იწყებს ჰორმონების გამოყოფას. ეს ჰორმონები გავლენას ახდენს სხეულის
ზრდასა და სქესობრივ განვითარებაზე. ანდროგენები ( მამაკაცის სასქესო ჰორმონი),
ესტროგენები ( ქალის სასქესო ჰორმონები) და გესტაგენი ( ორსულობის ჰორმონი)
წარმოადგენენ ურთიერთმოქმედ კომპლექსებს და სხვა ჰორმონებთან ერთად
განაპირობებენ ორგანიზმის განვითარების მიმდინარეობას.

ადრე ფიქრობდნენ, რომ სქესთაშორისი განსხვავება დიხოტომიურია და


აბსოლუტური. ითვლებოდა, რომ ქალები გამოიმუშავებდნენ მხოლოდ ესტროგენებს,
ხოლო მამაკაცები - მხოლოდ ანდროგენებს. დღეისათვის კი დადგენილია, რომ
არსებობს ჰორმონალური დიმორფიზმი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალები და მამაკაცები
გამოიმუშავებენ ორივე სასქესო ჰორმონს და სქესთა შორის განსხვავება მიმდინარეობს
მათ შორის სქესობრივი ჰორმონების პროცენტული მაჩვენებლების შეფარდების
საფუძველზე.

მამაკაცის სასქესო ჰორმონები გამომუშავდება სასქესო ჯირკვლების


(სათესლეების) მიერ. მამაკაცის სასქესო ჰორმონებია ანდროგენები ( ტესტოსტერონი და
მისგან წარმოებული ანდროსტერონი). ეს ჰორმონები განაპირობებენ სქესობრივი
აპარატის განვითარებას, სასქესო ორგანოების ზრდასა და მეორადი სასქესო ნიშნების
განვითარებას. სათესლეების ჰიპერფუნქციის დროს, ადრეულ ასაკში იწყება სქესობრივი
მომწიფება, სხეულის ზრდა და მეორადი სასქესო ნიშნების განვითარება. სათესლეების
დაზიანება ან კასტრაცია იწვევს სასქესო ორგანოების ზრდისა და განვითარების
შეჩერებას, არ ვითარდება მეორადი სასქესო ნიშნები, არ აღინიშნება სექსუალური
ლტოლვა, სახეზე არ ამოსდის წვერი, ხმა მთელი ცხოვრების მანძილზე არის წვრილი
და მაღალი.

25
ქალის სასქესო ჰორმონებია ესტროგენები (ესტრადიოლი, პროგესტერონი),
რომელთა გამომუშავება ხდება ქალის სასქესო ჯირკვლებში - საკვერცხეებში. ისინი
გავლენას ახდენენ სასქესო ორგანოების განვითარებაზე, კვერცხუჯრედების
გამომუშავებაზე. საკვერცხეების ჰიპერფუნქცია იწვევს ნაადრევ სქესობრივ მომწიფებას,
რომელიც გამოიხატება მეორადი სასქესო ნიშნების ადრეული განვითარებით და
მენსტრუალური ციკლის დაწყებით. სქესობრივი ჰორმონები მთელი სიცოცხლის
განმავლობაში ახდენენ ძლიერ გავლენას სხეულის ფორმირებაზე, ნივთიერებათა
ცვლაზე და სქესობრივ ქცევებზე.

მოზარდის ფიზიკური, ანატომიურ-ფიზიოლოგიური განვითარების ყველაზე


მნიშვნელოვანი ფაქტია სქესობრივი მომწიფება. გოგონებთან სქესობრივი მომწიფების
მაჩვენებელია პირველი მენსტრუაცია, ანუ მენარხე. მენსტრუაციის დაწყება მოწმობს
სქესობრივი სიმწიფის დასაწყისს. ეს იმის მაჩვენებელია, რომ საკვერცხეები უკვე
გამოიმუშავებენ მომწიფებულ კვერცხუჯრედებს. ბიჭებთან სქესობრივი მომწიფების
მაჩვენებელია პირველი პირველი ეაკულაცია, ანუ სპერმის გამოყოფა. შთამომავლობის
მოცემის აპარატის სიმწიფე ბევრ ფსიქოლოგიურ ძვრას იწვევს მოზარდის ფსიქიკაში.
სქესობრივი მომწიფების დასაწყისად ბიჭებისათვის ითვლება 12-13 წელი, ხოლო
გოგონებისათვის - 11-12 წელი. ბიჭების უმრავლესობა სქესობრივ მომწიფებას ამთავრებს
15 წლის ასაკში, გოგონები კი 13-14 წლის ასაკში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ასაკში
სქესობრივი მომწიფება მთავრდება, მოზარდის იდეურ და ზნეობრივ მომწიფებაზე ჯერ
კიდევ ნაადრევია ლაპარაკი.

ონტოგენეზის განსაზღვრულ ეტაპზე სქესობრივი განვითარება ძალიან ჩქარდება


და დგება სქესობრივი სიმწიფე. დაჩქარებული სქესობრივი განვითარების და
სქესობრივი სიმწიფის პერიოდს სქესობრივი მომწიფების ეტაპი ( პუბერტატი) ეწოდება.
ეს ეტაპი ძირითადად მოდის გარდამავალ ასაკზე. ბიჭებთან შედარებით გოგონების
სქესობრივი მომწიფება 1-2 წლით ადრე დგება. სქესობრივი მომწიფების ვადები და
ინტენსივობა განსხვავებულია და დამოკიდებულია მრავალ ისეთ ფაქტორზეა,
როგორიცაა ჯანმრთელობის მდგომარეობა, კვების ხასიათი, კლიმატი, სოციალურ-
ეკონომიკური პირობები. ამ მიმართულებით მნიშვნელოვან გავლენას ახდენს აგრეთვე
შთამომავლობითი თავისებურებებიც.

სქესობრივი მომწიფების პერიდში მოზარდის ორგანიზმში ღრმა ცვლილებები


ხდება. ჰიპოფიზის ჰორმონების გავლენით ძლიერდება სხეულის ზრდა სიგრძეში.
ჰიპოფიზის გაზრდილი აქტივობა აძლიერებს თირკმელზედა ჯირკვლის აქტივობასაც,
რის გამოც იზრდება სქესობრივი ჯირკვლების აქტივობა, ძლიერდება სქესობრივი
ჰორმონების სეკრეცია, რაც თავის მხრივ, აჩქარებს მეორადი სასქესო ნიშნების
განვითარებას.

სქესობრივი მომწიფება გაივლის ხუთ სტადიას:

1. წინაპუბერტატი, ანუ პერიოდი, რომელიც უშუალოდ უსწრებს წინ სქესობრივ


მომწიფებას. მეორადი სასქესო ნიშნები ჯერ არ შეინიშნება.

26
2. პუბერტატის დასაწყისი. ბიჭებს უმნიშვნელოდ ეზრდებათ სათესლეების
ზომები, ეწყებათ მინიმალური გათმოვანება ბოქვენზე. გოგონებს ეწყებათ
მკერდის ზრდა. ამ სტადიაზე ძლიერ აქტიურდება ჰიპოფიზი, რომლის ზრდის
ფუნქცია უფრო მეტად ვლინდება გოგონებთან. ძლიერდება სასქესო
ჰორმონების გამომუშავება, აქტიურდება თირკმელზედა ჯირკვლების
ფუნქციაც.
3. ბიჭებთან გრძელდება სათესლეებისა და სასქესო ორგანოს ზრდა, ბოქვენის
გათმოვანება უფრო ხშირდება, ბიჭები იზრდებიან სიმაღლეში. გოგონებთან
აღინიშნება სარძევე ჯირკვლების შემდგომი ზრდა, აქტიურდება სასქესო
ჯირკვლების ფუნქცია.
4. ბიჭებს ეცვლებათ ხმა. იწყება სახისა და იღლიის გათმოვანება, განაგრძობენ
სიმაღლეში ზრდას. გოგონებს ინტენსიურად უვითარდებათ სარძევე
ჯირკვლები. ამ სტადიაზე ინტენსიურ ხასიათს ღებულობს ესტროგენებისა და
ანდროგენების გამოყოფა.
5. ბიჭებს და გოგონებს საბოლოოდ უვითარდებათ სასქესო ორგანოები და
მეორადი სასქესო ნიშნები. გოგონებთან სტაბილიზაციას განიცდის
მენსტრუალური ციკლი.
თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რო ბიოლოგიური სქესობრივი მომწიფება არ
ნიშნავს სოციალურ სქესობრივ მომწიფებას. სოციალური სქესობრივი მომწიფება იწყება
მაშინ, როცა მთავრდება პიროვნების მომწიფება და დგება სოციალური სიმწიფის
პერიოდი.

სასქესო ჰორმონები წარმოადგენენ აქტიურ ნივთიერებებს და ხელს უწყობენ


ჩონჩხის ზრდასა და განვითარებას, მეორადი სასქესო ნიშნების ჩამოყალიბებას,
კუნთების განვითარებასა და კუნთური ძალის ზრდას. კუნთური ძალა იზრდება
სისხლში სასქესო ჰორმონების მომატების პარალელურად.

გარდამავალ ასაკში ხდება არამარტო რეპროდუქციული ორგანოების


განვითარება, არამედ მეორადი სასქესო ნიშნების ჩამოყალიბებაც. ესაა ტანზე თმების
ამოსვლა, ხმის მუტაცია და ქალური და მამაკაცური ფიგურის ჩამოყალიბება.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ კონკრეტულ ინდივიდთან შესაძლებელია ასაკობრივი
საზღვრების დარღვევა და მეორადი სასქესო ნიშნების მომწიფების დაგვიანება ან
დაჩქარება, რაც მკვლევართა აზრით, გამოწვეულია მემკვიდრული ნიშნებით.

სქესობრივი მომწიფების დაწყებისა და დამთავრების ვადები განსხვავებულია არა


მარტო განსხვავებული სქესის მოზარდებში, არამედ ერთი სქესის ფარგლებშიც კი. ის
მოზარდები, რომელთაც აღენიშნებათ ზედმეტი წონა, სქესობრივად უფრო ადრე
მწიფდებიან, ვიდრე გამხდრები, თუმცა ძალიან ჭარბი წონა, ნამდვილი სიმსუქნე -
აგვიანებს სქესობრივი მომწიფების დაწყებას. სქესობრივი მომწიფების დაგვიანება
შეიძლება მოჰყვეს აგრეთვე ზოგიერთ ქრონიკულ დაავადებას და ხშირ ინფექციებს.

როგორც აღვნიშნეთ, სქესობრივი მომწიფების ვადები განსხვავებულია. ზოგი


მოზარდი ნაადრევად მწიფდება, ზოგი კი - უფრო გვიან. ეს მდგომარეობა დიდ

27
გავლენას ახდენს მოზარდების ფსიქიკურ, სოციალურ და ადაპტაციურ
მახასიათებლებზე. ნაადრევად მიმწიფებულ ბიჭებს აქვთ დადებითი თვითშეფასება,
ხოლო გვიან მომწიფებულებს - უარყოფითი. ადრე მომწიფებული ბიჭები გვიან
მომწიფებულებთან შედარებით, არიან უფრო მაღლები და ძლიერები. მათ უკეთესად
აქვთ განვითარებული კუნთური სისტემა და მოძრაობათა კოორდინაცია, რაც მათ
აძლევს გარკვეულ უპირატესობებს სპორტსა და სოციალურ ურთიერთობებში.
ნაადრევად მომწიფება ბიჭებისთვის მაინც ერთგვარი უპირატესობაა. ისინი ავლენენ
უფრო კეთილ და დადებით პიროვნულ თვისებებს, ვიდრე განვითარებაში
ჩამორჩენილი მათი თანატოლები.

გვიან მომწიფებული ბიჭები განიცდიან არასრულფასოვნების კომპლექსს.


თხუთმეტი წლის მოზარდი, რომელსაც ჯერ არ დადგომია პუბერტატის ასაკი, შეიძლება
20 სანტიმეტრით უფრო დაბალი და 13, 5 კილოგრამით ნაკლები იყოს მის ნაადრევად
მომწიფებულ თანატოლზე. ასეთ ბიჭებს ხშირად უვითარდებათ უარყოფითი
თვითშეფასება და მე - კონცეფცია, თანატოლთათვის ისინი არიან ნაკლებად
მიმზიდველები და პოპულარულები.

ნაადრევად მომწიფებული გოგონები უკმაყოფილებას გამოთქვამენ თავიანთი


სხეულებრივი ხატის გამო და აქვთ უარყოფითი თვითშეფასება. გოგონა, რომელმაც
ფიზიკურ სიმწიფეს მიაღწია მეექვსე და მეშვიდე კლასში და ამ თვალსაზრისით
სჯობნის თანატოლ გოგონებს, იმყოფება წამგებიან სიტუაციაში. იგი მაღალია,
სქესობრივად უფრო განვითარებული და რცხვენია იმის, რომ თანატოლი
გოგონებისაგან ძალიან განსხვავებულია. ამ ასაკის გოგონა შეიძლება არ აღმოჩნდეს
მზად ახალი სოციალური როლის მისაღებად, რის გამოც შეიძლება აღმოუცენდეს
სტრესი. მეექვსე - მეშვიდე კლასის ნაადრევად მომწიფებული გოგონები უკლებენ
სწავლას. ასე რომ, გოგონებთან ნაადრევი მომწიფების დადებითი ეფექტი, ბიჭებთან
შედარებით, გაცილებით ნაკლებია.

გვიან მომწიფებული გოგონები კი არიან აშკარად წამგებიან სოციალურ


სიტუაციაში. ისინი გამოიყურებიან, როგორც „პატარები“ და უკმაყოფილონი არიან
იმით, რომ მათ ექცევიან, როგორც პატარას. განსაკუთრებით გვიანდება იმ გოგონების
მომწიფება, რომელთაც მენარხე დაეწყოთ 14 – 18 წლის ასაკში.

სქესობრივი მომწიფების დაწყებიდან მის დასრულებამდე, ჩვეულებრივ, გადის


ხუთი წელი. შესაძლებელია, უფრო ჩქარი ან ნელი ტემპის არსებობაც, როცა ეს პროცესი
მთავრდება სამ ან შვიდ წელიწადში. არის შემთხვევები, როცა სქესობრივი მომწიფების
პირველი ნიშნების გამოვლენა გოგონებთან იწყება 9 წლამდე ან 13 წლის შემდეგ, ხოლო
ბიჭებთან - 10 წლამდე ან 14 – 15 წლის შემდეგ, რაც დაკავშირებულია
ენდოკრინოლოგიურ დარღვევებთან.

სქესობრივი მომწიფების პროცესი ძლიერ ზეგავლენას ახდენს მოზარდის


სულიერ ცხოვრებაზე, მის განწყობილებასა და ინტერესებზე. მასთან დაკავშირებით
ჩნდება ზოგი ისეთი მისწრაფებაც, რომელიც მნიშვნელოვან ადგილს იჭერს მოზარდის
სულიერ ცხოვრებაში. ამიტომ, გარდამავალი ასაკის ყველა თავისებურებას ვერ
28
გავიგებთ, თუ არ გავითვალისწინეთ სქესობრივი მომწიფებისა და განვითარების
პროცესი.

ასევე, მოზარდები ძალიან განიცდიან სხეულებრივ ცვლილებებს და წონის


მომატებას. ბავშვობაში გოგონები თანატოლ ბიჭებთან შედარებით ნაკლები წონისანი
არიან, მაგრამ ბიჭებზე ადრე იწყებენ მომწიფებას და საშუალოდ, 10 წლის ასაკში
უსწრებენ მათ წონაში, ხოლო 10 წლიდან კი _ სიმაღლეშიც. ბიჭებისა და გოგონების
წონისა და სიმაღლის ასეთი შეფარდება მიმდინარეობს დაახლოებით 12 წლამდე.
გოგონების აბსოლუტური უმრავლესობა საბოლოო სიმაღლეს აღწევს საშუალოდ 16
წლის ასაკში, ხოლო ბიჭებისა _ 18 წლის ასაკში. მოზარდები ძალიან განიცდიან თავიანთ
გარეგნობას. მათ აღელვებთ საკუთარი ფიზიკური მიმზიდველობა, თავისი კონცეფცია
იდეალური სხეულის შესახებ და წონა. ფიზიკურად მიმზიდველი მოზარდები
სარგებლობენ დიდი პოპულარობით და უფრო ეგუებიან საზოგადოებას. მაღალია მათი
თვითშეფასება. ფიზიკური სილამაზე არის მოზარდის საზოგადოების წევრებთან
ურთიერთობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. საერთოდ, ცნობილია, რომ
ადამიანის გარეგნობა გავლენას ახდენს მისი პიროვნების განვითარებაზე, სოციალურ
კავშირებსა და ქცევაზე.

გარდამავალი ასაკის მოზარდებს აქვთ უფრო სიმაღლეში ზრდის ძლიერი


ტენდენცია, ვიდრე სიგანეში. მათი კიდურები იზრდება უფრო სწრაფად, ვიდრე ტანი,
რის გამოც მოზარდი არის ძალიან მაღალი და მოუქნელი, რომელსაც აქვს
არაპროპორციული სახის ნაწილები. ზრდის აჩქარება მოზარდებთან არათანაბრად
მიმდინარეობს, რაც ძვლებისა და კუნთების არაპროპორციულ განვითარებას იწვევს.
ამის გამო ხდება მოზარდის მოძრაობის კორდინაციის დისჰარმონია, მოუქნელობა,
რომელიც ასაკის მომატებასთნ ერთად გაივლის

გარდამავალ ასაკში “მე-ს” ხატი ძალიანაა დამოკიდებული მოზარდის წონაზე.


ბევრ მოზარდს ძალიან აღელვებს საკუთარი წონა, რადგანაც ისინი თვლიან, რომ მათი
წონა ყოველთვის გადაჭარბებულია ნორმაზე. ამერიკელ მკვლევართა მონაცემების
მიხედვით, ამერიკელ მოზარდთა 10-15% მართლაც დაავადებულია სიმსუქნით.
ბიჭებთან შედარებით გოგონებს უფრო ხშირად აღენიშნებათ ზედმეტი წონა.

სიმსუქნე უარყოფით როლს თამაშობს აგრეთვე მოზარდის სოციალურ


განვითარებაშიც, თვითშეფასების ფორმირებასა და ემოციური ადაპტაციის პროცესში.
ზედმეტი წონის მიზეზი არის ჭარბი კვება და მემკვიდრული ფაქტორები, მაგრამ მისი
ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი მაღალკალორიული პროდუქტების მიღებასთან ერთად
შეიძლება გახდეს ცხოვრების უმოძრაო, პასიური წესი, რომლის დროსაც ორგანიზმი
ღებულობს იმაზე გაცილებით მეტ კალორიას, ვიდრე _ ხარჯავს.

გარდამავალ ასაკში მოზარდებს (განსაკუთრებით გოგონებს) აქვთ ძალიან დიდი


სურვილი, ჰქონდეთ მოხდენილი ფიგურა, რომელიც ხშირად ღებულობს პათოლოგიურ
ფორმას, რის შედეგადაც ძალიან ირღვევა კვების რეჟიმი. არსებობს ასეთი დარღვევის
ორი ფორმა, ესენია ნერვული ანორექია და ბულიმია.

29
ნერვული ანორექსია არის სიცოცხლისათვის საშიში ნერვული დარღვევა, რომლის
დროსაც დამახასიათებელია აკვიატებული იდეები კვებასა და საკუთარ წონას შორის
დამოკიდებულების შესახებ. მოზარდებს მიაჩნიათ, რომ ძალიან ბევრს ჭამენ, რის გამოც
დიეტას იცავენ მეტად მკაცრად. ასეთი მოზარდები (უმეტესად გოგონები) გასუქების
შიშით ფაქტიურად შიმშილობენ. ესაა ე.წ. ფანატიკური დიეტომანია, შიმშილის
ავადმყოფობა. ასეთი მოზარდები სწრაფად იკლებენ წონაში, ხდებიან და აღენიშნებათ
გამოფიტვის შემთხვევებიც. ანორექსია არის ფსიქოგენური დაავადება. გასუქების შიშით
გოგონები ფაქტიურად თავს ანებებენ კვებას, რითაც ხელოვნურად აფერხებენ
ორგანიზმის ზრდა-განვითარებას. გოგონების სხეული კარგავს სიმრგვალეს, ეკარგებათ
სექსუალური ლტოლვა, როცა ორგანიზმში ცხიმების რაოდენობა ეცემა სხეულის
საერთო წონის 17% - მდე, წყდება მენსტრუაციაც. გოგონები ფიქრობენ, რომ ასეთი
მკაცრი დიეტა მათ უფრო მიმზიდველს და ელეგანტურს გახდის, მაგრამ სინამდვილეში
კი სრულიად საწინააღმდეგო ეფექტს ვღებულობთ.

ამერიკაში ანორექსიით დაავადებულთა რაოდენობა 100 000 - ზე მეტია,


რომელთაგან 10 – 15 ათასი შეიძლება გარდაიცვალოს ანორექსიასთან დაკავშირებული
სხვადასხვა გართულებებით. ანორექსიით დაავადებული თითქმის ყველა ავადმყოფი
არის 25 წლამდე ასაკის ქალი. დღემდე არ არსებობს ანორექსიისგან განკურნების
საშუალება და ფაქტიურად, არ არსებობს მკურნალობის რაიმე ერთი აღიარებული
მეთოდი. ასეთ შემთხვევებში, ხშირად საჭირო ხდება ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია და
ხელოვნურ ( ვენურ) კვებაზე გადაყვანა, რათა არ მივიღოთ ლეტალური შედეგი.

კვების დარღვევის ერთ-ერთი ფორმაა აგრეთვე ბულიმია, რომელიც შეიძლება


ანორექსიის სახესხვაობად ჩაითვალოს, თუმცა იგი სხვა სახის დაავადებაა. ბულიმიით
დაავადებულები (ძირითადად გოგონები) ძალიან განიცდიან თავიანთ ზედმეტ წონას,
მაგრამ ანორექსიისაგან განსხვავებით, მათ აქვთ ჭამისადმი დიდი მიდრეკილება. მათ
განსაკუთრებით უყვართ ტკბილეული. ესაა ე.წ. ღორმუცელობა, როცა ასეთი მოზარდები
მოკლე დროის განმავლობაში ღებულობენ დიდი რაოდენობის ნახშირწყლებს. ისინი
ამას ძალიან განიცდიან და ცდილობენ გამოიწვიონ ხელოვნური პირღებინება.
ბულიმიით დაავადებულებს მიაჩნიათ, რომ მათი ქცევა არაა ნორმალური, რცხვენიათ
კიდეც, მაგრამ თავს ვერ იკავებენ საკვების მიღებისაგან. ისინი უკმაყოფილონი არიან
თავიანთი გარეგნობით, ახასიათებთ შფოთვა-წუხილი, დეპრესიისკენ მიდრეკილება და
აქვთ დაწეული თვითშეფასება.

მოზარდების წუხილსა და შფოთვას იწვევს აგრეთვე ჭორფლი და მუწუკები,


რომლებიც გამოწვეულია კანის ჯირკვლების ჭარბი სეკრეციით. ამ მდგომარეობას
მოზარდები ძალიან განიცდიან და იგი გადადის წუხილის ემოციაში.

სქესობრივი სიმწიფის კვალობაზე ორივე სქესის მოზარდისათვის ნორმალური


მოვლენაა პირველი რომანტიკული გრძნობების გაღვიძება. მოზარდის პირველი
გატაცებები ჯერ კიდევ ზედაპირულია, როგორც წესი, ხანმოკლეა და წინ უსწრებს
ე.წ. ,,პირველ სიყვარულს”. იგი აღმოცენდება 14-15 წლის ასაკში, მაგრამ ნამდვილად
სიყვარულის პერიოდი ადრეული ჭაბუკობის ასაკია. სქესობრივი მომწიფება და

30
სქესობრივი სფეროს განვითარების ძვრები, წარმოადგენს ფსიქოლოგიური
ახალწარმონაქმნების ერთ - ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს.

სქესობრივი მომწიფების პირველი ნიშნების გამოვლინებასთან ერთად ირღვევა


პროპორციულობა მოზარდის სხეულის აგებულებაში. ეს პროპორციული და
ჰარმონიული განვითარება დამახასიათებელი იყო გვიანი ბავშვობისათვის. ახლა კი
მოზარდი სწრაფად იწყებს ზრდას სიმაღლეში, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, იზრდება
კიდურები, ხოლო თვითონ სხეული ისევ წინანდელ ზომებს ინარჩუნებს. ეს იწვევს
მოზარდის სხეულის აგებულების პროპორციის დარღვევას. ამ მოვლენას ეწოდება
პუბერტატელის დისჰარმონია. დისჰარმონიის პროცესს აძლიერებს სახის ნაწილების
სიდიდეთა ურთიერთმიმართების დარღვევაც. როგორც ცნობილია, ძალიან იზრდება
ცხვირი, ნიკაპი დ ყურები, რის გამოც მოზარდის წინანდელი სილამაზე და პროპორცია
ირღვევა. ამასთან, სხეულის მოძრაობებიც ჰკარგავენ სიზუსტეს და მოზარდები
აჩქარებულნი დ ნერვიულნი ხდებიან. საკუთარი სხეულის ასეთი ნაკლოვანების
გაცნობიერება მოზარდში იწვევს უკმაყოფილებას. იმის გამო, რომ მოზარდი საკუთარ
მოძრაობებს თავისუფლად ვერ ფლობს, იგი ხშირად რაიმეს წამოედება, გატეხს ან
გააფუჭებს. მოზარდმა რომ იცოდეს, რომ ეს მდგომარეობა დროებით მოვლენას
წარმოადგენს და იგი ასაკთან ერთად გაივლის, მტკივნეულად არ განიცდიდა ამას.
მშობლებმა და განსაკუთრებით, მასწავლებლებმა ეს შესაბამისი ტაქტით უნდა აუხსნან
მათ.

მოზარდების ფიზიკური განვითარების დამახასიათებელია ე.წ. ,,ზრდის


ნახტომი”, რაც გამოიხატება სხეულის სიგრძის ინტენსიურ ზრდაში. სიმაღლის ასეთი
ინტენსიური ზრდა (8-10 სმ) აღინიშნება 13-15 წლიდან, ხოლო შემდგომ ზრდის ეს ტემპი
ნელდება.

დიდი ცვლილებები ხდება მოზარდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის


განვითარებაში. მოზარდის გულის კუნთი მნიშვნელოვნად იზრდება მოცულობის
მიხედვით, იგი უფრო ძლიერდება, ხოლო სისხლძარღვთა დიამეტრი მის ზრდას
ჩამორჩება, რის გამოც მოზარდს ხშირად აღენიშნება თავბრუსხვევა, თავის ტკივილი,
გულისცემის გახშირება, სისუსტე და ადვილი დაღლადობა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის განვითარების ამ ხარვეზებს და შინაგანი


სეკრეციის ჯირკვლების ინტენსიური ფუნქციების დაწყებას მოზარდი მიჰყავს ნერვული
სისტემის ზოგიერთ დარღვევამდე, რომელიც მართალია, სწრაფად გაივლის, მაგრამ მის
ფსიქიკაზე სტოვებს გარკვეულ კვალს. ზოგიერთ მოზარდს აღენიშნება აწეული
აგზნებულობა, გაღიზიანებადობა, ,,აფეთქებები”, რომლებმაც შეიძლება მიიღოს აფექტის
ფორმებიც. იმის გამო, რომ არტერიების დიამეტრის ზრდა გულის ზრდას ჩამორჩება,
ხოლო ფარისებრი ჯირკვლის გავლენით სისხლის მიმოქცევა ძლიერდება,
სისხლძარღვებს უჭირთ სისხლის გატარება და ტვინისათვის შეუფერხებლად მიწოდება.
ამის გამო მოზარდებს ხანდახან აღენიშნებათ სახის ძლიერი წამოწითლება ან
გაფითრება, არასწორი რიტმი, ქოშინი და გახშირებული გულისცემა.

31
გარდამავალი ასაკის ერთ-ერთი სპეციფიკური თავისებურებაა ადვილი
დაღლადობა, რომელიც დაკავშირებულია მოზარდის ორგანიზმის (განსაკუთრებით
გულ-სისხლძარღვთა სისტემის) ანატომიურ-ფიზიოლოგიურ გარდაქმნასთან, რის გამოც
მოზარდის ადვილ დაღლადობას ხშირად იწვევს ჩვეულებრივი დატვირთვაც კი. იმ
შემთხვევაში, როცა მუშაობის რეჟიმის დაცვა მოზარდისთვის ჩვეულებრივი არ
გამხდარა, ნერვული ენერგიის გადახარჯვა და ადვილი დაღლადობა მისთვის
გარდაუალია.

გარდამავალ ასაკში უმნიშვნელოდ ვითარდება ფილტვებიც, თუმცა იზრდება


მათი სასიცოცხლო მოცულობა. სუნთქვა ხშირდება ( 18 – 22 შესუნთქვა - ამოსუნთქვა
წუთში). ერთ შესუნთქვა - ამოსუნთქვაზე მოდის გულის 3 – 4 შეკუმშვა
(ზრდასრულებთან, 4 – 5). მოზარდის სუნთქვა ჯერ კიდევ არაა ღრმა და ფილტვების
ვენტილაცია ხდება სუნთქვის აჩქარების ხარჯზე. აუცილებელია, მოზარდი დაეუფლოს
სწორი და ღრმა სუნთქვის ჩვევას, რადგან ორგანიზმის ინტენსიური ზრდის გამო, მას
სჭირდება ჟანგბადის დიდი რაოდენობა.

მოზარდის ტვინი წონაში უმნიშვნელოდ იზრდება. ახალშობილის ტვინი 360 - 400


გრამს იწონის, 7 წლის ბავშვის ტვინი _ 1300 გრამს, 15 წლის მოზარდისა _ 1350 გრამს,
ხოლო მოზრდილისა _ 1400-1500 გრამს, მაგრამ ტვინის სტრუქტურის განვითარება
მოზარდებში მიმდინარეობს ინტენსიურად. 12 წლის მოზარდთან მნიშვნელოვნად
იზრდება შუბლის წილი, სრულყოფილი ხდება ნერვული უჯრედები, იცვლება მათი
ფორმა და განშტოება, იზრდება ნახევარსფეროების ქერქის სხვადასხვა ნაწილების
შემაერთებელ ბოჭკოთა რიცხვი, ჩამოყალიბებას იწყებს ხვეულები. შემეცნებისა და
მოქმედების პროცესში მოზარდს უვითარდება ტვინის ქერქის მაღალი
განყოფილებებისადმი ინსტინქტებისა და ემოციების დამორჩილების უნარი, რის
საფუძველზედაც ვითარდება შეგნებული შეკავების დაწყება. მაგრამ აგზნებასა და
შეკავებას შორის ჰარმონიისა და შესაბამისობის პერიოდი ჯერ არ დამდგარა. ეს იმიტომ
ხდება, რომ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები ამაგზნებლად მოქმედებენ მოზარდის
ნერვულ სისტემაზე, რის გამოც მოზარდი ყოველთვის ვერ ფლობს, ვერ იკავებს თავს.

მოზარდის ნერვული სისტემა განაგრძობს ინტენსიურ განვითარებასა და


სრულყოფას. ცხოვრების გართულებული პირობები მოზარდის ტვინში იწვევს შესამჩნევ
ცვლილებებს. იზრდება მორე სასიგნალო სისტემის როლი, სიტყვიერი
გამღიზიანებლები ახლა იძენენ გაცილებით მეტ მნიშვნელობას. მოზარდის ნერვული
სისტემა იმყოფება განვითარებისა და სრულყოფია სტადიაზე, რის გამოც, მას ჯერ კიდევ
არ შეუძლია ძლიერი და ხანგრძლივი გამღიზიანებლების ატანა. ამ ასაკში, აგზნებისა და
შეკავების პროცესები ჯერ არაა გაწონასწორებული და აგზნება მნიშნელოვნად სჭარბობს
შეკავებას. აგზნების პროცესები აღმოცენდებიან ერთბაშად, დიდი ენერგიით
ვითარდებიან, მაგრამ სწრაფადვე ცხრებიან.

გარდამავალ ასაკში განსაკუთრებული ინტენსივობით ვლინდება ფიზიკური და


ფსიქიკური განვითარების აქსელერაცია. უკანასკნელი 30-40 წლის განმავლობაში
მოზარდები ვითარდებიან ჩქარი ტემპით, ისინი უფრო დიდები, მაღლები და ძლიერები

32
არიან, ვიდრე მათი თანატოლები 30-35 წლის წინათ. სქესობრივი მომწიფებაც ახლა 1.5-2
წლით ადრე იწყება.

გარდამავალი ასაკის მოზარდისათვის დამახასიათებელია, ერთი მხრივ, ენერგიის


მოჭარბება და მეორე მხრივ, პათოგენური გამღიზიანებლების მიმართ აწეული
მგრძნობელობა. ამის გამო, გონებრივი და ფიზიკური დაღლილობა, ხანგრძლივი
ნერვული დაძაბულობა, ძლიერი უარყოფითი განცდები (შიში, რისხვა, წყენა) შეიძლება
ენდოკრინული და ნერვული სისტემის ფუნქციონალურ დარღვევათა მიზეზი გახდეს.

თემა IV. მოზარდის სასწავლო საქმიანობა და კოგნიტური განვითარება.

გარდამავალ ასაკში მოზარდის სასწავლო საქმიანობა არსებითად იცვლება. იგი


ახლა თვითგანათლებისა და თვითსრულყოფის სახეს ღებულობს. მოზარდი ახლა უკვე
ინტერესს ამჟღავნებს იმ ცოდნის მიმართ, რომელიც სასკოლო პროგრამის ფარგლებს
სცილდება. ამ ასაკში ძალიან ფართოვდება სწავლის ცნება. სწავლისადმი
დამოკიდებულება მკვეთრად იცვლება. სწავლის აუცილებლობის მხოლოდ
გაცნობიერება და კარგად სწავლის აბსტრაქტული სურვილი არაა მოზარდის სწავლის
ეფექტური და მოქმედი სტიმულები: ახლა წარმატების საფუძველია მისი ცოდნისადმი
ინტერესი, ახლის შეცნობის სურვილი და მომავლისათვის სწავლის მნიშვნელობის
გაცნობიერება. ამ თვალსაზრისით, გარდამავალ ასაკში განასხვავებენ მოზარდების ორ
ჯგუფს: ა) მოზარდების ერთი ჯგუფი ავლენს გონებრივი მუშაობისადმი მტკიცე
სწრაფვას, განსაზღვრული სასწავლო საგნებისადმი ინტერესს, დამატებითი
ლიტერატურის კითხვით ცოდნის გაღრმავების სურვილს; ბ) ზოგიერთ მოზარდში კი ეს
პირდაპირ უკავშირდება პროფესიულ ზრახვებს. ასეთი მოზარდები ემსგავსებიან ე.წ.
“ნიჭიერ ზარმაცებს”, რომელთაც სასწავლო საქმიანობისადმი გულგრილ
დამოკიდებულებასთან ერთად აღენიშნებათ სასწავლო პროგრამის გარეთ რომელიმე
საყვარელი საქმიანობით გატაცება. ასეთი მოზარდი გაკვეთილებზე მოწყენილია,
პასიურია, უნებისყოფოა, ნიშნებისადმი გულგრილია, ხოლო მისი საყვარელი
საქმიანობის სფეროში აქტიურია, მიზანმიმართულია, შეუძლია ხანგრძლივად და
პროდუქტიულად მუშაობა, საკუთარი თავის მიმართ მაღალ მომთხოვნელობას
ამჟღავნებს, მიზნის მისაღწევად შეუძლია გარკვეული სიძნელეების გადალახვაც.
მოზარდების ასეთი საქმიანობა ხშირადაა დაკავშირებული სამომავლო გეგმებთან.
მოზარდებში ცოდნის მიღება უკვე გვევლინება პირადი მიზნებისა და გეგმების
განხორციელების საშუალებად, რაც მათ შემეცნებით და სასწავლო საქმიანობას
კარდინალურად ცვლის. იგი იქცევა თვითგანათლებად, რაც გარდამავალი ასაკის
მოზარდის სასწავლო საქმიანობის ახალი და უმაღლესი ფორმაა. სწავლა ახლა მისთვის
პიროვნულ აზრს ღებულობს.

მოზარდს სწავლის გაცილებით უფრო მაღალი მოთხოვნილება აქვს, ვიდრე


უმცროსკლასელს. სწავლისადმი შეგნებული დამოკიდებულება და ცოდნის შეძენის
სურვილი მოზარდებში გაცილებით მაღალია. საბოლოო ანგარიშით, მოზარდი

33
აღმოაჩენს, რომ სწავლას აქვს საზოგადოებრივი მნიშვნელობა, რომელიც სწავლისადმი
დადებითი დამოკიდებულების მძლავრი სტიმულია.

მოზარდებში ხშირად შეინიშნება სწავლისადმი არასტაბილური


დამოკიდებულება, რომელიც მათთან ურთიერთობაში მასწავლებლებმა აუცილებლად
უნდა გაითვალისწინონ. დღეს მოზარდი სწავლისადმი შეგნებულ დამოკიდებულებას
ავლენს, კარგად სწავლას თავის მოვალეობად თვლის, რისთვისაც გარკვეულ ზომებსაც
ღებულობს, ხოლო ხვალ შეიძლება ყველაფერი დაივიწყოს. ის შეიძლება სხვა რამით ისე
გაერთოს, რომ სწავლა დაივიწყოს.

გვხდებიან ისეთი მოზარდებიც, რომელთა სასწავლო საქმიანობის გაუარესების


მიზეზია მშობლებისა და მასწავლებლების მზრუნველობისგან თავის დაღწევისა და
„თავისუფლების“ მოპოვების სურვილი. ასეთი მოზარდები მეცადინეობენ
არარეგულარულად, რაც ბუნებრივია, არ იძლევა სასურველ ეფექტს. ამის გამო, ეს
მოზარდები ადგებიან აშკარა სიცრუის გზას: ისინი იმაზე კი არ ფიქრობენ, თუ როგორ
მოემზადონ ტესტირებისთვის, არამედ ამზადებენ „შპარგალკებს.“

მოზარდის სწავლისადმი უარყოფითი დამოკიდებულების ერთ - ერთი


ხელშემწყობი მიზეზი შეიძლება იყოს ფიზიკური ნაკლიც: სუსტი მხედველობა, ცუდი
სმენა, ენაბლუობა და სხვა.

უმცროსკლასელის ცოდნა ხასიათდება თავისი უშუალო კავშირით აღქმასთან და


მოქმედებასთან, თავისი კონკრეტულობითა და გრძნობადი შეფერილობით.
მოზარდების წინაშე კი ამ მიმართულებით დგება ახალი ამოცანა: სპეციალურად
ორგანიზებულ შემეცნებითი აქტივობის პროცესში სინამდვილის საგნების ობიექტური
არსის წვდომა, მათ შორის არსებული კანონზომიერებების გაცნობიერება. ამასთანავე,
მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ ხშირად საგანთა არსი არ ემთხვევა მათ
თვალსაჩინო ხასიათს. ის, რასაც მოზარდი გაკვეთილზე გაეცნობა, შეიძლება
წინააღმდეგობაშიც კი მოვიდეს მის ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან. სასკოლო
ცოდნა არაა ახალი ინფორმაციის, წარმოდგენებისა და ცნებების უბრალო მექანიკური
ჯამი, არამედ მასთან მჭიდროდაა დაკავშირებული აზროვნების ახალი ხერხები და
მოზარდების სინამდვილესთან მიმართების ახალი შემეცნებითი დამოკიდებულება.
გარდამავალ ასაკში ცოდნა არ დაიყვანება სასწავლო ინფორმაციის რაოდენობრივ ჯამზე,
იმის გაღრმავებაზე ან გაფართოებაზე, რაც მოზარდმა ადრე იცოდა. ახალი ცოდნა
გარდაქმნის არა მარტო ძველს, არამედ მოზარდის აზროვნების ძველ ხერხებსაც, რის
შედეგადაც ყალიბდება პიროვნების ახალი თვისებები, რომელიც გამოიხატება ახალი
მოტივაციის ჩამოყალიბებაში, სინამდვილისადმი ახლებურ დამოკიდებულებაში და
ახალი ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაში. მოზარდის მიერ ცოდნის ნამდვილი ათვისება
ხდება მაშინ, როცა მისი ცოდნა იქცევა მსოფლმხედველობად, ანუ როცა იცვლება
მოზარდის შეხედულებები სამყაროს შესახებ.

განვიხილოთ განსხვავებები, რითაც მოზარდის სასწავლო საქმიანობა


განსხვავდება უმცროსკლასელისაგან. გარდამავალ ასაკში მოზარდები იწყებენ
ცალკეული მეცნიერული დისციპლინების შესწავლას, ე.ი. იწყებენ მეცნიერული
34
ცნებებისა და მიზეზ - შედეგობრივი სისტემების დაუფლებას. მართალია, უმცროსი
სასკოლო ასაკის ბოლოს ასეთი საგნების სწავლება თანდათანობით შემოდის, მაგრამ
სწავლების ამ სტადიაზე ეს საგნები ატარებს კონკრეტულ, აღწერით ხასიათს. რაც
შეეხება გარდამავალ ასაკს, ამ პერიოდში ეს საგნები იძენენ უფრო მეტ განყენებულ
შინაარსს. გარდა ამისა, სასწავლო პროგრამაში შემოდის ახალი საგნები, რომლებიც
მოზარდის სასწავლო საქმიანობას უყენებს სრულიად ახალ მოთხოვნებს, ეს საგნებია:
ფიზიკა, ქიმია, ალგებრა, გეომეტრია და სხვა, რომლებიც წარმოადგენენ თეორიული
ცოდნის განსაკუთრებულ ფორმებს.

გარდამავალ ასაკში სწავლაში წარმატება დიდადაა დამოკიდებული იმაზე, თუ


როგორ ამთავრებს მოსწავლე დაწყებით სკოლას. ამ თვალსაზრისით, მოსწავლეები
განსხვავდებიან ერთმანეთისგან: ა) სწავლისადმი დამოკიდებულებით. აღინიშნება ორი
პოლუსი, სწავლისადმი სერიოზული ან გულგრილი დამოკიდებულება; ბ) ზოგადი
განვითარებით, რაშიც იგულისხმება ასაკის კვალობაზე ცოდნის სხვადასხვა სფეროში
მნიშვნელოვანი წინსვლა ან ვიწრო თვალსაწიერი; გ) ცოდნის მოცულობითა და
სიმყარით. სკოლის პროგრამის ფარგლებში საგნის სრული და ღრმა ათვისებით ან
ცოდნის საშუალო დონით; დ) სასწავლო მასალის ათვისების ხერხებით. მასალის
დამოუკიდებლად და შეგნებულად ათვისების უნარით ან ასეთი ხერხების სრული
უქონლობით, მექანიკური ზეპირობით; ე) სასწავლო მუშაობაში სიძნელეთა გადალახვის
უნარით. მნიშვნელოვანი მიზანსწრაფულობიდან მცირე წინააღმდეგობის დროსაც
დახმარების ძებნამდე; ვ) ინტერესებით. ნათლად გამოხატული შემეცნებითი
ინტერესებიდან მათ სრულ უქონლობამდე.

დაწყებით კლასებში კარგი აკადემიური წარმატებების მქონე ბავშვებში ზოგჯერ


არის ისეთი ნაკლი, რომელიც ამ ასაკში მათ სწავლაში ხელს არ უშლის, გარდამავალ
ასაკში კი ის სწავლის ისეთ წინააღმდეგობად გადაიქცევა, რომლის დაძლევასაც
სჭირდება სერიოზული ძალისხმევა. თუ ეს ნაკლი დროულად არ იქნა
ლიკვიდირებული, იგი გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანს. მოზარდი უძლური
ხდება სულ უფრო გართულებული სასწავლო მასალის დამოუკიდებლად ათვისების
საქმეში. ამიტომ მეშვიდე და მერვე კლასებში შეიძლება აღმოცენდეს დრამატული
სიტუაცია: მიუხედავად იმისა, რომ მოზარდი ცდილობს კარგად ისწავლოს, სხვის
დაუხმარებლად იგი ვერ ახერხებს ახალი მასალის ათვისებას, სასწავლო საქმიანობაში
ხდება სხვებზე სრულიად დამოკიდებული. ამ მდგომარების გაცნობიერება კი
მოზარდში ბადებს უკმარისობას, უარყოფით, მწვავე განცდებს.

მოზარდობის მთელ პერიოდში სასწავლო საქმიანობაში ხდება დიდი გარდატეხა.


ამ თვალსაზრისით, კრიტიკულია მეხუთე და მეექვსე კლასები, რადგანაც ამ ასაკში
ბევრი რამ იცვლება როგორც სასწავლო საქმიანობაში, ისე მოზარდის პიროვნებაშიც.
პირველ რიგში, იცვლება სასწავლო მასალის ხასიათი და მნიშვნელოვნად იზრდება
მოთხოვნები მისი ათვისების ხარისხისადმი. გარდა ამისა, მოზარდს უჩნდება ახალი
ინტერესები და გატაცებები.

35
მოზარდი ძალიან დიდ ინტერესს ამჟღავნებს ყოველი ახალი საგნის მიმართ,
მაგრამ სამწუხაროდ, ეს ინტერესი მას ჩქარა უქრება. ხშირად, მოზარდებს უქრებათ
სწავლის საერთო ინტერესი, რომლის მიზეზია სასწავლო მოქმედების არასრული
ჩამოყალიბება, რაც თავის მხრივ, არ იძლევა საშუალებას ამ ასაკის მთავარი
მოთხოვნილების - თვითდამკვიდრების მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.

მოზარდის სწავლის ხარისხის ამაღლების ერთ - ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია


სწავლის მოტივების მიზანმიმართული ფორმირება, რომლებიც უშუალოდაა
დაკავშირებული ამ ასაკის დომინირებულ მოთხოვნილებებთან. ერთ - ერთი ასეთი
მნიშვნელოვანი მოთხოვნილებაა შემეცნებითი მოთხოვნილება, რომლის რეგულარული
დაკმაყოფილებით მოზარდს უვითარდება მტკიცე შემეცნებითი ინტერესები, რაც
განსაზღვრავს სწავლისადმი მის დადებით დამოკიდებულებას. მოზარდები ძალიან
ცდილობენ ცოდნის გაფართოებას და გაღრმავებას, შესასწავლი მოვლენის არსის
გაგებას, მიზეზ - შედეგობრივი კავშირების დამყარებას. ისინი დიდ ემოციურ
კმაყოფილებას განიცდიან კვლევითი მუშაობით, მათ მოსწონთ და იტაცებთ
დამოუკიდებელი აღმოჩენები. შემეცნებითი ინტერესების დაუკმაყოფილებლობა იწვევს
სწავლისადმი მკვეთრ უარყოფით დამოკიდებულებას, ჩნდება სასკოლო საგნების
დაყოფა „ საინტერესოდ“ და „ არასაინტერესოდ.“

როგორც აღვნიშნეთ, გარდამავალ ასაკში შემეცნებითი ინტერესები პიროვნულ


ხასიათს ღებულობს. უმცროს სასკოლო ასაკში მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესები
ეპიზოდურია. ისინი აღმოცენდება განსაზღვრულ სიტუაციაში, ხშირად, გაკვეთილის
უშუალო ზემოქმედების გამო და გაკვეთილის დამთავრებისთანავე ქრება. მოზარდებში
კი ინტერესები გამძლე და მტკიცე ხასიათს ღებულობს. იგი უკვე სიტუაციასთან
უშუალოდ არაა დაკავშირებული. ასეთი ინტერესი ყალიბდება თანდათობით,
მოზარდის ცოდნის ზრდასთან ერთად და ემყარება ამ ცოდნის შინაგან ლოგიკას.

ასეთი ინტერესების ჩამოყალიბება გარდამავალ ასაკში ქმნის გარკვეულ


თავისებურებებს. მოზარდები აქტიურად და ცოცხლად ეხმაურებიან ყოველ ახალ
აღმოჩენას, ინტერესდებიან ტექნიკით, ერთიანდებიან სხვადასხვა წრეებში,
კითხულობენ სამეცნიერო - პოპულარულ და ტექნიკურ ლიტერატურას, თვითონ
ატარებენ ცდებს, იტაცებთ მოდელირება, რადიოსაქმე, კომპიუტერი და სხვა. ასეთი
ინტერესები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სასწავლო საქმიანობაში წარმატებებს, ხოლო
ინტერესთა უქონლობა - პირიქით, მკვეთრად სწევს დაბლა მოზარდის სასკოლო
წარმატებებს. თავისებურია გარდამავალი ასაკის მოზარდთა მასწავლებლებთან
დამოკიდებულება. სასწავლო საგნებისადმი დამოკიდებულება ბევრადაა
დამოკიდებული მასწავლებლებისადმი დამოკიდებულებაზე.

გარდამავალ ასაკში, თავისთავად, მასწავლებლის არც ასაკი და არც მისი


მდგომარეობა მოზარდებში არ იწვევს სიმპათიასა და პატივისცემას. მოზარდის
პატივისცემის დამსახურება მასწავლებელს შეუძლია მაშინ, თუ იგი ფლობს
განსაზღვრულ თვისებებს. მეხუთეკლასელებს უყვართ, როცა მათ აწვდიან მყარ
ჭეშმარიტებას. მასწავლებლისაგან ისინი მოითხოვენ ყოვლისმცოდნეობას.

36
მასწავლებელმა მხოლოდ ერთხელ რომ აღიაროს, რომ მან რაღაცა არ იცის ან კარგად არ
იცის, იგი მოზარდების თვალში იმწამსვე კარგავს ავტორიტეტს.

მნიშვნელოვანი გარემოებაა ისიც, რომ უმცროს მოზარდებს საქმე აქვთ ხუთ - ექვს
მასწავლებელთან, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან მრავალი თვისებით.
მოზარდების სხვადასხვა მასწავლებელთან შეგუება რთულად და ძნელად
მიმდინარეობს. უმცროსი მოზარდები აფასებენ მასწავლებელებს, რომლებიც არიან
მკაცრი, მაგრამ მცოდნენი, სამართლიანი და მოსწავლეების მიმართ
კეთილგანწყობილნი.

უფროსი მოზარდები მასწავლებლებს განსხვავებულად აფასებენ. ისინი დიდ


პატივს სცემენ მათ ერუდიციას, სასწავლო საგნის თავისუფალ და ღრმა ცოდნას. უფროსი
მოზარდები უკვე სამეცნიერო - პოპულარულ ჟურნალებს კითხულობენ. მათ შეიძლება
მასწავლებელს ბევრი რამ მიუტევონ, მაგრამ თავისი საგნის სუსტ ცოდნას არავითარ
შემთხვევაში არ აპატიებენ.

გარდამავალ ასაკში მასწავლებლის მთავარი ამოცანაა, მოზარდებთან კარგი და


მისაღები ურთიერთობის დამყარება. ეს მდგომარეობა ამ ასაკის ერთ-ერთი მთავარი
მოთხოვნაა. მოზარდები განსაკუთრებით აფასებენ მასწავლებლის ისეთ თვისებებს,
როგორიცა სამართლიანობა, ადამიანური ღირსებებისადმი პატივისცემა, გაგება.
მოზარდები დიდად აფასებენ მასწავლებლის ცოდნას, სასწავლო მასალის გასაგებად და
საინტერესოდ ახსნის უნარს, მათი დამოუკიდებელი მსჯელობებისადმი
შემწყარებლობას. მოზარდებს ძალიან უყვართ ის მასწავლებლები, რომლებიც
მომთხოვნელობასა და სიმკაცრეს უთავსებენ სამართლიანობასა და მოსწავლეების
შესაძლებლობების რწმენასთან.

მოზარდები ძალიან მგრძნობიარენი არიან მასწავლებელთა მცირე


უსამართლობის მიმართ, რომლებიც არ იცავენ ყველა მოსწავლის მიმართ თანაბრობის
პრინციპს. მოზარდების მოთხოვნები ასეთია: მასწავლებელი ყველას ერთნაირად უნდა
მოეპყრას, არავინ არ უნდა გამოყოს და გამოარჩიოს, არ უნდა ჰყავდეს ,,საყვარელი”
და ,,რჩეული” მოსწავლეები, ნიშნები დაწეროს მხოლოდ დამსახურების მიხედვით, არც
აუწიოს და არც დაუწიოს. რომელიმე მოსწავლისადმი მასწავლების პრივილეგირებული
დამოკიდებულება იწვევს ამ მოსწავლის მიმართ სხვა მოზარდების უარყოფით
დამოკიდებულებას, ხოლო რომელიმე მოსწავლის მიმართ
მასწავლებლის ,,ჩაკირკიტება” მის მიმართ საერთო თანაგრძნობას იწვევს.

უმცროსი მოზარდები ძალიან მგრძნობიარენი არიან მასწავლებლის


შეცდომებისადმი. ყოველ შეცდომას, რომელსაც ისინი შეამჩნევენ, რეაგირების გარეშე არ
ტოვებენ. შეიძლება ითქვას, რომ უმცროსი მოზარდები ჩასაფრებული არიან
და ,,ნადირობენ,” როდის დაუშვებს მასწავლებელი რაიმე შეცდომას.

უფროსი მოზარდები კი უკვე აღარ არიან მოწადინებული მასწავლებლის


შეცდომების აღმოჩენით. მათ მიაჩნიათ, რომ ყველა ადამიანმა (მათ შორის
მასწავლებელმა) შეიძლება დაუშვას მუშაობაში შეცდომა და ეს დიდი ცოდვა არაა.

37
მასწავლებლის შეცდომებში ,,გამოჭერის” ფაქტები შემორჩენილია მხოლოდ ამ
მასწავლებელზე ,,განაწყენებულ” მოზარდებში.

უფროსი მოზარდები თავისუფლდებიან პირველი შთაბეჭდილებების


გავლენისაგან, რის გამოც ახლა მასწავლებისათვის არაა საკმარისი თავი მოაწონოს
მოზარდებს გაცნობის პირველ დღეს და იგი მას მთელი წლის განმავლობაში ეყოს. ამ
ასაკში, ისე როგორც ზოგადად, პირველი შთაბეჭდილება მნიშვნელოვანია, მაგრამ იგი
აღარაა გამძლე და სტაბილური. კრიტიკულად განწყობილ უფროს მოზარდს უკვე აღარ
მოსწონს გარეგნული და ზედაპირული მომენტები. ამისთვის ახლა მასწავლებელს
სჭირდება ერუდიციისა და დახვეწილი ქცევის მუდმივი დემონსტრაცია.

თავისებურია გარდამავალი ასაკის მოზარდის დამოკიდებულება მომავალი


პროფესიისადმი. მართალია, სერიოზული პროფესიული ინტერესებისა და
მისწრაფებების გამოვლენის პერიოდი უფროსი სასკოლო ასაკია, მაგრამ მას გარდამავალ
ასაკში ეყრება საფუძველი. მოზარდის სოციალური მოწიფულობის დასაწყისის ერთ -
ერთი მაჩვენებელია სამომავლო ცხოვრებისეული გეგმების შედგენა.
უმცროსკლასელთა ,,პროფესიული” მისწრაფებები ძირითადად თამაშში ვლინდება,
ხოლო მოზარდებში იგი იწყება მომავალ პროფესიაზე ფიქრით, საკუთარი
შესაძლებლობებისა და ცხოვრებისეული მდგომარეობის ასე თუ ისე გათვალისწინებით.
თუმცა, ბევრი მოზარდი ცხოვრობს აწმყოს ცხოვრებით და სამწუხაროდ, მომავალ
პროფესიაზე ცოტას ფიქრობს.

პროფესიის საბოლოო არჩევანი, ანუ გადაწყვეტილების საბოლოო მიღება


გულისხმობს მომავალი სამუშაოს კვალიფიკაციის დონის, მოცულობისა და მომზადების
ხანგრძლივობის განსაზღვრასა და კონკრეტული სპეციალობის შერჩევას.

გარდამავალ ასაკში არსებით ცვლილებებს განიცდის მოზარდის შემეცნებითი


ფსიქიკური პროცესებიც.

აღქმის განვითარება. მოზარდისათვის ახლა მისაწვდომი ხდება რთული


მოვლენებისა და საგნების აღქმა. მისი აღქმის მოცულობა იზრდება და ფართოვდება.
აღქმა ხდება უფრო გეგმაზომიერი, მიზანმიმართული და ყოველმხრივი.

მოზარდის აღქმაში ბევრი რამაა დამოკიდებული აღსაქმელი საგნის ან მოვლენის


მიმართ მის დამოკიდებულებაზე. ამ შემთხვევაში მოზარდი შეიძლება მასწავლებელს
კეთილსინდისიერად უსმენდეს და უყურებდეს, მაგრამ მისი აღქმა შემთხვევით ხასიათს
ატარებდეს.

მოზარდის აღქმაზე გავლენას ახდენს არამარტო აღსაქმელი საგნებისა და


მოვლენების ხასიათი, არამედ მისი მდგომარეობაც, რის გამოც ზოგ შემთხვევაში
მოზარდის აღქმა ფაქიზი და ღრმაა, ხოლო სხვა შემთხვევაში კი _ ზედაპირული და
არაზუსტი. ემოციური მდგომარეობის გავლენით მოზარდი უპირველეს ყოვლისა
აღიქვამს იმას, რაც ნათელი და თვალშისაცემია. იგი ამ პირველი შთაბეჭდილებების
საფუძველზე ცდილობს ზოგადი კანოზომიერების დადგენას.

38
მოზარდის აღქმას უმცროსკლასელთან შედარებით ახასიათებს რიგი ახალი
თვისებები. მოზარდს ახლა შეუძლია აღსაქმელი საგნებისა და მოვლენების უფრო
რთული ანალიზი და სინთეზი. იგი აღარ იფარგლება იმის აღქმით, რაც მოთავსებულია
საგანთა და მოვლენათა ზედაპირზე.

მოზარდის თვალსაჩინო აღქმაში მნიშვნელოვან ადგილს იჭერს სააზროვნო


პროცესი, იწყება ლოგიკური აღქმის ჩასახვა. ლოგიკური დაკვირვება ის სიახლეა
მოზარდის აღქმაში, რაც არ შეიმჩნეოდა დაწყებით კლასებში. ლოგიკური აზროვნების
განვითარების კვალობაზე უფრო და უფრო ხდება მოზარდის მიერ აღქმული
ობიექტების გაცნობიერება. მეხუთეკლასელის ყურადღება გარეგნულად უარესდება. იგი
ახლა გაფანტულია, ვერ ამჩნევს დაშვებულ შეცდომებს, გაკვეთილზე მასწავლებელს
ხშირად ცუდად უსმენს, საშინაო დავალებების შესრულების დროს მნიშვნელოვან და
ღირებულ ნაწილებს ტოვებს. უმცროსი მოზარდი თითქოს აქცევს ყურადღებას თავის
შინაგან სამყაროს, მაგრამ გარშემომყოფების მიმართ ხშირად უყურადღებოა. ეს
დაკავშირებულია განცდებისა და შთაბეჭდილებების მრავალრიცხოვნებასთან. ახალი და
ძლიერი შთაბეჭდილებები დაკავშირებულია სქესობრივ მომწიფებასთან,
თვითშემეცნებასთან, კოლექტივში დამკვიდრებასთან, გაზრდილ აქტივობასა და
იმპულსურობასთან, მრავალმხრივ ინტერესებთან და ა.შ., რის გამოც მოზარდის
ყურადღება ერთდროულად ყველაფერს ვერ გაწვდება. როცა იგი ყურადღებას ერთი
მიმართულებით მიმართავს, უყურადღებოა მეორე მიმართულებით. ამიტომ
მასწავლებელმა მოზარდი ერთდროულად მრავალი სერიოზული საქმით არ უნდა
დატვირთოს.

გარდამავალ ასაკში სრულყოფილი ხდება მოზარდის ყურადღებაც. უმცროსი


მოზარდის ყურადღების ტიპიური თვისებაა შერჩევითობა. იგი შეიძლება ძალიან
ყურადღებიანი იყოს მისთვის საინტერესო მოვლენის მიმართ, შეიძლება მასზე
ყურადღება ხანგრძლივად შეაჩეროს. როგორც ვნახეთ, მოზარდები სასკოლო
დისციპლინებს ხშირად ყოფენ ,,საინტერესოდ” და ,,უინტერესოდ”. მოზარდების
ყურადღება, რა თქმა უნდა, უფრო მყარად და სრულად ,,საინტერესო” საგნებს ექცევა,
რაც იმის მაჩვენებელია, რომ მოზარდის ყურადღება უშუალოდაა დაკავშირებული
სამყაროსადმი მის ემოციურ დამოკიდებულებასთან.

გართულებული სასწავლო პროცესი მოზარდის ყურადღებას განსაკუთრებულ


მოთხოვნებს უყენებს. მოზარდის სასწავლო საქმიანობა მოითხოვს ნებისმიერ
ყურადღებას.

მოზარდის ცხოვრებაში უნებლიე ყურადღებასაც გარკვეული როლი და


მნიშვნელობა აქვს. საინტერესო საქმე, საინტერესო გაკვეთილი, მიმზიდველი საგნები და
მოვლენები მოზარდის ყურადღებას ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ისე იტაცებს, რომ
შეიძლება უყურადღებოდ დარჩეს ზოგიერთი სერიოზული საქმეც.

გარდამავალ ასაკში მნიშვნელოვნად იზრდება გაკვეთილზე ყურადღების


გადამხრელი ფაქტორებისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარიც. გაცილებით ძნელი
ხდება ყურადღების გადამხრელი ისეთი სუბიექტური ფაქტორისადმი წინააღმდეგობის
39
გაწევა, როგორიცაა ოცნება. სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებულ რომანტიულ
განცდებს მოზარდი ოცნების სამყაროში გადაჰყავს და გაკვეთილზე სასწავლო მასალას
მისი ყურადღება არ ექცევა. იგი შეიძლება გაკვეთილზე გარეგნულად უყურადღებობას
არ ამჟღავნებდეს, წესრიგსაც არ არღვევდეს და მასწავლებელსაც თითქოს ,,უყურებდეს”
და ,,უსმენდეს”, მაგრამ სულ სხვა სამყაროში იყოს. მასწავლებლის მთელი ხელოვნება ამ
მიმართულებით იმაში მდგომარებს, რომ მან მოზარდი ოცნებებს გამოსტაცოს და
რეალურ სამყაროში დააბრუნოს. ყურადღების ასაკობრივი კანონზომიერების ცოდნის
გარეშე იგი ამას ვერ გააკეთებს.

მეხსიერების განვითარება. უმცროსკლასელებთან შედარებით მოზარდის


მეხსიერება თვისობრივადაა განვითარებული. გარდამავალ ასაკში უმჯობესდება
სიტყვიერი და ხატოვანი მასალის დამახსოვრება, იზრდება დამახსოვრების სისწრაფე,
მოცულობა და პროდუქტიულობა.

მოზარდს ამ ასაკში შეუძლია საკუთარი ფსიქიკური პროცესების (მათ შორის


მეხსიერების) კონტროლი და რეგულაცია. მოზარდი ეუფლება ლოგიკური, გააზრებული
დამახსოვრების ხერხებსა და მეთოდებს. თუ უმცროსკლასელი მასალას უმეტესად
სიტყვასიტყვით იმახსოვრებდა, ახლა მოზარდი უფრო ხშირად გამოთქვამს პროტესტს
მასწავლებლის მოთხოვნაზე, ზეპირად დაიმახსოვროს რომელიმე კანონის ან
დებულების დეფინიცია.

გარდამავალ ასაკში მნიშვნელოვნად უმჯობესდება მეხსიერების


პროდუქტიულობა და შესამჩნევად იცვლება დახსომების ხერხები. მოზარდი უკვე
შეგნებულად იყენებს დამახსოვრების ზოგიერთ ხერხს, იზრდება დამახსოვრების
სისწრაფე და მოცულობა. მეორე სასიგნალო სისტემის მნიშვნელოვან ზრდასთან ერთად
მკვეთრად იზრდება აბსტრაქტული მასალის დამახსოვრების როლი და მნიშვნელობა.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულ - ხატოვანი მეხსიერების როლი და
მნიშვნელობაც ამ ასაკში დაბალი არაა.

ა. სმირნოვის გამოკვლევების მიხედვით დადგინდა, რომ მოზარდი უნებლიედ


უფრო იმახსოვრებს იმ მასალას, რომლითაც იგი კონკრეტულად მოქმედებს, თუმცა
დამახსოვრების ამოცანა მის წინაშე შეიძლება სრულიად არ იდგეს.

დამახსოვრების პროცესში სერიოზული მნიშვნელობა ენიჭება დამახსოვრებული


მასალის გააზრებულობას. მოზარდები ხშირად მიმართავენ მექანიკურ დამახსოვრებას,
ეს გამოხატება მასალის გააზრების გარეშე მრავალრიცხოვან გამეორებაში, რაც ნაკლებ
ეფექტურია. მოზარდი დამახსოვრების ამ ფორმას იყენებს მაშინ, როცა მან უნდა
დაიმახსოვროს ისეთი მასალა, რომელიც მას არ ესმის, როცა მასწავლებელი იძლევა
მზამზარეულ ცოდნას, ფორმულებს, ფაქტებს, მაგრამ არ ზრუნავს ლოგიკური
აზროვნების განვითარებისათვის.

აზროვნების განვითარება. პიაჟეს მიხედვით, აზროვნების განვითარების


თვალსაზრისით, მოზარდები იმყოფებიან ფორმალური ოპერაციების სტადიაზე.
შესაბამისად, მათ უკვე გააჩნიათ აბსტრაქტული აზროვნების უნარი. აბსტრაქტულ

40
აზროვნებას თან ახლავს იდეალიზებისა და წარმოსახვის უნარები. ფორმალური
ოპერაციების სტადიაზე მოზარდები იწყებენ ფიქრს იმის შესახებ, თუ რა იდეალური
თვისებებია სასურველი მათთვის და გარშემომყოფი ადამიანებისთვის. აგრეთვე, მათ
უყალიბდებათ ძალიან იდეალისტური შეხედულებები სოციალურ, პოლიტიკურ და
ეთიკურ საკითხებთან დაკავშირებით. ბევრი მოზარდი დაინტერესებულია ისეთი
პრობლემებით, როგორიცაა უსახლკარო ბავშვების, მშვიდობისა და ცხოველთა
უფლებების დაცვის საკითხები. მართალია, რეკომენდაციები, რომლებსაც ისინი
მდგომარეობის გამოსაწორებლად გვთავაზობენ, შეიძლება ჩანდეს ლოგიკური, მაგრამ
ხშირად არაპრაქტიკულია. მოზარდთა იდეალისტური ფიქრები ზოგჯერ გადაიზრდება
ფანტაზიებში. ბევრი მოზარდი მოუთმენლად ცდილობს, თავისი ახლადნაპოვნი
იდეალების რეალობაში გადმოტანას.

ასევე, ამ სტადიაზე მყოფ მოზარდებს აქვთ ჰიპოთეტურად აზროვნების უნარი.


მათ შეუძლიათ, იმსჯელონ ისეთ სიტუაციებზე და გარემოებებზე, რაც თვითონ არ
გამოუცდიათ. მათ შეუძლიათ, კამათის ან დისკუსიის დროს დაუშვან ისეთი
გარემოებები, რაც დაუსაბუთებელია, არ არსებობს ან ეწინააღმდეგება სინამდვილეს.
ვთქვათ, მოყვანილია მსჯელობები, რომელთა საფუძველზე მოზარდმა უნდა გააკეთოს
დედუქციური დასკვნა: 1. ყველა ბურთი ნამცხვარია და 2. ყველა ბავშვი ბურთია, მაშინ
ფორმალური ოპერაციების სტადიაზე მდგომი ბავშვი დაასკვნის, რომ ყველა ბავშვი
ნამცხვარია, რაც ფორმალური ლოგიკის თვალსაზრისით სწორია, თუმცა მოზარდმა
მშვენივრად იცის, რომ სინამდვილეში ბავშვი არაა ნამცხვარი.

ჰიპოთეტური აზროვნების ერთ - ერთი მაგალითია ფორმალური დებატები,


სადაც თავიათი შეხედულებებისა და გამოცდილების მიუხედავად, მონაწილეები მზად
უნდა იყვნენ იმისათვის, რომ დაიცვან საკამათო საკითხის ნებისმიერი მხარე და
შესძლონ მათი პოზიციის ლოგიკურად ახსნა და დასაბუთება.

ფორმალური ოპერაციების სტადიაზე მყოფი მოზარდები ავლენენ რამდენიმე


მნიშვნელოვან უნარს: ჰიპოთეზების ფორმულირება - გამოცდა და პროპოზიციული
აზროვნება, რაც აუცილებელია დახვეწილი სამეცნიერო და მათემატიკური აზროვნებისა
და მსჯელობისთვის. პიაჟეს აზრით, ფორმალურ - ოპერაციული აზროვნების
განვითარებასთან ერთად, უმჯობესდება მოსწავლეთა მათემატიკური
შესაძლებლობებიც. მათ უკვე უადვილდებათ აბსტრაქტული მათემატიკური ამოცანების
ამოხსნა. გარდა ამისა, მოსწავლეებს შეუძლიათ ისეთი ცნებების გაგება, როგორიცაა
უარყოფითი რიცხვი, „პი“ და უსასრულობა. მათ ახლა უკვე შეუძლიათ იმის გაგება, რომ
ტემპერატურამ შეიძლება დაიწიოს ნულს ქვევით და რომ ორი პარალელური ხაზი
არასოდეს არ გადაკვეთს ერთმანეთს, უსასრულობამდეც რომ გაგრძელდეს. ყველა
სასწავლო საგანი, რომელიც გარდამავალ ასაკში შეისწავლება, მეტ - ნაკლებად ავითარებს
მოზარდის აბსტრაქტულ აზროვნებას. ხდება კონკრეტული და აბსტრაქტული
აზროვნების შეფარდების შეცვლა აბსტრაქტულის სასარგებლოდ, შესაძლებელი ხდება
ცნებითი აზროვნების ჩამოყალიბება.

41
სასწავლო საქმიანობის გავლენით თანდათანობით ვითარდება მოზარდის
ანალიზურ - სინთეზური მოქმედება: ის ახლა არამარტო კონკრეტული ფაქტებითა და
მოვლენებით ინტერესდება, არამედ ახდენს მათ ანალიზს, სინთეზს, ამყარებს მიზეზ-
შედეგობრივ კავშირებს. მოზარდები ცდილობენ დასასწავლ მასალაში გამოყონ მთავარი,
არსებითი, მოახდინონ განზოგადება. სწავლების პროცესში ყალიბდება ისეთი
განყენებული ცნებები, როგორიცაა წერტილი, ხაზი, კუთხე. ტოლობა, უტოლობა, ძალა,
კუთხური წონა, სიჩქარე, ეკვატორი, პოლუსი, გრძედი, განედი, ეპოქა და სხვა მრავალი.
აბსტრაქტული აზროვნების ჩამოყალიბება მოზარდებში უმტკივნეულოდ არ
მიმდინარებს. მოზარდები ხშირად განიცდიან ამ მიმართულებით სპეციფიკურ
სიძნელეებს. მოზარდებმა იციან საგნებისა და მოვლენების სპეციფიკური ნიშნები,
მაგრამ ხშირად ვერ გამოყოფენ მათ შეცვლილ, შეუჩვეველ სიტუაციებში. მაგალითად,
მეშვიდე კლასელებმა ვერ იცნეს სწორკუთხა სამკუთხედი, რომელიც მასწავლებელმა
დაფაზე გადაბრუნებულად დახაზა.

ფორმალუროპერაციული აზროვნების განვითარებასთან ერთად, უმჯობესდება


მოზარდთა მეცნიერული აზროვნების შესაძლებლობებიც. ფორმალუროპერაციული
უნარები - ჰიპოთეზურ იდეებზე ლოგიკურად აზროვნების უნარი, ჰიპოთეზების
ჩამოყალიბებისა და გამოცდის უნარი - შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს,
გამოიყენონ მეცნიერული მეთოდი: დაკვირვების საგანს ან ფენომენს მოუძებნონ
რამდენიმე სავარაუდო ახსნა, ხოლო შემდეგ, სისტემატურად გააანალიზონ და
გამოსცადონ თავიანთი თეორიები.

ფორმალური ოპერაციების სტადიისთვის დამახასიათებელი აზროვნების


ფორმები, თავს იჩენს დაახლოებით 11- 15 წლის ასაკში, მაგრამ ზოგი ადამიანი
ვერასოდეს ვერ აღწევს ამ სტადიას. ხშირად ადამიანები ფორმალუროპერაციულ
აზროვნებას იყენებენ მხოლოდ გარკვეულ სიტუაციებში, როგორც მოზარდობის, ისე
ზრდასრულ ასაკში.

აღსანიშნავია, რომ მოზარდებში თავს იჩენს ახალი ფორმის ეგოცენტრიზმი.


მოზარდთა ეგოცენტრიზმი ხასიათდება საკუთარი უნიკალურობის განცდით,
სურვილით, რომ იყვნენ თვალში საცემი, რწმენით, რომ სხვები ისევე დაინტერესებული
არიან მათი პიროვნებით, როგორც თვითონ. მაგალითად, 16 წლის გოგონა, რომელსაც
დაშორდა შეყვარებული, დედას ეუბნება: „შენ ვერც კი წარმოიდგენ, მე რას ვგრძნობ. შენ
არასოდეს გამოგიცდია ასეთი ტკივილი“ - რითაც ამჟღავნებს საკუთარი უნიკალურობის
განცდას. ზოგიერთ მოზარდში ეგოცენტრიზმი ასევე ხასიათდება საკუთარი
უვნებლობის განცდით - მას არაფერი არ შეემთხვევა. ასეთი მოზარდები ხშირად
სჩადიან განუსჯელ და სახიფათო საქციელს, როგორიცაა ნარკოტიკების გამოყენება,
მანქანის ძალიან სწრაფად ტარება, დიდი სიმაღლიდან გადმოხტომა და სხვა, რაც
სამწუხაროდ, ზოგჯერ სავალალო შედეგებით მთავრდება. მოზარდებში ეგოცენტრიზმი
ნორმალური მოვლენაა და უფრო ხშირია საბაზო საფეხურის მოსწავლეებში.

პიაჟეს თანახმად, ამ სტადიაზე კოგნიტური განვითარება მთავრდება, თუმცა,


შეიძლება ინტელექტუალური განვითარება გაგრძელდეს ზრდასრულობაშიც. პიაჟე

42
თვლიდა, რომ საფუძველი უკვე ჩაყრილია და აღარაა საჭირო ახალი გონებრივი
სტრუქტურების განვითარება. ადამიანებს სჭირდებათ მხოლოდ ახალი ცოდნის შეძენა
და უფრო რთული და დახვეწილი სქემების განვითარება.

პიაჟესაგან განსხვავებით, ინფორმაციული მიდგომის მომხრეები, მოზარდებში


ყურადღებას აქცევენ იმ უნარების სრულყოფას, რასაც უწოდებენ მეტაშემეცნებას.
მეტაშემეცნება მოიცავს რამდენიმე უნარს, როგორიცაა ფიქრებზე აზროვნების უნარი,
სტრატეგიების ჩამოყალიბება და დაგეგმვა. ამ ახალი კოგნიტური უნარების შედეგად,
მოზარდები სწავლობენ გააანალიზონ და ცნობიერად შეცვალონ თავისი აზროვნების
პროცესები.

ინფორმაციული მიდგომის მომხრეთა აზრით, მოზარდობა - ჭაბუკობაში


კოგნიტური განვითარება მოიცავს შემდეგს:

1. ინფორმაციის დამუშავების მექანიზმების უფრო ეფექტურად გამოყენება,


ისეთების, როგორიცაა მისი შენახვა მეხსიერებაში და გადატანა.
2. სხვადასხვა ტიპის ამოცანების გადასაჭრელად უფრო რთული სტრატეგიების
განვითარება.
3. ინფორმაციის მიღებისა და მისი სიმბოლური ფორმით შენახვის უფრო
ეფექტური ხერხები.
4. უფრო მაღალი რიგის შემსრულებლური ფუნქციების განვითარება
(მეტაფუნქციები), მათ შორის გადაწყვეტილების დაგეგმვა და მიღება და
სცენართა უფრო ფართო ბაზიდან მეთოდების არჩევისას მოქნილობის
ამაღლება.
მოზარდები პრობლემებს წყვეტენ და მსჯელობენ უფრო ეფექტურად, ვიდრე
უმცროსკლასელები. მაგრამ ისინი ასევე ფლობენ სცენარების, ანუ სქემების უფრო
ფართო დიაპაზონს, რომელთა გამოყენებაც შეუძლიათ.

მეტყველება. მოზარდის მეტყველება უმცროსკლასელთან შედარებით უფრო


რთულდება. გართულებულ სასწავლო პროცესში მოზარდი სისტემატურად ეუფლება
რთული სინტაქსური ფორმების გამოყენებას, რთულდება წინადადებათა სტრუქტურაც.
ახლა მოზარდის მეტყველება უფრო დამოუკიდებული და თანმიმდევრული ხდება.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს მოზარდის ლექსიკონის მნიშვნელოვანი


გამდიდრება. ხდება სიტყვათა მარაგის გადიდება სხვადასხვა სასწავლო დისციპლინების
ტერმინებითა და ცნებებით. ახლა მოზარდის მეტყველება, უმცროსკლასელებთან
შედარებით, ხასიათდება აბსტრაქტული და მეტაფორული გამონათქვამების უფრო
ხშირი გამოყენებით. მოზარდი ეუფლება ხატოვან მეტყველებას, რომელსაც ხელს
უწყობს კლასგარეშე ლიტერატურული მასალის რეგულარული და დამოუკიდებელი
კითხვა. მას არამარტო ესმის, არამედ უკვე თვითონ ხმარობს მეტყველებაში ხატოვან
შედარებებსა და ანდაზებს, მოზარდს უკვე შეუძლია მასალის საკუთარი სიტყვებით
გადმოცემა. ეს მდგომარეობა მეტ - ნაკლებად დაწყებით კლასებშიც შეინიშნებოდა,
მაგრამ გარდამავალ ასაკში იგი უფრო მაღალ საფეხურზე ადის.

43
მოზარდისათვის ახლა მისაწვდომი ხდება ადამიანური მეტყველების ახალი
ღირსებები, მისი სილამაზის ახალი მხარეები, მეტყველების სტილი, მისი ლოგიკურობა
და ლაკონურობა.

მეტყველების აღზრდის მიმართულებით მასწავლებლის მთელი ყურადღება იქით


უნდა იყოს მიმართული, რომ მოზარდის მეტყველება თანდათანობით გამდიდრდეს და
გაიწმინდოს ჟარგონებისა და ქუჩური ლექსიკისაგან. ამასთანავე, უდიდესი გავლენა აქვს
თვით მასწავლებლის ნათელ და სწორ მეტყველებას.

თემა V. პიროვნების განვითარება მოზარდობაში


მოსწავლეთა პიროვნების ფორმირების პროცესი მჭიდროდაა დაკავშირებული
ბავშვის განვითარების ამა თუ იმ ასაკობრივი საფეხურისათვის დამახასიათებელ
ფსიქიკურ ახალწარმონაქმნებთან. ერთი ასაკობრივი საფეხურიდან მეორეზე
გადასვლისას ხდება ასაკის მთელი სტრუქტურის გარდაქმნა და თითოეული ასაკი
ხასიათდება მისთვის სპეციფიკური და განუმეორებელი სტრუქტურებით. მოზარდის
პიროვნების განვითარების ამა თუ იმ საფეხურზე აღმოცენებული ახალწარმონაქმნები
გარდაქმნის მოზარდის მთელ ფსიქოლოგიურ სტრუქტურას, რის გამოც იცვლება მისი
საკუთარი თავისადმი და გარესამყაროსადმი დამოკიდებულების მთელი სისტემა.
მოზარდობის ასაკი პიროვნების ფორმირების ერთ-ერთი რთული და
საპასუხისმგებლო პერიოდია. ამ პერიოდის ძირითად ფსიქოლოგიურ
ახალწარმონაქმნს წარმოადგენს მე-ს კონცეფცია, თვითცნობიერება, საკუთარი შინაგანი
სამყაროსადმი დიდი ინტერესი, საკუთარი გრძნობებისა და განწყობილებების გაგების
სურვილი და უნარი. ამ ასაკში ინტენსიურად ვითარდება იდეალები, გრძნობები,
საზოგადოებრივი მისწრაფებები, სოციალური შეფასებები და ინტერესები, რაც
პიროვნების მიმართულებისა და მისი ღირებულებითი ორიენტაციის საფუძველია.
ღირებულებითი ორიენტაცია არის პიროვნების ერთ-ერთი ძირითადი
სტრუქტურული კომპონენტი. იგი განსაზღვრავს პიროვნების გარესამყაროსადმი და
საკუთარი თავისადმი დამოკიდებულების თავისებურებებს, რომლებიც ქცევებშიც
აისახება. ღირებულებები არის მოზარდის ცნობიერებაში ისეთი პარამეტრებისა და
მოვლენების ასახვის ფორმა, სადაც აისახება მისი მისწრაფებების და ინტერესების
დაკმაყოფილების შესაძლებლობანი. მოზარდობის ასაკში ყალიბდება ინტერესთა
განსაზღვრული წრე, რომელიც თანდათან მტკიცდება. ინტერესთა ეს წრე შედის
პიროვნების მოთხოვნილებების, მოტივების, მიზნების, იდეოლოგიის და მრწამსის
სტრუქტურაში და პიროვნების ღირებულებითი ორიენტაციის ბაზას წარმოადგენს.
გარდამავალ ასაკში ხდება ინტერესების გადართვა კერძოდ და კონკრეტულისაგან -
განყენებულზე, ზოგადზე, აღინიშნება ინტერესების ზრდა მსოფლმხედველობის,
იდეოლოგიის, მორალურისა და ესთეტიკურის და რაც მთავარია, სხვა ადამიანებისა
და საკუთარი განცდებისა და ინტერესების მიმართ. ყოველივე ამას მივყავართ იქამდე,
რომ მოზარდისათვის ასახვის სხვადასხვა ობიექტი და მოვლენა იძენს განსხვავებულ
ღირებულებებს.

44
მოზარდი ნახევრად ბავშვია და ნახევრად მოზრდილი. რთული შუალედური
მდგომარეობა, რომელიც მას უჭირავს სოციალურ ურთიერთობებში, განაპირობებს
მისი პიროვნების წინააღმდეგობრივ თავისებურებებს.
პიროვნული მეტამორფოზების თვალსაზრისით, ეს ასაკი შეიძლება შევადაროთ
სკოლამდელ ასაკში პიროვნების ჩასახვის საწყის, პირველ პერიოდს, როცა 2-3 წლის
ბავშვი იწყებს პირის ნაცვალსახელების ხმარებას და ასე თუ ისე ახორციელებს
ინტროსპექციის უმარტივეს აქტებს. გარდამავალ ასაკში ხდება პიროვნების მეორეჯერ
დაბადება, როცა მოზარდში ვითარდება ნამდვილი შეგნებული პიროვნება, როგორც
თვითგანვითარებადი, თვითრეგულირებადი სისტემა და იგი ყალიბდება
მიზანმიმართულ, გეგმაზომიერ თვითსრულყოფისა და თვითგანვითარების
სუბიექტად. თუმცა, მოზარდში ეს თვითგანვითარება ჯერ კიდევ ეპიზოდურია და
მიმართულია ზოგიერთ ჩამოუყალიბებელ ნიშანზე. ეს თვითცვლა განისაზღვრება,
როგორც იდეალის მიღწევის მისწრაფება, რომელიც ხშირად გადაჭარბებული და
არარეალურია. მოზარდი იწყებს ე. წ. ,,დამოუკიდებლობის მაქსიმალიზმის”
პოზიციის დაკავებას. ჩნდება მოწიფულობის ინტენსიური გრძნობა, რომელიც ამ
ასაკის ცენტრალური ფსიქოლოგიური ახალწარმონაქმნია. მოზარდი ახლა იწყებს
საკუთარი თავისა და პიროვნების დაპირისპირებას გარესამყაროსთან, რაც ხელს
უწყობს საკუთარი ,,მე”-ს აღმოცენებასა და საკუთარი თავის გაცნობიერებას. მას
უჩნდება დიდი ინტერესი საკუთარი თავისა და სხვების შინაგანი სამყაროსა და
პიროვნული თავისებურებების შესახებ.
მოზარდები თანდათან თავისუფლდებიან ბავშვური დაქვემდებარებული
მდგომარეობიდან და იწყებენ საკუთარი თავის უფროსად ჩათვლას და რაც მთავარია,
უფროსებს ახლა აფასებენ საკუთარი საზომებით. უმცროს მოზარდებს ჯერ კიდევ
ახასიათებთ ბავშვური ეგოცენტრიზმი, ხოლო უფროს მოზარდებთან ვითარდება
ეგოცენტრიზმის ახალი ფორმა, რომელიც გულისხმობს საკუთარი განუმეორებლობის,
უნიკალობის მითის ჩამოყალიბებას და ,,წარმოსახული აუდიტორიის” სინდრომს.
მოზარდები ფიქრობენ, რომ სხვებსაც ისე აღელვებთ მათი გარეგნობა და ქცევა,
როგორც თვითონ მათ. მოზარდების ეგოცენტრიზმი დაფუძნებულია სწორედ იმის
რწმენაზე, რომ სხვები ძალიან არიან დაინტერესებული მათი ქცევით, რის გამოც
ფიქრობენ, რომ მუდამ სხვების ყურადღების ცენტრში არიან და ,,წარმოსახული
აუდიტორია” მას ყოველ წამს კრიტიკულად უთვალთვალებს. ეგოცენტრიზმის ამ
ფორმას ჟ. პიაჟემ სოციოცენტრიზმი უწოდა. თვლიან, რომ მოზარდებში
გავრცელებული სიმორცხვეც გამოწვეულია ამ ,,წარმოსახული აუდიტორიის”
სინდრომით. სადაც არ უნდა იმყოფებოდეს მოზარდი, იგი თვლის, რომ ყველა მას
უყურებს.
საბოლოო ანგარიშით, ამ მდგომარებას მივყავართ მე-ს კონცეფციისა და
თვითშეფასების ჩამოყალიბებამდე. მოზარდების მიერ საკუთარი თავის შესახებ
გაკეთებული დასკვნა ,,მე სიმპათიური ვარ”, ,,მე კეთილი ვარ”- მე-ს კონცეფციისა და
თვითშეფასების ჩამოყალიბების გარკვეული დონის მაჩვენებელია.
გ. ოლპორტი თვლის, რომ ყოველ ადამიანს გააჩნია ხუთი განსხვავებული მე. 1)
ადამიანის რეალური მე; 2) საკუთარი მე, ისეთი, როგორიც მის წარმოდგენაშია; 3)
მისი მე სხვა ადამიანთა წარმოდგენაში, 4) ადამიანთა წარმოდგენები იმის შესახებ, თუ
45
რისი სურვილი აქვს მას გახდეს მომავალში; 5) წარმოდგენა იმის შესახებ, თუ
როგორია სხვების სურვილი, როგორი უნდა გახდეს მოცემული ინდივიდი. გ.
ოლპორტმა შემოიღო ტერმინი პროპრიუმი. ესაა ,,თვით” – ობის განვითარება,
დროულად განვითარებული პირადი იდენტურობა. ესაა ,,პიროვნების ყველა ასპექტი,
რომელიც ხელს უწყობს მის შინაგან ერთიანობას”.
რ. სტრენგმა გამოყო მოზარდის მე-ს ოთხი ძირითადი ასპექტი: 1) ზოგადი,
საერთო მე-ს კონცეფცია, ანუ მოზარდის წარმოდგენა საკუთარი პიროვნების შესახებ
და საკუთარი როლისა და სტატუსის აღქმა; 2) ინდივიდუალური დროებითი ანუ
გარდამავალი მე-ს კონცეფცია, რომელიც დამოკიდებულია განწყობილებებზე,
სიტუაციაზე, წარსულ ან აწმყოს განცდებზე. მოზარდის მიერ მიღებულმა ცუდმა
ნიშანმა შეიძლება მას შეუქმნას საკუთარი შესაძლებლობებისადმი უარყოფითი
დამოკიდებულების განცდა, ხოლო მასწავლებლის მიერ მიცემულმა კრიტიკულმა
შენიშნვამ, შეიძლება დააქვეითოს მისი თვითშეფასება; 3) სოციალური მე. ესაა
მოზარდის წარმოდგენები იმის შესახებ, თუ რას ფიქრობენ სხვები მის შესახებ. ეს
წარმოდგენები გავლენას ახდენენ მოზარდის საკუთარი თავის შეფასებაზე. თუ მას
შეექმნა წარმოდგენა იმის შესახებ, რომ სხვები მას თვლიან და აფასებენ როგორც
გონებრივად ჩამორჩენილს, მას საკუთარი თავის შესახებ შეექმნება ნეგატიური
დამოკიდებულება. 4) იდეალური მე. ესაა ის იდეალი, რისი მიღწევის სურვილი აქვს
მოზარდს მომავალში. მისი წარმოდგენები საკუთარი თავის შესახებ შეიძლება იყოს
რეალური, აწეული ან დაწეული. დაქვეითებული იდეალური მე ხელს უშლის
მოზარდებს წარმატებების მოპოვებაში, აწეულს კი შეუძლია გამოიწვიოს ფრუსტრაცია
და თვითშეფასების დაქვეითება, ხოლო რეალური მე - კონცეფცია მიზნის მიღწევის
გზაზე წარმოადგენს ხელშემწყობ ფაქტორს.
მოზარდის პიროვნების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია
თვითცნობიერებისა და თვითშეფასების ჩამოყალიბება, რომელიც მას აძლევს
პიროვნების შემეცნების საშუალებას. მოზარდში აღმოცენდება საკუთარი თავის
შემეცნების, საკუთარი შინაგანი სამყაროს და სხვა ადამიანებთან დაპირისპირების
ინტერესი. იგი იწყებს საკუთარ სამყაროში ცქერას, საკუთარი პიროვნების ძლიერი და
სუსტი მხარების შეფასებას. ახლა მისთვის თვითშეფასების მიზანი ჯგუფში შესაბამისი
ადგილის დაკავება ხდება.
საკუთარი ძალების დადებითი და ადექვატური თვითცნობიერებისა და
თვითშეფასების განვითარება ხდება თვითაღზრდის საფუძველი. თვითაღზრდა არის
საკუთარ თავში პიროვნების დადებითი თვისებების შეგნებული და მიზნმიმართული
განვითარება, რაც უარყოფითი თვისებების შეკავებასა და მოსპობას გულისხმობს.
შეიძლება ითქვას, რომ გარდამავალი ასაკი თვითაღზრდის დასაწყისი ასაკია, უმცროს
მოზარდებში თვითშეფასება ჯერ კიდევ უფროსების მსჯელობებს ეყრდნობა. ისინი
საკუთარ თავს ჯერ კიდევ სხვისი თვალით უყურებენ. გარდამავალი ასაკი
წარმოადგენს პიროვნების განვითარების მეორე კრიტიკული პერიოდს.
მოზარდების დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა უფროსობის, მოზრდილობის,
მოწიფულობის განცდაში ვლინდება. იგი საკუთარ თავს მოზრდილად აცნობიერებს.
ასეთი გაცნობიერება ეწინააღმდეგება მოზარდის ფაქტიურ შესაძლებლობებს. ამავე
დროს, უფროსების დამოკიდებულებაც არ შეესაბამება მოზარდთა მისწრაფებებს და
46
ამის გამო, მოზარდი ყოველნაირად ცდილობს დაიმკვიდროს თავი, როგორც
დამოუკიდებელმა სუბიექტმა. აქედან გამომდინარეობს ამ ასაკისათვის
დამახასიათებელი ნეგატივიზმი, ჯიუტობა, ჩაკეტილობა, უფროსებისადმი
დაუმორჩილებლობა, რომელთა გამოვლენისათვის ამ ასაკში ხელსაყრელი პირობები
იქმნება.
მოზარდის ფსიქიკაში პიროვნულ ახალწარმონაქმნთა ჩამოყალიბების პირობაა
ისეთი ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა მისი ცხოვრების სოციალური პირობები,
მისი ქცევისადმი უფროსების მიერ ახალი მოთხოვნები და ა. შ. მაგრამ მოზარდის
პიროვნების ჩამოყალიბების ანალიზისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ
ბიოლოგიური წანამძღვრებიც (სქესობრივი მომწიფება) და ფსიქოლოგიური
ცვლილებებიც (აბსტრაქტულ-ლოგიკური აზროვნების ფორმების გართულება,
ემოციური სფეროს დიფერენციაცია, ნებელობითი აქტის გაფართოება) და ა. შ.
მოზარდის თვითცნობიერებისა და თვითშეფასების განვითარება მიმდინარეობს
ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური თავისებურებებისა და სოციალურ პირობათა
ცვლილებების ფონზე. მოზარდის თვითცნობიერება და თვითშეფასება არის მისი
პიროვნების ფორმირების ახალი და არსებითი დონე. თვითცნობიერების მოცემული
დონისათვის სპეციფიკურია ის, რომ გარდამავალ ასაკში პიროვნების განვითარებაში
თვითცნობიერების აქტები – თვითშემეცნება, თვითდაკვირვება,
თვითმიკუთვნებულობა, ქცევის თვითრეგულაცია - პირველად ხდება პიროვნების
ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნილება. ამ მოთხოვილებათა განვითარების ხარისხი
გავლენას ახდენს მოზარდის პიროვნების ზნეობრივი თვისებების ჩამოყალიბებაზე.
თვითცნობიერების მოთხოვნილება, თავის მხრივ, საფუძვლად ედება თვითაღზრდის
მოთხოვნილების ჩასახვას, რაც საკუთარი თავის შეცვლის მიზანმიმართულ და
შეგნებულ მისწრაფებას გულისხმობს. თვითაღზრდის დროს ხდება იმ საკუთარი
ფსიქიკური შეუსაბამობის გაცნობიერება იმ მოთხოვნილებებთან, იდეალებთან და
ზნეობრივ ნიშნებთან, რომელთაც უნდა მიბაძონ მოზარდებმა.
გარდამავალ ასაკამდე თვითცნობიერება ვითარდება სტიქიურად, ფაქტიურად
სუბიექტის ფორმირებაში მის ჩაურთველად. ეს სტიქიურობა ასე თუ ისე პირველ
ხანებში შენარჩუნებულია, მაგრამ ახლა ჩნდება მისი განვითარების ერთი ძირითადი
მომენტი, რომელიც გულისხმობს ამ პროცესში თვით სუბიექტის აქტივობას.
მოზარდის თვითცნობიერების ჩამოყალიბების პროცესი ხასიათდება აშკარად
გამოხატული ინდივიდუალიზმით.
პირველ ხანებში, როგორც აღვნიშნეთ, მოზარდის თვითცნობიერების და
თვითშეფასების საფუძვლად გვევლინება უფროსების შეფასებები, ხოლო
დამოუკიდებელი თვითშეფასებები თანდათანობით იწყება. გარდამავალ ასაკში, იმის
გამო, რომ მოზარდს ჯერ-ჯერობით არ აქვს საკუთარი პიროვნილი გამოვლინებების
საკმარისად სწორი ანალიზის უნარი, ხშირად ვითარდება კონფლიქტები, რომელთა
საფუძველია განსვლა მოზარდის პრეტენზიის დონესა და კოლექტივში რეალურ
ვითარებას შორის.
მიუხედავად იმისა, რომ გარდამავალ ასაკში თვითცნობიერება რამდენადმე
ჩამორჩება ცნობიერების განვითარების დონეს, ეს ასაკი მაინც თვითცნობიერების
ინტენსიური განვითარების ასაკია. აწეული თავმოყვარეობა, სიამაყის გრძნობა,
47
დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა, მოწიფულობის გრძნობა განვითარებადი
თვითცნობიერების ემოციურობის გამოხატულებაა. მართალია, მოზარდი ხანდახან
აჭარბებს თავისი შესაძლებლობების შეფასებაში ცხოვრებისეული გამოცდილების
უკმარისობისა და გაზრდილი ოპტიმიზმის გამო, მაგრამ უკვე იწყება საკუთარი
თავისადმი კრიტიკული დამოკიდებულება.
მოზარდის თვითცნობიერება და თვითშეფასება დინამიურია, რის გამოც მისი
პიროვნების არაადექვატური შეფასება დამოკიდებულებათა ნორმალურ სისტემაში
სწრაფად გაივლის. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მოზარდის მიმართ
არანორმალური დამოკიდებულებები ქრონიკულ ხასიათს ატარებს, მას აღმოუცენდება
ხასიათის მყარი უარყოფითი ნიშნები, ნევროზი და ქცევის ანტისოციალური ფორმებიც
კი.
სხვა ადამიანთან მორალურ-ფსიქოლოგიური თვისებების ღრმა შეფასების
განვითარების კვალობაზე, ვითარდება მოზარდთა ინტერესი საკუთარი ინტიმური
სამყაროს შესახებ. მოზარდს მკვეთრად უვითარდება თვითცნობიერება, საკუთარი
პიროვნული ინტერესების გაცნობიერებისა და შეფასების მოთხოვნილება. ამ ასაკში
პირველად აღმოცენდება მოთხოვნილება, შეხედოს, დააკვირდეს საკუთარ თავს,
საკუთარ ქცევას, შეადაროს იგი სხვებისას, გაერკვეს საკუთარ გრძნობებსა და
განცდებში და ამ თვალსაზრისით შეაფასოს საკუთარი თავი და შესაძლებლობანი.
მოზარდის თვითცნობიერების ჩამოყალიბების და განვითარების ფაქტი მთელ მის
ფსიქიკურ ცხოვრებას ასვამს დაღს, განსაზღვრავს მის სასწავლო და შრომის
საქმიანობას და გარესამყაროსთან ურთიერთობის ხასიათს. როგორც აღვნიშნეთ,
მოზარდის თვითცნობიერების ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს სხვა
ადამიანების მსჯელობები და შეფასებები. უმცროსკლასელი და უმცროსი მოზარდი
საკუთარ თავს ჯერ კიდევ სხვისი თვალებით უყურებს, საკუთარ თავზე მსჯელობისას,
Fფაქტიურად, იმეორებს უფროსების მსჯელობებსა და შეფასებებს. უფროსი მოზარდი
კი უკვე დამოუკიდებლად მსჯელობს და აანალიზებს საკუთარ ქცევებს.
უფრო ადრე ცნობიერდება მოზარდის ქცევის ძირითადი ფორმის (სწავლის)
თვისებები: შრომისმოყვარეობა, სიბეჯითე, ყურადღებიანობა, მიზანსწრაფულობა,
შემდეგ კი ცნობიერდება ისეთი თვისებები, რომლებიც გამოხატავს სხვა ადამიანებთან
დამოკიდებულებას (სიჯიუტე, თავშეკავება, ამხანაგობის გრძნობა, უფრო გვიან –
საკუთარი პიროვნებისადმი დამოკიდებულების გამომხატველი თვისებები:
სიმორცხვე, თვითკრიტიკულობა, ყოყოჩობა) და ბოლოს ისეთი რთული თვისებები,
რომლებიც ახასიათებენ პიროვნების მრავალმხრიობას (მოვალეობის გრძნობა,
პრინციპულობა, ღირსების გრძნობა). ამრიგად, გარდამავალ ასაკში პიროვნების
გაცნობიერებულ თვისებათა წრის გაფართოვება განსხვავებული თანმიმდევრობით
მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, მოზარდები სხვის შეფასებას უფრო ადრე იწყებენ, ვიდრე
საკუთარი თავის თვითშეფასებას. ისინი სხვებს უკეთესად და უფრო სწორად აფასებენ.
სხვების შესახებ მოზარდის მსჯელობა მეტი შინაარსით, დაფიქრებით,
კონკრეტულობითა და სიღრმით გამოირჩევა, ვიდრე საკუთარი თავის შესახებ.
მოზარდი თანატოლის და თანაკლასელის უდისციპლინობას ამჩნევს, საკუთარს კი -
ვერა.
48
სხვების შეფასებასა და თვითშეფასებას შორის განსვლა უფროს
მოზარდებთანაცაა შემორჩენილი, მაგრამ იგი ისე მკვეთრად არაა გამოხატული, ხოლო
რიგ შემთხვევებში თვითშეფასება მაღალ საფეხურზე დგას.
როგორც აღვიშნეთ, მოზარდები (განსაკუთრებით, უფროსი მოზარდები) სხვებს
უკეთესად აფასებენ, ვიდრე საკუთარ თავს. ეს გარემოება ისე არ უნდა გავიგოთ, რომ
ისინი სხვების შეფასებაში ზუსტნი არიან და შეცდომებს არ უშვებენ. ჯერ ერთი, მათ
სხვისი მთლიანი პიროვნების შეფასება არ შეუძლიათ. ისინი ხშირად ადამიანებს
აფასებენ ცალკეული მოქმედებების, საქციელების და თვისებების მიხედვით და ეს
თვისებები გადააქვთ მთლიან პიროვნებაზე. ხანდახან ცალკეული მოწონებული
პიროვნული თვისება მოზარდში იწვევს მყარ დადებით დამოკიდებულებას ამ
ადამიანებისადმი ისე, რომ ყურადღება არ ექცევა სხვა თვისებებს (რომლებიც ხშირად
უარყოფითია), ხოლო ერთი პატარა მარცხი ან წარუმატებლობა საკმარისია
უარყოფითი წარმოდგენების შესაქმნელად მთელ პიროვნებაზე, მიუხედავად იმისა,
რომ ეს პიროვნება მთლიანობაში დადებითია. ამით აიხსნება ის ავტორიტეტი,
რომლითაც სარგებლობენ მოზარდებში უარყოფითი პიროვნებები. ხშირია
შემთხვევები, როცა მოზარდებში ვერ სარგებლობენ ავტორიტეტით ღირსეული
პიროვნებები.
მოზარდი ხშირად ყურადღებას ქცევისა და საქციელის გარეგნულ მხარეს აქცევს,
ვიდრე ქცევის მიზნებსა და ნამდვილ მოტივებს. იგი ხშირად აფასებს საქციელს იმის
გაცნობიერების გარეშე, რისთვისაც განხორციელდა ეს საქციელი და რაზეა იგი
მიმართული. ამით აიხსნება მოზარდის მიერ ჯიუტობისა და ნეგატივიზმის
ზოგიერთი ფაქტის დადებითი შეფასება და მოწონება.
Aასევე, არაა სრულყოფილი მოზარდის თვითშეფასებაც (განსაკუთრებით,
უფროს მოზარდებთან). მოზარდი ცდილობს, დამოუკიდებლად გაერკვეს საკუთარ
ქცევებში, გრძნობებში, აზრებში და ამ თვალსაზრისით შეაფასოს საკუთარი თავი. იგი
ხშირად უშვებს შეცდომებს, აკეთებს შემთხვევით და ურთიერთსაწინააღმდეგო
დასკვნებს. ასეთი თვითშეფასება ხშირად იცვლება, ხანდახან დღის განმავლობაშიც კი.
როგორც ვხედავთ, მოზარდში არის წინააღმდეგობა თვითცნობიერებისა და
თვითშეფასების მოთხოვნილებებს და ამ მოთხოვნილების განხორციელების
უუნარობას შორის. მოზარდის არაადექვატურ თვითშეფასებას შეიძლება მოჰყვეს
შორსმიმავალი უარყოფითი შედეგები. კოლექტივში შესაფერისი ადგილის დაკავების
მცდელობის დროს იგი გადააფასებს, ან პირიქით, ადაბლებს საკუთარ შეფასებას და
ამის მიხედვით იქცევა, რასაც ადვილად მოჰყვება კონფლიქტები. ასაკის წინსვლასთან
ერთად მოზარდის თვითშეფასება უფრო ობიექტური და ადექვატური ხდება.
მოზარდები ხანდახან არ არიან კრიტიკული საკუთარი ქცევებისა და საქციელის
მიმართ. არის მოზარდების მცირე ნაწილი, რომელთანაც თვითკრიტიკულობა
პიროვნების თვისებადაა გადაქცეული. მოზარდების უმნიშვნელო ნაწილს ახასიათებს
ძალიან სუსტი თვითკრიტიკულობის განვითარება.
საკუთარი თავისადმი კრიტიკულობის გამოხატვა ატარებს შერჩევით ხასიათს,
იგი არაა მყარი და მდგრადი. მაგალითად, მოზარდი შეიძლება ერთ სფეროში ძალიან
თვითკრიტიკული იყოს საკუთარი თავისადმი და ასევე, უკრიტიკო იყოს სხვა
სფეროში. თვითკრიტიკულობა ხშირად სიტყვიერ ხასიათს ატარებს, იგი არაა
49
ქმედითი. მოზარდები აღნიშნავენ ზოგიერთ ნაკლს თავიანთ ქცევაში, თუმცა არ
ცდილობენ ამ ნაკლის აღმოფხვრას.
უფროსი მოზარდობის ასაკში დგება თვითცნობიერების განვითარების
უმაღლესი ეტაპი, თვითაღზრდის მოთხოვნილების ჩამოყალიბება. მოზარდი
აცნობიერებს საკუთარ ნაკლას, ცდილობს მის შეცვლას, საკუთარ თავზე შეგნებული
ზემოქმედების წარმოებას.
უფროსებთან და თანატოლებთან ურთიერთობაში მოზარდი უფრო მეტად
აცნობიერებს თავის თავს პიროვნებად. მოზარდის წინაშე დგება საკითხები: ,,როგორი
ადამიანი ვარ მე”, ,,რა არის ჩემში კარგი და ცუდი”. ანალოგიურ კითხვებზე პასუხის
გაცემის პროცესში იწყება და ვითარდება პიროვნების თვითშემეცნება. შედარების
ობიექტად ხშირად გამოდის მისი იდეალი ან რომელიმე თანატოლი, რომელსაც იგი
აფასებს. ესაა თავისებური ,,საზომი”, რომლითაც მოზარდი იწყებს საკუთარი
თვისებების შეფასებას.
ბევრ მოზარდს თვითშეფასება აწეული აქვს და მათი პრეტენზიის დონე
რეალურ შესაძლებლობებზე მაღალია. მასწავლებლები და მშობლები კი, ხშირად,
ამცირებენ მოზარდთა შესაძლებლობებს. ასეთ სიტუაციაში მოზარდებში აღმოცენდება
აფექტური განცდები, რომლებსაც ხშირად, როგორც აღვნიშნეთ, კონფლიქტებამდე
მივყავართ. მოზარდი თვლის, რომ უფროსების ეს შეფასება არაა სამართლიანი.
მოზარდის ცნობიერების გენეზისის თავისებურება ასეთია: ბავშვის მიერ
გარესამყაროს თანდათანობით და დეტალურად შემეცნებას მივყავართ იქამდე, რომ
მისი შემეცნებითი ინტერესების სისტემის დომინირებული მომენტი ხდება
გარშემომყოფ ადამიანთა ფსიქიკური თვისებები. უპირველეს ყოვლისა, ესენია მასთან
ახლო ურთიერთობაში მყოფი თანატოლები. სხვებისადმი ინტერესის განვითარება
განპირობებულია მოზარდების ერთმანეთთან ურთიერთობის ახალი ფორმებით, რაც
ურთიერთობის დადებით ემოციურ ფონს ქმნის. მისი შინაარსის ძირითადი მომენტია
უფრო ღრმა პირადი ურთიერთობანი, რომელიც დაკავშირებულია განსხვავებულ
ემოციებთან (სიმპატია, მეგობრობა, სიყვარული და ა. შ.). მოზარდები ურთიერთობის
დამყარებისა და მისი შენარჩუნების მცდელობაში ძალიან აქტიურები არიან.
თანატოლისადმი ინტერესი აიძულებს მოზარდს, შეხედოს საკუთარ თავის,
გააანალიზოს საკუთარი ქცევა ამ ურთიერთობაში, გაერკვეს თავის გრძნობებში და
შესაძლებლობებში. ამრიგად, თანატოლებთან ურთიერთობა პირდაპირ კავშირშია
საკუთარი თავის შესახებ წარმოდგენის შექმნასთან, რომელიც ყალიბდება ამხანაგის
საქციელისა და თვისებების საკუთართან შედარების საფუძველზე.
საკუთარი თავის შემეცნების პროცესში მოზარდები ამჟღავნებენ იმავე
თანმიმდევრობას, როგორსაც სხვისი თვისებების შეცნობისას. ჯერ გამოიყოფა
საკუთარი გარეგნული ფიზიკური მახასიათებლები, შემდეგ ისეთი თვისებები,
რომლებიც დაკავშირებულია რომელიმე მოქმედების შესრულებასთან, ბოლოს კი
ისეთი პიროვნული თვისებები, რომლებიც შინაგანი სამყაროს ღრმა ფენებშია
მოცემული.
უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეთათვის ჯერ მიუწვდომელია პიროვნების
შინაგანი სამყაროს და მისი ცალკეული მხარის ანალიზი. თხოვნაზე, დაასახელონ
საკუთარი ნაკლოვანი თვისებები, მეოთხეკლასელები ასახელებენ მათი
50
თვალსაზრისით უარყოფით, სწავლაში გარეგნულად გამოვლენილ ფაქტებს და
ამხანაგებთან ურთიერთობაში გამოვლენილ უარყოფით თვისებებს, რომლებსაც
აღნიშნავენ უფროსები. მეხუთეკლასელები ამ მიმართულებით არიან არსებითად
წინწასულები. მათ უკვე უჩნდებათ საკუთარი და სხვისი შინაგანი სამყაროს მიმართ
ინტერესები. ისინი არ იფარგლებიან ცალკეული ქმედებისა და თვისებების
ჩამოთვლით, არამედ იწყებენ საკუთარი პიროვნული თვისებების კრიტიკულ
შეფასებას, თუმცა საკუთარი თავის შეფასებაში სჭარბობს აქცენტი ფიზიკურ
თვისებებზე. მეექვსე კლასში ძლიერდება საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული
მიდგომა, იწყება უფრო ზოგადი პიროვნული (როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი)
ნიშნების გამოყოფის ტენდენცია. მეშვიდეკლასელებში საკუთარ ფიზიკურ
მონაცემებზე დაყრდნობით კლებულობს და წინა პლანზე გამოდის ემოციის, ნიჭის,
ნებისყოფისა და ტემპერამენტის სფეროები. საკუთარი ნაკლოვანებების გამოყოფის
პროცესი უმეტესად ეყრდნობა საკუთარ აზრს. მერვე და მეცხრეკლასელები საკუთარი
თავის შეფასებაში მოიცავენ პიროვნების ასპექტის ყველა მხარეს: თვითშეფასებაში
ხდება განზოგადება, საკუთარი ნაკლის შესახებ მსჯელობები უფრო სრულყოფილია.
თვითცნობიერება თანდათანობით ხდება უფრო ფაქიზი და სრულყოფილი.
საკუთარი თავის შეცნობა თვითშეფასების განვითარების ამოსავალი მომენტიცაა და
საბოლოო შედეგიც. მოზარდის მიერ საკუთარი თვისებების შეფასება კი არ ხდება,
არამედ იგი მიმდინარეობს საკუთარი მოწიფულობის ხარისხის გაცნობიერების
საფუძველზე. როგორც აღვნიშნეთ, პირველ ხანებში მოზარდის თვითშეფასება არაა
ობიეტური, მაგრამ თანდათანობით, გარდამავალი ასაკის ბოლოს, იგი ობიექტურ
ხასიათს იღებს. იგი უფრო მჭიდროდ უკავშირდება სოციალურ ღირებულებებს,
საზოგადოების მოთხოვნებს, მოიცავს წარსულის შეფასებას.
გარდამავალ ასაკში თვითცნობიერება უფრო მეტად მონაწილეობს მოზარდის
საკუთარი ქცევის მართვასა და რეგულაციაში. თვითრეგულაციის ძირითადი შინაგანი
ბერკეტი არის თვითშეფასება. თვითრეგულაციის გამოვლენა ძალიან გამოკვეთილია
მოზარდის ისეთ მნიშვნელოვან მოქმედებაში, როგორიცაა თვითაღზრდა.
თვითაღზრდა შესაძლებელი ხდება გარდამავალი ასაკიდან. იმის გამო, რომ მოზარდის
თვითშეფასება ხანდახან არაა მყარი, მდგრადი და ობიექტური, ხოლო საკუთარ
იდეალებზე წარმოდგენა არ შეიცავს აუცილებელ სიცხადეს, მოზარდმა შეიძლება
საკუთარ თავში აღზარდოს მისი თვალსაზრისით დადებითი, მაგრამ ობიექტურად
უარყოფითი თვისებები. ამიტომ მოზარდის თვითაღზრდის სტიქიურად მიშვება არაა
მიზანშეწონილი.
საკუთარი თავის გაცნობიერების ახალ ეტაპზე გადასვლა მოზარდებში
თავისთავად არ ხდება. თვლიან, რომ გარდამავალი ასაკის დასაწყისში იწყება
თვითშეფასების კრიზისი. იცვლება ცოდნა საკუთარი თავის შესახებ. ბავშვები თითქოს
ვეღარ ცნობენ საკუთარ თავს. ამ მდგომარეობის ასახვა მოზარდის განცდებში იწვევს
მისი საკუთარი თავისადმი ემოციურ-ღირებულებითი დამოკიდებულების შეცვლას.
უკვე ცხრა წლის ასაკიდან მოსწავლის ჩამოყალიბებული დადებითი და უარყოფითი
თვითშეფასების ბალანსი ირღვევა, აღინიშნება საკუთარი თავისადმი მკვეთრი
უკმაყოფილება, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ვრცელდება სასწავლო ქცევაზე და
გარშემომყოფებთან ურთიერთობაზე. ხდება საკუთარი თავის შეფასების კრიტერიუმის
51
შეცვლა. უმცროსკლასელთათვის, როგორც ავღნიშნეთ, ასეთი კრიტერიუმია ის
თვისებები, რომლებიც ვლინდება სასწავლო ქცევაში, ხოლო მოზარდებისათვის – სხვა
ადამიანებთან ურთიერთობის ზნეობრივ – ფსიქოლოგიური თავისებურებები.
ამიტომაა მოზარდისათვის ურთიერთობის პრობლემა აქტუალური და მნიშვნელოვანი.
თვითშეფასების კრიზისი გოგონებთან შედარებით ბიჭებთან უფრო მწვავედ
მიმდინარეობს. ეს გამოწვეულია იმით, რომ გოგონები ბიჭებზე ადრე იწყებენ
საკუთარი თავის, როგორც ურთიერთობის სუბიექტის გაცნობიერებას, ხოლო ბიჭებს
განსაზღვრულ დრომდე აინტერესებთ საგნობრივი მოქმედებები, მამაკაცური
თვისებების განვითარება და სპორტული მიღწევები.
შეფასება და თვითშეფასება გვევლინება აგრეთვე მოსწავლეთა ქცევის მოტივად.
თვითშეფასება თვითცნობიერების განვითარების განსაკუთრებული საფეხურია,
რომლისთვისაც, როგორც აღვნიშნეთ, დამახასიათებელია მოზარდის მიერ საკუთარი
თავის, ფიზიკური ძალების, გონებრივი შესაძლებლობების, ქცევის მოტივებისა და
მიზნების, გარემოსთან, სხა ადამიანებთან და საკუთარ თავთან მისი
დამოკიდებულების გაცნობიერება. ექსპერიმენტულად დადგინდა, რომ კლასიდან
კლასში იზრდება იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებშიც სჭარბობს თვითშეფასების
ორიენტაცია და კლებულობს იმ ბავშვთა რიცხვი, რომლებიც ხელმძღვანელობენ
ძირითადად უფროსების შეფასებით. ე. ი. თვითშეფასება თანდათანობით უფრო და
უფრო ემანისპირდება შეფასებიდან და უფრო მეტად ხდება ბავშვის ქცევის
რეგულატორი. გარდამავალ ასაკში თვითშეფასებიც მოტივაციური მნიშვნელობა
იზრდება და ქცევის ძირითად მოტივად იქცევა.
ადექვატურ მე-კონცეფციას და თვითშეფასებას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება
მოზარდის სამომავლო ცხოვრებაში. დაწეული თვითშეფასების მოზარდებს
აღენიშნებათ ემოციური დარღვევები. მათ შეიძლება აღმოუცენდეთ შფოთიანობის
ფსიქოსომატური სიმპტომები. დაბალმა თვითშეფასებამ შეიძება გამოიწვიოს
ნერვული ანორექსია და ბულიმია, ხოლო ჭაბუკობის ასაკში -დეპრესიას ედება
საფუძვლად.
დაწეული თვითშეფასების მოზარდებს ძალიან უჭირთ გარშემომყოფებთან
ურთიერთობის დამყარება. მათ ეძნელებათ სოციალური ადაპტაცია. ასეთი
თვითშეფასების მოზარდებს თანატოლები თითქოს ,,ვერ ამჩნევენ”. მათ არ ირჩევენ
ლიდერებად, ისინი არ მონაწილეობენ საზოგადოებრივ საქმიანობაში, არ შეუძლიათ
საკუთარი თავის დაცვა და საკუთარი აზრის ღიად გამოხატვა.
აწეული თვითშეფასების მოზარდები უკეთ სწავლობენ. ისინი თავისთავში
დარწმუნებულები არიან. აკადემიურად წარმატებულ მოზარდებს მაღალი
თვითშეფასება აქვთ. როგორც ვნახეთ, ეს მდგომარეობა ჯერ კიდევ უმცროს სასკოლო
ასაკში შეინიშნება.
მკვლევარები თვლიან, რომ პროფესიის არჩევა არის საკუთარი მე-ს
რეალიზაცია, ხოლო პროფესიული წარმატებები დიდადაა დამოკიდებული
თვითშეფასებაზე. იმ მოზარდებს, რომლებიც სერიოზულ პროფესიულ მიზნებს
ისახავენ, გაცილებით მაღალი თვითშეფასება აქვთ იმათთან შედარებით, რომლებსაც
ასეთი მიზნები არ გააჩნიათ.

52
მჭიდრო კავშირი არსებობს აგრეთვე მოზარდის თვითშეფასებასა და
კანონსაწინააღმდეგო ქცევებს შორის. სამართალდამრღვევ მოზარდებს უფრო დაბალი
თვითშეფასება აქვთ, ვიდრე იმათ, რომლებიც კანონს არ არღვევენ. როგორც
მკვლევარები მიუთითებენ, დაწეული თვითშეფასების მოზარდების მიერ
კანონდარღვევები სწორედ ამის საკომპენსაციოდ ხორციელდება. იმის გამო, რომ
შეამცირონ საკუთარი თავის მიუღებლობის და უპატივცემულობის ხარისხი,
მოზარდები მიმართავენ ქცევის დევიაციურ მოდელებს.
როგორც აღვნიშნეთ, თვითშეფასება დიდ გავლენას ახდენს, თვითაღზრდაზე.
საკუთარი თავის ადექვატური თვითშეფასების საფუძველზე მოზარდებს უკვე
შეუძლიათ თვითაღზრდის პროგრამის შედგენა, რაც ნათლად ვლინდება მათ
იდეალებში. იდეალის შინაარსი თვითაღზრდის პროგრამაა. თუ თვითშეფასება
ადექვატურია, მაშინ არჩეული იდეალი ხელს უწყობს ისეთი დადებითი თვისებების
ჩამოყალიბებას, როგორიცაა თვითკრიტიკულობა, საკუთარ თავში დარწმუნებულობა,
საკუთარი თავისადმი მომთხოვნელობა, ხოლო თუ თვითშეფასება არაადექვატურია,
მაშინ მოზარდებს უყალიბდებათ ისეთი უარყოფითი ნიშნები, როგორიცაა
უკრიტიკობა, საკუთარ თავში დარწმუნებულობა ან პირიქით, ზედმეტი
დარწმუნებულობა და ა. შ.
მოზარდების საკუთარი ,,მე”-სადმი ინტერესის და თვითცნობიერების ზრდა
განპირობებულია რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული პროცესით. სქესობრივი
მომწიფება და მასთან დაკავშირებული ისეთი პროცესები, როგორიცაა ,,სიმაღლის
ნახტომი”, ფიზიკური ძალის მომატება, სხეულის გარეგანი კონტურების შეცვლა,
სქესობრივი ჰორმონების გავლენა ემოციებზე მოზარდში იწვევს საკუთარი თავისადმი
ინტერესის აქტივიზირებას. ეს ხდება იმიტომ, რომ ფიზიკური მომწიფება არის
სოციალური სიმბოლო, მოწიფულობის, დავაჟკაცების ნიშანი, რომელსაც დიდ
ყურადღებას აქცევენ როგორც თანატოლები, ასევე უფროსები. სიმაღლე, ძალა,
სქესობრივი მომწიფების ნიშნები ცვლის მოზარდის მდგომარეობას თანატოლებს
შორის და ამიტომ იგი განსაკუთრებული ყურადღებისა და ინტერესის საგნად იქცევა.
,,მე”-ს ხატი არის თვითცნობიერების ყველაზე უფრო სუბიექტური და
ინტიმური ელემენტი. ამასთანავე, იგი თავისი შინაარსით უაღრესად სოციალურია.
მოზარდი საკუთარ ,,მე”-ს მხოლოდ სხვადასხვა შედარებით, სხვებთან მიმართებაში
განსაზღვრავს. გამოყოფენ მოზარდობის ასაკში თვითშეფასების ორ ხერხს.
ა) როცა ხდება მოზარდის პრეტენზიის დონის შეფარდება მიღწეულ
შედეგებთან. ,,თუ მე ძნელ სიტუაციაში უკან არ დავიხიე, არ ვარ მშიშარა”, ,,თუ
ძნელი ამოცანა გადავწყვიტე, ნიჭიერი ვარ”. მაგრამ ყველა თვისების ამგვარი წესით
შემოწმება და შეფასება არ ხერხდება. ამასთანავე, მოზარდის ღარიბი ცხოვრებისეული
გამოცდილება ხელს უშლის სრულყოფილ შეფასებას.
ბ) თვითშეფასების ეს ხერხი მდგომარეობს საკუთარი თავის შესახებ
გარშემომყოფთა აზრის შეჯამებაში. ბავშვის ხატები, როგორც ვნახეთ, მთლიანადაა
დამოკიდებული და დაფუძნებული ,,გარეგან” შეფასებაზე. მოზარდში კი
მდგომარეობა მკვეთრად იცვლება. თუმცა იგი მაინც ძალიან მგრძნობიარეა მის შესახებ
გარშემომყოფთა აზრის მიმართ. იგი ამჩნევს არამარტო იმას, რომ მის შესახებ სხვებს
სხვადასხვა კერძო აზრი აქვთ, არამედ იმასაც, რომ შეფასების კრიტერიუმებიც
53
განსხვავებულია. ამის გამო, მოზარდი მის შესახებ სხვადასხვა აზრებს და
შეხედულებებს ერთმანეთთან აჯერებს, ადარებს და ისე აკეთებს არჩევანს.
მოზარდისათვის დამახასიათებელი თვითცნობიერების რთული ფორმების
წარმოშობა მზადდება მისი ფსიქიკური განვითარების მსვლელობით. როგორც ვნახეთ,
უმცროსი სასკოლო ასაკის ბოლოს ბავშვს უვითარდება პიროვნების რიგი მყარი და
მდგრადი ნიშნები, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენენ მისი ქცევის სწორ
ორგანიზაციას. საკუთარი თავის შეცნობის მოთხოვნილება ამ ასაკში ძლიერდება რიგი
ისეთი ფაქტორების გავლენით, როგორიცაა მოზარდის დამოუკიდებლობისაკენ
გაზრდილი სწრაფვა, ბავშვების სწრაფვა კოლექტივში დაიკავონ თავისი ადგილი.
ყოველივე ეს აიძულებს მოზარდს შეიმეცნოს საკუთარი თავი, შეადაროს ის სხვებს და
შაფასოს საკუთარი პიროვნების თვისებები. თვითცნობიერების ჩამოყალიბება ხდება
მოზარდის მიერ თავისი ქცევის ობიექტური თავისებურებების ანალიზისა და
შეფასების საფუძველზე. იმისათვის, რომ განხორციელდეს თვითცნობიერების
რთული პროცესი, აუცილებელია ბავშვმა მიაღწიოს ცხოვრებისეული გამოცდილებისა
და ფსიქიკური განვითარების ისეთ დონეს, როცა შესაძლებელი ხდება ისეთი რთული
მოვლენის შემეცნება და შეფასება, როგორიცაა ადამიანის ფსიქოლოგიური სახე.
მოზარდების საკუთარ თავზე მსჯელობის ანალიზი გვიჩვენებს, რომ მათი
ცნობიერების და მიმართების საგნად გვევლინება ისეთი თვისებები, რომლებიც
დაკავშირებულია განსხვავებულ მოქმედებებთან, განსაკუთრებით სასწავლო
საქმიანობასთან. მთელი მოზარდობის პერიოდის განმავლობაში, უპირველეს
ყოვლისა, ცნობიერდება და ფასდება ისეთი თვისებები, როგორიცაა სიბეჯითე,
მიზანმიმართულობა, ცოდნისმოყვარეობა, აკურატულობა და სხვა. შემდეგ მოდის
ისეთი თვისებების გაცნობიერება და შეფასება, რომლებიც ასახავენ მოზარდების
გარშემომყოფ ადამიანებთან ურთიერთობას, ასეთებია: თავშეკავებულობა, სიჯიუტე,
სამართლიანობა და სხვა.
თვითცნობიერების ფორმირების პირველ ეტაპზე მოზარდები ხშირად ხმარობენ
ზოგად ცნებებს, რომლებიც მათ ესმით უფროსებისაგან: ისინი ლაპარაკობენ
ნებისყოფაზე, გაბედულობაზე, ერთგულებაზე და პრინციპულობაზეც კი. მაგრამ ეს
ნასესხები ცნებები ხშირად მოკლებულია ნამდვილ შინაარს და კონკრეტულობას. ამის
შემდეგ მოზარდები იწყებენ მათთვის დამახასიათებელი საქციელების მდგრადი
ნიშნების გამოყოფას, რომლის შედეგადაც მოზარდის თვითცნობიერება განვითარების
პროცესში ღებულობს განზოგადებულ ხასიათს, ხოლო მათი მსჯელობები საკუთარი
თავის შესახებ აღარაა უფროსებისაგან ნასესხები და დამყარებულია საკუთარ
თვითშეფასებაზე.
მოზარდის თვითცნობიერების განვითარების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს
მისი პიროვნული თავისებურებებისა და ქცევის შედეგების შეფასება სხვების მიერ.
საზოგადოებრივი შეფასება ორმაგ ფუნქციას ასრულებს: ა) იგი ხდება მოზარდის
ქცევის კრიტერიუმი, რომელიც მოდის გარშემომყოფთა მოთხოვნებთან
შესაბამისობაში, იგი თითქოს მოზარდს მიუთითებს გარშემომყოფებთან მისი
დამოკიდებულებების ხასიათზე, ბ) საზოგადოებრივი შეფასება ეხმარება მოზარდს,
გამოყოს ესა თუ ის თვისება ქცევის კონკრეტული ფორმებიდან და იგი მოზარდის
ცნობიერებისა და შეფასების საგნად გახადოს.
54
თვითცნობიერების ჩამოყალიბება ძალიან დიდ გავლენას ახდენს მოზარდის
პიროვნების სხვა თვისებებზე და საერთოდ, მთლიანად მის ქცევაზე. მკვლევარები
მოზარდობის ასაკს მიაკუთვნებენ ისეთ თვისებებს, როგორიცაა ეგოცენტრიზმი,
აუტიზმი, მარტოობისკენ სწრაფვა, ,,ამბოხი” უფროსებისა და ყოველგვარი
შეზღუდვის და მორალის მიღებული ნორმებისადმი. ეს ნიშნები უკავშირდება
მოზარდის მიერ ინტროსპექციის გამოვლინებებს და ,,საკუთარი მე-ს” აღმოჩენას.
საკუთარი პიროვნების შეფასების მოთხოვნილება ზრდის მოზარდებში
უფროსების შეფასებების მიმართ აწეულ მგრძნობელობას. რადგანაც მათ ჯერ კიდევ
საბოლოოდ არ ჩამოუყალიბებიათ წარმოდგენები საკუთარი თავის შესახებ და ისინი
ხშირად მერყეობენ თვითშეფასებებში, მოზარდები ძალიან მწვავედ განიცდიან სხვების
აზრს მათ შესახებ. ასევე მწვავედ განიცდიან მოზარდები საკუთარი ქცევის მარცხსა და
წარმატებებს. მათ ჯერ მთლიანად არ შეუძლიათ წარმატებისა და მარცხის მიზეზში
გარკვევა და ამიტომ ისინი ხშირად მარცხსა და წარმატებებს მიაწერენ ხოლმე თავიანთ
პიროვნულ თვისებებს. იმის გამო, რომ მოზარდებს ჯერ არ შეუძლიათ შეაფასონ
ადამიანის პიროვნება მთლიანობაში, გაითვალისწინონ და აწონ-დაწონონ მათი ქცევის
ყველა გარემოება, ქცევის მოტივები და მიზნები ადამიანზე მსჯელობენ ძალიან
სწორხაზოვნად, ხშირად ერთი რომელიმე ნიშნის მიხედვითშეფასება გადააქვთ ხოლმე
მთლიანად მის პიროვნებაზე, მაგალითად, შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს ერთი
პატიოსანი საქციელი ან დაუშვას ერთი შეცდომა, რომ მოზარდს დიდხანს დარჩეს
მასზე გარკვეული დამოკიდებულება. ამიტომ მოზარდებთან ავტორიტეტის მოპოვება
ერთდროულად ადვილიცაა და ძნელიც. ამით აიხსნება აგრეთვე მშობლებისადმი
სპეციფიკური დამოკიდებულება ამ ასაკში. მოზარდისათვის არ კმარა იმის
გაცნობიერება, რომ ისინი უფროსები და მშობლები არიან. მათ უნდა მოიპოვონ
სიყვარული და პატივისცემა პირადი ღირსებებით. ამის გამო, რომ გარდამავალ ასაკში
ზოგიერთი მშობელი მოზარდის თვალში კარგავს ავტორიტეტს, ხოლო ზოგიერთი კი –
იძენს.
პიროვნების პრეტენზიის დონე არის თვითცნობიერების სტრუქტურის
თავისებურებების მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, მისი ერთ-ერთი ინტეგრალური
პიროვნული მახასიათებელი. პრეტენზიის დონე დაკავშირებულია იდეალებთან და
ეყრდნობა საკუთარი ღირებულებებისა და პოტენციური შესაძლებლობის
წარმოდგენას. კონკრეტული ამოცანის სირთულისა და სიძნელის ხარისხი, რომელსაც
მოზარდი თვლის, რომ გაწვდება, განსაზღვრავს პრეტენზიის საწყის დონეს.
პრეტენზიის დონის დამახასიათებელი დინამიკა დაკავშირებულია წარმატების
დონესთან. მოზარდის წარმატებაზე ან წარუმატებლობაზე ტრადიციული რეაქციის
ფორმაა მისი პრეტენზიის დონეების აღრევა ძნელი და ადვილი ამოცანების სფეროში.
ამასთანავე, წარმატების მიღწევის შემდეგ პრეტენზიის დონის აწევა გამოხატულია
უფრო მკვეთრად, ვიდრე – წარუმატებლობის შემდეგ მისი დაწევა.
ის ბავშვები, რომელთაც აქვთ რეალური პრეტენზიის დონე, გამოირჩევიან
საკუთარ ძალებში დარწმუნებულობით, მიზანსწრაფულობით, კრიტიკულობითა და
შედეგიანობით. პრეტენზიის არაადექვატურ დონეზე მოზარდი ირჩევს ან ძალიან
ადვილ, ან ძალიან რთულ მიზნებს, ახასიათებს წუხილი და შფოთვა, საკუთარ
ძალებში დარწმუნებულობა, უკრიტიკობა, პროგნოზის მცდარობა და ა. შ. მოზარდის
55
პრეტენზიის არაადექვატური დონე არის თანატოლებთან და საკუთარ თავთან
კონფლიქტების მიზეზი, რამაც შეიძლება იგი მიიყვანოს პიროვნულ გადახრებამდე და
არაადექვატურობის აფექტის განვითარებამდე. არაადეკვატურობის აფექტი
წარმოადგენს თავისებურ დაცვით რეაქციას, რომელიც ეხმარება ბავშვს დაიცვას თავი
სინამდვილის არასასურველი ზემოქმედებისაგან და შეინარჩუნოს მისთვის
დამაკმაყოფილებელი დამოკიდებულება საკუთარ თავთან. მაშასადამე,
არაადეკვატურობის აფექტი წარმოიშობა თავის თავთან საკუთარი დამოკიდებულების
შესანარჩუნებისათვის გარე სინამვილესთან ადეკვატური დამოკიდებულების
დარღვევის ფასად. მაგრამ არაადეკვატურობის აფექტი ასრულებს აგრეთვე მეორე
მნიშვნელოვან ფუნქციას: იგი არა მარტო იცავს ადამიანს ტრავმის გამომწვევი
ზემოქმედებისაგან, არამედ მასთან დაკავშირებული განცდების მთელი კომპლექსის
წყალობით აკმაყოფილებს ადამიანის საკუთარ თავთან გარკვეული
დამოკიდებულების, გარკვეული თვითშეფასების მოთხოვნილებას. წყენისა და
უსამართლობის განცდა ნებას აძლევს ადამიანს ჩათვალოს საკუთარი თავი კარგ
ადამიანად, საკუთარ თვალში დარჩეს საჭირო სიმაღლეზე, ჩათვალოს თავი
დაუმსახურებლად დაჩაგრულად. ის უფრო ამაღლებს ადამიანს საკუთარ თვალში და
გამორიცხავს საკუთარი თავის მიმართ ყოველგვარ უკმაყოფილებას. ამგვარად, მაღალი
თვითშეფასების მოთხოვნილება კმაყოფილდება და არ არსებობს არც მისი და არც
საკუთარი პრეტენზიებიდაქვეითები არავითარი აუცილებლობა.
ფსიქოლოგების დაკვირვებები და გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ
არაადეკვატურობის აფექტი ზოგიერთ ბავშვს საკმარისად ადრე უჩნდება და
წარმოადგენს ძალიან სერიოზულ დაბრკოლებას მისი პიროვნების სწორი
ფორმირებისთვის. განსაკუთრებით გამოკვეთილად იგი ვლინდება მოზარდებთან.
ასეთი აფექტი წარმოადგენს ზღუდეს, რომელიც თიშავს პიროვნებას სინამდვილისაგან.
ამიტომ ბუნებრივია, რომ მისი გავლენით ყალიბდება ხასიათის ისეთი თვისებები,
რომლებიც უზრუნველყოფენ სინამდვილესთან არაადეკვატურ დამოკიდებულებაში
ცხოვრების შესაძლობას (ფხუკიანობა, ეჭვიანობა, ადამიანებისადმი უნდობლობა,
აგრესიულობა, გულჩათხრობილობა და სხვა). არაადეკვატურობის აფექტის შესწავლამ
გვიჩვენა, რომ იგი წარმოიშობა იმ პირობებში, როდესაც მოქმედების რომელიმე სახეში
ან ურთიერთობის სფეროში პრეტენზია მომეტებულია, როდესაც შეუძლებელია
დაკმაყოფილდეს ეს პრეტენზია და როდესაც უკვე წარმოშობილია, მაგრამ ჯერ
გაცნობიერებული არაა საკუთარ თავში დაურწმუნებლობა. გამოკვლევები გვიჩვენებენ
აგრეთვე, რომ ეს მოვლენა წარმოიშობა ძალიან ძლიერი, დაძაბული, ყველაფერი სხვა
დანარჩენის გადამფარავი თვითდამტკიცების მოთხოვნილების არსებობის შემთხვევაში
ან სხვანაირად რომ ვთქვათ, პიროვნების საკუთარი თვითდამტკიცებისაკენ
მიმართულობის შემთხვევაში. ამავე დროს, მოსწავლის ინტერესი იმ საქმის
შინაარსისადმი, რომელსაც იგი ასრულებს ან მოქმედების თვით პროცესისადმი,
ეწინააღმდეგება აფექტურობის წარმოშობას. საქმისადმი ძალიან ძლიერი ინტერესის
შემთხვევაში, სხვა დანარჩენ თანაბარ პირობებში არაადეკატურობის აფექტი არ
წარმოიშობა.
ყველაფერი ეს ძალიან მწვავედ აყენებს საკითხს იმის შესახებ, თუ რომელი
მოთხოვნილება, როგორი მოტივები უდევს საფუძვლად ადამიანის პრეტენზიებს და
56
მის თვითდამტკიცების მოთხოვნილებას: მხოლოდ მოთხოვნილება თვითდამტკიცდეს,
მოიპოვოს პრესტიჟი, თუ მოთხოვნილება - მოუტანოს ადამიანებს სარგებლობა,
შეასრულოს გარკვეული საქმე.
დადგენილია, რომ გაცილებით ადვილია მისი წარმოშობის თავიდან აცილება,
ვიდრე უკვე წარმოშობილი არაადეკვატურობის აფექტის დათრგუნვა. ამისათვის
საკმარისია გამოვრიცხოთ თუნდაც ერთი პირობათაგანი, რომლებიც მას წარმოშობენ.
არსებობს არაადეკვატურობის აფექტის პროფილაქტიკის რამდენიმე გზა. ერთ-
ერთი მათგანია მომეტებული თვითშეფასების თავიდან აცილება, ე. ი. ადეკვატური
თვითშეფასების ფორმირება. მოსწავლეებს თვითშეფასება უყალიბდებათ გარეშე პირთა
შეფასების გავლენით. სკოლაში _ მასწავლებლის და თანატოლთა შეფასების
გავლენით. სახლში _ ოჯახის წევრთა შეფასების გავლენით. ადეკვატური
თვითშეფასების ფორმირებისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ის, რომ ყოველთვის
სამართლიანად შეფასდეს ცოდნა, ქცევა, საქციელი, არამედ ისიც, რომ მხედველობაში
იქნეს მიღებული, რომ ერთხელ აღმოცენებული თვითშეფასება, რომელიც მყარი
გახდა, იცვლება ძალიან ძნელად და გაცილებით ნელა, ვიდრე შეფასება. მაგალითად,
ნიჭიერი მოწაფე, რომელიც კარგადაა განვითარებული და კარგი მეხსიერება აქვს,
დაწყებით სკოლაში ძალიან ბევრს ითვისებს ადვილად, საკმარისია სასწავლო მასალას
მოუსმინოს გაკვეთილზე, რომ სახლში აღარ სჭირდება არავითარი დაძაბვა ამ მასალის
შესათვისებლად. კარგი ნიშნები, რომლებსაც იგი ღებულობს, შეესატყვისება მის
ცოდნას, მაგრამ არაადეკვატურია დახარჯული შრომისა. მოსწავლე სწრაფად ეჩვევა
კარგ შეფასებას, მის საფუძველზე ჩნება მაღალი თვითშეფასება და მისი შენარჩუნების
მოთხოვნილება, რამდენადაც ეს თვითშეფასება უზრუნველყოფს ბავშვში საკუთარი
თავის პატივისცემას. სანამ ბავშვი რჩება მაღალ მიღწევათა დონეზე, რომელიც
აკმაყოფილებს მაღალი თვითშეფასების მოთხოვნილებას, ყველაფერი რიგზეა. მაგრამ
ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, ბავშვი არ ეჩვევა სისტემატურ მუშაობას: არ არის
ამის აუცილებლობა _ იგი ისედაც იღებს კარგ ნიშნებს. სასწავლო მასალა კი თანდათან
იზრდება და რთულდება. ახლა უკვე სისტემატური მუშაობის გარეშე შეუძლებელია
მაღალი მოსწრება. ცოდნა იკლებს, შეფასება ქვეითდება. ეს დაქვეითებული შეფასება
ცოდნის ადეკვატურია და სამართლიანი, მაგრამ არ შეეფერება უკვე ჩამოყალიბებულ
მაღალ თვითშეფასებას. წინააღმდეგობა შეფასებასა და თვითშეფასებას შორის ხდება ის
საფუძველი, რომელზეც აღმოცენდება არაადეკვატურობის აფექტი.
ადეკვატური თვითშეფასების ფორმირება რთულია. ამისათვის საკმარისი არაა
ცოდნისა თუ ქცევის სამართლიანი და სწორი შეფასება, გათვალისწინებული უნდა
იქნეს იმ ქცევის მოტივები, რომელიც ფასდება და ის შრომა, რომელიც მოწაფემ გასწია
ცოდნის მოსაპოვებლად. ნამდვილად ადეკვატური თვითშეფასება შეიძლება
ჩამოყალიბებულ იქნას მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც ფასდება არა მხოლოდ
შედეგი, არამედ მიღწევის პროცესიც და მისი მოტივიც.
არაადეკვატურობის აფექტის თავიდან აცილების მეორე გზა - ესაა ღრმა და
მდგრადი ინტერესების ჩამოყალიბება. ფსიქოლოგიურმა გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ
საქმიანი მიმართულობა ან უბრალოდ, ღრმა, მდგრადი ინტერესების არსებობა
შეუთავსებელია არაადეკვატურობის აფექტთან. აქედან გასაგებია ის მნიშვნელობა,
რომელიც ენიჭება ინტერესებს არა მხოლოდ ადამიანის ინტელექტუალური
57
განვითარებისათვის, არამედ მისი აფექტურ-მოთხოვნილებითი სფეროს ჰარმონიული
განვითარებისათვის.
მოზარდის პიროვნების ერთ-ერთი ცენტრალური ახალწარმონაქმნია
,,მოწიფულობის გრძნობა”. მოზარდი ცდილობს, იყოს მოზრდილი და თვლიდნენ მას
დიდად. ამ გრძნობის ბიოლოგიური საფუძველია ფიზიკური და სქესობრივი
განვითარება. იგი გრძნობს და აცნობიერებს ფიზიკური ძალების სიჭარბეს და
სქესობრივ ცვლილებებს, მაგრამ, მთავარი საფუძველია მოზარდის სოციალური
გამოცდილება. მოზარდი ითვისებს უფრო მეტ ცოდნას, ჩვევებსა და უნარებს,
უფროსების ქცევის მორალურ-ეთიკურ ნორმებს და საერთოდ, უფრო მეტად
მონაწილეობს უფროსების ცხოვრებაში. იგი პრეტენზიას აცხადებს იმაზე, რომ
უფროსები მას მოეპყრან როგორც ტოლს. უფროსად გახდომა მოზარდს უპირველეს
ყოვლისა, ესმის როგორც დამოუკიდებლად ყოფნა. დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა
ვლინდება სწავლაში, შრომაში, ამხანაგების არჩევაში, დროის განაწილებაში. მოზარდი
ცდილობს თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, დაიცვას საკუთარი შეხედულებანი და
მსჯელობანი. მაგრამ ხანდახან მოზარდებში დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა
ღებულობს არასწორ ფორმებს. ისინი ავადმყოფურად რეაგირებენ უფროსების ისეთ
შეფასებებზე, როცა არ ხდება მათი უფლებების სათანადო შეფასება. ამ შემთხვევაში
მოზარდის თვალში უფროსის ავტორიტეტი ეცემა და მისი მოთხოვნები არ სრულდება.
უფროსობის დამკვიდრებისათვის მისწრაფებებში მოზარდი ცდილობს უფროსებთან
დამოკიდებულების ძველი ტიპის შეცვლას. დამოკიდებულების ძველ ტიპს – როგორც
ბავშვისადმი დამოკიდებულებას (,,მორჩილების მორალი”), მოზარდი უკვე აღარ
ღებულობს. იგი დამოკიდებულების ახალი ტიპის მიღებისათვის შინაგანადაა
მომზადებული. ესაა ტოლობის დამოკიდებულება (,,ტოლობის მორალი”).
უფროსებისათვის მოზარდი კი მაინც ბავშვია. იგი მატერიალურად მშობელზეა
დამოკიდებული. უმცროსი მოზარდები გარეგნულად ძალიან გვანან ბავშვებს. ბევრს
თამაშობენ, ძალიან მოძრავნი, აქტიურნი და უშუალონი არიან, რის გამოც ხშირად
შეუმჩნეველი ხდება მათი პიროვნების შინაგანი გარდაქმნა, მათი ქცევის ახალი
მომენტები, რომლებიც თანდათანობით ვითარდებიან და განსაზღვრავენ მოზარდის
შინაგან პოზიციას და ქცევას.
მოზარდისათვის დამოუკიდებლობის მიცემის საკითხი აღზრდის ერთ-ერთი
რთული პრობლემაა. საჭიროა დამოუკიდებლობის ისეთი ფორმების პოვნა, რომლებიც
შეესაბამება მოზარდის შესაძლებლობებს, მისადმი წაყენებულ საზოგადოებრივ
მოთხოვნებს და ამავე დროს, უფროსებს უნდა შეეძლოს მათი მართვა და მათზე
ზეგავლენის მოხდენა. Aუცილებელია, მოზარდებისა და უფროსების ურთიერთობა
მიმდინარეობდეს პატივისცემისა და ნდობის საფუძველზე. ის დამოუკიდებლობა,
რომელსაც მოზარდი ითხოვს, მას მართლაც რომ მიეცეს, შეიძლება მისთვის
დამღუპველიც კი გამოდგეს. თუმცა წვრილმანი, მოსაწყენი ზედამხედველობისა და
მზრუნველობისგან მოზარდის გათავისუფლება მისი პიროვნების განვითარების გზაზე
მნიშვნელოვანი მონაპოვარია.
მოწიფულობის გრძნობა მოზარდში შემთხვევით არ აღმოცენდება. იგი ამჩნევს,
რომ იზრდება მისი ძალა, მატულობს მისი წონა, ამტანობა, სიმაღლე, დიდი ძვრები
ხდება სქესობრივ სფეროშიც. მოზარდი აცნობიერებს, რომ მისი ცოდნა, უნარები და
58
ჩვევები უფრო ფართოვდება, ხოლო ზოგიერთ საქმეში ამ მიმართულებით, იგი
აჭარბებს კიდეც სხვა მოზრდილს (ხშირად თავის მშობლებს), ზოგიერთ კერძო
საკითხებში კი – მასწავლებელსაც კი. აჭარბებენ რა თავიანთ შესაძლებლობებს,
მოზარდები ხშირად ფიქრობენ, რომ ისინი არაფრით განსხვავდებიან უფროსებისაგან,
და ამიტომ უფროსები მათ უნდა ექცეოდნენ როგორც თანატოლს. ამ დროს ხშირად
აღმოცენდება წინააღმდეგობები მოზარდის უფროსების ცხოვრებაში მონაწილეობის
მოთხოვნასა და რეალურ შესაძლებლობათა შეუსატყვისობას შორის. უფროსობის
გრძნობის უარყოფითი გამოვლინება გამოიხატება იმაში, რომ მოზარდები
ეწინააღმდგებიან უფროსებს, ხშირად არ ცნობენ მათ ავტორიტეტს, უარყოფენ მათ
მოთხოვნებს, კრიტიკულად ეკიდებიან მშობლებისა და მასწავლებლების სიტყვებსა და
ქცევებს.
მოზარდების მოწიფულობის გრძნობა ყალიბდება უფროსი ასაკის ბავშვებთან
ურთიერთობის პროცესში. უფროსი ასაკის ბავშვებს მოზარდები უკვე მოწიფულად
თვლიან და ცდილობენ მათ დონეზე ავიდნენ, რაც ქცევაშიც გამოიხატება. მოზარდს
უჩნდება წარმოდგენები საკუთარი უფლებების შესახებ უფროსებთან
დამოკიდებულებაში. იგი ისეთ დამოკიდებულებაზე აცხადებს პრეტენზიას, როგორიც
უფროსებს აქვთ. მოწიფულობისაკენ (უფროსობისაკენ) მიმავალი გზები
მრავალფეროვანია. არის ადვილი და ძნელი, სწორი და არასწორი ფორმები. ეს ხდება
იმის გამო, რომ მოწიფულობის გამოვლინებად მოზარდი თვლის სხვადასხვა
ასპექტებს. იმაზე, თუ რა ნიმუშებს გაჰყვება მოზარდი, დამოკიდებულია არა მარტო
მისი აწმყოს ცხოვრება, არამედ – მომავლიც.
მოზარდი უფროსებს უპირველეს ყოვლისა, ბაძავს მოწიფულობის გარეგან,
თვალში საცემ გამოვლინებებში (სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლის მიღება,
განსაკუთრებული ლექსიკონი, ტანსაცმლისა და ვარცხნილობის მოდა, კოსმეტიკა და
სამკაულები). ეს მოწიფულობის მიღწევის ადვილი და მარტივი გზაა. მოზარდისათვის
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მისი უფროსობა (მოწიფულობა)
სხვებმა შეამჩნიონ და აღიარონ. სიგარეტი მოზარდის ხელში, უპირველეს ყოვლისა
მოწიფულობის გრძნობის გამოვლენაა. მოზარდ ბიჭებს ძალიან იპყრობს ,,ნამდვილი
მამაკაცის” ისეთი თვისებების, როგორიცაა ძალა, ნებისყოფა, გამბედაობა, მამაცობა,
ამტანობა, ერთგულება, მეგობრობა და ამხანაგობა. უნდა ხაზგასმით აღინიშნოს, რომ
ამხანაგური თვისებები ძალიან ფასდება გარდამავალი ასაკის ბიჭების მიერ.
შიშის გამოვლენა კატეგორიულად აკრძალულია. გაბედულობის
გამოვლენისათვის მოზარდები ხშირად მოუფიქრებელ, სარისკო ნაბიჯებსაც დგამენ.
იმისათვის, რომ თანატოლებმა არ ჩათვალონ მშიშარად, ,,გოგოდ:, მოზარდი ბიჭები
ისეთ საქციელსაც ჩადიან, რომელიც ანტისაზოგადოებრივია, ასოციალური,
დანაშაულებრივი და ხანდახან სადისტურიცაა. მოზარდები (განსაკუთრებით
უმცროსები) ძალიან აჭარბებენ ფათერაკიან ოპერაციებში თავიან სწრაფვაში. ამით
ისინი თავიანთ გამბედაობას ამტკიცებენ. თუ უმცროს სასკოლო ასაკში
გაბედულობისაკენ სწრაფვა რეალიზდებოდა გმირული თემატიკის თამაშებში,
გარდამავალ ასაკში როლების თამაში იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ იგი
რამდენადმემაინც შემორჩენილია, ახლა მოზარდები უმეტესად ცდილობენ გადალახონ
რეალური სიძნელეები (სიცივეში მსუბუქად იცვამენ, სახურავზე დაძვრებიან და ა. შ.).
59
გარდამავალ ასაკში მოწიფულობისკენ სწრაფვა იქცევა მთავარ დომინირებულ
მოთხოვნილებად, რაც უპირველეს ყოვლისა, ვლინდება უფროსების საქმიანობაში და
ცხოვრებაში ჩართვის მისწრაფებაში. გამოყოფენ მოზარდების უფროსებთან
დამოკიდებულებაში წინააღმდეგობების სამ სტადიას:
ა) ამ ვარიანტისათვის დამახასიათებელია წინააღმდეგობებისა და
კონფლიქტების ღრმა ფორმები, რომლებიც დიდხანს გრძელდება. ეს აღმოცენდება
მაშინ, როცა მოზარდისა და უფროსების შეხედუებებში სრული განსვლაა, როცა
უფროსების მოზარდების დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვის პრეტენზიებს თვლიან
დაუსაბუთებლად. ხოლო მოზარდი, თავის მხრივ, პროტესტს აცხადებს უფროსების
მასთან ურთიერთობის ძველ ფორმებზე. ასეთ დროს, მოზარდის ნეგატივიზმი
შეიძლება გახდეს გლობალური და ჩამოყალიბდეს მისი პიროვნების რიგი უარყოფითი
თვისებები, როგორიცაა აგრესიული ტენდენციები, სიცრუე და სხვა. ამ დროს უფროსი
მოზარდის თვალში ყოველგვარ ავტორიტეტს კარგავს;
ბ) ეს ვარიანტი ხასიათდება იმით, რომ წინააღმდეგობები ვლინდება
ეპიზოდურად, უფროსების სიტუაციური არათანმიმდევრული ქცევის შედეგად, როცა
უფროსი მოზარდს აძლევს იმის ნებას, რასაც ადრე უკრძალავდა. ამ დროს
კონფლიქტთა რაოდენობა ნაკლებია, მაგრამ მათი აღმოცენების საშიშროება მაინცაა.
გ) ეს პერიოდი მოზარდსა და უფროსს შორის კონფლიქტებისა და
წინააღმდეგობების მოხსნის პერიოდია, როცა მოზარდსა და უფროსს შორის
ურთიერთგაგებაა, როცა უფროსები აცნობიერებენ და აღიარებენ
მოზარდების ,,უფროსობას” და მათთან ურთიერთობას ცვლიან, კონფლიქტების
საფუძველი აღარ არსებობს.
,,მოწიფულობის გრძნობა” გულისხმობს საზოგადოების სრულყოფილი და
თანაბარუფლებიანი წევრის ჩამოყალიბებას. მოზარდობის პერიოდის დასაწყისში
ბავშვები მოზრდილებს, უფროსებს სულ არ გვანან. ისინი ჯერ კიდევ ბევრს
თამაშობენ, ანცობენ და ცელქობენ კიდევ, ხშირად ფუქსავატურ და არასერიოზულ
ინტერესბსა და მისწრაფებებსასც ავლენენ, სხვების გავლენასაც ადვილად
ექვემდებარებიან. მაგრამ ბავშვობის ასეთი გარეგანი, თუნდაც ნათელი სურათი მეტად
მაცდურია, რომლის იქითაც, ახალი, ღრმა პროცესების ჩამოყალიბების დასაწყისი
იმალება. მოზარდი შეიძლება სრულიად შეუმჩნევლად გახდეს მოწიფული ისე, რომ
ბევრ რამეში ისევ ბავშვად დარჩეს. მოწიფულობის გრძნობის ჩამოყალიბება
სიღრმისეული პროცესია, რომლის გამოვლენის პირველი ნიშნები შეიძლება
განსხვავებული იყოს მისი განსხვავებული ფორმებისაგან. მოზარდი ამიერიდან იწყებს
იმის გაცნობიერებას, რომ იგი ბავშვი აღარაა, ცდილობს და მიისწრაფვის იქით, რომ
იგი ჩათვალონ უფროსად და აღიარონ მისი ,,მოწიფულობა”. მოწიფულობის გრძნობის
ჩასახვის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, როგორც აღვნიშნეთ, სოციალური ხასიათისაა.
იგი თავს იჩენს მაშინ, როცა მოზარდს უფროსებთან ურთიერთობაში ობიექტურად არ
უკავია ბავშვის ადგილი. შესაძლებლობის მიხედვით, მონაწილეობს შრომაში და
გააჩნია გარკვეული სერიოზული ვალდებულებები. ნაადრევი დამოუკიდებლობა და
უფროსების ნდობა ბავშვს მოწიფულად ხდის არა მხოლოდ სოციალურ, არამედ
სუბიექტურ პლანშიც. მოწიფულობის გრძნობის ჩამოყალიბება და განვითარება
მოზარდობის ასაკში წარმოადგენს პიროვნების ერთ-ერთ ძირითად თავისებურებას,
60
მის სტრუქტურულ ცენტრს. იგი ადამიანებთან და სამყაროსთან ურთიერთობაში
მოზარდის ახალი ცხოვრებისეული პოზიციის დაწყების გამომხატველია.
უფროსობის ნიშნების შეძენის პროცესში გამოყოფენ ხუთ ნიშანს:
1) უფროსობის გარეგნულ გამოვლინებათა მიბაძვა. ესაა ძირითადად
ტანსაცმელი, ვარცხნილობა, კოსმეტიკა, სამკაულები, სპეციფიკური ლექსიკონი,
სიგარეტის წევა, დასვენებისა და გართობის საშუალებები. დასაწყისში მოზარდები
განიცდიან ერთგვარ უხერხულობას. არ იციან, როგორ მოიქცნენ და რაზე ილაპარაკონ,
მაგრამ ცდილობენ, ძალიან მიბაძონ უფროსებს. მიბაძვის ნიმუშები ხშირად
თვითშეფასების ეტალონის და კრიტერიუმის ძალას ღებულობენ. ზოგჯერ მოზარდში
მიბაძვის კონკრეტულ ნიმუშად გვევლინებიან უფრო ასაკოვანი მოზარდები,
რომლებიც მათი თავისებური ,,განმანათლებლები” არიან. უფროსობის გარეგნული
გამოვლინებისადმი მიბაძვა მოზარდს საკუთარ თვალში უფროსად ხდის. მას ჰგონია,
რომ ასევე ,,უფროსია” იგი სხვების თვალშიც;
2) ორიენტაცია ,,ნამდვილი მამაკაცის” ნიშან - თვისებებზე. ,,ნამდვილ
მამაკაცში” გაცნობიერებულია, ერთი მხრივ ძალა, ნებისყოფა, გაბედულება, სიმამაცე,
ხოლო მეორეს მხრივ - ერთგულება, მეგობრობა, ამხანაგობა. მიბაძვის ნიმუშად
შეიძლება იქცნენ მშობლები, უფროსი და-ძმები. ამ ასაკში მოზარდები
ძალიან ,,უკირკიტებენ” მშობლებს, ახლა მათ ძალიან მაღალ მოთხოვნებს უყენებენ და
მათ მოქმედებებს აკრიტიკებენ. მოზარდისათვის არაა სულ ერთი, როგორ
გამოიყურებიან მისი მშობლები სხვის თვალში. თუ მოზარდები მშობლებში სიამაყის
საფუძველს პოულობენ, ისინი მათ ბაძავენ. მოზარდები ხალისით ბაძავენ კინოსა და
წიგნის იმ გმირებს, რომლებშიც ,,ნამდვილი მამაკაცის” გამოვლინებებს ხედავენ.
არასწორი აღზრდის პირობებში მოზარდს შეიძლება განუვითარდეს ძილის,
გაბედულობისა და ნებიყოფის კულტი მორალურ მიმართულებებთან
დამოკიდებულებისა და კავშირის გარეშე, რაც მეტად საშიშია;
3) უფროსი, როგორც ქცევის ნიმუში. უფროსების გვერდით შრომით
საქმიანობაში მინაწილეობას ამ თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
მოზარდები მათ ბაძავენ ,,საუფროსო” საქმეების შესრულებაში. ამ შემთხვევაში
აუცილებელია, რომ მოზარდს ეჭიროს უფროსის ,,თანაშემწის” პოზიცია, რომელიც
ძალიან უწყობს ხელს დამოუკიდებლობის გრძნობის განვითარებას;
4) მოწიფულობის გრძნობის განვითარება სასწავლო-შემეცნებით მოქმედებებში.
მოზარდებს უჩნდებათ დიდი სურვილი, იცოდნენ პროგრამულ მასალაზე მეტი. ისინი
იწყებენ ინტერნეტში ინფორმაციის მოძებნას, დამატებითი ლიტერატურის კითხვას,
წრეებში გაერთიანებას. ამ დროს ყველაზე მთავარი ისაა, რომ მოზარდი საინტერესო
საკითხებს სწავლობს დამოუკიდებლად, დამოუკიდებელი მიმართულება თანდათან
ღებულობს თვითგანათლების ხასიათს, რომელსაც მოზარდისათვის პიროვნული აზრი
აქვს. ამ ასაკში ცოდნა საფუძვლად ედება უფროსის, ამხანაგისა და საკუთარი თავის
შეფასებას;
5) ხელოვნების როლი. მოზარდობის მოწიფულობის გრძნობის განვითარებაში
მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მხატვრულ ლიტერატურას, კინოსა და ტელევიზიას.
უმცროს მოზარდებს ძალიან უყვართ კინო. მათ შეუძლიათ ხუთჯერ-ექვსჯერ ნახონ
მოწონებული ფილმი. მათ იტაცებთ ის სიტუაციები, სადაც ნაჩვენებია სიძნელეების
61
გადალახვა, ლაშქრობათა და ბრძოლათა რომანტიკა, რთული სიტუაციები, მწვავე
ფაბულები, უყვართ სათავგადასავლო ფილმები. უფროსი მოზარდები წიგნისა და
კინოს გმირებს ყველაფერში აღარ ბაძავენ. მხოლოდ გამბედაობა აღარაა საკმარისი.
ახლა საჭიროა გამბედაობას ჰქონდეს მორალურ-ეთიკური საფუძველი. უფროსი
მოზარდი უკვე ფილმებს მრავალჯერ აღარ ნახულობს.
ამრიგად, მოზარდები ურთიერთობებსა და მოქმედებებში თანდათან შედიან
მოზრდილთა სამყაროში, სადაც მათი ქცევა სხვა ღირებულებას იძენს.
გარდამავალი ასაკის მოზარდში პიროვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
თავისებურებაა მისი ზნეობრივი ცნობიერების ინტენსიური განვითარება. ესაა
ზნეობრივი წარმოდგენები, ცნებები, მრწამსი, შეფასებით მსჯელობათა სისტემა,
რომლებითაც მოზარდი ხელმძღვანელობს ქცევაში. თუ უმცროს სასკოლო ასაკში
ბავშვის ქცევა ძირითადად განპირობებული იყო უფროსების მოთხოვნებით, ახლა
მისთვის ცენტრალურ ადგილს იჭერს ქცევის საკუთარი პრინციპები, შეხედულებები
და მრწამსი. იმის მიხედვით, თუ რა მიმართულების ზნეობრივ გამოცდილებას იძენს
მოზარდი, იგი სჩადის შესაბამის ქცვებს. თუ მოზარდი იძენს დადებით ზნეობრივ
გამოცდილებას, მას ექნება მაღალზნეობრივი შეგნება და მისი ქცევებიც დადებითი
იქნება.
უნდა აღინიშნოს, რომ მორალური ცნებები და მრწამსი, რომელიც სტიქიურად
ყალიბდება, სწორი პედაგოგიური და ფსიქოლოგიური ხელმძღვანელობის გარეშე,
შეიძლება არასწორი აღმოჩნდეს და მოზარდი კონფლიქტებამდე მიიყვანოს.
მოზარდობის ასაკში გავრცელებული ჯიუტობის დადებითი შეფასება არის
დამოუკიდებლობის, პრინციპულობის არასწორი გაგების შედეგი. ,,მინდა ვიყო
დამოუკიდებელი და არ მინდა ვინმეს ჩარევა. ცხოვრებაში ყოველთვის არ გეყოლება
მრჩეველი. Dაე, ცუდად და სულელურად, მაგრამ ვაკეთებ, რაც მე მსურს”, მსჯელობს
მოზარდი.
მოზარდობის ასაკის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური მახასიათებელია
პიროვნების მორალური ფორმირება, მორალური ცნობიერების ჩამოყალიბება.
შეიძლება ითქვას, რომ გარდამავალი ასაკი მორალური მრწამსის პრინციპების,
იდეალების, შეფასებით მსჯელობათა სისტემის ფორმირების ასაკია. გარდამავალი
ასაკი ზნეობრივი ცნობიერების ფორმირების დასაწყისის ასაკია. მოზარდობის ასაკში
ზნეობრივი ცნობიერების განვითარება რამდენადმე ჩამორჩება მორალური
გრძნობებისა და მორალური ქცევის განვითარებას. გარდამავალ ასაკში მორალური
ცნობიერების ფორმირების მთავარი ფაქტორია ტოლების კოლექტივი. ამ ასაკის
მოზარდი უფრო მეტად ერთვება ტოლების კოლექტივის ცხოვრებაში და ცდილობს
მასში განსაზღვრული საზოგადოებრივი მდგომარეობა დაიკავოს. ეს მისწრაფება
მოზარდებში ძალიან გამოკვეთილია და მისი დაკმაყოფილება ან
დაუკმაყოფილებლობა განსაზღვრავს ამ ასაკის ბავშვთა ემოციურ კეთილდღეობას,
რომლის საფუძველზედაც ხდება მოზარდის მიერ ტოლების კოლექტივის მორალური
მოთხოვნების შეხედულებებისა და შეფასებების შეთვისება. ამ საფუძველზე
უყალიბდებათ მათ მოთხოვნები საკუთარი თავისადმი, თვითშეფასება, იდეალები და
მათი მიღწევის სწრაფვები. დაბოლოს, ამ საფუძველზე აღმოცენდება მოზარდების
ზნეობრივი ჩვევები და ჩვეულებანი, რომლებიც ქმნიან ნიადაგს მათი ზნეობრივი
62
მრწამსის ჩამოყალიბებისა და ზნეობრივი ქცევის შესასრულებლად. მიუხედავად ამისა,
ამ ასაკში მორალური სფეროს განვითარების დონე, როცა ჯერ კიდევ არ
ჩამოყალიბებულა მდგრადი და მტკიცე ზნეობრივი მრწამსი, როცა განზოგადებული
იდეალები და მყარი თვითშეფასება ყალიბდება გარდამავალი ასაკის ბოლოს,
მთლიანად ვერ უზრუნველყოფს მოზარდის მიერ საკუთარი ქცევის შეგნებულად
მართვას.
გარდამავალ ასაკში წინა პლანზე გამოდის სოციალური მოტივები. სწავლების
პროცესში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოზარდებს უვითარდებათ მაღალი
ზნეობრივი ღირებულებები, იდეალები, სწავლითი ქცევის ღირებულება და აზრი.
გარდამავალ ასაკში მოზარდი უკვე ინტერესდება ქვეყნის საზოგადოებრივ-
პოლიტიკური ცხოვრებით.
მოზარდს სოციალურ მოტივებთან ერთად უყალიბდება სოციალური
თვითცნობიერება, სკოლაში და კლასში მისი სოციალური ადგილისა და როლის
გაცნობიერების უნარი. თვითცნობიერების განვითარება, რომელიც გარდამავალ ასაკში
მიმდინარეობს დიდი აღმავლობით, მოიცავს აგრეთვე მოტივაციებსაც. მოზარდი
დგება საკუთარი მოტივაციის გაცნობიერების წინაშე. პირველ ხანებში მისი
მოტივაციისა და მიზნების გაცნობიერება მიმდინარეობს თანატოლთან მოტივებისა და
მიზნების დაპირისპირების საფუძველზე. ამიტომ ამ ასაკში მუშაობის კოლექტიური და
ჯგუფური ფორმები ძალიან ნაყოფიერია.
გარდამავალ ასაკში ადგილი აქვს სწავლის ინტერესების დაქვეითებას, რასაც
მრავალი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზია მასწავლებლის მიერ სოციალური
მოტივების გაუთვალისწინებლობა, როცა მოზარდს არ უცნობიერებენ სწავლის
სოციალურ-ღირებულებით კავშირებს სხვა საქმიანობასთან, როცა სწავლის პროცესში
არ კმაყოფილდება მოზარდის სპეციფიკური მისწრაფება მოწიფულობისა და
დამოუკიდებლობისაკენ. სასწავლო-შემეცნებითი მოტივების არასაკმარისი
განვითარებაც, ხშირად, სწავლის ინტერესების დაქვეითების მიზეზი ხდება.
მოზარდობის ასაკში სწავლის მოტივაციის რეზერვების მობილიზაცია მოსწავლეთა
შემდგომი განვითარებისა და წინსვლის საწინდარია.
მოზარდისათვის ყველა მოტივს ერთნაირი აღმძვრელი ძალა არ აქვს. ზოგიერთი
მოტივი ძირითადი, წამყვანი და განმსაზღვრელია, ხოლო ზოგიერთი კი –
მეორეხარისხოვანი და თანმხლებია, რომელსაც დამოუკიდებელი მნიშვნელობა არ
აქვს. ასეთი მოტივები ყოველთვის ემორჩილებიან და ექვემდებარებიან ძირითად,
წამყვან მოტივებს. ერთ შემთხვევაში ასეთი წამყვანი და ძირითადი მოტივი შეიძლება
იყოს ფრიადოსნობა, სხვა შემთხვევაში – უმაღლესი განათლების მიღება, ხოლო
ზოგჯერ – თვით ცოდნისადმი ინტერესი. ამ მოტივებს ყოფენ ორ კატეგორიად.
ა) მოტივთა ჯგუფი, რომელიც დაკავშირებულია თვით სასწავლო პროცესის
შინაარსთან და ბ) მოზარდის გარესამყაროსთან ურთიერთდამოკიდებულებასთან.
პირველ ჯგუფს მიეკუთვნება შემეცნებითი ინტერესი, ინტელექტუალური აქტივობის
მოთხოვნილება, ცოდნა-ჩვევები, ხოლო მეორე ჯგუფს მიეკუთვნება ისეთი მოტივები,
რომლებიც დაკავშირებულია მოზარდის სხვა ადამიანთან ურთიერთობის
მოთხოვნილებებთან, მათ შეფასებასთან და მოწონებასთან, მოზარდის სურვილთან,

63
დაიკავოს განსაზღვრული ადგილი. მოტივთა ორივე ჯგუფი აუცილებელია არა მარტო
სასწავლო ქცევის, არამედ ყოველგვარი ქცევის განხორციელებისათვის.
გარდამავალ ასაკში სოციალური მოტივები იცვლება. ამ ჯგუფის მოტივებთან
წამყვან მდგომარეობას იკავებს მოსწრაფეთა სწრაფვა, დაიკავონ საკუთარი ადგილი
ტოლების კოლექტივში. არსებითად იცვლება აგრეთვე ის მოტივები, რომლებიც
დაკავშირებულია თვით სასწავლო პროცესთან. მათი განვითარება მიმდინარეობს
შემდეგი მიმართულებით: ჯერ ერთი, კონკრეტული ფაქტორისადმი ინტერესი
მოზარდების თვალსაწიერის გაფართოვებასთან დაკავშირებით, გადადის უკანა
პლანზე. იგი ადგილს უთმობს საგნებისა და მოვლენების კანონზომიერებებს. ამ ასაკის
მოსწავლეთა ინტერესები ხდება უფრო მდგრადი. ისინი დიფერენცირდებიან ცოდნის
სხვადასხვა სფეროების მიმართ და ღებულობენ პიროვნულ ხასიათს, რაც იმაში
გამოიხატება, რომ ინტერესი ხდება არა ეპიზოდური, არამედ სიტუაციისაგან
დამოუკიდებლად ბავშვის მდგრადი თვისება.

თემა VI. ადრეული ჭაბუკობა.

უფროსი სასკოლო ასაკი ანუ ადრეული ჭაბუკობა განისაზღვრება, როგორც


განვითარების სტადია, რომელიც სქესობრივი მომწიფებით იწყება და მოწიფულობის
დადგომით მთავრდება. ეს პერიოდი მოიცავს 15-დან 18-წლამდე ასაკს. აქსელერაციის
გამო ყრმობის საზღვრებმა ძირს დაიწია, რის გამოც ახლა შესაბამისად ადრე იწყება
სიჭაბუკე, ზოგიერთი მკვლევარის მიხედვით ადრეული ჭაბუკობის პერიოდია 14.5-17
წელი.

ადრეული ჭაბუკობა ფიზიკური ძალებისა და გონებრივი შესაძლებლობების


განვითარების აყვავების ასაკია. ამ ასაკში დგება ფიზიკური სიმწიფე. ბიჭებისა და
გოგონების უმრავლესობა ამ ასაკში სქესობრივ მომწიფებას ამთავრებს. კლებულობს
მათი ზრდის ტემპი. მატულობს კუნთური ძალა და ფიზიკური ამტანობა. ამ
მიმართულებით ბიჭები საგრძნობლად სჭარბობენ გოგონებს. უფროსკლასელთა
ფიზიკური განვითარება უახლოვდება უფროსების ფიზიკურ განვითარებას. ამ ასაკში
მოზარდებისათვის დამახასიათებელი ინტენსიური ტემპით ზრდა სუსტდება და დგება
ფიზიკური განვითარების შედარებით მშვიდი პერიოდი. მიმდინარებს ჩონჩხის
შემდგომი ფორმირება. მნიშვნელოვნადაა გაფართოებული მკერდის გარშემოწერილობა,
რისი შედეგიცაა ფილტვების სასიცოცხლო მოცულობის ზრდა, მიმდინარეობს
ხერხემლის ყველა ნაწილის ინტენსიური ზრდა, მთავრდება მოზარდისათვის
სპეციფიკური დისპროპორცია გულის კუნთისა და სისხლძარღვთა სისტემის
განვითარებას შორის. მატულობს სისხლძარღვთა დიამეტრიც, რის გამოც სისხლის
მიმოქცევა ნორმალური ხდება და მიმდინარეობს ძალისხმევის გარეშე.

ჭაბუკებს აღენიშნებათ კუნთების ზრდა სიგრძესა და სიგანეში. თითქმის ორჯერ


იზრდება კუნთების ბოჭკოების დიამეტრი, ვითარდება მყესები. წვრილი კუნთები
დიფერენცირებული და სრულყოფილი ხდება, რის შედეგადაც უმჯობესდება
64
მოძრაობათა სიზუსტე და კოორდინაცია. ამ ასაკის ვაჟები და ქალიშვილები იღებენ
თავიანთი სქესისათვის დამახასიათებელ ტიპიურ გამოსახულებას. ქალებს
უბრუნდებათ გარდამავალ ასაკში დაკარგული მოძრაობის გრაციულობა, ხოლო ვაჟებს
ტლანქი და უხეში მოძრაობები უქრებათ. იზრდება კუნთების წონაც. 18 წლის ასაკში
კუნთების წონა მთელი სხეულის წონასთან მიმართებაში შეადგენს საშუალოდ 44%
(მოზარდებთან 32%).

ქალიშვილები თავიანთ სრულ სიმაღლეს 16-17 წლის, ხოლო ვაჟები 17-18 წლის
ასაკში აღწევენ. მატულობს სხეულის წონა, თანაც ბიჭები ამ მიმართულებით
გოგონებთან ადრეულ ფიზიკურ ჩამორჩენას ანაზღაურებენ. ძალიან სწრაფად
მატულობს კუნთური ძალა. 16 წლის ბიჭი 12 წლისაზე თითქმის ორჯერ ძლიერია.

უფროსი სასკოლო ასაკის დასაწყისში, ჩვეულებრივ, მთავრდება სქესობრივი


მომწიფება, სრულად ვითარდება მეორადი სასქესო ნიშნები, რასაც ჭაბუკის გარეგნობაში
დიდი ცვლილებები შეაქვს. ზოგჯერ სქესობრივი მომწიფება ჭიანურდება (უფრო
ხშირად ბიჭებში) და ჭაბუკებს უვითარდებათ მოზარდებისათვის დამახასიათებელი
ფიზიკური ნიშნები. ფიზიკური და სოციალური სიმწიფე ჰარმონიულად დგება 18 წლის
ასაკში.

სქესობრივი განვითარების თვალსაზრისით ამ ასაკის ბიჭებისა და გოგონების


უმრავლესობა უკვე პოსტპუბერტატულ პერიოდში იმყოფება. ამასთან უნდა აღინიშნოს,
რომ სქესობრივი სიმწიფე ჯერ არ ნიშნავს სოციალურ სიმწიფეს. არსებითად ჭაბუკობის
ასაკი არის წმინდა ფიზიოლოგიური სიმწიფიდან სოციალურ მომწიფებაზე გადასვლა. ამ
პროცესის მთავარი შინაარსია უფროსების ცხოვრებაში ჩართვა და მათი
საზოგადოებრივი ცხოვრების წესების, ნორმებისა და კანონების ათვისება. როგორც
ცნობილია, ახლა სქესობრივი მომწიფება 2-3 წლით ადრე დგება წინა საუკუნეებთან
შედარებით, მაგრამ სოციალური მომწიფება უფრო გვიან ხდება.

უფროსკლასელთა ფიზიკური განვითარება დიდ გავლენას ახდენს მათ ფსიქიკურ


განვითარებასა და პიროვნების ჩამოყალიბებაზე. საკუთარი ფიზიკური ძალისა და
გარეგნული მიმზიდველობის გაცნობიერება ხელს უწყობს ისეთი თვისებების
ჩამოყალიბებას, როგორიცაა საკუთარ თავში დარწმუნებულობა, ოპტიმიზმი, ხოლო
საკუთარი ფიზიკური ნაკლის გაცნობიერება იწვევს ისეთი უარყოფითი თვისებების
ჩამოყალიბებას, როგორიცაა არასრულფასოვნების კომპლექსი, ეჭვიანობა, საკუთარ
ძალებში დაურწმუნებულობა, ჩაკეტილობა, ინდივიდუალიზმი.

უფროსკლასელთა სასწავლო საქმიანობა და შემეცნებითი ფსიქიკური პროცესები.

უფროსკლასელთა სასწავლო საქმიანობა შინაარსითა და ხასიათით


მნიშვნელოვნად განსხვავდება მოზარდებისაგან. უფროსკლასელთა სასწავლო ქცევა
გაცილებით მაღალ მოთხოვნებს უყენებს მათ აქტივობასა და დამოუკიდებლობას. ახლა
პროგრამის უფრო ღრმად ათვისების საქმეში აუცილებელია თეორიული აზროვნების
განვითარების მაღალი დონე. მოზარდების სასწავლო საქმიანობა ატარებს ,,მნემურ-
65
რეპროდუქციულ” ხასიათს: მათთვის მთავარია იმის გაგება და დამახსოვრება, რაც
მოისმინეს ან სახელმძღვანელოში ამოიკითხეს. უფროს სასკოლო ასაკში კი სასწავლო
საქმიანობა გვევლინება შემეცნებითი ფსიქიკური პროცესების განვითარების
მამოძრავებელ ძალად.

იცვლება აგრეთვე უფროსკლასელთა სწავლისადმი დამოკიდებულება. ჭაბუკები


აცნობიერებენ, რომ ისინი დამოუკიდებელი ცხოვრების მიჯნაზე დგანან, რის გამოც
სწავლის როლი და მნიშვნელობა ნათლად ცნობიერდება _ ვითარდება სწავლისადმი
შეგნებული დამოკიდებულება და იგი ცხოვრებისეულ აზრს ღებულობს. ცოდნის
მოთხოვნილების ჩამოყალიბება უფროსკლასელთა მნიშვნელოვანი მონაპოვარია.

უფრო მყარი და მტკიცე ხდება უფროსკლასელთა ინტერესები ამა თუ იმ


მეცნიერული მიმართულების მიმართ, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს პიროვნების
შემეცნებით-პროფესიული მიმართულების განვითარებას, განსაზღვრავს პროფესიის
არჩევას. ახლა უფროსკლასელი ხალისით ეცნობა დამატებით ლიტერატურას,
ერთიანდება წრეებში, ესწრება ლექციებს და ა.შ. უფროსკლასელთა ინტერესების
მრავალმხრივობა მასწავლებლებს ხშირად, ძნელ მდგომარეობაში აყენებს. ჭაბუკების
ყველა კითხვაზე მათ ამომწურავი პასუხის გაცემა ყოველთვის არ შეუძლიათ.
უფროსკლასელი უკვე ბევრს კითხულობს. მხატვრული ლიტერატურის პარალელურად
მეცნიერულ პოპულარული ლიტერატურის კითხვა უკვე დიდ ადგილს იჭერს.
თვითგანათლების დაწყება უფროსკლასელთა სასწავლო საქმიანობის მნიშვნელოვანი
მონაპოვარია.

უფროს სასკოლო ასაკში ღრმავდება სწავლების შინაარსი, დიდი მნიშვნელობა


ენიჭება მოსწავლეთა აქტივობასა და დამოკიდებულებას, მათი აზროვნების
განვითარებას. ახლა სწავლება უფრო პრობლემურ ხასიათს ატარებს და მოსწავლეთა
წინაშე დგება ისეთი კითხვები, რომლებიც უფრო ღრმა გააზრებას მოითხოვს. ყოველივე
ეს გავლენას ახდენს ჭაბუკების სასწავლო-შემეცნებით ინტერესებზე. თუ გარდამავალ
ასაკში შემეცნებით ინტერესთა სიმრავლე შეიმჩნეოდა, ახლა ჭაბუკს ერთი ან ორი
გაბატონებული შემეცნებითი ინტერესი გააჩნია, რაც თავის მხრივ, მის
ინტელექტუალურ სიმწიფეზე, თვითდამკვიდრებისა და პროფესიის არჩევის მზაობაზე
მიუთითებს..

უფროს სასკოლო ასაკში ყალიბდება სასწავლო ქცევის ზოგადი ტიპიური და ამავე


დროს, ინდივიდუალური ფორმებიც. სასწავლო საქმიანობის ტიპიური ფორმების
მიხედვით გამოყოფენ უფროსკლასელთა ოთხ ჯგუფს:

1) ამ ჯგუფში ერთიანდებიან ის მოსწავლეები, რომელთა აკადემიური მოსწრება


დაბალია. ისინი ვერ ავლენენ ინიციატივასა და დამოუკიდებლობას. მათი
აზროვნებისათვის დამახასიათებელია ინერტულობა და პასიურობა. ეს მოსწავლეები
სასწავლო მასალას ითვისებენ მასწავლებლის გადმოცემის მიხედვით, ტექსტს აღადგენენ
ასე თუ ისე სიზუსტით, საკუთარი აზრისა და სიტყვების გარეშე, მასალას იხსომებენ
სიტყვა-სიტყვით. ხოლო თუ მასალა ძალიან ძნელია, სულაც ანებებენ სწავლას თავს.
ასეთი მოსწავლეები არიან საკუთარ თავში დაურწმუნებლები, მოჰყავთ ციტატები. მათ
66
უფრო ჰუმანიტარული საგნები უყვართ. ამ ჯგუფის მოსწავლეთა სასწავლო საქმიანობის
საფუძველია მეხსიერება, რომელიც ზოგიერთს კარგად აქვს განვითარებული. არიან
ისეთი მოსწავლეებიც, რომლებიც არ გამოირჩევიან კარგი მეხსიერებით, მაგრამ ამის
კომპენსაციას ზეპირობით ახდენენ.

2) აქ ლაპარაკია ისეთ უფროსკლასელებზე, რომელთა სასწავლო საქმიანობაში


სჭარბობს ნათლად გამოხატული პრაქტიკული მიმართულება. ასეთი მოსწავლეები
ცდილობენ გაიაზრონ რთული მასალა და შეამოწმონ პრაქტიკულად. თუ ასეთი ტიპის
მოსწავლეებმა დასასწავლ მასალაში დაინახეს პრაქტიკული აზრი, ისინი ყურადღებიანი
და დაინტერესებულნი არიან, ახალ მასალას შეთვისების პროცესში აკავშირებენ
ძველთან, რომლის პრაქტიკული მნიშვნელობა და ღირებულება უკვე გააზრებული აქვთ.
ასეთ მოსწავლეებს უჭირთ თეორიული მასალის ათვისება.

3) ამ ჯგუფში ერთიანდებიან აშკარად გამოხატული თეორეტიკოსები. მათ


პრაქტიკა არ აინტერესებთ, იგი მათ ინტერესებსა და აზროვნების მიმართულებაში არ
შემოდის. ამ ტიპის მოსწავლეები არ ცდილობენ თავიანთი თეორიული ცოდნის
პრაქტიკით გამაგრებას. მათი სააზროვნო მოქმედება გამოირჩევა განზოგადების და
აბსტრაქციის მაღალი დონით. ასეთ მოსწავლეებს შეუძლიათ თავისუფლად გამოხატონ
საკუთარი აზრი, დაამტკიცონ რაიმე დებულება და გამოიტანონ დასკვნებიც. სასწავლო
მასალის ათვისების პროცესში მათ შეუძლიათ არსებითის გამოყოფა, სისტემატიზაციის
წარმოება, დაძაბული გონებრივი მუშაობა და თვითგანათლების დაწყება. მაგრამ თუ
თეორიული აზროვნების განვითარება შემდგომში პრაქტიკული საფუძვლების გარეშე
მოხდა, ასეთ ბავშვებს გაუჭირდებათ თეორიის პრაქტიკასთან დაკავშირება.

4) ამ ჯგუფში აერთიანებენ ისეთ მოსწავლეებს, რომლებიც ერთმანეთთან


ჰარმონიულად ათავსებენ თეორიასა და პრაქტიკას. მათ აქვთ ფართო თვალსაზრისი და
პრაქტიკული ჩვევებიც. მათ შეუძლიათ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოიყენება.
ასეთი მოსწავლეები ძნელ კითხვაზე არასოდეს პასუხობენ ,,არა” ან ,,არ ვიცი”, არამედ
იწყებენ პასუხის ძიებას და პოულობენ კიდეც.

უფროს სასკოლო ასაკში ყალიბდება მსოფლმხედველობა, ე.ი. ჭაბუკები


იმუშავებენ საკუთარ შეხედულებებს მეცნიერების, საზოგადოებრივი ცხოვრების,
პოლიტიკისა დ მორალის სფეროში. ყოველივე ეს ეფუძნება მოსწავლის საერთო
განვითარების მიღწეულ დონეს. ცნებითი აზროვნების განვითარებასთან დაკავშირებით
მოსწავლეთა აზროვნების შინაარსის მკვეთრი გარდაქმნა ხდება. იგი ახლა სინამდვილის
ისეთ ახალ მხარეებსა და სფეროებზეა მიმართული, რაც ადრე მიუწვდომელი იყო.

არსებითი ძვრები ხდება უფროსკლასელთა აზროვნების განვითარების


მიმართულებით, იცვლება გონებრივი მუშაობის ხასიათი. აზროვნება ღებულობს
აქტიურ, დამოუკიდებელ და შემოქმედებით ხასიათს. სააზროვნო ოპერაციები
მიმდინარეობს განზოგადების და აბსტრაქციის უფრო მაღალ დონეზე, მიზეზობრივი
კავშირის ძიებით, ვითარდება ლოგიკური დასაბუთების უნარი და დასკვნების
გამოტანის შესაძლებლობა. ადრეული ჭაბუკობა გონებრივი უნარების განვითარების
მნიშვნელოვანი ეტაპია. ინტელექტუალური განვითარება მხოლოდ იმაში კი არ
67
გამოიხატება, რომ გროვდება გარკვეული ცოდნა და იცვლება ინტელექტის ცალკეული
მხარეები, არამედ ყალიბდება გონებრივი მოქმედების ინდივიდუალური სტილი, რაც ამ
ასაკის მნიშვნელოვანი მონაპოვარია. იწყება ნამდვილი მეცნიერულ-პრობლემური
აზროვნების ფორმირება, რის გამოც ხდება სასწავლო საგნების ინტერესების მეცნიერულ
ინტერესებში გადაზრდა. 16-17 წლიდან განსაკუთრებული სწრაფი ტემპით ვითარდება
ლოგიკური აზროვნების უნარი, რასაც ლოგიკური აზროვნების ჩამოყალიბების
თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

აბსტრაქტულ-ლოგიკური აზროვნების განვითარება არამარტო ახალი


ინტელექტუალური თვისებების ჩამოყალიბებას გულისხმობს, არამედ იგი შესაბამის
მოთხოვნილებასაც ბადებს. ჭაბუკებს შეუძლიათ დიდხანს და შეუპოვრად იკამათონ
რაიმე მოვლენაზე, მაგრამ არ იცოდნენ მისი არსი. ეს ,,უქმე” კამათი და ,,ცარიელი
ფილოსოფოსობა” ინტელექტის განვითარების წინსვლის მაჩვენებელია. იგი ისეთივე
აუცილებელი, საჭირო და სასარგებლოა, როგორც სკოლამდელის
გაუთავებელი ,,რატომ?” ეს უფროსკლასელის ინტელექტუალური განვითარების ახალი
სტადიაა. აბსტრაქტული აზროვნება ტიპიურია ჭაბუკებისათვის.

უფროსკლასელი გოგონები, საერთოდ, ბიჭებზე უკეთესად სწავლობენ, მაგრამ


მათი შემეცნებითი ინტერესები ნაკლებადაა გამოკვეთილი და დიფერენცირებული.
გოგონები უკეთესად წყვეტენ კონკრეტულ ამოცანებს, ვიდრე _ აბსტრაქტულს.
საბუნებისმეტყველოსთან შედარებით მათ მხატვრულ-ჰუმანიტარული ინტერესები
უფრო აქვთ განვითარებული.

უფროსკლასელთა გონებრივი განვითარება მდგომარეობს არა მარტო ცოდნის


დაგროვებასა და ინტელექტის ზოგიერთი თვისების შეცვლაში, არამედ გონებრივი
მოქმედების ინდივიდუალური სტილის ჩამოყალიბებაშიც. უფროსკლასელთა
აზროვნების სტილი დამოკიდებულია მათი ნერვული სისტემის ტიპზე. ჭაბუკები,
რომელთაც ინერტული ნერვული სისტემა აქვთ, სასწავლო დავალებებით
გადატვირთვის შემთხვევაში სწავლობენ უფრო ცუდად, ვიდრე ძვრადი ნერვული
სისტემის ტიპის მოსწავლეები, რადგანაც მასალის გადაცემის ტემპს ვერ მისდევენ.
მაგრამ სათანადო ხელმძღვანელობითა და ვარჯიშით შეიძლება ნერვული სისტემის ამ
ნაკლის კომპენსირება ზუსტი დაგეგმვითა და საკუთარი ქცევის კონტროლით. ყოველივე
ეს სწავლებაში ინდივიდუალური მიდგომის აუცილებლობაზე მიუთითებს.

მეხსიერების განვითარების თვალსაზრისით შესამჩნევად იზრდება სიტყვიერ -


ლოგიკური, აზრობრივი დამახსოვრების როლი. დომინირებს ნებისმიერი მეხსიერება,
მაგრამ უნებლიე მეხსიერებაცაა შემორჩენილი.

შემეცნებითი მოქმედების განვითარების პროცესში ადამიანს გამოუმუშავდა


ინფორმაციის შენახვის განსაზღვრული თავისებურება. ადამიანს შეუძლია შეინახოს
უფრო განზოგადებული ექვივალენტები ან კოდები. ინფორმაციის ასეთი ფორმით
შენახვა არის მეხსიერების განვითარების მაღალი დონის მაჩვენებელი. ესაა მასალის
ლოგიკური გადამუშავების პროცესი და ლოგიკური მეხსიერების ხერხების დაუფლება.
ამ დროს მასალის დამუშავების მიზნით, ხდება მისი კლასიფიკაცია და აზრობრივი
68
დაჯგუფება. დამახსოვრების ეს ხერხი უფრო ფართო განზოგადებას მოითხოვს და იგი
გარდამავალი ასაკიდან იწყება. უფროს სასკლო ასაკში კი იგი უკვე წარმატებით
გამოიყენება.

უფროს სასკოლო ასაკში იზრდება ყურადღების მოცულობა, მისი ინტენსივობის


ხანგრძლივობა და ერთი საგნიდან მეორეზე გადანაცვლების უნარი. ამასთანავე,
ყურადღება ხდება უფრო შერჩევითი და ინტერესთა მიმართულებაზე დამოკიდებული.

უფროსკლასელთა პიროვნების განვითარება. უფროსკლასელის ფსიქიკური


განვითარება არსებით ცვლილებებს განიცდის იმ ახალი მდგომარეობის გამო, რომელიც
მას ახლა უკავია ოჯახში, სკოლაში და საზოგადოებაში. ეს ცვლილებები ჯერ კიდევ წინა
პერიოდში მზადდება, როცა ჩამოყალიბებას იწყებს ,,მოწიფულობის გრძნობა”,
დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა, თანატოლთა კოლექტივში შესაფერისი ადგილის
დაკავებისა და უფროსების მხრიდან მოწონების, პატივისცემისა და აღიარების
მოპოვების დიდი მისწრაფება.

მოზარდებთან შედარებით უფროსკლასელებს ოჯახში უფრო საპასუხისმგებლო


და სერიოზული მდგომარეობა უკავიათ. მოზარდების უდიდესი მისწრაფება არის ის,
თუ როგორ მოაჩვენონ თავი უფროსებს ,,უფროსებად”, უფროსკლასელებს კი ეს
მდგომარეობა ახლა ფაქტიურად უკავიათ, მათ აზრს უკვე ანგარიშს უწევენ.

გარდამავალი ასაკის ბოლოს ამ პერიოდის ახალწარმოქმნად გვევლინება


თვითგამორკვევა, რომელიც ხასიათდება არამარტო საკუთარი შესაძლებლობებისა და
მისწრაფებების გააზრებით, არამედ ადამიანთა საზოგადოებაში საკუთარი ადგილისა და
დანიშნულების გაცნობიერებით.

ადრეული ჭაბუკობის მთავარი ფსიქოლოგიური მონაპოვარია საკუთარი შინაგანი


სამყაროს უფრო ნათელი გააზრება და გაცნობიერება, ვიდრე ამას გარდამავალ ასაკში
ჰქონდა ადგილი. საკუთარი შინაგანი სამყაროს აღმოჩენა და მისი ფაქიზი ანალიზი
რთული ბუნების პროცესია. უფროსკლასელი უკვე გრძნობს
საკუთარ ,,განუმეორებლობას”, რაც მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩენაა.

განვითარების სოციალური სიტუაციის ანალიზის პროცესში ვასკვნით, რომ


უფროსკლასელი დგას დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების ზღვარზე. ცხოვრებაში
საკუთარი ადგილის განსაზღვრა არის უფროსკლასელის განვითარების სოციალური
სიტუაციის ძირითადი კომპონენტი. ამის გამო უფროსკლასელებისთვის პროფესიის
არჩევა პირველხარისხოვან მნიშვნელობას იძენს, რადგანაც ფსიქიკური განვითარების
მიღწეული დონის კვალობაზე მათთვის პრობლემის გადაჭრა საერთოდ მომავალი
ცხოვრებისეული გზის არჩევის ტოლფასია. ყოველივე ეს ქმნის განვითარების
სპეციფიკურ სოციალურ სიტუაციას. პროფესიის არჩევა უფროსკლასელის განვითარების
სოციალური სიტუაციის ფსიქოლოგიური ცენტრია და იგი იქცევა ჭაბუკის შინაგან
პოზიციად. მოზარდებთან შედარებით უფროსკლასელთა შინაგანი პოზიცია
მიმართულია მომავალზე და აწმყო განიხილება როგორც მათი პიროვნების ძირითადი
მიმართულების ფონი.

69
მომავალი ცხოვრების მიმართულების და ამ ცხოვრებაში საკუთარი ადგილის
დაკავების მოთხოვნილება არის ამ ასაკის მოსწავლის თვითგამორკვევის ნამდვილი
აქტი, რომლის თვალსაზრისითაც უნდა განვიხილოთ მოცემული ასაკის ყოველი
თავისებურება. რა თქმა უნდა, თვითგამორკვევის პრობლემები, ცხოვრების აზრი და
მიზანი უფროს სასკოლო ასაკში საბოლოოდ კი არ მთავრდება, არამედ მთელ ჭაბუკობის
პერიოდში გრძელდება. მაგრამ უფროს სასკოლო ასაკში ისინი პირველად
აღმოცენდებიან, როგორც აქტუალური აღმძვრელნი და ფსიქიკური განვითარების
უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს. ამრიგად, თვითგამორკვევა უფროსკლასელის
პიროვნების ცენტრალური ახალწარმონაქმნია. ესაა უფროსკლასელის მოთხოვნილება,
დაიკავოს უფროსის შინაგანი პოზიცია, გააცნობიეროს საკუთარი თავი, როგორც
საზოგადოების წევრი, გაიაზროს საკუთარი ადგილი და დანიშნულება ცხოვრებაში.
თვითგამორკვევა - ესაა პროფესიის არჩევა და პროფესიული პერსპექტივის
ცხოვრებისეული პოზიციის განსაზღვრაც. უნდა აღინიშნოს, რომ პროფესიის არჩევა
უფროსკლასელთა ერთ ნაწილთან არაა მტკიცე და ეს პრობლემა ხშირად ნაჩქარევად
წყდება დამამთავრებელი კლასების ბოლოს. არის შემთხვევები, როცა პროფესიის არჩევა
ხდება უმაღლეს სასწავლებელში მისაღებ გამოცდებზე საბუთების შეტანის დღეებშიც.

შესამჩნევად ვითარდება უფროსკლასელის თვითცნობიერება და თვითშეფასება,


რომლებიც ახლა თვისობრივად ახალ შინაარსს ღებულობს. მათი მთავარი ამოცანაა
საკუთარი პიროვნების მორალური ნიშნების და ცხოვრებისეული გეგმების შეფსება,
რითაც ძირითადად, განსხვავდება მოზარდისა და უფროსკლასელის თვითცნობიერება
ერთმანეთისაგან. ოჯახსა და კოლექტივში ახალი მდგომარეობა და გარშემომყოფებთან
ახალი დამოკიდებულებები მოსწავლეს აიძულებს შეაფასოს საკუთარი
შესაძლებლობები, გააცნობიეროს საკუთარი პიროვნების თავისებურებანი იმ მიზნებთან
შესაბამისობაში ან შეუსაბამობაში, რომელსაც მას ცხოვრება უყენებს. უფროსკლასელის
თვითცნობიერება, მოზარდთან შედარებით უფრო დამოუკიდებელ ხასიათს ატარებს.
იგი არ იმეორებს უფროსების შეფასებებს, არამედ ეყრდნობა მხოლოდ საკუთარს, ახლოა
საკუთარ პიროვნებასთან, ქცევას და მოქმედებას საკუთარი საზომით ზომავს და აფასებს.
ეს მომენტი უფროსკლასელის თვითცნობიერების ერთ - ერთი მთავარი მაჩვენებელია
მოზარდებთან შედარებით. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ უფროსკლასელის მიერ
საკუთარი პიროვნების შეფასება ნაკლებად ობიექტური იყოს, ვიდრე მოზარდის მიერ
საკუთარი პიროვნების შეფასება, რადგანაც მოზარდები, ხშირად უფროსების შეფასებებს
იმეორებენ. ამის გამოა, რომ უფროსკლასელები ზედმეტად აფასებენ, გადააფასებენ
ხოლმე საკუთარ პიროვნებას, ავლენენ ავადმყოფურ თავმოყვარეობას, ყოყოჩობენ კიდეც.
ზოგიერთები კი დაბალი დონის შეფასებასაც ავლენენ.

უფროსკლასელს ახლა საკუთარი პიროვნების შეფასება შეუძლია მთლიანობაში


და არა რომელიმე ცალკეული ნიშნის მიხედვით, როგორც ეს მოზარდებში ხდება.
მოზარდი, როგორც ვნახეთ, ამას აკეთებდა ერთი ან რამდენიმე პიროვნული ნიშნის
მიხედვით და შემდეგ მთელ პიროვნებაზე ავრცელებდა.

თვითცნობიერება უფროს სასკოლო ასაკში უფრო კრიტიკული და


თვითკრიტიკულია მოზარდებთან შედარებით. იგი უფროსისა და თანატოლის
70
მორალურ მხარეს მაღალ მოთხოვნებს უყენებს. მაგალითად, უფროსკლასელთა მიერ
თანატოლების მორალურ-ნებელობითი თვისებების შეფასების შესწავლის საფუძველზე
აღმოჩნდა, რომ ამ თვალსაზრისით უფროსკლასელები მორალურ ნიშნებს ანიჭებენ
უპირატესობას ნებელობასთან შედარებით. გოგონების დიდი უმრავლესობა საკუთარ
თავს და სხვებს უმეტესწილად მორალური ნიშნების მიხედვით აფასებს.

თვითცნობიერება, როგორც საკუთარი მორალურ-ფსიქოლოგიური და


გაცნობიერებული თვისებების შეფასების მოთხოვნილება ჯერ კიდევ გარდამავალ ასაკში
ვითარდება, მაგრამ საკუთარი თავის მიმართ გაცილებით ღრმა ინტერესი უფროს
სასკოლო ასაკში ჩნდება. ამ ასაკში თვითცნობიერება აღწევს სრულყოფას. ახლა
მდგომარეობა სკოლაში, ოჯახსა და საზოგადოებაში აიძულებს უფროსკლასელს
ობიექტურად შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობანი, გააცნობიეროს საკუთარი
პიროვნული თვისებები მისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის ან
შეუსაბამობის თვალსაზრისით. უფროსკლასელი მოზარდზე უფრო ღრმად და
უკეთესად აფასებს საკუთარი პიროვნების დადებით და უარყოფით თვისებებს.
მოზარდები, ჩვეულებრივ, აცნობიერებენ პიროვნული თვისებების მხოლოდ გარეგნულ
გამოვლინებებს, ხოლო უფროსკლასელები კი ისეთ ნიშნებს, რომლებიც უშუალოდ არ
აღიქმებიან და სიღრმისეულია. უფროსკლასელთა თვითცნობიერება მოზარდებთან
შედარებით გაცილებით აქტიურია. ისინი უფრო აქტიურად ცდილობენ აღზარდონ
საკუთარ თავში დადებითი თვისებები და მოიშორონ უარყოფითი ნიშნები. ე.ი.
თვითაღზრდის მოთხოვნილება უფროსკლასელებში გაცილებით უფრო ინტენსიურია,
ვიდრე მოზარდებში. თვითაღზრდის თვალსაზრისით, უფროსკლასელთათვის
დამახასიათებელია განსაზღვრული მორალურ - ფსიქოლოგიური ხატის ჩამოყალიბება
მთლიანობაში და არა რომელიმე ცალკეული თვისებების თვითაღზრდა. ჭაბუკისათვის
გარესამყარო სუბიექტური გამოცდილების შესაძლებლობაა, რომლის ცენტრშიც თვითონ
იმყოფება. თვითცნობიერება გულისხმობს საკუთარი თავის იგივეობრიობის
ცნობიერებას, საკუთარი ,,მე”-ს , როგორც აქტიური საწყისის ცნობიერებას, საკუთარი
ფსიქიკური თვისებების გაცნობიერებასა და სოციალურ - ზნეობრივი თვითშეფასების
სისტემას. ყველა ეს მომენტი ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული როგორც
გენეტიკური, ისე ფუნქციური თვალსაზრისით, მაგრამ ისინი ერთდროულად არ
ყალიბდება. საკუთარი ფსიქიკური თვისებების გაცნობიერება და თვითშეფასება
ყველაზე დიდ მნიშვნელობასა და აქტიურობას გარდამავალ და უფროს სასკლო ასაკში
იძენს.

თვითრეფლექსიის ზრდა, საკუთარი თავისადმი გადიდებული ინტერესი


ტიპიურია ადრეული სიჭაბუკისათვის. ეს მოვლენა, თავის მხრივ, ეგოცენტრიზმისა და
საკუთარ თავში ჩაკეტილობის გარკვეულ საფრთხესაც შეიცავს. ეს განსაკუთრებით იმ
მოსწავლეების მიმართ ითქმის, რომლებსაც ნევროტიზმის ნიშნები ახასიათებთ.
ჭაბუკური თვითრეფლექსია არის საკუთარი ,,მე”-ს და სამყაროში საკუთარი ადგილის
გაცნობიერება, რის გამოც თვითანალიზი სოციალურ - ზნეობრივი თვითგამორკვევის
მნიშვნელოვან ელემენტად იქცევა. თვითანალიზისა და თვითრეფლექსიის სიღრმე და
საკუთარი თავისადმი მაღალი მოთხოვნები თვითაღზრდის წარმატებით
განხორციელების ერთ - ერთი ძირითადი პირობაა. თვითრეფლექსიის სიღრმე კი
71
დამოკიდებულია ისეთ სოციალურ და ინდივიდუალურ ტიპოლოგიურ ფაქტორებზე,
როგორიცაა სოციალურ წარმომავლობა და გარემო, განათლების დონე, ექსტრავერსია -
ინტრავერსიის ხასიათი, ოჯახური აღზრდის პირობები და სხვა.

ადრეულ ჭაბუკობაში საფუძველი ეყრება პიროვნების ისეთ განსაკუთრებით


მნიშვნელოვან თვისებას, როგორიცაა საკუთარი თავის პიროვნებად აღიარების ან
არაღიარების საკითხი. საკუთარი თავის პატივისცემა იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანი
არ თვლის თავს სხვებზე უარესად, იგი საკუთარი თავის მიმართ დადებითადააა
განწყობილი. საკუთარი თავისადმი პატივისცემის დაბალი დონე კი თავისი თავით
დაუკმაყოფილებლობის და საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების ურწმუნობის
ნიშანია, რაც შემდგომში საერთო ცხოვრებისეული წარუმატებლობის ხშირი მიზეზი
ხდება. ყოველივე ამას საფუძველი ეყრება უფროს სასკოლო ასაკში. რაც უნდა
არასასიამოვნო იყოს ჭაბუკური თვითდაჯერებულობა, ფსიქოლოგიურად გაცილებით
უფრო არასასურველი და სახიფათოა საკუთარი თავის პატივისცემის დაბალი დონე.
ასეთ ჭაბუკებს უჭირთ სხვებთან ურთერთობა, რადგანაც თავისთავს არ თვლიან
ღირსეულად ამ ურთიერთობაში. ასეთი მოსწავლეები ავადმყოფურად რეაგირებენ
ყოველგვარ კრიტიკაზე, დატუქსვაზე და შენიშვნაზე. რაც უფრო დაბალია ადამიანის
საკუთარი თავის პატივისცემის დონე, მით უფრო მოსალოდნელია მისი
განმარტოებისკენ სწრაფვა. ასეთი რამ აქვეითებს აგრეთვე სოციალური ურთიერთობის
დონეს, უარს ათქმევინებს ჭაბუკს დასახული მიზნის მიღწევის მცდელობაში.

პიროვნების თვითგამორკვევის საქმეში მნიშვნელოვან როლს თამაშობს


პრეტენზიის დონე. იგი გამოიხატება იმ მიზნებში, რომლებსაც ისახავს უფროსკლასელი,
მისი მიღწევის სირთულისა და სიძნელის თვალსაზრისით და რომელიც გამოხატავს იმ
მოთხოვნებს, რომელსაც ჭაბუკები საკუთარ თავს უყენებენ.

პრეტენზიის დონის კომპონენტები ჯერ კიდევ უმცროს სასკოლო ასაკში


ვლინდება. გარდამავალ ასაკში იზრდება პრეტენზიის რეალურობა, მცირდება
წარმატების ან წარუმატებლობის ატიპიური, არაადეკვატური რეაქციების რიცხვი.
მოზარდისათვის დამახასიათებელი იყო აგრეთვე პრეტენზიის დონის ნაკლები სიმყარე
და სტაბილურობა, იდეალური და რეალური მიზნების სუსტი დიფერენციაცია. უფროს
სასკოლო ასაკში მოზარდებთან შედარებით პრეტენზიის დონე შესამჩნევლად იზრდება.
იწყება რეალური და იდეალური მიზნების დიფერენციაცია. მიზნის დასახვა
გულისხმობს საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების რეალურ შეფასებას.

ადრეული ჭაბუკობის ხანა გადამწყვეტი პერიოდია მსოფლმხედველობის


ჩამოყალიბების საქმეში. მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება ადრე იწყება გარკვეული
ზნეობრივი ჩვევების ათვისებითა და სიმპათია-ანტიპათიების ჩამოყალიბებით,
რომლებიც შემდგომ ცნობიერდებიან და ქცევის პრინციპებად იქცევიან. პიროვნების
განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე, ადრეული ჭაბუკობის ასაკში ეს პრინციპი ერთ
მთლიან სისტემად ყალიბდება, რაც პიროვნებას საშუალებას აძლევს არამარტო გაიგოს
და შეიმეცნოს სამყარო, არამედ შეაფასოს კიდეც იგი და გაარკვიოს მასთან
დამოკიდებულება. მსოფლმხედველობის ფორმების პირველი მაჩვენებელია სამყაროს

72
ზოგადი პრინციპებისადმი, ბუნებისა და ადამიანური ყოფიერების უნივერსალური
კანონებისადმი შემეცნებითი ინტერესი. ეს მოვლენა ეპიზოდურად გარდამავალ ასაკის
ბოლოს იჩენს თავს, მაგრამ მყარ თვისებად იგი უფროს სასკოლო ასაკში გვევლინება.

მსოფლმხედველობა არის საკუთარი შეხედულება მეცნიერებაზე, საზოგადოებრივ


ცხოვრებაზე და მორალზე. მაგალითად, თუ მოზარდმა რომელიმე მოვლენის შესახებ
მოიპოვა რაიმე ინფორმაცია, მას აინტერესებს ამ მოვლენის ახსნა, ხოლო
უფროსკლასელი კი ცდილობს გაიგოს, რა იცის მეცნიერებამ ამ მოვლენის შესახებ. თუ
იგი აღმოაჩენს, რომ მეცნიერებაში ამ მოვლენის შესახებ განსხვავებული შეხედულებები
არსებობს, ჭაბუკი ცდილობს გაიაზროს ეს განსხვავებული თვალსაზრისები და
შეიმუშავოს საკუთარი აზრი. უფროს კლასებში დაგროვილი ცოდნა და შეძენილი
სოციალური გამოცდილება ჭაბუკებს აძლევს იმის საშუალებას, რომ გარესამყაროს
მოვლენების მიმართ გამოიმუშავონ საკუთარი კონცეფცია და შეხედულებები. სკოლაში
მიღებულ ცოდნასა და სოციალურ გამოცდილებას შორის წინააღმდეგობის დაძლევის
პროცესში ხდება ცოდნის მრწამსად გადაქცევა. ეს რომ მოხდეს, სასკოლო ცოდნამ უნდა
მოიპოვოს ცხოვრებისეული აქტუალობა, პიროვნული მნიშვნელობა და ღირებულება.
ცოდნა მაშინ გადაიქცევა მსოფლმხედველობად, როცა ხდება ამ ღირებულების
გაცნობიერება და ქცევაში მისით ხელმძღვანელობის მზაობა ჩნდება. აუცილებელია
აგრეთვე ის, რომ ცოდნა შეერწყას პირადულ გამოცდილებას, გადაიქცეს ქცევის
პრინციპად. ეს პრინციპი მაშინ შეიძლება ჩაითვალოს მსოფლმხედველობად, როცა იგი
გახდება უნივერსალური და განზოგადებული ნებისმიერი ქცევის დროს.
მსოფლმხედველობა ახლა მუდმივმოქმედი მორალური აღმძვრელი და სტიმული ხდება.

უფროსებთან და თანატოლებთან ურთიერთობა. გარდამავალი ასაკი ბავშვის


მშობლებისაგან ემანსიპაციის ასაკია. უფროს სასკოლო ასაკში ემანსიპაცია შეიძლება
იყოს ემოციური, ქცევითი და ნორმატული. ქცევითი ემანსიპაციისათვის
დამახასიათებელია ის, თუ რამდენად მკაცრად რეაგირებენ მშობლები შვილების
ქცევაზე, ხოლო ნორმატულისთვის - არის თუ არა ჭაბუკი ორიენტირებული იმავე
ღირებულებებზე, რაზედაც მშობლები.

ჭაბუკების დამოუკიდებლობის ზრდა მშობლების ძალაუფლებას თანდათანობით


ზღუდავს. მოზარდებთან შედარებით ადრეული ჭაბუკების ქცევითი ავტონომია ძალიან
იზრდება. ჭაბუკი ახლა დამოუკიდებლად ანაწილებს თავის დროის ბიუჯეტს, ირჩევს
მეგობრებს და ა.შ. საკუთარი უფლებების კიდევ უფრო გასაფართოებლად ჭაბუკები
მშობლებს გაზრდილ მოთხოვნებს უყენებენ, რომელთა შორის მატერიალურ
მოთხოვნებს მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა.

მშობლების ავტორიტეტს უფროსკლასელები აბსოლუტურად და უკრიტიკოდ


აღარ აღიქვამენ. მშობლეთა ყოველი უარყოფითი ქცევა და თვისებები მწვავედ
განიცდება. ეს განსაკუთრებით ეხება განსვლას სიტყვასა და საქმეს შორის.

მოზარდებთან შედარებით ჭაბუკებში მშობლებთან იდენტიფიკაციის ხარისხი


ნაკლებია, თუმცა კარგი მშობლები კვლავ ქცევის ეტალონებად რჩებიან.
უფროსკლასელები მოითხოვენ, რომ მშობლები მათი მრჩევლები და მეგობრები იყვნენ.
73
დამოუკიდებლობისა და ავტონომიისკენ ძლიერი მისწრაფების მიუხედავად მათ
მშობელთა ცხოვრებისეული გამოცდილება და დახმარება ძალიან სჭირდებათ.

უფროსკლასელებს და მშობლებს შორის ხშირია კონფლიქტებიც. ადრეული


ჭაბუკები ფიქრობენ, რომ მშობლები მათ ,,ვერ უგებენ”. ,,ვერ გაგება” ამ ასაკის
მოსწავლეთა ტიპიური პასუხებია, რომლის მიზეზი უპირველეს ყოვლისაა ისაა, რომ
მშობლები ვერ ამჩნევენ (ან არ უნდათ შეამჩნიონ), რომ ადრეული ჭაბუკების შინაგანი
სულიერი სამყარო შეიცვალა და ისინი ახლა პატარები აღარ არიან. მოზარდი უკვე
გაიზარდა, შეიცვალა, ხოლო მშობლები მას ისევე ექცევიან, როგორც რამდენიმე წლის
წინათ.

ბევრი მშობელი, რომელიც მიჩვეულია შვილების მიმართ მბრძანებლობას,


ავადმყოფურად განიცდის, რომ ახლა ძალაუფლებას კარგავს. ,,ჩემს მეგობარს მშობლები
უგებენ”, ისინი თავის შვილს ადამიანად თვლიან.... ჩემი მშობლები მხოლოდ ჩემს
გაკვეთილებზე ფიქრობენ. მე რომ ადამიანი ვარ და მეც შეიძლება საქმეები მქონდეს, ეს
მათ აზრადაც არ მოსდით. არადა მეცნიერებათა კანდიდატები არიან”. ასეთია ადრეული
ჭაბუკების ტიპიური მსჯელობები. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ უფროსკლასელები
ხშირად უყურადღებონი არიან მშობლების მიმართ ასაკობრივი ეგოცენტრიზმის გამო.

ჭაბუკების უფროსებთან ურთიერთობის სფეროში ერთ - ერთი ცენტრალური


ადგილი უჭირავს მასწავლებლებთან ურთიერთობას. ამ თვალსაზრისით
მასწავლებლებიც იმავე სიძნელეების წინაშე დგანან, როგორც მშობლები. ეს
ურთიერთობა განსაკუთრებით რთულდება უფროს სასკოლო ასაკში, რადგანაც
ჭაბუკების მოთხოვნები მასწავლებლის მიმართ მკვეთრად იცვლება. თანამედროვე
უფროსკლასელის სტატუსი სკოლაში არაერთმნიშვნელოვანია. ერთი მხრივ, უფროსის
მდგომარეობა ჭაბუკს დამატებით პასუხისმგებლობას აკისრებს. ახლა მას მეტს სთხოვენ
და გაცილებით რთულსა და ძნელ დავალებებსაც აძლევენ. მეორე მხრივ, უფლებებისა
და მოვალეობების მიხედვით ისინი მთლიანად მასწავლებელებზე და სასკოლო
ადმინისტრაციაზე არიან დამოკიდებული; მათ მასწავლებლის ყველა დავალება
უსიტყვოდ უნდა შეასრულონ. ყოველივე ეს ქმნის უფროსკლასელთა შინაგან პოზიციას
სკოლისა და სწავლის მიმართ, რაც მათ ძალიან აღელვებთ, უმცროსკლასელი და
მოზარდი ამ მომენტებს არ აცნობიერებენ. მათ უბრალოდ ,,უყვართ” ან ,,არ უყვართ”
სკოლა.

იცვლება უფროსკლასელთა სწავლის მოტივებიც. უმცროსკლასელები სწავლის


შინაარსს ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებენ და ძირითადად ორიენტაციას იღებენ ნიშნებზე,
რომლებიც მათდამი მასწალებლის გარკვეულ დამოკიდებულებას გამოხატავს.
გარდამავალ ასაკში სწავლა არის თანატოლთა შორის პრესტიჟის მოპოვების საშუალება,
ხოლო უფროს სასკოლო ასაკში კი სწავლა, ცოდნის მიღება ხდება მომავალი ცხოვრების
მომზადების საფუძველი. ამის გამო იმ მასწავლებლების მიმართ, რომლებიც
უფროსკლასელებს მომავალი ცხოვრებისათვის უშუალოდ ამზადებენ, სიმპატიები
უჩნდებათ. უფროსკლასელი მასწავლებელში მშობლის მაგიერს აღარ ხედავს. იდეალურ
მასწავლებელში ის გულისხმობს ისეთ მასწავლებელს, რომელიც მის ინდივიდუალურ-

74
ფსიქოლოგიურ თვისებებს ,,გაიგებს” და დააფასებს. მასწავლების პროფესიული
კომპენტენცია, მისი ცოდნის დონე მეორე პლანზე გადადის. უფროსკლასელებთან
დამოკიდებულებაში მასწავლებელთა ძალიან გავრცელებული ფსიქოლოგიური
შეცდომაა ჭაბუკთა სიღრმისეული პიროვნული თვისებების არასათანადო აღქმა და
შეფასება. სამწუხაროდ, მასწავლებელი ხშირად აფასებს ჭაბუკებს ისეთი გარეგნული
ფორმალური ნიშნების მიხედვით, როგორიცაა დისციპლინა და აკადემიური წარმატება.

უფროს სასკოლო ასაკში მასწავლებლისადმი დამოკიდებულება სტაბილური ხდება


და კონფლიქტების რიცხვიც საგრძნობლად მცირდება. როგორც ვნახეთ, პიროვნების
ინტელექტუალური და ემოციური გარდაქმნის ზოგად ფონზე უფროსკლასელისათვის
მასწავლებელთან დამოკიდებულება ერთ-ერთი ცენტრალური პრობლემაა. ახლა
არსებითია ის, თუ როგორი აზრისაა მასზე მასწავლებელი, როგორ ასხვავებს მას
სხვებისგან, აფასებს მას, როგორც პიროვნებას, პატივს სცემს მის ,,მე”-ს და ანგარიშს
უწევს თუ არა მას.

საყვარელ მასწავლებელს ადრეული ჭაბუკები აიდეალებენ, მიაწერენ მათ


უნივერსალური მნიშვნელობის ღირსებებს. მასწავლებლებისადმი ასეთი
დამოკიდებულება, ზოგჯერ სქესობრივი მიკუთვნებულობის დაღსაც ატარებს.
უფროსკლასელი გოგონები განსაკუთრებული სინაზით ეპყრობიან ახალგაზრდა მამაკაც
მასწავლებელებს, ხოლო უფროსკლასელი ვაჟები კი უკიდურესად ყურადღებიანი არიან
ახალგაზრდა ქალი მასწავლებლების მიმართ.

აკადემიური ნიშნები, როგორც თვითგრძნობაზე მუდმივ მოქმედი ფაქტორი, მეტ


-ნაკლებად ყველა ასაკის მოსწავლეს აღელვებს. ნიშნების გამო გამოწვეულ განცდებს
უფროსკლასელებთანაც დიდი ადგილი ეთმობა. მასწავლებლებთან კონფლიქტები
ხშირად აკადემიურად ჩამორჩენილ მოსწავლეებს მოსდით. მათ უმეტესად იმიტომ კი არ
უჭირთ სასწავლო მასალის დაძლევა, რომ ეს მასალა ძალიან რთულია და ვერ გაიგეს,
არამედ იმის გამო, რომ ეს მოსწავლეები სუსტი ნებისყოფის არიან, არ გააჩნიათ შრომითი
ჩვევები.

გარდამავალ ასაკში, როგორც ვნახეთ, აღმოცენდება თანატოლებთან


ურთიერთობის მოთხოვნილება, რომელსაც ვერ ცვლის მშობლებთან ურთიერთობა.
უფროს სასკოლო ასაკში ეს მოთხოვნილება უფრო ძლიერი ხდება. ნებისმიერი სასკოლო
კლასი იყოფა სხვადასხვა ჯგუფებად და ქვეჯგუფებად: ა) კლასში არიან გარკვეული
სოციალური ჯგუფის წარმომადგენელთა შვილები, რომელთა მატერიალური
მდგომარეობა სხვებისაზე უკეთესია. ამ ახალგაზრდებს განსხვავებული აქვთ
ცხოვრებისეული გეგმებიც, პრეტენზიის დონეც და მათი რეალიზაციის საშუალებებიც.
ბ) კლასში არსებობს განსხვავებული იერარქია, რომელიც დაფუძნებულია მოსწავლეთა
სტატუსზე. გ) ხდება ავტორიტეტების, ,,სტატუსის” და პრესტიჟის დიფერენციაცია
არაოფიციალური ღირებულებების საფუძველზე. ეს მდგომარეობა განსაკუთრებით
თვალში საცემია უფროს საკოლო ასაკში. რითაც არ უნდა იყოს განპირობებული
უფროსკლასელთა სტატუსი თანატოლთა კოლექტივში, იგი ძლიერ გავლენას ახდენს
მათ ქცევებსა და თვითცნობიერებაზე.

75
ჭაბუკური ჯგუფები უპირველეს ყოვლისა იკმაყოფილებენ თავისუფალი
ურთიერთობების მოთხოვნილებას, რომელიც არაა რეგლამენტირებული და, რაც
მთავარია, მოკლებულია უფროსების კონტროლს. თავისუფალი ურთიერთობა არის
თვითგამოხატვისა და თვითდამკვიდრების საშუალება. გარდამავალ ასაკში ძირითადად
არსებობს ერთსქესიანი ჯგუფები (უმეტესად ბიჭების), ხოლო უფროს სასკოლო ასაკში
აღნიშნულ ჯგუფებში ,,თავის” გოგონებსაც გაურევენ ხოლმე.

უფროსი მოზარდები უკვე ინტერესდებიან მცირე მეგობრული ჯგუფებითა და


კომპანიებით. ისინი ჯერ კიდევ კონკრეტულ საგნებზე მსჯელობენ, მაგრამ ხანდახან
განყენებულ თემებსაც აშუქებენ. ისინი ისევ ,,აწვალებენ~ გოგონებს და ამავე დროს,
ძალიან აინტერესებთ სქესთა შორის განსხვავებანიც. უფროსებთან ურთიერთობისას
მოითხოვენ თანაბრობის პრინციპების დაცვას.

უფროსკლასელებს კი ურთიერთობის მოთხოვნილება ძალიან აქვთ


განვითარებული. ისინი სიამოვნებით ამყარებენ ურთიერთობას როგორც
თანატოლებთან (ბიჭებთან და გოგონებთან), ასევე უფროსებთან. ადრეული ჭაბუკების
ურთიერთობაში მთავარი ყურადღება ექცევა მეგობრების შეძენას, გაგებასა და საკუთარი
თავის შეცნობის შესაძლებლობას. მათ ურთიერთობაში სჭარბობს ადამიანურ
ურთიერთობათა პრობლემები, ინტიმური საკითხები. მასწავლებლებმა და
აღმზრდელებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ არა მარტო ის, თუ რატომ და როგორ
ურთიერთობენ მოსწავლეები, არამედ ისიც, თუ როგორ გავლენას ახდენს ეს
ურთიერთობა მათი პიროვნების ჩამოყალიბებაზე.

უფროს სასკოლო ასაკში ყალიბდება და ვითარდება ადამიანური ურთიერთობანი.


ეს ასაკი ხასიათდება მეგობრის დაძაბული ძიებით, არჩევით, მყარი და ღრმა ემოციური
გამოვლინებებით. მეგობრობა ამ ასაკის ერთ-ერთი წამყვანი მოთხოვნილება ხდება. იგი
უმაღლეს ზნეობრივ ღირებულებად იქცევა. უფროსკლასელთა მეგობრის
ფსიქოლოგიური იდეალი გამოირჩევა საოცარი სიმტკიცით და ვლინდება განსხვავებულ
სოციალურ და კულტურულ სფეროებში. უფროსკლასელები მეგობრობას სხვა
ადამიანურ ურთიერთობათა შორის განსხვავებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. ჭაბუკური
მეგობრობა ძალზე ემოციურია, მეგობრობაზე მათი წარმოდგენები ხშირად
იდეალურ ,,მე“-სთან უფროა ახლოს, ვიდრე _ რეალურთან.

უფროსკლასელთა მეგობრობის ფსიქოლოგიური საფუძველია ურთიერთგაგებისა


და ,,გულის გადაშლის~ მოთხოვნილება, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული
თვითცნობიერების ზრდასთან. ამ მოთხოვნილებას საფუძველი ეყრება გარდამავალ
ასაკში, ხოლო ადრეულ ჭაბუკობაში იგი ძალიან მტკიცდება.

მეგობრობის ასაკობრივი დინამიკა იზომება არჩევითობის, სიმტკიცის და


ინტენსივობის ხარისხით. ყველა ეს თვისება უფროს სასკოლო ასაკში ყალიბდება და
ღრმავდება.

ასაკის წინსვლასთან ერთად მეგობრობაში გაგების მოტივი ძლიერდება და უფრო


სასკოლო ასაკში იგი კულმინაციას აღწევს.

76
როგორც ყოველგვარი ადამიანური ურთიერთობა მეგობრობაც რეგულირდება
გარკვეული წესების სისტემით. ეს წესები დაუწერელია, არაფორმალურია. არსებობს
მეგობრობის ოთხი წესი:

ა) გაცვლა. თავიანთი წარმატების შესახებ ახალი ამბების ურთიერთგაზიარება,


ემოციური მხარდაჭერა, საჭიროების შემთხვევაში ნებაყოფლობითი დახმარების
აღმოჩენა, მცდელობა იმისა, რომ მეგობარს სიამოვნებდეს მეგობრის საზოგადოება,
ვალისა და გაწეული სამსახურის გადახდა;

ბ) ინტიმურობა. მეგობარში დარწმუნებულობა და მისადმი ნდობა;

გ) მესამე პირთან დამოკიდებულება. მეგობრის დაცვა მისი არყოფნის დროს,


მოთმინებით მოეკიდოს მის სხვა მეგობრებს, არ გააკრიტიკოს მეგობარი სახალხოდ,
შეუნახოს მას საიდუმლო, არ იეჭვიანოს;

დ) კოორდინაცია. თავი არ მოაბეზროს და ჭკუა არ ასწავლოს მეგობარს, მეგობრის


შინაგანი სამყაროსა და ავტონომიის ყოველგვარი გამოვლენის პატივისცემა.

აღნიშნული წესები საყოველთაოა ყველა ასაკისათვის, ხოლო


უფროსკლასელთათვის იგი სავალდებულო ხდება და მისი ნებისმიერი პუნქტის
დარღვევა ღრმად და მწვავედ განიცდება.

ამ ასაკში შეინიშნება უფროსებთან მეგობრობის ძიების ტენდენცია, მაგრამ


თანატოლებთან მეგობრობის ტენდენცია ძალიან ძლიერია.

ჭაბუკური მეგობრობა უნიკალურია იმ თვალსაზრისითაც, რომ იგი მოიცავს


სიყვარულსაც. განსხვავებული სქესის უფროსკლასელთა ინტიმური მეგობრობა
უმეტესწილად არის ახალჩასახული სიყვარულის დასაწყისი.

ადრეული ჭაბუკობის ასაკში მეგობრობას ძალზე პრივილეგირებული


მდგომარეობა უჭირავს. მისი ერთადერთი ,,მეტოქეა“ მშობლების სიყვარული და
პატივისცემა.

უფროსკლასელთა გრძნობები და ემოციები. როგორც აღვნიშნეთ, ადრეული ჭაბუკობის


ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია მომავლისადმი მიმართულობა, რაც ეფუძნება
საკუთარ ძალებში დარწმუნებულობის განცდას და ჭაბუკებში იწვევს საერთო
ოპტიმისტურ თვითგრძნობას და ამაღლებულ ცხოვრებისეულ ტონუსს. ამის გამო
უფროსკლასელისათვის დამახასიათებელია საერთო ცხოველმყოფელობა და
სიცოცხლის ხალისი.

უფროს სასკოლო ასაკში, მოზარდებთან შედარებით, საერთო ემოციური


თვითგრძნობა შედარებით უფრო თანაბარია, როგორც წესი, არ აღინიშნება მოზარდთა
მკვეთრი აფექტური ,,აფეთქებები”. ჭაბუკებს ახლა შეუძლიათ გრძნობის დაფარვა და
შენიღბვაც. მათ უფრო ზუსტად და ფაქიზად შეუძლიათ განცდათა ელფერების
აღქმა, ,,გრძნობათა წაკითხვა”.

77
მაღალ დონეს აღწევს აგრეთვე ეთიკური გრძნობებიც. ჭაბუკებს უკვე შეუძლიათ
სხვისი ჭირის გაგება და გაზიარება. ისინი კეთილი საქციელის გამო სულიერ
აღმავლობას განიცდიან.

როგორც მოზარდების, ასევე ჭაბუკების ემოციური რეაქციები არ აიხსნება


მხოლოდ ჰორმონალური ძვრებით, არამედ ისინი დამოკიდებულნი არიან სოციალურ
ფაქტორებსა და აღზრდის პირობებზე. მაღლდება ჭაბუკთა ემოციური მგრძნობელობა,
რაც ამ ასაკისათვისაა დამახასიათებელი. ფაქტორთა რიგი, რომელიც ემოციურ აგზნებას
იწვევს, ასაკის წინსვლასთან ერთად იზრდება და ფართოვდება. მრავალფეროვანი ხდება
ემოციის გამოსახვის ხერხებიც, იზრდება ემოციური რეაქციების ხანგრძლივობა.

უფროსკლასელთათვის დამახასიათებელია ამხანაგობის განვითარებული


გრძნობა. ეს გრძნობა ახლა უფრო ფართოა, ვითარდება პირადი მეგობრობის
მოთხოვნილება. უფროსკლასელთა მეგობრობის გრძნობა განსხვავდება მოზარდების
მეგობრობისაგან. ჯერ ერთი, ახლა მეგობრობის მოტივები უფრო ღრმაა. თვით
მეგობრობას უკვე უფრო მაღალ მოთხოვნებს უყენებენ. ეს მოთხოვნებია:
ურთიერთნდობა, ერთგულება, დახმარებისათვის მზაობა, ინტერესთა ერთობა,
პრინციპულობა, ურთიერთპატივისცემა და ურთიერთგაგება. ეს გრძნობა ახლა უფრო
შინაარსიანია, მოიცავს ინტერესთა ფართო წრეს და რაც მთავარია, მეგობრობა ახლა
უფრო ემოციურია.

წმინდა ამხანაგური და მეგობრული დამოკიდებულების საფუძველზე ბიჭებსა და


გოგონებს შორის აღმოცენდება პირველი სიყვარული. ჩვეულებრივ, მეგობრულ
ურთიერთობებში იჭრება ახალი, ჯერ განუცდელი, ამაღელვებელი და ღრმა გრძნობა.
იგი გამოიხატება იმით, რომ მეგობრებს შორის შეირჩევა ბიჭი ან გოგონა, რომლის
მიმართ ვლინდება ინტერესი და ყურადღება, განიცდება ძლიერი ლტოლვა. პირველი
სიყვარულის ასაკი მერყეობს თერთმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე. გარდამავალ ასაკში
სჭარბობს რომანტიზმი, წამყვან ადგილს იჭერს ფანტაზია და ოცნებები. ამ დროს
სქესობრივი ლტოლვა მინიმალურია ან შეიძლება სულაც არ აღინიშნებოდეს. პირველი
სიყვარული იწვევს მოზარდის მთლიანი პიროვნების სერიოზულ ძვრებს, ჩნდება
სიმორცხვე და შებოჭილობა. მისი ყურადღება მიპყრობილია საკუთარი თავისაკენ,
იცვლება მისი ქცევაც. მოზარდი ახლა უფრო მგრძნობიარე ხდება, ხშირად ფიქრობს
ცხოვრების არსზე და აზრზე, ოცნებობს, ისწრაფის განმარტოებისკენ. მოზარდების
ცნობიერებაში სიყვარულის ობიექტი ფიგურირებს მუდმივად და უცვლელად, ხდება
მისი იდეალიზაცია.

პროფესიის არჩევა უფროს სასკოლო ასაკში. მომავალი ცხოვრებისეული გეგმების


შემუშავება პიროვნების განვითარების მაღალი დონის მაჩვენებელია. ესაა რეგულაციის
ახალი ტიპი _ მიზნობრივი რეგულაცია. ცხოვრებისეული პერსპექტივის ჩამოყალიბება
უფროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეთა მნიშვნელოვანი მონაპოვარია. ცხოვრებისეული
გეგმები, როგორც გარესამყაროსთან შეგუების განსაზღვრული სისტემა, პირველად ჯერ
კიდევ გარდამავალ ასაკში ცნობიერდება, ხოლო პროფესიის არჩევა პიროვნულ
ღირებულებას უფროს სასკოლო ასაკში იძენს.

78
ცხოვრებისეული გეგმები განსაზღვრავენ და აპირობებენ უფროსკლასელთა
ქცევას. ეს გეგმები ყალიბდება სოციალური პირობების ზემოქმედების შედეგად, რის
გამოც ცხოვრებისეული გეგმები შეიძლება განვიხილოთ როგორც აღზრდის პროცესის
შედეგი. უფროსკლასელთა ცხოვრებისეული გეგმები ინდვიდუალურია. იგი
განსაზღვრულია პიროვნული თავისებურებებით. ცხოვრებისეული გეგმა არის
მომავალი ცხოვრების განსაზღვრული სახით.

ცხოვრებისეული გეგმები, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია პროფესიულ


თვითგამორკვევასთან. ცხოვრებისეული გეგმები ყალიბდება პროფესიის არჩევის
რამდენიმე ვარიანტის განხილვის პროცესში.

უფროსკლასელთა ცხოვრებისეული გეგმის ერთ-ერთი თავისებურებაა


პროფესიული გეგმის ნაკლები კონკრეტულობა. უფროსკლასელები ძალიან
ოპტიმისტურნი არიან კარიერის საფეხურზე წინსვლის ოცნებებში, რაც საერთო
ჭაბუკური ოპტიმიზმის გამოვლენაა. მათ ჯერ კიდევ კარგად არ აქვთ
დიფერენცირებული სამომავლო იდეალური და რეალური მიზნები. მოზარდი დგას
მოქმედების დარგის არჩევის წინაშე, ხოლო ადრეული ჭაბუკისათვის მთავარია ამ დროს
ამ დარგის შიგნით კონკრეტული სპეციალობის არჩევა.

უფროს სასკოლო ასაკში პროფესიის პირველადი არჩევის ეტაპს მოსდევს


პროფესიული თვითგამორკვევის ეტაპი, როცა მოსწავლე თავისთვის რეალურად
აყალიბებს პროფესიის სახეს საკუთარი ფსიქოფიზიოლოგიური შესაძლებლობების
გათვალისწინებით. ამის შემდეგ იგი რეალურად აფასებს სასკოლო დისციპლინების
როლსა და მნიშვნელობას.

უფროსკლასელი დგას დამოუკიდებელი ცხოვრების ზღურბლზე, რომელიც ქმნის


ახალ სოციალურ სიტუაციას, იგი მთლიანად ცვლის სწავლის ღირებულებას,
მნიშვნელობას, ამოცანებსა და შინაარსს, სასწავლო პროცესს უფროსკლასელები ახლა
იმის მიხედვით აფასებენ, თუ რას იძლევიან სასწავლო დისციპლინები სამომავლოდ მათ
მიერ არჩეული დარგის სფეროში. უფროსკლასელები აწმყოს მომავლის პოზიციიდან
უყურებენ.

უფროს სასკოლო ასაკში მყარდება თავისებური კავშირები პროფესიულ და


სასწავლო ინტერესებს შორის. თუ მოზარდობის ასაკში პროფესიის არჩევას
განსაზღვრავს სასწავლო ინტერესები, უფროსკლასელებში პირიქით, პროფესიის არჩევა
განსაზღვრავს სასწავლო ინტერესების ფორმირებას. უფროსკლასელებს ახლა ის საგნები
აინტერესებთ, რომლებიც მათ სჭირდებათ არჩეულ პროფესიებთან დაკავშირებით.

უფროსი სასკოლო ასაკი არის ცხოვრებისეული შრომითი თვითგამორკვევის


ასაკი. მოზარდი როგორც წესი, სერიოზულად არ ფიქრობს თავისი მომვალი პროფესიის
შესახებ. უფროსკლასელები კი ამ საქმეს სერიოზულად უდგებიან და მათ საკუთარი
არჩევანის არგუმენტებით გამართლება შეუძლიათ.

პროფესიის, როგორც ქცევის განსაზღვრული აქტის არჩევას, შეიძლება ჰქონდეს


განსხვავებული ფსიქოლოგიური შინაარსი და შეიძლება განხორციელდეს
79
განსხვავებული ფსიქოლოგიური პროცესების საფუძველზე. ზოგიერთისათვის
პროფესიის არჩევა არის ცხოვრებისეული გზის არჩევა, საზოგადოებაში განსაზღვრული
ადგილის პოვნა, სოციალურ ცხოვრებაში ჩართვა. პროფესიის ასეთი არჩევა, რომელიც
აყვანილია თვითგამორკვევის რანგში, რთული პროცესია. იგი ხასიათდება მომავალი
სპეციალობისადმი საკუთარი ფსიქო-ფიზიოლოგიური შესაძლებლობების მისადაგებით.
პროფესიის ასეთი არჩევა მოსწავლის საერთო განვითარების მაღალ დონეს მოითხოვს,
მაგრამ ამავე დროს, პროფესიის არჩევა შეიძლება განხორციელდეს სრულიად
განსხვავებული ფსიქოლოგიური მექანიზმების საფუძველზე. ზოგიერთი მოსწავლე
პროფესიას ირჩევს შემთხვევით, თანატოლებისა და მშობლების მიბაძვით.

როგორც აღვნიშნეთ, გარდამავალი ასაკის მოზარდებს ჯერ კიდევ არ შეუძლიათ


საკუთარი ფსიქოლოგიური შესაძლებლობების ადეკვატური შეფასება. ისინი ხალისით
ასახელებენ იმ დარგს, რომლებიც უნდა აირჩიონ, კონკრეტული სპეციალობის ჩვენების
გარეშე. ეს დარგი უშუალოდაა დაკავშირებული მათ სასწავლო საგნების შინაარსთან.

უფროსკლასელთა პროფესიული გეგმები ყალიბდება მრავალი ფაქტორის


გავლენით. ეს ფაქტორები პირობითად შეიძლება ორ ჯგუფად დაიყოს: ესაა ობიექტური
და სუბიექტური ფაქტორები. პროფესიის არჩევის ობიექტური ფაქტორებია ოჯახი,
სკოლა, ახლობელთა წრე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და სხვა, ხოლო
სუბიექტურ ფაქტორებს მიეკუთვნება ინტერესები, მიდრეკილებები, ღირებულებითი
ორიენტაციები, ნიჭი, პრეტენზიის დონე, თვითშეფასება და სხვა.

ერთ-ერთი ძლიერი ობიექტური ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს პროფესიის


არჩევაზე, არის ოჯახი. ამ მიმართულებით, უპირველეს ყოვლისა, მხედველობაში უნდა
მივიღოთ მშობელთა სოციალური მდგომარეობა, რომელიც მოსწავლეთა პროფესიულ
გეგმაზე ძლიერ გავლენას ახდენს. უმაღლესი განათლებს მქონე მშობელთა შვილები
უმეტეს წილად თავიანთ სამომავლო გეგმებს უკავშირებენ უმაღლეს სასწავლებლებში
ჩაბარებას. ინტელექტუალური შრომის მშობელთა ოჯახებში უმაღლესი განათლების
მიღება აუცილებელი მოთხოვნაა.

თემა VII. ფსიქოსოციალური განვითარება მოზარდობასა და ადრეულ ჭაბუკობაში

ცხოვრების ყველა პერიოდი ადამიანის წინაშე აყენებს განვითარების რთულ


ამოცანებს, რომელთა გადაწყვეტა მისგან მოითხოვს ახალ ჩვევებსა და განსხვავებულ
ურთიერთობებს. ფსიქოლოგთა უმრავლესობა ეთანხმება მოსაზრებას, რომ მოზარდები
აუცილებლად დგებიან ორი მთავარი ამოცანის წინაშე:

1. მშობლებისაგან გარკვეული ავტონომიისა და დამოუკიდებლობის მიღება;


2. იდენტურობის ჩამოყალიბება, მთლიანი “მე-ს” შექმნა, რომელშიც
ჰარმონიულადაა შეხამებული პიროვნების სხვადასხვა ელემენტი.

80
ფართოდაა გავრცელებული შეხედულება, რომ მოზარდები მიმართავენ
კონფლიქტსა და ამბოხს, როგორც მშობლებისგან ავტონომიისა და დამოუკიდებლობის
მიღწევის ძირითად საშუალებას. მართალია, მოზარდთა 10 – 20 %-ს აქვს ესა თუ ის
ფსიქოლოგიური დარღვევები, მაგრამ მოზარდთა უმრავლესობა კარგადაა
ადაპტირებული ცხოვრებასთან და არა აქვს კონფლიქტი არც მშობლებთან და არც
საკუთარ თავთან. ამიტომ მკვლევართა დიდი ნაწილი თვლის, რომ მოზარდსა და ოჯახს
შორის კონფლიქტების რაოდენობა გაზვიადებულია და იგი არ წარმოადგენს
განვითარების აუცილებელ შემადგენელ ნაწილს. მართალია, მოზარდობის პერიოდში
მოზარდსა და მშობლებს შორის გარკვეულად იზრდება ემოციური დისტანცია, მაგრამ
სულაც არაა აუცილებელი, რომ ამან გამოიწვიოს ამბოხი და მშობელთა ღირებულებების
მიუღებლობა. ოფფერმა ( Offer et al.,1988) და მისმა კოლეგებმა მსოფლიოს 10 ქვეყანაში
6000 მოზარდზე ჩაატარეს გამოკვლევა: მოზარდებს სთხოვდნენ კითხვარის შევსებას,
რომელიც ეხებოდა საკითხს იმის შესახებ, თუ როგორ აღიქვამენ მოზარდები თავიანთ
ოჯახურ ურთიერთობებს. შედეგების ანალიზმა უჩვენა, რომ მოზარდთა უმრავლესობა
ცხოვრობს მშობლებთან თანხმობაში და დადებითი დამოკიდებულება აქვთ თავიანთ
ოჯახებთან. რესპოდენტთა მხოლოდ მცირე ნაწილი დაეთანხმა შემდეგი სახის ნეგატიურ
მტკიცებებს:

1. ჩემს მშობლებს რცხვენიათ ჩემი (7%).


2. დიდი ხანია ჩემი მშობლების ჯინი მაქვს (9%).
3. მე ძალიან ხშირად ვგრძნობ, რომ ცუდი დედა მყავს (9%).
4. ჩემს მშობლებს მომავალში მე იმედებს გავუცრუებ (16%).
5. მე ძალიან ხშირად ვგრძნობ, რომ ცუდი მამა მყავს (13%).
რესპოდენტთა პასუხები განსხვავდებოდა იმის მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაში
ცხოვრობდა მოზარდი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კულტურა წარმოადგენს
განვითარების ერთ – ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს.

იდენტურობის ჩამოყალიბება. ცნება “იდენტურობა”პიროვნების ფსიქოლოგიაში


ცნობილი გახდა ე. ერიქსონის შრომების მიხედვით. ერიქსონმა ყურადღება მიაქცია იმას,
რომ მოზარდობის ასაკის შედეგს წარმოადგენს ადამიანის მიერ საკუთარ თავზე,
როგორც მთლიან პიროვნებაზე, მეტ _ ნაკლებად მთლიანი წარმოდგენის ფორმირება ანუ
იმის გააზრება, რომ ის, როგორც პიროვნება, რაღაცით ჰგავს სხვებს და რაღაც
თავისებურებებით განსხვავდება ყველასაგან. იდენტურობის ცნება ყველაზე უფრო
მჭიდროდ დაკავშირებულია პიროვნების “მე – კონცეფციის” ცნებასთან.

“მე-კონცეფცია” – ესაა საკუთარი იდენტურობის გრძნობა, ეს არის მოსაზრება, რომლებიც


ჩამოყალიბდა საკუთარი ჩვევების, შესაძლებლობების, უნარის, ცოდნის, კომპეტენტურობისა და
ინდივიდუალობის შესახებ.

საინტერესოა როგორ იგებს ადამიანი თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში მისი უნარები, ჩვევები,
ცოდნა, კომპეტენტურობა და პიროვნება? საკუთარი თავის შესახებ შთაბეჭდილება ადამიანს
უყალიბდება საკუთარი აღქმის საფუძველზე. ეყრდნობა რა საკუთარ გამოცდილებას, მას უყალიბდება
თავისი უნარებისა და ინდივიდუალობის შესახებ გარკვეული წარმოდგენა.

81
“მე-კონცეფციის” ჩამოყალიბებაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს პირველი გამოცდილების
სპეციფიკური ფენომენი. მაგალითად, თუ ადამიანს სურს ვინმეს დაუნიშნოს პაემანი და პირველივე
მცდელობაზე ღებულობს უარს, შეიძლება ჩაითვალოს, რომ იგი არაა მიმზიდველი საპირისპირო
სქესისთვის. თუ მომდევნო მცდელობებიც მთავრდება ანალოგიური შედეგებით- მაშინ საწყისი აღქმა
მტკიცდება, მაშინაც კი თუ, პირველად ჩამოყალიბებული შთაბეჭდილება მაშინვე არ მეორდება საჭიროა
კიდევ არა ერთი წარმატებული მცდელობა, რომ შეიცვალოს საწყისი აღქმა. როცა ადამიანი ღებულობს
დადებით გამოცდილებას ჩნდება დიდი ალბათობა დაიჯეროს, რომ მას გააჩნია შესაბამისი რესურსები
და ეს მახასიათებლები ხდება მისი “მე-კონცეფციის” ერთ-ერთი ნაწილი.

გარდა საკუთარი გამოცდილებისა, “მე-კონცეფციის” ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს ისიც, თუ


როგორ რეაგირებენ ჩვენზე სხვა ადამიანები (მათი შეფასებები, დამოკიდებულება). სხვა ადამიანის
შეფასება ფაქტიურად ამტკიცებს ჩვენს წარმოდგენას საკუთარ თავზე. ზოგიერთ ადამიანს აქვს ძალიან
დეტალური “მე-კონცეფცია”. მათ შეუძლიათ თავიანთი ბევრი თვისებისა თუ უნარების აღწერა. რაც
უფრო მდიდარია ადამიანის “მე-კონცეფცია,” მით უფრო კარგად იცნობს იგი საკუთარ თავს და მით
უფრო კარგად შეუძლია ურთიერთობისას აღმოცენებულ სიძნელეებთან გამკლავებას. “მე-კონცეფცია”
ჩამოყალიბებას იწყებს ადრეულ ბავშვობაში და მასზე დიდ გავლენას ახდენს ის ინფორმაცია, რომელსაც
ბავშვი ღებულობს ოჯახის წევრებიდან და რომელსაც შეუძლია შეცვალოს მისი “მე-კონცეფცია”.

თვითშეფასება ანუ საკუთარი კომპეტენტურობისა და პიროვნული ღირსებების ზოგადი შეფასება


_ ესაა ადამიანის “მე-კონცეფციის” დადებითი ან უარყოფითი შეფასება. აღსანიშნავია, რომ მაღალი
თვითშეფასება არ ნიშნავს იმას, რომ თავს კარგად გრძნობ. საჭიროა გქონდეს ამის საფუძველი.
Pპიროვნული ღირსებების შეფასება ემყარება ადამიანის ღირებულებებს და გამოცდილების შედეგად,
ხდება მისი სრულყოფა. თვითშეფასება ეს არის არა მარტო ის, რამდენად კარგად ან ცუდად აკეთებს
ადამიანი რაიმეს, არამედ ისიც, თუ თვითონ რა მნიშვნელობას ანიჭებს საკუთარ მოქმედებებს.
მაგალითად, ჭაბუკის “მე-კონცეფციის” ერთ-ერთი ნაწილია იმის რწმენა, რომ იგი ფიზიკურად ძლიერია,
მაგრამ თუ თვითონ ის ამ ფიზიკურ ძალას არ თვლის ყურადღების ღირსად, ამ შემთხვევაში ამის ცოდნა
მის თვითშეფასებას არ აამაღლებს. მაღალ თვითშეფასებას განსაზღვრავს არსებული თვისებების აღქმა და
იმის რწმება, რომ ეს თვისებები ღირებულია.

ადამიანის “მე-კონცეფციისა” და თვითშეფასების სისწორე დამოკიდებულია საკუთარი


პიროვნების აღქმის სიზუსტეზე და იმაზე, თუ როგორ რეაგირებს სხვების მიერ თავისი პიროვნების
შეფასებაზე. ყველას ადამიანს ჰქონია წარმატება და წარუმატებლობა და ყველას მოუსმენია მისი
მისამართით ნათქვამი კომპლიმენტი და კრიტიკა. თუ ადამიანი მეტისმეტად დიდ მნიშვნელობას
ანიჭებს წარმატებასა და დადებით შედეგებს, შეიძლება მოხდეს მისი “მე-კონცეფციის” ჰიპერტროფირება
და თვითშეფასება მაშინ განიცდის „ინფლაციას.“ ამასთანავე, თუ ადამიანს გულთან ძალიან ახლოს
მიაქვს წარუმატებლობა და დაბალ შეფასებას აძლევს საკუთარ წარმატებებს ან თუ დიდხანს ახსოვს
მიღებული კრიტიკა, საკუთარი თავის ხატი შეიძლება არ ჩამოყალიბდეს და ადამიანის თვითშეფასება
დაბლდება. არც ერთ ამ შემთხვევაში, ადამიანის “მე-კონცეფცია” და თვითშეფასება არ ახდენს იმის
ზუსტად ასახვას, თუ ვინ არის თვითონ.

იდენტურობა –ესაა “მე” – კონცეფციის წამყვანი მახასიათებელი, რომელიც ასახავს მეტ


– ნაკლებად გაცნობიერებულ მის კოგნიტურ შემადგენელ ნაწილს (“მეს” ხატი, “მეს”

82
სურათი) და უზრუნველყოფს პიროვნების მთლიანობასა და უწყვეტობას მთელი
ცხოვრების მანძილზე.

პიროვნების იდენტურობის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანია რეფერენტული ჯგუფის


გავლენა. რეფერენტული ჯგუფი – ესაა სოციალური ჯგუფი ან ადამიანთა ერთობლიობა,
რომელთა განწყობებს, იდეალებსა და ღირებულებს იზიარებს ადამიანი. რეფერენტული
ჯგუფი შეიძლება შედგებოდეს მოზარდის ახლობელი ადამიანებისგან ან
წარმოადგენდეს უფრო ფართო სოციალურ ჯგუფს, რომლის განწყობებსა და იდეალებს
იზიარებს მოზარდი. ასეთია მაგალითად, რელიგიური, ეთნიკური, საერთო
ინტერესებით გაერთიანებულ ადამიანთა ჯგუფი.

ზოგჯერ მოზარდს იზიდავს არა ჯგუფის, არამედ ერთი კონკრეტული ადამიანის


ღირებულებები და განწყობები. ეს ადამიანი, რომელსაც ფსიქოლოგიაში ეწოდება
მნიშვნელოვანი სხვა, შეიძლება იყოს მეგობარი, საყვარელი მასწავლებელი, უფროსი და
ან ძმა, კინოვარსკვლავი, სპორტსმენი და ა. შ.

მართალია, მნიშვნელოვანი სხვა ადამიანის გავლენა შეიძლება აისახოს ნებისმიერ


ასაკზე, მაგრამ განსაკუთრებით ძლერად ეს ხდება მოზარდობის პერიოდში, როცა
მოზარდი აქტიურად ეძებს მისაბაძ მოდელებს.

იდენტურობის ჩამოყალიბებაში ჯეიმს მარსია გამოყოფს 4 ძირითად ვარიანტს ანუ


მდგომარეობას: წინასწარგადაწყვეტა, დიფუზია, მორატორიუმი და იდენტურობის
მიღწევა. ეს ვარიანტები განისაზღვრება 2 ფაქტორის გათვალისწინებით – გაიარა თუ არა
ადამიანმა გადაწყვეტილების თვითონ მიღების პერიოდი ანუ იდენტურობის კრიზისი
და აიღო თუ არა საკუთარ თავზე ვალდებულება ამ გადაწყვეტილებასთან
დაკავშირებით.

1. წინასწარგადაწყვეტილი სტატუსის ჭაბუკები და გოგონები ვალდებულებას


იღებენ ისე, რომ არ გადიან გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების
პერიოდს. მაგალითად, ირჩევენ პროფესიას, რელიგიას ან იდეოლოგიას, მაგრამ
ეს არჩევანი წინასწარაა გადაწყვეტილი მათი მშობლების ან სხვა ადამიანების
მიერ. ამ კატეგორიის ახალგაზრდები დიდობაში გადადიან უპრობლემოდ,
კონფლიქტების გარეშე.
2. დიფუზიის სტატუსში არიან ახალგაზრდები, რომლებსაც ჯერ ნათლად არა
აქვთ დასახული ცხოვრების გზა და არ ჰყოფნით მოტივაცია მის გასარკვევად.
ზოგი ორიენტირებულია მხოლოდ სიამოვნების მიღებაზე, ზოგი ცდილობს
ყველაფრის მოსინჯვას. ისინი გაურბიან ისეთ საკითხებს, რაც ეხება მომავალ
პროფესიას, ღირებულებებს, ზნეობრივი კოდექსის არჩევას.
3. მორატორიუმის სტატუსის მქონე ახალგაზრდები იმყოფებიან იდენტურობის
კრიზისში ანუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მათი მომავალი
გადაწყვეტილება შეიძლება ეხებოდეს პროფესიის არჩევას, რელიგიურ ან
ეთიკურ ღირებულებებს, პოლიტიკურ რწმენებს. ამ სტატუსში ახალგაზრდები
ჯერ კიდევ “ეძებენ საკუთარ თავს”.

83
4. იდენტურობის მიღწევა – ესაა იმ ადამიანების სტატუსი, რომლებმაც თვითონ
მიიღეს გადაწყვეტილება (გაიარეს იდენტურობის კრიზისი) და აიღეს
ვალდებულებები. აქედან გამომდინარე, მათ თვითონ დასახეს საკუთარი
ცხოვრების გზა და მომავალი და მოქმედებენ საკუთარი პრინციპების
მიხედვით.
გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ იდენტურობის სტატუსი დიდ გავლენას ახდენს
სოციალურ მოლოდინებზე, “ მე”- ს ხატზე და სტრესზე რეაქციაზე. განვიხილოთ, რა
კავშირშია იდენტურობის ეს 4 სტატუსი ახალგაზრდობის ზოგიერთ პრობლემასთან.

შფოთვა წარმოადგენს მორატორიუმის სტატუსში მყოფი ახალგაზრდების წამყვან


ემოციას, რომელიც გამოწვეულია მათი მერყეობით. მშობლებთან ხშირად აქვთ
გაორებული დამოკიდებულება: მიისწრაფვიან დამოუკიდებლობისკენ, მაგრამ აშინებთ
ის, რომ მშობლებმა შეიძლება არ მოუწონონ საქციელი.

წინასწარგადაწყვეტილი სტატუსის ახალგაზრდები, ფაქტიურად, არ განიცდიან


შფოთვას. ისინი ემხრობიან უფრო ავტორიტარულ ღირებულებებს, მნიშვნელოვან
სხვებთან აქვთ ძლიერი პოზიტიური კავშირები, თუმცა ცხოვრების ზოგიერთ სფეროში
შეიძლება გამოიჩინონ მერყეობა.

დიფუზია უფრო ახასიათებთ იმ თინეიჯერებს, რომლებსაც ჰყავთ ინდიფერენტული


მშობლები, რომლებიც არ ინტერესდებიან შვილების ცხოვრებით, არ ასრულებენ
მშობლის მოვალეობას. ასეთი მოზარდები შეიძლება გახდნენ დეკლასირებული
პიროვნებები, პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით ხშირად მიმართავენ
ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს.

მათ, ვინც იმყოფება იდენტურობის მიღწევის სტატუსში, ყველაზე ჰარმონიული


ურთიერთობები აქვთ ოჯახში და მშობლებთან. ამ სტატუსის მქონე ადამიანთა
რაოდენობა ასაკთან ერთად მატულობს.

მოზარდობაში მშობლებთან და მასწავლებლებთან ურთიერთობის ფორმაბი


ყალიბდება მოწიფულობის გრძნობის აღმოცენების კვალად. მოზარდები ცდილობენ,
უსიტყვოდ აღარ შეასრულონ უფროსების მოთხოვნები და აქტიურად იცავენ საკუთარ
უფლებებსა და დამოუკიდებლობას. მათი აზრით, სწორედ საკუთარი უფლებები და და
დამოუკიდებლობაა მოწიფულობა. მოზარდები ძალიან მწვავედ რეაგირებენ მათი
უფლებების რეალურ ან მოჩვენებით დარღვევაზე. როცა უფროსები მოზარდს
ეპყრობიან, როგორც პატარა ბავშვს, იგი სხვადასხვა ფორმით გამოხატავს პროტესტს და
ავლენს ნეგატივიზმს. მისი ძირიტადი მიზანია, უფროსებთან ძველი
დამოკიდებულებების შეცვლა და ურთიერთობის თანასწორ ფორმებზე გადასვლა.

ბავშვობაში ჩამოყალიბებული და განმტკიცებული უფროსებთან ურთიერთობის


ფორმების მკვეთრ შეცვლას მკვლევარები ხსნიან იმ გარემოებით, რომ ჯერ ერთი,
მოზარდები ცდილობენ დამოუკიდებლობის მოპოვებას, რასაც მოჰყვება მშობლებთნ
დაძაბული ურთიერთობა და მშობლებს უჭირთ მათთვისმეტი ავტონომიის მიცემა.

84
გარდამავალ ასაკში იწყება მოზარდის სოციალურ - მორალური მოწიფულობის
ჩამოყალიბება, რაც მისი მოწიფული ცხოვრების სოციალურად აუცილებელი მომენტია.
ბავშვი უცებ ვერ დაეუფლება უფროსებისათვის დამახასიათებელ ფიქრებსა და ქცევებს,
ამისთვის მას სჭირდება უფროსებისთვის არსებული მოთხოვნათა სისტემისა და
ნორმების ათვისება, რომლის გარეშეც არ მოვა მოწიფულობა.

ამრიგად, მოზარდის სოციალური მოწიფულობის განვითარებისთვის


აუცილებელია, უფროსმა შეცვალოს ბავშვობაში ბავშვობაში ჩამოყალიბებული
ურთიერთობის ტიპი და გადავიდეს ურთიერთობის ახალ და მაღალ ტიპზე. ეს ამოცანა
გამოხატავს მოზარდის მისწრაფებებსაც, იგი მზადაა, აითვისოს უფროსების ქცევის
ნიმუშები და ცდილობს ძველ დამოკიდებულებების შეცვლას. მოზარდები კი არიან
ამისთვის მზად, მაგრამ სამწუხაროდ, ხშირად უფროსები არ ცვლიან მათთან
დამოკიდებულების ძველ ფორმებს, არ აფართოებენ მათ უფლებებს. ყოველივე ეს ხდება
იმის გამო, რომ უფროსები მოზარდებს თვლიან ჯერ ისევ ბავშვებად.

ეს განპირობებულია რამდენიმე მომენტით:

ა) არ იცვლება მოზარდის სოციალური სტატუსი - იგი იყო რა რჩება მოსწავლედ.

ბ) მატერიალურად ისინი დამოკიდებული არიან მშობლებზე. მართალია, დღეს


ზოგი მოზარდი მუშაობს, მაგრამ მათი შემოსავალი არაა საკმარისი დამოუკიდებელ
არსებობისთვის.

გ) უფროსები ძველი ჩვეულებების გამო განაგრძობენ მოზარდის კონტროლსა და


შეგონებებს და მათი გარდაქმნა ძნელია. ცხადია, მათ უფრო ეადვილებათ
ურთიერთობის ძველი სტილის შენარჩუნება, ვიდრე ახლის ჩამოყალიბება.

დ) გარდამავალი ასაკის დასაწყისში მოზარდებს ჯერ კიდევ ბევრი ბავშვური


ნიშანი და თვისება ახასიათებთ, რომლებიც ვლინდება მათ ქცევაში. მოზარდები ხშირად
ვერ ავლენენ დამოუკიდებელი მოქმედების უნარს. მათი პრეტენზიები აჭარბებს
რეალურ შესაძლებლობებს, რის გამოც უფროსებს მოზარდების მიმართ უყალიბდებათ
მყარი დამოკიდებულება, როგორც ბავშვების მიმართ, რომლებიც უსიტყვოდ უნდა
ემორჩილებოდნენ უფროსებს და არ აცხადებდნენ პრეტენზიებს ახალ უფლებებზე.
ასეთი დამოკიდებულება უარყოფით გავლენას ახდენს მოზარდების აღზრდის საქმეზე
და კონფლიქტური სიტუაციები გარდაუვალია.

მოზარდსა და უფროსებს შორის კონფლიქტები აღმოცენდება იმის გამო, რომ


მოზარდის მოწიფულობასა და უფლებებზე მათ აქვთ განსხვავებული შეხდულებები:
მოზარდი საკუთარ თავს თვლის დიდად („მე პატარა აღარ ვარ“) და ამის გამო, იგი
პრეტენზიას აცხადებს ახალ უფლებებზე. უფროსებს კი მიაჩნიათ, რომ მოზარდების
პრეტენზია დაუსაბუთებელია. თუ ეს წინააღმდეგობა დარჩება და კიდევ უფრო
გაღრმავდება, კონფლიქტები გარდაუვალია. თუ უფროსი მოზარდში ვერ შეამჩნევს
„უფროსს“ და მას ძველებურად უყურებს, როგორც ბავშვს, არ შეცვლის მასთან
ურთიერთობის ძველ, მბრძანებლურ ფორმებს, იგი კონლიქტებს თავს ვერ დააღწევს,
ხოლო თუ უფროსი გააცნობიერებს ამ მდგომარეობას და მოზარდს შეხედავს სხვა
85
თვალით, აღიარებს მის უფლებებს - ურთიერთობის ახალ ტიპზე გადასვლა მოხდება
უმტკივნეულოდ.

მოზარდები მშობლებს უყენებენ განსაკუთრებულ მოთხოვნებს, რომლის


შესრულებაზეა დამოკიდებული მოზარდებსა და მშობლებს შორის დაძაბულობის
შემსუბუქება და კონფლიქტების რიცხვის შემცირება.

მოზარდები მოითხოვენ იმას, რომ მშობლები მათზე ზრუნავდნენ და მათთან


იყვნენ მეგობრულ დამოკიდებულებაში. მათი დიდი სურვილია ისიც, რომ მშობლებს
მათ მიმართ ჰქონდეთ ემპათია, ანუ მშობლებს უნდა შეეძლოთ საკუთარი თავის
წარმოდგენა მოზარდების ადგილზე, მათი აზრებისა და გრძნობების გაზიარება.
სამწუხაროდ, ზოგიერთი მშობელი ძალიან გულგრილი და ინდიფერენტულია
მოზარდის განცდებისა და ემოციების მიმართ, რასაც მკვლევარები უწოდებენ „ემოციურ
სიყრუეს.“ ასეთ ოჯახში გაზრდილი ბავშვი, მომავალში თვითონაც გულგრილი იქნება
სხვისი აზრებისა და გრძნობების მიმართ.

მკვლევარები მიუთითებენ მშობლებსა და მოზარდებს შორის წარმოშობილი


კონფლიქტების ხუთ ძირითად მიზეზზე:

a. სოციალური ცხოვრება და ჩვეულებები. მოზარდის სოცალური ცხოვრება


და ჩვეულებები, რომლებიც მას გააჩნია, არის მშობლებსა და მოზარდებს
შორის კონფლიქტების ერთ - ერთი მთავარი მიზეზი. უფრო ხშირად
კამათი ხდება ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა მეგობრებისა
და პარტნიორების არჩევა, სასკოლო საღამოებზე ხშირად დასწრება,
პაემანზე სიარული, დაძინების დრო, ტანისამოსისა და ვარცხნილობის
შერჩევა. ყველა მშობელი უჩივის იმას, რომ მოზარდები თითქმის არ არიან
სახლში და მთელ დროს ატარებენ გარეთ.
b. პასუხისმგებლობა. მშობლები ძალიან მწვავედ აკრიტიკებენ მოზარდებს
მათი უპასუხისმგებლობის გამო, რაც ეხება შემდეგ საკითხებს: სახლში
სამეურნეო საქმეების შესრულება, ფულის ხარჯვა, ყაირათიანი
დამოკიდებულება ტანსაცმლის, აპარატურისა და ბინის მიმართ.
c. სკოლა. მოზარდების სწავლას მშობლები აქცევენ განსაკუთრებით დიდ
ყურადღებას. ამ თვალსაზრისით, მშობლებს აწუხებთ შემდეგი:
აკადემიური მოსწრება, საშინაო დავალების მომზადება, გაკვეთილებზე
დასწრება „შატალოზე“ წასვლა, მასწავლებლებთან დამოკიდებულება.
d. ურთიერთობები ოჯახში. მშობლებსა და მოზარდებს შორის იზრდება
კონფლიქტების რაოდენობა, რომლებიც გამოწვეულია შემდეგი
მიზეზებით: მოზარდების ინფანტილური ქცევები, მშობლებისადმი
ხაზგასმული უპატივისმცემლობა, და - ძმებთან გაუთავებელი კამათი და
ჩხუბი, ბებია - ბაბუასთან ცუდი დამოკიდებულება.
e. ზნეობრივი ღირებულებები და მორალი. ესაა თამბაქოს წევა, ალკოჰოლისა
და ნარკოტიკების მიღება, სიტყვა - პარაზიტების გამოყენება, სიცრუე,
მოზარდის სექსუალური ცხოვრება .

86
იმისათვის, რომ ხაზი გაესვას მოზარდთა დამოუკიდებლობას, აუცილებელია
მშობლების კონტროლისგან გამოსვლა. ავტონომიის მიღწევის მცდელობა არ ნიშნევს
ოჯახთან კავშირის გაწყვეტას, ეს ორმხრივი პროცესია და შესაძლებელია კონსენსუსის
მიღწევა.

მოზარდობის კონფლიქტების (კრიზისის) პრობლემის თეორიული საფუძვლების


დამუშავება დაიწყო მე-19 - 20 საუკუნის მიჯნაზე. ამ დროს ბატონობდა აზრი იმის
შესახებ, რომ მოზარდობის ასაკის ,,კრიზისის” და მოზარდის თავისებურებების მიზეზი
იყო ბიოლოგიური ფაქტორები, მოზარდის ორგანიზმში მიმდინარე გენეტიკურად
განპირობებული ცვლილებები, კერძდ, სქესობრივი მომწიფება. ამიტომ ფიქრობდნენ,
რომ მოზარდობისას კონფლიქტები წარმოადგენს აუცილებელ და უნივერსალური
მოვლენას, ე.ი. ითვლებოდა, რომ იგი დამახასიათებელი იყო ყველა მოზარდისათვის. ამ
შეხედულების მომხრეები იყვნენ ფროიდი და ჰოლი, ხოლო თვითონ ეს თეორია
ცნობილია „ბიოლოგიური უნივერსალიზმის თეორიის“ სახელწოდებით. ასკვნიდნენ,
რომ მოზარდის ცხოვრებაში აღზრდისა და ნაკლოვანების გამოსწორების მიზნით
ჩარევას აზრი არა აქვს, რადგანაც ბუნების შეცვლა არ შეიძლება. ეს არასწორი
პედაგოგიური პოზიციაა, რომელიც გამომდინარეობდა მოზარდის განვითარებისა და
ფსიქოლოგიური თავისებურებების ბიოლოგიური განპირობებულობის მოსაზრებიდან.
მაგრამ ეს შეხედულებები ბევრმა მეცნიერულმა ფაქტმა და აღზრდის პრაქტიკამ ეჭვქვეშ
დააყენა. ფსიქოლოგები და პედაგოგები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მოზარდის
არსებითი თავისებურებები დამოკიდებულია მათი ცხოვრების სოციალურ პირობებზე.
მნიშვნელოვანი ფაქტები აღმოაჩინეს ამერიკელმა ანთროპოლოგებმა, რომლებიც
სწავლობდნენ პრიმიტიულ ცივილიზაციებს. Mმარგარეტ მიდმა დეტალურად
შეისწავლა კუნძულ სამოას მოზარდი გოგონების ცხოვრება და თავისებურებანი და
ვერავითარი ,,კრიზისი” ვერ აღმოაჩინა. მ. მიდმა და სხვა ანთროპოლოგებმა დაასკვნეს,
რომ მოზარდობის პერიოდი განსხვავებული ხანგრძლივობისაა (ზოგიერთი ტომის
მოზარდებში იგი გრძელდება მხოლოდ რამდენიმე თვეს).

ანთროპოლოგი რუთ ბენედიქტი მრავალრიცხოვანი გამოკვლევების საფუძველზე


მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბავშვობიდან მოწიფულობაში გადასვლა სხვადასხვა
საზოგადოებაში განსხვავებულად მიმდინარეობს. ისეთ საზოგადოებაში, სადაც ქცევა არ
პოლარიზდება (ბავშვისათვის და მოზრდილისათვის ცალ-ცალკე), ბავშვობიდან
მოწიფულობაში გადასვლა მიმდინარეობს შეუმჩნევლად, ყოველგვარი კონფლიქტებისა
და ,,კრიზისის” გარეშე.

გერმანელი ფსიქოლოგი კ. ლევინი მოზარდობის კონფლიქტების განვითარების


მიზეზის დასადგენად ასკვნის, რომ თანამედროვე საზოგადოებაში არსებობს ორი
დამოუკიდებელი ჯგუფი _ უფროსები და ბავშვები. ის პრივილეგიები და სპეციფიკა,
რომელიც აქვს ერთ ჯგუფს, არა აქვს მეორეს. მოზარდის მდგომარეობის სპეციფიკა იმაში
მდგომარეობს, რომ ის იმყოფება ამ ორ ჯგუფს შორის. იმის გამო, რომ იგი უკვე ბავშვი
არაა, ცდილობს უფროსობას, მაგრამ უფროსები მას ჯერ არ ღებულობენ თავიანთ
რიგებში. კ. ლევინი თვლიდა, რომ რაც უფრო მეტია განსხვავება ამ ორ ჯგუფს შორის,
მით უფრო მეტი სიძნელეებითაა აღსავსე მოზარდობის ასაკი.
87
ამხანაგობა და მეგობრობა მოზარდობის ასაკში. გარდამავალ ასაკში ყალიბდება
მოზარდის “ამხანაგობის კოდექსი”, რომლის ძირითადი პრინციპები და ნორმებია:
თანასწორობა, ურთიერთპატივისცემა, ერთგულება, ამხანაგის დახმარება, პატიოსნება.
მოზარდების მიერ ამხანაგებისა და თანატოლების ყოველგვარი მოქმედების შეფასება
ხდება ამ ნორმების საფუძველზე.

მოზარდები დიდ ანგარიშს უწევენ ამხანაგებისა და თანატოლების აზრსა და


შეფასებას. ამხანაგების შენიშვნები და უკმაყოფილება, აიძულებს მოზარდს, დაფიქრდეს
თავისი საქციელის შესახებ. ამხანაგების მოთხოვნებისადმი ანგარიშის გაწევა ხდება
მოზარდის მნიშვნელოვანი მოთხოვნილება. ეს მნიშვნელოვანი თვისება ხშირად არა
აქვთ აწეული თვითშეფასების მქონე მოზარდებს, რომლებიც ნაკლებად ან სულ არ
უწევენ ანგარიშს ამხანაგების აზრს. ამის გამო უარესდება მათთან ამხანაგების
ურთიერთობა.

თანატოლებთან ამხანაგური დამოკიდებულება მოზარდის ურთიერთობის


მოთხოვნილებას მთლიანად ვერ აკმაყოფილებს, მას სჭირდება ახლო მეგობარი.
გარდამავალ ასაკში გოგონების მეგობრობა უფრო თბილი და ფაქიზია, ვიდრე ბიჭების.
ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მეგობრობაში ერთ – ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა
აქვს იმას, რომ კმაყოფილდება თითოეულის სოციალური ურთიერთობის
მოთხოვნილება.

Gგარდამავალ ასაკში მეგობრობის მოთხოვნილება ღებულობს გაცნობიერებულ


ხასიათს. უმცროსი მოზარდების წარმოდგენაში მეგობრობის შესახებ დომინირებს
გარეგნული ნიშნები. მეგობრები ცდილობენ სულ ერთად ყოფნას. ისინი ყველგან ერთად
არიან: სკოლაში, სახლში, საქმიანობისას. მოზარდების უმრავლესობა დასაწყისში
მეგობარს უყენებს მკაცრ მოთხოვნებს, ხოლო საკუთარ თავს – ყოველთვის არა. მეგობრის
ნაკლს ხედავს, თავისას კი ვერ ამჩნევს. მეგობრობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს
იდენტურობის განვითარებაშიც. დამეგობრებული მოზარდები ერთმანეთს უზიარებენ
გამოცდილებას, გეგმებს, იმედებს და ა. შ.

მეგობრობის განვითარების ადრეულ საფეხურს წარმოადგენს ამხანაგობა, რომელიც


დროთა განმავლობაში იქცევა მეგობრობად.

მშობლებისგან ემანსიპაციის პროცესი გრძელდება ადრეულ ჭაბუკობაშიც. ამ


ასაკში ემანსიპაცია შეიძლება იყოს ემოციური, ქცევითი და ნორმატიული. ქცევითი
ემანსიპაციისთვის დამახასიათებელია ის, თუ რამდენად მკაცრად რეაგირებენ
მშობლები შვილების ქცევებზე, ხოლო ნორმატიულისთვის - არის თუ არა ჭაბუკი
ორიენტირებული იმავე ღირებულებებზე, რაზედაც მშობლები.

ჭაბუკების დამოუკიდებლობის ზრდა თანდათანობით ზღუდავს მშობლების


ძალაუფლებას. მოზარდებთან შედარებით, ჭაბუკების ქცევითი ავტონომია ძალიან
იზრდება. ჭაბუკი ახლა დამოუკიდებლად ანაწილებს თავისი დროის ბიუჯეტს, ირჩევს
მეგობრებს და ა. შ. საკუთარი ბიუჯეტის კიდევ უფრო გასაფართოებლად ჭაბუკები

88
მშობლებს უყენებენ გაზრდილ მოთხოვნებს, რომელთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი
ეთმობა მატერიალურ მოთხოვნებს.

მოზარდებთან შედარებით, ჭაბუკობაში მშობლებთან იდენტიფიკაციის ხარისხი


ნაკლებია, თუმცა, კარგი მშობლები კვლავ რჩებიან ქცევის ეტალონად.
უფროსკლასელები მოითხოვენ, რომ მშობლები იყვნენ მათი მრჩევლები და მეგობრები,
ვინაიდან დამოუკიდებლობისა და ავტონომიისაკენ ძლიერი სწრაფვის მიუხედავად,
მათ ძალიან სჭირდებათ მშობლების ცხოვრებისეული გამოცდილება და დახმარება.

უფროსკლასელებსა და მშობლებს შორის ხშირია კონფლიქტებიც. წაბუკები


ფიქრობენ, რომ მშობლები მათ „ ვერ უგებენ.“ „ ვერ გაგება“ ამ ასაკის მოსწავლეთა
ტიპიური პასუხია, რომლის მიზეზი უპირველეს ყოვლისა, ისაა, რომ მშობლები ვერ
ამჩნევენ ( ან არ უნდათ შეამჩნიონ), მათი შვილების შინაგანი სამყარო შეიცვალა და
ისინი აღარ არიან პატარები.

ბევრი მშობელი, რომელიც მიჩვეულია შვილებზე მბრძანებლობას,


ავადმყოფურად განიცდის, რომ ახლა კარგავს ძალაუფლებას. თუმცა, ისიც უნდა
ითქვას, რომ ასაკობრივი ეგოცენტრიზმის გამო, უფროსკლასელები ხსირად
უყურადღებონი არიან მშობლების მიმართ.

ადრეულ ჭაბუკთა მეგობრობა. უფროს სასკოლო ასაკში ყალიბდება და ვითარდება


ადამიანური ურთიერთობანი. ეს ასაკი ხასიათდება მეგობრის ძიებით, არჩევითი, მყარი
და ღრმა ემოციური გამოვლინებებით. მეგობრობა ხდება ამა ასაკის ერთ - ერთი წამყვანი
მოთხოვნილება, იგი იქცევა უმაღლეს ზნეობრივ ღირებულებად. უფროსკლასელთა
მეგობრობის ფსიქოლოგიური იდეალი გამოირჩევასაოცარი სიმტკიცით და ვლინდება
განსხვავებულ სოციალურ და კულტურულ სფეროებში. უფროსკლასელები სხვა
ადამიანურ ურთიერთობათა შორის, მეგობრობას ანიჭებენ განსაკუთრებულ
მნიშვნელობას. ჭაბუკური მეგობრობა ძალზე ემოციურია, მეგობრობაზე მათი
წარმოდგენები ხშირად იდეალურ „მე“ - სთან უფრო ახლოა, ვიდრე - რეალურთან.

უფროსკლასელთა მეგობრობის საფუძველია ურთიერთგაგებისა და „ გულის


გადაშლის“ მოთხოვნილება, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული თვითცნობიერების
ზრდასთან. ამ მოთხოვნილებას საფუძველი ეყრება მოზარდობაში, ხოლო ადრეულ
ჭაბუკობაში კი ძალიან მტკიცდება.

ჭაბუკური მგობრობა თავისი ბუნებით პოლიფუნქციურია, რაც აისახება მისი


ფორმების მრავალფეროვნებაში. ის იწყება დროის ერთად გატარების მცდელობით და
მთავრდება ღრმა ინტიმური ფორმებით.

როგორც ნებისმიერი ადამიანური ურთიერთობა, მეგობრობაც რეგულირდება


გარკვეული წესების სისტემით. ესაა დაუწერელი, არაფორმალური წესები. არსებობს
მეგობრობის ოთხი წესი:

1. გაცვლა. თავიანთი წარმატებების შესახებ ახალი ამბების ურთიერთგაზიარება,


ემოციური მხარდაჭერა, საჭიროების შემთხვევაში ნებაყოფლობითი
89
დახმარების აღმოჩენა, იმის მცდელობა, რომ სიამოვნებდეთ ერთმანეთის
საზოგადოებაში ყოფნა, ვალისა და გაწეული სამსახურის გადახდა.
2. ინტიმურობა. მეგობარში დარწმუნებულობა და ნდობა.
3. მესამე პირთან დამოკიდებულება. დაიცვას მეგობარი მისი არყოფნის დროს,
მოთმინებით მოეკიდოს მის სხვა მეგობარს, არ გააკრიტიკოს მეგობარი
სახალხოდ, შეუნახოს საიდუმლო, არ იეჭვიანოს.
4. კოორდინაცია. თავი არ მოაბეზრო და ჭკუა არ ასწავლო მეგობარს, მეგობრის
შინაგანი სამყაროსა და ავტონომიის ყოველგვარი გამოვლენის პატივისცემა.
აღნიშნული წესები საყოველთაოა ყველა ასაკისათვის, ხოლო უფროსკლასელთათვის
იგი ხდება სავალდებულო და მისი ნებისმიერი პუნქტის დარღვევა განიცდება ღრმად
და მწვავედ.

ი. კონის მონაცემებით, მეცხრეკლასელი გოგონების 3,9% - ს და ბიჭების 2,9% -


სსაერთოდ არ ჰყავს ახლო მეგობრები. საკუთარი სქესის თითო მეგობარი ჰყავს ბიჭების
23% - ს და გოგონების 29% - ს. ორი მეგობარი ჰყავს ბიჭების 31% - ს და გოგონების 30% -
ს. ეს მონეცემები ცხადყოფს, რომ ამ ასაკში მეგობრობა ძალიან ინდივიდუალურია და
არჩევითი.

ჭაბუკურ მეგობრობაში ნათლად ვლინდება გენდერული თავისებურებებიც.


ინტიმური მეგობრის მოთხოვნილება გოგონებში ბიჭებთან შედარებით, ჩნდება
თითქმის ორი წლით ადრე. ამასთანავე, გოგონების მეგობრობა უფრო ემოციურია.
მეგობრობის მათი კრიტერიუმები, ბიჭებისგან განსხვავებით, გაცილებით უფრო
ფაქიზია და მდიდარია ფსიქოლოგიური მოტივებით.

რაც უფრო ღრმავდება მეგობრობა, მეგობრები ერთმანეთს უფრო მეტად


ეკითხებიან რჩევებს, ვიდრე მშობლებს. ჭაბუკები მეგობრებთან უფრო მეტად მიდიან
რჩევებისათვის პირადულ საკითხებზე, ხოლო ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა
ფინანსები, განათლება და კარიერის დაგეგმვა, რჩევებს ეკითხებიან მშობლებს.

ჭაბუკური მეგობრობა უნიკალურია იმ თვალსაზრისითაც, რომ იგი მოიცავს


სიყვარულსაც. განსხვავებული სქესის უფროსკლასელთა ინტიმური მეგობრობა ხშირად
ახალჩასახული სიყვარულის დასაწყისია.

თემა VIII. ადრეული ზრდასრულობა. ფიზიკური და კოგნიტური განვითარება

განვითარება გრძელდება მთელი ცხოვრების განმავლობაში. განვითარების პროცესები,


რომლებიც მიმდინარეობს მოწიფულობის ასაკში, განსხვავდება ბავშვობაში და მოზარდობაში
მიმდინარე პროცესებისგან. ცვლილებები უფროსების აზროვნებაში, პიროვნებასა და ქცევაში,
გაცილებით ნაკლებადაა დამოკიდებული ქრონოლოგიურ ასაკსა და სპეციფიკურ ბიოლოგიურ
ცვლილებებზე, ვიდრე პიროვნულ, სოციალურ და კულტურულ ზემოქმედებაზე ან
მოვლენებზე. აუცილებელია ყოველდღიური გადაწყვეტილების მიღება და სიძნელეების

90
გადალახვა. მოწიფულობის განმასხვავებელი ნიშანია ცვლილებებზე რეაგირება და ახალ
პირობებთან შეგუების უნარი. წინააღმდეგობების და პრობლემების პოზიტიური გადაწყვეტა
წარმოადგენს მოწიფული ადამიანის საქმიანობის საფუძველს. ყველა ზრდასრულს არა აქვს
ერთნაირად განვითარებული გარემოსთან ურთიერთქმედების უნარები, სხვადასხვაგვარად
ახდენენ საკუთარი ცხოვრების სტრუქტურირებას, ამიტომ საერთოდ დიდებს შორის უფრო
ნაკლებია, ვიდრე ბავშვებში.

ამასთანავე, უფროსებში განვითარების პროცესებში არის რაღაც… საერთოც. მართალია, აქ


არ არსებობს ფიზიკური განვითარების ეტაპები, რომლებიც შეიძლება შევადაროთ სქესობრივ
მომწიფებას და არაა მკაფიო კოგნიტური სტადიები, მაგრამ მათთან არსებობს კულტურით
განსაზღვრული სოციალური მახასიათებლები, როგორიცაა როლები და
ურთიერთდამოკიდებულებები, რომლებიც წარმოადგენს ოჯახური და პროფესიული ციკლის
ნაწილს. სოციალური და ემოციური განვითარება შეხამებულია თანდათანობით ფიზიკურ
ცვლილებებთან, რომლებიც ხდება მოზრდილობაში, ასევე ცოდნის უნარებისა და
გამოცდილების ზრდასთან. მათზე გავლენას ახდენს მოულოდნელი მატრავმირებელი
მოვლენები, რომლებსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს როგორც პირად, ისე სოციოკულტურულ
დონეზე.

დროის შერჩევა ისეთი სოციალური მოქმედებებისათვის, როგორიცაა ქორწინება,


ბავშვების დაბადება და აღზრდა, კარიერის არჩევა – ფართოდ ვარირებს სხვადასხვა
ადამიანებსა და კულტურებში.

ასაკობრივი საათი და სოციალური ნორმები. ძალიან რთულია და თითქმის


შეუძლებელი, ზუსტად აღნიშნო ზრდასრული ადამიანის განვითარების სტადიები მხოლოდ
ასაკის საფუძველზე, ამიტომ მკვლევარებმა შემოიტანეს ასაკობრივი საათის ცნება.
ასაკობრივი საათი ასრულებს შინაგანი დროის დიაგრამის, თავისებური ცხოვრების
განრიგის ფუნქციას. იგი საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, სიცოცხლის გზაზე მივდივართ
წინსწრებით თუ ჩამორჩენით (დაგვიანებით). მაგ. 35 წლის კოლეჯის სტუდენტი შეიძლება
განვიხილოთ, როგორც თანატოლებს ჩამორჩენილი. ასაკობრივი საათი გვამცნობს, თუ
როდის შეიძლება მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში გარკვეული მოვლენები კულტურაში არსებული
ნორმების შესაბამისად. თუ ეს მოვლენები ხდება მოსალოდნელზე ადრე ან გვიან, ჩვენ
შეიძლება დაგვცინონ და ნაკლები მხარდაჭერა მივიღოთ თანატოლებისგან, ვიდრე იმ
შემთხვევაში, როცა “მივდივართ გრაფიკის მიხედვით”. სხვა სიტყვებით, ჩვენთვის
დამახასიათებელია ცხოვრების სხვადასხვა პერიოდთან დაკავშირებული შინაგანი
მოლოდინები, გარკვეული დაძაბულობის განცდა, შეზღუდვები, რომლებსაც ჩვენ
ვაკუთვნებთ საკუთარ თავს და სხვებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ საზღვრებს ზოგჯერ აქვს
ბიოლოგიური ან ფსიქოლოგიური საფუძველი – ქალები ვერ დაორსულდებიან მენოპაუზის
შემდეგ; უფროსი ასაკის მამაკაცებს ზოგჯერ არ სურთ შეეჯახონ ბავშვების აღზრდის
სიძნელეებს – უფრო ხშირად ისინი განსაზღვრულია სოციალურად.

თუმცა, როცა განიხილავენ ამერიკულ ოჯახებში მომხდარ ცვლილებებს ბოლო 10-20


წლის მანძილზე, ნიუგარტენები (Neugarten,1987) მიდიან დასკვნამდე, რომ მოხდა
“ცხოვრების თითოეული პერიოდის საზღვრების წაშლა”, რის შედეგადაც დღეს ასაკობრივი

91
საათი ნაკლებად მკაცრად ადგენს ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენების
დადგომის დროს, ვიდრე ეს იყო წინა ათწლეულში. ბევრი ადამიანი სწავლას უბრუნდება 35,
45 და 60 წლის ასაკშიც; სულ უფრო ბევრია დაქორწინებული წყვილი, რომელიც არ ჩქარობს
ბავშვების გაჩენას, სანამ თვითონ არ გადაცდებიან 30 წელს, ხოლო ქორწინება, განქორწინება
და მეორედ ქორწინება ხდება ნებისმიერ ასაკში.

ასაკის 3 განსაზღვრება. მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ მოზრდილი ადამიანის


მხოლოდ ქრონოლოგიური ასაკი – ნაკლებად ინფორმაციულია. ამის ნაცვლად, ალბათ
უკეთესია განვიხილოთ ადამიანის ბიოლოგიური, სოციალური და ფსიქოლოგიური ასაკი,
როგორც 3 ცალკე აღებული და დამოუკიდებელი ცნება. ბიოლოგიური ასაკი – ესაა
ადამიანის სიცოცხლის საშუალო მოსალოდნელი ხანგრძლივობა, რომელიც მნიშვნელოვნად
ვარირებს სხვადასხვა ადამიანში. 40 წლის მამაკაცის ბიოლოგიური ასაკი, რომელსაც აქვს
ემფიზემა, ავადმყოფი გული და რომელსაც ალბათ, დარჩენია 3 წლის სიცოცხლე, სულ სხვაა,
ვიდრე 40 წლის ჯანმრთელი მამაკაცისა, რომელიც ფიქრობს, რომ იცოცხლებს კიდევ 35
წელს. სოციალური ასაკი – ფასდება მოცემულ კულტურაში არსებულ ნორმებთან ადამიანის
მდგომარეობის შესატყვისობის ხარისხის მიხედვით. 50 წლის ქორწინებაში მყოფი მამაკაცს,
რომელსაც ჰყავს 3 შვილი, უყურებენ სხვაგვარად, ვიდრე 50 წლის ბერბიჭას, რომელიც
ბარებში ეძებს პარტნიორს ერთი ღამისთვის. ფსიქოლოგიური ასაკი – მიუთითებს იმაზე, თუ
რამდენად ადაპტირებულია ადამიანი გარემოს მოთხოვნილების მიმართ. იგი გულისხმობს
ინტელექტის დონეს, სწავლის უნარს, ჩვევებს, ასევე ისეთ სუბიექტურ ფაქტორებს,
როგორიცაა გრძნობები, განწყობები და მოტივები.

ბიოლოგიური, სოციალური და ფსიქოლოგიური ასაკის ფაქტორების გაერთიანებას


მივყავართ მოწიფულობის ცნებამდე. მართალია, ბიოლოგიური და სოციალური ფაქტორები
წარმოადგენს მისი მიღწევის აუცილებელ პირობებს, მოწიფულობის განმსაზღვრელი
ინგრედიენტების როლში გამოდის ზოგიერთი ფსიქოლოგიური მახასიათებლები, მათ
ეკუთვნის: მატერიალური და სოციალური დამოუკიდებლობა და ავტონომია,
გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი და ხასიათის სიმტკიცე,
კეთილგონიერება, საიმედოობა, პატიოსნება და თანაგრძნობის უნარი. სხვადასხვა მკლევარი
ამ ჩამონათვალს ამატებს სხვადსხვა თვისებას, მაგრამ რა მახასიათებლებიც არ უნდა
ჩავრთოთ მოწიფულობის ცნებაში, მისი დადგომის ზუსტი ასაკობრივი საზღვრები არ
არსებობს.

ცხოვრებისეულ კრიტიკულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი. გარდა სპეციფიკური,


ასაკთან დაკავშირებული როლების, დამოკიდებულებების და სოციალური ორიენტირების
მოზრდილი ადამიანის განვითარების მარკერებად გამოყენებისა, მოზრდილობაში
განვითარებას შეიძლება შევხედოთ ინდივიდის რეაქციის მიხედვითაც ისეთ მნიშვნელოვან
ცხოვრებისეულ მოვლენებზე, როგორიცაა ორსულობა, სამუშაოს დაკარგვა, ახლო მეგობრის
სიკვდილი და განქორწინება. ეს რეაქცია დამოკიდებულია სხვადასხვა შინაგან და გარეშე
ფაქტორებზე.

განვიხილოთ რამდენიმე ამ ფაქტორებიდან, რომლებიც დაკავშირებულია სამუშაოს


დაკარგვასთან.

92
 ფიზიკური ჯანმრთელობა. ადამიანისათვის უფრო ადვილია სამუშაოსთან
დაკავშირებულ გასაუბრებაზე მისთვის სასურველი სახით წარდგომა, თუ მისი ჯანმრთელობა
რიგზეა. კარგი ფიზიკური მდგომარეობა ეხმარება მას სტრესთან, გაუთვალისწინებელ
სიძნელეებთან და დაღლილობასთან გამკლავებაში, რომელიც დაკავშირებულია ერთი
სამუშაოს დაკარგვასთან და მეორეს მოძებნასთან.
 მატერიალური და ფინანსური რესურსები. სამუშაოს დაკარგვა უფრო დიდ სტრესს
იწვევს იმაში, ვისაც არა აქვს ფინანსური საშუალებები იმასთან შედარებით, ვისაც შეუძლია
გადასახადების გადახდა და თავის რჩენა, სანამ იშოვიდეს ახალ სამუშაოს. იმას, ვისაც ფული
არა აქვს, შეიძლება დასჭირდეს სახლის გაყიდვა და მომჭირნეობა – ეს კი აძლიერებს სტრესს.
 კვალიფიკაცია. ადამიანს, რომლის პროფესიული დონე პასუხობს შრომის ბაზრის
მოთხოვნებს, აქვს ახალი სამუშაოს ნახვის უფრო მეტი შანსი, ვიდრე იმას, ვისაც არა აქვს
საკმარისი ცოდნა ან იმას, ვისაც სჭირდება გადამზადება.
 სოციალური მხარდაჭერა. მას, ვინც გარემოცულია ოჯახის წევრების სიყვარულითა
და მხარდაჭერით, უფრო უადვილდება სამუშაოს დაკარგვასთან გამკლავება, ვიდრე იმას, ვინც
მარტოხელაა ან იმას, ვისი ახლობლებიც აღრმავებენ ისედაც რთულ სიტუაციას.
 მოვლენების გაგება. სამუშაოს დაკარგვის მიზეზების გაგება ეხმარება ადამიანს
გადაიტანოს სამუშაოდან დათხოვნა და მთელი ძალები მოიკრიბოს სამუშაოს საძებნელად. ეს
უნარი ნაწილობრივ დამოკიდებულია განათლების დონეზე და ცხოვრებისეულ
გამოცდილებაზე.
 ადამიანის პიროვნება. პიროვნების ისეთი თვისებები, როგორიცაა მოქნილობა,
ახალი გამოცდილების მიმართ ღიაობა, ფიზიკური და სულიერი ძალების სწრაფად აღდგენის
უნარი - ეხმარება მას თავი გაართვას სირთულეებს ახალ სამუშაოს ადგილზე.
 ცხოვრებისეული გარემოებები. ადამიანები, რომლებისთვისაც პირველი არაა
სამუშაოს დაკარგვა და იციან, რაა უმუშევრობა, შეიძლება განსხვავებულად მოეკიდნონ
სამუშაოდან დათხოვნას, ვიდრე ისინი, ვისაც მსგავსი რამ არ დამართნია.

ერთი და იგივე ცხოვრებისეული მოვლენები ერთისთვის შეიძლება გახდეს სტიმული და


ძალის მომცემი ახალი მიღწევებისთვის, მეორისთვის კი აღმოჩნდეს იმედგაცრუება და
იმედების ნგრევა. ის, თუ როგორ ვრეაგირებთ ცხოვრებისეულ მოვლენებზე, ნაწილობრივ
განსაზღვრულია ჩვენი ფიზიკური შესაძლებლობებით – ჯანმრთელობის მდგომარეობით,
ფიზიკური ფორმით, ძალითა და ამტანობით.

ფიზიკური განვითარება ადრეულ მოზრდილობაში. ადრეული მოზრდილობა –ესაა


სწორედ ის პერიოდი, როცა ადამიანს აქვს ფიზიკური საქმიანობის პიკისათვის მიღწევის
უნარი. ახალგაზრდა მოზრდილების უმრავლესობა უფრო ძლიერი და ჯანმრთელია, ვიდრე
წინა ან მომდევნო პერიოდების ადამიანები, ხოლო შთამომავლობის გაგრძელების უნარი
გაფურჩქვნის ხანაშია.

ფიზიკური ძალა და ამტანობა. ადრეულ მოზრდილობაში – 20-დან 40 წლამდე – ქალების


და მამაკაცების უმრავლესობა ენერგიულია, ძლიერი და ამტანია. კულტურათა უმრავლესობა
აცნობიერებს ამ ფიზიკური გაფურჩქვნის პერიოდს (აყვავებას), აგზავნის ახალგაზრდა
მამაკაცებს ბრძოლის ველზე, ფულს უხდის ახალგაზრდა სპორტსმენებს და ტოპ-მოდელებს,

93
აიძულებს ახალგაზრდა ექიმებს, ადვოკატებს, მეცნიერებს, დაამტკიცონ თავისი პროფესიული
ოსტატობა და ელოდება ახალგაზრდა ქალებისგან შთამომავლობის გაგრძელებას.

ფიზიკური ძალა, ორგანოთა ფუნქციონირება, რეაქციის სისწრაფე, მოტორული ჩვევები


და ადამიანის სხვა ფიზიკური შესაძლებლობები თავის მაქსიმუმს აღწევს 25-30 წლების
შუალედში, 30 წლის შემდეგ ისინი თანდათანობით, მაგრამ შესამჩნევად მცირდება. თუმცა,
ორგანიზმის ფუნქციონირების დონის დადაბლება 6 მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური
მახასიათებლების მიხედვით ხდება 40 წლის შემდეგ. ფაქტიურად, 25 წლის შემდეგ ამ დონის
დადაბლება შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს მხოლოდ მაღალი რანგის სპორტსმენთათვის,
ხოლო სხვებში იგი უმნიშვნელოდ აისახება. ფიზიკური ჩვევებისა და შესაძლებლობების
დადაბლება უფრო შესამჩნევია კრიტიკულ სიტუაციებში ან იმ შემთხვევაში, როცა მკვეთრად
იზრდება ორგანიზმის დატვირთვა. მაგ. 40 წლის ქალის ორსულობას უფრო სწრაფად მიჰყავს
ორგანიზმი ენერგეტიკული რეზერვების დახარჯვამდე, ვიდრე 20 წლისას.

ფიზიკური ფორმა და ჯანმრთელობა. შეიძლება ითქვას, რომ ადრეული მოზრდილობა –


ჯანმრთელი პერიოდია. ეს განსაკუთრებით ეხება იმას, ვინც ყურადღებას აქცევს კვებას,
ვარჯიშს, არ ეწევა, არ ღებულობს ნარკოტიკს და ბოროტად არ იყენებს ალკოჰოლს. საკუთარი
ჯანმრთელობისთვის ყურადღების მიქცევისა და ფიზიკური ვარჯიშების ჩვევა, რომელიც
ყალიბდება ადრეულ მოზრდილობაში, ხშირად შენარჩუნებულია მთელი ცხოვრების
მანძილზე და ამას მივყავართ კარგ შედეგამდე.

ბევრი გამოჩენილი სპორტსმენი დაოსტატების პიკს აღწევს ადრეულ მოზრდილობაში. ეს


დაკავშირებული იმასთან, რომ 23-და 27 წლებს შორის განივზოლიან კუნთებს, მათ შორის
ბიცეპსებს და ტრიცეპსებს - აქვს მაქსიმალური ძალა. გარდა ამისა, ფეხების ძალა მაქსიმუმს
აღწევს 20-დან 30 წლებს შორის, ხოლო ხელების – დაახლოებით 20 წლის ასაკში. ასაკი,
როდესაც სპორტსმენები აღწევენ თავის პიკს, დამოკიდებულია სპორტის სახეობაზე.
ტანმოვარჯიშეებისათვის – ესაა ჭაბუკობის პერიოდი, ხოლო გოლფის მოთამაშეებისათვის
უფრო გვიანი პერიოდი, ამ წლებში ტრავმების მოშუშებაც ხდება უფრო სწრაფად.

სიკვდილიანობა ადრეულ ზრდასრულობაში. მოზრდილობის სხვა პერიოდებთან


შედარებით, ახალგაზრდა მოზრდილობაში სიკვდილიანობა ნაკლებია. დღეს ქალების
მხოლოდ მცირე რიცხვი იღუპება მშობიარობისას. ტუბერკულოზი აღარ წარმოადგენს ამ
ასაკის ადამიანების სიკვდილის ძირითად მიზეზს, ხოლო ისეთ ავადმყოფობებთან გამკლავება,
როგორიცაა დიაბეტი, გულისა და თირკმლის დაავადებები – მედიცინამ ისწავლა. მაგრამ
სიკვდილის შემთხვევვები, რომელთა მიზეზია შიდსი, საოჯახო ავარიები, მკვლელობები,
კანონთან შეჯახება, მათ შორის პოლიციელებისათვის სროლა – საჭიროებს უფრო სერიოზულ
ყურადღებას. მივმართოთ კონკრეტულ ციფრებს:

 ამერიკაში 25-44 წლამდე ასაკში მამაკაცების სიკვდილის ძირითადი მიზეზია აივ -


ინფექცია რომელსაც მივყავართ შიდსამდე.
 შავკანიანი მამაკაცებისთვის გავრცელების მიხედვით მეორე მიზეზია მკვლელობა
და კანონთან შეჯახება. ამ მიზეზით სიკვდილის შემთხვევების რაოდენობა 2-ჯერ
მეტია, ვიდრე უბედური შემთხვევების, მათ შორის საგზაო-სანტრასპორტო

94
შემთხვევებისას, როგორც შავკანიანი მამაკაცებისათვის, ისე 25-დან 44 წლამდე
ყველა ადამიანისათვის.
ავადმყოფობა, შრომისუუნარობა და ფიზიკური ნაკლი. მიუხედავად იმისა, რომ ამ
ასაკში სიკვდილიანობის დონე უფრო დაბალია, ვიდრე სხვა ასაკობრივ ჯგუფებში,
ავადმყოფობების (დაავადებები) პირველი ნიშნები, რომლებსაც მომავალში შეუძლია
უსიამოვნების მიყენება, ვლინდება სწორედ ამ პერიოდში. თუმცა ადამიანს შეიძლება არ
ჰქონდეს არავითარი სიმპტომი, მაგრამ განვითარებას იწყებდეს ფილტვების, გულისა და
თირკმლის დაავადებები,ართრიტები და ართროზები, ათეროსკლეროზი და ციროზი. ასევე,
შეიძლება განვითარებას იწყებდეს გენეტიკურად განპირობებული დაავადებები – დიაბეტი
და ნამგლისებური ანემია, ისე როგორც სტრესთან დაკავშირებული დაავადებები:
ჰიპერტონია, წყლული და დეპრესია.
ზოგჯერ სოციოკულტურული მოვლენების ან ფაქტორების გამო იქმნება ისეთი
სიტუაცია, რასაც ახალგაზრდებისთვის ჯანმრთელობისა და ფიზიკური შრომისუნარიანობის
ნაცვლად მოაქვს ავადმყოფობა და სიკვდილიც კი. მაგ. ომის დროს ბევრი ახალგაზრდა
იღუპება ან ინვალიდდება. ქალაქებში, სადაც მაღალია დანაშაულის დონე, ახალგაზრდა
ქალები და კაცები ხშირად ხდებიან მკვლელობის ან ნარკოტიკების ბოროტად გამოყენების
მსხვერპლი.
შთამომავლობის გაგრძელების უნარი. ჭაბუკობა და ადრეული მოზრდილობა – ესაა
პერიოდი, როცა ქალებისა და მამაკაცების მიერ შთამომავლობის გაგრძელების უნარი
აღწევს პიკს. Dდაბადების მომენტისთვის ქალის ორგანიზმი შეიცავს დაახლოებით 500 000
– მდე ჩანასახოვან სასქესო უჯრედს. Mმენარხესა და მენოპაუზას შორის პერიოდში
ყოველთვიურად ხდება კვერცხუჯრედების მომწიფება, უფრო ხშირად ერთის და ფალოპის
მილის საშუალებით გამოსვლა. ადრეული ზრდასრულობის პერიოდში ქალის ორგანიზმი
შედარებით სტაბილურად გამოიმუშავებს კვერცხუჯრედებს. 38 წლის შემდეგ ოვულაცია
მცირდება, რაც მოქმედებს ქალის მიერ ბავშვის ჩასახვის უნარზე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს,
რომ ამ ასაკში და უფრო გვიან ქალს არ შეუძლია დაორსულება. პირიქით, სულ უფრო მეტია
იმ ქალების რიცხვი, რომლებიც ბავშვის გაჩენას ფიქრობენ 30 და 40 წლის შემდეგაც, როცა
დარწმუნებული არიან თავის გრძნობებსა და ფინანსურ შესაძლებლობებში და როცა
სამსახურში აღწევენ გარკვეულ მდგომარეობას. მშობიარობამდელი დიაგნოსტიკის
მეთოდების განვითარება ზრდის იმის ალბათობას, რომ გვიანი ორსულობისას ბავშვი
დაიბადება ჯანმრთელი. რაც შეეხებათ მამაკაცებს, სქესობრივი სიმწიფის მიღწევის შემდეგ
მამაკაცი ფერტილური რჩება მოხუცებულობამდე, რადგან მისი ორგანიზმი მოუმწიფებელ
ჩანასახულ უჯრედებს ყოველ 74 დღეში გარდაქმნის სპერმატოზოიდებად. ფიზიკური
განვითარება ადრეულ ზრდასრულობაში, ჩვეულებრივ, იწვევს სექსუალური ქცევისა და
სექსუალური ურთიერთობების უფრო მოწიფულ ფორმებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს
გადახრა ჰეტერო ან ჰომოსექსუალური აქტივობისკენ.
კოგნიტური განვითარება. კოგნიტური განვითარების სტადიებს ბავშვობასა და
ჭაბუკობაში აქვს შედარებით ზუსტი, მკაფიო საზღვრები, მაშინ როცა მათი დადგენა
მოზრდილობის პერიოდში არაა ადვილი საქმე.
დასწავლა, მეხსიერება, პრობლემების გადაწყვეტა და სხვა კოგნიტური პროცესები არ
წყვეტს მოქმედებას მოზრდილობის დადგომისას. ამ უწყვეტი ინტელექტუალური აქტივობის
შედეგად ადამიანებს მოხუცებულობაში აქვთ ცოდნის უფრო დიდი მარაგი. ისმის კითხვა:
95
ცვლილებები ხდება ინტელექტულურ ან კოგნიტურ უნარებში, თუ ეს ცვლილებები ეხება
მხოლოდ ადამიანის კომპეტენტურობას? გრძელდება თუ არა კოგნიტური განვითარება
ახალგაზრდობის შემდეგ? მონაცემები არ იძლევა ამ კითხვებზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის
გაცემის საშუალებას. ადრე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ინტელექტუალური უნარები
თავის პიკს აღწევს ჭაბუკობის ბოლოს ან მოზრდილობის დასაწყისში, მაგრამ ამ
შეხედულებას საფუძვლად ედო კვლევის შედეგების არასწორი ახსნა. ერთი ასეთი კვლევა
ჩატარდა პირველი მსოფლიო ომის დროს, როცა ყველა ახალწვეულს ჩაუტარეს ტესტირება
მათი ინტელექტის ზოგადი დონის დასადგენად. დადგინდა, რომ ახალგაზრდები 15-დან 25
წლამდე საშუალოდ უკეთესად ასრულებდნენ ინტელექტის ტესტებს, ვიდრე უფროსი ასაკის
ახალწვეულები. ანალოგიური შედეგები მიიღეს 30-40 - იან წლებში ჩატარებულ
კვლევებშიც. უფროსი თაობის შეფასებები ყოველთვის უფრო დაბალი იყო, ვიდრე
ახალგაზრდების. მსგავსი Aშედეგები მიიღება პრაქტიკულად ყოველთვის, როდესაც ყოველი
გამოსაკვლევი ჯგუფი წარმოდგენილია განსხვავებული ადამიანებით, ანუ როცა კვლევა
ტარდება განივი ჭრილების მეთოდით.
მაგრამ როცა 40-იანი წლების ბოლოს მეცნიერებმა გამოიყენეს ლონგიტიდური გეგმა და
გამოიკვლიეს ერთი და იგივე ადამიანები სხვადასხვა ასაკში, მიიღეს საპირისპირო შედეგები.
ლონგიტიდურ კვლევებში ცდის პირები ინტელექტუალური ტესტების მიხედვით
აჩვენებდნენ შეფასებების ზრდას, ყოველ შემთხვევაში 20-დან 40 წლამდე, რომელიც
გადადის პლატოში დაახლოებით 45 წლის ასაკში. რით აიხსნება ამ ორ განსხვავებულად
დაგეგმილი კვლევების შედეგებს შორის განსხვავება? განივი ჭრილების მეთოდით კვლევისას
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები წარმოდგენილია განსხვავებული ადამიანებით. უფროსი
ასაკის ჯგუფებში აღნიშნულ შემთხვევაში იყო ბევრი ემიგრანტი და ნაკლებგანათლებული
ადამიანი. ახალგაზრდა ასაკის ჯგუფის წარმომადგენლებს ჰქონდათ უკეთესი ჯანმრთელობა,
ბევრს დამთავრებული ჰქონდა საშუალო სკოლა, ხოლო ბევრმა მოასწრო კოლეჯში სწავლა,
შესაბამისად, ისინი აჩვენებდნენ უკეთეს შედეგებს.
რომელი კოგნიტური უნარები იზრდება ამ ასაკში? ზოგიერთი ჩვევა თავის პიკს აღწევს
ჭაბუკობის ბოლოს, მაგ. დავალებები სისწრაფეზე, მექანიკური მეხსიერება და მატრიცებით
ოპერირება. ამ უნართაგან ზოგიერთს შეიძლება აქვს ფიზიოლოგიური საფუძველი ან
შესაძლებელია, უბრალოდ ასახავენ იმ გარემოებას, რომ ბევრი თინეიჯერი მოსწავლეა,
რომლებიც ესწრებიან ყველა მეცადინეობას, სადაც ისინი ავარჯიშებენ, ავითარებენ და
ეყრდნობიან ამ ჩვევებს სასწავლო საქმიანობაში. Fფაქტობრივად, ყველა დისციპლინა
დაკავშირებულია სპეციალურ სააზროვნო ჩვევებთან. ამიტომ გარკვეული ვარჯიშით იმას,
ვინც უკვე გადააბიჯა 60 წელს, რომ არაფერი ვთქვათ უფრო ახალგაზრდებზე, შეეძლო
წარმატებით გამკლავებოდა ამ ტესტებიდან ზოგიერთს.
ამის ანალოგიურად, ჩვევები, რომლებსაც ხშირად ვიყენებთ, უკეთესადაა შენახული,
ვიდრე ისინი, რომელსაც იშვიათად ვიყენებთ. მაგ. არქიტექტორები ინარჩუნებენ სივრცით -
ვიზუალური აზროვნების ჩვევებს საშუალოზე მაღალ დონეზე. სხვა კოგნიტური უნარები,
განსაკუთრებით მსჯელობისა და განსჯის უნარი განვითარებას აგრძელებს მთელი
ცხოვრების მანძილზე. ერთსულოვანი თანხმობა იმის შესახებ, თუ რომელი კოგნიტური
უნარები განიცდის ცვლილებებს მოზრდილობაში და რაში მდგომარეობს ეს ცვლილებები,
დღემდე არაა. ამასთანავე, სრულიად ნათელია, რომ განათლება და ცხოვრებისეული
გამოცდილება აისახება კოგნიტურ განვითარებაზე მოზრდილობის პერიოდში.
96
სტუდენტური აზროვნების “სტადიები.” არსებობს თუ არა კოგნიტური განვითარების
სტადიები მოზრდილობის ასაკის დამთავრებისა და ფორმალური ოპერაციების დონის
მიღწევის შემდეგ? არსებობს თუ არა ხარისხობრივი განსხვავება იმაში, თუ როგორ აღიქვამს
სინამდვილეს მოზარდი და ზრდასრული ადამიანი? 1970 წელს უილიამ პერიმ ჩაატარა
ჰარვარდსა და კოლეჯის 140 სტუდენტზე აზროვნების პროცესების ცვლილებების კვლევა,
რასაც სწავლობდა 4 წლის მანძილზე, რომელიც გარკვეულწილად ნათელს ჰფენს ამ
საკითხებს. ყოველი სასწავლო წლის შემდეგ სტუდენტებს ეკითხებოდნენ იმის შესახებ, თუ
რა გამოცდილება მიიღეს მათ კოლეჯში, როგორ შეიძლება მისი ინტერპეტირება და რას
ნიშნავს ეს მათთვის. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ის, თუ როგორ მიდიან სტუდენტები
ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებებისა და დამოკიდებულებათა სისტემის გაგებამდე
თავიანთ მეცადინეობებზე.
წარმოდგენილი შედეგები იძლევა იმის დამადასტურებელ ინფორმაციას, რომ არსებობს
კოგნიტური განვითარების სტადიები. დასაწყისში სტუდენტებს სამყარო და განათლების
გამოცდილება ესმოდათ ავტორიტარულ, დუალისტურ ტერმინებში. ისინი ეძებდნენ
აბსოლუტურ ჭეშმარიტებას და ცოდნას. სამყარო დაყოფილი იყო კატეგორიებად: კარგი და
ცუდი, სწორი და არასწორი. მასწავლებლების როლი მდგომარეობდა იმაში, რომ
ესწავლებინათ მათთვის, ხოლო მათი ამოცანა იყო აეთვისებინათ ეს ცოდნა.
ამის მიუხედავად, სტუდენტები აუცილებლად ეჯახებოდნენ განსხვავებულ
მოსაზრებებს, გაურკვევლობას. შესაძლებელია, ლექტორები ასე აწოდებდნენ მათ სასწავლო
მასალას იმისათვის, რომ წაეხალისებინათ სტუდენტები იმისთვის, რომ მათ
დამოუკიდებლად შეეცნოთ ბევრი კანონზომიერება ან შესაძლებელია, თვითონ
ლექტორებსაც არ ჰქონდათ სრული პასუხები. თანდათანობით, როცა აღმოჩნდებოდნენ
ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებების პირისპირ, სტუდენტები თვითონ იწყებენ სხვადასხვა
შეხედულებების არსებობის ფაქტის მიღებას და მაღალი შეფასების მიცემას. ისინი იწყებენ
იმის გაგებას, რომ ადამიანს აქვს განსხვავებული აზრის ქონის უფლება და მიდიან
დასკვნამდე, რომ მოვლენები და საგნები შეიძლება დაინახო სხვადასხვაგვარად,
კონსტექსტის მიხედვით. თანდათანობით სტუდენტი მიდიან იმის გაგებამდე, რომ
პასუხისმგებელი უნდა იყვნენ მათ მიერ არჩეულ ღირებულებებზე და თვალსაზრისზე,
თუმცა ამას ისინი დასაწყისში აკეთებენ კვლევისა და ტესტირების ვითარებაში.
ამრიგად, სტუდენტები ბაზისეული დუალიზმიდან (სიმართლე-ტყუილი) გადადიან
მრავალი განსხვავებული თვალსაზრისების მიღებაზე და შემდგომ, დამოუკიდებლად
არჩეულ იდეებსა და რწმენებზე. პერი ინტელექტუალური განვითარების ამ ასპექტს თვლიდა
ადრეული ზრდასრულობის პერიოდის დამახასიათებელ თავისებურებად.
ფორმალური ოპერაციების საზღვრებს მიღმა. ბევრი მკვლევარი სწავლობდა აზროვნების
ტიპებს ადრეულ ზრდასრულობაში. Kკლაუს რიგელი ( Riegel,1984) განსაკუთრებულ
მნიშვნელობას ანიჭებდა წინააღმდეგობის (დაპირისპირებების) გაგების პროცესს, როგორც
მნიშვნელოვან მიღწევას უფროსების კოგნიტურ განვითარებაში და შემოგვთავაზა
კოგნიტური განვითარების მეხუთე სტადია, რომელსაც მან უწოდა დიალექტიკური
აზროვნება. რიგელის მიხედვით, თუ არის მე – 5 სტადია, რომელიც მოსდევს პიაჟესეულ მე
– 4 სტადიას, ესაა დიალექტიკური სტადია, რომელზეც ადამიანი მოიაზრებს
ურთიერთსაპირისპირო შეხედულებებს და ახდენს მათ სინთეზირებას ან ინტეგრაციას.

97
Dდიალექტიკური აზროვნების განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ასპექტია – იდეალურისა და
რეალურის ინტეგრაცია.
სხვა მკვლევარი, გიზელა ლეიბოუვი-ვიფი ზრდასრულობის კოგნიტური მოწიფულობის
კრიტერიუმად გვთავაზობს “ვალდებულებებს, მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას”. მისი
აზრით, კოგნიტური განვითარების მსვლელობაში ჩართული უნდა იყოს როგორც ლოგიკის
განვითარება, როგორც აღწერდა პიაჟე, ისე თვითრეგულაციის განვითარება ბავშვობიდან
მოწიფულობაზე გადასვლისას. იგი არ უარყოფს, რომ ლოგიკამ თავის საბოლოო სტადიას
შეიძლება მიაღწიოს მოზარდობის პერიოდში, ფორმალურ-ოპერაციონალური აზროვნების
განვითარებით. პერისა და რიგელის მსგავსად, ვიფიც თვლის, რომ დუალისტური
აზროვნებისაგან გასათავისუფლებლად ადამიანებს სჭირდებათ სოციალური ცხოვრების
სირთულეების, შეხედულებების, განსხვავებებისა და რეალური სამყაროს პრაქტიციზმის
საკუთარ თავზე გამოცდა. მისი აზრით, მოზრდილი ადამიანის კოგნიტური სიმწიფის
(მოწიფულობის) დამახასიათებელ თავისებურებას წარმოადგენს გადაწყვეტილების
დამოუკიდებლად მიღების ჩვევის განვითარება.
ზრდასრული აზროვნების განვითარების სტადიები შაიის მიხედვით. ყველა მკვლევარი
არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ არსებობს კოგნიტური განვითარების ხუთი სტადია.
ზოგიერთი თვლის, რომ ზრდასრული აზროვნების განმასხვავებელ ნიშანს წარმოადგენს
მოქნილობა, რომლითაც ზრდასრულ ადამიანს შეუძლია მთელი იმ კოგნიტური უნარების
გამოყენება, რომლებიც გააჩნია ამ დროისათვის. შაიი თვლის, რომ ბავშვობაში, მოზარდობასა
და ჭაბუკობაში, ადამიანი იძენს სულ უფრო რთულ სტრუქტურებს სამყაროს გაგებისა და
ახსნისთვის. აზროვნების მძლავრი ინსტრუმენტები ფორმალური ოპერაციების დონეზე,
წარმოადგენს ამ პერიოდის უმაღლეს მიღწევას. შაიი ამას უწოდებს შეძენის პერიოდს. ადრეულ
ჭაბუკობაში ადამიანი იყენებს თავის ინტელექტუალურ უნარებს იმისათვის, რომ გაიკეთოს
კარიერა და აირჩიოს ცხოვრების სტილი და შაიიმ ამ დროს უწოდა მიღწევის პერიოდი. ესაა
მნიშვნელოვანი პერიოდი ზრდასრული ადამიანის განვითარებაში, პერიოდი, როცა ადამიანი
ცხოვრებაში იყენებს ფიქრის, პრობლემების გადაწყვეტისა და გადაწყვეტილების მიღების
უნარებს. ოღონდ აქ არაა საუბარი ინტელექტუალური ტესტების დავალებების ან
აბსტრაქტული პრობლემების გადაწყვეტაზე. ძირითადად იგულისხმება ის, რომ
მოწიფულობას მიღწეულმა ადამიანმა უნდა მიიღოს პირადი გადაწყვეტილებები, რომლებიც
ჯდება მის ცხოვრებისეულ გეგმაში.
ადამიანები, რომლებიც წარმატებით უმკლავდებიან ამ ამოცანას, იძენენ პიროვნული
დამოუკიდებლობის გარკვეულ ხარისხს და გადადიან კოგნიტური ჩვევების გამოყენების
შემდეგ ფაზაზე - სოციალური ვალდებულებების პერიოდზე. შაიის თანახმად, საშუალო
ასაკში ადამიანი იყენებს თავის კოგნიტურ უნარებს სხვების პრობლემების გადასაჭრელად -
ოჯახში, სამსახურში და ა.შ. ზოგიერთებთან ეს ვალდებულებები შეიძლება იყოს საკმაოდ
რთული, რომელიც მოითხოვს ურთიერთობების მოგვარებას ორგანიზაციებში, რასაც
სჭირდება მრავალმხრივი ცოდნა. ასეთ ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ, ადმინისტრაციული
ფუნქციების შესრულებით გამოავლინოს თავისი კოგნიტური უნარები, იმ სოციალურ
მოვალეობებზე დამატებით, რომლებსაც იღებენ საკუთარ თავზე. ბოლოს, უფრო გვიან ასაკში,
გადასაწყვეტი პრობლემების ხასიათი კვლავ იცვლება. მთავარი ამოცანა ხდება რეინტეგრაცია -
საკუთარი ცხოვრების, როგორც მთლიანის გააზრება და განვლილი გზის შეფასება. აქედან
გამომდინარეობს, რომ შაიისთვის ზრდასრულობაში კოგნიტური განვითარების არსი არაა არც
98
უნარების წრის გაფართოება და არც მათი სტრუქტურის ცვლილება, არამედ იგი მდგომარეობს
ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში ინტელექტის მოქნილად გამოყენებაში.
განვითარების ამოცანები ადრეულ ზრდასრულობაში. ამ პერიოდში განვითარების
ამოცანების განსაზღვრისას, ბევრი მკვლევარი მიმართავს ერიქსონის ფსიქოსოციალურ
თეორიას. ეს თეორია წარმოადგენს ეპიგენეტიკურს, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ყოველი
მომდევნო სტადია დამყარებულია წინა სტადიაზე. განვითარება ზრდასრულობაში
დამოკიდებულია წინა პერიოდების კრიზისების გადაწყვეტაზე - ნდობისა და ავტონომიის,
ინიციატივისა და შრომისმოყვარეობის შეძენაზე. ადრეულ ზრდასრულობაში განვითარების
მთავარ პრობლემას წარმოადგენს იდენტურობის მიღწევა - წინააღმდეგ როლების აღრევისა და
სიახლოვე - წინააღმდეგ იზოლაციისა.
იდენტურობის მიღწევა წარმოადგენს ჭაბუკობის ცენტრალურ პრობლემასაც. ამის
მიუხედავად, ბევრი თეორეტიკოსი, მათ შორის ერიქსონიც, თვლის, რომ იდენტურობის
პრობლემა აქტუალური რჩება მთელი ზრდასრულობის განმავლობაში. იდენტურობის
მიღწევის პროცესები უზრუნველყოფს ზრდასრული ცხოვრების უწყვეტი გამოცდილების
გრძნობას. იდენტურობის ძიებასთან დაკავშირებით, ადამიანებს უწევთ თვითგამორკვევის
განსაზღვრა და შეცვლა, პრიორიტეტებისა და სოციალურ სამყაროში თავისი ადგილის
განსაზღვრა.
წინააღმდეგობა სიახლოვესა და იზოლაციას შორის, წარმოადგენს ადრეული
ზრდასრულობისთვის დამახასიათებელ მეორე პრობლემას. სიახლოვე მოითხოვს მეორე
ადამიანთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას, რომელიც ორივეს დააკამყოფილებს.
სიახლოვე წარმოადგენს ორი იდენტურობის ერთიანობას, ოღონდ თითოეულის მიერ
საკუთარი განუმეორებელი თავისებურებების დაკარგვის გარეშე. იზოლაცია კი დგება მაშინ,
როცა შეუძლებელია ურთიერთგაგების მიღწევა. ეს ზოგჯერ ხდება მაშინ, როცა ინდივიდის
იდენტურობა იმდენად სუსტია, რომ მეორესთან შეერთებისას ჩნდება საკუთარი
იდენტურობის დაკარგვის რისკი.
ერთი შეხედვით, ერიქსონის თეორია წარმოგვიდება განვითარების კიდევ ერთ
სტადიალურ თეორიად, რომელიც ვრცელდება ზრდასრულობის პერიოდზე. მაგრამ
სინამდვილეში, თვითონ ერიქსონი მას იყენებს უფრო მოქნილად და ამიტომ ის შეიძლება
ჩავთვალოთ ცხოვრების ნორმატიული კრიზისების მოდელად. მკვლევარები ფიქრობენ, რომ
იდენტურობისა და სიახლოვის მიღწევის კრიზისები არსებობს მთელი ცხოვრების
განმავლობაში. მნიშვნელოვანმა მოვლენებმა, როგორიცა ოჯახის წევრის გარდაცვალება,
ადამიანი შეიძლება ერთდროულად მიიყვანოს იდენტურობისა და სიახლოვის კრიზისამდე,
რადგან ადამიანი ებრძვის დანაკარგს და ცდილობს, ისევ იპოვოს საკუთარი თავი, უკვე ახლო
პარტნიორის გარეშე. საცხოვრებლად ახალ ქალაქში გადასვლა, ახალი სამსახური, უმაღლესში
სწავლის გაგრძელება - ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რომლებიც მოითხოვს
ფსიქოლოგიურ და სოციალურ ადაპტაციას. ერიქსონის თეორიას შეიძლება შევხედოთ,
როგორც ახალ სიტუაციაში აღმოცენებული პრობლემების გადაჭრის სახელმძღვანელოს. ახალ
გარემოცვაში ადამიანს შეიძლება დასჭირდეს ნდობის აღდგენა, დამოუკიდებლობის შეძენა,
ახალი მეგობრული კავშირების დამყარება, თავისი კომპეტენტურობისა და
შრომისმოყვარეობის დამტკიცება, სანამ ის მართლაც შესძლებს, თავი იგრძნოს ისევ
ზრდასრულად. რა თქმა უნდა, ამ ახალმა სიტუაციამ შეიძლება მისგან მოითხოვოს ახალ
კონტქსტში მისი საკუთარი იდენტურობის ახლებურად გააზრება. ამიტომ ბევრ თანამედროვე
99
მკვლევარს მიაჩნია, რომ ზრდასრულობაში განვითარების გაგებისთვის მთავარია
იდენტურობის მიღწევისა და სიახლოვის დამყარების პროცესები.
მამაკაცის ცხოვრების პერიოდიზაცია ლევინსონის მიხედვით. ლევინსონმა ( Levinson
1978, 1986) ჩაატარა ზრდასრულობის პერიოდის ჩაღრმავებული კვლევა. მან შეარჩია 40
მამაკაცისგან შემდგარი ჯგუფი, რომელთა ასაკი იყო 35 – 45 წლის, განსხვავებული რასის,
ეთნიკური და პროფესიული კუთვნილების მიხედვით, რომლებისგანაც დროის გარკვეულ
შუალედებში (რამდენიმე თვე) იღებდა ინტერვიუებს. ამიტომ მისი მონაცემები, რომლებიც
ეყრდნობა რესპოდენტთა მოგონებებსა და თვითანალიზებს, უფრო სუბიექტურია, ვიდრე სხვა
მკვლევარების მიერ ჩატარებული გაზომვები, რომლის დროსაც გამოყენებული იყო სკალები
და „ შეფასება ბრმა მეთოდით.“ ამ 40 მამაკაცის რეკონსტრუირებული ბიოგრაფიების მსგავსად,
ლევინსონი და მისი ასისტენტები სწავლობდნენ გამოჩენილი ადამიანების - დანტესა და
განდის - ბიოგრაფიებს, რათა ეპოვათ ზრდასრულობაში განვითარების მდგრადი,
კანონზომიერი მახასიათებლები.
მამაკაცის ცხოვრებისეულ ციკლში მათ გამოყვეს სამი მთავარი ერა, რომელთაგან
თითოეულის ხანგრძლივობა იყო 20 წელი. ყოველი ერის განმავლობაში ინდივიდი ალაგებს,
აწყობს ცხოვრების სტრუქტურას. ეს სტრუქტურა ქმნის ცხოვრების სტილის საფუძველს,
წარმოადგენს რა ერთდროულად საზღვარსაც და პიროვნებასა და საზოგადოებას შორის
დამაკავშირებელ რგოლსაც. სიცოცხლის სტრუქტურა უპირატესად ყალიბდება ინდივიდის
გარესამყაროსთან დამოკიდებულებებით, მოიცავს იმასაც, რასაც ინდივიდი ღებულობს
ყოველი ასეთი დამოკიდებულებიდან და რაც თვითონ შეაქვს ამ დამოკიდებულებებში. ეს
შეიძლება იყოს დამოკიდებულება ცალკეულ ადამიანებთან, ჯგუფებთან, სისტემებთან და
საგნებთანაც კი. მამაკაცთა უმრავლესობისათვის ცენტრალური ადგილი უჭირავს ოჯახსა და
სამსახურში დამოკიდ.ებულებებს. განსაზღვრულ ასაკობრივ პერიოდებში ადამიანები იწყებენ
ეჭვის შეტანას და არსებული ცხოვრების სტრუქტურის რღვევას. შემდეგ ისინი ქმნიან ახალ
სტრუქტურას, რომელიც შეესატყვისება მიმდინარე მოთხოვნილებებს. მოქმედების
გარკვეული მდგრადი პერიოდის განმავლობაში, დომინირებული ხდება ეს სისტემა, სანამ
ადამიანი არ დაარღვევს მას და მთელი პროცესი იწყება თავიდან.
ლევინსონის აზრით, სრული სიმწიფის მისაღწევად ახალგაზრდამ უნდა გადაჭრას
განვითარების პროცესში წამოჭრილი ოთხი ძირითადი ამოცანა: 1) შესაბამისობაში მოიყვანოს
ოცნებები და რეალობა, 2) იპოვოს დამრიგებელი (ხელმძღვანელი), 3) უზრუნველყოს კარიერა,
4) მოაგვაროს ინტიმური ურთიერთობები.
1) ოცნებებისა და რეალობის შესაბამისობაში მოყვანა. განვითარების პირველ ეტაპზე,
ოცნებები სუსტადაა დაკავშირებული რეალობასთან. ოცნების საგანს შეიძლება
წარმოადგენდეს რაიმე კონკრეტული მიზანი. ოცნების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი
ასპექტი მდგომარეობს იმაში, რომ ახალგაზრდას შეუქმნას სამომავლო ოპტიმიზმი და
საკუთარი ახალგაზრდული ცხოვრების სტრუქტურა ააწყოს ისე, რომ ანგარიში გაუწიოს
რეალობას, ყველაფერს მოეკიდოს გონივრული ოპტიმიზმით, რაც მას მისი ოცნებების
განხორციელებაში დაეხმარება, უნიადაგო ფანტაზიები და მიუღწეველი მიზნები
ზრდასა და განვითარებას არ უწყობენ ხელს განვითარებას.
2) დამრიგებლის (ხელმძღვანელის) პოვნა. ოცნების რეალიზაციაში ახალგაზრდას
უდიდეს დახმარებას უწევს დამრიგებელი (ხელმძღვანელი), რომელიც მას გადასცემს
მდიდარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, არწმუნებს არჩევანის სისწორეში.
100
დამრიგებელს უნდა ჰქონდეს მშობლის თვისებებიც. მოწაფისადმი უნდა ავლენდეს
სიმპათიას, ნდობასა და თანაგრძნობას, რაც მაქსიმალურად უწყობს ხელს იმას, რომ
გადაილახოს თაობათა შორის საზღვარი, რაც, თავის მხრივ, დამოუკიდებლობის
მოპოვების რეალური გზაა.
3) უზრუნველყოს კარიერა. ახალგაზრდა ადამიანი მუდამ უნდა ზრუნავდეს თავის
სამომავლო კარიერაზე და კარგად უნდა აითვისოს კარიერის კიბეზე მიმავალი
მრავალრიცხოვანი გზებიც.
4) ინტიმური ურთიერთობების მოგვარება. უპირველეს ყოვლისა, ესაა ფაქიზი
ურთიერთობები ქალებთან. მანკარგად უნდა გაარკვიოს, რა თვისებების გამო მოსწონთ
ის ქალებს და რა მოსწონს ქალებში თვითონ მას. მან უნდა გააცნობიეროს თავისი
ძლიერი და სუსტი მხარეები. მამაკაცის ცხოვრებისეული პერიოდიზაციის
ლევინსონისეული სქემა ასეთია:
1) ადრეული მოწიფულობის ერა (17-45 წელი)

ა) ადრეულ მოწიფულობაზე გადასვლა (17-22 წელი)

ბ) ადრეულ მოწიფულობაში შვილის პერიოდის ცხოვრებისეული სტრუქტურა (22-28


წელი)
გ) ოცდაათწლიანი ზღვრის გადალახვა (28-33)

დ) ადრეული მოწიფულობის კულმინაციური პერიოდის ცხოვრებისეული სტრუქტურა


(33-40 წელი)
2) საშუალო მოწიფულობის ერა (40-65 წელი)

ა) საშუალო მოწიფულობაზე გადასვლა (40-65 წელი)

ბ) საშუალო მოწიფულობის დაწყებითი პერიოდის ცხოვრებისეული სტრუქტურა (45-50


წელი)
გ) ორმოცდაათწლიანი ზღვარის გადალახვა (50-55)

დ) საშუალო მოწიფულობის კულმინაციური პერიოდის ცხოვრებისეული სტრუქტურა


(60-65 წელი)
3) გვინდელი მოწიფულობის ერა (60 წელი)

ა) საშუალო მოწიფულობაზე გადასვლა


ქალის ცხოვრების პერიოდიზაცია. ლევინსონის კვლევამ გამოიწვია კრიტიკის ფართო
ტალღა, რომელშიც დომონირებდა საყვედური იმის გამო, რომ მას არ უკვლევია ქალებიც.
რამდენიმე მკვლევარმა ქალმა ( ვენდი სტიუარტი, კატრინ ფარსტი, დიანა ადამსი)
ჩაატარა საკუთარი კვლევა, რომლის დროსაც ზრდასრული ქალების განვითარების
პროცესების შესასწავლად გამოიყენეს ლევინსონის თეორია. თითოეული მათგანი,
ლევინსონის მსგავსად, იყენებდა ბიოგრაფიული ინტერვიუს მეთოდს. თუმცა,
ლევინსონისგან განსხვავებით, მათ მოახდინეს ნაკლები რაოდენობის ცდსი პირების
ინტერვიუირება ცხოვრების უფრო მოკლე პერიოდის მანძილზე. თვითონ ლევინსონმა,
მოგვიანებით, გამოაქვეყნა 45 ქალისგან შემდგარი ჯგუფის კვლევის წინასწარი შედეგები

101
(( Levinson, 1990), რომელთაგან 15 - დიასახლისია, 15 - საქმიანი ქალი, ხოლო 15 -
უმაღლესი სასწავლებლის მასწავლებელი.

ზრდასრული ქალის ცხოვრების გზის ამ კვლევებმა, ნაწილობრივ დაადასტურა


ლევინსონის თეორიული ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ მოწიფულობაში შესვლა შედგება
განვითარებასთან დაკავშირებული 4 ამოცანის გადაწყვეტასთან - 1) ოცნებებისა და
რეალობის შესაბამისობაში მოყვანა, 2) დამრიგებლის პოვნა (ხელმძღვანელი), 3)
კარიერის უზრუნველყოფა, 4) ინტიმური ურთიერთობების მოგვარება და 30 წლის
ასაკში გადასვლა. ეს გადასვლა, ლევინსონის მიხედვით, წარმოადგენს სტრესის
პერიოდს, რადგან ამ დროს კარიერასთან დაკავშირებული მიზნებსა და ცხოვრების წესს
ემუქრება გადაფასება. მართალია, ამ კვლევებით დადგინდა, რომ ქალებიც წყვეტენ
განვითარების იმავე ამოცანებს და ეჯახებიან იმავე 30 წლის კრიზისს, მაგრამ ქალების
გამოცდილება არსებითად განსხვავდება მამაკაცების გამოცდილებისგან. გარდა ამისა,
თუმცა ლევინსონი ამტკიცებს, რომ მამაკაცებთანაც და ქალებთანაც გარდამავალი
პერიოდები მჭიდროდაა დაკავშირებული ასაკთან, სხვა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ
ქალისთვის ოჯახური ციკლი წარმოადგენს გადასვლების უფრო უკეთეს ინდიკატორს,
ვიდრე ასაკი ( Harris, Ellicott, & Hommes, 1986). ამიტომ, 30 ( 40, 50) წელი ქალისთვის
შეიძლება არც იყოს გადასვლის პერიოდი. უფრო სწორია, რომ გადასვლის პერიოდი
შეიძლება იყოს ბავშვის დაბადება ან ზრდასრული შვილების მიერ მშობლიური ოჯახის
დატოვება.
განსხვავება ოცნებებში. შესაძლოა, სქესთა შორის ყველაზე გასაოცარ განსხვავებას
წარმოადგენს განსხვავებები მამაკაცებისა და ქალების ოცნებებში. ფაქტიურად, ეს
განსხვავება იმდენად დიდია, რომ ლევინსონი განიხილავს გენდერულ გახლეჩას,
როგორც მოწიფული განვითარების ფენომენს. ქალებისთვისაც და კაცებისთვისაც
ოცნებას აქვს მთავარი მნიშვნელობა. მაგრამ თუ მამაკაცის მომავალთან დაკავშირებული
ოცნებები, მთლიანობაში, ერთგვაროვანი ხასიათისაა და დაკავშირებულია
სამუშაოსთან, ქალის ოცნებებისთვის დამახასიათებელია დანაწილებულობა.
ლევინსონის კვლევაში, ქალები, რომლებიც ასწავლიდნენ უმაღლეს სასწავლებელში და
ქალები, რომლებიც დაკავებული იყვნენ ბიზნესით, მიისწრაფოდნენ კარიერისა და
გათხოვების შეხამებისკენ, თუმცა, ამას აკეთებდნენ განსხვავებულად. პირველები იყვნენ
ნაკლებად პატივმოყვარენი და უფრო მზად იყვნენ იმისთვის, რომ უარი ეთქვათ
კარიერაზე, ვინაიდან მათ შეეძლოთ ინტელექტუალური საქმიანობა ბავშვის დაბადების
შემდეგაც, თემის საქმეებში მონაწილეობით. საქმიანი ქალები სამსახურის შენარჩუნებას
ცდილობდნენ ბავშვის დაბადების შემდეგაც, თუნდაც უფრო დაბალ თანამდებობაზე
მუშაობით. მხოლოდ დიასახლისაბს ჰქონდათ ერთგვაროვანი ოცნებები: მათ სურდათ,
მთელი დრო დაეთმოთ ცოლისა და დედის მოვალეობებისთვის, ისე როგორც ეს
გააკეთეს მათმა დედებმა.
საკვლევ ჯგუფში შედიოდნენ 28 – 53 ქლის ქალები. კვლევის მომენტში 75% - ზე
მეტი იყო გათხოვილი ან ადრე ყოფილან გათხოვილები. მათგან დაახლოებით 41%
უკმაყოფილებას გამოთქვამდა მისი ორ ნაწილად გახლეჩილი ოცნების ერთი ან მეორე
ასპექტის გამო. ზოგიერთისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა კარიერისა და ქორწინების
შეთავსება. ლევინსონის კვლევაში მონაწილე ქალებიც თვლიდნენ, რომ ძალიან

102
რთულია კარიერისა და ოჯახის შეთავსება. მართალია, კოლეგები და ოჯახის წევრები
თვლიდნენ, რომ ამ ქალებმა მიაღწიეს წარმატებას, თვითონ ისინი გრძნობდნენ, რომ ან
კარიერას სწირავდნენ მსხვერპლად ოჯახს, ან ოჯახს - კარიერას. ლევინსონის კვლევაში
მონაწილე დიასახლისებიც არ იყვნენ მაინცდამაინც ბედნიერები. 35 – 45 წლამდე ასაკის
ქალებიდან მხოლოდ 20% იყო ტრადიციულ ქორწინებაში, 30% ოფიციალურად იყო
განქორწინებული, ხოლო 30% თვლიდა, რომ ფსიქოლოგიურად „განქორწინებული“ იყო
ქმართან. დარჩენილი 20% ცდილობდაგადაეფასებინა თავისი ქორწინების მნიშვნელობა.
ამრიგად, მკვლევართა განსხვავებული მიდგომების მიუხედავად, ქალების
უმრავლესობა, როგორც ჩანს, უფრო მწვავედ გრძნობს კონფლიქტს ოჯახსა და კარიერას
შორის, ვიდრე მამაკაცები.
განსხვავება დამრიგებელთან ურთიერთობებში. მეორე სფერო, რომელშიც ქალებისა და
კაცების გამიცდილება ძლიერ განსხვავდება - ესაა დამრიგებელთან ურთიერთობები.
მართალია, ითვლება, რომ ადრეულ ზრასრულობაში დამრიგებლის ყოლა
მნიშვნელოვანია კარიერისთვისაც და ცხოვრების მოწყობისთვისაც, ქალები ასეთ
ურთიერთობებში შედიან მამაკაცებზე უფრო იშვიათად. ეს ნაწილობრივ გამოწვეულია
იმით, რომ არცისე ბევრ ქალს უჭირავს ისეთი მდგომარეობა, რომ შეძლოს სამსახურში
ახალგაზრდა ქალის ხელმძღვანელობა, რჩევების მიცემა ან მფარველობა. როცა
დამრიგებლის როლში გამოდის კაცი, ეს ურთიერთობა შეიძლება „დაირღვეს
ერთმანეთისადმი სექსუალური ლტოლვით.“ ზოგჯერ დამრიგებლის როლში შეიძლება
გამოვიდეს ქმარი ან შეყვარებული, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ამ ფუნქციის შესრულება
რთულდება პირადი ურთიერთობებით. კერძოდ, როცა ქალი განამტკიცებს თავის
დამოუკიდებლობას და მუშაობს სრული სამუშაო დღის განმავლობაში ან მოითხოვს
თანასწორ ურთიერთობას, ქმარი და შეყვარებული ხშირად წყვეტენ მისთვის
მხარდაჭერას.
ქალები შეიძლება განიცადონ იგივე სირთულეები იმ მამაკაცის ძიებისას,
რომელიც მხარს დაუჭერს მათ ოცნებებს. მართალია, ქმარი ან შეყვარებული ზოგჯერ
ასრულებს ამ როლს, განსაკუთრებით, ადრეული ზრდასრულობის პერიოდში, მაგრამ
იგი იშვიათად უჭერს მხარს ქალის ოცნებას, თუ იგი ემუქრება მის უპირატესობას.
შესაბამისად, ის არ ასრულებს განსაკუთრებული მამაკაცის ყველა ფუნქციას: მაგ., ხელს
არ უწყობს თავისი რჩეული ქალის პიროვნულ და პროფესიულ ზრდას.

თემა IX. ფსიქოსოციალური განვითარება ადრეულ ზრდასრულობაში

მოზრდილი ადამიანის ფსიქოსოციალური განვითარება შეიძლება აღვწეროთ 3


დამოუკიდებელი სისტემის კონტექსში. იგი გულისხმობს პიროვნული მე-ს განვითარებას,
მე-როგორც ოჯახის წევრი (მოზრდილი, ბავშვი, მეუღლე ან მშობელი) და მე-როგორც –
მუშაკი. ეს სისტემები ურთიერთდამოკიდებულია. მაგ. კვლევებმა აჩვენა, რომ რაც უფრო
დიდი კმაყოფილება მოაქვს შრომით საქმიანობას მამისთვის, მით უფრო მაღალია მისი
თვითპატივისცემის გრძნობა და უფრო მოსალოდნელია, რომ მისთვის დამახასიათებელი
იქნება მიმღები (მოსიყვარულე) და წამახალისებელი მშობლიური ურთიერთობის სტილი.
103
პირადი მე: იდენტურობა, სიახლოვე და გენერატიულობა. ერიკსონის მიხედვით,
უმნიშვნელოვანესი ამოცანა, რომელიც ადამიანის წინაშე დგას ჭაბუკობასა და ადრეულ
მოზრდილობაში – ესაა საკუთარი იდენტურობის ჩამოყალიბება ახლო ურთიერთობებში და
შრომით საქმიანობაში. იდენტურობის ჩამოყალიბება უწყვეტი პროცესია. უფროსებმა უნდა
მოახდინონ თავისი პირადი, პროფესიონალური და ოჯახური იდენტურობის
სტრუქტურირება და გადასტრუქტურირება იმის მიხედვით, თუ როგორ იცვლება მათი
შინაგანი და გარეგანი სამყარო.
იდენტურობის ჩამოყალიბებასთან მჭიდროდაა დაკავშირებული მეგობრებთან და
საბოლოო ჯამში, ერთგულ მეუღლესთან სიახლოვის განვითარება. სიახლოვე წარმოადგენს
გადამწყვეტ ფაქტორს სასიყვარულო ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. Eერიქსონი
თვლიდა, რომ სიახლოვის განვითარება წარმოადგენს ადრეული ზრდასრულობის
უმნიშვნელოვანეს მიღწევას. მან, ვინც ვერ შესძლო ახლო ურთიერთობის ჩამოყალიბება ამ
კრიტიკული პერიოდის განმავლობაში, შეიძლება განიცადოს დიდი სიძნელეები სოციალურ
ადაპტაციაში და იტანჯებოდეს მარტოობის გრძნობით, ეჭვიანობით.
Eერიქსონს მიაჩნდა, რომ რა გზითაც არ უნდა მოხდეს იდენტურობის შეძენა,
მოზრდილობის მთავარი მოვლენაა გენერატიულობის მიღწევა. იგი გენერატიულობას
განმარტავს, როგორც ადამიანის მცდელობას, უკვდავყოს საკუთარი თავი იმით, რომ
სერიოზული და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს თავისი საზოგადოების ცხოვრებაში.
ბევრი გენერატულობის მიღწევას ცდილობს ოჯახის შექმნითა და შვილებზე ზრუნვით,
სხვები ცდილობენ ამ მიზნის მიღწევას თავის სამუშაო ადგილზე პროდუქტიულობით.
სხვადასხვა სფეროს მუშაკები თავის მნიშვნელიანობაზე მსჯელობას იწყებენ იმის მიხედვით,
თუ რას აკეთებენ.
ადამიანი, როგორც ოჯახის წევრი. ოჯახი წარმოადგენს მოზრდილების განვითარების
მნიშვნელოვან კონტექსტს. ყველა ასაკობრივი ჯგუფის ქალსა და მამაკაცებს შორის
გამოკითხვამ აჩვენა, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი ოჯახური როლები. ისინი
ლაპარაკობენ თავიანთ როგორც მშობლების, მეუღლეების, დების და ძმების, შვილების
როლებზე, რომლებსაც ისინი ასრულებდნენ ოჯახში. ჰყვებოდნენ ოჯახურ ამოცანებსა და
მოვალეობებზე, სიახლეებზე, ურთიერთობაზე და თვითრეალიზაციაზე. ისინი აღწერდნენ
საკუთარ თავს, როგორც ნათესავები, აღნიშნავდნენ, თუ როგორები გახდნენ ისინი ოჯახური
ურთიერთობების სტრუქტურაში. მხოლოდ ძალიან იშვიათ შემთხვევაში ქალები და კაცები
განსაზღვრავდნენ საკუთარ თავს, გამომავალს თავისი კარიერიდან და არა ოჯახიდან.
ოჯახები აქვთ ახალგაზრდებსაც, რომლებიც ჯერ არ არინ დაქორწინებული, გამოეყვნენ
მშობლების ოჯახს და ემზადებიან საკუთარის შესაქმნელად. ჰოფმანმა გამოყო
დამოუკიდებლობის 4 ტიპი: I. ემოციური დამოუკიდებლობა, რომლის შეძენითაც
ახალგაზრდები სოციალურად და ფსიქოლოგიურად ნაკლებად დამოკიდებელი არიან თავის
მშობლებზე იმაში, რაც ეხება მხარდაჭერას და სიყვარულს. II ტიპი - ატიტუდური
დამოუკიდებლობა. ახალგაზრდა მოზრდილებს უყალიბდებათ განწყობები, ღირებულებები
და რწმენათა სისტემა, რომელიც განსხვავებულია მათი მშობლების განწყობებისგან. III ტიპი
- ფუნქციონალური დამოუკიდებლობა - დაკავშირებულია ახალგაზრდა მოზრდილების
უნართან, მატერიალურად ირჩინონ საკუთარი თავი და თვითონ გადაწყვიტონ თავიანთი
ყოველდღიური პრობლემები. IV-კონფლიქტური დამოუკიდებლობა გულისხმობს

104
მშობლებისაგან გამოყოფას, როცა ახალგაზრდები არ განიცდიან დანაშაულის გრძნობას და
არ თვლიან, რომ იქცევიან მოღალატურად.
Kკოლეჯის სტუდენტებზე ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ სწავლის პერიოდში
დამოუკიდებლობის ყველა ფორმაში შესამჩნევია მნიშვნელოვანი პროგრესი. მიუხედავად
ამისა, მშობლებზე ფუნქციონალური დამოკიდებულება ხშირად გრძელდება დამამთავრებელ
კურსამდე, რადგან სტუდენტებს საკმაოდ ხშირად აქვთ მშობლების მხრიდან ფინანსური
დახმარების იმედი. სტუდენტებს, რომლებიც ვერ ახერხებენ მშობლებისგან გამოყოფას - ეს
განსაკუთრებით ეხება კონფლიქტურ დამოუკიდებლობას – უფრო მოსალოდნელია, რომ
შეექმნათ სოციალური ადაპტაციის პრობლემები.

ადამიანი, როგორც მუშაკი. ბავშვებს ხშირად ეკითხებიან: ვინ გინდა გამოხვიდე, როცა
გაიზრდები? ადამიანები ბევრს ფიქრობენ და ფანტაზიორობენ ამ თემზე. ის, თუ როგორ
ვპასუხობთ მოზრდილობაში ამ კითხვას, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენს იდენტურობას
– ვინ ვართ, რას წარმოვადგენთ და რა გვაქვს. რასაც არ უნდა ვსაქმიანობდეთ, ჩვენ ყველას
გვაქვს ჩვენს საქმესთან დაკავშირებული განწყობები და გამოცდილება. ჩვენ ვართ
კორპორაციის წევრები ან გარკვეული პროფესიის წარმომადგენლები. სამუშაო (სამსახური)
შეიძლება განსაზღვრავდეს ჩვენს სოციალურ სტატუსს, შემოსავლის დონეს და პრესტიჟს. იგი
განსაზღვრავს ჩვენი დღის განრიგს, ჩვენს სოციალურ კონტაქტებს და პიროვნული ზრდის
შესაძლებლობებს.
რას აძლევს სამუშაო ადამიანს იმ დროსა და ენერგიის ფასად, რომელსაც იგი მასზე
ხარჯავს? ზოგიერთისათვის სამუშაო მეტი არაფერია, თუ არა თავის რჩენის საშუალება. მას
მოაქვს ადამიანისათვის ფული, რომელიც მას აძლევს საკუთარი თავისა და ოჯახის რჩენის
საშუალებას. სხვებს იგი აძლევს საკუთარი შემოქმედებითი უნარებისა და ჩვევების
გამოვლენის საშუალებას, საშუალებას აძლევს მათ, აიმაღლოს თვითშეფასება და მოიპოვოს
გარემომცველთა პატივისცემა. მესამესათვის სამუშაო წარმოადგენს თითქმის ნარკოტიკს – ესაა
საქმიანობა, რომლისკენაც მას იზიდავს რაღაც შინაგანი ძალა.
როცა მკვლევარები ეკითხებიან ზრდასრულ ადამინებს, რითაა მნიშვნელოვანი მათი
სამუშაო, როგორც წესი, არის 2 ტიპის პასუხები. ერთის მხრივ, რესპოდენტებს შეუძლიათ
ისაუბრონ თავისი სამუშაოს თავისებურებებზე და იმ სპეციალურ უნარებზე, რომლებსაც
ისინი ფლობენ მის შესასრულებლად. ესაა სამუშაოს შინაგანი ფაქტორები. ადამიანებმა,
რომლებიც ყურადღებას აქცევენ ამ ფაქტორებს, შეიძლება თავისი სამუშაო აღწერონ იმ
გამოწვევების პოზიციებიდან, რომლებსაც იგი მათ სთავაზობს ან იმ ინტერესის
თვალსაზრისით, რომელსაც იგი მათთვის წარმოადგენს, ან შეიძლება ილაპარაკონ სამსახურში
საკუთარ პროფესიულ კომპეტენტურობაზე და შრომით მიღწევებზე. მეორე მხრივ, ადამიანმა
პირველ რიგში შეიძლება გამოჰყოს სამუშაოს გარეგანი ფაქტორები. ეს ფაქტორები მოიცავს
დამოკიდებულებას ხელფასითა და სტატუსის სახით; სამუშაო ადგილზე კომფორტს და
მუშაობისათვის მოსახერხებელ სამუშაო საათებს, კარგ ურთიერთობებს და მხარდაჭერას
კოლეგათა მხრივ, სამსახურში დაწინაურების შესაძლებლობას.
მუშაკები, რომლებიც უფრო ხშირად ასახელებენ შინაგან ფაქტორებს, მიუთითებენ
სამუშაოთი თავის კმაყოფილებაზე, მაღალ მოტივაციაზე და შრომის პროცესში პიროვნულ
ჩართულობაზე. მათ აგრეთვე მიდრეკილება აქვთ განსაზღვრონ თავისი პიროვნული
იდენტურობა ძირითად სამუშაოთი ან კარიერით. როცა ადამიანს ამოძრავებს შინაგანი
105
მოტივაცია, იგი უფრო მეტადაა ჩართული სამუშაოში, აჩვენებს საუკეთესო შედეგებს და
აძლიერებს თავის, როგორც კომპეტენტური თანამშრომლის იდენტურობას. შესაბამისად,
იზრდება შრომისადმი მისი შინაგანი მოტივაცია, მაგრამ ამ ციკლს შეიძლება ჰქონდეს
უკუმიმართულებაც, თუ იცვლება რომელიმე ფაქტორი. მაგ. საკუთარი არაკომპეტენტურობის
ან სამუშაოთი გადატვირთულობის გრძნობა ამცირებს შინაგან მოტივაციას, იწვევს სამუშაოში
ჩართულობის დადაბლებას და შრომის ნაყოფიერების დაცემას. როგორც ჩანს, მეგობრული
ურთიერთობები წარმოადგენს სამუშაოს (მუშაობის) ძალიან მნიშვნელოვან გარეგან ფაქტორს.
თანამშრომლებთან მეგობრობა შეიძლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყოს იმათთვის,
რომელთაც უჭირავთ ისეთი თანამდებობა, სადაც ნაკლებია პროფესიული ზრდის შანსი.
თუმცა ეს ადამიანები შეიძლება კმაყოფილი იყვნენ თავისი შრომის ანაზღაურებით
(ხელფასით), ისინი ნაკლებად ელოდებიან სამსახურში დაწინაურებას, ამიტომ
თანამშრომლებთან ურთიერთობამ მის მუშაობას შეიძლება მისცეს დამატებითი აზრი.
სოციალური კონტაქტები, რომლებიც ყალიბდება სამსახურში, შეიძლება განსაკუთრებით
მნიშვნელოვანი იყოს ქალებისათვს. ასეთი ურთიერთობები მათთვის შეიძლება იქცეს
მხარდაჭერის დამატებით წყაროდ. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომაა, რომ ოჯახს
გარეთ მომუშავე ქალები ჩვეულებრივ, ფიზიკურად და ფსიქიკურად არიან უფრო
ჯანმრთელები, ვიდრე დიასახლისები. ისეთი გარეგანი ფაქტორები, როგორიცაა
ხელმძღვანელობის ხარისხი, ასევე ახდენს გავლენას ჯანმრთელობაზე. თუ სამსახურში
მაღალი მოთხოვნები შეხამებულია არასწორ ხელმძღვანელობასთან, შეიძლება გაიზარდოს
გულის დაავადებების რისკი. ამრიგად, გარეგანი ფაქტორები მნიშვნელოვანია არამარტო
სამუშაოთი კმაყოფილების თვალსაზრისით, არამედ საერთო ფიზიკური და ფსიქიკური
ჯანმრთელობისათვის.
ადამიანები აცნობიერებენ იმ კმაყოფილებას, რაც მათთვის მოაქვს სამუშაოს და არ სურთ
მისი დაკარგვა. 46-დან 71 წლის საშუალო კლასის ადამიანებზე ჩატარდა გამოკვლევა
(გამოკითხვა), სადაც გამოკითხული კაცების 90% - მა და ქალების 82%-მა თქვა, რომ ისინი
მაინც გააგრძელებდნენ მუშაობას, მატერიალური თვალსაზრისით რომც არ ჰქონოდათ ამის
აუცილებლობა. ისინი აღნიშნავდნენ, რომ სამუშაოდან ღებულობდნენ მეტ კმაყოფილებას,
ვიდრე დასვენებიდან. ისინიც კი, რომლებიც მიახლოებული იყვნენ საპენსიო ასაკს,
ამბობდნენ, რომ ამჯობინებდნენ სამუშაოს გაგრძელებას, თუნდაც არასრულ სამუშაო დღეზე.
ახლო ურთიერთობების დამყარება. ზრდასრული ადამიანების უმრავლესობა ისწრაფვის
სხვა ადამიანთან ახლო ურთიერთობებისაკენ. სიახლოვე – მდგრადი, კმაყოფილების მომტანი
ემოციური კავშირის განუწყვეტელი ნაწილი, წარმოადგენს სიყვარულის საფუძველს
(საძირკველს). მიუხედავად იმისა, რომ იგი ჩვეულებრივ ვლინდება ქორწინების პირობებში,
მარტოხელა ადამიანებსაც შეუძლიათ ახლო ურთიერთობების გაბმა - თუმცა, დროებით.
ზრდასრული ადამიანების მეგობრული ურთიერთობები. ფერის აზრით, მეგობრული
ურთიერთობები შეადგენს ზრდასრული ადამიანების ცხოვრების არსს. თუმცა, ფერის
სიტყვებით “არსებობს მეგობრობის იმდენი განსაზღვრება, რამდენი სოციალური მეცნიერიცაა,
რომლებიც სწავლობენ მოცემულ პრობლემას”, არის რამდენიმე ასპექტი, რომელიც საერთოა
ყველა მეგობრული ურთიერთობისათვის. ახლო მეგობრები – ეს არიან ადამიანები, რომლებსაც
ჩვენ ვენდობით, რომელთა იმედი გვაქვს ცხოვრებისეული სირთულეების დროს, ისინი
ყოველთვის მზად არიან დახმარებისათვის, ჩვენ გვსიამოვნებს მათთან დროის გატარება.
რომანტიკული ურთიერთობების მსგავსად, მეგობრობა ჩვეულებრივ ხასიათდება პოზიტიური
106
ემოციური მიჯაჭვულობით, მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებით და
ურთიერთდამოკიდებულებით. აღსანიშნავია, რომ მეგობრობა ხშირად მოიცავს ელემენტებს,
რომლებიც ძალიან ჰგავს სიყვარულის შემადგენელ კომპონენტებს.

სტერნბერგის სიყვარულის სამკომპონენტიანი თეორია. ეს თეორია ახდენს იმის ჩვენებას,


თუ რა რთულია ახლო, სასიყვარულო ურთიერთობებში წარმატების მიღწევა. სტერნბერგი
თვლის, რომ სიყვარული შედგება 3 კომპონენტისაგან:
I-ესაა ინტიმურობა, სიახლოვის გრძნობა, რომელიც ვლინდება სასიყვარულო
ურთიერთობებში, მოსიყვარულე ადამიანები გრძნობენ რომ დაკავშირებული არიან
ერთმანეთთან. სიახლოვეს აქვს სხვადასხვა გამოვლინებები. ადამიანს სურს, რომ მისი
საყვარელი ადამიანის ცხოვრება გახადოს უკეთესი, მის მიმართ განიცდის გულწრფელ
სიმპათიას და როცა იგი მის გვერდითა, თავს გრძნობს ბედნიერად. ადამიანი მოელის, რომ
რთულ წუთებში ის მხარს დაუჭერს და თვითონაც ცდილობს დაანახოს მას, რომ მზადაა
იგივეს გასაკეთებლად. მათ აქვთ საერთო ინტერესები, ერთმანეთს უზიარებენ ნივთებს,
აზრებსა და გრძნობებს.
II- ვნება. იგი ემოციაა და ეკუთვნის აგზნების ისეთ სახეს, რომელსაც მივყავართ
ფიზიკურ ლტოლვამდე და სექსუალურ ქცევამდე. სქესობრივი მოთხოვნილებები აქ
მნიშვნელოვანია, მაგრამ არ წარმოადგენს ერთადერთ მოტივაციას, მაგ. თვითპატივისცემის
მოთხოვნილებამ, სირთულეების მხარდაჭერის მოთხოვნილებამაც შეიძლება ითამაშოს თავისი
როლი. ზოგჯერ სიახლოვე იწვევს ვნებას, სხვა შემთხვევაში კი ვნება შეიძლება უსწრებდეს
სიახლოვეს.
III. სიყვარულის სამკუთხედის ბოლო მწვერვალია გადაწყვეტილება/ვალდებულებები.
სიყვარულის ამ კომპონენტს აქვს ხანმოკლე და ხანგრძლივი ასპექტები. ხანმოკლე ასპექტში
აისახება გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ კონკრეტულ ადამიანს უყვარს მეორე ადამიანი.
ხანგრძლივი ასპექტი კი ესაა ვალდებულება, რომ შეინარჩუნოს ეს სიყვარული. ეს სამი
კომპონენტი ქმნის სხვადასხვა კომბინაციას, რომელთა დემონსტრირებისათვის სტერნბერგმა
შეიმუშავა სასიყვარულო ურთიერთობების სისტემა.

სიყვარულის კომპონენტი
სახე ინტიმურობა ვნება გადაწყვეტილება/ვალდებულება
სიმპათია + _ _
ვნებიანი სიყვარული _ + _
მოგონილი (უაზრო, _ _ _
ფუჭი) სიყვარული
რომანტიკული + + _
სიყვარული
სიყვარული ამხანაგობა + _ +
ბრმა სიყვარული _ + +
სრულყოფილი + + +
სიყვარული

ცხადია, ადამიანთა უმრავლესობას იმედი აქვს, რომ მისი ცხოვრება დაგვირგვინებული


იქნება სრულყოფილი სიყვარულით, რომელშიც შეხამებულია სამივე კომპონენტი. თუმცა,
ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანი ბრმა გატაცებას ღებულობს მოწიფულ სიყვარულად და
107
ხშირად ხდება ისე, რომ ერთობლივი ცხოვრებისას ვნება ქრება და მის ადგილ იკავებს
სიყვარული – ამხანაგობა.

სიახლოვე შეიძლება დაირღვეს (დაინგრეს) ნეგატიური გრძნობებით, განსაკუთრებით


სიბრაზითა და გაღიზიანებით. სიახლოვეს ხელს უშლის სიახლოვის შიშიც. განსაკუთრებით,
როცა იგი ადამიანს უბიძგებს ცრუ იდენტურობისკენ, რომლის საფუძველს წარმოადგენს არა
შინაგანი მოთხოვნილების რეალიზაცია, არამედ ადამიანის სურვილი, ასიამოვნოს სხვას.

პროფესიული გზის ეტაპები. პროფესიული ციკლი იწყება მაშინ, როცა ადამიანი ჯერ
კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და ხშირად ეს ციკლი მთავრდება ხანდაზმულ ასაკში. ორმა
მკვლევარმა - დონალდ სუპერმა ( Super, 1957) და რობერტ ჰეივიგჰერსტმა ( Havighurst, 1964) ეს
ციკლი დაჰყვეს პროფესიული გზის ეტაპებად, იმის მიხედვით, თუ რა ადგილი უჭირავს
სამსახურს ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში.

სუპერმა ადამიანის პროფესიული გზა დაყო 5 დამახასიათებელ ეტაპად. პირველ რიგში,


მას აინტერესებდა ადამიანის მიერ მისი უნარებისა და მიდრეკილებების გარკვევა და
შესაფერისი პროფესიის ძიება. ამ ძიების დროს ადამიანი ავითარებს და აზუსტებს
პროფესიულ მე - კონცეფციას.

1. ზრდის ეტაპი ( დაბადებიდან 14 წლამდე). ბავშვობაში განვითარებას იწყებს მე -


კონცეფცია. თამაშის დროს, ბავშვები ასრულებენ განსხვავებულ როლებს, შემდეგ
ცდილობენ, საკუთარი თავი გამოსცადონ სხვადასხვა საქმეში, რათა გაარკვიონ, რა
მოსწონთ და რა გამოსდით კარგად. მათ უჩნდებათ გარკვეული ინტერესები,
რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ მომავალ პროფესიულ კარიერაზე.
2. კვლევის ეტაპი ( 15 - დან 24 წლამდე). ჭაბუკები და გოგონები ცდილობენ,
გაერკვნენ და ჩამოყალიბდნენ თავიანთ მოთხოვნილებებში, ინტერესებში,
უნარებში, ღირებულებებსა და შესაძლებლობებში. ასეთი თვითანალიზის
შედეგებზე დაყრდნობით, ისინი მსჯელობენ პროფესიული კარიერის შესაძლო
ვარიანტებზე. ამ ეტაპის ბოლოს, ახალგაზრდები უკვე ირჩევენ შესაფერის
პროფესიას და იწყებენ მის ათვისებას.
3. კარიერის განმტკიცების ეტაპი ( 25 - დან 44 წლამდე). ადამიანი ახლა ცდილობს,
დაიკავოს მყარი მდგომარეობა მის მიერ არჩეული საქმიანობის სფეროში. თავისი
შრომითი საქმიანობის პირველ წლებში, მათ ჯერ კიდევ შუძლიათ სამუშაო
ადგილის ან სპეციალობის შცვლა, მაგრამ ამ ეტაპის მეორე ნახევარში შეინიშნება
არჩეული პროფესიის შენარჩუნების ტენდენცია. ადამიანის შრომით ბიოგრაფიაში
ეს წლები ხშირად ყველაზე უფრო შემოქმედებითია.
4. მიღწეულის შენარჩუნების ეტაპი ( 45 - დან 64 წლამდე). ადამიანები ცდილობენ,
შეინარჩუნონ სამსახურში ის მდგომარეობა, რასაც წინა ეტაპზე მიაღწიეს.
5. დაქვეითების ეტაპი ( 65 წლის შემდეგ). ასაკოვანი ადამიანების ფიზიკური და
გონებრივი ძალები იწყებენ კლებას. სამუშაოს ხასიათი იცვლება, რათა იგი
შესატყვისებოდეს ადამიანის დაქვეითებულ შესაძლებლობებს. საბოლოოდ,
შრომითი საქმიანობა წყდება.

108
პროფესიული გზა ჰეივიგჰერსტის მიხედვით. ჰეივიგჰერსტი გვთავაზობს პროფესიულ
გზის ეტაპების ალტერნატიულ ვარიანტს. მას აინტერესებს არაიმდენად ადამიანის
მოთხოვნილებები და უნარები, რამდენადაც განწყობებისა და შრომითი ჩვევების შეძენა,
რომლებიც ადამიანს აძლევს სრულფასოვან მუშაკად ჩამოყალიბების საშუალებას.

1. მუშაკთან იდენტიფიკაცია ( 5 - დან 10 წლამდე). ბავშვები საკუთარი თავის


იდენტიფიკაციას ახდენენ თავიანთ მოსამსახურე მშობლებთან და მომავალში მუშაობის
განზრახვა ხდება მათი მე - კონცეფციის ნაწილი.
2. ძირითადი სამუშაო ჩვევების შეძენა და შრომისმოყვარეობის ჩამოყალიბება (10
-დან 15 წლამდე). მოსწავლეები სწავლობენ თავისი დროისა და ძალისხმევის ორგანიზებას
სხვადასხვა დავალების შესასრულებლად, მაგ., საშინაო დავალების ან სახლის საქმის. ისინი
ასევე იწყებენ გარკვეულ გარემოებაში შემდეგი პრინციპით მოქმედებას: ჯერ სამუშაო, შემდეგ -
თამაში.
3. კონკრეტული პროფესიული იდენტურობის შეძენა. ადამიანი ირჩევს პროფესიას
და იწყებს მომზადებას. იგი იძენს გარკვეულ შრომით გამოცდილებას, რომელიც ეხმარება მას
გააკეთოს არჩევანი და დაიწყოს კარიერის გაკეთება.
4. პროფესიონალის ჩამოყალიბება ( 25 - დან 40 წლამდე). ზრდასრული ადამიანები
შესაძლებლობების ფარგლებში სრულყოფენ თავის პროფესიულ ოსტატობას და იწყებენ
სამსახურეობრივ კიბეზე მაღლა ასვლას.
5. მუშაობა საზოგადოების საკეთილდღეოდ ( 40 - დან 70 წლამდე). ადამიანები
აღწევენ თავისი პროფესიული კარიერის პიკს. ისინი იწყებენ ფიქრს იმ მოქალაქეობრივ და
სოციალურ პასუხისმგებლობაზე, რომელთანაც დაკავშირებულია მათი შრომა და რომ უნდა
გამოძებნონ დრო საზოგადოებრივი ვალდებულებების შესასრულებლად.
6. ფიქრები პროფესიული საქმიანობის პროდუქტიულ პერიოდზე. გადადგომისას ან
პენსიაზე გასვლისას, ადამიანები გადაავლებენ თვალს განვლილ გზას და სიამოვნებით
იხსენებენ საკუთარ პროფესიულ მიღწევებს.
ზოგიერთი ავტორი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ დღევანდელ სწრაფად
ცვალებად, მაღალტექნოლოგიურ საზოგადოებაში, არასწორია იმაზე ფიქრი, რომ ყველა
ადამიანი გაივლის ეტაპების ერთ თანმიმდევრობას, რომელიც ერთნაირია ყველა
პროფესიული ციკლისთვის. ახალგაზრდები ბევრჯერ იცვლიან სამუშაოს, სანამ
გააკეთებენ საბოლოო პროფესიულ არჩევანს, ხოლო ბევრი ზრდასრული ადამიანი
თავისი პროფესიული კარიერის პიკზე, იცვლის სამუშაო ადგილს ან პროფესიას.
მსგავსი მოვლენები შეიძლება გამოწვეული იყოს, როგორც გარე გარემოებებით,
მაგ., თანამშრომელთა დათხოვნა პერსონალის რიცხვის შემცირების შედეგად, ისე
შინაგანი ფაქტორებით, მაგალითად, მიღწეული წარმატებების გადაფასებით. სუპერისა
და ჰეივიგჰერსტის მიერ შეთავაზებული ეტაპები, შესაძლოა, შეესატყვისებოდეს ყველა
მოსამსახურე ადამიანის ნახევარზე ნაკლებს.
პროფესიის არჩევა და პროფესიული მომზადება. რატომ ირჩევს ადამიანი ამა თუ იმ
პროფესიას? პროფესიის არჩევაზე გავლენას ახდენს ბევრი ფაქტორი, მათ შორის
სოციოეკონომიური სტატუსი, ეთნიკური კუთვნილება, ინტელექტი, სპეციალური
უნარები, სქესი, ასევე, მშობლების პროფესია. ამ არჩევანზე მოქმედი ბევრი სოციალური
და ფსიქოლოგიური გავლენა ხორციელდება ბავშვობაში. სუპერი და ჰეივიგჰერსტი

109
თვლიან, რომ 15 წლის ასაკისთვის ჭაბუკებს უკვე მოხაზული აქვთ თავიანთი მომავალი
კარიერის წინასწარი გეგმა, აყალიბებენ ზოგად წარმოდგენებს მომავალ საქმიანობაზე,
იძენენ ხასიათის ნიშნებს, რომლებიც აუცილებელია არჩეულ სფეროში წარმატებით
მუშაობისთვის.

როუ ( Roe, 1957) თვლის რომ მშობლებსა და შვილებს შორის არსებული


დამოკიდებულებები, ბავშვებში იწვევს განწყობების, მოთხოვნილებებისა და
ინტერესების ჩამოყალიბებას, რომელთა ერთ - ერთ გამოვლინებას ზრდასრულ
ცხოვრებაში წარმოადგენს პროფესიის არჩევა. მაგალითად, ბავშვები, რომლებიც
იმყოფებიან ოჯახის ყურადღების ცენტრში, შეიძლება ჩამოყალიბდნენ პიროვნებებად,
რომლებიც დამოკიდებული იქნებიან ჯგუფისადმი კუთვნილების, სხვების მხრიდან
სიყვარულისა და პატივისცემის მოთხოვნილებაზე. მომავალ წლებში ისინი ძალიან
მძაფრად გააცნობიერებენ გაშემომყოფთა აზრსა და დამოკიდებულებას. შედეგად, მათ
მოეწონებათ პროფესიები, რომლებიც მისცემს ადამიანებთან კონტაქტისა და მათი
პატივისცემით სარგებლობის საშუალებას. ასეთი ადამიანები უპირატესობას მიანიჭებენ
სამუშაოს, რომლის შესრულებითაც ისინი შესძლებენ გარშემომყოფთა დახმარებას ან
ისინი ამჯობინებენ მუშაობას კულტურის სფეროში, შესაძლოა, ხელოვნების ან
გართობის სფეროში.

ბავშვები, რომელთაც მშობლები რაიმე მიზეზების გამო აქცევენ ცოტა


ყურადღებას, ხშირად განიცდიან სიყვარულისა და პატივისცემის ნაკლებობას და მათ არ
უვითარდებათ აღნიშნული დამოკიდებულება. მომავალში ისინი არ ისწრაფვიან
იმისკენ, რომ მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში მონაწილეობდნენ სხვა
ადამიანები და შეიძლება განავითარონ ინტერესი იმ პროფესიების მიმართ, რომლებიც
არაა ორიენტირებული ადამიანებთან პირდაპირ ურთიერთობებზე. მათ შეიძლება
იზიდავდეთ ისეთი საქმიანობა, რომელიც მოითხოვს განმარტოებას და ამიტომ ისინი
ირჩევენ მეცნიერებას, ტექნიკას ან რაიმე სხვა პროფესიას, რომელიც არ მოითხოვს
პირდაპირ ინტენიურ ურთიერთობას.

ოჯახი ბავშვზე გავლენას ახდენს სხვაგვარადაც: იგი გვევლინება ცხოვრების


გარკვეულ სტილის მოდელად და წარმოადგენს მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული
ღირებულებებისა და რწმენების ჩამოყალიბების წყაროს. ასე მაგალითად, გოგონები,
რომელთა დედებიც მუშაობენ, გამოირჩევიან მიღწევის მაღალი მოტივაციითა და
კარიერის გაკეთების მეტი მისწრაფებით, ვიდრე ის გოგონები, რომელთა დედებიც არ
მუშაობენ.

მე - კონცეფციის თეორიის მიხედვით, ადამიანები ცდილობენ იმ პროფესიის


არჩევას, რომელიც პასუხობს საკუთარი თავის შესახებ იმ წარმოდგენას, რომელიც მათ
ჩამოუყალიბდათ. იმ პროფესიაში განმტკიცებით, რომელიც შეესაბამება მათ მე -
კონცეფციას, ადამიანი აღწევს თვითაქტუალიზაციას.სხვა სიტყვებით, ისინი აკეთებენ
იმას, რაც მათი აზრით, მოუტანთ ყველაზე დიდ დაკმაყოფილებას დამაქსიმალურად
ხელს შეუწყობს მათ პიროვნულ ზრდას. ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს თვლის
მშვიდ, ერუდირებულ, ინტელექტუალურად განვითარებულ და კარგად მოსაუბრე

110
პიროვნებად, შეიძლება გახდეს კოლეჯის მასწავლებელი. ქალმა, რომელიც თვლის, რომ
მას აღელვებს საზოგადოებრივი პრობლემები, არის ენერგიული და აქვს ლიდერის
თვისებები, შეიძლება არჩიოს პოლიტიკური კარიერა.

თემა X. საშუალო ზრდასრულობა. ფიზიკური და კოგნიტური განვითარება

ქრონოლოგიურად ეს ასაკი მოიცავს 40-დან 65 წლამდე პერიოდს, თუმცა სხვადასხვა


სპეციალისტის აზრი ამის თაობაზე განსხვავებულია. საშუალო ასაკი - ესაა შუალედური,
გარდამავალი პერიოდი, თავისებური ხიდი ორ თაობას შორის. საშუალო ასაკის ადამიანი
აცნობიერებს, რომ უჭირავს შუალედური მდგომარეობა ახალგაზრდებსა და იმათ შორის, ვინც
გავიდა პენსიაზე და მიაღწია სიბერემდე. ესაა ასე ვთქვათ, სოციალური და პოზიციური ნიშანი.
გარდა ამისა, არსებობს ფსიქოლოგიური ნიშნებიც, რომელთა დიდი ნაწილი დაკავშირებულია
ცხოვრების ცვლილებებთან. ადამიანები იწყებენ გაგებას, რომ მათ მიერ მიღებული იყო
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები პროფესიულ კარიერასა და ოჯახურ ცხოვრებასთან
დაკავშირებით. ცხოვრების ეს სტრუქტურები ამ პერიოდისთვის თითქმის მოწესრიგებულია
და დარჩენილია მათი ბოლომდე რეალიზება, ადამიანს სამომავლოდ აღარ აქვს ის უსაზღვრო
შესაძლებლობები, რაც ჰქონდა მანამდე.
ჩვეულებრივ, ადამიანი აღნიშნავს საშუალო ასაკის დასაწყისს კლასიკური ოჯახური
ციკლის შესატყვისად – როცა მათი შვილები ტოვებენ მშობლიურ ოჯახს. განმსაზღვრელი
ნიშნები შეიძლება დაკავშირებული იყოს პროფესიულ კარიერასთანაც: შესაძლოა ადამიანმა
დაიკავა რომელიმე მაღალი თანამდებობა ან მიაღწია გარკვეულ სტატუსს, ან მისთვის
ნათელია, რომ მიაღწია პლატოს, რომელიც ბევრად უფრო დაბალია მის საწყის
მისწრაფებებთან შედარებით.
ფსიქოლოგების, სოციოლოგებისა და თვითონ ამ ასაკის ადამიანების შეხედულებები
იმის შესახებ, თუ როგორ აფასებენ ისინი ამ ასაკობრივ პერიოდს, განსხვავებულია: ცხოვრების
ამ ეტაპს ადამიანი განიხილავს, როგორც თავისი შესაძლებლობების, სტაბილურობისა და
ლიდერობის დროს, თუ მისთვის ესაა დაუკმაყოფილებლობის, შინაგანი შფოთვისა და
დეპრესიის პერიოდი. ამ ასაკთან დაკავშირებით, ადამიანის მოსაზრება შეიძლება
განპირობებული იყოს ცხოვრების ეკონომიური პირობებით, სოციალური მდგომარეობით და
იმ პერიოდის თავისებურებებით, რომელშიც მას უწევს ცხოვრება. ბევრი აცნობიერებს, რომ
უკვე აღარაა ახალგაზრდა, მაგრამ ეს მათში სრულებით არ იწვევს აღელვებასა და შფოთვას –
ისინი თვლიან, რომ იმყოფებიან “გაფურჩქვნის ხანაში”. მათი ფიზიკური აქტივობა შეიძლება
ცოტათი დადაბლდეს, მაგრამ გამოცდილება და საკუთარი შესაძლებლობების ცოდნა ეხმარება
მათ წარმატების მიღწევაში. მათ შეუძლიათ ისე სწრაფად და თავდაჯერებულად მიიღოს
გადაწყვეტილებები, რაც მანამდე მათთვის მიუღწეველი იყო. ამიტომაა, რომ 40-60-წლიანების
ასაკობრივ კატეგორიას უწოდებენ “ხელმძღვანელის თაობას” და ამიტომაა, რომ ადამიანების

111
უმრავლესობა, რომელიც პასუხისმგებელია გადაწყვეტილების მიღებაზე მთავრობაში,
სამრეწველო კორპორაციებში და მთლიანად საზოგადოებაში, ეკუთვნის ამ ასაკობრივ თაობას.
იგულისხმება, რომ ამ ასაკის ყველა ადამიანი არაა დაკავებული საპასუხიმგებლო
გადაწყვეტილების მიღებით. ბევრი გრძნობს, რომ არ შეუძლია საკუთარი ცხოვრების
განკარგვა, არამცთუ სხვების მართვა. როგორც ჩანს, 40 წლის შემდეგ ზოგი ადამიანი იწყებს
თავისი სასიცოცხლო ენერგიის დაკარგვას. ფრენკელ-ბრუნსვიკი არ თვლის საშუალო ასაკის
ადამიანებს “ხელმძღვანელების თაობად”. ცხოვრების ამ პერიოდს იგი განიხილავს, როგორც
ცხოვრებისეული აქტივობის დაქვეითების ფაზას, რომლისთვისაც დამახასიათებელია
როგორც ფსიქოლოგიური, ისე ბიოლოგიური კრიზისები.
საშუალო ასაკის მიმართ ადამიანების უმრავლესობას აქვს ორგვარი დამოკიდებულება.
ეს ასაკი შეიძლება ადამიანის ოჯახური ცხოვრების, მისი კარიერისა ან შემოქმედებითი
უნარების თვალსაზრისით იყოს გაფურჩქვნის პერიოდი, მაგრამ ამასთანავე, ადამიანები სულ
უფრო ხშირად ფიქრობენ იმაზე, რომ ისინი მოკვდავნი არიან და მათი დრო მიდის. ყოველი
მნიშვნელოვანი მოვლენა – ბავშვის დაბადება, სიკვდილი, სამუშაოს შეცვლა, განქორწინება –
აიძულებს ზრდასრულ ადამიანს, თავის ცხოვრებას შეხედოს ახალი კუთხით. ზოგი
ადამიანისთვის ამ ასაკში დევიზად იქცევა სიტყვები: “ყველა საქმე ახლა უნდა მოვასწრო”. ის,
თუ როგორია ადამიანის დამოკიდებულება ამ შინაგანი ძალისადმი, განსაზღვრავს იმას,
საშუალო პერიოდი იქნება ღირებულებათა გადაფასებისა და თანმიმდევრული გადასვლის
პერიოდი, თუ პირიქით – იგი იქნება საშუალო ასაკის კრიზისის პერიოდი.
მითები საშუალო ასაკის კრიზისის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მკვლევარის
აზრით, საშუალო ასაკს ადამიანი აღიქვამს, როგორც “იმედების ნგრევის პერიოდს”, როცა
ბევრი შესაძლებლობა სამუდამოდ გაუშვეს ხელიდან – კვლევების უმრავლესობა
დამაჯერებლად ამტკიცებს ამის საპირისპიროს. კვლევების მონაცემები აჩვენებს, რომ
ზრდასრული ადამიანების უმრავლესობა ცხოვრების შუა პერიოდს უყურებს, როგორც
მომდევნო ასაკობრივ ეტაპზე გადასვლის პერიოდს, რომელსაც ახლავს დაბერების
პროცესთან დაკავშირებული როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მოვლენები. კრიზისის
მოდელი ნორმატიულ ასაკობრივ ცვლილებებს აკავშირებს კრიზისთან, გადასვლის
(გარდამავალი) მოდელი კი უარყოფს წარმოდგენებს, რომ საშუალო ცხოვრების კრიზისი –
ესაა ნორმატიული, ასაკობრივ განვითარებასთან დაკავშირებული მოვლენა.
გადასვლის მოდელის თანახმად, ადამიანის განვითარება ხასიათდება ცხოვრებაში
მოსალოდნელი მნიშვნელოვანი მოვლენების თანმიმდევრულობით, რომლებიც შეიძლება
წინასწარ განვჭვრიტოთ და დავსახოთ შესაბამისი გეგმები. მართალია, ამ მოვლენებთან
დაკავშირებული გადასვლები შეიძლება იწვევდეს სირთულეებს, როგორც ფსიქოლოგიურ,
ისე სოციალურ პლანში, ადამიანთა უმრავლესობა წარმატებით ახდენს მასთან ადაპტაციას
იმის ცოდნის წყალობით, რომ ეს მოვლენები გარდაუვლად ახლოვდება. ადამიანების
უმრავლესობას ესმის, რომ მათი ცხოვრების შუა პერიოდი დაკავშირებული იქნება
ცვლილებებთან და ისინი არ დაელოდებიან, როდის დაატყდებათ თავს მოულოდნელად ეს
ცვლილებები და დროულად იწყებენ მომზადებას. ანტიციპატორული სოციალიზაციის
წყალობით მათ შეუძლიათ დაგეგმონ ეს ცხოვრებისეული მოვლენები და თავი აარიდონ
საშუალო ასაკის კრიზისს.
კრიზისის მოდელს აქვს მეთოდოლოგიური ნაკლოვანებები, რომლებიც ზღუდავს მის
მიმზიდველობას. ბევრ კვლევაში, რომლებიც იზიარებენ ამ მოდელს, გამოყენებულია
112
მონაცემები, რომელიც მიღებულია კლინიკური კონტინგენტის შესწავლით და არა
შემთხვევითი (ალბათური) შერჩევით, რომელიც ბევრად უფრო ზუსტად ასახავს
ზრდასრული მოსახლეობის სრულ შემადგენლობას. გარდა ამისა, ლევინსონი, გოულდი და
ვაილენტი თავის კლასიკურ გამოკვლევებში ძირითადად ფოკუსირებული იყვნენ
თეთრკანიან მამაკაცებზე, რომლებიც ეკუთვნოდნენ საშუალო კლასს, იმის ნაცვლად, რომ
თანაბარი ყურადღება მიექციათ ქალებისთვის და მამაკაცებისთვის. მაგ. ლევინსონმა და
მისმა კოლეგებმა მამაკაცების შესწავლისას დაადგინეს, რომ 40 წლის ასაკში მამაკაცმა, თუ
ვერ მიაღწია ცხოვრებაში სასურველ მიზანს, შეიძლება ახლა ნათლად გააცნობიეროს, რომ მას
არცისე ბევრი შესაძლებლობა დარჩა იმისათვის, რომ რაიმე შეცვალოს. იგი იწყებს ეჭვის
შეტანას მთელ თავის ცხოვრებაში, მათ შორის სამუშაოში და ოჯახურ ურთიერთობაშიც.
ქალები და მათი საზრუნავი, რაც დაკავშირებულია საშუალო ასაკთან, ვერ მოხვდნენ
ამ და სხვა კვლევაში, თუმცა, ზოგიერთი ფსიქოლოგი სვამდა კითხვას, შეიძლება თუ არა
ქალებსაც აწუხებდეთ წმინდა მამაკაცური პრობლემები, ისეთი როგორიცაა “წუხილი
სიკვდილის გარდაუვალობისა და თავისი მიღწევების უმნიშვნელობის გამო.“ მკვლევარები
სვამდნენ სხვა კითხვასაც: მეტისმეტად ხომ არაა გაზვიადებული ისეთი ფაქტორების
უარყოფითი გავლენა, როგორიცაა მენოპაუზა და “დაცარიელებული ოჯახური ბუდე”.
ამრიგად, ცხოვრების შუა პერიოდი, ესაა დრო, როცა ადამიანები კრიტიკულად
აანალიზებენ და აფასებენ თავის ცხოვრებას. ზოგი კმაყოფილია საკუთარი თავით, ვინაიდან
თვლის, რომ მიაღწია თავისი შესაძლებლობების პიკს. სხვებისთვის განვლილი წლების
ანალიზი შეიძლება აღმოჩნდეს მტკივნეული პროცესი.
ფსიქოფიზიოლოგიური და მორფო-ფუნქციონალური ცვლილებები. ფიზიკურ
შესაძლებლობათა გარკვეული დაქვეითება როგორც ჩანს, იწყება სწორედ საშუალო ასაკში.
იგი ეხება სენსორულ და მოტორულ ფუნქციებს, ასევე შინაგან ორგანოთა ფუნქციონირებას.
სენსორული ფუნქციების ცვლილებები დაკავშირებულია საშუალო ასაკის
დადგომასთან. ადამიანის მხედველობა პრაქტიკულად ახალგაზრდობის ასაკიდან 50
წლამდე არ იცვლება, ხოლო შემდეგ იგი დაქვეითებას იწყებს უფრო სწრაფად.
ახლომხედველები საშუალო ასაკში უკეთ ხედავენ, ვიდრე ახალგაზრდობის წლებში. სმენის
სიმახვილე ფაქტიურად კლებულობს 20 წლიდან და შემდეგაც უარესდება, რაც იწვევს
სირთულეებს მაღალი სიხშირის ბგერების აღქმისას. სმენის ეს ნაწილობრივი დაკარგვა უფრო
დამახასიათებელია მამაკაცებისთვის. იგი შეიძლება განპირობებული იყოს უფრო გარეგანი
ფაქტორებით, ვიდრე დაბერების ბუნებრივი პროცესებით (ხმამაღალი და მაღალი სიხშირის
ხმაური წარმოებაში). სმენის დაქვეითება საშუალო ასაკში იშვიათადაა იმდენად ძლიერი,
რომ ადამიანმა ვერ მოახერხოს ჩვეულებრივი საუბრის წარმართვა. გემოს, ყნოსვისა და
ტკივილის შეგრძნება ქვეითდება საშუალო ზრდასრულობის სხვადასხვა ეტაპზე, მაგრამ ეს
ცვლილებები მიმდინარეობს უფრო თანაბრად და არაა ისე შესამჩნევი, როგორც
მხედველობისა და სმენის დაქვეითება. ტემპერატურული ცვლილებებისადმი მგრძნობელობა
ისევ რჩება მაღალი.
ისეთი ბიოლოგიური ფუნქციები, როგორიცაა რეაქციის დრო და სენსომოტორული
ჩვევები, ამ ასაკში ასევე განიცდის ცვლილებებს. რეაქციის დროის გაზრდა მიმდინარეობს
საკმაოდ ნელი ტემპით და ჩქარდება მოხუცებულობაში. მოძრაობითი ჩვევები შეიძლება
გაუარესდეს, მაგრამ ნაჩვენები შედეგები რჩება ადრინდელ დონეზე, შესაძლოა, ხანგრძლივი
პრაქტიკისა და გამოცდილების წყალობით, მაგრამ რთულდება ახალი ჩვევების ათვისება.
113
საშუალო ასაკში ცვლილებები იწყება შინაგანი ორგანოების სტრუქტურასა და
ფუნქციებში. ხდება ნერვული სისტემის ფუნქციონირების შენელება, განსაკუთრებით 50
წლის შემდეგ. ჩონჩხი კარგავს მოქნილობას და რამდენადმე იკუმშება. კანი და კუნთები
კარგავს ელასტიურობას, შეიმჩნევა კანქვეშა ცხიმის დაგროვების ტენდენცია,
განსაკუთრებით, ზოგიერთ ნაწილში, მაგ. მუცლის ზედა ნაწილში. ასაკთან ერთად მცირდება
გულის მიერ გადაქაჩული სისხლის რაოდენობა თითქმის 8%-ით და საშუალო ასაკისთვის
კორონალური არტერიები 20 წლის ასაკთან შედარებით ვიწროვდება თითქმის 1/3-ით.
ფილტვების მოცულობაც მცირდება, ხოლო რამდენადაც ადამიანის ამტანობა
დამოკიდებულია ჟანგბადის რაოდენობაზე, რომლებსაც ღებულობს ქსოვილები, ამ ასაკში
ადამიანები ხშირად ვერ ახერხებენ ისე დაძაბულად მუშაობას, როგორც ადრე.
მენოპაუზა და კლიმაქსი. ქალებისთვის ყველაზე დრამატულ მორფო-ფუნქციონალურ
ცვლილებას წარმოადგენს მენოპაუზა - მოვლენა, რომელსაც მოჰყვება სხვადასხვა ფიზიკური
და ფსიქოლოგიური შედეგები. ტერმინი “კლიმაქსი” ეკუთვნის ფიზიკური და ემოციური
მოვლენების ფართო სპექტრს, რომლებიც ახლავს საშუალო ასაკში ჰორმონალურ
ცვლილებებს. ქალებთან ამ ცვლილებებს თან ახლავს მენოპაუზა, ანუ მენსტრუაციის
შეწყვეტა, რაც ნიშნავს ბავშვის გაჩენის უნარის დაკარგვას. მართალია, ისეთი მოვლენა,
როგორიცაა “მამაკაცური მენოპაუზა”, საერთოდ არ არსებობს, თუმცა ბევრი სპეციალისტი
თვლის, რომ საშუალო ასაკში მამაკაცებიც განიცდიან გარკვეულ ცვლილებებს სექსუალურ
ცხოვრებაში, რომელსაც თან ახლავს ემოციური გადაწყობა.
მენოპაუზა, ჩვეულებრივ დგება 48-51 წლამდე ასაკში, თუმცა იგი შეიძლება დაიწყოს
უფრო ადრე ან გვიან. ოვულაცია ხდება არარეგულარული, შემდეგ კი საერთოდ წყდება.
ამავე დროს, მცირდება ესტროგენების გამომუშავება და რეპროდუქციული სისტემა წყვეტს
მუშაობას. ყოველდღიურ ცხოვრებაში მენოპაუზას აკავშირებენ ისეთ ფიზიკურ
სიმპტომებთან, როგორიცაა ე.წ. “ალები” და ღამით ოფლიანობა, თავის ტკივილები,
თავბრუხვევა, გულისცემის გაძლიერება და სახსრების ტკივილი. თუმცა, კვლევები აჩვენებს,
რომ “ალები”- ერთადერთი სიმპტომია, რომლის მიზეზს წარმოადგენს (ანუ ესტროგენების
დონის დადაბლება). სხვა სიმპტომები, როგორიცაა მაგ. თავის ტკივილი, ძირითადად
აწუხებს იმ ქალებს, რომლებსაც იგი მანამდეც სტანჯავდათ ან იმათ, რომელთანაც მენოპაუზა
მიმდინარეობს განსაკუთრებულად მძიმე ფორმით.
მენოპაუზით გამოწვეული ესტროგენების რაოდენობის შემცირება იწვევს ძვლოვანი
მასის შემცირებას. ძვლების მინერალური მასა მაქსიმუმს აღწევს 25-დან 40 წლის პერიოდში და
შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში რჩება უცვლელი. ამის შემდეგ, როგორც ქალებში, ისე
მამაკაცებში იწყება მისი კლება, მაგრამ ქალებში იგი დაბლდება თითქმის 2-ჯერ მეტად და
მიმდინარეობს უფრო სწრაფი ტემპით. ასევე, 50 წლის შემდეგ ქალებში ძვლოვანი მასის
შემცირებით გამოწვეული მოტეხილობები 6-10-ჯერ უფრო ხშირად ხდება, ვიდრე მამაკაცებში.
მენოპაუზის შემდეგ ძვლოვანი მასის დაკარგვა ქალებში მნიშვნელოვნად ჩქარდება, რაც
განპირობებულია ესტროგენების არასაკმარისი რაოდენობით და არა დაბერების პროცესით.
ცვლილებები ემოციურ სფეროში. ზოგიერთ ქალთან ფიზიკურ ცვლილებებს თან ახლავს
ცვლილებები ემოციურ სფეროშიც. ამ პერიოდში ქალი შეიძლება განიცდიდეს
დათრგუნულობას ან თავს გრძნობდეს ნაკლებ ქალურად, რადგანაც შეწყდა მისი
რეპროდუქციული ფუნქცია. თუმცა, ქალების უმრავლესობა მენოპაუზის დროს არ ხვდება
მსგავს სირთულეებს. ქალების უმრავლესობას ასევე არ აღენიშნება მენოპაუზაზე რაიმე
114
ნეგატიური რეაქციები. ბევრი ქალი მენოპაუზის შემდეგ გრძნობს ბევრ თავისუფლებას და
უფრო მეტად შეუძლია საკუთარი ცხოვრების კონტროლირება. ისინი კმაყოფილი არიან
იმითაც, რომ თავისუფალი არიან არასასურველი ორსულობისგან, რომ მთავრდება მათი,
როგორც დედების აქტიური როლი და შეუძლიათ მეტი დრო დაუთმონ საკუთარ თავს.
მენოპაუზის შედეგების ინტერპრეტაცია მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმ
კულტურაზე, რომელსაც ეკუთვნის ქალი. ზოგიერთ ინდურ კასტაში ქალისთვის მენოპაუზა
ნიშნავს ახალი პოზიტიური სტატუსის მეღებას. მას აღარ სჭირდება საზოგადოებისგან
იზოლაციაში ყოფნა და მთელი თავისი დროის დათმობა მხოლოდ ქმრისა და ოჯახისთვის. მას
ახლა შეუძლია საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის მიღება.
ცვლილებები მამაკაცებში. მამაკაცებში არ ხდება ისეთი ერთეული, მოულოდნელი
მოვლენები, რომლებიც შეედრება ქალების მენოპაუზას. თუმცა, ცნობილია, რომ 50 წლის
შემდეგ მამაკაცშიც ხდება გარკვეული ცვლილებები, რომელიც ეხება მათ სექსუალურ
აქტივობას. როგორც ქალებში, კაცებშიც ამ ცვლილებების ხარისხი ვარირებს ფართო
საზღვრებში, რაც დამოკიდებულია მამაკაცის პიროვნებაზე და ცხოვრების იმ სტილზე,
რომლითაც იგი ცხოვრობს. ზოგიერთი ცვლილება განპირობებულია ფიზიოლოგიური
ფაქტორებით, მათ შორის ანდროგენების დონით, მაგრამ ესტროგენებისგან განსხვავებით,
რომელთა რაოდენობა მენოპაუზის პერიოდში სწრაფად მცირდება, ანდროგენების რაოდენობა
მცირდება თანდათანობით და დროის გაცილებით დიდ პერიოდში. ამის მიუხედავად, ზოგ
მამაკაცში შეინიშნება გარკვეული ფიზიკური სიმპტომები, როგორიცაა იმპოტენცია, ხშირი
შარდვა და წყლულოვანი დაავადება. მართალია, ზოგიერთი სიმპტომი შეიძლება გამოწვეული
იყოს ჰორმონალური ცვლილებებით, მათი უდიდესი ნაწილი გამოწვეულია ფსიქოლოგიური
სტრესით, რომელიც შეიძლება განპირობებული იყოს სამსახურში სირთულეებით, ოჯახური
მოვალეობებით, მეუღლესთან კონფლიქტით და ჯანმრთელობის დაკარგვის შიშით.
ჯანმრთელობა და ავადმყოფობა. დაბერებასთან ერთად, ორგანიზმი სულ უფრო
მოწყვლადი ხდება სხვადასხვა დაავადების მიმართ. საშუალო ასაკში ყველაზე უფრო ხშირად
გვხვდება შემდეგი დაავადებები:
 გულ - სისხლძარღვთა დაავადებები. მათ შორის, გულის ავადმყოფობები,
ათეროსკლეროზი და ჰიპერტონია - აშშ - ში წარმოადგენს სიკვდილის ძირითად
მიზეზს. გულის დაავადებებისგან ამერიკაში კვდება ყველა ასაკის ადამიანების
35% და 45 - დან 64 წლამდე ასაკის ადამიანების 28%. საშუალო ასაკში ამ
დაავადებებით ავად გახდომა, პირველ რიგში ემუქრებათ კაცებს. მენოპაუზის
დადგომამდე, ქალებს კაცებზე უფრო ნაკლებად აქვთ გულის შეტევები,
ნაწილობრივ იმის წყალობით, რომ მათი ორგანიზმი გამოიმუშავებს
ესტროგენებს. მენოპაუზის შემდეგ, გულის დაავადებები ქალებისთვისაც იქცევა
სერიოზულ პრობლემად, მაგრამ მაშინაც კი, ყოველ ასაკობრივ კატეგორიაში
გულის მოულოდნელი შეტევით იღუპება ნაკლები ქალი.
 კიბო - ესაა ამერიკელებს შორის სიკვდილიანობის მეორე მიზეზი, ამავე დროს,
ბოლო პერიოდში იგი „ლიდერობს“ 45 - დან 64 წლამდე ადამიანების სიკვდილის
მიზეზებს შორის. ეს დაავადებაც უფრო ხშირად ემართებათ კაცებს, ვიდრე
ქალებს, თუმცა, მათი სიკვდილიანობის მაჩვენებლებს შორის განსხვავება არაა ისე
მნიშვნელოვანი, როგორც გულის დაავადებების დროს.

115
 დიაბეტი - ესაა კიდევ ერთი დაავადება, რომელიც სულ უფრო გვახსენებს თავს
საშუალო ასაკში. ამასთანავე, დიაბეტი შეიძლება გართულდეს სხვა ფიზიკური
სისუსტეებით, რაც იწვევს სერიოზულ შედეგებს. დიაბეტით დაავადებული
ამერიკელების ნახევარს შეადგენენ 45 - დან 64 წლამდე ადამიანები და იგი
მამაკაცებსაც და ქალებსაც თითქმის თანაბრად ეხება.
 სუნთქვის ორგანოთა დაავადებები - ესეც ერთ - ერთი პრობლემაა, რომელსაც
ეჯახებიან საშუალო ასაკის ადამიანები. კაცები ქალებზე უფრო ხშირად
ავადდებიან ბრონქიტით, ასთმითა და ემფიზემით.
 აივ - ინფექციასთან დაკავშირებული დაავადებები - წარმოადგენს მნიშვნელობით
მეშვიდე მიზეზს საშუალო ასაკის მამაკაცებს შორის, რასაც ვერ ვიტყვით
ქალებზე.
საშუალო ასაკის ზოგიერთი დაავადება სიცოცხლისთვის ნაკლებად სახიფათოა, მაგრამ
მაინც არ აძლევს ადამიანს სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრების საშუალებას.
მაგალითად, საშუალო ასაკში, ორივე სქესის მრავალ ადამიანს ბევრ უსიამოვნებას
უქმნის ართრიტი.
კოგნიტური შესაძლებლობები საშუალო ასაკში. ლონგიტუდური კვლევები აჩვენებს,
რომ ასაკთან ერთად ადამიანის კოგნიტური ფუნქციები რამდენადმე ქვეითდება, მაგრამ ეს
პროცესი მიდის გაცილებით უფრო ნელა, ვიდრე მეცნიერებს ეგონათ ჯერ კიდევ 20 წლის
წინათ. როგორც ჩანს, იგი იწყება უფრო გვიან ასაკში და ეხება ინტელექტის მხოლოდ
ცალკეულ მხარეებს. ზოგიერთი გონებრივი უნარი საშუალო ასკაში მატულობს კიდეც,
განსაკუთრებით უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებში, რომლებიც აგრძელებენ
ნაყოფიერ შრომასა და ეწევიან აქტიურ ცხოვრებას.
განვიხილოთ გონებრივი უნარების 2 ტიპი: მიმდინარე და კრისტალიზებული
ინტელექტი. ერთი თეორიის მიხედვით, არსებობს ინტელექტის 2 სხვადასხვა ტიპი,
რომელიც იზომება ჩვეულებრივი IQ ტესტებით. ინტელექტუალური ფუნქციონირების
პირველ ფართო სფეროს უწოდებენ მიმდინარე ინტელექტს. ესაა ის უნარები, რომელთა
დახმარებითაც ჩვენ ვსწავლობთ რაღაც ახალს. მას ეკუთვნის დახსომების სისწრაფე და
შედეგიანობა, ინდუქციური მსჯელობები, სივრცითი ხატებით ოპერირება და ახალი
კავშირებისა და დამოკიდებულებების აღქმა. ტერმინი “მიმდინარე ინტელექტი” –
წარმოადგენს მეტაფორას. იგი გულისხმობს, რომ ეს ბაზისური პროცესები “შეერევა”
ინტელექტუალური მოქმედების სხვა სახეებს, როგორიცაა აღქმა, ცნობა, ანალიზი და
სხვადასხვა ამოცანების გადაწყვეტა. მეცნიერების აზრით, ინტელექტის ეს ტიპი ასახავს
ნერვული სისტემის ბიოლოგიურ შესაძლებლობებს – მის შრომისუნარიანობასა და
ინტეგრაციულობას.
კრისტალიზებური ინტელექტი – ესაა უნარი, რომელიც მოდის გამოცდილებასა და
განათლებასთან ერთად და ეყრდნობა გათვითცნობიერებულობასა და ცოდნას, რომელიც
დაგროვილია ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ესაა დამოკიდებულებების დამყარების,
მსჯელობების ფორმულირების, პრობლემის გაანალიზებისა და ათვისებული სტრატეგიების
გამოყენების უნარი. ადამიანები იძენენ ინტელექტის ამ ფორმას სავალდებულო განათლების
შედეგად და საკუთარ კულტურასთან ყოველდღიური კონტაქტების დროს. თვლიან, რომ
ტესტების ზოგიერთი სახე, მაგ. ვერბალური მსჯელობის, სიტყვიერი მარაგის, სოციალური
მოთხოვნების გაგების ტესტები ძირითადად ზომავენ კრისტალიზებულ ინტელექტს.
116
მიმდინარე ინტელექტისგან განსხვავებით, კრისტალიზებული ინტელექტის ამაღლება ხდება
მთელი ცხოვრების განმავლობაში, სანამ ადამიანები ინარჩუნებენ ინფორმაციის მიღებისა და
შენახვის უნარს. როცა ლონგიტუდურ კვლევებში ატარებენ კოგნიტური ჩვევების ტესტებს,
რომლის შესაძლებლობასაც სჭირდება ამ ტიპის ინტელექტი, ცდის პირები არაიშვიათად 50
წლის ასაკში აჩვენებენ უფრო მაღალ შედეგებს, ვიდრე აჩვენებდნენ 20 წლის ასაკში.
თუმცა, არის ინტელექტის ერთი ფაქტორი, რომელიც საშუალო ასაკში სუსტდება.
ჩვევები, რომელსაც სჭირდება სისწრაფე, თანდათან სუსტდება, რამდენადმე ნელდება ბევრი
ფსიქომოტორული პროცესი. 40-50 წლის ასაკში ეს ჯერ კიდევ არაა შესამჩნევი. ადამიანები
ცდილობენ სისწრაფის დაქვეითების კომპენსაცია მოახდინონ თავიანთი მოქმედების
ეფექტურობის ამაღლებით და თავიანთი ზოგადი ცოდნის დონით. ინტელექტუალური
საქმიანობა, რომელშიც ხშირად ვარჯიშობენ ან რომელსაც იყენებენ ყოველდღიური
ამოცანების გადაჭრისას ან სამსახურში, რჩება ისევ მაღალპროდუქტიული.
ადამიანმა შეიძლება თავისი ინტელექტუალური განვითარება მოარგოს გარემოს
მოთხოვნებს, რომელშიც ცხოვრობს. მან შეიძლება აქცენტი გააკეთოს რომელიმე კონკრეტული
ჩვევების განვითარებაზე და არ მიაქციოს ყურადღება სხვების განვითარებას, რათა წარმატებას
მიაღწიოს შრომით ან საზოგადოებრივ საქმიანობაში.
ნათელია, რომ საშუალო ასაკში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც
გავლენას ახდენს შემეცნებაზე, არის მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილება. ამიტომ, იმის
ნაცვლად, რომ განვსაზღვროთ საშუალო ასაკის ადამიანების კოგნიტური შესაძლებლობები იმ
სტრატეგიებთან შედარებით, რომლებსაც იყენებენ ახალგაზრდები, იქნებ უკეთესია,
გავზომოთ სწორედ მათთვის დამახასიათებელი ხერხები, გამოცდილება და ოსტატობა.
გამოცდილება და ოსტატობა (დახელოვნება). რით განსხვავდებიან “ექსპერტები”
“ახალბედებისგან? უპირველეს ყოვლისა, იმით, რომ “ექსპერტებს” გააჩნიათ მეტი ცოდნა –
როგორც დეკლარაციული, ისე – პროცედურული. უფრო მეტიც, მათ ეს ცოდნა უკეთესად აქვთ
ორგანიზებული – მათ შორის არის მეტი კავშირები. “ექსპერტები” უფრო სწრაფად და
ადვილად ცნობენ ტიპიურ ამოცანებს და აკავშირებენ მათ გადაწყვეტის შესაბამის ხერხებთან
ან პასუხებთან. ნათქვამი ეხება ნებისმიერი საქმიანობის “ექსპერტს”, ეს იქნება ფიზიკა, მუსიკა
თუ ა.შ.
მართალია, “ექსპერტები” უკეთესად ინახავენ მეხსიერებაში ძირითად ინფორმაციას და
ეფექტურად ოპერირებენ ამ ინფორმაციით, მაგრამ როცა მათ სჭირდებათ ისეთი მასალის
გახსენება, რომელიც არაა დაკავშირებული კონკრეტული ამოცანის შესრულებასთან, ისინი ამ
ამოცანასთან გამკლავებას ვერ ახერხებენ “ახალგაზრდებზე” უკეთესად. მაგ., ახალგაზრდა და
უფროსი ასაკის მოჭადრაკეების ერთ-ერთ კვლევაში, რომელთა შორისაც იყვნენ როგორც
ოსტატები, ისე საშუალო დონის მოჭადრაკეები, მონაწილეებს სთხოვდნენ ორი დავალების
შესრულებას. დასაწყისში მათ აჩვენებდნენ საჭადრაკო დაფას, რომელზეც წარმოდგენილი იყო
პოზიცია თამაშის შუა ნაწილიდან და სთხოვდნენ, დაემახსოვრებინათ თითოეული ფიგურის
მდებარეობა. უფრო ახალგაზრდა მოთამაშეები ამას აკეთებდნენ უკეთესად. შემდეგ
დავალებაში ყველა მოჭადრაკეს სთხოვდნენ, მოეძებნათ საუკეთესო სვლა. ოსტატები,
მიუხედავად ასაკისა, ამ დავალებას ასრულებდნენ ბევრად უკეთესად. მათი მეხსიერება იყო
შერჩევითი და ორგანიზებული ისეთნაირად, რომ დაემახსოვრებინათ კონკრეტულ
პოზიციებსა და ოპტიმალურ სვლებს შორის კავშირები.

117
ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ გამოცდილება არ უზრუნველყოფს რაიმე
კონკრეტული ჩვევის შენახვას (დამახსოვრება). უფროსი ასაკის მოჭადრაკეებს არ შეუძლიათ
ყველა ფიგურის განლაგების დამახსოვრება. ასაკიანი მბეჭდავები უფრო ნელა ბეჭდავენ,
წლებთან ერთად არქიტექტორები კარგავენ სივრცითი დამოკიდებულებების ვიზუალური
შეფასების ჩვევებს, მაგრამ გამოცდილება ახდენს ამ დანაკარგის კომპენსაციას. გამოცდილ
არქიტექტორს თითქმის ავტომატურად შეუძლია იმის განსაზღვრა, თუ რომელი სამშენებლო
მასალა იქნება კონკრეტულ შემთხვევაში ყველაზე უკეთესი, რითაც ახდენს პროექტის
დოკუმენტაციის შედგენისათვის საჭირო დროის ეკონომიას. ასაკიან მბეჭდავს შეუძლია მეტი
სიტყვის აღქმა, რის ხარჯზეც ბეჭდავს უფრო სწრაფად. მსგავსი კომპენსატორული მექანიზმი
საშუალებას აძლევს საშუალო და უფრო გვიანი ასაკის ადამიანებს მუშაობაში მიაღწიონ მაღალ
შედეგებს. აქ თავის როლს თამაშობს ისიც, თუ რამდენად ეხმარება ადამიანს მისი გარემოცვა
კომპენსაციის ამ მექანიზმების განვითარებასა და გამოყენებაში. გარდა ამისა, აღნიშნული
მონაცემებიდან ჩანს, რომ განვითარების პროცესი ხშირად გულისხმობს თავისებურ
კომპრომისს: თუ ერთი ჩვევა უმჯობესდება, მეორე უარესდება და პირიქით.
პროფესიული ოსტატობის ყველა მხარეებს შორის შეიძლება დავასახელოთ
კომპეტენტურობის უწყვეტი განვითარება, სპეციალიზაციის გაღრმავება, პროცედურულად ან
პრაქტიკულად სასარგებლო ცოდნა, ტიპიური ამოცანებისა და სიტუაციების სწრაფი ცნობა,
რასაც მინიმუმამდე დაჰყავს მეხსიერებაში ძიების პროცესი, განზოგადებული აზროვნებისა და
პრობლემის გადაწყვეტის ჩვევები.
ხელმეორე გამოცდილება ხელს უწყობს არამარტო ინფორმაციის მოცულობის გაზრდას,
არამედ მის უკეთესად ორგანიზებასაც. სავარაუდოა, რომ ადამიანი გამუდმებით ახდენს
თავისი ცოდნის სისტემის გადაწყობას, რათა აამაღლოს მისი სიზუსტე, მისაწვდომობა და
დაკავშირებულობა. კოგნიტურ ტესტებში იშვიათად იზომება უფროსი ასაკის ადამიანების
ცოდნაზე და სხვადასხვა ამოცანების გადაწყვეტაზე გამოცდილების მსგავსი გავლენა.

კოგნიტური ჩვევები და გარემო. საშუალო ასაკის ადამიანების უმრავლესობისათვის,


კოგნიტური ჩვევების შემდგომი განვითარებისათვის ხელშემწყობ გარემოს წარმოადგენს
სამუშაო. მათი კოგნიტური უნარები მჭიდროდაა დაკავშირებული მათ მიმართ წაყენებულ
მოთხოვნებთან. ადამიანები, რომელთა შრომითი საქმიანობა გამოირჩევა დიდი სირთულითა
და მრავალმხრივობით, გონებრივი უნარების ტესტებში აჩვენებენ უფრო მაღალ შედეგებს,
ვიდრე ისინი, ვინც დაკავებულია რუტინული სამუშაოებით. მოწიფული ადამიანები,
რომლებსაც მუშაობის პროცესში უწევთ მხოლოდ საკუთარ თავზე დაყრდნობა – ბევრი
იფიქროს, გამოავლინოს ინტუიცია, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება – ასევე
აჩვენებენ ინტელექტუალური მოქნილობის მაღალ დონეს.
დღეისათვის შრომით საქმიანობაში მსგავსი მოქნილობის აუცილებლობა სულ უფრო
იზრდება. ცვლილებებს წარმოების ტექნოლოგიებში მივყავართ იქამდე, რომ ბევრ ჩვენგანს
სჭირდება ახალი ჩვევების დაუფლება იმისათვს, რომ შევინარჩუნოთ სამუშაო ან ვიპოვოთ
ახალი. საშუალო ასაკის ადამიანებს, რომლებიც ფლობენ ახალი ცოდნის დაუფლებისათვის
აუცილებელ კოგნიტურ უნარებს, ჩვევებსა და მოქნილობას, რაც აძლევთ უფრო რთული
სამუშაოს აღების საშუალებას, უფრო უადვილდებათ შრომის ცვალებად პირობებთან შეგუება.
მოცემული უნარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქმიანობის იმ სფეროებში, რომლებიც
ხასიათდება პროფესიული ცოდნის სწრაფი მოძველებით. ასეთი დარგებია მაგალითად,
118
მედიცინა, კომპიუტერული ტექნოლოგიები, ტექნიკური კონსტრუირება, სადაც ძველი ცოდნა
ხდება გამოუსადეგარი და ადგილს უთმობს ახალს. ცოდნის მოძველების პრობლემა
განსაკუთრებით აქტუალურია საშუალო ასაკის ადამიანებისათვის, ვინაიდან ჯერ ერთი,
სავალდებულო სასკოლო განათლება დიდი ხნის წინ დასრულდა, ხოლო მეორეც, ზრდასრულ
ადამიანთა უმრავლესობის შრომითი საქმიანობის ხანგრძლივობა XX - XXI საუკუნეებში
შესამჩნევად გაიზარდა. თუ 1900 წელს საშუალო სტატისტიკით ზრდასრული ადამიანი
სამუშაოზე ატარებდა 21 წელს, 1980 წლიდან ეს მაჩვენებელი გაიზარდა 37 წლამდე. გარდა
ამისა, დღევანდელ დღეს ხშირად ხდება, რომ ადამიანი ხშირად იცვლის სამუშაო ადგილს,
გადადის ერთიდან მეორე სამუშაოზე, რაც ადამიანისაგან მოითხოვს თავისი ცოდნის
გამუდმებით გამდიდრებას და ჩვევების სრულყოფას. “გამოდის, წერდა უილისი, რომ
შრომითი საქმიანობისათვის აუცილებელი ცოდნის შეძენა შეუძლებელია მხოლოდ
ფორმალური სწავლების დროს. ადამიანმა იგი უნდა განაახლოს მთელი ცხოვრების
განმავლობაში”. საბედნიეროდ, საშუალო ზრდასრულობაში ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ იმ
კოგნიტური უნარების განვითარება, რომლებსაც გამუდმებით ვავარჯიშებთ შრომითი
საქმიანობისას და ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს განსაკუთრებით ეხება იმათ, რომელთა
სამუშაოც დაკავშირებულია მაღალ პასუხისმგებლობასთან და ვისაც უწევს დამოუკიდებელი
გადაწყვეტილებების მიღება – ეს ორივე ფაქტორი ხელს უწყობს შემდგომ (მომავალ) კოგნიტურ
განვითარებას.
ინტელექტის ფუნქციების ცვლილება. ზრდასრული ადამიანის კოგნიტურ
განვითარებას შეიძლება შევხედოთ მიმდინარე (მომხდარი) ფუნქციონალური ცვლილებების
თვალსაზრისითაც. შაიიმ გამოთქვა მოსაზრება, რომ დროში ცვლილებებს განიცდის სწორედ
ინტელექტის ფუნქცია და არა თვითონ მისი ბუნება. იგი გვთავაზობს ზრდასრული ადამიანის
კოგნიტური განვითარების 3 სტადიას. ადრეულ ზრდასრულობას შეესაბამება მიღწევის
სტადია. აქ ინტელექტი ძირითადად გამოიყენება იმისათვის, რომ ადამიანმა მისი დახმარებით
გადაწყვიტოს რეალური პრობლემები, რომლებმაც შეიძლება განსაზღვრონ ადამიანის
მომავალი ცხოვრება, ისეთი, როგორიცაა სამუშაოს ან მეუღლის არჩევა. საშუალო ასაკში
ადამიანი შედის სოციალური მოვალეობების შესრულების სტადიაში. ახლა რაიმე
გადაწყვეტილების მიღებისას, ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს მეუღლის, შვილების,
კოლეგების და მთლიანად, საზოგადოების ინტერესები. საშუალო ასაკში ზოგიერთი
ადამიანისათვის ეს სტადია ღებულობს რამდენადმე განსხვავებულ ხასიათს და ეწოდება
ადმინისტრირების სტადია. ეს ეხება იმათ, ვინც მუშაობს ადმინისტრაციულ, მმართველ და
სამთავრობო თანამდებობებზე და რომელთა გადაწყვეტილებაზე დამოკიდებულია
ათეულობით, ასეულობითა და მილიონობით ადამიანის სიცოცხლე. ხანდაზმულობისას
ცოდნის გამოყენება ისევ იცვლება. რეინტეგრაციის სტადიაზე ადამიანები ისევ უბრუნდებიან
საკუთარ ინტერესებს, ღირებულებებსა და განწყობებს. მათ შეიძლება უარი თქვან IQ ტესტების
ტიპის დავალების შესრულებაზე, რომლებსაც ნაკლები დამოკიდებულება აქვთ ყოველდღიურ
ცხოვრებასთან. უპირველეს ყოვლისა, მათ აინტერესებთ რეალური საკითხები და არა
აბსტრაქტული მსჯელობის ფორმები. მათ ისევ შეუძლიათ აბსტრაქტულად აზროვნება, მაგრამ
ახალგაზრდებისგან განსხვავებით, არ არიან მიდრეკილი ამოცანების ამოხსნისაკენ მხოლოდ
იმის გულისთვის, რომ ამოხსნან ისინი.

119
თემა XI. ფსიქოსოციალური განვითარება საშუალო ზრდასრულობაში

საშუალო ასაკი ერთის მხრივ, არის განვითარების შედარებით სტაბილური


პერიოდი, მაგრამ მეორე მხრივ, ამ ასაკის ადამიანებს ცხოვრება უყენებს ახალ
მოთხოვნებს, აყენებს ახალი გამოწვევების წინაშე, რომელთა დაძლევა წარმოადგენს ამ
ასაკის ადამიანის მნიშვნელოვან ამოცანას.

ერიქსონის მიხედვით, ადამიანი განვითარების პროცესში გაივლის 8 სტადიას.


თუმცა, თავის თეორიაში მან გაცილებით მეტი ადგილი დაუთმო საწყის 6 სტადიას და
მოწიფულობის პერიოდში შემოიფარგლა მხოლოდ ორი სტადიით - ესაა
გენერატიულობა სტაგნაციის წინააღმდეგ და ეგოს - მთლიანობა სასოწარკვეთის
წინააღმდეგ.

პეკი ამის გამო აკრიტიკებდა ერიქსონს და თვლიდა, რომ მოწიფულობის


პერიოდში ჩნდება ბევრი ახალი პრობლემა და ამოცანა, რომელთა ჩატევა ორ დარჩენილ
სტადიაში შეუძლებელია. ცხოვრების ამ უფრო გვიან წლებში, ყველა ადრინდელმა
პრობლემამ შეიძლება ისევ იჩინოს თავი, განსაკუთრებით, სტრესის ან ცხოვრებისეული
ცვლილებების პირობებში. მოულოდნელმა ავადმყოფობამ, როგორიცაა ინფარქტი,
შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ადამიანს თავიდან დასჭირდეს ავტონომიისა და
დამოუკიდებლობის პრობლემის გადაჭრა, ახლა უკვე 45 წლის ასაკში. მეუღლის
გარდაცვალებამ მის წინაშე შეიძლება ისევ დააყენოს სიახლოვე - იზოლაციის
კონფლიქტის გადაწყვეტის საკითხი.

მოწიფული ადამიანის სპეციფიკური ცხოვრებისეული ამოცანების


გათვალისწინებით, პეკმა გამოყო ზრდასრული ადამიანის განვითარების 7 პრობლემა
ანუ კონფლიქტი. ამათგან, საშუალო ასაკში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 4.

 ფიზიკური ძალების კლებასა და ჯანმრთელობის შესუსტებასთან ერთად,


ამ ასაკის ადამიანმა თავისი ენერგია ფიზიკური საქმიანობიდან უნდა
გადაიტანოს გონებრივ საქმიანობაზე. პეკმა ამ კორექციას უწოდა სიბრძნის
ღირებულების აღიარება წინააღმდეგ ფიზიკური ძალის ღირებულების
აღიარებისა.
 განვითარების მეორე ამოცანას წარმოადგენს გაწონასწორება ადამიანურ
ურთიერთობებში - სოციალური წინააღმდეგ სექსუალური საწყისისა.
120
ფიზიოლოგიური და ფსიქიკური ცვლილებების, ასევე სოციალური
ვალდებულებებისა და მოვალეობების შესაბამისად, ამ ასაკში ადამიანმა
ძირითადად ყურადღება უნდა გადაიტანოს სოციალურ ურთიერთობებზე,
თანამშრომლობაზე და არა სექსუალურ ურთიერთობებსა და
კონკურენციაზე.
 მესამე ამოცანა - კატექსისური ( ემოციური ) მოქნილობა წინააღმდეგ
კატექსისური გაღარიბებისა. ემოციური მოქნილობა უდევს საფუძვლად იმ
კორექციებს, რომელსაც უნდა მიმართოს საშუალო ასაკის ადამიანმა იმ
შემთხვევებში, როცა ინგრევა ოჯახები, კარგავენ მეგობრებსა და
ახლობლებს და როცა ადრინდელი ინტერესები აღარაა მნიშვნელოვანი.
 მეოთხე ამოცანა - გონებრივი მოქნილობა გონებრივი რიგიდობის
წინააღმდეგ - პეკი ამაში გულისხმობდა იმას, რომ საშუალო ასაკის
ადამიანის აზროვნება არ უნდა გახდეს რიგიდული, სტერეოტიპული, მას
უნდა შეეძლოს უკვე ჩამოყალიბებული მოსაზრებების შეცვლა და არ უნდა
რჩებოდეს ოდესღაც ჩამოყალიბებული შეხედულებების გავლენის ქვეშ.

ერიქსონის სტადიების მსგავსად, პეკის არცერთი განზომილება არ


შემოიფარგლება საშუალო ასაკით ან მოხუცებულობით. ცხოვრების ადრეულ
პერიოდებში მიღებული გადაწყვეტილებები ასრულებს სამშენებლო ბლოკების როლს,
რომლებიდანაც აიგება ზრდასრული ადამიანის ყველა გადაწყვეტილება, საშუალო
ასაკის ადამიანები კი იწყებენ მოახლოებულ სიბერესთან დაკავშირებული ამოცანების
გადაჭრას.

საშუალო ასაკი - ესაა ის პერიოდი, როცა ადამიანი ფიქრობს იმაზე, მიაღწია თუ


არა მან ადრე დასახულ მიზნებს, გადაჭრა თუ არა მის წინაშე მდგარი ამოცანები.
ადრეულ ზრდასრულობაში ადამიანი ახდენს პროფესიულ სფეროში თვითდამტკიცებას,
საშუალო ასაკში კი ისინი ხშირად სხვაგვარად უყურებენ თავიანთ სამუშაოს.
ამასთანავე, უმრავლესობა აცნობიერებს, რომ მათ უკვე გააკეთეს პროფესიული
არჩევანი და უნდა იცხოვრონ მასთან ერთად. მან, ვინც განიცადა თავისი სამუშაოთი
იმედგაცრუება,დაკარგა იგი ან ვერ მიაღწია სასურველ პროფესიონალურ მდგომარეობას,
შეიძლება განიცადოს სინანული და ფრუსტრაცია, სხვამ კი შეიძლება მოახდინოს
საკუთარი პრიორიტეტების გადაწყობა. პრიორიტეტების ცვლილება ხდება არამარტო
პროფესიულ საქმიანობაში. მაგ., ზოგიერთი ადამიანი საშუალო ასაკში უფრო მეტ
ყურადღებას უთმობს პიროვნებათაშორის ურთიერთობებს ან მორალურ
ვალდებულებებს, ვიდრე პროფესიულ განვითარებას.

მამაკაცები საშუალო ასაკში. ფარელმა და როზენბერგმა იკვლიეს, თუ როგორ


რეაგირებენ მამაკაცები საშუალო ასაკზე. მათ ინტერვიუ აიღეს 300 - ზე მეტი ამ ასაკის
მამაკაცისგან, რომლის დროსაც მათ უსვამდნენ ოჯახთან, სამუშაოსთან და ფიზიკურ
მონაცემებთან დაკავშირებულ კითხვებს და მიღებულ პასუხებს ადარებდნენ უფრო
ახალგაზრდა მამაკაცების პასუხებთან. კვლევის შედეგებმა დაადასტურა მათი
მოსაზრება იმის შესახებ, რომ ყოველი ადამიანი აქტიურ როლს თამაშობს იმაში, თუ
როგორ აეწყობა მისი ცხოვრება. მათ დაადგინეს, რომ ასაკზე მამაკაცების რეაგირება
121
ინდივიდუალურია, თუმცა ეს ხდება რაღაც საერთო სქემის მიხედვით. მამაკაცების
უმრავლესობა გრძნობდა პასუხისმგებლობას ოჯახისა და სამუშაოს წინაშე. მათ
უმრავლესობას გამომუშავებული ჰქონდა ცხოვრების ჩვეული წესი, რომელიც
ეხმარებოდა მათ პრობლემებთან გამკლავებაში. ბევრი მამაკაცი ეჯახებოდა ერთნაირ
პრობლემებს: მოხუც და მათზე დამოკიდებულ მშობლებზე ზრუნვა, სირთულეები
მოზარდ შვილებთან ურთიერთობაში, საკუთარი ფიზიკური მოწყვლადობის აღიარება.

მართალია, ტრადიციულად ითვლებოდა, რომ საშუალო ასაკში მამაკაცის


ფსიქოლოგიური კეთილდღეობა დაკავშირებულია მხოლოდ მის პროფესიულ როლთან,
ფარელი და როზენბერგი მიუთითებენ იმაზე, რომ მათთვის ასევე მნიშვნელოვანია
ოჯახური ურთიერთობები. ამ მოსაზრებას იზიარებენ სხვა მკვლევარებიც. კვლევების
მიხედვით, მამაკაცის მიერ მეუღლისა და მშობლის როლის შესრულების ხარისხზე
მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მათი ფსიქოლოგიური დისტრესის დონე და
დისტრესის ხარისხი, რომელსაც იგი განიცდის სამსახურში.

ფარელი და როზენბერგი თვლიან, რომ საშუალო ასაკში არსებობს მამაკაცის


განვითარების 4 მთავარი გზა. პირველი - ესაა ტრანსცენდენტულ - გენერატიული
მამაკაცის გზა. ეს არის მამაკაცი, რომელმაც მოახერხა თავისი პოტენციალის რეალიზება,
რომელსაც გააჩნია სტაბილური შემოსავალი და სათანადო სტატუსი, რომელიც
კმაყოფილია თავისი მდგომარეობით და არ განიცდის საშუალო ასაკის კრიზისს, რადგან
მოძებნა ცხოვრებისეული პრობლემების უმრავლესობის გადაწყვეტის ადეკვატური
გზები. მეორე გზა - ესაა ფსევდო - განვითარებული მამაკაცის გზა. ეს მამაკაცი
უმკლავდება პრობლემებს, გამოიყურება ისე, თითქოს ყველაფერი, რაც ხდება,
აკმაყოფილებს მას ან მის კონტროლქვეშაა, სინამდვილეში კი გრძნობს, რომ დაკარგა
მიმართულება, ჩიხშია შესული ან რომ მას ყველაფერი მობეზრდა. მესამე გზაა - მამაკაცი
საშუალი ასაკის კრიზისში. იგი დაბნეულია და ეჩვენება, რომ მთელი მისი ცხოვრება
ინგრევა. მას არა აქვს მის მიმართ წაყენებული მოთხოვნებისა და პრობლემების
გადაწყვეტის უნარი. განვითარების მეოთხე გზა - ესაა ბედისგან დაჩაგრული მამაკაცის
გზა. ეს მამაკაცი ცხოვრების უმეტეს პერიოდში იყო უბედური ან სხვებისგან
უარყოფილი და ავლენს საშუალო ასაკის კრიზისის ნიშნებს. ჩვეულებრივ, მას არ
შეუძლია პრობლემებთან გამკლავება.

ფარელი და როზენბერგი დასკვნისას აღნიშნავენ, რომ დასავლური და


ამერიკული საზოგადოება აიძულებს მამაკაცს, შეესატყვისებოდეს მამაკაცურობისა და
წარმატების ერთიან ნიმუშს და საშუალო ასაკში ბევრ მამაკაცს პრობლემები უჩნდება
სწორედ იმიტომ, რომ უწევს იმ აზრთან შეგუება, რომ ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს
ან იმის გამო, რომ იძულებული იყო უარი ეთქვა საკუთარ სურვილებზე, რათა მიეღწია
ამ სტანდარტებისთვის.

განვიხილოთ მამაკაცის როლთან დაკავშირებული ნორმები და ის, თუ როგორ


მოქმედებს ეს ნორმები მასზე.

წარმატების / სტატუსის ნორმა. ეს ნორმა გულისხმობს, რომ მამაკაცის შეფასება


ხდება სამსახურში წარმატებისა და ფულის მიხედვით. ამ ნორმას უკავშირდება
122
მამაკაცისთვის მთელი რიგი პრობლემები. ჯერ ერთი, მამაკაცთა უმრავლესობას არ
შესწევს იმის უნარი, რომ 100%-ით შეესატყვისებოდეს ამ ნორმას, რაც ხშირად იწვევს
მათ დაბალ თვითშეფასებას (Pleck, 1981).

ფინანსურ ზეწოლას განსაკუთრებით მძიმედ განიცდის ის მამაკაცი, რომლის


ცოლი არ მუშაობს, ვინაიდან ოჯახის ფინანსურად მხოლოდ მასზე დამოკიდებულების
განცდა, ადამიანის ფსიქიკისათვის წარმოადგენს დიდ სიმძიმეს.

მოსაზრება, რომ ოჯახში მამაკაცის მთავარი მოვალეობა ფულის შემოტანაა,


უარყოფითად მოქმედებს მამაკაცების მიერ მშობლის ფუნქციის შესრულებაზე,
ვინაიდან მან თითქმის მთელი დრო უნდა დაუთმოს სამუშაოს. მამის შემოსავლის
ზრდის მიხედვით მისი წვლილი შვილების აღზრდაში, ჩვეულებრივ, მცირდება (Ericson
& Gecas, 1991).

სიმტკიცის ნორმა. ეს ნორმა არსებობს რამდენიმე ფორმით: ა) ფიზიკური, ბ)


გონებრივი და გ) ემოციური სიმტკიცე. განვიხილოთ ისინი სათითაოდ.

ა) ფიზიკური სიმტკიცის ნორმა. ფიზიკური სიმტკიცის ნორმა _ ესაა იმის


მოლოდინი, რომ მამაკაცი იქნება ღონიერი და ვაჟკაცური. ფიზიკურად სუსტი
მამაკაცების თვითშეფასება შეიძლება სერიოზულად დადაბლდეს, რაც აიძულებს მათ
სასურველი ფიზიკური ფორმის მისაღწევად მიმართონ ჯანმრთელობისათვის საზიანო
მეთოდებსაც. ფიზიკური სიმტკიცის ნორმამ მამაკაცი ზოგჯერ შეიძლება მიიყვანოს
ძალადობამდე, განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვები თვლიან, რომ არააგრესიული
მოქმედება არ იქნება მამაკაცური. მამაკაცებს, რომლებსაც არ შესწევთ საკუთარი თავის
სხვა საშუალებებით რეალიზების უნარი, განსაკუთრებით უყვართ მამაკაცურობის
დემონსტრირება ძალადობის გზით. სხვა სფეროში უსუსური მამაკაცისათვის ძალადობა
წარმოადგენს საკუთარი სიძლიერის განცდის ერთადერთ საშუალებას.

ბ) გონებრივი სიმტკიცის ნორმა. ამაში იგულისხმება საყოველთაოდ მიღებული


ნორმა, რომლის მიხედვითაც, მამაკაცი უნდა იყოს მცოდნე და კომპეტენტური.
შეიძლება ესაა იმის მიზეზი, რომ მამაკაცი ძნელად თუ აღიარებს, რომ რაიმე არ იცის და
ამჯობინებს, არ ითხოვოს რჩევა. ზოგჯერ ამან შეიძლება ხელი შეუშალოს მას საჭირო
ინფორმაციის მოპოვებაში, ვინაიდან ადამიანს ვერ გადაუწყვეტია კითხვების დასმა,
რადგან გამომჟღავნდება, რომ იგი კარგად ვერ ერკვევა საკითხში. ეს ნორმა პრობლემებს
ბადებს პიროვნებათაშორის ურთიერთობებში, რადგან მამაკაცი, რომელიც ცდილობს
შეესატყვისებოდეს ამ ნორმას, ხშირად ამცირებს სხვებს იმით, რომ უარს ამბობს
საკუთარი შეცდომების აღიარებაზე, რაც ხელს უშლის ადამიანთა შორის ნორმალურ
ურთიერთობებს.

გ) ემოციური სიმტკიცის ნორმა. ეს ნორმა გულისხმობს, რომ მამაკაცი უნდა იყოს


ემოციურად მტკიცე: განიცდიდეს ნაკლებ გრძნობებს და უნდა შეეძლოს საკუთარი
ემოციური პრობლემების გადაჭრა სხვისი დახმარების გარეშე. შ. ბერნის (2002) აზრით,
სწორედ ეს ნორმა ბადებს ყველაზე უფრო სერიოზულ პრობლემებს მამაკაცსა და ქალს
შორის. კვლევათა შედეგები გვიჩვენებს, რომ მამაკაცები არანაკლებ ემოციურები არიან,

123
ვიდრე ქალები, მაგრამ თავისი გენდერული როლის გამო არიან ნაკლებად
ექსპრესიულები, მათთვის სოციალურად მისაღებია მხოლოდ ერთი ემოციის-სიბრაზის
გამოხატვა. ემოციური ექსპრესიის ერთ-ერთი ფორმაა “თვითგახსნა”, კომუნიკაციის
ისეთი ტიპი, როცა ადამიანი სხვას უზიარებს თავის პირად გრძნობებს. კვლევათა რიგი
ამტკიცებს, რომ მამაკაცები თვითგახსნას ახდენენ ქალებზე იშვიათად (Dolgin et al., 1991;
Shaffer et al.,1991, Levis, 1978). მამაკაცები, რომლებიც ემხრობიან მამაკაცურობაზე
ტრადიციულ შეხედულებებს, ცდილობენ თავიდან აიცილონ თვითგახსნა, ხოლო
ანდროგინული პიროვნებები _ ქალებიც და კაცებიც _ ამჟღავნებენ თვითგახსნის მსგავს
დონეს.

ბარბის (Barbee., 1993) აზრით, მამაკაცისაგან იშვიათად ელიან ემოციურ


მხარდაჭერას, ვინაიდან ზოგჯერ სხვის მიერ გულის გადაშლაზე ის რეაგირებს იმდენად
ლოგიკურად და უემოციოდ, რომ ადამიანმა ეს შეიძლება მიიღოს გაკიცხვად.
სამაგიეროდ, მამაკაციც ნაკლებად ღებულობს სხვებისაგან ემოციურ მხარდაჭერას,
ვინაიდან საზოგადოება ხშირად ვერ ხვდება, რომ მას სჭირდება ასეთი მხარდაჭერა.

დ) ანტიქალურობის ნორმა - ესაა ნორმა, რომლის მიხედვითაც მამაკაცი უნდა


გაურბოდეს სპეციფიკურად ქალურ საქმიანობას, მოქმედების სახესა და ქცევის
მოდელებს. ზემოთ აღვნიშნეთ, რომ წარმატება / სტატუსის ნორმა ხელს უშლის მამაკაცს
მამის როლის სრულფასოვნად შესრულებაში. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ
ანტიქალურობის ნორმასაც იგივე ეფექტი აქვს. ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ მშობლის
ფუნქციონირებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია სინაზე, ზრუნვა, ემოციური
მხარდაჭერა. ბევრ მამაკაცს უჭირს ამის გაკეთება, რადგან ამ მოქმედებებს ისინი
აკავშირებენ ქალურობასთან. ანტიქალურობის ნორმა ასევე შეიძლება
ეწინააღმდეგებოდეს საოჯახო საქმეებში თანასწორობას, რადგანაც მამაკაცისათვის
საოჯახო საქმე ასოცირებულია ქალთან და ქალურობასთან. გამოკვლევები ადასტურებს,
რომ რაც უფრო ტრადიციული შეხედულებებისაა მამაკაცი, მით უფრო ნაკლებად
ასრულებს ის საოჯახო საქმეებს (Alkinson & Huston, 1984).

ლევანტს (1992) მიაჩნია, რომ დღეისათვის მამაკაცის როლი განიცდის კრიზისს,


რომელიც გამოწვეულია საზოგადოებაში მომხდარი ცვლილებებით. არსებობს
საფუძველი ვიფიქროთ, რომ ადამიანებს სურთ ტრადიციულ მამაკაცურ ნორმებში
ცვლილებების შეტანა. ტომპსონმა და პლეკმა (Thompson & Pleck, 1986) დაადგინეს, რომ
ახალგაზრდა ვაჟები აღიარებდნენ ტრადიციული მამაკაცური ნორმების არსებობას,
მაგრამ არ გამოხატავდნენ მათ მიმართ რადიკალურ თანხმობას ან დაუთანხმებლობას.
16-დან 88 წლამდე ასაკის მამაკაცებიც, ასევე ნაკლებად იწონებდნენ ტრადიციულ
მამაკაცურ როლებს (Burns & Laver, 1994).

თუმცა, დაფიქრებას იწვევს ის ფაქტი, რომ მიუხედავად ტრადიციული


მამაკაცური როლისათვის სუსტი მხარდაჭერისა, მამაკაცთა უმრავლესობა
პრაქტიკულად მაინც ცდილობს ამ როლის შესატყვისად მოქმედებს, რასაც აქვს
გარკვეული მიზეზები:

124
ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს იმის განცდა, რომ საზოგადოება მაინც მხარს
უჭერს ტრადიციულ მამაკაცურ ნორმებს. მაშინაც კი, როცა მამაკაცი აქტიურად არ
ემხრობა ამ ნორმებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი არ ემორჩილება მათ, რათა თავიდან
აიცილოს საზოგადოების მხრიდან გაკიცხვა. ო’ლირი და დონაჰიუ (O’ Leary & Donohue,
1988) აღნიშნავენ, რომ მამაკაცების აზრით, გენდერული როლიდან გადახრა გამოიწვევს
ნეგატიურ სოციალურ შედეგებს.

ქალები საშუალო ასაკში. მართალია, ამ ასაკის ქალის განვითარების შესახებ


არსებობს კვლევათა მცირე რაოდენობა, დადგენილია, რომ დიდი ინდივიდუალური
განსხვავებების მიუხედავად, ქალების რეაქციებში არსებობს საერთო ტენდენციებიც.
ამერიკაში ჩატარებული ერთ - ერთი კვლევის მიხედვით, გამოვლინდა, რომ ქალები
მიუთითებენ სამ გარდამავალ ეტაპზე. ქალების 80% აღნიშნავდა, რომ მათი როლის
ძირეული ცვლილება დაკავშირებულია ბავშვის დაბადებასთან და სიცოცხლის პირველ
წლებში მის მოვლასთან. ეს ჩვეულებრივ, ხდებოდა 27 -დან – 30 წლის შუალედში. რაც
შეეხება მეორე გარდამავალ მომენტს, ესაა ის პერიოდი, როცა მოზრდილი შვილები
ტოვებენ ოჯახს. ქალების უმრავლესობა აღნიშნავდა, რომ ეს ცვლილება არ იყო
დაკავშირებული ძალიან მძიმე განცდებთან - მხოლოდ მცირე რაოდენობა
მიუთითებდა, რომ ამ პერიოდში განიცდიდნენ სირთულეებს. მესამე მნიშვნელოვანი
გარდამავალი პერიოდი მოდის პოსტმშობლიურ პერიოდზე. ქალის ცხოვრებისეული
მიზნების, განწყობებისა და ღირებულებების ცვლილებათა ანალიზისას უფრო ადვილია
მისი კავშირის შემჩნევა ოჯახური განვითარების ციკლთან, ვიდრე ასაკობრივი დონის
ან პროფესიული ციკლის ეტაპებთან.

დღევანდელ დღეს ხშირია შემთხვევა, როცა ქალი სწორედ საშუალო ასაკში ქმნის
ოჯახს და აჩენს ბავშვს. ჩვეულებრივ, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ქალი
დაკავებულია პროფესიული ზრდით, კარიერის მოწყობით და ამ პრობლემების
გადაჭრის შემდეგ ქმნის ოჯახს და აჩენს ბავშვს. სანამ ბავშვი პატარაა, მან შეიძლება
დროებით სამსახურს დაანებოს თავი ან რამდენჯერმე შეიცვალოს სამუშაო ადგილი.
ბევრი ქალი ბავშვის გაჩენის შემდეგაც აგრძელებს აქტიურ პროფესიულ საქმიანობას და
პროფესიულ ზრდას. ქალი, რომელსაც აქვს ოჯახი და სამსახური, ზოგჯერ დგება
როლური კონფლიქტის წინაშე. ეს შიგაპიროვნული კონფლიქტი აღმოცენდება ქალის
მიერ რამდენიმე სოციალური როლის შესრულებისას და მათი სრულყოფილად
შესრულებისთვის საჭირო ფიზიკური რესურსების უკმარობისას. ეს კონფლიქტი უფრო
ხშირად თავს იჩენს მაშინ, როცა ქალი თანაბრადაა ორიენტირებული ოჯახზეც და
პროფესიულ ზრდაზეც. ასეთ შემთხვევაში სხვადასხვა როლების მიწერილობები,
რომლებსაც ასრულებს პიროვნება, ხელს უშლის მათ წარმატებით რეალიზაციას.

როლური კონფლიქტის ყველაზე მეტად გამოხატული დესტრუქციული


მაჩვენებელი - ესაა დანაშაულის გრძნობა, რომელიც ჩნდება ქალის მიერ თავისი
როლების აღქმის მოდელიდან. ხშირად ეს დაკავშირებულია სუპერქალის სინდრომთან:
სურვილთან, ჰქონდეს ცხოვრებაში ყველაფერი ( ოჯახი, შვილები, კარიერა ) და
შესანიშნავად ასრულებდეს თავის მოვალეობებს. დანაშაულის გრძნობა ხასიათდება

125
მაღალი მდგრადობითა და გამოვლენის სფეროთა სიმრავლით. ესაა ქალის
დამოკიდებულება შვილების, ქმრის, სამუშაოს, საკუთარი თავის მიმართ.

შვილების წინაშე დანაშაულის გრძნობა ქალში აყალიბებს ზეკომპენსატორულ


ქცევას. ზეკომპენსაცია ღებულობს სხვადასხვა ფორმას. ერთ შემთხვევაში, საღამოს
სამსახურიდან მოსული დედა ცდილობს კომპენსაცია მოახდინოს ბავშვზე მეტისმეტი
მზრუნველობით, მისი ყველა სურვილის შესრულებით, ისე რომ მას არ აძლევს
მოდუნების, მოშვების საშუალებას. საღამოს ბევრი ბავშვი დედის ასეთი მზრუნველობის
შედეგად ფსიქიკურად „ მორყეულია“.

ზეკომპენსაციის მეორე ფორმაა ბავშვისთვის დიდი რაოდენობით სათამაშოების


ყიდვა. ბ. ბერგმა ასეთ ქცევას უწოდა „ ქცევა თავისთვის,“ რადგან სათამაშოები
სჭირდება არა იმდენად ბავშვს, რამდენადაც დედას, რომელიც ამ გზით ცდილობს
დანაშაულის გამოსყიდვას. ყველაფერ ამას მივყავართ ბავშვის არასწორ აღზრდამდე,
მასში დამოკიდებულობის, შფოთიანობის ჩამოყალიბებამდე და სხვა პიროვნულ
დამახინჯებებამდე.

მკვლევარები თვლიან, რომ დანაშაულის განცდის გამო ქალი, როგორც დედა,


ნაკლებად ეფექტურია. როცა ბავშვი ხვდება, რომ დედა მის წინაშე თავს გრძნობს
დამნაშავედ, იწყებს დედით მანიპულირებას, სპეციალურად იწვევს მასში ამ ნეგატიურ
განცდებს, რამაც შეიძლება გაართულოს მათ შორის ურთიერთობა.

ოჯახი და მეგობრები: პიროვნებათაშორისი კონტექსტი. საშუალი ასაკი - ესაა


პერიოდი, როცა ქალებისთვისაც და მამაკაცებისთვისაც მნიშვნელოვანი ხდება
პიროვნებათაშორისი ურთიერთობები, როგორც ოჯახის წევრებთან, ისე -
მეგობრებთან.

საშუალო ასაკის ადამიანები ასრულებენ უმცროს და უფროს თაობებს შორის


დამაკავშირებელი რგოლის როლს: ერთის მხრივ, ესაა ურთიერთობა უკვე მოზრდილ
შვილებთან და მეორე მხრივ, უკვე სიბერეში გადამდგარ მშობლებთან. ახლა ისინი
იღებენ საკუთარ თავზე საქმეების წარმოებაზე პასუხისმგებლობას. ეს ახალი
პასუხისმგებლობა გარკვეულად იწვევს ერთგვარ შედეგების შეჯამებას. ამ ასაკის
ადამიანები შეიძლება წუხდნენ იმის გამო, რომ ვერ მიაღწიეს ამა თუ იმ მიზანს, რაღაც
საქმეები დარჩათ დაუსრულებელი, გეგმების ნაწილი დარჩა გეგმად. ამ ასაკის
ადამიანები უნდა ცხოვრობდნენ პრინციპით „აქ და ამჟამად“. ამასთანავე, ისინი
საკუთარ თავზე იღებენ ოჯახის მფარველის როლს, იცავენ რა ოჯახურ ტრადიციებს,
აღნიშნავენ მიღწევებს, ინახავენ ოჯახურ ისტორიას, ინარჩუნებენ კავშირებს ოჯახის იმ
წევრებთან, რომლებიც ცხოვრობენ მათგან შორს.

მოზრდილ შვილებთან დამოკიდებულება. მოზრდილ შვილებთან


ურთიერთობაში გამოიყოფა ორი მომენტი: შვილების მიერ მშობლიური ოჯახის
დატოვება და ამ ფაქტთან შეგუება და ცხოვრების გაგრძელება შვილებისგან
დამოუკიდებლად. არიან ოჯახები, რომლებიც ადვილად ახერხებენ ამ პრობლემის
გადაჭრას. ახალგაზრდებს, რომლებმაც გადაწყვიტეს დამოუკიდებელი ცხოვრება,

126
ყველაზე მეტ დახმარებას უწევენ ის მშობლები, რომლებსაც არ შეუწყვეტიათ
შვილებთან დიალოგი, ამასთანავე, სულ უფრო ენდობიან მათ, პატივს სცემენ მათ მიერ
მიღებულ გადაწყვეტილებებს და მოსაზრებებს. მშობლებმა შვილებს უნდა მისცენ
თავისუფლება და მიიღონ შვილები ისეთად, როგორიც არიან.

ცხადია, შვილების მიერ ოჯახის დატოვება მშობლებისთვისაც წარმოადგენს


ახალ მდგომარეობაზე გადასვლის პერიოდს. თუმცა, ბევრი ქალი ამბობს, რომ ამ
პერიოდში თავს გრძნობს უბედურად, მათი უკმაყოფილების მიზეზი ხშირად უფრო
დაკავშირებულია სამუშაოსთან ან ქმართან უსიამოვნებებთან, ვიდრე შვილების მიერ
ოჯახის დატოვებასთან. შვილების მიერ მშობლიური ოჯახის დატოვებისას,
მამაკაცებიც შეიძლება განიცდიდნენ სინანულს, განსაკუთრებით მაშინ, თუ გრძნობენ,
რომ ვერ შეამჩნიეს, თუ როგორ გაიზარდნენ მისი შვილები.

მშობლები ხშირად ამბობენ, რომ უხარიათ შვილების ყოლა, თუმცა როცა


ზრდასრული შვილები ტოვებენ ოჯახს, მათთვის დგება საკმაოდ სასიამოვნო პერიოდი,
რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ მათ საკუთარი თავისთვის რჩებათ მეტი
თავისუფალი დრო, რომელიც შეუძლიათ დაუთმონ მათთვის საინტერესო საქმეს. ამ
მხრივ, განსაკუთრებით მოგებული რჩებიან ქალები, რომლებიც თავისუფლდებიან
შვილებზე ყოველდღიური ზრუნვისგან და აღნიშნავენ, რომ ახდენენ თავიანთი
გატაცებების რეალიზაციას.

დღეს საკმაოდ დიდია განქორწინებების რიცხვი და ბევრი ადამიანი მარტო


ზრდის შვილებს. ასეთ შემთხვევებში საკმაოდ ხშირია მშობელსა და შვილებს შორის
კონფლიქტები და არასტაბილური ურთიერთობები. ზოგი მკვლევარის მონაცემებით, ეს
განსაკუთრებით ხშირად ხდება მაშინ, როცა შვილები არიან გარდატეხის ასაკში.

დაცარიელებული ბუდე. მას შემდეგ, როცა მშობლიურ სახლს დატოვებს


უმცროსი შვილიც, მშობლები უნდა გადაერთონ სხვა როლებსა და ინტერესებზე და ეს
ხდება სულ უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა, რადგან დღეს ადამიანი ცოცხლობს უფრო
დიდხანს. მაშინ როცა 1990 წელს 65 და მეტი ასაკისთვის მიღწევა შეეძლო აშშ - ის
ზრდასრული მოსახლეობის 75% - ს, XX საუკუნის დასაწყისში ამ ასაკამდე აღწევდა
ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 41%. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის
ასეთი ზრდის პირობებში, შვილების ოჯახიდან წასვლის შემდეგ ქორწინებაში მყოფ
მშობლებს საკმაოდ დიდხანს უწევთ ერთად ცხოვრება. ოჯახური ციკლის ეს პერიოდი,
რომელსაც ზოგჯერ უწოდებენ “დაცარიელებული ბუდის” პერიოდს, შეიძლება
აღმოჩნდეს რთული, თუ ერთად ცხოვრების განმავლობაში ცოლ - ქმარი ემოციურად
დაშორდა ერთმანეთს.

მიუხედავად შესაძლო სირთულეებისა, საშუალო ასაკის წყვილს აქვს ბევრი


საერთო საქმე, მათ შორის მშობლიური მოვალეობების შესრულება, ოჯახური
ტრადიციები, ღირებულებები და ურთიერთობები. იმ წყვილებსაც კი, რომლებსაც აღარ
აქვთ ისეთი მეგობრული ურთიერთობა, როგორიც ჰქონდათ ქორწინების დასაწყისში,
შეიძლება ჰქონდეთ ერთმანეთის ძლიერი ემოციური მხარდაჭერა და განიცდიდნენ
მატერიალურ და ფუნქციონალურ ურთიერთდამოკიდებულებას. მათ აქვთ საერთო
127
ქონება და საცხოვრებელი და მიჩვეული არიან ცხოვრების გარკვეულ სტილს. არაა
აუცილებელი, რომ ამ პერიოდში ოჯახური ცხოვრებით კმაყოფილება დამყარებული
იყოს ურთიერთმოქმედების ან საერთო პრობლემების გადაწყვეტის იგივე მოდელებზე,
რასაც ადგილი ჰქონდა უფრო ადრეულ ეტაპებზე.

საშუალო ასაკში მშობლებსა და შვილებს შორის დამოკიდებულებები ხდება


უფრო თანასწორი, ვიდრე იყო ადრე. ეს დამოკიდებულებები კარგავს იერარქიულ
ხასიათს და გადაიზრება ზრდასრულ ადამიანთა შორის ურთიერთობაში, რომელიც
აგებულია უფრო მეტი თანასწორობის საფუძველზე, ვიდრე ამას ადგილი ჰქონდა მაშინ,
როცა შვილები იყვნენ პატარები. თანასწორ ურთიერთობებზე გადასვლა იშვიათად
ხდება მოულოდნელად. ეს გადასვლა შეიძლება იყოს ადვილი ან ძნელი, რაც
დამოკიდებულია შვილების მიმართ მშობლების დამოკიდებულებაზე. თუ მშობლიური
სტილი ავტორიტარულია, როლები და მოვალეობები უფრო ხშირად ფორმალურია,
რიგიდული და ძნელად ექვემდებარება შეცვლას. ასეთ შემთხვევაში, საშუალო ასაკის
მშობლები და მათი მოზრდილი შვილები ზოგჯერ წლობით იბრძვიან თანასწორი
ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის.

მოხუც მშობლებთან დამოკიდებულება. დღეისათვის ნორმაა, როცა საშუალო


ასაკის ადამიანს ჰყავს ორივე ან ერთი მშობელი და ისინი უნდა შეეგუონ მოხუცი
მშობლების შეცვლილ როლებსა და მოთხოვნილებებს. როცა მშობლები ჯანმრთელები
არიან, მათი შვილებთან დამოკიდებულება ხშირად ხასიათდება თანასწორი
ურთიერთობებით, მშობლები და მოზრდილი შვილები ერთმანეთს უწევენ კონკრეტულ
დახმარებას. ჩვეულებრივ, ასეთი დამოკიდებულებები იცვლება, როცა მშობლები ავად
ხდებიან ან ძალიან სუსტდებიან და არ შეუძლიათ დამოუკიდებლად ცხოვრება.

გავრცელებულია მოსაზრება, რომ საშუალო ასაკის ადამიანები უარს ამბობენ


თავიანთი მოხუცი მშობლების მოვლაზე, მიჰყავთ ისინი მოხუცთა თავშესაფარში და
მათზე ზრუნავს სახელმწიფო, თუმცა, კვლევები არ ადასტურებს ამ მოსაზრებას.
სინამდვილეში, ამერიკაში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ შვილების 80 – 90 %
საკუთარ თავზე იღებს მოხუც მშობლებზე ზრუნვას.

როცა საუბარია მოხუც ან ავადმყოფ მშობლებთან ურთიერთობასა და მათ


მოვლაზე, მნიშვნელობა აქვს იმას, ქალიშვილთან გვაქვს საქმე თუ ვაჟიშვილთან.
ჩვეულებრივ, ისე ხდება, რომ ქალიშვილები უფრო ზრუნავენ ავადმყოფ ან მოხუც
მშობლებზე, ვიდრე ვაჟები. საინტერესოა ის ფაქტი, რომ თვითონ მშობლებიც მოვლასა
და ზრუნვას უფრო ელიან ქალიშვილებისგან. მნიშვნელობა არა აქვს იმას, მუშაობს ქალი
თუ არა. ქალიშვილები, რომლებიც მუშაობენ, მშობლებს ეხმარებიან ისეთ საქმეებში,
როგორიცაა სხვადასხვა დანიშნულების ნივთების ყიდვა და მიტანა, ემოციური
მხარდაჭერა, ხოლო ქალიშვილი, რომელიც არ მუშაობს, მშობლებს უფრო ხშირად
ეხმარება ოჯახურ საქმეებში, სადილის მომზადებაში და სხვა მსგავს საქმეში.

კვლევები აჩვენებს, რომ მოსამსახურე ქალების 20 – 30 % ცვლის თავის სამუშაო


რეჟიმს, რათა მოუაროს მშობლებს. სიხშირით მეორე მიზეზი, რის გამოც ამ ასაკში ქალი
თავს ანებებს სამსახურს, არის მშობლების მოვლა, პირველ მიზეზს კი წარმოადგენს
128
საკუთარი ჯანმრთელობის გაუარესება. მოხუცი მშობლების მოთხოვნილებებზე
ქალიშვილების რეაქცია ბევრადაა დამოკიდებული მათ ცხოვრებისეულ გარემოებებზე,
მათ შორის მათ ასაკზეც ( 35 წლისაა თუ 59 - ის). გარდა ამისა, როცა მშობლების მოვლის
მთელი სიმძიმე აწვება ქალს, იგი შეიძლება განიცდიდეს ფიზიკურ გადატვირთვას.
შესაბამისად, მშობლების მოვლის მოვალეობას მოაქვს არამარტო დაკმაყოფილება,
არამედ შეიძლება წარმოადგენდეს სტრესის წყაროს. ზოგიერთ ადამიანთან ამან
შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობა დამოკიდებულებასა და დამოუკიდებლობას
შორის, შეიძლება მოხდეს ძველი კონფლიქტების აქტივიზაცია, რომლებიც
დაკავშირებულია ოჯახური ურთიერთობების სხვადასხვა მხარესთან. ყველაფერი ეს
ქმნის სტრესოგენურ სიტუაციას, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ადამიანზე.

საშუალო ასაკის ბევრი ადამიანი არის ბებიისა და ბაბუის როლში. მათი


უმრავლესობისთვის ამ როლის შესრულებას მოაქვს დიდი კმაყოფილება, ისინი
დაკავებული არიან ახალი თაობის აღზრდით და ამასთანავე, მათ საკუთარ თავზე არა
აქვთ აღებული მშობლის პასუხისმგებლობა, არ შედიან დაძაბულ და კონფლიქტურ
ურთიერთობებში, რაც თავს იჩენს მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში.
შვილიშვილების აღზრდა - ესაა ძალიან ინდივიდუალური საქმიანობა, არ არსებობს
ერთიანი საყოველთაოდ მიღებული მანერა, რომლებითაც მოქმედებს ყველა ბებია და
ბაბუა. ამის მიუხედავად, არსებობს განსაზღვრული როლები, რომლებსაც ასრულებენ
ბებიები და ბაბუები შვილიშვილებთან დამოკიდებულების ხასიათის მიხედვით. თუ
ქალი მარტო ზრდის შვილებს ან თუ ორივე მშობელი მუშაობს, მთელი დღის
განმავლობაში ბავშვებზე შეიძლება ზრუნავდნენ ბებია და ბაბუა. ზოგიერთები ართობენ
შვილიშვილებს, დაჰყავთ ისინი მაღაზიაში, სამოგზაუროდ ან საინტერესო ადგილებში.
ზოგიერთ ეთნიკურ ჯგუფში ბაბუა ინარჩუნებს თავის სტატუსს და უჭირავს ოჯახის
ფორმალური უფროსის ადგილი.

მეგობრული ურთიერთობები. მართალია, ცხოვრების ბევრ ეტაპზე


განმსაზღვრელ როლს თამაშობს ოჯახური ურთიერთობები, საშუალო ასაკში, როცა ამ
ურთიერთობების ხასიათი არსებითად იცვლება, ბევრი ადამიანი მეგობრებს უფრო
ეყრდნობა, ვიდრე ოჯახის წევრებს. მოუხედავად იმისა, რომ ადამიანთა უმრავლესობა
ქორწინდება, საკმაოდ დიდია იმათი რიცხვი, ვინც მარტოხელაა ან მარტო ზრდის შვილს
და მათთვის მეგობრები არიან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. უფროსი ასაკის
ადამიანებისთვის, რომელთა შვილები უკვე გაიზარდნენ ან რომლებმაც დაკარგეს
მეუღლე, ბევრი ემოციური მოთხოვნილება კმაყოფილდება სწორედ მეგობრობის
საშუალებით.

მეგობრობისა და რეალური მეგობრული ურთიერთობების საკვლევად


ლოუვენტალმა და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს ინტერვიუ ადამიანებთან, რომლებიც
იმყოფებოდნენ ცხოვრებისეული გზის 4 განსხვავებულ სტადიაზე. კვლევაში
მონაწილეობდნენ საშუალო სკოლის უფროსკლასელები, ახალდაქორწინებულები და
ადამიანები, საშუალო ასაკის საწყის და ბოლო პერიოდში. აღმოჩნდა, რომ მეგობრული
ურთიერთობები გამოირჩეოდა მნიშვნელოვანი სიმყარით. საშუალო ასაკის ადამიანთა
უმრავლესობა ამბობდა, რომ ჰყავს რამდენიმე ახლო მეგობარი, რომლებთანაც
129
მეგობრობს 6 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მაშინ როცა უფროსკლასელებისა და
ახალდაქორწინებულების მეგობრობა იყო ნაკლებად ხანგრძლივი. მონაწილეებს
ეკითხებოდნენ, თუ რა თვისებებია მნიშვნელოვანი მეგობრობისთვის რეალურ
ცხოვრებაში და რა თვისებები უნდა ჰქონდეს იდეალურ მეგობარს. აღმოჩნდა, რომ
ოთხივე ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები მეგობრობას უყურებდნენ
დაახლოებით ერთნაირად. იდეალური მეგობრის ყველაზე მნიშვნელოვან თვისებად
რესპოდენტები თვლიდნენ ურთიერთგაგებას, დახმარებასა და გულისხმიერებას. ისინი
ამბობდნენ, რომ მეგობრები ბევრ რამეში ჰგავდნენ მათ და დიდ მნიშვნელობას
ანიჭებდნენ საერთო გამოცდილებასა და ურთიერთობაში ჰარმონიულობას. სქესობრივი
განსხვავება უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე ასაკობრივი. შეკითხვებზე ქალები
პასუხობდნენ უფრო დაწვრილებით, ვიდრე მამაკაცები და რჩებოდა ისეთი
შთაბეჭდილება, რომ ისინი უფრო ღრმად იყვნენ ჩართულები პიროვნებათაშორის
ურთიერთობებში. ქალები თვლიდნენ, რომ რეალურ მეგობრობაში ყველაზე
მნიშვნელოვანია ურთიერთგაგება, მამაკაცები კი მეგობრების არჩევას ძირითადად
ახდენდნენ ცხოვრებისეული გამოცდილების, შეხედულებების, ინტერესებისა და
საქმიანობის საფუძველზე.

რაც შეეხება ყველაზე ასაკობრივ ჯგუფს, ანუ საშუალო ასაკის ბოლო პერიოდს, ამ
დროს ყალიბდება მეტად რთული და მრავალგანზომილებიანი ურთიერთობები.
ცხოვრების ამ ეტაპზე ადამიანები იწყებდნენ თავიანთი მეგობრების ინდივიდუალური,
განუმეორებელი თვისებების დაფასებას. შესაძლოა, ეს არის პიროვნებაში მიმდინარე იმ
ცვლილებების შედეგი, რომელიც ხდება საშუალო ასაკში. ლოუვენტალი და მისი
კოლეგები ვარაუდობენ, ადამიანის მიერ საკუთარი ხასიათის ნიუანსების შეცნობასთან
ერთად, ისინი იწყებენ სხვა ადამიანების თავისებურებების უფრო მეტად შეფასებას,
ვიდრე ადრეულ ასაკში.

განქორწინება და ხელმეორედ ქორწინება. მართალია, ვერავინ ვერ დაიწყებს იმის


მტკიცებას, რომ ტრადიციული ნუკლეარული ოჯახი კვდება ან ქრება, მაგრამ ისიც
ფაქტია, რომ დღეს ოჯახების უმრავლესობა, განსაკუთრებით აშშ - სა და დასავლეთში,
არ ჯდება ოჯახის ტრადიციული მოდელის ჩარჩოებში: მოსამსახურე მამა, დიასახლისი
დედა და ორი შვილი. ოჯახზე მოქმედი ფაქტორებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია
განქორწინება, ხელმეორე ქორწინება და ოჯახების შექმნა, სადაც არიან ბავშვები,
რომლებიც ერთ - ერთი მეუღლისთვის არ არიან საკუთარი შვილები.

1994 წელს აშშ - ში 1 191 000 ქორწინება დასრულდა განქორწინებით. სტატისტიკა


აჩვენებს, რომ ყოველ 3 წარმატებულ ქორწინებაზე მოდის 2 ქორწინება, რომელიც
სავარაუდოდ, დასრულდება განქორწინებით. როგორც წესი, განქორწინება ხდება
ოჯახური ცხოვრების პირველი 7 წლის მანძილზე და განქორწინებულ ადამიანებთან
საოჯახო ცხოვრების საერთო ხანგრძლივობა შეადგენს 7.2 წელს. მიუხედავად იმისა,
რომ განქორწინება შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ასაკში, ახალგაზრდები შორდებიან
უფრო ხშირად, ვიდრე საშუალო ასაკის ადამიანები. მაგ., 1990 წელს ყოველ 1000
მამაკაცზე 15 - დან 19 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მოდიოდა 32. 8 განქორწინება, ხოლო
20 - დან 24 წლამდე ჯგუფში - 50. 2. რაც შეეხება 45 - დან 49 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს,
130
აქ განქორწინებათა რიცხვი შედარებით დაბალია და შეადგენს 17. 3 - ს. შეიძლება
ველოდოთ, რომ 8 წყვილიდან, რომელიც იმყოფება პირველ ქორწინებაში, 40 წლის
ასაკის შემდეგ განქორწინდება 1 წყვილი.

ცოლ - ქმრული ურთიერთობების გაუარესება იშვიათად ხდება უეცრად. ხშირად


იგი წარმოადგენს მეუღლეთა ემოციური დაშორებისა და გაცივების ხანგრძლივი
პროცესის ან მათი უკმაყოფილების კულმინაციას. ჩვეულებრივ, ქორწინების ბოლო
თვეებს იხსენებენ, როგორც ძალიან მძიმესა და აუტანელს. საბოლოო გადაწყვეტილებას
განქორწინებაზე ჩვეულებრივ, ღებულობს არა ორივე პარტნიორი, არამედ ერთ - ერთი.
როგორც წესი, პირველი ამ საკითხთან დაკავშირებით ლაპარაკს იწყებს ქალი. ხშირად
ქალები უფრო ადრე და უფრო ძლიერად იწყებენ ქორწინებით უკმაყოფილების
გამოხატვას, თუმცა განქორწინების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება შეიძლება ქალმა
არ მიიღოს.

საშუალო ასაკში განქორწინების მიზეზები ძირითადად იგივეა, რაც უფრო


ახალგაზრდა ასაკში: ძირითადად, ქორწინებისგან ადამიანებს სურთ უფრო მეტის
მიღება, ვიდრე აქვთ რეალურად. ასეთ შემთხვევაში უკეთესია განქორწინება, ვიდრე
კონფლიქტებითა და ფრუსტრაციით სავსე დაძაბული ცხოვრება. გარდა ამისა, თუ
ქორწინება არაა მყარი, მოზრდილი შვილების მიერ მშობლიური ოჯახიდან წასვლამ
შეიძლება გამოიწვიო პირადი ან ოჯახური კონფლიქტი. წყვილს ესმის, რომ უკვე აღარაა
აუცილებელი შვილების გამო ერთად ყოფნა და შეიძლება დაფიქრდნენ, უღირთ თუ არა
დარჩენილი ცხოვრების ერთად გატარება. ხშირად განქორწინება დაკავშირებულია
ქორწინების შესახებ არასწორ შეხედულებებთან, რასაც ზოჯერ უწოდებენ
ქორწინებასთან დაკავშირებულ მითებს. ეს მითები ძალიან პოპულარულია და მათ
შენარჩუნებას აქტიურად უწყობს ხელს გაბატონებული საზოგადოებრივი აზრი, ასევე
ეკლესია, იურისტები, მასმედია, ნათესავები და მეგობრები. ბევრი ფსიქოლოგი თვლის,
რომ „ პერსონალური მითები.... არამარტო აჩვენებენ, თუ როგორ ხედავს ადამიანი თავის
წარსულს; ისინი ასევე ასრულებენ გარკვეული სცენარის როლს, რომელზეც
დამოკიდებულია ის, თუ როგორ იმოქმედებს ეს ადამიანი მომავალში.“ ადამიანები
იქცევიან იმ მიწერილობების თანახმად, რომლებსაც თვითონვე ადგენენ, მაგრამ თუ
ადამიანის მოლოდინები არარეალისტურია, იგი თვითონ ამზადებს ნიადაგს საკუთარი
წარუმატებლობისთვის. განვიხილოთ რამდენიმე ასეთი მითი.

ქორწინება

1. თუ ერთმანეთი გვიყვარს, ყველაფერი მოგვარდება.


2. პირველად ყოველთვის იფიქრეთ სხვაზე.
3. ხაზი გაუსვით დადებით მხარეებს, კრიტიკისგან თავი შეიკავეთ.
4. თუ რაიმე არ გამოდის, კონცენტრაცია მოახდინეთ მომავალზე.
5. საკუთარ თავს პირველ რიგში შეხედეთ, როგორც წყვილის ელემენტს და
მხოლოდ შემდეგ, როგორც ინდივიდუუმს.
6. ყველაფერი ჩემი - შენია.
7. ქორწინება ადამიანებს ხდის უფრო ბედნიერებს, ვიდრე მანამდე იყვნენ.

131
8. რაც უკეთესია ჩვენი შვილებისთვის, ისაა უკეთესი ჩვენთვისაც.

განქორწინება

1. რახან ერთმანეთი აღარ გვიყვარს, ვერაფერს ვეღარ იზამ.


2. პირველად ყოველთვის იფიქრეთ საკუთარ თავზე.
3. ხაზი გაუსვით უარყოფით მხარეებს და ყველაფერი გააკრიტიკეთ.
4. თუ რაიმე არ გამოდის, კონცენტრაცია მოახდინეთ წარსულზე.
5. საკუთარ თავს პირველ რიგში შეხედეთ, როგორც ინდივიდუუმს და
მხოლოდ შემდეგ, როგორც წყვილის ელემენტს.
6. ყველაფერი შენი - ჩემია.
7. განქორწინება აუბედურებს ადამიანებს.
8. ის, რაც კარგია ჩვენთვის, დამანგრეველია ჩვენი შვილებისთვის.

ხელმეორედ ქორწინება

1. ამჯერად ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ჩვენ ყველაფერს სწორად


გავაკეთებთ.
2. პირველად ყოველთვის იფიქრეთ სხვაზე.
3. ხაზი გაუსვით დადებით მხარეებს და არ მიაქციოთ ყურადღება უარყოფითს.
4. თუ რაიმე არ გამოდის, იფიქრეთ იმაზე, რა არ გამოგივიდათ წინა შემთხვევაში და
შეეცადეთ, იგივე არ განმეორდეს.
5. ადამიანის პიროვნებიდან გამომდინარე, იგი შეიძლება მიჰყვებოდეს ქორწინების
მითს და საკუთარ თავს პირველ რიგში უყურებდეს როგორც წყვილის ელემენტს
ან მიჰყვებოდეს განქორწინების მითს და საკუთარ თავს პირველ რიგში
უყურებდეს, როგორც ინდივიდუუმს.
6. ჩემი - ჩემია, შენი - შენია.
7. ქორწინება ადამიანებს ხდის მნიშვნელოვნად უფრო ბედნიერს, ვიდრე ისინი
იყვნენ ქორწინებამდე.
8. ის, რაც უკეთესია ჩვენთვის, საზიანოა ბავშვებისთვის.

განქორწინების შემდეგ, ყოფილმა წყვილმა ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს. თუ


ოჯახში არიან ბავშვები, მდგომარეობა შეიძლება გართულდეს. ოჯახმა, როგორც
სისტემამ თავის ცხოვრებაში უნდა შეიტანოს ცვლილებები - შეცვალოს ცხოვრების
პრაქტიკული სტილი, ფინანსების გადანაწილება, ასევე, მშობლიური როლები,
ურთიერთობისა და სოციალური კონტაქტების მოდელები.

თემა XII. გვიანი ზრდასრულობა. ფიზიკური განვითარება

გვიანი ზრდასრულობა წარმოადგენს განვითარების ერთ - ერთ მნიშვნელოვან


პერიოდს. მოხუცების შესახებ არსებობს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი
სტერეოტიპები, რომლებიც მოქმედებს მათ მიმართ საზოგადოების

132
დამოკიდებულებაზე. ეს სტერეოტიპები ხელს უშლის ხანდაზმული ადამიანების,
როგორც განსხვავებული ადამიანების დიფერენცირებულად აღქმას.

განვიხილოთ რამდენიმე შეხედულება, რომელიც ემყარება ნეგატიურ


სტერეოტიპებს:

1. მოხუცების უმრავლესობა ღარიბია.


2. მოხუცების უმრავლესობას ინფლაციის გამო ფინანსური პრობლემები აქვს.
3. მოხუცების უმრავლესობას აქვს საცხოვრებელთან დაკავშირებული
პრობლემები.
4. მოხუცები, ჩვეულებრივ, არიან სუსტები და ავადმყოფები.
5. მოხუცები არ წარმოადგენენ პოლიტიკურ ძალას და მათ სჭირდებათ დაცვა.
6. მოხუცების უმრავლესობა ცუდად ახერხებს სამუშაოსთან გამკლავებას;
შრომისუნარიანობა, პროდუქტიულობა, მოტივაცია, სიახლეების მიღების
უნარი და შემოქმედებითი აქტივობა მათთან უფრო დაბალია, ვიდრე
ახალგაზრდა მუშაკებთან. უბედური შემთხვევების ალბათობა მოხუცებში
უფრო მაღალია, ვიდრე ახალგაზრდებში.
7. მოხუცები უფრო ნელა აზროვნებენ და მათ აქვთ უფრო ცუდი მეხსიერება,
მათი დასწავლის უნარი უფრო დაბალია.
8. მოხუცები ხშირად არიან ინტელექტუალურად რიგიდულები და
დოგმატურები, მათ უმრავლესობას არ შეუძლია თავისი ჩვევების შეცვლა.
9. მოხუცების უმრავლესობა ცხოვრობს სოციალურ იზოლაციაში და იტანჯება
მარტოობით. მოხუცების უმრავლესობა ცხოვრობს მოხუცებულთა
თავშესაფარში.

შეხედულებები, რომლებიც დამყარებულია პოზიტიურ სტერეოტიპებზე:

1. მოხუცები ეკუთვნიან მოსახლეობის საკმაოდ შეძლებულ კატეგორიას.


საზოგადოების მომუშავე წევრები უზრუნველყოფენ მათ პენსიითა და
სოციალური დახმარებებით.
2. მოხუცები წარმოადგენენ პოტენციურ პოლიტიკურ ძალას. ისინი
მონაწილეობენ ხმის მიცემაში და პოლიტიკურ ცხოვრებაში.
3. მოხუცები ადვილად შედიან კონტაქტში ადამიანებთან. ისინი არიან
კეთილები და კომუნიკაბელურები.
4. მოხუცების უმრავლესობა გამოირჩევა ცხოვრებისეული გამოცდილებით,
სიბრძნით, ისინი არიან საინტერესო ადამიანები.
5. მოხუცების უმრავლესობას შეუძლია მოსმენა და განსაკუთრებით
ყურადღებიანი არიან ბავშვების მიმართ.
6. მოხუცების უმრავლესობა გამოირჩევა სიკეთითა და თავისი შვილებისა და
შვილიშვილების მიმართ გულუხვობით.

მოქმედებს თუ არა სტერეოტიპები დღესაც, როცა 65 წელზე მეტი ასაკის


ადამიანები შეადგენენ ამერიკის მოსახლეობის 12% - ზე მეტს? 1987 წელს კალიფორნიის
უნივერსიტეტში 160 სტუდენტზე ჩატარდა გამოკითხვა, რომლის მიზანი იყო
133
მოხუცების მიმართ დამოკიდებულების შესწავლა. შედეგებმა აჩვენა, რომ სტუდენტების
შეფასებით, აშშ - ს მოსახლეობის 30% - ს შეადგენენ მოხუცები, რომლებიც საჭიროებენ
მოვლას. მათი აზრით, სიტყვა „ მოხუცი“ უნდა გამოვიყენოთ 60 წელს გადაცილებული
ადამიანების მიმართ. სტუდენტები აღნიშნავდნენ, რომ თუმცა მათ ჰყავთ ასაკიანი
ნათესავები, არა აქვთ იმის სურვილი, რომ დრო გაატარონ მოხუცებთან. მათი
სიტყვებით, ისინი გრძნობენ მოხუცებზე პასუხისმგებლობას და მათ მიმართ იჩენენ
„მზრუნველობას“, მაგრამ მოხუცებს აქვთ მთელი რიგი უარყოფითი თვისებები, მაგ.,
ეგოისტურობა, მომაბეზრებლობა, მეტისმეტი ლაყბობა. მათი აზრით, ყველა მოხუცი -
ამა თუ იმ ხარისხით ინვალიდია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მათგანს ჰყავდა 60 წელს
გადაშორებული ძალ-ღონითა და ენერგიით სავსე ბებია და ბაბუა, მათი
დამოკიდებულება მოხუცების მიმართ დიდად არ შეცვლილა იმ შეხედულებებისგან,
რომლებიც არსებობდა მე - 20 საუკუნის 70 - იან წლებში.

კვლევები აჩვენებს, რომ მოხუცების მიმართ განწყობები ხშირად


ამბივალენტურია და შინაგანად წინააღმდეგობრივი. ხშირად თვლიან, რომ მოხუცები
არიან ბრძენიც და ჭკუიდან გადასულიც, გულკეთილებიც და მუდმივად ბუზღუნებიც,
მზრუნველობასაც იჩენენ ახლობლებისადმი და არიან სრულიად გულგრილებიც.
საჭიროა მოხუცები განვიხილოთ არა როგორც ერთგვაროვანი ჯგუფი, არამედ როგორც
კონკრეტული ადამიანები, რომლებიც არიან ისეთივე განსხვავებულები, როგორც
ნებისმიერი სხვა ასაკის წარმომადგენლები.

მოხუცებულობის (დაბერების) ფიზიკური ასპექტები. დაბერება – ესაა უნივერსალური


და გარდაუვალი პროცესი. ამ პროცესს ექვემდებარება ორგანიზმის ყველა სისტემა და
ყველა ორგანო, ოპტიმალური გენეტიკური და გარემო პირობების შემთხვევაშიც.
ყველა ორგანო და სისტემა არ ბერდება ერთდროულად და ერთნაირი სისწრაფით.
თუმცა, მათი უმრავლესობისთვის დაბერების პროცესები იწყება სიბერის დადგომამდე
დიდი ხნით ადრე – ადრეული და საშუალო ზრდასრულობის ასაკში. სიბერის ბევრი
ეფექტი შეუმჩნეველია თითქმის გვიან ზრდასრულობამდე, ვინაიდან დაბერების
პროცესი მიმდინარეობს თანდათანობით და ორგანიზმის სისტემათა უმრავლესობას
გააჩნია საკმარისად მნიშვნელოვანი რეზერვები. სიბერით გამოწვეული
ჯანმრთელობის პრობლემები და ცხოვრების ჩვეული წესის ცვლილება ჩვეულებრივ,
თავს იჩენს მაშინ, როცა ადამიანი უკვე კარგად გადააბიჯებს 70 წელს.

მართალია, სიბერეს ახლავს ორგანიზმის ყველა სისტემის შრომისუნარიანობის


დაქვეითება და სენსორული ფუნქციების შესუსტება, მაგრამ ყველა ასაკიანი ადამიანი არ
ავლენს დაბერების ნიშნებს. გარდა ამისა, არ შეგვიძლია იმის მტკიცება, რომ ფიზიკური
დაბერების ერთადერთ ახსნას წარმოადგენს ბუნებით განპირობებული კანონზომიერი
ბიოლოგიური პროცესი. მაგ. ბევრმა ადამიანმა, რომელმაც სიბერეში დაკარგა სმენა,
ახალგაზრდობაში გადაიტანა რაიმე ავადმყოფობა ან გახდა უბედური შემთხვევის მსხვერპლი
(მაგ. აფეთქების). ამის ანალოგიურად, შინაგანი ორგანოების რაიმე დეფექტის შემთხვევაშიც,
პროცესი დაიწყო რაღაც კერძო შემთხვევით, რასაც ადგილი ჰქონდა უფრო ახალგაზრდა
ასაკში. ამრიგად, ადამიანის ცხოვრების წესი, ავადმყოფობები ან უბედური შემთხვევები –
ყველაფერი მოქმედებს დაბერებაზე.
134
მორფო – ფუნქციონალური ცვლილებები სიბერეში. გარეგნობა. საკმარისია ადამიანმა
ჩაიხედოს სარკეში, დარწმუნდება, რომ მიმდინარეობს დაბერების პროცესი. მისი ნიშნებია:
ჭაღარა, ჭკნობაშეპარული კანი, გაღრმავებული ნაოჭები. კანი ხდება ნაკლებად ელასტიური,
უფრო ნაოჭიანი, მშრალი და თხელი. იმის გამო, რომ ხშირად სკდება წვრილი
სისხლძარღვები, კანზე შეიმჩნევა ძალიან მცირე ზომის სისხლჩაქცევები. კანზე ჩნდება
ყავისფერი პიგმენტები. გარეგნობის ამ ცვლილებებიდან ზოგი წარმოადგენს დაბერების
ნორმალური პროცესის შედეგს, ხოლო ზოგი – აშკარა გენეტიკური ბუნებისაა. მაგ. იდენტური
(მონოზიგოტური) ტყუპების დაბერების პროცესი მეტისმეტად ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ ბევრ
ადამიანთან კანის ცვლილებები დაკავშირებულია მზის სხივებისა და ქარის ზემოქმედებასთან
და მექანიკურ დაზიანებებთან. ამათგან, კანის დაბერებაზე განსაკუთრებით ძლიერად
მოქმედებს ულტრაიისფერი სხივები. მზე არღვევს კანის განახლების უნარს, “ჯანმრთელ
ნამზეურს” მივყავართ იქამდე, რომ ზოგი ადამიანის კანი ხდება ნაოჭიანი, ხოლო ზოგს
ემართება კანის კიბო. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია კანის დაბერების ამ ნიშნების
შენელება კარგი კვებით, კანის დაცვით მზის სხივებისგან.

გრძნობათა (შეგრძნებათა) ორგანოები. ადამიანის შეგრძნებები (სმენა, მხედველობა,


გემო, ყნოსვა) დაბერებასთან ერთად სუსტდება. ბევრი ამჩნევს, რომ ამა თუ იმ სენსორული
სისტემით ინფორმაციის მიღებისთვის სჭირდება ადრინდელზე მეტი დრო. სხვადასხვა
ადამიანთან ამ ფუნქციების შესუსტების ხარისხი შეიძლება იყოს განსხვავებული.

სმენა. სმენის გაუარესება ძალიან გავრცელებული მოვლენაა, განსაკუთრებით,


მამაკაცებთან. ფაქტიურად, სმენის დაქვეითება აწუხებს ხანდაზმულთა თითქმის მესამედს.
სმენის დაქვეითებაში იგულისხმება ის, რომ ხმაურის ფონზე ადამიანს უჭირს საუბრის ან სხვა
ბგერების გარჩევა. ამასთანავე, ასაკთან ერთად უარესდება მაღალი ტონების მიმართ სმენითი
მგრძნობელობა. სასმენი აპარატები ზოგჯერ ეხმარებათ ამ პრობლემის გადაჭრაში, მაგრამ
ხშირად იგი იწვევს იმედგაცრუებას – აპარატი აძლიერებს სმენითი დიაპაზონის ყველა
სიხშირის ბგერას და მათთან ერთად, ყველა ხმაურს. Aამიტომ, როცა საჭიროა საუბრისას
ვინმეს ნათქვამი სიტყვების გარჩევა, აპარატი ბევრს ვერაფერს ეხმარება.

მხედველობა. სიბერეში ძალიან გავრცელებულია მხედველობის ზოგიერთი დარღვევა.


ხშირად შეიმჩნევა საგნებზე მზერის ფოკუსირების გართულება, რასაც ალბათ, იწვევს ბროლის
ელასტიურობის დაკარგვა. ასევე, ბროლის სტრუქტურის ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს
მისი ამღვრევა, შემდეგ კი – კატარაქტაც. ფოკუსირების სირთულეების გამო მოხუცებს უჭირთ
მცირე ზომის დეტალების გარჩევა. კატარაქტის მოცილება – ესაა უსაფრთხო და ფართოდ
გავრცელებული ოპერაცია, მაგრამ ბროლის ელასტიურობის დაკარგვით გამოწვეული სხვა
პრობლემების გადაჭრა არცისე მარტივი საქმეა. მხედველობის სიმახვილის დადაბლება, რაც
ამცირებს მცირე დეტალების განსხვავებას, ნაწილობრივ განპირობებულია ბროლის
ელასტიურობის დაკარგვით, ნაწილობრივ კი – ბადურის რეცეპტორების დაღუპვით.
შესაძლებელია სიმახვილის გაძლიერება სათვალეებით, მათ შორის ბიფოკალური და
ტრიფოკალური სათვალეებით.

გემო და ყნოსვა. გემოს შეგრძნებები სიბერეში ფაქტიურად, არ იცვლება. განსაკუთრებით


კარგადაა შენარჩუნებული ტკბილის შეგრძნების უნარი. სიმწარის მიმართ მგრძნობელობა

135
ცოტათი დაბლდება. ჰიპერტონიით დაავადებულებს უფრო უჭირთ მლაშეს განსხვავება.
შესაძლოა, ეს გამოწვეულია იმ წამლებით, რომლებსაც ისინი სვამენ. მერი სპიცერმა გამოთქვა
ვარაუდი, რომ შესაძლოა, ამ ადამიანებს აქვთ მლაშეს შეგრძნების უფრო მაღალი სხვაობის
ზღურბლი და ამიტომ მთელი ცხოვრების მანძილზე ისინი საჭმელში ამატებენ მეტი
რაოდენობის მარილს, რომ მოახერხონ მისი გემოს შეგრძნება. მარილის გაზრდილ რაოდენობას
კი ალბათ, თავისი წვლილი შეაქვს ჰიპერტონიის განვითარებაში.

კუნთები, ძვლები და ძვრადობა (სისხარტე, მოძრაობა). დაბერების პროცესში ხდება


კუნთური მასის შემცირება. ამის შედეგად, მცირდება ძალა და ამტანობა. კუნთური უჯრედების
სტრუქტურა და შემადგენლობა იცვლება მათში ცხიმის დაგროვების შესაბამისად. კუნთური
ქსოვილის დაკარგვის გამო ხდება წონაში კლება.

ცვლილებები ჩონჩხის სტრუქტურასა და შემადგენლობაში გავლენას ახდენს კუნთების


მუშაობაზე. სიბერეში ადამიანები 3-5 სმ-ით დაბლები არიან, ვიდრე იყვნენ ახალგაზრდობაში.
ეს ხდება მალთაშორის დისკების შეკუმშვისა და ძვლების დემინერალიზაციის გამო
(კალციუმის დაკარგვის გამო). ძვლები ხდება სუსტი და მყიფე; იმის გამო, რომ მატულობს
მათში ფორების რაოდენობა, ისინი ხშირად ტყდება და ნელა ხორცდება. როგორც ვიცით,
ოსტეოპოროზი უფრო ემუქრება ქალებს. დაცემა შეიძლება გამოიწვიოს ვესტიბულარულ
აპარატში ცვლილებებმაც.

ნელდება კუნთების მუშაობა და დაძაბულ კუნთს მოდუნებისათვის სჭირდება მეტი დრო.


კუნთები ფუნქციონირებენ უარესად, როცა გულ-სისხლძარღვთა სისტემა ვერ აწვდით მათ
საჭირო რაოდენობის საკვებ ნივთიერებებს ან ეფექტურად ვერ ახერხებს დაშლის შხამიანი
პროდუქტების მოშორებას (ორგანიზმიდან გამოდევნას). სისხლძარღვები კარგავენ ადრინდელ
ელასტიურობას, ხდება ზოგი მათგანის სანათურის დაცობა. ამის შედეგად, კუნთებს სისხლს
აწოდებს კაპილარების ნაკლები რაოდენობა. ფილტვების მუშაობის გაუარესების გამო,
შეიძლება დაირღვეს ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგება. უარესდება წვრილი მოტორიკის
კოორდინაცია, იზრდება რეაქციის დრო.

კვლევებით დადგინდა, რომ რეგულარული ფიზიკური ვარჯიში აბრკოლებს კუნთური


სისუსტის განვითარებას და მასთან დაკავშირებულ ფიზიკურ უძლურებას, თვით ძალიან
მოხუცებშიც. ერთ-ერთი კვლევის შედეგებმა, რომელშიც მონაწილეობდა 37 მამაკაცი, რომელთა
საშუალო ასაკი იყო 87 წელი, აჩვენა, რომ იმათი კუნთური ძალა, ვინც რეგულარულად
ვარჯიშობდა, გაიზარდა 113%-ზე მეტით.

შინაგანი ორგანოები. გულის კუნთთან მიმართებაში იგივე პრობლემაა, რომელიც


დამახასიათებელია სხვა კუნთებისთვის. ასევე, გულის მუშაობა დამოკიდებულია მთელი
გულსისხლძარღვთა სისტემის ეფექტურ მუშაობაზე, რომელსაც სიბერეში ექმნება თავისი
პრობლემები, რის შედეგადაც ქვეითდება სისხლის მაქსიმალური ნაკადი გულისკენ და
გულიდან, მატულობს დრო, რომელიც სჭირდება აღდგენას გულის ყოველი შეკუმშვის შემდეგ
და იზრდება დატვირთვა გულის კუნთზე. გულის, ფილტვებისა და სხვა შინაგანი ორგანოების
რეზერვული შესაძლებლობებიც მცირდება. ყოველდღიური საქმიანობისას ასაკიანმა ადამიანმა
შეიძლება ვერ შეამჩნიოს თავისი ორგანიზმის რეზერვების შემცირება და ეს შეიძლება იგრძნოს
მხოლოდ მაშინ, როცა დიდი ხნის შესვენების შემდეგ შეასრულებს რაიმე სამუშაოს. რეზერვული
136
შესაძლებლობების დაქვეითება განსაკუთრებით შესამჩნევია სიცხესა და სიცივეში. ბევრი
ასაკიანი ადამიანი უფრო ნელა ახდენს სიცივესთან ადაპტაციას და უფრო სწრაფად იყინება,
ვიდრე ახალგაზრდობაში, ორგანიზმის გადაცივება კი წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის
სერიოზულ საფრთხეს. ანალოგიური პრობლემები ექმნებათ მათ სიცხეში, განსაკუთრებით,
ფიზიკური დატვირთვისას. ცვლილებები ხდება იმუნურ სისტემაშიც; ნელდება
ანტისხეულების გამომუშავების პროცესი. ამის შედეგად, სიბერეში ადამიანი ნაკლებადაა
დაცული მიკროორგანიზმებისგან და ავადმყოფობებისგან.

ჯანმრთელობა, ავადმყოფობები და კვება. ბევრი ასაკიანი ადამიანი ამტკიცებს, რომ აქვს


კარგი ჯანმრთელობა. მართალია, ზოგჯერ მათ უწევთ უწევთ თანდათანობით განვითარებად
ისეთ დაავადებასთან ადაპტირება, როგორიცაა ართრიტი ან წამლების გვერდით ეფექტებთან
შეგუება, ისინი ჩვეულებრივ, ადვილად ახერხებენ ამ ამოცანებთან გამკლავებას.
ჯანმრთელობის ის ცვლილებები, რომლებსაც ადგილი აქვს მოხუცებულობაში, შეიძლება იყოს
ან ქრონიკული, ან დაკავშირებული შეცვლილ კვებით რეჟიმთან, ან შეიძლება გამოწვეული იყოს
დანიშნული წამლების არასწორად გამოყენებასთან.

ქრონიკული დაავადებები. ჯანმრთელობის პრობლემებს, რომლებიც თავს იჩენს


სიბერეში, ხშირად აქვს ქრონიკული ხასიათი. ბავშვობასა და გვიან ზრდასრულობას შორის
ერთ - ერთი ძირითადი განსხვავება მდგომარეობს მწვავე და ქრონიკულ დაავადებებს შორის
სიხშირეთა შეფარდებაში. ბავშვობაში ავადმყოფობები ხშირად მიმდინარეობს მწვავედ - არ
გრძელდება დიდხანს და კულმინაციის პერიოდში მას თან ახლავს ციებ - ცხელება. ასაკიანი
ადამიანები კი - პირიქით, უფრო ხშირად იტანჯებიან ქრონიკული დაავადებებით -
დაავადებებით, რომლებიც ხშირად მეორდება ან არასოდეს არ რჩება. ყველაზე უფრო ხშირად ამ
ასაკის ადამიანებში გხვდება ართრიტი, გულ - სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები,
ჰიპერტონია, ასევე, მხედველობისა და სმენის დარღვევები. ასევე, მოხუცები ხშირად ეცემიან
და ღებულობენ ტრავმებს. 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანების 85% - ს აქვს სულ მცირე, ერთი
ქრონიკული დაავადება, ხოლო 50% - ს - ორი ან მეტი.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ეს ახალი პრობლემები მიუთითებს იმაზე, რომ


ორგანიზმში დაქვეითებულია სტრესთან, მათ შორის, ავადმყოფობით გამოწვეულ სტრესთან
გამკლავების უნარი. ავადმყოფობა, რომელსაც ადვილად უმკლავდება ახალგაზრდა ორგანიზმი,
მაგ., რესპირატორული ინფექცია, მოხუცებთან შეიძლება გაგრძელდეს დიდხანს და
ორგანიზმში გამოიწვიოს შეუქცევადი ცვლილებები.

სოციალურ - ეკონომიური ფაქტორები, როგორიცაა რასა, სქესი - მნიშვნელოვან როლს


თამაშობს მოხუცებულობაში ავადმყოფობების აღმოცენებაში. ფაქტიურად, 25 წელზე მეტი
ასაკის ადამიანებში ავადმყოფობის გამო შრომისუუნარობის დღეების რაოდენობა ძლიერ
კორელაციაშია სოციალურ - ეკონომიურ მდგომარეობასთან, ვიდრე ასაკთან.

კვება. მოხუცებულობაში სუსტი ჯანმრთელობა შეიძლება იყოს მწირი ან არასწორი


კვების შედეგი. იმის გამო, რომ სიბერეში ფიზიკური აქტივობა დაბლდება, ხოლო
ნივთიერებათა ცვლა ნელდება, ასაკიან ადამიანებს სჭირდებათ ნაკლები საკვები, ვიდრე
ახალგაზრდებს. 65 წლისთვის ადამიანს სჭირდება 20% - ით ნაკლები კალორია, ვიდრე
ადრეული ზრდასრულობის პერიოდში, მაგრამ ძირითადი საკვები ნივთიერებები მათ
137
სჭირდებათ თითქმის იმდენივე. შედეგად, ამერიკაში ბევრ მოხუცებულს აქვს არასაკმარისი ან
ჭარბი წონა. ბევრი ასაკიანი ადამიანი გამხდარია და ანემიური, ვინაიდან სიღარიბე,
გაუთვითცნობიერებულობა ან დათრგუნული გუნება - განწყობილება ხელს უშლით იმაში, რომ
შეიძინონ საკმარისი საკვები, რომელიც მდიდარი იქნება ორგანიზმისთვის აუცილებელი
ნივთიერებებით. ყველაზე ხშირად გვხვდება რკინის, კალციუმისა და A და C ვიტამინების
დეფიციტი.

მოხუცებულობაში არასწორი კვების ყველაზე მძიმე შედეგები მოსდევს ცხიმების ჭარბად


მოხმარებას. სიბერეში ორგანიზმი კარგავს საკვებში შემავალი სხვადასხვა სახის ცხიმის
გადამუშავების უნარს. აუთვისებელი ცხიმი გროვდება ორგანიზმში, მათ შორის არტერიების
შიგნითა კედლებზე. იქ შეიძლება ეს ცხიმი გამაგრდეს და წარმოქმნას ფოლაქები, რაც იწვევს
არტერიის სანათურის შევიწროებას და გულისა და სხვა ორგანოების სისხლით მომარაგების
გაუარესებას. ეს დაავადება, რომელსაც ეწოდება ათეროსკლეროზი, ანუ არტერიის გამაგრება,
წარმოადგენს გულის ბევრი დაავადების მიზეზს, რომლებიც გვხვდება ხანშიშესულობის ასაკში.
ამერიკასა და ევროპაში ათეროსკლეროზი იმდენად გავრცელებული დაავადებაა, რომ მას
თვლიან თითქმის ნორმად, მაგრამ სხვა ქვეყნებში, რომლებშიც კვების რაციონი მკვეთრად
განსხვავდება დასავლურისგან, ეს დაავადება გვხვდება ძალიან იშვიათად.

არსებობს ათეროსკლეროზის მრავალი მიზეზი. მათ სხვანაირად ათეროსკლეროზის


რისკფაქტორებს უწოდებენ. სიტყვა "რისკფაქტორი" აღნიშნავს, რომ ეს ფაქტორები ზრდიან
ათეროსკლეროზის აღმოცენების რისკს. დაავადების მრავალფეროვანი მიზეზები პირობითად
შეიძლება დავყოთ ორ ჯგუფად: რისკფაქტორები, რომელთა შეცვლაც შეუძლებელია ანუ
არამოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორები და რისკფაქტორები, რომელთა შეცვლაც ადამიანის
მონდომებასა და ნებისყოფაზეა დამოკიდებული ანუ მოდიფიცირებადი რისკფაქტორები.
ათეროსკლეროზის არამოდიფიცირებადი რისკფაქტორებია:

ასაკი. ასაკთან ერთად ათეროსკლეროზის რისკიც იზრდება. რაც უფრო მეტია ასაკი, მით
უფრო მაღალია ათეროსკლეროზის რისკი. ამის გამო ხშირად ათეროსკლეროზს სიბერის
თანმხლებ მოვლენად განიხილავენ. ცნობილია, რომ სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული
ცვლილება განსაზღვრული ასაკის შემდეგ თითქმის ყველას აღენიშნება. ათეროსკლეროზის
რისკი საგრძნობლად იწევს მაღლა 45-50 წლის შემდეგ.

 სქესი. ის ათეროსკლეროზის აღმოცენების დამოუკიდებელი


რისკფაქტორია. მამაკაცებს ათეროსკლეროზი 10 წლით ადრე ეწყებათ და
50 წლამდე მისი განვითარების 4-ჯერ მეტი ალბათობა აქვთ. ეს
განსხვავება 50 წლის შემდეგ ქრება, რაც ქალის ორგანიზმში მიმდინარე
ჰორმონულ ცვლილებებსა და ქალის სასქესო ჰორმონების - ესტროგენების
- დამცავი როლის შესუსტებასთან არის დაკავშირებული.
 გენეტიკური განწყობა. იგი წარმოადგენს კიდევ ერთ არამოდიფიცირებად
ფაქტორს. ათეროსკლეროზის მომატებული რისკი აქვთ მათ, ვის
გენეტიკაშიც ათეროსკლეროზის სხვადასხვა ფორმაა დადასტურებული.
მიჩნეულია, რომ სწორედ გენეტიკური განწყობაა ათეროსკლეროზის

138
შედარებით ნაადრევად, 50 წლამდე, დაწყების მიზეზი. 50 წლიდან კი
მემკვიდრეობა ნაკლებ როლს ასრულებს.

საბედნიეროდ, ათეროსკლეროზის გამომწვევი მრავალი ფაქტორი შეიძლება


თავიდან ავიცილოთ. ამისთვის საჭიროა ან ცხოვრების წესის შეცვლა, ან
მედიკამენტური მკურნალობა. ასეთ ფაქტორთა შორის უნდა დავასახელოთ:

 თამბაქოს წევა. ეს მავნე ჩვევა ზრდის დაავადებათა მთელი  წყების, მათ


შორის - ათეროსკლეროზის, არტერიული ჰიპერტენზიის, გულის
იშემიური დაავადების განვითარების ალბათობას. თამბაქოს მოწევის გამო
ათეროსკლეროზის სწრაფი პროგრესირება სისხლძარღვებზე,
დაკავშირებულია თამბაქოს კვამლში არსებული კომპონენტების ნეგატიურ
ზემოქმედებასთან.
 ერთ - ერთი ფაქტორია არტერიული ჰიპერტენზია. ის ათეროსკლეროზის
განვითარების დამოუკიდებელი ფაქტორია. არტერიული წნევის აწევის
ფონზე მატულობს ცხიმებით არტერიების კედლების ინფილტრაცია, რაც
ათეროსკლეროზის საწყისი ეტაპია. თავის მხრივ, ათეროსკლეროზიც
ზრდის არტერიული წნევის მატების რისკს არტერიების ელასტიკურობის
დაქვეითების გამო.
 სიმსუქნე. იგი ათეროსკლეროზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
რისკფაქტორია და ამავე დროს, ზრდის არტერიული ჰიპერტენზიისა და
შაქრიანი დიაბეტის აღმოცენების რისკს. შაქრიანი დიაბეტი, თავის მხრივ,
4-7-ჯერ ზრდის ათეროსკლეროზის განვითარების ალბათობას.
ათეროსკლეროზის მაღალი რისკი შაქრიანი დიაბეტის ფონზე
უკავშირდება ცხიმების ცვლის დარღვევას. სწორედ ის არის შაქრიანი
დიაბეტის დროს ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი სახე და განაპირობებს სისხლძარღვთა
ათეროსკლეროზულ ცვლილებებს.
 არასწორი კვება ცხოველური ცხიმებისა და კალორიების მაღალი
შემცველობით, რომელიც აჩქარებს ათეროსკლეროზის პროგრესირებას.
 ცხოვრების უმოძრაო წესი ანუ ჰიპოდინამია ათეროსკლეროზის, შაქრიანი
დიაბეტისა და არტერიული ჰიპერტენზიის აღმოცენების მნიშვნელოვანი
ფაქტორია. უმოძრაობა ხელს უწყობს ცხიმებისა და ნახშირწყლების ცვლის
დარღვევას, ეს კი ზრდის დასახელებული დაავადებების რისკს.
 ინფექცია - შედარებით ახალია თეორია ათეროსკლეროზის აღმოცენებაში
ინფექციის მნიშვნელობის შესახებ. მან აღმოცენებისთანავე მიიპყრო
ყურადღება. ბოლო პერიოდის კვლევების თანახმად, ათეროსკლეროზის
სწრაფი პროგრესირების მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება იყოს
ქლამიდიური და ციტომეგალოვირუსული ინფექცია. ამ მტკიცების
სასარგებლოდ მეტყველებს ათეროსკლეროზის სხვადასხვა ფორმით
დაავადებული პაციენტების სისხლში ანტისხეულების მაღალი ტიტრი
აღნიშნული ინფექციების წინააღმდეგ.

139
აუცილებელია ათეროსკლეროზის გამომწვევი ფაქტორების დეტალური ცოდნა,
რათა ჩატარდეს დაავადების სათანადო პროფილაქტიკა და მკურნალობა, შეფერხდეს
მისი პროგრესირება. პროფილაქტიკის თვალსაზრისით კი განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია მოდიფიცირებად რისკფაქტორებზე ყურადღების გამახვილება.
ზოგიერთი მათგანის თავიდან ასაცილებლად საკმარისია ცხოვრების წესის, კვების
რეჟიმის შეცვლა, ხოლო ზოგ შემთხვევაში დახმარებას მედიკამენტური მკურნალობა
გვიწევს. უნდა გვახსოვდეს, რომ ისეთი არამოდიფიცირებადი რისკფაქტორები,
როგორიცაა ასაკი, სქესი და გენეტიკა, ათეროსკლეროზის მიზეზთა მხოლოდ ნაწილია.
დაავადების აღმოცენებაში მნიშვნელოვან როლს სწორედ მოდიფიცირებადი
რისკფაქტორები ასრულებს და ამიტომაცაა მნიშვნელოვანი მათი ზემოქმედების
მაქსიმალურად შემცირება.

თემა XIII. დაბერების მიზეზები. ცვლილებები კოგნიტურ ფუნქციონირებაში

დაბერება წარმოადგენს ბუნებრივ და გარდაუვალ პროცესს, რომელიც


დამახასიათებელია ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის, დაწყებული მცენარეებით და
დამთავრებული ადამიანით. სახეობათა შორის კვლევები ადასტურებს იმას, რომ დაბერება და
სიცოცხლის ხანგრძლივობა გარკვეულწილად, განპირობებულია მემკვიდრეობით. მაგ., მცენარე
ცოცხლობს მანამ, სანამ ფესვების საშუალებით ახერხებს წყლისა და საკვები ნივთიერებების
შეწოვას და ორგანიზმის ყველა წერტილისთვის მათ მიწოდებას. შედარებით დაბალი დონის
ძუძუმწოვრებთან სიცოცხლის ხანგრძლივობა ფაქტიურად დაკავშირებულია შთამომავლობის
გაგრძელების უნართან. როცა ახალი თაობა იმდენად მოიზრდება, რომ ახერხებს
დამოუკიდებლად არსებობას, მშობლები ჩვეულებრივ, კვდებიან. გამონაკლისს წარმოადგენს
ადამიანი და სპილო, რომლებთანაც შთამომავლობის გაგრძელების უნარი და სიცოცხლის
ხანგრძლივობა არაა დაკავშირებული ერთმანეთთან.

მეცნიერებს აინტერესებთ, თუ რითაა განპირობებული ორგანიზმის დაბერება, რა


ფაქტორები მოქმედებს ამ პროცესზე და შესაძლებელია თუ არა ამ პროცესის შენელება.
აღმოჩნდა, რომ დაბერებაზე გარკვეულ გავლენას ახდენს გენეტიკური კოდი, რაც
განსაკუთრებით კარგად ჩანს მონოზიგოტური ტყუპების შემთხვევაში. გამოირკვა, რომ თუ
დაბერების პროცესი მიმდინარეობს ბუნებრივად, სიბერის ნიშნები მონოზიგოტურ ტყუპებში
ჩნდება დაახლოებით ერთიდაიგივე დროს, მაშინაც კი, როცა ისინი ცხოვრობენ სხვადასხვა
ადგილას და ისინი თითქმის ერთიდაიმავე დროს კვდებიან. რაც შეეხებათ დიზიგოტურ
ტყუპებს, მათთან დაბერების პროცესი მიდის არაერთგვაროვნად და ისინი შეიძლება
გარდაიცვალონ სხვადასხვა დროს.

ჯონსის მიერ ჩატარებული კვლევები იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა


ფაქტორები ახდენს გავლენას დაბერებაზე. აღმოჩნდა, რომ სოფლის მცხოვრებთა სიცოცხლის
საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 5 წლით მეტია ქალაქის მცხოვრებთა სიცოცხლის
ხანგრძლივობაზე. ერთ - ერთიმნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს
სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, არის წონა. კერძოდ, ადამიანები, რომელთა წონა 25% - ით მეტია
ნორმალურ წონაზე, ცოცხლობენ 3.6 წლით ნაკლებს, ხოლო ისინი, რომელთა წონა 67% - ით
140
მეტია ნორმაზე, ცოცხლობენ 15.1 წლით ნაკლებს. გარდა ამისა, გამოვლინდა, რომ
დაქორწინებულების სიცოცხლის ხანგრძლივობა მარტოხელებთან შედარებით არის 5 წლით
მეტი.

დაბერების თეორიები. დაბერების შესახებ არსებობს მრავალი თეორია,


რომლებიც შეიძლება დავყოთ ორ ჯგუფად: 1. სტოქასტიკური თეორიები, რომელთა
მიხედვითაც დაბერება განპირობებულია შემთხვევითი დაზიანებებით და 2. თეორიები,
რომლებიც თვლიან, რომ დაბერების პროცესი დაპროგრამებულია გენეტიკურად.

დაბერების სტოქასტიკური თეორიების თანახმად, ორგანიზმი ბერდება შემთხევითი


დაზიანებების შედეგად, რომლებიც გამოწვეულია როგორც ორგანიზმში მიმდინარე
პროცესებით, ისე გარემოდან მომდინარე ფაქტორებით. ამ თეორიებს ზოგჯერ უწოდებენ
ორგანიზმის ცვეთის თეორიებს და ადამიანის ორგანიზმს ადარებენ მექანიზმს, რომელიც
გამუდმებით გამოყენების გამო, უბრალოდ ცვდება, თანაც ადამიანთან ამას ემატება
უჯრედული დისფუნქციისა და დაზიანებების დაგროვება. ასეთი ერთ -ერთი თეორიის
მიხედვით, დაბერებული უჯრედები ვეღარ ახერხებენ მეტაბოლიზმის პროდუქტებისგან
ნორმლურად გათავისუფლებას. ზედმეტი ნივთიერებები, განსაკუთრებით, ცხიმის მსგავსი
ნივთიერება ლიპოფუსცინი გროვდება ძირითადად სისხლისა და კუნთების უჯრედებში, სადაც
იგი იკავებს დიდ ადგილს და ხელს უშლის უჯრედშიდა პროცესების ნორმალურად
მიმდინარეობას. თუმცა, ბევრი გერონტოლოგი თვლის, რომ ლიპოფუსცინის მსგავსი
ნივთიერებების დაგროვება წარმოადგენს დაბერების შედეგს და არა მიზეზს.

უფრო პოპულარული სტოქასტიკური თეორია დაბერებას ხსნის მოლეკულათა


ნაწყვეტების - თავისუფალი რადიკალების მოქმედებით. უჯრედების მიერ ჟანგბადის
გამოყენებისას წარმოიქმნება მაღალაქტიური ქიმიური აგენტები, რომლებიც შეიძლება
შეუერთდეს ნებისმიერ სხვა ქიმიურ ნივთიერებას და შეუძლიათ უჯრედის ნორმალური
ფუნქციონირების დარღვევა. ჩვეულბრივ, უჯრედს გააჩნია აღმდგენელი მექანიზმები,
რომლებიც ამცირებენ თავისუფალი რადიკალების მიერ მიყენებულ ზიანს, მაგრამ ორგანიზმის
სერიოზული დაზიანების შემდეგ, მაგ., ინფარქტის ან რადიაციის ზემოქმედების შედეგად,
თავისუფალი რადიკალების მიერ მიყენებული ზიანი საკმაოდ შესამჩნევია. დღეისათვის
სწავლობენ ზოგიერთი ნივთიერების, მაგ., C და E ვიტამინის მოქმედებას, რომლებიც
სავარაუდოდ, ამცირებენ თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებას. თუმცა, ჯერ არაა
მიღებული იმის დამადასტურებელი მონაცემები, რომ ამ ვიტამინების დოზის გაზრდა ხელს
უწყობს სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდას.

არსებობს სხვა სტოქასტიკური თეორიებიც, რომლებიც დაბერების პროცესს აკავშირებენ


გენებში დნმ - ის დაზიანებასთან. ცნობილია, რომ ულტრაიისფერმა სხივებმა შეიძლება ზიანი
მიაყენოს კანის უჯრედების დნმ -ს. ჩვეულებრივ, როცა უჯრედში ზიანდება გენები, უჯრედი ან
ახდენს თვითაღდგენას, ან იღუპება და იცვლება სხვა უჯრედით. მოხუცებში უჯრედების
აღდგენის პროცესი მიმდინარეობს ნაკლებეფექტურად და დაზიანებები რჩება. შესაძლებელია,
დაბერება - ესაა უჯრედების თვითაღდგენის უნარის დაქვეითება.

ცვეთას ექვემდებარება ორგანიზმის ქსოვილები და სისტემებიც, მათ შორის, იმუნური


სისტემაც, რის გამოც მოხუცების ორგანიზმი უარესად ახერხებს დაავადებებისთვის
141
წინააღმდეგობის გაწევას. ზოგჯერ იმუნური უჯრედები თავს ესხმიან საკუთარი ორგანიზმის
ჯანმრთელ უჯრედებს, როგორც ხდება მაგ., რევმატოიდული ართრიტის ან თირკმელების
ზოგიერთი დაავადების დროს.

მართალია, სტოქასტიკური თეორიები გამოიყურება საკმაოდ მიმზიდველად, მაგრამ


ისინი მთლიანად ვერ ხსნიან დაბერებას. მაგ., ეს თეორიები ვერ ხსნის, რატომ ხდება, რომ
ორგანიზმის შინაგანი „სარემონტო სახელოსნო“, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში
მშვენივრად ახერხებდა დაზიანებებთან გამკლავებას, უეცრად წყვეტს მუშაობას. გარდა ამისა,
ისინი ვერ ხსნიან, რატომ მოქმედებს ფიზიკური დატვირთვა ორგანიზმზე დადებითად, მაშინ
როცა ერთი შეხედვით, იგი ხელს უნდა უწყობდეს ცვეთას.

დაბერების გენეტიკურად განპირობებული თეორიები. ამ თეორიების მიხედვით,


დაბერება განპირობებულია გენეტიკური პროგრამით და დაბერებას განსაზღვრავს
სპეციფიკური გენების დაპროგრამებული მოქმედება.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას განსაზღვრავს


დაახლოებით 200 გენი. დაპროგრამებულ დაბერებას ხშირად აკავშირებენ ბიოლოგიური
საათის მუშაობასთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თვლიან რომ არსებობს თავისებური
ბიოლოგიური საათი, რომელიც განსაზღვრავს სიკვდილის დადგომას. შესაძლოა, ეს საათი არის
ყოველ უჯრედში ან შესაძლოა იგი „ჩამონტაჟებულია“ თავის ტვინში. დაადგინეს, რომ
ზოგიერთ უჯრედებთან მიმართებაში წინასწარაა დაპროგრამებული, თუ რამდენჯერ უნდა
დაიყოს იგი. მაგ., ადამიანის ემბრიონის ზოგიერთი უჯრედები 50 - ჯერ გაყოფის შემდეგ
წყვეტენ გაყოფას. მაშინაც კი, როცა 30 - ჯერ გაყოფის შემდეგ ისინი გაყინეს, გალხობის შემდეგ
ისინი იყოფიან მხოლოდ 20 - ჯერ. სხვადასხვა სახეობის ცხოველისა და უჯრედების
განსხვავებული სახისთვის რეპროდუქციის რაოდენობა განსხვავებულია. სწორედ ეს იძლევა
იმის თქმის საშუალებას, რომ არსებობს რაღაც შინაგანი საათის მსგავსი.

„ჩამონტაჟებული საათების“ სხვა თეორიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ რაღაც


შინაგანი საათის მსგავსი, არსებობს ჰიპოთალამუსსა და ჰიპოფიზში. პუბერტატის დადგომიდან
მალევე ჰიპოფიზი გამოყოფს ჰორმონს, რომელიც იწვევს დაბერების პროცესის დაწყებას,
რომელიც წარიმართება დაპროგრამებული სიჩქარით.

როგორც ჩანს, ბიოლოგიური საათი აკონტროლებს ქალის მენსტრუალურ ციკლს,


რომელიც იწყება დაახლოებით 12 წლის ასაკში და სრულდება 50 წლისთვის. შესაძლებელია,
ბიოლოგიური საათი ასევე მართავს ადამიანის იმუნურ სისტემას, რომელიც 20 წლამდე იკრებს
ძალას, ხოლო შემდეგ თანდათანობით სუსტდება.

ვერც ერთი თეორია ბოლომდე ვერ ხსნის დაბერების პროცესს. ამისათვის საჭიროა სულ
მცირე 2 – 3 თეორიის გაერთიანება. მეცნიერები აქტიურად სწავლობენ დაბერების პროცესს
ყველა დონეზე და ასევე, მისი შენელების საშუალებებს. თუმცა, მედიცინის სფეროში ახალი
აღმოჩენების მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უახლოეს დროში შესაძლებელი
გახდება ადამიანის ცხოვრების ხანგრძლივობის მნიშვნელოვანად გაზრდა.

ცვლილებები კოგნიტურ სფეროში. ბევრი ადამიანი თვლის, რომ მოხუცების გონებრივი


შესაძლებლობები ქვეითდება. თუ ახალგაზრდა ან საშუალო ასაკის ადამიანი ვერ გაიხსენებს,
142
სად დადო ქუდი, ამას არავინ არ მიაქცევს ყურადღებას, მაგრამ თუ მსგავსი უყურადღებობა
შეამჩნიეს მოხუცებულს, მხრებს აიჩეჩავენ და იტყვიან: „სკლეროზი აქვს“.

არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმის შესახებ, თუ რამდენად ქვეითდება


ინტელექტუალური აქტივობა ნორმალური დაბერებისას. ამასთან დაკავშირებით არსებობს
სხვადასხვა მოსაზრება, მაგრამ კვლევები აჩვენებს, რომ გონებრივი ჩვევების უმრავლესობა
შენარჩუნებულია. მეხსიერების ფართომასშტაბიანმა კვლევამ აჩვენა, რომ დაბერებასთან
დაკავშირებული მეხსიერების გაუარესება არაა ისეთი საყოველთაო და სერიოზული, როგორც
ადრე მიაჩნდათ. მეხსიერების ბევრი პრობლემა, რომლებიც აწუხებთ მოხუცებს, არ
წარმოადგენს დაბერების გარდაუვალ შედეგს, მათ პროვოცირებას ახდენს სხვა ფაქტორები,
როგორიცაა დეპრესია, აქტიური საქმიანობის შეწყვეტა ან წამლებით გამოწვეული გვერდითი
მოვლენები.

ოპერაციების შესრულების სისწრაფე. გვიან ზრდასრულობაში შემეცნებითი უნარების


ერთ - ერთ მთავარ ცვლილებას წარმოადგენს ფიზიკური და გონებრივი ოპერაციების
შესრულების სისწრაფის დაქვეითება. ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ ის ინტელექტუალური
ფუნქციები, რომლებიც ძლიერადაა დამოკიდებული სისწრაფეზე, გვიან ზრდასრულობაში
ქვეითდება. მოხუცებში იზრდება რეაქციის დრო, შენელებულია პერცეპტული ინფორმაციის
დამუშავების პროცესი და დაბლდება კოგნიტური პროცესების სისწრაფე. ეს შენელება
ნაწილობრივ შეიძლება აიხსნას იმით, რომ მოხუცები ახალგაზრდებზე უფრო მეტად აფასებენ
სიზუსტეს. ტესტირებისას მოხუცები ცდილობენ სწორად უპასუხონ ყველა კითხვაზე და
ნაკლებად ცდილობენ, გამოიცნონ სწორი პასუხი. გარდა ამისა, მათთვის შეიძლება ნაკლებად
ჩვეული იყოს ზოგიერთი ტიპის ტესტური დავალება. მაგ., ასაკიან ადამიანებს უაზრო
მარცვლების დახსომების ტესტების შედეგების მიხედვით ხშირად ადარებენ სტუდენტებს, რაც
ზოგი მკვლევარის აზრით, არაა სწორი, ვინაიდან სტუდენტებს რეგულარულად უწევთ
გამოცდების წინ ახალი სიტყვების დასწავლა, მოხუცებს კი ნაკლებად უწევთ ასეთი ტიპის
დავალებების შესრულება.

მეხსიერების შესამოწმებელი სტანდარტული ამოცანების შესრულების შედეგები


აჩვენებს, რომ 30 და 70 წლის ცდის პირები მათ ასრულებენ განსხვავებული სისწრაფით.
შედარებით მარტივი კოგნიტური დავალებების შესრულებისას, როგორიცაა მეხსიერების
მიხედვით საგანთა შედარება ზომების მიხედვით, ასაკიან ადამიანს სჭირდება დაახლოებით 50
% - ით მეტი დრო, ვიდრე ახალგაზრდას. როცა დავალება რთულდება, მაშინ მოხუცებს
სჭირდებათ 2 - ჯერ მეტი დრო.

მიუხედავად ასეთი განსხვავებისა, ასაკიან ადამიანს შესაძლებლობა აქვს მოახდინოს


სისწრაფის დაქვეითების კომპენსაცია. ერთ - ერთ ექსპერიმენტში ასაკიანი მბეჭდავები
დავალებას ასრულებდნენ თითქმის ისევე, როგორც ახალგაზრდები, თუმცა, მათი რეაქციის
დრო იყო მეტი და თითებიც ისე სწრაფად ვერ მოძრაობდნენ. როგორ ახერხებდნენ ისინი ამას?
სწრაფად ბეჭდვისათვის ასაკიანი მბეჭდავები კითხულობდნენ და იმახსოვრებდნენ ტექსტს,
რის ხარჯზეც ბეჭდავდნენ სწრაფად. როცა მათ აღარ მისცეს დასაბეჭდი სიტყვების წინასწარ
წაკითხვის საშუალება, მათი მუშაობის სისწრაფე მნიშვნელოვნად დაეცა.

143
მეხსიერება. კოგნიტური პროცესებიდან კარგადაა შესწავლილი მეხსიერება. ვიცით, რომ
ინფორმაცია ჯერ რამდენიმე წამით ჩერდება სენსორულ საცავში, აქედან გადასამუშავებლად
გადადის ხანმოკლე ანუ პირველად მეხსიერებაში და შემდეგ ხანგრძლივი დროით შესანახად
გადაეცემა ხანგრძლივ ანუ მეორად მეხსიერებას. გარდა ამისა, არსებობს ზეხანგრძლივი
მეხსიერება, რომელშიც ინფორმაცია ინახება ძალიან დიდ ხნით.

სენსორული მეხსიერება ვიცით, რომ ინფორმაციას ინახავს ძალიან მცირე დროით.


ასაკიან ადამიანებს შეუძლიათ სენსორულ მეხსიერებაში უფრო ნაკლები ინფორმაციის შენახვა,
ვიდრე ახალგაზრდებს. ეს გამოწვეულია იმით, საშუალოდ, რომ მათი აღქმის მოცულობა
ნაკლებია, განსაკუთრებით, თუ ორი მოვლენა ხდება ერთდროულად. ამის მიზეზები ბოლომდე
ჯერ არაა ნათელი. შესაძლოა, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მოხუცების მხედველობითი და
სმენითი სისტემები ახალგაზრდებთან შედარებით მუშაობს უფრო ცუდად, ან შესაძლოა, ეს
გამოწვეულია იმით, რომ ქვეითდება შერჩევითი ყურადღების ან პატერნების ცნობის უნარი.
ისიც შესაძლებელა, რომ მათ აქვთ დაბალი მოტივაცია, რაც აუცილებელია ისეთი დავალების
შესრულებისთვის, რომელიც მოითხოვს დიდ სიზუსტეს. ნებისმიერ შემთხვევაში, სენსორული
მეხსიერების უმნიშვნელო დაქვეითება არაა შესამჩნევი ყოველდღიურ საქმიანობაში.
გამონაკლისს წარმოადგენს საგზაო ნიშნები, რომელთა ცნობამც შეიძლება ასაკიან მძღოლებს
შეუქმნას გარკვეული სირთულეები.

ხანმოკლე მეხსიერება. როგორც ვიცით, ხანმოკლე მეხსიერების მოცულობა და


ხანგრძლივობაც არაა დიდი. მასში ინახება ის ინფორმაცია, რომელიც ადამიანს მოცემული
მომენტისთვის აქვს „აზრებში,“ მაგ., ტელეფონის ნომერი, რომელზე დარეკვასაც აპირებს.
კვლევების უმრავლესობის შედეგების მიხედვით, არ დასტურდება არსებითი განსხვავებები
ახალგაზრდა და ასაკიანი ადამიანების ხანმოკლე მეხსიერების მიხედვით.

ხანგრძლივი მეხსიერება. სენსორული და ხანმოკლე მეხსიერებისგან განსხვავებით,


ხანგრძლივი მეხსიერების მიხედვით ახალგაზრდებსა და მოხუცებში შეიმჩნევა აშკარა
ასაკობრივი განსხვავებები. დასწავლისა და აღდგენის შესასწავლი კვლევები აჩვენებს, რომ
მოხუცები იხსომებენ ნაკლები რაოდენობის სიტყვებსა და სურათების დეტალებს. რა
წარმოადგენს ამ განსხვავების მიზეზს: მეხსიერების მოცულობის შემცირება თუ დახსომებისა
და გახსენების პროცესებში მომხდარი ცვლილებები? ზოგიერთი კვლევის მიხედვით,
მოხუცებში ახალგაზრდებთან შედარებით უფრო დაბალია დასახსომებელი მასალის
ორგანიზაცია, გამეორება და კოდირება. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ გასაგებად
მიწოდებული ინსტრუქციისა და მცირეოდენი პრაქტიკის შემდეგ, ისინიც კი, ვინც გახდა 80
წლის, იგივე დავალებას ასრულებენ უკეთესად.

ხანგრძლივ მეხსიერებაში კიდევ ერთი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ მოხუცები


ჩვეულებრივ, უკეთესად ასრულებენ დავალებას სიტყვების ცნობაზე, ვიდრე მათი მიმდევრობის
აღდგენაზე. ისინი ავლენენ მაღალ შერჩევითობას იმ ინფორმაციასთან მიმართებაში, რაც უნდა
დაიმახსოვრონ. სიტყვების უსარგებლო სიების დახსომება, შესაძლოა მათში იწვევს შინაგან
პროტესტს, მაგრამ მათ შეიძლება შესანიშნავად მოახერხონ აზრიანი ტექსტის აღდგენა. ერთმა
გამოკვლევამ აჩვენა, რომ ასაკიანი ადამიანები კოლეჯის სტუდენტებზე უკეთესად იხსომებენ
საინტერესო მეტაფორებს, მაგ., ასეთი ტიპისას: „წელიწადის დროები - ბუნების ტანსაცმელია“.

144
ისინი არ ცდილობენ წინადადების სიტყვასიტყვით აღდგენას, არამედ ცდილობენ, გაიგონ და
დაიხსომონ მისი აზრი. სხვა სიტყვებით, ასაკიანი ადამიანები მიმართული არიან იქითკენ, რომ
დაიხსომონ ის, რაც მათთვის მნიშვნელოვანია და რაც გამოადგებათ ცხოვრებაში. ეს კიდევ
ერთხელ გვახსენებს იმას, რომ განვითარება ყოველთვის მიმდინარეობს გარკვეულ კონტექსტში
და მაშინაც კი, როცა ადამიანი ბერდება, გარემოს მოთხოვნები და შესაძლებლობები ეხმარება
მას თავისი ჩვევებისა და უნარების შენარჩუნებაში. დაბოლოს, ასაკიანი ადამიანები უკეთესად
ასრულებენ დავალებებს, თუ მიიღებენ დაწვრილებით ინსტრუქციას დასახსომებელი მასალის
კლასიფიკაციისა და ორგანიზაციის შესახებ. ვარჯიში საგრძნობლად აუმჯობესებს მათ მიერ
დახსომების დავალებების შესრულებას.

თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სწავლების ეფექტურობა არაა უსაზღვრო და


ვარჯიშის მიუხედავად, 70 წლის ადამიანი ყოველთვის მაინც ვერ ახერხებს ახალგაზრდა
ზრდასრულების დონის მიღწევას. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, რომლის დროსაც
ადარებდნენ მოხუცებისა და ახალგაზრდების მეხსიერებას, სწავლება სინამდვილეში მხოლოდ
ზრდის შედეგებს შორის განსხვავებას, ვინაიდან ახალგაზრდებს სწავლება აძლევს მეტს, ვიდრე
მოხუცებს. აქედან შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ განვითარების რეზერვული
შესაძლებლობები მოხუცებს ნაკლები აქვთ, ვიდრე ახალგაზრდა ზრდასრულებს, ყოველ
შემთხვევაში, იმასთან მიმართებაში, რაც ეხება ზოგიერთ ჩვევას. სხვაგვარად, მოხუცები არიან
ნაკლებად პლასტიკურები.

ბალტესმა თავის კვლევაში მოახდინა მოხუცების შეზღუდული რეზერვული


შესაძლებლობების დემონსტრირება. მონაწილეობდნენ ერთნაირი განათლების მქონე
სხვადასხვა ასაკის ადამიანები. ბატლესი და მისი კოლეგები მათ დასახსომებლად აძლევდნენ
სიტყვების გრძელ სიებს, რომლებიც შედგებოდა 30 არსებითი სახელისგან, რომლებიც უნდა
აღედგინათ იგივე თანმიმდევრობით. ჩვეულებრივ, ნორმალურ პირობებში ადამიანს
თანმიმდევრობით შეუძლია არაუმეტეს 5 – 7 სიტყვის დახსომება, თუ მივაწოდებთ წამში 2
სიტყვას. ამის გათვალისწინებით, ექსპერიმენტატორებმა ცდის პირებს ასწავლეს მნემონიკური
ხერხი - ადგილის მეთოდი. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ნებისმიერ ჯანმრთელ ასაკიან
ადამიანს შეუძლია ამ მეთოდის გამოყენება. მიუხედავად ამისა, რეზერვულ შესაძლებლობებში
არსებობს აშკარა ასაკობრივი განსხვავებები, რომლებიც ვლინდება დავალების შესრულების
სისწრაფესა და სიზუსტეში. მაგ., 38 მეცადინეობის შემდეგაც, რომელიც ეთმობოდა ადგილის
მეთოდის სწავლებას, ასაკიანი ადამიანების უმრავლესობამ ვერ შეძლო იმ დონის მიღწევა,
რომელსაც ახალგაზრდები აღწევდნენ რამდენიმე მეცადინეობის შემდეგ.

ზეხანგრძლივი მეხსიერება. მეხსიერების ეს სახე მოხუცებში პრაქტიკულად მთლიანადაა


შენარჩუნებული. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ასაკიანი ადამიანები უკეთესად იხსენებენ
წარსული მოვლენების წვრილმანებს, ვიდრე უფრო ახალგაზრდები. ეს განსაკუთრებით ეხება
ისტორიულ მოვლენებს, რომელშიც მოხუცები უშუალოდ მონაწილეობდნენ, ახალგაზრდებმა
კი ამ მოვლენების შესახებ გაიგეს სხვებისგან. ისიც უნდა ითქვას, რომ მოხუცები, ისევე როგორც
სხვა ასაკის ადამიანები, განსხვავდებიან მნემური უნარებით. უფრო განათლებული ადამიანები
უკეთესად ასრულებენ მეხსიერების ტესტებს, ხოლო ის, ვინც დაკავებულია გონებრივი შრომით,
ამ ტესტებს ასრულებს იმაზე უკეთესად, ვინც არ შრომობს გონებრივად.

145
სიბრძნე. მართალია, მეხსიერების შესაძლებლობების მიხედვით ახალგაზრდები აშკარად
სჯობნიან ასაკიან ადამიანებს, მაგრამ როცა საუბარია სიბრძნეზე, ამ მხრივ უპირატესობა აქვთ
მოხუცებს. სიბრძნე - ესაა ექსპერტული ცოდნის სისტემა, რომელიც ორიენტირებულია
ცხოვრების პრაქტიკულ მხარეებზე და საშუალებას აძლევს ადამიანს, მისცეს სხვას რჩევა
ცხოვრებისეული საკითხების შესახებ. ექსპერტული ცოდნა, რომელიც ასოცირებულია
სიბრძნესთან, შეიძლება დაიყოს 5 კატეგორიად: ფაქტებთან დაკავშირებული ცოდნა,
პროცედურული ცოდნა, კონტექსტუალური ცოდნა (რომელიც დაკავშირებულია პირადი
ცხოვრების მოვლენებთან და ისტორიულ ცვლილებებთან), ცხოვრებისეული ღირებულებების
ფარდობითობის ცოდნა და მოულოდნელი ცხოვრებისეული ცვლილებების ცოდნა. სიბრძნე -
ესაა კოგნიტური თვისება, რომლის საფუძველია კრისტალიზებული, კულტურით
განპირობებული ინტელექტი და რომელიც დიდი ალბათობით, დაკავშირებულია ადამიანის
გამოცდილებასთან და პიროვნებასთან.

ბალტესის მიხედვით, შეიძლება გამოვყოთ სიბრძნის 5 ძირითადი თვისება. პირველი,


სიბრძნე უმთავრესად დაკავშირებულია მნიშვნელოვანი და რთული ამოცანების გადაჭრასთან.
ხშირად ესაა საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ცხოვრების აზრთან და კონკრეტული
ადამიანების მდგომარეობასთან. მეორე, ცოდნის, მსჯელობისა და რჩევების დონე, რომელიც
ასახულია სიბრძნეში, არის ძალიან მაღალი. მესამე, სიბრძნესთან დაკავშირებული ცოდნა
მეტად ფართო, ღრმა და დაბალანსებულია და მისი გამოყენება შეიძლება განსაკუთრებულ
შემთხვევებში. მეოთხე, სიბრძნე მოიცავს გონებას და ხასიათს და გამოიყენება როგორც პირადი,
ისე კაცობრიობის კეთილდღეობისთვის. მეხუთე, მართალია, სიბრძნის მიღწევა ძნელია, მაგრამ
ადამიანების უმრავლესობა ადვილად ცნობს მას.

ინტელექტის დაქვეითება მოხუცებულობაში. შემეცნებითი პროცესების დაქვეითება


შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი მოზეზებით.
ინტელექტუალური დონის დაქვეითების პირდაპირ მიზეზს წარმოადგენს ალცჰაიმერის
დაავადება და ტვინის სისხლძარღვოვანი დაზიანება. განვიხილოთ დემენციის -
ინტელექტუალური დაქვეითების უკიდურესი გამოვლენის ბუნება.

დემენცია. დემენცია - ესაა ინტელექტუალური სფეროს სერიოზული დარღვევა, რომელიც


შეძენილია რაიმე გადატანილი დაავადების შედეგად. სწორედ ამით განსხვავდება იგი
დაბადებიდანვე თანდაყოლილი ჭკუასუსტობისაგან - ოლიგოფრენიისაგან. დემენცია
მიეკუთვნება კოგნიტური სფეროს დარღვევას, თუმცა თავისი გარეგნული გამოვლინებით
შეიძლება მჭიდროდ იყოს დაკავშირებული ემოციურ და ქცევით აშლილობებთან. დემენცია
ყოველთვის ხასიათდება მრავალი ქარაქტეროლოგიური თავისებურებებით: ის ვლინდება
ერთდროულად რამდენიმე კოგნიტურ სფეროში - აზროვნება, მეხსიერება, ყურადღება,
მეტყველება და სხვა. დემენციის საწყის ეტაპებზეც კი დარღვევები იმდენად თვალსაჩინოა, რომ
უარყოფითად აისახება როგორც პროფესიულ, ისე ყოველდღიურ საქმიანობაზე.

მოხუცებულობის დემენციის ერთ - ერთი თავისებურება გამოიხატება იმაში, რომ მისი


დადგომის შემდეგ არამარტო სუსტდება და ქვეითდება ადრე შეძენილი ცოდნა, არამედ
მნიშვნელოვნად რთულდება ახალი ცოდნის ათვისებაც. სიმძიმის მიხედვით, დემენციას ჰყოფენ

146
რამდენიმე ჯგუფად. მთავარ კრიტერიუმად აღებულია ის ფაქტი, თუ რამდენადაა ადამიანი
დამოკიდებული სხვის მიერ მოვლასა და ზრუნვაზე.

 მსუბუქი დემენცია - ესაა მდგომარეობა, რომლის დროს არსებულ კოგნიტურ


დარღვევებს ადამიანი მიჰყავს პროფესიული საქმიანობის დეგრადაციამდე,
სოციალური აქტივობის შემცირებამდე, გარესამყაროს მიმართ ინტერესბის
შესუსტებამდე. მსუბუქი დემენციის დროს ადამიანი ინარჩუნებს
თვითმომსახურების ყველა ჩვევას, განაგრძობს საკუთარი სახლის საზღვრებს
შიგნით ნორმალურად ორიენტირებას.
 ზომიერი დემენციის დროს ადამიანს არ შეუძლია დიდხანს მარტო დარჩენა,
რადგან უძნელდება თანამედროვე დანადგარების უმრავლესობასთან,
ტექნიკასთან (ტელეფონი, ტელევიზორის პულტი, გაზქურა) ურთიერთობა,
შესაძლოა, გაუჭირდეს გასაღებით კარის გაღება. სწორედ ამ სტადიას
მოიხსენიებენ მოხუცებულობის მარაზმის სახელწოდებით. ადამიანი მუდმივად
საჭიროებს გარშემომყოფთა მეთვალყურეობას და დახმარებას ამა თუ იმ
საკითხში, თუმცა, ინარჩუნებს თვითმომსახურებისა და პირადი ჰიგიენის ჩვევებს.
 მძიმე დემენცია - ესაა მოხუცებულობის ასაკისათვის დამახასიათებელი
ჭკუასუსტობა, რომელიც ხასიათდება გარესამყაროსთან მიმართებაში ადამიანის
სრული დეზადაპტაციით, იგი მთლიანად დამოკიდებულია გარშემომყოფთა
ყურადღებასა და ზრუნვაზე.

მიიჩნევენ, რომ მოხუცებულობის ასაკისთვის დამახასიათებელი დემენცია, რომელიც


წლების წინ ითვლებოდა გარდაუვალად, წარმოადგენს ნელ - ნელა პროგრესირებად
დაავადებით პროცესს. დაბერების პროცესი აუცილებლად არ გულისხმობს დემენციით
დაავადებას, მაგრამ ფაქტია, რომ მოსახლეობის 5 – 10 %, რომელთა ასაკი 65 წელს
ზევითაა, ავლენს ტვინის ამ დეგენერაციული დაავადების სიმპტომებს.

ალცჰეიმერის დაავადება. ალცჰეიმერის დაავადება არის თავის ტვინის ნელა პროგრესირებადი


დაავადება, რომელიც ხასიათდება მეხსიერების, მეტყველების და ზოგადად, აზროვნების
მკვეთრი გაუარესებით. მეცნიერების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ეს დაავადება გამოწვეულია
თავის ტვინში სპეციფიური პროტეინის (ბეტა–ამილოიდური ცილა) სინთეზის გაზრდით, რაც
იწვევს თავის ტვინში ნერვული უჯრედების სიკვდილს. ალცჰეიმერის დაავადების რისკი
მკვეთრად იზრდება 70 წელს გადაცილებულ ადამიანებში, ხოლო 85 წლის მოხუცებში ავადდება
ყოველი მეორე ადამიანი, ზოგადად კი ალცჰაიმერის დაავადება არაა დაბერების ნორმალური
თანამდევი პრობლემა, ბევრ ადამიანს, ვინც 100 წელს გადასცდა, სიცოცხლის ბოლომდე
საერთოდ არ აღენიშნებოდა ეს დაავადება.

ალცჰეიმერის დავადებისათვის დამახასიათებელია კოგნიტური ფუნქციების


პროგრესირებადი შემცირება და ქცევითი დარღვევების განვითარება. მოხუცებულობასა და
სიბერეში განვითარებული დემენციების დიდი წილი სწორედ ამ დაავადებაზე მოდის ( 50-60%).

ალცჰეიმერის დიაგნოტირებისათვის საჭიროა დემენციის არსებობა, ასევე, ანამნეზის


მონაცემებით, ფიზიკური და ინსტრუმენტალური გამოკვლევით უნდა გამოირიცხოს ამ
147
დემენციის გამომწვევი სხვა მიზეზები. ამ დაავადებისათვის დამახასიათებელია შეუმჩნეველი
დასაწყისი ნელი პროგრესირებით და ადრეულ ეტაპებზე კეროვანი ნევროლოგიური
სიმპტომატიკის არარსებობა (ჰემიპარეზი, სენსორული დარღვევები).

ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოზს ადასტურებს შემდეგი ნიშნები:


ქერქული ფუნქციების დარღვევა (აფაზია, აგნოზია, აპრაქსია)

მოტივაციის დაქვეითება

აგზნებადობა და სოციალური ქცევის მოშლა

KAT-სა და MRI–ზე გამოჩენილი ცერებრალური ატროფია.

ალცჰეიმერის დაავადება შეიძლება ატარებდეს როგორც მემკვიდრეობით, ისე


სპორადულ ხასიათს. გენეტიკური გამოკვლევებით დამტკიცდა, რომ 21-ე, მე-14-ე და მე-
19-ე ქრომოსომებზე ლოკალიზებულია ალცჰეიმერის დაავადების განვითარების გენები.

ალცჰეიმერის დაავადების პათომორფოლოგიური სურათი ხასიათდება


ცერებრალური ატროფიით, თავის ტვინის მასისა და მოცულობის შემცირებით, ქერქის
ნაოჭების ატროფიით და პარკუჭოვანი სისტემის გაფართოებით. ამ დროს ატროფიული
პროცესი ძლიერ გამოხატულია კეფის, საფეთქლისა და შუბლის წილებში.

ალცჰეიმერის დაავადების პათოგენეზში დიდ როლს თამაშობს ცვლილებები


ნეიროტრანსმიტერული, კერძოდ აცეტილქოლინერგული სისტემის მხრიდან. არის
შესაბამისობა დემენციის სიმძიმესა და აცეტილქოლინერგულ დეფიციტთან. ტვინის
ქერქში აცეტილქოლინერგული დეფიციტის ხარისხი მჭიდრო კავშირშია ნეირონების
შემცირებასთან თავის ტვინის ბაზალურ ნაწილებში. გარდა ამისა, ალცჰეიმერის
დაავადებისას ქერქოვან ნაწილებში მცირდება ქოლინერგული რეცეპტორების რიცხვიც.

როგორც წესი, ალცჰეიმერის დაავადებით ავადდებიან საშუალო და მოხუცი


ასაკის პირები. ამასთანავე,რაც უფრო გვიან იწყება დაავადება, მით უფრო რბილად
მიმდინარეობს, ხოლო თუ ადამიანი დაავადდა 40-50 წლის ასაკში, მაშინ აღინიშნება
დემენციის ინტენსიური პროგრესირება. საკმაოდ რთულია დაავადების დაწყების
დროის დადგენა, რადგანაც ის შეუმჩნევლად იწყება.

დაავადების საწყის გამოვლინებებს მიეკუთვნება მნესტიკური დარღვევები,


შრომისუნარიანობის დაქვეითება,უხასიათობა და ა.შ. ამ ეტაპზე კოგნიტური
დარღვევები განპირობებულია ყურადღების გაფანტვით. მეხსიერების დარღვევები
თავიდან არ არის მკვეთრად გამოხატული, ხოლო შემდგომში მნესტიური დარღვევების
პროგრესირების გამო პაციენტს ავიწყდება ახლობლების სახელები, მათი სახეები,
ნივთების დასახელება. მეხსიერების დარღვევები არის ჰიპოკამპში განვითარებული

148
დეგენერაციულ-ატროფიული პროცესის გამოვლინება. ასევე, მნესტიური დეფექტით
განპირობებულია მეტყველების თანდათანობით მზარდი დარღვევები, როცა ავადმყოფს
უჭირს საჭირო სიტყვების მოძებნა, უჭირთ კითხვისას აზრის გამოტანა და წერა.

ალცჰეიმერის დაავადება თავისი კლინიკური გამოვლინებით ჰეტეროგენული


ხასიათისაა. მისი პროგრესირების ხასიათი ყველა ავადმყოფში განსხვავებულია-დრო
პირველი სიმპტომის გამოვლინებიდან მძიმე დემენციის განვითარებამდე მერყეობს 4
თვიდან 15 წლამდე. დიაგნოზის დადგენის მერე სიცოცხლის ხანგრძლივობა ასეთ
პაციენტებში საშუალოდ 2 დან 20 წლამდეა.

დღეისათვის არ არის გარკვეული ფაქტორები, რომლებიც დაგვეხმარებოდა


დაავადების მიმდინარეობის პროგნოზირებაში. დადგენილია,რომ განათლების მაღალი
დონე დაკავშირებულია დაავადების შედარებით ნელ განვითარებასთან,რასაც
„ნეირონალური რეზერვით“ხსნიან. ასევე შესაძლოა,რომ მაღალი განათლების დონის
მქონე პირები უფრო ადრე ამჩნევენ პირველ სიმპტომებს და ადრეულ ეტაპებზევე
მიმართავენ ექიმს.

ალცჰეიმერის დაავადების მქონე პაციენტებს შორის კოგნიტური დარღვევები


უფრო ნაკლები ხარისხით აღენიშნება იმ პირებს, ვინც სხვადასხვა ჩვენების გამო მიიღო
ანთებითსაწინააღმდეგო პრეპარატები, ასევე ქალებს, რომლებმაც მიიღეს ესტროგენი.

ალცჰეიმერის დაავადების დიაგნოსტიკისათვის დაავადების საერთაშორისო


კლასიფიკაციის კრიტერიუმების გარდა, დღეს ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა
კრიტერიუმი,რომლის გამოყენებამაც შესაძლებელი გახადა დიაგნოსტირებისას
შეცდომების აცილება. ამ კრიტერიუმების თანახმად, ალცჰეიმერის დიაგნოზის
დასადგენად აუცილებელია პაციენტთან დემენციის არსებობა, მეხსიერებისა და სხვა
კოგნიტური ფუნქციების პროგრესირებადი შესუსტება. უმაღლესი ტვინოვანი
ფუნქციების მოშლა უნდა აღინიშნებოდეს 2 ან მეტ სფეროში, პაციენტის ასაკი უნდა
იყოს 40-90 წელი. ასევე, არ უნდა იყოს ცნობიერების დარღვევები და სხვა დაავადების
სიმპტომები,რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს მეხსიერების და კოგნიტური
დარღვევები.

ალცჰეიმერის დაავადების მკურნალობისათვის იყენებენ აცეტილქოლინერგულ


სისტემაზე მოქმედ პრეპარატებს, არასტეროიდულ ანთებითსაწინააღმდეგო
პრეპარატებს, ესტროგენებს და სხვა.

თემა XIV. ფსიქოსოციალური განვითარება გვიან ზრდასრულობაში

149
გვიან ზრდასრულობაში ხდება ადამიანის როლებისა და მდგომარეობის
შემდგომი ცვლილება, რასაც სოციოლოგები უწოდებენ სტატუსის ცვლას. სტატუსის
ცვლა მიმდინარეობს მთელი ცხოვრების განმავლობაში. მაგ., განვითარების ამოცანები
ჭაბუკს ამზადებს ადრეული ზრდასრულობის ამოცანების გადაწყვეტისთვის, ხოლო
ადრეული ზრდასრულობისას გაზრდილი როლები და მოვალეობები ამზადებენ მას
საშუალო ასაკის მნიშვნელოვანი ამოცანების გადაწყვეტისთვის. მაგრამ
მოხუცებულობაში მომხდარი სტატუსის ცვლას შეიძლება ახასიათებდეს გარკვეული
განსხვავებები. პენსიონერის ან ქვრივის ცხოვრებაზე გადასვლა, ისე როგორც
ჯანმრთელობის გაუარესებასთან შეგუება ხშირად წარმოადგენს ძალაუფლების,
პასუხისმგებლობისა და ავტონომიის დაკარგვის სიგნალს. მეორე მხრივ, პენსიაზე
გასვლა შეიძლება ნიშნავდეს თავისუფალი დროის გაჩენას, რომელიც ადამიანმა
შეიძლება დაუთმოს საკუთარ თავს, ხოლო შვილთაშვილის დაბადება - ახლობლების
ხშირად ნახვის საშუალებას.

ამდენად, გვიან ზრდასრულობაში მომხდარი ბევრი მოვლენის გავლენა


ადამიანის ცხოვრებაზე დიდადაა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ უყურებს, რა
აზრს დებს თვითონ ადამიანი ამ მოვლენებში. მაგ., ვიღაცამ პენსიაზე გასვლა შეიძლება
ჩათვალოს იმის სიგნალად, რომ ის, როგორც სპეციალისტი, აღარაა საინტერესო
საზოგადოებისთვის ან იმის სიგნალად, რომ იგი კარგავს საკუთარი იდენტურობის
ნაწილს. თუმცა, იმ ადამიანისთვის, ვინც ბოლო 30 წელი მუშაობდა ფაბრიკაში და
ასრულებდა სამუშაოს, რომელსაც ვერ იტანდა, პენსია შეიძლება ნიშნავდეს სრულიად
სხვა რამეს. ასეთი ადამიანისთვის პენსიაზე გასვლა შეიძლება წარმოადგენდეს
მოსაწყენი, დამღლელი და რუტინული საქმიანობისგან და უფროსებისადმი
მორჩილებისგან გათავისუფლებას.

ასევე, დაქვრივება შეიძლება ნიშნავდეს ინვალიდი მეუღლის მოვლის მძიმე


ტვირთისგან გათავისუფლებას და საკუთარი დროის ორგანიზების საშუალებას.
ავადმყოფობები და სხვადასხვა სახის ფიზიკური დარღვევები წარმოადგენენ ამ ასაკის
ერთ - ერთ ყველაზე მძიმე პრობლემას, რომელსაც ეჯახებიან მოხუცები. მაგრამ აქაც
არსებობს რთული მდგომარეობიდან გამოსვლის სხვადასხვა გზა. ერთი ცდის პირი
აღნიშნავდა შემდეგს: „ მე გაცილებით უფრო დიდხანს ვზივარ სახლში, ვიდრე ადრე,
მაგრამ არასოდეს არ მიმიღია ჩემი ბაღიდან ისეთი სიხარული და სიამოვნება, ვიდრე ამ
ბოლო წლებში. ჩემი პატარა შვილიშვილი კი ნამდვილი საოცრებაა. თვითონაც არ ვიცი,
რატომ არ ვაქცევდი ყურადღებას ჩემს მოზრდილ შვილიშვილებს მაშინ, როცა ისინი
იყვნენ ამ ასაკში.“

60 - დან 80 წლამდე ასაკის ადამიანებთან ჩატარებული გამოკითხვის


საფუძველზე მიღებული შედეგების შეფასებისას, გეილ შიხიმ აღმოაჩინა, რომ ბევრი
ასაკიანი ადამიანი ცხოვრებას უყურებს ისევ შესაძლებლობების პოზიციიდან და არა
როგორც თავსმოხვეული შეზღუდვების პოზიციიდან და იმედი აქვთ, რომ „ მომავალში
იქნებიან უფრო უკეთესი, უფრო ძლიერი, უფრო მხიარული, უფრო თავისუფალი და
ცხოვრებით კიდევ უფრო გაიხარებენ.“ ბევრი 60 წელს გადაცილებული ადამიანი
ტკბება თავისუფლებისა და კარგი ჯანმრთელობის შეხამებით. 70 წლის შემდეგაც ეს
150
ადამიანები ზუსტად და დროულად ახდენენ პრიორიტეტების გადანაწილებას, რათა
კონცენტრაცია მოახდინონ იმაზე, რისი გაკეთებაც შეუძლიათ და არა იმაზე, რისი ძალაც
აღარ შესწევთ.

პიროვნება და დაბერება. ძნელია, რაიმე განზოგადებების გაკეთება ისეთ


საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება პიროვნებას, ცხოვრებით კმაყოფილებას ან
განვითარების ამოცანებს გვიან ზრდასრულობაში. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს
განსხვავება პენსიაზე ახალ გასულ 60 – 69 წლის ჯანმრთელ ადამიანსა და 80 წლის ან
მეტი ასაკის დაუძლურებულ მოხუცს შორის. გარდა ამისა, ყოველ ადამიანს გააჩნია
მოხუცებულობასთან და საკუთარ თავთან დაკავშირებული ღირებულებების,
განწყობებისა და რწმენების საკუთარი სისტემა და გარკვეული ცხოვრებისეული
გამოცდილება, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მის შეხედულებებს. მაინც, ამ
განსხვავებების გათვალისწინებით, ზოგიერთი მოვლენა, რომელიც ხდება
მოხუცებულობაში, წარმოადგენს ყველასთვის საერთოს.

გვიან ზრდასრულობაში ბევრი ადამიანი ხვდება ისეთ პრობლემებს, როგორიცაა


სენსორული ფუნქციების დაქვეითება, საკუთარი ან ახლო მეგობრის თუ ნათესავის
ჯანმრთელობის გაუარესება. ბევრს უწევს იმასთან შეგუება, რომ დაბლდება მისი
სტატუსი, შრომისუნარიანობა და შემოსავლის დონე. რაც უფრო დიდხანს ცხოვრობს
ადამიანი, მით მეტია იმის ალბათობა, რომ მას მოუწევს მეუღლის ან ახლო მეგობრის
გარდაცვალების გადატანა. ასაკიანი ადამიანების უმრავლესობისთვის სამყაროზე
შეხედულება განისაზღვრება საკუთარი მოწყვლადობის გრძნობით. ზოგიერთ მათგანს
არ შეუძლია საკუთარ პრობლემებთან გამკლავება. ისინი გამუდმებით ფიქრობენ
საკუთარ ჯანმრთელობაზე, თავის მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაზე, სირთულეებზე,
რომელთა დაძლევაც უწევთ და სხვებზე დამოკიდებულებაზე.

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ გვიანი ასაკის უმრავლესობისთვის ეს სქემა არაა
დომინანტური. სტერეოტიპული აზროვნება ძალიან ხშირად ხატავს დაბერების
უღიმღამო, ნეგატიურ სურათს, რომელსაც ზოგიერთი მოხუციც ეთანხმება.
სინამდვილეში ასაკიანი ადამიანების დიდი უმრავლესობა საკუთარ თავს აღიქვამს
სრულიად სხვაგვარად. ასაკიანი ადამიანების დიდ ჯგუფზე ჩატარებული კვლევით
დადგინდა, რომ მართალია, ბევრი მოხუცი ეთანხმება მოსაზრებას, რომ „ 65 წელზე მეტი
ასაკის ადამიანისთვის ცხოვრება არაა ადვილი,“ საკუთარი თავი და მეგობრები მათ
მიაჩნდათ ამ წესიდან გამონაკლისად.

ცხოვრებით კმაყოფილება და მასთან წარმატებით შეგუება გვიან


ზრდასრულობაში დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მაგრამ როგორც ლარსონის
კლასიკური გამოკვლევა აჩვენებს, ასეთი კმაყოფილება ძალიან ნაკლებადაა
დამოკიდებული ასაკზე. ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად ითვლება ჯანმრთელობა.
ფული, სოციალური, ოჯახური მდგომარეობა, საბინაო პირობები, ადამიანებთან
ურთიერთობის დონე ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელზეც
დამოკიდებულია ის, კმაყოფილია ასაკიანი ადამიანი ცხოვრებით თუ არა. თუ ამ ასაკის
ადამიანებს შევადარებთ ახალგაზრდებს, ვნახავთ, რომ მათ შორის არსებობს

151
განსხვავებები. ახალგაზრდა ზრდასრულები მაქსიმალურ კმაყოფილებას ღებულობენ
სამსახურში წარმატებითა და მიღწევებით, თვთსრულყოფით, მაშინ როცა ასაკიანი
ადამიანი შეიძლება კმაყოფილებას განიცდიდეს უბრალოდ იმის გამო, რომ მისი
ორგანიზმი განაგრძობს ნორმალურად ფუნქციონირებას. გარდა ამისა, ბევრ მათგანს
აქვს ეკლესიისა და თავისი ახლობლების მხარდაჭერის იმედი.

გვიან ზრდასრულობაში ცხოვრებით კმაყოფილება განისაზღვრება იმითაც, რასაც


უწოდებენ პოზიტიურ ფუნქციონირებას. ერთ - ერთი კვლევის მიხედვით, რომელშიც
მონაწილეობდნენ საშუალო და გვიანი ასაკის ცდის პირები, ორივე ასაკობრივი ჯგუფის
ადამიანები ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას განსაზღვრავდნენ სხვაზე ორიენტაციის
თვალსაზრისით. მათი აზრით, ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას განიცდის მზრუნველი,
თანაგრძნობის უნარის მქონე ადამიანი, რომელიც კარგ დამოკიდებულებაშია ირგვლივ
მყოფ ადამიანებთან. გარდა ამისა, ასაკიანი ცდის პირები მიუთითებდნენ, რომ
პოზიტიური ფუნქციონირებისას მნიშვნელოვანია ცვლილებების მიღება.

ჰაინდრიხი და რიფი ცდილობდნენ იმის გაგებას, თუ რატომ ინარჩუნებენ


მოხუცები მომავალზე პოზიტიურ შეხედულებას, მიუხედავად სუსტი ჯანმრთელობისა.
მათ დაადგინეს, რომ ავადმყოფობებთან ადაპტაციაში გადამწყვეტ როლს თამაშობს
სოციალური შედარება. მოხუცები თავის მდგომარეობას ადარებენ სხვა მოხუცების
მდგომარეობას და შედეგებიდან გამომდინარე, ახდენენ თავისი მიზნების
მოდიფიკაციას. არაა გასაკვირი, რომ ასაკში მყოფი ქალები, რომლებსაც აქვთ
ჯანმრთელობის პრობლემები, ხშირად მიმართავენ სოციალურ შედარებას. რაც უფრო
პოზიტიურია შედარება, მით უკეთესია ქალის სულიერი ჯანმრთელობის მდგომარეობა,
სერიოზული სამედიცინო პრობლემების არსებობის შემთხვევაშიც. თავისი სხვა
კვლევით ჰაინდრიხმა და რიფმა დაადგინეს, რომ სოციალური შედარება და
სოციალური ინტეგრირებულობა - ადამიანის მიერ მისთვის ღირებული როლების,
ნორმატიული ორიენტირებისა და რეფერენტული ჯგუფების შენარჩუნება - არბილებდა
სუსტი ფიზიკური ჯანმრთელობის ნეგატიურ ეფექტს და პოზიტიურ ზემოქმედებას
ახდენდა კეთილდღეობის გრძნობაზე.

სტაბილურობა და ცვლილებები გვიან ზრდასრულობაში. დღეს ბევრი მეცნიერი


თვლის, რომ განვითარება გრძელდება მთელი ცხოვრების განმავლობაში და ამიტომ
სიბერესთან შეგუებას განიხილავენ, როგორც პიროვნების ცხოვრების უფრო
ადრინდელი სტილის შემდგომ განვითარებას. სტადიალური განვითარების თეორიის
მომხრეები თვლიან, რომ ამ ასაკში ჩნდება ახალი სტრუქტურები ანუ წარმონაქმნები,
რომლებიც დამყარებულია წინა სტადიებში ჩამოყალიბებულ სტრუქტურებზე და
წარმონაქმნებზე. მაგ., ლევინსონი სიბერის დადგომას განიხილავს ადრეული
ზრდასრულობისა და საშუალო ასაკის დადგომის ანალოგიურად, რადგანაც ამ
შემთხვევაშიც ადგილი აქვს გადასვლას ( 60 - დან 65 წელი), რომელიც აკავშირებს წინა
პერიოდის სტრუქტურას (საშუალო ზრდასრულობაში) გვიანი ზრდასრულობის
დასაწყის სტადიასთან. ერიქსონი განიხილავს ეგოს მთლიანობას, როგორც
განვითარების ხანგრძლივი პროცესის საბოლოო შედეგს. პეკი კი სიბერეს განიხილავს
ისეთი კონფლიქტების გადაჭრის თვალსაზრისით, როგორიცაა: ეგოს დიფერენციაცია
152
წინააღმდეგ როლებით შთანთქმისა, სხეულის ტრანსცენდენცია წინააღმდეგ სხეულით
შთანთქმისა, ეგოს ტრანსცენდენცია წინააღმდეგ ეგოთი შთანთქმისა.

სხვა თეორიების მომხრეები კიდევ უფრო მეტ კავშირს ხედავენ განვითარების


წინა პერიოდებსა და სიბერეზე მის რეაქციებს შორის. რობერტ ეჩლი ფიქრობს, რომ
განვითარების პერიოდებს შორის ეს კავშირი ადამიანებს აძლევს იდენტურობის
გრძნობას - იმის გრძნობას, რომ ისინი არსებობენ. ადამიანი ცდილობს, თავის ქცევებში
იყოს თანმიმდევრული, ვინაიდან ეს აძლევს უფრო თავდაჯერებულად ყოფნის
საშუალებას. ქცევებში თანმიმდევრულობა აძლევს საშუალებას, რომ განაცხადოს: „ მე
ასე არასდროს არ მოვიქცეოდი“ ან „ ის ჩემნაირია“. გარშემომყოფებიც ახდენენ
ადამიანზე ზეწოლას, მოითხოვენ თანმიმდევრულობას: თუ მისთვის
დამახასიათებელია ქცევის გარკვეული სტილი, ადამიანებმა იციან, რას უნდა
მოელოდნენ მისგან.

ეჩლი ხაზს უსვამს, რომ ეს კავშირები და მუდმივობა არ ნიშნავს ცვლილებების


არარსებობას. ცხადია, რომ ადამიანების როლები, უნარები და დამოკიდებულებები
იცვლება, რაც მათგან მოითხოვს ქცვაში, მოლოდინებსა და ღირებულებებშიც კი
ცვლილებების შეტანას, მაგრამ ეჩლის აზრით, ეს ცვლილებები თანხმობაშია პიროვნების
შედარებით მუდმივ შინაგან ბირთვთან.

პიროვნების ტიპები. რამდენიმე ლონგიტიდურ კვლევაში სწავლობდნენ


ზრდასრულ ადამიანებში ძირითადი თვისებების ანუ პიროვნების ტიპების
შენარჩუნებას რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში. კოსტა და მაკ - კრეი
სწავლობდნენ პიროვნების სამ ასპექტს შერჩევაზე, რომელიც შედგებოდა 2000
ზრდასრული მამაკაცისგან. პირველ რიგში, ისინი სწავლობდნენ ნევროტიზმს -
შფოთვის, დათრგუნულობის, მორცხვობის, იმპულსურობისა და მტრული
დამოკიდებულების ზოგად გამოვლინებებს. 10 წლის განმავლობაში მათ ვერ აღმოაჩინეს
კვლევის მონაწილეებში ნევროტულობის დონის რეალური ცვლილებები. მამაკაცები,
რომლებსაც ჰქონდათ ნევროტულობის მაღალი დონე, ხშირად უჩიოდნენ
ჯანმრთელობას, ბევრს ეწეოდნენ, ხშირად სვამდნენ, ჰქონდათ სექსუალური და
ფინანსური პრობლემები და მთლიანობაში, განიცდიდნენ ცხოვრებით უკმაყოფილებას.
სტერეოტიპების მიხედვით, ყველა მოხუცი იპოქონდრიკია. სინამდვილეში,
ნევროტულობის მაღალი დონის მქონე ადამიანები შეადგენენ იმ კატეგორიას,
რომლებშიც ვლინდება იპოქონდრია, ამასთანავე, მათთან ეს ვლინდება მთელი
ცხოვრების განმავლობაში.

მეორე, კოსტა და მაკ - კრეი აფასებდნენ ინტრავერსია - ექსტრავერსიის


თანაფარდობას. ექსტრავერტი ცდის პირები გამოირჩეოდნენ საკუთარი თვის რწმენითა
და კომუნიკაბელობით, ეძებდნენ საქმიანობასა და სიტუაციებს, სადაც შეიძლებოდა
მათი აქტიური ნატურის გამოვლენა. ისინი ცდილობდნენ სხვებთან ურთიერთობების
დამყარებას და ჩვეულებრივ, განიცდიდნენ პოზიტიურ გრძნობებს. 10 წლის
განმავლობაში, რომლის განმავლობაშიც მიმდინარეობდა კვლევა, ექსტრავერსიის
მაღალი დონის მქონე მამაკაცები ასეთებად დარჩნენ. გარდა ამისა, ისინი თავს

153
გრძნობდნენ უფრო ბედნიერად და განიცდიდნენ ცხოვრებით უფრო მეტ კმაყოფილებას
იმათთან შედარებით, ვისაც ახასიათებდა ინტრავერსიის მაღალი დონე. ასაკთან ერთად,
ექსტრავერტ - მამაკაცებში შეიმჩნეოდა ინტრავერსიისაკენ უმნიშვნელო გადახრა,
განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა გარემოებებიდან გამომდინარე, მცირებოდა
მათი დამოუკიდებლობის ხარისხი. სხვა მკვლევარები სწავლობდნენ ინტრავერსია -
ექსტრავერსიის თანაფარდობას უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ერთი ასეთი
კვლევის მიხედვით, რომელიც გრძელდებოდა 30 წლის განმავლობაში, გამოვლინდა,
რომ ასაკთან ერთად ბევრი ადამიანი ხდებოდა უფრო ინტრავერტული.

მესამე მახასიათებელი, რომელსაც სწავლობდნენ კოსტა და მაკ - კრეი, იყო


გამოცდილებისადმი ღიაობა. მამაკაცებს, რომლებისთვისაც დამახასიათებელი იყო
გამოცდილებისადმი ღიაობა, ჩვეულებრივ, ჰქონდათ ინტერესთა უფრო ფართო წრე.
ისინი ცხოვრობდნენ აქტიური ცხოვრებით და მშვიდად ხვდებოდნენ მათ ცხოვრებაში
მომხდარ მოვლენებს, მიუხედავად იმისა, ეს მოვლენა სასიამოვნო იყო თუ უსიამოვნო.
ეს ადამიანები ასევე ავლენდნენ ცხოვრებით მეტ კმაყოფილებას იმათთან შედარებით,
ვისაც ეკავა თავდაცვითი პოზიცია, იყო უფრო ფრთხილი და კონფორმული. პიროვნების
ეს ასპექტიც უცვლელი რჩებოდა საშუალოდან გვიან მოზრდილობაზე გადასვლისას.

ბევრი მსგავსი კვლევა ადასტურებს, რომ პიროვნების ტიპი ხასიათდება


საგრძნობი მუდმივობით და იგივე ეხება საშუალოდან გვიან ზრდასრულობაზე
გადასვლის პერიოდსაც. ადამიანებს გააჩნიათ საკუთარი პიროვნების ორგანიზებული,
შეთანხმებული, ინტეგრირებული ხატები და მიდრეკილება აქვთ, აირჩიონ ქცევის ის
სტილი, რომელიც თანხმობაშია მათ მე -ს ხატთან. როცა მნიშვნელოვანი მოვლენების
მიუხედავად, მათ შეუძლიათ საკუთარი თავი შეაფასონ დ თქვან, რომ იქცევიან თავისი
მე - კონცეფციის შესაბამისად, ისინი მთლიანობაში გამოხატავენ ცხოვრებით მეტ
კმაყოფილებას და მეტ თვითპატივისცემას. იგულისხმება, რომ მე - კონცეფციაზე
გავლენას ახდენს სხვადასხვა მოვლენა და ჯანმრთელობაში სერიოზული ცვლილებები,
ფინანსური და სოციალური მდგომარეობა, საზოგადოებრივი აქტივობა, სექსუალური
სფერო, საბინაო პირობები და ოჯახური მდგომარეობა, მაგრამ თვითონ დაბერება,
როგორც ჩანს, არ ახდენს პირდაპირ გავლენას მე - კონცეფციაზე.

მიუხედავად იმისა, რომ მოხუცებულობაში მიმდინარე ცვლილებების მხოლოდ


უმნიშვნელო რაოდენობა შეიძლება ჩაითვალოს უნივერსალურად, ზოგიერთი
მკვლევარი ცდილობდა იმის გარკვევას, არსებობს თუ არა ისეთი ცვლილებების
რამდენადმე ნათელი სურათი, რომელსაც შეიძლება დავაკვირდეთ ადამიანის
დაბერების მიხედვით? ერთ - ერთ გამოკვლევაში, იმის დასადგენად, თუ როგორ
უყურებენ საშუალო და გვიანი ასაკის მამაკაცები სამყაროს, იყენებდნენ თატის
სურათებს. ამ კვლევის შედეგებმა აჩვენა: 40 წლის მამაკაცი თვლის, რომ მისი
გარემომცველი ვითარება მის კონტროლქვეშაა და ამიტომ მისი მხრიდან რისკი და
გაბედულება გამართლებულია. გამოწვევა, რომელსაც ცხოვრება სთავაზობს, მას არ
აშინებს, ვინაიდან გრძნობს, რომ აქვს გამარჯვებისთვის საჭირო ძალა. 60 წლის მამაკაცს,
პირიქით, ცხოვრება ეჩვენება უფრო რთულად და სახიფათოდ. ეს სამყარო მას უკვე აღარ
ემორჩილება და მას არ შეუძლია მისი შეცვლა. ამის ნაცვლად, იგი თვითონ ემორჩილება
154
თავისი გარემოცვის მოთხოვნებს და ეგუება მას. გუტმანმა ამას უწოდა აქტიურიდან
პასიურ კონტროლზე გადასვლა.

ქცევის სტილი. მაშინ როცა გუტმანის მიხედვით, მოხუცებულობაში ხდება


პრობლემებთან გამკლავების უნარის რეგრესირება, ვეილანტის მონაცემები მიუთითებს
იმაზე, რომ ასაკთან ერთად, ადამიანებს უმუშავდებათ გამკლავებითი ქცევის უფრო
მოწიფული ფორმები. მაგ., სტრესულ სიტუაციებში ასაკიანი ადამიანები ხშირად
ავლენენ ბრძნულ გულგრილობას და იუმორის გრძნობას. სხვა მკვლევარები
ამტკიცებენ, რომ ქცევაში ასაკობრივი განსხვავებების არსებობის მიუხედავად, ეს
განსხვავებები განპირობებულია სტრესორებში განსხვავებით, რომლებთან შეჯახებაც
უწევთ ახალგაზრდებს და მოხუცებს. დადებითი სტრესორების რაოდენობა ასაკთან
ერთად კლებულობს. ასაკთან ერთად იცვლება იმ საყოფაცხოვრებო პრობლემების
ბუნებაც, რომლებიც იწვევენ სტრესს.

ზოგი მკვლევარი, დაწყებული იუნგიდან, გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ ასაკთან


ერთად განსხვავებულად იცვლება ქალებისა და მამაკაცების ქცევის სტილი. როგორც
ჩანს, მამაკაცები აქტიური სტილიდან გადადიან პასიურზე. მას შემდეგ, როცა მთელი
ცხოვრების განმავლობაში ისინი პასუხისმგებელი იყვნენ სხვებზე, არჩენდნენ ოჯახს და
ღებულობდნენ გადაწყვეტილებებს, სიბერეში, მამაკაცები ალბათ, თვლიან, რომ
უფლება აქვთ გამოხატონ საკუთარი პიროვნების მთელი სირთულე, მათ შორის ისეთი
ნიშნებიც, რომლებსაც თვლიან ქალურად. ქალები ასაკთან ერთად ხდებიან უფრო
აგრესიულები, პრაქტიკულები და მბრძანებლურები. გუტმანი ავითარებს მოსაზრებას,
რომ ორივე სქესის ადამიანები ამით რეაგირებენ მშობლიური იმპერატივისგან
გათავისუფლებაზე, საზოგადოების მხრიდან ზეწოლაზე, რომელიც აიძულებს ქალს
შეასრულოს ოჯახური კერიის მფარველის როლი, ხოლო მამაკაცს - პასუხისმგებლობა
აიღოს ოჯახის ფინანსურ მხარეზე და ჩაახშოს საკუთარ თავში ის კეთილი თვისებები,
რომლებიც ეწინააღმდეგება ამ როლებს.

განივი ჭრილების მეთოდით ჩატარებული კვლევების მონაცემები მიუთითებს


იმაზე, რომ გამკლავებითი ქცევის სტილში ასაკობრივი ცვლილებები მაინც არსებობს.
მაგ., სიუზენ ფოლკმანმა და მათმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ ადრეულ
ზრდასრულობაში ადამიანებისთვის უფრო დამახასიათებელია აქტიური,
კონსტრუქციული( პრობლემურ - ორიენტირებული ) სტილი, მაშინ როცა სიბერეში
ადამიანები მიდრეკილი არიან პრობლემებზე უფრო პასიური და ემოციური
რეაგირებისკენ. მაგ., ასაკიანმა ქალმა შეიძლება ნაკლებად სერიოზულად შეხედოს
ავარიას, რომელშიც ეს - ესაა მოხვდა ან შეხედოს მას უფრო პოზიტიური კუთხით და
თქვას: „ ეს მანქანა კარგა ხანია გადასაგდები იყო“ ან „კიდევ კარგი, არავინ არ
დაშავებულა.“ ანალოგიურ შემთხვევაში, ახალგაზრდა ქალი დაიწყებს მეორე მანქანის
მძღოლთან მოლაპარაკებებს, ჰკითხავს მას ვინაობას და მისამართს, დაუკავშირდება
სადაზღვევო კომპანიას და გამოითვლის, რამდენი დაუჯდება მანქანის რემონტი.
ადრეულ ასაკში განცდილ სტრესულ სიტუაციებთან დაკავშირებული
კონტექსტუალური განსხვავებები, პრაქტიკულად არ ახდენდა გავლენას სტრესთან

155
გამკლავების სტილზე, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებული საბოლოო დასკვნები არაა
გაკეთებული.

მაკ - კრეი მის მიერ ჩატარებულ ლონგიტიდურ კვლევებში სწავლობდა


გამკლავების 28 განსხვავებულ მექანიზმს 7 წლის განმავლობაში. ამ კვლევის
მონაწილენი იყვნენ ერთ - ერთი მიკრორაიონის ზრდასრული მცხოვრებლები,
რომელთა ასაკი პირველი ტესტირების დროს იყო 21 - დან 90 წელი. მაკ - კრეი იყენებდა
საკმაოდ რთულ ექსპერიმენტულ გეგმას და ახდენდა სხვადასხვა შერჩევის
გაანალიზებას 5 განსხვავებული ხერხით. თუმცა, არცერთი ხერხით გაანალიზებისას არ
გამოვლენილა ასაკთან დაკავშირებით გამკლავებითი ქცევის ცვლილება. ამის
საფუძველზე მაკ - კრეიმ გააკეთა დასკვნა, რომ გამკლავებითი ქცევის სტილში არ ხდება
ასაკით გამოწვეული შესამჩნევი ცვლილებები.

მოხუცებულობის ასაკში მიმდინარე ადაპტაციური პროცესები ხშირად ჰგავს


ცხოვრების წინა პერიოდებში მიმდინარეს. ადამიანები ავითარებენ და ამტკიცებენ
იდენტურობას. როცა მოხუცდებიან, მათი რეაქციები დაბერებაზე და რაიმე ახალ
სიტუაციებზე იქნება ინდივიდუალური და ეს რეაქციები იქნება მათი იდენტურობის
შესატყვისი.

იდენტურობის შენარჩუნება. გვიანი ზრდასრულობის პერიოდისთვისაც


ერიკსონის თეორია სასარგებლოა განვითარების მთავარი ამოცანების
განსაზღვრისთვის. ჩვეულებრივ, თვლიან, რომ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ
ასეთი ამოცანების მიღება და მათთან გამკლავება, სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებენ
სულიერ წონასწორობას. ერიკსონის თეორიის მიხედვით, ერთ - ერთი მთავარი ამოცანა,
დაწყებული მოზარდობიდან - ესაა შედარებით მუდმივი იდენტურობის შენარჩუნება.
იდენტურობაში იგულისხმება ადამიანის წარმოდგენების ნაკრები საკუთარი
ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური თვისებების შესახებ. სიუზენ უიტბურნის
აზრით, იდენტურობის შენარჩუნების პროცესი ნაწილობრივ გვაგონებს ადაპტაციის
პროცესს პიაჟესეული გაგებით ანუ იდენტურობის შედარებითი მუდმივობის
შენარჩუნება გულისხმობს მოვლენებისა და ცვალებადი გარემოებების ასიმილაციას
ადამიანის მე - კონცეფციაში, გარდა ამისა, მასში ჩართულია აკომოდაცია ანუ მე -
კონცეფციის ცვლილება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის ცხოვრებაში მოხდება რაიმე
მნიშვნელოვანი მოვლენა ან რაიმე დაემუქრება მის მიერ საკუთარი თავის აღქმას. მე -
კონცეფციის ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური ასპექტების მიმართ ასეთი
მუქარა ჩნდება მაგ., მძიმე ქრონიკული ავადმყოფობის შემთხვევაში. ამან შეიძლება
მოითხოვოს მე - კონცეფციის მნიშვნელოვანი გადაწყობა ანუ აკომოდაცია. უიტბურნის
თანახმად, იდეალურ ვარიანტში, ადამიანმა უნდა შეინარჩუნოს ასიმილაციასა და
აკომოდაციას შორის წონასწორობა. აკომოდაციაზე უარის თქმა შეიძლება ნიშნავდეს
რეალური ფაქტების უარყოფას. ასეთმა ადამიანმა შეიძლება დაიკავოს თავდაცვითი
პოზიცია და მთელი ძალით ეწინააღმდეგებოდეს ცვლილებებს ან სხვებს
ადანაშაულებდეს იმ ცვლილებებისთვის, რაც მასში ხდება, ან იგი შეიძლება ვერ
წვდებოდეს რეალური მდგომარეობის არსს. მეორე მხრივ, თუ ადამიანი ძალიან
ადვილად დაუშვებს აკომოდაციას, ამან მისი ქცევა შეიძლება გახადოს აბსოლუტურად
156
არაწინასწარმეტყველებადი. იგი ხდება ისტერიული, იმპულსური ან ზემგრძნობიარე.
ამრიგად, გვიანი ზრდასრულობის ერთ- ერთი ამოცანაა წონასწორობის შენარჩუნება
იდენტურობის მუდმივობასა და ახალი გამოცდილებისადმი ღიაობასა და ცხოვრებაში
მომდინარე ცვლილებებს შორის.

ღრმა სიბერეში პიროვნულ იდენტურობასთან შეთანხმებულობის გრძნობის


შენარჩუნება ხდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ლიბერმანმა და ტობინმა
შეისწავლეს 600 - ზე მეტი 70 და 80 წლის ადამიანი, რომლებიც იტანჯებოდნენ
ჯანმრთელობის სერიოზული დარღვევებით და რომელთა ცხოვრების სტილი
რადიკალურად შეიცვალა. ბევრი მათგანი იყო დაუძლურებული მოხუცი და
დამოკიდებული იყო სხვებზე. მათ წინაშე იდგა ადაპტაციის ურთულესი ამოცანა. მან,
ვინც წარმატებით შესძლო ამ ამოცანასთან გამკლავება, ეს მოახერხა თავისი
იდენტურობის უცვლელობის შენარჩუნებითა დ დადასტურებით. მათ შეეძლოთ
ეთქვათ: „ მე ის ვარ, ვინც ყოველთვის ვიყავი.“როგორ მოახერხეს მათ ამის გაკეთება, მათ
ცხოვრებაში და ფიზიკურ უნარებში მომხდარი ცვლილებების მიუხედავად? მათ ამის
მიღწევა შესძლეს იმიტომ, რომ ისწავლეს მნიშვნელობის მინიჭება არა იმისთვის, თუ
ვინ იყვნენ მოცემული მომენტისთვის, არამედ იმისთვის, თუ ვინ იყვნენ ადრე. მაგ.,
ერთი ქალი დასაწყისში საკუთარ თავს ახასიათებდა ასე: „ მე მნიშვნელოვანი ვარ ჩემი
ოჯახისა და მეგობრებისთვის. თქვენ უნდა გენახათ, რამდენი საახალწლო მილოცვის
ბარათი მივიღე“. ორი წლის შემდეგ, როცა მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, იგი ასე
ამბობდა: „მე ვფიქრობ, რომ ბევრს ვნიშნავ ჩემი ოჯახისთვის, მე მათთვის ყოველთვის
ვაკეთებდი იმას, რაც შემეძლო და ისინი ამას აფასებენ.“ მისი წარსული წარმოადგენდა
საფუძველს, რომელიც საშუალებას აძლევდა დარწმუნებული ყოფილიყო იმაში, რომ
მისი ახლანდელი იდენტურობა შეესატყვისებოდა იმ პიროვნებას, რომელსაც იგი
ყოველთვის წარმოადგენდა.

ეგოს მთლიანობა - წინააღმდეგ სასოწარკვეთილებისა. ერიკსონის განვითარების


თეორიის მიხედვით, განვითარების ბოლო სტადიის კონფლიქტს წარმოადგენს ეგოს
მთლიანობა - წინააღმდეგ სასოწარკვეთილებისა. ერიკსონი გამოთქვამს მოსაზრებას,
რომ ხანდაზმული ადამიანები ხშირად ფიქრობენ იმაზე, გაამართლა თუ არა ცხოვრებამ
მათი მოლოდინები. ის, ვინც უკან მოხედვისას კმაყოფილებით ფიქრობს, რომ მის
ცხოვრებას ჰქონდა აზრი და მან გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო, განიცდის
სიცოცხლით კმაყოფილებისა და საკუთარი მთლიანობის გრძნობას. ის, ვინც უკან
მოხედვისას დაინახავს მხოლოდ შეცდომების ჯაჭვსა და ხელიდან გაშვებულ
შესაძლებლობებს, იგრძნობს სასოწარკვეთილებას. ამ კონფლიქტის იდეალურ
გადაწყვეტისას მთლიანობის გრძნობა გადასწონის მსუბუქ რეალურ
სასოწარკვეთილებას. ასეთ გამოსავალს ადამიანი მიჰყავს სიბრძნემდე. სიბრძნე
საშუალებას აძლევს მოხუცებს შეინარჩუნონ ღირსება და მე - ს მთლიანობა ფიზიკური
მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაშიც კი.

სიბერესთან შეგუების შემადგენელი ელემენტია წარსულის მოგონებებისა და


წარსულზე მსჯელობის მოთხოვნილება. ხანდაზმული ადამიანისთვის
დამახასიათებელია დიდი დროის დათმობა იმ თემების ძიებისთვის, რომლებიც
157
ცხოვრებას აძლევს აზრს. ზოგჯერ ისინი განიცდიან მოთხოვნილებას, დააკავშირონ
თავისი წარსული ცხოვრების ეპიზოდები და სიტუაციები ლოგიკურ და მოწესრიგებულ
თანმიმდევრობად. ზოგი ფიქრობს იმაზე, რა მემკვიდრეობას ტოვებენ, იმაზე, თუ რა
შესძინეს სამყაროს და იმაზე, თუ როგორ მოიგონებენ მათ შთამომავლები.

ფიქრები, წარსულის შეფასება და მსუბუქი სინანული საინტერესოდ აღწერა ერთ -


ერთმა 85 წლის ქალმა: „ მე რომ შემეძლოს ცხოვრების თავიდან დაწყება, არ
შემეშინდებოდა შეცდომების დაშვების. მოვდუნდებოდი, არ მოვიქცეოდი ისე
გონივრულად, როგორც ახლა. ყველაფერს არ შევხედავდი ასე სერიოზულად. უფრო
მეტს გავრისკავდი და მეტს ვიმოგზაურებდი. დავიპყრობდი უფრო მეტ მწვერვალს და
გადავცურავდი უფრო მეტ დიდ მდინარეს. უფრო ხშირად შევჭამდი ნაყინს და
ნაკლებად - პარკოსნებს. შესაძლოა, მექნებოდა მეტი რეალური პრობლემები,
სამაგიეროდ, ნაკლები - წარმოსახული.

მე ვეკუთვნი იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც მთელი ცხოვრება ცხოვრობენ


კეთილგონივრულად და არიან მუდამ ფხიზლად. რა თქმა უნდა, მეც მქონდა ჩემი
მომენტები, მაგრამ ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შემეძლოს, მათი რიცხვი იქნებოდა
მეტი. ფაქტიურად, მე შევეცდებოდი, რომ მათ გარდა არაფერი არ ყოფილიყო, მხოლოდ
ასეთი მომენტები, ხვალინდელ დღეზე მუდმივი ფიქრის მაგივრად. მე ვარ ადამიანი,
რომელიც არსად არ მიდიოდა თერმომეტრის, სათბურას, მოსასხამისა და პარაშუტის
გარეშე. თავიდან დაწყება რომ შეიძლებოდეს, ვიმოგზაურებდი გაცილებით უფრო
მსუბუქად.“

პენსიაზე გასვლა. ბევრი ადამიანისთვის პენსიაზე გასვლა წარმოადგენს


სტატუსის უმნიშვნელოვანეს ცვლას გვიან ზრდასრულობაში. სამსახური
უზრუნველყოფს ადამიანს თავისი ყოველდღიური საქმეების დაგეგმვის სტრუქტურით,
იგი განსაზღვრავს იმ ადამიანთა წრეს, ვისაც ადამიანი ყოველდღიურად ხვდება.
სამუშაო ასევე განსაზღვრავს ადამიანის როლებსა და ფუნქციებს და თავისი წვლილი
შეაქვს მისი იდენტურობის ჩამოყალიბებაში. ამ ფაქტორებით განისაზღვრება ის, რომ
პენსიაზე გასვლა ადამიანისგან მოითხოვს პიროვნებისა და ცხოვრების წესის
მნიშვნელოვან გადაწყობას.

პენსიაზე გასვლა არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ადამიანს უჩნდება მეტი


თავისუფალი დრო. ადამიანი იძულებულია მიიღოს სერიოზული გდაწყვეტილებები,
გამოიმუშავონ სიძნელეებთან გამკლავების ხერხები, რომელიც შეესატყვისება მის
ღირებულებათა სისტემას. ის, თუ რამდენად ადვილად მიიღებს ადამიანი ახალ როლს,
დამოკიდებულია ფაქტორთა რიგზე. ჩვეულებრივ, თუ პენსიაზე გასვლა
დაკავშირებულია ცხოვრების მკვეთრ ცვლილებებთან ან თუ ადამიანის იდენტურობა
მჭიდროდაა დაკავშირებული პროფესიულ როლთან, უფრო ძნელია ახალ
სიტუაციასთან ადაპტაცია.

პენსიაზე გასვლის კონკრეტული ვარიანტები და ცხოვრების ახალ პირობებთან


შეგუება განისაზღვრება მრავალი ფაქტორის მოქმედებით, როგორიცაა: ფიზიკური

158
ჯანმრთელობა, ეკონომიური მდგომარეობით, გარემომცველებთან დამოკიდებულებით
და კმაყოფილების მოთხოვნილებით, რომელსაც ადამიანს აძლევდა სამსახური.

ფიზიკური ჯანმრთელობა. ერთ - ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც


განსაზღვრავს იმას, თუ როგორი რეაქცია ექნება ადამიანს პენსიაზე გასვლასთან
დაკავშირებით, არის ჯანმრთელობა. ბევრი ასაკიანი ადამიანი, მათი სურვილის
მიუხედავად, ტოვებს სამსახურს ჯანმრთელობის პრობლემების გამო.

ლევიმ შეისწავლა ადამიანთა დიდი ჯგუფი, რომლებიც უნდა გასულიყვნენ


პენსიაზე. იგი ადარებდა ერთმანეთს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას და იმას,
სურდათ თუ არა მათ პენსიაზე გასვლა. როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე უკეთეს
მდგომარეობაში იყვნენ ჯანმრთელი ადამიანები, რომლებსაც სურდათ პენსიაზე გასვლა.
ცუდი ჯანმრთელობის მქონე ადამიანების მდგომარეობა იყო ყველაზე მძიმე,
მიუხედავად იმისა, სურდათ თუ არა მათ პენსიაზე გასვლა. ამის მიზეზი შესაძლოა ის
იყოს, რომ ცუდი ჯანმრთელობის მქონე ადამიანებს პენსიაზე გასვლა ხშირად უწევთ
მოულოდნელად და ამიტომ ფინანსურად და ფსიქოლოგიურადაც უფრო ცუდად არიან
ამისთვის მომზადებული, ვიდრე ისინი, რომლებმაც წინასწარ დაგეგმეს პენსიაზე
გასვლა. სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანებისთვის მკურნალობასთან
დაკავშირებული ხარჯები შეიძლება წარმოადგენდეს მძიმე ტვირთს. ეს
განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში აყენებს პენსიონერ - ინვალიდებს, რომლებიც
გაცილებით მეტად არიან დამოკიდებული სოციალურ უზრუნველყოფაზე, ვიდრე
პენსიონერთა სხვა ჯგუფები. იმ პენსიონერ - ინვალიდთა შემოსავლის 67% - ს,
რომლებიც არ იმყოფებიან ქორწინებაში, შეადგენს სხვადასხვა სახის სოციალური
დახმარება, მაშინ როცა პენსიონერ - არაინვალიდების შემოსავლის მხოლოდ 50% - ს
შეადგენს ასეთი დახმარება.

ხშირად, პენსიაზე გასვლის პირველ წლებში ადამიანები ცვლიან ახალი


მდგომარეობისადმი თავიანთ დამოკიდებულებას. ლევიმ დაადგინა, რომ ადამიანები,
რომლებსაც არ სურდათ პენსიაზე გასვლა, ძალიან მალე გრძნობდნენ
დაუკმაყოფილებლობას, იკეტებოდნენ საკუთარ თავში და განიცდიდნენ წუხილისა და
გაღიზიანების გრძნობას. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, ისინი უბრუნდებოდნენ
თავის ჩვეულ მდგომარეობას და მათი დამოკიდებულება თავიანთი მდგომარეობის
მიმართ ისეთივე ხდებოდა, როგორიც ჰქონდათ იმათ, ვინც საკუთარი სურვილით
გავიდა პენსიაზე. საკუთარი მდგომარეობის მიმართ იმის დამოკიდებულება, ვინც
პენსიაზე გასვლისას იყო ავად, ნაკლებად გაუმჯობესდა, იმისგან დამოუკიდებლად,
სურდათ მათ პენსიაზე გასვლა თუ არა.

ეკონომიური მდგომარეობა. ეკონომიური მდგომარეობა წარმოადგენს ერთ - ერთ


ძირითად ფაქტორს, რომელიც გავლენას ახდენს პენსიონერების ცხოვრების ახალ
პირობებთან შეგუებაზე. ასაკიანი ადამიანების უმრავლესობას აქვს ცხოვრებისთვის
საკმარისი საშუალებები. მიუხედავად ამისა, ამერიკელი მოხუცების იმყოფება 12 – 13%
სიღარიბის ზღვარს ქვევით, თუმცა ახალგაზრდებში ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია.
მაგრამ ამ ერთი შეხედვით დაბალი მაჩვენებლის უკან დგას პენსიონერთა ზოგიერთი

159
ქვეჯგუფი, რომელთა კეთილდღეობის დონე ძალიან დაბალია. მარტოხელა ადამიანები,
ჩვეულებრივ, ცხოვრობენ უფრო ღარიბად იმათთან შედარებით, ვინც იმყოფება
ქორწინებაში. ხშირად სიღარიბეში ცხოვრობენ ნაციონალური უმცირესობის
წარმომადგენლები. მაგ., სიღარიბის ზღვარს ქვევით ცხოვრობს ლათინოამერიკული
წარმოშობის ამერიკელი მოხუცების 27%. ქალები უფრო ხშირად არიან ღარიბები, ვიდრე
კაცები. მარტოხელა ასაკიანი თეთრკანიანი ქალების მეოთხედზე მეტი ცხოვრობს
სიღარიბეში. სიღარიბის ალბათობა განსაკუთრებით მაღალია იმათთვის, ვინც იტანჯება
ერთდროულად ორმაგი დისკრიმინაციით. სიღარიბეში ცხოვრობს ასაკიანი მარტოხელა
შავკანიანი ქალების 60%. გარდა ამისა, ასაკიანი ადამიანებისთვის სიღარიბისთვის
თავის დაღწევის ალბათობა გაცილებით დაბალია, ვიდრე ახალგაზრდებისთვის.

სამუშაოსთან ადამიანის დამოკიდებულება გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ


შეხვდება და შეეგუება ადამიანი პენსიაზე გასვლას. ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით
მამაკაცები, სამუშაოს უთმობენ იმდენ დროს, რომ მათი თვითპატივისცემის გრძნობა
განუყოფლადაა დაკავშირებული მათ პროფესიულ საქმიანობასთან. სხვა ყველაფერს,
რასაც ისინი აკეთებენ თავისუფალი დროის განმავლობაში, მათთვის არა აქვს დიდი
მნიშვნელობა. პენსიაზე გასვლა მათთვის ნიშნავს უარის თქმას იმაზე, რაც მათთვის
არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ღირებული და პროდუქტიული. განსაკუთრებით უჭირს
იმას, ვინც სამუშაოს გარდა ვერაფერში ვერ ნახულობდა კმაყოფილებას - ვერც ჰობში,
ვერც კითხვაში, ვერც დამატებითი განათლების მიღებაში, ვერც რაიმე ორგანიზაციაში
მონაწილეობით. ჩვეულებრივ, ნაკლებად განათლებული, ცუდად უზრუნველყოფილი
ადამიანები, რომლებსაც არა აქვთ არც საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესები,
არიან კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში. თუმცა, შეიძლება, სპეციალისტებსაც
შეექმნათ პრობლემები თავისუფალი დროის ორგანიზაციასთან დაკავშირებით. ალბათ,
ესაა ერთ - ერთი მიზეზი, რომელიც აიძულებს ადამიანთა მნიშვნელოვან რაოდენობას,
პენსიაზე გასვლის შემდეგ გააგრძელოს მუშაობა არასრული სამუშაო დატვირთვით.

ბოლო პერიოდებში ჩატარებული კვლევები, რომლებშიც მონაწილეობდნენ


ქალებიც და კაცებიც, აჩვენებს, რომ ქალების მონაცემები არ განსხვავდებოდა
მამაკაცებზე ჩატარებული ანალოგიური კვლევების შედეგებისგან: ისეთი ფაქტორების
არსებობა, როგორიცაა კარგი ჯანმრთელობა, ეკონომიური კეთილდღეობა და
განათლების მაღალი დონე ხელს უწყობდა ახალ ცხოვრებასთან წარმატებით შეგუებას,
სქესობრივი კუთვნილების მიუხედავად. იმის გამო, რომ ქალების ხელფასი უფრო
დაბალია, მატერიალურად ისინი ნაკლებად უზრუნველყოფილი არიან, ვიდრე
პენსიონერი - მამაკაცები. გარდა ამისა, თუ ქალი პენსიაზე გავიდა იმის გამო, რომ
მოევლო ავადმყოფი მეუღლისთვის ან ნათესავისთვის, ეს გავლენას ახდენს ცხოვრებით
კმაყოფილების დონეზე.

პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილების მიღება. არაა აუცილებელი, რომ პენსიაზე


გასვლა ნეგატიურად აისახოს ადამიანის სულიერ ან ფიზიკურ კეთილდღეობაზე.
პენსიონერთა მესამედი ამტკიცებს, რომ პერიოდში, რომელიც უშუალოდ უსწრებდა
პენსიაზე გასვლას, მათი კეთილდღეობის გრძნობა უფრო გაძლიერდა, ხოლო 50% - ის
მტკიცებით, მათი სულიერი და ფიზიკური მდგომარეობა უცვლელი დარჩა. მთლიანად,
160
ახალგამომცხვარი პენსიონერები ხვდებოდნენ, რომ მათი ცხოვრებით კმაყოფილების
დონე მატულობდა.

ადამიანი უფრო ადვილად ეგუება პენსიონერის ცხოვრებას, თუ იგი მზადაა


პენსიაზე გასასვლელად. თომპსონი თვლის, რომ პენსიაზე გასასვლელად მომზადება
შედგება 3 ნაწილისგან:

1. „ ტემპის შენელება.“ასაკთან ერთად ადამიანები იწყებენ შრომითი


მოვალეობების ნაწილისგან გათავისუფლებას ან ავიწროებენ
პასუხისმგებლობის სფეროს, რათა თავიდან აიცილონ პენსიაზე გასვლის
შემდეგ აქტივობის მკვეთრი ჩავარდნა.
2. დაგეგმვა. ადამიანები წინასწარ გეგმავენ, თუ როგორ იცხოვრებენ, რას
გააკეთებენ პენსიაზე გასვლის შემდეგ.
3. ცხოვრება პენსიის მოლოდინში. ადამიანი ზრუნავს პენსიის გაფორმებაზე და
ცდილობს წარმოიდგინოს, როგორი იქნება მისი „თავისუფალი“ ცხოვრება.
კონსულტანტების დახმარებით, ადამიანმა შეიძლება გაიაროს ეს 3 ეტაპი და
შეარჩიოს საუკეთესო მომენტი პენსიაზე გასასვლელად. ზოგიერთი ორგანიზაცია
ქირაობს ასეთ კონსულტანტს, რათა დაეხმაროს თავის თანამშრომლებს ამ ნაბიჯის
გადადგმაში. ამასთანავე, ხდება რამდენიმე სპეციფიკური ფაქტორის გათვალისწინება,
კერძოდ, აქვს თუ არა პენსიაზე გამსვლელ ადამიანს საკმარისი დანაზოგი და
შემოსავალი; აქვს თუ არა საცხოვრებელი; გეგმავს თუ არა მუშაობის გაგრძელებას ან
რაიმე საქმეთი დაკავებას პენსიაზე გასვლის შემდეგ; დიდხანს მუშაობდა თუ არა
პოტენციური პენსიონერი და საკმაოდ მოხუცია თუ არა , რომ იფიქროს პენსიაზე
გასვლა? ყველა ამ მაჩვენებლის გათვალისწინებით ადგენენ იმას, რამდენად მზადაა
ადამიანი პენსიაზე გასასვლელად.
არაა აუცილებელი, რომ პენსიაზე გამსვლელმა ადამიანმა მთლიანად დაანებოს
თავი მუშაობას. ზოგი სპეციალისტი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ მომავალში
საზოგადოება შეიძლება დადგეს ისეთი ვითარების წინაშე, როცა აღარ იქნება საკმარისი
რაოდენობის მუშახელი, რომ საზოგადოება ტყუილად კარგავს უნარიან და
პროდუქტიულ მუშაკებს და აღნიშნავენ, რომ საპენსიო პროგრამები მალე გახდება
მეტისმეტად და გაუმართლებლად ძვირადღირებული იმ პენსიონერების რიცხვის
ზრდის გამო, რომლებიც არ მუშაობენ. შესაბამისად, საჭიროა ამ პრობლემის
შემოქმედებითად გადაჭრა, მაგ., ასაკიანი თანამშრომლებისთვის არასრული
დატვირთვის ან შედარებით მსუბუქი სამუშაოს შეთავაზებით. ამერიკაში სოციალური
უზრუნველყოფის სისტემაში მომხდარი ცვლილებების წყალობით, არასრული
დატვირთვით მუშაობა ასაკიანი ადამიანებისთვის იქნება მომგებიანი. გარდა ამისა,
შეიქმნა რამდენიმე ექსპერიმენტული პროგრამა, რომელიც დიდი წარმატებით
განხორციელდა , მაგ., პენსიაზე მყოფი ორივე სქესის ბიზნესმენები წარმატებით
მუშაობდნენ თავიანთ ნაკლებად გამოცდილ კოლეგებთან და ასწავლიდნენ მათ. ერთი
პროგრამის ფარგლებში პენსიონერებს ასწავლიდნენ ინვალიდ - ბავშვებთან მუშაობას.
დღეისათვის სწავლობენ სხვადასხვა ვარიანტს, თუ როგორ შეიძლება პენსიონერების
დასაქმება.

161
ოჯახური და პირადი ურთიერთობები. ცხოვრების ნებისმიერ პერიოდში
ადამიანის როლები და მოვალეობები განიხილება მისი ოჯახისა და პირადი
ურთიერთობების სოციალურ კონტექსტში. დღევანდელი დღისთვის ეს სოციალური
კონტექსტი თანაბრად ცვალებადია როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე
ასაკიანებისთვის. ხდება განქორწინება და ხელახალი ქორწინება. ნათესური კავშირები
ხდება უფრო რთული, ამასთანავე, საკუთარ შვილიშვილებს ემატებიან ახალი რძლის ან
სიძის შვილები პირველი ქორწინებიდან.
მას შემდეგ, როცა ზრდასრული შვილები იწყებენ დამოუკიდებელ ცხოვრებას და
ასაკიანი ცოლ - ქმარი რჩება მარტო, ქორწინებით კმაყოფილების ხარისხი ჩვეულებრივ,
იცვლება, ისე როგორც შვილებთან და შვილიშვილებთან დამოკიდებულება. ადამიანთა
უმრავლესობისთვის პირდაპირი მშობლიური მოვალეობები წყდება გვიან
ზრდასრულობაში. საშუალოდ, ასაკიანი წყვილები აღნიშნავენ ქორწინებით მეტ
კმაყოფილებას მას შემდეგ, როცა მათი ზრდასრული შვილები ცალკე იწყებენ
ცხოვრებას. დასაწყისში შეიძლება თავი იჩინოს გარკვეულმა სიძნელეებმა, ვინაიდან
როცა ადამიანი აღარაა დაკავებული აღარც შვილებით, აღარც სამსახურით, ცოლ -
ქმარმა თავიდან უნდა ისწავლოს ერთად ცხოვრება. წყვილების უმრავლესობა,
რომლებმაც აღზარდეს შვილები და შეინარჩუნეს ქორწინება, ამტკიცებს, რომ განიცდიან
ნაკლებ დაძაბულობას და უფრო ძლიერ კმაყოფილებისა და ჰარმონიის გრძნობას. გარდა
ამისა, წყვილები, რომლებიც გამოკითხვებში ავლენენ კმაყოფილების საშუალოზე მაღალ
დონეს, ხშირად ამბობენ, რომ ქორწინება მათ ემოციურ ცხოვრებაში იკავებს უფრო
მნიშვნელოვან ადგილს, ვიდრე მანამდე, იგი მათთვის გახდა მხარდაჭერის, სიმშვიდის
და სულიერი სიახლოვის წყარო. ამ ასაკში ქორწინება ხდება უფრო ეგალიტარული და
წყვილი ხდება უფრო მიდრეკილი იმისკენ, რომ მეუღლეს აღმოუჩინოს დახმარება და
მხარდაჭერა. ამით მოგებული რჩება ორივე, ვინაიდან ორივე იძენს სიყვარულს,
მხარდაჭერას, სტატუსს, ღებულობს ფულს და ინფორმაციას. როგორც ჩანს,
ტრადიციული გენდერული როლები ამ დროს აღარაა ისე მნიშვნელოვანი.
შვილებთან და შვილიშვილებთან ურთიერთობა. მიუხედავად საზოგადოებაში
მიმდინარე ცვლილებებისა და მაღალი მობილობისა, ასაკიანი ადამიანების
უმრავლესობა ამტკიცებს, რომ საკმაოდ ხშირად აქვს კონტაქტი შვილებთან და
შვილიშვილებთან. ისინი ისევე, როგორც ადრე, გრძნობენ, რომ აუცილებლობის
შემთხვევაში უნდა დაეხმარონ შვილებს, თუმცა, არ ცდილობენ მათ ცხოვრებაში
ჩარევას. მშობლები ხშირად ეხმარებიან თავიანთ შვილებს, დაწყებული ფულადი
დახმარებიდან და შვილიშვილების მოვლიდან და დამთავრებული სხვადასხვა სახის
რჩევებით.
შვილიშვილები ხშირად წარმოადგენენ ამ ასაკის ადამიანების ყველაზე დიდი
სიხარულის წყაროს. კვლევები ადასტურებს, რომ ბევრ ბებია - ბაბუასა და
შვილიშვილებს შორის მყარდება მტკიცე მეგობრული ურთიერთობები. ასეთი
მიჯაჭვულობა წარმოადგენს რეგულარული კონტაქტების შედეგს და საფუძვლად
უდევს ახლო, მოსიყვარულე ურთიერთობებს.
ასაკიანი ამერიკელების 40% -ს ჰყავს შვილთაშვილები. როგორც ჩანს, ეს როლი
მათ აძლევს პირადი და ოჯახის განახლების განცდას, მათ ცხოვრებაში შეაქვს

162
მრავალფეროვნება და ამავდროულად, წარმოადგენს დღეგრძელობის ნიშანს, რითაც
ადამიანმა შეიძლება იამაყოს.
ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მომატებულმა განქორწინებებმა და
ხელმეორე ქორწინებებმა განსაკუთრებით გაართულა ნათესაური ურთიერთობები. არაა
გასაკვირი, რომ ბებია - ბაბუებს ხშირად განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა აქვთ იმ
შვილიშვილებთან, რომლებიც განქორწინების შემდეგ რჩებიან მათ ვაჟიშვილთან ან
ქალიშვილთან.
ავადმყოფი მეუღლის მოვლა. მიუხედავად იმისა, რომ ასაკიანი ადამიანების
უმრავლესობა ყოველდღიურ ცხოვრებაში არ საჭიროებს არსებით დახმარებას, ის, ვისაც
ეს სჭირდება, დახმარების მიღებას ელოდება თავისი ოჯახის წევრებისგან. როგორც
წესი, ავადმყოფის მოვლის მთელი სიმძიმე ტვირთად აწვება ცოლს ან ქმარს, ამასთანავე,
ცოლს უფრო ხშირად უწევს ქმრის მოვლა, ვიდრე - პირიქით. ეს იმას ნიშნავს, რომ
ადამიანი, რომელიც უვლის მოხუცს, თვითონაც მოხუცი იქნება და მასაც ექნება სუსტი
ჯანმრთელობა. აშშ მოსახლეობის კვლევის მონაცემების მიხედვით, იმ ადამიანების
საშუალო ასაკი, რომლებიც უვლიან დაუძლურებულ მოხუცებს, 57 წელზე ცოტა მეტია,
მათგან 25% - ის ასაკია 65 - დან 74 წ., ხოლო 10% - 75 წელზე მეტისაა.
ცოლები უფრო უჩივიან სტრესს, რომელსაც იწვევს ავადმყოფი მეუღლის მოვლა,
ვიდრე ქმრები, თუმცა, ზოგიერთი გამოკვლევის მიხედვით, ეს განსხვავება არაა დიდი.
არსებობს გარკვეული ფაქტორები, რომლებიც განაპირობებს ამ განსხვავებას. პრუჩნომ
და რეშმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ეს შეიძლება აიხსნას ოჯახში გენდერული
როლების შეცვლით, რომელიც შეიმჩნევა მოხუცებულობაში. მამაკაცები, რომლებიც
ასაკთან ერთად ხდებიან ოჯახზე უფრო ორიენტირებულები, შესაძლოა, უფრო
ხალისით უვლიან მეუღლეს, ვიდრე ქალები, რომლებიც თვლიან, რომ მათ მთელი
ცხოვრება ისედაც გაატარეს ოჯახზე ზრუნვაში. თუმცა, შესაძლოა, ეს განსხვავება
გამოწვეული იყოს სხვა გაუთვალისწინებელი ფაქტორებითაც.
განსაკუთრებულ სიძნელეებს განიცდის ის ადამიანი, რომელიც უვლის
ალცჰეიმერის დაავადებულ მეუღლეს. სიტუაცია განსაკუთრებით სტრესოგენული
ხდება მაშინ, როცა ავადმყოფის ნორმალური ქცევა ირღვევა ან იძენს შოკისმომგვრელ
ხასიათს. გარდა ამისა, ახლობლები, რომლებიც უვლიან ასეთ ავადმყოფებს,
ჩვეულებრივ, ნაკლებად სარგებლობენ სოციალური მხარდაჭერის სისტემებით და
უფრო იშვიათად ღებულობენ მას, ვიდრე ის, ვინც უვლის ფიზიკურად უძლურ მოხუცს,
რომელსაც არა აქვს გონებრივი პროცესების დარღვევები.
ქვრივები. მოხუცებულობი ასაკში არაფერი უჩვეულო არაა იმაში, რომ ადამიანს
გარდაეცვალოს მეუღლე ან ახლობელი. ასეთ დანაკარგს, ჩვეულებრივ, ახლავს
მწუხარება და დანაკარგის განცდა, შემდეგ კი ადაპტაციის ხანგრძლივი პერიოდი.
ადამიანი, რომელმაც დაკარგა მეუღლე, იძენს ახალ - ქვრივის სტატუსს. ბევრი
ადამიანისთვის ესაა ძალიან მძიმე პერიოდი, რომელსაც თან ახლავს ცხოვრების წესში
რეალური ცვლილებები და გარშემომყოფთაგან იზოლირების რისკი. ზოგისთვის ეს
შეიძლება იყოს საკუთარი ცხოვრების განკარგვის შესაძლებლობა, რომელსაც დიდი
ხანია ელოდა ან ავადმყოფის მოვლის მძიმე ტვირთისგან გათავისუფლება.
აშშ - ში ქვრივი ქალების რაოდენობა 5 - ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ქვრივი კაცებისა
- სულ თითქმის 9,2 მილიონი. დაქვრივების ალბათობა ქალებში 3 - ჯერ მეტია, ვიდრე
163
კაცებში და ამიტომ ასაკიანი მამაკაცების უმრავლესობა ცოლიანია, ხოლო ასაკიანი
ქალების უმრავლესობას არ ჰყავს ქმარი. 85 წლის ასაკისთვის 5- დან 4 ქალი ქვრივდება.
გარდა ამისა, ეს დისპროპორცია გამოიხატება არამარტო რაოდენობაში, არამედ დროშიც.
საშუალოდ, ასაკიანი ქვრივი ქალები მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ცოცხლობენ 50%
- ით უფრო დიდხანს, ვიდრე იმავე ასაკის ქვრივი კაცები.
ეს სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ასაკიანი ადამიანების უმრავლესობა
მარტოხელაა, მაგრამ ქალები ასეთ თავსმოხვეულ დამოუკიდებლობას აღიქვამენ
სრულიად სხვაგვარად, ვიდრე კაცები. ქმრის სიკვდილის შემდეგ, ისე როგორც
განქორწინების შემთხვევაში, ნებისმიერი ასაკის ქალი უფრო იშვიათად თხოვდება
მეორეჯერ. ასეთი მდგომარეობა ნაწილობრივ, განპირობებულია გავრცელებული
მოსაზრებით, რომ ქმარი უნდა იყოს ცოლზე უფროსი, ხოლო ნაწილობრივ იმით, რომ
ასაკთან ერთად მცირდება მარტოხელა მამაკაცების რიცხვი. 65 წელზე მეტი ასაკის
ამერიკელი ქალების თითქმის ნახევარი - ქვრივია და მათგან 405 - ზე მეტი ცხოვრობს
მარტო. 65 წელზე მეტი ასაკის ამერიკელი კაცების მხოლოდ 15% - ია ქვრივი, მხოლოდ
ყოველი მეექვსე ცხოვრობს მარტო , ხოლო უმრავლესობა ცოლიანია და ცხოვრობს
ცოლთან ერთად. ამდენად, საშუალო და გვიანი ასაკის ქალების შიში, არ დაკარგოს
მეუღლე, სავსებით საფუძვლიანია.
ქვრივები, ქალებიც და კაცებიც, რომლებიც ცხოვრობენ მარტო, ხშირად ხვდებიან
პრაქტიკულ და ფსიქოლოგიურ პრობლემებს. ისინი იძულებული არიან ყველაფერი
თვითონ გააკეთონ: გადაჭრან საყოფაცხოვრებო პრობლემები, შეინარჩუნონ სოციალური
კონტაქტები და მიიღონ ფინანსებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. ზოგიერთი
კმაყოფილია ამ შესაძლებლობებით, სხვებისთვის კი ეს შეიძლება იყოს სერიოზული
პრობლემა, ვინაიდან გარკვეული საქმით მანამდე დაკავებული იყო მისი მეუღლე.
ბევრია მზად იმისთვის, რომ დაქვრივებულ ადამიანს აღმოუჩინოს მხარდაჭერა:
ახლობლები, მეგობრები, თანამშრომლები და ისინი, ვისთანაც მათ აქვთ ესა თუ ის
ურთიერთობა. ჩვეულებრივ, ისინი მხარდაჭერას ძირითადად ღებულობენ
შვილებისაგან, განსაკუთრებით, ქალიშვილებისგან. დაქვრივეული მამა შეიძლება უფრო
იშვიათად ხვდებოდეს თავის შვილებს, ვიდრე დაქვრივებული დედა, თუმცა ეს
განსხვავებები არაა დიდი. სხვა გამოკვლევამ აჩვენა, რომ დაქვრივება დამანგრეველ
ზემოქმედებას ახდენს მოხუცი მშობლებისა და მათი ზრდასრული შვილების
ურთიერთობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ერთი მშობლის გარდაცვალების შემდეგ
ცოცხლად დარჩენილ მშობელთან ხშირდება კონტაქტები, იზრდება
ურთიერთდახმარების მოცულობა და ადამიანები უფრო მწვავედ გრძნობენ ნათესაურ
მოვალეობებს, გარდაცვალება არღვევს მშობლებსა და შვილებს შორის არსებულ
ადრინდელ ურთიერთობებს. დროსთან ერთად დედასა და შვილებს შორის
დამოკდებულება ჩვეულებრივ, უმჯობესდება ან უკიდურეს შემთხვევაში, არ
უარესდება. რაც შეეხება მამასთან ურთიერთობას, დედის სიკვდილის შემდეგ არცთუ
იშვიათად უარესდება. ამ შემთხვევაში ცოლი, როგორც ჩანს, ასრულებდა „ ოჯახის
მფარველის“ ფუნქციას.
ქვრივი ქალები შესაძლოა, უკეთესად ახერხებენ სოციალური კონტაქტების
შენარჩუნებას, რამდენადაც ტრადიციულად, ოჯახის წევრებთან კავშირების
შენარჩუნებას და მეგობრებთან შეხვედრებს ორგანიზაციას უკეთებს ქალი. ამიტომაა,
164
რომ ქვრივი კაცები უფრო ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე იზოლაციაში, კარგავს რა იმ
სოციალურ კონტაქტებს რომელიც ჰქონდა ცოლ - ქმარს, როგორც წყვილს. ჩვეულებრივ,
ისინი ნაკლებად აქტიურად მონაწილეობენ საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, ვიდრე
ქვრივი ქალები.
თვითმკვლელობა. ქვრივი ქალებისა და მამაკაცების ძალიან გავრცელებულ
რეაქციას მათ მრავალრიცხოვან პრობლემებზე წარმოადგენს თვითმკვლელობა.
მართალია, პრესაში უფრო დიდ გამოხმაურებას იწვევს ახალგაზრდა ადამიანის
თვითმკვლელობა, მაგრამ ყველაზე მეტი თვითმკვლელობა ხდება 45 წელზე მეტი
ასაკის ადამიანებში და უფრო ხშირად თვითმკვლელობას მიმართავენ 65 წელს
გადაშორებული ადამიანები. მამაკაცებში თვითმკვლელობის შემთხვევები 4 - ჯერ
უფრო ხშირია, ვიდრე ქალებში. მამაკაცებში თვითმკვლელობის პროცენტი იზრდება
ასაკის მატებასთან ერთად და მაქსიმუმს აღწევს 80 წლის შემდეგ. გვიან
ზრდასრულობაში თვითმკვლელობების დრამატული ზრდა აღინიშნება როგორც
თეთრკანიან მამაკაცებში, ისე ნაციონალურ უმცირესობებში.

ასაკიანი ადამიანების თვითმკვლელობა თითქმის ყოველთვის ხდება „მძიმე


დანაკარგების“ შედეგად, რომელსაც ეკუთვნის რომელიც პენსიაზე მოულოდნელი
გასვლით გამოწვეული სტრესი, სამუშაოს ნახვის შეუძლებლობა და დაქვრივება.
ამდენად, ქვრივი ქალებიცა და კაცებიც ხვდებიან პოტენციური თვითმკვლელების რისკ
- ჯგუფში. მეუღლის სიკვდილიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ თვითმკვლელობის
რისკი მკვეთრად მცირდება, მაგრამ რამდენიმე წლის განმაცლობაში მაინც რჩება
საშუალოზე მაღალ დონეზე. პენსიაზე გასვლისა და მეუღლის სიკვდილის გარდა,
არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც იწვევს თვითმკვლელობას.
თვითმკვლელობის მაღალი რისკი არსებობს იმ ადამიანებთან, რომლებსაც
მიდრეკილება აქვთ ქრონიკული მარტოობისკენ ან ვინც წარსულში გადაიტანა
ემოციური კრიზისი. მათგან განსაკუთრებით საყურადღებოა ის კატეგორია, რომელიც
გამოირჩევა მაღალი შფოთიანობისა და საკუთარი არასრულფასოვნების გრძნობით.

მკურნალობის ერთ - ერთი ყველაზე ეფექტურ მეთოდს, რომელიც აუმჯობესებს


ქვრივების სულიერ ჯანმრთელობას და აკმაყოფილებს მათ ურთიერთობის
მოთხოვნილებას, წარმოადგენს თვითდახმარების ჯგუფები. ადამიანები, რომლებიც
გაერთიანებული არიან ასეთ ჯგუფებში, დამშვიდებას ნახულობენ იმაში, რომ
უზიარებენ ერთმანეთს საკუთარ გრძნობებს და განცდებს. მატულობს მათი
ურთიერთობების სფერო, ისინი უკეთესად უმკლავდებიან თავიანთ პრობლემებს და
მთლიანობაში, უმჯობესდება მათი სულიერი მდგომარეობა.

165
თემა XV. სიკვდილი და გარდაცვალება

სიკვდილი - ესაა მოვლენა, რომელსაც ვერც ერთი ადამიანი ვერ გაექცევა. ყველა
სხვა ცოცხალი არსებისაგან ადამიანი განსხვავდება იმით, რომ იგი ნათლად
აცნობიერებს სიკვდილის გარდაუვალობას. თანამედროვე ადამიანს აქვს სიკვდილის
უარყოფისა და იგნორირების ტენდენცია, თუმცა, იმის ცოდნა, რომ სიკვდილი
გარდაუვალია, ადამიანში ბადებს სიკვდილის ქვეცნობიერ შიშს, რომელიც ნებისმიერ
მომენტში შეიძლება გამწვავდეს. სიკვდილი - ესაა საუბრისთვის უსიამოვნო თემა და
თუ მაინც ლაპარაკობენ სიკვდილზე, მხოლოდ მეცნიერულ, ფორმალურ, უფრო ხშირად
- სამედიცინო ენაზე. ყოველდღიურ ცხოვრებაში სიკვდილზე საუბარი იწვევს
დისკომფორტს. ადამიანს ურჩევნია სიკვდილზე ისაუბროს ზოგადი ფორმით, მაგ.,
„ ყველა ადამიანი მოკვდავია,“ ვიდრე გადავიდეს „მე - ს“ ენაზე და თქვას: „ ოდესმე მეც
მოვკვდები.

ფიზიოლოგიურ დონეზე სიკვდილი წარმოადგენს ყველა სასიცოცხლო ფუნქციის


შეუქცევად შეწყვეტას. ფსიქოლოგიურ დონეზე მას აქვს პიროვნული მნიშვნელობა
მომაკვდავისთვის და მისი ახლობლებისთვის. ბოლო პერიოდამდე ისე ჩანდა, რომ
ფსიქოლოგები ახდენდნენ სიკვდილის თემის იგნორირებას, რადგანაც შესწავლისთვის
ეს მძიმე თემაა. თუმცა, ბოლო სამი ათწლეულია, რაც ფსიქოლოგებმა აქტიურად
დაიწყეს ამ თემის კვლევა.

დაბადება და სიკვდილი - ბუნებრივი მოვლენებია, რომლებითაც იწყება და


მთავრდება ადამიანის სიცოცხლე. თუმცა, მათი ემოციური ზემოქმედება პიროვნული
მნიშვნელობა ადამიანისთვის ძალიან განსხვავებულია. დაბადებას ხვდებიან
სიხარულითა და ოპტიმიზმით, სიკვდილს კი ყველა გაურბის, ისიც კი, ვისაც სჯერა,
რომ სიკვდილის შემდეგ ელის ახალი, უკეთესი ცხოვრება.

სიკვდილის უარყოფა. თანამედროვე ადამიანს აქვს სიკვდილის უარყოფისა და


იგნორირების ტენდენცია, თუმცა, ამასთანავე, მას ძალიან აწუხებს სიკვდილზე ფიქრი.
სიკვდილის თემას ხშირად ახსენებენ მასმედიაში, მაგრამ ადამიანები ცდილობენ
გაემიჯნონ მას, არ აღიქვამენ ისეთ მოვლენად, რომელიც შეიძლება მათაც შეემთხვეთ.
ადამიანი ფიქრობს, რომ მკვლელობები, უბედური შემთხვევები, რომელსაც მოჰყვება
სიკვდილი, შეიძლება შეემთხვეს მხოლოდ სხვას და არა მას. ასევე, ადამიანები
ცდილობენ, არ შეეხონ სიკვდილის თემას, როცა ვიღაც კვდება.

ადრეულ პერიოდებში სიკვდილი იყო ჩვეულებრივი მოვლენა. ადამიანი,


როგორც წესი, კვდებოდა თავის სახლში და ოჯახის წევრები სიცოცხლის ბოლო
წუთებამდე უვლიდნენ მას. დაკრძალვის რიტუალიც სრულდებოდა ოჯახისა და თემის
მიერ. კერძოდ, ოჯახის წევრები და მეგობრები თვითონ თხრიდნენ სამარეს და
მარხავდნენ მიცვალებულს. თუმცა, XX საუკუნეში ეს ყველაფერი იქცა რაღაც
ტექნოლოგიურ პროცესად. დასავლეთში ადამიანთა უმრავლესობა კვდება
166
საავადმყოფოებში, სადაც ყველა აუცილებელ საქმეს აკეთებს მედპერსონალი, მაშინ
როცა ავადმყოფების ნათესავები, შეიძლება ითქვას, განზე დგანან. დამკრძალავი
ბიუროს თანამშრომლები ამზადებენ გარდაცვლილის სხეულს აუცილებელი
რიტუალების ჩატარებისთვის, შემდეგ მისი გადასვენება ხდება ეკლესიაში, მომაკვდავ
ადამიანთან კონტაქტები უკიდურესად შეზღუდულია.

უარყოფა წარმოადგენს სტრესთან გამკლავების ნორმალურ მექანიზმს, მაგრამ მან


შეიძლება ხელი შეუშალოს აქტიურად გამკლავებას, ვინაიდან ადამიანი ამ დროს
უბრალოდ უარს ამბობს რეალობის დანახვაზე ან მიღებაზე და ეს არსებით გავლენას
ახდენს მის ქცევაზე. თუ ადამიანი ნათლად აფასებს სიკვდილის რეალობას, იგი
წინასწარ ღებულობს უსაფრთხოების ზომებს მოსალოდნელი ცხოვრებისეული
საფრთხეების წინააღმდეგ, თუმცა, თუ აუცილებელი არაა, არ ზღუდავს საკუთარ თავს.
ადამიანს უნდა შეეძლოს იმის მიღება, რომ რეალურად ცხოვრება არაა უსასრულო,
თვითონაც მოწყვლადია, წინააღმდეგ იმ არასწორი, არარეალური ხატებისა, რომლებსაც
თავს გვახვევს მასობრივი კულტურა. ზოგი ექსპერტი გამოთქვამს ვარაუდს, რომ
დასავლური კულტურა ადამიანებს რომ აძლევდეს სიკვდილთან უფრო „ მიახლოების“
საშუალებას, უფროსები ბავშვებს სიკვდილის შესახებ მიაწოდებდნენ ნაკლებად
დამახინჯებულ ინფორმაციას.

მკვლევართა ნაწილი თვლის, რომ ბოლო პერიოდში სიკვდილთან


დაკავშირებული კულტურული ტაბუ თანდათან სუსტდება. არსებობს ბევრი წიგნი,
სტატია და სასწავლო კურსები, რომლებმაც შეიძლება შეცვალონ სიკვდილთან
დაკავშირებული განწყობები. სამედიცინო დარგის წარმომადგენლებსაც კი, რომელთაც
ყოველდღიურად უხდებათ სიკვდილთან შეჯახება, სჭირდებათ მსგავსი
საგანმანათლებლო პროგრამები და სემინარები, რათა ისწავლონ, თუ როგორ
გაუკლავდნენ სიკვდილთან დაკავშირებულ საკუთარ გრძნობებს.

სიკვდილის გამო წუხილი. ვის უფრო ეშინია სიკვდილის - მოხუცებს თუ ახალგაზრებს?


ნაკლებად იმ ადამიანს ხომ არ ეშინია, ვინც ჯანმრთელია და აკონტროლებს თავის
ცხოვრებას? ფსიქოანალიზი ამტკიცებს, რომ საკუთარი სიკვდილის გამო შფოთვა ან
შიში - ნორმალური მოვლენაა, თუმცა, ეს ყოველთვის ასე არაა. ადამიანები, რომლებიც
განიცდიან უფრო მეტ შფოთვას, სხვადასხვაგვარად უმკლავდებიან ამ გრძნობას.
ზოგიერთებს, რომლებმაც იპოვეს ცხოვრების აზრი და მიზანი, აქვთ იმის აღიარების
უნარი, რომ სიკვდილი წარმოადგენს ცხოვრების აზრის ნაწილს. რელიგიური
ფანატიკოსები, რომლებიც თავს სწირავენ რწმენას (მაგ., კამიკაძეები), წარმოადგენენ
პრობლემის ასეთი გადაწყვეტის უკიდურეს მაგალითს. ეგზისტენციალისტები და
ათეისტები, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ სიკვდილის შემდეგ არაფერი არაა,
ზოგჯერ განიცდიან საშინელ გრძნობას, როცა წარმოიდგენენ, რომ სიკვდილით
საბოლოოდ წყვეტენ არსებობას. თუმცა, მათ შეიძლება განიცადონ სხვა გრძნობებიც:
ისინი ურიგდებიან იმ აზრს, რომ სიკვდილი გარდაუვალია და აღიქვამენ მას, როგორც
ბუნებრივ მდგომარეობას. ისინი გამოდიან იმ მოსაზრებიდან, რომ არარსებობაში არ
შეიძლება იყოს სტრესი და ტკივილი, ამიტომ არაფერი აზრი არა აქვს სიკვდილის გამო
შფოთვასა და მღელვარებას.
167
კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანების უმრავლესობა იმყოფება ამ ორ პოლარულ
თვალსაზრისს შორის. ამ შემთხვევაში, საკუთარი სიკვდილის შიში ან მეტისმეტი
შფოთვა ძირითადად განისაზღვრება იმით, თუ რა პიროვნული და კულტურული
მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის სიკვდილს. გამოკვლევები მოწმობს, რომ საკუთარ
სიკვდილთან დაკავშირებით მოხუცები ნაკლებად შფოთავენ, ვიდრე ახალგაზრდები.
გარდა ამისა, ადამიანს, რომელსაც ცხოვრებაში აქვს გამოკვეთილი მიზანი, ნაკლებად
ეშინია სიკვდილის. დიდ მნიშვნელობა აქვს ადამიანის რელიგიურ რწმენასაც:
გამოკითხვები აჩვენებს, რომ ის, ვისაც მტკიცედ სწამს ღმერთის და იმქვეყნიური
ცხოვრების, სიკვდილის წინ იშვიათად ვარდება დეპრესიაში და განიცდის ნაკლებ
შფოთვას. მიუხედავად ამისა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თვითონ ადამიანის
გრძნობებს: თავისთავად რელიგიურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა და
რწმენისადმი საკუთარი თავის იძულება არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ადამიანს
შეუმცირდება სიკვდილის გამო შფოთვის დონე.

ერთ - ერთ კვლევაში ახალგაზრდებს ეკითხებოდნენ, რას იზამდნენ ისინი, რომ


გაეგოთ, რომ სიკვდილამდე დარჩენილი ჰქონდათ მხოლოდ 6 თვე. როგორც წესი, ცდის
პირები პასუხობდნენ, რომ გაემგზავრებოდნენ სამოგზაუროდ ან შეეცდებოდნენ მის
გაკეთებას, რაც ყოველთვის უნდოდათ, მაგრამ არ ჰქონდათ ამის გაკეთების საშუალება.
როცა იგივე შეკითხვას უსვამდნენ ასაკიან ადამიანებს, ისინი ლაპარაკობდნენ
მედიტაციაზე ან ისეთ საქმეზე, რასაც სჭირდებოდა შინაგანი კონცენტრაცია, თუმცა,
უფრო ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ისურვებდნენ ამ დროის გატარებას ოჯახთან ან
ახლობლებთან. გარდა ამისა, ერთ - ერთ გამოკითხვაში, რომელშიც მონაწილეობდა
საკმაოდ ბევრი ასაკიანი ადამიანი, მხოლოდ 10% - მა უპასუხა, რომ ეშინია სიკვდილის.
ამასთანავე, კვლევის მრავალმა მონაწილემ აღნიშნა, რომ ეშინია ხანგრძლივი და
ტანჯვით სიკვდილის.

მართალია, ასაკიანი ადამიანები ნაკლებ შფოთვას განიცდიან სიკვდილთან


დაკავშირებით, მაგრამ ყველა ასე არაა. ისმის კითხვა: შესაძლებელია თუ არა იმ
ნიშნების დადგენა, რომელთა მიხედვითაც შეიძლება ადამიანების დაყოფა ორ ჯგუფად:
ისინი, ვინც ძლიერად და ნაკლებად შფოთავს სიკვდილის გამო. ამ საკითხთან
დაკავშირებული ექსპერიმენტები არ იძლევა ერთმნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთების
საშუალებას. ზოგიერთი ცნობის მიხედვით, ყველაზე ნაკლებად შფოთავენ ის
ადამიანები, რომლებმაც ერიკსონის მიხედვით, მიაღწიეს პიროვნული მთლიანობის
სტადიას. სხვა მონაცემებით, ფიზიკურად და გონებრივად ჯანმრთელი ასაკიანი
ადამიანები, რომლებიც აკონტროლებენ თავის ცხოვრებას, განიცდიან ყველაზე მეტ
შფოთვას.

ადამიანები სიკვდილზე ფიქრისას ძლიერ შფოთვას ხშირად განიცდიან მაშინ,


როცა მათ აღმოაჩნდებათ ისეთი დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს
სიკვდილი, მაგრამ რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ შფოთვის დონე მცირდება.

სიკვდილთან პირისპირ. როცა ადამიანები ბერდებიან ან ავად ხდებიან, ისინი იწყებენ


იმის გაცნობიერებას, რომ სიკვდილი არცისე შორსაა და სულ უფრო ხშირად მოსდით

168
აზრები მისი გარდაუვალობის შესახებ. ახალგაზრდებმა შეიძლება ადვილად განდევნონ
ასეთი აზრები, მაგრამ ავადმყოფობის დროს ან მოხუცებულობაში სიკვდილზე ყველა
ფიქრობს. როგორ რეაგირებენ ადამიანები ამ აზრებზე? ამ და სიკვდილთან
დაკავშირებული სხვა საკითხების კვლევა XX საუკუნის 60 - იან წლებში ერთ - ერთმა
პირველმა დაიწყო ელიზაბეტ კიუბლერ - როსმა. მან ყურადღება გაამახვილა შედარებით
ხანმოკლე სიტუაციებზე, როდესაც სიკვდილის პერსპექტივა ადამიანისთვის ხდება
ძალიან რეალური, მაგ., როდესაც მას აღმოაჩნდება უკურნებელი დაავადება. ამ
ადამიანებთან საუბრების შემდეგ მან გამოყო სიკვდილზე ფიქრთან შეგუების 5 სტადია:
უარყოფა, ბრაზი, ვაჭრობა, დეპრესია და მიღება. მოკლედ დავახასიათოთ ეს სტადიები:

 უარყოფის სტადიაზე ადამიანი უარყოფს სიკვდილის შესაძლებლობას და


ეძებს სხვა, უფრო კეთილსასურველ აზრებსა და პერსპექტივებს.
 როცა ადამიანი აცნობიერებს, რომ მართლაც მოკვდება, მას იპყრობს
გაღიზიანება, სიბრაზე და შური. ესაა სიბრაზის სტადია. ადამიანი თავს
გრძნობს მოტყუებულად, რადგან მისი გეგმები და ოცნებები უკვე ვეღარ
განხორციელდება.
 ვაჭრობის სტადიაზე ადამიანი ეძებს დროის მოგების შესაძლებლობას, იგი
იძლევა დაპირებებს და მოლაპარაკებებს აწარმოებს ღმერთთან, ექიმებთან,
მედდებთან და სხვა ადამიანებთან განაჩენის გადავადების შესახებ,
ტკივილისა და ტანჯვისგან გათავისუფლების შესახებ.
 თუ ვაჭრობას არ მოაქვს შედეგები, ხოლო დრო იწურება - ადამიანს
იპყრობს უიმედობა და უმწეობის განცდა. ახლა იგი იმყოფება დეპრესიის
სტადიაზე და ტირის არამარტო რეალურ დანაკარგებს, არამედ ოჯახთან და
მეგობრებთან თავის მოახლოებულ განშორებას.
 ბოლო, მიღების სტადიაზე ადამიანი ღებულობს მოახლოებული
სიკვდილის ფაქტს და მშვიდად ელის მას.

ამ ავტორის მიერ აღწერილი შეგუების სტადიები წარმოადგენს ადამიანის


ჩვეულებრივ რეაქციას სიკვდილის გარდუვალობაზე და გვეხმარება იმის გაგებაში, თუ
რას გრძნობენ მომაკვდავი ადამიანები, თუმცა ეს არაა უნივერსალური. ყველა ადამიანი
არ გადის ამ ყველა სტადიას და მხოლოდ ზოგიერთები გადიან მას ზუსტად აღწერილი
მიმდევრობით. ადამიანის რეაქციაზე გავლენას ახდენს ბევრი ფაქტორი: კულტურა,
პიროვნული თვისებები, რელიგია, პირადი ფილოსოფია, დაავადების ხანგრძლივობა და
ხასიათი. ზოგი ადამიანი ბოლომდე იმყოფება ბრაზის ან დეპრესიის სტადიაზე, ზოგი
ელოდება სიკვდილს, როგორც ტკივილისგან გათავისუფლებას. ყველა ადამიანი
თავისებურად ახდენს სიკვდილთან შეგუებას და არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ
სიკვდილის პროცესი წარმოადგენს უნივერსალურ თანმიმდევრულ სტადიებს. ამიტომ
ასეთ შემთხვევაში ადამიანს თავს არ უნდა მოვახვიოთ შეგუების სტადიათა გარკვეული
ნაკრები. პირიქით, როგორც ამტკიცებს რობერტ კასტენბაუმი, ადამიანს საშუალება
უნდა მივცეთ, თავისი გზით მივიდეს სიკვდილთან. თუ მომაკვდავს სურს, მაშინ უნდა
ელაპარაკონ თავიანთ გრძნობებზე, მზრუნველობასა და გამოცდილებაზე; თუ მას აქვს
კითხვები, უნდა მიიღოს მათზე პასუხი; უნდა მოაწესრიგოს საკუთარი საქმეები, ნახოს
ნათესავები და მეგობრები, აპატიოს და თვითონაც ითხოვოს პატიება ჩხუბისა და
169
ურთიერთობისას დაშვებული უმნიშვნელო შეცდომების გამო. კასტენბაუმი ამტკიცებს,
რომ ადამიანისთვის ეს მოქმედებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაღაც ემოციური
სტადიების გავლა განსაზღვრული თანმიმდევრობით.

ადამიანებს, რომლებსაც არ ემუქრებათ სწრაფი სიკვდილი, უფრო მეტი დრო აქვთ


იმ აზრთან შესაგუებლად, რომ ისინი როდესმე მოკვდებიან. თავის უკანასკნელ წლებს
ისინი ხშირად ატარებენ წარსულის მოგონებებსა და სასიამოვნო მოგონებების ხელახლა
განცდაში. ბატლერის მიხედვით, ცხოვრების ეს მიმოხილვა წარმოადგენს ძალიან
მნიშვნელოვან საფეხურს, რომელზეც ადამიანი გადადის ცხოვრების ბოლოს. სიბერეში
ადამიანს ყველაზე მეტად იზიდავს საკუთარი თავის შეცნობა. ამ პროცესს ხშირად
მივყავართ პიროვნების ნამდვილ ზრდამდე: ადამიანები აგვარებენ ძველ კონფლიქტებს,
ახდენენ ცხოვრების ხელახლა გააზრებას და საკუთარ თავში აღმოაჩენენ ხოლმე რაღაც
ახალსაც. მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანი ეჯახება რეალურად მოახლოებულ სიკვდილს,
იგი ზუსტად განსაზღვრავს იმას, თუ რაა მისთვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი და რას
წარმოადგენს იგი სინამდვილეში.

ალტერნატიული გზები. ძალიან ხშირად, მოახლოებულ სიკვდილზე ფიქრს


განსაზღვრავს თვითონ დაავადების მიმდინარეობა. თუ სიკვდილი დგება
მოულოდნელად, ადამიანს ცოტა დრო რჩება იმისათვის, რომ გააანალიზოს თავისი
ცხოვრება და მოემზადოს მასთან განშორებისთვის. დაავადებები, რომლებსაც
ადამიანებისთვის მოაქვს ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვა ან ხშირი და რთული
სამედიცინო ჩარევა, მას ძალიან ცოტა დროსა და ძალებს უტოვებს სიკვდილისთვის
მოსამზადებლად. სამედიცინო პერსონალის ან ოჯახის წევრების მხრიდან არასწორი
იქნებოდა დასკვნის გაკეთება, რომ ადამიანი იმყოფება ბრაზის სტადიაში, მაშინ როცა
სინამდვილეში მისი რეაქცია პირდაპირ კავშირშია მოცემულ მომენტში მის ფიზიკურ
მდგომარეობასთან.

ისევე როგორც არსებობს ცხოვრებისეული განვითარების მრავალი გზა, ასევე


არსებობს სიკვდილის უამრავი ვარიანტი. ადამიანთა უმრავლესობისთვის იდეალური
ცხოვრების გზაა - ჯანმრთელობის შენარჩუნება 85 წლამდე და ზევით, საკუთარი
საქმეების მოწესრიგება, ხოლო შემდეგ - სწრაფი და უმტკივნეულო სიკვდილი.
მართლაც, გამოკითხვები აჩვენებს, რომ ადამიანების, განსაკუთრებით ახალგაზრდების
უმრავლესობა ამჯობინებდა უეცარ სიკვდილს.

როცა ადამიანი ავადაა და ავადმყოფობის ბოლო გადაწყვეტილია, ის და მისი


ოჯახის წევრები ეგუებიან „სიცოცხლის დარჩენილ დროს.“ ბევრ მათგანს აქვს
დაუმთავრებელი საქმე, განკარგულებები, რომლებიც მან კიდევ უნდა გასცეს და
სიტყვები, რომელთა თქმაც აუცილებელია. ზოგი ადამიანი ცდილობს, ზემოქმედება
მოახდინოს თავისი ცხოვრების გზაზე, თანხმდება მკურნალობაზე ან უარს ამბობს
მასზე. ცხოვრების ამ ბოლო მონაკვეთზე ბევრი ცდილობს, შეინარჩუნოს სიტუაციაზე
კონტროლი და ღირსება, მაგრამ ყველას უნდა, რომ მისი სიკვდილი იყოს ჰუმანური.

ჰუმანური სიკვდილის ძიებაში. ჩვეულებრივ, ადამიანები ზრუნავენ თავიანთ


მომაკვდავ მშობლებზე იმით, რომ უწევენ მათ აუცილებელ სამედიცინო დახმარებას და
170
უზრუნველყოფენ ყველაფრით, რაც სიცოცხლისთვის აუცილებელია, მაგრამ ადამიანები
ძალიან ცოტას ფიქრობენ იმაზე, რომ დაეხმარონ მათ მოახლოებულ სიკვდილთან
დაკავშირებულ შფოთვებსა და შიშებთან გამკლავებაში. არცთუ იშვიათად, უკურნებელი
ავადმყოფობით შეპყრობილ ადამიანს თავისი გარემოცვა ექცევა არცთუისე ჰუმანურად.
შეიძლება მოახდინონ ასეთი ავადმყოფების იზოლირება ახლობლებისგან, ხოლო
მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ხდება მათი
სურვილების გათვალისწინების გარეშე. დღესაც ხშირია შემთხვევა, როცა პაციენტს არ
ეუბნებიან დიაგნოზს, ხოლო თუ მკურნალობასთან დაკავშირებით იგი გამოთქვამს
უკმაყოფილებას, მას სთავაზობენ სედატიურ პრეპარატებს.

თუმცა, ბოლო დროს ექიმები და სხვა მედიცინის მუშაკები მომაკვდავ ადამიანს


უფრო ხშირად ეუბნებიან სიმართლეს მისი მდგომარეობის შესახებ. უახლესი
წარმოდგენების მიხედვით, ითვლება, რომ მომაკვდავ პაციენტს უნდა მიეცეს
ავტონომიის გარკვეული ხარისხი. მაგალითად, იმის განსაზღვრის შესაძლებლობამ, თუ
რა რაოდენობის გამაყუჩებელს ან სედატიურ პრეპარატს მიიღებენ, პაციენტებს
შეიძლება მისცეს იმის განცდა, რომ ისინი ჯერ ისევ აკონტროლებენ საკუთარი
ცხოვრების ზოგიერთ ასპექტს. ადამიანისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან
წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შეიძლება მოეჩვენოთ, რომ მათ არსებობას განსაზღვრავს
ძალები, რომელთაც თვითონ ვერ აკონტროლებენ.

მართლაც, ზოგიერთი გამოკვლევის შედეგები აჩვენებს, რომ პრაქტიკულად


ნებისმიერი ცხოველი, ძაღლი იქნება, ვირთხა თუ ტარაკანი, ხშირად უარს ამბობს
არსებობის გაგრძელებაზე, თუ გრძნობს, რომ ვეღარ აკონტროლებს თავის ცხოვრებას.
ერთ ექსპერიმენტში ვირთხებს ათავსებდნენ წყალში და ზომავდნენ დროს, თუ რამდენ
ხანს გაძლებდნენ ისინი წყლის ზედაპირზე. ზოგი სიცოცხლისთვის იბრძოდა
დაახლოებით 60 საათი, სხვები კი მაშინვე იძირებოდნენ, როგორც კი წყალში
აღმოჩნდებოდნენ. რატომ იყო მათი რეაქციები ასე განსხვავებული? ის ვირთხები,
რომლებიც მალე იხრჩობოდნენ, ექსპერიმენტამდე დიდი ხნის განმავლობაში ჰყავდათ
სხვებისგან იზოლირებული, რის გამოც გრძნობდნენ თავის უმწეობას და ამიტომ
ნებდებოდნენ უბრძოლველად. ის ცხოველები, რომლებიც სიცოცხლისთვის დიდხანს
იბრძოდნენ, არ ჰყავდათ სხვებისგან იზოლაციაში და ისინი იბრძოდნენ
გადარჩენისთვის. პრაქტიკულად, ანალოგიური რამ ხდება ადამიანებშიც, როცა მათ
დიდი ხნით ათავსებენ მოხუცებულთა სახლში ან საავადმყოფოში. ხანდაზმული
ადამიანები გრძნობენ, რომ უკვე არაფრით აღარ შეუძლიათ თავისი სიცოცხლის
კონტროლირება და წყვეტენ სიცოცხლისთვის ბრძოლას. პირიქით, ის, ვინც მთელი
ცხოვრება აქტიურად აკონტროლებდა გარემომცველ ცხოვრებისეულ ვითარებას,
შეეცდება გააკონტროლოს საავადმყოფოს ან მოხუცთა სახლის პერსონალიც. მართალია,
ასეთ პაციენტებთან საერთო ენის გამონახვა ძნელია, მაგრამ როგორც წესი, ისინი
ცხოვრობენ უფრო დიდხანს. ხანდაზმულ ადამიანებს ეშინიათ ხანგრძლივი, მტანჯველი
დასასრულის და არ უნდათ, რომ დამოკიდებული იყვნენ სხვებზე. მათ ასევე ეშინიათ
აზროვნების უნარისა და ღირსების დაკარგვის. ბევრი ამბობს იმასაც, რომ საკუთარი
თავისთვის ისურვებდა „კარგ სიკვდილს,“ რომელიც არ იქნება დაკავშირებული
აგონიასა და დეგრადაციასთან. „კარგი სიკვდილის“ ძიებამ საზოგადოება მიიყვანა
171
მომაკვდავი ადამიანებისადმი დამოკიდებულების შეცვლამდე. შეიქმნა ჰოსპისები და
ადამიანებმა მიიღეს ჰუმანური სიკვდილის უფლება.

ჰოსპისები. თვალსაზრისმა, რომლის მიხედვითაც მომაკვდავებმა უნდა შეინარჩუნონ


საკუთარი სიცოცხლის და შესაბამისად, სიკვდილის განკარგვის უფლება, საზოგადოება
მიიყვანა ჰოსპისების ფართო ქსელის განვითარებამდე. ჰოსპისების დანიშნულება ისაა,
რომ დაეხმარონ სასიკვდილოდ დაავადებულ პაციენტებს იმაში, რომ დარჩენილი
დღეები გაატარონ, რაც შეიძლება სრულად და დამოუკიდებლად, უზრუნველყონ
აუცილებელი მხარდაჭერით პაციენტები და მათი ოჯახები. მომაკვდავებისთვის
პირველი ჰოსპისი ორგანიზებული იყო 1967 წელს ინგლისში. ეს იდეა მოეწონათ აშშ -
ში, დაიწყეს სათანადო პროგრამის დამუშავება, რომელმაც მალე მოიპოვა პოპულარობა.
4 წლის შემდეგ ამერიკაში უკვე იყო 200 - მდე ჰოსპისი, ხოლო დღეს ამ მოძრაობით
შეპყრობილია მთელი ამერიკა. ამასთანავე, ჰოსპისების ნაციონალური ორგანიზაცია
ადგენს სტანდარტებს და აკონტროლებს პროგრამების შესრულებას. არსებობს
დამოუკიდებელი ჰოსპისებიც, მაგრამ მათი უმრავლესობა შედის სამედიცინო
დაწესებულებებში, რომლებიც ადამიანებს უწევენ სრულ მომსახურებას. ჰოსპისების
მუშაობის კომპლექსური პროგრამა მოიცავს მწოლიარე ავადმყოფების
ჰოსპიტალიზაციას, პაციენტების მოვლას სახლში, სამედიცინო და ფსიქოლოგიურ
კონსულტაციას და ექიმისა და ექთნის მუდმივ მომსახურებას, რომლის მიზანია
ტკივილების მოხსნა და პაციენტის მდგომარეობის კონტროლი.

ახალი კანონის მიხედვით, ამერიკული ჰოსპისების მომსახურება გახდა უფრო


იაფი და მისაწვდომი მომაკვდავი პაციენტებისთვის. ამ კანონის მიხედვით, ადამიანებს
შეუძლიათ დახმარების სახლში მიღება ორი პერიოდის განმავლობაში, რომელთაგან
თითოეულის ხანგრძლივობაა 3 თვე. ეს დახმარება გულისხმობს ექიმის რეგულარულ
ვიზიტებს, მედდისა და ძიძის მომსახურებას, ფსიქოლოგის კონსულტაციას, კვების
რაციონის შედგენას, ავადმყოფის მუდმივი მომვლელების შეცვლას მათი დასვენების
მიზნით, იურიდიულ და ფინანსურ კონსულტაციებს, სხვადასხვა სახის თერაპიებს,
ასევე, იმ ოჯახებისთვის დახმარებას, რომლებმაც დაკარგეს ახლობელი ადამიანი.

სიკვდილის უფლება. თუ, როგორც ბევრი თვლის, სიკვდილი წარმოადგენს ბუნებრივ,


პოზიტიურ გამოცდილებას, გვაქვს თუ არა მისი შერბილების უფლება? ხომ არ
ვართმევთ ადამიანებს ღირსეულ სიკვდილს მათი სასიცოცხლო ფუნქციების
ხელოვნური შენარჩუნებით, როცა ადამიანი უკვე ვეღარ მოვა გონებაზე? იქნებ,
დადგენილია, თუ როდის უნდა მოკვდეს ადამიანი და ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ
მოვლენათა მსვლელობაში. იმიტომ ხომ არ ვუხანგრძლივებთ სიცოცხლეს, რომ გვეშინია
სიკვდილის, მაშინაც კი, თუ თვითონ ავადმყოფი უკვე შეურიგდა მას და მზადაა
სიკვდილისთვის? ამ საკითხებს ბოლო წლებში დიდი ყურადღება ექცეოდა და ბევრი
ადამიანი ითხოვს „სიკვდილის უფლებას.“

თვითონ იდეა, რომ მოვლენები ბუნებრივი გზით უნდა განვითარდეს და რომ


ცოტათი შეიძლება დავეხმაროთ ბუნებას დასასრულის დაჩქარებაში, არაა ახალი.
ევთანაზიას, ანუ მკვლელობას გულმოწყალეობის გამო, მიმართავდნენ ჯერ კიდევ ძველ

172
საბერძნეთში ან შესაძლოა, უფრო ადრეც. ზოგი ინფორმაციით, XX საუკუნეში
ევთანაზიის ერთ - ერთი ყველაზე ცნობილი მსხვერპლი იყო ზ. ფროიდი. 1939 წელს 83
წლის ფროიდმა, რომელიც 16 წლის განმავლობაში იტანჯებოდა კიბოთი, გადაწყვიტა,
რომ დაესრულებინა სიცოცხლე: „ ცხოვრება გადაიქცა მთლიან წამებად და უკვე აღარ
აქვს აზრი.“ ის ჯერ კიდევ ადრე შეუთანხმდა თავის ექიმს, რომ მისთვის გაეკეთებინათ
მორფის სასიკვდილო დოზა, თუ თვითონ გადაწყვეტდა, რომ ვეღარ შესძლებდა
ტკივილების ატანას. დადგა ის მომენტიც, როცა მან გაახსენა ექიმს მათი შეთანხმების
შესახებ და ექიმმა შეასრულა მისი ნება.

ფროიდის შემთხვევაში კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა იმისათვის, რომ


დროზე ადრე გამოეწვიათ სიკვდილი. ექიმის ასეთ „დახმარებას“ უწოდებენ აქტიურ
ევთანაზიას, თუმცა ბევრმა ეს ევფემიზმი შეიძლება ჩათვალოს ძალიან რბილად.
ამერიკაში მსგავსი მოქმედება ფასდება, როგორც მკვლელობა, თუმცა ზოგჯერ
სასამართლო შემწყნარებლობას იჩენს დამნაშავის მიმართ. ეს განსაკუთრებით ეხება იმ
სიტუაციას, როცა საკუთრივ ევთანაზიის აქტი სრულდება თვითონ მომაკვდავის მიერ,
ისე რომ იურიდიული თვალსაზრისით, იგი შეიძლება განხილული იქნას, როგორც
თვითმკვლელობა.

პასიური ანუ ნეგატიური ევთანაზია არ გულისხმობს არავითარ აქტიურ


მოქმედებას. ესაა უბრალოდ იმ პროცედურების შეწყვეტა, რომელთა საშუალებითაც
ხდება ავადმყოფისთვის სიცოცხლის შენარჩუნება, რის შედეგადაც სიკვდილი დგება
ბუნებრივი გზით. ბოლო დროს მეცნიერების, ფილოსოფოსებისა და
საზოგადოებრიობის ყურადღებას იქცევს სწორედ პასიური, ნებაყოფლობითი
ევთანაზიის საკითხები, ძირითადად იმასთან დაკავშირებით, რომ მეცნიერების
თანამედროვე მიღწევები საშუალებას იძლევა ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანს
სიცოცხლე შეუნარჩუნონ თითქმის განუსაზღვრელი დროით. სინამდვილეში, ძირითად
პრობლემას წარმოადგენს საკითხი, როგორ განისაზღვროს ის მომენტი, როცა ექიმს
შეეძლება დამშვიდებული სინდისით გამორთოს სისტემა, რომლის საშუალებითაც
ავადმყოფს უნარჩუნებენ სიცოცხლეს. სიკვდილის დასადგენად არსებობს ჰარვარდის
კრიტერიუმი, რომელიც ფართოდ გამოიყენება სიკვდილის იურიდიული დადგენის
საფუძვლად, თუმცა ყველა პრობლემას ვერც ეს კრიტერიუმი ვერ ხსნის. მაგალითად,
უნდა შეწყდეს თუ არა ტვინის ყველა უბნის ფუნქციონირება და სისხლის მიმოქცევა
იმისთვის, რომ ადამიანი ჩაითვალოს გარდაცვლილად? თუ ამისთვის საკმარისია
ტვინის ქერქის ფუნქციონირების შეწყვეტა? მოსალოდნელია, რომ ამ ტიპის კითხვები
დაისმება და ამ კრიტერიუმებზე აპელირება მოხდება განსხვავებული მოსაზრებების
არსებობის შემთხვევაში, როცა გადაწყვეტილება აპარატის გამორთვის შესახებ უნდა
მიიღოს სასამართლომ.

ჰარვარდის კრიტერიუმი ტვინის ფუნქციონირების შეუქცევადი შეწყვეტის

(ანუ სიკვდილის) დასადგენად

173
რეაქციის არარსებობა და უგრძნობლობა. გარეგან სტიმულებზე ან შინაგან
საჭიროებებზე რეაქციის აშკარა არარსებობა. სრული უგრძნობლობა ისეთი სტიმულების
გამოყენების დროსაც, რომლებიც ჩვეულებრივ, ძალიან მტკივნეულია.

მოძრაობისა და სუნთქვის არარსებობა. დამოუკიდებელი სუნთქვისა და


ნებისმიერი სხვა დამოუკიდებელი კუნთური აქტივობის არარსებობა.

რეფლექსების არარსებობა. ნეიროფიზიოლოგიური შემოწმებისას არ აღინიშნება


ჩვეულებრივი რეფლექსები ( მაგ., სინათლის სხივი არ იწვევს გუგის შევიწროებას).

ელექტროენცეფალოგრამაზე ჩანს სწორი ხაზი, რაც იმის მაუწყებელია, რომ


ტვინმა შეწყვიტა ელექტროფიზიოლოგიური აქტივობა.

ტვინში სისხლის მიწოდებისა და ცირკულაციის არარსებობა. სისხლის


საშუალებით ტვინში ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიუწოდებლობის გარეშე,
ტვინის მოქმედება მალე წყდება. ის, თუ რამდენ ხანს შეუძლია ტვინს სისხლის
მიწოდების გარეშე სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება, წარმოადგენს შესწავლის
საგანს და ნაწილობრივ, განსაზღვრულია გარემოებებით.

ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახის წევრები და ახლობლები უნდა


შეეგუონ ამ მძიმე დანაკარგს და გამოიგლოვონ გარდაცვლილი. ჩვეულებრივ, თვლიან,
რომ გლოვა აუცილებელია, რომ ამ შემთხვევაში უნდა შესრულდეს გარკვეული
ფსიქოლოგიური ამოცანები. ცოცხლად დარჩენილებმა უნდა აღიარონ დანაკარგის
რეალურობა და გააცნობიერონ, რომ ეს დანაკარგი იწვევს ტკივილს. გარდა ამისა, მათ
სხვა მიმართულება უნდა მისცენ იმ ემოციურ ენერგიას, რომელიც ადრე მიმართული
იყო გარდაცვლილისკენ.

გლოვასთან დაკავშირებით, ზოგი სპეციალისტი ეჭვობს, რომ არ იქნება


მიზანშეწონილი გლოვის ცალკეული ფაზების გამოყოფა, რადგანაც ამან შეიძლება
უბიძგოს ადამიანებს იმისკენ, რომ იგლოვონ წინასწარ დადგენილი სქემის მიხედვით.
გლოვის თანმიმდევრული ფაზების გამოყოფის მომხრეები აღნიშნავენ, რომ
პირველსაწყის რეაქციებს ყველაზე ხშირად წარმოადგენს შოკი, გაშეშება, უარყოფა და
ურწმუნობა (დაუჯერებლობა). ასევე შესაძლებელია, მრისხანება და დადანაშაულება.

შოკის ფაზა გრძელდება რამდენიმე დღეს, ზოგჯერ კი გაცილებით დიდხანს.


ახლობლის მოულოდნელი სიკვდილის შემდეგ, ადამიანები, რომლებიც ყველაზე უფრო
ახლოს იყვნენ გარდაცვლილთან, შეიძლება იმყოფებოდნენ გაბრუებულ
(დარეტიანებულ) მდგომარეობაში და დაკრძალვის ცერემონიალში მონაწილეობდნენ
მექანიკურად, ისე რომ დანაკარგი ბოლომდე არ ჰქონდეთ გაცნობიერებული. მეორე
ფაზაში მათ შეიძლება უფრო აქტიურად გამოხატონ თავისი განცდები: იტირონ ან რაიმე
სხვა ფორმით გამოხატონ მწუხარება. ზოგიერთ ადამიანთან მწუხარებას აქვს ფიზიკური
სიმპტომები, რომელიც ვლინდება სისუსტის ან სიცარიელის გრძნობით, ასევე,
უძილობითა და უმადობით. ხშირად ისინი კარგავენ ინტერესს თავიანთი ჩვეული
საქმიანობის მიმართ და განუწყვეტლივ ფიქრობენ გარდაცვლილზე. ზოგს შეიძლება
აღმოაჩნდეს დეპრესიის ყველა სიმპტომი. დროსთან ერთად, გარდაცვლილის
174
ახლობლები თავს გრძნობენ უკეთესად, თანდათანობით ეგუებიან ცხოვრების ახალ
პირობებს. ისინი „უშვებენ“ გარდაცვლილს და დროს და ძალებს უთმობენ ახალ
ურთიერთობებს. ისინი თავიდან აღადგენენ თავიანთ იდენტობას, იმ ნაწილის გარეშე,
რომელსაც შეადგენდა გარდაცვლილთან ურთიერთობები.

ბევრი კვლევა მიუთითებს იმაზე, რომ გლოვის ხასიათი და მძიმე დანაკარგთან


შეგუებისთვის საჭირო დრო განპირობებულია კულტურული ტრადიციებით.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. თ. გოგიჩაიშვილი. განვითარების ფსიქოლოგია, თბილისი, 2005


2. Крайг Г., Бокум Д., Психология развития, “Питер“. 2007.

175
176

You might also like