You are on page 1of 4

ვეფხისტყაოსანი

აფორიზმები
ადამიანი

 არას გარგებს სიმძიმილი,უსარგებლო ცრემლთა დენა.


 თუ ყვავი ვარდსა იშოვებს,თავი ბულბული ჰგონია.
 თქმულა:სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა!
 კარგად ვერას ვერ მოავლენს კაცი აგრე გულ-ფიცხელი.
 კარგის მქმნელი კაცი ბოლოდ არ წახდების.
 კარგი რამ მჭირდეს,გიკვირდეს,ავი რა საკვირველია!
 კოკასა შიგან რაცა დგას,იგივე წარმოსდინდების!
 კაცსა ფიცნი გამოსცდიან.
 მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს,თუ არ უთხრას,რაცა სჭირდეს?!
 მით რაცა მინდა,არა მაქვს,რაცა მაქვს,არ მომინდების.
 მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს,ესე ბრძენთაგან თქმულია.
 მტერი მტერსა ვერას ავნებს,რომე კაცი თავსა ივნებს.
 რაცა არ გწადდეს,იგი ქმენ,ნუ სდევ წადილთა ნებასა!
 ცრუ კაცი კარგად ვერა იქმს საქმესა გაძნელებულსა.
 წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს,გაჰკვეთს,ანუ გაამსივნებს.

განგება-ბედი

 ავსა კარგად ვერვინ შესცვლის,თავსა ახლად ვერვინ იშობს.


 არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა.
 არვის ძალ-უც ხორციელსა განგებისა გარდავლენა.
 განგებასა ვერვინ შესცვლის,არ-საქმენი არ იქმნების.
 განგებაა,არ დავრჩები,არ ლახვარნია ჩემთვის მზანი.
 რაცა იქმნების,იქმნების,ყოვლი თათბირი სწორია!

გენდერი

 ლეკვი ლომისა სწორია,ძუ იყოს,თუნდა ხვადია.

გული

 ჰკითხე ასთა,ქმენ გულისა,რა გინდა ვინ გივაზიროს!


 წესია,გული გაჰკრთების ამბავსა გასაკრთობელსა.
 ჩქარად ეცეს,ვერ გაუძლებს გული ლხინსა მეტის-მეტსა.
 უგულო კაცი ვერ კაცობს,კაცთაგან განაკიდიან.
 გულმა,გლახ,რა ქმნას უგულოდ,თუ გული გულსა ელია?!
 გული,ცნობა და გონება ერთმანეთზედა ჰკიდიან:რა გული წავა,ეგეცა წავლენ და მისკენ მიდიან .

ენა-საუბარი

 არ უთქმელობა არ ვარგა,არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი


 გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.
 გრძელი სიტყვა საწყინოა,ასრე მოკლედ მოგახსენო.
 საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს!

ვაჟკაცობა-რაინდობა

 არ შეუდრკების ჭაბუკი კარგი მახვილთა კვეთასა.


 ასი ათასსა აჯობებს,თუ გამორჩევით მქმნელია.
 მაგრა თუ ჭირსა არ დასთმობ,ლხინი რა დასათმობია!
 ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავაგვანე,ესე არის მამაცისა მეტის-მეტი სიგულვანე !
 რა ერთსა გცემდნენ ათასნი,ეგრეცა მოგერევიან.
 სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა!

მეგობრობა-ინტერნაციონალიზმი

 არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზინასა.


 ვინ მოყვარესა არ ეძებს,იგი თავისა მტერია.
 კაცსა მოყვრისა გაწირვა,ახ,მოუხდების,ახ,ავად!
 კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა.
 ოდეს გაცსა დაეჭიროს,მაშინ უნდა ძმა და თვისი.
 ძმა ძმისა უნდა ძმობილი!
 ხამსცა,კაცმან სასიკვდილოდ თავი ჭირსა არ დაჰრიდოს.

მიჯნურობა-სიყვარული

 თუ არ მოგყვეს საყვარელი,შენ მას მიჰყევ,რაცა სწადდეს.


 კვლა მიჯნურსა მიჯნურისა ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად.
 მზისა შუქთა ვერ-მჭვრეტელი ია ხმების,ვარდი ჭნების.
 მოშორვება და მოყვრისა გაყრა კაცისა მკვლელია.
 მძულს უგულო სიყვარული,ხვევნა,კოცნა,მტლაშა-მტლუში.
 რომე კაცსა მიჯნურობა ატირებს და გააფრდილებს.
 საბრალოა სიყვარული,კაცსა შეიქმს გულმოკლულად!
 სდევს ფათერაკი მიჯნურსა,განჭვრიტეთ გაიცადენით.
 სიყვარული აღგვამაღლებს...

მოქმედება-ბრძოლა

 არ იცი,ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან!


 გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა
 მარგალიტი არვის მიჰხვდეს უსასყიდლოდ,უვაჭრელად.

სამშობლო-პატრიოტიზმი

 ვინც მოკვდეს მეფეთათვის,სულნი მათნი ზეცას რბიან.


 ესე ამბად არ ეგების რომე სპარსნი გაგვიხასდენ.

სიკეთე-ბოროტება

 ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა,გულსა.


 ბოროტსა სძლია კეთილმან,არსება მისი გრძელია!
 ვცან სიმოკლე ბოროტისა,კეთილია მისი გრძელი.
 კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურე არ წახდების.

სიკვდილი-სიცოცხლე

 რას გარგებს მოკვლა თავისა?ეშმა ძმად თურე გძმობია.


 რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს,დაამჭნაროსა ,იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა .
 რაღაა იგი სინათლე,რასაცა ახლავს ბნელია?!
 სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა?
 სიცოცხლისა უკეთესი რამც მიბოძე,რამც ვივალე?!
 ...სჯობს სიკვდილი აკლებასა.
 სჯობს სიოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!

სიუხვა-ქველმოქმედება

 ვარდღა და ეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,დიდთა და წვრილტა წყალობა შენმცა ნუ


მოგეწყინების! უხვი ახსნილსა დააბამს,იგი თვით ების ვინ ების.უხვად გასცემდი ,ზღვათაცა შესდის და
გაედინების.
 რასაცა გასცემ,შენია,რასც არა,დაკარგულია!
 სმა-ჭამა - დიდად შესარგი,დება რა საბარგულია.
 უხვად გასცემდეთ,ვავსებდეთ,სიძუნწე უმეცრულია.
 უხვსა ჰმორჩილობს ყოველნი,იგიცა, ვინც ორგულია.

სიცრუე-სიმართლე

 ვგმობ კაცსა აუგიანსა,ცრუსა და ღალატიანსა!


 ...თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა.
 კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად.
 ნუ ამრუდებ უმართლესსა,ნუ წაიწყმედ ამით სულსა!
 სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა,მერმე სულსა.
 ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმნს ხმელსა ნედლად.
 ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და ადრე ცრუობს.

სტუმარ-მასპინძელი

 კაცი კაცსა მოელოდეს,მოსვლა დია უამების.


 ხამს სტუმარი სასურველი,მასპინძელი მხიარული.

უფალი-ღმერთი

 თუ ლხინი გინდა ღმრთისაგან,ჭირიცა შევიწყნაროთა.


 კაცსა ღმერთი არ გასწირავს,თუცა კაცი შეიგებდა.
 ნუ გეშის,ღმერთი უხვია,თუცა სოფელი ძვირია.
 რაცა საქმე უსამართლო ღმერთმან ვუსმცა შეარჩინა.
 ღმერთსა ვერა ვჰკადრებ,რაცა სწადდეს,აგრე ვყოცა.

ფული-ოქრო
 არ იხმარებ,რას ხელსა ჰხდი საუნჯესა დაფარულსა?

შიში

 შიში ვერ გიხსნის სიკვდილსა,ცუდნიღა დაღრეჯანია!


 ...შიში შეიქმს სიყვარულსა.
 ...შიშსა მოციქული არ დაჰრიდობს

ცოდნა-სიბრძნე

 არას გარგებს სწავლულება,თუ არა იქმ ბრძენთა თქმულსა.


 არა ვიქმ,ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა.
 გონიერთა მწვრთელი უყვარს,უგუნურსა გულსა ჰგმირდეს.
 თავისისა ცნობისაგან,ჩავარდების კაცი ჭირსა.
 თუ თავი შენი შენ გახლავს,ღარიბად არ იხსენები.
 მით ვისწავლებით,მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა.
 მქმნელი საქმისა ძნელია კაციმცა იყო ცნობილი.
 ...სხვა სხვისა ომსა ბრძენია.
 ხელმან ვარდი რად იხელთა,რადგან ასრე ვერ მოჰკრეფდა?

წუთისოფელი

 ბოლოდ ყოვლი დამალული საქმე ცხადად გამოცხადდეს.


 ვა,საწუთროო,სიცრუვით თავი სატანას ადარე!შენი ვერავინ ვერა ცნას,შენი სიმუხთლე სადარე
 ვჰგმობ მუხთალსა საწუთროსა,ზოგჯერ უხსვა,ზოგჯერ ძვირსა.
 იგი მიენდოს სოფელსა,ვინცა თავისა მტერია!
 ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია.

You might also like