Professional Documents
Culture Documents
ის ვერ აცნობიერებს განდეგილის არჩეულ გზას და იმ შედეგს რაც ბერმა მოიმკა თავისი
მოღვაწეობით და ამის მიღმა მხოლოდ ტკბილი წუთისოფლისგან განრიდებით გამოწვეულ
ტანჯვას ხედავს. შემდეგ კი ამ „უწუთისოფლოდ მარტო გაძლებას“ სიკვდილთანაც კი
აიგივებს. ტკბილ ცხოვრებისგან მოცილებასთან ერთად, მწყემსი ქალისთვის ასევე რთული
გასაგებია ის თუ რატომ უნდა აირჩიოს ადამიანმა რთული, უწუთისოფლო გზა ხსნისთვის,
მაშინ როდესაც ჯოჯოხეთისგან ხსნა წუთისოფლისეულ ცხოვრებაშიც მიღწევადია.
ბერი თავის დაყუდებულ ცხოვრებას ღვთის ნებად რაცხავს, რაც თავის თავში მოიაზრებს რომ
ღმერთის მიერ მასში ჩადებული მადლი მისგან ამგვარ მოღვაწეობას მოითხოვდა. განდეგილი
ის მონაა, რომელსაც ბატონმა ხუთი ტალანტი ჩააბარა და ახლა ისიც სწორედ ამ ყინულში
„ვაჭრობს“ კიდევ ხუთი ტალანტის მოსაგებად. თუმცა რათქმაუნდა ასეთმა ბერმაც კი
ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია მწყემს ქალს. ქალი მას ეუბნება: