You are on page 1of 7

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

2022-2023 სასწავლო წელი


შემოდგომის სემესტრი
2022 წლის 5/7 ნოემბერი

1 შუალედური შეფასება
ვარიანტი 3

საგნის დასახელება: აკადემიური წერა


ლექტორი: ასოცირებული პროფესორი თამარ ვეფხვაძე

სტუდენტის სახელი, გვარი:ნინო ხატისაშვილი

წერითი სამუშაო

წერითი სამუშაოს შეფასების კრიტერიუმები შუალედური შეფასებისთვის:

• ნაშრომის სტრუქტურა - 0 – 5 ქულა;


• არგუმენტირებისა და კონტარგუმენტის გაბათილების უნარი - 0 – 5 ქულა;
• ციტირება და წყაროები - 0 – 5 ქულა;
• ნაშრომის მთლიანობა და თანმიმდევრულობა - 0 – 5ქულა;
• ნაშრომის სტილისტური გამართულობა - 0 – 5 ქულა.

• მაქსიმალური შეფასება – 25 ქულა.

შუალედური და დასკვნითი შეფასებების ნაშრომების გაფორმების წესი:

• შრიფტი: Sylfaen
• ზომა:12
• ინტერვალი: 1.5
• დაშორებები (ველები): 2 სმ.

დავალება:

დაწერეთ არგუმენტირებული ესე თემაზე:

საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მმართველ ორგანოებში


ქალების რაოდენობის ნიშვნელოვანი ზრდა აუცილებელია ქვეყანაში პოლიტიკური
პროცესების უკეთ წარმართვისათვის.

არგუმენტირებული მსჯელობით დაეთანხმეთ ამ მოსაზრებას ან უარყავით იგი.

არგუმენტირებული ესეს რეკომენდებული მოცულობა - 3-4გვერდი.


გისურვებთ წარმატებებს!

სახელმწიფოს მმართველ ინსტიტუციებში ქალთა როლის ზრდის შესახებ წამოჭრილი


საკითხი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია 21ე საუკუნის საზოგადოებისთვის -
ფემინისტური გაერთიანებები, მე20 საუკუნის მე2 ნახევრიდან მოყოლებული, დღემდე
თავდაუზოგავად ცდილობენ მსოფლიოს დაუმტკიცონ ის, რომ ირიბად თუ თეორიულად,
პატრიარქატი ისევ არსებობს, გენდერული უთანასწორობა ისევ შემაშფოთებელია და ეს
ყოველივე აწ უკვე სახელმწიფო დონეზეა გამოხატული. ”მეტი ქალი პოლიტიკაში,”-ეს არის
მოკლე და ძალიან კონკრეტული სლოგანი, მესიჯი თუ გზავნილი იმისა, რომ ძალთა
გენდერული ბალანსის აღსადგენად და რაც მთავარია, ფემიციდის აღმოსაფხვრელად,
საჭიროა უფრო და უფრო “მეტი ქალი საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ
ხელისუფლებაში”(forbes.ge,სტატია კვოტირებაზე,ნანახია 2/11/2022).
ვინაიდან ფემინიზმი დღეს ლიბერალიზმთან, კონსერვატიზმთან და სოციალიზმთან
ერთად თანაარსებობს პოლიტიდეოლოგიის სახელით, ცნობილი ამერიკელი
პოლიტოლოგი, ენდრიუ ჰეივუდი, თავის სამეცნიერო ნაშრომში აღნიშნავს, რომ “ჩაგრულ
ქალთა” იდეებმა განაპირობა სახელმწიფოს მოდელის 4 გაგებიდან ერთ-ერთის
პატრიარქალურად აღქმა(ენდრიუ ჰეივუდი,"პოლიტიკა," გვ.138-სახელმწიფოს მოდელები ,
ნანახია 2/11/2022). ლიბერალი ფემინისტები აღნიშნავენ, რომ ადრეულმა პატრიარქალურმა
სტერეოტიპებმა(რომლებიდანაც ოჯახში კაცის უფროსობის თეორიაა
აღსანიშნავი)განაპირობა ის, რომ პრობლემა სახელმწიფო ურთიერთობების დონეზე ავიდა
- დღეს სამყაროში დამყარებული წესრიგის 80-90% არის კაც პოლიტიკოსთა
გადაწყვეტილებების შედეგი. ასეთ დროს, რა საკვირველია, სახელმწიფო მიკერძოებულია
მამრობითი სქესისადმი, ქალებს საარჩევნო, საკანონმდებლო და პოლიტიკური უფლებები
მხოლოდ ფორმალურად აქვთ და შესაბამისად, ასეთი სახის პოლიტიკა გენდერულ
უთანასწორობას აღვივებს საზოგადოებაში, რასაც, თავის მხრივ, მივყავართ ფემიციდამდე.
არსებული სიტუაციიდან გამოსავალს კი საზოგადოების ნაწილი კვოტირებაში, ანუ მეტ ქალ
პოლიტიკოსში, პოლიტიკურ გენდერულ თანასწორობაში ხედავს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ხშირად მამაკაცებს ბრალი ედებათ დესტრუქციისა და ომისადმი
ლტოლვაში, თითქოს პატრიარქატის რამდენიმესაუკუნოვანმა არსებობამ საზოგადოება
მიაჩვია იმას, რაშიც მამაკაცების ძალიან დიდი ნაწილი ხედავს ჭეშმარიტებას - ომის
ხელოვნებას. ამ ფაქტის კარგი მაგალითია 1938 წელს გამოქვეყნებული უილიამ ბროილესის
ესე, კლასიკური ამერიკული პატრიარქალური სახელმწიფოს სახე, სახელით “რატომ
უყვართ მამაკაცებს ომი?” (Why do men love war? ნანახია 2/11/2022). ესე თავად ავტორის
საბრძოლო გამოცდილებაა ვიეტნამის ომში, ცივი ომის ყველაზე ფართომასშტაბიან
კატასტროფაში. მიუხედავად ამისა, ბრძოლის პროცესი, იარაღის გამოყენება და ადამიანთა
ხოცვა ავტორს მხატვრული პროზის სტილში აქვს აღწერილი, რაც ირონიულად ხაზს უსვამს
მამაკაცთა მიერ ომებისადმი პირველყოფილურ მისწრაფებას. ფემინისტებისთვის ეს ესე
ერთგვარი სამხილია იმისათვის, რომ საზოგადოებას დაუმტკიცონ, თუ რაოდენ საჭიროა
დაბალანსდეს მამაკაცთა ეს დესტრუქციული ქმედებები ქალ პოლიტიკოსთა პაციფიზმით.
შვედეთის მუფსალას უნივერსიტეტისადმი დაწერილ სტატიაში დესი ნილსონი აღნიშნავს,
რომ სამშვიდობო შეთანხმებებში ქალთა ორგანიზაციების მონაწილეობა იძლევა 64%-იან
შანსს იმისას, რომ შეთანხმება აუცილებლად იქნება მიღწეული და არ გადაიზრდება
კონფლიქტის უკიდურეს ფორმაში, ანუ ომში (women's participation in peace processes, ნანახია
2/11/2022). ყოველივე ზემოაღნიშნული დასტურია იმის, რომ სახელმწიფო უწყებებში ქალთა
აქტიური ჩარევა და მუშაობა ამცირებს ომების მოხდენის შესაძლებლობებს.
ემპირიული კვლევისა და უახლესი ტენდენციების გამოყენებით, NDI-ის 35წლიანი
სამუშაოს საფუძველზე 100 სხვადასხვა ქვეყანაში, პოლიტმეცნიერებმა დაასკვნეს, რომ
კაცებთან შედარებით, ქალი ლიდერები: 1)უკეთ მუშაობენ პარტიული ხაზების მიღმაც(აქვთ
უკეთესი კონსენსუსისა და კომპრომისის უნარი ოპოზიციასთან); 2)აქვთ მეტი
პასუხისმგებლობა საქმისადმი; 3)უზრუნველყოფენ გრძელვადიან მშვიდობას; 4)ხელს
უწყობენ მოქალაქეთა ნდობას ხელისუფლებისა და დემოკრატიისადმი მათთან უშუალო
კონტაქტითა და თანამონაწილეობით; 5)უპირატესობას ანიჭებენ განათლებას, ჯანდაცვასა
და სხვა ძირითადი ინდიკატორების გამართულობას(NDI search for "women deliver' article-
"why women in Politics, ნანახია 2/11/2022). კვლევა ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ მმართველ
სისტემაში ისეთი მნიშვნელოვანი და საზოგადოებრივი საკითხები, როგორიცაა
ჯანმრთელობა, სწავლების ხარისხი, ტოლერანტობა და თანასწორობა ეკონომიკურად თუ
სხვა თვალსაზრისით, ქალ მმართველთა ინტერესებს უფრო წარმოადგენს, ვიდრე -
მამაკაცთა. მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, კოფი ანანი, ამბობს, რომ: “
კვლევათა შემდეგ სწავლებამ გვიჩვენა, რომ არ არსებობს მსოფლიო განვითარებისთვის
ხელშეწყობის იმაზე ეფექტური რამ, როგორიცაა ქალების გაძლიერება პოლიტიკაში. მათ
გარდა არც ერთ სხვა ინსტიტუციას არ შეუძლია უმოკლეს დროში გაზარდოს ეკონომიკური
პროდუქტიულობა ან შეამციროს ბავშვთა და ქალთა სიკვდილიანობა; გააუმჯობესოს კვების
ფაქტორი და ხელი შეუწყოს ჯანდაცვას, მათ შორის აივ/შიდსის პრევენციას; არც ერთი სხვა
პოლიტიკოსი არაა ისეთი ძლიერი, რომ გაზარდოს ხარისხიანი განათლების მიღების
შანსები მომავალი თაობებისთვის’’(Kofi Annan's word for UNO, ნანახია 2/11/2022).
მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების მანძილზე ქალები გენდერული უთანასწორობის
გამო პოლიტიკისგან შორს იყვნენ და ამის ამოსაფხვრელად დღეს თითქმის ყველა ჯგუფი,
ორგანიზაცია თუ ინდივიდი ერთმნიშვნელოვნად მომხრეა კვოტირების, არსებობს ისეთი
კვლევებიც, რომლებიც გვაფრთხილებენ ქალთა ლიდერული პოზიციის ზრდის
საფრთხეების შესახებ, მაგალითად კი მოჰყავთ რადიკალი ფემინისტები და მათი
უკიდურესათ ფემინისტური, შინაარსობრივად ერთგვარად მარქსიზმთან დაახლოვებული
იდეები, თუმცა ამ უკანასკნელისგან იმის განსხვავებით, რომ მარქსი კაპიტალიზმის აშკარა
მტერი იყო, რადიკალები კი მამაკაცებს უპირისპირდებიან. მათი მოთხოვნა აღარ
კმაყოფილდება მხოლოდ კვოტირებითა და გენდერული ბალანსით, ისინი ნელ-ნელა
აშკარად გამოხატავენ იმის სურვილს, რომ ქალები მამაკაცებს კი არ უნდა გაუთანაბრდნენ,
არამედ უნდა აჯობონ კიდეც მათ. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ მათი აზრით პატრიარქატი უნდა
შეიცვალოს მატრიარქატით(Institute for humanities research, ნანახია 2/11/2022).ცხადია, ეს
ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადასვლაა, რაც არც სოციალურ დისბალანსს აღადგენს
და არც გენდერულს, თუმცა არ ნიშნავს იმას, რომ “მატრიარქატის დამყარებისადმი” შიშის
გამო ქალებს პოლიტიკური ლიდერობის უფლება უნდა ჩამოერთვათ. რადიკალი
ფემინისტების რადიკალური მოთხოვნები დაბალანსებული და ფორმირებულია
ლიბერალთა ჯგუფის ხედვებში, რომლებიც გვაუწყებს, რომ პოლიტინსტიტუტებში
გენდერული გათანაბრება უზრუნველყოფს ერთნაირ შესაძლებლობებს განვითარებისთვის,
სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლისთვის ბრძოლაში.
გარდა ამისა, წლევანდელი წლის თებერვლის კვლევის მიხედვით ჩამოყალიბდა 3
ძირითადი მიზეზი, რატომაც ქალებს თითქოს არ შეუძლიათ მართვა(Rebecca heiss research,
ნანახია2/11/2022). პირველ რიგში, კვლევა გვეუბნება, რომ ისტორიულად ქალებს
ლიდერობის უფრო ნაკლები გამოცდილება აქვთ, ვიდრე - კაცებს. ბოლო წლების ტოპ 100
საუკეთესო ლიდერობის წიგნთა 91% მამაკაცთა დაწერილია. მაგრამ, აქვე უნდა დავუშვათ
ისიც, რომ ისტორიის მანძილზე ქალები და მამაკაცები შესაძლებლობების სხვადასხვა
კონდიციებში იმყოფებოდნენ, რის გამოსწორებასაც 21ე საუკუნის საზოგადოება ცდილობს.
ამიტომ ეს არგუმენტი არც ისე სარწმუნოა იმის დასამტკიცებლად, რომ ქალთა ლიდერული
უნარები, მოწინააღმდეგე სქესისგან განსხვავებით, დაბალ საფეხურზე იმყოფება.
მე2 მიზეზად სახელდება ის, რომ ქალები დიდ დროს უთმობენ საოჯახო საქმეებსა და
ოჯახს, მაგრამ არც ეს ვარაუდია სარწმუნო იმისათვის, რომ ქალების როლის ზრდა
პოლიტიკაში შემცირდეს, ვინაიდან ოჯახსა და სახლზე ვალდებულებები გააჩნია როგორც
ქალ, ისე მამაკაც პოლიტიკოსსაც და თუ ეს ხელის შემშლელი ფაქტორია ერთისთვის, იგივე
უნდა იყოს მეორისთვისაც. ასევე ხშირა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც დედის
ვალდებულების მქონე პოლიტიკოსებს ბავშვები წაუყვანიათ სახელმწიფო თუ
საერთაშორისო ინსტიტუციებში იმის გამო, რომ ოჯახურ ფაქტორს მათთვის ხელი არ
შეეშალა სამსახურებრივი მოვალეობებისა და მათდამი ნაკისრი პასუხისმგებლობის
აღსრულებაში.(Female parliamentarians dealing with motherhood penalty, ნანახია 2/11/2022).
ბოლო მიზეზად სახელდება მეცნიერული ვარაუდი იმის შესახებ, რომ ქალები უფრო
სენსიტიურები და მგრძნობიარენი არიან, ვიდრე მამაკაცი პოლიტიკოსები, მათი
ჰორმონალური დიფერენციიდან გამომდინარე. რაღა თქმა უნდა, არც ეს ვერსიაა ბოლომდე
სარწმუნო, ვინაიდან იგი, ჯერ ეს ერთი, მხოლოდ ვარაუდია და არა დადასტურებული ან
აღიარებული ფაქტი, ხოლო მეორეც ერთი, თითოეული ინდივიდი უნიკალურია თავისი
ორგანიზმითა და მისი განვითარების სტადიით, რაც სრულიად შესაძლებელს ხდის იმას,
რომ მამაკაცი აღმოჩნდეს უფრო სენსიტიური, ვიდრე- ქალბატონი. ამას გარდა,
სენტიმენტალიზმი უკანა პლანზე იწევს ყოველთვის, თუ ქალი ლიდერი დაჯილდოებულია
პოლიტიკურ-დიპლომატიური თვისებებით, აქვს შესაბამისი პოლიტიკური ერუდიცია და
რაც მთავარია, პასუხისმგებლობა საქმისადმი. (Gender Stereotype Activation and Support
Female Candidates,Nichole M.Bauer, ნანახია 2/11/2022).
ერთი სიტყვით, მამაკაცმა და ქალმა პოლიტიკოსებმა ერთად უნდა იმუშაონ აუცილებლად
ერთნაირ პირობებში და ერთნაირი უფლებებით, რათა გადაჭრან თავიანთი ქვეყნის უამრავი
პრობლემა ურთიერთშეთანხმებულად და ეფექტურად. პოლიტიკურმა ისტორიამ გვიჩვენა,
რომ მდგრადი დემოკრატიული სახელმწიფოს ასაშენებლად მამაკაცთა გვერდით ქალი
ლიდერის ხმაც უნდა ჟღერდეს: ქალბატონები უნდა წახალისდნენ, გაძლიერდნენ და
გახდნენ ძლევამოსილი პოლიტიკური საზოგადოების დაფასებული წევრები, რადგან
მხოლოდ ესაა ერთიანი, სრულყოფილი, დემოკრატიული ქვეყნის მდგრადი შენების
გარანტია.

You might also like