You are on page 1of 3

ქალებისა და გოგოების მიმართ

ძალადობა ადამიანის უფლებების ის


ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული
დარღვევაა, რომელიც
ყოველდღიურად, მსოფლიოს ყველა
კუთხეში ხდება. მას ქალებისა და
გოგოებისთვის როგორც მოკლევადიან,
ისე გრძელვადიან პერსპექტივაში
სერიოზული ფიზიკური, ეკონომიკური
და ფსიქოლოგიური შედეგები
მოჰყვება, რაც საზოგადოებაში მათ
სრულ და თანასწორ მონაწილეობას
უშლის ხელს. ინდივიდების, ოჯახებისა
თუ მთლიანად საზოგადოების
ცხოვრებაზე ძალადობის ზეგავლენის
მასშტაბის გაზომვა შეუძლებელია.
პანდემიის შედეგად შექმნილმა
მდგომარეობამ - ჩაკეტვამ,
გადაადგილების შეზღუდვამ,
იზოლაციამ, სტრესმა და
ეკონომიკურმა გაურკვევლობამ ოჯახში
ძალადობის შემთხვევების საგანგაშო
ზრდა გამოიწვია, ქალები და გოგოები
კი ძალადობის სხვადასხვა ფორმის
საფრთხის ქვეშ დააყენა - ბავშვთა
ქორწინებიდან ონლაინსივრცეში
სექსუალურ შევიწროებამდე.
აღნიშნული ხშირად დასმული კითხვები
ძალადობის სხვადასხვა ფორმასა და
იმ ფართოდ გავრცელებულ ტერმინებს
მიმოიხილავს, რომლებიც გენდერული
თანასწორობის ნებისმიერი
აქტივისტისთვის მნიშვნელოვანია.

ოჯახში ძალადობა

ოჯახში ძალადობა, რომელსაც ინტიმური


პარტნიორის მხრიდან ძალადობასაც უწოდებენ,
წარმოადგენს ქცევის ნებისმიერ ტიპს, რომელსაც
ინტიმურ პარტნიორზე ძალაუფლებისა და
კონტროლის მოპოვების ან შენარჩუნების მიზნით
მიმართავენ. ამგვარი ძალადობა იმ ყველა სახის
ფიზიკურ, სექსუალურ, ემოციურ, ეკონომიკურ და
ფსიქოლოგიურ ქმედებას ან ქმედების მუქარას
მოიცავს, რომელიც სხვა პირზე ახდენს ზეგავლენას.
ეს ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული
ფორმაა, რომელსაც ქალები მთელი მსოფლიოს
მასშტაბით განიცდიან.

ოჯახში ძალადობის სახეებია:

You might also like