You are on page 1of 2

,,რას გულისხმობს გენდერული თანასწორობა და როგორ შეიძლება მივაღწიოთ მას“

„გენდერი“ინგლისური სიტყვაა.ადრე იგი მხოლოდ გრამატიკაში


გამოიყენებოდა,სადაც აღნიშნავდა არსებით სახელთა სქესს. XX საუკუნის მეორე
ნახევრიდან სიტყვა „გენდერი,, შემოვიდა ხმარებაში,რათა აღნიშნულიყო ქალისა და
მამაკაცის ფუნქცია სოციალურ და კულტურულ გარემოში.

ვინაიდან სიტყვა გენდერი ნიშნავს, ქალისა და კაცის ფუნქციას სოციალურ და


კულტურულ გარემოში სწორედ ამიტომ ,გვესაჭიროება რომ განვმარტოთ და
ვიცოდეთ რას ნიშნავს გენდერული თანასწორობაც.გენდერული თანასწორობა
გულისხმობს კაცისა და ქალის თანაბარ, მატერიალურ და თანაბარ საშვალებებს.

თანასწორობა არ ნიშნავს რომ ქალები და კაცები ერთნაირები უნდა გახდნენ.ეს


ნიშნავცს, რომ ქალთა და მამაკაცთა უფლებები,მოვალეობები და შესაძლებლობები
არ იქნება დამოკიდებული იმაზე ქალად დაიბადები თუ მამაკაცად.

გენდერული თანასწორობა არ ნიშნავს მხოლოდ ქალების ინტერესების


დაცვას,არამედ ქალებისა და მამაკაცების განსხვავებული მოთხოვნილებებისა და
ინტერესის გაცნობიერებას .საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ,,გენდერული
თანასწორობის შესახებ“ რომლის მიზანია,განამტკიცოს კანონის დონეზე და
დაანგრიოს საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპები გენდერული
თანაწორობის შესახებ.

გენდერული სტერეოტიპები ფართოდ გავრცელებული და ხშირად არაზუსტი


შეხედულებებია ქალისა და მამაკაცის უნარებზე, თვისებებზე ასევე
ქცევაზეც.გენდერული სტერეოტიპები არსად წერია მაგრამ მათ ჩვენ ძალიან ხშირად
გააზრებულად თუ გაუაზრებლად ვიყენებთ .სტერეოტიპულ აზროვნებას
საფუძველი ეყრება აღზრდის დროსაც. როდესაც დრო გადის აზრთა სხვადასხვაობაც
იმატებს. ზოგიერთმა ადამიანმა არც კი იცის რა არის გენდერი ან საერთოდ რაში
იყენებენ მას,მაგრამ ზოგიერთი ადამიანი ამ თემას თავისებურად და სხვანაირი
თვალითაც უყურებს.მათ შორის იყო ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში ცნობილი
ფრანგი ფილოსოფოსი ჟან ჟაკ რუსო რომელიც თვლიდა, რომ ვაჟები სახელმწიფო
მოღვაწეებად, მოქალაქეებად უნდა ჩამოყალიბებულიყვნენ,ხოლო გოგონები –
დედებად და ცოლება. ზოგს მიაჩნია, რომ ეს პრობლემა საერთოდ არ არსებობს.
თუმცა, საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ ეს სტერეოტიპები უნდა დაიმსხვრეს.
გავიდა დრო, განვითარდა საზოგადოება და დღევანდელი პროგრესული
მსოფლიოსთვის ჟან ჟაკ რუსოს ეს შეხედულება მისაღები აღარ არის.მათ შორის
შევდივარ მეც. წარსულიდან შემონახულია ქართველ ქალთა მოღვაწეობის მრავალი
ფაქტი. ცნობილია, რომ საქართველოს ისტორიაში არ არსებობდა ცხოვრების
ისეთი სფერო, სადაც ქართველი ქალები არ გამოირჩეოდნენ როგორც
წარმატებულები.

ასევე მინდა შევეხო თემას რომლის სახელწოდებაც არის გენდერული ძალადობა.


გენდერული ძალადობა არის ისეთი ძალადობა რომელიც მიმართულია ადამიანის
მიმართ მისი სქესის საფუძველზე,იგი აღნიშნავს ქალისა და მამაკაცის ნების
წინააღმდეგ მისთის ნებისმიერი ზიანის მიყენებას, რომელიც უარყოფითად ისახება
მის ჯამრთელობასა ან ფსიქოლოგიურ გარემოებაზე. ეს ძალადობა განსხვავდება
ჩვეულებრივი ძალადობსგან იმით რომ ძალადობა ხდება სწორედ იმის გამო რომ
ადამიანი ქალია ან კაცი. პირადად ჩემთვის ყველანაირი ძალადობა დაუშვებელია,არ
მივესალმები ამგვარ ქმედებას და მგონია რომ გენდერული ძალადობა უფრო მაღალი
დასჯადობით უნდა იყოს შეფასებული,ვინაიდან იგი ხდება სქესის მიართ და არა
პიროვნების. უფრო ხშირი გვაქვს ისეთი შემთხვევები როდესაც ქალი არის
მსხვერპლი ამ ძალადობის ფორმის.კაცები სწავლობენ, რომ ძალადობა
ურთიერთობის მიღებული ფორმაა როგორც კაცებს შორის, ასევე კაცებსა და ქალებს
შორის. ძალადობა იმდენად გავრცელებულია, იმდენად რომ მას ყოველდღიურ
ცხოვრებაში, ჩვეულებრივ, ცხოვრებისეულ მოვლენად აღვიქვამთ,როცა მას ადგილი
აქვს ოჯახში, მეგობრებს თუ შეყვარებულებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ქალთა
მიმართ ძალადობა გლობალური პრობლემაა, ხანდახან, ქმრების მჩაგვრელი ქალების
შესახებაც გვესმის. როდესაც ვიგებთ რომ ქმარზე ძალადობა ძალადობის ყველაზე
ნაკლებად გამხელილი ფორმაა, ანტიფემინისტები ალაპარაკდებიან ოჯახური
ძალადობის კონტექსტში. ისინი ამტკიცებენ, რომ ქალებიც ისევე ურტყამენ კაცებს,
როგორც პირიქით.

ასე და ამგვარად ჩემი აზრით ვინაიდან ეს გლობარული პრობლემმაა სწორედ ამიტომ


ვთვლი რომ ამის გადაჭრის ერთადერთი გზა არის გავზარდოთ ცნობადობა
გენდერის შესახებ როგორც ახალგაზრდა თაოებებში ასევე შედარებით ასაკოვან
მოსახლეობაშიც.

მარიამ ამირიძე .

You might also like