You are on page 1of 3

თამთა ელისაბედაშვილი

ზიგმუნდ ფროიდი

ზიგმუნდ ფროიდის კონცეფციებმა, ხედვებმა და იდეებმა უდიდესი გავლენა


იქონია მე-20 საუკუნის აზროვნების, კულტურისა და ხელოვნების განვითარებაზე.
იგი „კულტურით უკმაყოფილებაში“ საუბრობს თუ, როგორ მოხდა ოჯახის
ინსტიტუტის ჩამოყალიბება, თუ რა გარემო ფაქტორებმა განაპირობა მსგავსი
კავშირების შექმნა და ა.შ. მისი თქმით, ოჯახის შექმნის აუცილებლობა ჯერ კიდევ
ანთროპოიდობის ეპოქაში გაჩნდა. სწორედ მაშინ, როდესაც ადამიანებს უწევდათ
ბრძოლა, გადარჩენისა და არსებობისთვის. რათქმაუნდა პირველყოფილი
ადამიანებისთვის დიდ მნიშვნელობას წარმოადგენდა ჯგუფური თანაცხოვრება, ეს
უკანასკნელი ხომ გადარჩენის მეტ შანსს იძლევა. გარდა ამისა მამრს გაუჩნდა
ინტერესი მდედრის, როგორც სექსუალური ობიექტის მიმართ, რამაც მათ ერთად
თანაცხოვრებისაკენ უბიძგა. ფროიდისთვის კულტურის ყველაზე დიდი მიღწევა ის
იყო, რომ საზოგადოებაში გაერთიანების შესაძლებლობა რაც შეიძლება მეტ ადამიანს
ჰქონდა, რაც რა თქმა უნდა განვითარებისა და ახალი საცხოვრებელი არეალის უფრო
მეტად ათვისების წინაპირობა იყო.

ფროიდი, თავდაპირველად კულტურის მთავარ საფუძვლად სიყვარულს მიიჩნევს,


რომელშიც თავისთავად სქესობრივი კავშირი მოიაზრება, ეს კი უდიდეს
ბედნიერებასა და კმაყოფილების განცდას ანიჭებს ადამიანებს, შესაბამისად ისინი
ერთმანეთზე დამოკიდებულნი ხდებიან. მოგვიანებით კი, როდესაც ერთი ობიექტი
მეორეს უგულებელყოფს, ან რაიმე მიზეზით კარგავს მას უდიდესი ტკივილის
განცდა ეუფლება. ფროიდი ერთმანეთისაგან მიჯნავს, მიზანშეკავებულ და გრძნობად
სიყვარულს. მისი თქმით ორივე სცილდება ოჯახის ჩარჩოებს, პირველ სიყვარულს
მეგობრებამდე მივყავართ, ხოლო მეორეს, ახალ სქესობრივ გრძნობებსა და ოჯახურ
კავშირებამდე. ფროიდი განმარტავს სიტყვა „სიყვარულს“ და ამბობს, რომ ამით
აღიწერება ორი ადამიანის ოჯახური კავშირი, რომელიც ერთმანეთის მიმართ
სექსუალური ლტოლვით იქმნება. თუმცა იქვე სძენს, რომ ამ სიტყვას მეგობრებისა და
ოჯახის სხვა წევრების მიმართაც ხშირად ვიყენებთ, რასაც მიზანშეკავებულ
სიყვარულს უწოდებს.

ზიგმუნდ ფროიდი, საუბრობს კულტურის გავლენაზე, ადამიანთა სექსუალურ


ცხოვრებაზე. კულტურის თანდათანობით განვითარებასთან ერთად, ადამიანები
სულ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი სიძნელეების წინაშე დგებიან. ზემოთ თქმული
კი ადამიანების სუბლიმაციას ახდენდა, რაც განსაკუთრებით რთული იყო და არის
ქალებისთვის. რაც ნიშნავს იმას, რომ კულტურა სექსუალურ ცხოვრებას ზღუდავს და
მას მხოლოდ შთამომავლობის დასატოვებლად აღიქვამს. ფროიდი წერს, რომ
აგრეთვე აშკარაა კულტურის მიერ სექსუალური ცხოვრებისთვის წესებისა და
შეზღუდვების წამოყენება, ერთ-ერთი პირველია პარტნიორის ინცესტუოზური
არჩევის აკრძალვა, რომელიც სასიყვარული ცხოვრებისთვის საკმაოდ მძიმე
დარტყმაა. უდიდეს აკრძალვათა რიცხვს მიეკუთვნება, საზოგადოებაში არსებული
კიდევ ერთი მოთხოვნა, ის რომ სექსუალური ლტოლვის დაკმაყოფილება
აუცილებლად საპირისპირო სქესის ადამიანთან უნდა მოხდეს, წინააღმდეგ
შემთხვევაში მათი კავშირი აღქმული იქნება, როგორც ძალიან დიდი გარყვნილება და
უმსგავსობა. ფროიდი კულტურაში არსებულ ამ აკრძალვებს სკეპტიკურად უყურებს
და ამბობს, ზემოთ თქმული აღიარებს, მხოლოდ ერთი ქალისა და ერთი მამაკაცის
კავშირს, რომელიც „გამრავლების შეუცვლელ საშუალებად განიხილება“. (ფროიდი,
2018, 78). ფროიდი საუკუნეების განმავლობაში ადამიანთა კულტურაში ღრმად
ჩამჯდარ დებულებასა და ქრისტიანობის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მოწოდებას
საკმაოდ სკეფტიკურად და რადიკალურად განსხვავებულად აღიქვავს. „გიყვარდეს
მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ (ზიგმუნდ ფროიდი, 2018, 80) მისი პარადიგმა ამ
საკითხზე აფსოლიტურად შეუთავსებელია საზოგადოებაში არსებულ
შეხედულებასთან. იგი თვლის, რომ ზემოთ აღნიშნული დებულება სარგებლის
მომტანი არ არის, სიყვარული ძვირფასია მას დამსახურება სჭირდება და მისი მიზეზ
გარეშე ადამიანებისთვის ჩუქება გონივრულად არ წარმოუდგენია. მისი თქმით თუ
ადამიანი მის მიმართ არ იჩენს პატივისცემას, სარგებლის სემთხვევაში ზიანსაც კი
მიაყენებდა ნამდვილად არის მტერი და სიყვარულის ღირსიც არ არის. „გიყვარდეს
მოყვასი შენი ისე, როგორც მას შენ უყვარხარ“ (ზიგმუნდ ფროიდი, 2018, 81) წერს
ფროიდი და მისთვის ეს დებულება უფრო უპრიანია. საბოლოოდ ფროიდი იყო
პიროვნება, რომელიც სოციუმში არსებულ მთელ რიგ იდეებს, შეხედულებებსა თუ
სტერეოტიპებს სრულიად სხვა კუთხით აღიქვამდა და გადმოსცემდა.

You might also like