You are on page 1of 2

მარიამ გოგოლაძე

1.

შეჯიბრი მესამე მომაკვდინელები ცოდვაა ლორენცისთვის. მისთვის


თანამედროვე ადამიანი ყოველთვის შეჯიბრის მდგომარეობაშია, რაც გულისხმობს
არამხოლოდ შეჯიბრს საკუთარ თავთან არამედ შეჯიბრს ადამიანებს შორის .
ბუნებაში ხორციელდება შიდასახეობრივი და სახეობათსორისი გადარჩევა.
სახეობათშრისი კონკურენტი ადამიანს არ გააჩნია, რის შედეგადაც შიდასახეობრივი
კონკურენცია იმდენად იზრდება, რომ ადამიანები ივიწყებენ გრძნობებს: სიყვარულს,
თანაგრძნობას. ამ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი მთელი თავისი არსით ჩაფლულია
კონკურენციაში, დრო აღარ რჩება რომ საკუთარ თავთან მარტო დარჩეს, ეკარგება
საკუთარი თავის შემეცნების სურვილი. ვინაიდან, ცხოვრების რითმი აჩქარდა,
ლორენცის აზრით, ეს შესაძლოა იყოს მიზეზი სავალალო შედეგებისა, რადგან
ადამიანები ამით სპობენ საჭირო ღირებულებებს, რომელთაგან ერთ-ერთი
რეფლექსიის უნარია. ამ ყველაფერს აჩქარებს ტექნოლოგიების განვითარება.
როდესაც ადმიანს არ აქვს დრო, რათა იფიქროს თავის განცდებზე გრძნობები და
ემოციები ნელ-ნელა ცივდება.

2.

ფროიდი გვესაუბრება მიზანშეკავებულ სიყვარულზე, რომლის დროსაც


ადამიანები უარყოფენ გენიტალურ სიყვარულს. ეს შემთხვევა ხორციელდება დედა-
შვილობას, და-ძმას შორის და ასევე მისი არეალი ვრცელდება მეგობრულ
ურთიერთობებშიც, რაც ზეგავლენას ახდენს კულტურის ჩამოყალიბებაში. კულტურა
შეიძლება აღვიქვათ როგორც შემზღუდველი მექანიზმი. ოჯახის მატებამ წარმოქმნა
საზოგადოება, რომლის დროსაც საჭიროა შემზღუდავი მექანიზმი-კულტურა, რათა
გააკონტროლოს საზოგადოება. მაგრამ, ფროიდის აზრით, კულტურას ხშირად
ბედნიერება არ მოაქვს ადამიანისთვის. ერთ-ერთი შეზღუდვა სექსუალური
ორიენტაციაა. წარმოუდგენელი იყო იმაზე ფიქრი რომ ერთსქესიანებს
შეჰყვარებოდათ ერთმანეთი. ამას გარდა კულტურა პიროვნების აგრესიულ
გამოვლინებებსაც ზღუდავს. ამ რიგმა შეზღუდვებმა გამოიწვიიეს ადამიანის
ფსიქიკური პრობლემები. რის შემდეგაც ერთმანეთს უპირისპირდება პიროვნება და
კულტურა და ეს დაპირისპირება მთლიანად თავმოყრილია სუპერ ეგოში, სადაც
ვაწყდებით დაპირისპირებას სუპერ ეგოსა და ეგოს შორის, რადგან ამ დროს ხდება
განსხვავებული აზრების თანხვედრა. კულტურა ადამიანზე ძალადობს და ის ახბს
ემოციებს.

You might also like