You are on page 1of 5

სემინარი 4

დავალება 1. მოისმინეთ ლექციის ჩანაწერი შემდეგი ლინკის გამოყენებით :

https://www.youtube.com/watch?v=G26Nof0qD9Q

დავალება 2. გაეცანით ინფორმაციას ბრიტანეთის რომაულ და არარომაულ ცივილიზაციათა


კონფლიქტის შესახებ.

ბრიტანეთის კუნძულზე რჩებოდა ტერიტორია, რომელსაც რომანიზაციის პროცესი არ შეხებია.


რომაელებმა ვერ შეძლეს კუნძულის ჩრდილოეთი ნაწილის დამორჩილება, სადაც თავის
დროზე კელტების მიერ დევნილი პიქტები და ირლანდიიდან გადმოსული კელტური ტომი –
სკოტები სახლობდნენ. ბრიტანეთის ჩრდილოეთი თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა და იქაური
მოსახლეობა დამოუკიდებლად ვითარდებოდა. რაც უფრო მეტად მკვიდრდებოდა კუნძულის
ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში რომაული ცივილიზაცია, იმდენად იზრდებოდა გაუცხოება
ბრიტანეთის რომაულ და არარომაულ ნაწილებს შორის, რაც საბოლოოდ
ურთიერთსიძულვილში და მტრობაში გადაიზარდა. პიქტები და სკოტები განუწყვეტლივ
ესხმოდნენ თავს ბრიტებს. თავისი მოკავშირეების დასაცავად რომის იმპერატორი ადრიანე
იძულებული გახდა 121 წელს გაეცა ბრძანება გრძელი კედელის მშენებლობის დაწყების
შესახებ დაპირისპირებულ მხარეებს შორის. ირლანდიის ზღვიდან ჩრდილოეთის ზღვამდე
გადაჭიმული “ადრიანეს კედლის” ნაშთები დღესაც შემორჩენილია კუნძულის ჩრდილოეთში.
შეიძლება ითქვას, რომ ბრიტანეთში მიმდინარეობადა ცივილიზაციათა დაპირისპირება. ამ
დაპირისპირებაში ბრიტები ყოველთვის რომაულ სამხედრო ძალას ეყრდნობოდნენ.

რომანიზებული ბრიტებს დიდი განსაცდელი მეხუთე საუკუნის შუა წლებში დაუდგა, როდესაც
რომის იმპერია საბრძოლო მოქმედებებს თავად Mიმპერიის ცენტრში ახორციელებდა და მთელი
სამხედრო ძალა ჰუნებთან საბორძოლველად იყო მობილიზებული. ამ დროისათვის იმპერიაში
შემავალი განაპირა რეგიონები, და მათ შორის ბრიტანეთიც, ცენტრიდან დახმარებას ვეღარ
იღებდენენ. ამ ვითარების შედეგი იყო ის, რომ კონსულ აეტიუსის სახელზე დახმარებისათვის
გაგზავნილ წერილს საპასუხო რეაქცია არ მოჰყოლია. დაპირისპირებულ მხარესთან მარტოდ
დარჩენილმა სასოწარკვეთილმა რომანიზებულმა ბრიტებმა გამოსავალს დაუწყეს ძებნა.
პიქტების და სკოტების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისთვის მათ მოკავშირეების მოძიება
ევროპის კონტინენტზე სცადეს.

ბრიტანეთის კუნძულზე რომანიზებულ და არარომანიზებულ საზოგადოებებს შორის


დაპირისპირებამ და ამ დაპირისპირებაში კონტინენტური ძალის ჩართვამ, როგორც ამას
შემდგომ ვნახავთ, გადამწყვეტი როლი შეასრულა კუნძულის შემდგომი ეროვნული და
ენობრივი სახის შექმნასა და განვითარებაში. ევროპის კონტინენტთან ყველაზე ახლოს
მდებარე ბრიტანულ კუნძულ თანეტზე ერთ-ერთი ევროპული ტომის გადმოსვლა 449 წელს
აღმოჩნდა რომაული ბრიტანეთის დასარულის დასაწყისი. 449 წელს დაიწყო ახალი –
ანგლოსაქსური – ბრიტანეთის წელთაღრიცხვა.

დავალება 3. გაეცანით ლინკების მასალას არარომაული ბრიტანეთისა და მისი დაპირსპირების


შესახებ რომაულ ბრიტანეთთან.

https://www.english-heritage.org.uk/visit/places/hadrians-wall/hadrians-wall-history-and-stories/history/

https://en.wikipedia.org/wiki/Hadrian%27s_Wall

https://en.wikipedia.org/wiki/Scotland_during_the_Roman_Empire

http://skyelander.orgfree.com/scot3.html

https://allthatsinteresting.com/picts.

დავალება 4. უპასუხეთ კითხვებს :

 რამ გამოიწვია დაპრისპირება კუნძულის ორ ნაწილს შორის?


 რისი სიმბოლოა ადრეანეს კედელი?
 რომელი ხალხები ცხოვრობდნენ არარომაულ ბრიტანეთში?

დავალება 5. პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე დავალების შესრულების შემდეგ, მოამზადეთ


700-750 სიტყვიანი წერილობითი ტექსტი:

რომაულ და არარომაულ ცივილიზაციათა კონფლიქტი ბრიტანეთში და მისი გამოწვევი


მიზეზები.

დავალება 6. მოისმინეთ ლექციის ჩანაწერი შემდეგი ლინკის გამოყენებით :

https://www.youtube.com/watch?v=uwzm6mUd5Yw

დავალება 7. გაეცანით ინფორმაციას კუნძულზე გერმანიკული ტომების ექსპანსიისა და


კელტური წინააღმდეგობის შესახებ.

ბრიტების მეფე ვორტიგერნმა დახმარებისათვის ევროპის კონტინენტზე მაცხოვრებელ


გერმანიკულ ტომს – იუტებს – მიმართა. იუტები დაეხმარნენ ბრიტებს, ისინი კუნძულ
თანეტზე 449 წელს გადმოსხდენენ და დაამარცხეს ჩრდილოელი პიქტები და სკოტები. საომარი
ოპერაციების შემდეგ იუტები უკან, კონტინენტზე აღარ გაბრუნებულან. უფრო მეტიც,
კონტინენტიდან მათ დაუსრულებელ ნაკადებად უერთდებოდათ მათი თანამოძმე სხვა
გერმანიკული ტომები – საქსები და ანგლები. Mმათ ბრიტებს კიდევ უფრო დიდი განსაცდელი
მოუვლინეს. პიქტებისა და სკოტების წინააღმდეგ აღმართული მახვილი კონტინენტიდან
ბრიტების დასახმარებლად მოსულმა იუტებმა, საქსებმა და ანგლებმა ბრიტებისაკენ
შეატრიალეს. ბრძოლა სასტიკი და ხანგრძლივი იყო. გერმანიკული ტომები ეკონომიურად და
კულტურულად შედარებით ჩამორჩენილნი იყვნენ, მაგრამ მათი გვაროვნული ორგანიზაცია
და სასტიკი მებრძოლი სული ხელსაყრელი აღმოჩნდა დაპყრობისათვის. მათ განდევნეს ან
მოსპეს ბრიტები და გაანადგურეს ადრეული ქრისტიანობის კერები.

ბრიტანეთის კუნძულზე გადმოსვლამდე ზემოთ ნახსენები გერმანიკული ტომები


ევროპის შემდეგ ტერიტორიებზე სახლობდენენ :

1. იუტები (The Juts) - იუტლანდია (დღევანდელ დანიაში)

2. ანგლები (The Angles) - შლეზვიგ-ჰოლშტაინი (დღევანდელ გერმანიაში)

3. საქსები (The Saxons) – ქვედა საქსონია (დღევანდელ გერმანიაში)

კელტური წინააღმდეგობის სიმბოლოა ბრიტების ნახევრად ლეგენდარული მეფე ართური (V-VI


სს.). ბრეტანში შექმნილი და ბრეტონელი ბარდების მიერ გავრცელებულ ხალხურ თქმულებებში
მეფე ართურის პიროვნება ზღაპრულ-ჯადოსნური თვისებებითაა მოსილი, რომელიც
შეუპოვრად ებრძვის ანგლო-საქს დამპყრობლებს და ცდილობს დაიცვას თავისი ხალხის –
კელტების დამოუკიდებლობა და ბედნიერება. თქმულებებში ნათლად ვლინდება კელტების
პოეტური მსფლმხედველობა. ლეგენდები მოგვითხრობს ბედნიერთა ნეტარ ქვეყანაზე,
ადამიანთა და ცხოველთა უცნაურ ძმობა-მეგობრობაზე, ჯადოსნურ წყაროებსა და
სულჩადგმულ ხეებზე, გრძნეულ ადამიანებზე, რომელთაც ბუნების ენა ესმით; ავალონის
ზღაპრულ კუნძულზე, სადაც ფერიამ სასიკვდილოდ დაჭრილი ართური გადააფრინა, მეფის
გამოჯანმრთელებაზე და კელტების ხსნაზე; სამეფო კარის მრგვალ მაგიდასთან რაინდთა
თავშეყრაზე; მათ ფათერაკებზე წმ. გრაალის თასის ძიებისას. დამარცხებულმა და საკუთარი
სამკვიდროდან განდევნილმა ბრიტებმა ლეგენდებად აქციეს დამპყრობელთა წინააღმდეგ
მიმართული საკუთარი ძალისხმევა და სიტყვითღა დაუპირისპირდნენ კუნძულის ახალ
მეპატრონეებს.

დავალება 8. გაეცანით ლინკების მასალას კუნძულზე გერმანიკული ტომების ექსპანსიისა და


კელტური წინააღმდეგობის შესახებ.

https://www.youtube.com/watch?v=GKAsQXpRHuk

http://en.wikipedia.org/wiki/Jutes
http://www.timelessmyths.com/arthurian/arthur.html

http://www.greatdreams.com/arthur.htm

https://www.thegreatcoursesdaily.com/britain-after-the-romans-left/

https://en.wikipedia.org/wiki/Anglo-Saxons

https://www.ourmigrationstory.org.uk/oms/anglo-saxon-migrations

https://www.encyclopedia.com/humanities/encyclopedias-almanacs-transcripts-and-maps/angles-saxons-
and-jutes

დავალება 9 . მეექვსე, მეშვიდე და მერვე დავალების შესრულების შემდეგ მოამზადეთ 700-750


სიტყვიანი წერილობითი ტექსტი:

კუნძულზე გერმანიკული ტომების ექსპანსიისა და კელტური წინააღმდეგობა.

You might also like