You are on page 1of 8

კომპლექსური დავალება ისტორიაში.

თემა:კოლონიური ქვეყნიდან ეროვნული სახელმწიფოს შექმნამდე


ამერიკის შეერთებული შტატების ისტორია.

პრეზენტატორი: მარიამ ასკანიკაშვილი


მე-9გ კლასის მოსწავლე
მოგეხსენებათ, რომ ქრისტეფორე კოლუმბი იყო
იტალიელი მეზღვაურ-მკვლევარი ესპანეთის
მეფის სამსახურში, რომელმაც დიდი წვრილი
შეიტანა გეოგრაფიულ აღმოჩენებში,
კერძოდ:კოლუმბმა პირველმა გადაცურა
ატლანტის ოკეანე სუბტროპიკულ და
ტროპიკულ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს
პოლუსში და პირველმა ევროპელებიდან შეცურა კარიბის ზღვაში. მან
დაუდო სათავე სამხრეთ ამერიკის მიწებისა და ჩრდილოეთ ამერიკის
ყელის აღმოჩენას. მან აღმოაჩინა:
 ყველა დიდი ანტილის კუნძული,
 ბაჰამის არქიპელაგის ცენტრალური ნაწილი,
 მცირე ანტილის კუნძულები (დომინიკიდან ვირჯინიის
კუნძულების ჩათვლით),
 მთელი რიგი პატარა კუნძულებისა კარიბის ზღვაში და

 კუნძული ტრინიდადი სამხრეთ ამერიკის სანაპიროსთან.

მე იფლაუერი — განთქმული თევზსარეწი იალქნიანი ინგლისური


ხომალდი, რომელმაც ინგლისელი პურიტანები, ანუ
პილიგრიმები, პლიმუთიდან (ინგლისი) ახალ მსოფლიოში
ჩაიყვანა 1620 წელს. გემზე დაახლოებით 102 მგზავრი და გემის
ეკიპაჟის 30 წევრი იყო

ამერიკის აღმოჩენის შესახებ უამრავი ფილმია გადაღებული,


რომელებსაც განსხვავებული შეხედულებები და დამოკიდებულება
გააჩნიათ ახალი კონტინენტის აღმოჩენასთან დაკავშირებით. ამ
აღმოჩენის შესახებ,ასევე დაწერილია წიგნები და როგორც მემატიანები
იტყოდნენ ქრისტეფორე კოლუმბმა ატლანტის ოკეანე იალქნიანი გემით
გადაცურა. ეს ექსპედიცია კი დაიწყო 1492 წლის აგვისტოში, როდესაც
კოლუმბი ერთი შეხედვით ინდოეთისკენ მიმავალი ახალი გზის
აღმოჩენას გეგმავდა. კომულბმა ინდოეთის სანაპიროებამდე ვერ მიაღწია
, თუმცა აღმოაჩინა კონტინენტი, რომელიც თითქოს ინდოეთის
სანაპიროები და კულძულები იყო, მაგრამ დიდმა მოგზაურმა ვერ
გაანალიზა, რომ მან „ახალი სამყარო“ აღმოაჩინა. მან პირველად ფეხი
დადგა კატის კუნძულზე 1492 წლის 5 დეკემბერს, რომელიც ბაჰამის
კუნძულების ტერიტორიაზე მდებარეობს. სწორედ ეს ადგილი იქცა
პირველ ევროპულ ადგილად, სადაც ლუჟაიელები მე -9 საუკუნიდან
ცხოვრობდნენ; ასევე საიტი გახდა პირველი მუდმივი ევროპული
დასახლებად ამერიკაში.
საზოგადოების ნაწილი ვარაუდობდა , რომ ქრისტეფორე კოლუმბმა
ახალი კონტინენტის შესახებ ყველაფერი
იცოდა და თავად იტყუებოდა და მათი
ვარაუდით ამ ყველაფერის დამტკიცებას
მისი რუკები უწყობდა ხელს, რომლებიც
მოგზაურობის დროს ჰქონდა და
ჩანაწერებს დეტალურად ასახავდა.
1

1
ქრისტეფორე კოლუმბი ხშირად იყენებვდა რუკებს, ეს რუკა ერთ-ერთი მათგანია, რომელიც
ვარაუდით 1491 წლის არის სანამ დიდი მოგზაური ატლანტის ოკეანეში განახორციელებდა
მოგზაურობას.
ამერიკის ისტორია, სურათების მიხედვით:

2
როგორც ზევით განვმარტეთ სურათზე გამოსახულია მეიფალური, რომელიც განთქმული
თევზსარეწი იყო - იალქნიანი ინგლისური ხომალდი.
3
XVII საუკუნის 70-იან წლებში ევროპული სახელმწიფოების
ურთიერთშორისი წინააღმდეგობა არის გამოსახული ე.ი ბატონის
ჩაის სმა, კერძოდ ინგლისსა და საფრანგეთს შორის საომარი
მოქმედებები, როომლებიც ძირითადად კოლონიებში - ამერიკასა და
ინდოეთში იმართებოდა. ამერიკაში ინგლისმა დიდ წარმატებებს
მიაღწია.

4
ჯეიმზს I-ის მმართველობის
პერიოდთანაა
დაკავშირებული
ამერიკის კონტინენტის
კოლონიზაცია.

5
დამოუკიდებლობ ის დღე.
6
ჯორჯ ვაშინგტონი
დამოუკიდებლობის ომში]

7
ტერიტორიული გაფართოების
შემდეგ
მექსიკა-აშშ-ის ომი.
ბრძოლა მონტერეისთან

6
ამის შემდეგ მოხდა: სამტერის ფორტზე თავდასხმა, აშშ-ის სამოქალაქო ომის დაწყება.
2. აშშ-ს პრეზიდენტი ვუდრო უილსონის კონგრესის წინაშე ოფიციალურად განცხადება
გერმანიასთან დიპლომატიური კავშირის გაწყვეტასთან დაკაბშირებით. 1917 წლის 3
თებერვალი
3. იაპონელების მიერ პერლ ჰარბორის დაბობვა.
4. ამერიკის მონაწილეობა მე-2 მსოფლიო ომში
5. და სხვები. რომლებსაც მოგვიანებით გავეცნობით.
ამერიკის უკაცრიელ მიწებზე ცხოვრება დაიწყო სხვადასხვა ტონის და ეთნოსის
ადამიანებმა, შესაბამისად დაიწყო კოლონიების ჩამოყალიბება. პირველი
ევროპელები, რომლებმაც კოლონია შექმნეს იყვნენ ესპანელები, თუმცა მათი გეგმა არ
განხორციელდა, რადგან დაავადებები იყო გავრცელებული კონტინენტზე, რომელმაც
ბევრი ესპანელი მ იმსხვერპლა, ხოლო გადარჩენილებმა მიატოვეს კოლონია.
ინგლისსმა კი კოლონიის ჩამოყალიბება შედარებით გვიან ,კერძოდ ჯეიმს ის დროს
დაიწყეს. მეფემ კოლონიის დაარსების ნებართვა მისცა ლონდონის სააქციო
კომპანიას და ამ კოლონიას ვირჯინია ეწოდა, 1585 წლის იანვარში ვირჯინმა
დედოფალმა(“ვირჯინ” ინგლისურად ქალწულს ნიშნავს) მისცა თნხმობა რომ ამ
ადგილისთვის მის პატივსაცემად ვირჯინია ეწოდებინათ.ინგლისელ
კოლონიზატორებს დიდ სიძნელეებს უქმნიდა ესპანეთი და ნიდერლანდები.
ესპანეთი ეწინააღმდეგებოდა ინგლისის კოლონიების შექმნას ამიტომ ინგლისური
კოლონიები მუდმივი საფრთხის ქვეშ იყვნენ. ნიდერლანდს კი სურდა მას შეექმნა
ახალი კოლონიები ჩრ ამერიკაში. XVII-XVIII საუკუნეებში ინგლისს ომები ჰქონდა
ესპანეთთან და ნიდერლანდთან სადაც ეს ქვეყნები დამარცხდნენ ინგლისმა ესპანეთი
აიძულა, რომ ფლორიდის ნახევარკუნძული დაეტოვებინა.
 XVII-XVIII საუკუნეებში ჩრდილოეთ ამერიკის ატლანტის ოკეანის
სანაპიროებზე 13 ინგლისური კოლონია იყო
 XVII საუკუნის შუა ხანებისთვის კოლონიებში მოსახლეობის
რაოდენობამ 2 მილიონს გახდა მოსახლეობის უმრავლესობა
ინგლისელები იყვნენ.
 მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა შოტლანდიელები,
ირლანდიელები და გერმანელები.
ახალშენები სამუშაო ძალის ნაკლებობას განიცდიდა ამიტომ კოლონიებში
ინგლისიდან გზავნიდნენ მსჯავრდებულებს ან ღატაკებს. მსჯავრდებულები
პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდგომ კოლონიებში რჩებოდნენ, ხოლო
ჩრდილოეთ ამერიკაში კოლონიების დაარსების მცდელობები განხორციელებული
იყო დიდგვაროვანი, თავგადასავლების მოყვარული ადამიანების მიერ.
ამერიკის სამეურვეო წარმატებები არ მოსწონდა ინგლისს. ინგლისური საქონლის
ამერიკული მეტროპოლიებისგან დაცვის მიზნით ინგლისის პარლამენტმა
7
კოლონიებში ვაჭრობა-წარმოების განვითარების შეზღუდვას ცდილობდა, მაგრამ
ამერიკულ კოლონიებში გადასახადები და ბეგარის შემოღებისას ინგლისი
კოლონიებისგან აქტიურ წინააღმდეგობას წააწყდა.
1775 წელს ფილადელფიაში შეიკრიბა მეორე კონტინენტური კონგრესი რომელზეც 13
კოლონიის წარმომადგენელი იყო კონგრესის გადაწყვეტილებით ინგლისთან
ურთიერთობები შეწყდა. მოხალისეებისგან შეიქმნა არმია, არმიის სარდლად
დაინიშნა განმათავისუფლებელი მოძრაობის გამოჩენილი წევრი სამხედრო საქმეების
მცოდნე ჯორჯ ვაშინგტონი. ამგვარად კონგრესის 13 კოლონიის წარმომადგენლების
სათათბიროდან საკანონმდებლო ორგანოდ პარლამენტად გადაიქცა.
 აქედან იწყება ამერიკის შეერთებული შტატების შექმნა.
მეორე კონტინენტურმა კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება რომლის ძალითაც 13
კოლონია შტატად გამოცხადდა. კონგრესმა 1776 წლის 4 ივლისს დაამტკიცა
დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რომელიც ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო
წევრმა თომას ჯეფერსონმა შეადგინა. დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ნათქვამი
იყო, რომ ადამიანები თანასწორნი შექმნილან მათი ხელშეუხებელი უფლებებია
სიცოცხლე. თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვა. დეკლარაციის შემქმნელებმა
დაგმეს კოლონიური ჩაგვრა და ადამიანის წოდებად დაყოფა. კაცობრიობის
ისტორიაში პირველად საკანონმდებლო წესით მოისპო ფეოდალური წოდებები,
დამყარდა პოლიტიკური თანამდებობები. ეს ყველაფერი მხოლოდ თეთრკანიან
მოსახლეობას შეეხო. პლანტატორების კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ
დეკლარაციიდან ამოღებული იქნა ზანგების მონობისგან განთავისუფლება.
კონგრესს არავითარი გადაწყვეტილება არ მიუღია ინდიელთა შესახებ, შესაბამისად
ინგლისელები დამოუკიდებლად გამოცხადნენ და დაიწყეს ბრძოლა
დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად.დამოუკიდებლობისთვის ომის დაწყების
შემდეგ ინგლისელებმა საზღვაო დესანტი აშშ-ის ტერიტორიაზე გადასხეს, აიღეს
მდინარე ჰუდსონის შესართავთან მდებარე ქალაქი ნიუ-იორკი და ჩრდილოეთისკენ
დაიძრნენ, ხოლო კანადიდან შემოიჭრა ინგლისის არმია და სამხრეთისაკენ მდინარე
ჰუდსონის შესართავამდე მოძრაობდა. 1777 წელს სარათოგასთან ამერიკელებმა
კანადიდან შემოსული არმია დაამარცხეს და დაატყვევეს. ამ ყველაფერმა ინგლისის
გეგმები ჩაშალა. ინგლისელებმა ჩრდილოეთის შტატების წინააღმდეგობა ვერ
გატეხეს, ამიტომ საბრძოლო მოქმედებები სამხრეთ შტატებზე, ძირითადად კი
კაროლინაზე გადაიტანეს. ინგლისელები იმედოვნებდნენ, რომ თუ სამხრეთ
შტატებში მოიპოვებდნენ წარმატებებს, კონსერვატორულად განწყობილ პლანტატორ
მონათმფლობელებთან საერთო ენას გამონახავდნენ, მაგრამ ამაოდ, რადგან
საფრანგეთი ომში არ ერეოდა.
დამოუკიდებლობისათვის ომში გამარჯვების შემდეგ 1783 წელს აშშ-მა მოიშორა
ინგლისელთა კოლონიური უღელი. ოთხი წლის შემდეგ 1787 წელს ფილადელფიაში
ჯორჯ ვაშინგტონის თავმჯდომარეობით შეიკრიბა პარლამენტი-კონვენტი.
კონვენტმა ჯეიმზ მედისონის პროექტის საფუძველზე, შეიმუშავა კონსტიტუცია,
რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს რესპუბლიკად აცხადებდა. 1787 წლის
კონსტიტუცია დღესაც მოქმედებს, მაგრამ მასზე სამ ათეულამდე შესწორება
განხორციელდა. პირველი ათი შესწორება „უფლებათა ბილის (კანონის)“
სახელწოდებით 1791 წელს შეიტანეს.
აშშ-ს პირველ პრეზიდენტად 1789 წელს აირჩიეს ჯორჯ ვაშინგტონი.
1. 1787 წელს მიღებული კონსტიტუციით ინდიელთა მიწები სახელმწიფო
საკუთრებად გამოცხადდა.
2. 1800 წლიდან აშშ-ს დედაქალაქი გახდა ვაშინგტონი.
3. 1787 წელს მიღებული კონსტიტუციით თითოეულ შტატს დიდი უფლებები
მიენიჭა,
მათ თვითონ უნდა გადაეწყვიტათ ზანგების მონობის საკითხი. არჩევნებში
მონაწილეობისთვის თავიდან დააწესეს ქონებრივი ცენზი, ანუ ამომრჩეველი უნდა
ყოფილიყო საკუთრების მფლობელი.
4. XIX საუკუნის პირველ ნახევარში შემოიღეს საყოველთაო საარჩევნო უფლება
თეთრკანიანი მამაკაცებისთვის.
ამერიკის შეერთებული შტატებმა დაიწყო ტერიტორიული გაფართოება და
ამავდროულად გარდაუვალი კომფლიქტი მოხდა იგივე შეურიგებელი
დაპირისპირება, შემდეგ ამერიკაში მოხდა სამოქალაქო ომი და 1861-1865 წლების
სამოქალაქო ომმა შეიწირა უამრავი ადამიანი და უდიდესი ზიანი მიაყენა ქვეყნის
ეკონომიკას. მაგრამ ჰომსტედების კანონმა და მონობის გაუქმებამ აშშ-ს ეკონომიკის
სწრაფი განვითარება გამოიწვია.
სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ აშშ-ში ორი პარტია იყო დემოკრატიული
რომელიც მონობის მომხრეები იყვნენ და რესპუბლიკური პარტია, რომელიც
მონობის მოწინააღმდეგეები იყვნენ. სამოქალაქო ომიდან პირველ მსოფლიო ომამდე
50 წლის განმავლობაში 13 საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, აქედან 12 ჯერ
რესპუბლიკელებმა გაიმარჯვეს. რესპუბლიკელები ხალხს ახსენებდნენ რომ
სამოქალაქო ომი სწორედ დემოკრატებმა გააჩაღეს.
XIX საუკუნის მიწურულისთვის, როდესაც ესპანეთის კოლოონია დასუსტებული იყო
ერიკელები დაეუფლნენ კუბას და ფილიპინებს.
აღნიშნულიოდან გამომდინარე, ამეიკა მოგვიანებით ერთვება ოირველ მსოფლიო
ომში. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აშშ უაღრესად ხელსაყრელ
პირობებში აღმოჩნდა. აშშ გადაურჩა საომარ ნგრევას, ომში მისი დანაკარგები მცირე
იყო — 40 000 მოკლული და 230 000 დაჭრილი, რისგამოც ამერიკა კრედიტორ
ქვეყანად იქცა, თუმცა მე-2 მსოფლიო ომშიც განაგრძო მონაწილეობა, შემდეგ კი
იაპონელებთნ ჰქონდა ომი და 1945 წელს ამარიკელების მიერ იაპონიის ქალაქ
ნაგასაკიში ჩამოგდებული ბირთვული ბომბი. აგრეთვე, 1963 წელს ვაშინგტონში
გამართული გრანდიოზული მანიფესტაცია, სწორედ აქ წაროთქვა მარტინ ლუთერ
კინგმა თავისი ცნობილი სიტყვები - ”მე ვოცნებობ”. კინგი ოცნებობდა ყველა
ადამიანის თანასწორობაზე.
საბოლოოდ საზოგადოებრივი საპროტესტო მოძრაობა გაიმართა შეერთებულ
შტატებში და
 1964 წელს პრეზიდენტ ჯონსონი-ს ინიციატივით მიღებული იქნა სამოქალაქო
უფლებათა ბილი ეს კანონი კრძალავდა რასობრივ დისკრიმინაციას. ზანგებს
მიეცათ არჩვნებში მონაწილეობის უფლებაც.
შესაბამისად ამერიკის ბრძოლამ შედეგს მიაღწია და სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა,
დიდი ბრძოლების და დამარცხების შედეგად.

You might also like