You are on page 1of 3

ინგლისის რევოლუციის ძირითადი მიზეზები:

• სტიუარტების სურვილი - ინგლისი გადაექციათ შეუზღუდავ, აბსოლუტურ მონარქიად.


• ჩარლზ I-ის არაპოპულარული ეკონომიკური და საშინაო პოლიტიკა (მაგალითად,
შოტლანდიისთვის ინგლისური საგადასახადო სისტემის თავს მოხვევა)
• უშედეგო კონფლიქტები ესპანეთთან და საფრანგეთთან.
• ახალი სოციალური ფენების გაჩენა და მათი სურვილი, მონაწილეობა მიეღოთ ქვეყნის
პოლიტიკის განსაზღვრაში.
• რელიგიური ფაქტორი - დაპირისპირება სხვადასხვა კონფესიურ ჯგუფს შორის
• დაპირისპირება ქვეყნის მართვის მონარქიულ და საპარლამენტო მოდელთა მომხრეებს
შორის.

სამოქალაქო ომი (1642-1648)

მეფის მომხრეები (როიალისტები):


არისტოკრატიის, ჯენტრისა და პროვინციელი აზნაურების უმეტესობა;
კათოლიკეებისა და ანგლიკანების უმეტესობა;
ინგლისის შედარებით ნაკლებად დასახლებული ჩრდილოეთი და დასავლეთი
ნაწილი და განვითარების დონით ჩამორჩენილი პროვინციები.

პარლამენტის მომხრეები (მრგვალთავიანები):


ე.წ. „ახალი თავადაზნაურები“ (კაპიტალისტები), ვაჭარ-მრეწველები და წვრილი
მიწათმფლობელები
პურიტანები და სხვა პროტესტანტული მიმდინარეობები
სამხრეთი და აღმოსავლეთი ინგლისი, მჭიდროდ დასახლებული, მდიდარი და
განათლებული ოლქებით (მათ შორის ლონდონი)

ჯენტრი - წვრილი მემამულეები ინგლისში. ტერმნი გაჩნდა XVI საუკუნეში. აქედან


მოტის სიტყვა „ჯენტლმენი“
ნეისბის ბრძოლა - გაიმართა 1645 წელს. მრგვალთავიანებმა დაამარცხეს მეფის
მომხრეები.
სანავიგაციო აქტი - 1651 წელს ინგლისში მიიღეს, რომელიც გულისხმობდა შემდეგს:
ინგლისის პორტებში შესვლა და პროდუქციის შემოტანა შეეძლოთ მხოლოდ ინგლისურ გემებს
ან იმ ქვეყნის გემებს რომლიდანაც მოდიოდა აღნიშნული პროდუქცია. ეს გადაწყვეტილება
მიზნად ისახავდა ნიდერლანდების პირველობისთვის წერტილის დასმას საზღვაო ვაჭრობის
საქმეში, რადგან ძირითადად სწორედ ნიდერლანდელები ეწეოდნენ საშუამავლო ვაჭრობას.
ნიდერლანდებმა ინგლისს საპასუხოდ ომი გამოუცხადა. 1652-1654 წლებში მიმდინარე
კონფლიქრი ინგლისის გამარჯვებით დასრულდა. ნიდერლანდები სანავიგაციო აქტს შეეგუა,
ინგლისმა კი საზღვაო ვაჭრობის სფეროში პოზიციები გაიმყარა. ეს იყო ოლივერ კრომველის
მმართველობის ერთ-ერთი უდიდესი წარმატება.

სტიუარტების რესტავრაცია - 1660 წელს ინგლისის მეფედ მოიწვიეს ჩარლზ I-ის ვაჟი
- ჩარლზ II, რომელიც 1685 წლამდე მეფობდა. ამ მოვლენას ეწოდება სტიუარტების
„რესტავრაცია“, ანუ აღდგენა.

ჰაბეას კორპუს აქტი - ინგლისის პარლამენტის მიერ 1679 წელს მიღებული კანონი,
დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ძირითადი კონსტიტუციური აქტი. ჰაბეას კორპუს აქტი
სასამართლოს უფლებას ანიჭებს შეამოწმოს რამდენად კანონიერია მოქალაქის შეპყრობა და
დაპატიმრება. თუ თავისუფლებააღკვეთილს დაპატიმრება უკანონოდ მიაჩნია, შეუძლია
მიმართოს სასამართლოს. განცხადებას მოსამართლე განიხილავს ერთპიროვნულად
დაპატიმრებულის თანდასწრებით; მოსამართლეს უფლება აქვს გაათავისუფლოს იგი
(უპირობოდ ან საწინდრით), ან დააბრუნოს ისევ საპატიმროში, თუკი დაადგენს, რომ
მართებულადაა დაპატიმრებული. ეს პროცედურა განმტკიცებულია აგრეთვე აშშ-ის 1787 წლის
კონსტიტუციით და ცალკეული შტატების კონსტიტუციებით.

1685-1688 წლებში მეფობდა ჩარლზ II-ის ხანშიშესული ძმა ჯეიმზ II, რომელიც იყო
კათოლიკე, საფრანგეთისადმი სიმპათიით განწყობილი და აპირებდა კათოლიციზმის აღდგენას
ინგლისში.

„სახელოვანი რევოლუცია“ (იგივე „უსისხლო რევოლუცია“) - მოხდა 1688 წელს.


დაამხეს ჯეიმზ II. ტახტზე აიყვანეს ამ უკანასკნელის ქალიშვილი მერი II და მისი მეუღლე უილიამ
ორანელი.

„უფლებათა ბილი“ (ან „ბილი უფლებათა შესახებ“) - ინგლისის პარლამენტის


მიერ 1689 წელს მიღებული საკანონმდებლო აქტი, რომელიც ზღუდავდა მონარქის
ძალაუფლებას და ზრდიდა პარლამენტისას. ამგვარად, ინგლისში საფუძველი ჩაეყარა
კონსტიტუციურ მონარქიას.
უნიის აქტი - საკანონმდებლო აქტი, რომელიც ინგლისისა და შოტლანდიის
პარლამენტებმა 1706-1707 წლებში მიიღეს. აქტის მიხედვით ინგლისი და შოტლანდია
გაერთიანდნენ სამოკავშირეო სახელმწიფოდ, რომელიც 1707 წლიდან „დიდი ბრიტანეთის“
სახელწოდებით გახდა ცნობილი. ამ დროს ინგლისს მართავდა დედოფალი ანა.

You might also like