You are on page 1of 8

ასწლიანი ომი

ასწლიანი ომი – ომი ინგლისსა და საფრანგეთს შორის, ფაქტობრივად გაგრძელდა 116


წელიწადს (1337-1453), ხოლო „ასწლიანი ომი“ თანამედროვე ისტორიკოსებმა შეარქვეს. ომის
მთავარი მიზეზი იყო ბრძოლა საფრანგეთის მიწებისათვის, რომლებიც ინგლისის მეფეებს
ეპყრათ XII საუკუნის ბოლოდან. XIV საუკუნის პირველ ნახევარში ფრანგებმა წინააღმდეგობა
გაუწიეს ინგლისელთა ბატონობას ფრანგულ მიწებზე, ამის გამო ედუარდ III-მ ომი გამოუცხადა
მათ. ასწლიანი ომი სამ პერიოდად იყოფა.

ომის პირველი პერიოდი (1337-1360) წარიმართა ინგლისის წარმატებით, რაც განპირობებული


იყო მისი განვითარებული ეკონომიკითა და სამხედრო უპირატესობით. შედეგად, ინგლისმა
მიიღო დიდძალი მიწები სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში. სამაგიეროდ ზავით მიღებული
შესვენება შარლ V-მ გამოიყენა საფრანგეთის მნიშვნელოვანი გარდაქმნებისათვის.

ასწლიანი ომის მეორე პერიოდი (1369-1380) წარიმართა ფრანგების უპირატესობით. ინგლისს


შერჩა მცირედი, განცალკევებულად მდებარე მიწები. XV საუკუნის დამდეგს საფრანგეთში
შექმნილი მძიმე მდგომარეობა (ფეოდალური არეულობა) გამოიყენა ინგლისის მეფე ჰენრი V-მ
და ომი განაახლა.

ასწლიანი ომის მესამე პერიოდი (1415-1453) თავდაპირველად ინგლისის სასარგებლოდ


წარიმართა. ჰენრი V-მ დაიპყრო ჩრდილოეთ საფრანგეთი პარიზითურთ და შარლ VI-სთან
დადებული ტრუას ხელშეკრულებით (1420 წლის 21 მაისი) იგი ცნეს საფრანგეთის რეგენტად და
ტახტის მემკვიდრედ. მალევე საფრანგეთში დაიწყო სახალხო-პატრიოტული მოძრაობა ჟანა
დ'არკის მეთაურობით, რომელმაც ინგლისელებსა და მათ მოკავშირეებზეე ბრწყინვალე
გამარჯვებები მოიპოვა, გაათავისუფლა რამდენიმე ქალაქი და უზრუნველყო შარლ VII-ის
მეფედ კურთხევა. მიუხედავად იმისა, რომ ჟანა დ'არკი დაატყვევეს (1430 წლის 23 მაისი) და
კოცონზე დაწვეს (1431 წლის 30 მაისი), გამარჯვება საფრანგეთს დარჩა. 1453 წელს ომი
ფაქტობრივად შეწყდა, მაგრამ საომარი მდგომარეობა გრძელდებოდა. მას ბოლო მოუღო 1475
წელს ედუარდ IV-სა და ლუი XI-ს შორის დადებულმა პიკინის ზავმა.

ფილიპ IV ლამაზმა ფეოდალური საფრანგეთი შეუზღუდავ მონარქიად აქცია. ამ აზრით,


წინამორბედებისაგან განსხვავებით, ფილიპი ყველაზე ენერგიული მმართველი და
პოლიტიკოსი იყო, რომელმაც დიდ შედეგებს მიაღწია. თუმცა ეს როდი ნიშნავდა, რომ ქვეყანაში
პრობლემები არ არსებობდა.

1
ფილიპ IV-ს სამი ვაჟიშვილი ჰყავდა. მეფე ლუი X (1314-1316)1, ფილიპ V (1316-1322) და
შარლ IV (1322-1328).

შარლ IV-ს სამი ქორწინებიდან ტახტის მემკვიდრე არ ჰყავდა. გენერალურ შტატებს მეფემ
საკითხის გადაჭრა შესთავაზა, თუ ვისთვის გადაეცა ტახტი: მის ბიძაშვილ-ფილიპ ვალუასთვის
თუ მის დიშვილ-ინგლისის მეფე ედუარდ III-სათვის. შარლ IV-ის გარდაცვალების დროს მისი
ქვრივი ფეხმძიმე იყო. ფილიპ ვალუა დაინიშნა რეგენტად. დედოფალმა ქალიშვილი გააჩინა.
სალიკური კანონის ძალით, როგორც ვიცით, მდედრობითი სქესის ხაზს ტახტის დაკავების
უფლება არ ჰქონდა. ცხადი გახდა, რომ საფრანგეთის სამეფო ტახტს ინგლისის მეფე ედუარდ III,
რომელიც შარლ IV-ის დისშვილი იყო, ვერ დაეპატრონებოდა. ამიტომ მეფედ ფილიპ ვალუა
გამოაცხადეს, რომელიც ისტორიაში ფილიპ VI-ის (1328-1350) სახელით შევიდა. ამდენად, მეფის
კორონაცია სალიკური კანონის მიხედვით მოხდა.

ამრიგად, 1328 წელს კაპეტინგთა დინასტიამ არსებობა დაასრულა. საფრანგეთის სამეფო


ტახტზე ავიდა კაპეტინგთა უმცროსი შტოს წარმომადგენელი ვალუათა გვარიდან. ეს დინასტია
250 წელზე მეტი მმართველობდა საფრანგეთში (1328-1589 წწ.)

ასწლიანი ომის საბაბი და მიზეზები

როგორც აღვნიშნეთ, 1328 წელს კაპეტინგთა დინასტია შეწყდა. დიდებულთა კრებაზე


მეფედ აირჩიეს ფილიპ VI, ვალუას გრაფი, რომელიც კაპეტინგთა გვერდითი შტოს
წარმომადგენელი იყო. ინგლისის მეფე ედუარდ III ინგლისელი ფეოდალების მხარდაჭერით
პრეტენზიას აცხადებდა საფრანგეთის ტახტზე. (ის საფრანგეთის მეფის, ფილიპე IV-ის ასულის,
იზაბელას, ვაჟი იყო. ფრანგი იურისტები კი ამტკიცებდნენ, რომ მეფის ქალიშვილს სამეფო
ტახტზე არანაირი უფლება ჰქონდა.) ამასთან ერთად მონარქები დაობდნენ ეკონომიკურად
მნიშვნელოვანი მხარის გასკონთან მიმართებაში, რომელიც ნომინალურად ეკუთვნოდა
ინგლისის მეფეს, მაგრამ ფაქტობრივად საფრანგეთი აკონტროლებდა. 1331 წელს წააწყდნენ
საშინაო პრობლემას. ინგლისის მეფემ ფილიპ VI საფრანგეთის მეფედ აღიარა და უარი თქვა
საფრანგეთის ტახტზე. სანაცვლოდ ინგლისის მეფემ გასკონზე თავისი უფლება დაიტოვა.

ამრიგად, ომის უშუალო საბაბი დინასტიური უფლებების განცხადება იყო. ედუარდ III-მ
თავისი უფლებების დაცვა იარაღის ძალით დაიწყო. რაც შეეხება უშუალო მიზეზებს, იგი
შემდეგში მდგომარეობდა: ეს ხანგრძლივი ომი ძირითადად საფრანგეთის სამხრეთ-
დასავლეთის მიწებისათვის ბრძოლა იყო, რომელიც ინგლისის მეფეთა ხელისუფლების ქვეშ
რჩებოდა. არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა ფლანდრიის გამო წინააღმდეგობებს, სადაც ორივე
ქვეყნის ინტერესები მწვავედ ეჯახებოდა ერთმანეთს. ფრანგი მეფეები ფლანდრიის მდიდარი
ქალაქების დამორჩილებაზე ოცნებობდნენ. ეს უკანასკნელი ინგლისის დახმარებით
დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ცდილობდა, რადგან მასთან ეკონომიკურად მჭიდროდ იყო

1
ჟან I - ლუი X-ის შვილი. დაიბადა მამის სიკვდილის შემდეგ და იმეფა მხოლოდ 5 დღე, თავის
გარდაცვალებამდე 1316 წლის 14-19 ნოემბერი.
2
დაკავშირებული (ინგლისიდან იღებდა მატყლს - მაუდისათვის ნედლეულს). ნორმანდიასთან
ერთად, ინგლისი აკვიტანიის ტერიტორიის ისევ დაუფლებას ესწრაფვოდა. ეკონომიკურად
გიენი (ყოფილი აკვიტანიის დასავლეთი ნაწილი) მჭიდროდ იყო დაკავშირებული ინგლისთან,
საიდანაც გადიოდა ღვინო, ფოლადი, მარილი, ხილი, თხილი, საღებავი მასალები.

ომის პირველი ეტაპი (1337-1360 წწ.)

ომი 1337 წელს დაიწყო. საფრანგეთში შემოჭრილ ინგლისის ჯარს ფრანგებთან


შედარებით დიდი უპირატესობა ჰქონდა: ჯარი არ იყო დიდი, მაგრამ იყო კარგად
ორგანიზებული. რაინდთა დაქირავებული ჯარები კაპიტანთა მეთაურობას ემორჩილებოდნენ,
რომელიც უშუალოდ მთავარსარდალს ექვემდებარებოდა; ინგლისელი მშვილდოსნები,
რომლებიც თავისუფალი გლეხებიდან იყო შემდგარი, თავიანთი საქმის დიდოსტატები იყვნენ
და რაინდთა კავალერიასთან ერთად ბრძოლებში უდიდესი როლი შეასრულეს.

ინგლისელებმა ზღვაზე (1340 წელს სლეისთან, ფლანდრიის ნაპირებთან) და ხმელეთზე (1346


წელს კრესისთან, ჩრდ. საფრანგეთში) გაიმარჯვეს. ამან ინგლისელებს საშუალება მისცა, რომ
1347 წელს კალე - მნიშვნელოვანი სამხედრო და გადასაცვლელი პუნქტი აეღოთ, საიდანაც
ინგლისიდან გაჰქონდათ მატყლი. ამრიგად, ინგლისელებმა არა მხოლოდ შეინარჩუნეს, არამედ
განიმტკიცეს პოზიციები ფლანდრიაში.

ბორდოში ინგლისის მეფის ედუარდ III-ის ნაცვალი გახდა მისი შვილი ედუარდი,
რომელსაც აბჯრის ფერის მიხედვით შავი პრინცი უწოდეს. მისი რაზმი გასკონის რაინდებთან
ერთად საფრანგეთის ცენტრალურ მხარეებს საძარცვავად თავს ესხმოდნენ, წვავდნენ ქალაქებსა
და სოფლებს. 1356 წელს პუატიესთან ახლოს შეიპყრეს საფრანგეთის მეფე ჟან II კეთილი (1350-
1364 წწ.), ინგლისში წაიყვანეს და ტაუერში მოათავსეს. აქ მას სამეფო პრივილეგიები შესთავაზეს
და ჩვეულებრივ ცხოვრებას ეწეოდა.

ჟან II კეთილის დატყვევებამ საფრანგეთი მძიმე ვითარებაში ჩააყენა. მეფის ტყვეობის დროს
ქვეყნის მმართველი გახდა მისი შვილი შარლ დოფინი (საფრანგეთში დოფინებს ტახტის
მემკვიდრეება უწოდებდნენ. სახელწოდება მომდინარეობს პროვინცია-დოფინედან).
პუატიესთან ბრძოლის შემდეგ ორ მეომარ მხარეს შორის 1360 წლის 8 მაისს ბრეტინის
(სოფელი საფრანგეთში) ზავი დაიდო. მის თანახმად, ედუარდ III უარს ამბობდა საფრანგეთის
ტახტზე იმ პირობით, თუ საფრანგეთი უარს იტყოდა გიენას, სენტონჟის, პუატიეს, კალეს და ა.შ.
სუვერენიტეტზე და მეფის გამოსასყიდად საფრანგეთი 3 მილიონ კრონს გადაიხდიდა. ცხადია,
ყოველივე ეს საფრანგეთისათვის დამამცირებელი იყო, მაგრამ ომი რამდენიმე ხნით შეჩერდა.
ჟან კეთილმა ინგლისში მძევლად თავისი შვილი ლუი ანჟუელი დატოვა და ტყვეობიდან
საფრანგეთში დაბრუნდა. 1363 წლის ივლისში მეფე ჟანს აცნობეს, რომ ლუი ტყვეობიდან გაიქცა.
ამ გარემოებით შეწუხებულმა მეფემ ისეთი განცხადება გააკეთა, რომელმაც მისი ქვეშევრდომები
აღაშფოთა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ ინგლისში ტყვე შვილის სანაცვლოდ ბრუნდებოდა. მან
საფრანგეთი დატოვა და 1364 წელს ინგლისში დაბრუნდა. რამდენიმე თვის შემდეგ მეფე

3
„უცნობი ავადმყოფობით“ დაავადდა და აპრილის თვეში (1364 წ.) სავოის სასახლეში
გარდაიცვალა. მისი ნეშტი საფრანგეთში გადაასვენეს და სენ–დენის სააბატოში მეფეთა საძვალეს
მიაბარეს.

საერთო მდგომარეობა ქვეყანაში

გენერალურ შტატებში (1356 წლის) დეპუტატების ნახევარს (400-800-ზე) მესამე წოდება


წარმოადგენდა. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ პუატიესთან დამარცხების შემდეგ
თავადაზნაურობის გავლენა დაეცა. გენერალურმა შტატებმა მნიშვნელოვანი რეფორმების
გატარება მოითხოვა.

დოფინმა მოთხოვნების შესრულებაზე უარი განაცხადა. მაშინ პარიზში მღელვარება დაიწყო.


მას სათავეში ჩაუდგა პარიზის მუნიციპალიტეტის ვაჭართა პრევო (მამასახლისი) ეტიენ
მარსელი. დოფინი იძულებული გახდა, რომ ისევ გენერალური შტატებისათვის მიემართა.

მალე შარლ დოფინმა ინგლისთან ზავი დადო. მან საფრანგეთის მოსახლეობას


გენერალური შტატების მიერ შექმნილი კომისიისადმი მორჩილება აუკრძალა. ამ საქციელმა
1358 წლის თებერვალში პარიზის ახალი აჯანყება გამოიწვია. ეტიენ მარსელმა მოედანზე 3 ათასი
კაცი შეკრიბა, ხოლო თვითონ რამდენიმე მომხრესთან ერთად სასახლეში გამოცხადდა, სადაც
დოფინის თანდასწრებით მისი ორი მახლობელი მრჩეველი - შამპანისა და ნორმანდიის მარშალი
მოკლეს. შეშინებულ დოფინს ეტიენ მარსელმა თავისი ლურჯი-წითელი ფერის (ქალაქ პარიზის
ფერი) ქუდი დაახურა და უსაფრთხოების დაპირებით თავისი მფარველობის ქვეშ აიყვანა.

ჟაკერია

1358 წლის მაისის ბოლოს საფრანგეთისა და ევროპის ისტორიაში გლეხთა ყველაზე დიდმა
აჯანყებამ იფეთქა. მას ისტორიაში ჟაკერია ეწოდება. სახელწოდება მომდინარეობს ფრანგული
სიტყვა - “Jacquerie”- დან, რადგან თავადაზნაურები დაცინვით გლეხებს ეძახდნენ: „Jacques bon
home” –„გულუბრყვილო ჟაკი“. თანამედროვეები ამ აჯანყებას უწოდებდნენ: „თავადაზნაურების
ომს თავადაზნაურობის წინააღმდეგ“, ხოლო ჟაკერია გვიან გაჩნდა.

1348 წელს საფრანგეთს შავი ჭირის („შავი სიკვდილის“) ეპიდემიამ გადაუარა. მან მრავალი
ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მოსახლეობის შემცირებამ ხელფასის გაზრდა გამოიწვია.
ეს თავის მხრივ მოითხოივდა კანონების გამოცემას, რომელიც მისი ზრდის წინააღმდეგ
იქნებოდა მიმართული. ეს კანონები განსაკუთრებით მძიმედ აისახა სოფლისა და ქალაქის ღარიბ
მოსახლეობაზე. ომმა კი თავის მხრივ მდგომარეომა უფრო გაამწვავა.

დასაწყისში აჯანყებამ რადიკალური ხასიათი მიიღო; ჟაკები ანადგურებდნენ


თავადაზნაურთა ციხე-დარბაზებს, ფეოდალური ბეგარის სიებს, კლავდნენ ფეოდალებს და
მიისწრაფოდნენ „ამოეძირკვათ თავადაზნაურები და ბატონები თვითონ გამხდარიყვნენ“.

4
აჯანყებამ დიდი გაქანება ბოვეზში მიიღო. გლეხთა გაერთიანებულ რაზმებს სათავეში ედგა
სამხედრო საქმის მცოდნე და გამოცდილი გილიომ კალი (წარმოშობით გლეხი ბოვეზის სოფელ
მელოდან), რომელიც „ჟაკების გენერალური კაპიტანი გახდა“. მოსალაპარაკებლად მისული
კალი ვერაგულად შეიპყრეს. ამის შემდეგ რაინდებმა გლეხებს შეუტიეს და სასტიკად
დაამარცხეს. გილიომ კალი და მისი ამხანაგები წამებით დასაჯეს. სხვა მხარეებში გლეხთა
მღელვარებები 1358 წლის აგისტომდე გაგრძელდა. აჯანყების ჩაქრობის შემდეგ გლეხებს
მკაცრად გაუსწორდნენ.

ჟაკერიის დამარცხება ეტიენ მარსელისათვის საბედისწერო გამოდგა. 31 ივლისს ეტიენ


მარსელი ქუჩაში მოკლეს და რამდენიმე დღის შემდეგ ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე
დოფინი პარიზში შევიდა.

ჟან კეთილის შემდეგ მეფე გახდა ყოფილი რეგენტი შარლ V ბრძენი (1364-1380 წწ.). მან
ქვეყანაში შეძლებისამებრ, ნამდვილად, წესრიგი დაამყარა. 1356-1358 წლების ბობოქარი
მოვლენებიდან სამეფო ხელისუფლებამ ზოგიერთი გაკვეთილი გამოიტანა. შარლ V-ის დროს
გატარდა რიგი საგადასახადო რეფორმა, მოწესრიგდა სუბსიდიების შეკრება და გადასახადების
ამკრეფებზე კონტროლი დაწესდა.

ასწლიანი ომის მეორე ეტაპი (1369- 1396 წწ.)

1369 წელს საომარი მოქმედებები კვლავ განახლდა, რომელიც მცირეოდენი შესვენებებით


მიმდიმარეობდა და იგი საფრანგეთისათვის წარმატებული აღმოჩნდა. ინგლისელთა მოკავშირე
შარლ ბოროტმა ყველა თავისი სამფლობელო დაკარგა. შარლ V-ის მეფობის მიწურულს
ინგლისელებს მხოლოდ ზღვისპირა სიმაგრეები - ბაიონა, ბორდო, შერბური, ბრესტი და კალე-
დარჩათ. ორივე მხარემ ძალების უკიდურესად ამოწურვის შემდეგ ზავი დადო. ვერცერთი
სადაო საკითხი ვერ გადაწყდა, რაც მომდევნო ომის ეტაპს განაპირობებდა.

შარლ VI (1380-1422 წწ. )

შარლ V-ის გარდაცვალების შემდეგ ქვეყანას ომის ყველაზე საშინელი პერიოდი დაუდგა.
ძალაუფლება მისი ძმების ხელში აღმოჩნდა, რომლებიც მცირეწლოვანი შარლ VI-ის რეგენტები
იყვნენ. ამასთანავე ეს მეფე ფსიქიკურად ავადმყოფი იყო. ის ისტორიაში შარლ VI შლეგის
სახელით შევიდა.

5
ასწლიანი ომის მესამე ეტაპი (1415-1420 წწ.)

ომის ეს ეტაპი საფრანგეთისათვის ძალზე დრამატული აღმოჩნდა. ამას, უპირველეს


ყოვლისა, განაპირობებდა განუწყვეტელი შინაომების შედეგად საფრანგეთის დასუსტება. 1415
წელს ინგლისის მეფე ჰენრი V სამხედრო მოქმედებები განაახლა. ედუარდ III-ის მსგავსად
ჰენრიმ საფრანგეთის ტახტს თავისი პრეტენზიები წაუყენა. ამ ბრძოლაში ინგლისის მხარე
დაიჭირა ბურგუნდიის საჰერცოგოს ხროვამ, რომლებიც თავს უფრო ინგლისთან
დაკავშირებულად მიიჩნევდნენ, ვიდრე საფრანგეთთან. XV საუკუნის დასაწყისში ბურგუნდიის
საჰერცოგოს შემადგენლობაში ფლანდრია და ბრაბანტი შედიოდა.

1415 წლის ოქტომბერში აზენკურთან (კალესთან ახლოს) ბრძოლაში საფრანგეთის ჯარი


ინგლისთან დამარცხდა. ჰენრი V ნორმანდიის მთავარ ქალაქ რუანში ზეიმით შევიდა.
მონეტებზე გაჩნდა წარწერა: „ჰენრი, საფრანგეთის მეფე“ (“ Henricis rex Franciae”).

ტრუას ხელშეკრულება

საფრანგეთისათვის მძიმე პერიოდში, 1420 წლის 21 მაისს საფრანგეთსა და ინგლისს შორის


ტრუას ზავი დაიდო. ეს ხელშეკრულება იყო მცდელობა, რომ დოფინს მემკვიდრეობის უფლება
წართმეოდა (შარლ VI შლეგის ერთადერთი ცოცხალი ვაჟიშვილი). ხელშეკრულების თანახმად,
ჰენრი V დაქორწინდებოდა დოფინის დაზე ეკატერინე ვალუაზე და ის თავისი მომავალი
შვილებით შარლ VI-ის მომავალ მემკვიდრეებად ცხადდებოდა. ამდენად, ხელშეკრულება
ფაქტობრივად ინგლისისა და საფრანგეთის სამეფოებს აერთიანებდა. საფრანგეთი თავის
დამოუკიდებლობას კარგავდა და ინგლისის სამეფოს ნაწილი ხდებოდა. სიცოცხლის ბოლომდე
შარლ VI და მისი მეუღლე იზაბელა ბავარიელი საფრანგეთის მეფისა და დედოფლის ტიტულს
ინარჩუნებდა.

როგორც ელოდნენ, ხელშეკრულება წარმატებული არ აღმოჩნდა. ფრანგები ტრუას


ხელშეკრულების პირობებს არ ეგუებოდნენ. ამასობაში, ჰენრი V 1422 წელს 36 წლის ასაკში
მოულოდნელად გარდაიცვალა, ხოლო ორი თვის შემდეგ თვით შარლ VI-ც გარდაიცვალა. ასე
რომ, ჰენრი V-მ ვერ შეძლო საფრანგეთის სამეფო ტახტი მიეღო. ამ გარემოებამ განაპირობა ის,
რომ ფილიპ კეთილი ტრუას ხელშეკრულებიდან გამოვიდა და შარლ VII-ის მხარეზე გადავიდა.

შარლ VII ( 1422-1461 წწ.)

მიუხედავად ტრუას ხელშეკრულებისა, შარლ VI-ის შვილმა შარლ დოფინმა თავი


საფრანგეთის მეფედ გამოაცხადა შარლ VII-ის სახელით. ინგლისელებმა და ბურგუნდიის
ჰერცოგმა ინგლისისა და საფრანგეთის მეფედ 10 თვის ჰენრი VI გამოაცხადეს. 1428 წელს
ინგლისელებმა ახალი შეტევები დაიწყეს და ორლეანს ალყა შემოარტყეს, რომელიც შარლ VII-ის
საყრდენი პუნქტი იყო. მისი დაპყრობა ინგლისელებს იმის საშუალებას აძლევდა, რომ
საფრანგეთის სიღრმეში შეჭრილიყვნენ. ამიტომ ორლეანის გარშემო საფრანგეთის საუკეთესო
6
ძალებმა მოიყარეს თავი. ამდენად, დაიწყო ასწლიანი ომის მეოთხე ეტაპი, რომელიც 1453 წელს
დასრულდა. ფრანგები გამოსავალს ინგლისელთა განდევნაში ხედავდნენ. მათი აზრით,
საფრანგეთის ხსნა და ქვეყნიდან ოკუპანტების განდევნა მხოლოდ ძლიერ სამეფო
ხელისუფლებას შეეძლო. ფრანგი ხალხის ასეთი პატრიოტული გრძნობის გამომხატველი გახდა
ჟანა დ’არკი. 1429 წლის აპრილის ბოლოს ჟანას რაზმი ქალაქ ორლეანს მიუახლოვდა.
წარმატებული ოპერაციების შემდეგ უფლისწული შარლი, ჟანა და ათასობით სხვა ადამიანი
ქალაქ რეიმსისაკენ გაემგზავრნენ. აქ უნდა მომხდარიყო მეფის კორონაცია. ისინი რეიმსში 1429
წლის 16 ივლისს ჩავიდნენ. მომდევნო დღეს, როდესაც უფლისწული მეფედ აკურთხეს, ჟანაც
მის გვერდით იდგა. შარლი ახლა უკვე საფრანგეთის მეფე იყო.

როდესაც შარლი მეფედ აკურთხეს, ჟანას იმედი ჰქონდა, რომ ახალი ბრძოლებისა და
გამარჯვებების დროც მალე მოვიდოდა. მან მტკიცედ გადაწყვიტა პარიზის აღება, რომელიც ჯერ
კიდევ ინგლისელების ხელში იყო. მიუხედავად ამისა, შარლსა და მის მრჩევლებს ომის
გაგრძელება აღარ სურდათ. ის ახლა უკვე მეფე იყო და სწორედ ეს მიაჩნდა ყველაზე
მნიშვნელოვნად. ამასთან ერთად, მისი მრჩევლები აფრთხილებდნენ მას, რომ სამეფო ხაზინაში
თანხები შეზღუდული იყო. შარლს უბრალოდ არ ჰქონდა იმის ფული, რომ ბრძოლები
ეწარმოებინა. დე ლა ტრემუაიმ, რომელსაც საშინაო საქმეები და ფინანსები ებარა, ჟანა
აითვალწუნა. მას არ მოსწონდა, რომ ერთ ჩვეულებრივ და გაუნათლებელ სოფლელ გოგონას
მეფეზე ამხელა გავლენა ჰქონდა.

1430 წლის მაისისათვის ჟანას არცთუ სასიამოვნო პერიოდი დაუდგა. ინგლისელებმა მას გზა
მოუჭრეს და ხაფანგი დაუგეს. ჟანა ინგლისელებმა ტყვედ აიყვანეს. ბოლოს რუანში გადაიყვანეს
გასამართლების მიზნით. ინგლისელებმა ისეთი მოსამართლეები შეარჩიეს, რომლებიც ჟანას
სასიკვდილო განაჩენს გამოუტანდნენ. ჟანას კოცონზე დაწვა მიუსაჯეს და 1431 წლის 30 მაისს
ჟანა დ’არკი სიკვდილით დასაჯეს. 1455 წელს ეკლესიამ ჟანას საქმის გამოძიება დაიწყო,
რომელიც თითქმის ერთი წელი გაგრძელდა. განმეორებითმა სასამართლომ დაადგინა, რომ ჟანა
დ’არკი უსამართლოდ დასაჯეს. ჟანას წმინდანად შერაცხვის პროცესი კათოლიკურ ეკლესიაში
XIX საუკუნეში დაიწყო. 1920 წელს ხანგრძლივი პროცესი დასრულდა და კათოლიკურმა
ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა.

ინგლისელთა გათვლამ ვერ გაამართლა. ჟანას სიკვდილით დასჯამ ისინი ვერ იხსნა. 1435
წელს ბურგუნდიის ჰერცოგმა შარლ VII-სთან კავშირი დადო. შემდეგ ინგლისელებმა ერთხელ
და სამუდამოდ დაკარგეს პარიზი, რუანი, ნორმანდია, ბორდო. სრულად აღსდგა საფრანგეთის
სახელმწიფო სუვერენიტეტი და ინგლისის მეფეთა პრეტენზია საფრანგეთის სამეფო ტახტზე
ლიკვიდირებული იქნა. ომის შედეგად შეწყვეტილი სახელმწიფოს ცენტრალიზაციის პროცესი
აღსდგა.

საფრანგეთის ისტორიაში ჟანა დ’არკის ძირითადი დამსახურება იმაში მდგომარეობს, რომ


“ორლეანელმა ქალწულმა” (ჟანას მეტსახელი) ქვეყნის რღვევის ჟამს მტკიცედ აჩვენა
პატრიოტიზმის ძალა, როგორც ხსნის ერთადერთი გზა.

7
შარლ VII-ის რეფორმები

ინგლისელი დამპრობლებისაგან ქვეყნის გათავისუფლების შემდეგ სოფლის


მეურნეობის აღდგენა დაიწყო. დიდად განვითარდა მეტალურგია, რომელიც უშუალოდ
დაკავშირებული იყო ცეცხლსასროლი იარაღის შემოღებასთან. (ასწლიან ომში პირველად
გამოიყენეს დენთი).

XV საუკუნეში საფრანგეთის სახელმწიფოს გაერთიანების პროცესი სწრაფად წავიდა წინ.


ინგლისზე გამარჯვების შედეგად საფრანგეთის სამეფოს ტერიტორიებს საბოლოოდ
შემოუერთდა მისი სამხრეთ-დასავლეთის სამფლობელოები, რომლებიც ინგლისის
ძალაუფლების ქვეშ იყო. ასწლიანი ომიდან საფრანგეთი უფრო ერთიანი და მტკიცე გამოვიდა.

შარლ VII-ის დროს სამეფო ხელისუფლება გაძლიერდა. თუმცა ის ჯერ კიდევ არ ფლობდა
საკმარის ძალებს ჩრდილოეთის მეზობლებთან საბრძოლველად. უნებისყოფო და სუსტი მეფე
ასწლიანმა ომმა აიძულა, რომ სახელმწიფოსათვის სასარგებლო ზოგიერთი რეფორმა
გაეტარებინა. მეფობის მანძილზე შარლ VII-მ ორი მნიშვნელოვანი - სამხედრო და საფინანსო
რეფორმა გაატარა. სერიოზული ყურადღება მან დაუთმო ჯარის გარდაქმნას, რადგან მუდმივი
სამეფო ჯარი არ არსებობდა. მეფეს სამხედრო ძალებს მოთხოვნის შემთხვევაში ფეოდალები
აძლევდნენ, რომლებიც ყოველთვის როდი ასრულებდნენ მეფის ნებას. მეფე ასევე სარგებლობდა
ე.წ. დაქირავებული ჯარით, რომელიც ერთგვარად საშიში იყო როგორც მტრისთვის, ასევე თვით
საფრანგეთისათვის. მეფე მუდმივი სამეფო ჯარის შექმნის აუცილებლობას, რომელის
განკარგულებას ნებისმიერ დროს შესძლებდა, კარგად გრძნობდა. მეფემ გენერალური
შტატებისაგან ჯარის შენახვაზე მუდმივი ბეგარის შემოღებას მიაღწია.

მუდმივი ჯარისა და მუდმივი გადასახადების შემოღებით სამეფო ხელისუფლება


გენერალურ შტატებზე ნაკლებად დამოკიდებული აღმოჩნდა, რაც თავის მხრივ მომავალში
თავადაზნაურობის დამოუკიდებლობის შესაძლებლობებს ზღუდავდა. ასე რომ, ციხე-
სიმაგრეების აგების ან შეკეთებისათვის ამიერიდან მეფის სანქცია იყო საჭირო.

გაძლიერებული ცენტრალუირი ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მოექცა ეკლესიაც. ძლიერ


სახელმწიფოსა და მტკიცე ხელისუფლებას არ შეეძლო, რომ პაპის ტახტისათვის საფრანგეთის
ეკლესიის განკარგა დაეშვა. 1438 წლის 7 ივნისს ქალაქ ბურჟში მოიწვიეს საეკლესიო კრება,
რომელმაც მოიწონა ე.წ. “პრაგმატული სანქცია”. ამ სანქციით საფრანგეთის საზღვრებში
მნიშვნელოვნად შეიზღუდა პაპის ხელისუფლება.

ამასობაში ინგლისელებმა ნელ-ნელა საფრანგეთში ყველა დაპყრობილი ტერიტორია


დაკარგეს. 1453 წელს საომარი მოქმედებები შეწყდა. ეს ომი საფრანგეთიდან ინგლისელების
განდევნით დასრულდა. მათ ერთადერთი პორტი კალე, რომელიც ინგლისიდან 34 კმ-ზე
მდებარეობს 1559 წლამდე შეინარჩუნეს.

You might also like