You are on page 1of 13

ალექსანდრე ჭავჭავაძე

თამთა კვარაცხელია

2020
ბიოგრაფია

ალექსანდრე ჭავჭავაძედაიბადა 1786 წ. პეტერბურგში. 9


წლის ალექსანდრე მიაბარეს ბამანის პანსიონში,
სადაც 1799 წლამდე დაჰყო. აქ მან შეისწავლა რუსული,
ფრანგული და გერმანული ენები. მამამისი, გარსევან
ჭავჭავაძე, დიპლომატი იყო. მან მოაწერა ხელი საქართველოს
მხრიდან 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს. ალექსანდრე
ჭავჭავაძის ნათლია იყო იმპერატრიცა ეკატერინე მეორე.
ალექსანდრე ჭავჭავაძე
ალექსანდრე ჭავჭავაძე მდიდარი მემამულე იყო, მისი
სახლ-მუზეუმი დიდი პოპულარულობით სარგებლობს
ყვარელში
სამხედრო კარიერა
• 1808 წ. ალ. ჭავჭავაძემ დაამთავრა პაჟთა კორპუსი და იმავე წლის 19
დეკემბერს მიიღო პოდპორუჩიკობა.
• პაჟთა კორპუსის დამთავრების შემდეგ ალ. ჭავჭავაძე დიდ სამხედრო
ოპერაციებში მონაწილეობს. 1811 წ. იგი პორუჩიკი გახდა.
• 1811 წ. გენერალ-ლეიტენანტ მარკიზ პაულიჩის ადიუტანტია, რომლის
ბრძანებით 1812 წ. თებერვალში მას გზავნიან კახეთში –
სიღნაღისა და თელავის მაზრებში კახეთის გლეხთა აჯანყების ჩამხშობ
ექსპედიციაში.
• 1813 წ. 21 სექტემბრიდან 1814 წ. 6 ივლისამდე ალ. ჭავჭავაძე მონაწილეობს
სამამულო ომში. იგი ახლდა მთავარსარდალ ბარკლაი დე ტოლის.
ბრძოლებში წარჩინებისათვის, რუსეთის არმიის პარიზში შესვლამდე, ალ.
ჭავჭავაძე ბევრ მაღალ ჯილდოს იმსახურებს: წმ. ანას ორდენს II ხარისხის
ნიშნით, ოქროს ხმალს წარწერით ¨გულადობისათვის¨ და სხვ. მისი
უმაღლესი ჯილდო იყო საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი.
თითქმის ერთი წელი დასავლეთ ევროპაში მოქმედ არმიაში იყო. იქ იგი
უშუალოდ გაეცნო ფრანგ ხალხს, მის უმაღლეს კულტურას. 1815 წ. ორ
თვეზე მეტ ხანს იგი საფრანგეთში, უმთავრესად პარიზში, იმყოფებოდა.
• ალექსანდრე ჭავჭავაძე გახდა რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი
ბრძოლა თავისუფლებისთვის
1804 წ. 14 სექტემბერს ალექსანდრე ჭავჭავაძე
შეუერთდა მთიელთა აჯანყებას, რომელსაც
სათავეში ედგა ფარნავაზ ბატონიშვილი; მეფის
რუსეთის ჯარებმა აჯანყება სწრაფად ჩაახშეს და
მისი მეთაურები სასტიკად დასაჯეს. ალ. ჭავჭავაძე
თბილისის საპყრობილეში
მოათავსეს ; 1805 წლის 11 ნოემბერს იგი ტამბოვში
გადაასახლეს 3 წლით.
1832 წლის შეთქმულების გამოაშკარავების შემდეგ
მას 4 წლით ტამბოვში გადასახლება მიუსაჯეს,
თუმცა მალე გაათავისუფლეს ”წარსულში
დამსახურებისთვის”.
ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილები
ალექსანდრე ჭავჭავაძე და სალომე ორბელიანი 1812 წელს
დაქორწინდნენ. მათ ოთხი შვილი შეეძინათ – სამი ქალი (ნინო,
ეკატერინე და სოფიო) და ერთი ვაჟი (დავითი). ალექსანდრე
ჭავჭავაძეს ოთხი შვილი, 14 შვილიშვილი და 31 შვილთაშვილი
ჰყავდა. უფროსი ქალიშვილი ნინო ჭავჭავაძე ცნობილი რუსი
დიპლომატისა და პოეტის ალექსანდრე გრიბოედოვის მეუღლე
იყო, მეორე - ეკატერინე ჭავჭავაძე სამეგრელოს უკანასკნელი
მთავრის დავით დადიანის მეუღლე, ვაჟი - დავითი რუსეთის
საიმპერატორო სამხედრო სამსახურში გენერალ-მაიორი გახდა.
მისი მეუღლე, ანა ბაგრატიონი, საქართველოს უკანასკნელი
მეფის გიორგი XII შვილიშვილი იყო. ალექსანდრეს უმცროსი
ქალიშვილი სოფიო ჭავჭავაძე ცოლად გაჰყვა კავკასიის
სასწავლო ოლქის უფროსს ბარონ ალექსანდრე ნიკოლაის.
ალექსანდრე ჭავაჭავაძის სალონი
სალონის ,,ვარდები“
სალონური ცხოვრება
სტუმართმოყვარეობით განთქმული ალ.
ჭავჭავაძის ოჯახი მაშინდელი
საქართველოს მოწინავე აზრისა და
კულტურის ერთ-ერთი მთავარი კერაც იყო.
რუსეთისა და დასავლეთ ევროპის ბევრი
გამოჩენილი მოღვაწე, რომლებსაც
საქართველოში ყოფნა უხდებოდათ,
უპირველეს ყოვლისა, ალ. ჭავჭავაძის
სახლში ეცნობოდნენ ქართველი ერის
ისტორიასა და მწერლობას.
სალონური ცხოვრება
აქ იკრიბებოდა იმდროინდელი თბილისის
მოწინავე საზოგადოება, აქ განიხილავდნენ
კულტურის სიახლეებს, კითხულობდნენ
ახალ ლექსებს, აქ წაიკითხეს თავიანთი
ლექსები ნიკოლოზ ბარათაშვილმა და
გრიგოლ ორბელიანმა
ალექსანდრე ჭავჭავაძე-
ბიზნესმენი
• ალექსანდრე კარგი მეურნეც იყო, ხელს უწყობდა მევენახეობის
განვითარებას, შემოჰქონდა ვაზის ახალი ჯიშები წინანდალში,
მუკუზანსა და ნაფარეულში. 1835 წელს, 20 წლის ვადით, ბანკიდან
1 მილიონი მანეთი ისესხა მამულების გასაუმჯობესებლად –
მოაწყო არყის სახდელები, გახსნა ღვინის სარდაფები თბილისსა
და სტავროპოლში. აწარმოებდა მოლაპარაკებას ალავერდის
სპილენძის ქარხანასთან 6 000 ფუთი სპილენძის შეძენის თაობაზე
არყის სახდელი ქარხნისათვის.
• წინანდალსა და მის შემოგარენში თავადი ჭავჭავაძის ზვრები 90
ჰექტარზე იყო გაშენებული. ყოველ ვენახთან ცალკე მომცრო
მარანი და მეზვრეებისათვის სახლი იყო აშენებული. მის
მეურნეობაში წყლის 15 წისქვილი და აგურის ქარხანაც
მუშაობდა. ქართული ვაზის ჯიშებიდან – რქაწითელი, საფერავი,
მწვანე, ხიხვი – სანაქებო ღვინოს ამზადებდა. მამულებიდან
წლიურად 6 000 მანეთზე მეტ მოსავალს იღებდა და მეურნეობის
გაფართოებასა და განვითარებისათვის დიდ თანხებს აბანდებდა.
ალექსანდრე ჭავჭავაძე-
ბიზნესმენი
ალექსანდრე ჭავჭავაძე იყო პირველი, ვინც გააშენა
ვენახი, გონივრულად მიუდგა და დაგეგმა. როგორც
გადმოგვცემენ, იმდროინდელი მასშტაბით დიდი
მარანი ააშენა წინანდალში. ალექსანდრე ჭავჭავაძის
წამოწყებული საქმე მისმა შვილმა გააგრძელა. ხოლო
XIX საუკუნის 80-იან წლებში ალექსანდრე ჭავჭავაძის 9
მთელი მამული იმპერატორის საკუთრებაში გადავიდა.
რასაც მოჰყვა 80–იან წლებში მარანის უფრო
გააფართოვება, უცხოეთიდან სპეციალისტები
ჩამოიყვანეს და განავითარეს. ღვინო წინანდალი,
მუკუზანისა და ნაფარეულის წარმოება ალექსანდრე
ჭავჭავაძემ 30-ინი წლებიდან დაიწყო. რაც მთავარი და
მნიშვნელოვანია ალექსანდრე ჭავჭავაძის საქმე
გაგრძელდა და ეს ღვინოები დღესაც არსებობს.
ალექსანდრე ჭავჭავაძე-
ბიზნესმენი
ალექსანდრე ჭავჭავაძემ პირველად
საქართველოს ისტორიაში წინანდალში
ბოთლში ჩამოასხა ევროპული წესით
დამზადებული ქართული ღვინო. რის
შემდეგაც საქართველოში ევროპულად
დამზადებული ღვინის წარმოებას ჩაეყარა
საფუძველი.

You might also like