You are on page 1of 5

ანტონიო მაჩადო

ანტონიო სიპრიანო ხოსე მარია ი ფრანსისკო დე სანტა ანა მაჩადო ი რუისი


(Antonio Cipriano José María y Francisco de Santa Ana Machado y Ruiz) – ესპანელი
პოეტი, დრამატურგი, ესეისტი.
დაიბადა 1875 წლის 26 ივლისს ესპანეთში, კერძოდ სევილიაში. მისი მამა იყო
ცნობილი შემგროვებელი და გამომცემელი ხალხური სიმღერების, თქმულებებისა და
გამონათქვამების. ბაბუა იყო პირინეის ნახევარკუნძულის პრეისტორიული ძეგლების
კვლევის საფუძველ ჩამყრელი. 1883 წელს ოჯახი მადრიდში გადავიდა
საცხოვრებლად. სწვალობდა Institución Libre de Enseñanza (უფასო
სასწავლებელში).
სწორედ იქ აღმოაჩინა ლიტერატურისადმი სიყვარული, მაგრამ გაჭირვების გამო
არაერთხელ მოუხდა სხვადასხვა სამუშაოზე დათანხმება. ის მსახიობადაც კი
მუშაობდა. 1899 წელს ის ძმასთან ერთად წავიდა საფრანგეთში , პარიზში,
მთარგმნელად სამუშაოდ. სწორედ ამ დროს გაიცნო და დაუახლოვდა ისეთ
პიროვნებებს როგორებიც იყვნენ Jean Moréas, Paul Fort and Paul Verlaine, რუბენ
დარიო (Ruben Dario) და ოსკარ უაილდი (Oscar Wilde) ამ დროს მიიღი საბოლოო
გადაწყვეტილება რომ თავისი ცხოვრება მიეძღვნა პოეზიისთვის.
მაჩადომ, ჟურნალში ლექსების რეგულარულად გამოცემა დაიწყო 1902 წლიდან.
სწორედ მაშინ გაიცნო მან ესპანურ ენოვანი „მოდერნიზმის“ ლიდერი, რუბენ დარიო.
მისი ლექსების პირველი კრებული გამოიცა 1903 წელს.
1907 წელს მას სორიაში შესთავაზეს სკოლაში ფრანგულის მასწავლებლობა. სწორედ
აქ გაიცნო თავისი მომავალი მეუღე ლეონორ ისკიერდო (Leonor Izquierdo) ( იმ
სახლის მეპატრონის შვილი სადაც ანტონიო ცხოვრობდა ) ისინი 1909 წელს
დაქორწინდნენ. ანტონიო 34 წლის იყო, ხოლო ლეონორა 16. 1911 წელს
საცხოვრებლად პარიზში გადავიდნენ სადაც მაჩადო ფილოსოფიას სწავლობდა,
მაგრამ ზაფხულში ლეონორას ტუბერკოლიოზის დიაგნოზი დაუსვეს და ისინი
ესპანეთში დაბრუნდნენ. 1912 წლის 1 აგვისტოს მაჩადოს მეუღლე გარდაიცვალა.
ამის შემდეგ პოეტმა გადაწყვიტა საბოლოოდ დაეტოვებინა ის ქალაქი რომელიც მისი
შთაგონების წყარო იყო და არსდროს დაბრუნებულიყო იქ. ის საცხოვრებლად
ანდალუზიაში გადავიდა 1919 წლამდე. მან იქ არაერთი ლექსი დაწერა, რომელიც
ცოლის სიკვდილისადმი იყო მიძღვნილი. ასევე აღსანიშნავია მისი წერის სტილის
ცვლილებაც, მისი ლექსები უფრო მარტივი გახდა რაც შემდგომში მას სხვა
ავტორებისგან გამოარჩევდა.

1919 წლიდან 1931 წლამდე ის სეგოვიას უნივერსიტეტში (Instituto de Segovia)


ფრანგულის პროფესორად მუშაობდა. ის იქ იმისთვის გადავიდა რომ ახლოს
ყოფილიყო თავის ძმა მანუელთან . ისინი ერთად მუშაობდნენ სხვადასხვა
თეატრალურ დადგმებზე, რომლებმაც დიდი პოპულარობა მოუტანეს. მას იქ ასევე
ჰყავდა საყვარელი პილარ ვალდერამა (Pilar Valderrama), გათხოვილი ქალი, სამი
შვილით.
1927 ანტონიო აირჩიეს „სამეფო აკადემია“ –ში.
1932 წელს ის გახდა "Instituto Calderón de la Barca"–ს პროფესორი.
სამოქალაქო ომის დროს ის მხარს უჭერდა რესპუბლიკელებს.
როდესაც ფრანცისკო ფრანკომ 1936 წლის ივლისში გადატრიალება დაიწყო,
ესპანეთის სამოქალაქო ომის დასაწყისისას ,მაჩადო მადრიდში იმყოფებოდა. ის
ევაკუირებული იქნა თავის მოხუც დედასა და ბიძასთან ერთად ვალენსიაში, შემდეგ
კი ბარსელონაში 1938 წელს. მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ მიეცათ
გადაადგილების საშუალება. ის 1939 წლის 22 თებერვალს გარდაიცვალა , დედამისის
გარდაცვალებამდე 3 დღით ადრე.

ანტონიო მაჩადო „1898 წლის თაობის“ (Generación del 98) ერთ–ერთი გამორჩეული
პოეტი იყო . 1898 wels espaneTSi samgloviaro zarma Camokra kolonialur
politikaSi. man dakarga bolo kolonia kuba da moazrovneni cdilobdnen
epovnaT literaturaSi dekadensidan Tavis daRwevis gza. 2 tendencia gamoiyo.
erTi cdilobdnen dabrunebodnen oqros saukunes. liberalebi cdilobdnen
gamosavali evropaSi epovnaT. espaneTi daubrunda literaturul arenas. „98
Taobis“ mwerlebma zurgi aqcies 19 saukunis espaneTs, romelic miiCnies
zedapirulad da oratoruli xasiaTis.

პირველი ლექსები გამოუშვა 1901 წელს ჟურნალ „ელექტრა“–ში. პირველი წიგნი


„Soledades“ 1903 წელს გამოვიდა. წლების განმავლობაში მან თავის პირველ
კრებულს რამდენიმე ლექსი მიუმატა, რამდენიმეც დააკლო და 1907 წელს გამოვიდა
მეორე წიგნი სახელად „Soledades. Galerías. Otros poemas“.
1912 წელს გამოვიდა მეორე წიგნი სახელწოდებით–Campos de Castilla .
1917 წელს Poesías completas
1924 წელს Nuevas canciones
1936 წელს Poesías completas წიგნის საბოლოო ვარიანტი
და ბოლო წიგნი 1936 წელს Juan de Mairena

ლექსი :

Noche de verano ზაფხულის ღამე


es una hermosa noche de verano. მშვენიერია ზაფხულის ღამე..
tienen las altas casac, სოფელი ძველი,
abiertos los balcones მოგრძო სახლები,აივნები
del viejo pueblo ala anchurosa plaza. ფრიალა,ვრცელი,
en el amplio rectangulo disierto, ფართოდ გაშლილი მოედანი
bancos de piedra, უკაცრიელი..
evonimos y acacias თეთრ ქვიშაზე მოხაზული შავი
simetricos dibujan ჩრდილები-
sus negras sombras en la arena blanca. ეონიმუსის,
en el cenit la luna ქვის სკამების,აკაციების.
y en la torre ზენიტი მთვარის,
la esfera del reloj iluminada. კოშკის ტანზე კი
yo en este viejo pueblo ციფერბლატის შუქის ციალი
paseando como un fantasma.. და მე.. სოფელში აჩრდილივით
/Antonio Machado/ მოხეტიალე.
თარგმანი: ნინო ჭინჭარაული

ანტონიო მაჩადოს გამონათქვამები:

„ არ არსებობს მანკიერება, რაც თავად (ესპანეთს) არ გააჩნდეს და არ არსებობს


ტანჯვა, რაც თავად არ განეცადოს ადამიანს. აზრთა ასეთი მდინარება
პატიოსანიცაა,
გულწრფელიც და ღრმად ადამიანურიც. გთხოვთ, სიცოცხლის ბოლომდე
გახსოვდეთ ეს და ერთგულად იცავდეთ „

„ დიდი ფილოსოფოსები – პოეტები, რომლებსაც სჯერათ თავიანთი პოემების “

„ გქონდეთ თვალები ღია, იმისათვის, რომ ნახოთ მსოფლიო ისეთი, როგირიც არის.
გაახილეთ უფრო, იმისთვის, რომ ვნახოთ მსოფლიო უფრო სხვა, ვიდრე ის არის და
გაახილეთ ის უფრო ფართოდ, რომ ვნახოთ მსოფლიო იმაზე კარგი, ვიდრე ის არის. “

"ოცნება მხოლოდ ფხიზელი მწამს, ჩვენ არ უნდა ვქმნიდეთ რაღაც განსაკუთრებულ


სამყაროს, სადაც ეგოისტურად დავტკბებოდით ჩვენივე საკუთარი თავით, არ უნდა
ვქმნიდეთ განსაკუთრებულ ცხოვრებას, სხვათათვის რომ მიუწვდომელი
იქნებოდა..."

"დადგა დრო, ან შეიძლება ჯერ არ წასულა დრო, როცა ჩვენ, ესპანელებმა


საფუძვლიანად უნდა გამოვიკვლიოთ ჩვენი შემეცნება, საით მივდივართ? საით
მივდიოდით? ამ კითხვებს კი ასეთი კითხვაც მოსდევს: ვისთან ერთად მივდივართ?
ვინ გახდება მომავალში ჩვენი თანამგზავრი ისტორიის გზაზე?.."

"...გაიყიდა ესპანეთი, ხარბი გადამთიელები დაეპატრონებიან ცას, მიწას და წიაღს


მისას. სულ ერთიანად გაიყიდა... ჩვენი რეაქციონერების ტრაგიკული ფუქსავატობის
წყალობით. ჭეშმარიტად რომ მწირია მოღალატის გასამრჯელო, თუ მას შევადარებთ
გაწეულ რისკსა და ამ ბოროტების შემაძრწუნებელ შედეგებს..."

„ რათქმაუნდა, საუკეთესო ესპანელი პოეტი არის ანტონიო მაჩადო და არა ლორკა.


სამწუხაროდ ანტონიო ნიუ–იორკში არ ყოფილა. ძალიან სამწუხაროა.“
– იოსეფ ბროდსკი

"არასდროს უძებნია სახელი და დიდება. მეოცნებე, ფილოსოფოსი, განდეგილი,


მარტოობასთან შეხმატკბილებული, სიტყვაძუნწი, დაღუპული სიყვარულის
მომღერალი, პროვინციის თავმდაბალი მასწავლებელი, მუდამ ძველმოდურად
ჩაცმულ-დახურული, დაღვრემილი... ნელა დაუყვებოდა ქუჩას ფიქრებში ჩაფლული,
მთვარეულივით მიაბიჯებდა, გეგონებოდათ სადღაც სხვაგან იყო, ვერ ამჩნევდა ვერც
მშვენიერ დილას, ვერც ქუჩას, არ ესმოდა ჩიტების ჟივილ-ხივილი",
- ანტონიო მაჩადოს ეს პორტრეტი დაგვიხატა რაფაელ ალბერტიმ

You might also like