You are on page 1of 3

პარაგრაფი 33

ბექა-აღბუღას სამართლის წიგნი

ბექა-აღბუღას სამართლის წიგნის მნიშვნელობა დიდია ქართული სამართლის


ისტორიისათვის. სამართის წიგნის პირველი 65 მუხლი ბექა მანდატურთუხუცესს
ეკუთვნის, ხოლო ხსენებულიდან 98-ე მუხლამდე - აღბუღას. მკვლევართა აზრით
ბექა მანდატურთუხუცესი მოღვაწეობდა 1285-1325 წლებში, ხოლო აღბუღას
სამართლის წიგნი ახალი მუხლებით უნდა შეევსო 1381-1386 წლებში. ხსენებულ
სამართლის წიგნში გვხვდება პირველად „ჯერი“ ფიცის მნიშვნელბით, „ალაგას წესი“
და „გვარის წესი“ შესაბამისად ტერიტორიული თემისა და საგვარეულო თემისათვის
დამახასიათებელი სამართლებრივი ნორმების მნიშვნელობით.

პარაგრაფი 34

ვახტანგ მეექვსის განკარგულებით შედგენილი სამართლის წიგნების კრებული

ვახტანგ მეფის სამართლის წიგნი და ვახტანგ მეექვსის განკარგულებითვე


შედგენილი მთელი კრებული 1704-1709 წლებს განეკუთვნება. ამ დროს ვახტანგი
გიორგი მე-11-ს ნაცვლად ქართლს გამგებლობდა.

ვახტანგ მეექვსის განკარგულებით შედგენილი სამართლის წიგნების კრებული


იხსნებოდა მოსეს სამართლით. ის ამოღებულია ბიბლიის იმ ნაწილიდან, რომელსაც
„მეორე სჯულისა“ ეწოდება და რომელიც ქრისტიანულ ქვეყნებში დიდი
ავტორიტეტით სარგებლობდა. ვახტანგ მეექვსის განკარგულებით შედგენილ
სამართლის წიგნთა კრებულში მეორე ნაწილად მოთავსებული იყო „სამართლის
ბერძნული“, რომელიც 418 მუხლისგან შედგებოდა.

მათე ელასტარი და კონსტანტინე არმენოპულო მე-14 საუკუნეში მცხოვრები


სამართალმცოდნეები იყვნენ. მათ მიერ შედგენილ სამართლის წიგნებს გვიანი შუა
საუკუნეების მართმადიდებლურ ქვეყნებში იყენებდნენ.

ვახტანგ მეექვსის განკარგულებით შედგენილ სამართლის წიგნთა კრებულში


მესამე ნაწილად მოთავსებულია სომხური სამართალი, რომელიც ქართულად არის
ნათარგმნი. როგორც ჩანს, სამართლის წიგნის ქართულად მთარგმნელმა არ იცოდა
იმის შესახებ, რომ სომხური სამართლის დედანი ორი სხვადასხვა ნაწილისგან
შედგებოდა: სირიულ-რომაული სამართლისაგან და მე-12 საუკუნეში შედგენილი
მხითარ გოშის სამართლისაგან.

1
პარაგრაფი 36

ვახტანგ მეექვსის სამართლის წიგნი (1704-1709)

ვახტანგ მეექსვის სამართლის წიგნი შედგენილია დაახლოებით 1704-1709 წლებში.


ამ დროს ვახტანგი საქართველოს ჯანიშინი და გამგებელია. მისი სამართლის წიგნის
შესავალში მეფედ იხსენიება გიორგი მეთერთმეტე. ვახტანგ მეექვსის სამართლის
წიგნი თავდაპირველად 204 მუხლისგან შედგებოდა. საბოლოო სახით იგი შედგება
270 მუხლისაგან. ვახტანგ მეექვსის განკარგულებით შედგენილი სამართლის
წიგნების კრებული შედგებოდა შვიდი სამართლის წიგნისაგან. აქედან სამი
უცხოური წარმოშობის იყო, ოთხი კი ქართული წარმოშობის. ცხადია, ყველაზე
დიდი მნიშვნელობა საკუთრივ ვახტანგ მეექვსის სამართლის წიგნს - „სამართალს
ბატონიშვილ ვახტანგისას“ ენიჭებოდა.

ვახტანგ მეექვსის სამართლის წიგნმა მეთვრამეტე საუკუნის საქართველოში დიდი


აღიარება მოიპოვა. მას სასამართლოები იყენებდნენ. დამამტკიცებელ საბუთებად
სამართლის წიგნში აღიარებულია შანთი, მდუღარე და ხმალი (სასამართლო
დუელი). ვახტანგ მეექვსის სამართლის წიგნში მოცემულია განზრახვისა და აგრეთვე
არაგანზახვითი მოქმედების დიფერენცირება. სამართლის წიგნმა იცის როგორც
გაუფრთხილებლობის ცნება, ისე შემთხვევაც.

ქართულ სამართალს შეთვისებული ჰქონდა შეხედულება, რომლის თანახმადაც


სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დადგენის დროს სასამართლოს უნდა
გამოერკვია არა მარტო დამნაშავის მოქმედებით მიყენებული ზიანი, არამედ აგრეთვე
ის სუბიექტური განწყობილებაც, რომელიც ჩადენილ მოქმედებაში გამოაშკარავდა.
ქართული სამართალი იცნობდა განზრახვასა და გაუფრთხილებლობას -
ბრალეულობის ორ ძირითად ფორმას - და სხვადასხვა იურიდიულ შედეგებს
უკავშირებდა მათ.

პარაგრაფი 37

დასტურლამალი

„დასტურლამალი“ ქართული სამართლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი


ძეგლია. მისი სახელწოდება არაბულ-სპარსულია. მასში გარკვევით არის
გადმოცემული ქართლის სამეფოს ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის
წესდებულება, მოხელეთა ფუნქციებისა და უფლებამოვალეობების დახასიათება.
„დასტურლამალი“ შედგენილია ვახტანგ მეექვსის მიერ 1707-1709 წლებში. ირკვევა,

2
რომ მასში შესული საკანონმდებლო მასალების გარკვეული ნაწილი ვახტანგ მეექვსეს
არ ეუთვნის.

ცნობილია, რომ „დასტურლამალი“ ორი ნაწილისგან შედგება: სამეფო


„დასტურლამალისა“ და სადედოფლო „დასტურლამალისაგან“. სადედოფლო
„დასტურლამალი“ გიორგი მეთერთმეტის შედგენილად ითვლება მეჩვიდმეტე
საუკუნის ოთხმოციან წლებში.

„ხელმწიფის კარის გარიგება“, „დასტურლამალი“ და „მეფის კურთხევის წესი“


გვიჩვენებს, რომ საქართველოს სახელმწიფო წყობილება ისევე, როგორც
საზოგადოებრივი წყობილება, განვითარებისუნარიანი იყო. „დასტურლამალის“
შედგენის წლებში საქართველო დაშლილი იყო სამეფო სამთავროებად.
„დასტურლამალში“ ირანის შაჰი ხელმწიფედ იხსენიება, ხოლო ქართლის მეფე კი -
ბატონად. იგულისხმება, რომ ბატონი ხელმწიფის მიმართ ვასალურ
დამოკიდებულებაშია.

ნადიმობა მარტო ლხინსა და დროსტარება არ ნიშნავდა. ნადიმობა სახელმწიფო


მოღვაწეობასაც გულისხმობდა და ამიტომაც მას მდივანი აუცილებლად უნდა
დასწრებოდა.

„დასტურლამალში“ სულ 62 კარია. 31-ე კარში საუბარია ეკლესიისა და მისი


მოხელეების შესახებ, 47-ე კარში საუბარია სახლთუხუცესის სარგოს შესახებ და ა.შ.
„დასტურლამალში“ მოცემულია ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის
აპარატის მოხელეების მოკლე დახასიათება. მოხელეთა მოთავეა სახლთუხუცესი.
საპოლიციო სამსახურის მოხელეები არიან: ეშიკ-აღასბაში, ბოქაულშუხუცესი და ა.შ.
აგრეთვე იხსენიება სასამართლო მოხელეებოს: მდივანბეგი, მდივანი და ა.შ.

„დასტურლამალში“ ხევისთავის თანამდებობაა გათვალისწინებული. ევალებოდა


წელიწადში ერთხელ ჩამოევლო მისდამი რწმუნებული სოფლები და ზომები მიეღო
ქუდების გამოსავლენად და დასასჯელად. „დასტურლამალში“ მნიშვნელოვანი
ცნობებია დაცული ქალაქის მმართველობის შესახებ. ქალაქის მმართველ-მოურავს
გააჩნდა როგორც ადმინისტრაციული, ასევე სასამართლო ფუნქციები.

You might also like