You are on page 1of 3

პარაგრაფი 12

სამოქალაქო სამართალი

სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიამ იცის შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ


სახელმწიფოში სამოქალაქო სამართალი მაღალგანვითარებულია, ხოლო სისხლის
სამართალი მეტ-ნაკლებად ჩამორჩენილი. ძველი რომაული სამოქალაქო სამართალი
მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული იყო თავისი
დროისათვის. საქართველო მრავალი საუკუნის განმავლობაში ცხოვრობდა
ბერძნულ-რომაული კულტურული სამყაროს არეალში. რომისა და ბიზანტიის
სამოქალაქო სამართალი სხვადასხვა დროს გავლენას ახდენდა ქართულ
სამართალზე. ძველი ქართული სამართალი, როგორც ე.წ „ხალხთა სამართლის“ ერთ-
ერთი ნაწილი შეძლებისამებრ გავლენას ახდენდა რომის სამოქალაქო სამართალზეც.

ნივთების კლასიფიკაცია ქართულ სამართალში თანდათან ყალიბდება, როგორც


უძრავი, მოძრავი და თვითმრვადი („მამული“, „საქონელი“). საქართველო იყო
მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ქვეყანა. ვენახი და ხეხილი
ნაყოფს მრავალი წლის შემდეგ იძლევა. ამიტომ მიწაზე კერძო საკუთრების იდეის
წარმოშობა აქ შედარებით ადვილი იყო. ადამიანი, რომელიც მრავალი წელი უცდიდა
თავისი ნაშრომ-ნაღვაწიდან ნაყოფის მიღებას, უფრო ადრე ხდებოდა კერძო
საკუთრების იდეით გამსჭვალული, ვიდრე ის ინდივიდი, რომელიც ერთწლიანი
სასოფლო-სამეურნეო კულტურის მოყვანით იყო დაკავებული.

თავდაპირველად უნდა ყოფილიყო საერთო-საგვარეულო საკუთრება ადგილ-


მამულზე, რომელიც თანდათან უნდა შეეცვალა დიდი ოჯახების საკუთრებას, ხოლო
ეს უკანასკნელი კი ინდივიდუალურ ანუ კერძო საკუთრებას. ცხადია, კერძო
საკუთრება თავდაპირველად მოძრავ ქონებაზე გაჩნდებოდა. კერძო საკუთრების
საგანი იქნებოდა აგრეთვე პირუტყვი. რაც შეეხება ადგილ-მამულს, კერძო საკუთრება
აქ პირველად განვითარდებოდა სასახლკარო ნაკვეთზე, ეზოზე.

ძველ ქართილ ენაზე „მონაგები“ ნიშნავდა საერთო ქონებას. მონაგებში


იგულისხმებოდა ისეთი ქონება, რომლის გაყიდვის უფლებაც მეპატრონეს გააჩნდა.
ძველი ქართული ენის წიაღში ვხვდებით - „პოვნიერ“-ს, მფლობელის, პატრონის,
მესაკუთრის მნიშვნელობით.

ანტიკურ საქართელოში გავრცელებული ყოფილა სატაძრო მეურნეობები.


არსებობდა რა თქმა უნდა სატაძრო საკუთრებაც. ტაძარსა და მეთემეს შორის
მყარდებოდა საკუთრებითი ურთიერთობა - „განჩემებითი ურთიერთობა“ .

1
სახელმწიფო, რა თქმა უნდა გადასახადის გარეშე ვერ იარსებებდა. გადასახადს
თავდაპირველად ნატურალური სახე უნდა ჰქონოდა. ნიკორწმინდის დაწერილის
მიხედვით საქართველოში ხშირი იყო მიწის ყიდვა-გაყიდვა. მიწას ყიდდა გლეხიც
და არ არის გასაკვირი, რომ აქ იხმარება გამოთქმა „გავისაკუთრე“ . მე10-მე12
საუკუნეებში ქართული სამოქალაქო სამართალი განვითარების საკმაოდ მაღალ
დონეზე იდგა.

პარაგრაფი 13

გირავნობა

ძველი ქართული ენის დონეზე გირაოს აღმნიშვნელ ტერმინად „წინდი“ მოჩანს.


წინდი გირაოს მნიშვნელობით იხმარება პეტრიწონის ქართველთა მონასტრის
ტიპიკონის ქართულ რედაქციაში. გირავნობის და ნასყიდობის აღრევა
პატრიარქალურ-ფეოდალური ქვეყნებისათვის თითქმის ყველგან იყო
დამახასიათებელი.

„ფედუციური გაყიდვის“ არსი იმაში მდგომარეობდა, რომ არსებული ვალის


უზრუნველსაყოფად მოვალე (დებიტორი) მევალეს (კრედიტორს) გადასცემდა მთელ
თავის ქონებას ან მის გარკვეულ ნაწილს, გააფორმებდა ამ გადაცემას, როგორც
გაყიდვას. ფიდუციური გაყიდვა იყო არა უბრალოდ გაყიდვა, არამედ მინდობილი
გაყიდვის აქტი.

დაგირავებული ყანა, ვენახი თუ სახლი გადიოდა კრედიტორის ფაქტობრივ


მფლობელობასა და სარგებლობაში, სანამდე დებიტორი ვალს არ გადაიხდიდა. შუა
კაცები წყვეტდნენ, რა მოცულობით უნდა „ეჭამა“ დებიტორის ადგილ-მამული
კრედიტორს. დებიტორის მამულის სამოცი წლის განმავლობაში სარგებლობა (ჭამა)
კრედიტორის წინაშე დებიტორის ვალს აქარწყლებდა.

დასავლეთ ევროპის ქვეყნების ფეოდალური სამართალი, აგრეთვე ძველი რუსეთის


სამართალიც მეტ-ნაკლებად შეიცავდა ვალდებულებითი სამართლის ნორმებს.
ვალდებულებითი სამართლის ინსტიტუტებში კარგად ჩანს, თუ რა დონეზეა
განვითარებული სასაქონლო-ფულადი მეურნეობა ამა თუ იმ ქვეყანაში, ბატონობს
მასში კერძო სამართლებრივი თუ სახელმწიფო მეურნეობრივი - საჯარო
სამართლებრივი საწყისები. ქართული ვალდებულებითი სამართლის ხუთი
ინსტიტუტი - ქონების ქირავნობა, პირადი ქირავნობა, ნაჩუქრობა, ქონებით

2
უსასყიდლო სარგებლობა და სამიდღეშიო რჩენის ხელშეკრულება შესწავლილი აქვს
ი.ფუტკარაძეს.

ქირავნობას ძველი ქართული ენის დონეზე „მიზდი“ ერქვა. გვიანი შუა


საუკუნეების საბუთებში ჩანს უმეტესად „ქირა“. მესაკუთრე უფლებამოსილი იყო
გაექირავებინა საკუთარი ნივთი. ნივთის გაქირავების უფლებამოსილება გააჩნდა
მოგირავნესაც. კრედიტორი, რომელმაც გირაოდ ხელთ იგდო დუქანი ან
საცხოვრებელი სახლი, მათ ქირით გასცემდა, აქირავებდა. გაქირავებულ ნივთს თუ
რაიმე გადასახადი ედო, მას გამქირავებელი იხდიდა. ნაქირავები კაცი თუ სამუშაოს
შესრულების პროცესში მოკვდებოდა, დამქირავებელი ამისთვის პასუხს არ აგებდა,
იმიტომ რომ დაქირავებულმა „თავისი ქირისათვის“ გასწია რისკი.

ქართული ვალდებულებითი სამართალი იცნობდა „ნათხოვრობას“. მკვლევართა


აზრით ნათხოვრობის ხელშეკრულება მხოლოდ ნივთის გადაცემის შემდეგ
ითვლებოდა დადებულად. გამონაკლის შემთხვევებში შეიძლებოდა სასამართლოს
გამოეტანა გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც მხარეთა ნათხოვრობითი
ურთიერთობა ნივთის ფაქტობრივ გადაცემამდე წარმოიშობოდა: მესაკუთრეს
შეიძლებოდა დაკისრებოდა მიწის განათხოვრების ვალდებულება. თუ კაცი კაცს
„ინათხოვრებდა“ და ნათხოვარი კაცი არასაეჭვო ვითარებაში მოკვდებოდა,
მთხოვნელი პასუხს არ აგებდა.

ქართული ფეოდალური სამართალი იცნობდა ჩუქების ხელშეკრულებას. ჩუქების


ხელშეკრულების თანახმად ერთი მხარე უსასყიდლოდ გადასცემდა თავის ქონებას
საკუთრებაში მეორე მხარეს. „ახსნილი“ იყო ის, ვინც არაფრით არ იყო
დაკავშირებული სახელმწიფო აპარატთან, არც მის სამეურნეო და არც
საადმინისტრაციო ან პოლიტიკურ აპარატთან. მე-11 საუკუნის დოკუმენტში
„მოკიდება“ ნიშნავდა პირს, რომელიც მფარველობის ქვეშ იყო, მაგრამ მას გარკვეული
მოვალეობაც ეკისრებოდა იმის მიმართ, ვისაც „მოეკიდა“.

You might also like