You are on page 1of 3

სანივთო სამართლის ცნება და

მნიშვნელობა.სანივთო სამართლის პრინციპები


ქართული სამოქალაქო კოდექსი არ იძლევა სანივთო სამართლის ცნებას. თუმცა,
კოდექსში მოცემულია ცალკეულ სანივთო უფლებათა განსაზღვრებები. დოქტრინის
მიხედვით, სანივთო სამართალი წარმოადგენს იმ ნორმათა ერთობლიობას, რომელიც
აწესრიგებს პირთა ურთიერთობებს ნივთებთან. სანივთო სამართალი განსაზღვრავს
სასაქონლო სიკეთეებს ადამიანთა და იურიდიულ პირთა ბატონობის პირობებს. პირის
ნივთთან ურთიერთობა წარმოადგენს სანივთო სამართლის სუბსტანციას. სანივთო
სამართალი საბჭოთა წყობილების დამყარებისთანავე არ გამქრალა. სამოქალაქო კოდექსში
ზოგადი ნაწილის შემდეგ მოდიოდა სანივთო სამართალი. თანდათანობით კვდება სანივთო
სამართლი ისეთი ინსტიტუტები როგორებიცაა უზუფრუქტი,სერვიტუტი,აღნაგობა,იპოთეკა.
გირავნობა კი ვალდებულებით სამართალში თავსდება. საკუთრება ვიწროვდება და ასე ქრება
სამოქალაქო ბრუნვიდან სანივთო სამართალი. ახალ სამოქალაქო კოდექსამდე სანივთო
სამართალს საკუთრების ინსტიტუტის სახელი ჰქონდა შენარჩუნებული. ძველ საქართველოს
განვითარებული სანივთო სამართალი ჰქონია. იგი არ იყო სრულყოფილი მაგრამ თითქმის
ყველა სანივთო უფლება იყო მოწესრიგებული. საკუთრების ცნების გამომხატველი ტერმინი
ჩვენში ჯერ კიდევ ადრეფეოდალური ხანიდან დასტურდება. სანივთო სამართლის
სახელწოდებით კოდექსში მისი ასახვა იმისი მაუწყებელია რომ აქ ადგილი აქვს ქონებრივი
სამართლის სპეციფიკურ გამოვლინებასა და მოწესრიგებას. ამიტომაა რომ სანივთო
სამართალი იმავდროულად ქონებრივი სამართალიცაა. სანივთო სამართალი სამოქალაქო
კოდექსის განუყოფელი ნაწილია. დღეისთვის, სანივთო სამართალი გაფართოებულია
საჯარო-სამართლებრივი დებულებებით. სანივთო სამართალი არის მატერიალური
სამართალი და არა საპროცესო. სანივთო სამართალი ბევრი თავისებურებებით ხასიათდება
რომლებიც განასხვავებენ მას ვალდებულებითი სამართლისგან. ამ განსხვავებებს საფუძველი
ჯერ კიდევ რომის სამართალში ჩაეყარათ, როცა ერთმანეთისგან გაიმიჯნა სანივთო და
ვალდებულებით უფლებათა დაცვის საშუალებები. რომაელი იურისტების განმარტებით
მთავარი სანივთო უფლება როგორიცაა საკუთრება წარმოადგენს ნივთის მიმართ უშუალო
ბატონობის გამოვლინებას, მაშნ როცა ვალდებულება გულისხმობს არა იმას რომ ესა თუ ის
საგანი ჩვენი გავხადოთ არამედ იმას რომ სხვა გავხადოთ ჩვენთან დაკავშირებული, რათა მან
მოგვცეს ან შეასრულოს რაიმე. არსებობს იმდენი სანივთო უფლება რამდენიც კანონითაა
აღიარებული.ესენია: საკუთრება,სერვიტუტი,უზუფრუქტი,გირავნობა,იპოთეკა.
ვალდებულებითი სამართალი თავისუფალია ასეთი ფორმულირებისგან. ამ
მიზეზებისდაგამო თანამედროვე დოქტრინაში სერიოზულად დგას საკითხი
ვალდებულებით სამართალზე სანივთოს გავლენის შესახებ. სანივთო უფლების სხვა
თვისებად უნდა ჩაითვალოს მისი საჯაროობა და განსაკუთრებული ნდობაუნარიანობა.
სანივთო უფლება ადვილად შესამჩნევი ხდება დაინტერესებული პირისთვის. სანივთო
უფლებას ასევე ახალიათებს მიდევნების გადაცემადობის თვისება რაც ნიშნავს იმას რომ
სანივთო უფლება მიჰყვება ნივთს, როცა იგი სხვა პირის ხელში გადადის. სანივთო და
ვალდებულებითი უფლებები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ნივთის სარგებლობის
თავისუფლების ფარგლებითაც. სანივთო უფლების ფარგლები გაცილებით ფართოა, ვიდრე
ვალდებულებითის.

სანივთო გარიგება- ახალი მოვლენაა სამოქალაქო სამართალში. იგი მიმართულია სანივთო


უფლების წარმოშობის, შეცვლისა და შეწყვეტისკენ. სანივთო და ვალდებულებით
გარიგებათა შორის განსხვავება მათ შინაარსში ვლინდება, კერძოდ უფლების წარმოშობის
გზაში. სანივთო გარიგების მიმართ გამოიყენება სამოქალაქო კოდქსის ზოგადი ნაწილის
წესები გარიგებათა შესახებ თუ სანივთო სამართალი არ ითვალისწინებს სხვა რამეს. სანივთო
სამართალი იცნობს ცალმხრივ და ორმხრივ გარიგებებს. სანივთო გარიგების მიმართ
გამოიყენება უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის საერთო წესები და ა.შ. სანივთო
გარიგება განსხვავებულია ვალდებულებითისგან. ვალდებულებითში მოქმედებს
სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპი. ეს იმას ნიშნავს რომ ურთიერთობის
მონაწილეებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავიფუფლად დადონ ხელშეკრულებები და
განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძ₾იათ დადონ ისეტი
ხელშეკრულებები რომლებიც კანონით არაა გათვალისწინებული მაგრამ არ ეწინააღმდეგება
მას. მხარეებს შეუძლიათ შეცვალონ დადგენილი წესი. სანივთოში კი ეს ყველაფერი
შეზღუდულია. სანივთო გარიგებას წარმოადგენს მოთხოვნის დატმობა. აქ საკმარისია
შეთანხმება ძველსა და ახალ კრედიტორს შორის. ასევე სანივთო გარიგება ხშირად
მიმართულია ვალდებულებითი ურთიერთობის შესასრულებლად. ამისი კარგი მაგალითია
გირავნობა. სანივთო გარიგებები გვხვდება მემკვიდრეობით სამართალში. სამემკვიდრეო
წილის დათმობა სხვა არაფერია თუ არა სანივთო გარიგება.

სანივთო სამართლის სისტება და პრინციპები- სანივთო სამართალი წარმოადგენს


ლოგიკურად შეკრულ ორგანიზმს. მასში გამორკვეულია ქონების რაობა შემდეგ
მფლობელობის მდგომარეობა,უფლება-საკუთრება და სხვა უფლებები .

ქონება- ქონებად მიჩნეულია არამარტო ყველა ნივთი არამედ არამატერიალური ქონებრივი


სიკეთეებიც. სამოქალაქო კოდექსმა აღადგინა ნივთების კლასიკური დაყოფა მოძრავ და
უძრავ ნივთებად. უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული
წიაღისეულით, მცენარეებითა და ნაგებობებით რომელიც მყარად დგას მიწაზე. უძრავი
ნივთების ხერხემალს მიწის ნაკვეთი შეადგენს. სანივთო სამართალო ცალკე არ აწესრიგებს
მიწის საკუთრებას.

მფლობელობა- ქართული მფლობელობა ემყარება გერმანული სამართლის დებულებებს.


მფლობელობისადმი ასეთი დამოკიდებულება ჩვენში ჯერ კიდევ 20-იან წლებში
გამოვლინდა, როცა ჟურნალ „სამართლის“ ფურცლებზე გაიმართა სერიოზული დისკუსია
მფლობელობის დაცვის თაობაზე. სამოქალაქო კოდქსი მფლობელობას განმარტავს როგორც
ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვების მდგომარეობას. თუმცა ნივთზე ყველა
ფაქტობრივი მებატონე არ არის მფლობელი. მფლობელად არ ითვლება პირი თუ ნივთზე
ბატონობას ახორციელებს სხვისთვის. მფლობელობა არის ფაქტი და არა უფლება.
მფლობელობა მოქმედი სანივთო სამართლით გატანილია საკუთრების უფლებიდამ და
ცალკე ქონების შემდეგ განიხილება. მფლობელობაში მესაკუთრის ვარაუდი დაშვებულია
მხოლოდ მოძრავი ნიტების მიმართ. სიახლეა საკუთრების ხანდაზმულობით შეძების
ინსტიტუტის შემოღება, რაც ფართოდ გამოიყენებოდა ძველ ქართულ სამართალში. მოძრავი
ნივთების მიმართ საჭიროა ნივთის ხუთწლიანი კეთილსინდისიერი მფლობელობა, ხოლო
უძრავის მიმართ- თხუთმეტწლიანი მფლობელობა და საჯარო რეესტრში უნდა იყოს
რეგისტრირებული.

საკუთრება და სხვა სანივთო უფლებები- საკუთრება სამოქალაქო კოდექსის ცენტრალურ


ინსტიტუტს წარმოადგენს. კოდექსის სიახლე იმაშია რომ უარია ნათქვამი საკუთრების
ფორმებზე. საკუთრება გაგებულია როგორც ერთაინი ცნება, რომლის მიმართაც ყველა
მესაკუთრე თანასწორია. დაუშვებელია საკუთრების უფლების ბოროტად გამოყენება.

საჯარო რეესტრი- საჯარო რეესტრი სანივთო სამართლი სფინალური ნაწილია. მისი


მნიშვნელობა იმაშია, რომ იგი წარმოადგენს უფლებაშემქმნელ ინსტიტუტს. უფლების
აღმოცენების პროცესი ბევრ გზას კი გადის მაგრამ ფინალი მაინც საჯარო რეესტრშია.

You might also like