You are on page 1of 9

ვალდებულებითი სამართალი

ვალდებულების სუბიექტები, ობიექტები, ვალდებულებითი სამართლის ადგილი


სამართლის სისტემაში. აბსტრაქციისა და კაუზალურობის პრინციპები,
ფარდობითობა.
ვალდებულებითი სამართალი სამოქალაქო სამართლის ყველაზე დიდი ნაწილია. იგი არის
იმ ნორმების ერთობლიობა, რომელიც არეგულირებს ქონების გადაცემასთან, სამუშაოს
შესრულებასთან, მომსახურების გაწევასთან, ზიანის მიყენებასთან, უსაფუძვლო
გამდიდრებასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

ვალდებულების სუბიექტები არიან კრედიტორი და მოვალე.კრედიტორი ან მოვალე


შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური და იურიდიული პირები,ისე პირთა
გაერთიანებები,რომლებიც არ წარმოადგენენ იურიდიულ პირებს . ვალდებულება არის
ისეთი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ძალითაც მოვალე
ვალდებულია შეასრულოს კრედიტორის სასარგებლოდ განსაზღვრული მოქმედება ან თავი
შეიკავოს მისი შესრულებისგან. კრედიტორს კი აქვს უფლება მოითხოვოს მოვალისგან
ვალდებულების შესრულება. ვალდებულების შესრულებით დაინტერესებულია
კრედიტორიც და მოვალეც. თითოეულმა მხარემ ყოველი ღონე უნდა იხმაროს რომ
შესრულდეს ვალდებულება და არ დაირღვეს მეორე მხარის უფლებები და ინტერესები.
ვალდებულების ობიექტია ის, რაზეც მიმართულია კრედიროტის უფლება და მოვალის
ვალდებულება. ვალდებულების ობიექტები განსხვავდება ერთმანეთისგან. ის შეიძლება
გამოიხატოს ქონების გადაცემაში, მომსახურების გაწევაში და ა.შ.

კაუზალურობის პრინციპი გამოიხატება იმაში, რომ ხელშეკრულებას თავისთავად გადააქვს


საკუთრების უფლება ყოველგვარი სხვა სამართლებრივი აქტის გარეშე. მაგალითისთვის:
როდესაც პირი ყიდულობს ბინას, ანუ იდება ორ პირს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება, ეს
იმას ნიშნავს რომ ბინაზე საკუთრების უფლებაც ამ ხელშეკრულებით გადადის და არაა
საჭირო დაიდოს სხვა ხელშკრულება საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, თუმცა
ნასყიდობის ხელშკრულების მოშლა გამოიწვევს საკუთრების მოშლასაც.

აბსტრაქციის პრინციპით, ვალდებულებითი ხელშეკრულება( ნასყიდობა, ჩუქება და ა.შ) და


საკუთრების გადაცემის ხელშეკრულება უნდ ადაიდოს ცალ-ცალკე. ისინი ცალკეული
ხელშკრულებებია და ერთის დადება არ ნიშნავს მეორის პირდაპირ არსებობას, ისევე
როგორც ერთის მოშლა არ გამოიწვევს მეორის მოშლას. მაგალითისთვის: ბინის ყიდვისას
ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდება ცალკე და ბინის საკუთრების გადასვლის
ხელშეკრულება ცალკე. ანუ აბსტრაქციის პრინციპის მიხედვით ვალდებულებითი გარიგება
სანივთო გარიგებაზე გავლენას არ ახდენს, ვინაიდან ეს ორი ერთმანეთისგან
დამოუკიდებლად იდება. კაუზალურში კი პირიქითაა.

ფარდობითობა სანივთო და ვალდებულებით სამართალს შორის- ვალდებულების შინაარს


განსაზღვრავს მისი ფარდობითი ხასიათი, რაც გამოიხატება იმაში, რომ ვალდებულებითი
სამართლებრივი შდეგი ვრცელდება მხოლოდ ამ ვალდებულებითი გარიგების მონაწილე
პირებზე, როდესაც სანივთო სამართალში სანივთო უფლებები და მათი შდეგები ვრცელდება
აბსოლიტურად ყველა პირის მიმართ. მაგალითისთვის; ორ პირს შორის დადებული
ნასყიდობის ხელშკრულება ვრცელდება მხოლოდ ამ ორ პირზე, ანუ პირობების დაცვა
მხოლოდ ამ ორი პირის ვალდებულებაა, როცა სანივთო სამართალში პირის ნივთის
მესაკუთრეა ყველა სხვა პირისათვის და ყველა სხვა პირი ვალდებული პატივე სცეს და ხელი
არ შეუშალოს მისი საკუთრების უფლების განხორციელებას.

ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები


ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებიდან, ძირითადად, განასხვავებენ
სახელშეკრულებო და კანონისმიერ ვალდებულებებს.

ხელშეკრულება ორმხრივი (მრავალმხრივი) გარიგებაა. ეს ნიშნავს, რომ ყველა


ხელშეკრულება გარიგებაა, მაგრამ ყველა გარიგება ხელშეკრულება არაა, რადგან
ხელშეკრულების დასადებად აუცილებელია სულ მცირე ორი პირის ნების გამოვლენა, ხოლო
გარიგებისას კი შეიძლება ერთი პირის ნების გამოვლენაც იყოს საკმარისი (ცალმხრივი
გარიგება), მაგალითად, ანდერძის დროს. ხელშეკრულება ისეთი შეთანხმებაა, რომელიც მისი
მონაწილეთათვის იწვევს განსაზღვრული უფლებებისა და მოვალეობების წარმოშობას,
შეცვლას ან შეწყვეტას.

ხელშეკრულებაზე საუბრისას ყოველთვის არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ საუბარია


მაინცდამაინც წერილობით დოკუმენტზე, ის შეიძლება დაიდოს ზეპირადაც. ხელშეკრულება
კერძო პირთა ნებისმიერი შეთანხმებაა, რომლითაც მხარეებს წარმოეშობათ სამოქალაქო
უფლებები და ვალდებულებები. მათ განეკუთვნება როგორც ყოველდღიური წვრილმანი
ხელშეკრულებები (მაგალითად, ავტობუსით მგზავრობა, პურის ყიდვა, ფულის სესხება,
ნივთის თხოვება და ა.შ.), ისე რთული და დიდ ფინანსებთან დაკავშირებული
ხელშეკრულებები (მაგალითად, ნასყიდობა, ლიზინგი, იჯარა და ა.შ.)

ხელშეკრულება ასევე შეიძლება იყოს ფორმასავალდებულო და ფორმათავისუფალი.


ფორმასავალდებულოა ხელშეკრულებები, რომელთა ნამდვილობისთვის აუცილებელია
ისინი კანონით დადგენილი ფორმით შეადგინონ. მაგალითისთვის: ნოტარიუსის დამოწმებას
საჭიროებს საქორწინო და სამისდღემჩიო რჩენის ხელეშკრულებები.

პირებმა შეიძლება დადონ ისეთი ხელშკრულებებიც, რომლებიც სამოქალაქო კოდექსით


გათვალისწინებული არაა. მათ ატიპიური ხელშეკრულებები ეწოდებათ, რომელთა
დასადებადაც გამოიყენება ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნორმები, სამართლის
ანალოგია და საჭიროების შემთხვევაში სავაჭრო ჩვეულებებიც. პირებმა ასევე შიძლება
დადონ ისეთი ხელშეკრულებაც, რომელიც ითვალისწინებს რამოდენიმე ვალდებულებითი
ხელშკრულების ელემენტს. ასეთ ხელშკრულებებს ეწოდება შერეული ხელშეკრულებები და
ისინი იდება კომბინაციის პრინციპის საფუძველზე.

განასხვავებენ სასყიდლიან ანუ სინალაგმატურ და უსასყიდლო ხელშეკრულებებს.


სასყიდლიანია ხელშეკრულება, რომლის ძალითაც ერთი მხარე მის მიერ შესრულებული
ქმედებისთვის იღებს მეორე მხარისგან შემხვედრ დაკმაყოფილებას (ანაზღაურებას).
ხელშეკრულებათა უმრავლესობა სასყიდლიანია. უსასყიდლოა ხელშეკრულება, როდესაც
ერთი მხარე მის მიერ შესრულებული მოქმედებისთვის არ იღებს სამაგიერო
დაკმაყოფილებას, მაგალითად, ჩუქებისა და თხოვების ხელშეკრულებები.

კანონისმიერი ვალდებულებების წარმოშობის საფუძვლებია დელიქტი და უსაფუძვლო


გამდიდრება.

დელიქტი არის პირის მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთილებლობითი


მოქმედებით მიყენებული ზიანი მეორე პირზე. დელიქტისას ვალდებულება წამოიშობა. იმის
გამო, რომ პირმა ზიანი მიაყენა მეორე პირს. მისი ვალდებულებაა აუნაზღაუროს მას ეს
ზიანი.

უსაფუძვლო გამდიდრება არის კანონისმიერი ვალდებულების მეორე სახე . უსაფუძვლოა


გამდიდრება, როცა ერთი პირის ქონება იზრდება მეორე პირის ქონების შემცირების ხარჯზე.
კრედიტორია პირი, რომლის ხარჯზეც მოხდა მოვალის გამდიდრება. როგორც მოვალის ისე
კრედიტორის რანგში შსაძლოა გამოვიდეს სამოქალაქო სამართლის ნებისმიერი სუბიექტი.
უსაფუძვლოდ გამდიდრებისგან წარმოშობილ ვალდებულებას კონდუქციურ
ვალდებულებებსაც უწოდებენ, ვინაიდან ასეთი ვალდებულების უპირველესი ფუნქციაა
კრედიტორის ადრინდელი ქონებრივი მდგომარეობის აღდგენა ზიანის ანაზღაურებით.
კონდუქციური ვალდებულება კი სწორედ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას
გულისხმობს.

წინასახელშეკრულებო ბრალი. Culpa in contrahendo


„culpa in contrahendo”-ს დოქტრინას დიდი ისტორია აქვს. პირველად, იგი გამოყენებულ იქნა
პრუსიის ზოგად კანონში მიწების შესახება. აღნიშნული დოქტრინის თაობაზე ახლებური
ხედვის ჩამოყალიბება დაკავშირებულია რუდოლფ ფონ იერინგის სახელთან.

იერინგის ხედვა განსხვავდებოდა იმ პერიოდში არსებული შეხედულებებისაგან. იგი მხარს


უჭერდა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ იმ დროისათვის არსებული გერმანული რეგულაცია
არ ეხმიანებოდა საზოგადოებაში წამოჭრილ მოთხოვნებს ვინაიდან ეს უკანასკნელი
ეყრნობოდა „ნების თეორიას“. კერძოდ, მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა მიეთითებინა მის
ნამდვილ განზრახვაზე და მოეთხოვა გამოვლენილი ნების ბათილობა. ამდენად, იერინგმა
განავითარა მოსაზრება, რომ მხარეს, რომელიც ხელს უშლის ხელშეკრულების დადებას
ან/და იწვევს მის ბათილობას უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა არაბრალეული მხარის
მიმართ.

ცალკეულ ქვეყნენში (მაგ.: საფრანგეთი) წინასახელშეკრულებო ეტაპზე პასუხისმგებლობის


წარმოშობის შედეგად შესაბამისი პასუხისმგებლობა დელიქტურ ნორმებზე მითითებით
დგება. მაგ.: თუ მხარე მოლაპარაკებებს შეწყვეტს და არ გააფორმებს ხელშეკრულებას,
ფრანგული დოქტრინით სახეზეა დელიქტი, ვინაიდან მხარეებს შორის არ არსებობს
ხელშეკრულება.

გერმანული და ქართული კანონმდებლობა მხარს უჭერს მითითებული საფუძვლით


პასუხისმგებლობის დადგენას წინასახელშეკრულებო ნორმებზე მითითებით, ანუ ამ
ურთიერთობას აქცევს „culpa in contrahendo”-ს დოქტრინის ფარგლებში.
წინარე ხელშეკრულება წარმოადგენს მხარეთა შორის შესაბამისი მოლაპარაკების
საფუძველზე დადებულ დოკუმენტს, რომლის ძალითაც მხარეები სხვა (ძირითადი)
ხელშეკრულების გაფორმებამდე, მათ შორის წარმოშობილ ურთიერთობას აწესრიგებენ
წინასწარი დოკუმენტის შედგენის გზით. წინარე ხელშეკრულების არსებობა განაპირობებს
მხარეებს შორის ძირითადი ხელშეკრულების დადების თაობაზე ვალდებულების
წარმოშობას. წინარე ხელშეკრულება მიემართება სამომავლოდ სხვა (ძირითადი)
ხელშეკრულების დადების მიზანს. წინარე ხელშეკრულების დადების მიმართ ვრცელდება
ძირითადი ხელშეკრულების დადებისათვის აუცილებელი ფორმის დაცვის ვალდებულება.
იმ შემთხვევაში, თუ მხარე წინარე ხელშეკრულების დადების პირობებში არ ასრულებს
ძირითადი ხელშეკრულების დადების ვალდებულებას, მეორე მხარეს წარმოეშობა უფლება
დამრღვევი მხარის მიმართ, სასარჩელო წარმოების გზით, მოითხოვოს შესაბამისი
ხელშეკრულების გაფორმება, მაშინ როდესაც წინასახელშეკრულებო ურთიერთობის
ფარგლებში წარმოშობილი მოთხოვნის რეალიზება შესაბამისი წინაპირობების არსებობის
პირობებში, მიემართება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წარმოშობას და არა შესაბამისი
ხელშეკრულების დადების ვალდებულებას.

ხელშეკრულების თავისუფლება (ჩაჩანიძის სტატიის მიხედვით)


სახელშეკრულებო თავისუფლება ქართული სამოქალაქო კოდექსით განმტკიცებული
კერძოსამართლებრივი პრინციპია. იგი გულისხმობს, რომ მხარეები თავად განსაზღვრავენ,
რა სურთ და როგორ მიაღწიონ სასურველ შედეგს.. სახელშეკრულებო თავისუფლება
მიიღწევა მხოლოდ სამართლებრივ ფასეულობათა წესრიგის ფარგლებში. კანონი სწორემ ამ
ფარგლებს ადგენს, სხვა შემთხვევაში კი პირები სრულიად თავისუფლები არიან
ხელშკრულების მხარის, პირობების, შინაარსისა თუ ფორმის განსაზღვრისას. სკ-ში
იმპერატიული ნორმების მიზანია უფლებათა ბოროტად გამოყენებისგან სხვათა
თავისუფლების დაცვა. ვალდებულებითი სამართლის სუბიექტებს სჭირდებათ მოქნილი
სახელშეკრულებო სამართალი, რომელიც მათ ურთიერთობებს მოაწესრიგებს კიდეც და თან
დაუტოვებს ფართო შესაძლებლობებს, მიაღწიონ დასახულ მიზნებს. სახელშეკრულებო
თავისუფლების პრინციპი გაჩნდა საბაზრო ეკონომიკის პირობებში. შესაძლოა გასული
საუკუნეებისა და თანამედროვე ეპოქის მიჯნაზე სახელშეკრულებო თავისუფლების
მნიშვნელობა სხვადასხვაა, თუმცა ერთი რამ ცხადია- ბაზარზე კონკურენციის არსებობა
თავისთავად სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპის დამსახურებაა.

სახელშეკრულებო თავისუფლება თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის ფუნდამენტია, თუმცა


ხშირია შემთხვევები, როცა ხელშკრულების თავისუფლება წარმოშობს სახელშკრულებო
უწონასწორობა, ანუ ხელშეკრულების მხარეები თავისუფლების პრინციპის გამო
სამწუხაროდ ვეღარ არაიან თანაბარ მდგომარეობაში, სწორედ ამ დროსაა იმპერატიული
ნორმები სასიცოცხლოდ აუცილებელი სახელშეკრულებო წონასწორობისა და
სახელშკრულებო სამართლიანობის აღსადგენად, თუნდაც ეს სახელშკრულებო
თავისუფლების შემცირების ხარჯზე მოხდეს. ასეთ დროს ხელშკრულების თავისუფლების
პრინციპის საწინააღმდეგოდ იქმენბა ხელშკრულების დადების ვალდებულებები.
განვიხილოთ კონკრეტული შმთხვევები:
1. თუ ხელშკრულების ერთ-ერთ მხარეს უკავია დომინირებული მდგომარეობა
ბაზარზე, ის ვალდებულია დადოს ხელშეკრულება და კონტრაჰენტს არ უნდა
შესთავაზოს არათანაბარი პირობები საფუძვლის გარეშე.მაგალითად: კომპანია
თელასს აქვს დომინირებული მდგომარეობა ქართული ელექტროენერგიის ბაზარზე.
ეს მდგომარეობა მას ავალდებულებს დადოს ხელშეკრულება საქართველოს
მოქალაქეებთან ელექტროენერგიით მომარაგების თაობაზე და არ შეუძლია
არათანაბარ მდგომაეობაში ჩააყენოს მხარეეები. მაგალითად: უბნების მიხედვით დენს
დაადოს სხვადასხვა ტარიფი.
2. იმ პირებს, როომლებიც არასამეწარმეო მიზნებისთვის ან საარსებო
მოთხოვნილებების გამო იძენენ ქონებას ან მომსახურებით სარგებლობენ, არ
შეიძლება უარი ეთქვათ ხელშკრულების დადებაზე, თუკი ხელშკრულების მეორე
მხარე სამეწარმეო საქმიანობას ეწევა. მაგალითისთვის აფთიაქი ვერ ეტყვის პირს უარს
მიყიდოს წამალი, მხოლოდ იმიტომ რომ მას ეს არ სურს, რადგან სკ-ით მას
წარმოექმნება ვალდებულება დადოს ხელშეკრულება. აქ რა თქმა უნდა
გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ თუ პირებს აქვთ გონივრული საფუძველი არ
დადონ ხელშკრულება ისისნი, არ არღვევენ კანონს. მაგალითად: რეცეპტის გარეშ
პირი ვერ შეიძენს წამალს, მხოლოდ იმიტომ რომ აფთიაქი ავლდებულია
მოემსახუროს მას. ან თელასი არ დაარღვევს მის ვალდებულება მიაწოდოს
ელექტროენერგია პირს, თუ მომხდარია ავარიული დაზიანება.

შეუძლებელია კერძო სამართალმა აღმოფხვრას სახელშკრულებო უსამართლობის


ფაქტორები, თუმცა ის ქმნის ისეთ ძირითად პრინციპებს, როგორიცაა თანასწორობა,
კერძო ავტონომია, კეთილსინდისიერად და გულისხმიერად მოქმედება, ისინი
სახელშკრულებო წონასწორობაზე უარყოფითად ზემოქმედ ფაქტორთა
ნეიტრალიზაციას ახდენენ, რომლებსაც კერძო სამართლის სუბიექტებმა პატივი უნდა
სცენ. სახელშკრულებო თავისუფლების პრინციპის ყველაზე დიდი რისკი სწორრედ
სახელშეკრულებო უწონასწორობის არსებობაა, თუმცა ის თუ ჩვენ თავისუფლება
მოვშლით სამართლიანობისთვის, ბევრად უფრო სავალალო შედეგს მივიღებთ-
თავისუფალი ეკონომიკის დესტრუქციას. თანაც საკმაოდ უტოპიურია დავიჯეროთ,
რომ ამ შემთხვევაშიც სრულიად მოიშლება სახელშეკრულებო უთანასწორობა.
ამიტომ სჯობს დავიცვათ უფრო დიდი სამართლებრივი სიკეთე (სახელშეკრულებო
თავისუფლება).

მომავალ ქონებაზე დადებული ხელშეკრულების ბათილობა


საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს მომავალ ქონებაზე დადებული
გარიგებების შემთხვევებსაც და კონკრეტული იმპერატიული ნორმებით აქაც ზღუდავს
პირებს განახორციელონ საკუთარი ნება

1. ბათილია ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე კისრულობს ვალდებულებას


მთელი თავისი მომავალი ქონება ან ამ ქონების ნაწილი გადასცეს სხვას ან
უზუფრუქტით დატვირთოს იგი, გარდა იმ შემთხვევევისა როცა ხელშეკრულება
დადებულია მომავალი ქონების ცალკეულ ნივთებზე. ამ აკრძალვაში ვხვდებით
შინაარსის განსაზღვრის თავისუფლების შეზღუდვას, რომლითაც კანონმდებელი
მიზნად ისახავს, დაიცვას პირის მოქმედების თავისუფლება და თავიდან აიცილოს
ისეთი ვალდებულების წარმოშობა, რომლის შდეგადაც სამოქალაქო ბრუნვის
მონაწილე დაკარგავს შესაძლებლობას, გაზარდოს მომავალი ქონება. პირი, რომელიც
სხვას გადასცემს მის მომავალ ქონებას, შესაძლოა სრულიად ქონებაუუნარო
აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომაა, რომ კანონმდებლობამ საჭიროდ ჩათვალა ასეთი
ეკონომიკური თავისუფლების შეზღუდვა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ დაცულია
მეორე მხარეც( ვისაც მემკვიდრემ გადასცა მთელი თავისი ქონება), რადგან მომავალი
ქონების მოლოდინში საკმაოდ გაურკვეველ სამართლებრივ და ეკონომიკურ
მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს.
2. ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, მთელი თავისი
ამჟამინდელი ქონება ან ქონების ნაწილი გადასცეს სხვას, ანდა უზუფრუქტით
დატვირთოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა
ხელშკრულება დადებულია ამჟამინდელი ქონების ცალკეულ ნივთებზე. მომავალ
ქონებაზე დადებული ხელშეკრულებისგან განსხავვებით, რომელიც რეალურად
აკრძალულია კანონით, დაშვებულია ამჟამინდელი ქონების ან მისი ნაწილის
გასხვისება ან უზუფრუქტით დატვირთვა, რაც საკმაოდ ლოგიკურია. თუ მომავალ
ქონებაზე ან მის ნაწილზე გარიგების დადება აკრძალულია, იმიტომ რომ ამით პირის
ქონებაუნარიანობას ექმნება საფრთხე, ამჟამინდელი ქონების ან მისის ნაწილის
გასხვისებით პირმა შეიძლება დაკარგოს მთლიანი ამჟამიდელი ქონება, მაგრამ ეს მას
არ უშლის ხელს ჰქონდეს მომავალში ქონების მოპოვების შანსი. სწორედ ამიტომ
კანონი შეზღუდვას მხოლოდ ფორმასთან დაკავშირებით ითვალისწინებს. წესი, რომ
ამგვარი გარიგება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით, ემსახურება პირს დაცვას
აჩქარებისგან.
3. პირის სიცოცხლეში მისი სამკვიდროს თაობაზე სხვა პირების მიერ დადებული
ხელშკრულება ბათილია და ბათილია ასევე პირის სიცოხლეში მისი სამკვიდროდან
გამომდინარე სავალდებულო წილის ან საანდერძო დანაკისრის შესახებ
ხელშკრულების დადებაც. ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს მხოლოდ
მომავალ კანონით მემკვიდრეებს შორის ერთ-ერთი მათგანის სამემკვიდრეო ან
სავალდებულო წილი თაობაზე. ქართულმა სამართალმა პირის სიცოცხლეში მისი
სამკვიდროს შესახებ დადებული ხელშკრულება ბათილად ცნო, რადგან დაცული
იყოს მამკვიდრებლის (მოანდერძის) ინტერესები, რადგან იზღუდება მისი
მოქმედების თავისუფლებაც. თუმცა კანონი არ კრძალავს მემკვიდრეებს შორის
მომავალი წილის განაწილების საკითხს. მაგალითისთვის: ერთმა მემკვიდრემ
შუძლია მეორე მემკვიდრეს დაუთმოს თავისი წილი სასყიდლიანად ან უსასყიდლოდ,
ოღონდ აუცილებელია ისინი იყვნენ კანონისმიერი მემკვიდრეები.
უძრავი ქონების გასხვისების წესი, საჯარო რეესტრში რეგისტრაცია,
შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე.
უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე
აღმოცენებული მცენარეები, ასევე, შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგანან
მიწაზე.უძრავ ნივთზე უფლების წარმოშობის საფუძველია: ნასყიდობის ხელშეკრულება;
ჩუქების ხელშეკრულება; გაცვლის ხელშეკრულება; პრივატიზება;სამკვიდრო მოწმობა;მიწის
ნაკვეთზე (ნაკვეთებზე, მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე) საკუთრების უფლების
აღიარება და სხვ.უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას ახორციელებს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს
ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახური.უძრავ ნივთზე უფლების წარმოშობისათვის
აუცილებელია ხელშეკრულების წერილობითი ფორმის დაცვა, რომელზეც მხარეთა მიერ
გაკეთებული ხელმოწერის ნამდვილობას ამოწმებს საჯარო რეესტრის შესაბამისი
სარეგისტრაციო სამსახურის უფლებამოსილი პირი და აუცილებელია წერილობითი
ხელშეკრულების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ადრე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია
იყო უძრავი ქონებაზე დადებული ხელშეკრულებების ფორმის ნაწილი, დღს კი ასე აღარაა ეს
არიშ უშუალოდ ფაქტი, რომლის გარეშეც პირი ვერ მოიპოვენს უძრავ ნივთზე საკუთრებას არ
აქვს მნიშვნელობა რა სახის ხელშკრულება სდადებს. თუ ის საჯარო რეესტრში არ იქნება
დარეგისტირებეული როგორც ამ უძრავი ნივთის მესაკუთრე მას არ აქვს არანაირი უფლება
ნივთზე. ანუ ვერ განახორციელებს ვერანაირ სანივთო უფლება ამ უძრავ ქონებაზე.
ვალდებულებითი ხელშეკრულებები (ნასყიდობა; ჩუქება და ა.შ ) არაა საკმარისი იმისთვის,
რომ პირი უძრავი ნივთის მესაკუთრე გახდეს. სწორედ აქ გვაქვს ვალდებულებითი
სამართლის ბმა სანივთო სამართალთან. ეს ყოველივე ემსახურება სანივთო სამართლის
საჯაროობის პრინციპს, რომლის მიხედვითაც ნივთბზ ეუფლების (საკუთრების) ინფორმაცია
ხელმისაწვდომი და საყოველთაო უნდა იყოს ყველსათვის, ვინაიდან ვალდებულებითი
სმართლის რელატური ბუნებისგან განსხვავევბით სანივთო სამართალი აბსოლიტური
ბუნებისაა, ანუ სანივთო უფლებები ვრცელდება აბსოლიტურად ყველა პირის მმართ და
ასეთი უდლების მქონე პირს შესაძლებლობა აქვს მისი უფლებები დაიცვას საჭიროებისამებრ
ყველასგან. სწორედ ამიტომაა საჯარო რეესტრში უძრავი ქონების რეგისტრაცია ასეთი
მნიშვნელოვანი და სწორედ ამიტომ ჩათვალა კანონმდებელმა რომ ის არ უნდა ყოფილიყო
ვალდებულებითი ხელშკრულების ფორმის ნაწილი არამედ უშუალოდ გასხვისების ფაქტის
ნაწილი.

ხელშეკრულება დადებულად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია მხარეები მის ყველა არსებით


პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ხელშეკრულების
არსებითი პირობები შეიძლება განისაზღვროს კანონით ან მხარეთა შეთანხმებით, ასევე
არსებითი პირობები შეიძლება გამომდინარეობდეს კონკეტული ხელშეკრულების არსიდან.
ასეთი მოწესრიგება შეესაბამება ვალდებულებითი სამართლის დისპოზიციურ
ბუნებას.თავდებობის ხელშეკრულების დადებისას, აუცილებელია მხარეები შეთანხმდნენ
თავდების პასუხისმგებლობის მოცულობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში თავდებობა
დადებულად არ ჩაითვლება. აღნიშნული წარმოადგენს კანონით განსაზღვრულ არსებით
პირობას. ნარდობის ხელშეკრულების არსებითი პირობაა სამუშაოს მოცულობაზე
შეთანხმება, რაც გამომდინარეობს ნარდობის ხელშეკრულების ბუნებიდან. მხარეებმა
შეიძლება დადონ წინარე ხელშეკრულება, რომელშიც განსაზღვრული იქნება ის არსებითი
პირობები, რაზეც ისინი უნდა შეთანხმდნენ ძირითად ხელშეკრულებაში. ამ პირობებზე
შეუთანხმდებლობის შემთხვევაში ძირითადი ხელშეკრულება არ ჩაითვლება დადებულად.

წინასახელშეკრულებო ურთიერთობები და წინარე ხელშეკრულება


winarea xelSekruleba, romlis safuZvelze mxareebs warmoeSobaT axali xelSekrulebis dadebis
valdebuleba. winare xelSekruleba warmoadgens xelSekrulebis konkretul tips. masze
xelSekrulebis Tavisufleba ZiriTadi xelSekrulebis analogiurad moqmedebs. winare xelSekrulebis
Sewyveta, aseve, misi moSla an xelSekrulebidan gasvla dasaSvebia iseTive saxiT, rogorc es
mxareebs ZiriTadi xelSekrulebisas SeuZliaT.. winare xelSekrulebis mizani mravalgvari SeiZleba
iyos. magaliTad, biznesurTierTobebis dros konkurent mewarmesTan mimarTebiT Sesabamisi
klientis dakargvis saSiSroeba; dagegmili da winaswar Camoyalibebuli mosazrebis safuZvelze
konkretuli miwis nakveTis dabeveba da sxv. Sedegad, winare xelSekrulebis or ZiriTad
ganStoebazea SesaZlebeli yuradRebis gamaxvileba: a) mxareTa Tavisuflebis safuZvelze,
Sesabamisi SinaarsiT gawerili winare xelSekruleba da b) kanoniT gansazRvruli winare
xelSekruleba. pirvel SemTxvevaSi kanonmdebeli xelSekrulebis monawile mxareebs farTo
Tavisuflebas aniWebs rac Seexeba kanoniT gaTvaliswinebul winare xelSekrulebas, aq
SezRudvis masStabi ufro konkretulia. magaliTad, ssk-is 525-e muxlis me-3 nawiliT
ganmtkicebuli Cuqebis dapireba. igi winare xelSekrulebas warmoadgens da samomavlod
Cuqebis xelSekrulebis dadebis valdebulebas warmoSobs.
kanonmdeblis mizansac am TvalsazrisiT sakuTrebis uflebisa da nivTis gadacemis samarTlebriv
doneze mowesrigeba warmoadgens. maSasadame SeiZleba iTqvas, rom rogorc kanoniT
gansazRvrul, ise ganusazRvrel winare xelSekrulebis SemTxvevaSi mxareTa Tavisufleba
xelSekrulebis Tavisuflebis donezea (Sesabamisi specifikis gaTvaliswinebiT) garantirebuli.
winare xelSekrulebis darRveva ise ar unda iqnes aRqmuli rogorc ZiriTadi xelSekrulebis
darRveva. metic, zogierT SemTxvevaSi igi SeiZleba kvalificirebul iqnes rogorc konkretuli
samarTlebrivi urTierTobis momwesrigebeli piroba.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დეფინირებული არ არის წინასახელშეკრულებო
ურთიერთობათა შინაარსი. თუმცა პრაქტიკისა და იურიდიული ლიტერარურის
გათვალისწინებით წინასახელშეკრულებო ურთიერთობები იწყება, როდესაც ერთი მხარე
მიმართავს მეორე მხარეს ხელშეკრულების დადების მიზნით მოლაპარაკების დაწყების
თაობაზე. ამდენად, ხელშეკრულების წინმსწრები ვალდებულებითი ურთიერთობა შეიძლება
ასევე დაიწყოს, ხელშეკრულების დადების სურვილით, ერთი მხარის მიერ მეორე მხარის
უფლებებზე, ქონებრივ სიკეთესა და ინტერესებზე ზემოქმედების შესაძლებლობის
მოპოვების ან ნდობის შემთხვევაში, იმისგან დამოუკიდებლად, ხელშეკრულება
სამომავლოდ დაიდება თუ არა. წინასახელშეკრულებო ურთიერთობა, როგორც წესი,
სამომავლო ხელშეკრულების კონტრაჰენტებს შორის ყალიბდება. ანუ, წინმსწრები
ვალდებულებითი ურთიერთობა, ძირითადად, დასადები ხელშეკრულების პოტენციურ
პარტნიორებს, ანუ იმ პირთა შორის წარმოიშობა, რომლებიც - მოლაპარაკებაწარმოებული,
მომზადებული და შეთანხმებული ხელშეკრულების მხარეები გახდებოდნენ, ხელშეკრულება
რომ დადებულიყო.

წინასახელშეკრულებო ურთიერთობა და წინარე ხელშეკრულება განსხვავებული


სამართლებრივი ინსტიტუტებია. წინარე ხელშეკრულებით მხარეები სახელშეკრულებო
ბოჭვის ფარგლებში, იღებენ ვალდებულებას მომავალში დადონ სხვა - ძირითადი
ხელშეკრულება. აღნიშნული ვალდებულების დარღვევა კი განაპირობებს კონტრაჰენტის
მოთხოვნის უფლებას ვალდებულების შესრულების თაობაზე, რაც შეიძლება
ხელშეკრულების დადების დავალდებულებითაც გამოიხატოს. წინასახელშეკრულებო
ურთიერთობების ფარგლებში, მოლაპარაკების მონაწილე მხარეები ხელშეკრულების
დადების ვალდებულებით არ იბოჭებიან. ასეთ შემთხვევაში, მყიდველი, რომელიც
მაღაზიაში პროდუქციის დათვალიერების მიზნით შედის და ამრიგად საქმიან კონტაქტს
ამყარებს გამყიდველთან, რაც წინასახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის
საფუძველია, უპირობოდ რაიმეს შეძენის ვალდებულებით იბოჭება, რაც ცალსახად,
საკითხისამდი სამართლებრივ ლოგიკასთან აცდენილი მიდგომა იქნებოდა.
წინასახელშეკრულებო ურთიერთობების მხარეს არ შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს
ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის გამო, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მისმა ქმედებამ
გამოიწვია მოლაპარაკების მონაწილე მეორე მხარის გონივრული ნდობა, რომ ხელშეკრულება
დაიდებოდა, რის საფუძველზეც შესაბამისი ხარჯი გასწია.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინარე ხელშეკრულების


დანიშნულება ძირითადი ხელშეკრულების დადების მხარეთა ნების დეკლარირებასა
და ამგვარი ნების სამართლებრივად მბოჭავი ხასიათის მინიჭებაში მდგომარეობს,
ხოლო წინასახელშეკრულებო ურთიერთობა ესაა სახელშეკრულებო ურთიერთობის
დამყარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი სტადია.

აღნიშნულ სამართლებრივ კატეგორიებზე საუბრისას საინტერესოა ისეთი მსგავსი


ტიპის სამართლებრივი მექანიზმების განხილვა, როგორიცაა განზრახულობათა ოქმი
(Letter of Intent), ურთიერთგაგების მემორანდუმი (memorandum of understanding),
ოფცია, ჩარჩო-შეთანხმება. აღნიშნული ინსტრუმენტები გამოიყენება მხოლოდ მაშინ,
როცა მხარეებს ჯერ არ დაუდიათ ხელშეკრულება, თუმცა მომზადების პროცესი
დაწყებულია და მხარეებს სურთ მოსამზადებელი პროცესის დოკუმენტალურად
ასახვა.

You might also like