Professional Documents
Culture Documents
სემინარი პირველი
1.ცნება (316) (ვალდებულებითი სამართალი)
ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს
რაიმე მოქმედების შესრულება ,შესრულება შეიძლება გამოიხატოს
მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
-თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება
ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი
განსაკუთრებულ გულისხმიერებას.
ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანები უამრავ ურთიერთობას ამყარებენ
ისე,რომ არც კი აცნობიერებენ ამ ურთიერთობების სამართლებრივ ხასიათსა
და ბუნებას.არც იმ მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებზე
ფიქრობენ ,რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ამა თუ იმ ვალდებულების
დარღვევით.ეს სრულიად ბუნებრივია,ვინაიდან ადამიანები ერთმანეთთან
ურთიერთობენ არა სამართლებრივი ნორმების ,კანონების შიშით ,არამედ
იმის გამო ,რომ ეს მათი ყოველდღიური ცხოვრებაა.მათი მოქმედების
სამართლებრივი კვალიფიკაცია იურისტების საქმეა .კანონის ჩარევა ამ
ურთიერთობებში მაშინ ხდება აუცილებელი,როცა რომელიმე მონაწილემ არ
შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და მეორე -უფლებამოსილი მხარე
მოითხოვს მის შესრულებას იძულებით,სახელმწიფოს ზემოქმედებით.
მაშასადამე ,ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ
ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს ,რომელთა
დარვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს
შესრულება ან ზიანის ანაზღაურება .
ვალდებულებითი ურთიერთობა კერძოსამართლებრივი ურთიერთობაა.იგი
განსხვავდება საჯარო სამართალში არსებული ვალდებულებებისაგან.
ვალდებულებითი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს შორის
წარმოშობილი ურთიერთობაა.ამ ურთიერთობის ერთ მონაწილეს ,რომელსაც
მეორისაგან შესრულების მოთხოვნის უფლება აქვს ,ეწოდება
კრედიტორი,ხოლო მეორეს,რომელიც ვალდებულია კრედიტორის
მოთხოვნისთანავე შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება --მოვალე.ეს
ურთიერთობა კრედიტორსა და მოვალეს სორის წარმოშობილი
ურთიერთობაა,ამიტომ მას ფარდობითი (რელატიული ურთიერთობა
ეწოდება .
აბსოლუტური(სანივთო) უფლებებისაგან განსხვავებით ,სადაც უფლებამოსილ
პირს შეუძლია ნებისმიერი ხელმყოფელისაგან თავის დაცვა ,ვალდებულებით
ურთიერობებში პირის მოთხოვნა შეზღუდულია მოვალით,კრედიტორს
შეუძლია მხოლოდ მოვალისაგან მოითხოვოს აქტიური მოქმედება ან
მოქმედებისაგან თავის შეკავება.
3.ვალდებულებათა სახეები .
მართალია,ვალდებულებითი ურთიერთობა კერძო სამართლებრივი
ურთიერთობაა,მაგრამ იგი შეიძლება წარმოიშვას როგორც კერძო პირთა
შეთანხმების (ხელშეკრულების) ,ისე კანონის საფუძველზე ( დელიქტური
ვალდებულებები).
ვალდებულებათა უმრავლესობას საფუძვლად უდევს ხელშეკრულება .ასეთ
ვალდებბულებით ურთიერთობებს სახელშეკრულებლო ვალდებულებითი
ურთიერთობები ეწოდება ,მათი მაგალითია
ნასყიდობა ,ჩუქება ,ქირავნობა ,იჯახა,სესხი და ა.შ.
ვალდებულებათა ერთი ნაწილი წარმოიშობა კანონის საფუძველზე და ამ
დროს მხარეთა შეთანხმება სავალდებულო არ არის. ( ზიანის მიყენების
შედეგად წარმოშობილი ვალდებულებები).
ამრიგად წარმოშობის საფუძვლის მიხედვით ერთმანეთისსაგან უნდა
განვასხვავოთ სახელშეკრულებლო და კანონისმიერი
(არასახელშეკრულებლო) ვალდებულებები.ხშირად კანონისმიერ
ვალდებულებებით ურთიერთობებს აიგივებენ დელიქტურ
ვალდებულებებთან,რაც არასწორია .კანონისმიერი ვალდებულებითი
ურთიერთობა შეიძლება წარმოიშვას არა მხოლოდ ზიანის
მიყენებიდან ,არამედ სხვა ურთიერთობიდანაც (მაგალითად.უსაფუძვლო
გამდიდრება და ა.შ.).
ვალდებულებითი ურთიერთობები შეიძლება იყოს ცალმხრივი ან ორმხრივი.
ცალმხრივი ვალდებულებითი ურთიერთობის დროს ერთ მხარეს
(კრედიტორს) უფლება აქვს მოვალისაგან მოითხოვოს შესრულება
ეკვივალენტის ე.ი. საპასუხო შესრულების გარეშე. ორმხრივი
ვალდებულებითი ურთიერთობების შემთხვევაში მონაწილეები
ერთდროულად კრედიტორებიც არიან და მოვალეებიც.სახელშეკრულებლო
ურთიერთობების უმრავლესობა ორმხრივ ვალდებულებით ურთიერთობებს
წარმოადგენს.
5.შესრულების მოთხოვნა
316-ე მუხლის დახასიათებისას განსაკუთრებული მნისვნელობისაა
მოთხოვნის ინსტიტუტი.მოთხოვნა ვალდებულებითი სამართლის
ფუნდამენტს წარმოადგენს .იგი ვალდებულებითი უმნიშვნელოვანესი
ელემენტია.ამიტომ არაა შემთხვევითი ,რომო ვალდებულებიი სამართალი
სამოქალაქო კოდექსში ამ სიტყვებით იწყება "ვალდებულების ძალით
კრედიტორია უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების
შესრულება ".
მოსამართლემ, რომელმაც კონკრეტული დავა უნდა გადაწყვიტოს,ჯერ უნდა
გაარკვიოს მოთხოვნის საფუძველი,კერძოდ.ის თუ რაზე დაყრდნობით ,რა
საფუძვლით ითხოვს მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
შესრულების მოთხოვნის უფლება რელატიული უფლებაა ,ვინაიდან
კრედიტორს მისი გამოყენება შეუძლია მხოლოდ მოვალის მიმართ.
მოსთხოვოს შესრულება ნისნავს ,რომ მას შეუძლია შესრულება მოითხოვოს
და განახორციელოს სასამართლოს მეშვეობით.
მართალია კრედიტორს შეუძლია სასამრთლოს გზით დაიკმაყოფილოს
თავისი მოთხოვნა ,მაგრამ კანონი არ ითვალისწინებს ყველა მოთხოვნის
რეალურად დაკმაყოფილების შესაძლებლობას,თუმცა გამორიცხული
არაა ,რომ მოთხოცნაქ რეალურად არსებობდეს.იმისათვის,რომ მოთხოვნა
დაკმაყოფილდეს ,აუცილებელია იგი იყოს ნამდვილი ე.ი .იურიდიულად
ვარგისი,ძალამოსილი. არანამდვილ მოთხოვნების კატეგორიას განეკუთვნება
ე.წ. ხანდაზმული მოთხოვნები. კანონი ვალდებულებითი ურთიერთობების
მოწესრიგებისას ადგენს ვადას,რომლის განმავლობაშიც კრედოტორს შეუძლია
მოვალისაგან სასამართლოს მეშვეობით შესრულების იძულებითი
განხორციელება მოითხოვოს.
არ უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნები ,რომლებიც გამომდინარეობენ
თამაშობიდან და სანაძლეოდან.გრადა თამაშობისა და სანაძლეოსი ,უამრავია
ისეთი ვალდებულება .რომელიც მორალის ,ტრადიციის ან ჩვეულებების
ძალით არსებობს ,მაგრამ ისინი არ წარმოსობენ ვალდებულებითი
სამართლით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლებას.
2.კანონისმიერი ვალდებულებები
ხელშეკრულებების გარდა ,ვალდებულებების წარმოშობის საფუძვლები ზოგ
შემთხვევაში პირდაპირ კანონითაა გათვალისწინებული.ამიტომ მათ
კანონისმიერი ვალდებულებები ეწოდება .
კანონისმიერი ვალდებულებებიდან 317-ე მუხლის პირველი ნაწილი
პირდაპირ მიუთითებს ზიანის მიყენების (დელიქტის) და უსაფუძვლო
გამდიდრებიდან წარმოშობილ ვალდებულებებზე .დელიქტური
ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა და ამ დროს ,მხარეთა
წინასწარი შეთანხმება ზიანის ანაზღაურების შესახებ საჭირო არ არის .
დელიქტურ სამართალში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება შეიძლება
წარმოისვას ,როგორც ზიანის მიმყენებლის ბრალით ,ისე მისი ბრალის
გარეშე,თუკი ზიანი დადგა მომეტებული საფრთხის წყაროს მიერ.
უსაფუძვლო გამდიდრება ,ანუ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სხვისი
ქონებრივი სიკეთის დაუფლება ასევე შეიძლება გახდეს კანონისმიერი
ვალდებულების წარმოშობის საფუძველი.
3.წინარე ხელშეკრულება
არცთუ იშვიათად ძირითადი ხელშეკრულების დადებამდე მხარეები წინასწარ
ხელშეკრულებას ე.წ წინარე ხელშეკრულებას (327-ე მუხლის მესამე ნაწილი)
აფორმებენ .ხელსეკრულებით მხარეები ვალდებულებას კისრულობებ,რომ
გარკვეული პირობების დადგომისას ან განსაზღვრულ ვადაში დადებენ
ზირითად ხელშეკრულებას.
წინაე ხელშეკრულების დადების ეტაპს ძირითადი ხელშეკრულების
მომზადების პერიოდი ეწოდება .წინარე ხელშეკრულებაც ჩვეულებრივი
ხელშეკრულებაა იმ განსხვავებით ,რომ ძირითადი მიზანი გარიგებისა
მხარეებს ჯერ ხელშეკრულების ფორმით არ ჩამოუყალიბებიათ.მაგრამ
ვალდებულება ,კერძოდ , ხელსეკრულების დადების ვალდებულება ამ
ეტაპზე წარმოიშობა .
მეორე სემინარი
სახელშეკრულებო სამართალი
მუხლი 319:
1. კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში
თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ
ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი
ხელშეკრულებებიც,რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის,მაგრამ
არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი
ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია
სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.
მუხლი 326:
ხელშეკრულების დადება
სახელშეკრულებო უფლებები და მოვალეობები წარმოიშობა ხელშეკრულების
დადების შემდეგ. ხელშეკრულება დადებულად რომ ჩაითვალოს,
აუცილებელია მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ
საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. უწინარეს ყოვლისა, უნდა გაირკვეს,
თუ რაზე უნდა შეთანხმდნენ მხარეები აუცილებლად, რა ცაითვლება
ხელშეკრულების არსებით პირობად.
წინარე ხელშეკრულება
წინარე ხელშეკრულება ვალდებულებითსამართლებრივი ხელშეკრულებაა,
რომლითაც მხარეები კისრულობენ სხვა ხელშეკრულების დადების
ვალდებულებას, რომელსაც, როგორც წესი, ძირითად ხელშეკრულებას
უწოდებენ. იმისათვის, რომ გავაიოლოთ წინარე და ძირითადი
ხელშეკრულებების ერთმანეტისაგან გამიჯვნა, წინარე ხელშეკრულების
საგანი უნდ აიყის სხვა, ხოლო ძირითადი ხელშეკრულებისა – სხვა.
ხელშეკრულების დადება
სახელშეკრულებო უფლებები და მოვალეობები წარმოიშობა ხელშეკრულების
დადების შემდეგ. ხელშეკრულება დადებულად რომ ჩაითვალოს,
აუცილებელია მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ
საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. უწინარეს ყოვლისა, უნდა გაირკვეს,
თუ რაზე უნდა შეთანხმდნენ მხარეები აუცილებლად, რა ცაითვლება
ხელშეკრულების არსებით პირობად.
წინარე ხელშეკრულება
წინარე ხელშეკრულება ვალდებულებითსამართლებრივი ხელშეკრულებაა,
რომლითაც მხარეები კისრულობენ სხვა ხელშეკრულების დადების
ვალდებულებას, რომელსაც, როგორც წესი, ძირითად ხელშეკრულებას
უწოდებენ. იმისათვის, რომ გავაიოლოთ წინარე და ძირითადი
ხელშეკრულებების ერთმანეტისაგან გამიჯვნა, წინარე ხელშეკრულების
საგანი უნდ აიყის სხვა, ხოლო ძირითადი ხელშეკრულებისა – სხვა.
წინარე ხელშეკრულების საგანი, როგორც წესი, გამომდინარეობს ძირითადი
ხელშეკრულების საგნიდან, მაგრამ ყველა შემთხვევაში იგი უნდა შეიცავდეს
ძირითადი ხელშეკრულების დადების ვალდებულებას.