You are on page 1of 15

მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულება

მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების შესრულება შეიძლება მოითხოვოს


როგორც კრედიტორმა, ასევე მესამეპირმა, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული. პირთა სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულებები შეიძლება ორ ჯგუფად
დაიყოს: ხელშეკრულებები მესამე პირთა დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე და
ხელშეკრულებები მესამე პირთა დამოუკიდებელი მოთხოვნით.
349 მუხლი აძლევს ხელშეკრულების მხარეებს უფლებას დადონ ხელშეკრულება მესამე პირის
სასარგებლოდ. მაგალითად: მყიდველს სურს ძმას უყიდოს მანქანა. იგი მიდის მაღაზიაში, დებს
ნასყიდობის ხელშეკრულებას გამყიდველთან და უთანხმდება მას, რომ მანქანა უნდა გადაეცეს
პირდაპირ მის ძმას. ასეთ შემთხვევაში ხელშეკრულება დადებულია მყიდველსა და გამყიდველს
შორის, ხოლო მყიდველის ძმა იღებს მხოლოდ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებელს.
მესამე პირის სასარგებლოდ დადებულ ხელშეკრულებაში სამი მონაწილეა: მოვალე, კრედიტორი,
მესამე პირი. მესამე პირი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი.
ფიზიკური პირის შემთხევაში არააა უცილებელი, რომ იგი იყოს ქმედუნარიანი. მესამე პირის
სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების ფორმა დამოკიდებულია იმაზე, მოითხოვს თუ არა ამ
სახის ხელშეკრულებისათვის კანონის პეციალურ ფორმას. ყოველ პირს თვითონ უნდა შეეძლოს
იმის განსაზღვრა, უნდა თუ არა მას ხელშეკრულების დადებით იკისროს გარკვეული
ვალდებულებები. ამგვარად ხელშეკრულების მხარეებს არ აქვთ უფლება დადონ ისეთი
შეთანხმება, რომელიც რაიმე ვალდებულებას დააკისრებს მესამე პირს ამ უკანასკნელის თანხმობის
გარეშე.

ხელშეკრულებიდან გასვლა

ხელშეკრულების დადების მომენტიდან მხარეები ვალდებულნი არიან შეუდგნენ


ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ხელშეკრულების ერთ-ერთი
მონაწილის შესაძლებლობას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უარი თქვას
ხელშეკრულების გაგრძელებაზე, ხელშეკრულებიდან გასვლა ეწოდება. ხელშეკრულებიდან
გასვლის საფუძვლები და მოტივები შეიძლება განისაზღვროს როგორც კანონით, ისე
ხელშეკრულებით. 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, ხელშეკრულების
ერთ-ერთ მხარეს უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე ე.ი გავიდეს ხელშეკრულებიდან.
პირობები,რომელთა არსებობისას მხარეს შეუძლია ამ უფლების გამოყენება. მათ განეკუთვნება:

ა) ვალდებულების შესასრულებლად მიცემული დამატებითი ვადის გასვლა;

ბ) ინტერესის დაკარგვა ვალდებულების დარჩენილი ნაწილის მიმართ

გ) უარი ხელშკრულებაზე შესრულების ვადის დადგომამდე.

კანონით გათვალისწინებული პირობების გარდა, ხელშეკრულების მხარეებს უფლება აქვთ


თვითონაც განსაზღვრონ ხელშეკრულებიდან გასვლის პირობები. ხელშეკრულებიდან გასვლას
შედეგად მოჰყვება ის, რომ მხარეებს აღუდგებათ ის მდგომარეობა, რაც არსებობდა
ხელშეკრულების დადებამდე. ამ მიზნის მიღწევას კანონი ორი საშუალებით ცდილობს : ნატურით
დაბრუნება ან ფულადი ანაზღაურებით.
ხელშეკრულებიდან გასვლასა და მოშლას შორის განსხვვება

ხელშეკრულებიდან გასვლა და ხელშეკრულების მოშლა ძალიან გავს ერთმანეთს. ხელშეკრულების


მოშლა გულისხმობს სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტას ვადაზე ადრე, ერთ-ერთი მხარის
ბრალეული მოქმედების შედეგად. მაგრამ არ იწვევს მხარეების მიერ უკვე მიღებულის უკან
დაბრუნებას.

ვალდებულების შესრულების ადგილი და ვადები

ვალდებულების შესრულების ადგილია ის ადგილი,სადაც მოვალე ახორციელებს ვალდებულების


შესასრულებელ ბოლო მოქმედებას.შესრულების ადგილი შეიძლება სხვადასხვა იყოს:
1) მოვალის საცხოვრებელი ადგილი ან მისი საწარმოს მდებარეობის ადგილი.
2) მიტანის ადგილი. შესრულების ადგილი იქნება, კრედიტორის საცხოვრებელი ან სამუშაო
ადგილი.
3) გაგზავნის ადგილი. ამ დროს მოვალე კისრულობს გარკვეულ ადგილზე ნივთის გაგზავნის
ვალდებულებას.
4) კანონით განსაზღვრული შესრულების ადგილი.
5) შეთანხმებით განსაზღვრული შესრულების ადგილი.
თუ ვალდებულების შესრულებისათვის არარის განსაზღვრული დრო და სხვა გარემოებიდანაც არ
ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო
მოვალეს შეუძლია იგი დაუყონებლივ შეასრულოს. ხშირია შემთხვევები,როდესაც ვადა
განისაზღვრება კრედიტორის მიერ,მაგრამ ვადა უნდა განისაზღვროს სამართლიანობის
საფუძველზე. ვადა შეიძლება ცალმხრივად განისაზღვროს მოვალის მიერ.

ფულადი ვალდებულებები

ფულადი ვალდებულება გამოიხატება ეროვნულ ვალუტაში. მხარეებს შეუძლია ფულადი


ვალდებულება დაადგინონ უცხოურ ვალუტაშიც, თუ კანონით ეს აკრძალული არარის.ფულად
ვალდებულებებში კრედიტორის საცხოვრებელი ადგილია, შესრულების ადგილი. თუ ფულადი
ვალდებულების შესრულების ვადა განსაზღვრულია, ფულადივალდებულება დათქმულ დროს
უნდა შესრულდეს.

ფულადი ვალდებულებები,ნომინალიზმის პრინციპი, პროცენტი ფულად


ვალდებულებაში

მოვალე ვალდებულია ვალი დააბრუნოს ფულადის ნიშნების იმავე რაოდენობით,რომელიც


შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს.ფულადი ვალდებულების შესრულების ამ
პრინციპს „ნომინალიზმის“ პრინციპი ეწოდება.ნომინალი გულისხმობს ფულზე აღნიშნული
ფულადი ერთეულის რაოდენობას და ვალიც ამ ერთეულით უნდა დაბრუნდეს.
პროცენტის გადახდის ვალდებულება ყველა შემთხვევაში დგება. პროცენტი არ შეიძლება
ჩაითვალოს ზიანის ანაზღაურების ფორმად, ვინაიდან იგი კრედიოტრს ზიანის დადგომის გარეშეც
ეკუთვნის. პროცენტის გადახდა შეიძლება ჩაითვალოს ზიანის ანაზღაურების ანგარიშში,რაც
გულისხმობს იმას, რომ ზიანი მხოლოდ მაშინ ანაზღაურდება,როცა იგი აღემატება პროცენტის
ოდენობას.

ვალდებულების დარღვევა და ბრალის გარეშე პასუხისმგებლობა

ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და


ადგილას. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა უკვე ვალდებულების დარღვევაა. მოვალის მიერ
ვალდებულების დარღვევისას კრედიოტრს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის
ანაზღაურება. მოვალის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საჭიროა შემადგენლობის
ელემენტები : მართლწინააღმდეგობა, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი, ბრალი.
მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. ზიანი
წარმოადგენს სამართალდარღვევის აუცილებელ ელემენტს,თუ არაა ზიანი,არც ქონებრივი
პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. ანაზღაურდება მხოლოდ ისეთი ზიანი,რომელიც
მართლსაწინააღმდეგო ზიანით იქნება გამოწვეული. სამოქალაქო სამართალში
სამართალდარღვევის შემადგენლობა შესაძლებელია ბრალის ელემენტის გარეშეც, ოღონდ
აუცილებელია დარჩენილი სამივე ობიექტური ელემენტის არსებობა.

ვალდებულების დარღვევა ორმხრივ ურთიერთობებში

თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე


ვალდებულებას,მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე
ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ
გასვლის შემდეგ.ვალდებულება შეიძლება ნაწილობრივ დაირღვეს.მაგალითად : მიმწოდებელი
ვალდებული იყო რომ მიეწოდებინა მყიდველისთვის ათი ტელევიზორი და ათის მაგივრად
მიაწოდა ხუთი. ეს ვალდებულების ნაწილობრივ დარღვევა იქნება.ვალდებულების ნაწილობრივ
დარღვევა არ იძლევა ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველს,მაგრამ თუ ვალდებულების
ნაწილობრივი დარღვევისას დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის ინტერესი დაკარგა,ასეთ
შემთხვევაში მას შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე.

ზიანის ანაზღაურება ქონებისთვის მიყენებული ზიანისთვის

ქონებრივი ზიანის დადგენა ხდება ქონებრივი მდგომარეობის შეფასებით, კერძოდ რა ქონებრივ


მდგომარეობაში იმყოფებოდა პირი, სანამ მას მიადგებოდა ქონებრივი ზიანი და მას შემდეგ რა
მდგომარეობაში აღმოჩნდა. მაგ: ავტომობილით მოძრავმა „ა“-მ დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები
და დაეჯახა „ბ“-ს, რომლის მანქანის დაზიანების მოცულობამ შეადგენა 5.000 ლარი, მისი
მკურნალობის ხარჯებმა- 2.000 ლარი, ხოლო დროებითი შრომისუუნარობის გამო მას მიადგა 1000
ლარიანი ზიანი. ამდენად „ბ“-სთვის მიყენებული ზიანის ოდენობა წარმოადგენს 8.000 ლარს, რაც
დგინდება საგზაო შემთხვევამდე „ბ“-ს ქონებრივი მდგომარეობისა და ავარიის შემდგომი
ქონებრივი მდგომარეობის შეფასებით. ქონებრივი ზიანის სხვა ფორმებიც არსებობს, მაგ:
დაზარალებული ვეღარ ახორცილებს შიდა სახლის საქმეებს: ვეღარ ალაგებს, ამზადებს საჭმელს და
ა.შ., რის გამოც მან დაიქირავა დამხმარე მოსამსახურე. აღნიშნული ზიანიც უნდა ანაზღაურდეს.

ქუჩაში დადებული ხელშეკრულება


ამგვარი ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ,თუ მომხმარებელი ერთი კვირის
განმავლობასი არ უარყოფს მას წერილობით. ხელშეკრულების ძალაში შესვლა დამოკიდებულია
არა ოფერტის აქცეპტზე, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება, არამედ მომხმარებლის მიერ შეცილების
უფლების გამოუყენებლობაზე.• აღნიშნული მუხლი აწესრიგებს ისეთ ურთიერთობებს, როცა
მომხმარებელს „ქუჩაში, სახლის წინ და მსგავს ადგილებში“ სთავაზობენ ხელშეკრულების
დადებას, რომელზეც მას წინასწარ არ უფიქრია და მისთვის ასეთი შემოთავაზება მოულოდნელია.
ამ მუხლის დახასიათებისას მნიშვნელოვანია ის, რომ მომხმარებელს ცალმხირვად შეუძლია უარი
თქვას ხელშეკრულების ძალაში შესვლაზე. თუმცა ეს არ ვრცელდება იმ ხელშეკრულებებზე,
რომელთა შედეგები მათი დადებისთანავე დგება.

კანონისმიერი ვალდებულებები

ხელშეკრულებების გარდა ,ვალდებულებების წარმოშობის საფუძვლები ზოგ შემთხვევაში


პირდაპირ კანონითაა გათვალისწინებული.ამიტომ მათ კანონისმიერი ვალდებულებები ეწოდება
.კანონისმიერი ვალდებულებებიდან 317-ე მუხლის პირველი ნაწილი პირდაპირ მიუთითებს
ზიანის მიყენების (დელიქტის) და უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილ ვალდებულებებზე
.დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა და ამ დროს ,მხარეთა
წინასწარი შეთანხმება ზიანის ანაზღაურების შესახებ საჭირო არ არის .დელიქტურ სამართალში
ზიანის ანაზღაურების ვალდებულება შეიძლება წარმოისვას ,როგორც ზიანის მიმყენებლის
ბრალით ,ისე მისი ბრალის გარეშე,თუკი ზიანი დადგა მომეტებული საფრთხის წყაროს
მიერ.უსაფუძვლო გამდიდრება ,ანუ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სხვისი ქონებრივი
სიკეთის დაუფლება ასევე შეიძლება გახდეს კანონისმიერი ვალდებულების წარმოშობის
საფუძველი.

კანონი, როგორც ვალდებულების წარმოშობის საფუძველი

ხელშეკრულებების გარდა ,ვალდებულებების წარმოშობის საფუძვლები ზოგ შემთხვევაში


პირდაპირ კანონითაა გათვალისწინებული.ამიტომ მათ კანონისმიერი ვალდებულებები ეწოდება
.კანონისმიერი ვალდებულებებიდან 317-ე მუხლის პირველი ნაწილი პირდაპირ მიუთითებს
ზიანის მიყენების (დელიქტის) და უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილ ვალდებულებებზე
.დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა და ამ დროს ,მხარეთა
წინასწარი შეთანხმება ზიანის ანაზღაურების შესახებ საჭირო არ არის .დელიქტურ სამართალში
ზიანის ანაზღაურების ვალდებულება შეიძლება წარმოისვას ,როგორც ზიანის მიმყენებლის
ბრალით ,ისე მისი ბრალის გარეშე,თუკი ზიანი დადგა მომეტებული საფრთხის წყაროს მიერ.
უსაფუძვლო გამდიდრება ,ანუ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სხვისი ქონებრივი სიკეთის
დაუფლება ასევე შეიძლება გახდეს კანონისმიერი ვალდებულების წარმოშობის საფუძველი.
ხელშეკრულების სტანდარტული პირობების არსი და მათი ბათილობა
ხელშეკრულებათა სტანდარტული პირობები გამოიყენება ყველგან სადაც არსებობს მრავალ
რიცხვოვან მომხმარებელთან საქმიანი ურთიერთობა: ხდება საქონლის შეძენა ან მომსახურების
გაწევა. სტანდარული პირობები არის დებულებები და განსაზღვრებები რომლებზეც მხარეები
თანხმდებიან, რომლებიც უნდა გახდეს ხელშეკრულების შინაარსის შემადგენელი ნაწილი. იგი
არის შემთავაზებლის მიერ წინასწარ მომზადებული პირობები რომლებიც ყოვლ კონკრეტულ
შემთხვევაში წარედგინება კონტრაჰენტს. სტანდარტული პირობები არ იქმნება მხოლოდ ერთი
ხელშეკრულების დასადებად იგი შესაძლებელია გამოყენებული იყოს მრავალ კონტრაჰენტთან
ხელშეკრულების დასადებად. სტანდარტული პირობების ბათილობას აწესრიგებს სსკ-ის 347-348-ე
მუხლები, რომელთა სტანდარტული პირობების ნამდვილობის დაგენაა. მასში კონკრეტულად არის
მოცემული ის დებულებანი რომლებიც სტანდარტულ პირობებში ჩართვის მიუხედავად ბათილად
უნდა იქნეს მიჩნეული, და ისინი არამწარმე ფიზიკური პირების დაცვისკენაა მიმართული. გარდა
ამისა სამოქალაქო კოდექსი ბათილად მიიჩენევს იმ სტანდარტულ პირობებს რომლებიც ნდობისა
და კეთილსინდისიერების პრინციპებს ეწინააღმდგებიან. შემთავაზებელს არ აქვს უფლება ხელი
შეუშალოს მომხმარებლის ინტერესების დაცვას თუკი ის კეთილსინდისიარებისა და ნდობის
პრინციპის დაცვით მოქმედებს,

ხელშეკრულების თავისუფლება
სამოქალაქო სამართლის განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ყველაზე აშკარად
ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების ძალით მხარეები, ნების
თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ
შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი ორი ნაწილისგან
შედგება:

ხელშკრულების დადების თავისუფლება


ხელშკრულების დადების თავისუფლება განამტკიცებს შესაძლებლობას პირმა დადოს ან არ დადოს
ხელშეკრულება. (ზოგი გამონაკლისის გარდა) პირი უფლებამოსილია ასევე აირჩიოს კონტრაჰენტი,
გარდა იმ შემთხვევებისა როცა არ არსებობს ალტერნატიული შესაძლებლობა, მაგალითად,
ელექტრო ან გაზმომარაგების დროს.

ოფერტის ცნება და სახეები

ოფერტი არის ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადების შეთავაზება ერთი ან რამდენიმე


პირისთვის. ოფერტი არის ცალმხრივი ნების გამოვლეა რომელიც მოითხოვს მეორე მხარისგან მის
მიღებას. ოფერტად ითვლება მხოლოდ ის წინადადება რომლის მიღებასაც მოჰყვება
ხელშეკრულების დადება. აუცილებელია რომ ოფერტი შეიცავდეს ყველა არსებით პირობას რომ
აქცეპტანტს მხოლოდ აქცეპტის განხორციელება სჭირდებოდეს. ოფერტად არ ჩაითვლება ისეთი
შეთავაზება რომელიც მიმართულია პირთა განუსაზღვრელი წრისადმი, მაგალითად საჯარო
განცხადება, საქმონლის ან მომსახურების რეკლამა, მაღაზიის ვიტრინაში საქონლის გამოფენა არ
ჩაითვლება ოფერტად რადგან ისინი წარმოადგენენ მოწვევას ოფერტზე.
აქცეპტის ცნება და სახეები
ოფერტის პირობზე თანხმობის გაცხადება მიჩნეულია აქცეპტად, აქცეპტანტის მიერ ოფერტის
ყოველ პირობაზე დათანხმება ანუ აქცეპტი შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვაგვარად:
აქცეპტი შესრულების დაწყებით, როდესაც აქცეპტანტი დაიწყებს ისეთი მოქმედების შესრულებას
რომელიც ადასტურებს ოფერტი მიღებას. ასეთ შემთხვევაში შესრულება აქცეპტად რომ ჩაითვალოს
იგი უნდა შეესაბამებოდეს ოფერტის პირობას.
2. აქცეპტი შესაძლოა განხორციელდეს აქცეპტანტის მიერ ნივთის დაუფლებით ან ამ ნივთით
სარგებლობის დაწყებთ. იმ შემთხვევაში თუ აქცეპტანტი მოქმედების შემდეგ გამოთქვამს
საყვედურს გამოყენებულ ნივთთან დაკავშირებით, მისი არგუმენტები მხედველობაშ არ მიიღება იმ
შემთვხევის გარდა თუ გადაცემული ნივთი თავიდანვე უხარისხო იყო ამ შემთხვევაში დავა
გადაწყდება სახელშეკრულებო პასუხისმგებლობის ნორმების მიხედვით.
3. აქცეპტი ე.წ სოციალურად ტიპურ მოქმედებით თუ კონკლუდენტური მოქმდების გზით, ამ
ტიპის აქცეპტთან სამქე გვაქვს მოსახლების მიერ ელექტროენერგიით, სატრანსპორტო
საშუალებებით, გაზითა და წყლით სარგებლობისას. ამ შემთხვევაში ხდება საჯაროდ შემოთავაზე
ბული პირობების მიღება. შესაძლებელია პირის ფაქტობრივი მოქმედება არ ემთხვეოდეს მისი
ნების გამოვლენას. ამ შემთხვევაში შესაძლებელია საქმე გვქონდეს აქცეპტის არა სოციალურად
ტიპური მოქმედებით ხელშეკრულების დადებასთან, არამედ კონკლუდენტური მოქმედების გზით
განხორციელებასთან.
4. ხელშეკრულება ასევე შესაძლებელია დაიდოს დუმულით ან სხვა კონლუდენტური მოქმედებით,
ასევე ელექტრონული მასმედიის საშუალებთ.

შერეული ხელშეკრულებები
ხშირია ხელშეკრულებები, რომლებიც არ განეკუთვნებიან ხელშეკრულების რომელიმე სახეს,
მაგრამ შეიცავენ რამდენიმე ხელშეკრულების ელემენტებს ასეთ ხელშეკრულებებს შერეული
ხელშეკრულებები ეწოდება. აქედან გამომდინარე შერეული ხელშეკრულების არსებობისას
წარმოშობილი პრობლემები უფრო რთულად გადასაწყვეტია ვიდრე ერთი კონკრეტული ხელშეკრუ
ლების არსებობოსას რადგან შესაძლებელია შესრულებული იყოს შერეული ხელშეკრულების ერთი
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ხოლო მეორე კი არა. ამ პრობლემის გამოსწორების ორი
გზა არსებობს პირველი ის რომ შერეული ხელშეკრულება უნდა დაიყოს ცალკეულ ხელშეკრულე
ბებად და თითოეულის მიმართ იქნეს გამოყენებული შესაბამისი ხელშეკრულების მომწესრიგებე
ლი ნორმები, და მეორე მტლიანი ხელშეკრულების მიმართ უნდა უნდა იქნეს მხოლოდ ერთი
ხელშეკრულების ტიპი რომელიც დომინირებს ამ ხელშეკრულებაში. კანონი ამბობს რომ შერეული
ხელშეკრულებების განმარტებისას მხედველობაში მიიღება ნორმები იმ ხელშეკრულებათა შესახებ,
რომლებიც შესრულების არსთან ყველაზე ახლოს დგანან და მას შეესაბამებიან.

დაგვიანებული აქცეპტი და სამართლებრივი შედეგი


არსებობს ისეთი შემთხვევებიც როდესაც აქცეპტანტი პასუხს დროულად აგზავნის მაგრამ მისგან
დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი განსაზღვრულ ვადაში ვერ აღწევს ოფერენტამდე ამ დროს
ადგილი აქვს დაგვიანებულ აქცეპტს. ამ შემთხვევაში ოფერენტი ვალდებულია შეატყობინოს
აქცეპტანტს დაგვიანებული აქცეპტის შესახებ წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება
დადებულად ჩაითვლება და ოფერენტი ვალდებული იქნება შეასრულოს ხელშეკრულებით
გათვალისწინებული ვალდებულება.
დუმილი როგორც აქცეპტის ფორმა

აქცეპტი შესაძლოა განხორციელდეს დუმილითაც. გამონაკლისი შემთხვევების გარდა დუმილი


ოფერტზე ნიშნავს მის უარყოფას. თუმცა საქმიანი ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე
შესაძლებელია დუმილიც გამოყენებულ იქნეს როგორც აქცეპტის ფორმა ამისთვის აუცილებელია
გარკვეული წინაპირობების არსებობა. ხანგრძლივი სამეწარმეო ურთიერთობისას დუმილი
შესაძლებელია გამოიყენებოდეს როგორც ერთმანეთის წნადადების მიღების ერთ-ერთ
საშუალებად, ამისთვის აუცილებელია რომ მხარეები წინასწარ იყვნენ შეთანხმებული
ხელშეკრულების პირობებზე, რომელიც შემდგომში წერილობით უნდა გამოფმდეს და ერთ-ერთმა
მხარემ გაუგზავნოს მეორეს ისე რომ მისგან ტექსტის მიღების შესახებ დამატებითი თანხმობა
საჭირო არ არის. დუმილი როგორც აქცეპტის ფორმა შესაძლებელია განისაზღვროს კანონითაც
მაგალითად სამ წელზე მეტი ვადით დადებული ხელშეკრულება შეიძლება გაგრძელდეს
განუსაზღვრელი ვადით თუ ერთი მხარის წინადადებაზე რომ გაგრძელდეს ურთიერთობა მეორე
მხარე აუარს არ იტყვის სამი თვის განმავლობაში.

ვალის არსებობის აღიარება


ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის
თანახმად ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ
შესრულებას. მიუხედავად იმისა რომ ვალის აღიარება ცალმხრივი ხელშეკრულებაა მისი
ნამდვილობისთვის ვალის აღიარების გაცხადება უნდა მიიღოს მეორე მხარემ, თუ მეორე მხარე
წინააღმდეგია ცნოს ვალის აღიარება მაშინ ხელშეკრულება დადებულად არ ჩაითვლება. ვალის
არსებობის აღიარება ქმნის ახალ დამოუკიდებელ მოთხოვნას რომლის მიზანი არ არის ძირითადი
ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნა. მაგალითად: ავტოავარიის დროს
სადავოა, თუ ვისი ბრალით მოხდა მანქანების შეჯახება. ვიდრე გაირკვეოდეს ბრალეულობა, ერთ–
ერთმა მხარემ დამოუკიდებლად იკისრა მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ეს
დაასაბუთა იმით, რომ მას არ აინტერესებს, თუ ვინ არის დამნაშავე, მისთვის მთავარის, რომ მას
პოლიციასთან არ ჰქონდეს საქმე და დავა სხვის ჩარევის გარეშე დამთავრდეს. არ არის
გამორიცხული, რომ ავარიაში ბრალი მეორე მხარეს მიუძღვოდეს.

ვალდებულება სამოქალაქო კოდექსის მიხედვით

ვალდებულება კერძო სამართლის სუბიექტებს შორის წარმოშობილი ურთიერთობაა.


ვალდებულებითი ურთიერთობა ორ სუბიექტს - კრედიტორსა და მოვალეს შორის წარმოშობილი
ურთიერთობაა. ამ ურთიერთობის ერთ მონაწილეს, რომელსაც მეორისგან შესრულების მოთხოვნის
უფლება აქვს, ეწოდება კრედიტორი, ხოლო მეორეს, რომელიც ვალდებულია კრედიტორის
მოთხოვნისთანავე შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება - მოვალე. სწორედ იმიტომ, რომ
ვალდებულებით ურთიერთობაში მონაწილეობს მხოლოდ ორი სუბიექტი, აბსოლიტური (სანივთო)
უფლებისგან განსხვავებით ვალდებულებით ურთიერთობას რელატიური (ფარდობითი)
ურთიერთობა ეწოდება, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ აბსოლიტური უფლების მიხედვით
უფლებამოსილ პირს შეუძლია ნებისმიერი ხელმყოფელისგან თავის დაცვა, ვალდებულებით
ურთიერთობაში პირის მოთხოვნა შეზღუდულია მოვალით, ანუ პირს შეუძლია მხოლოდ მოვალეს
მოსთხოვოს აქტიური მოქმედება ან მოქმედებისგან თავის შეკავება.
ხელშეკრულების სტანდარტული პირობები და მხარეთა მიერ
შეთანხმებული პირობები
ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არის დებულებები და განსაზღვრებები რომლებზეც
მხარეები თანხმდებიან, რომლებიც უნდა გახდეს ხელშეკრულების შინაარსის შემადგენელი
ნაწილი. სტანდარტული პირობები არ ყალიბდება მოლაპარაკების შედეგად, იგი არის შემთავა
ზებლის მიერ წინასწარ მომზადებული პირობები რომლებიც ყოვლ კონკრეტულ შემთხვევაში
წარედგინება კონტრაჰენტს. ეს პირობები როგორც წესი სახელშეკრულებო ფორმულარების სახით
არსებობს და მასში აღნიშნულია დასადები ხელშეკრულების ყველა პირობა, გარდა კონტრაჰენტის
ვინაობისა. თუ ხელშეკრულების პირობები მხარეების მიერ წინასწარი მოლაპარაკების შედეგად
არის მიღებული ისინი სტანდარტულ პირობებად არ მიიჩნევა, რადგან ამ შემთხვევაში ასეთი
პირობები მხოლოდ ცალკეული ხელშეკრულებისთვის გამოიყენება და არა მრავალჯერადად ანუ ეს
პირობები იქნება მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობები რომლებიც კონკრეტული, მხოლოდ
ერთი ხელშეკრულების შესრულებისთვის იქნება გამიზნული. სტანდარტული პირობების
აუცილებებლი პირობა კი არის ის რომ იგი არის შემთავაზებლის მიერ წინასწარ მომზადებული
პირობები რომლებიც ყოვლ კონკრეტულ შემთხვევაში წარედგინება კონტრაჰენტს.

სამკვიდრო ქონების შესახებ დადებული ხელშეკრულების ბათილობა და


გამონაკლისი ამ წესიდან
კანონი კრძალავს მამკვიდრებელის სიცოცხლეში მის ქონებაზე ნებისმიერი სახის ხელშეკრუბეის
დადებას. ამ ტიპის ხელშეკრულებები ზეობრივად გასაკიცხადაა მიჩენეული, რადგან
ხელშეკრულების მხარეები ელოდებიან მამკვიდრების გარდაცვალება, თვითონ მამკვიდრებელიც
თავს შეზღუდულად იგრძნობდა ანდერძის თავისუფლებიდან მიმართებაში, ასეთი ხელშეკრულება
ნიშნავს მესაკუთრის თანხმობისა და მისი ნების გარეშე მისი ქონების განკარგვას. კანონი
გამონაკლისს უშვებს კანონით მემკვიდრეების მიმართ ერთმანეთს შორის ისიც ერთ ერთი მათგანის
სამემკვიდრეო წილისა და სავალდებულო წილის თაობაზე, ამ შემთხვევაში კანონი მხოლოდ ისეთი
ხელშეკრულებების დადებას უშვებს, რომლითაც მომავალი კანონით მემკვიდრეები კისრულობენ
თავისი კუთვნილი ქონების განკარგვას და არა მის გადაცემას.

ხელშეკრულების ცალკეული გამონათქვამები


გამონათქვამები არის სოცალური კომუნიკაციის აქტი, რომლისთვისაც მათი ავტორი
პასუხისმგებლობას კისრულობს, მან უნდა იცოდეს, რომ გამონათქვამების ადრესატი ამ
გამონათქვამს განსაზღვრულ აზრს ანიჭებს და მასზე დაყრდნობით გარკვეულ მოქმედებებს
ახორციელებს. მოსამართლე ხელშეკრულებათა განმარტებისას ორი ამოცანის წინაშე დგას მან
უნდა დააზუსტოს გამოთქმული სიტყვის არსი და შეავსოს ღიად დარჩენილი ადგილები.
განმარტების სხვადასხვა მეთოდები არსებობს. ნების თეორიის მიხედვით მნიშვნელობა ენიწჭბა
პირთა სურვილს, ნებას და არა გამოხატვას. ხოლო გამოხატვის თეორიით განმარტებისას
გადამწყვეტია ის მნიშვნელობა რომელსაც გონიერი ადამიანი საკამათო გამონათქვამს მიანიჭებდა
გარემოებათა გათვალისწინებით. ამიტომ ყოველმა პირმა თავის გამონათქვამს ის მნიშვნლობა
უნდა მიანიჭოს რასაც გამონათქვამის ადრესატის მდგომარეობაში მყოფი გონიერი ადამიანი ამ
გამოხატვას მიანიჭებდა, გარემოებათაგან გამომდინარე. საქმიან წრეებში მსგავსი პრობლემის
წარმოქმნისას მხედველობაში მიღებული უნდა იქნეს ისიც თუ რა მნიშვნელობა ენიჭება მოცემულ
გამონათქვამს ამ წრეში.
ხელშეკრულების სტანდარტული პირობა

ეს არის დებულებები და განსაზღვრებები რომლებზეც მხარეები თანხმდებიან, რომლებიც უნდა


გახდეს ხელშეკრულების შინაარსის შემადგენელი ნაწილი. სტანდარტული პირობები არ
ყალიბდება მოლაპარაკების შედეგად, იგი არის შემთავაზებლის მიერ წინასწარ მომზადებული
პირობები რომლებიც ყოვლ კონკრეტულ შემთხვევაში წარედგინება კონტრაჰენტს. სტანდარტული
პირობები არ იქმნება მხოლოდ ერთი ხელშეკრულების დასადებად იგი შესაძლებელია
გამოყენებული იყოს მრავალ კონტრაჰენტთან ხელშეკრულების დასადებად. ხელშეკრულების
სტანდარტული პირობები ჩვეულებრივ ისეთ წესებს შეიცავენ, რომლებიც ხშირად არ არის კანონში
მითითებული და შემთავაზებლის საქმიანიბდან გამოდინარეობს, დისპოზიციური ნორმების
საფუძველზე მას თვითონ შეუძლია განსაზღვროს ასეთი წესები.

მოდიფიცირებული აქცეპტი
მოდიფიცირებული აქცეპტის შემთხვევაში აქცეპტანტი თანახმაა დადოს ხელშეკრულება, მაგრამ
შეცვლილი პირობებით, ანუ ეს ნიშნავს რომ აქცეპტანტმა უარი თქვა შემოთავაზებულ ოფერტზე
რაც ამ ოფერტის გაქარწყლებას იწვევს და იმავდროულად მოდიფიცირებული აქცეპტი ხდება
ახალი ოფერტი და მასეზე გავრცელდება ოფერტის მიღებისთვის საჭირო ყველა წესი.

კრედიტორის მიერ ვადის გადაცილება


ვალდებულების შესრულება ზოგჯერ დიდად არის დამოკიდებული კრედიტოს მოქმედებაზე და
კერძოდ იმაზე თავის დროზე მიიღებს თუ არა ის შესრულებას. კრედიტორის მიერ ვადის
გადაცილებად ითვლება თუ იგი არ ირებს მისთვის შემოთავაზებულ შესრულებას, რომლის
შესრულების ვადა დადგარია. კრედიტორი ვალდებულია ხელი შეუწყოს მოვალეს ვალდებულების
შესრულებაში, ამიტომაცაა რომ იგი ითვლება ვადის გადამცილებლად როცა არ ასრულებს ამა თუ
იმ მოქმედებას, რაც საჭიროა ვალდებულების შესასრულებლად.

პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის


სასამართლოს როლი კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებისას გამოიხატება იმაში.რომ იგი
იღებს გადაწყვეტილებას იძულებითი აღსრულების შესახებ.თუ მოთხოვნა შეეხება მოვალისაგან
კონკრეტული ნივთის გადაცემას ,ეს ნივთი სასამართლო აღმსრულებლის მიერ ამოიღება
მოვალისაგან და გადაეცემა კრედიტორს.თუ კრედიტორი აყენებს ფულად მოთხოვნებს ან
მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას და მოვალეს ეს თანხა არ გააცნია ,მაშინ მოხდება მოვალის
საკუთრებაში არსებული ქონების იძულებითი გასხვისება ,თუ ეს აუცილებელია კრედიტორის
მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად. მაშასადამე , მოვალე კრედიტორის წინაშე პასუხს აგებს
მთელი თავისი ქონებით.ეს პასუხისმგებლობა ,როგორც წესი ქონებრივი ხასიათისაა.
კერძო სამართლაში ერთმანეთისგან განსხვავდება შეუზღუდავი და შეზღუდული
პასუხისმგებლობა . შეუზღუდავია პასუხისმგებლობა ,როცა მოვალე კრედიტორის წინასე პასუხს
აგებს მთელი თავისი ქონებით.შეზღუდულია პასუხისმგებლობა ,როცა მოვალე კრედიტორის
წინაშე პასუხს აგებს წინასწარ განსაზღვრული სპეციალური ქონებით.
შეზღუდული ქონებრივი პასუხისმგებლობა გამონაკლისს წარმოადგენს და იგი კანონით ზუსტად
განსაზღვრულ შემთხვევაში გამოიყენება . არსებობს სანივთო პასუხისმგებლობა ,ამ დროს
კრედიტორი თავის მოთხოვნას წინასწარ უზრუნველყოფს მოვალის ამა თუ იმ ნივთის
უფლებრივი დატვირთვით(გირაო ან იპოთეკა).გირაოთი ან იპოთეკით დატვირთულ ქონებას
მოვალე კრედიტორის თანხმობის გარეშე ვერ გაყიდის ,ამიტომ კრედიტორის მოთხოვნა
ყოველთვის არის უზრუნველყოფილი

ჯელტმენური და მეგობრული შეთანხმება


ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმებაა, მაგრამ არა ყოველი შეთანხმება წარმოადგენს
ხელშეკრულებას. ხელშეკრულებად არ ჩაითველაბ ე.წ. ჯელტმენური ან მეგობრული შეთანხმება.
ჯელტმენურია შეთანხმება, როცა მხარეები თანხმდებიან განსაზღვრული მოქმედების
შესრულებაზე, მაგრამ მას სამართლებრივად სავალდებულო ხასიათს არ ანიჭებენ. მხარეები
ზედმეტად თვლიან ამ შეთანხმებისათვის იურიდიული ხასიათის მინიჭებას, ისინი ამის გარეშეც
შეასრულებენნაკისრ ვალდებულებას. რაც შეეხება, მეგობრულ შეთანხმებას, ამ დროს მხარეები
ასრულებენ განსაზღვრულ მოქმედებას არა სამართლებრივი შებოჭვის ძალით, არამედ
მეგობრობის, კოლეგიალობის, მეზობლობის, ურთიერთპატივისცემის გრძნობიდან გამომდინარე.
თუმცა მეგობრული ურთიერთობები უნდა გაიმიჯნოს უსასყიდლო სახელშეკრულებო
ურთიერთობებისაგან, რომლებშიც შესაძლოა ზემოჩამოთვლილი გრძნობები ფიგურირებდეს,
მაგრამ მხოლოდ მოტივაციის სახით. ჯელტმენური და მეგობრული შეთანხმების დახასიათებისას
უმტავრესია ის, რომ არ არსებობს სახელშეკრულებო მოთხოვნის საფუძველი: მხარეს არა აქვს
უფლება იძულებითი წესით მოითხოვოს მეორე მხარისაგან შესრულება ან ზიანის ანაზღაურება.

ხელშეკრულების სტანდარტული პირობების გადაქცევა ხელშეკრულების


შემადგენელ ნაწილად
1. ხელშეკრულების სტანდარტული პირობები მხოლოდ მაშინ იქცევა მათ შემთავაზებელსა და
ხელშეკრულების მეორე მხარეს შორის დადებული ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად, როცა:
ა. შემთავაზებელი ხელშეკრულების დადების ადგილას თვალსაჩინო წარწერას გააკეთებს და
მიუთითებს ამ პირობებზე და
ბ. ხელშეკრულების მეორე მხარეს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ამ პირობების შინაარსს და, თუ
თანახმაა, მიიღოს ეს პირობები.
2. თუ ხელშეკრულების მეორე მხარე არის მეწარმე, ხელშეკრულებათა სტანდარტული პირობები
ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად იქცევა მაშინ, როცა მას საქმიან ურთიერთობებში
აუცილებელი გულისხმიერების გამოჩენისას ეს უნდა გაეთვალისწინებინა.
სტანდარტული პირობების შემუშავების ძირითადი მიზანი იმაში მდგომარეობს ,რომ ეს პირობები
შემდგომში ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილი გახდეს,რათა მხარეებმა ურთიერთობა ამ
პირობების შესაბამისად მაწესრიგონ.იმის გამო,რომ სტანდარტული პირობების შემუშავებით მათი
შემთავაზებელი გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება,ვიდრე მომხმარებელი,კანონი აქ
მისთვის განსაზღვრულ შეზღუდვებს ითვალისწინებს.
წარწერა ან მითითება ხელსეკრულების სტანდარტულ პირობებზე ისეთ ადგილას და ისეთი
ასოებით უნდა იყოს გაკეთებული,რომ ნებისმიერ პირს შეეძლოს მისი წაკითხვა და მისი გაცნობა
,რომ მიიღოს გადაწყვეტილება ,დადოს თუ არა ამ პირობებით ხელშეკრულება.
თუ შემთავაზებელს სტანდარტული პირობები მხოლოდ თანამშრომლებისათვის აქვს
დარიგებული სამსახურებრივი სარგებლობისას ან კანცელარიაშია შენახული, ვერ ჩაითვლება
ხელშეკრულების სტანდარტულ პირობად და არც ხელსეკრულების შემადგენელ ნაწილად.

სანივთო და ვალდებულებითი უფლებების გამიჯვნა


სანივთო და ვალდებულებითი სამართალი მრავალი ნიშნით განსხვავდებიან. ამ განსხვავებას
საფუძველი ჯერ კიდევ რომის სამართალში ჩაეყარა სანივთო და ვალდებულებითი უფლებების
დაცვის საშუალებათა ერთმანეთისაგან გამიჯვნით. რომაელი იურისტები განმარტავდნენ, რომ
სანივთო უფლება წარმოადგენს ნივთის მიმართ უშუალო ბატონობის გამოვლინებას,
ვალდებულება კი გულისხმობს, რომ სხვა გავხადოთ ჩვენთან დაკავშირებული, რათა მოგვცეს ან
შეასრულოს რაიმე. უფრო გვიანდელი იურისტების აზრით, ვალდებულებითი ურთიერთობის
ობიექტია მოქმედება, სანივთოსი კი ნივთი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაა ის, რომ
სანივთო უფლება აბსოლუტური უფლებაა, ვალდებულებითი – რელატიური (შეფარდებითი).
აბსოლუტური უფლების მატარებლის წინაშე ყველა პირი გვევლინება როგორც ვალდებული პირი,
შეფარდებითი უფლების მატარებელს კი უპირისპირდება განსაზღვრული პირი, როგორც
კონკრეტულ უფლება-მოვალეობათა სუბიექტი. სანივთო უფლება ყველას მიერ უნდა იყოს
ცნობილი და ხელყოფის შემთხვევაში დაცულია სავინდიკაციო და ნეგატორული სარჩელებით.
ნივთის დაზიანების შემთხვევაში დელიქტური სარჩელებიც გამოიყენება, რაც აგრეთვე სანივთო
უფლების აბსოლუტურობის გარანტიაა. ვალდებულებით-სამართლებრივი უფლება მხოლოდ
მოვალის მიმართ იძლევა სარჩელის წარდგენის შესაძლებლობას. აბსოლუტური ურთიერთობა
მყარდება სამართლის ნორმატიული ნების საფუძველზე, შეფარდებითი კი ურთიერთობის
მონაწილეთა ნების საფუძველზე.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ სანივთო უფლებები ‘’numerus
clausas’’ -ს პრინციპითაა გასაზღვრული, ანუ სანივთო უფლებათა წრე კანონით ამომწურავადაა
მოხაზული – არსებობს იმდენი სანივთო უფლება, რამდენიც კანონითაა აღიარებული. (ესენია:
საკუთრება, აღნაგობა, სერვიტუტი, უზუფრუქტი, გირავნობა, იპოთეკა) ვალდებულებითი
სამართალი კი თავისუფალია ასეთი იმპერატიული ფორმულირებისგან. კოდექსის თანახმად,
მხარეებს უფლება აქვთ, დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც, მართალია, კანონით არ
არიან გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგებიან მას.
სხვა განსხვავებაა ის, რომ სანივთო უფლება ახასიათებს საჯაროობა და განსაკუთრებული
ნდობისუნარიანობა, რაც მიიღწევა სანივთო უფლებათა საჯარო რეესტრში რეგისტრაციით. ამას
ვერ ვიტყვით ვალდებულებით უფლებებზე. მათზე ინფორმაციას საჯარო რეესტრში ვერ
მოვიპოვებთ. სანივთო უფლების ეს თავისებურება განაპირობებს სხვა განსხვავებასაც. რეესტრის
მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისწორის პრეზუმფცია, ამიტომ სანივთო
სამართალში კეთილსინდისიერი შემძენი გაცილებით უკეთაა დაცული, რადგანაც ივარაუდება,
რომ რეესტრის ჩანაწერი ნამდვილია. ვალდებულებითში კი ასეთი ვარაუდი მმფლობელის
კეთილსინდისიერებას უკავშირდება.
მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებები –
პირგასამტეხლო
პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ
უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის.
პირგასამტეხლოს აქვს ორგვარი სამართლებრივი ბუნება:
ერთი მხრივ, პირგასამტეხლო განიხილება როგორც უზრუნველყოფის საშუალება,
მეორე მხრივ, როგორც მოვალის პასუხისმგებლობის ღონისძიება.
პირგასამტეხლო აქცესორული უფლებაცაა; მისი ნამდვილობა სრულად დამოკიდებულია
ძირითადი უფლების–ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი ვალდებულებით-
სამართლებრივი მოთხოვნის უფლების არსებობაზე.
თუ ეს უკანაკსკნელი არ წარმოიშობა გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლით, პირგასამტეხლოც
არ ითვლება წარმოშობილად; თუ ძირითადი უფლება შემდგომში გაუქმდა, ეს ავტომატურად
იწვევს პირგასამტეხლოს გაუქმებასაც მხარეთა შორის დამატებითი შეთანხმების ან ერთმანეთს
შორის კომუნიკაციის გარეშე. პირგასამტეხლოს აქცესორულობა იმპერატიული პრინციპია და მისი
გამორიცხვა მხარეებს შეთანხმებით არ შეუძლიათ.
სამოქალაქო კოდექსი განასხვავებს პირგასამტეხლოს 2 სახეს:
1. ჯარიმას
2. საურავი.
თუ მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლოს ერთჯერადი თანხის გადახდა გათვალისწინებულია
მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების
შემთხვევაში, სახეზეა ჯარიმა. ამ შემთხვევაში კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად
მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც თუმცა, კრედიტორის
მიერ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება არ გამოირიცხება.
თუ მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლოს თანხის გადახდა გათვალისწინებულია მოვალის მიერ
ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, სახეზეა საურავი. ამ შემთხვევაში
კრედიტორს შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და
ვალდებულების შესრულებაც.
პირგასამტეხლოს აქვს ორმაგი ფუნქცია: მისი მეშვეობით ხდება ხელშეკრულებიდან გამომდინარე
ძირითადი ვალდებულების შესრულების „იძულების“ უზრუნველყოფა და კრედიტორის მიერ
ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლება.
პირგასამტეხლოს სამართლებრივი შედეგები განსხვავდება იმისდამიხედვით, თუ რასახის
პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ ხელშეკრულების მხარეები – ჯარიმაზე თუ საურავზე.
ჯარიმის შემთხვევაში კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს
გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც აღნიშნული მოთხოვნის უფლება მას აქვს საურავის
შემთხვევაში.
რაც შეეხება ზიანის ანაზღაურებას, მისი მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის შეუძლია.
მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებები – ბე
ბე წარმოადგენს ფულად თანხას, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და
ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი. როგორც წესი, ბე ჩაითვლება
ვალდებულებით გათვალისწინებული გადასახდელის ანგარიშში; იმ შემთხვევაში, თუ ასეთ
ჩათვლას ადგილი არა აქვს, მაშინ ბეს სახით გადაცემული თანხა ხელშეკრულების შესრულების
შემდეგ ექვემდებარება უკან დაბრუნებას. პირგასამტეხლოს მსგავსად, ბეც თავისი სამართლებრივი
ბუნებით აქცესორული უფლებაა; მისი ნამდვილობა სრულად დამოკიდებულია ძირითადი
უფლების– ვალდებულებით-სამართლებრივი მოთხოვნის უფლების არსებობაზე. ბეს
აქცესორულობა იმპერატიული პრინციპია და მისი გამორიცხვა მხარეებს შეთანხმებით არ
შეუძლიათ. ბე არ წარმოადგენს დამოუკიდებელ ხელშეკრულებას, არამედ იგი მხარეთა შორის
დადებული ხელშეკრულების ნაწილია. ბე ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილია, მისი გადაცემით
დასტურდება მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადება და ამიტომ იგი გაფორმებული
უნდა იყოს ისეთივე ფორმით, როგორც ნასყიდობის ხელშეკრულება. ბეს მთავარი ფუნქციაა
ხელშეკრულების დადებისფაქტის დადასტურება (მტკიცების ფუნქცია). თუმცა, მხოლოდ
აღნიშნული არ არის ბეს ფუნქცია; მას აქვს კიდევ 2 მნიშვნელოვანი ფუნქცია: ვალდებულების
შესრულების უზრუნველყოფის და საგადამხდელ ოფუნქციები. პირველი ფუნქციის
სამართლებრივი შედეგი მდგომარეობს იმაში, რომ თუ ბეს მიმცემი ბრალეულად დაარღვევს მასზე
დაკისრებულ ვალდებულებას, ბე რჩება მის მიმღებს და ბეს თანხა ჩაითვლება ზიანის
ანაზღაურების ანგარიშში; ხოლო თუ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია ბეს
მიმღების ბრალეული მოქმედებით, მაშინ მან ბე უკან უნდა დააბრუნოს ორმაგად. ამასთან, არ
გამოირიცხება ბეს მიმცემის მხრიდან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაც. მეორე
ფუნქციის სამართლებრივი შედეგი კი მდგომარეობს იმაში, რომ ბეს თანხა, როგორც წესი,
ჩაითვლება ვალდებულებით გათვალისწინებული გადასახდელის ანგარიშში.

მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებები – მოვალის


გარანტია
მოვალის გარანტიად ითვლება, როცა მოვალე კისრულობს რაიმე უპირობო მოქმედების ან ისეთი
მოქმედების შესრულებას, რომელიც სცილდება ხელშეკრულების საგანს. მოვალის გარანტია არის
კონტრაჰენტთან (უკვე) არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის (ძირითადი
ხელშეკრულების) ფარგლებში მოვალის მიერ რაიმე უპირობო მოქმედების ან ისეთი მოქმედების
შესრულების კისრება, რომელიც სცილდება ხელშეკრულების საგანს. მაგ: ქართულ სასამართლო
პრაქტიკაში მოვალის გარანტიად იქნა დაკვალიფიცირებული მოვალის მიერ კრედიტორისათვის
მიცემული ბინის გაყიდვის უფლებამოსილება (მინდობილობა) იმ შემთხვევისათვის, თუკი მოვალე
ვერ დააბრუნებდა ვალს. მოვალის გარანტია მოვალის ისეთი ცალმხრივი ვალდებულებაა,
რომელსაც უნდა ახასიათებდეს ერთ-ერთი ნიშან-თვისება:
იგი უნდა იყოს უპირობო ან სცილდებოდეს ხელშეკრულების საგანს. პირგასამტეხლოსა და ბეს
მსგავსად, მოვალის გარანტიაც თავისი სამართლებრივი ბუნებით აქცესორული უფლებაა; მისი
ნამდვილობა სრულად დამოკიდებულია ძირითადი უფლების–ვალდებულებით სამართლებრივი
მოთხოვნის უფლების არ სებობაზე. მოვალის გარანტიის აქცესორულობა იმპერატიული პრინციპია
და მისი გამორიცხვა მხარეებს შეთანხმებით არ შეუძლიათ.
მოვალის გარანტიის ძალმოსილებისათვის სახეზე უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები:
უპირველესყოვლისა, მოვალის გარანტია არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონს და ზედმეტად არ
უნდა ავალდებულებდეს მოვალეს-გარდა ამისა, მოვალის გარანტია მოითხოვს წერილობითი
ფორმის დაცვას. ეს წესი იმპერატიულია; წერილობითი ფორმის დაუცველობის გამო მოვალის
გარანტია ბათილია როგორც ფორმადაუცველი გარიგება.

ზიანის ანაზღაურება ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანისთვის

როდესაც სახეზეა სხეულის დაზიანება, როგორც წესი ამავდროულად ჯანმრთელობაც ზიანდება,


მაგ: ხელ-ფეხის მოტეხვა. თუმცა არსებობს საგამონაკლისო შემთხვევები, როდესაც ეს ორი ცნება არ
ემთხვევა ერთმანეთს: მაგ: თმის შეჭრა, წვერის გაპარსვა სხეულის დაზიანებასთან არის კავშირში,
თუმცა არ ზიანდება ჯანმრთელობა. მაგ: ფსიქოლოგიური აშლილობა-ზიანდება ჯანმრთელობა,
თუმცა არა სხეული.
სამედიცინო მკურნალობა, სპორტული დაზიანებები– მკურნალობისას სხეულის მთლიანობა
ირღვევა პაციენტის თანხმობის საფუძველზე, პაციენტი აცნობიერებს მკურნალობით მიყენებული
ზიანის რისკებს და ეთანხმება მას, წერილობითად, შესაბამისად ნებისმიერი ზიანი, რაც შეიძლება
გამოიწვიოს სწორმა მკურნალობამ არ შეიძლება საფუძველი გახდეს ექიმის/კლინიკის
პასუხისმგელობისა, სხვა სიტუაცია იქნება, თუ მკურნალობისას ზიანი დადგება ბრალეული
ქმედებების შედეგად, ასეთ შემთხვევაში ზიანი ანაზღაურებადია. სპორტული შეჯიბრების დროს
მიყენებული ზიანი არ ანაზღაურდება, რადგან სპორცმენს გაცნობიერებული აქვს ის რისკები, რაც
შეიძლება მოყვეს სპორტულ შეჯიბრს და შესაბამისად ამ რისკების რეალიზება ვერ გახდება ვინმეს
პასუხისმგებლობის საფუძველი, თუმცა აქაც უნდა განვასხვაოთ ისეთი შემთხვევა, როდესაც ხდება
არა სპორტული რისკების რეალიზების შედეგად ზიანის მიყენება, არამედ სახეზეა
სპორცმენისათვის ბრალეულად ზიანის მიყენება. მაგ: კონკურენტის მიერ ჭიდაობის დროს
აკრძალული ილეთის გაკეთება მხოლოდ იმ განზრახვით, რომ ზიანი მიაყენოს თავის კონკურენტს.

ზიანის ანაზღაურება
ქონებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია ზიანის არსებობა. თუ არ
არსებობს ზიანი, ვერც ქონებრივი პასუხისმგებლობა იარსებებს, ვინაიდან ზიანი არის ქონებრივი
პასუხისმგებლობის დაკისრების ამოსავალი წერტილი. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ
ანაზღაურებაუნარიანი ზიანი. ასეთია სამართლებრივად მნიშვნელოვანი და დაცული ზიანი.
ზიანი, რომლის ანაზღაურებაც შეუძლებელია, ვერ ჩაითვლება ასეთად. არ ანაზღაურდება
უმნიშვნელო ზიანი, რომლის რისკის მატარებელიც შეიძლება მივიჩნიოთ სამოქალაქო ბრუნვის
მონაწილენი. მაგ: „ქირავნობისას უმნიშვნელო ნაკლი მხედველობაში არ მიიღება“. არსებობს
სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო ზიანი: სახელშეკრულებო ზიანი, სახელშეკრულებო
ურთიერთობის დაღვევის შედეგია. გამყიდველი, რომელმაც მყიდველს მიაწოდა უხარისხო
პროდუქცია, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ამით მიყენებული ზიანი. ასეთი ვალდებულება
ეკისრება გამჩუქებელს, რომელმაც ბოროტი განზრახვით დამალა გაჩუქებული ქონების ნაკლი,
რამაც დასაჩუქრებულის ზიანი გამოიწვია. არა სახელშეკრულებო ზიანის მაგალითია დელიქტური
ზიანი. არასახელშეკრულებო ზიანი წინასწარ შეუფასებელი ზიანია და მისი ოდენობა ყოველ
კონკრეტულ შემთხვევაში დგინდება იმის მიხედვით, თუ რა ფასეულობის სიკეთე იქნება
ხელყოფილი. ზიანი იყოფა ქონებრივად და არა ქონებრივად: ქონებრივი ზიანი ქონებრივი სიკეთეს
ხელყოფით შემოიფარგლება, მაშინ როცა არაქონებრივი ზიანი არაქონებრივი სიკეთის ხელყოფის
შედეგსაც წარმოადგენს, კერძოდ ისეთისა, რომელიც არაა სამოქალაქო ბრუნვის საგანი.
ადამიანის სიცოცხლე არ წარმოადგენს ქონებას სამართლებრივი გაგებით, მაგრამ მისი ხელყოფით
დამდგარი ზიანი ანაზღაურებადია. არაქონებრივი მორალური ზიანი ანაზღაურდება
ქონებრივისგან დამოუკიდებლად. თუ ქონებრივი ზიანის ანაზღაურება ისევ ქონებრივი
საშუალებებით ხდება, არაქონებრივი ზიანი შეიძლება ანაზღაურდეს სხვა გზებითაც.

არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება


მორალური ზიანი არის ის განცდა თუ ფიზიკური ტკივილი, რომელსაც უშუალოდ
დაზარალებული განიცდის. ტკივილისა და სულიერი ტანჯვის აღქმა და გათვითცნობიერება არ
უკავშირდება პირის ქმედუნარიანობას (სრულწლოვნების ასაკს) და იგი ასაკობრივი
თავისებურებების გამო (პრესტიჟის, პიროვნების თვითდამკვიდრების გამახვილებული გრძნობა
და სხვ.) შესაძლოა უფრო მეტი სიმწვავით განიცადოს მოზარდმა, რომლის ჯანმრთელობასაც
მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.”
მორალური ზიანის დაკისრებას ორი ძირითადი ფუნქცია აქვს:
1. ზიანის მიყენებამდე არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის აღდგენა (რესტიტუცია);
2. განცდილი ზიანის ფულადი ფორმით ანაზღაურება (კომპენსაცია). თუმცა სადავოა, თუ
რამდენად შეიძლება მორალური ზიანის ანაზღაურება ფულადი თანხის გადახდევინებით, როცა
მორალური ზიანის რესტიტუცია გამორიცხულია, ვინაიდან ტანჯვა, რომელიც ადამიანს მიადგა
ამოუშლელია მისი სულიერი აგებულებიდან. მატერიალური სახით კომპენსაცია არ ვრცელდება
არასწორი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში. ამ დროს მისი კომპენსაცია უნდა მოხდეს ამ
ფაქტების უარყოფით, იმავე საშუალებებით, რა საშუალებებითაც გავრცელებული იყო ეს
ინფორმაცია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით მორალური ზიანის დაკისრება მხოლოდ სამ
შემთხვევაშია შესაძლებელი: პატივის ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი
ინფორმაციის გავრცელებით, ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების დროს, მორალური ზიანის
მიყენების დროს. სხეულის დაზიანებისა და ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების
პარალელურად არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას სქესობრივი
თვითგამორკვევის შემთხვევაშიც განსაზღვრავს. განცდილი სულიერი ტკივილის შეფასებას 3
კრიტერიუმის მიხედვით აფასებენ:
1. ტკივილის ინტენსივობა– მორალური ზიანისათვის მოთხოვნილი თანხა უნდა იყოს პირის მიერ
განცდილი ტკივილის პროპორციული. ამ მხრივ ყურადღება ექცევა, სხეულის რომელი ნაწილი
დაუზიანდა პიროვნებას, რამდენი ხანი გრძელდებოდა, რა ხნის განმავლობაში იყო
შრომისუუნარო, იყო თუ არა მიყენებული დაზიანებები მნიშვნელოვანი, მიეკუთვნებოდა
წვრილმან დაზიანებებს, რომლის შედეგადაც პირის გამოჯანმრთელება მალევე იყო შესაძლებელი.
2. ჩარევის ინტენსივობა– მიყენებული ტკივილის ინტენსივობის განსაზღვრის შემდგომ უნდა
შეფასდეს, თუ რა პროცედურები დასჭირდა დაზარებულს გამოსაჯანმრთელებლად.
პროცედურებში იგულისხმება საჭირო ოპერაციების რაოდენობა, აქვე აუცილებელია აღინიშნოს ის
შემთხვევა, როდესაც პირს ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა არ დაუდგინდა.
3. ზიანის შედეგი– კონკრეტული მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის დროს უნდა
განისაზღვროს შესაბამისობა ფიზიკურ და სულიერ ტკივილებს შორის

You might also like