You are on page 1of 4

2)ხელშეკრულება და ვალდებულება

# ხელშეკრულება

ხელშეკრულება როგორც ვალდებულების წყარო ხელშეკრულება


(ვალდებულებით-სამართლებრივი ხელშეკრულება) ორმხრივი ან მრავალმხრივი
გარიგებაა ანუ ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენა, რომელიც იწვევს
ვალდებულებით- სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას, შეცვლას ან
შეწყვეტას. ამდენად, ხელშეკრულება წარმოშობს ვალდებულებას. ხელშეკრულება
ვალდებულების წყაროა.
გარდა ხელშეკრულებისა, ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების
(დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა
საფუძვლებიდან. ვალდებულება შეიძლება ხელშეკრულების მომზადების
საფუძველზეც წარმოიშვას.

სამოქალაქო კოდექსის 317- ე მუხლის თანახმად, ვალდებულებების წყაროები


შეგვიძლია დავყოთ 3 ძირითად სახედ:
1. წინასახელშეკრულებო — ხელშეკრულების დასადებად წარმოებული
მოლაპარაკებების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებებად (culpa in costruhendo)
2. სახელშეკრულებო (გარიგების საფუძველზე წარმოშობილ) ვალდებულებებად
3. კანონისმიერ (კანონის საფუძველზე წარმოშობილ) ვალდებულებებად

კანონისმიერი (კანონის საფუძველზე წარმოშობილი) ვალდებულებები


წარმოიშობა კერძო სამართლის სუბიექტების ნების გამოვლენის გარეშე უშუალოდ
კანონის რეალიზაციით. (დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრ.უსაფუძვლო
გამდიდრ.ზიანის მიყენების (დელიქტის)შედეგად წარმოშობილი
ვალდებულებები.

#ვალდებულება

ვალდებულება არის სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის


ძალითაც ურთიერთობის ერთ-ერთ მონაწილეს უფლება აქვს, ურთიერთობის
მეორე მონაწილეს მოსთხოვოს ვალდებულების საგნის შესრულება: ქონების
გადაცემა, განსაზღვრული მოქმედება ან მოქმედებისაგან თავის შეკავება

კრედიტორი-მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნის უფლება,


მოვალე- მხარე, რომელსაც ეკისრება ვალდებულების შესრულება.

ვალდებულებით–სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე კრედიტორს


მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ და მხოლოდ მოვალის მიმართ.

შესრულება შეიძლება გამოიხატებოდეს არა მარტო დადებით მოქმედებაში,


არამედ იგი შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც, ე. წ.
თმენაში
3)ხელშეკრულების სახეები

ხელშეკრულებების დაყოფა სახეებად შეიძლება რამდენიმე ნიშნით.

1. მხარეთა შორის უფლება-ვალდებულებების განაწილების მიხედვით


ხელშეკრულებებს ყოფენ ორმხრივ და ცალმხრივ ხელშეკრულებებად.

》ორმხრივია ხელშეკრულება, რომელშიც ყოველ მხარეს აქვს როგორც უფლება,


ასევე ეკისრება ვალდებულება. (ნარდობის ხელშეკრულება)ამდენად, ორმხრივ
ხელშეკრულებაში ორივე მხარე წარმოადგენს როგორც კრედიტორს, ასევე
მოვალეს; კრედიტორია მხარე იმ ნაწილში, რომელშიც მას აქვს მოთხოვნა მეორე
მხარისადმი, ხოლო მოვალეა იმ ნაწილში, რომელშიც მას მეორე მხარის წინაშე
აკისრია ვალდებულება.

》ცალმხრივია ხელშეკრულება, რომელშიც ერთ მხარეს აქვს მხოლოდ უფლება,


ხოლო მეორე მხარეს ეკისრება მხოლოდ ვალდებულების შესრულება. მაგალითად,
თხოვების ხელშეკრულებით ხელშეკრულების ერთი მხარე მონათხოკრე
ვალდებულია თხოვების ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ
ნათხოვარი ნივთი უკან დააბრუნოს; მონათხოვრის ასეთ ვალდებულებას
შეესაბამება გამნათხოვრებლის უფლება, მოსთხოვოს მონათხოვრეს ნათხოვარი
ნივთის უკან დაბრუნება ისე, რომ თავის მხრივ გამნათხოვრებელს რაიმე
ვადლებულება არ აკისრია.

2.ხელშეკრულებების დადების მომენტის მიხედვით ხელშეკრულებებს ყოფენ


კონსენსუალურ და რეალურ ხელშეკრულებებად.

》კონსენსუალურია ხელშეკრულება, რომელიც დადებულად ითვლება მხარეთა


შორის შეთანხმების მიღწევის მომენტიდან. მის შემთხვევაში რაიმე სხვა
დამატებითი მოქმედება საჭირო არ არის. მაგ ნარდობის ხელშეკრულება. იგი
დადებულად ითვლება ხელშეკრულების მხარეთა შორის ხელშეკრულების
არსებით პირობებზე შეთანხმების მიღწევის მომენტიდან.ნარდობის
ხელშეკრულება კონსენსუალური და ორმხრივი ხელშეკრულებაა.

》რეალური ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება საგნის გადაცემის


მომენტიდან. მაგალითად, იმავე თხოვების ხელშეკრულება რეალური
ხელშეკრულებაა, ვინაიდან იგი დადებულად ითვლება მხოლოდ ნივთის
გადაცემის მომენტიდან.ჩუქება, სესხი

3.ასევე განასხვავებენ განასხვავებენ სასყიდლიან და უსასყიდლო


ხელშეკრულებებს.
》 სასყიდლიანია, ნასყიდობის ხელშეკრულება, ვინაიდან ამ ხელშეკრულებით
მყიდველი ყოველთვის ვალდებულია გადაუხადოს გამყიდველს ნასყიდობის
ფასი.

》უსასყიდლოა- თხოვების ხელშეკრულება. თუმცა, ერთიდაიგივე ხელშეკრულება


შეიძლება სასყიდლიანიც იყოს და უსასყიდლოც. მაგალითად, სესხის
ხელშეკრულება, უსასყიდლოა, მაგრამ მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ
პროცენტზე. თუ სესხის ხელშეკრულება ითვალისწინებს პროცენტის გადახდას,
მაშინ იგი სასყიდლიანი იქნება.

ხელშეკრულებების კლასიფიკაცია სხვა ნიშნებითაც შეიძლება განასხვავებენ: ·


კანონით სპეციალურად მოწესრიგებულ ხელშეკრულებას და ხელშეკრულებას,
რომელიც კანონის მიერ სპეციალურად მოწესრიგებული არ არის. პირველ
კატეგორიას მიეკუთვნება სამოქალაქო (ნასყიდობა, ჩუქება, თხოვება, კრედიტი,
ფრენშაიზინგი, ლიზინგი, გადაზიდვა-გადაყვანა და ა. შ.). მეორე კატეგორიას
მიეკუთვნება, (ფაქტორინგი.) ფაქტორინგის ხელშეკრულებით ბანკი ან სხვა
საკრედიტო დაწესებულება სასყიდლით იძენს სხვა პირთა კუთვნილ ფულად
მოთხოვნებს.

5)წინარე ხელშეკრულება

327 III მუხლი ითვალისწინებს ე.წ. წინარე ხელშეკრულების ინსტიტუტს –


„ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების
ვალდებულება“.

პრაქტიკაში ხელშეკრულების დადებას ხშირად წინ უძღვის ხანგრძლივი


მოლაპარაკების პროცესი, რაც მოიცავს მხარეთა მიერ სახელშეკრულებო პირობათა
შეთანხმების რთულ პროცედურას. ამ სტადიაზე მხარეები ხშირად აფორმებენ
წინასახელშეკრულებო შეთანხმებებს,რომლებითაც აფიქსირებენ მიღწეულ
შეთანხმებებს, განსაზღვრავენ ხელშეკრულების ტექსტის შუალედურ ვერსიებს და
ა.შ.

》წინარე ხელშეკრულება არის ვალდებულებით-სამართლებრივი


გარიგება,რომლითაც მხარეები კისრულობენ სხვა ხელშეკრულების დადების
ვალდებულებას.
ანუ მხარეები სამართლებრივად იბოჭავენ თავს მომავალში ე.წ. ძირითადი
ხელშეკრულების დადების ვალდებულებით.

》წინარე ხელშეკრულების ფორმა

წინარე ხელშეკრულება ფორმასავალდებულო გარიგებაა. იგი საჭიროებს იმ


ფორმის დაცვას, რაც დადგენილია ძირითადი ხელშეკრულებისათვის.
მაგალითად, თუ ძირითადი ხელშეკრულებისთვის კანონი წერილობით ფორმას
ითვალისწინებს, მხარეებმა წინარე ხელშეკრულებაც წერილობით უნდა
გააფორმონ. ზოგიერთ შემთხვევაში კანონი პირდაპირ მიუთითებს წინარე
ხელშეკრულების ფორმაზე. მაგ წერილობითი ფორმით უნდა დაიდოს სესხის
ხელშეკრულების წინარე ხელშეკრულება ანუ სესხის შეპირება.
წინარე ხელშეკრულების მიმართ ფორმის დაცვის მოთხოვნა იმპერატიულია და
მისი შეუსრულებლობა იწვევს წინარე ხელშეკრულების ბათილობას

You might also like