You are on page 1of 8

ინტერნეტ სამართლის ცნება; წყაროები და სისტემა

ინტერნეტ სამართალი არის სამართლის დარგი, რომელიც სწავლობს


ინტერნეტის,როგორც გლობალური კომპიუტერული საინფორმაციო
ქსელის სამართლებრივი რეგულირების ცალკეულ ასპექტებს, რომელიც
მოიცავს როგორც თავად ინტერნეტის,როგორც გლობალური ქსელის
სამართლებრივ რეგულირებას, ასევე ინტერნეტის ქსელის გამომყენებელ
სფეროთა – ელექტრონული კომერციის, სოციალური ქსელების, სოციაური
მედიის, ბლოკჩეინ ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის
სამართლებრივი რეგულირების საკითხებს.აღნიშნული დეფინიცია, რა
საკვირველია პირობითია, რადგან ინტერნეტი, როგორც
გლობალურიკომპიუტერული და საინფორმაციო ქსელის
შესაძლებლობები პრაქტიკულად განუსაზღვრელია და მას შეიძლება,
დაემატოს ისეთი სფეროები, რაც დღევანდელი ტექნოლოგიური
განვითარებისთვის ჯერ კიდევ უცნობია.როგორც აღვნიშნეთ, ინტერნეტ
სამართალი ინტერდისციპლინური დარგია. შესაბამისად მისი, როგორც
სამართლის დარგის სისტემა საკმაოდ პირობითია და, დარგის
განვითარებასთან ერთად, შეიცვლება.იმის გამო, რომ საქართველოში ეს
დარგი მხოლოდ ახლა ყალიბდება, ვფიქრობთ, რომ ინტერნეტ სამართლის
სისტემა პირობითად ორ ნაწილად შეიძლება დავყოთ – ზოგად
ნაწილად.და განსაკუთრებულ ნაწილად. ისევე როგორც სამართლის სხვა
დარგებში,ინტერნეტ სამართლის ზოგად ნაწილს წინ უსწრებს ზოგადი
დებულებები, როგორიცაა ინტერნეტ სამართლის ცნება, სისტემა და
წყაროები. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინტერნეტ
სამართლის წყაროების განხილვა. ზოგიერთი სამართლის დარგისგან
განსხვავებით, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ინტერნეტ სამართლის
ძირითად წყაროს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები
წარმოადგენს.ამიტომ წყაროებში განხილული იქნება მრავალმხრივი და
ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები.ასევე
საგანგებო ყურადღება დაეთმობა სუპრანაციონალურ სამართალს –
ევროკავშირის სამართალსა და მასში არსებული ნორმატიული აქტების
სპეციფიკასა და ცალკეულ სახეებს. დღეისათვის ევროკავშირი მსოფლიო
ლიდერს წარმოადგენს ინტერნეტ რეგულაციებთან დაკავშირებით.
ამიტომ მისი ცალკე განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია.
ინტერნეტ სამართლის ზოგადი ნაწილი ეთმობა უშუალოდ ინტერნეტსა და
ინტერნეტ სამართალთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, ცალკე თავი
დათმობილი აქვს ინტერნეტის წარმოშობისა და განვითარების ეტაპებს,
როგორიცაა კომპიუტერული ტექნიკის წარმოშობისა და განვითარების
ისტორია და სხვადასხვა თაობის კომპიუტერთა ზეგავლენა ინტერნეტის
განვითარებაზე. ასევე ცალკე განიხილება ინტერნეტის წარმოშობისა და
მისი სამართლებრივი რეგულირების ცალკეული საკითხები.შესაბამისად
ინტერნეტ სამართლის განსაკუთრებულინაწილი შედგება ოთხი თავისგან.
თითოეული თავი ეთმობა ინტერნეტ სამართლის
ცალკეულ ქვედარგს ან ინსტიტუტს.პირველი ასეთი ქვედარგი, რომელიც
განსაკუთრებულ ნაწილში იქნება საგანგებოდ განხილული, არის
ელექტრონული კომერციის სამართალი.
ელექტრონული კომერციის სამართალმა განსაკუთრებული განვითარება
პოვა უკანასკნელ ათწლეულში. აღნიშნულ თავში ყურადღება დაეთმობა
ისეთ საკითხებს, როგორებიცაა დომენის ცნება და კატეგორიები,
ელექტრონული კომერციის არსი და მისი რეგულირება, ელექტრონული
კომერციის განვითარების პერსპექტივები საქართველოში. ამავე თავში
იქნება განხილული ელექტრონული ხელშეკრულებებისა და
ელექტრონული ხელმოწერების პრობლემატიკა.რაც შეეხება ინტერნეტ
სამართლის განსაკუთრებულ ნაწილს, იგი შედგება იმ ცალკეული
ქვედარგებისა და ინსტიტუტებისგან, რომლებიც უშუალოდ
დაკავშირებულია ინტერნეტთან ან მისი საქმიანობა გამომდინარეობს
ინტერნეტ აქტივობიდან.ცალკე თავი ეთმობა ინტერნეტ სამართლის ერთ-
ერთ ყველაზე პოპულარულ სამართლის ქვედარგს – სოციალური
ქსელების სამართალს.იმისგამო, რომ ინტერნეტი და სოციალური ქსელები
პირდაპირ და უშუალოდ უკავშირდება დიდი ოდენობით ინფორმაციის
მიღებასა და გადამუშავებას, ამიტომაც იყენებენ მათ პარალელურად
ცნებას – საინფორმაციო ტექნოლოგიები. განხილული იქნება თავად
`ინფორმაციის~ არსი და მისი სახეები. ასევე ცალკე ყურადღება დაეთმობა
ცალკეული სოციალური ქსელების თავისებურებებსა და მათ
სამართლებრივი რეგულირების საკითხებს. კერძოდ, განხილული იქნება
სოციალური ქსელების მიერ მომხმარებლებთან დადებული
ხელშეკრულებებისარსი.წიგნის ბოლოს წინა თავი ეთმობა თანამედროვე
მსოფლიოსთვის ალბათ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თემატიკას –
ბლოკჩეინ ტექნოლოგიებს და მის მარეგულირებელ ბლოკჩეინ
ტექნოლოგიების სამართალს. ბლოკჩეინი ესაა კრიპტოგრაფიულად
დაცული ჩანაწერების ჯაჭვი. მასში მონაცემების შეცვლა ან წაშლა
პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ბლოკჩეინი არ იყენებს რომელიმე
კონკრეტულ შენახვის ბაზას, სერვერს.შესაბამისად ბლოკჩეინში შეღწევისა
და ინფორმაციის მოპარვისათვის ან ჰაკერული თავდასხმისათვის
საჭიროა ბლოკჩეინ ქსელში ჩართული ყველა კომპიუტერში
ერთდროულად შეღწევა, რაც ურთულეს ამოცანას წარმოადგენს. ერთ ან
რამდენიმე კომპიუტერზე ჰაკერული შეტევა შესაძლებელია, მაგრამ
ბლოკჩეინის ტექნოლოგიის უნიკალურობა იმაშია, რომ ინფორმაციის
ასლები ინახება ქსელში მონაწილე სხვა მილიონობით კომპიუტერში. ამ
ინფორმაციას კი ისეთივე იურიდიული ძალა აქვს, როგორც სხვა
დანარჩენს. რაც უფრო დიდია ეს ქსელი, მით უფრო რთულია მისი
განადგურების ალბათობა. თუ ჩავთვლით იმას, რომ ასტრონომიული
სისწრაფით იზრდება ბლოკჩეინის ქსელში მონაწილე პირთა რაოდენობა,
გასაგები გახდება, თუ რამდენად უნიკალურ ტექნოლოგიასთან გვაქვს
საქმე.

ინტერნეტ სამართლის სუბიექტები და ობიექტები


ინტერნეტ სამართლის ზოგად ნაწილი მთავრდება ინტერნეტ სამართლის
სუბიექტებისა და ობიექტების განხილვით. ინტერნეტ სამართლის
სუბიექტებად განიხილება ის პირები, რომლებიც ჩართულნი არიან
როგორც უშუალოდ ინტერნეტ-სამართლებრივ ურთიერთობებში, ასევე
ინტერნეტის გამოყენებით სხვა სამართლებრივ ურთიერთობებში.
კერძოდ,
ელექტრონულ კომერციაში, სოციალურ ქსელებში, სოციალურ მედიაში,
ბლოკჩეინ-სამართლებრივ ურთიერთობებსა და ხელოვნური ინტელექტის
საკითხებში. სუბიექტების მხრივ განსაკუთრებით ეს უკანასკნელია
საინტერესო, რადგან ამ მხრივ ბოლო პერიოდის ინტერნეტ სამართლის
დოქტრინაში გაჩნდა კითხვა, ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს
ინტერნეტ სამართლის ობიექტს, თუ შესაძლებელია მისი განხილვა
სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტად. აღნიშნულ პრობლემას
შესაბამის თავში ცალკე შევეხებით.
რაც შეეხება ინტერნეტ სამართლის ობიექტებს, განსაკუთრებული
აღნიშვნის ღირსია ვირტუალური ქონების საკითხი.
ინტერნეტის სპეციფიკურობა განაპირობებს სამართლის სუბიექტის
კლასიკური გაგების განსხვავებულ აღქმას. თუმცა, რათქმაუნდა,
ნებისმიერი ასეთის სპეციფიკური სუბიექტი ფიზიკურ ან იურიდიულ
პირამდე დადის.
თავად ინტერნეტის არქიტექტურა იმდენად რთულია, რომ
წარმოუდგენელია მასში მხოლოდ სამართლის ორი სუბიექტის
მონაწილეობა. ეს კი ავტომატურად წარმოშობს ინტერნეტის ქსელში
მონაწილე ახალი სუბიექტების გაჩენის აუცილებლობას.
ინტერნეტის ქსელში მონაწილე სუბიექტები შეიძლება დაიყოს სამ
კატეგორიად:
ა) ინფორმაციისა და მონაცემების (კონტენტის) შემქმნელები;
ბ) კონტენტის მიმწოდებლები (პროვაიდერები);
გ) მომხმარებლები (კლიენტები, ე.წ. იუზერები, IP მისამართის
მფლობელებიდა ა.შ.

პირველი კატეგორიის სუბიექტთა დიაპაზონი საკმაოდ ფართოა. მას


შეიძლება მივაკუთვნოთ როგორც მეგაკორპორაციები, როგორიცაა
გუგლი,მაიქროსოფთი, ეფლი,და ა.შ., ასევე თუნდაც სკოლის მოსწავლე,
რომელიც საკუთარი გამოყენებისთვის ქმნის ვებ-გვერდს. კონტენტის
გენერაცია და მისი პრეზენტაცია წარმოადგენს ინტერნეტის ქსელში
საზოგადოებრივი აზრის ფორმირების უმნიშვნელოვანეს საშუალებას.
ინტერნეტ სამართლის სუბიექტთა მეორე კატეგორია უზრუნველყოფს
მომხმარებელთა დაკავშირებას ინტერნეტ სერვერებთან. მარტივად რომ
ვთქვათ, ეს კატეგორია უზრულველყოფს ინფორმაციის გაცვლას
მომხმარებელსა და სერვერებს შორის. ასეთ სუბიექტებს ინტერნეტ
სამართალში კონტენტის მიმწოდებლებს – პროვაიდერებს უწოდებენ.
ინტერნეტ სამართლის სუბიექტთა მესამე კატეგორიას განეკუთვნებიან
მომხმარებლები – კლიენტები, ე.წ. იუზერები, IP მისამართის
მფლობელები და ა.შ. ამ გაგებით ეს სუბიექტები, ერთი მხრივ, შეიძლება
განვიხილოთ, როგორც კონტენტის მიმწოდებლების (პროვაიდერების)
დახმარებით ინფორმაციისა და მონაცემების (კონტენტის)
შემქმნელებისაგან სერვისების მიმღები პირები, ხოლო, მეორე მხრივ,
ისინი შეიძლება, იქცნენ კონტენტის გადაცემასა და მოდიფიკაციაში
მონაწილე პირებადაც. შესაბამისად, პირველ შემთხვევაში, თუ ინტერნეტ
სამართლის სუბიექტების მიმართ მოქმედებს მომსახურების
ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეჟიმი, მეორე
შემთხვევაში ამოქმედდება სპეციალური რეჟიმი.

ზოგადი პრინციპის მიხედვით, სამართალში ობიექტებად განიხილება ის,


რაზედაც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობა. კერძო
სამართალში ობიექტის ცნებაში ძირითადად ქონება იგულისხმება. ასე,
მაგალითად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-7 მუხლი, რომელიც
კერძო სამართლის ობიექტების ლეგალურ დეფინიციას შეიცავს, მხოლოდ
საორიენტაციო ფუნქცია აქვს.
კერძოსამართლის ობიექტი (ქონება), მე-7 და 147-ე მუხლების თანახმად,
არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა
ფლობა, სარგებლობა განკარგვა და შეძენა შეიძლება შეუზღუდავად, თუკი
ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს.
სამოქალაქო კოდექსი არ შეიცავს კონკრეტული ობიექტების ჩამონათვალს.
შესაბამისად, მოქმედებს პრინციპი -ბრუნვაუნარიანია ყველაფერი, რაც
კანონით არ არის ბრუნვიდან ამოღებული. ობიექტი არის ყველაფერი,
რისი ფლობაც შეუძლიათ ადამიანებს და რაც მართლწესრიგის მიერ
კონკრეტულ ადამიანს შეიძლება მიეკუთვნოს.კერძოსამართლის
ობიექტები იყოფა ნივთებად და არამატერიალურ ქონებრივ
სიკეთეებად.ნივთების ლეგალურ დეფინიციას სამოქალაქო კოდექსი არ
იცნობს. იურიდიულ ლიტერატურაში არსებული შეხედულების თანახმად,
ნივთები პიროვნულობას მოკლებული, ბრუნვაუნარიანი, პირთა
ბატონობას დაქვემდებარებული, ნატურით გამიჯნული და
სხეულებრივად ერთიანი საგნებია.ნივთების ნორმატიული ცნების
მიხედვით ნივთებს განეკუთვნება ისეთი საგნები, რომელთა ფლობა,
სარგებლობა,განკარგვა და შეძენა შესაძლებელია მართლზომიერად და
ზნეობის ნორმების დარღვევის გარეშე (მუხ. 147).სამართლებრივად
მნიშვნელოვანია ნივთების დაყოფა უძრავ და მოძრავ ნივთებად.
სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთებს
მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი, მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე
აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად
დგას მიწაზე.მოძრავი ნივთების მრავალფეროვნების გამო მათი ჩამოთვლა
საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით არ არის მიზანშეწონილი.
საყურადღებოა ინტელექტუალური შემოქმედების ობიექტებზე
საკუთრების და ამ ობიექტების მატარებლებზე საკუთრების
ურთიერთკავშირი. მაგალითად, მოძრავ ნივთს წარმოადგენს წიგნი,
მაგნიტოფირი, დისკეტა, კომპაქტდისკი
ან ციფრული ვიდეო და ა.შ. თუმცა ამ ნივთებზე საკუთრების შეძენით არ
წარმოიშობა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე, მაგალითად,
რომანზე საავტორო უფლება.

ელექტრონული კომერციის არსი და მისი რეგულირება


ელექტრონული კომერცია არის ბიზნეს პროცესების ნებისმიერი სახეობა,
სადაც ურთიერთქმედება სუბიექტებს შორის წარმოებს ელექტრონული
სახით.ელექტრონული კომერცია შედგება სამი ერთმანეთთან მჭიდროდ
დაკავშირებული ნაწილისაგან: ბიზნეს-სუბიექტები (მონაწილეები),
პროცესები და ქსელები (რომელთა მეშვეობით უკავშირდებიან ერთმანეთს
მონაწილეები და სრულდება პროცესების განხორციელება). ზოგადად
ელექტრონული კომერცია საშუალებას აძლევს მის მონაწილეებს,
განახორციელონ შემდეგი შესაძლებლობები:
 გამყიდველებს წარადგინონ ინტერნეტის ქსელში საქონელი და
მომსახურება, მიიღონ ინტერნეტით და დაამუშავონ კლიენტების
დაკვეთები;
 მყიდველებს – სტანდარტული ინტერნეტ-ბრაუზერების
მეშვეობით გაეცნონ სხვადასხვა საქონლის და მომსახურების კატალოგებს
და გააკეთონ შეკვეთა.ელექტრონულ კომერციაში უმნიშვნელოვანესია ვებ
გვერდის მისამართის, ე.წ. `დომენის~ სრულყოფილი სამართლებრივი
რეგულირების საკითხის კვლევა.დომენი (Dომაინ) ვებ-გვერდის
განუყოფელი ნაწილია.ვებ-გვერდი თანამედროვე მსოფლიოში
კომუნიკაციის დამყარების ერთ-ერთი უმთავრესი შესაძლებლობაა.
როგორც წესი, ვებ-გვერდის შექმნისთვის პირი ხელმძღვანელობს
საკუთარი სამოქალაქო სახელით, ფსევდონიმით, საფირმო ან მასთან
იდენტიფიკაციის მქონე სხვა სახელწოდებით. ვებ-გვერდის შექმნა
შეუძლებელია ე.წ. `დომენის გარეშე რომელიც ინტერნეტში ტექნიკური
მისამართის ერთ-ერთი სახეობაა.თავის მხრივ, დომენთან ერთად, ვებ-
გვერდის მისამართი(სახელწოდება), სამოქალაქო სახელისგან
განსხვავებით, მაშინ იღებს სამართლებრივ დატვირთვას, როდესაც მას
მისამართის ისევე, როგორც სამოქალაქო სახელის შემთხვევაში, ვებ-
გვერდის სახელწოდების უფლებაზეც ვრცელდება მე-12მუხლით
გათვალისწინებული პირობები და შესაბამისი მოთხოვნის დაყენების
შემთხვევაში, მის მფლობელს უფლება გააჩნია, კოდექსით
გათვალისწინებული ნორმების საფუძველზე მოახდინოს უფლების დაცვა.
მარტივი შედარება რომ გავაკეთოთ რეალურ ცხოვრებასთან, დომენური
სახელი არის ჩვენი საფოსტო მისამართი, რომლის გარეშე ვერავინ ვერ
მოგვძებნის; ჰოსტინგი არის მიწის ნაკვეთი; ხოლო ვებ-გვერდი არის
შენობა, რომელიც განთავსებულია ამ მიწის ნაკვეთზე. ამიტომ ეს სამივე
კომპონენტი შეუცვლელია და უპირობოდ აუცილებელი.დომენი
წარმოადგენს უნიკალურ დასახელებას, რომელიც ვებ-გვერდს (ელ.
ფოსტას) ესაჭიროება.
დომენი იყოფა სამ ძირითად კატეგორიად:
ა) გლობალურად (ზოგადი, საერთაშორისო დომენი),
ბ) სპეციალური დომენი,
გ) ქვეყანაზე დამოკიდებული დომენი.
მართალია, სახელისა და დომენის არჩევაში პირი თავისუფალია, მაგრამ
თითოეულ შემთხვევაში მან უნდა იზრუნოს, რომ ამგვარი ქმედებით არ
დაარღვიოს სხვათა უფლებები. ეს ქმედება ექცევა უფლების
კეთილსინდისიერად გამოყენების ფარგლებში (სკ-ის 115-ემუხლი). თუ
საქმე კონკრეტულ ქვეყანას ეხება (მაგალითად, .გდომენს), დომენში მცირე
ცვლილების შეტანა მისი სხვა კომპანიასთან (პროდუქტთან)
მაიდენტიფიცირებელი სახით არსებობას არ გულისხმობს. ცალკეულ
შემთხვევებში, ე.წ. `პრიორიტეტულობის პრინციპი~ თამაშობს დიდ
როლს. ამ პრინციპიდან გამომდინარე, შესაძლებელია, პირს მოუწიოს
დომენის დათმობა სხვა პირის სასარგებლოდ. ეს კი იმ შემთხვევაში
შეიძლება, გახდეს მოთხოვნის საფუძველი, თუ ამავე სახელწოდების მქონე
პირი ცნობილია ადგილობრივ დონეზე (სადაც დომენი გაიცემა). გარდა
უფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევისა, დომენის თაობაზე
სამართლებრივი მოწესრიგების გათვალისწინებით, დაუშვებელია იგი
იყოს დამაბნეველი. კერძოდ, საზოგადოება შეჰყავდეს შეცდომაში,
ახდენდეს იდენტიფიცირებას სხვა დომენებთან და ა.შ

ციფრული ხელმოწერები და ელექტრონული ხელშეკრულებები


ხელშეკრულების დადების ინოვაციურმა საშუალებებმა, დისტანციური და
ელექტრონული კომერციის განითარებამ, ელექტრონული მედიისა და
ინტერნეტის არ ნახულმა პროგრესმა აუცილებელი გახადა ეკონომიკური
და სამართლებრივი ინსტიტუტების ადაპტირება ახალ ტექნოლოგიებსა
და ვაჭრობის წესებთან.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 328-ე
მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმადაც, თუ მხარეები შეთანხმდნენ
წერილობით ფორმაზე, ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხარეთა მიერ
ხელმოწერილი ერთი დოკუმენტის შედგენით. ფორმის
უზრუნველსაყოფად ასევე საკმარისია სატელეგრაფო შეტყობინება, ტელე
ასლია წერილების ურთიერთ გაცვლა.
როგორც ვხედავთ, კანონმდებელი მიმართავს ისეთ ზოგად
ფორმულირებას, როგორიცაა `წერილების ურთიერთგაცვლა~, რაც
შეიძლება განხორციელდეს როგორც ჩვეულებრივი, ისე ელექტრონული
ფოსტის გამოყენებით.
ელექტრონული საშუალების გამოყენებით დადებული ხელშეკრულების
საკანონმდებლო რეგულაცია 1997 წლის 20 მაისიდან იღებს სათავეს,
კერძოდ ევრო პარლამენტისა და საბჭოს`შორ მანძილზე დადებული
ხელშეკრულების მომხმარებელთა დაცვის შესახებ~ 97/7 დირექტივის
ძალაში შესვლის მომენტიდან. ელექტრონული ფორმით ხელშეკრულების
დადებისას გარიგების მონაწილე ხელშეკრულების ტექსტს ეცნობა
ელექტრონული დოკუმენტის საშუალებით.
როგორც ცნობილია, ხელშეკრულების დადებისას ხელშეკრულების
დასადებად აუცილებელია ორი თანამთხვევადი ნების გამოვლენა –
ოფერტისა და აქცეპტის – არსებობა. ოფერტის და აქცეპტის მეშვეობით
ხელშეკრულების დადება არის სახელშეკრულებო ურთიერთობის
წარმოშობის ჩვეულებრივი მოდელი. მნიშვნელოვანია იმის დადგენა,
რამდენად შეესაბამება აღნიშნული მოდელ ელექტრონული ფორმით
კომუნიკაციისას დამყარებულ ურთიერთობებს.
ოფერტი და აქცეპტი ისევე ვრცელდება ახალ ტექნოლოგიებზე, როგორც
ვრცელდება ძველ მეთოდებზე.

ელექტრონული ფორმით დადებული გარიგებები დღის წესრიგში


შემსრულებლის იდენტიფიკაციის აუცილებლობას აყენებს.
იდენტიფიკაცია აუცილებელია ორივე მხარისათვის. ხელშემკვრელი
მხარეები შესაძლოა, ხშირ შემთხვევაში შესაძლებლობას იყვნენ
მოკლებულნი, მოახდინონ მეორე მხარის იდენტიფიკაცია. ჩვენთვის
ცნობილი ცნება `ხელმოწერა~, სამყაროსავით ძველია, დოკუმენტების
შემოწმების ამოცანა უძველესი დროიდან იდგა კაცობრიობის წინაშე.
თავდაპირველად ადამიანთა მიერ წერის ათვისების შემდეგ ჩამოაყალიბეს
მათი იდენტიფიცირების საშუალებად მათი სახელისა და გვარის
უნიკალური მოხაზულობა, რასაც ფეოდალიზმის პერიოდში დაემატა
შესაბამისი გვარების გერბების ტვიფრებით დოკუმენტის დაბეჭდვა.
ხშირად ის ხელმოწერასთან ერთად კომბინაციაში გამოიყენებოდა.
ითვლებოდა, რომ ეს კომბინაცია დოკუმენტს გაყალბებისაგან მკაცრად

ინტერნეტ სამართლის რეგულირება


კიბერსივრცე – ეს არის შესანიშნავი ახალი მოედანი ძველი თამაშებისთვის~
– შენიშნავს ცნობილი ამერიკელი მეცნიერი ჯ. სომერი. შესაძლებელია თუ
არა იცოდე სამართალი, მხოლოდ სამართლის შესწავლით – ესაა კითხვა,
რომელიც პასუხს მოითხოვს. კანონმდებლობის განვითარება დიდ წილად
დამოკიდებულია ეკონომიკის განვითარებასთან, თანამედროვე დროში –
გლობალური ეკონომიკის განვითარებასთან. გლობალურ ეკონომიკას,
როგორც ისტორიულად ახალ რეალობას, უნარი შესწევს იმუშაოს,
როგორც ერთიანი სისტემა რეალურ დროში მთელი პლანეტის მასშტაბით.
ეკონომიკის გლობალიზაციას მივყავართ სამართლის
გლობალიზაციისკენ.ინტერნეტ სამართალს, ისევე როგორც ყველა
ინოვაციურ დარგსა თუ სფეროს, თავისი წილი ოპონენტები და
სკეპტიკოსები ჰყავს. ერთ-ერთი გამოკვეთილი მოწინააღმდეგე ამერიკელი
მოსამართლე ფრენკგ. ისტერბრუკია. მისი თქმით, `იურისტების რწმუნება
კომპიუტერების შესახებ, მათი პროგნოზები ახალ ტექნოლოგიებზე დიდი
ალბათობით ყალბი აღმოჩნდა.
მან უნდა შეარყიოს ჩვენი სურვილი კიბერსივრცის სამართლებრივი
კონსტრუქციების შექმნისათვის. უსინათლოები – არ არიან საუკეთესო
გამტარები.
არსებობს სხვა შეხედულებები ინტერნეტ სამართლის, კიბერ სამართლის
და სხვა კონცეფციების შესახებ, რომლებიც მათ დამოუკიდებელ
სამართლის დარგად მიიჩნევენ.ინტერნეტ სივრცის სამართლებრივი
რეგულირების წარმოდგენილი დოქტრინული ასპექტები ნათლად აჩენს
იმ გამოწვევებს, რაც თანამედროვე ინტერნეტ სამართლის მიმართ დგას.
თუ იმასაც დავამატებთ, რომ თანამედროვე ინტერნეტი ტექნოლოგიების
უსწრაფესად განვითარებასთან ერთად იმდენად დინამიურია, რომ
შესაძლებელია უახლოეს წლებში სრულიად ახალი განზომილების
შესაძლებლობები წარმოიშვას, ნათელია, რომ ინტერნეტის
სამართლებრივი რეგულირების აუცილებლობა უფრო მწვავედ დადგება.
ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია მობილური ინტერნეტის
განვითარების მასშტაბები.

ელენე ღურწკაია
15.11.2023

You might also like