You are on page 1of 3

მიზეზობრივი კავშირი

 მიზეზობრივი კავშირის გარეშე ჩვენ ვერ დავადგენთ ვინ არის ავტორი


სამართალდარღვევის.
 მიზეზობრიოვი კავშირი არის ეროვნული სიამაყის საგანი, საქართველო არის
ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელმაც შებედა ამ ძალიან რთულ სამართლებრივ
პრობლემას მოუმზადა ნიადაგი, რომ იგი საკანონმდებლო რეგულაციის საგანი
გამხდარიყო.
1) მიზეზობრიობა (მიზეზობრივი კავშირი) როგორც ფილოსოფიური კატეგორია (მისი
შვიდი ძირითადი მახასიათებელი)
 მიზეზობრივი კავშრისის შვიდი მახასიათებელი:
1) კავშირის ფორმა;
2) კავშირის ერთ-ერთი ფორმაა და არა ერთადერთი;
3) ობიექტური კავშირის ფორმაა და არა სუბიექტური;
4) აუცილებელი კავშირის ფორმა;
5) ქრონოლოგიური კავშირის ფორმა ( ჯერ არის მიზეზი და მერე შედეგი);
6) გენეტიკური კავშირის ფორმა ( მიზეზიდან წარმოიშვება შედეგი);
7) ფარდობითია;

ფილოსოფიაში არსებობს ორი კატეგორია :თვისებრიობა და რაოდენობრიობა.

2) მიზეზობრივი კავშირი მიზეზობრიობა როგორც იურიდიული კატეგორია და მისი


საკანონმდებლო სტატუსი საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით - მთავარი სტატუსი
მიზეზობრიობისა არის ის რომ ის განიხილება, როგორც ობიექტური შემადგენლობის
ცენტრალურ ელემენტად. ადამიანის დანაშაულებრვი ქცევა იყოფა ორ ნაწილად, ერთი
ობიექტური მხარე/ ქცევის ობიექტური შემადგენლობა ანუ იმ ელემენტების ერთობლიობა
რომელიც განეკუთნება გარეგან გამოვლინებას, და მეორე სუბიექტური შემადგენლობა
სუბიეექტური მხარე ანუ იმ ელემენტების ერთობლიობა რომელიც განეკუთნება შინაგან
განცდებს.
3) იმ შემთხვევათა ამომწურავი ნუსხა, სახელწოდება და დახასიათება, რომელთა
შემთხვევაში მიზეზობრივი კავშირის დადგენა არის აუცილებელი. სისხლის სამართლის
კოდესის მე-8 მუხლი. მე-8 მუხლის პირველი ნაწილი- ამბობ თუ როდის უნდა ამტკიცო
მიზეზობრივი კავშირი და როდის არ უნდა ამტკიცო. მიზეზო0ბრივი კავშირი აუცილებლად
უნდა ამტკიცო შედეგიან დელიქტებში , ფორმალურ, საფრთხის დელიქტებში, არსებობს ორი
ტიპისსაფრთხის დელიქტები: კონკრეტული და აფსტრაქტული საფრთხის დელიქტები.
კონკრეტული საფრთხის დელიქტია ისეთი შემთხვევა, როდესაც შედეგი უნდა
დამდგარიყო და სრულიად შემთხვევითი გარემოების გამო არ დადგა, ანუ
განვითარებულიყო იო მსვლელობა 2/3-ზე მეტით. მაგ: სამშენებლო წესების დარღვევა
რომელსაც შედეგად მოჰყვა ადამიანის საღუპვის რეალური საფრთხე.
თუ ქმედების ან უმოქმედობის განხორციელება თავისთავად უკვე დანაშაულია, მას
მიზეზობრიობა არ სჭირდება ისედაც საქკმარისია პასუხისმგებლობისთვის.
მიზეზობრივი ბკავშირი უნდა ამტკიცოდ მხოლოდ კონკრეტული საფრთხის
დელიქტებში და შედეგიან დელიქტებში, აბსტრაქტული სახის დელიქტში არა. საფრთხის
კატეგორია უკავშირდება შესაძლებლობას, სინამდვილის კატეგორია უკავშირდება შედეგს-
ეს ფილოსოფიიდან არის ნასესხები(ჰეგელიდან). მიზეზობრივი კავშირი უნდა დავადგინოთ
მხოლოდ მაშინ როცა არსებობს ან შედეგი ან კონკრეტული საფრთხის დელიქტი.
4) როდის მიიჩნევა მიზეზობრივი კავშირი არსებულად ანუ დადგენილად, საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილი.

როდის არის მიზეზობრიოვი კავშირი და როდის არა, არსებობს ორი მიდგომა ერთი
აფართოებს ამ შემთხვევებს როდესაც მიზეზობრივი კაშირი ჩაითვლება მიზეზობრივ
კავშირად მეორე შედარებით ვიწროდ წარმოაჩენს.

1) თეორია რომელიც აფართოვებს მიზეზობრიობის ცნების ფარგლებს- ეკვივალენტური


თეორიაა, თინა წერეთლის ტომეულშია მოცემული. ეკვივალენტურია ისეთი თეორია
რომლის მიხედვითაც მიზობრვი კავშირი გულისხმობს რომ, ქმედება განხორციელებული
ადამიანის მიერ იყო ერთ-ერთი აუცილებელი პირობა მავნე შედეგის დადგომისა, მაგრამ
ვინაიდან ასეთი პირობა ერთი კიარა მრავალია ველა ერთნაირი ღირებულლებისა მქონეა/
პირობათა ტოლფასოვნების თეორია. ყველა პირობა რომელიც შეიძლება იყოს საფუძველში
დამდგარი შედეგისა ერთი კი არა მრავალი, თუმცა ყველა თანაბარი მნიშვნელობის არის.
2) ავიწროებს, ადეკვატური თეორია- ეს თეორია არ ეთანხმება ეკვივალენტურ თეორიას
რადგან იგი ძალიან აფართოვებს პასუხისმგებლობას. მაგ: ჩხუბისას გაუტეხა ერთმა მეორეს
თავი, წაიყვანეს საავადმყოფოში მაგრამ გზაზე მოხდა ავარია და ავარიის შედეგად დაიღუპა
ეს ადამიანი, ადეკვატური თეორიის მიხედვითვინც გაუტეხა თავი ის აგებს
სიკვდილისთვის პასუხს, რადგან იგი იყო ერთ- ერთი მიზეზი. ადეკვატური თეორის
მიხედვიტ მიზეზობრივი კავშირად ჩაითვლება ისეთი შემთხვევა როცა ჩემი ქმედება ამ
კონკრეტულ შემთხვევაში კიარ იყო ერთ-ერთი აუცილებელი პირობა შედეგის დადგომისა
არამედ ყველა სხვა ტიპიურ შემტხვევაში იქნება.

თინა წერეთლის აზრით არც ეკვივალენტური და არც ადეკვატური თეორია არ არის


სწორი, ეკვივალენტური სწორია იმაში რომ მართლაც ქმედება უნდა იყოს ერთ-ერთი
აუცილებელი პირობა, თუმცა არ უნდა ვცნოთ რომ ყველა პირობა ტოლფასოვანია.
ადეკვატური თეორია - ძალიან ავიწროებს პასუხისმგებლობას.

მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი- შეიძლება თუ არა შედეგი დადგეს უმოქმედობით,


უმოქმედობამ შეიძლება წარმოშვას შედეგი და შეიძლება არ წარმოშვას, როდის იქნება
კაუზალური ძალის მქონე, ზოგიარა, მაშინ ისმევა კითხვა როდის იქნება კაუზალური ძალის
ანუ მიმყენებული ძალის მქონე, რომ მან გამოიწვიოს შედეგი ამ კითხვაზეა აქვს გაცემული
პასუხი თინა წერეთლის ფორმულის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსის მე-8 მე-3
ნაწილში, ნათქვამია რომ უმოქმედობა შეიძლება იყოს კაუზალური ზალის მქონე ანუ მან
შეიძლება გამოიწვიოს შედეგი მხოლოდ მაშინ თუ კი დარღვეული იყო ადამიანის მიერ
სპეციალური იურიდიული მოვალეობა. საიდან მოდის ეს სპეიალური იურიდიული
მოვალეობა? იგიშეიძლება წარმოდგებოდეს კანონიდან, შეიძლება პროფესიული
მოვალეობიდან, შეიძლება ხელშეკრულებდან, შეიძლება კონკლუდენტური (ანუ მოქმედება
რომელიც გულისმობს წინარე მოქმედებას, რომელმაც განსაზღვრაშემდეგი
უმოქმედობისთვის პასუხისმგებლობა) მოვალეობისგან.

ობიექტური მხარეში ცენტრალურია ქმედება შედეგი და მიზეზობრივი კავშირი.


სუბიექტური მხარის ელემენტებია განძრახვადა გაუფრთხილებლობა, მოტივი და მიზანი,
ემოციური მდგომარეობა და განწყობა. ( ტიპობრივი ვალენტობის პრინციპი , კავკასიის
საერთაშორისო უნივერსიტეტის მაცნეშია მოცემული) .

არსებობს ორი განზომილება, ყველაფერი იზომება ან თვისებრიობაში და


რაოდენობრიობაში. თვისებრივი განზომილებას ჰქვია- კოლიტეტი, დანაშაულის
კვალიფიკაციას იმიტომ ვუწოდებთ ჩვენ რომ კვალიფიკაცია ნიშნავსამ თვისების რაობის
დადგენას. რაოდენობრიობა- კვანტიტეტი, შეგიძლია გაზომო რაოდენობრივად ნებისმიერი
მოვლენა რაც ხარისხობრიობას ექვემდებარება. როგორ უნდა გაზომო რა მეთოდით,
ამისთვისარის კვანტიფკაცია ანუ თვისებრიობის გადატანა რაოდენობრიობაში, ანუ მისი
ისეთი ფორმით წარმოდგენა რომ შესაძლებელი იყოს მისი გაზომვა. სუბსუმცია ნიშნავს
ფაქტებისათვის ნორმების მორგებას. კვალიფფიკაცია, კლასიფიკაცია და სუბსიმცია არის
ზუსტი შესაბამისობის დადგენა მომხდარი და განხოციელებულიფაქტებისა იმ
ელემენტებთან რომელიც არის კანონის აღწერილობაში, თუ კი კანონის აღწერილობა
დაემთხვევა რეალურად მომხდარს ეს არის სუბსუმცია.

You might also like