You are on page 1of 2

გაუფრთხილებლობა

საქართველოს სისხლის სამარტლის კოდექსის მე-10 მუხლის მიხედვით, გაუფრთხილებლობა


ორი სახისაა: თვითიმედოვნება და დაუდევრობა. თვითიმედოვნების დროს პირს
გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებს
მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ
იმედოვნებს, რომ ამ შედეგს თავიდან აიცილებს. სწორედ ამიტომ ეწოდება თვითიმედოვნებას
შეგნებული ანუ გაცნობიერებული გაუფრთხილებლობა. დაუდევრობა იგი სხვანაირად
შეიძლება იწოდოს როგორც გაუცნობიერებელი, ანუ შეუგნებელი გაუფრთხილებლობა.
დაუდევრობის დროს პირს გაცნობიერებული არა აქვს, რომ ჩადის წინდახედულობის ნორმით
აკრძალულ ქმედებას, არ ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის
შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მას, ობიექტური გარემოებებიდან და თავისი
ინდივიდუალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე შეეძლო და ევალებოდა კიდეც.
გაუფრთხილებლობითი დანაშაულის სისტემა სამსაფეხურიანია- ქმედების შემადგენლობა,
მართლწინააღმდეგობა და ბრალი. მოქმედბით ჩადენილი გაუფრთხილებლობითი
დანაშაულის ქმედების შემადგენლობა, უპირველეს ყოვლისა გამოიხატება პირის
წინდახედულობის ნორმის დამრღვევ მოქმედებაში, რომელმაც გამოიწვია ქმედების
შესაბამისი შედეგის დადგომა, მაგალითად მსხვერპლის სიკვდილი ან ჯანმრთელობის
დაზიანება. ობიექტურად წინდახედულობის საწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც ისეთ
დაწერილ ან დაუწერელ ქცევის წესს არღვევს, რომლის შესრულების ვალდებულება მას
კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე აქვს. წინდახედულობის ვალდებულება ნიშნავს,
რომ პირი მოვალეა კონკრეტული ურთიერთობიდან წარმოშობილი საფრთხე, რომელიც
ემუქრება სისხლის სამართლით დაცულ სიკეთეს, შეიცნოს და მასთან მიმართებაში სწორად
იმოქმედოს. ის ვალდებულია საკმარისი უსაფრთხოების ღონისძიება გაატაროს ან სახიფათო
მოქმედების შესრულებაზე უარი თქვას. მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ
გარემოებათა არარსებობა გაუფრთხილებლობითი დელიქტების დროსაც მოწმდება
დანაშაულის სამსაფეხურიანი სისტემის მეორე მართლწინააღმდეგობის ეტაპზე. ქმედების
შემადგენლობის დადგენა წარმოადგენს მართლწინააღმდეგობის არსებობის ვარაუდს.
საკუთარი თავის ან სხვათა დასაცავად მიმართული მოქმედებითი ქმედების შემადგენლობის
გაუფრთხილებლობით განხორციელება ყველა შემთხვევაში აუცილებელი მოგერიების
მდგომარეობით გამართლებულია, თუ პირს მოცემულ სიტუაციაში ასეთი მოგერიება
განზრახაც შეეძლო. ისევე როგორც აუცილებელი მოგერიების, უკიდურესი აუცილებელი
მოგერიების დროსაც საჭიროა გამართლების სუბიექტური ელემენტის არსებობა. კერძოდ,
თვითიმედოვნების დროს პირს შეგნებული უნდა ჰქონდეს უკიდურესი აუცილებლობის
მდგომარეობა. თუ მან სუბიექტურად არ იცის, რომ მოქმედებს უკიდურესი აუცილებლობის
ვითარებაში და ობიექტურად ისე გადაარჩენს ნაკლებადმნიშვნელოვანი სიკეთის დაზიანებით
უფრო დიდ სამართლებრივ სიკეთეს, მისი ქმედება არ ჩაითვლება მართლზომიერად, მაგრამ,
შედეგის უმართლობის არარსებობის გამო, არ უნდა დაისაჯოს. ინდივიდუალური
გასაკიცხაობის საფუძვლების არსებობის დადგენა გაუფრთხილებლობითი დანაშაულის
დროს ეკუთვნის დანაშაულის სისტემის მესამე- ბრალის ეტაპს. განზრახი დანაშაულისტთვის
დამახასიათებელია ბრალის ისეთი ელემენტები, როგორიცაა ბრალუნარიანობა, აუცილებელი
მოგერიების ექსცესი და სხვა საპატიებელი გარემოებები დამახასიათებელია
გაუფრთხილებლობითი დელიქტებისთვისაც. გაუფრთხილებლობით ჩადენილი
დანაშაულების ბრალის დამახასიათებელი თვისებაა ის, რომ განზრახვისგან განსხვავებით ამ
ეტაპზე დგინდება წინდახედულობის ნორმის დარღვეგვის აცილების პერსონალური
შესაძლებლობა. იგი ორი მომენტისგან შედგება: 1.წინდახედულობის ნორმის დაცვის
ინდივიდუალური შესაძლებლობით და 2.შედეგის დადგომის გათვალისწინების
ინდივიდუალური შესაძლებლობა. ბრალის ეტაპზე ინდივიდუალური გაუფრთხილებლობის
შემოწმებისას უნდა დადგინდეს თავისი პერსონალური უნარ-ჩვევევბიდან გამომდინარე, თუ
რამდენად შეეძლო პიროვნებას დაეცვა წინდახედულობის ვალდებულება. ამ დროს
გათვალისწინებული უნდა იქნეს განათლების დონე, ცნობიერების მდგომარეობა,
გამოცდილება, სხეულის აგებულება, ინტელექტი, სქესი, კრიტიკული შეფასების უნარი,
ასაკობრივი მდგომარეობით გამოწვეული ხარვეზები და ა.შ. მარტო ასაკი არ არის
გადამწყვეტი, თუმცა ამ დროს იზრდება მძღოლის ან სხვა მომეტებული საფრთხის შემცველი
პროფესიის ადამიანის მხრიდან საკუთარ თავზე კონტროლის განხორციელების
ვალდებულება. სწორედ ამიტომ არსებობს ,,თვითკონტროლის ვალდებულება“, რათა
ადამიანმა დროულად შეიცნოს თავისი უნარ-შესაძლებლობების შემცირება, რომელიც
ზეგავლენას ახდენს მის მიერ ავტომანქანის გამართულად ტარების ან სხვა საქმიანობის
შესრულების შესაძლებლობაზე.

You might also like