You are on page 1of 12

დანაშაულის ცნება ,

სისტემა და მისი
კატეგორიები
• სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ცნება და
საფუძვლი;
• დანაშულის ცნება, სისტემა და კატეგორიები;
• დანაშულის ძირითადი ელემენტების ზოგადი დახასიათება.
დანაშაულის სისტემა
თანამედროვე ქართულ სისხლის სამართლის მიხედვით
არსებობს დანაშაულის ჩადენის ექვსი სხვადასხვა შემთხვევა:
• მოქმედებით ჩადენილი განზრახი დამთავრებული დანაშული;
• მოქმედებით ჩადენილი განზღახი დაუმთავრებელი დანაშული;
• მოქმედებით ჩადენილი გაუფრთხილებლობითი დანაშაული;
• უმოქმედობით ჩადენილი განზრახ დამთავრებული დანაშაული;
• უმოქმედობით ჩადენილი განზრახ დაუმთავრებელი დანაშაული;
• უმოქმედობით ჩადენილი გაუფრთხოლებლობითი დანაშაული.
დანაშაულის ცნება, სისტემა და მისი
კატეგორიები
დანაშაული, სსკ-ის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის
თანახმად, არის სისხლის სამართლის კოდექსით
გადთვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და
ბრალეული ქმედება.

• ქმედების შემადგენლობა;
• მართლწინააღმდეგობა;
• ბრალი.
ქმედების შემადგენლობის სახეები
• მარტივი - ქმედების შემადგენლობა, რომელიც სსკ
გადმოცემულია, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელმ და
დამამძიმებელ გარემოებათა გარეშე. (მუხლი 108)
• რთული (კვალიფიციური) - ქმედების შემადგენლობა,
რომელშიც გადმოცემულია პასუხისმგებლობის
დამამძიმებელი გარემოაბები ( მუხლი 109).
• პრივილეგირებული - ქმედების შემადგენლობა, რომელშიც
გადმოეცემული პასუხისმგებლობა შემამსუბუქებელი
გარემოება (მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით - მუხლი 110,
აფექტი - მუხლი 111 ).
გარდა ამისა სსკ შეიძლება ითვალისწინებდეს ალტერნატიულ
შემადგენლობას.
ქმედების შემადგენლობის
ფაქტობრივი და შეფასებითი ნიშნები

• ფაქტობრივი - ქმედების შემადგენლობის ის ნიშანი,


რომელიც უშუალო ფაქტად აღიქმება ადამიანის გრძნობის
ორგანოების მიერ ან პირდაპირ გამოხატავს რაიმე
კავშირურთიერთობებს.
• შეფასებითი - ქმედების შემადგენლობა შეფასებითი არ
არის, მაგრამ ეს არ გამორიცხავს მასში შეფასების
ნიშნებსაც, რომელთა მიმართ კანონმდებლის
დამოკიდებულებაა გამოხატული ( სსკ, მუხლი 177, დიდი
ოდენობა)
ქმედების სუბიექტი და ობიექტი
• ქმედების სუბიექტი - ის ვინც დანაშულებრივი ქმედება
ჩაიდინა;
• ქმედების ობიექტი - რომელზედაც სუბიექტმა მოახდინა
მავნე ზემოქმედება.

ქურდობის შემადგენლობა ისე ვერ განხორციელდება, თუ სუბიექტი სხის მოძრავ ნივთს მისი
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად არ დაეუფლება. სხვისი მოძრავი
ნივთი არის ქმედების საგანი, ხოლო ქურდობის, როგორც დანაშაულებრივი ქმედების,
ობიექტია საკუთრება.
დანაშაულის კატეგორიები
• ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული - ითვალისწინებს
5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას;
• მძიმე კატეგორიის დანაშაული - ითვალისწინებს 5-10
წლამდე თავისუფლების აღკვეთას;
• განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული -
ითვალისწინებს 10 წლიდან თავისუფლების აღკვეთას;
დანაშაულის კატეგორიები ჩადენის
ფორმის მიხედვით
• შედეგგარეშე (ე.წ ფორმალური) დელიქტი - დამთვარებულად ითვლება აქტიური
მოქმედების ჩადენის ან შესაძლებელი მოქმედების შეუსრულებლობის მომენტიდან (ცრუ
ჩვენების მიცემა მუხლი 370 ან გადასახადებისგან თავის არიდება მუხლი 218);
• შედეგიანი დელიქტი - მოითხოვს ობიექტური შედეგის დადგომა (მუხლი 108, განზრახ
მკვლელობა);
• კონკრეტული, აბსტრაქტული და აბსტრაქტულ-კონკრეტული საფრთხის დელიქტი;
• კონკრეტული საფრთხის დელიქტი მოითხოვს კონკრეტულ საფრთხეს ქმედებაში (სიცოცსლისათვის საშიშ
მდგომარეობაში ჩაყენება, მუხლი 127)
• თუ კანონი სამართლებრივი სიკეთისათვის კონკრეტული საფრთხის არსებობის დადგენას არ
მოითხოვს, მაშინ სახეზეა აბსტრაქტული საფრთხოს დელიქტი (ფრენო საერთაშორისო წესის
დარღვევა, მუხლი 280-ე 1 ნაწილი.
• აბსტრაქტულ-კონკრეტული საფრთხის დელიქტებში მოსამართლეს უწევს იმის შემოწმება, კონკრეტულ
ქმედებას შეეძლო თუ არა გამოეწვია მძიმე შედეგი ( მუხლი 288-ე 1 ნაწილი, მოითხოვს იმის დადგენას,
გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი მოპყრობის წესის დარღვევას შეეძლო თუ არა ადამიანის
ჯანმრთელობის ან გარემოს არსებითი დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი.
• წმინა უმოქმედობით ჩადენილი დელიქტი
• შემამსუბუქებელ და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით ,
დანაშაული შეიძლება გამოიხატოს ძირითად, კვალიფიციურ ან
პრივილეგიურ შემადგენლობაში
• ძირითადი შემადგენლობა წარმოადგენ სისხლისსამართლებრივ ტიპიზირებულ ფორმას
(მუხლი 108);
• კვალიფიციური შემადგენლობა უმართლობის ხარისხს ამაღლებ / ამძიმებს (მუხლი 109)
დამამძიმებელი;
• პრივილეგირებული შემადგენლობა ამცირებს ( მუხლი 110, მკვლელობა მსხვერპლის
თხოვნით), შემამსუბუქებელი.
• დამთავრებული, დაუმთავრებელი დანაშაული
• შეკვეცილი დელიქტი - გულისხმობს განზრახი დანაშაულის შემადგენლობებს,
რომლებიც უკვე მოზადები ან მცდელობის სტადიაზე წარმოადგენენ სისხლის
სამართლის კოდექსის კერძო ნაწილით გათვალისწინებულ დამთავრებულ
დანაშაულს.
• დენადი - დანაშაულის ჩადენა იწყება მოქმედებით ან უმოქმედობით და
უწყვეტად გრძელდება ვიდრე არ მოხდება აღკვეთა.
• განგრძობადი - დანაშაულის არის ორი ან მეტი ქმედების ჩადენა ერთი
მიზნის მისაღწევად. იგი დამთავრებულია უკანასკნელი ქმედების ჩადენის
მომენტიდან.
• არაერთგზისი - დანაშაულის დამახასიათებელი თვისებაა ის, რომ წინათ
ნასამართკევი პირის მიერ, ამ ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე ,
ხდება იმავე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა. სხვადასხვა მუხლით
გათვალისწინებული ქმედების ჩადენისას, იმ შემთხვევაში ჩაითველა არაერთგზისი
დანაშაულად თუ ამის შესახებ იქნება მუხლში მითითებული.
• ზოგადი და სპეციალური დელიქტი;
• თანაამსრულებლობით, შუალობით ამსრულებლობითა
და თანამონაწილეობით ჩადენილი დანაშაული.
• თანაამშრულებლობის დროს აუცილებელი არა არის, რომ ყველა მათგანმა
შეასრულოს ქმედების შემადგენლობის მთლიანი მოცულობა, საკმარისია ,
რომ ყველა მათგანმა ობიექტური შემადგენლობა ერთობლიობაში
განახორციელოს (ფუნქციონალურიად არის დაკავშირებული);
• თანამონაწილეობის დროს დანაშაულის ჩადენა ხდება როლების
განაწილებით. ამ დორს ამსრულებელთან ერთად არსებობს მინიმუმ ერთი
თანამონაწილე (ორგანიზატორი, წამქეზებელი ან დამხმარე);
• შუალობითი ამსრულებლობის დროს კი ამსრულებელი დანაშაულს ჩადის
ე.წ. ცოცხალი იარაღის (შეურაცხადი ან შედომაში შეყვანილი პირის)
გამოყენებით.

You might also like