You are on page 1of 6

კვირა 4

დანაშაულის (ქმედების) შემადგენლობა


დანაშაულის შემადგენლობის ცნება და მნიშვნელობა

სსკ-ის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ქმედება რომ დანაშაულად


ჩაითვალოს იგი უნდა იყოს ამ კოდექსით გათვალისწინებული
მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული.

ერთი დანაშაულის მეორესგან განსასხვავებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს


იმის დადგენას გათვალისწინებულია თუ არა ჩადენილი ქმედება კოდექსის
შესაბამისი მუხლით. უპირველეს ყოვლისა, სწორედ აქ წამოიჭრება დანაშაულის
(ქმედების) შემადგენლობის საკითხი იმის შესახებ, ვთქვათ, ჩადენილია ქურდობა
თ გაუპატიურება, ყაჩაღობა თუ ხულოგნობა.

ქმედების შემადგენლობის სუბიექტური და ობიექტური ნიშნების ერთობლიობა


ახასიათებენ მოცემულ ქმედებას, როგორც დანაშაულს.

დანაშაულის (ქმედების) შემადგენლობის ცნება მოიცავს ოთხი ჯგუფის ნიშნას,


რომელთაც ეწოდება დანაშაულის შემადგენლობის ელემენტები: ობიექტი,
ობიექტური მხარე, სუბიექტი, სუბიექტური მხარე.

დანაშაულის ობიექტია სისხლის სამართლის კანონით დაცული სიკეთე,


ინტერესი, რომელსაც დანაშაულებრივი ხელყოფის შედეგად მიაყენეს ან
შეიძლება მიაყენონ ზიანი. სსკ-ის ნორმის დისპოზიციაში კანონმდებელი ობიექტზე
არ მიუთითებს. იგი განისაზღვრება ძირითადად ლოგიკურად. ცალკეული
შემადგენლობის შექმნით კანონმდებელი მიზნად ისახავს განსაზღვრული სიკეთის,
ინტერესის დაცვას. სსკ-ის კერძო ნაწილის მუხლებით დაცულია სიცოცხლე,
ჯანმრთელობა, ადამიანის უფლებები და თავისუფლებანი, ოჯახისა და
არასრულწლოვნის ინტერესები, ასევე დაცულია საკუთრება, საზოგადოებრივი
უშიშროება და წესრიგი, გარემო, კონსტიტუციური წყობილება, უშიშროება და ა.შ.

დანაშაულის ობიექტური მხარე შეიცავს ქმედების გარეგან დახასიათებას, რაც


გამოიხატება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ
სამართალსაწინააღმდეგო ქმედებაში (მოქმედებასა ან უმოქმედობაში), რომელიც
ზიანს აყენებს დანაშაულის ობიექტს ან ქმნის მისთვის ზიანის მიყენების საფრთხეს.
კანონმდებელი სსკ-ის ნორმის დისპოზიციაში განსაკუთრებულ ყურადღებას
აქცევს დანაშაულის ობიექტურ მხარეს.
დანაშაულის სუბიექტია როგორც ფიზიკური შერაცხადი, ასევე იურიდიული პირი.
ზოგიერთი დანაშაულის ჩამდენი პირი შეიძლება იყოს მხოლოდ განსაზღვრული
თვისებებით აღჭურვილი პირი (მაგ სამხედრო მოსამსახურე და სხვა).

დანაშაულის სუბიექტური მხარე შეიცავს ნიშნებს, რომლებიც ასახავენ


დანაშაულის შინაგან შინაარსს. ესენია ბრალის ფორმები, განძრახვა და
გაუფრთხილებლობა. ზოგიერთი დანაშაულის (ქმედების) შემადგენლობა შეიცავს
მითითებას განსაზღვრულ მიზანზე ( მაგ: ტერირისტურლი აქტის აუცილებელი
ნიშანია მოსახლეობის დაშინება ან ხელისუფლების ორგანოზე ზემოქმედების
მიზანი). ზოგიერთი დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელ ნიშანს
წარმოადგენს განსაზღვრული მოტივი ანუ შინაგანი მამოძრავებელი ფსიქიკური
მიზეზი.

დანაშაულის შემადგენლობის სახეები

დანაშაულის შემადგენლობა შეიძლება დაიყოს საშიშროების მიხედვით. ასეთი


დაყოფისას სათვალავში ღებულობენ ხელყოფის ობიექტის, ობიექტური მხარის,
სუბიექტისა და სუბიექტური მხარისათვის დამახასიათებელ ნიშნებს.

დანაშაულის შემადგენლობის სამი სახეა: ა) დანაშაულის შემადგენლობის


მარტივი ანუ ძირითადი სახე. ასეთი შემადგენლობა არ ითვალისწინებს
შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. ბ) დანაშაულის შემადგენლობის
კვალიფიციური სახე ანუ შემადგენლობა დამამძიმებელი გარემოებით. გ)
დანაშაულის შემადგენლობა შემამსუბუქებელი გარემოებით. ეს არის
შემადგენლობა ისეთი გარემოებებით, რომელიც წარმოადგენს საფუძველს
საკანონმდებლო წესით სასჯელის ზომის მნიშვნელოვანი შემცირებისათვის,
ძირითადი შემადგენლობის გათვალისწინებულ სასჯელთან შედარებით.

დანაშაულის შემადგენლობები მათი სტრუქტურის მიხედვით იყოფა მარტივ და


რთულ ანუ შენადგენ შემადგენლობებად. მარტივი შემადგენლობა პირველად
ადგენს ქმედების დანაშაულებრიობას. მოცემული შემადგენლობის გარეშე
შესაბამისი ქმედება დანაშაულად არ ჩაითვლება. ხოლო შენადგენი დანაშაული
გვაქვს მაშინ, როდესაც ორი ან მეტი თავისთავად დანაშაულებრივი ქმედება
ერთმანეთთან ისეა დაკავშირებული რომ სხვა მესამე ერთიან დანაშაულს ქმნის.
ამგვარია მაგალითად ყაჩაღობა რომელიც მოიცავს ორი სხავადასხვა ქმედების
შემადგენლობას ესენია 1) პიროვნების წინააღმდეგ მიმართული ძალადობა და 2)
საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.

ლიტერატურაში ასევე რთული დანაშაულის სახეებად ასახელებენ ალტერნატიულ


და კუმულაციურ შემადგენლობებს.
დანაშაულის შემადგენლობის აღწერილობითი და შეფასებითი ნიშნები

დანაშაულის შემადგენელი ნიშნები შეიძლება დავყოთ ორ ძირითად კატეგორიად:


აღწერილობით და შეფასებით ნიშნებად.

აღწერილობითი ისეთ ნიშნებს ეწოდება, რომლებიც დანაშაულის ფაქტობრივ


მხარეს აღწერენ, მაშასადამე დროსა და სივრცეში არსებობენ და შეიძლება
აღქმული იქნენ გრძნობების მეშვეობით. ასეთია მაგალითად ადამიანის სიკვდილი
მკვლელობის დროს. არსებობს შემადგენლობის ისეთი ნიშნებიც, რომელიც თუმცა
მიზეზობრივად არ არის დაკავშირებული ქმედებასთან, მაგრამ მაინც ფაქტების
სფეროს ეკუთვნიან, ესეიგი ჩვენი გრძნობების მეშვეობით აღიქმებიან. ასეთია
მაგალითად ნიშანი „ნივთი’, ქალის „ორსულობა“ და ა.შ. აღწერილობითი
ნიშნების მიმართ მოსამართლეს ევალება მხოლოდ დაადგინოს არსებობს თუ არა
ნამდვილად ეს ნიშანი.

შეფასებითია ისეთი ნიშნები, რომლებიც არ შეიძლება აღქმული იქნენ ჩვენი


გრძნობების მეშვეობით და რომელი არსების დადგენა შეიძლება მხოლოდ
ნორმის შემფარდებლის შეფასებითი მსჯელობის მეშვეოიბით. ე.ი. აზრის
გარკვეული ოპერაციის შედეგად ანუ „გონების თვალით“. ასეთი ნიშნებია
მაგალითად ნიშანი „სხვისი“, ნიშანი „განსაკუთრებული სისასტიკით“, ნიშანი
„გარყვნილი ქმედება“.

მაგალითად ნიშანი „დოკუმენტი“ შეიძლება აღქმული იქნეს როგორც დანაშაულის


აღწერილობითი და შეფასებითი ნიშანი.

დანაშაულის კვალიფიკაცია

ტერმინი კვალიფიკაცია წარმოსდგება ლათინურ ცნებებისაგან: ქუალის - ხარისხი


და ფაციო - კეთება. ჩვენს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ეს ნიშნავს
რაიმე მოვლენის, პროცესის ხარისხობრივ შეფასებას, მისი არსებითი ნიშნების
გარკვევას სხვა ისეთ მოვლენებთან შედარებით, რომელთა სოციალური
მნიშნველობა უკვე ცნობილია.

დანაშაულის კვალიფიკაცია ნიშნავს ჩადენილი ქმედების ფაქტობრივი


ნიშნებისა და სისხლის სამართლის ნორმით გათვალისწინებული
დანაშაულის შემადგენლობის ნიშნის ზუსტი შესაბამისობის დადგენას.

დანაშაულის კვალიფიკაცია ყოველთვის არის ფაქტობრივი გარემოებების


სისხლისსამართლებრივი შეფასება.
სწორი იურიდიული კვალიფიკაციის წინამძღვრებია:

1. საქმის ფაქტობრივი გარემოებების ზუსტი და ამომწურავი დადგენა;


2. მათი პროფესიულად ღრმა შესწავლა;
3. იმ სავარაუდო ნიშნების დადგენა, რომელთა მოქმედების არეში ექცევა
ჩადენილი ქმედება;
4. სისხლის სამართლის კოდექსის სათანადო მუხლებში მითითებული
დანაშაულის ნიშნების შედარება ჩადენილი ქმედების ნიშნებთან;
5. მომიჯნავე დანაშაულთა შემადგენლობების ერთმანეთისგან განსხვავების
დადგენა;
6. სწორი დასკვნის გაკეთება და მისი ასახვა პროცესუალურ დოკუმენტში,
რომელში მითითებული უნდა იქნეს სისხლის სამართლის კოდექსის
შესაბამისი მუხლი, ამავე დოკუმენტში დადგენილი ფაქტობრივ
გარემოებათა ანალიზის საფუძველზე. საამისო პირობების არსებობისას
მითითება სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილის მუხლზე.
ამრიგად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩადენილი დანაშაულის ნიშნების
ზუსტ სამართლებრივ შეფასებას.

დანაშაულის ობიექტი

დანაშაულის ობიექტი არის სამართლებრივი სიკეთე, რომელსაც დანაშაულის


ჩადენის შედეგად მიადგა ან შეიძლება მიადგეს ზიანი.

დანაშაულის ობიექტის ნიშნებია:

1. დანაშაულის ობიექტი არი სამართლებრივი სიკეთე ან პირის ინტერესი,


რომლითაც იგი მონაწილეობს სხვადასხვა სახის საზოგადოებრივ
ურთიერთობებში. მაგალითად: დ-მ, ა-ს მოჰპარა ავტომანქანა, დანაშაულის
ობიექტი არის ა-ს საკუთრების უფლება ავტომანქანაზე. მკვლელობის დროს
დანაშაულის ობიექტია ადამიანის სიცოცხლე. დანაშაულის ობიექტად
ჩაითვლება მხოლოდ ის სამართლებრივი სიკეთე, რომელსაც დანაშაულის
ჩადენის შედეგად ადგება ზიანი ანუ იგი არის სისხლის სამართლის დაცვის
ობიექტი.
2. დანაშაულის ობიექტად ჩაითვლება სამართლებრივი სიკეთე, იმისდა
მიუხედავად მიადგა თუ არა მას ზიანი, მთავარია, რომ მის მიმართ
განხორციელდეს დანაშაულებრივი ხელყოფა. მაგალითად:
დაუმთავრებელი მკვლელობია.
3. დანაშაულის ობიექტი ქმედების ობიექტური შემადგენლობის აუცილებელი
ნიშანია. არ არსებობს არც ერთი დანაშაული რომელსაც არ ჰქონდეს
ხელყოფის უშუალო ობიექტი. დანაშაულის ობიექტის სწორი დადგენით
ხდება დანაშაულის გამიჯვნა სხვა სახის სამართალდარღვევებისაგან თუ
ამორალური ქცევისაგან. დანაშაულის ობიექტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს
ქმედების დანაშაულად სწორი კვალიფიკაციისათვის, რათა ერთი
დანაშაული გავმიჯნოთ მეორესაგან და დავაყენოთ სწორი
პასუხისმგებლობის საკითხი. სისხლის სამართლის მეცნიერებაში
გამიჯნავენ დანაშაულის ობიექტის შემდეგ სახეებს: ზოგადი, გვარეობით,
სახეობითი და უშუალო ობიექტი.
დანაშაულის ზოგადი ობიექტი არის იმ სიკეთეთა ერთობლიობა,
რომელსაც სისხლის სამართლის კანონი იცავს დანაშაულებრივი
ხელყოფისაგან. ამრიგად დანაშაულის ზოგადი ობიექტი არის ის სიკეთე
რომლის ნაწილობრივი ხელყოფა მაინც ხდება ნებისმიერი დანაშაულის
ჩადენის დროს.
დანაშაულის გვარეობითი ობიექტი არის ზოგადი ობიექტის ნაწილი,
ერთგვაროვან სიკეთეთა ერთობლიობა, რომელსაც ხელყოფს
ერთგვაროვან დანაშაულთა ჯგუფი. დანაშაულის გვარეობითი ობიექტი
არის სისხლის სამართლის კოდექსის კარებად დაყოფის საფუძველი.
დანაშაულის სახეობითი ობიექტის ცალკე დაყოფა განპირობებულია
სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის კარების თავებად
დაყოფით. სწორედ დანაშაულის ობიექტი არის სსკ-ის თავებად დაყოიფს
საფუძველი.
დანაშაულის უშუალო ობიექიტ ეს არის ის სიკეთე, რასაც ხელყოფს
კონკრეტული დანაშაული. უშუალო ობიექტი ყველა დანაშაულის ობიექტური
შემადგენლობის სავალდებულო ელემენტია. სწორად უშუალო ობიექტის
მიხედვით ხდება დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია, მისი გამიჯვნა სხვა
დანაშაულისგან. დანაშაულის ობიექტი ასევე შეიძლება იყოს ძირითადი და
დამატებითი, ეს ეხებ ე.წ. ორობიექტიან დანაშაულებს, რომლებიც
ერთდროულად ხელყოფენ ორ სიკეთეს. (მაგალითად ყაჩაღობის დროს
მისი ძირითადი ობიექტია საკუთრება, რადგანაც ყაჩაღობა სწორედ
საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის კარშია მითითებული,
ხოლო დამატებითი ადამიანის სიცოცხლე ან ჯანმრთელობა იქნება).
დამატებითი ობიექტი შეიძლება იყოს აუცილებელი და ფაკულტატური.
4. დანაშაულის საგანი არის კონკრეტული დანაშაულის შემადგენლობით
გათვალისწინებული მატერიალური ნივთი, რომელზეც ზემოქმედების
გზითაც დამნაშავე ხელყოფს დანაშაულის ობიექტს. მაგალითად
ტელეფონის ყაჩაღული თავდასხმით დაუფლებისას ტელეფონი არის
დანაშაულის საგანი ხოლო ობიექტი არის სხვისი საკუთრების უფლება
ტელეფონზე.
ზოგიერთი დანაშაულის ჩადენისას პირი ზიანს აყენებს პიროვნებას და მას
დანაშაულის მსხვერპლი ეწოდება. მსხვერპლის პიროვნების შესწავლას
ახორციელებს ვიქტიმოლოგია. ზოგჯერ მსხვერპლის მხრიდანაც ხდება
დანაშაულის პროვოცირება. ასეთი ქმედება კვალიფიცირდება როგორც
დანაშაულის პრივილეგირებული შემადგენლობა.

დანაშაულის ჩადენის იარაღი და საშუალება არის ის ინსტრუმენტი, რომლის


მეშვეობითაც პირი იდენს დანაშაულს და ზემოქმედებს დანაშაულის საგანზე.

You might also like