Professional Documents
Culture Documents
ადეკვატურობის თეორია
მიზეზობრიობის სახეები
კუმულაციური მიზეზობრიობა
განზრახვა
3) მართლწინააღმგეგობის შეგნება.
ის, ვინც განზრახ დანაშაულს ჩადის, ყოველთვის მოქმედებს შედეგის დადგომის სურვილით ან
ყოველთვის ითვალისწინებს შედეგის დადგომის გარდუვალობას ან შესაძლებლობას. განზრახვა,
როგორც ქმედების შემადგენლობის განხორციელების ნება გულისხმობს, რომ პირს აქვს მოვლენათა
განვითარებაზე ზეგავლენის მოხდენის რეალური შესაძლებლობა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,
ქართული სისხლის სამართლის კოდექსის მეცხრე მუხლი საკანონმდებლო დონეზე
ერთმანეთისაგან განასხვავებს განზრახვის ორ სახეს: პირდაპირ განზრახვას და არაპირდაპირ ანუ
ევენტუალურ განზრახვას და შეიცავს მათ დეფინიციას. პირდაპირი განზრახვისთვის
დამახასიათებელია ის, რომ პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა,
ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურს ეს შედეგი ან
ითვალისწინებს ასეთი შედეგის დადგომის გარდუვალობას, ხოლო არაპირდაპირი განზრახვის
დროს პირს არ სურს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა, მაგრამ შეგნებულად უშვებს ან
გულგრილად ეკიდება მის დადგომას.
თანამონაწილეობა, ამსრულებლობა
თანამონაწილის სახეები:
ამსრულებლის ექსცესი :
ამსრულებლის ექსცესი ნიშნავს ამსრულებლის მიერ ისეთი მართლსაწინააღმდეგო ქმედების
ჩადენას, რომელსაც არ მოიცავდა სხვა თანაამსრულებლის/თანამონაწილის განზრახვა.
ამსრულებლის ექსცესისთვის სხვა თანაამსრულებელს ან თანამონაწილეს პასუხისმგებლობა არ
დაეკისრება.
შეურაცხაობა
მოქმედი ქართული სსკ-ს სიახლეა ის, რომ მასში შეურაცხაობა მოცემულია გვარეობითი ცნების
სახით. იგი თავის თავში მოიცავს ორ შემთხვევას: შეურაცხაობას ასაკის გამო და შეურაცხაობას
ფსიქიკური მდგომარეობის გამო. სსკ-ს 33-ე და 34-ე მუხლებში შეურაცხაობა განსაზღვრულია
ნეგატიურად. მაგალითად, 33-ე მუხლის თანახმად მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ შეერაცხება
ბრალად თუ ის ჯერ არ არის 14 წლის. შეურაცხაობის საკითხის გადაწყვეტის დროს მნიშვნელოვანია
პირის მდგომარეობა ქმედების ჩადენის დროს.
სსკ-33 მუხლის თანახმად, 14 წლის ასაკამდე პირს ბრალად არ შეერაცხება მის მიერ ჩადენილი
მართლსაწინააღმდეგო ქმედება. მოქმედი ქართული კანონმდებლობით(სსკ-80) პირი
არასრულწლოვანია, თუ მან დანაშაული ჩაიდინა 14-18 წლამდე ასაკში. ცალკეულ შემთხვევებში
უნდა შემოწმდეს შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობა, რომელიც სრულწლოვანისაგან
განსხვავებით არასრულწლოვნისათვის შეიძლება გახდეს სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი(სსკ-35_3). არასრულწლოვნის შეზღუდული
შერაცხადობა ის შემთხვევაა, როცა მას არ შეუძლია სრულად გააცნობიეროს თავისი ქმედების
ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა, ანდა უხელმძღვანელოს მას. ქართული
კანონმდებლობით 14 წლამდე პირი არ შეიძლება დაისაჯოს იმ შემთხვევაშიც კი, როცა მისი
ფსიქიკური განვითარების დონე რეალურად 15 ან მეტი წლის ასაკისას შეესაბამება.
შეზღუდული შერაცხადობა
შეცდომა
სისხლის სამართლის კოდექსის 36-ე მუხლის მიხედვით, ის, ვინც არ იცის რომ ქმედება, რომელსაც
სჩადის, აკრძალულია არ დაისჯება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა შეცდომა მისატევებელია. სსკ-
ის 36-ე მუხლის მეორე ნაწილი განმარტავს იმას, თუ რა შეიძლება იყოს მისატევებელი შეცდომა.
კოდექსის მიხედვით, შეცდომა მისატევებელია, თუ შექმნილ ვითარებაში პირდა არ იცოდა არც
შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ სჩადიოდა აკრძალულ ქმედებას. რა ხდება იმ შემთხვევაში თუ
შეცდომა მისატევებელი არ არის? აღნიშნულ ფაქტორს ითვალისწინებს სსკ-ის 36-ე მუხლის მესამე
ნაწილი და ამბობს, რომ თუ შეცდომა არ ჩაითვლება მისატევებლად, მაშინ პირს შეიძლება
დაეკისროს პასუხისმგებლობა მხოლოდ გაუფრთხილებლობისათვის. ისიც იმ შემთხვევაში თუ ამ
ქმედების გაუფრთხილებლობით ჩადენა ისჯება.
სისხლის სამართლის კოდექსის 37-ე მუხლი ეხება ბრალის გამომრიცხველ კიდევ ერთ გარემოებას.
კერძოთ, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმას, ვინც სავალდებულო
ბრძანების ან განკარგულების შესრულებისას დააზიანა სამართლებრივი სიკეთე. ასეთი ზიანისთვის
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმას, ვინც მართლსაწინააღდეგებო
ბრძანება ან განკარგულება გასცა. იმისათვის რომ ქმედების შემადგენლობაში არსებობდეს ბრალის
გამომრიცხველი გარემოება, რომელიც გათვალისწინებულია კკს-ის 37-ე მუხლით, აუცილებელია
რომ სახეზე გვყავდეს ორი პირი, პირველი, ის ვინც გასცა ისეთი ბრძანება რომლის შესრულებაც
გამოიწვევდა მართლსაწინააღდეგო შედეგს, და ის ვინც შეასრულებს ამ ბრძანებას. შემსრულებელს
არ დაეკისრება სისხლისამართლებრივი პასუხისმეგბლობა. რადგან, იგი ვალდებული იყო
ზედამხედველის, ანუ იმის ვინც უბრძანა, განკარგულება თუ ბრძანება შეესრულებინა.
აუცილებელი მოგერიება
____________________________
2)ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი, ანუ დაწყების პროცესში, უკვე დაწყებული ან ჯერ კიდევ
მიმდინარე. ხელყოფა ასევე წარმოადგენს იმწუთიერს მისი განგრძობადობის დროს, თუ არსებობს
დაზიანების მიმყენებელი ქმედების კვლავ განმეორების საშიშროება. 3)ხელყოფა ასევე უნდა იყოს
მართლსაწინააღმდეგო, რომელიც გულისმხობს, რომ იგი ეწინააღმდეგება კულტურის ნორმებით
დადგენილ მართლწესრიგს. იგი უნდა იყოს ობიექტური, ანუ რეალური და არა მარტო
მომგერიებლის გონებაში წარმოსახული. აუცილებელი მოგერიების მეორე ნიშანი: უკიდურესობით
გამოწვეული მოქმედება: გულისმხობს რომ იგი უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება,
რომელიც წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვით საშუალებას. არ შეიძლება ადამიანს
სიცოცხლე მოუსპო ან მძიმე დაზიანება მიაყენო, როცა შესაძლებელია თავდაცვის განხორციელება
შედარებით ნაკლები ზიანის მიყენების გზით. აუცილებელი თავდაცვითი მოქმედება 2
კრიტერიუმით განისაზღვრება:
–დაცვის საშუალება უნდა იყოს მოწოდებული ხელყოფა აღკვეთოს მყისიერად და
შეძლებისდაგვარად საბოლოოდ ანდა მინიმუმ შეასუსტოს.
–თავდამცველი უფლებამოსილია აირჩიოს დაცვის ეფექტური საშუალება, ე.ი მისთვის ყველაზე
ნაკლებად საშიში საშუალება.
დამნაშავისშეპყრობა
_____________________________
უკიდურესი აუცილებლობა
_______________________________
უკიდურესი აუცილებლობა ნიშნავს სხვის (ხელმყოფის ან სხვა პირის) დაზიანებას იმ საფრთხის
თავიდან ასაცილებლად, რომელიც ემუქრებოდა თვით დამზიანებელს ან სხვის სამართლებრივ
სიკეთეს, თუ ამ საფრთხის თავიდან აცილება არ შეიძლებოდა სხვა საშუალებით და დაზიანებული
სიკეთე გადარჩენილზე ნაკლებმნიშვნელოვანი იყო. უკიდურესი აუცილებლობა 2 სახისაა
(მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი)
მაგ: მეზობელი წავიდა აგარაკზე და წყალი მოშვებული დარჩა. ქვედა სართულზე მცხოვრებს
უფლება აქვს კარი შეუმტვრიოს თუ მას უფრო ნაკლები ზიანის მიყენებით არ შეუძლია საფრთხის
თავიდან აცილება. ამასთან, მის მიერ მიყენებული ზიანი ნაკლები უნდაიყოს გადარჩენილზე.
–აგრესიული ანუ თავდახმითი უკიდურესი აუცილებლობის დროს პირი პასუხს აგებს სამოქალაქო
წესით. ამ მდგომარეობაში პირი ზიანს აყენებს არა ხელმყოფს, არამედ მესამე ძალას, რომელსაც
არავითარი წვლილი არ შეუტანია შექმნილი საფრთის წარმოშობაში.
მაგ: ა–ს სახლს ცეცხლი წაეკიდა. მის გადასარჩენად ა. იძულებული გახდა მეზობლის
ნაკლებმნიშვნელოვანი სიკეთე (მაგ: ვენახი) დაეზიანებინა. ა. ვალდებულია აანაზრაუროს ზიანი
სამოქალაქო წესით.
მართლზომიერი რისკი
მაგალითად: ქარხნის აფეთქება გარდაუვალია. არის ორი ღილაკი: ერთის დაჭერისას იგი გადარჩება,
მეორის დაჭერისას კი აფეთქდება. ა–მ გასწია რისკი და ერთ ღილაკს დააჭირა. შენობა აფეთქდა.
მიუხედავად ამისა, რისკი იქნება გამართლებული, ვინაიდან სხვა გამოსავალი არ არსებობდა. ამ
შემთხვევაში ქმედების მართლწინააღმდეგობა გამორიცხულია. კანონმდებელი იყენებს ტერმინს
– გამართლებული რისკი.
სსკ-ს 32-ე მუხლმა, ისევე როგორც 38-ე მუხლმა გზა გაუხსნა სამოსამართლო
სამართალშემოქმედებას, რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართალში განსაკუთრებით
მართლწინააღმდეგობისა და ბრალის გამომრიცხველ გარემოებებთან დაკავშრებით, პიროვნების
სასარგებლოდ გამოიყენება ანალოგია.მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი ზეკანონური
გარემოებებია:დაზარალებულის თანხმობა, დაზარალებულის სავარაუდო თანხმობა, მოვალეობათა
კოლიზია და ა.შ.
მაგალითები: ა-მ გადაწყვიტა ცხვირის ოპერაციის გაკეთება. ოპერაციის შმდეგ მას თავისი
გარეგნობა არ მოეწონა და ბ-ს უჩივლა. უნდა გაირკვეს, არის თუ არა ბ-ს მოქმედებაში
ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების შემადგენლობა. თუ სასამართლომ გამოარკვია, რომ ბ-მ
ოპერაცია სწორად გააკეთა და მას არავითარი განზრახვა არ ჰქონია დაემახინჯებინა ა-ს სახე ასევე,
არც წინდახედულობის ნორმა დაურღვევია, იგი პასუხს არ აგებს მართლწინააღმდეგობის
არარსებობის გამო. (ე.წ. დაზარალებულის თანხმობა).
ობიექტური შერაცხვა