You are on page 1of 40

1.

მატერიალური სისხლის სამართალი და სისხლის სამართლის პროცესი

სისხლის სამართლის პროცესი განსხვავდება მატერიალური სისხლის სამართლისაგან,


თუმცა ისინი ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული.
მატერიალური სისხლის სამართალი, რომლის მარეგულირებელ ნორმებსაც შეიცავს
სისხლის სამართლის კოდექსი, ადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის
საფუძვლებს, განსაზღვრავს დანაშაულის შემადგენლობის ნიშნებს და მის
სამართლებრივ შედეგებს, რითიც იგი ემუქრება დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენს .
მატერიალური სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულმა ნორმებმა
რეალური რეალური განხორციელება, რომ ჰპოვონ საჭიროა სამართლებრივად
მოწესრიგებული პროცესი. პროცესის დახმარებით შესაძლებელია ჩადენილი
დანაშაულებრივი ქმედების გამოძიება, დამნაშავის დადგენა და მისთვის შესაბამისი
სასჯელის შეფარდება.
სისხლის სამართლის პროცესი პროცესის მონაწილეებს განუსაზღვრავს პოზიტიური და
ნეგატიური მოქმედებების განხორციელების ფარგლებს. აძლევს მათ შესაბამის
მითითებას, თუ როგორ აწარმოონ ენა თუ ის საპროცესო მოქმედება.

2. სისხლის სამართლის პროცესის ცნება

3. სისხლის სამართლის პროცესის არსი

სისხლის სამართლის პროცესის არსს და ამოცანას წარმოადგენს ობიექტური


გამოძიებით ჭეშმარიტების დადგენა, კერძოდ, პროცესის ფორმის შესაბამისად
წარმოებული გამოძიებით მოპოვებული აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი
მტკიცებულებებით, შექმნას კანონიერი საფუძველი, დასაბუთებული და სამართლიანი
განაჩენის გამოსატანად.

4. პროცესის ამოცანები

დასჯის უფლება დღეისათვის სახელმწიფოს უპირატესი უფლებაა. სახელმწიფო


კრძალავს შურისძიებასა და თვითანგარიშსწორებას. სახელმწიფომ შექმნა ისეთი
სამართლებრივი ნორმები, რომლებმაც უნდა უზრუნველჰყოს სახელმწიფოს მხრიდან
სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება, დამნაშავის მხილება , მისი
კანონიერი დასჯა და პროცესის დასრულების შედეგად სამართლებრივი მშვიდობის
აღდგენა.
სამართლებრვივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარეობს ბრალდებულის
უფლება სამართლიან სასამართლოზე.
სახელმწიფოს მიერ დასჯის უფლების ხელში აღებით მნიშვნელოვნად გაიზარდა მისი
ძალაუფლება. ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად , საჭიროა
სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი სახელმწიფო ორგანოებისათვის მათი
საქმიანობისას გარკვეული სამართლებრივი საზღვრების დაწესება . ასეთი შეზღუდვების
ფარგლებს ადგენს საქართველოს კონსტიტუცია და შესაბამისი კანონები .
5. სისხლის სამართლის პროცესის მიზნები

საქართველოს სისხლის სამართლის პროცესის მიზანია:


ა) გამოძიების
ბ) სისხლისსამართლებრივი დევნისა და
გ) მართლმსაჯულების განხორციელების წესების დადგენა.
განაჩენი, რომ იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, იგი პროცესის
დადგენილი წესების შესაბამისად უნდა იქნეს გამოტანილი . წინააღმდეგ შემთხვევაში
ადგილი ექნება პირის უკანონო მსჯავრდებას.
სისხლის სამართლის საპროცესო კანონი კიდევ ადგენს განაჩენის აღსრულების,
მსჯავრდებულის ძებნის, განაჩენის აღსრულების, გადავადების, სასჯელის მოხდისაგან
პირობით ვადამდე გათავისუფლების, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი
სახით სასჯელის შეცვლის წესებს.
მართლმსაჯულების განხორციელების მნიშვნელოვან ელემენტებს მიეკუთვნება :
ა) მისი განხორციელება მკაცრად დადგენილი პროცესის შესაბამისად , რაც სამართლის
შესაბამისი დარგის პროცესებში აისახება.
ბ) იგი მოიცავს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას.
გ) მისი განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ ნეიტრალურ ორგანოს, რომელიც
დამოუკიდებელი და მიუკერძოებელია.
პროცესის სხვა მიზნებია:
ა) მატერიალურად სწორი,
ბ) საპროცესო სამართლის ნორმების შესაბამისად წარმოებული სისხლის სამართლის
პროცესის შედეგად მიღებული
გ) სამართლებრივი მშვიდობის აღმდგენი, გადაწყვეტილება ბრალდებულის
დამნაშავეობის ან უდანაშაულობის თაობაზე.

6. ჭეშმარიტების (სიმართლის) დადგენა

ჭეშმარიტების დადგენა, როგორც პროცესის შედეგი - დამნაშავის დასჯა და


უდანაშაულოს გამართლება - პროცესის უმნიშვნელოვანესი მიზანია.
საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა სასამართლოს მიერ ხდება მხარეთა მიერ
წარმოდგენილი და მათ მიერვე გამოკვლელული მტკიცებულებების საფუძველზე , რაც
ფორმალური ჭეშმარიტების დადგენას ემსახურება .
კანონი არ ითვალისწინებს ჭეშმარიტების დადგენას ყველაფრის ფასად . გამოძიებისას
ქმედების ჩამდენი ხშირად არ თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან. ამიტომ
სახელმწიფო, სრულყოფილი გამოძიების ჩასატარებლად, სისხლის სამართლებრივი
დევნის მექანიზმებით, ხშირად საკმაოდ იჭრება ეჭვმიტანილ პირთა კონსტიტუციით
გარანტირებულ უფლებებსა და თავისუფლებებში. საპროცესო ნორმებლა უნდა
უზრუნველჰყონ ეჭიმატანელ პირდა უფლებებში არაპროპორციული ჩარევისაგან დაცვა .

7. კონფლიქტი პროცესის მიზნებს შორის


სისხლის სამართლის პროცესის მიზნები კონფლიქტური ხასიათისაა. ხშირად ისინი
ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან. პროცესის მიზნებს შორის კონფლიქტის წარმოშობისას ,
თითოეული მიზანი ფასდება მეორე მიზანთან მიმართებაში. შედეგად უპირატესობა
ენიჭება ერთს, რომელიც უფრო მნიშვნელოვანი, მეორე კი უკანა პლანზე გადაიწევს.
მაგალითად უპირატესობა ენიჭება პროცესის წარმოებას საპროცესო კოდექსით
დადგენილი წესების შესაბამისად და არა სამართლის დადგენას ყველაფრის ფასად ,
კერძოდ, საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევით.

სისხლის სამართლის პროცესის ეტაპების ზოგადი მიმოხილვა

სისხლის სამართლის პროცესი იცნობს პროცესის წარმოების შემდეგ ეტაპებს:


ა. გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ეტაპებს. ამ ეტაპებს ეწოდება
წინასასამართლო ეტაპი;
ბ. წინასასამართლო სხდომის წარმოების ეტაპს;
გ. საქმის სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპს, რასაც ეწოდება ძირითადი
პროცესი. იგი ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს მთლიან პროცესში ;
დ. გასაჩივრების ეტაპს;
ე. განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებულ ეტაპს.

ა.გამოძიების დაწყების წინარე ეტაპი

გამოძიების დაწყებამდე, პრაქტიკაში დამკვიდრდა კიდევ ერთი ეტაპი , რომელიც


საპროცესო კოდექსით არ არის გათვალისწინებული, მაგრამ გამოძიების დაწყებისათვის
მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. ეს არის საგამოძიებო ორგანოების მიერ გამოძიების
დაწყებამდე წარმოებული პროცესი. ეს პროცესი ორ მიზანს ემსახურება :
1. ეს პროცესი სწორედ მაშინ მიმდინარეობს და არსებობს, როდესაც დანაშაული ჯერ
კიდევ არ არის ჩადენილი და არც რაიმე საფრთხე არსებობს. ამ სტადიაზე პოლიცია
გარკვეული საეჭვო ნიშნებისა თუ მინიშნებების საფუძველზე, ეძებს და იკვლევს
ვარაუდისა და საწყისი ეჭვის დამადასტურებელ გარემოებებს. პოლიციის ეს საქმიანობა
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნარკოტიკულ და ორგანიზებულ დანაშაულთან
ბრძოლისათვის, ვინაიდან, დანაშაულთა ამ სფეროში იშვიათია მესამე პირთა მხრიდან
ინფორმაციის მიწოდება, განცხადების გაკეთება ან შემთხვევით მისი დადგენა .
2. დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, გამოძიების დაუყოვნებლივ
დაწყებამდე, მიღებული ინფორმაციის გადამოწმებას , არსებობს თუ არა კანონით
გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ნიშნები , მაგ . მოქალაქის სატელეფონო
შეტყობინება, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე თავდასხმის შესახებ .

წინასასამართლო ეტაპი თავის მხრივ რამოდენიმე ეტაპისაგან შედგება :


გამოძიების ეტაპი;
სისხლისსამართლებრივი დევნის ეტაპი;
ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის ეტაპი;
გამოძიების დასრულების, გამოძიებისა და დევნის შეწყვეტის ან ბრალდებით საქმის
მასალების წინასასამართლო სხდომაზე წარმართვის ეტაპი.
გამოძიების ეტაპი- საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
შესაბამისად, გამოძიება იწყება საგამოძიებო და სისხლის სამართლებრივი დევნის
ორგანოების მიერ, ავტომატურად, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების ან /და
პირველივე საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთანავე . გამომძიებელი ან პროკურორი
გამოძიების დაწყებას აღრიცხავენ შესაბამისი დოკუმენტით ”. სისხლის სამართლის საქმეს
შესაბამისი ნომერი ეძლევა. გამომძიებელი, პროკურორი დაუყოვნებლივ გადის
შემთხვევის ადგილზე. შემთხვევის
ადგილზე განხორციელებული პირველივე საგამოძიებო მოქმედებით , ავტომატურად ,
კანონიდან გამომდინარე იწყება გამოძიება. გამოძიების დაწყება სავალდებულოა . თუ
არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება, გამომძიებელს ,
პროკურორს უფლება არა აქვთ საკუთარი თავისუფალი შეხედულებით უარი თქვან
გამოძიების დაწყებაზე.

სისხლისხლისსამართლბრივი დევნის ეტაპი - სისხლისსამართლებრივი დევნის


დაწყება დაკავშირებულია ქმედების ჩამდენი პირის დადგენასა და მის
იდენტიფიცირებასთან. საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს დევნის დაწყებას ასევე
არაიდენტიფიცირებული პირის მიმართაც, პირობითი სახელის გამოყენებით . საპროცესო
კოდექსი ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ორ საფუძველს :
პირის დაკავება- დაკავების საფუძვლების არსებობისას, ქმედების ჩამდენი პირის
დაკავებისთანავე, მის მიმართ იწყება სისხლისსამართლებრივი დევნა ავტომატურად ,
დაკავება ფიქსირდება დაკავების ოქმში. დაკავების საფუძველზე დაწყებული
სისხლისსამართლებრივი დევნა გრძელდება 48 საათის მანძილზე. დაკავების
საფუძველზე დაწყებული დევნის შემდგომი გაგრძელება დაიშვება მხოლოდ
პროკურორის გადაწყვეტილებით. დაკავების სამართლებრივი შედეგია დაკავებული
პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და დაკავებულის მიერ
ბრალდებულის სტატუსის შეძენა.

პროკურორის დადგენილება პირის ბრალდების შესახებ


სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ერთ – ერთ საფუძველს წარმოადგენს
დადგენილება პირის ბრალდების შესახებ (სსსკ-ის 167- ე მუხლის პირველი ნაწილი).
დადგენილების გამოტანის უფლებამოსილი ორგანოა პროკურატურა . პროკურორს
გამოაქვს დადგენილება პირის ბრალდების შესახებ. გამოძიების უმნიშვნელოვანეს
ფაზებს წარმოადგენს:
ა. ქმედების ჩამდენი პირის დადგენა (იდენტიფიცირება). მის მიმართ ბრალდების აღძვრა ;

ბ. მისი კვალის მიგნება, მისი მოძებნა;


გ. უტყუარი მტკიცებულებათა მოპოვება ბრალდებული პირის სასამართლოში
წარსადგენად, მისი ბრალეულობის დადგენის მიზნით”.
პროკურორის მიერ დადგენილების გამოტანისთანავე იწყება სისხლისსამართლებრივი
დევნა.
დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენ პირს თუ შემთხვევის ადგილზე წაასწრეს და
დააკავეს, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაკავებისთანავე იწყება .
დაკავების საფუძველზე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა გრძელდება 48
საათის მანძილზე. დაკავების საფუძველზე დაწყებული დევნის გაგრძელება დაიშვება
მხოლოდ პროკურორის გადაწყვეტილებით. დაკავებიდან 48 საათის განმავლობაში
პროკურორმა მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე , უნდა მიიღოს
გადაწყვეტილება დევნის გაგრძელებაზე ან მის შეწყვეტაზე .
დევნის დაწყება, არნიშნავს გამოძიების შეწყვეტას. გამოძიება დევნის დაწყების შემდეგაც
გრძელდება, კერძოდ, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება
დანაშაულის კვალის უზუნველსაყოფად, მტკიცებულებების მოსაპოვებლად პროკურორის
დადგენილება პირის ბრალდების შესახებ უნდა ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებათა
ერთობლიობას.

პირის ბრალდების დადგენილება


ეს არის პროკურორის მიერ შედგენილი წერილობითი აქტი (დოკუმენტი). იგი, უპირველეს
ყოვლისა, დაცვის მხარეს აძლევს ინფორმაციას, რა ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა
პროკურატურმა. დადგენილებას პირის ბრალდების შესახებ ორი ფუნქცია გააჩნია :

1. ინფორმაციული ფუნქცია
პირის დადგენილებით ბრალდებულად ცნობის შესახებ, ბრალდებულს ეცნობება თუ რა
ბრალდება იქნა მის წინააღმდეგ. აღძრული, კერძოდ, ბრალდების დადგენილებით ხდება
ბრალდების ფორმულირება-ინკრიმინირებული ქმედების აღწერა , მისი ჩადენის
ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული
შედეგის მითითებით. დადგენილებით, დაცვის მხარისათვის ცნობილი ხდება თუ რა .
მტკიცებულებები დაედო საფუძვლად ბრალდებას. დადგენილებით ასევე ხდება
მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასება, კერძოდ, დადგენილებაში მითითებულია
საქართველოს. სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, ნაწილი და ქვეპუნქტი ,
რომლებითაც გათვალისწინებულია ეს დანაშაული.
2 შეზღუდვის ფუნქცია
კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, არავის შეიძლება განმეორებით
დაედოს მსჯავრი ერთი და იმავედანაშაულისათვის.

განსხვავება გამოძიებასა და დევნას შორის

განსხვავება გამოძიებასა და დევნას შორის შემდეგში გამოიხატება :


ა. გამოძიების დაწყება სავალდებულოა, დევნის დაწყება კი პროკურორის დისკრეციაა
და მის თავისუფალ შეხედულებაზეა დამოკიდებული. გამოძიების ეტაპი იწყება ორი გზით :
1. დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან.
2. გადაუდებელი აუცილებლობისას ნებისმიერი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედების
განხორციელებით, მაგ. დაკავების ან პირადი ჩხრეკის ჩატარების შემთხვევაში
ავტომატურად.
იწყება გამოძიება.
გამოძიებას სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე ახორციელებენ საგამოძიებო
და სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოები.
ბ. სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება ორი გზით:
1. თუ გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე მოხდა ქმედების
ჩამდენი პირის იდენტიფიცირება და პროკურორმა გამოიტანა ბრალდების შესახებ
დადგენილება.
2. პირის დაკავებით.
დ. გამოძიების ეტაპი მთავრდება წინასასამართლო სხდომაზე. დევნა სასამართლო
ეტაპზეც გრძელდება და მთავრდება განაჩენის გამოტანით.
გამოძიების პროცესში გადაწყვეტილების მიმღები ორგანო პროკურატურაა .
პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი
დევნის შეწყვეტასა და გაგრძელებაზე. პროკურატურა იღებს ასევე გადაწყვეტილებას
საქმის სასამართლოში წარმართვაზე.

ბრალდებულის პირველი წარდგენა სასამართლოში. ბრალდებულის სასამართლოში


პირველი წარდგენის სხდომა
პირი დაკავების მომენტიდან ბრალდებულად ითვლება. იგი დაკავებიდან 48 საათში
უნდა წარედგინოს მაგისტრატ მოსამართლეს პირველად მოსმენისათვის. პროცესის ამ
ეტაპს ეწოდება ბრალდებულის პირველი წარდგენა სასამართლოში
მაგისტრატ მოსამართლესთან ბრალდებულის პირველი წარდგენის სამართლებივ
საფუძვლებს წარმოადგენს:
ა. პროკურორის დადგენილება პირის ბრალდების შესახებ,
ბ. პროკურორის შუამდგომლობა ბრალდების მიმართ აღკვეთის ღონისძიების
გამოყენების თაობაზე.
ერთ-ერთი საფუძვლის არარსებობა იწვევს პირის გათავისუფლებას დაკავებიდან.
ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე სასამართლო
განიხილავს პროკურორის შუამდგომლობას მის მიერ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების
გამოყენების შესახებ. სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას რა სახის აღკვეთის
ღონისძიება გამოიყენოს ბრალდებულის მიმართ. სასამართლოს უფლება არა აქვს იმაზე
მკაცრი აღკვეთის ღონისძიება შეუფარდოს ბრალდებულს, ვიდრე ეს პროკურორმა
მოითხოვა. სასამართლოს უფლება აქვს გამოიყენოს იმაზე. ნაკლებად მკაცრი აღკვეთის
ღონისძიება, რაც პროკურორმა შუამდგომლობით მოითხოვა.

წინასასამართლო სხდომის ჩატარების ეტაპი


ჯერ კიდევ სისხლისსამართლებრივი დევნის საწყის ეტაპზე , როდესაც ბრალდებული
პირველად წარედგინება მაგისტრატ მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიებისა და სხვა
საკითხების გადასაწყვეტად, მაგისტრატი მოსამართლე განსაზღვრავს წინა სასამართლო
სხდომის თარიღს. მაგისტრატი მოსამართლის მიერ ამ თარიღის განსაზღვრისას ,
გამოძიება და დევნა არ არის დასრულებული, იგი მიმდინარეობს უტყუარ
მტკიცებულებათა მოსაპოვებლად, იმის დასადგენად, ჩაიდინა თუ არა სისხლის
სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება ბრალდებულმა. გამოძიების
დასრულების შემდეგ, პროკურორი დისკრეციული პრინციპის საფუძველზე იღებს
გადაწყვეტილებას, გააგრძელოს თუ არა დევნა, გადასცეს თუ არა ინფორმაცია (საქმის
მასალები) სასამართლოს წინასასამართლო სხდომის ჩასატარებლად.
წინასასამართლო სხდომაზე ხდება გამოძიების (როგორც პროკურატურის, ასევე დაცვის
მხარის მიერ წარმოებული გამოძიების) შედეგების გადასინჯვა .
წინასასამართლო სხდომაზე მტკიცების ტვირთის პრინციპიდან გამომდინარე ,
უპირველეს ყოვლისა, იხილება ბრალდების დასაშვებობის საკითხი . მტკიცების ტვირთი
ეკისრება ბრალმდებელს.
წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ამოწმებს გამოძიება და დევნა წარმოებულ
იქნა თუ არა პროცესის ფორმის შესაბამისად.
წინასასამართლო სხდომას სხვადასხვა ფუნქცია გააჩნია:
1. პროცესის საგნის განსაზღვრის ფუნქცია.
პროკურორის მიერ წარმოდგენილი ბრალდებით (რაც ასახულია დადგენილებაში პირის
ბრალდების შესახებ) განისაზღვრება პროცესის საგანი.
2. ბრალდებულის დაცვის ფუნქცია.
წინასასამართლო სხდომაზე სასამართლო კონტროლის შედეგად, ბრალდებული უნდა
იქნეს დაცული უსაფუძვლო, ნაჩქარევი, გაუმართლებელი დევნისაგან.
3. ბრალდებულისათვის ინფორმაციის მიწოდების ფუნქცია.
თუ ბრალდებულის მაგისტრატ მოსამართლესთან პირველი წარდგენის შემდეგ
ბრალდება შეიცვალა, წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ბრალდებულს
განუმარტავს ბრალდების არსს და ამ ბრალდებით გათვალისწინებული სასჯელის ზომას .
4. ბრალდებულისათვის საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობის მიცემის
ფუქცია. წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე არკვევს, ცნობს თუ არა ბრალდებული
თავს დამ ნაშავედ.
5. პროცესის ეკონომიის ფუქცია.
წინასასამართლო სხდომა პროცესის ეკონომიას ემსახურება, რათა თავიდან იქნეს
აცილებული პროცესის გაჭიანურებით გამოწვეული სასამართლო ხარჯები .
6.საქმის არსებითი განხილვის გადაცემის ფუნქცია.
პირველი ინტანციის სასამართლოს საქმე გადაეცემა მხოლოდ მაშინ, როდესაც
წინასასამართლო სხდომის მოსამართლე დარწმუნდება რომ ბრალეულობის ალბათობა
მაღალია.

საქმის არსებითი განხილვის შემადგენელი ნაწილები

1. მოსამზადებელი ნაწილი.
საქმის არსებითი განხილვის მომზადებას წინასასამართლო სხდომის მოსამართლე
ახორციელებს. წინასასამართლო სხდომის მოსამართლე განსაზღვრავს საქმის არსებითი
განხილვის სხდომის დაწყების თარიღს, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსაწვევ
პირებს უგზავნის სასამართლო უწყებებს, ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ
მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს და
ა.შ
2.მხარეთა შესავალი სიტყვები
3.მტკიცებულებათა მხარეების მიერ წარმოდგენა და გამოკვლევა.
4. მტკიცებულებათა გამოკვლევის დასრულება.
5. ბრალდებულის უფლება, შეცვალოს ბრალდება ან უარი თქვას ბრალდების ნაწილზე
ბრალდებულის სასარგებლოდ. ბრალდებულის საუარესოდ ბრალდების შეცვლას ან
ახალი ბრალდების დამატებას საქართველოს საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს .
6. მხარეთა დასკვნითი სიტყვები.
7.რეპლიკა.
8. ბრალდებულის საბოლოო სიტყვა.
9.სასამართლოს თათბირი და შემაჯამებელი გადაწყვეტილება.
10. განაჩენის გამოქვეყნება

ძირითადი სასამართლო სხდომა

საქმის არსებითი განხილვისას იქმნება სურათი, თითქოსდა გამოძიების შედეგები


საერთოდ არ არსებობდეს. მტკიცებულებების გამოკვლევა თავიდან იწყება .
შესაძლებელია საქმის არსებითი განხილვისას, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი
იქნეს ისეთი უტყუარი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც გაბათილებულ იქნება
საკმარისი ეჭვი ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის თაობაზე და
სასამართლო დარწმუნდება ბრალდებულის უდანაშაულობაში .
მტკიცების ტვირთი ორი ელემენტისგან შედგება:
ა. ტვირთი წარმოებისა. ბრალდების მხარეს ევალება მოიპოვოს და წარადგინოს უტყუარი
მტკიცებულებები
ბ. ტვირთი დარწმუნებისა. ბრალდების მხარემ უნდა დაარწმუნოს სასამართლო
ბრალდების საფძუვლიანობაში.
თუ პროკურორი ვერ შეძლებს და ვერ წარუდგენს სასამართლოს უტყუარ
მტკიცებულებათა ერთობლიობას, ვერ დაარწმუნებს სასამართლოს ბრალდების
საფუძვლიანობაში, ბრალდებული უნდა გამართლდეს იმ შემთხვევაშიც კი ,თუ
მტკიცებულებების ნაწილი მის დამნაშავეობაზე უთითებს.

გასაჩივრების ეტაპი
განაჩენის დადგენის შემდეგ, შესაძლებელია მოპოვებულ იქნეს ახალი მტკიცებულება ,
რომლის მოპოვებაც განაჩენის დადგენამდე შეუძლებელი იყო. დაშვებულმა შეცდომამ
და/ან ახლად გამოვლენილმა მტკიცებულებამ საქმის ბედზე შეიძლება მნიშვნელოვანი
გავლენა მოახდინოს. განაჩენის გასაჩივრების უფლება მხარეებს დამატებით და ახალ
მტკიცებულებათა სააპელაციო ინსტანციაში წარდგენის შესაძლებლობას აძლევს .
საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს განაჩენის გასაჩივრების ორ ინსტანციას : 1
სააპელაციო და 2 საკასაციო ინსტანციებს.

განაჩენის გასაჩივრება სააპელაციო წესით - პირველი ინსტანციის სასამართლოს


განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით სააპელაციო სასამართლოში .
სააპელაციო სასამართლო არის ფაქტებისა და სამართლებრივი საკითხების
განმხილველი მეორე ინსტანციის სასამართლო საკითხების განმხილველი მეორე
ინსტანციის სასამართლო.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა წარმოებს. პირველი ინსტანციის წესით ,
საქმის არსებითად განხილვის წესების შესაბამისად, გარკვეული გამონაკლისებით .
გამონაკლისებს შემდეგი გარემოებები წარმოადგენს:
ა. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისგან განსხვავებით ,
სააპელაციო სასამართლოში შესსავალი და დასკვნითი სიტყვებით პირველად გამოდის
აპელანტი, ხოლო შემდეგ – მოწინააღმდეგე მხარე
ბ. პირველი ინსტანციის სასამართლოში მტკიცების ტვირთი მხოლოდ პროკურორს
აკისრია, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლიში მტკიცების ტვირთი აკისრია
აპელანტს.
გ.სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ ახალი მტკიცებულების
გამოკვლევა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა
მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად, გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც
მტკიცებულება პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული იქნა ვლეულ იქნა
კანონის არსებითი დარღვევით და მხარე აყენებს. შუამდგომლობას ამგვარი
მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოში ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა და მისი
ხელახლა დადგენა დაიშვება ორი საფუძვლით:
ა. ახალი მტკიცებულებების წარმოდგენით - თუ შუამდგომლობის ავტორი დაასაბუთებს,
რომ ახალი მტკიცებულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პოზიციის
დასასაბუთებლად.
ბ. მხარის შუამდგომლობის საფუძველზე საქმეში არსებული მტკიცებულებების
ხელახალი გამოკვლევით.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გადასინჯვა საკასაციო წესით

საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის


სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი.
საკასაციო ინსტანციის სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ
სასამართლოს და არ იკვლევს ხელახლა მტკიცებულებებს. საკასაციო ინსტანციის
სასამართლოში დაუშვებელია როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებების ხელახლა ,
ასევე ახალი მტკიცებულებების წარდგენა და გამოკვლევა. იგი. ამოწმებს სააპელაციო
სასამართლომ საქმის განხილვისას და განაჩენის დადგენისას ხომ არ დაარღვია კანონის
მოთხოვნები, მიეცა თუ არა მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია .
საკასაციო ინსტანციის სასამართლო სამართლებრივი საკითხების შემოწმებით
შემოიფარგლება.
პირმა ჯერ სააპელაციოში უნდა გაასაჩივროს და შემდეგ საკასაციოში . საკასაციო
სასამართლო განაჩენის გასაჩივრების ბოლო ინსანციაა.
სამართლებრივი დაცვის შიდა სახელმწიფოებრივ საშუალებათა ამოწურვის შემდეგ ,
მსჯავრდებულს უფლება აქვს მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს,
ექვსი თვის ვადაში საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღიდან.
ა. სასამართლოს მიერ განაჩენის საჯაროდ გამოცხადებიდან თუიგი ერთი თვის ვადაში
არ გასაჩივრდება საპელაციო ან საკასაციო წესით, დაუშვებელია მისი შემდგომი
გასაჩივრება;
ბ. საკასაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის საჯაროდ გამოცხადება .

განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებული პროცესი

გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოს ვალდებულებაა მის მიერ გამოტანილი


განაჩენის, განჩინების, დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა , რის თაობაზეც მას
გამოაქვს განკარგულება.
საჭირო ხდება მსჯავრდებული პირის ძებნა ან მისი იძულების წესით წარმოდგენა.
პირველი ინსტანციის წესით გადაწყვეტილების მიმღები სასამართლო, გამოიტანს
განჩინებას პოლიციის ორგანოების მეშვეობით მსჯავრდებულის ძებნისა და მოყვანის
შესახებ.
განაჩენის გამომტანი სასამართლო, განაჩენის გამოტანის შემდეგ უფლებამოსილია
კანონით დადგენილ მთელ რიგ შემთხვევებში მიიღოს გადაწყვეტილება განაჩენის
აღსრულების გადავადების თაობაზე, მაგ. როგორიცაა, განაჩენის აღსრულების
გადავადება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან ორსულობის გამო.

სისხლის სამართლის პროცესის სამართლებრივი წყაროები.


საქართველოს კანონები და სხვა ნორმატიული აქტები

სისხლის სამართლის პროცესის მთავარ წყაროს წარმოადგენს სისხლის სამართლის


საპროცესო კოდექსი, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონთან
ერთობლივად.. სისხლის სამართლის პროცესის ფუნდამენტური პრინციპები.
განმტკიცებულია საერთო სასამართლოების შესახებ კანონში.
ახალი საპროცესო კოდექსი ამოქმედდა 2010 წლის ოქტობრიდან.

სისხლის საპროცესო სამართლის უმნიშვნელოვანეს წყაროს ასევე წარმოადგენენ:


ა. საქართველოს კანონი პროკურატურის შესახებ;
ბ. ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონი;
გ. კანონი სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ ;
დ. საქართველოს კანონი ადვოკატთა შესახებ;
ე. საქართველოს კანონი იურიდიული დახმარების შესახებ;
ვ. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის
დებულება;
ზ. სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება;
თ. იუსტიციის მინისტრის ბრძანება საქართველოს სისხლის სამართლის პოლიტიკის
სახელმძღვანელო პრინციპების თაობაზე და სხვა.

ერთ-ერთ უმნიშნელოვანეს სისხლის სამართლის პროცესის მამოძრავებელ წყაროს


წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია.
სასამართლო ხელისუფლებისა და მართლმსაჯულების კონსტიტუციური ნორმები ადგენს
და განსაზღვრავს სასამართლოში საქმის განხილვის ძირითად პრინციპებს, რომლებიც
ასახულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში.
საპროცესო კოდექსი და მისი ინტერპრეტაცია უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს
კონსტიტუციას.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია (შემდგომში


ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია)

ევროპის საბჭოში საქართველო გაწევრიანდა 1999 წლის 27 აპრილს. ის ძალაში შევიდა


1999 წლის 20 მაისს. კონვენციის ხელის მოწერითა და რატიფიცირებით, ქვეყანამ იკისრა
კონვენციით უზრუნველყოფილი უფლებებისა და ვალდებულებების შესრულების
პასუხისმგებლობა.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია შეიცავს მთელ
რიგ სისხლის სამართლის პროცესუალურ გარანტიებს, კერძოდ, წამების აკრძალვას,
სახელმწიფოს უფლების შეზღუდვას პირთა დაკავებასა და დაპატიმრებაზე , სამართლიანი
სასამართლოს ზოგად გარანტიებს, რაც თავის მხრივ მოიცავს პროცესის საჯაროდ და
სწრაფად წარმართვას, ყველა ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტას ,
ბრალდებულისათვის დაცვის მოსამზადებლად საკმარისი დროისა და შესაძლებლობის
მიცემას, უსახსრო ბრალდებულებისათვის დაცვის უფლების გარანტიას - დამცველის
უფასო მომსახურების მეშვეობით, თუ ამას მოითხოვს სამართლის დაცვის ინტერესები ,
უფლებას შეჯიბრებითობით პროცესზე, ბრალდებული მხარის მიერ ბრალდების მოწმეების
დაკითხვას და თავისი მოწმეების დასახელებას, ასევე თარჯიმნის უფასო
მომსახურებას,ბრალდებული თუ ვერ ფლობს სამართალწარმოების ენას, სახელმწიფოს
მხრიდან პირად ცხოვრებაში ჩარევის უფლების შეზღუდვას.
კონვენციის 34-ე მუხლით მოქალაქეებს ენიჭებათ უფლება, ინდივიდუალური განაცხადი
მიმართონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მათთვის გარანტირებული
უფლების დარღვევის შემთხვევაში.
საქართველოში ადამიანის უფლებათა კონვენცია აღიარებულია კანონმდებლობის
ნაწილად. საქართველოში ნებისმიერ პირს უფლება აქვს ადმინისტრაციული . თუ
სასამართლო ორგანოების წინაშე, ადამიანის უფლებათა კონვენციის დებულებებზე
დაყრდნობით დააყენოს მოთხოვნა, ხოლო სახელმწიფო უფლებამოსილია იმოქმედოს
კონვენციით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას აქვს
უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს კანონმდებლობასთან მიმართებაში , მაგრამ
ის კონსტიტუციაზე დაბლა დგას.

სისხლის სამართლის პროცესი და საქართელოს კონსტიტუცია

კანონის უზენაესობის პრინციპი უზრუნველყოფს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის


თავისუფლებებში ჩარევის კანონიერებას. ეს პრინციპი განსაზღვრავს , რომ სახელმწიფოს
მხრიდან ასეთი ჩარევა მხოლოდ კანონის ფარგლებში და მის მიერ დადგენილი
შეზღუდვებით დაიშვება. კანონი შეძლებისდაგვარად ზუსტად ადგენს სახელმწიფოს მიერ
ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებში ჩარევის წინაპირობებს , შინაარსსა და
მოცულობას.
დღეისათვის, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების წარმოება წარმოუდგენელია
ისეთი ღონისძიებების გამოყენების გარეშე, რომელიც ადამიანის ძირითად უფლებებსა
და თავისუ ფლებებს არ ზღუდავს. იძულების გამოყენება დაიშვება მხოლოდ კანონით
გათვალისწინებულ შემთხვევებსა და დადგენილი წესით.
საქართველოს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა პირდაპირ ადგენს კერძო და
საჯარო ინტერესთა შორის წარმოშობილი კონფლიქტის გადაწყვეტის გზას . პირის
კანონიერ ინტერესს პრიორიტეტი აქვს დანაშაულის გახსნისა და დამნაშავის დასჯის
საჯარო ინტერესთნ შედარებით. პირის კანონიერი ინტერესების დაცვა სისხლის
სამართლის პროცესში საზოგადოების ინტერესებს ემსახურება .

სისხლის სამართლის პროცესის პრინციპები

საქართველოს საპროცესო კოდექსის ძირითადი პრინციპები შეიძლება დაიყოს შემდეგ


კატეგორიებად:
1. პროცესის დაწყების პრინციპები;
2. პროცესის წარმოების პრინციპები;
3. მტკიცებულებათა და მტკიცების პრინციპები;
4. პროცესის ფორმის პრინციპები;
პროცესის დაწყების პრინციპებია:
ა. ლეგალურობისა და ოფიციალურობის პრინციპები. სახელმწიფოს მიერ კანონის
საფუძველზე გამოძიების სამსახურებრივად დაწყების ვალდებულების პრინციპი ;
ბ. დისკრეციულობის პრინციპი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და შეწყვეტის
პრინციპი;
გ. ბრალდების აღძვრის (წაყენების) პრინციპი.

პროცესის წარმოების პრინციპებია:

ა. ჭეშმარიტების დადგენის პრინციპი;


ბ. პიროვნების ღირსების ხელშეუვალობის პრინციპი
გ. უდანაშაულობისა და თავისუფლების პრეზუმფცია
დ. ყველა ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი .
ე. ადამიანის კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა არამართლზომიერი
შეზღუდვის დაუშვებლობის პრინციპი.
ვ. სისხლის სამართლის პროცესში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპი
ჭ. სამართლიანი პროცესის პრინციპი
თ. საქმის დაჩქარებისა და სწრაფად განხილვის პრინციპი.
ი. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი.
კ. სასამართლო სხდომის საჯაროობისა და ზეპირობის პრინციპი
ლ. კანონიერებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი
მ. განმეორებით დაკავებისა და მსჯავრდების აკრძალვის პრინციპი

მტკიცებულებათა პრინციპებია:

ა. მტკიცებულების პრინციპი; მტკიცებულებათა შეფასების პრინციპები : მტკიცებულებათა


შეფასება შინაგანი რწმენის საფუძველზე, მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა
შეფასების სტანდარტი;
ბ. უშუალობის პრინციპი
გ. ზეპირობის პრინციპი
დ. ჩვენების მიცემაზე უარის თქმის პრინციპი

პროცესის ფორმის პრინციპებია:


ა. პროცესის ზეპირად განხილვის პრინციპი
ბ. საჯაროობისა და ზეპირობის პრინციპი
გ. სისხლის სამართლის საქმის სახელმწიფო ენაზე განხილვის პრინციპი
საპროცესო კოდექსის მე-2 თავში გათვალისწინებული კონსტიტუციური პრინციპებია :
1. პიროვნების ღირსების ხელშეუვალობის პრინციპი.
2. უდანაშაულობის პრეზუმფცია
3. ყველა ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი
4. ადამიანის კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა არამართლზომიერი
შეზღუდვის დაუშვებლობის და სისხლის სამართლის პროცესში პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობის პრინციპი
5. სამართლიანი სასამართლოს პრინციპი
6. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი
7. სასამართლო სხდომის საჯაროობისა და ზეპირობის პრინციპი
8. კანონიერების” და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი
9. მტკიცებულებათა პრინციპი
10. ჩვენების მიცემაზე უარის თქმის პრინციპი
11. განმეორებითი დაკავებისა და მსჯავრდების აკრძალვის პრინციპი
12. საჯაროობისა და ზეპირობის, სისხლის სამართლის საქმის სახელმწიფო ენაზე
განხილვის პრინციპები
ეს პრინციპები პროცესის მთლიან სტრუქტურას ქმნიან. ზოგიერთი მათგანი
აბსოლუტურია. აბსოლუტურ პრინციპთა მოქმედების სფეროში გამონაკლისი არ
არსებობს. მათი მოქმედება არ წყდება არც ერთი საფუძვლით. არსებობს პრინციპები ,
რომელთა მოქმედების შეჩერება ან შეწყვეტა ხდება პროცესის მიმდინარეობისას , მაგ .
საქმის საჯაროდ განხილვის პრინციპი ეს პრინციპი წყვეტს მოქმედებას , როგორც კი
წარმოიშობა საქმის დახურულ სხდომაზე განხილვის საფუძვლები.

ლეგალურობისა და ოფიციალურობის პრინციპი

სახელმწიფოს მიერ სამსახურებრივად გამოძიების დაწყების ვალდებულების


პრინციპი

ლეგალურობის პრინციპი ნიშნავს სახელმწიფოს მიერ, კერძოდ, საგამოძიებო და


სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოების მიერ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის
მიღების შემთხვევაში, კანონის საფუძველზე გამოძიების დაწყების ვალდებულებას .
ოფიცილურობის პრინციპის შესაბამისად, გამოძიების დაწყების ვალდებულება
სახელმწიფო ორგანოებს, კერძოდ, პროკურატურასა და საგამოძიებო ორგანოებს
სამსახურებრივად ეკისრებათ. დაზარალებულს ან სხვა კერძო პირებს არ გააჩნიათ
გამოძიების არც დაწყებისა და არც დევნის ვალდებულება .
საპროცესო კოდექსი გამოძიების დაწყების ვალდებულებას აკისრებს სახელმწიფოს .
დაწყებული გამოძიების წარმოება იზღუდება დისკრეციულობის პრინციპით .

დისკრეციული პრინციპი

პროკურორი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და შეწყვეტის შესახებ


გადაწყვეტილების მიღებისას სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით , რა
დროსაც იგი ხელმძღვანელობს საჯარო ინტერესებით.
დისკრეციულობის პრინციპის შესაბამისად, პირის ბრალდებულად ცნობისათვის
საკმარისი საფუძვლების (დასაბუთებული ვარაუდის) არსებობისას, პროკურატურას
თავისი შეხედულებით უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება ბრალდების აღძვრის ან
აღძვრაზე უარის თქმის თაობაზე.
ლეგალურობის პრინციპიდან გამომდინარე, სახელმწიფოს ეკისრება გამოძიების,
დევნის დაწყებისა და წარმოების ვალდებულება. პროკურატურა ვალდებულია
დასაბუთებული ეჭვის არსებობისას არა მხოლოდ დაიწყოს და გამოძიება აწარმოვოს ,
არამედ ასევე აღძრას ბრალდება. ეს პრინციპი თვითნებობის აკრძალვას ემსახურება .
ოპორტუნიტეტის პრინციპით წყდება ლეგალურობის პრინციპი. კანონით
გათვალისწინებულ შემთხვევებში, ოპორტუნიტეტის პრინციპის საფუძველზე ,
პროკურატურა იღებს გადაწყვეტილებას სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან
დაწყებული დევნის შეწყვეტის თაობაზე. ოპორტუნიტეტის პრინციპი პროკურატურას
აძლევს შესაძლებლობას, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე , ან წმინდა
პრაქტიკული მოსაზრებებით, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში
დანაშაულებრივი ქმედების არსებობისას არ დაიწყოს ან შეწყვიტოს დაწყებული
სისხლისსამართლებრივი დევნა. ოპორტუნიტეტის პრინციპი შეზღუდულია
დაზარალებულის კონტროლით. დაზარალებულს უფლება აქვს პროკურორის
გადაწყვეტილება დევნის დაწყებაზე უარის თქმის გაასაჩივროს ან დევნის შეწყვეტის
თაობაზე სასამართლოში. საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში , პროკურატურა
იძულებულია დაიწყოს დევნა ან გააგრძელოს იგი. საქართველოს საპროცესო კოდექსის
შესაბამისად, ლეგალურობის პრინციპი მოქმედებს გამოძიების დაწყების სტადიაზე
გამოძიების დაწყება ვალდებულებაა. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება კი
ეფუძნება დისკრეციულობის პრინციპს.

დისკრეციულობის პრინციპი ამერიკის შეერთებული შტატების სისხლის სამართლის


პროცესის შესაბამისად.

ა.შ.შ-ის სისხლის სამართლის პროცესში დისკრეციულობის პრინციპი პროკურატურას


ანიჭებს საკუთარი შეხედულებით ბრალდების აღძვრაზე გადაწყვეტილების მიღების
შეუზღუდავ უფლებას.
ა.შ.შ.-ის სისხლის სამართლის პროცესში დისკრეციულობის პრინციპით სარგებლობს
პოლიციაც. პოლიციას ა.შ.შ.-ში უფლება აქვს, დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაციის
მიღების შემდეგ, დამოუკიდებლად დაიწყოს გამოძიება და საკუთარი შეხედულობით
დაასრულოს იგი. პოლიციას, პროკურატურის მსგავსად, შეუზღუდავი დისკრეციული
უფლებამოსილება გააჩნია.
პოლიცია არ არის ვალდებული პროკურატურას აცნობოს მის მიერ დაწყებული და
დასრულებული გამოძიების თაობაზე. პროკურორი ვერასოდეს შეიტყობს ასეთ საქმეთა
არსებობას. პოლიციაპროკურატურას იცავს, მრავალრიცხოვან, მცირემნიშვნელობის
მქონე საქმეებზე გამოძიების დაწყებისა და დევნის განხორციელებისაგან .

დისკრეციულობის პრინციპი საქართველოს საპროცესო კოდექსის შესაბამისად

საქართველოს კანონმდებელმა, საქართველოს სისხლის სამართლის პროცესში უარი


თქვა ლეგალურობის პრინციპზე. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება
სახელმწიფოს ვალდებულებას არ წარმოადგენს. დევნის დაწყება პროკურორის
უფლებამოსილებაა და არა ვალდებულება. პროკურორი არ არის ვალდებული, პირის
მიერ დანაშაულებრივი ქმედების შესაძლო ჩადენის შემთხვევაში , დასაბუთებული
ვარაუდის არსებობისას დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა .

გამოძიების დაწყების საფუძვლები


გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაცია .
არსებობს სხვადასხვა სახის ინფორმაცია:
1. ინფორმაცია, რომლის მიღებაც ხდება რეგულარული წყაროებიდან, მაგ.
კეთილსინდისიერი მოქალაქეებისაგან.
2. გამომძიებლისათვის, პროკურორისათვის განსაკუთრებით საინტერესო და
მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც ისინი, იღებენ კულტივირებული წყაროებიდან ,
როგორიცაა კონფიდენტი, ასევე მოქალაქეებისგან, რომლებიც კონტრაქტით
თანამშრომლობენ ოპერატიულ-სამძებრო ორგანოებთან, ანუ ეს პირები ინფორმაციის
სანაცვლოდ იღებენ თანხას.
3. ანონიმური ინფორმაციისას ინფორმაციის წყარო უცნობია. ანონიმური ინფორმაცია
გამოძიების დაწყების სავალდებულო საფუძველს არ წარმოადგენს.
გამომძიებელი,პროკურორი საკუთარი შეხედულებით იღებს გადაწყვეტილებას
გამოძიების დაწყებაზე ანონიმური ინფორმაციის საფუძველზე . მხოლოდ ანონიმური
ცნობა არ შეიძლება გახდეს პირის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების
საფუძველი.

სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძვლები

სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება ვალდებულებას არ წარმოადგენს.


საპროცესო კოდექსი ადგენს დევნის დაწყების ორ საფუძველს:
1. დაკავება. დევნა იწყება პირის დაკავების მომენტიდან. დაკავების ორ შემთხვევას
განასხვავებენ:
ა. მოსამართლის განჩინებით;
ბ. მოსამართლის განჩინების გარეშე, გადაუდებლი აუცილებლობისას , კანონით ამისთვის
დადგენილი საფუძვლების არსებობისას.
დაკავებისას დევნა იწყება ავტომატურად და პროკურორის დისკრეციას ამ
მომენტისათვის და მნიშენელობა არ გააჩნია.
დაკვების სამართლებრივი შედეგებია:
ა. პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება კანონიდან გამომდინარე ,
ავტომატურად;
ბ. პირის მიერ ბრალდებულის სტატუსის შეძენა.
2. დადგენილება პირის ბრალდების შესახებ. დადგენილების გამომტანი ორგანოა
პროკურატურა.
დისკრეციულობის პრინციპი მოქმედებას იწყებს მხოლოდ მაშინ, როდესაც პროკურორს
ხელთ აქვს გამოძიებით მოპოვებული უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა .

პროკურორის დისკრეციული უფლების კანონით დადგენილი შეზღუდვები

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, დისკრეციულობის პრინციპი


აბსოლუტურად შეუზღუდავი არ არის.
კანონით გათალისწინებული შეზღუდვებია:
ა. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გაჭიანურების გასაჩივრება
ბრალდებულის მიერ.კანონმდებელმა ბრალდებულს უფლება მისცა, გაასაჩივროს
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გაჭიანურება ბრალდების შესახებ
დადგენილების გადაცემიდან 10 დღის ვადაში ზემდგომ პროკურორთან ან გამოძიების
ადგილის მიხედვით, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.
ბ. პროკურორის დისკრეციულობის პრინციპს ზღუდავს და კონტროლს უწევს
დაზარალებულის უფლება - ზემდგომ პროკურორთან გაასაჩივროს დევნის შეწყვეტის
დადგენილება. ასევე მისი უფლება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა საქმეებზე ,
ზემდგომი პროკურორის დადგენილება გაასაჩივროს გამოძიების ადგილის მიხედვით
სასამართლოში. აღნიშნულ საკითხზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება არ
საჩივრდება
გ. დისკრეციულობი პრინციპს ზღუდავს სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი გარემოებები,
რომელთა გამოვლენის შემთხვევაში (გარკვეული გამონაკლისების გარდა),
სისხლისსამართლებრივი დევნა სავალდებულოდ უნდა შეწყდეს.

ბრალდებულის უფლება - გაასაჩივროს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების


გაჭიანურება

გამოძიების წარმოება, ასევე დევნის დაწყება გამოძიების პროცესში (თუ გამოძიება და


დევნა ერთდროულად არ არის დაწყებული) დაიშვება გონივრულ ვადაში, მაგრამ არა
უმეტეს
დანაშაულის ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე. ხანდაზმულობის ვადის გასვლის
შემდეგ, ბრალდების წარდგენა არ დაიშვება და წარდგენილი ბრალდების შემთხვევაში
დევნა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შეგნებულად გაჭიანურების
სამართლებრივი შედეგია პირის ბრალდებასთან დაკავშირებული ყველა იმ
მტკიცებულების დაუშვებლად ცნობა.

დაზარალებულის კონტროლი დევნის დაწყებაზე

საპროცესო კოდექსი დაზარალებულის მხრიდან პროკურორის დისკრეციულობის


უფლების კონტროლის ორსსახეს იცნობს, კერძოდ, დაზარალებულის მიერ:
ა. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის, ან დაწყებული დევნის
შეწყვეტის თაობაზე პროკურორის მიერ მიღებული დადგენილების გასაჩივრება ზემდგომ
პროკურორთან ყველა კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე.
მთავარი პროკურორიაან მის მიერ უფლებამოსილი პირი დევნის დაწყებას ავალებს არა
იმავე პროკურორს, ვინც გამოიტანა დადგენილება დევნის არდაწყების ან დევნის
შეწყვეტის თაობაზე, არამედ სხვა პროკურორს.
ბ.დაზარალებულს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე
სასამართლოს მეშვეობით შეუძლია აიძულოს პროკურატურა დაიწყოს დევნა . მას შემდეგ ,
რაც ზემდგომი პროკურორი უარს ეტყვის დაზარალებულს საჩივარზე და უცვლელად
დატოვებს ქვემდგომი პროკურორის დადგენილებას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა
საქმეებზე დევნის დაწყებზე უარის თქმის ან დაწყებული დევნის შეწყვეტაზე ,
დაზარალებულს უფლება აქვს საჩივრით მიმართოს გამოძიების ადგილის მიხედვით
სასამართლოს. სასამართლოს მიერ საჩივრის დაკმაყოფილება ნიშნავს პროკურორის
ვალდებულებას, დაიწყოს დევნა, რითიც იზღუდება პროკურორის დისკრეციული
უფლებამოსილება.

საპროცესო კოდექსით დადგენილი სხვა გარემოებები, რომელიც ზღუდავს


პროკურორის დისკრეციას

პროკურორის გადაწყვეტილება პირის ბრალდებულად ცნობის თაობაზე , იზღუდება


საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი
დევნის არ დაწყებისა და დაწყებული დევნის შეწყვეტის სამართლებრივი და ფაქტობრივი
საფუძვლებით. კოდექსი ცალსახად ადგენს გარემოებებს (გარკვეული გამონაკლისების
გარდა), რომელთა არსებობის შემთხვევაშიც დევნა არ უნდა დაიწყოს ან დაწყებული .
დევნა სავალდებულოდ შეწყდეს, მაგ. ბრალდებულის ასაკი, მისი ბრალუნარიანობა,
ხანდაზმულობის ვადები და ა. შ. თუმცა ჩამოთვლილ გარემოებათა შორის, მთელი რიგი
გარემოებები შეწყვეტის საფუძველი ხდება არა მათი დადგენის ან გამოვლენისთანავე ,
არამედ სამართლებრივი შეფასების შემდეგ, მაგ. ვითარების შეცვლა, ან თუ დევნა
ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის პოლიტიკას, რომლის სახელმძღანელო
პრინციპების ზოგადი ნაწილი საჯაროა.

საპროცესო კოდექსი დევნის არდაწყებისა და დაწყებული დევნის შეწყვეტის ერთ -ერთ


საფუძვლად ითვალისწინებს გარიდებას, რა დროსაც ბრალდებუისათვის ან პირისათვის
გარკვეულ მოვალეობათა შესრულების დაკისრების გზით, პროკურატურას უფლება აქვს
არ დაიწყოს დევნა და შეწყვიტოს დაწყებული დევნა. განრიდების გამოყენება
პროკურორის დისკრეციაა.

ბრალდების აღძვრის პრინციპი, აკუზატორული პრინციპი

სახელმწიფოს მიერ სისხლისამართლებრივი დევნის სადავეების საკუთარ ხელში


თავმოყრის შდეგად ორი სახის პროცესი შეიქმნა:
ა.ინკლუზიციური,მოგვიანებით კი
ბ.აკუზატორული (ბრალდებითი)
აკუზატორული ნიშნავს დამოუკიდებელი ორგანოს მიერ ბრალდების აღძვრას
ინსტიტუტის შემოტანას და ბრალდების საფუძველზე პროცესის წარმოებას .
ინკვიზიციური პროცესში ბრალდებისა და მსჯავრდების ფუნქციები ერთი ინსტიტუის
ხელშია თავმოყრილი,კერძდ.სასამართლოს ხელში.მოსამართლე აღჭურვილია
შეუძღუდავი უფლებამოსილებით.იგი ერთდროულად არის როგორც ბრალმდებელი
ასევე მოსამართლე,რაც მას უფლებას აძლევს,პირს ჯერ წარუდგინოს ბრალდება და
შემდეგ მსჯავრი დასდოს.მოსამართლე აწარმოებს გამოძიებას,ახორციელებს
სისხლისამართლებრივ დევნას და შემდეგ მის მიერ გამოძიებული მასალებით პირს
ასამართლებს.

ბრალდების აღძვრის (წაყენების)პრინციპი


დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის გასამართლება,მისი ბრალეულობის
დადგენა და მისი მსჯავრდება სასამართლოში ხდება არა სასამართლოს
ინიციატივით,არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმ ბრალდების საფუძველზე,რასაც
პროკურატურა წარუდგენს სასამართლოს.
ბრალდების აღძვრის პრინციპი სიტყვასიტყვით ნიშნავს არავინ არის მოსამართლე
ბრალმდებლის გარეშეს.სადაც არ არის ბრალმდებელი,იქ არ არსებობს მოსამართლე .
პირის ბრალდებულად ცნობისა და მისი ბრადების შესახებ დადგენილების
გარეშ,სასამართლოს უფლება არა აქვს პროკურატურისგან მიიღოს , გამოიკვლიოს და
შეაფასოს მასალები და მსჯავრი დასდოს პირს.
სასამართლოს უფლება არა აქვს დაიწყოს სასამართლო განხილვა და გაასამართლოს
პირი,თუნდაც დანაშაულებრივი ქმედება სასამართლოს თვალწინ იქნეს ჩადენილი ,თუ
პროკურატურის მიერ ბრალდება არ იქნება აღძრული და პირი შესაბამისი
დადგენილებით არ იქნება ბრალდებულად ცნობილი.
ბრალდების აღძვრა სახელმწიფოს უფლებაა,რომლის წარმომადგენელიც არის
პროკურატურა,საქართველოს საპროცესო კოდექსით,ბრალდების მთლიანი მონოპოლია
პროკურატურას გააჩნია.
სისხლის სამართლის პროცესში ადგილი აქვს როლების დაყოფას:
1.დასაბუთებული ვარაუდის საფუძველზე ბრალდების აღძვრა(ბრალდებულად ცნობა
დადგენილების გამოტანა)პროკურორის უფლებამოსილებაა .
2.პირის ბრალეულობის და სასჯელის შესახებ გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს
პრეროგატივაა(სასამართლო,ნაფიც მსაჯულთა სასამართლო).
კანონის იმპერატიული მოთხოვნაა,სასამართლომ შეამოწმოს საქმის განხილვის ყველა
ეტაპზე ბრალდების შესახებ დადგენილება ერთვის თუ არა საქმეს.წინასასამართლო
სხდომაზე მოსამართლე ვალდებულუა შეამოწმოს არა მხოლოდ ბრალდების
დადგენილება ერთვის თუ არა საქმეს,არამედ ასევე შეამოწმოს წინასასამართლო
სხდომამდე შეიცვალა თუ არა ბრალდება და ეს ცვლილება ეცნობა თუ არა ბრალდებულს .
სასამართლოს უფლება აქვს გასცდეს იმ ბრალდების ფარგლებს,რომლის საფუძველზე
იხილავს საქმეს ან სხვა პირებზე გაავრცელოს ბრალდება,კერძოდ,პირებზე ,ვინც
პროკურატურის მიერ არ არიან ბრალდებულად იმავე საქმეში ცნობილნი ,თუნდაც
ტყუილად მტკიცდებოდეს მათ მიერ იმავე დანაშაულის ჩადენა .
ბრალდების ფარგლები ნიშნავს მტკიცებულებების საფუძველზე კონკრეტული
დანაშაულებრივი ქმედების დადგენას,რასაც პროკურატურამ მისცა სამართლებრივი
შეფასება.
სასამართლოს უფლება არა აქვს დაადგინოს ახალი ფაქტები და გადასცეს ბრალდების
ფარგლებს.
სასამართლოს უფლება აქვს ბრალდების ფარგლებში დადგენილ ფაქტობრივ
გარემოებებს მისცეს სხვა სამართლებრივი შეფასება,მაგრამ მხოლოდ ბრალდებულის
სასიკეთოდ და არა საუარესოდ.
საპროცესო კოდექსის შესაბამისად,სასამართლოს უფლება აქვს სასამართლო
განხილვისას გამოიკვლიოს,სამართლებრივად შეაფასოს მხოლოდ ის გარემოებები და
მიიღოოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ქმედების გარშემო,რაც ბრალდების
დადგენილებაშია მოცემული.

კანონიერი მოსამართლის პრინციპი


კანონიერი მოსამართლის პრინციპი კონსტიტუციური პრინციპია .
სისხლის სამართლის საქმე უნდა განიხილოს მხოლოდ იმ სასამარტლომ,რომლის
განსჯადაცაა საქმე .სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განსჯადობას
განსაზღვრავს
ბრალდებულის პირველად წარდგენა სასამართლოში.სისხლის სამართლის საქმე იმ
სასამართლოს განსჯადია,სადაც პირის პირველი წარდგენა
განხორციელდა.პროკურატურა სისხლის სამართლის საქმის მასალებს არსებითი
განხილვისთვის წარმართავს იმ სასამართლოში,სადაც ბრალდებული პირველად
წარედდგინა სასამართლოს.
კანონიერი მოსამართლის პრინციპის უზრუნველყოფა ხდება არა მხოლოდ პირის,იმ
სასამართლოს მიერ განსჯით,რომლის განსჯადობასაც მისი საქმე კანონით
ექვემდებარება,არამედ ასევე მისი საქმის იმ კონკრეტული მოსამართლის მიერ
განხილვით,რომელიც დადგენილია კანონით საერთო სასამართლოებში საქმეთა
განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის
შესახებ.
კანონი ითვალისწინებს მოსამართლის არყოფნისას ან განსაიხლველ საქმეთა
რაოდენობის მკვეთრი ზრდის შემთხვევაში დამხმარე მოსამართლეთა მივლინების
წესს.საქმის განხილვის პროცესში,საქმის განმხილველი მოსამართლის ან მსაჯულის
სათადარიგო მოსამართლით შეცვლა დიდი მოცულობის,ხანგრძლივ საქმეზე ,არ არღვევს
კანონიერი მოსამართლის პრინციპს,ვინაიდან,როგორც სათადარიგო
მოსამართლე,ასევე სათადარიგო მსაჯული,სასამართლო სხდოამს მისი დაწყებიდანვე
ესწრება.

ჭეშმარიტების დადგენის პრინციპი

დავის საგანს არ წარმოადგენს,რომ ნებისმიერი სამართლებრივი სახელმწიფოს


სისხლის სამართლის პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია ჭეშმარიტების
დადგენა. ჭეშმარიტების დადგენა დამნაშავეს დასჯას,უდანაშაულოს გამართლებას
ემსახურება და პროცესის საბლოო შედეგს წარმოადგენს.
მატერიალური სისხლის სამართალი წარმოადგენს(უკანასკნელ ღონისძიებას)
სამართლებრივი სიკეთის დასაცავად.მატერიალური სამართლის ნორმების დარღვევა
იწვევს სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას,სისხლის სამართლის პროცესით
დადგენილი წესების შესაბამისად.მატერიალური სამართლით გათვალისწინებული
ორმის დარღვევის,მისი დამრღვევი პირის დადგენა და დასჯა წარმოებს სისხლის
სამართლის პროცესით გათვალისწინებული ნორმების საფუძველზე.

შეჯობრებითობის პრინციპის თანახმად,მოსამართლე მონაწილეობას არ იღებს


მტკიცებულებათა მოპოვებისა და გამოკვლევაში,იგჰი ნეიტრალურია .მან
გადაწყვეტილება უნდა მიიღის მხარეთა მიერ მოპოვებულ ,წარმოდგენილ და
გამოკვლეულ მტკიცებულებათა საფუძველზე.

პიროვნების ღირსების ხელშეუვალბის პრინციპი

პიროვნების ღირსების ხელშეუვალობის პრინციპი კონსტიტუციური პრინციპია ,იგი


კრძალავს პროცესის წარმოებისას მონაწილეთა ღირსების შელახვას.
სისხლის სამართლის პროცესში ადამიანის ღირსების დაცვა,ღირსების დაცვის
ინსტიტუტს მთლიანად და სრულყოფილად ვერ წარმოაჩენს.იგი ასახავს ადამიანის
ღირსების დაცვის საჭიროებას სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას,ადამიანის
პიროვნების ,მისი პირადი ცხოვრების ავტონომიისა და თავისუფლების სფეროში .
სისხლის სამართლის პროცესში პიროვნების ღირსების ხელშეუვალობის დაცვას
მრავალი საფუძველი აქვს.დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველა პირს ,მათ შორის
კრიმინალებსა,აქვთ უფლება,დაცული იქნეს მათი ღირსება სახელმწიფოს მიერ .
სახელმწიფო ღირსების დაცვის პრინციპს სისხლის სამართლის პროცესში უარყოფს,იგი
ვერ მიიღებს საზოგადოების მხარდაჭერას და ნდობას,განსაკუთრებით კი კანონისადმი
პატივისცემას.

ნორმის გამოყენების სფერო

ნორმა მჭიდრო კავშირშია მტკიცებულებათა მოპოვებასთან.ნებისმიერი


მკიცებულება,რომელიც ამ პრინციპის დარღვევით იქნება მოპოვებული ,დაუშვებელი
მტკიცებულებაა.

მის ადრესატები

1.ბრალდებული:
ბრალდებული არის პროცესის სუბიექტი.პიროვნების ღირსების ხელშეუვალობის
პრინციპი კრძალავს,რომ ბრალდებული,დანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ
პროცესში,მხოლოდ როგორც ობიექტი ისე იქნეს განხილული.ბრალდებულს,როგორც
პიროვნებას,რომელსაც კერძო ავტონომიის უფლებიდან გამომდინარე ,უფლება აქვს
განკარგოს თავისი ცხოვრება,უფლება უნდა ჰქონდეს სისხლის სამართლის პროცესში
თვითონ,დამოუკიდებლად და თავისუფლად მიიღოს მის საქმესთან დაკავშირებით
გადაწყვეტილებები.

2.პროცესის სხვა მონაწილენი:


საქართველოს სსსკ-ის მე-4 მუხლი იცავს არა მხოლოდ ბრალდებულის
უფლებებს,არამედ პროცესის ყველა მონაწილეს უფლებას,მათ შორის
დაზარალებულის,პოტენციური მოწმის,ექსპერტის,თარჯიმნის უფლებებს და
ავალდებულებს როგორც სამართალდამცავ ორგანოებს,ასევე პროცესის სხვა
მონაწილეებს,პროცესის ყველა სადიაზე დაიცვან პროცესის მონაწილეთა ღირსება .

დაუშვებელი მეთოდები,რომელიც ლახავს პროცესის მონაწილეთა ღირსებას .

ადამიანის ნების თავისუფლებაზე ზემოქმედების დაუშვებელი მეთოდები ოთხ ჯგუფად


იყოფა.
ა.ადამიანის სხეულზე განხორციელებული ზემოქმედება (წამება,ძალადობა ,სასტიკი
მოპყრობა)
ბ.უშუალოდ ადამიანის ფსიქიკაზე განხორციელებული ზემოქმედება.
გ.სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებს გარეშ იძულება
დ.სამედიცინო ჩარევა ა სხვა ისეთი ღონისძიების გამოყენება ,რომლებიც ზემოქმედებს
ადამიანის მეხსიერებაზე ან აზრონვებაზე.

უდანაშაულობისა და თავისუფლების პრეზუმფცია


უდანაშაულობის პრეზუმფცია გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს
პრინციპიდან და გააჩნია კონსტიტუციური რანგი.
პრინციპის არსი მდგომარეობს შემდეგში:დაუშვებელია პირის ბრალეულობის დადგენა
მის მიმართ სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის
გამოტანამდე.უდანაშაულობის პრეზუმფცია უკრძალავს როგორც
სისხლისამართლებრივი დევნის ორგანოებს,ასევე სახელმწიფოს მაღლი თანამდებობის
პირებს,ეჭვმიტანილ პირს,რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისამართლებრივი
დევნა,ისე მოეპყრან,როგორც დამნაშავეს,ვიდრე ეჭვმიტანილ პირს ბრალეულობა არ
ექნება დადგენილი კანონის შესაბამისად წარმოებული პროცეისის საფუძვლზე
გამოტანილი განაჩენებით.
დაუშვებელია ბრალდებული ბრალეულად იქნეს მიჩნეული,ვიდრე სასამართლო მის
მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს არ დაადგენს.
უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე ,დაუშვებელია
ბრალდებულზე გავრცელდეს ის ზომები და ღონისძიებები,რაც კანონიერ ძალაში შესული
განაჩენით დამნაშავედ ცნობილი პირის მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენება .

ყველა ბრალდებულის სასარგებლოდ გადწყვეტის პრინციპი in dubio pro reo

in dubio pro reo პრინციპი კონსტიტუციურ რანგში არის აყვანილი და პროცესის


უმნიშვნელოვანეს პრინციპს წარმოადგენს.მისი არსი იმაში გამოიხატება ,რო
მტკიცებულებათა შეფაასების შემდეგ თ კი რაიმე ეჭიი მაინც არსებობს ,ყველა ეს ეჭვი
ბრალდებულის სასარგებლოდ ნდა იქნეს გადაწყვეტილი.
საპრცესო კოდექსის მე-5მუხლი პირდაპირ უთითებს,რომ მტკიცებულების შეფასების
შემდეგ წარმოშობილი ეჭვი,რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი
წესით,უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ყველა ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპს მჭდრო კავშირი
აქვს ბრალეულობის პრინციპთან,ვინაიდან,პირის გასამართლებლის წინაპირობაა მისი
ბრალეულობის დადგენა.პირის ბრალეულობა კიუნდა დადგინდეს გონივრულ ეჭვს მიღმა
-გულისხმობს სასამართლოს მიე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო
უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას,რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის
ბრალეულობაში.სასამართლოს მტკიცებულლებათა შეფასების შედეგად ,თუ მაინც
დარჩება ეჭვი პირის ბრალეულობის თაობაზე,მოსამართლემ უნდა იხელმძღვანელოს
ყველა ეჭვის ბრალდებლის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპით .

ყველა ეჭვის ბრალდებულის სსარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპ არ ადგენს,თუ რა


შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს ეჭვი,არამედ განსაზღვრავს ,თუ რა უნდა განხორციელდეს
ბრალდებულის ბრალეულობის თაობაზზე ეჭვის წარმოშობბის შემთხვვაში .
ყველა ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი მკაცრად მოქმედებს
სასამართლოს მიერ ადაწყვეტილების მიღებისას.პრინციპი არ ოქმედებს
წინასასამართლო ეტაპზე.სისხლისამართლებრივი დევნის ორგანოებს შეუძლიათ
ისარგებლონ აღნიშნული პრინციპით ა საბოოლოო გადაწყვეტილეა მიიღონ ბრალდების
აღძვრაზე,თუმცა თუ ამ პრინციპით არ ისარგებლებენ,ბრალდებულის უფლება არ იქნება
დარღვეული,ვინაიდან ბრალდებულის ბრალეულობის დადგენა ხდება მხოლოდ
სასამართლო პროცესზე,რაც ასევე გამომდინარეობს ევროპული კონვენციის მე -6 მუხლის
მე-2 ნაწილიდან,რომელც კრძალავს,რომ პირი მიჩნეულ იქნეს ბრალეულად და მას
მოეპყან როგორც დამნაშავეს,ვიდრე მისი ბრალი არ ინება დადგენილი სასამართლოს
მიერ.

ადამიანის კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა არამართლზომიერი


შეზღუდვის დაუშვებლობის და სისლის სამართლის პროცესში პირაი ცხოვრების
ხელშეუხებობის პრინციპი.

სამართლებრივი სახელწიფოს პრინციპიდან,ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე -


18,მე-20მულებიან გამომდინარე,დაუშვებელია ადამიანის კონსტიტციურ უფლებათა და
თავისუფლებათა სფეროშ ჩარევა,გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი
შემთხვევბისა.
საპროცესო კოდექსი იცნობს დაუშვებელ მტკიცებულებათა პრინციპს.დაუშვებელ
მტკიცებულებათაა პრინციპი ამ პროცესს ანეიტრალებს.მტკიცებულებათა მოპოვების
ისეთი საშუალებები ,რომლებიც არღვევენ ადამიანის ძირითად უფლებებსა და
თავისუფლებებს,ყოველთვის დაუშვებელია,მაგ:მქარის წამების,ოტყუების გამოყენებით
მტკიცებულებათა მოპოვება.
ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული ძრითადი უფლებები და თავისუფებები
ხელშეუვალია.კონსტიტუციით გარანტირებულ ძირითად ფლებათა და თავისუფლებათა
ხელშეუვალობა იცავს სისხლის სამართლის პროცესის სუბიექტებს სახელმწიფოსა და
სხვა პირების მხრიდან ამ უფლებებში თვითნებური ჩარევისგან.
სისხლის სამართლის პროცესი ითვალისწინებს მთელ რიგ საპრცესო და საგამოძიებო
იძულებით ღონისძიებებს,რომელიც ზღუდავს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებსა და
თავისუფლებებს.
საპროცესო იძულებითი ღონისძიებების განხორციელება,ყოველთვის იწვევს ადაიანის
უფლებებსა და თავისუფლეებში საელმწიფოს ხრიდან ჩარევას.ასეთი ჩარევა დაიშვება
მხოლოდ კანონის ფარგლებში,პროპორციულობისა და სუბიდიურობს პრინციპის
შესაბამისად.
საპროცესო,საგამოძიებო და სხვა ძულებითიი ღონისძიებებს,რომლებიც ზღუდავს და
უშუალოდ იჭრება,ადამიანი კონსტიტუციურ უფლებებსა და თვისულფლებებში
წარმოადგენს:
ადაიანის პირდ თავისუფლებაში ჩარევა, ადამიანის სხეულის ხელშეუხებლობაში ჩრევა ,
კერძო საკუთრების ხელშეხებლობაშიი ჩარევა, საცხოვრებელიადგილის
ხელშეხებლობაში ჩარევა, საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის ხელშეუხებლობაში
ჩარევა. ადამიანის პროფესიულ საქმიანობაში ჩარევა, ადამიანის უფლებებში სხვა სახის
ჩარევა.
სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ადამიანის ძირითად უფლებებსა და
თავისუფლებებში უხეში ჩარევისგან დასაცავად და ასევე პროპორციულობის და
სუბსიდიურობის პრინციპის უზრუნველსაყოფად,სისხლის სამართლის პროცესი შემდეგ
წინაპირობებს ითვალისწინებს:

ა.ეჭვის ხარისს,დასაბუთებულ ვარაუდს.


ბ.ბრალდების სიმძიმეს დაშავებულთა კატეგორიებს
გ.იმ ორგნაოებ,რომელიც უშუალოდ განკარგავს ახორციელებს და კონროლს უწევს ამ
ქმედებათა ჩატარების მაგ:მაგისტრატი მოსამართლე.
დ.საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების აუცილებობას,საჭიროებასა და შესაბამისობას .
კონსტიტუციით გათვალისწინებული ადამიანის ძირითადი უფლებებისა და
თავისუფლებების შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს ხელთაა
მოქცეული.

სამართლიანი პროცესის პრინციპი

სამართლიანი პროცესის პრინციპი ულისხმობს პროცესის სამართლიანობას, კერძოდ ,


ბრალდებულის შესაძლებლობის უზუველყოფას, დაიცვას საკუთარი თავი სისხლის
სამართლებრივი დევნის ორგანოებისგან.
მხარეთა თანასწორობის პრინცციპი,პროცესის წარმოებისას,მაქსიმალურად
უზრუნველყოფს ბრალდებულის შესაძლო თანასწორობას ბრალდების ორგანოსთა .
ამ პრინციპის შესაბამისად,ბრალდებული პროცესის ობიექტს აღარ წაროადგენს ,იგი
პროცესის სუბიექტია.მას ეძლევა მთელი რიგი უფლებები,მათ შრის დაცვის
შესაძლებლოობა და საშუალებ,რთიც შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს პროცესის
მიმდინარეობაზე და მის შედეგზე.
სამართლიანი პროცესის დარღვევის სამართლებრივი შედეგის თაობაზე არსებოს
აზრთა სხვადასხვაობა,თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
პრეცედენტლი სამართლსშესაბმისად,ამ პრინციპის დარღვევას შედეგად სასჯელის
შემცირება შეიძლება მოჰყვეს.

სწრაფი მართლსაჯულების პრინციპი

სწრაფი მართლმსაჯულება ბრალდებულის უმნიშვნელოვანესი


უფლებაა.ვინაიდან,სისხლის სამართლის პრცესის წარმოება ყოველთვის ნიშნავს
ადამიანის ძირითად უფლებებში სახელმწიფოს მხრიდან ჩარევს,ასევე დროთა
განმავობაში პროცესის მიმდინარეობისას ხდება მტკიცებულებათა დაკარგვა მათი
თანდათანობით წაშლა ან გაქრობა.
საპროცესო კოდექსის საქმეთა განხილვის რიგითობისას,პრიორიტეტს ანიჭებს
უპირველესად იმ საქმეთა განხილვას,სადაც ბრალდებულს თავისუფლება აქვს
შეზღუდეული.სასამართლო ვალდებულია პრიორიტეტულად განიხილოს ის სისხლის
სამართლის საქმე,რომელშიც ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისიების სახით
გამოყენებული პატიმრობა.
საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მთელ რიგ ორმებს საქმის სასამართლოში
სწრაფად განხილვის თაობაზე.
პროცესის წარმოების ხანგრძლივობა შირად კრიტიკის საგანი ხდება.პროცესის
ხანგრძლივბას სხვადახვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.
სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპი რელატიურია,რა უფრო რთული და დიდი
მოცულობისაა გამოძიების პროცესი,მით ფრო დიდი დროა საჭირო საქმის
გამოკვლევისათვის.სწრაფი ართლმსაჯულების განხორციელების ვადა ყოვეთვის
განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ საქმეზე კონკრეტული გარემოებებიდან
გამომდინარე.
სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპის დარღვევის სამართლებრივი შედეგებია
ბრალდების შემცირება,სასჯელის შემცირება,ზიანი ანაზღაურება .

მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი


მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი ა .შ.შ-ის სისხლის სამართლს
პროცესის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია.იგი ძირითადად სასამართლო პროცესს
უკავშირდება,თუმცა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი ასევე
მოიცავს წინასასამართლო პროცესის ნაწილსაც, კერძოდ, პროცესის იმ ნაწილს,რომელიც
მიზნად ისახავს ზირითადი სასამართლო სხდომის მომზადებას.
მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპზეა დაფუძნებული მთლიანი
სასამართლო პროცესი,ასევე წინასასამართლო პროცესის დიდი ნაწილი .გამოძიების
პროცესში,პირის ბრალდებულად ცნობამდე ინკვიზიციურობის პრინციპი მოქმედებს .
გამოძების პროცესი ინკვიზიციურ პრინციპებს მეტად ეფუძნება ვიდრე შებრებითობისა
და თანასწორუფლებიანობის.მტკიცებისტვირთის პინციპიდან გამომდინარე ,ბრალდების
ტვირთი ეკისება ბალმდებელს.ბრალდების მხარემ უნდა ამტკიცოს ბრალდებულის
დამნაშავეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში დგიდება მისი უდანაშაულობა .
გამოძიების პროცესში გამოძიებასთან თანამშრომლობა ბრაალდებულის უფლებაა და
მისი ნების თავისუფლებას ეფუძნება,თუმცა საპროცესო ოდექსი ითვალისწინებს
ბრალდებულის იძულებით თანამშრომლობას კანონით დადგენილ ჩარჩებში .
მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპ განაპირობებს პირის
მსჯავრდებაზე გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს,როგორც ფაქტობრივ ასევე
სამართლებრივ ნეიტრალობას,რომელმაც საკუთარი გადაწყვეტილება მხოლოდ
მხარეთა მიერ წარმოდგენილლ მასალების საფუძველზე უნდა მიიღოს.
შეჯიბრებით პროცესის მხარეები არიან გამომძიებელი , პროკურორი , ბრალდებული ,
მსჯავრდებული, გამართებული და დამცველი.
მსჯავრდებული და გამართლებული საქართვეოს საპროესო კოდექსის
შესაბამისად,მხარის სტატუს იძენს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის
დადგენის შემდეგ.
შეჯიბრებითობის პრინციპი მხარეებს აძლევ შესაძლებლობას,დამოუკიდებლად
გამოიძიონ ფაქტები,მოიპოვონ მტკიცებულებები ,გამოიკითხონ მოწმეები ,მოიწვიონ ან
რჩევა იღონ ექსპერტებისგან,თვითონ განსაზღვრონ,თუ რა მტკიცებულება წარადგინონ ან
არ წარადგინონ სასამართლო პროცესზე.თითოეული მხარე უფლეაოსილია მისი
პოზიციის სასარგებლოდ მტკიცებულეა წარადგინოს,ასევე თავის სასარგებლოდ
ანმარტოს კანონი.მხარეები ცდილობენ პირდაპიირი და ვარედინი დაკითხვით მეორე
მხარის საწინააღმდეგოდ რგუმენტები პრობლემატურად წარმოაჩინონ.მოსამართლემ და
მსაჯულებმა მიუკერძოებლად უნდა შეაფასონ მარეთა მიერ წარმოდგენილი მასალები და
საკითხები.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად,მოსამართლეს
სქმის განხილვისას პასიური როლი აკისრია,თუმცა,ეს არ არის წმინდა პასიური როლი .
მოსამართლეს მართალია უფლება არა აქვს ბრალდების დამადასტრებელი ან დაცვის
ხელშემწყობი მტკიცებულებები დამოუკიდებლად მიპოოს ან და გამიკვლიოს,მაგრამ
უფლება აქვს მხარეებს ხელი შეუწყოს და მიეხმაროს მტკიცებულებათა მოპოვებაში .
შეჯიბრებითობის პრინციპდან გამომდინარეობს თანასწორუფლებიანობა .საპროცესო
კოდექსი გამოძიების პროცესშივე ცდილობს უზრუნველყოს მარეთა
თანასწორუფლებიანობა,ანიჭებს რა მხარეებს საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების
თანაბარ უფლება-მოვალეობებს.
შეჯიბრებითობის პროცესის დროს მტრულად განწყობლი მხარეები ყოველთვის უფრო
მეტ ფაქტებს იძიებენ,იკვლევენ და წარუდგენენ პირის ბალეულობაზე გადაწყვეტილების
მიმღებ ორგანოს,ვიდრე ინკვიზიციური პროცესის სისხლის სამათლის დევნის
განმახორციეებელი ოფიციალური ორგანოები.
შეჯიბრებითი პროცესი იცავს პირი ბრალეულობაზე გადაწყვეტილების მიმღებ
მოსამართლეს საქმეზე წინასწარ აზრის შექნისგან და უზრუნველყოფს მის
მიუკერძოებლობას,რამეუთუ,გადაწყვეტილების მიმღებ ორგანო შეჯიბრბეით პროცესში
ფაქტების გამოკვლევასა და დადგენაში არ არის უშუალოდ ჩართული,არამედ ის
ნეიტრალურია და გადაწყვეტილებას იღებს მას შემდეგ რაც მხარეთა მიერ
წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად იქნება მხარეთა მიერვე მის თვალწინ
გამოკვლეული.

საჯაროობისა და ზეპირობის,სისხლის სამართლის საქმის სახელლმწიფო ენაზე


განხილვის პრინციპები.

სასამართლო პროცესის ფორმის პრინციპები ეფუძნება საჯაროობასა და ზეპირობას .ეს


პრინციპპები ადგენენ თუ რა ფორმით ხორციელდება პროცესის წარმოება
საქართველოში.
სასამართლო სხდომა როგორც წესი ტარდება საჯაროდ და ზეპირად.

ზეპირობის პრინციპი.

ზეპირობის პრინციპის შესაბამისად,სასამართლო სხდომა ტარდება ზეპირად .ეს კი


ნიშნავს,რომ განაჩენს საფუძველად შეიძლება დაედოს მხოლოდ
ისმტკიებულებები,რომელიც ზეპირადდ იქნა წარდგენნილი და ამოკვლეული
სასამართლო სხდომაზე.

საჯაროობის პრინციპი.
საჯაროობა კონსტიტუციური პრინციპია და სისხლის სამართლის პროცესის საფუძველს
წარმოადგენს. მისი მიზანია დახურულ კარს მიღმა პროოცესის წარმართვის თავიდან
აცილება მართლმსაჯულობისადმი საოზოგადოების ნდობის გაძლიერება და
განმტკიცება, სასამარლოს პასუხისმგებლობის გაზრდა და ბრალდებულის დაცვა
უკანონო ზემოქმედებისაგან.
საჯარო პროცესი ბრალდებულს იცავს სასამართლოზე უკანონო ზემოქმედების
განხორციელების ნებისმიერი მცდელობისგან, ასევე იმისგან,რომ სასამართლო არ
გადაიქცეს ბრალდების ინსტრუმენტად.
საჯაროობის პრინციპი შეუზღუდავი არ არის. სასამართლო სხდომა დახურვა
შსაძლებელია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.მხარეებს უფლება
ეძლევათ შუამდგომლობით მიმართონ სასამართლოს სხდომის მთლიანად ან
ნაწილობრივ დახურვის თაობაზე.სასამართლო უფლებამოსილია ასევე საკუთარ
ინიციატივით დახუროს სხდომა.
საჯაროობა ზღუდება მაშინ,როდესაც დარბაზი მცირემოულობისაა ,მაგრამ უკანონოა
მაინ,როდესაც დარბაზი იმდენად ცირე ზომის არის,რომ საზოგადოებას დასწრების
შესაძლებლობა არ ეძლევა.
საჯაროობის პრინციპის მოთხოვნაა საზოგადოებისათვის სხდომის ჩატარების დროისა
და ადგილის დროულად შეტყობინება. საზოგადოებას უნდა ეცნობოს ასევე მისი
ხელახალი ჩატარების დრო და ადგილი.

კანონიერების და სასამართლოს დამოუკიდებლობს პრინციპი.


სისხლის სამართლის პროცესში ერთმანეთს უპირისპირდება საზოადოების და
ინდივიდუალური ინტერესები.საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს ადამიანის
ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვ ნორმებს.

საართლებრივი სახელმწიფო მაშინ არსებობს, როცა დანაშაულებრივ ქმედებას


ჩამდენი, მოქმედი კანონდებლობის შესაბამისად გაამართლდება და სამართლიანი
სასჯელი შეეფარდება, მაგრამ სახელმწიფოს მოვალეობათა შორი, ერთის მხრივ
უზრუნვლეყოფს ეფექტური სისხლის სამართლის საქმის წარმოება,ხოლო მეორეს
მხრივ,დაიცვას ბრალდებულის კნსტიტუციით გარანტირებული უფლებები ,გარკვეულ
წილად,წარმოშობს კონფლიქტს.თუმცა არცერთ მათგანს უპირატესობა არ
ენიჭება.დაუშვებელია სახელმწიფომ სისხლისამართლებრივ დევნა განახორციელოს
ისე,რომ მხედველობაში არ იიღოს ბრალდებულის კანონით გარანტირებული უუფლებები
ანდა უსაფუძვლოდ და უკანონოდ განახორციელოს სისხლისამართლებრივი დევნა .

სასამართლოს დამოუკიდებლობა

სახელმწიფოს ხელისუფლების დანაწილების პრინციპს თანახმად,სასამართლო


თანაბარი მნიშვნელობის მესამე ხელისუფლებაა საკანონდებლო და აღმასრულებელ
ხელისუფლებასთან ერთად. სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპ იცავს
მართლმსაჯუების განმახორციელებელ მესამე ხელისუფლებას მის საქმიანობაში
საკანონდებლო და აღმასრუებელ ხელისუფლებათა მიერ ,მათ ძალაუფლების ბოროტად
გამოყენების ყოველგვარი მცდელობისგან. სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციი
ზრდის მოქალაქეთა ნდობას სასამართლოსადმი.
მოსამართლის სამოუკიდელობა იყოფა:საგნობრივ,პიროვნულ,შინაგან
დამოუკიდებლობად.
მოსამართლის შინაგან დამოუკიდებლობას გადამყვეტი მნიშვნელობა
ავს.მოსამართლე შინაგანად დამოუკიდებელი უნდა იყოს.მოსამართლის შინაგაი
დამოუკიდებლობა არ არის მოსამართლისათვის კანონთ უზრუნველყოფილი
გარანტია,ესარის მოსამართლის წინაშსე დაყენებული ამოცანა.მოსამართლის შინაგან
დამოუკიდებლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მართლმსაჯულების
განხორციელებისას.მოსამართლის შინაგან დამოუკიდებლობას
ემსახურება,გარკველწილად,მოსამართლის სისხლის სამართლის საქმეში
მონაწილეობის გამომრიცხავი და აცილების საფუძვლები,რაც ულისხმობსმას ,რომ აქმე
უნდა გაიხილოს იმ მოსამართლე,რომელიც შინაგანად თავისუფალია რაიმე ფაქტორების
ზემოქმედებისგან,რაც მის დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას ხელს შეუშლის .

განმეორებით დაკავებისა და მსჯავრდების აკრძალვის პრინციპი ne bis idem


განმეორებითი მსჯავრდების აკრძალვის პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს
უმნიშვნელოვანესი პრინციპს წარმოადგენს.
ne bis idem განმეორებით მსჯავრდების დაუშვებლობის პრინციპს კონსტიტუციური რანგი
აქვს.
განმეორეით მსჯავრდების პრინციპი ემსახურება ბრალდებულის ინტერესებს .ეს
პრინციპი იცავს უკვე მსჯავრდებულს ან გამართლებულს ხელახალი დევნისა და
დასჯისგან.
სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალას ორმაგი სამართლებრივი შედეგი
აქვს,ერთის მხრივ,იგი წარმოადგენს პროცესის გამომრიცხველ გარემოებას,მეორეს
მხირვ კი უზრუნველყოფს პირის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას ერთი და იგივე
ქმედებისათვის რამდენჯერმე არდაისაკოს.
ეს პრინციპი ასევე ეხება ერთდროულად ორი ან მეი სისხლის სამართლის პროცესის
წაროებას ერთი და იგივე პირის მიმართ ერთი და იგვე ბრალდების საქმის
გამო.ანალოგიურად,არ შეიძლება პირის მიმართ ორი დაპატიმრების განჩინების
გამოტანა ერთსა და იმავე ბრალდების საქმეზე.
ეს პროცესი მოქმედებს მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებზე.

მტკიცებულებათა პრინციპები

საქართველოს სისხლის სამართლის სამართლის პროცესის ერთ-ერთ უმნიშვნელოვაეს


პრინციპს წარმოადგენს მტკიცებულებათა პრინციპი.ამ პრინციპს ეფუძნება ინფრმაციის
მტკიცებულებით ძალა და მისი შეფასების წესები.
აღნიშნული ნიშნავს რომ თითეული მტკიცებულება ცალკე აღებული რაიმეს არ
ამტკიცებს,საბოლოოდ იი უნდა შეფასდეს სხვა აშკარა და დამაჯერებელ
მტკიებულებებთან ერთად,მოსამართლის თავისუფალი შეხედულებით.
საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს არკვეული სახის მტკიცებულებათაა შეფასების
კონკრეტულ წესებს,რითიც იგი ბოჭავს მოსამართლეს.

მტკიცებულებათა შეფასება შინაანი რწმენის საფძველზე.

მტკიებულებათა შეფასება ხდებოდა მოსამართლის მიერ მისი თავისუფალი


შეხედულებით,შინაგანი რწმენის საფუძველზე.
შინაგან რწმენის საფუძველზე მოსამართლის მიერ მტკიცებულებათა შეფასების
პრინციპი კონტინენტურევროპული სისხლის სამართლის პროცესის პრინციპს
წარმოადგენს.
ამ პრინციპს საფუძველზე მოსამართლე რაიმე მტკიცებულებათა შეფასების წესებს ან
სახლმძღვანლო მითითებებს არ ექვემდებარება.მოსამართლის მიერ თავისუფალი
შეედულებით მტკიცებულებებების შეფასებისას გადამწყვეტი არის მოსამართლის პირადი
რწმენა ბრალდებულის ბრალეულობის შესახე.
თავისუფალი შინაგანი რწმენით მტკიცებულებათა შეფასება არ ნიშნავს მოსამართლის
თვითნებობას.ოსამართლემ საქმის გარემოებები სრულყოფილად უნდა
შეისწავლოს.მოსამართლემ თავის რწმენას საფუძვლდ უნდა დაუდოს ის
ფაქტები,რომლებიც მა დადგენილად და რეალურად მიაჩნია.მისი არგუმენტეი
მტკიცებულებათა თაობაზე ცალსახა და ნათელი უნდა იყოს.შინაგანი რწმენით შეფასების
გამონაკლისებია საყოველთაო ცხოვებისეული გამოცდილება და ბენებითი მეცნერების
მონაპოვარი,პოზიტიურ სამართლის ნორები და დაუშვებელი მტკიებულებები.

უშუალობის და ზეპირობის პრინციპი


უშუალობის პრინციპიდან გამოდინარე საქმის არსებითი განხილვისას მტკიცებულებათა
წარდგენა და გამოკვლევა უშუალოდ თვთ სასამართლოს წინაშე უნდა მიმდინარეობდეს
მხარეტა მიერ თანაბრ პირობებში.მოსამართლის თვალინ მათ დასანახად და მოსასმენად.
სასამართლოს ეკრძალება გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნოს გამოძიების მასალებს
ან სასამართლოს სომის გარეშე გამოკითხულ თუ დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს.
გარდა გამონაკლისი შემთხვევებია განაჩენს საფუძაად შეიძბა დაედოს მხოლოდ ის
მტკიცებულებები,რომლებიც სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ იქა წარმოდგენილი და
მათ მიერვე იქნა გამოკვლეული თანაბარ პირობებში.
კონტინენტურ ევროპულ სამართლის ქვეყნებში სადაც ინკვიზიციურობის პრინციპ
მოქმედებს,უშუალობის პრინციპს ორი მნიშვნელობა აქვს:
1.მოსამართლემ უშუალოდ თვითონ უნდა აღიქვას საქმის არსებითი განხილვა,
მტკიცებულებათა გამოკვლევა მოსამართლის თვალწინ უნდ წარმოებდეს.

2.მოსამართლემ უშუალოდ თვითონ უნდა გამოიკვლიოს საქმის


მასალები,კერძოდ,უშუალოდ დაკითხოს მოწმეები,ექსპერტები,გამოიკვლიოს წერილობითი
მტკიცებულებებ,თუ საჭიროდ ჩათვლის სიმართლის დასადგენად უშუალოს თვითონ
მოიპვოს ახალი მტკიცებულებები,მოიწვიოს ახალი მოწმეები,დანიშნოს ხელახალი
ექსპერტიზა.
უშვალობის პრინციპ თვის მოქმედება წყვეტს საპპროცესო შეთანხმებისას.

ჩვენების მიცმაზე უარის თქმის პრინციპი


მოწმე ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში და მისცეს სიმართლის შესაბამისი
ჩვენება.მოწის გამოუცხადებლობა,ჩვენების მიცემაზე უარის თქმა,ცრუ
ჩვენების,ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემა სისხლის მატეიალურ და
პროცესუალურ სამართლებრივ სანქციებთანაა დაკავშირებული,მაგ.მოწის უძულებით
მიყვანა.
კანონდებელი ნებისმიერ პირს ათავისუფლებს ჩვენების მიცემის ვალდებულებისაგან თუ
მისი ჩვენება მისივე მამხილებელი იქნება.
ჩვენების მიცემაზე უარი თქმის რინციპი ითვალისწინებს მოწმის ინტერესს.იგი მოწმის
სუბექტური უფლებაა.პირის უფლება უარი თქვას ჩვენების მიცემაზე წარმოადგენს
გამონაკლისს მოწმის მიერ ჩვენების მიცემის ვალდებუებებისგან და ასახავს კანონის
პატივისცემას მოწმის პიროვნებისადმი სხვადასხვა ინტერესთა კოლიზიიის არსებობისას.
ასეთი უფლეის მქონე პირები არიან:
ა.ბრლდებული და მისი ახლო ნათესავი,რომელთაც შეუძრუდავი აფლება აქვთ ისარგებლონ
ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლებით.
ბ.სხვადასხვა პროფესიის მქონე პირები,მათი პროფესიული საქმოანობიდან გამომდინარე
გ.ადამიანთა ვაჭრობის მსხვერპლი
დ.პირები, რომელთაც ეკისრებათ თავისი პროფესიული სქმიანობიდან გამომდინარე
საიდუმლოს დაცვა.

სასამართლო

გამოძიების დასრულებისას პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას წარიმართოს თუ არა


სისხლის სამართლის საქქმე სასამართლოში არსებითი განხილვისთის.
საქმის არსებითი განხილვისთვის იზღუდება საპროცესო შეთანხმებით.საქართველოში
სისხლის სამართლი საქმეთ დიდი ნაწილი საპროოცესო შეთანხმეით
მთავრდება,საპპროოცესო შეთანხმება არის სასამართლო პპროცესის განსაკუთრებული
სახე,რომელიც ნორმალური სასამართლო პროცესისაგან იმით განსხვავდება,რომ არ
წარმოებს საქმის არსბითი განხილვა,არ ტარდება ძირითადი სასამართლო სხდომა,არ ხდება
ასამართლოში წარდგენილი ყველა მტკიცებულებათა გამოკვლევა.
საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულს ეძლევა შესაძლებლობა გამოიყენოს
საპროცესო კოდექსით მისთვის მინიჭებული ყველა უფლებები.

სასამართლო სისტემა

საქართველოსთვის დამახასიათებელია ერთიანი სასამართლო სისტემა.


სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ერთ-ერ ფრომას წარმოადგენს
მართმსაჯულება,მას სამოქალაქო,ადმინისტრაციული და სისხლის სამართალწარმოების
მეშვეობით ახორციელებენ საერთო სასამართლოები.
სისლის სამართლის მოსამართლე თავის ფუნქციებს ახორციელებს,როორც გამოძიების
პროცესში ასევე პირველი სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.
მოსამართლეს სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილეთაგან განსხვავებული
ადგილი უკავია.ბრალდებული ,ამცველი,პროკურორი,გამომძიებელი პროცესის მხარეს
წარმოადგენს და დაზარალებულთან ერთად სისხლის სამართლის პროცესით მათთვის
მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ბრალდებულის სასარგებოდ ან
საწინააღმდეგოდ მოქმედება.
სასამართლო კი პროცესის მხარეს არ წარადგენს,იგი ნეიტრალურ,დამოუკიდებელი
ორგანოა.სასამართლოს კანონიერება,დამოუკიდებლობა ა მიუკერძოებლობა
გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით,ევროპული სხვა საერთაშორისო
კონვენციებით ასევე სხვა კანონებით.

სასამართლოს დამოუკიდებლობა

მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდეელია და ემორჩილება მხოლოდ


კონსიტუციაა კანონს.სამართლიან სასამართლო ანხილვის უზრუნველყოფა მხოლოდ
დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ მოსამართლეს შეუძლია.
სასამართლო დამოუკიდებლოა ეს არ არის მოსამართლის პრივილეგია,ეს არის
სამართლლებრივი სახელმწიფოს პრინციპის შემადგენელი ნაწილი.
არსებობს მოსამართლეთა შემდეი სახის დამოუკიდებლობა:
ა.საგნობრივი
ბ.პიროვნული
გ.შინაგანი-დმოუკიდებლობა

საგნობრივი დამოუკიდებლობა.

დამოუკიდებლობის გარანტიით სარგებლობს ყველ პირი ,ვინც კონსტიტუციისა და


კანონის შესაბამისად სასამართლო ხელისუფლებას ახხორციელებს მოსამართლეთა
დამოუკიდებლობის საფრთხის წყარო შეიძლება იყყოსსახელმწიფო ხელისუფლება,არტია ან
საზოგადოებრიი დაჯგუფებები.

სახელმწიფო ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობა


სახელლმწიფო ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობა ნიშნავს მართლმსაჯულების
განმახორციელებელი ორგანოების მკაცრ გამიჯვნას აღმასრულებელი და საკანონდებლო
ხელისუფლების ორგანოებისგან.

აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდბელობა


მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა აღმასრულებელი
ხელისუფლებისგან სასამართლოს დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი ელემენტია.
დაუშვებელია აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ სასამართლოსათვის რაიმე
დირექტივების იცემა,რაიმე აქტის გამოცემა,რითააც მოხდება სასამართლოს საქმოანობაში
ჩარევა.მოსამართლეები რ შეიძლება აღმასრულებელი ხელისუფლების მითითებებზე იყვნენ
დამოკიდებულები. აღმასრლებელ ხელისუფლებას უფლება არა ავს რაიმე აქტი გამოსცეს ან
ცალკეული მითითებები მისცეს ,რომელიც სასამართლოს საქიანობაზე ზეგავლენას მახდენს.

საკანონდებლო ხელისუფლებისგან დამოუკიდბელობა

კანონდებელს უფლება არა აქვს სასამართლოში მიმდინაე კონკრეტულ საქმეთა


განხილვისას ჩაერიოს სასამართლოს საქმიანობაში და რაიმე გავლენა მოახდინოს მასზე.
ჩარევის საშუალებებში მოიაზრება,როგორც პარლამენტის გადაწყვეტილებები ისე
ცალკეუი კაონები.

მოსამართლეთა დამუკიდებლობა თვით სასამართლო ხელისუფლებისგან

მოსამართლეთა საგანგებო დამოუკიდბელობა ნიშნავს დამოუკიდებლობას არა მხოლოდ


აღმასრულებელი და საკანონდებლო ხელისუფლებისგან ასევე სასამართლო
ხელისუფლებისგანაც.

ამერიკის შეერთებული შტატებსა და გერმანიაში არებული ნორმები და პრაქტიკა


მოსამართლეთათვის სახელმძღვანელო მითითებების თაობაზე.

2005წელს ამერიკის შეერთებული შტატეის უზენესმა სასამართლომ არაკონსტიტუციურად


ცნო სახელმძღვანელო მითითებები.დღეისთვის მას სასამართლოეისათვის გააჩნია მხოლოდ
სარეკომენდაციო და არა სავალდებულო ხასიათი.
თუმცა პრეცედენტული სამართლის სისტემა ეფუძნება stare decisis პრინცის. stare decisis
ლათინუურად ნიშნავს წინა გადაწყვეტილებების გამყარებას,ერთგულებას.ერთმანეთისგან
განასხვავებენ ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ stare decisis.
ჰორიზონტალური ნიშნავს რომ საამართლომ უნდა იმოქმედოს თავისი წინა
გადაწყვეტილებების აზრის შესაბამიად.ვერტიკალური კი ქვემდგომი სასამართლოს
ზემდგომი სასამართლოს გადაწყვეტიებების ერთგულებას ავალდებულებს.
კონტინენტურევრპულ პოზიტიურ სასამართლოში ნებისმიერ ქვემდგომი სასამართლოს
მოსამართლე დამოუკიდებელია და თავისუფლად განმართავს კანონს.იგი არ არის
ვალდებული თავისი წინა ან ზემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილებების არსი გაიზიაროს.

.საქართველოში საერტო სასამართლოების მოსამართლეებისათვის არსებული


სხელმძღვანელო წინადადენენი და რეკომენდაციები.

მუდმივმოქმედმა კომისიამ სასამართლო პაქტიკის შესწავლისა და განზოგადების


საფუძველზე დაადგინა,რომ პრაქტიკაში სხვადასხვა სასამართლოების ცალკეულ
საართლებრივ ნორმებზე სხვადახვა მოსაზრებები გააჩნდათ,მსგავსი გარემოებების მქონე
სისხლის სამართლის საქმეებზე,რადიკალურად განსხვავებული გადაწყვეტილებები
გამოჰქონდათ და სხვადასხვა პრაქტიკას მისდევდნენ.კომისია შეიმუშავებს ორი სახის
დოკუმენტს,სახელმძღვანელო წინადადებებსა და რეკომენდაციებს.სახელმძღვანელო
იწნადადებები წარმოადგენს კომისიის მიე შემუშავებულ წინადადებებს გავრცელებულ
დანაშაულთა კვლიფიკაციისა და სასჯელის შეფარდების საკითხებთან
დაკავშირებით.სახელმძღვანელო რეკომენდაციები კი შეეება სხვადასხვ ნორმათა პრაქტიკაში
გაოყენების წესს.შემუშავებული რეკომენდაციით დაპატიმრების რამოდენიმეჯერ გამოყენება
დასაშვებია.
კომისიის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო წინადადებები და რეკომენდაციები
მოსამართლეებისთვის სავალდებულო არ არის.
stare decisis პრინციპი ,საერთო სასამართლოების შესახებ კანონი ითვალისწინებს
ვერტიკალურ პრინციპს,მხოლოდ უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის
გადაწყვეტილებებთან მიმართებაში.საკასაციო პალატას უფლება აქვს არ გაიზიაროს დიდი
პალატის სამართებრივ შეფასება.ასეთ შემთხვევაში,საკასაციო პალატამ საქმე
განსახილველად უნდა გადასცეს დიდ პალატა.
გამომდინარე აღნიშნულიდან სასამართლოს უფლება აქვს არ გაითვალისწინოს უკვ
არსებული სასამართლო გადაწყვეტილებები ან ნორმის ინტერპრეტცია.ნებისმიერ დროს
გდაუხვიოს ,როგორც უზენაესი სასამართლოს სახელმძღვანელო წინადადებებსა და
რეკომენდაციებს,ასევე საკუთარ თუ სხვა,სასამართლოს გადაწყვეტლებებს,ასევე ზემდგომი
სასამმართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებს და ნორმას ახალი განმარტება მისცეს.

.მოსამართლის მიერ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მღების შეზღუდვის საპროცესო


კოდექით დადგენილი ცალკეული შემთხვევები

საპროცესო კოდექსით განასაზღვრულ შემტხვევებში მთელ რიგ საკითხებზე მოსამართლე


მოკლებულია დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების შესძლებლობას.იგი
ემორჩილება კანონით დადგენილ ამ შეზღუდვებს.მოსამართლე დამოუკიდბელად ვერ იღებს
გგააწყვეტილებებსა,რადგან ეს საკითხი უკვე საპროცსო კოდექსითაა დარეგულირებული და
გადაწყვეტილი.
სასამართლოს უფლება არა აქვს ბრალდების ფარგლებს გასცდეს დამიმების კუთხით,ან
მხარეთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათაგან რადიკალურად განსხვავებული
ახალი ფაქტობრივი გარემოებები დაადგინოს,ასევე განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის
შემდეგ,სასამართლოს გარდა კანოით გათვალისწინებული შემთხვევებისა,მას უფლება არა
აქვს ბრალდებულის დუმილი შეაფასოს მის საწინააღმდეგოდ ან მხოლოდ ბრალდებულის
აღიარებითი ჩვენება დაუდოს განაჩენს საფუძვლად.

პარტიული დამოუკიდებლობა

მოსამართლის არაპარტიულობა კონსტიტუციური პრინციპია.მოსამართლე არ შეიძლება


იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი,მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.
მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად
და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიზნებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე.

მოსამართლე ნეიტრალური(მიუკერძოებული)პროცსის მონაწილე

მოსამართლე სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეა.


მოსამართლე მიუკერძოებელი და ნეიტრალურია.სამოსამართლეო საქმიანობა მოითოვს
მოსამართლის მიუკერძოებლობას,ნეიტრალურობას და დისტანციას პროცესში მონაწილე
მხარეებისგან.
მოსამაღტლის ნეიტრლურობას და მის მიუკერძოებლობას უზრუნველყოფს ასევე
მოსამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხველი და მისი აცილების
გარემოებები.საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს სისხლის სამართლის პროცესში
მოსამართლის გამომრიცხავ გარემოებებს და აცილებს საფუძლებს.მოსამართლე ვერ მიიღებს
საქმეში მონაწილეობას თუ იგი ამ საქმეში მონაწილეობს ან მონაწილეობდა,როგორც
ბრალდებული,ადვოკატი,დაზრალებული,ექსპერტი,თარჯიმანი,ან მოწმე,არის
ბრალდებულის ,ადვოკატის,დაზარალებულის ოჯახის წევრი ა ალო ნათესავი,ასევე ვერ
მიიღებს მონაწილეობას თუ იგი კანონით დადგეილი წესთ არ იყო თანამდებბაზე დანიული
ან არჩეული ,ან თუ საქმეზე გამოძიება მის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადნის ფაქტზე
მიმდინარეობს.

სასამართლოს დამოუკიდებლობა საზოგადოებისაგან

სასამართლოს დამოუკიდებლოა როგორც პრესის ასევე კერძო პირთა დაინტერესებული


ორგანიზაციების,საზოგადოების ნაწილის,ზემოქმედებისგან კანონით უნდა იქნეს
დაცული.საპროცესო კოდექსი არეგულირებს სასამართლო პროცესზე საზოგადოებისა და
პრესის დასწრების პროცესს.ყველა პირი ვალდებულია დაიცვას წესრიგი წინააღმდეგ
შემთხვევაში თაავმჯომარის განკარგულებით დაეკისრებანპასუხისმგებლობა წესრიგის
დარღვევისათვის.
მოსამართლის იძულება ვინმესათვის სასურველი გადაწყვეტილების გამოსატანად
დასჯადია სისხლის სამართლის წესით სასამართლოს უპატივცემულობაც შესაბამისად
ისჯება.
მოსამართლეთა საგნობრივ და პიროვნულ დამოკიდებულებას,ასევე დამოუკიდებლობას
ცალკეული პირებისგან უზრუნველყოფს საქართველო კანონი საერთო სასამართლოების
მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ.კანონი კატეგორიულად უკრძალავს
პროესის მონაწილეებს,დაინტერესებულ პირებს,საჯარო მოსამსახურეებს და სახელმწიფო
პოლიტიკურ თანამდებობის პირებს მოსამართლესთნ კომუნიკაციას საქმის სასამართლოში
შესვლის მომენტიდან ამ საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ
ძალაში შესვლამდე.

მოსამართლეთა პიროვნული დამოკიდებულება

მოსამართლის ჩამოცილება საქმის განხილვისაგან თანამდებობებიდან მისი ვადამდე


გათავისუფლება ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანა,ან მისი პენსიაში გავება დაიშვება
მხოლოდ კანონით განსაზღვრულ წინაპირობების არსებობის შემტხვევაში.
მოსამართლის პიროვნული დამოკიდებულება მოიცავს უპირველეს ყოვლისა შემდეგ
ელემენტებს
1.მოსამართლის საქმის განხილვიდან ჩამოცილების დაუშვებლობა
2.თანამდებობიდან მისი ვადამდე განტავისუფლების ,მისთვის უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის დაუშვებლლობა
3.სხვა თანამდებობაზე გადაყვანის დაუშვებლბა
4.მისი სამოსამართლეო საქმიანობის ვადის ამოწურვამდე პენსიაზე აშვება.
დაუშვებელია ისეთი ზომების გამოყენება მოსამართლეთა მიმართ,რომლითაც
მოსამართლეები მართალია პრაქტიკულად ინარჩუნებენ თავიაანთ თანადებობას,მაგრამ
ფაქტობრივად ვერ ახორციელებენ სამოსამართლეო სამიანობას.
მოსამართლის ანწესება სხვა სასამართლოში დაიშვება მხოლოდ მისი თანხმობით.
მოსამართლის ნები საწინააღმდეგოდ თანამდებობიდან განტაისუფლბის საფუძვლები
მოცემულია ორანულ კანონში საეღტო დადამართლოების შესახებ,ასევე კანონში საერთო
სასამართლოებისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ.

მოსამართლეთა შინაგანი დამოკიდებულება.

მოსამართლის შინაგანი დამოკიდებულება მოითხოვს მოსამართლის შინაგან


თავისუფლებას.მან ადაწყვეტილება უნდა მიიღოს მხოლოდ კოონსტიტუციისა და კანონის
შესაბამისად.შინაგანი დამოკიდებულება არ არის გარანტირებული კანონით ან
კონსტიტუციით არამედ ეს არის პიროვნულად პირადდ მის წინაშე მდგომი ამოცანა,რომ
იყოს თავისუფალი ზემოქმედეიბისაგან.შინაგანი დამოკიდებულებისათვის მოსამართლე არ
იბრძვის არამედ ის მას ნდა ფლობდეს.მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს
საკუთარი პასხისმგებლობით,როოგორც შინაგანი ასევე გარე ზემოქმედების გარეშე.

სასამართლო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანოები

საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს სასამართლო ხელისუფლების


განმახორციელებელ ორგანოებს და მისი განხორციელებისფორმებს.
გამორიცხულია სასამართლო ხელისუფლების განხორციელება სხვ ორგანოს
მიერ.სასამართლოო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანოებია:საკონსტიტუციო
სასამართლო,საერთო სასამართლოები.

სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ფორმები.

საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორანოა საკონსტიტუციო სასამართლო


მართლმსაჯულებას ახორციელებენ საერთო სასამართლოები.მარტლმსაჯულების
განხორციელებაზე უარის თქმა სასამართლოს მიერ დაუშვებელია.
სისხლის სამართლის საქმეებზე სისხლის სამართლის მართლმსაჯულებას ახორციელებენ
პირველი ინსტანციის წესით რაიონულ სასამართლოეში სისხლის სამართლის
სპეციალიზაციით მოსამართლეები,ასევე სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები,მათ
შორის სისხლის სამართლის სასამართლო კოლეგიები,მათ შორის სისხლის სამართლის
კოლეგია,მსაჯულთა სასამართლო,სააპელაციო სასამართლოში სისხლის სამართლის
საქმეთა პალატა,უზენაეს სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.

კანონიერი მოსამართლის გარანტია

სასამართლო მოლოდ საკანონდებლო ორგანოს მიერ მიღებული კაონის საფუძველზე


უნდა შეიქმნას,რაც გამორიცხავს აღმასრულებელი ხელისუფლების გავლენას როგორც
სასმართლოს ექმნაზე ასევე სასამართლოს შემადგენლობის განსაზღვრაზე.
კონსტიტუციით მართლმსაჯულებას ახორციელებენ საერთო სასამართლოები ,რომელა
სისტემა დადგენილია საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონით.
კანონიერი მოსამართლის პრინციპი კანონდებელს ავალდებულებს ზოგადი ნორმებით
სასამართლო განსჯადობა რაც შეიძლება ნათლად მოაწესრიგოს.საერთო სასამართლოში
საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დკისრების წესის
შესახებ სქართველოს კანონი განსაზღვრავს რაიონულ სააპელაციო დაავტონომიური
რესპუბლიკების სააპელაციო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და
უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესს.
სასამართლოში შესული სისხლის სამართლის საქმეთა განაწილება მოსამართლეთა შორის
წარმოებს არა სასამართლოს თავმჯდომარის ან სხვა პირის დისკრეციის საფძველზე არამედ
კანონი მკაცრად განსაზღვრული რიგითობის წესის შესაბამისად.
მოსამართლის რიგითობა განისაზღვრება სასამართლოს თავმჯდომარის მიერ
მოსამართლის გვარის პირველი,ხოლო იგივეობის შემთხვევაში ომდევნო ასოს
შესაბამისად.პირველად შესული სისხლის სამართლის საქმე განსახილველად გადაეცემა იმ
მოსამართლეს,რომლის გვარიც ანბანის პირველ რიგშია,მომდევნო სამქე გადაეცემა
იმმოსამართლეს რომლის გავრიც ანბანის მომდევნო რიგშია.

სასამართლოს საგობრივი განსჯადობა

საგნობრივი განსჯადობა ნიშნავს სამართლის საქმეთა განაწილებას პრველი ინსტანციის


წესით საქმეთა განმხილველი სასამართლოთა შორის,ბრლდების სიმძიმის,სასკჯელის
სახის,ასევე ბრალდებლის თანხმობის შესაბაისად.
განასხვავებენ პირველი ინსტანციის წესით სისხლის სამართლის საქმის არსებითად
განმხილველ ორი სახის სისხლის სამართლის სასამართლოს:

ა.რაიონული სასამართლო.ეს არის პირველი ინსტანციი წესით სისხლის სამართლის საქმის


არსებითად განმხილველი სასამართლო,რომელიც შედება ერთი პროფესიული
მოსამართლის,ან კანონით დადგენილ შემთხვევებში სამი პროფესიული მოსამართლისაგან.
ბ.ნაფიც მსაჯულთა სასამართლო,რომელიც შედგება ერთი პროფესიული
მოსამართლის,12მსაჯულის და ორი სათადარიგო მსაჯულისგან.მსაჯულები არ არიან
იურისტები.
პირველი ინსტანციის წესით განიხილება ყველა კატეგორიის დანაშაულთა ბრალდების
სისხლის სამართლის საქმეები.სასამართლოს სანობრივი განსჯადობა ორი ძირითადი
გარემოებით განისაზღვრება.
ა.სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამიად მუხლით გათვალისწინებული სასჯელის
სახით,კერძოდ თავისუფლების აღკვეთა.თუ დანაშაულისთვის რომლის ჩადენაც პირს
ბრალად ედება,სისხლის სამართლის ოდექსის შესაბამისად ნორმა სასელის სახით
ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას,საქმეს განიხილავს ნაფიც მსაჯულთა
სასამართლო.
ბ.პროცესის მხარის ნებით(ბრალდებულის ნებით.პროცესუალურ სამართლებრივი
საფუძელი)

სასამართლო ტერიტორიული განსჯადობა

ტერიტორიული განსჯადობა ნიშნავს საქმეთა სასამართლოში განსახილველად


წარმართვის სასამართლოს ადგილდებარეობის მიხედვით.
ტერიტორიული განსჯადობის იზანია თავიდან იქნეს აცილებული პროკურატურის მიერ
თვითნებურად სასამართლოს საქმის განსახილველად გადაცემისას.სასამართლოს
ტერიტორიული განსჯადობის განსაზღვრა დამოკიდებულია პროკურრის
გადაწყვეტილებაზე თუ რომელ სასამართლოში აღძრავს ბრალდება და პირველად
წარადგინოს ბრალდებლი აღკვეთი ღონისძიებებისა და სხვაა საკითხების გადასაწყვეტა.

გამონაკლისეი ტერიტორიული და საგნობრივი სასამართლო განსჯადობიდან

სასამართლო განსჯადობა იცვლება:


ა.აპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში
ბ.მოძრავი განსჯადობისას,რომლის საფუძძველსაც წარმოადგენს დაზარალებულთ და
მომეთა უმრავლესობის ადგილსამყოფელი,ან სხვა მიზეზით,რომმელიც დაკავშირებულია
ნაკლები საპროცესო ხარჯების გაწევასთან.
ორივე გამონაკლისი შეუსაბამობაშია კანონიერი მოსამართლის პრინციპთან.

სასამართლო განსჯადობის შეცვლა საპროესო შეთანხმების დადების შემთხვევაში

ბრლდებულის პიირველი წარდგენისას,სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების


პრინციპის საფუძელზე ,შესაძლებელია შეიცვალოს სასამართლო განსჯადობა თუ მხარეთა
შორის დაიდო საპროცესო შეთანხმებ.მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დადება
ცვლის სასამართლო განსჯადობას.მხარეთა შორის საპროოცესო შეთანხმების
დადებისას,სისხლის სამართლის საქმის განხილვას სასამართლო გამოძიების დამთავრების
ადგილის მიხედვით და არა ბრალდებულის პირველად სასამართლოში წარდგენის ადგილის
მიხედვით.

მოძრავი განსჯადობა.

სასამართლო განსჯადობა შეიცვალა დაზარალებულთა და მოწმეთა უმრავლესობის


ადგილსამყოფლის მიხედვით ან სხვა მიზეზით,რომელიც დაკავშირებულია ნაკლები
საპროცესო ხარჯების გაწევასთან
საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს ტერიტორიული განსჯადობის შეცვლას
დაზარალებულთა და მოწმეთა უმრავლესობის ადგილსამყოფელის,მათი საცხოვრებელი
ადგილის იხედვით.
საპროცესო კოდექსი შესაძლებლად მიიჩნევს ტერიტორიული განსჯადობის შეცვლას სხვა
მიზეზითაც,რომელიც დაკავშირებულია ნაკლები საპროცესო ხარჯების გაწევასთან.

ტერიტორიული და საგნობრივი სასამართლოგანსჯადობის შეცვკის წესი

ტერიტორიული განსჯადობის შეცვლაზე გავლენა შეუძლიათ მხარეება თანაბრად


მოახდინონ.დაცვისა და ბრალდების მხარეს თანაბრად აქვთ უფლება მოითხოვონ
ტერიტორიული განსჯადობის შეცვლა.
გადაწყვეტილებას ტერიტორიული განსჯადობის შეცვლაზე იღებს ზემდგომი
სასამართლოს თავმჯდომარე.
ზემდგომი სასამართლოს თავმჯდომარის მონაწილეობა მოძრავ განსჯადობის საკითხის
გადაწყვეტილებისას,უზრუნველყოფს მხარეთაა მიერ სასამართლო განსჯადობის
თვითნებურად ეცვლის თავიდან აცილებას.

დავა ტერიტორიულ განსჯადობაზე

სისხლის სამართლის საქმე თუ რომელიმე სასამართლოს განსჯადობის წესების


დარღვევით გადაეცემა,სასამართლო,რომლის განსჯადობასაც არ ექვემდებარება საქმე,მას
განჩინებით განსჯაადობის მიხედვით გადასცემს საქმის ანხილვისთვის უფლებამოსილ
სასამართლოს.სასამართლოთა შორის დავის წარმოშობისას,დავას გადაწყვეტს ზემდგომი
სასაართლოს თავმჯდომრე.

საერთო სასამართლოების სსტემა,სრუქტურა,შემადგენლობ და უფლებამოსილება

საერთო სასამართლო სისტმა საქართველოში ერთიანია. ამ სისტემას ქმნიან:


ა.რაიონული პირველი ინსტანციის სასამართლო
ბ.სააპელაციო სასამართლო,მეოე ინსტანციის სასამართლო
გ.საქართველოს უზენაესი სასამართლო,მესამე ინსტანციის სასაართლო

პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის სასამართლოს შემადგენლობა

პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის სასამართლო შედგება მაგისტრატი


სასამართლოებისა,პირველ ინსტანციის წესით საქმის არსებითად განმხილველი
სასამართოებისა და მსაჯულთა სასამართლოებისგა.

მაგისტრატი მოსამართლე

მაგისტრატი მოსამართლის სამოალაქო ტერიტორია და რაოდენობა განისაზღვრება


საქართველოს უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.
მაგისტრატი მოსამართლეების შემადგენლობას რაიონულ სასამართლოში გასაზღვრავს
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

სასამართლო ხელისუფლება.სასამართლო სისტემა და ორგანიზაცია

სასამართლო ხელისუფლება სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთი შტოა.


სასამართლო ხელისუფლება ხორციელდება:
ა.საკონსტიტუციო
ბ.მართლმსაჯულების
გ.კანონით დადგენილი სხვა ფორმების მეშვეობით

მართლმსაჯულება, როგორც სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ერთ-ერთი


ფორმა

საერთო სასამართლოთა სისტემა და ორგანიზაცია დადგენილია საერთო სასამართლოების


შესახებ ორგანული კანონით.
ამ კანონის შესაბამისად,განასხვავებენ სამი ინსტანციის სასამარლოების,კერძოდ პირველი
მეორე და მესამე ინსტანციის სასამართლოებს

პირველი ინსტანციის სასაართლო

კანონი გარკვეული წინაპრობის დათქმით,რაიონულ სასამართლოში ითვალისწინებს


სპეცილაიზებულ კოლეგიათა შექმნას.
სპეციალიზებულ სასამართლოთა შექმნა ორი წინაპირობა არსებობს:
ა.საქმეთა წარმოების განსაკუთრებული ინტენსიურობა,
ბ.მოსამართლეთა რაოდნობა
სასამართლოებში, რომლებიც საქმეთა განაკუთრებული ინტენნსიურობით გამოირჩევიან და
სადაც ორზე მეტი მოსამართლე,იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით
შესაზლებელია შეიქმნას სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები, როგორიცაა
სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიები.

You might also like