You are on page 1of 2

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად,ადმინისტრაციული ორგანო

ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში და მის ხელთ არსებული


საშუალებებით აუცილებელი სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს სხვა
ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც მას მიმართავს წერილობითი თხოვნით.
სამართლებრივ დახმარებად არ შეიძლება ჩაითვალოს ზემდგომი ან ქვემდგომი
ორგანოს რაიმე თხოვნის შესრულება, აგრეთვე ნებისმიერი ისეთი მოქმედება,
რომლის შესრულების ვალდებულება ადმინისტრაციულ ორგანოს კანონმდებლობით
აქვს დაკისრებული.

მნიშვნელოვანია აგრეთვე ის საკითხი თუ როდის არის უფლებამოსილი


ადმინისტრაციული ორგანო მიმართოს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს
სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თხოვნით. ეს შეიძლება მოხდეს, თუ:
ადმინისტრაციულ ორგანოს სამართლებრივი ან ფაქტობრივი მიზეზების გამო არ
აქვს შესაძლებლობა თვითონ განახორციელოს მოქმედება; არ გააჩნია მოქმედების
შესასრულებლად აუცილებელი ფაქტების საკმარისი ცოდნა, ხოლო ამ ცოდნას
ფლობს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო; შესაბამის ადმინისტრაციულ
ორგანოში იმყოფება ის დოკუმენტები ან სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც
აუცილებელია საკითხის გადასაწყვეტად; აგრეთვე ისეთ შემთხვევაში, თუ
მოქმედების საკუთარი საშუალებით შესრულებისათვის აუცილებელი ხარჯები
არსებითად აღემატება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართლებრივი
დახმარების აღმოჩენისათვის გასაწევ ხარჯებს. ადმინისტრაციული ორგანო,
რომელიც ითხოვს სამართლებრივ დახმარებას, ვალდებულია აანაზღაუროს
სამართლებრივი დახმარების გაწევისათვის აუცილებელი ხარჯები, თუ ისინი
აღემატება 50 ლარს.

ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია არ აღმოუჩინოს სხვა ორგანოს


სამართლებრივი დახმარება თუ ეს სცილდება მისთვის კანონმდებლობით
მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებს,ასევე მაშინ როცა სამართლებრივი
დახმარების აღმოჩენა ზიანს მიაყენებს ადგილობრივ თვითმმარველობის ან
სახელმწიფო ინტერესებს, ან ამავე ორგანოსთვის კანონით დაკისრებულ
ვალდებულებათა განხორციელებას.დახმარებლის მიუღებლობის შესახებ 3დღის
ვადაში უნდა აცნობოს ორგანომ მეორე მხარეს.თუ ადმინისტრაციულ ორგანოთა
შორის წარმოიშვა დავა სამართლებრივი დახმარების მიღების თაობაზე, მას წყვეტს
საერთო ზემდგომი ამდინისტრაციული ორგანო,მისი არარსებობისას კი
სასამართლო.

ადმინისტრაციული ნების გამოვლენის ერთ-ერთი შემთხვევა, რომელიც


მიმართულია კონკრეტული სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ, მაგრამ არ აქვს
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმა არის
ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება. დაპირება შეიძლება გამოვლინდეს
ნებაყოფლობითი ვალდებულების და გარანტის სახით. ნებაყოფლობითი
ვალდებულება არის დაპირების ისეთი ფორმა, როდესაც ადმინისტრაციული
ორგანოს წერილობითი დოკუმნეტი ადასტურებს, რომ კონკრეტული მოქმედება
განხორციელდება ან არ განხორციელდება. დაპირების სამართლებრივი მნიშვნელობა
ვლინდება იმაში, რომ ის წარმოშობს მისი ადრესატის კანონიერ ნდობას. დაპირების
კანონიერების აუცილებელი კრიტერიუმია, რომ ის განხორციელდეს
უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. დაინტერესებული მხარის
კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის
მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად
ცნობით მას მიადგება ზიანი. დაინტერესებული პირის კანონიერი ნდობა
ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებაზე, რომ მოცემული ქმედება
განხორციელდება, ისევე არის გარანტირებული, როგორც უკვე განხორციელებულ
ქმედებაზე .დაპირება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე
შესაძლებელია გაიცეს მხოლოდ დაინტერესებული მხარეების მიერ საკუთარი
მოსაზრებების წარდგენისა და იმ ადმინისტრაციული ორგანოს წერლობითი
თანხმობის შემდეგ, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად აუცილებელია
დაპირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, თუ რა გარემოებები გამორიცხავს კანონიერ ნდობას
დაპირების მიმართ. ესენია: წერილობითი ფორმის დაუცველობა; კანონთან
შეუსაბამობა; შესაბამისი ნორმატიული საფუძვლების შეცვლა, რომელიც
გამორიცხავს მოთხოვნის დაკმაყოფილებას; ადრესატის უკანონო მოქმედება; სხვა
ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობის გაუცემლობა და აგრეთვე, სხვა
დაინტერესებული მხარის მიერ საკუთარი მოსაზრების წარმოუდგენლობა.
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დაპირების მიმართ გამოიყენება
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის
კანონმდებლობით დადგენილი წესები.

You might also like