You are on page 1of 2

ადმინისტრაციულ სმაართლებრივი აქტის გაუქმება: ბათილად ცნობა და

ძალადაკარგულად გამოცხადება.

კანონიერ ძალაში შესული, ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი


აქტი შესასრულებლად სავალდებულო ძალის მატარებელია თვით მისი გამომცემი
ადმინისტრაიული ორგანოს მიმართეს კანონიერი ძალა არ არის აბსოლუტური
ხასიათის და კანონმდებბლობა უშვებს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ასეთი
აქტების საკუთრი ინიციატიივით და მთელ რიგ შემთხვევებში ვალდებლების სახით
გაუქმების შესაძლებლობას.გაუქმება მოიცავს როგორც ბათილობას, ისე აქტის
ძალადაკარგულად ცნებს. ერთმანეთისაგან იმიჯნება აქტის გაუქმების სამი
შემთხვევა:1)გაუქმება ორგანოს ინიციატივით,2)გაუქმება საჩივრის საფუძველზე და
3)გაუქმება სარჩელის საფუძველზე.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს


ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით
დადგენილი სხვა მოთხოვნები.ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად
ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის
შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. აღმჭურველი
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის ბათილობისას კანონიერების პრინციპი
უპირისპირდება კანონიერი ნდობის პრინციპს.დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო
აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ
დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა
პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.დაინტერესებული მხარის კანონიერი
ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი.
კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული
მხარის უკანონო ქმედება.თუ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტი, რომელიც არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ
უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს, ბათილად იქნა ცნობილი, კანონიერი ნდობის
არსებობისას დაინტერესებულ მხარეს, კერძო და საჯარო ინტერესების
ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე უნდა აუნაზღაურდეს ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ქონებრივი ზიანი.
ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო განსაზღვრავს ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტის სამართლებრივ შედეგებს.
შესაძლებელია განისაზღვროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
მოქმედების შეწყვეტა:მისი ძალაში შესვლის დღიდან; მისი ბათილად ცნობის
დღიდან;მომავალში, კონკრეტული თარიღის მითითებით.

რაც შეეხება ძალადაკარგულად გამოცხადებას, დმინისტრაციული ორგანო


უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად
გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ
შემთხვევისა, თუ:ეს პირდაპირ არის მითითებული კანონში ან მის საფუძველზე
გამოცემული ზემდგომი ორგანოს კანონქვემდებარე აქტში;კანონმდებლობის
შესაბამისად ეს პირდაპირ არის მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ
აქტში;დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტით დადგენილი ვალდებულება;გაუქმდა ან შეიცვალა შესაბამისი ნორმატიული
აქტი, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ
შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ
ინტერესებს;არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება,
აგრეთვე შესაბამისი სამეცნიერო-ტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც
ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი .ბოლო ორ გათვალისწინებულ შემთხვევებში
დაინტერესებულ მხარეს, რომელსაც მიადგა ზიანი, მისი მოთხოვნის საფუძველზე
მიეცემა ანაზღაურება, თუ მას გააჩნდა კანონიერი ნდობის საფუძველი
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების მიმართ. ზიანის
ანაზღაურების ოდენობას საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების
საფუძველზე ადგენს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც ძალადაკარგულად
გამოაცხადა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.
ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან.
გამონაკლისია თუ მხარემ არ შეასრულა დაკისრებული ვალდბეულება.

You might also like