You are on page 1of 2

საკოლოზიო ნორმის შეზღუდვა- უკუმითითება ან მესამე ქვეყნის კანონზე

მითითება.

საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ კანონი, ზოგ შემთხვევაში, ისეთ


დათქმებს შეიცავს, რომლებიც საკოლიზიო ნორმის მოქმედებას ზღუდავენ. ასეთი
დათქმების კატეგორიას მიეკუთვნება დათქმა დათქმა „უკუმითითების ან მესამე
ქვეყნის კანონზე მითითების შესახებ“.

საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით,


იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა განისაზღვრება იმ
ქვეყნის სამართლით, სადაც იურიდიული პირის ადმინისტრაციას აქვს ფაქტობრივი
ადგილსამყოფელი. ამრიგად, საქართველოს საერთაშორისო კერძო სამართლის
შესახებ კანონის ამ საკოლიზიო ნორმის თანახმად, საქართველოს
სამართალშემფარდებელმა ორგანოებმა, თუ ისინი განიხილავენ სამართლებრივ
ურთიერთობას უცხოეთის იურიდიული პირის მონაწილეობით, უნდა გამოიყენონ
იმ ქვეყნის სამართალი, სადაც იურიდიულ პირის ადმინისტრაციას აქვს ფაქტობრივი
ადგილსამყოფელი. მოვიყვან პრაქტიკულ მაგალითს, თუ იურიდიულ პირს
ფაქტობრივი ადგილსამყოფელი აქვს საფრანგეთში, მაშინ გამოყენებული უნდა იქნეს
საფრანგეთის სამართალი. მაგრამ საფრანგეთის სამართალში იგულისხმება
არამარტო სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი მატერიალურ-
სამართლებრივი ნორმები, არამედ, აგრეთვე საფრაგეთის საკოლიზიო სამართლის,
ანუ საფრანგეთის საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმებიც. ამიტომ, შეიძლება
აღმოჩნდეს, რომ საფრანგეთის შესაბამისი საკოლიზიო ნორმის მიხედვით,
გამოყენებული უნდა იქნეს იმ ქვეყნის სამართალი, სადაც წარმოიშვა იურიდიული
პირი. იურიდიული პირი კი შეიქმნა და,მაშასადამე, რეგისტრაცია გაიარა
საქართველოში.

საბოლოოდ კი გამოდის, რომ საქართველოს საკოლიზიო ნორმა უთითებს


საფრანგეთის სამართალზე, საფრანგეთის სამართალი კი აბრუნებს უკან, ანუ შეიცავს
უკუმითითებას საქართველოს სამართალზე.

აღსანიშნავია, რომ უკუმითითების პრობლემაზე არ არსებობს ერთგვაროვანი


მოსაზრება არც მეცნიერთა შორის, არც საერთაშორისო კერძო სამართლის
პრაქტიკაში და არც კანონმდებლობაში.

რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენმა კანონმა საერთაშორისო კერძო სამართლის


შესახებ დაამკვიდრა წესი, რომლის თანახმად, სხვა ქვეყნის და, მათ შორის, მესამე
ქვეყნის სამართალზე მითითება გულისხმობს არამარტო ამ ქვეყნის მატერიალურ
სამართალზე მითითებას, არამედ ამ ქვეყნის საერთაშორისო კერძო სამართლის
გამოყენებაზეც გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი მითითება ისხმობს
მხოლოდ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებული ნორმების გამოყენებას.

საქართველოს კანონი საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ, უთითებს,


რომ იმ ქვეყნის სამართალზე, სადაც იურიდიული პირის ადმინისტრაციას აქვს
ფაქტობრივი ადგილსამყოფელი“, ანუ საფრანგეთის სამართალზე (სადაც ეს
ფაქტობრივი ადგილსამყოფელია) – მას მხედველობაში აქვს არამარტო ამ ქვეყნის
მატერიალურ-სამართლებრივი ნორმები, არამედ ამ ქვეყნის საერთაშორისო კერძო
სამართალიც.

ეს ყველაფერი რომ ასე იყოს, უკუმითითების პრობლემა საერთოდ არ


წარმოიშობოდა და სამართალშემფარდებელი ორგანო გამოიყენებდა საფრანგეთის
შესაბამის მატერიალურ სამართლებრივ ნორმებს, მაგრამ რადგან იგულისხმება
არამარტო ასეთი ნორმები, არამედ საფრანგეთის საერთაშორისო კერძო სამართალიც,
ეს უკანასკნელი შეიძლება შეიცავდეს უკუმითითებას ან მესამე ქვეყნის სამართალზე
მითითებას და ამიტომაც დგას უკუმითითების პრობლემა.

ეს პრობლემა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ კანონის მე-4 მუხლის


მე-2 პუნქტმა შემდეგნაირად გადაწყვიტა: „საქართველოს სამართალზე
უკუმითითებისას გამოიყენება კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებული
საქართველოს სამართლის ნორმები“.

ამ ნორმის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს სამართალზე


უკუმითითებისას მხედველობაში მიიღება მხოლოდ და მხოლოდ მატერიალურ-
სამართლებრივი ნორმები, რომლებიც არსებითად არეგულირებენ სამართლებრივ
ურთიერთობას და რომლებიც უშუალოდ უკავშირდებიან კონკრეტულ საქმეს.
საქართველოს საკოლიზიო ნორმები მხედველობაში აღარ მიიღება ასეთი
უკუმითითებისას.

საკითხის ასეთი გადაწყვეტა გონივრულია, გამართლებულია ლოგიკურად და


სამართლებრივად და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თავიდან გვაცილებს ერთი
სამართლებრივი სისტემიდან მეორე სამართლებრივ სისტემაზე დაუსრულებელ
მითითებებსა და უკუმითითებებს.

You might also like