You are on page 1of 6

ციცია მეგუთნიშვილი

კაზუსის ამოხსნა

I. ადმინისტრაციული სასამართლოს განსჯადობა

ჰიპოთეზა: შესაძლოა ირაკლი ჩდუნელის სასარჩელო განცხადება იყოს საერთო


სასამართლოებისადმი უწყებრივად დაქვემდებარებული საქმე და
ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსჯადი.

სასამართლო უწყებრივი ქვემდებარეობა კანონით განსაზღვრულ იმ


უფლებამოსილებათა ერთობლიობაა, რომელთა ფარგლებში სასამართლოს შეუძლია
მიიღოს და განიხილოს საქმეები. სხვაგვარად, რომ ვთქვათ, უწყებრივი
ქვემდებარეობა პასუხობს კითხვაზე: განეკუთვნება თუ არა ამ საქმის განხილვა
საერთო სასამართლოების კომპეტენციას.

პირველ რიგში, კაზუსში მოცემულ შემთხვევაში, უნდა ვივარაუდოთ, რომ სახეზეა


საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობა, რადგან სახეზეა სახელმწიფოს ერთ-ერთი
ორგანოს- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის
დეპარტამენტის ყაზბეგის სამმართველოსა და მის თანამშრომელს შორის
წარმოშობილი ურთიერთობა, რაც თავდაპირველად დაკავშირებული იყო
სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებასთნ, რისი ამომავალი წერტილიც არის
საჯარო მიზნების, საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელება და
ა.შ. ასევე, საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს,
ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. მნიშვნელოვანია, ადმინისტრაციული
კანონმდებლობად მივიჩნიოთ ის კანონმდებლობა, რომელიც ადმინისტრაციულ
ორგანოს საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასა და
მოწესრიგებას ეხება. ამისათვის, საჭიროა სხვადასხვა კრიტერიუმების შეფასება,
კერძოდ, საჯარო საქმიანობის სფერო, საჯარო ამოცანები, საჯარო
უფლებამოსილების განხორციელება, სტრუქტურა, დაფინანსების წყარო და ა.შ.
აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახეზეა საჯარო-სამართლებრივი
ურთიერთობა.

რაც შეეხება ერთჯერადი გასაჩივრების საკითხს, სასკ-ის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის
თანახმად, (ასევე სზაკ-ის 178-ე და 180-ე მუხლების საფუძველზე) სასამართლო,

1
გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, არ მიიღებს სარჩელს
ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ სზაკ-ით დადგენილი წესით
არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის
შესაძლებლობა. კაზუსიდან ირკვევა, რომ ირაკლიმ საჩივრით მიმართა ზემდგომს-
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს. ამდენად, ივარაუდება, რომ მოსარჩელის
მიერ დაცულია ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის
ვალდებულება, რითაც გამოირიცხება ადმინისტრაციული ორგანოს ქვემდებარეობა.
შესაბამისად, აღნიშნული დავა არის საერთო სასამართლოების ქვემდებარე.

ამავე დროს, უნდა დადგინდეს განსჯადობის საკითხი − რომელმა მოსამართლემ


უნდა განიხილოს დავა. ირაკლის დავა საერთო სასამართლოების მიერ
ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით იქნება განსახილველი, თუ ის
პასუხობს სასკ-ის მე-2 და მე-6 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. კაზუსში
მოცემულ შემთხვევაში ივარაუდება, რომ დავა არის მაგისტრატი მოსამართლის
განსახილველი, რადგან სასკ-ის მე-6 მუხლის ე) ნაწილში ვკითხულობთ, რომ
მაგისტრატი მოსამართლე პირველი ინსტანციით განიხილავს შემდეგ დავებს: ,, ე)
საჯარო სამსახურში შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავასთან
დაკავშირებით;“. კაზუსში მოცემულ შემთხვევაში კი ივარაუდება, რომ ირაკლისთან
დადებულია შრომითი ხელშეკრულება, რადგან საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო
პოლიციის დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ლ) ქვეპუნქტში
ვკითხულობთ, რომ ,,1. სასაზღვრო პოლიციის უფროსი: ლ) კომპეტენციის
ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციაში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ
თანამდებობაზე ნიშნავს, გადააადგილებს და თანამდებობიდან ათავისუფლებს
სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით აფორმებს, აგრძელებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებებს;“.
შესაბამისად სახეზე გვაქვს შრომითი ხელშეკრულება და დავა უნდა განიხილოს
მაგისტრატმა მოსამართლემ.

შემგომ ეტაპზე დასადგენია ის, თუ უშუალოდ რომელმა სასამართლომ უნდა


განიხილოს აღმიშნული დავა და ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით
უნდა გადაწყდეს ის, თუ არა. ამისათვის უნდა გამოვიყენოთ, პირველ რიგში,
უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი განსჯადობის კრიტერიუმები, კერძოდ: 1)
სადავო სამართალურთიერთობაში მონაწილე ერთ-ერთ მხარეს უნდა
წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანო. 2)სადავო სამართლებრივი
ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს საჯარო-სამართლებრივი

2
კანონმდებლობისაგან. 3)დავის საგანს უნდა წარმოადგენდეს სასკ-ის მე-2 მუხლით
გათვალისიწნებული შემთხვევა.

პირველ რიგში, უნდა დავადგინოთ, შინაგან საქმეთა მინისტრი, რომლის უარიც


სარჩელის მიღებაზე, ანუ ინდაქტი უნდა გაასაჩივროს ირაკლიმ, არის თუ არა
ადმინისტრაციული ორგანო, როგორც ორგანიზაციულ-სამართლებრივი, ასევე
ფუნქციონალური გაგებით.

ჰიპოთეზა: ივარაუდება, რომ მინისტრი არის ადმინისტრაციული ორგანო.

სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტში მოცემულია


ადმინისტრაციული ორგანოს ცნება, კერძოდ: ,, ადმინისტრაციული ორგანო – ყველა
სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო/დაწესებულება, საჯარო სამართლის
იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა),
აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის
საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს;“. შესაბამისად,
მინისტრი, რა თქმა უნდა, არის პირი, რომელიც ასრულების საჯარო-სამართლებრივ
უფლებამოსილებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მინისტრი, ორგანიზაციულ-
სამართლებრივი გაგებით არის ადმინისტრაციული ორგანო.

რაც, შეეხება ფუნქციონალურ გაგებას, მინისტრი მოქმედებს საჯარო-


სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, რომლის ყოველი
ქმედებაც გამომდინარეობს კანონმდებლობიდან. ბრძანებულებაში ,,საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“, პირველი მუხლის
მე-7 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ,,სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი
საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულებები, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა
და საქმიანობის წესის შესახებ”, ,,პოლიციის შესახებ”, ,,საქართველოს სახელმწიფო
საზღვრის შესახებ,” ,,საქართველოს შინაგანი ჯარების შესახებ,...“. აღნიშნულიდან
გამომდინარე, კაზუსში მოცემულ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა მინისტრი
ანხორციელებდა საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას, შესაბამისი
კანონმდებლობის საფუძველზე, ამიტომ იგი ფუნქციონალური გაგებითაც არის
ადმინისტრაციული ორგანო.

ჰიპოთეზა: ივარაუდება, რომ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა


გამომდინარეობს, ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. ადმინისტრაციულ
კანონმდებლობად უნდა მივიჩნიოთ ის კანონმდებლობა, რომელიც ადმ. ორგანოს

3
საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასა და მოწესრიგებას
ეხება.

კაზუსში მოცემულ შემთხვევაში კი მინისტრის უარი ეფუძნება კანონმდებლობას,


რომელიც მის საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასა და
მოწესრიგებას ეხება. შესაბამისად, სადავო ურთიერთობა გამომდინაეობს
ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან.

ტერიტორიული განსჯადობის მიხედვით კი, მოსარჩელე მიმართავს სასამართლოს,


მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით. ტერიტორიული განსჯადობის საკითხები
ადმინისტრაციული კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის. ადმინისტრაციული
სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.
ტერიტორიული განსჯადობა მოწესრიგებულია სსსკ-ის 15-24 მუხლებით.
ადმინისტრაციულ საქმეთა ტერიტორიული განსჯადობის დროს, როდესაც
აღძრულია სარჩელი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული
გადაწყვეტილების კანონიერების თაობაზე, საქმე განსახილველად განსჯადიბით
ექვემდებარება იმ სასამართლოს, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს
ადგილსამყოფელი აღნიშნულ ადმ. ორგანოს. განსახილველ შემთხვევაში, ირაკლი,
შინაგან საქმეთა მინისტრის უართან ერთად ასაჩივრებს, მთავარ ინდაქტს-
სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანებას, რომლითაც იგი განთავისუფლებულ
იქნა სამსახურიდან, რადგან მას მიაჩნია, რომ მის მიერ პროფესიული მოვალეობების
შესრულების საკითხი არ იყო სათანადოდ გამოკვლეული. პირველ შემთხვევაში,
შინაგან სამქეთა სამინისტროს ადგილსამყოფელი არის თბილისი, ხოლო,
საქვეუწყებო ადმ. ორგანო მდებარეობს ყაზბეგში. გამომდინარე იქიდან, რომ ირაკლი
ე.წ ,,მთვარ“ ინდაქტთან ერთად ასაჩივრებას მინისტრის უარს(ინდივიდუალურ
სამართლებრივ აქტს), ხოლო მთავარი ინდაქტის გამომცემი ადმინისტრაციული
ორგანო მდებარეობს ყაზბეგში, სადავო საქმე უნდა განიხილოს ყაზბეგის
მაგისტრატმა სასამართლომ.

შუალედური დასკვნა: უნდა აღინიშნოს, რომ დავა არის საერთო


სასამართლოებისადმი უწყებრივად დაქვემდებარებული და უნდა გადაწყდეს
ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

საბოლოო დასკვნა: აღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია რომ, დავა არის


ადმინისტრაციულ სამართლებრივი და განხილულ უნდა იქნეს, ყაზბეგის
მაგისტრატი სასამართლოს მიერ.

4
III. საქმის არსებითი განხილვისა და გადაწყვეტის ზოგადი წინაპირობები

ივარაუდება, რომ დავის მხარეებს წარმოადგენენ ირაკლი, ყაზბეგის სასაზღვრო


პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო.

სზაკ-ის მე-2 მუხლის, პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითაა განსაზღვრული


დაინტერესებული მხარის დეფინიცია: ,,დაინტერესებული მხარე – ნებისმიერი
ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან
დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე
რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება;“.

ასევე, ადმინისტრაციულ პროცესში, მხარეებად გვევლინებიან მოსარჩელე- პირი,


რომელიც სასამართოს მიმართავს დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების
დასაცავად და მოპასუხე- პირი, ვინ დაარღვია ან სადავოდ გახადა მოსარჩელი
უფლება. პროცესში შესაძლებელია მოწვეულნი იყვნენ მესამე პირები.

კაზუსში მოცემულ შემთხვევაში, სათანადო მოსარჩელეს წარმოადგენს ირაკლი,


რადგან პირველ შემთხვევაში მის მიერ გამოცემულ იქნა ინდაქტი, რომლის
საფუძველზეც გაათავისუფლების დაკავებული პოზიციიდან და აღნიშნულის
გასაჩივრების შემდგომ, სახეზეა მეორე ინდაქტი- მინისტრის ბრძანება, რომლითაც
ირაკლის უარი ეთქვა საქმის განხილვაზე.

რაც შეეხება მოპასუხეს, სასკ-ის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: ,,


ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობს ის ადმინისტრაციული ორგანო,
რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან განახორციელა
იურიდიული მნიშვნელობის მქონე რაიმე ქმედება.“. შესაბამისად სათანადო
მოპასუხეები არიან ყაზბეგის სასაზღვრო პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო.

საპროცესო უფლებაუნარიანობა/ქმედუნარიანობასთან დაკავშირებით კაზუსში


პრობლემა არ იკვეთება.

განსახილველ შემთხვევაში, არ იკვეთება მესამე პირების მოწვევის აუცილებლობა


პროცესში,

5
შუალედური დასკვნა: ნათელია, რომ დავის მხარეებს წარმოადგენენ
ირაკლი(მოსარჩელე), ყაზბეგის სასაზღვრო პოლიცია და შინაგან საქმეთა
სამინისტრო(მოპასუხეები)

საბოლოო დასკვნა: ირაკლის (მოსარჩელე) მიერ წარდგენილი სარჩელი სასაზღვრო


პოლიციასა და შინაგან სამქეთა სამინისტროს (მოპასუხეები) მიმართ ექვემდებარება
საერთო სასამართლოების უწყებას და არის ყაზბეგის მაგისტრატი სასამართლოს
განსჯადი.

You might also like