You are on page 1of 27

მაგალითი 1 :

სითი პარკს მივმართე განცხადებით და ვითხოვ სტატისტიკურ ინფორმაციას,


რამდენი პირი დააჯარიმა არასწორი პარკირებისთვის მაგალითად 2011 წელს, მაქვს
თუ არა ამ ინფორმაციის გამოთხოვის უფლება?

1) ვარკვევთ, არის თუ არა სითი პარკი საჯარო დაწესებულება, ანუ, პირველ


რიგში, ვახსენებთ, 10 მუხლს, საქვეყნოობის პრინციპს, საჯარო ინფორმაციის
ტერმინი უნდა განიმარტოს - 2 მუხლის ე ქვეპუნქტით, ვარკვევთ სახეზეა თუ
არა საჯარო დაწესებულება -27 (ა) ქვეპუნქტი.
2) შპს სითი პარკი კერძო პირია, რომელიც დაფინანსდა სახელმწიფოსგან, ანუ
კერძო პირია, რომელიც ასრულებს საჯარო სამართლებრივ
უფლებამოსილებას, ამ შემთხვევაში, კფგ- დან ჩანს, რომ დაჯარიმების
პროცესში შპს სითი პარკი ასრულებს საჯაროსამართლებრივ
უფლებამოსილებას, ამ ფარგლებში ის იძენს ადმინისტრაციული ორგანოს
სტატუსს, და რადგან შპს სითი პარკი 2 (1) მუხლის ე ქვეპუნქტის საფუძველზე,
ფუქციური გაგებით, ადმინისტრაციული ორგანოა, შესაბამისად, 27 (ა)
მუხლით ის არის საჯარო დაწესებულება:

შუალედური დასკვნა, შპს სითი პარკი სზაკ-ის 27 მუხლის ‘’ა’’ ქვეპუნქტის


გათვალისწინებიით არის საჯარო დაწესებულება.

მაგალითი 2:

მოხდა გზების რეაბილიტაცია, მერიის დაფინანსებით პროექტი განახორციელა შპს


ცემენტმა და ამ კომპანიამ მოახდინა ვაკის რეაბილიტაცია, რაზეც მილიონი ლარი
გამოიყო მერიიდან და დაიხარჯა, ა-მ მოითხოვა ანგარიში თუ კონკრეტულად რაში
და როგორ დაიხარჯა ეს მილიონი ლარი,

_ პირველ რიგში, უნდა დავადგინოთ შპს ცემენტი რის თუ არა საჯარო


დაწესებულება, ანუ მასზე ვრცელდება თუ არა სზაკ-ის მე-3 თავის მუხლები,

_ კფგ დან ჩანს, რომ შპს ცემენტი არის დაფინანსებული პირი და მას მიღებული აქვს 1
მილიონი ლარი, ის გამოდის საჯარო დაწესებულება, შესაბამისად, მას მინიჭებული
აქვს საჯარო უფლებამოსილება,

_ ახლა ვთქვათ, რომ ამ შპს ცემენტს, გარდა ამ მილიონი ლარისა, აქვს თავისი
ბიუჯეტიც, ა-მ რომ კითხოს ამ თავის შემოსავალს სად და რისთვის ხარჯავს,
ვალდებული არ იქნება, რომ უპასუხოს, ვინაიდან ამ შემთხვევაში საჯარო
დაწესებულების სტატუსი აღარ ექნება, საჯარო დაწესებულების სტატუსს იძენს
კომპანია მხოლოდ დაფინანსების ფარგლებში, როგორც კი ამ ფარგლებს სცდება
მოთხოვნა, უკვე კარგავს საჯარო დაწესებულების სტატუსს, მე-3 თავის
ვალდებულებები მასზე აღარ ვრცელდება და შეუძლია აღარ მოგვაწოდოს
დეტალური ინფორმაცია ბიუჯეტის თაობაზე.
კაზუსი:

ამოხსნა: პირველ რიგში ვაკვირდებით, რა გადაწყვეტილება მიიღო


ადმინისტრაციულმა ორგანომ;

საბჭოს გადაწყვეტილება: საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გიორგის


შეიწყალებდა საახალწლოდ, ეს გადაწყვეტილება წერილობითი ფორმით აცნობა
გიორგის.

_ სახეზეა სახელმწიფო ორგანო, სახელმწიფო ორგანო არის ორგანიზაციული


გაგებით ადმინისტრაციული ორგანო, ამდენად, სზაკ-ის მე-2 (1) მუხლის ‘’ა’’
ქვეპუნქტით, სახეზეა ადმინისტრაციული ორგანო.

_ სზაკ-ის მე-12 მუხლის საფუძველზე გიორგის უფლება ჰქონდა მიემართა


ადმინისტრაციული ორგანოსთვის, რადგან ნებისმიერ პირს უფლება აქვს მიმართოს
ადმ. ორგანოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის განცხადების
საფუძველზე განხილვისთვის.

სზაკ-ის 9 (1) მუხლი - ‘’ ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება არის


ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს,
რომ მოცემული ქმედება განხორციელდება, რაც შეიძლება გახდეს დაინტერესებული
მხარის კანონიერი ნდობის საფუძველი’’ - //იმისთვის რომ დაპირებას მოჰყვეს
სამართლებრივი შედეგი, საჭიროა მას ჰქონდეს წერილობითი ფორმა// - კ.ფ.გ -დან
ჩანს, რომ საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება გიორგის საახალწლოდ შეწყალების
შესახებ, რის შესახებაც წერილობითი ფორმით ეცნობა განმცხადებელ გიორგის,
მასასადამე, საეზეა ნამდვილი დაპირება, ვინაიდან მას გააჩნია წერილობითი ფორმა.
_ მაგალითი 1: ვთქვათ, გიორგიმ მიმართა არქიტექტურის სამსახურს მშენებლობის
ნებართვის მოთხოვნით. არქიტექტურის სამსახურმა განიხილა გიორგის განცხადება
და დააკმაყოფილა, მათ გასცეს მშენებლობის ნებართვა:

პირველ რიგში, კაზუსიდან გამომდინარე, უნდა გავარკვიოთ, საქმიანობის რომელი


სამართლებრივი ფორმაა სახეზე, ანუ მშენებლობის ნებართვა საქმიანობის 4 შესაძლო
სამართლებრივი ფორმიდან რომელია (ინდაქტია, ნორმ.აქტია, ადმინისტრ.
ხელშეკრულებაა თუ რეალაქტია).

ივარაუდება, რომ ინდაქტია სახეზე თუ სზაკ-ის მე-2 (1) მუხლის ‘’დ’’ ქვეპუნქტის,
ანუ ინდაქტის ცნების ელემენტები იქნება სახეზე და ვიწყებთ უკვე ინდაქტის ცნების
ელემენტების განხილვას.

იმისათვის, რომ სახეზე გვქონდეს ინდაქტი, აქტი უნდა იყოს გამოცემული


ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის
საფუძველზე, უნდა ატარებდეს ინდივიდუალურ ხასიათს და უნდა აწესებდეს,
ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს ვინმეს უფლებას, მარტივად რომ ვთქვათ,
უნდა იწვევდეს სამართლებრივ შედეგს.

რომ გავარკვიოთ მშენებლობის ნებართვა არის თუ არა ინდაქტი, ცნების


ზემოთხსენებული ფორმები უნდა განვიხილოთ ცალ-ცალკე:

_ პირველი ელემენტი (ადმინისტრაციული ორგანოს სტატუსის დადგენა)- აქტი


უნდა იყოს გამოცეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ: ადმინისტრაციული
ორგანოს ტერმინი მოცემულია მე-2 მუხლის პირველი ნაწილია ‘’ა’’ ქვეპუნქტში,
რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული ორგანო არის სახელმწიფო ან
მუნიციპალური ორგანო/დაწესებუულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან
ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს
საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას. ადმინისტრაციული ორგანოს ცნებას
აქვს ორგვარი: ორგანიზაციული და ფუნქციური გაგება, მნიშვნელოვანია,
განვიხილოთ არქიტექტურული სამსახური ორგანზაციული გაგებითაა
ადმინისტრაციული ორგანო თუ ფუნქციური გაგებით.

არქიტექტურის სამსახური არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სიპი


ადმინისტრაციული ორგანოს ცნებიდან გამომდინარე ორგანიზაციული გაგებით
არის ადმინისტრაციული ორგანო, ამდენად:

შუალედური დასკვნა: სზაკ-ის მე-2 (1) მუხლის ‘’ა’’ ქვეპუნქტის თანახმად,


გადაწყვეტილება მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

_ მეორე ელემენტი (მიღებული გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში ინდაქტი, უნდა


გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან) - აღნიშნული
ელემენტი საჭიროა, გასათვალისწინებელია, მაგრამ არაა გადამწყვეტი, რადგან თუ
ინდაქტი არ იქნება გამოცემული ადმინისტრაციული კანონმდებლობის
საფუძველზე, ის იქნება უკანონო ინდაქტი. (კაზუსის ამ ნაწილში მშრალად ვწერთ,
ვინაიდან არ გვისწავლია კანონმდებლობა სრულად)

სანებართვო სამართალი ესაა საჯარო კანონმდებლობა, შესაბამისად, მიღებული


გადაწყვეტილება გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან,
ამდენად, ინდაქტის ცნების მეორე ელემენტი სახეზეა.

_ მესამე ელემენტი (ინდივიდუალური ხასიათი) - ეს ერთადერთი ელემენტია,


რომელიც ერთმანეთისგანმიჯნავს ინდივიდუალურ და ნორმატიულ აქტებს.

ინდივიდუაურ აქტს ახასიათებს ინდივიდუაური ხასიათი (ვის ეხება და რას ეხება


კონკრეტულია), ხოლო თუ სუბიექტი და ობიექტი განსაზღვრებადი არაა და სახეზეა
ქცევის ზოგადი წესი, სახეზე იქნება ნორმატიული ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტი.

ინდაქტის დროს ადრესატთა წრე (ანუ ვისზეც ვრცელდება) შეიძლება იყოს


გენერალური ან ინდივიდუალური, ხოლო შემთხვევა (რაზეც ვრცელდება) შეიძლება
იყოს კონკრეტული ან აბსტრაქტული.

როდესაც გენერალური და აბსტრაქტული აქტი გვაქვს სახეზე, ასეთ შემთხვევებში


საქმე გვაქვს ნორმატიულ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტთან.

მაგალითად, გამოიცა ბრძანება ფინანსთა სამინისტროში გიორგის თანამდებობაზე


დანიშვნის შესახებ - ეს ბრძანება ინდივიდუალური ხასიათის მატარებელი იქნება
(სახელობითი აქტია- სუბიექტიც კონკრეტულია (გიორგი) და ობიექტიც სახეზეა-
საჯარო სამსახური)

ან ვთქვათ, შპს ‘’ვაშლს’’ მიეცა ჩვილ ბავშვთა კვების ლიცენზია - ესეც სახელობითი
აქტია (სუბიექტია შპს ‘’ვაშლი) და ობიექტიც სახზეა, შესაბამისად, ეს ლიცენზიაც
გამოდის ინდივიდუალური ხასიათის, რადგან სახელობითი აქტია.

ავიღოთ მეორე შემთხვევა, კონკრეტული შემთხვევა მიმართულია განუსაზღვრელი


წრისადმი, ვიცით რას ეხება, მაგრამ არ ვიცით ვის ეხება (კონკრეტული სახელები არ
ვიცით), მიუხედავად ამისა, ასეთი ხასიათის აქტიც ყოველთვის ინდაქტია, რადგან
ობიექტის საშუალებით შესაძლებელია სუბიექტების კონკრეტიზაცია (სუბიექტთა
წრე ხდება განსაზღვრებადი). ვთქვათ: მიმდინარეობს რაღაც მანიფესტაცია და მისმა
მონაწილეებმა დაიკავეს საავტომობილო გზა, რამაც შეაფერხა მოძრაობა, პოლიციამ
კი მოუწოდა მანიფესტაციის მონაწილეებს, რომ გადაენაცვლათ ტროტუარზე. - მე,
ისედაც საფეხმალო ბინიკზე მოძრავ პირს ეს გადაწყვეტილება არ მეხება, ისედაც
ვიცავ წესებს, მაგრამ ვინც საავტომობილო გზას იკავებს მათ ხომ ეხებათ, შეიძლება
ამას აკეთებდეს 300 კაცი, მათი სახელები და გვარები არ გვჭირდება, რადგან
ობიექტის საშუალებით ამ პირთა წრის განსაზღვრება ხდება, ობიექტია
საავტომობილო გზა და ყველას, ვინც მასზე ადგილს იკავებს, ეხებათ ეს
გადაწყვეტილება - ამიტომაა ინდაქტი.

ნორმატიულ აქტს ვეხებით მაშინ, როდესაც აქტში მოცემულია ქცევის ზოგადი წესი
და ამ წესის საფუძველზე არაერთი ინდივიდუალური შემთხვევის წარმოშობა
შეიძლება, მაგალითად: აუდიტის სამსახურში გენერალურმა დირექტორმა გამოსცა
ბრძანება ფინანსური მეთოდოლოგიის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ სახეზეა
ბრძანება, მნიშვნელობა არ აქვს როდის ჩატარდა აუდიტი ან რომელ სამინისტროში,
მთავარია, რომ აუდიტორთა ჯგუფმა უნდა იხელმძრვანელოს ზოგადი წესით,
რომელსაც ქვია ფინანსური მეთოდოლოგია.

ნორმატიულ აქტსაც გამოსცემს ადმინისტრაციული ორგანო, გამოიცემა


ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, მასაც აქვს სამართლებრივი
შედეგი, მაგრამ არ აქვს ინდივიდუალური ხასიათი. მთავარია შინაარსი.

ჩვენი კაზუსის შემთხვევაშიც სახელობითი აქტია სახეზე (ინდაქტი) , ვინაიდან


გიორგის (კონკრეტულ სუბიექტს) მიენიჭა მშენებლობის ნებართვა (ობიექტიც
სახეზეა), შესაბამისად, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის მე-3 ელემენტი
სახეზეა.

_ მეოთხე ელემენტი (სხვა აქტის დახმარების გარეშე, თვითონვე უნდა იწვევდეს


სამართლებრივ შედეგს) - ვთქვათ, ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოსცა რაღაც
აქტი, მაგრამ მას არ მოჰყვება სამართლებრივი შედეგი, თუ სამართლებრივი შედეგი
არ დადგა, ესეიგი საერთოდ აქტი არაა სახზე, ამ შემთხვევაში სახეზეა რეალაქტი.

ინდივიდუალური აქტი იწვევს პირდაპირ სამართლებრივ შედეგს, ხოლო რეალაქტი


არ იწვევს. ინდაქტი არის ცალმხრივი ნების გამოვლენა, ხოლო ადმინისტრაციული
ხელშეკრულება ორმხრივი ნების გამოვლენაა (ოფერტისა და აქცეპტის არსებობა).

კაზუსის შემთხვევაში, გიორგის ეძლევა უფლება, განახორციელოს მშენებლობა,


შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება იწვევს სამართლებრივ შედეგს, ამდენად,
ინდაქტის ოთხივე ელემენტი სახეზეა, შესაბამისად, მშენებლობის ნებართვა,
კაზუსიდან გამომდინარე, სზაკ-ის 2 (1) მუხლის ‘’დ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე არის
ინდაქტი.

_ მაგალითი2: ვთქვათ, სოციალური მომსახურების სააგენტოს მივმართე


განცხადებით სოციალური დახმარების დანიშვნის თაობაზე, სააგენტომ განცხადება
განიხილა და არ დააკმაყოფილა ანუ მე არ მომცა სოციალური დახმარება.
პირველი შემთხვევა იყო განცხადების დაკმაყოფილება, ახლა სოციალურ დახმარებას
ვითხოვ და ვიღებ უარს ადმინისტრაციული ორგანოსგან (ესეც ინდაქტია) კაზუსს კი
ვხსნით შემდეგნაირად:

პირველ რიგში ვადგენთ, საქმიანობის რომელი სამართლებრივი ფორმაა სახეზე,


ივარაუდება, რომ ინდაქტია სახეზე თუ სზაკ-ის მე-2 (1) მუხლის ‘’დ’’ ქვეპუნქტის
ცნების ელემენტები იქნება დაკმაყოფილებული.

ვიწყებთ ინდაქტის ცნების განხილვას: ვადგენთ გადაწყვეტილება მიიღო თუ არა


ადმინისტრაციულმა ორგანომ. კაზუსიდან გამომდინარე, სოციალური მომსახურების
სააგენტო არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სზაკ-ის მე-2 (1)
მუხლია ‘’ა’’ ქვეპუნქტის თანახმად არის ორგანიზაციული გაგებით
ადმინისტრაციული ორგანო. შესაბამისად, გადაწყვეტილება მიღებულია
ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან.

ახლა უკვე ცნების დანარჩენ ელემენტებს კიარ ვიხილავთ, გადავდივართ ინდაქტის


ცნების მეორე ნაწილზე (განცხადებაზე უარი) - თუ განცხადებაში დასმული საკითხი
ამ ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას მიეკუთვნება, ითვლება ინდაქტად, ამ
შემთხვევაში სუბიექტი ითხოვდა სოც. დახმარების დანიშვნას, აღნიშნულ საკითხს
განიხილავს სოციალური მომსახურების სააგენტო, ანუ განმცხადებელმა
ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართა მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის
გადასაწყვეტად, ხოლო ადმინისტრაციულმა ორგანომ განცხადების
დაკმაყოფილებაზე თქვა უარი.

ამდენად, ინდაქტის ცნების მეორე ნაწილის თანახმად, სზაკ-ის მე-2 (1) მუხლის ‘’დ’’
ქვეპუნქტის საფუძველზე, განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი არის ინდაქტი.
სახზეა ინდაქტი.

_ ანუ კაზუსებში თუ განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა მივდივართ


ინდაქტის ცნების პირველი ნაწილით და ვიხილავთ ცნების ელემენტებს, ხოლო თუ
განმცხადებლის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა მარტო ადმინისტრაციულ ორგანოს
განვიხილავთ და პირდაპირ ვწერთ რო ადმ. ორგანომ განცხადების
დაკმაყოფილებაზე უარი თქვა და უარიც არის ინდაქტიო (უარის შემთხვევაში
მთავარია, ადმ. ორგანომ მის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმის ფარგლებში თქვას
უარი და ეს იქნება ინდაქტი).

_ ‘’ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული


დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი, კანონმდებელმა
ასევე მიიჩნია ინდაქტათ’’ - ინდაქტი სხვა ღონისძიებისგან დამოუკიდებლად,
თვითონვე უნდა იწვევდეს სამართლებრივ შედეგს (შესაძლოა მომავალშიც მოჰყვეს
ეს შედეგი და თუ მიღებულ გადაწყვეტილებას იმწუთას არა, მაგრამ მომავალში
აუცილებლად მოჰყვება შედეგი, სახეზე ინება მაინც ინდაქტი).

მაგალითად: მაგალითად, იუსტიციის სახლში ავიღე აიდი ბარათი, თითქოს იმ


წუთას არანაირი სამართლებრივი შედეგი არ დგება, მაგრამ აიდი ბარათი თუარ
მექნება მომავალში ვერც არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას, ვერც საკუთრებას
დავირეგისტრირებ, ვერც ქორწინებას ვერ მოვახერხებ - ასეიგი აიდი ბარათი არის
ადმ. ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს
სამართლებრივი შედეგი, ესეიგი ესეც ინდაქტია.

_ ინდაქტი და დაპირება: დაპირების დროს ადმ. ორგანო გპირდება, რომ მომავალში


რაღაცის უფლებას მოგცემს (ჯერ მშენებლობას ვერ დავიწყებ), მაგრამ ინდაქტის
დროს უკვე გაქვს ეს უფლება/ნებართვა (შემიძლია დავიწყო მშენებლობა).

_ ინდაქტის ფორმები გამოოცემის მიხედვით შეიძლება იყოს წერილობითი ან


ზეპირი - აუცილებელი არაა ფურცელზე იყოს დაბეჭდილი, შეიძლება აქტი იყოს
ჟესტის სახით, დუმილის სახით, ზეპირი ფორმით გამოცემული, ანუ ნებისმიერი
სამართლებრივი ღონისძიება ადმ. ორგანოს მხრიდან, რომელიც ინდაქტის ცნების
ელემენტებში ჩაჯდება ჩაითვლება ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტად.

მაგალითად, წერილობითი ინდაქტები: სამსახურში დანიშვნის ბრძანება, იარაღის


შენახვის ნებართვის გაცემა, საექიმო საქმიანობის ლიცენზია. არაწერილობითი სახის
ინდაქტები: შუქნიშანი, ჟესტი (პატრულის მინიშნება სიჩქარის დაკლებასთან
დაკავშირებით), დუმილი (ადმ. ორგანომ სოც. დახმარების მოთხოვნაზე პასუხი არ
გამცა, ესეიგი არ დააკმაყოფილა).

_ ინდაქტები ურთიერთობის შინაარსის მიხედვით: კონკრეტული სამართლებრივი


ურთიერთობის დამდგენი ხასიათის (არეგულირებს კონკრეტულ ურთიერთობებს:
მშენებლობის ნებართვა, სამსახურში დანიშვნის ბრძანება, დაჯარიმება, ლიცენზიის
გაცემა) და პირის უფლების ან საგნის სამართლებრივად მნიშვნელოვანი თვისების
დამდგენი (ეხება სტატუსების დადგენას: სოც. დაუცველის სტატუსის, დევნილის
სტატუსის, კულტურული ძეგლის სტატუსის დადგენა).

_ ინდაქტები ადრესატზე ზემოქმედების ხასიათის მიხედვით: აღმჭურველი


(უფლებისმიმნიჭებელი აქტი - ნებართვის, ლიცენზიის გაცემა, სამსახურში
დანიშვნის ბრძანება) და შემზღუდველი (მავალდებულებელი ან ამკრძალავი ან
ორივე ერთად) მაგ: გადაიხადე ჯარიმა ესაა მარეგულირებელი აქტი, ხოლო შენობაში
მოწევა აკრძალულია - ესაა ამკრძალავი აქტი.
_ ინდაქტი შესასრულებლად სავალდებულო ძალას იძენს მისი ოფიციალური
გაცნობის მომენტიდან (სზაკ-ის 54-ე მუხლი).

_ ოფიციალურად გაცნობისას უნდა ვლინდებოდეს ადმ. ორგანოს ნება, რომ ინდაქტი


გაგაცნონ, ის, რომ მაგალითად, მშენებლობის ნებართვის აღება გინდა და განცხადება
შეიტანე, მეზობელი კი ადმ. ორგანოს კანცელარიაში მუშაობს, გაიგო შენი
განცხადების დაკმაყოფილების შესახებ და მოგიყვა, ვერ დაიწყებ მშენებლობას მაინც,
რადგან ინდაქტს ოფიციალურად არ გაცნობიხარ.

_ ოფიციალურად გაცნობის სახეები: დაინტერესებული მხარისთვის გადაცემა


(ხელიდან ხელზე გადაცემა - პატრულის ჯარიმა), ფოსტის საშუალებით გაგზავნა
(აქტი ჩაბარებულია საფოსტო ყუთში მოხვედრის მომენტიდან, დაზღვეული ფოსტის
შემთხვევაში გაგზავნიდან მე-7 დღეს, მტკიცების ტვირთი აქტის გაცნობასთან
დაკავშირებით აწევს ადმინისტრაციულ ორგანოს), გამოქვეყნება ან გამოცხადება.

(სზაკ-ის 58-ე მუხლი) - გამოქვეყნება/გამოცხადება ხდება თუ ადრესატთა რაოდენობა


აღემატება 50 პირს.

_ თუ ფოსტით ინდაქტის ცაბარებას თავს არიდებ, აქტი მაინც ცაბარებულად


ითვლება.

_ ვიდეო ჯარიმებზე ადრესატთან მიდის ჯერ შეტყობინება ტელეფონზე (ეს არ


ითვლება ოფიციალურ ჩაბარებად), შემდეგ ეტაპზე ფოსტა მოდის სახლში (თუ არ
ჩაიბარე, მეტჯერ აღარავინ გამოგიგზავნის და ჯარიმების საიტზე გამოცხადდება
ავტომატურად)
კაზუსი:
ინფორმაციის თავისუფლებაზე:

ჰიპოთეზა: შესაძლოა, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება იყოს კანონიერი.

_ სზაკ-ის მე-10 (1) მუხლი ადგენს საქვეყნოობის პრინციპს - ‘’ ყველას აქვს უფლება,
გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე
მიიღოს მისი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან
კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს’’

//// ვადგენთ, რა არის საჯარო ინფორმაცია ////

_ სზაკ-ის მე-2 (1) მუხლის ‘’მ’’ ქვეპუნქტი - საჯარო ინფორმაცია არის ნებისმიერი
ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც არსებობს ნებისმიერი ფორმით საჯარო
დაწესებულებაში - ამ ცნებიდან გამომდინარე, ვინაიდან საჯარო ინფორმაცია
არსებობს საჯარო დაწესებულებაში, კაზუსიდან უნდა გავარკვიოთ სახეზე არის თუ
არა საჯარო დაწესებულება, ანუ უნდა გავარკვიოთ შპს ‘’ტრანსმშენი’’ არის თუ არა
საჯარო დაწესებულება და, ამდენად, ვრცელდება თუ არა მასზე ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის მოთხოვნები.

_ სზაკ-ის 27-ე მუხლის ‘’ა’’ ქვეპუნქტი - /// საჯარო დაწესებულების ტერმინი /// -
ნებისმიერი ადმინისტრაცციული ორგანო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი,
რომელიც დაფინანსებულია სახემწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის
ბიუჯეტიდან, დაფინანსების ფარგლებში იძენს საჯარო დაწესებულების სტატუსს,
შპს ‘’ტრანსმშენი’’ არის დაფინანსებული პირი, შესაბამისად, მას გზების
რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი თვითმმართველობიდან მიღებული აქვს 1
მილიონი ლარი, ის არ ასრულებს საჯარო უფლებამოსილებას, შესაბამისად, შპს
‘’ტრანსმშენი’’ არ არის ადმინისტრაციული ორგანო, მაგრამ არის ადგილობრივი
კაზუსი:
 გიორგიმ მიმართა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა
მშენებლობის ნებართვა, არქიტექტურის სამსახურმა დააკმაყოფილა
განცხადება, რის საფუძველზეც გიორგიმ დაიწყო მშენებლობა. 3 თვის შემდეგ
არქიტექტურის სამსახურმა აღმოაჩინა, რომ ეს მშენებლობის ნებართვა
გაცემული აქვს ისეთ ლოკაციაზე, რომელზეც საცხოვრებელი კორპუსების
მშენებლობა აკრძალულია შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიუი აქტებით.
შესაბამისად, 3 თვის შემდეგ თვითონ არქიტექტურის სამსახური იღებს
გადაწყვეტილებას და აუქმებს ამ მშენებლობის ნებართვას.

_ განიხილეთ ადმ. ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმა და იმსჯელეთ


მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე.

ამოხსნა:

პირველ რიგში ვარკვევთ, საქმიანობის რომელი ფორმაა სახეზე:

_ ივარაუდება, რომ ინდაქტია სახეზე თუ სზაკ-ის მე-2 (1) მუხლის ‘’დ’’ ქვეპუნქტის
ცნების ელემენტები იქნება დაცული.

ანუ, ვიწყებთ დადგენას, მშენებლობის ნებართვა არის თუ არა ინდაქტი და,


შესაბამისად, ვიწტებთ ინდაქტის ცნების ელემენტების განხილვას.

_ კაზუსიდან ჩანს, რომ აქტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული აქვს


ადმინისტრაციულ ორგანოს, არქიტექტურის სამსახური არის საჯარო სამართლის
იურიდიული პირი, შესაბამისად, სზაკ-ის მე-2 (1) მუხლის ‘’ა’’ ქვეპუნქტის თანახმად,
საჯარო სამართლის იურიდიული პირი ორგანიზაციული გაგებით არის
ადმინისტრაციული ორგანო, ამდენად, უნდაქტის ცნების პირველი ელემენტი
სახეზეა.

_ სანებართვო სამართალი გამომდინარეობს ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ


საქართველოს კანონმდებლობიდან, რაც ადმინისტრაციული კანონმდებლობაა,
ამდენად, ინდაქტის ცნების მე-2 ელემენტიც სახზეა.

_ კაზუსიდან ჩანს, რომ სახეზეა სახელობითი აქტი - სუბიექტიც და ობიექტიც


კონკრეტიზირებულია (კონკრეტულად გიორგის ეხება ეს აქტი და მას ეძლევა
მშენებლობის ნებართვა), ვინაიდან სახელობითი აქტია სახეზე, ასეიგი სახეზეა აქტის
ინდივიდუალური ხასიათიც, ამდენად, სახეზეა ცნების მესამე ელემენტიც.
_ გადაწყვეტილება უნდა იწვევდეს სამართლებრივ შედეგს. კაზუსიდან ჩანს, რომ
სახეზეა მშენებლობის ნებართვა, რომლიც იწვევს აღმჭურველი ხასიათის
სამართლებრივ შედეგს, ამდენად, ინდაქტის ცნების მეოთხე ელემენტიც სახეზეა.

_ შუალედური დასკვნა: კაზუსიდან გამომდინარე, მშენებლობის ნებართვა სზაკ-ის


მე-2 (1) მუხლის ‘’დ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე არის ინდივიდუალურ-
ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, სახეზეა აღმჭურველი ხასიათის ინდაქტი.

ვარკვევთ ინდაქტი კანონიერია თუ უკანონო, ანუ ვამოწმებთ ფორმალური და


მატერიალური კანონიერების კრიტერიუმებს.

_ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საგნობრივად და ტერიტორიულად


უფლებამოსილმა ორგანომ - კაზუსიდან ჩანს, რომ კადაწყვეტილება მიღებული აქვს
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს და მშენებლობის ნებართვა გაცემულია
მერიის სამოქმედო ტერიტორიაზე, მაშასადამე, აღნიშნული ადმინისტრაციუი
ორგანო არის უფლებამოსილი ადმ. ორგანო მიიღოს მსგავსი გააწყვეტილება.

_ ვარკვევთ წარმოების სათანადო სახე თუა დაცული: კაზუსიდან არ ჩანს, რომელი


წარმოება ჩაატარა ადმ. ორგანომ გადაწყვეტილების მისაღებად, შესაბამისად,
ივარაუდება, რომ წარმოების სახე დაცულია.

_ ვარკვევთ დაცულია თუ არა აქტის სათანადო ფორმა: კაზუსიდან არ ჩანს რა


ფორმით გამოიცა მშენებლობის ნებართვა, მშენებლობის ნებართვა საჭიროებს
წერილობით ფორმას, შესაბამისად, ივარაუდება, რომ აქტის წერილობითი ფორმა
ადმ. ორგანოს მხრიდან დაცულია.

_ კაზუსიდან დასაბუთების ნაწილიც არ იკვეთება, შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ,


რომ აღნიშნული აქტი დასაბუთებასაც შეიცავს და ასევე მითითებულია გასაჩივრების
წესის შესახებაც.

_ ამდენად, ფორმალური კანონიერების კრიტერიუმები სახეზეა.

ვამოწმებთ მატერიალური კანონიერების კრიტერიუმებს:

_ მოქმედ კანონებთან შესაბამისობა: კაზუსიდან ჩანს, რომ არქიტექტურის


სამსახურმა მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ ეს ტერიტორია კანონქვემდებარე
ნორმატიულ აქტებში შეტანილია ისეთ ტერიტორიათა ნუსხაში, სადაც მშენებლობის
წარმოება არ შეიძლება, ამდენად, აღნიშნული მშენებლობის ნებართვა მოქმედ
კანონმდებლობას არ შეესაბამება. მატერიალური კანონიერების კრიტერიუმი
დაცული არ არის, მაშასადამე, სახეზეა უკანონო აქტი.
1
_ სზაკ-ის 60 (1) მუხლი - ‘’ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ
იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან
გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები’’, - _ კაზუსიდან ჩანს,
რომ არქიტექტურის სამსახურმა მშენებლობის ნებართვა გააუქმა, ვინაიდან უკანონო
აქტი გაუქმდა, ასეიგი მომხდარა მისი ბათილად ცნობა.

ახლა ვარკვევთ ჰქონდა თუ არა თვითონ არქიტექტურის სამსახურს ამ აქტის


გაუქმების უფლება:
1
_ სზაკ-ის 60 (3) მუხლი - ‘’ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს
მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის
შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო’’, - კაზუსიდან
ჩანს, რომ აქტი ბათილად სცნო გამომცემმა ადმ. ორგანომ, ამდენად, არქიტექტურის
სმსახურს ჰქონდა უფლება, აღნიშნული მშენებლობის ნებართვა ბათილად
გამოეცხადებინა.

ვარკვევთ ამ აქტის მიმართ გიორგის ჰქონდა თუ არა კანონიერი ნდობა:


1
_ სზაკ-ის 60 (5) მუხლი - ‘’ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ
შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე
განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი.
კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული
მხარის უკანონო ქმედება’’, - კაზუსიდან ჩანს, რომ გიორგის მშენებლობა უკვე
დაწყბული აქვს, ასეიგი, გიორგის ჰქონდა კანონიერი ნდობა ამ აქტის მიმართ.
1
_ სზაკ-ის 60 (4) მუხლი - (აუცილებლად ვწერთ ამ მუხლსაც) – ‘’ დაუშვებელია
კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა,
როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს
სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს’’, -
კაზუსიდან ჩანს, რომ აღნიშნული მშენებლობის ნებართვა ეწინააღმდეგება როგორც
სახელმწიფო, ასევე-საზოგადოებრივ ინტერესებს, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ
დაინტერესებულ მხარეს ამ აღმჭურველი აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გააჩნია,
ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს ეს აქტი გამოაცხადოს ბათილად მაგრამ
ბათილად ცნობისგან მიყენებული ზიანი გიორგის სრულად უნდა აუნაზღაურდეს.

_ კაზუსიდან ასევე ჩანს, რომ ადმ. ორგანომ აქტი ბათილად სცნო 3 თვის შემდეგ,
მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ხანდაზმულობის ვადები მხოლოდ ჩვეთვის მოქმედებს, ადმ.
ორგანო აქტს მაშინ ცნობს ბათილად, როცა წარმოიშობა ფაქტობრივი
სამართლებრივი საფუძვლები.
კაზუსი: წინა ლექციიდან

ამოხსნა:

_ იმისთვის, რომ აქტი ჩაითვალოს ინდაქტად, სზაკ-ის მე-2 (1) მუხლის ‘’დ’’
ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდაქტის ცნების ელემენტები უნდა იყოს
დაცული:

_ აქტი გამოცემული უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, სზაკ-ის მე-2 (1)
მუხლის ‘’ა’’ ქვეპუნქტის მიხედვით, თბილისის მერია არის ორგანიზაციული
გაგებით ადმინისტრაციული ორგანო, შესაბამისად, ინდაქტის ცნების პირველი
ელემენტი სახზეა.

_ აქტი გამოცეული უნდა იყოს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე,


რაც კაზუსიდან ჩანს.

_ აქტს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური ხასიათი: ესეც სახეზეა, ვინაიდან საუბარია


კონკრეტულ ობიექტზე და განსაზღვრებადია, ასევე კონკრეტულ შედეგსაც იწვევს,
ვინაიდან აქტი მიზნად ისახავს კონკრეტული კორპუსის შეკეთებას.

_შესაბამისად სზაკ-ის მე-2 (1) მუხლის ‘’დ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახეზეა


ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

_ სზაკ-ის 12 მუხლის საფუძველზე ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს


ადმინისტრაციულ ორგანოს განცხადებით მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული
საკითხის გადასაწყვეტად. შესაბამისად, ამ კორპუსის მაცხოვრებლებს უფლება
ჰქონდათ, რომ მიემართათ მერიისთვის განცხადებით.

_ სზაკ-ის 55(2) მუხლი - კაზუსიდან ჩანს, რომ მერიაში განცხადება შეიატნეს


კორპუსის მაცხოვრებლებმა, ივარაუდება, რომ განცხადება შეიტანა 50-ზე მეტმა
პირმა, ამიტომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების შესახებ
გადაწყვეტილება პირველ ხემომწერს ხელზე უნდა გადაეცეს, ხოლო
დანარჩენებისთვის ან უნდა გამოცხადდეს ან უნდა გამოქვეყნდეს - აღნიშნული
დათქმა ადმინისტრაცულმა ორგანომ არ შეასრულა, შესაბამისად: მერიის
გადაწყვეტილების ძალაში შესვლა უკავშირდება ოფიციალურად გაცნობას, ამ
კონკრეტულ შემთხვევაში პირველ ხელმომწერს ხელზე უნდა გადასცემოდა
გადაწყვეტილება, ხოლო დანარჩენებისთვს უნდა გამოქვყნებულიყო (სზაკ-ის 56
მუხლი) ან საჯაროდ გამოცხადებულიყო (სზაკ-ის 57 მუხლი)

შუალედურის საკითხების კიდევ ერთხელ განხილვა:


 თუ შეგვხვდა საჯარო ინფორმაციის კაზუსი, მივყვებით შემდეგ სქემას:

_ პირველ რიგში, უნდა ვახსენოთ საქვეყნოობის პრინციპი - მე-10 მუხლი, რომელიც


ადგენს, რომ სახელმწიფოში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ღია საჯარო ინფომაცია.

_ უნდა განვმარტოთ, რა არის საჯარო ინფორმაცია - სზაკ-ის მე-2 (1) მუხლის ‘’მ’’
ქვეპუნქტის მიხედვით.

_ ვინაიდან საჯარო ინფორმაცია არსებობს საჯარო დაწესებულებაში, ვარკვევთ


სახეზეა თუ არა საჯარო დაწესებულება, სზაკ-ის 27 (1) ‘’ა’’ მუხლის მიხედვით ცნებას
როცა დავწერთ, უნდა განვმარტოთ სუბიექტი - ანუ რომელი საჯარო დაწესებულებაა
სახეზე: ადმინისტრაციული ორგანოა სახეზე თუ კერძო სამართლის იურიდიული
პირი, რომელიც ფინანსდებ სახელმწიფოს მხრიდან.

_ ვარკვევთ ვინ მოითხოვა საჯარო ინფორმაცია და ჰქონდა თუ არა ამის უფლება


სზაკ-ის 37 მუხლის მიხედვით.

_ სზაკ-ის 28 მუხლის მიხედვით ვწერთ, რომ არსებობს ღია და დახურული საჯარო


ინფორმაცია. კაზუსში რამდენიმე ინფორმაცია იქნება მოთხოვნილი, ამიტომ
თითოეული ცალ-ცალკე უნდა განვიხილოთ ხომ არ გაიცა ისეთი ინფორმაცია,
რომელიც არ უნდა გაცემულიყო, ან პირიქით, უნდა გაცემულიყო და რომელი
მუხლის საფუძვეელზე, ასევე კანონიერია თუ არა საჯარო დაწესებულების პასუხი
ინფორმაციის გაცემის მოთხოვნაზე.

_ ვადები: ინფორმაციის გაცემის ვადა არის 40 მუხლი, ინფორმაციის გაცემაზე უარის


ვადა არის 41 მუხლი. თუ ნაწილი გაიცა ნაწილი- არა, ორივე მუხლს ვწერთ.
(ინფორმაციის გაცემის საგამონაკლისო ვადას თუ გამოვიყენებთ, ვასაბუთებთ,
რომელი გამონაკლისის საფუძველზე).

_ გასაჩივრების წესი სზაკ-ის 47 მუხლი.


 დაპირება თუ ინდაქტი:

_ თუ კაზუსში დაინტერესებულმა ორგანომ კონკრეტული უფლება მიანიჭა


დანტერესებულ მხარეს, მაგალითად, მომცა უკვე მშენებლობის ნებართვა, სახეზე
იქნება ინდაქტი, ხოლო თუ მომავალში მპირდება უფლების მინიჭებას, სახეზე იქნება
დაპირება.

 დაპირების კაზუსის სქემა:

_ პირველ რიგში, უნდა განვმარტოთ, რა არის ადმინისტრაციული ორგანო სზაკ-ის 2


(1) მუხლის ‘’ა’’ ქვეპუნქტის მიხედვით. ასევე უნდა დაკონკრეტდეს ორგანიზაციული
გაგებით ადმინისტრაციულ ორგანოს ვეხებით თუ ფუნქციური გაგებით
ადმინისტრაციულ ორგანოს.

_ შემდეგ ვწერთ, რომ ნებისმიერ პირს აქვს უფლება განცხადებით მიმართოს


ადმინისტრაციულ ორგანოს და ის არის სზაკ-ის 12 მუხლი.

_ შემდეგ ვწერთ სზაკ-ის 9 მუხლს, ვადგენთ ფორმა თუა დაცული. ჩვენ ვიცით, რომ
დაპირება მხოლოდ წერილობითი ფორმითაა ნამდვილი დაპირება, ამიტომ თუ
წერილობითი ფორმითაა დადებული, ვწერთ, რომ დაპირება სახეზეა, თუ ზეპირია,
მაშინ-არა.

_ დაპირება იწვევს კანონიერ ნდობას. კანონიერი ნდობა 60 პრიმა 1 -ის (5) ნაწილით
გულისხმობს იურიდიული მნიშვნელობის მოქმედების განხორციელებას. თუ
კანონიერი ნდობა სახეზეა, ადმ. ორგანო ვალდებულია შეასრულოს დაპირება, ხოლო
თუ დაპირების მიმართ კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოებებია სახეზე
(სზაკ-ის 9 მუხლით განსაზღვრული), ადმ. ორგანო გაცემულ დაპირებას არ
შეასრულებს.

 აქტის კაზუსის ამოხსნის სქემა:

_ პირველ რიგში, ვდგენთ საქმიანობის რომელი სამართლებრივი ფორმაა სახეზე.


ვვარაუდობთ, რომ ინდაქტია სახეზე თუ სზაკ-ის 2 (1) ‘’დ’’ მუხლის ცნების
ელემენტებია სახეზე:

1) ვადგენთ ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოსცა თუ არა ინდაქტი და


ვიხილავთ ადმინისტრაციული ორგანოს ტერმინს სზაკ-ის 2 (1) ‘’ა’’ მუხლის
შესაბამისად.
2) ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს
ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე
3) ვადგენთ აქვს თუ არა მიღებულ გადაწყვეტილებას ინდივიდუალური
ხასიათი.
4) ვადგენთ, იწვევს თუ არა სამართლებრივ შედეგს აღნიშნული
გადაწყვეტილება. თუ უფლებისმიმნიჭებელი შედეგი დგება, ვწერთ მე-2
მუხლიდან ტერმინთა განმარტებაში აღმჭურველი აქტის ცნებას.

_ თუ ეს ცნების ელემენტები სახეზეა, ვწერთ შუალედურ დასკვნას, რომ


ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოსცა ინდივიდუალურ ადმინისტრაციული
სამართლებრივი აქტი.

_ შემდეგ ვიხილავთ აქტის კანონიერების კრიტერიუმებს, კერძოდ, ფორმალური და


მატერიალური კანონიერების კრიტერიუმებს.

_ პირველ რიგში განვიხილავთ ფორმალური კანონიერების კრიტერიუმებს:

1) აქტი უნდა გამოსცეს საგნობრივად და ტერიტორიულად უფლებამოსილმა


ადმინისტრაციულმა ორგანომ, ამიტომ ვადგენთ უფლებამოსილი ორგანოს
მიერაა თუ არა აქტი გამოცემული.
2) წარმოების სათანადო სახე უნდა იყოს დაცული - ეს ჯერ არ გაგვივლია,
ამიტომ ვწერთ, რომ კაზუსიდან არ იკვეთება რომელი წარმოება ჩაატარა
ადმინისტრაციულმა ორგანომ, ამიტომ ივარაუდება, რომ წარმოების სახე
დაცულია.
3) აქტის სათანადო ფორმა - შეიძლება ესეც არ გამოჩნდეს კაზუსში, მაგალითად,
ვწერთ, რომ კაზუსიდან არ ჩანს, რომელი ფორმაა დაცული, ამიტომ
ივარაუდება, რომ წერილობითი ფორმაა სახეზე.
4) დასაბუთება - თუ ესეც არ გამოჩნდება, მივაწერთ, რომ ივარაუდება, რომ
დაცულია.

_ დასკვნა: ფორმალური კანონიერების კრიტერიუმები დაცულია და ვიწყებთ


მატერიალური კანონიერების კრიტერიუმების განხილვას:

1) აქტის შინაარსი წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს საქართველოს


კანონმდებლობასთან. თუ მატერიალური კანონიერების ეს კრიტერიუმი
დარღვეული იქნება, სახეზე იქნება უკანონო აქტი - მისი გაუქმება ხდება ანუ
ბათილობა (რადგან თავიდანვე უკანონო იყო ვიყენებთ 60 პრიმა 1-ს, თუ
კანონიერი იქნება, ძალადაკარგულად გამოცხადდება და 60 მუხლი გვინდა.)
2) ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს აქტის ბათილად ან
ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება. მაგალითად, ბათილობის
შემთხვევაში 601 მუხლის 3 ნაწილი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ
ორგანოს ანიჭებს ამ აქტის გაუქმების უფლებას და ვარკვევთ ვინ გააუქმა აქტი.
3) ვარკვევთ აღმჭურველი აქტის ბათილობა ხომ არ მოხდა, თუ კი მაშინ ვიყენებთ
601 მე-4 ნაწილს და ვარკვევთ დაინტერესებულ პირს ამ აქტის მიმართ ჰქონდა
თუ არა კანონიერი ნდობა სზაკ-ის 601 მეხუთე ნაწილით, ვარკვევთ ხომარაა
სახეზე ამ ნდობის მიმართ კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება,
სახეზე ხომ არაა დაინტერესებული მხარის უკანონო მოქმედება. თუ ეს
გარემოება სახეზე არაა და აქტის ბათილობა მაინც მოხდა, გავდივართ ზიანზე
და ბათილობის შემთხვევაში ვიყენებთ: 60 1 მუხლის მეექვსე ნაწილს. თუ
კანონიერი აქტი გაუქმდება, სახეზე იქნება აქტის ძალადაკარგულად
გამოცხადება და აქ ზიანის შემთხვევაში ვიყენებთ 61 მუხლს.
4) ზიანის ნაწილი ზემოთ მოცემული წესის მიხედვით.

_ თუ კანონიერი აქტი გაუქმდა, ანუ ძალადაკარგულად გამოცხადდა აქტი, ვიყენებთ


61 (1) მუხლს, ვარკვევთ, იყო თუ არა უფლებამოსილი კონკრეტული ადმ. ორგანო,
ძალადაკარგულად გამოეცხადებინა ეს აქტი.

_ თუ აღმჭურველი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება ხდება ვარკვევთ 5


გამონაკლისიდან რომელია სახეზე, ეს გამონაკლისები 61 (2) მუხლშია.

_ აღმჭურველი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების ზიანის ნაწილში ვიყენებთ


სზაკ-ის 61 (4) მუხლს.

კაზუსი: აქტის ბათილობაზე

_ ივარაუდება, რომ სახეზეა ინდაქტი, ვამოწმებთ ინდაქტის ცნების ელემენტებს


სზაკ-ის 2 (1) მუხლის ‘’დ’’ ქვეპუნქტის მიხედვით:

1) ვამოწმებთ ინდაქტი გამოცემულია თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ


სზაკ-ის 2 (1) მუხლის ‘’ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, კაზუსიდან ჩანს, რომ
ინდაქტი გამოსცა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ, ვინაიდან
სამინისტრო სახელმწიფო ორგანოა, შესაბამისად, სახეზეა ორგანიზაციული
გაგებით ადმინისტრაციული ორგანო.
2) ვამოწმებთ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზეა თუ არა
მიღებული ეს გადაწყვეტილება. ეს კრიტერიუმიც დაკმაყოფილებულია.
3) ვამოწმებთ ინდივიდუალური ხასიათი სახეზეა თუ არა, ამ შემთხვევაში ეს
კრიტერიუმიც დაცულია, სახელობითი აქტია სახეზე, სუბიექტიც და
ობიექტიც სახეზეა, ამიტომ აქტის ინდივიდუალური ხასიათიც სახეზეა.
4) მხარეზე ზემოქმედების მიხედვით, სახეზეა აღმჭურველი ინდაქტი.

_ შუალედური დასკვნა: ინდაქტის ცნების ელემენტები დაკმაყოფილებულია,


შესაბამისად სახეზეა ინდაქტი.

_ ვამოწმებთ ფორმალური და მატერიალური კანონიერების კრიტერიუმებს, პირველ


რიგში განვიხილავთ ფორმალური კანონიერების კრიტერიუმებს:

1) აქტი უნდა გამოსცეს საგნობრივად და ტერიტორიულად უფლებამოსილმა


ადმინისტრაციულმა ორგანომ, ამიტომ ვადგენთ უფლებამოსილი ორგანოს
მიერაა თუ არა აქტი გამოცემული, კაზუსიდან ჩანს, რომ ლტოლვილთა და
განსახლების სამინისტრო როგორც ტერიტორიულად, ასევე საგნობრივად,
უფლებამოსილი ორგანოა, გამოსცეს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის
თაობაზე, ამიტომ ეს კრიტერიუმი დაცულია.
2) წარმოების სათანადო სახე უნდა იყოს დაცული - ეს ჯერ არ გაგვივლია,
ამიტომ ვწერთ, რომ კაზუსიდან არ იკვეთება რომელი წარმოება ჩაატარა
ადმინისტრაციულმა ორგანომ, ამიტომ ივარაუდება, რომ წარმოების სახე
დაცულია.
3) აქტის სათანადო ფორმა - არც ეს ჩანს, ვწერთ, რომ კაზუსიდან არ ჩანს, რომელი
ფორმაა დაცული, ამიტომ ივარაუდება, რომ წერილობითი ფორმაა სახეზე.
4) დასაბუთება - ივარაუდება, რომ დაცულია.

_ შუალედური დასკვნა: ვინაიდან ფორმალური კანონიერების კრიტერიუმები


დაცულია, ვამოწმებთ მატერიალური კანონიერების კრიტერიუმებს:

1) აქტის შინაარსი წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს საქართველოს


კანონმდებლობასთან - კაზუსიდან ჩანს, რომ მინისტრის შესაბამისი
ნორმატიული აქტით გიორგის უნდა წარედგინა 2 დოკუმენტი ერთობლივად:
დევნილის სტატუსის მოწმობა და საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში არ
ქონის დამადასტურებელი დოკუმნტი, რეალური ფაქტობრივი გარემოებები კი
ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, ვინაიდან გიორგის საცხოვრებელი ფართი
აქვს საკუთრებაში, მაშასადამე, შემწეობის დანიშვნის აქტი ეწინააღმდეგება
კანონმდებლობას.
_ მატერიალური კანონმდებლობის კრიტერიუმები დარღვეულია, შესაბამისად, უნდა
1
მოხდეს აქტის ბათილობა სზაკ-ის 60 (1) მუხლის მიხედვით:
1
_ სზაკ-ის 60 (1) მუხლის მიხედვით, აქტი ეწინააღმდეგება კანონდებლობას,
შესაბამისად, იგი ბათილია.

_ ვამოწმებთ, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს აქტის ბათილად


გამოცხადების უფლება - კაზუსიდან ჩანს, რომ აქტი გამოსცა ლტოლვილთა და
განსახლების სამინისტრომ და მოგვიანებით, თავადვე გააუქმა, შესბამისად, - სზაკ-ის
1
60 (3) მუხლის თანახმად, სამინისტროს უფლება ჰქონდა, შემწეობის დანიშვნის
შესახებ აქტი ბათილად ეცნო.

_ ვარკვევთ აღმჭურველი აქტის ბათილობა ხომ არ მოხდა: კაზუსიდან ჩანს, რომ


1
მოხდა აღმჭურველი აქტის ბათილად ცნობა, სზაკ-ის 60 (4) მუხლის მიხედვით,
უნდა გავარკვიოთ, რამდენად ჰქონდა, ადმ. ორგანოს აქტის ბათილად ცნობის
1
უფლება და გიორგის ჰქონდა თუ არა კანონიერი ნდობა სზაკ-ის 60 (5) მუხლის
მიხედვით. ის, რომ გიორგი 3 თვის მანძილზე შემწეობას იღებდა, ნიშნავს, რომ
კანონიერი ნდობა ჰქონდა, მაგრამ ამავე მუხლით, ვარკვევთ, მხარის უკანონო
მოქმედება ხოარაა სახეზე, ანუ კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება.
ვინაიდან კაზუსიდან სახეზეა გიორგის უკანონო მოქმედება, მას შემწეობის
დანიშვნის აქტის მიმართ კანონიერი ნდობა არ გააჩნია. (ზიანის ანაზღაურებასაც ვერ
მოითხოვს, ვინაიდან სახეზე იყო კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება)

დასკვნა: ამდენად, ადმ. ორგანოს ჰქონდა უფლება, შემწეობის დანიშვნის აქტი ეცნო
1
ბათილად სზაკ-ის 60 მუხლის 1, 3, 4 5, ნაწილების საფუძველზე.

იგივე კაზუსი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებაზე:


დავუშვათ, იგივე კაზუსია სახეზე, უბრალოდ, ჩავთვალოთ, რომ გიორგი ორივე
კრიტერიუმს აკმაყოფილებდა: დევნილიცაა და არც საკუთრებაში ჰქონდა ფართი,
მინისტრმა კი შემწეობის დანიშვნაზე გამოსცა აქტი. 3 თვის შემდეგ გიორგიმ შეიძინა
საცხოვრებელი ფართი და დამალა ეს ინფორმაცია. მიუხედავად გიორგის
მცდელობისა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ მაინც გაიგო გიორგის
საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესახებ და შემწეობის დანიშვნის
შესახებ აქტი გააუქმა.

ამოხსნა:

_ აქტის გამოცემის მომენტში აქტი კანონთან წინააღმდეგობაში არ მოდიოდა, ამიტომ


კანონიერი აქტი გამოსცა ადმ. ორგანომ, მაგრამ მომავალში წარმოიშვა ისეთი
ახლადაღმოჩენილი გარემოება, რომელმაც საფუძველი დაუდო ამ აქტის გაუქმებას.
ამის გამო რომ აქტი ძალადაკარგულად გამოცხადდეს, ორი წინაპირობა უნდა იყოს
სახეზე:

1) ახლადაღმოჩენილი გარემოება უნდა უკრძალავდეს ადმინისტრაციულ


ორგანოს მსგავსი შინაარსის ინდაქტის გამოცემას - თუ გიორგის უკვე აქვს
საკუთრებაში ფართი, მინისტრის ბრძანება, უკვე უკრძალავს ადმ. ორგანოს
მისთვის შემწეობის დანიშვნას.
2) ეს აქტი მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი უნდა იყოს როგორც სახელმწიფო,
ასევე-საზოგადოებრივი ინტერესებისთვის - სახელმწიფო ზიანიც სახეზეა -
კანონთანწინააღმდეგობაშია ეს ახლადაღმოჩენილი გარემოება და
საზოგადოებრივი ზიანიც სახეზეა- შემწეობა ენიშნება პირს, რომელსაც ეს არ
ეკუთვნის.

_ შესაბამისად, ადმ ორგანოს უფლება აქვს აქტი გამოაცხადოს ძალადაკარგულად.

_ სზაკ-ის 61 (1) - ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს უფლება ჰქონდა, აქტი


ძალადაკარგულად გამოეცხადებინა.

_ სზაკ-ის 61 (2) მუხლის ‘’ე’’ ქვეპუნქტი - კაზუსიდან სახეზეა ახლადაღმოჩენილი


გარემოება, რომელიც საფუძვლად დაედო შემწეობის დანიშვნის აქტის გაუქმებას.

_ სზაკ-ის 61 (4) მუხლი - კაზუსიდან ჩანს, რომ აღმჭურველი აქტი ძალადაკარგულად


გამოცხადდა და მისი გაუქმების საფუძველი იყო სზაკ-ის 61 (2) მუხლის ‘’ე’’
ქვეპუნქტი, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ დაინტერესებულ მხარეს არ
გააჩნია კანონიერი ნდობა, ვინაიდან მან დამალა ინფორმაცია მის საკუთრებაში
ახლად შეძენილი საცხოვრებელი ბინის არსებობის შესახებ, ამიტომ მას ზიანის
ანაზღაურების უფლება არ ექნება.

კაზუსი:
_ სზაკ-ის 12 მუხლის საფუძველზე ნებისმიერ პირს აქვს უფლება, ადმინისტრაციულ
ორგანოს მიმართოს განცხადებით მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის
გადასაწყვეტად - კაზუსიდან ჩანს, რომ ლაშამ განცხადებით მიმართა
ადმინისტრაციულ ორგანოს.

_ სზაკ-ის 2 (თ) მუხლის მიხედვით, განცხადება არის დაინტერესებული მხარის


წერილობითი მოთხოვნა გარკვეული უფლების მოსაპოვებლად - კაზუსიდან ჩანს,
რომ ლაშა ითხოვს შემწეობის დანიშვნას და წარდგენილი აქვს განცხადება, ვარკვევთ
არის თუ არა ლაშა დაინტერესებული მხარე:

_ სზაკ-ის 2 (ბ) მუხლის მიხედვით, დაინტერესებული მხარე არის ‘’ნებისმიერი


ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან
დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე
რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება’’ -
ლაშა არის დაინტერესებული მხარე, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს
გადაწყვეტილება უშუალოდ მას შეეხება.

_ სზაკ-ის 76 (1) მუხლის ‘’ა’’ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დაინტერესებული


მხარის მიერ განცხადების წარდგენა ადმინისტრაციული წარმოების დაწყვების
საფუძველია, შესაბამისად, ლაშას მხრიდან განცხადების წარდგენა გახდა
ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი. ///ვარკვევთ რა არის
ადმინისტრაციული წარმოება:

_ სზაკ-ის მე-2 (კ) მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული წარმოება არის


‘’ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის
გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების
ან გაუქმების მიზნით’’. შემდეგ ვარკვევთ რა სახის ადმინისტრაციული წარმოებები
არსებობს:

_ სზაკ-ის 72 (1) მუხლის მიხედვით, არსებობს 3 სახის: მარტივი, ფორმალური და


საჯარო წარმოება. ვარკვევთ წარმოების რომელი სახე გამოიყენება კონკრეტულ
შემთხვევაში:

_ სზაკ-ის 72 (2) მუხლის მიხედვით, ‘’თუ კანონი არ ითვალისწინებს სხვა სახის


ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებას, ადმინისტრაციული ორგანო
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამზადებს მარტივი
ადმინისტრაციული წარმოების წესით’’ - მოცემულ შემთხვევაში, ლაშას განცხადების
საფუძველზე, დაიწყება მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, რადგან
კანონმდებლობა ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული წარმოების სახეს არ
ადგენს.

_ ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაატარა მარტივი ადმ. წარმოება და ლაშა


მაღრაძეს დაენიშნა შემწეობა, შესაბამისად, წარმოების შედეგად და კოდექსის მე-2
მუხლის 1 ნაწილის კ ქვეპუნქტის, წარმოების ტერმინის მიხედვით, რაც წარმოების
შედეგებსაც მოიცავს, ივარაუდება, რომ შემწეობის დანიშვნა - ესაა ინდაქტი თუ სზაკ-
ის მე-2 მუხლის 1 ნაწილის ‘’დ’’ ქვეპუნქტის ყველა ელემენტი იქნება სახეზე.

_ ვიწყებთ ინდაქტის ცნების ელემენტების განხილვას:

1). გადაწყვეტილება მიღებული უნდა ჰქონდეს ადმინისტრაციულ ორგანოს - სზაკ-ის


მე-2 (1) მუხლის ‘’ა’’ ქვეპუნქტის მიხედვით, ‘’ყველა სახელმწიფო ან
მუნიციპალიტეტის ორგანო/დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი
(გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა
პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო
სამართლებრივ უფლებამოსილებებს არის ადმინისტრაციული ორგანო’’ - კაზუსიდან
ჩანს, რომ გადაწყვეტილება მიღებული აქვს ჯანდაცვის სამინისტროს სოციაური
მომსახურების სააგენტოს, რომელიც არის სსიპ და ახორციელებს საჯარო
უფლებამოსილებას, შესაბამისად, ეს ორგანო იქნება ორგანიზაციული გაგებით
ადმინისტრაციული ორგანო და ინდაქტის ცნების 1 ელემენტი სახეზეა.
2). მიღებული გადაწყვეტილება უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული
კანონმდებლობიდან - კაზუსიდან ჩანს, რომ გადაწყვეტილება ეხება შემწეობის
დანიშვნას, რომელიც საჯარო კანონმდებლობით რეგულირდება, შესაბამისად, ეს
კრიტერიუმიც დაცულია.

3). გადაწყვეტილებას უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური ხასიათი - კაზუსიდან ჩანს,


რომ კონკრეტულ სუბიექტს შეეხება მიღებული გადაწყვეტილება, კერძოდ, ლაშას,
შესაბამისად, სახეზეა სახელობითი აქტი.

4). გადაწყვეტილება უნდა იწვევდეს სამართლებრივ შედეგს - კაზუსიდან ჩანს, რომ


ლაშას გარკვეული უფლება მიენიჭა, შესაბამისად, მხარეზე ზემოქმედების ხასიათის
მიხედვით, სახეზეა აღმჭურველი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული
სამართლებრივი აქტი.

_ შემდეგ ეტაპზე უნდა განვიხილოთ აქტის ფორმალური და მატერიალური


კანონიერების კრიტერიუმები.

_ ჯერ განვიხილავთ საქმიანობის სამართლებრივი ფორმის დასაშვებობის


კრიტერიუმს: კაზუსიდან ჩანს, რომ სოციალური დახმარების დასანიშნად
სოციალურმა სააგენტომ შეარჩია ინდაქტის ფორმა, რაც სწორი გადაწყვეტილებაა.

_ ფორმალური კანონიერების კრიტერიუმები:

1). გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უფლებამოსილმა ადმ. ორგანომ,

2). წარმოების სათანადო სახე უნდა იქნას დაცული - მარტივი წარმოება უნდა
ჩატარებუიყო და ჩატარდა კიდეც, შესაბამისად, ეს კრიტერიუმიც დაცულია.

3). აქტის ფორმა უნდა იყოს დაცული - ივარაუდება, რომ წერილობითი ფორმა
დაცულია.

4). აქტი უნდა შეიცავდეს სათანადო დასაბუთებას - ივარაუდება, რომ სათანადო


დასაბუტებას შეიცავს აქტი.

_ მატერიალური კანონიერების კრიტერიუმები:

/// კაზუსიდან ჩანს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტომ გააუქმა შემწეობის


დანიშვნის აქტი, შესაბამისად, ვადგენთ გაუქმებით აქტის ბათილობა მოხდა თუ
ძალადაკარგულად გამოცხადება-ანუ გაუქმებამდე კანონიერი გადაწყვეტილება იყო
სახეზე თუ უკანონო ///

_ კაზუსიდან ჩანს, რომ შემწეობის დანიშვნის მომენტში ლაშას იგი ეკუთვნოდა, ანუ
აქტი გამოცემის მომენტში კანონიერი იყო შესაბამისად, სახეზეა კანონიერი აქტი,
რომლის შემდგომში გაუქმებაც მოხდა, ანუ მომხდარა აქტის ძალადაკარგულად
გამოცხადება. /// P.S -> აქტი თავიდან კანონიერი და მერე უკანონო ვერ იქნება - ჩვენ
ვადგენთ აქტის გამოცემის მომენტში კანონიერი იყო თუ არა, მერე შეიძლება
წარმოიშვას რაიმე გარემოება, რომელიც შექმნის ამ აქტის გაუქმების
(ძალადაკარგულად გამოცხადების ან ბათილობის) საფუძველს ///

_ აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებას არეგულირებს სზაკ-ის 61 (1) მუხლი: აქტის


ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ
ორგანოს, კაზუსიდან ჩანს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტომ გამოსცა
შემწეობის დანიშვნის შესახებ აქტი და მანვე გააუქმა. ვინაიდან აქტის გამოცემა
ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოების გარეშე არ შეუძლია, შემწეობის დანიშვნის
გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად და აქტის გამოსაცემად,
ადმინისტრაციულ ორგანოს ჩაუტარებია წარმოება, კონკრეტულად მარტივი
ადმინისტრაციული წარმოება (მე-6 თავის შესაბამის მუხლებს ვუთითებთ).

_ კაზუსიდან ჩანს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო იწყებს მარტივ


ადმინისტრაციულ წარმოებას შემწეობის გაუქმების მიზნით, ვინაიდან შემწეობის
დანიშვნის აქტის გამოცემაც მარტივი ადმინისტრრაციული წარმოებით მოხდა, მისი
გაუქმებაც ამგვარი წარმოების გზით მოხდება.

_ სზაკ-ის 2 მუხლის ‘’კ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული წარმოების


შედეგი შეიძლება იყოს აქტის გამოცემა, ხელშეკრულების დადება/გაუქმება ან
საჩივრის განხილვა, კაზუსიდან ჩანს, რომ გამოიცა შემწეობის გაუქმების აქტი,
ვინაიდან შემწეობის დანიშვნა კანონიერი აქტი იყო, მისი გაუქმება გულიხსმობს
ძალადაკარგულად გამოცხადებას. ვინაიდან სახეზე იყო უფლებისმიმნიჭებელი აქტი,
ვარკვევთ რა საფუძვლით მოხდა მისი ძალადაკარგულად გამოცხადება:

_ სზაკ-ის 61 მუხლის 2 ნაწილის ‘’ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახეზეა


ახლადაღმოჩენილი გარემოება, რაც აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების
საშუალებას იძლევა.

_ კაზუსიდან ჩანს, რომ ლაშა გადაწყვეტილებას იგებს მოგვიანებით და ზემდგომ


ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართავს საჩივრით, რადგან ის არ იყო შემწეობის
გაუქმების პროცესში ჩართული და ითხოვს შემწეობის გაუქმების აქტის ბათილობას.

საჩივართან დაკავშირებით უნდა ვუპასუხოთ შემდეგ კითხვებს (ნებისმიერ კაზუსში)

1). ვარკვევთ რა არის საჩივარი - სზაკ-ის მე-2 მუხლის ‘’ი’’ ქვეპუნქტის მიხედვით.

2). ვინ წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი და ჰქონდა თუ არა მას ამის უფლება
- ესეც წერია საჩივრის ცნებაში სზაკ-ის 2 (ი) მუხლში, რომ დაინტერესებულ მხარეს
აქვს საჩივრის შეტანის უფლება - ამ შემთხვევაში ვარკვევთ ლაშა არის თუ არა
დაინტერესებული პირი, ვინაიდან სოციალური დახმარება უშუალოდ ლაშა
მაღრაძეს გაუქმეს, ის იქნება დაინტერესებული მხარე, მასზე ახდენს ეს
გადაწყვეტილება გავლენას.

3). ვარკვევთ სად გასაჩივრდა გადაწყვეტილება - საჩივარს იხილავს ზემდგომი


თანამდებობის პირი, თუ ასეთი პირი არ გვყავს, მაშინ - ზემდგომი
ადმინისტრაციული ორგანო. - კაზუსიდან ჩანს, რომ შემწეობის დანიშვნის აქტი
სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერაა გაუქმებული და ლაშამ საჩივრით
მიმართა მის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს, მერიას, რაც სწორია სზაკ-ის
ცნებიდან გამომდინარე.

4) ვარკვევთ, რა გაასაჩივრა დაინტერესებულმა მხარემ - კაზუსიდან ჩანს, რომ ლაშა


ასაჩივრებს შემწეობის დანიშვნის გაუქმების შესახებ გამოცემულ აქტს და ითხოვს მის
ბათილად ცნობას. საჩივრის ცნებიდან გამომდინარე, ინდაქტის ბათილად
ცნობისთვის საჩივრის წარდგენის უფლება დაინტერესებულ მხარეს გააჩნია. თუ
შემწეობის აქტის გაუქმების ბათილად ცნობა მოხდება, ლაშას დაუბრუნდება
შემწეობა.

5) ვმსჯელობთ უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა საჩივარი: უნდა განვიხილოთ


კანონიერად მიიღო თუ არა გადაწყვეტილება ადმინისტრაციულმა ორგანომ, ანუ
შემწეობის ძალადაკარგულად გამოცხადების აქტი თუ უკანონოდ იქნება
გამოცებული, ლაშას მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

ვამოწმებთ ფორმალური კანონიერების კრიტერიუმებს:

_ შემწეობის აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება


მიიღო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელიც როგორც საგნობრივად,
ისე-ტერიტორიულად არის უფლებამოსილი ორგანო.

_ საჭიროა დაცული იყოს წარმოების სათანადო სახე, კაზუსიდან ჩანს, რომ


ადმინისტრაციულმა ორგაომ ჩაატარა მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, ანუ
დაიცვა წარმოების სათანადო ფორმა. თუმცა ყურადღება უნდა მივაქციოთ შემწეობის
აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების პროცესში დაარღვია თუ არა წარმოების
წესები.

_ სზაკ-ის 13, 95 მუხლების გათვალისწინებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ


წარმოების პროცესში დაარღვია წარმოების სათანადო წესები, კერძოდ
დაინტერესებული მხარე არ ჩართო წარმოების პროცესში.

_ სზაკ-ის 60 პრიმა 1 ის 1 ნაწილის მიხედვით, აქტი ბათილია, თუ იგი


ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან
გამოცემისწესები.
_ სზაკ-ის 60 პრიმა 1 ის 2 ნაწილის მიხედვით, მომზადება გამოცემის ისეთი წესი არ
უნდა იყოს დარღვეული, რომლის არსებობისას ადმინისტრაციული ორგანო
სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა. - ლაშა რომც ჩაერთო ადმინისტრაციულ
ორგანოს შემწეობის დანიშვნის ძალადაკარგულად გამოცხადების პროცესში,
გადაწყვეტილება მაინც არ შეიცვლებოდა, შესაბამისად,

დასკვნა: დარღვეული კია აქტის მომზადება-გამოცემის წესები, მაგრამ ბათილობის


შედეგი ვერ დგება, ვინაიდან ისეთი წესები არაა დარღვეული, რომელიც მიღებულ
გადაწყვეტილებაზე მოახდენდა გავლენას, შესაბამისად, ლაშას საჩივარი არ
დაკმაყოფილდება.

_ ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უარი


უნდა ეთქვას დაინტერესებულ მხარეს ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

_ კაზუსიდან სახეზეა საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შედეგი, სზაკ-ის 202


მუხლის მიხედვით, საჩივრარზე გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდაქტს. (საჩივარს
შემდეგ ლექციაზე ახსნის, ეს მოკლედ გვითხრა).

 საორიენტაციო მუხლები: ნებისმიერ წარმოების კაზუსში - სზაკ-ის 12 მუხლი,


განცხადების, განმცხადებლის ცნება, დაინტერესებული მხარის ცნება,
განცხადების წარდგენა რომ წარმოების დაწყების საფუძველია, რა და რა სახის
წარმოება არსებობს, წარმოების ცნება, წარმოების შედეგად რა მოხდა, აქტის
ცნების ელემენტები, აქტის კანონიერების კიტერიუმები, თუ მეორე
წარმოებაცაა სახეზე, რის საფუძველზე დაიწყო მეორე წარმოება, რაც შეეხება
საჩივარს, ვმსჯელობთ საჩივრის ცნებაზე, ვის აქვს საჩივრის წარდგენის
უფლება, სად უნდა იქნეს წარდგენილი ადმ. საჩივარი, რას ასაჩივრებს
დაინტერესებული მხარე-ცნებიდან აქტს თუ რეალაქტს, რა მოთხოვნის
დაყენების უფლება აქვს დაინტერესებულ მხარეს - აქტის შეცვლა, ბათილობა
ან ახლის გამოცემა. საჩივრის ფარგლებში დასკვნის გასაკეთებლად, უნდა
განვიხილოთ იმ აქტის კანონიერების კრიტერიუმები, რომელსაც
დაინტერესებული მხარე ასაჩივრებს, თუ აღმოჩნდება, რომ აქტი უკანონოა,
საჩივარი დაკმაყოფილდება, თუ აქტი კანონიერია არ დაკმაყოფილდება.

Good Luck All ! ☆

You might also like