You are on page 1of 4

1- საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელმა საჯარო დაწესებულების შინაგანაწესის

დამტკიცებამდე 2 კვირით ადრე პროექტი წარუდგინა საჯარო მოსამსახურეებს


გაცნობისა და მასში შენიშვნებისა და წინადადებების შეტანის მიზნით .
მოსამსახურეები გაეცნენ შინაგანაწესს და კანონით დადგენილ ვადაში
წარადგინეს შესაბამისი წინადადებები. დამტკიცებისთანავე აღნიშნული
განთავსებულ იქნა ღიად ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას.
მოსამსახურეების მიერ მოხდა შინაგანაწესის გაცნობა და დადგინდა , რომ მათ
მიერ წარდგენილი წინადადებები არ იქნა გათვალისწინებული. საჯარო
მოსამსახურებმა მიმართეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს . სწორად
მოიქცნენ თუ არა საჯარო მოსამსახურეები? სწორი გადაწყვეტილება მიიღო თუ არა
საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელმა?

კაზუსის ფაბულიდან ირკვევა, რომ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელნა საჯარო


დაწესებულების შინაგანაწესის დამტკიცებამდე 2 კვირით ადრე პროექტი წარუდგინა
საჯარო მოსამსახურეებს რათა ისინი გაცნობოდნენ მას და შეეტანათ მასში შენიშვნები .
აღსანიშნავია, რომ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილებას
განეკუთვნება შინაგანაწესის დამტკიცება, თუმცა მის შემუშავებაში მონაწილეობა –
ნებისმიერი დასაქმებულის უფლებაცაა. დამტკიცებამდე ორი კვირით ადრე ,
შინაგანაწესის პროექტი უნდა გაეცნოს საჯარო დაწესებულების ყველა თანამშრომელს .
საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 123-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად. კანონით,
ასევე, გათვალისწინებულია საჯარო დაწესებულების მოხელეთა პროფესიული
გაერთიანებისათვის, მისი არსებობის შემთხვევაში, შინაგანაწესის გაცნობის
ვალდებულება. მოხელეთა პროფესიულ გაერთიანებას შინაგანაწესის ასლი ეგზავნება
მისი დამტკიცების შემდგომ. კაზუსის მიხედვით კი აღნიშნული შინაგანაწესი იმის შემდგომ
რაც მას გაეცნენ მოსამსახურეები განთავსდა ღიად ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას
და კანონით, ასევე, გათვალისწინებულია მოხელეებისათვის შინაგანაწესის გაცნობის
ვალდებულება. ნებისმიერ მოხელეს, რომელიც სამსახურს იწყებს საჯარო
დაწესებულებაში, უნდა ეცნობოს შინაგანაწესის არსებობისა და მისი შინაარსის შესახებ ,
რასაც ის ხელმოწერით ადასტურებს. გარდა ამისა, დაინტერესების შემთხვევაში ,
მოხელისათვის შინაგანაწესი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერ დროს . როგორც
წესი, აღნიშნული ფუნქციის შესრულება უნდა უზრუნველყოს საჯარო დაწესებულების
ადამიანური რესურსების მართვის ერთეულმა, მას შემდეგ რაც მოხელე ფიცით
დაადასტურებს საჯარო სამსახურში შემოსვლას. შემდეგ, კაზუსიდან ირკვევა , რომ
მოსამსახურეები გაეცნენ შინაგანაწესს და შენიშნეს რომ მათ მიერ წარდგენილი
შენიშვნები არ ყოფილა გათვალისწინებული- რაც შესაბამისს შემთხვევაში არის
კანონდარღვევაა, რადგან საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 123-ე მუხლის პირველი
ნაწილი ამბობს, რომ- საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელისათვის შენიშვნები ,
რომლებსაც მას მისცემენ მოსამსახურეები სავალდებულოა, თუ ეს პირდაპირ
გამომდინარეობს კანონიდან.

ამრიგად, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი მოიქცეოდა არასწორად თუ


აღნიშნული შენიშვნები იქნებოდა კანონიდან გამომდინარე და საჯარო მოსამსახურეებს
ექნებოდათ უფლება მიემართათ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოსადმი .
2- საჯარო მოხელე, გარდა საჯარო სამსახურისა პარალელურად კითხულობდა
ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. კანონით დადგენილი 40 საათის ნაცვლად
საჯარო სამსახურში უწევდა კვირაში 30 საათის გატარება. საჯარო მოხელის
ხელმძღვანელმა გააპროტესტა საჯარო მოხელის დამატებითი ანაზღაურებადი
სამსახურის არსებობა და მოსთხოვა მას თანამდებობის დატოვება . საჯარო
მოხელემ უარა განაცხადა სამსახურიდან წასვლაზე და განუმარტა , რომ მას
ჰქონდა სამეცნიერ/პედაგოგიური საქმიანობის უფლება. საჯარო სამსახურის
ხელმძღვანელმა, უშუალო ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე ,
გაანთავისუფლა საჯარო მოხელე დაკავებული თანამდებობიდან.
განთავისუფლების ბრძანების საფუძვლად მოხელის პედაგოგიური საქმიანობა
იქნა მითითებული. საჯარო მოხელემ აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად
ცნობის მოთხოვნით მიმართა სასამართლოს. შეაფასეთ საჯარო სამსახურის
ხელმძღვანელის ქმედება. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო .

კაზუსიდან ირკვევა, რომ საჯარო მოხელე კითხულობდა ლექციებს უნივერსიტეტებში და


ამის გამო კანონით დადგენილი 40 საათის ნაცვლად საჯარო სამსახურში კვირაში 30
საათს ატარებდა-„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი იმპერატიულად
აწესებს ხუთ დღიან სამუშაო კვირას, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 40
საათს, დღის განმავლობაში კი – 8 საათს.

3- საჯარო მოხელე გიორგიმ მის უშუალო ხელმძღვანელს აცნობა საჯარო მოხელე


ირაკლის მიერ 2 წლის წინ ჩადენილი გადაცდომის თაობაზე, რამაც გამოიწვია
საჯარო სამსახურის რეპუტაციის შელახვა. ირაკლის მიმართ დაიწყო
დისციპლინური წარმოება, რის თაობაზეც ეცნობა ირაკლის წარმოების დაწყებიდან
მეორე დღესვე და ეთხოვა ახსნა-განმარტების წარმოდგენა . ირაკლიმ 5 სამუშაო
დღეში წარადგინა ახსნა-განმარტება. ვინაიდან ახსნა-განმარტება მიჩნეულიქნა
არასრულყოფილად, ირაკლის დაევალა 2 სამუშაო დღის ვადაში დეტალური
განმარტებანი, რაზეც ირაკლიმ განაცხადა უარი. მან წარმოებაში ჩართო ადვოკატი
ხოლო ადმინისტრაციულმა ორგანომ მოწმე. შეაფასეთ ირაკლის და საჯარო
დაწესებულების ქმედებანი. დაასაბუთეთ საჯარო დაწესებულების
გადაწყვეტილება.

კაზუსიდან ირკვევა, რომ გიორგიმ უშუალო ხელმძღვანელს აცნობა საჯარო მოხელე


ირაკლის მიერ 2 წლის წინ ჩადენილი გადაცდომის თაობაზე, რამაც გამოიწვია საჯარო
სამსახურის რეპუტაციის შელახვა, ირაკლის მიმართ დაიწყო დისციპლინური წარმოება ,
რის თაობაზეც ირაკლის ეცნობა დაწყებიდან მეორე დღესვე- საჯარო სამსახურის შესახებ
კანონის 88-ე მუხლის თანახმად - დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძვლებია : ა )
მოხელის ან ყოფილი მოხელის განცხადება დისციპლინური წარმოების დაწყების
თაობაზე; ბ) სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე დასაბუთებული ეჭვის
არსებობა; გ) საჯარო დაწესებულებაში განხორციელებული საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული აუდიტის, ინსპექტირების ან/და მონიტორინგის
შედეგები. კანონის 88-ე მუხლის მე-4 პუნქტი განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომის
ხანდაზმულობის ვადას, რომლის თანახმადაც წარმოება უნდა დაიწყოს გადაცდომის
გამოვლენიდან ანუ დასაბუთებული ეჭვისათვის საკმარისი ფაქტებისა და ინფორმაციის
მიღებიდან ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აუდიტის ,
ინსპექტირების ან/და მონიტორინგის შედეგების გაცნობიდან 1 თვის ვადაში . აღნიშნული
ვადის შემდეგ, საჯარო დაწესებულება აღარ არის უფლებამოსილი დაიწყოს
დისციპლინური წარმოება. ასევე, მითითებული პუნქტი განსაზღვრავს ისეთ შემთხვევასაც ,
როდესაც დისციპლინური გადაცდომის გამოვლენა ვერ მოხერხდა. კანონის თანახმად , ამ
შემთხვევაში დისციპლინური გადაცდომის ხანდაზმულობის ვადა არის 3 წელი .
დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან 3 წლის გასვლის შემდეგ, მიუხედავად მისი
გამოვლენისა, დისციპლინური წარმოების დაწყება დაუშვებელია, კაზუსში აღნიშნული
ვადა დაცულია. კაზუსის მიხედვით ირაკლის ეთხოვა ახნსნა-განმარტებების წარმოდგენა ,
ირაკლის ისინი 5 დღეში წარადგინა,რაც კანონსაწინააღმდეგოა-საჯარო სამსახურის
შესახებ კანონის 91-ე მუხლის მეორე ნაწილით- იფორმაციის გაგზავნასთან ერთად
დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული გადაცდომის სავარაუდო
ჩამდენ პირს აძლევს შესაძლებლობას წარმოადგინოს წერილობითი ახსნა -განმარტება ,
რისთვისაც უნდა განუსაზღვროს ვადა, მაგრამ არანაკლებ 3 სამუშაო დღისა , ხოლო ის ,
რომ ირაკლის, დამატებითი ორი დღე დაემატა დეტალური ახსნებისთვის ემთხვევა
კანონს, რადგან 91-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი
პირისათვის დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მოთხოვნას , იმ შემთხვევაში
თუ წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტება არასრულია მას დაუყოვნებლივ
უნდა ეცნობოს აღნიშნულის შესახებ და განესაზღვროს შესაბამისი ვადა , რომელიც არ
უნდა იყოს 2 სამუშაო დღეზე ნაკლები, ირაკლიმ ამაზე უარი თქვა და მოიწვია ადვოკატი ,
ხოლო ადმინისტრაციულმა ორგანომ მოწმე- 92-ე მუხლით კი დისციპლინური
გადაცდომის სავარაუდო პირს აქვს უფლება ისარგებლოს ადვოკატის დახმარებით .

4- ბაჩომ დაწერა განცხადება სამსახურიდან განთავისუფლების მოთხოვნით . 10


სამუშაო დღის გასვლის შემდეგ იგი გამოცხადდა საჯარო დაწესებულებაში და
განმეორეებით დაწერა განცხადება, სადაც მოითხოვა , რომ მისი განცხადება
სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ დაეტოვებინათ განუხილველად ,
ვინაიდან მან გადაიფიქრა სამსახურიდან წასვლა. საჯარო დაწესებულებამ
აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე განუცხადა უარი, ვინაიდან უკვე
გამოცემული იყო ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტი ბაჩოს სამსახურიდან
განთავისუფლლების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება ბაჩომ გაასაჩივრა
ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. განმარტეთ სწორად მოიქცა თუ არა
საჯარო სამსახური .

კაზუსიდან ირკვევა, რომ ბაჩომ დაწერა განცხადება სამსახურიდან განთავისუფლების


მოთხოვნით- საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 109-ე მუხლის მიხედვით- მოხელეს
უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს სამსახურიდან გათავისუფლება და , როგორც
წესი, ის არ არის ვალდებული დაასაბუთოს მისი ეს გადაწყვეტილება. შრომის
თავისუფლების პრინციპი მოქალაქეს აძლევს თავისუფლებას, ყოველგვარი იძულების
გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება, სურს თუ არა შრომით ურთიერთობაში იყოს
დამსაქმებელთან. შემდგომ ირკვევა, რომ 10 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ იგი
გამოცხადდა საჯარო დაწესებულებაში და განმეორებით დაწერა განცხადება , სადაც
მოითხოვა, რომ მისი განცხადება სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ
დაეტოვებინათ განუხილველად, რადგან მან გადაიფიქრა სამსახურიდან წასვლა , საჯარო
დაწესებულებამ აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე განუცხადა უარი , ვინაიდან
უკვე გამოცემული იყო ინდაქტი ბაჩოს სამსახურიდან განთავიფულების წინააღმდეგ -
საჯარო სამსახურის ქმედება არ შეესაბამება კანონს. საჯარო სამსახურის შესახებ კანონის
109-ე მუხლის მიხედვით- მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა სამსახურიდან
გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 14 სამუშაო დღის გასვლის
შემდეგ. აღნიშნული დროის მონაკვეთში მოხელეს აქვს შესაძლებლობა , ნებისმიერ
დროს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, წერილობით განაცხადოს უარი სამსახურიდან
გათავისუფლების მოთხოვნაზე. ასეთ შემთხვევაში, განცხადება რჩება განუხილველი და
მას არ ეძლევა მსვლელობა. ამრიგად, კაზუსში დაცული იყო ვადა ბაჩოს მხირდან , საჯარო
სამსახურს უნდა გაეთვალისწინებინა მისი მეორე განცხადება .

You might also like